Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 20

საჭმლის მომნელებელი სისტემა - Systema Digestorium

© Romeo Qebuladze
საჭმლის მომნელებელი სისტემა - Systema Digestorium - საკვების გადამუშავებაში მონაწილე
ორგანოების ერთიანობაა. მას ჰყოფენ საჭმლის მომნელებელ მილად (ტრაქტად) და საჭმლის
მომნელებელ ჯირჯვლებად.

საჭმლის მომნელებელი მილი - იყოფა სამ ნაწილად: წინა, შუა და უკანა ნაწილი
წინა ნაწლავი: Interstinum Anterior
პირის ნაპრალი - Rima Oris
პირის ღრუ - Cavitas Oris
ხახა - Pharynx
საყლაპავი მილი - Esophagus
კუჭი - Ventriculus (Gaster)
შუა ნაწლავი (წვრილი ნაწლავები): Interstinum Tenue
თორმეტგოჯა ნაწლავი - Duodenum
მლივი ნაწლავი - Jejunum
თეძოს ნაწლავი - Ileum
უკანა ნაწლავი (მსხვილი ნაწლავები) Itestinum Crassus
ბრმა ნაწლავი - Cecum + Apendix
კოლინჯი - Colon
სწორი ნაწლავი - Rectum

საჭმლის მომნელებელი მილის კედელი 3 გარსითაა წარმოდგენილი:


შიგნითა ლორწოვანი გარსი - Tunica Mucosa
შუა კუნთოვანი გარსი - Tunica Muscularis
გარეთა ან სეროზული - Tunica Serosa ან შემაერთებელქსოვილოვანი - Tunica Adventitia

შიგნითა ლორწოვანი გარსი - Tunica Mucosa - ნაწლავის ამომფენი საფარის ფუნქცია აკისრია.
გარდა ამისა მასში არის ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ საკვების მონელებისთვის
საჭირო წვენებს (ნაწლავის შესაბამისად). ლორწოვანი გარსის სისქში, პირის ნაპრალიდან
ანალურ ხვრელამდე, განლაგებულია ლორწოს გამომყოფი ეპითელური უჯრედები.
მნიშვნელოვანი წარმონაქმია ნაწლავის ნაოჭები - Plica Intestinales, რომელიც ზრდის შემხები
ზედაპირის ფართობს და არეგულირებს საკვების გადაადგილების ტემპს. ნაწლავის
სხვადასხვა უბანზე მას სხვადასხვა მიმართულება აქვს (გასწვრივი, ირგვლივი და ირიბი).
ნაწლავის ხაოები - Villi Intestinales - კიდევ უფრო ზრდის ლორწოვანი ზედაპირის ფართობს.
ნაწლავის მთელს სიგრძეზე გაფანტულია ლიმფოიდური ქსოვილი და გამოიმუშავებს
ლიმფოციტებს და ასრულებს დამცველობით ფუნქციას. საყლაპავიდან სწორ ნაწლავამდე
განცალკევებული ფოლიკულების - Foliculi Lymphatici Solitari სახითაა წარმოდგენილი, მლივ
და მსხვილ ნაწლავში კი შეჯგუფებული ფოლიკულების - Foliculi Lymphatici Aggregati სახით.
იგი ყველგან ერთგვაროვანი არ არის. განსხვავება შეინიშნება ნაოჭების რაოდენობითა და
ხაოების ფორმით. ყველაზე მეტი ნაოჭი გვაქვს თორმეტგოჯაში, შემდეგ მლივ ნაწლავში,
ყველა ნაკლებადაა დანაოჭებული თეძოს ნაწლავში. ხაოები - თორმეტგოჯაში გვხვდება
ფოთლისებრი, მლივ ნაწლავში თითისებრი, ხოლო თეძოს ნაწლავში კონუსისებრი

