სერგეი მესხი 15 პუბლიკაცია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

სერგეი მესხი

პუბლიკაციები:

1)დროების აღსარება

2)საქალ-ვაჟო შკოლებზე

3)რა დაუკარგავს ქალებს და რას დაეძებენ ისინი

4)ბიბლიოგრაფია

5)ებრაელების შესახებ

6)დროების მკითხველები

7)რედაქცია და თანამშრომელი

8)ლიტერატურული პატიოსნება

9)რა მოეთხოვება გაზეთს

10)ორთავეს

11)ერთი დღე მუხა-ესტატეში

12)ერთი სადილი შერიფ-ბეგთან

13)ჩვენი თეატრის საქმექართულ საზოგადოებრივი სალიტერატურო ჟურნალი

ა863 წელს გამოვიდა სულ 12 ნომერი გამოვიდა

შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

1)წმინდა სალიტერატურო

2)ისტორიულ ნიკოლოზ ღ

14)ტატო წულუკიძის ჩამოხრჩობა

15)ძლიერი და სუსტი ერი

16)ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე

1)დროების აღსარება
ისაუბრა, განათლებული ქვეყნების კარგად გამართული გაზეთების ფუნქციონირების ,
შესახებ. აღნიშნა რომ ასეთ ქვეყნებში გაზეთს ათი-ათასაობით ხელმომწერი ჰყავს .
კარგად გამართული გაზეთისთვის საჭიროა მუდმივი თანამშრომლები , რომლებიც
რედაქციას შეადგენენ, ასევე გარეშე თანამშრომლები. გაზეთს სხვადასხვა განყოფილება
აქვს რედაქტორი კი ვალდებულია ერთ განყოფილებაში გამოთქმული აზრი არ
ეწინააღმდეგებოდეს მეორე განყოფილებაში გამოთქმულს. გარეშე თანამშრომლები კი
იგზავნებიან უცხო ქვეყნებში, იმ შემთხვევაში თუ იქ რაღაც საინტერესო ხდება ,
დააგროვონ უნდა ისეთი ინფრომაცია რაც საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს და
თავიანთ ქვეყანას მიაწოდოს. მათ კორესპონდენტებს უწოდებენ. მაგალითად ამერიკაში
1864-66 წელს ომიანობა რომ იყო „თაიმსმა“ ამბის მოსაწერად ამერიკიდან იქ
კორესპონდენტი გაგზავნა. საზოგადოებას ეხალისება საინტერესო ამბების შეტყობა ,
გაზეთიც გამართულია, ხელმომწერთა რაოდენობაც მაღალი. ასეა, განათლებულ
ქვეყნებში ეს ორი საქმე:გაზეთის სიკეთე და გავრცელება, სახელგანთქმული. შემდეგ კი
ყურადღება მიაპრო ჩვენი ქვეყნის გაზეთს „დროებას“ და თავად ჩვენს ქვეყანას . დროებას
ორი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს. კორესპონდენტებიც ურიცხვად ჰყავს დროებასო ,
მაგრამ უსიამოვნო ის არის რომ ყველას ვისაც შეეძლო ან არ შეეძლო წერა აგზავნიდა
სხვადასხვა ნაშრომს დროებაში. დროებას რომ შეძლება ჰქონდეს იმას ოროდე ქალაქში ,
ჩვენს, საკუთარი კორესპონდენტი ეყოლებოდა, უფრო გამართული იქნებოდა და ხშირად
გამოიცემოდა, მაგრამ ძლივს ჰყავს 300 სამდე ხელმომწერი და აქიდან ხარჯი დიდი არ
აქვს და აქვს თუ არა ამის მერე საზოგადოებას უფლება ემდუროდეს დროებას ? ბოლოს
აღნიშნა რომ რედაქცია მაინც იტოვებს იმის იმედს რომ მკითხველმა დააფასოს
არსებული მწიგნობრობა.

