Client Brief

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ახმეტაში იხსნება სავაჭრო ცენტრი.

ერთ-ერთი მაღაზია, რომელიც წარმოდგენილი


იქნება ამ სივრცეში არის H&M, შესაბამისად მას სჭირდება საკომუნიკაციო სტრატეგია,
რათა მოერგოს აღნიშნულ ბაზარს.

 პროდუქტების დეტალური დახასიათება - თუ რას წარმოადგენს, რა მიმართულებებს


მოიცავს.
H&M კომპანია ბაზარზე ოპერირებს 1947 წლიდან. ის არის შვედური კომპანია,
რომელიც აერთიანებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსის კოლექციების. ასევე
აქსესუარებს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, სახლის ინტერერის ნივთებსა და სპორტულ
ტანსაცმელს. H&M-ს 3500-ზე მეტი მაღაზია აქვს 55 ქვეყანაში. კომპანიის მთავარი
მიზანია შექმნას მოდური ტანისამოსი მომხმარებლისთვის.

საფასო სტრატეგია:
კომპანიის პროდუქტი საშუალო ღირებულებისაა. თითოეული პროდუქტის
ღირებულება საშუალოდ $20-ა

 მიზნები - კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზნები, რისი მიღწევა გსურთ ჩვენი


დახმარებით?
ძირითადი მიზნები:
1. კონკრეტულ რეგიონში ბრენდის ცნობადობის გაზრდა
2. კონკრეტულ რეგიონში ლოიალური მომხმარებლების გაჩენა/გაზრდა
3. გაყიდვების სტიმულირება

 აუდიტორია - ვინ არის ჩვენი კლიენტი? როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ ის?


შეგვიქმენით ავატარი საშუალო პოტენციური მყიდველის: სად ცხოვრობს/რამდენი
აქვს შემოსავალი/რა ინტერესები აქვს/ ასაკი/სქესი.

H&M-ის სამიზნე აუდიტორია საკმაოდ ფართოა და მოიცავს სხვადასხვა თაობის


ადამიანს, თუმცა სამიზნე ჯგუფის უდიდესი ნაწილი არიან Milennials-ები და
Generation Z. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკმაოდ დიდი სამიზნე ჯგუფია ჩვენ ისინი
უფრო შევამცირეთ და ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიად განვსაზღვრეთ 20-30 წლამდე
ქალბატონები.

 რა ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტის


ყიდვის დროს?
1. შესაძლოა ვერ შეარჩიოს სასურველი ზომა
2. შესაძლოა ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს ფასი (იშვიათ შემთხვევაში)
კომუნიკაციის მთავარი გამოწვევა რა გვაქვს? სად არის სირთულე, რამე კრიზისული
ადგილები თუ გვაქვს რასაც დავამუშავებთ კომუნიკაციის დროს. ნეგატიური
გამოხმაურებები თუ გვაქვს..
1. უარყოფითი გამოხმაურება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას ჯერ
კიდევ არ აქვს საქართველოში Online გაყიდვებისთვის ვებ-გვერდი.

კონკურენტები - ვის აღიქვამთ კონკურენტებად და რა გამოგარჩევთ მათგან?

H&M-ის ძირითადი კონკურენტები არიან: Ovs, Zara, Mango, Koton, Next

დავალება
თქვენი დავალებაა შექმნათ საკომუნიკაციო სტრატეგია მოცემული ბრენდისთვის.

 განსაზღვრეთ, რომელ საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებდით თქვენს სამიზნე


აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ.
 განსაღვრეთ კონტენტ სტრატეგია (ჩაშალეთ კონტენტ ლაინები, რომელიც კომპანიას
დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში)
 განსაზღვრეთ კონტენტის ფორმატები: ეს იქნება ფოტო, ვიდეო თუ კარუსელი
(მიუთითეთ ზომები: 1:1, 4:5 9:16, 16:9 და ა.შ, რომელს რომელ პლატფოტმაზე
გამოიყენებდით)
 განსაზღვრეთ რეკლამირებისას, რომელ სარეკლამო მიზნებს გამოიყენებდით და
რატომ?
 რომელ პლატფორმებს გამოიყენებდით რეკლამირებისთვის?

You might also like