Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

საქართველოს მოამბე

საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებვრივ-სალიტერატურო ჟურნალი.


გამომცემელ-რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. გამოდიოდა 1863 წელს, სულ 12 ნომერი
გამოვიდა. ჟურნალი ემსახურებოდა სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-
ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას. საქართველოს მოამბემ მნიშვნელოვანი როლი დატოვა
ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

საქართველოს მოამბე იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

1)წმინდა სალიტერატურო

2)ისტორიული-ამ ნაწილის რედაქტორი იყო ნიკოლოს ღოღობერიძე.

3)საპოლიტიკო და სოფლური ეკონომიკა-ამ ნაწილის რედაქტორი იყო ივანე სერებრიაკოვი.

4)კრიტიკა და ბიბლიოგრაფია

5)სხვა და სხვა ამბავი- ამ ნაწილის რედაქტორი იყო დიმიტრი ყიფიანი

6)დამატება

რა წინაპირობა უძღოდა გაზეთის გამოცემას:

1862 წელს კავკასიის მეფისნაცვალი ბარიატინსკი საქართველოში არ იმყოფებდა და მის


მოვალეობას გრიგოლ ორბელიანი ასრულებდა. ილიამ ამ გარემოებით ისარგე და გრიგოლს
წარუდგინა ჟურნალის გამოცემისა და და დამტკიცების ოფიციალური თხოვნა. თხოვნა
წესისამებვრ კავკასიის საცენზურო კომიტეტმა განიხილა, იდეა მოეწონათ მაგრამ
გააფრთხილეს რომ ჟურნალში პოლიტიკური საკითხი არ უნდა წამოჭრილიყო. თებერვალში
ორბელიანმა თხოვნა პეტერბურგში გააგზავნა ხოლო მარტში მიიღეს დადებითი
პასუხი.ხოლო ოქტომბერში ივანე კერესელიძის ცისკარში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის
შესახებ რომ მომავალი წლიდან გამოიცემოდა ახალი ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ რა
კატეგორიებად იყოფოდა ისიც იყო წარმოჩენილი და ვისი რედაქტორობით. ჟურნალი ხალხს
უნდა გამოსდგომოდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ საზოგადოებას
გამოდგომოდა. ცისკარში ილიას ერთ-ერთი პუბლიკაცია იყო დაბეჭდილი რამაც
საზოგადოებაში წინა წელს ვნებათაღელვა გამოიწვია ამიტომ ისინი მოლოდინით აღსავსენი
ელოდებოდნენ ამ ჟურნალის გამოცემას და ხელმომწერთა რაოდენობაც შევსებული იყო.
თუმცა 1863 წლის იანვარში დაამტკივა ცენზურამ ჟურნალის გამოცემა, სტამბასთან
შექმნილი პრობლემების გამო ის მკითხევს თებერვალში მიეწოდა. ამითი საფუძველი ჩაეყარა
არა მხოლოდ მე_19 საუკუნის ჟურნალისტიკას, არამედ ქართულ კულტურას. ეს ჟურნალი
დროის მოთხოვნათა შესაბამისობით, ლიტერატურულ-ესთეტიკური ღირსებებით
გამოირჩეოდა. რაც მთავარია ჟურნალის მესურვეები ეროვნული მიზანდასახულობის
ლიბერალურ-დემოკრატიულია მსოფლმხედველობის პოპულარიზატორეად და
დამამკვიდრებლად მოგვევლინენ.