2)საქალ-ვაჟო შკოლებზე
აღზრდის დანიშნულება ის არის რომ რასაც ვასწავლით შემდგომ მოსწავლემ საკუთარი
თავისთის და საზოგადოებისთის გამოიყენოს. ხშირად ხდება ისეთ რაღაცებს ვასწავლით
რასაც ვერ გამოიყენებს და ისეთ რაღაცებს არ ვასწავლით რაც საჭიროა და აუცილებლად
გამოიყენებს. უმთავრესი საფუძველი ჩვენი აღზრდისა ის არის რომ ქალები და ვაჟები
ცალკ-ცალკე იზრდებიან და ერთმანეთს აკვნიდან შორდებიან. საზოგადოებისთვის და
მშობელი დედისთვის ქალისა და კაცის მოქმედების წრე ხანდახან განსხვავებულია .
მაგრამ საზოგადოება ქალსაც და კაცსაც ორივეს ერთნაირად მოთხოვს საკუთარი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და წყლულების მოსპობას. როგორ უნდა
იმოქმედონ შემდგომ ერთსაზოგადოებაში კაცმა და ქალმა, რომლებიც თავიდანვე
სხვანაირად იღზრდებონენ. ამნაირ აღზრდას საფუძველი და აზრი აქვს ? განათლებულ
ქვეყნებში კი პირიქითხდება და დიდი ხანია მიხვდნენ რომ ქალის და კაცის ერთად
აღზრდა უფრო სარგებლიანია. ვიღაცისთვის ამგვარი დამოკიდებულია ზნეობის
შერყევისკენ არის პირდაპირმიმართული, მაგრამ რაც უფრო მიუწვდომელია
ადამიანისთვის და აკრძალული მით უფრო აქვს სურვილი რომ ის მოთხოვნილება
დაიკმაყოფილოს და მსგავსი ფაქტი ჯერ არ დასტურდება, იმიტომ რომ ერთად აღზრდას
სარგებელი ახასიათებს, მაგრამ თუ მაინცდამაინც მოხდა ეს ფაქტი მაშინ რა ხდება ან რა
მოხდება? 12 წლამდე ეს რომ მოხდეს შეუძლებელია. შემდეგ ისაუბრა რომ სოფელში
ისედაც ჭირს სკოლების აშენება და ორი რომ აშენდეს უარესია , ამიტომ ჯეროვანი
ყურადრების მიქცევა მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით და ურჩია რომ ერთი სკოლა
აშენებულიყო ქალებისთვის და ვაჟებისთის, საერთო.

3)რა დაუკარგავს ქალებს და რას


დაეძებენ ისინი
ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ საუბრობს და მაგალითი მოიყვანა , რომ
გლეხები განთავისუფლებისას არ სცილდებიან ბატონს და საპირისპიროს ამბობენ ;უწინ
ჩემებიც მათ ეკუთვნოდნენ ემსახურებოდნენ და მეც ამგვარად უნდა მოვიქცეო . ქალებიც
ასე არიან არ უნდა „მონობისგან“ განთავისუფლება იმის შეგნება რომ ქალსა და კაცს
შორის თანასწორობა დამტკიცებულია. გარდა სხვა ქალური მოვალეობებისა მათ
შეუძლიათ იმ საქმეების გაკეთება რასაც დღეს კაცი აკეთებს, მაგრამ არ უნდათ . სხვა
განათლებულ ქვეყნებში დასავლეთ ევროპაში, რუსეთში და ამერიკაში მიხვდნენ რომ
ქალის დანიშნულება ფართოა და თანასწორი უნდა იყოს ქალისა და კაცის
უფლებები.მაგრამ ჩვენთან სხვაგვარად არის წარმართული ყველაფერი . მიუხედავად
იმისა რომ ქალის შესაძლებლობების მაქსიმუმი ყველანაირად დამტკიცებულია . ქალებს
„უფლებებს“ ვაჩეჩებთ მაგრამ არ ესმით რა არის და რისთის არის საჭირო, როგორ
შეიძლება მისი გამოყენება და რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აქ არამხოლოდ ამ საკითხის
თეორიტიკულ მხარეს განიხილავს, აქ განიხილა ის ღონისძიებები რომლებიც ქალებმა
განახორციელებს კაცებისგან თავის დაღწევის მიზნით. ეს არის ქალის სამოქალაქო
უფლებების შეძენა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გონების გახსნაა . ამას
სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებდნენ, აზრს რომ ქალის კაცისგან თავისუფალია ,
მაგალითად ლიტერატურული მოძრაობით. ასოციაციებით, მიტინგებით რომელსაც
ბეჭდვაზე მეტი ძალა ჰქონდა. ისინი ამსხვრევდნენ იმ კაცების აზრს, რომლებიც ქალის
არსებობას და დანიშნულებას არშიყობით, ბავშვის გაჩენით და სტუმრის მოვლით
ხსნიდნენ.