© Romeo Qebuladze
შუა კუნთოვანი გარსი - Tunica Muscularis - მთელს სიგრძეზე არ არის ერთგვაროვანი.
შუა ნაწილი გლუვკუნთოვანია, დასაწყისი (პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი) და ბოლო (ყითა)
შეიცავს განივზოლიან კუნთებს, რაც უზრუნველყოფს ამ უბნებში ნებით რეგულაციას.
შემადგენელი ბოჭკოების მიხედვით კუნთოვან გარსს ორი განსხვავებული შრე აქვს.
გასწვრივი შრე - Stratum Longitudinale და ირგვლივი შრე - Stratum Circulare.
კუნთოვანი გარსი ასრულებს სტატიკურ და დინამიკურ ფუნქციას.
კუჭში დამატებითი შრის სახით ირიბი ბოჭკოებიცაა, რომლებიც კუჭის კედლის სიმტკიცესა
და საკვების რთულ გადაადგილებას განაპირობებს.

გარეთა გარსი შეიძლება იყოს სეროზული ან შემაერთებელქსოვილოვანი.


იქ, სადაც მილი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს (თეძოსა და მლივი ნაწლავი, განივი და
სიგმოიდური კოლინჯი) ან იცვლის მოცულობას (კუჭი) მთლიანად სეროზული გარსითაა
დაფარული. იგი გამოიმუშავებს სითხეს, რომლითაც იგი სველდება და ამცირებს ხახუნს.
სეროზული გარსი - ქმნის საზღვროვან ბარიერს ერთი მხრივ ღრუს კედელსა და ორგანოს
შორის, მეორე მხრივ, ორ მეზობელ ორგანოს შორის. პირველ შემთხვევაში მას ეწოდება
კედლის ამყოლი - პარიესული სეროზული გარსი, ხოლო მეორეში ორგანოს მფარავი -
ვისცერიული სეროზული გარსი.
ნაწილი, რომელიც უძრავია და მოცულობაშიც მნიშვნელოვნად არ იცვლება, დაფარულია
შემაერთებელი გარსით. იგი ორგანოს ფიქსაციის საშუალებაცაა.

© Romeo Qebuladze
წინა ნაწლავის ორგანოები

პირის ღრუს - Cavitas Oris შესასვლელს წავლელს წარმოადგენს


პირის ნაპრალი - Rima Oris, რომელიც მოისაზღვრება ზედა და
ქვედა ტუჩით - Labium Superiorm & Inferior. ისინი ერთმანეთს
უკავშირდებიან ტუჩის შესართავებით - Comissura Labiorum და
ქმნიან პირის კუთხეს - Angulus Oris (მარჯვენა და მარცხენა).
ზედა ტუჩს გააჩნია ღარი - Filtrum, რომელიც მას 3 ნაწილად
ჰყოფს: შუა და გვერდითი ნაწილები. შუა ნაწილის ქვედა კიდე
გამსხვილებულია და ტუჩის ბორცვს - Tuberculum ქმნის.
პირის ღრუ, როგორც სივრცე, იყოფა ორ ნაწილად: პირის კარიბჭე და საკუთრივ პირის ღრუ.
პირის კარიბჭე - Vestibulum Oris - არის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია წინიდან
ტუჩებით, გვერდებიდან - ლოყებით, უკნიდან - კბილებითა და ღრძილებით. ზევით და
ქვევით იგი მოისაზღვრება ზედა და ქვედა თაღით, რომელთა მედიალურ ხაზზე ნაოჭები,
ზედა და ქვედა ტუჩის ლაგამია - Frenulum Labii Superioris & Inferioris. პირის კარიბჭე
ერთგვარი ნერწყვის რეზერვუარია, რადგად გარდა ლორწოვანი გარსის ჯირკვლებისა, მასში
იხსნება ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვლის - ყბაყურა ჯირკვლის სადინარი.
ლოყები - Bucca - გარედან კანითაა დაფარული, შიგნიდან კი ლორწოვანი კარგის მსგავსი
აგებულებისაა, რომელიც წვრილ სანერწყვე ჯიკვლებს - Gll. Buccales შეიცავს. პირის ღრუს
მხრიდან მას 3 სართულად ყოფენ: Zona Maxillaris, Zona Mandibularis, Zona Intermedia.
ღრძილები - Gingivae - ლორწოვანი გარსია, რომელიც არ შეიცავს ლორწქვეშა ჩანაფენს,
ამიტომაც იგი უძრავადაა გადაკრული ალვეოლარული მორჩებზე. კბილების ამოჭრის
შემდეგ ღრძილის მთლანობა ირღვევა და იყოფა ორ ნაწილად: უძრავი, ალვეოლური ნაწილი
- Pars Alveolaris, და მოძრავი, სანაპირო ნაწილი - Pars Marginalis.

