Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

Სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია

Ყოველდღიურად არაერთი სასტიკი დანაშაული ხდება,კრიმინალის რიცხვი კი


ყოველდღიურად იზრდება.დამნაშავეთა დასჯა კაცობრიობისთვის ყველა დროის
მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.შეუძლია ციხეს სამუდამოდ მისცეს საზოგადოებას
დამნშავეებისგან უსაფრთხოების გარანტია? Ასეთ შემთხვევაში შეიძელბა
დადგეს სიკვდილის დასჯის გამართლების საკითხი,მაგრამ არ მოიძებნება ისეთი
ძლიერი არგუმენტი რაც დასჯის ამ არაჰუმანურ წესს გაამართლებს.

Სასჯელის ამოცანაა სოციალური სამართლიანობის აღდგენა,დამნაშავის


გამოსწორება და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.სიკვდილით
დასჯა ვერ აღადგენს დაზარალებულის უფლებებს,ამით შეუძლებელი ხდება
კრიმინალის რესოციალიზაცია და გავლენას არ ადებს კრიმინალის რიცხვზე.

Ისტორიას ახსოვს შემთხვევები როდესაც უდანაშაულო ადამიანები


დაისაჯნენ.მათი სიკვდილით დასჯა უდანაშაულო ადამიანის მკველობაა რაც
არასამართლიანია.

Სიკვდილით დასჯა ვერ ჯდება ვერც რელიგიურ-ეთიკურ ნორმებში.ქრისტიანობა


ქადაგებს “არა კაცთ-კლა”,სიცოცხლე ადამიანს ეძლევა ღმერთისგან და არავის აქვს
მისი წართმევის უფლება.საზოგადოებას შეუძლია თავისუფლება შეუზღუდოს კრიმინალს,
მაგრამ არ შეიძლება გადაწყვიტოს მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.

Სიკვდილით დასჯის გაუქმება დანაშაულის რიცხვს არ ზრდის.კვლევების


მიხედვით დანაშაული იქ უფრო ცოტაა, სადაც სიკვდილით დასჯა
გაუქმებულია.არც ერთი კრიმინოლოგიური გამოკვლევა არ ადასტურებს, რომ
სიკვდილით დასჯას შეუძლია დანაშაულის რიცხვის შემცირება.

ამრიგად,სიკვდილით დასჯა არ არის კრიმინალური ქმედებების ლიკვიდაციის ეფექტური


საშუალება.დასჯის ასეთი ფორმა ვერ აკეთილშობიელბს დამნაშავეებს და ვერ იცავს
ადამიანის უფლებებს.სიკვდილით დასჯამ შეიძლება უდანაშაულო ადამიანებიც
იმსხვერპლოს.სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანთა, არამედ
ღმერთის წინაშეც.უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მიმართავს დამნაშავეების
საზოგადოებისგან იზოლაციის სხვა გზებს.

You might also like