Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მოგესალმებით, ქართლის ერისთავო.

მე ვარ ქართლის მეომარი, რომელმაც იბრძოლა


ბიზანტიის მხარეზე იარმუკის ბრძოლაში და შემდეგ ჩემი თვალით ვიხილე , თუ როგორ
დაიპყრეს არაბებმა სირია და პალესტინა. მე გწერთ ჯვრის მონასტრიდან რათა
გადმოგცეთ იმფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომელითაც მსოფლიო წესრიგი
შეცვალეს, მათი წარმომავლობა,რელიგია , მახასიათებლები.

გაერთიანებულ არაბულ ტომებს არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებობისთვის


აუცილებელი ეკონომიკური პირობები არ აქვთ. იმისთვის, რომ არაბთა სახელმწიფოს
ეკონომიკურად ეარსება, აუცილებელი გახდა, არაბეთის ნახევარკუნძულიდან
წასულიყვნენ და დაეწყოტ დაპყრობითი ომები ისლამის გავრცელების მიზნით , რომლის
მიღმა ეკონომიკური ფაქტორები იმალება. 634 წელს მათი მართველი ხალიფა-უმარი
ხდება და სწორედ მის დროს იწყება ფართომაშტაბიანი დაპყრობითი ომები . ეკონომიკის
გარდა ამ ომების მიზეზი ასევე გახდა ის რომ, არაბეთის ნახევარკუნძულზე ჭარბი
მოსახლეობა იყო, დაპყრობების შედეგად კი ახალ მიწებს დასახლების შესაძლებლობა
გაჩნდებოდა და ამასთან ერთად ასევე ახლად შექმნილი სახელმწიფო იყო და სამხედრო
თვალსაზრისით, იგი სერიოზულ ძალად იქცა და არაბებმა ეს ძალა მეზობელი მხარეების
დასაპყრობად გამოიყენეს.

ბიზანტია და ირანი, როგორც თქვენთვის ცნობილია საუკუნეების განმავლობაში ეომებიან


ერთმანეთს, რამაც მათი სამხედრო ძალების დასუსტება გამოიწვია . სადაც მუსლიმთა
ჯარი კარგად არის ორგანიზებული და აღჭურვილი. ჰერაკლე კეისრის და და ხოსროს
დაპირისპირებამ იმდენად ბიზანტიაც და ირანიც იმდენად დაასუსტა , რომ არაბების
გამოჩენისას ძალების მოკრება ვერღარ მოახერხეს. არაბებმა წარმატებია მიაღწიეს
ბიზანტიის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა მდინარე იარმუკის ხეობაში 636 წელს
გაიმართა.

ჩემი თვალით შევესწარი ჰერაკლემ როგორ შეკრიბა ჯარი, რომლებიც შედგებოდა


რომაელიბის, სირიელების და სომხეთის მაცხოვრებლებისგან. მისი მიზანი გამარჯვება
იყო ხოლო თუ რაიმე არასწორედ წავიდოდა ის კონსტანტინეპოლში აპირებდა
დაბრუნებას. მუსლიმები ყველაზე სასტიკ ბრძოლაშიშეიბნენ მდინარე იარმუკთან .
იარმუკის ბრძოლა გაგრძელდა სამი დღე და დასრულდა ბიზანტიელების სრული
მარცხით. ბრძოლაში დაიღუპა სამი ბიზანტიელი მხედართმთავარი .

იარმუკის ბრძოლის შემდეგ ბიზანტიის იმპერიამ დაკარგა კონტროლი პროვინციებსა და


კულტურულ/ეკონომიკურ განვითარებაზე. აღმოსავლეთ პროვინციების მოსახლეები
უმეტესად მონოფიზიტელი და ნესტორიანელი ქრისტიანები არიან. ისინი, ბიზანტიის
საიმპერო ხელისუფლების რადიკალური რელიგიური პოლიტიკის და დევნის გამო
სახელმწიფოს დიდი ერთგულები არ იყვნენ ამიტომ არაბებისთვის დიდი წინააღმდეგობა
არ გაუწევიათ, რადგან არაბებმი არ ითხოვენ თავდაპირველად შეცვლას რელიგიის ,
მაგრამ რათქმაუნდა მაინც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ არაბებს სირია -პალესტინაში
მყოფ ხალხზე. რელიგია მალევე ახერხებს გავრცელებას მათ კულტურაში. ასევე ამ
დაპყრობებმა დაარღვია თანასწორობის იდეა, რადგან იქმნება მდიდართა ფენა .

რჩევა ჩემი იქნება თქვენთვის, რომ არ შევებრძოლოთ და დავუპირისპირდეთ არაბებს .


ძალიან ძლიერი ჯარი ჰყავთ ჩვენთან შედარებით. ისინი აგვაოხრებენ. სასტიკები არიან
და უკან არ დაიხევენ. ბიზანტიაც და ირიანიც ამ მომენტში მათი მართველობის ქვეშ არიან .
თუ ეცდებიან ჩვენზე გაბატონებას დაე იყოს ასე. დავიჭიროთ მათი მხარე და არ
აღმოვჩნდეთ მათ შავ სიაში. ჯობს ისლამი მივიღოთ ვინაიდან ცნობილია, რომ ვინც მათ
რელიგია აღიარებს გადასახადებისგან ათავისუფლებს.

You might also like