საკუთრივ პირის ღრუ - Cavitas Oris Propria - მოისაზღვრება წინიდან და გვერდებიდან


კბილებითა და ღრძილებით, ზევიდან - მაგარი და რბილი სასით, ხოლო ქვევიდან - პირის
დიაფრაგმით (ყბა-ინის კუნთი) და ნიკაპ-ინის კუნთით. უკანა არ აქვს და წარმოდგენილია
ხახის პირით - Isthmus Faucium. პირის ღრუს ლორწოვანაზე, იქ სადაც ენის ზედაპირში
გადადის, იქმნება შემაღლებული ენისქვეშა ნაოჭი - Plica Sublingualis, რომლის მედიალურად
ენისქვეშა კორძები - Caruncula Sublingualis არის განლაგებული.
სასა - Palatinum - იყოფა რბილ სასად - Palatum Durum და მაგარ სასად - Palatum Molle.
მაგარი სასა - სასის ჰორიზონტალურ ფირფიტაზე გადაკრული ლორწოვანი გარსით, რომლის
წინა ნაწილში 3-4 ნაოჭია - Plica Palatinae წოვით პროცესში მონაწილეობს. რბილი სასა
კუნთია, რომლის მოძრავ ნაწილს ქმნის სასის ფარდა - Velum Palatinum. ფარდა შექმნილია
ნახევარრკალებისგან შემდგარი და მათი თავმოყრის ადგილზე არის ნაქი. ნახევარრკალებში
სასის ნუშები - Tonsila Palatinum ზის. ლორწოვანის ორმაგ ფურცელში კუნთებია:
სასის ფარდის ამწევი და დამჭიმავი - M. Levator & Tensor Veli Palatini
სასა-ენის კუნთი - M. Palatoglosus
სასა-ხახის კუნთი - M. Palatopharyngeus
ნაქის კუნთი - M. Uluvae

