Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

 გაუცხოვება თუ ხიდჩატეხილობა

„ოთაარაანთ ქვრივი“, ის ნაწარმოებია, რომელიც დიდმა მოაზროვნემ და მწერალმა , ილია


ჭავჭავაძემ დაწერა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში. ამ მოთხრობაში ავტორის მიერ
წამოჭრილი იმდროინდელი სოციუმის პრობლემები დღესაც აქტუალურია. ესენია -
გაუცხოვება და ხიდჩატეხილობა სოციალურ ფენებს შორის. და მაინც , რომელია მეტად
მნიშვნელოვანი და დამღუპველი, გამომწვევი მიზეზი საზოგადოების სხვა მანკიერებებისა ?

მე ვიზიარებ ბრწყინვალე ლიტერატურის კრიტიკოსის, აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას


გაუცხოვების შესახებ, რომელიც მას თავის ნაშრომ „საქმით მეტყველი სულში“ აქვს
გადმოცემული. მიმაჩნია, რომ სოფელში არსებული გადაჭარბებული ეგოიზმით გამოწვეული
გაუცხოვებაა მთავარი პრობლემა. როგორც ნაწარმოებში ვნახეთ, ყველას თავისი
ეგოცენტრული ზრახვები ამოძრავებს, არავინ არის საკმარისად მოაზროვნე და მზრუნველი ,
რომ დაფიქრდეს სხვა ადამიანზე და მის პრობლემებზე. თუნდაც შევხედოთ გიორგის
დაღუპვამდელ კესოს, იგი წიგნებისა და ბაღის სამყაროში, სიამოვნებით სავსე , ინერტული
ცხოვრებით არსებობდა. მკითხველმა თვალსაჩინოდ დაინახა თუ როგორ უინტერესოდ და
არაცნობისმოყვარედ უყურებდა იგი გიორგის. განა ამის მიზეზი მხოლოდ განსხვავებული
სოციალური კლასი იყო? ჩემი პასუხია - არა. კესოს მხოლოდ სოციალურ კლასთა შორის
გაჩენილი ხვრელი არ უშლიდა ხელს, რომ ღირსეული ჭაბუკისთვის გაეგო, არამედ იგი
უბრალოდ თავის უმოძრაო, უზრუნველ და სასიამოვნო გაუმჭვრივალე ბუშტში, სიამაყის
გრძნობით იყო მოთავსებული. მის მდგომარეობაშივე იყვნენ და ნაწარმოების დასასრულსაც
დარჩნენ გლეხები, რომელთა ყველაზე პრიორიტეტულ მიზანს ძილი და დასვენება
წარმოადგენდა. მათ არ აინტერესებდათ არც საცოდავი ცხოველები (ცხენი და ხარები ) და
რაც მთავარია, არც გაუბედურებული ცოცხალი ადამიანი, ოთარაანთ ქვრივი, შვილმკვდარი
დედა, რომელიც სასაფლაოზე ისე გაიპარა და გარდაიცვალა, რომ დილამდე ვერც ვერავინ
გაიგო და არც არავინ მიაქცია ყურადღება. მათ მიერ აღზრდილი ბავშვებიც არ არიან
ნაკლებად ეგოისტნი და გულგრილნი. მაგალითად, გარდაცვლილ ოთარაანთ ქვრივთან
მოხლმოყრილი და მგლოვიარე სოსია მეწისქვილის თანაგრძნობისა და დახმარების
ნაცვლად, რას შვრებიან „უმწიკვლო ბავშვები“?