4)ბიბლიოგრაფია
უცნობი ავტორის ბროშურა წაიკითხა და სხვადასხვა , განსხვავებული , აზრები აღიძვრა
მასში, რაგან ის საერთოდ არ ეთანხმებოდა უცნობ ავტორს. რას ამბობდა უცნობი ავტორი ?
ის ამბობს რომ წარმატების და ბედნიერების ერთ-ერთი გზა არის პატარა ხალხებმა
დაკარგონ ხალხოსნობა, ენა საკუთარი ინდივიდუალიზმი, სპეციფიურობა და დიდ
ხალხებს შეუერთდნენ. წვრილი ხალხის ენებს არ შეუძლიათ მთელი ორგანოს შექმნაო
(იგულისხმება ენა) ამიტომაც უნდა შეუერთდნენ მსხვილ ხალხებს. უცნობი ავტორი
მოითხოვს რომ დედამიწაზე ერთი ხალხი და ერთი საყოველთაო ენა დარჩესო , მაგრამ
რამდენად მოსაწონია ასეთი ლოგიკა ან ნორმალურიო? სერგეი ეწინააღმედეგენოდა ამ
მოსაზრებას, რადგან ერისგან მეორის გადაკეთება შეუძლებელია, მით უმეტეს
ძალდატანებითთუ ხდება ეს. ინგლისელმა ინდოელი რომ ინგლისურად აალაპარაკოს ის
ინდოელი ინგლისელი ვერც ვერასდროს ვერგახდება.

5)ებრაელების შესახებ
აქ საუბრობს კანონზე, რომელიც ებრაელებს რუსეთის გუბერნიაში დასახლების და
ცხოვრების უფლებას აძლევს. საუბრობ დევნაზე რასაც დღეს ებრაელები განცდიან და
იმაზე რომ ამგვარი კანონი კარგი და სარგებლიანი ნაყოფის მომტანია. საფრანგეთში
ებრაელებს ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უფლება აქვთ
მინიჭებული რაც იქაურ ფრანგებს და ისინი ფრანგებისგან არც კი განსხვავდებიან ,
რადგან ფრანგების მხრიდან არ არიან შევიწროებულები არც მათ არ გაუჩნდებათ
სურვილი მათი შევიწროების.

6)დროების მკითხველი
ლოგიკურია მკითხველზე საუბრობს, მოთხოვნილება ყველას მხრიდან განსხვავებულია
ზოგს რისი კითხვა მოსწონს ხოლო ზოგს რისიო. ჩვენ უნდა ავდგეათ და ყველას
მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, შეიძლება ის რაც ერთისთვის იწერება მეორესთვის
არ იყოს საინტერესო ან პირიქით, ხოლო ხალხი ამას ვერ იაზრებს. მაგრამ რედაქციას და
გაზეთს აქვს იმის უფლება გააზიაროს, დაწეროს ისეთი ინფორმაცია რაც საინტერესო ,
მნიშვნელოვანია და საშუალო ქართველს გამოადგება. არ უნდა იყვნენ ასეთი სასტიკები
და მომთხოვნები რადგან ისინი რედაქციის წინაშე ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას
და ასევე გაიხსენონ ამ გაზეთიოსთის და ყველაფრისთვის რა ღონისძიების გატარება
გვიწევს , იქნებ ამის მერე შეცვალოთ მაინც დამოკიდებულება და შემსუბუქდეთ .

7)რედაქცია და თანამშრომელი
ისაუბრა იმის შესახებ გაზეთში ყველა განყოფილებას თავისი რედაქტორი ჰყავს , ხოლო
ჩვენთან არ არის ეს შესაძლებლობა და რამდენიმე განყოფილებას ერთი რედაქტორი
ჰყავს, ყველა რედაქტორი გაფრთხილებულია გაზეთში ისეთი რამ არ გაეპაროს რაც
საზოგადოებას ეწინააღმდეგება. რედაქტორს დასცინეს ამასცინათ , რადგან ახსენა რომ
მწერლებს ჩვენ ვაჩენთ და ვაკეთებთ, ვქმნით, ეს უსაფუძვლო და დასაცინარი ნამდვილად
არ არის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არა თუ საუბრის მეშვეობით , არამედ წერილობითი
კომუნიკაცია თანამშრომელთან რომ წაახალისოს, უთხრას, ურჩიოს, რა მიმართულებით
უნდა შეიცვალოს რისი წერა შეეფერება ან არ და ასე შემდეგ.