© Romeo Qebuladze
ენა - Lingua - განივზოლიანი კუნთოვანი ორგანოა, რომელიც
დაფარულია ლორწოვანი გარსით.
ენაზე არჩევენ სხეულს - Corpus Linguae, ფესვს - Radix Lingua და
მწვერვალს - Apex Lingua. ენის ზემო ზედაპირს ენის ზურგი -
Dorsum Linguae ეწოდება, ხოლო მის მოპირდაპირე ზედაპირს -
ქვედა ზედაპირი - Facies Inferior. ამ ზედაპირების ერთმანეთში
გადასვლის ადგილი ენის კიდეებია - Mago Linguae. ენის ზურგს
ენის შუა ღარი - Sulcus Medius Lunguae საგიტალურად ჰყოფს.
ენის ფესვსა და სხეულს შორის გაივლის საზღვროვანი ღარი -
Sulcus Terminalis, რომელიც ბრმა ხვრელს - Foramen Cecum
მოსაზღვრავს.
ზურგის მხარეზე გაფანტულია გემოვნების დვრილები,
რომელიც 5 სახისაა:
კონუსისებური დვრილი - Papillae Conicae, შემოზღუდული დვრილი - Papillae Vallatae,
ძაფისებრი - Papillae Filiformis, სოკოსებრი-Papillae Fungiformis, ფოთლისებრი - Papillae Folitae.
ძაფისებრი და კონუსისებრი - ყველაზე მრავალრიცხოვანია. ისინი აღიქვამენ ტკივილის,
შეხების და ტემპერატურულ შეგრძნებებს.
სოკოსებრი - 150-200ია. აღიქვამს ტკბილ, მლაშე და მჟავე გემოს.
ფოთლისებრი - 15-20ია ენის თითოეულ კიდეზე. აღიქვამს ტკბილს, მლაშე და მჟავე გემოს.
შემოზღუდული - ყველაზე მსხვილი დვრილებია. რაოდენობა 6-დან 18-მდეა. მიაჩნიათ, რომ
ისინი მხოლოდ მწარე გემოს აღიქვამს.
ქვედა ზედაპირზე ენის ლორწოვანი გარსი ფოჩისებრ ნაოჭს ქმნის, რომელიც შუა ხაზზე
გაივლის ენის ლაგამის - Frenulum Linguae სახით.
ფესვის ნაწილში ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც წარმოდგენილია ენის ფოლიკულების
- Folliculi Linguinalis სახით. ხახის პირის (Isthums Faucium) საზღვართან იგი ქმნის
შეჯგუფებულ კოლონიებს, რომელთაც ენის ნუშები - Tonsilla Lingualis ეწოდება.
საკუთრივ ენის კუნთები:
ზედა გასწვრივი კუნთი - M. Longitudinalis Superior - ამოკლებს ენას, რის შედეგადაც ენა
მატულობს სისქეში. ცალმხრივი შეკუმშვისას ენა შეკუმშული კუნთის მხარეს გადაიხრება.
ქვედა გასწვრივი კუნთი - M. Longitudinales Inferior - ამოკლებს და ზევით ამოდრეკს ენას.
ცალმხრივი შეკუმშვისას ენა შეკუმშული კუნთის მხარეს გადაიხრება.
ენის განივი კუნთი - M. Transversus Linguae - ავიწროებს ენას, რაც იწვევს მის დაგრძელებას.
ენის ვერტიკალური კუნთი - M. Verticalis Linguae - აბრტყელებს ენას და ზრდის მას სიგანეში.
შუა ბოჭკოების შეკუმშვა ენას აძლევს ღარის ფორმას.
ყველა აღწერილი კუნთი წყვილია და მდებარებს ენის ძგიდის მარჯვნივ და მარცხნივ.
ენის ჩონჩხთან დამაკავშირებელი კუნთები:
ნიკაპ-ენის კუნთი - M. GenioGlossus - იწყება ნიკაპის წვეტიდან და ემაგრება ენის ზურგის
ფასციას. ფუნქცია: ენას სწევს წინ.
სადგის-ენის კუნთი - M. StyloGlossus - სადგისისებრი მორჩიდან და ემაგრება გვერდიდან
განივი კუნთის პარალელურად. ფუნქცია: ენას სწევს ზევით და უკან.
ენა-ინის კუნთი - M. Hyoglosseus - იწყება ინის ძვლის დიდი რქებიდან და ენის ფესვს
ემაგრება. ფუნქცია: ენას სწევს ქვევით და უკან.
ხრტილ-ენის კუნთი- M. Chndroglossus - იწყება ინის ძვლის მცირე რქებიდან და ენის ფასციას
ემაგრება. ფუნქცია: ენას სწევს ქვევით და უკან. (ყველა ზემოთ აღწერილი კუნთი წყვილია).