„— ადე, რას ჰღმუი უპატრონო ძაღლსავით! — დასცინა მოხუცს ახალგაზრდა გლეხმა ბიჭმა
ამხანაგების სამასხაროდ. — შენც მითამ მარაქაში ერევი... შენი რაო?“

ამ გლეხ ბიჭსაც თავის თავის „ხუმარა ტიპად“ გამოჩენა სურს ამხანაგებში, რომ
თვითშეფასება ამით მაინც აიმაღლოს. მთლიანი სოფლის მოსახლეობა ეგოისტობისა და
უგრძნობლობის, გაუცხოვების ბუშტშია მომწყვდეული , ისინი შიგნიდან ვერ უყურებენ თუ
გარეთ რა ხდება, რა უჭირს სხვა ადამიანს, რადგან ბუშტი გაუმჭვირვალეა . კესოს გარდა ,
გიორგისა და ოთარაანთ ქვრივის სიკვდილიც არ მოვლენილა გარსის გამხეთველ მახათად ,
იმიტომ რომ მათი ბუშტის მასალა უსქესია და ვერც ასეთი ტრაგიკული შემთხვევა გამოიყვანს
მათ ამ გონებადახშულობისა და უკონტაქტობისგან. ჩემი აზრით, ხიდჩატეხილობის
პრობლემა სწორედაც, რომ აქედან გამომდინარეობს. საზოგადოებაში იერარქია მტკვარ -
არაქსის ტომობრივი წყობილების დროიდან არსებობდა და ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა
სოციუმისათვის, როგორც ადამიანის წიაღში წარმოშობილი მანკიერება. (რა თქმა უნდა , იმ
შემთხვევაში არა თუ კაცობრიობამ ძალადობრივი კომუნიზმის დამყარება
მოინდომა).ცნობიერებაამაღლებულ, კაცთმოყვარე და თავისუფალ საზოგადოებაში ,
მიმაჩნია, რომ ხიდჩატეხილობა არც იქნება დიდი პრობლემა, რადგან პიროვნებები აღარ
იქნებიან ბუშტში მომწყვდეულნი, მაშასადამე, უსტარნი და ეგოისტნი , ისინი ადვილად
შეძლებენ დაინახონ და დააფასონ თუნდაც გიორგისნაირი ღირსეული ადამიანი . მაგრამ
სოფელ „წაბლიანში“, როგოც ნაწარმოებში ვნახეთ, ასეთი ადამიანები ცალი ხელის თითებზე
დასათვლელები არიან. უბრალო საზოგადოებრივ იერარქიას საშინელ ხიდჩატეხილობის
პრობლემად სწორედაც რომ ადამიანთა შორის არსებული გაუცხოვება აქცევს . კესოს
სწორედ ის დაბურული ბუშტის გარსი არ აგრძნობინებდა და ახედინებდა გიორგის
სიყვარულსა და ღირსებას. მას რომ ეფიქრა და გაეანალიზებინა , გამოეხედა წიგნებისა და
ბაღის გარეთ, ცნობისმოყვარეობით შეეხედა მთავარი გმირისთვის , ეს ყველაფერი ძალიან
მარტივად მოგვარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კაპულეტებსა და მონტეგებს შორის
უარესად იყო ხიდი ჩატეხილი და მტრობა დაბუდებული, ვიდრე მე -19 საუკუნის ქართველ
გლეხებსა და თავადებს შორის, ამას ხელი არ შეუშლია არც რომეოსთვის და არც
ჯულიეტასთვის, რომ ერთმანეთი აღმოეჩინათ და შეყვარებოდათ.

ჩემი აზრია, რომ ილია ჭავჭავაძემ ამ ნაწარმოებით შესანიშნავად დაგვიხატა გაუცხოვებული


ადამიანის სახეები, რომელთათვის უცხოა ზრუნვა, აზროვნება და თანაგრძნობა . ასეთი
ადამიანები იქამდე ვერ დაინახავენ გიორგისა და ოთარაანთ ქვრივს , ნათელ წერტილს ,
იქამდე აქცევენ უბრალო საზოგადოებრივ კლასთა დაყოფას უბედურებების გამომწვევ
ხიდჩატეხილობის პრობლემად, სანამ მათი ბუშტი არ გასკდება და არ გაუფართოვდებათ
თვალსაწიერი.

You might also like