8)ლიტერატურული პატიოსნება
არსად არ არის ძნელი პატიოსნების დაცვა, როგორც ჩვენში. თუ ხმას ამოიღებ და ვინმეს
ნაკლოვანებაზე და პრობლემაზე გადაჭრით ისაუბრებ მაშინვე შეგამკობენ საშინელი
სიტყვებით. ეს დროებასაც დამართნია. თავიდან გაჩუმებული რომ იყო და ყველას აქებდა ,
როგორც ჭკვიან გაზეთს ისე მოიხსენიებდნენ, მაგრამ როცა გაბედა და ნაკლოვანებაზე
ღიიად დაიწყო საუბარი მაშინვე შეეცვალათ მის მიმართ დამოკიდებულება. რა კარგი
გაზეთი იყო დროება მაგრამ, ასე იწყებოდა ყველა წინადადება. ბოლო სიტყვა კი
მკითხველს დაუტოვა, თვითონ გაარჩიოს რომელია უფრო მართალი და პატიოსანი :
გაზეთი რომელიც პირდაპირ საუბრობს სათქმელზე თუ ისინი ვინც ცდილობენ გაზეთს
ორმო გამოუთხარონ და ეს ხშირად არ გამოსდით ხოლმე.

9)რა მოეთხოვება გაზეთს


რა მოეთხოვება ჩვენს ქართულ გაზეთს და დრო გამოშვებით ლიტერატურას ,
გულწრფელი პასუხის გაცემა ამის შესახებ რთულია, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია თუ
რა არ მოეთხოვება-ყველაფერი ის რაც უცხოურ პერიოდულ გამოცემას არ მოეთხოვება .
ხალხი მარტივად განსჯის და გაკიცხავს სხვას, გაზეთი ასეთი უნდა იყოს , ხან ასეთიო , ამას
უნდა აკეთებს ან ამას არაო და ასე შემდეგ. მაგრამ აბა თქვენ დააყენეთ საკუთარი თავი ამ
გაზეთის მოთავეების მაგივრად და მიხვდებით რაოდენ რთული არის ეს ყველაფერი .
ქართულს ლიტერატურას (ჟურნალისტიკას–რედ.) ერთი

მოვალეობა აქვს: თვალი გამოაჭყეტინოს ხალხს; წარსული ისტორიული ცხოვრების

მოგონებითა და განათლებული ხალხების გაცნობით გამოაღვიძოს, გააგებინოს, რომ


ერთს

წერტილზე გაჩერება დამღუპველია ხალხისათვის, რომ ვისაც სიცოცხლე , კაცური


სიცოცხლე

სურს ამ დედა-მიწაზე, ის ყველაზე პირველათ ხელს უნდა ანძრევდეს, თავის თავს უნდა

იცნობდეს, თავის სამშობლო ენას არ უნდა ივიწყებდეს. ყველაზე დიდი საშინელება ის


არის როდესაც ქართელი ხალხი თავსი ენას, სამშობლოს, ქვეყანას გულგრილად უყურებს
და თუ ქართული ლიტერატურა ამ უბედურებას ააცილებს ქართველ ხალხს ესეც დიდი
დამსახურება იქნება. უკეთესი მომავლის სურვილის აღძრა რაც ძალზედ მნიშვნელოვანი
არის. ლონდონსი წარიმართა კრება რაც მწერლებს და ჟურნალისტებს ეხმარებოდა .
ორატორები გამოვიდნენ სიტყვით და ერთ-ერთმა გაზეთის მნიშვნელობაზე ისაუბრა . ის
არის ძალა, იგივე სახელმწიფო რომელიც ხალხზე დიდ გავლენას ახდენს . ნაპოლეონი
დიდი ფულს ხარჯავდა იმისთვის, რომ გაზეთები მოესყიდა და მისი მმართველობა ექოთ ,
ამიტომ უცხოური გაზეთი სხვადასხვა მოვალეობის და მიზნის მიხედვით ფუნქციონირებს .