საქართველოს მოამბის პირველივე ნომერში ილია აქვეყნებს პუბლიცისტურ წერილს


„საქართველოს მოამბეზედ“ სადაც ნიკოლოზ ბერძენიშვილის აზრს უფრო აფართოვებს
ჟურნალისტიკის რაობის თუ ქართული საზოგადოებრივი და კულტურულ-სალიტერატურო
ცხოვრების განვითარებაში. ეროვნული ჟურნალისტიკის იმ ძირითად მიმართულებებსაც
უსახავს მკითხველს რა მიმართულებით წარიმართ კიდევაც ქართული პრესის მუშაობა.
ილიას პირველსავე წინადადებაში იკვეთება განახლების სურვილი, წყურვილიგანახლებისა.
ავტორი მოგვიწოდებს რომ იმედი არ დავკარგოთ, აქტიური ცხოვრების ხალისი გვქონდეს
და მივდიოდეთ ცვლილებისკენ და ალღო ავუღოთ ამ ცვლილებებს, ხოლო ის ვინც ამას ვერ
აკეთებ მიდის სამარისკენ და ისე მიილევა მისი ცხოვრება რომ ვითომც არაფერი. რა არის
ძალა? თავად სვამს კითხვას და პასუხობს-ხელოვნება და მეცნიერება. ისინი კისრულობენ
ახალი ვითარების ახსნას. ორივე ემსახურება „აზრის მოძრაობას“ და ის პრაქტიკულ
ცხოვრებაში საზოგადოების ფართო წრეებმაც უნდა გამოიყენონ. მხოლოდ სკოლები არ არის
ამ ყველაფრის მისაღებად საკმარისია, საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება რომელიც
ხალხის მარგალიტებს გამოაჩენს. მეცნიერებისა და ხელოვნების გზით მოპოვებული ცოდნა
ლიტერატურის მეშვეობით უნდა მოხდეს, მაგრამ აქ ის პრობლემა იკვეთება რომ
ლიტერატურის აღქმა და გაგება საზოგადოებას უჭირს , რადგან ის სალაპარაკო ენას
დაშორებული არის. ამგვარი საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებას ჟურნალისტიკა
შეძლებს იმ შემთხვევაში თუ იგი დაფუძნებული იქნება არა ერთი კაცის სურვილზე , არამედ
ცხოვრების შემოქმედი ხალხის სურვილსა და მოთხოვნილებებზე. „აწმყო შობილი
წარსულისგან არის მშობელი მომავლისა“ ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა
ამბობს ილია. არამხოლოდ წარსულის , არამეც მომავლის შესწავლასაც დიდი მნიშვნელობას
ანიჭებს. აწმყოს გაუმჯობესებისთვის საჭიროა ფიქრი და მოქმედებაო. ილია ითვალისწინებს
ცხოვრების „ლეფისა და ლაქის“ და „ცხოვრების ჭუჭყის“ გამომზეურების შედეგად
საზოგადოების მწვავე რეზონანს და აფრთხილებს კიდეც მკითხველს, სიკეთს ვხედავთ
ხოლო ცუდსა ვერაო. და იმ მხარეს გვაჩვენებს რაც ავით და სიბოროტითარის აღსავსე.

დასასრულს ილია აჯამებს მსჯელობას და სიბნელიდან სინათლეში გადასვლის ერთ-ერთ


გზას ღონისძიებების გატარებას ასახელებს, ანუ ჟურნალისტიკას, ხელოვნებას და
მეცნიერებას. რატომ არის ეს პუბლიცისტური წერილი ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან მასში
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოებრივის ცხოვრების მესვეურის
მსოფლმხედველობაა გამოკვეთილი და ამ წერილში ეროვნული ჟურნალისტიკის ძირითადი
მიმართულებებია განხილული. საქართველოს მოამბეს წინა პერიოდში ანალოგი არ
მოეძებნებოდა რატომ? რადგან ილიასთვის თეორიული შეხედულებებისა და
შემოქმედებითი პრაქტიკის მთლიანობა დამახასიათებელი იყო და ეს საქართველოს
მოამბეში მკაფიოდ ჩანს. ილია 60-იან წლებში გამოჩნდა სწორედ მაშინ როდესაც
ვორონცოვის ლოიალური, სამოქალაქო და კულტურული რეფორმები წარსულს ბარდებოდა
და რუსიფიკაციის პოლიტიკის გავრცხელება ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ
გვესაჭიროებოდა ეროვნული საციცოხლო ენერგა, და ილიაც მაშინ წარმოოშვა როცა ამის
შექმნის აუცილებლობა იყო საჭირო. ილია ზოგადად ამბობდა: გენიოსი „ნაყოფია თავისი
დროებისა“ და სწორედ იმავეს ვიტყვით ილიას შესახებ- ილია ჭავჭავაძე ნაყოფია „თავისი
დროებისა“!

საქართველოს მოამბის პიორველი ნომერი იხსენა ნიკოლოს ბარათაშვილის ლექსით


„შემოღამება მთაწმინდაზე“ 1858 წელს რუსეთში ილია სტუმრად იყო ეკატერინა ჭავჭავაძე-
დადიანთან და მან წააკითხა ნიკოლოს ბარათაშვილის ლექსები ილიას, ილიას ძალიან
უყვარდა ნიკოლოზის შემოქმედება და ამ ლექსთა კრებულმა მასში დიდი აღტაცება
გამოიწვია. „ხალხის დაწინაურებული თაობა მშინვე მიხვდება რომ დრო იცვლება, ჰგრძნობს
რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა
ამ ნაყოფიდან უნდა გამოიძირკვოს ახალი თესლი ახალი ცხოვრების გამოსაკვანძად, რათა
მადლობითგაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა გაუხსნას ახალს“.