© Romeo Qebuladze
წვრილი სანერწყვე ჯირკვლების გარდა, რომლებიც ლორწოვან
შრეშია გაფანტული (ტუჩების, ლოყების, ენის სასის ჯირკვლები),
საჭმლის მომნელებელ მილს ნერწყვით ამარაგებს დიდი
სანერწყვე ჯირკვალი - Glandula Salivaria, რომლებიც ლორწოვანი
გარსის გარეთ მდებარეობენ.
ყბაყურა ჯირკვალი - Glandula Parotis - ყველაზე დიდი სანერყვე ჯირკვალია. მასზე არჩევენ
წინა, ზედაპირულ ნაწილს - Pars Supercialis და უკანა, ღრმა ნაწილს -Pars Profunda. წინიდან
ავსებს ქვედა ყბის ტოტსა და საღეჭ კუნთზეა მიმაგრებული. უკნიდან სადგისისებრ მორჩს
სწვდება. ქვემოდან ის ავსებს ქვედაყბისუკანა ფოსოს - Fossa Retromandibularis. ჯირკვლის
სადინარი - Ductus Parotideus ტოვებს ყბაყურა ჯირკვალს წინა ზედა ნაწილში და თავსდება
საღეჭ და ლოყის კუნთზე.
ყბისქვეშა ჯირკვალი - Glandula Submandibularis - მდებარეობს ყბისქვეშა სამკუთხედში და
მოსაზღვრულია (წინიდან და უკნიდან) ორმუცელა კუნთის წინა და უკანა მუცლებით.
გვერდიდან და ქვევიდან კანი და პლატიზმა ფარავს. სადინარი - Ductus Submandibularis
გამოეყოფა ჯირკვალს და იხსნება ენისქვეშა კორძებში (Caruncula Sublingualis).
ენისქვეშა ჯირკვალი - Glandula Sublingualis - მდებარეობს ენის სიგრძეზე, ენისქვეშა
ნაოჭების ქვეშ. მისი უკანა კიდე ყბისქვეშა ჯირკვალს სწვდება. გააჩნია 2 სადინარი:
დიდი ენისქვეშა სადინარი - Ductus Sublingualis Major - იხსნება ენისქვეშა კორძებში.
მცირე ენისქვეშა სადინარი - Ductus Sublingualis Minor - დამოუკიდებლად იხსნება ერთ
მწკრივად, ენისქვეშა ნაოჭის მთელ სიგრძეზე.
კბილები - Dentes - ძვლოვანი ორგანოებია, რომელთა ძირითადი
დანიშნულება საკვების მექანიკური დამუშავებაა.
მოზრდილი ადამიანის პირის ღრუში 32 კბილია. ონტოგენეზის
განმავლობაში მოსაცვლელ კბილებს - Dentes Decidui (20ც) ადამიანი
ანაცვლებს მუდმივი კბილებით - Dentes Permanentes.
თითოეულ კბილზე არჩევენ:
კბილის გვირგვინი - Corona Dentis - ალვეოლური ფოსოს გარეთ
მდებარე ნაწილი
კბილის ფესვი - Radix Dentis - კბილბუდეში მოქცეული ნაწილი,
რომელიც კბილის მწვერვალით - Apex Radicis Dentis.
ყელი - Collum Dentis - გვირგვინსა და ფესვს შორის გარდამავალი,
შევიწროვებული ნაწილი.
გვირგვინის ფორმის მიხედვითი კბილი შეიძლება იყოს:
საჭრელი კბილები - Dentes Incisivi
ეშვები - Dentes Canini
მცირე ძირითადი კბილები - Dentes Premolares
დიდი ძირითადი კბილები - Dentes Molares

კბილს შიგნით აქვს კბილის ღრუ - Cavum Dentis, რომელსაც


გვირგვინის ნაწილში - Cavum Coronale, ხოლო ფესვის ნაწილში -
Canalis Radicis Dentis ეწოდება. ამ უკანასკნელის დასაწყისი კბილის
მწვერვალის ხვრელია - Foramen Apicis Dentis.

© Romeo Qebuladze
კბილის ღრუ შეიცავს რბილ ქსოვილს (სირბილე), რომელსაც პულპა - Pulpa Dentis, რომელიც
წარმოდგენილია გვირგვინის - Pulpa Coronalis და ფესვის - Pulpa Racicularis სირბილით.
კბილის ცენტრალური ნაწილის ძვლოვანი ქსოვილი დენტინი - Dentinum შეადგენს.
გარედან კბილის აგებულება განსვავდება გვირგვინისა და ფესვის ნაწილებში. გვირგვინის
ნაწილში დენტინი იფარება სადა, მრიცე ძვლოვანი საფარველით, მინანქრით - Enamelum,
ხოლო ფესვის ნაწილში დუღაბით - Cementum, რომელიც მინანქართან შედარებით ნაკლებ
გლუვია, რადგან კბილის ძვლისაზრდელას - Periodontum ბოჭკოები ემაგრება.