10)ძლიერი და სუსტი ერი


გადასახლებაზე საუბრობს, თუ როგორ უწევთ გადასახლებას ღარიბ ერებს დიდ
ქვეყნებაში. ამერიკის და ინდოეთის მაგალითი განიხილა. სადაც ინდოელებს
ავიწროვებენ, ხოცავენ და ასე შემდეგ. ერთ რუსულ ჟურნალში არის აღწერილი
ინდოელების მდგომარეობა და ამ ჟურნალიდან შევიტყობთ თუ როგორ მისულა
ინდოელი სახელად „წითელი ვაშლი“ თხოვნით ამერიკის პრეზედენტთან , მოუთხოვია
გრანტისთის. თოფისთვის ზეთი მიეცათ რომ ინდოელ ხალხს ენადირა, ტყუილად
სალდათებს ინდოელები არ დაეხაცათ და შეწყალება მიეცათ რომ ცოლ-შვილის და
ოჯახის შენარჩუნება გაადვილებოდათ. როგორც მეცნიერები ამბობენ საჭიროა წვრილი
ხალხი შთანთქოს და შეიერთოს მსხვილმა ხალხმა. დაკარგოს წვრილმა ხალხმა თავისი
ენა, სარწმუნოება, ხალხოსნობა და ასე შემდეგ. რა საჭიროა ეს როდესაც ორივეს ცალკ -
ცალკე შეუძლია განუყოფელად არსებობა? ასე მიაჩნიათ იმ მსხვილ ქვეყნებს , რომლებსაც
ჩვენ განათლებულებს ვეძახით. ამიტომ მოიყვანა ორი მაგალითი თუ რა ბარბაროსულად
ექცევიან მსხვილები წვრილებს და ერთ-ერთი ზემოთ უკვე განვიხილეთ , მოდი შევეხოთ
მეორე საკითხს და ამითი დავასრულოთ. შემდეგ განიხილა ინგლისის დამოკიდებულება
ინდოელების მიმართ. ინდოელებს სტანჯავენ, აწამებენ, სადგილს ართმევენ და
სასინლად ეპყრობიან, იმის მაგივრად რომ განათლება და ეკონომიკური განვითარება
შეეტანათ რა დღეში ჩააგდეს საკუთარი კოლონია. ასეა სანამ ამერიკა არ მისცემს წითელ
კანიან ინდოელებს სრულ თავისუფლებას და უფლებებს ისევე როგორც სხვებს არ
გაუთანაბრებს, როგორც ამერიკის მოქალაქეებს მაშინ იქნება ის სამაგალითო ქვეყანა და
თითით საჩვენებელი.

11)ჩვენი თეატრის საქმე


ისაუბრა იმის შესახებ რომ ქართული თეატრის ისტორია გასული საუკუნიდან იწყება .
ვორნოცვი, ერისთავი, კერესელიძე უწყობდნენ თეატრის გამართვას და შენარჩუნებას
ხელს. სალაყბოს ფურცლებიდან ვგებულობთ კერესელიძის შეხედულებას თეატრის
მიმართ, რომელიც ხალხს მიმართავს არ დაიშურონ ფული თეატრისთვის და ესმოდეთ
მისი მნიშვნელობა, გაზეთს რა ბედიც ეწია ის ბედი არ აწვნიოთო. სხვა ქვეყნების
მაგალითი განიხილა, რომ მთავრობას აქით თხოვენს სახსრებს და შეწყალებასო , მაგრამ
ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, მხოლოდ იმას ვიტყვით რომ ფული მაინც არ გადაგვახევუინოს
მთავრობას ზალის. ასევე ისაუბრა, ქართულ-სომხური ტრუპპა უფლისხულის პალმის
შესახებ, როგორ მისცა დირექციამ ამდენი უფლება რომელიც ის 200 თუ 300 მანეთს
ითხოვს ზალისთისო. თეატრსაც ხარჯი საჭიროებს და არა თუ უნდა დაგვიმატოტ , არამედ
შეგვიმსუბუქოთ მდგომარეობა, რადგან ხალხს უყვარს თეატრი, სანახაობა , მსახიობი და
ასე შემდეგ მაგრამ გასავალი ძალიან ცოტა აქვს თეატრსმ ისევე როგორც შემოსავალი .