ჟურნალის დაარსების პირობა გაცემული იქნა იმ პირობით რომ მასში არავითარი


პოლიტიკური საკითხი არ იქნებოდა წამოჭრილი, მაგრამ „სხვა და სხვა ამბავის
განყოფილებაში“ მაინც მოხერხდა რამდენიმე პუბლიცისტური წერილის გამოქვეყნება,
ვახტანგთულაშვილის პირველ ნომერში გამოქვეყნებულ წერილს რომ მივაპყროთ
ყურადღება ისიც შეფარულად მსჯელობს რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს
გაერთიანების როგორ სამართლებრივ ისე მორალურ მხარეებზე.

ტექსტში მკაფიოდაა აღწერილი ეროვნული ინდივიდუალურობის შენარჩუნებისთვის


აუცილებელი სურვილისა და მოძრაობის ილიასეულია ფუნდამენტური პრინციპები.
თულაშვილი საუბრობს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა მტკინვეულ საკითხებზე,
მაგჰალიტად იმაზე რომ ქართველი ყმაწვილების რუსეთის სამხედრო სასწავლებელში
იგზავნებიან, უჭირთადაპტირება და სულიერტად იტანჯებიან. თულაშვილის
აზრითეროვნული ენერგიის აკუმულირება არა სამხედრო ან სამახოლეო
სასწავლებლით,არამედ საზოგადოებრივ ასოარეზზე მოღვაწეობის შედეგად უნდა მოხდეს.
საერო განათლებისგავრცელებას და გაღრმავებას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.
თულაშვილის წერილები სითამამით გამოირჩევა და საკმაოდ რთული გზა გაიარა რომ
განოქვეყნებისთვის უფლება მოეპოვებინა. მერე აღარ გამოქვეყნებულა და ეს მკაცრ
ცენზურად უნდა შევაწეროთ. „კავკაზში“ ნიკ. ბერძენიშვილმა ახსენა რომ ცისკარს გამოუჩნდა
მეტოქე საქართველოს მოამბის სახით, რომელთა მეტოქეობაც ერთმანეთისტის , პირიქით,
სასარგებლო იქნებაო და ამასთანავე იმხანაგებენო. მაგრამ მალე ისინი „გააფრთებული
ბრძოლის“ წევრები გახდნენ და ამ ბრძოლას დასაბამი მისცა ილიას მიერ წარმოთქმულა
სიტყვება, როდესაც მან ცისკარი მოიხსენია , როგორც „მხდალი: „შიშისგან ზარდაცემული“
„გონებაგამოცლილი“ და ასე შემდეგ. თავიდან ცისკარი გაიძახდა რომ ხელმომწერებს
საქართველოს მოიამბე ვერ იშოვისო, ხოლო ილიამ ამაზე პასუხი გასცა რომ მხდალ ცისკარს
ეშინია ახალი მეტოქის, როგორც ძმას მეორე ძმის დაბადება რადგან საცხოვრებელი გასაყოფი
დარჩებაო. რეალური მიზეზი მათი დაპირისპირების ლიტერატურულ-
მსოფლმხედველობრივი განსხვავებულობა იყო. ზოგადად პოლემიბა „ცისკარსა“ და
„საქართველოს მოამბეს „ შორის მამებისა და შვილების ბრძოლის გაგრძზელება იტო. ანტონ
ფურცელაძე აკრიტიკეს საქართველოს მოამბეს. ხოლო კერესელიძემ ილიას დიდსულოვანი
პასუხი მოუბრუნა. ამას მძაფრი პოლემიკა მოჰყვა. ასევე უნდა აღინიშნოს ილია ჭავჭავაძის
„სხარტულა“ ესაა სარკასტული ტექსტი, რომელშიც გამოცემულია
დიალოგიივ.კერესელიძესა და ილია ჭავჭავაძეს შორის.

