რეპრესიები და ქართული მწერლობა რატი 4

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

Რეპრესიები და ქართული მწერლობა

Საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა ინტელექტუალებს, განსაკუთრებით


ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რადგან სიტყვის თავისუფლების
წინააღმდეგ მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდა.
ამასთან Საბჭოთა აზროვნებისა და მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში დიდია
მწერალთა როლი. Საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მალევე იზრუნეს
იმაზე, რომ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სოციალისტური იდეოლოგიის
ჩანერგვა მწერლებს აეღოთ თავიანთ თავზე. Სწორედ ამიტომ დაარქვა სტალინმა
მწერლებს “ადამიანის სულის ინჟინრები”. Საბჭოთა მექანიზმი მარტივი იყო. Პრესა
იდეოლოგიას ავრცელებდა, მწერლები კი ბოლშევიკების დაკვეთით ახალ მითს
თხზავდნენ. 20-იანი წლებიდან მწერლები პარტიის იდეოლოგები ხდებოდნენ. Მათი
უმთვრესი საქმიანობა წერის ნაცვლად, პროპაგანდის გავრცელება გახდა. Ისინი
პასუხისმგებლები იყვნენ პარტიის წინაშე, პარტია მათ თითოეულ ნაბიჯს
აკონტროლებდა. Საბჭოური მწელობა მთლიანად იხდიდა ნიღაბს და საბოლოოდ
ემიჯნებოდა ლიტერატურის ჰუმანურ პრინციპს. Მიზეზი კი მარტივი იყო-შიში.
Მხოლოდ ფიცი ან პირობა საკმარისი არ იყო მწერალთა დასაშინებლად. Მწერლობას
რომ შიშიშის გრძნობა კვლავ ჰქონოდა, ამისათვის საჭირო იყო ‘’ყური აეწიათ’’,
დაეტუქსათ, გაეძევებინათ ან თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ ,მოეკლათ კიდეც.
zდაშინებების მიუხედავად მაინც ვერ შეძლეს, ბოლომდე ჩაეხშოთ ანტისაბჭოური
განწყობა .Ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან იწყებენ დაპირისპირებას ბოლშევიკები
ანტისაბჭოური, პატრიოტი მწერლების წინააღმდეგ. Პირველი მწერალი, რომელიცს
დაადანაშაულეს ალექსანდრე აბაშელი გახლდათ. Მან თავის ლექსში მკაფიოდ
გამოხატა სამწუხარო რეალობა, რომელშიც ცხოვრება უწევდათ ქართველ პოეტებს.
Პოეზიის ნაცვლად ბატონდებოდა გალექსილი გაზეთები, აბაშელის ლექსი კი
მხილებაა საბჭოთა მექანიზმის, რომელიც ითხოვს ამ ტენდენციის გაბატონებას.
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მოუწოდებდა ყოველ
ანტისაბჭოურ მწერალს იმის წერისკენ, რასაც ხელისუფლება ავალებდა .Ეს კი
პირველი აღიარება იყო კომპარტიისგან, რომ მათ დაქირავებული ჰყავდათ
მწერლობა. Კომპარტიის მიზანიც აშკარაა, მათ სურთ ინტელიგენციის გადმობირება,
მაგრამ თუ ამას არ დათანხმდებიან, მაშინ ურჩებს დასჯიან. ან მორჩილება ან
განადგურება! ვინც ურჩობას გაბედავს, მათრახებით აუჭრელებენ ზურგს. ვინც
დამორჩილდება, თაფლის კვერით დააჯილდოვებენ.
მმართველი პარტიის სიტყვები ერთგვარი გაფრთხილებაც იყო. კომპარტიის
ერთგული მწერლები უნდა დასეოდნენ პოეტს, არც დაუყოვნებით მწერლებს და
მაშინვე ამოუდგნენ მხარში ხელისუფლებას. ალექსანდრე აბაშელი არ იყო
ერთადერთი , რომელსაც ერჩოდა საბჭოთა ხლისუფლება. Მასთან ერთად იოლად და
დაუფიქრებლად გაიმეტეს ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მიხეილ
ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი და სხვა მრავალი მწერალი, რომლებსაც
დაქირავებული პოეზიის ბორკილებით ვერ შებოჭავდნენ. Საბჭოთა მექანიზმი
მარტივად მუშაობდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც წინ გადაუდგებოდნენ
საბჭოეთს.
ზოგჯერ მწერლების რბევა აწიოკება მასიური იყო,(1937 წელი) ზოგჯერ კი ცალკეულ
პირებს როზგავდენენ. Ჩვეულებრივი ამბავია: მჩაგვრელს დაჩაგრულის მუდმივი
მორჩილებისთვის სჭირდება ძალა - არმია, პოლიცია, ჟანდარმერია. კომუნისტებმა
შექმნეს კრიტიკა-ჟანდარმი. Მათი მოვალეობა ნაწარმოებთა განხილვის ნაცვლად,
პირდაპირ ურჩი მწერლების დასჯა იყო.
Პოეტებს იბარებდენ ცენტრალურ კომიტეტში და აძრობდნენ ტყავს კუდის რიკამდე.
Რედაქტორს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა უფლება კრინტი დაძრა, აეხსნა, განემარტა
ნაწარმოების დედააზრი, Გადამწყვეტი მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის
პარტმუშაკის შეხედულება იყო. მაგალითისთვის შატბერაშვილის ამბავიც
გამოდგება. Კომპარტიის ცენრალური კომიტეტიდან გაიცა ბრძანება - ჰკა მაგასაო!-
ლიტერატურულმა კრიტიკამაც იერიში მიიტანა მასზე. Პირველი ვინც მის
წინააღმდეგ კრიტიკის ხელი იშიშვლა დავით დემეტრაძე გაზეთის რედაქტორი იყო.
დემეტრაძეს საქციელი ხაზს უსვამს საბჭოთა სისტემის დაუნდობლობას,
