Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მაფიის ღამე

მაფიის ღამე არის როლური თამაში, რომელიც თამაშდება


მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 11 ადამიანში. თამაში ანვითარებს მოთამაშის
ლოგიკას, სმენას, პატივისცემას, არგუმენტირებულ საუბარს და
პრეზენტაბელურობას. თამაში გვასწავლის, თუ როგორ გავაკრიტიკოთ
სხვები დავიცვათ თავი კრიტიკოსებისგან (არგუმენტირებულად). თამაშში
ერთმანეთის პატივისცემა და მოსმენა აუცილებელია, რათა გავაკეთოთ
სწორი შენიშვნები.

P.S. მაფიის ღამის შემოტანა არის უდიდესი მიღწევა რადგან ეს თამაში


ერთმანეთთან უფრო გვაახლოვებს.

ლიდერბორდის წესები

ლიდერბორდში წერია ყველა მოსწავლე. ლიდერბორდში ქულები


აისახება 2024 წლიდან. მოთამაშეებს ყოველ გამარჯვებაზე ემატებათ 3 ქულა.
ქულები ასევე ემატება ტოპ 3 MVP მოთამაშეებსაც;
N#3 MVP_2ქ;
N#2 MVP_3ქ;
N#1 MVP_4ქ;
თუ მოთამაშეები კმაყოფილები არიან მოდერატორის წამყვანობით ,
მოდერატორს ემატება 2ქ.
თითოეული სეზონის გამარჯვებული დასახელდება ახალი ტიტულით და
+5ქულით;
მოთამაშე რომელიც 2024 წელში უმაღლეს ქულებს დააგროვებს მიიღებს
მოთამაშეებისგან შექმნილ საჩუქარს. (რომელიც კავშირში იქნება „მაფიის
ღამესთან“).
როლები

მოქალაქე _ არის პატიოსანი როლი. მოქალაქე იგებს როდესაც ყველა


მკვლელი როლი გავარდება.

მაფიოზი _ არის ბოროტი, მკვლელი როლი. მაფიოზი იღვიძებს ყოველ


ღამე და ირჩევს მის მსხვერპლს. მაფიოზი იგებს, როდესაც მაფიოზების
რაოდენობა აღემატება სხვა მოთამაშეების რაოდენობას.

ექიმი _ იგებს პატიოსან მოქალაქეებთან ერთად. ექიმი იღვიძებს ყოველ


ღამე და ირჩევს ერთ-ერთ მოთამაშეს. ექიმის მიერ არჩეული მოთამაშე
ღამით არ გავარდება. ექიმს ერთხელ გადარჩენილი მოთამაშის
გადარჩენა მეორეჯერ აღარ შეუძლია.

დეტექტივი _ იგებს პატიოსან მოქალაქეებთან ერთად. დეტექტივი


იღვიძებს ყოველ ღამე და ეძებს მაფიოზს. ის ყოველ რამე ირჩევს ერთ
მოთამაშეს და გებულობს, არის თუ არა ის მაფიოზი.

დონი _ იგებს მაფიოზებთან ერთად. ის ყოველ ღამე იღვიძებს


მაფიოზებთან ერთად და ირჩევს საერთო მსხვერპლს. დონი ეძებს
დეტექტივს. ის ყოველ ღამე ირჩევს ერთ ადამიანს და გებულობს არის თუ
არა ის დეტექტივი. როდესაც დეტექტივი მას, ღამით აირჩევს, ის
მაფიოზად არ შემოწმდება.

სერიული მკვლელი (მანიაკი) _ არის მარტოხელა. იღვიძებს მეორე


ღამიდან. სერიულ მკვლელს აქვს 2 მოკვლის საშუალება. მას შეუძლია
თავი შეიკავოს და არავინ არ მოკლას. იგებს როდესაც ვინმესთან ერთი
ერთზე დარჩება, ან როდესაც ორი მოკვლა ისევ აქვს და ერთი ორზე
იქნება (არ აქვს მნიშვნელობა მაფიოზთან თუ პატიოსანთან).

მოდერატორის წესები

მოდერატორი არის თამაშის წამყვანი. თითოეული მოთამაშის


სასაუბრო დრო არის არანაკლებ 15წამი და არაუმეტეს 50. თუ ვინმეს
სასაუბრო დროს ვინმე ისაუბრებს მოდერატორმა მას უნდა მისცეს FOUL
(fოლი). მოთამაშე რომელიც 3 fოლს მიიღებს, მთელი თამაში ვეღარ
ისაუბრებს. თამაშში ასევე შესაძლებელია SKIP (სკიპი), რომელიც ნიშნავს
რომ შეგიძლია შენი სასაუბრო დრო გამოტოვო და ისაუბრო მომავალი
ოთხი მოსაუბრის შემდეგ. თამაშში შესაძლებელია 3 სკიპი. თუ
დასახებულია მხოდოლოდ 1 კანდიდატურა ხმისმიცემა ჩავარდება და
ღამე მოდის. როდესაც კანდიდატურებს შორის ხმისმიცემა ზედიზედ ოთხი
ფრე იქნება, არავინ ვარდება და ღამე მოდის. თამაშის MVP ხდება შემდეგი
თამაშის მოდერატორი. თამაშის მოდერატორს მიეცემა fოლი (რომელიც
გადავა მომდევნო თამაშში) იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ბოლოს მყოფ
„წამყვანის ხმისმიცემებში“ მოდერატორი დაბალ შეფასებას მიიღებს .
ყოველი თამაშის ბოლოს მოდერატორი ასახელებს ტოპ 5 მოთამაშეს და
მათ შორის უნდა გამოცხადდეს 3 MVP.

გამოცხადებები

1.მაფიოზები;
2.დონი;
3.დეტექტივი;
4.ექიმი;
5.სერიული მკვლელი;
6.იღვიძებს ყველა

ყველას გისურვებთ
წარმატებებს!

You might also like