32 კბილი ნაწილდება პროპორციით: 8 საჭრელი, 4 ეშვი, 8 მცირე და 12 დიდი ძირითადი.


ქვედა ყბის მცირე ძირითად კბილებს აქვთ თითო ფესვი, ხოლო ზედა უმეტესად ორ-ორი
ფესვითაა წარმოდგენილი. ქვედა ყბის დიდ ძირითად კბილებს 2-2 ფესვი აქვთ. ზედა ყბისას
კი 3-3 ფესვი. იშვიათი გამონაკლისია მე-8 კბილი, რომელსაც შეიძლება 2 ფესვი ჰქონდეს.

ხახა - Pharynx – 12-15სმ სიგრძის ძაბრის ფორმის მილია, რომლის კედელი 3 გარსით:
შიგნითა - ლორწოვანი, შუა - კუნთოვანი, ხოლო გარეთა - შემაერთებელქსოვილოვანია.
ზედა კიდე Os Sphenoidalis-ის სხეულს ებჯინება და ქმნის
ხახის თაღს - Fornix Pharynx. ხახაზე გაივლის სასუნთქი
(ცხვირის ღრუ-ხორხი) და საკვების გამტარი გზები
(პირის ღრუ-საყლაპავი).
ყლაპვის პროცესის რეგულირებას ემსახურება, ერთი
მხრივ, სასის ფარდა, რომელიც ყლაპვის დროს ზევით
იწევს და კეტავს ცხვირის ნაწილს. მეორე მხრივ,
ხორხსარქველი, რომელიც ელასტიკური ხრილოვანი
ფირფიტაა და საკვების გავლისას ხურავს სასუნთქი
გზების შესავალს.
ამდენად, ხახა სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. ესენია:
ცხვირის ნაწილი - Pars Nasalis
პირის ნაწილი - Pars Oralis
ხორხის ნაწილი - Pars Laryngea