12)ტატო წულუკიძის ჩამოხრჩობა


28 იანვარს, დილის 11 საათზე უნდა ჩამოეხრჩოთ სომხის სასოფლოს იქით გორაზე
კავკასიაში სახელგანთქმული ავაზაკი ტატო წულუკიძე.ხალხი დაინტერესდა მარტლა
უნდა ჩამოეხრჩო თუარა და კი საბოლოოდ გადაწყდა რომ კი. როდესაც ეს ტატოს უთხრეს
თავიდან გაფითრდა თითქოს შეეშინდა, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა და თითქოს
არაფერი არ არის ისე შევებრძოლები ამასო. მიიყვანეს, ხალხი აკვირდებოდა , ზოგიც
დურბინდითუყურებდა მას. თავიდან პაპირის მოითხოვა, მერე თოკი ნიკაპზე ქონდა და
თქვა რომ სწორად გაეკეთებინათ. სასამართლო განაჩენი გამოუტანეს , მძღვარმაც ბოლო
სიტყვა თქვა და საბოლოოდ ჩამოახრჩეს რაც შემზარავი და საშინელი სანახავი იყო .
საზოგადო ხალხში სიბრალულისა და შეწყნარების ხმა ისმოდა, მაგრამ რაღა დროს უკვე
ეს იყო. ჩვენი ხელით მივიყვანეთ ეშაფოტამდე და ჩამოვახრჩეთ , თითქოს ახლა ვწუხვართ
მათ ბედზე, როცა ჩვენი თავი უნდა გვებრალებოდეს და გვაწუხებდეს .

13)ერთი სადილი შერიფ-ბეგთან


ამ სათაურით დროება აღწერს სახელოვანი მამულიშვილის ოსმალთა ბატონიბისგან
აჭარის განმანთავისუფლებელ შერიფ ხიმშიაშვილის, თბილისში სტუმრობის საკითხს .
განსაკუთრებით ხელს უწყობდა რუსეთს აჭარის დაბრუნების საქმეში. მან რუსეთ -
ოსმალეთის უკანასკნელი ომის დროს ზემო-აჭარის მთავარმა, ოსმალეთს ზურგი აქცია და
რუსეთს ერთგულება გამოუცხადა და როგორც გავლენიანმა პირმა, რუსეთის ჯარს დიდად
გაუადვილა ამ აჭარის შემოერთება. განმათავისუფლებლებთან შეტაკება რომ
აეცილებინა, შერიფმა ეშმაკობა იხმარა – თავის განკარგულებაში მყოფი ჯარი დაშალა და
ბათუმის ფაშას შეუთვალა: ძალები არ მყოფნის, რუსებს რომ შევუტიო და ისევ სჯობს , ზემო
აჭარა გავამაგროო. აჭარაში მტრები გამოუჩინოს, ჯერ ახალქალაქში ჩავიდა და იქიდან
თბილისში. სტეფანე მელიქიშვილთან საგანგებო სადილზე ძვირფასი სსტუმრები იყვნენ
მიწვეულები, აქ გაიცნობ სერგეიმ შერიფ-ბეგი

კითხეს რა მდგომარეობა იყო აჭარასუ, უპასუხა რომ ენა ესმოდათ მაგრამ წერა -კითხვა
უჭირდათ, ბოლოს ისიც კითხეს თუ ენდომება აჭარლებს შემოერთება და უთხრა რატომაც
არაო, რა თქმა უნდა ენდომებათო. ბოლოს მელიქიშვილმა სადღეგრძელო დალია , ჩვენს
თანამოძმეებს გაუმარჯოსო და სახე გაუნათდა ბეგს, მერე მელიქიშვილის სტამბაც
დაათვალიერა. თანაც ჰკითხეს აპირებდა თუ არა ახალქალაქში თუ ახალციხეში
დარჩენას, და არვიცი რა ბედი მეწევა, მამამისი და ბაბუამისის მაგალითი განიხილა და
მეც არანაკლებ რთული ბედი მქონია.

14)ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე


აქ განიხილა ის მიზეზი რაც საფუძვლად უდევს ჩვენს დროგამოშვებით ლიტერატურას და
50 წლის განმავლობაში ეს დიდი ნუგეში არ არისო. პირველი მიზეზი არის მკაცრი
ცენზურაო, რაც მწერალს თავისუფლებას ართმევსო. შემდეგ მიზეზად განიხილა
დაწინარაულებელი საზოგადოება, რომელმაც რუსული იცის და ქართულად კითხვა
თითქოს ეთაკილება, ასევე გზების პრობლემა და ბოლოს ის მიზეზიც ჩამოაყალიბა ,
საზოგადოება რომელიც ყველა მის სოროშია შემძვრალი და ვერ ხედავს საზოგადო
ცხოვრების და საქმიანობის მნიშვნელობას.