სფირიდონი ახალთაობის „თერგდალეულთა შესახებ სუაბრობს. „სფირიდონის და


თადეოზის ბაასი ილიას თხზულებაში შეიტანეს. ეტყობოდა ილიას რედაქციის კვალი ამ
თხზულებას. ეს თხზულება ილიასთვის დამახასიათებელი მსჯელობის სიღრმით არ
გამოირჩევა, უფრო ის მიხეილ ყიფიანის მიერ დაწერილია ხოლო ილიას რედაქციული
ცვლილებები აქვს შეტანილი. ეს ნაწილის მერვე ნომერში გამოქვეყნდა და ამითი
საქართველოს მოამბემ შეწყვიტა პოლემიკა ცისკართან. საქართველოს მოამბე იმ დროს
გამოდიოდა როდესაც ბატნოყმობა უქმდებოდა. ილია მომხრე იყო საგლეხო რეფორმის,
რადგან ბატონყმობას ღირსების შემლახველად მოიხსენიებდა. მაგრამ პირდაპირი საუბარი
ბატონყმობის და ამ ბნელი საკითხის შესახებ არ დაწერილა, ყოველი შემთხვევისთვის
დკუმენტი არ მოგვეპოვება, ეს ილიას უყურადღებობის ბრალი არ არის ამას მკაცრ ცენზურას
შეაწერენ და ამას დავით კარაჭიშვილიც და ა. ჯორჯაძეც მოწმობს.

თარგმნებიდან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს დობროლიუბოვის „მამა ალექსანდრე გავაცვი


და მისი ქადაგება“ მასში გამოხატულია მე-19 საუკუნის ქართულის პრესისთვის
დამახასიათებელი ერთი საინტერესო რამ-მკაცრი ცენზურის გამო ქართველი მოღვაწეები
ვერ ეხებოდნენ ეროვნული თავისუფლების საკითხს, ხოლო ამ თარგმანში ინტენსიურად
აშუქებდნენ სხვა ხალხების ეროვნულ-განმანთავისებელ მოძრაობას და შეფარვით
მოუწოდებნენ თავისუფლებისკენ. პეტრე ნაკაშიძის „სამგზავროს წერილები“ 1863 წელს
პოლონეთში იმოგზაურა.

საქართველოს მოამბის ენა საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა არა მხოლოდ ქართული


ჟურნალისტიკის, არამედ ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში. ენა არის საერთო
ეროვნული თვითსეგნების, ერთობის ნიშანი. ილიას უნდოდა ერთოგრაფიის რეფორმის
გატარება, დიმიტრი ყიფიანიც იყო ამის მომხრე, ფუნქციადაკარგული ასოების ამოღება. ანუ
სალიტერატურო ენის მკითხველისთვის მიახლოება.

საქართველოს მოამბის მზადების პროცესში ნიკოლოს ღოღობერიძეს ილიასთვის უთქვამს-


ჩვენ ჯერ მზად არ ვართ ამ საქმისთვის და მისი შიში კიდეც გამართლდა. 1863 წელს გამოიცა
ჟურნალის მე-12 ნომერი და ამითი ჟურნალმა არსებობდა შეწყვიტა.მკლევრები ამას
სხვადასხვა მიზეზით ხსნიან:

1)ფინანსური სიძნელეები-თავადაზნაურობამ მის გამოცემაზე უარი თქვა ლიბერალურ-


კრიტიკული მიმართულებით მუშაობდა.

2)ლიტერატურული მასალის ნაკლებობა

3)ცენზურის სიმკაცრე

4)ილიას დაქორწინება და ამ გარემოებათა საფუძველზე სახელმწიფო სამსახურში შესვლა და


გაზეთის ბეჭდვის შეწყვეტა, ამ დაქორწინების მიზეზს მოიაზრეს გრიგოლ ყიფშიძეც სწორედ
ამას განიხილავს.

დოკუმენტების ნაკლებობის გამო რთულია დარწმუნით განვიხილოთ თუ ჩამოთვლილთაგან


რომელი მიზეზის გამო დაიხურა გაზეთი, ან არსებობდა თუ არა კიდევ დამატებითი
ხელშემშლელი გარემოებები. ასე იყო თუ ისე 1864 წელს გაზეთ კავკაზში გამოქვეყნდა ცნობა
გაზეთის დახურვის შესახებ. როგორც ილია იტყოდა- „ჟურნალი მარტო ერთი კაცის ნებით
არ იბადება , არა, თვითონ ცხოვრება გვაჩვენებს იმის საჭიროებას. კაცი კი მხოლოდ მიხვდება
ამ საჭიროების და ჟურნალის გამოცემით პასუხს აძლევს.

ნინი კარანაძე

2023-24

You might also like