© Romeo Qebuladze
ცხვირის ნაწილში: იხსნება ლულის ხახისკენ ხვრელი - Ostium Pharyngeum Tubae Auditivae,
რომელიც წყვილია და მისი მეშვეობით ხახა უკავშირდება ყურს. ასევე, ცხვირის ნაწილშივე
იხსნება წყვილი ქონაები.
პირის ნაწილში: იხსნება ხახის პირი - Isthmus Faucium
ხორხის ნაწილში: იხსნება ხორხსა და საყლაპავ მილში შესასვლელი ხვრელები.
ამრიგანდ, ხახაში სულ 7 ხვრელია გახსნილი, რაც მათ რთულ კონფიგურაციას ანიჭებს.
ცხვირისა და პირის ნაწილებს შორის საზღვრად მიჩნეულია - სასის დონე, ხოლო პირისა და
ხორხის ნაწილებს შორის - ხახის პირის ქვედა კიდე.
ხახის ლორწოვანი ნაწილი:
ხახის ლორწოვან ნაწილში განლაგებულია სპეციფიკური და ლიმფური ჯირკვლები, ასევე
მისი ლორწოვანი გარსი გმნის სიგრძივად განლაგებულ ნაოჭებს.
ცხვირის ნაწილში: ლორწოვან რელიეფზე არის ლულა-სასის ნაოჭი - Plica Salphingopalatina,
რომელიც მიმართულია ლულის ხახისკენა ხვრელის წინა და ზევით ირიბად. ამავე ხვრელის
უკან ლორწოვანი გარის შემაღლებულია ლულის მორგვს - Torus Tubarius ქმნის, რომლის
ქვევით შედარებით სწორი ლულა-ხახის ნაოჭის - Plica Salphingopharyngea-ს სახით
გრძელდება. იგი უკნიდან მოსაზღვრულია ხახის ჯიბით - Recessus Pharyngeus.
პირის ნაწილში: ლორწოვანი ქმნის ენასთან დასაკვშირებელ ენა-ხორხსარქველის გვერდით
და შუა ნაოჭებს - Plicae GlossoEpiglotticae Lateralis & Mediana. მათ შორის კარგად გამოხატული
ჩაღრმავებაა ხორხსარქველის ღელეების - Vallevulae Epigloticae-ს სახით.
ცხვირის ნაწილში ლორწოვანი გარსი მრავალრიგოვანი მოციმციმე ეპითელიუმითაა
დაფარული, დანარჩენ ნაწილში კი - მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.
ხახის ლორწოვანის ქვეშ ფიბროზული ფირიტაა, რომელიც ზედა ნაწილში კარგადაა
გამოხატული და ხახა-ძირითადი ფასცია - Fascia Pharyngobasilaris ქვია.
ხახის პირი - Isthmus Faucium - ზევიდან მოსაზღვრულია სასის ფარდის კიდით,
გვერდებიდან - სასა-ხახის რკალების კიდეებით - Arcus Palatoglossus, ქვევიდან - ენის ფესვით.
ხახის პირში განლაგებულია Tonsilla.
ხახის კუნთები - განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგანაა
შემდგარი. ისინი ქმნიან ხახის კედელს და აკავშირებენ ჩონჩხთან.
ხახის ზემო მომჭერი - M. Constrictor Pharyngeus Superior - მასში
განარჩევენ უბნებს: ფრთა-ხახის, (ქვედა)ყბა-ხახის და ენა-ხახის.
ხახის შუა მომჭერი - M. Constrictor Pharyngeus Medius - მასში
განარჩევენ უბნებს: ხრტილ-ხახის (იწყება ინის მცირე რქებიდან)
და რქა-ხახის (იწყება ინის ძვლის დიდი რქებიდან).
ხახის ქვემო მომჭერი - M. Constrictor Pharyngeus Inferior - მასში
განარჩევენ უბნებს: ფარ-ხახის (იწყება ფარისებრი ხრტილიდან)
და ბეჭ-ხახის (იწყება ბეჭდისებრი ხრტილიდან)
ზემოაღწერილი კუნთები წყვილია და მათი დაკავშირება
ერთმანეთთან ხახის ნაკერის - Raphe Pharyngis მეშვეობით ხდება.
კუნთების ფუნქციაა შეავიწროვონ ხახის სანათური.
დანარჩენი კუნთები ხახის მოძრაობაში მონაწილეობს:
სადგის-ხახის კუნთი - M. Stylopharyngeus - იწყება სადგისისებრი
მორჩიდან და ემაგრება ხახის გვვერდით კედელს. (ზევით სწევს)
ლულა-ხახის კუნთი - M. Salphingopharyngeus - იწყება სასმენი
ლულის ხრტილებიდან და ემაგრება ფარისებრი ხრტილის ფირფიტას (ზევით სწევს ხახას).