15)ორთავეს
რა გაზეთია ის გაზეთი რომელიც ყველას უყვარს და მტერი არ ჰყავს? ან კაცია თუ არა ის
ვინც ყველას უყვარს და მტერი არ ჰყავს? როგორ შეიძლება ყველა გეთანხმებოდეს ,
არგეწინააღმდეგებოდეს, შენით კმაყოფილი იყოს და შენს მიმარეთულებებს ვერ
არღვევდეს. ჩგაზეთი რომელიც ყველას უყვარს ან მკვდარსაზოგადოებას ეკუთვნის ან
თავად მკვდარიაო. ჩვენ გვყავს ბევრი მტერი, მოყვარეც მაგრამ ისინი პირდაპირ ვერ
გვეუბნებიან თუ არ არ მოსწონთ, რისი შეცვლა უნდატ, დროება ათ წელიწადზეა მეტი
არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მხოლო მნათობი იყო მაგრამ აქ საღი და კრიტიკული
არაფერი არ იყოს თითქოს მეზობელს ეჩხუბებოდა, რატომ შენ გაცვია ახალი კაბა და მე
არაო.მაჭახელაძეს სტატია მივიღეთ დ აგვეგონა ის იყო რაც გვინდოდა, მაგრამ
მოლოდინს საერთოდ არ შეესაბამებოდა. აზრის გავრცელა მაჭახელაძე ხორბალი ხომ
არ გგონიათო. უფრო ფართოდ შეგიძლიათყველაფერზე საუბარიო და გაზეთის
არსებობას ყველამ ვიცით რომ უნაყოფოდ არ ჩაუვლია, ვინ იყო ჩვენი საზოგადოება ათის
წლის წინათ? საზოგადეობას ისეთრაღაცებს ჩააძახებდა თითქოს აფხიზლებდა ,
აღვიძებდა. მაშ, რა ჰაზრი აქვს თქვენს სიტყვებს, რომ «დროებას» აქვს «წაღმართი

სიტყვა და უკუღმართი მოქმედებაო».

ეს ორი აზრი გამოთქვა და დანარჩენი სულ ნიკოლაძეზე საუბრობსო . ასევე ამბობს იმასაც
რომ ადამიანი არცერთპარტიაში არ უნდა შევიდესო და ამ თეორიტიკული აზრის
გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში ძალიან უადგილოა, შემდეგ ნიკოლაძის სიტყვებს
შეეხო , რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი გამოთქვა . პოლემიკა
გამოთქვა ნიკოლაძის სიტყვების მიმართ, მაგალითად არ მაქვს ჩვენი ქვეყნის იმედი -ეს
მწერალს არ უნდა ეთქვაო, არც ის რომ ყველა ენაზე თუ ილაპარაკებს სარგებელს
მოუტანს ყველასო, საწიროა შენს ენაზე ისაუბრო რომ შენს ქვეყანას მოუტანო სარგებელი .
მკითხველს არ ეგონოს რომ ერთმანეთს გადავემტერეთ და ნუ გაუზარდებათო , ეს არი
სპოლემიკა და ჯანსაღი კრიტიკაო, რაც აუცილებელიაო.

16)ერთი დღე მუხა-ესტატეში


3 აგვისტოს ქუთაისიდან ოზურგეთში გასწია რომ აქიდან მუცა-ესტატეს ბანაკში
გადასულიყო , რადგან აინტერესებდა როგორ იბრძოდნენ ერთმანეთში
მოწინააღმედეგენი, თოფის სუნი ინტერესებდა და ამიტომ გაეშურა იქ .მშვიდობიანი ,
მიყრუებული ქალაქი ახლა სამხედრო ქალაქად უნდა იყოს

გადაქცეული, რადგან ორ ნაბიჯზე იქედამ «ბრძოლის ველი» იწყება.

მართლაც, საითაც არ გაიხედავთ, ყველაფერი ომსა და მხედრობას მოგაგონებთ .

You might also like