Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სამოქალაქო

ლიზი ხიზანიშვილი

თომას ჰობსის, ჯონ ლოკის და ჟან-ჟაკ რუსოს


თეორიები

მე-17 და მე-18 საუკუნის მოაზროვნეები იზიარებდნენ საერთო მიზანს,


რომ „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ მთავარი, საერთო იდეა
არის ის, რომ ადამანი სახელმწიფოსა და მმართველობის შექმნამდე
არსებობდა, ამიტომ უნდა შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც
ადამიანებს დაიცავდა და თან შეუნარჩუნებდა თავისუფლებას . სამივე
ფიქრობდა, რომ ადამიანისთვის უმთავრესი თავისუფლება იყო.
„ბუნებითი უფლებებისგან“ უნდა მიეღოთ სამაგიერო სიკეთე. ამასთან
დაკავშირებით ამ სამმა მოღვაწემ თავიანთი მოსაზრებები
გაგვიზიარეს.

მართალია მათ ამოძრავებდთ საერთო მოტივიც, თუმცა მაინც ჰქონდა


თითოელ მათგანს განსხვავებული მოსაზრებაც.

მაგალითად: თომას ჰობსი - („ომი ყველასი ყველას


წინააღმდეგ“.)

ამბობდა, რომ მკაცრ გარემოში, სადაც არ ხარ დაცული, გაქვს


მუდმივი შიში, სიკვდილის მოლოდინი, ცხოვრება მარტოსული და
ღარიბია, არ აქვს შრომისმოყვარეობას აზრი. სწორედ აქედან
გამომდინარე ჰობსი ფიქრობდა, რომ ადამიანებს ისეთი
ორგანიზაცია უნდა შეექმნათ, რომელიც მსგავსს პრობლემებს
აღმოფხვრიდა. ამას ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი,
„საზოგადოებრივ ხელშეკრულებას“ უწოდებდა. რისი მთავარი
მიზანი იყო დასაბუთება იმისა, რომ სახელმწიფო, კანონები და
ხელისუფლება უნდა შეიქმნას ადამიანის ნება-სურვილის
მიხედვით კონკრეტული საჭიროებებისთვის. მიზი აზრით
მხოლოდ მკაცრი მმართველობის ფორმას შეეძლო ზემოთ
ნახსენები პრობლემების მოგვარება.

ამ შემთხვევაში ჰობსის მოსაზრებაზე სრულად დათანხმება მიჭირს ,


რადგან სიმკაცრე და დიქტატორული რეჟიმი სახელმწიფოსთვის არ
არის პროგრესის მომტანი. ამის თვალსაჩინო მაგალითია სსრკ-ს
მმართველობისა და ჰიტლერის დროინდელი გერმანიის პერიოდი.

რაც შეეხება ჯონ ლოკს („ორი ტრაქტატი მმართველობის


შესახებ“).

ამბობდა, რომ ადამიანები ბუნებით თანასწორნი და თავისუფალნი


იბადებიან, აქედან გამომდინარე მათი მთავარი მიზანია ამ უფლებების
დაცვა. მართალია იაზრებდა ჰობსის შეხედულებას „ბუნებითი
მდგომარეობის“ შესახებ, თუმცა მისგან მაინც განსხვავებულად
ფიქრობდა, რომ ადამიანი უფრო მშვიდობისმოყვარე არსება იყო.
ასევე ფიქრობდა, რომ მმართველობითმა სისტემამ არა მხოლოდ
ქაოსი, ომი და ძალადობა უნდა აღმოფხვრას, არამედ შეძლოს
დაიცვას თავისი საკუთრება და ხელი შეუწყოს ეკომონიკას. თომას
ჰობსი მკაფიოდ განსხვავებულად ფიქრობდა. მისი აზრით
ინდივიდუალური თავისუფლება იყო უფრო მთავარი, ვიდრე
დიქტატორული რეჟიმი.

ვეთანხმები ჯონ ლოკის შეხედულებებსა და აზრს, რადგან


კო9ნკრეტულ პრობლემას საზოგადოების თვალით უყურებს. რა
იქნება საზოგადოებისთვის კარგი, პროგრესირებადი, ისე რომ
თან იყოს მშვიდობა და ასევე მშვიდი და კომფორტული გარემო
ჰქონდეთ სახელმწიფოებში.

და ბოლოს, რაც შეეხება ჟან-ჟაკ რუსოს, თავის ყველა ნაშრომში


ასაბუთებდა, რომ ადამიანები იბადებიან თავისყფლები, თუმცა ყველა
საფრთხის წინაშეა. სახელმწიფოს უთანასწორობისა და
ძალაუფლების გამომწვევად თვლიდა. ეს ფორმა კი ადამიანში
უბრალოებას, სისადავეს კლავდა. რუსოს აზრით მთავარი იყო
„საყოველთაო ნება“, რაც იდეალური იქნებოდა იმისათვის, რომ
ადამიანს თფითონ ემართა საკუთარი თავი. ეს ადამიანს
გადაალახვინებდა სირთულეებს.

როგორც უკვე აღვნიშნე ჩემთვის ჯონ ლოკის მოსაზრება უფრო


მისაღებია, რადგან ფიქრობდა, როგორც სახელმწიფოში სიმშვიდის
დამყარებაზე და ეკონომიკაზე, ასევე ინდივიდთა უფლებებზე...

You might also like