Შემოქმედებითი ინტელიგენცია ორად იყოფა. ერთი ნამდვილი შემოქმედია, მეროე -
ცრუ. Ნამდვილი შემოქმედი მძიმე ტკივილით, ტანჯვითა და წამებით ქმნის
ეროვნულკულტურას. Ხელისუფლებაც მას აწამებს, აგინებს, ტანჯავს, გოლგოთის
გზით ატარებს. Ცრუ შემოქმედი ხელისუფლების ლაქიაა და მისი მეხოტბე.
Მთავარია,ხელისუფლება ასიამოვნოს და როგორმე დიდი ხნის დამსახურებული
როზგი მასზეც არ გადატყდეს. Ცრუ შემოქმედი ტყუილით არხეინად და განცხრომით
ცხოვრობს, სარგებლობს ამქვეყნიური სიკეთით. Სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი
იცვლება.
Პირველი ერს განადიდებს , ყველასათვის სამაგალითო და საამაყოა, ხოლო მეროე
ქვეყნის მგმობელი,ლაჩარი რომელმაც წუთიერი ბედნიერება უსასრულო სულიერ
ტანჯვაში გაცვალა. Რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყოველი მომდევნო ეპოქის
ცრუ შემოქმედი აქებს და ადიდებს წარსული დროის წამებულს და მისი სახელით
გმობს მის თანამედროვე ნამდვილ შემოქმედს. Კაცობრიობის გრძელი ისტორიის
განმავლობაში ეს მოდელი კანონზომიერია და თანმიმდევრულად მეორდება.
დაქირავებული მწერალთა საერთო კრების მსხვერპლი აღმოჩნდა პაოლო
იაშვილი. პირველი უდიდესი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა
შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია
მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და
თანდათანობით მზადდებოდა. ცხადი იყო, რომ მეხი სულ მალე უნდა
გავარდნილიყო. პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად
მოემზადა ამ ტარაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით
დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად
შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ .ამ გასროლის ხმა მთელს იმპერიაში
გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი. მეწყერივით თავს
დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან
დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და
უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ
მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია…
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს
ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა,
როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ”. მან მწერალთა
სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში
პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ
გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი
და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის
მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს. ამ “პროვოკაციული
აქტით” გაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი
პოეტიც არ დაინდო და მას მოუწყო ულმობელი სასამართლო. 1937 წლის
ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის,
სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იგი სისხლში გასვრილ წუთისოფელთან საბოლოოდ
ანგარიშსწორებული და მასთან საბედისწერო დუელში გამარჯვებული, მარადისობის
გზას დაადგა და ყველას დიდსულოვანი დუმილით პატიობდა ადამიანურ
სულმოკლეობას და სიმდაბლეს. მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით
სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმორევით უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი
ყოფილა, ყველას გვაჯობა”-ო.
ასე დაუსრულებლად ატრიალებდნენ კომუნისტები წუთისოფლის დოლაბს და
ფქვავდნენ განუკითხავად მტყუანს და მართალს. Ეს არ იყო დროებითი კამპანია,
რომელსაც ბოლო უჩანდა. იგი დროდადრო აუცილებლად უნდა განმეორებულიყო
და მეორდებოდა კიდეც. Განსხვავება მხოლოდ მასშტაბში იყო. რეპრესიებისსქემა,
რომელმაც მალევე მთელი ქვეყანა მოიცვა, საკმაოდ სასტიკი და მარტივად
წასაკითხი იყო: საბჭოთა კავშირში სტალინის ყველა ფარული თუ აშკარა
მოწინააღმდეგე ფიზიკურად უნდა განადგურებულიყო. 1936-1938 წლებში
საქართველოში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი დაიჭირეს, აქედან 20 ათასი
დახვრიტეს.
ამგვარად,ქართველი მწერლების მართლაც საუკეთესო ნაწილმა, მათაც კი, ვინც
შემდგომ კლასიკოსებად ვაღიარეთ, თავიდანვე აქტიურად დაუჭირეს მხარი პარტიის
ახალ კურსს. Მაჩაბლის 12-ში, მწერალთა სახლში თითქმის ყოველდღიურად
იმართებოდა კრებები, სადაც ლიტერატურაზე სულაც არ საუბრობდნენ, იმ
საკითხებს განიხილავდნენ, რასაც პარტია მიუთითებდა. Შეიძლება ითქვას, რომ
ზოგადად ქართველი მწერლების უდუდესი ნაწილი საბჭოთა სოციალისტურ
სახელმწიფოს სამსახურში იდგა.

You might also like