© Romeo Qebuladze
საყლაპავი - Esophagus – 25სმ სიგრძის ვიწრო ცილინდრული მილია, რომელსაც
მდებარეობის მიხედვით ყოფენ 3 ნაწილად:
კისრის - Pars Cervicalis, გულმკერდის - Pars Thoracica და მუცლის - Pars Abdominalis
საყლაპავი მილის კედელი სამშრიანი აგებულებისაა.
შიგნითა - ლორწოვანი გარისია, რომელიც გასწვრივად მიმართულია და გააჩნია
ნაოჭები. ლორწოვანას სისქეში საყლაპავის ჯირკვლები - Gll. Esophageae არის
გაფანტული, აგრეთვე კარდიული და ლიმფური ჯირკვლები.
შუა - კუნთოვანი გარსი ორშრიანი ეგებულებისაა. შიგნიდან განლაგებულია
ირგვლივი შრის ბოჭკოები, გარედან კი - გასწვრივი. კისრის ნაწილში ეს კუნთები
განივზოლიანია, ქვევით კი - გლუვი. ირგვლივი შრის კუნთები დაკავშირებულია
ხახასა და კუჭის კუნთოვან შრეებთან, ხოლო გასწვირივ - დიაგრაგმის კუნთებს.
გარეთა შრე - განსხვავებულია საყლაპავის სხვადასხვა ნაწილში. კისრისა და
გულმკერდის ნაწილში შემაერთებელქსოვილოვანია, ხოლო მუცლის ნაწილში
დაფარულია მუცლის სეროზული გარსით - პერიტონიუმით.
შემაერთებელქსოვილოვანი გარსით საყლაპავი დაკავშირებულია მეზობელ
ორგანოებთან, რაც მის ფიქსაციას უწყობს ხელს.
საყლაპავი მილი არ არის სწორი ცილინდრული ფორმის, რადგან მას გააჩნია 3
შევიწროვებული და 2 გაგანიერებული უბანი. საყლაპავი მილის I შევიწროვება აღინიშნება
საყლაპავისა და ხახის საზღვარზე (კისრის VI მალა), II შევიწროვება სასულის ბიფურკაციის
ადგილას (გულმკერდის V მალა), და III შევიწროვება საყლაპავის დიაფრაგმაში გავლის
ადგილას. აღნიშნულ შევიწროვებებს შორის გაგანიერებული ნაწილია მოთავსებულია.
კუჭი - Ventriculus (Gaster) - საჭმლის მომნელებელი
მილის ყველაზე გაგანიერებული ნაწილია. იგი
ღრუკუნთოვანი ორგანოა, რომელიც მდებარეობს
მუცლის ღრუში, მარხცენა ფერდქვეშ. კუჭის კედელი
შექმნილია 3 გარსისგან: ლორწოვანი, კუნთოვანი და
სეროზული. ახორციელებს საკვების მექანიკურ, და
ქიმიურ დამუშავებას. კუჭს ასევე დამცველობითი
ფუნქცია გააჩნია, რადგან ბაქტერიოციდულ
გავლენას ახდენს.
კუჭის ძირითად ფორმად ანკესის მოყვანილობაა
მიჩნეული. იგი ირიბად - ზევიდან ქვევით,
მარცხნიდან მარჯვნივ მდებარეობს და დასაწყისი
გულმკერდის XI, ხოლო დაბოლოება - წელის I მალას
შეესაბამება.
კუჭის დასაწყისს, რომელიც საყლაპავს უკავშირდება, კარდიალური ნაწილი - Pars Cardica
ეწოდება, ხოლო მის შესავალს - კარდიალური ხვრელი - Ostium Cardium ჰქვია. კარდიალური
ნაწილის მარცხნივ და ზემოთ კუჭის ძირია - Fundus Ventriculi, მასში ჰაერის არსებობის გამო
კუჭის ბუშტსაც უწოდებენ. კუჭის უმეტეს ნაწილს კუჭის სხეული -Corpus Ventriculi შეადგენს
და იგი პილორუსის ნაწილში - Pars Pylorica-ს ნაწილში გრძელდება. კუჭი მთავრდება
პილორუსის ხვრელით - Ostium Pyloricum, საიდანაც თორმეტგოჯა იწყება.
კუჭში არჩევენ მცირე და დიდ სიმრუდეს - Curvatura Ventriculi Minor & Major.
მცირე სიმრუდე ქმნის კუთხის ნაჭდევს - Incisura Angularis, ხოლო ზედა სიმრუდე -
კარდიალურ ნაჭდევს - Incisura Cardiaca.

© Romeo Qebuladze
კუჭზე განარჩევენ წინა და უკანა კედელს - Paries Anterior & Paries Posterior.
კუჭის კედელი შექმნილია 3 გარსისგან: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული.
შიგნითა ლორწოვანია - დაფარულია ერთშრიანი ცილინდური ეპითელიუმით, რომელზეც
შეიმჩნევა ლორწოვანის ნაოჭები - Plicae Gastricae. ზოგიერთი მათგანი გასწვრივადაა
მიმართული, ზოგს კი სხვადასხვა მიმართულება გააჩნია. ლორწოვან ნაოჭებს შორის იქმნება
ღრმულები, რომლებსაც კუჭის არეები - Areae Gastricae ეწოდება, ხოლო მათ ძირზე ხაოიანი
ნაოჭები - Plicae Villosae. მათი გაერთიანება კუჭის ორმოებს - Foveolae Gastricae ქმნის.
მცირე სიმრუდესთან ლორწოვან ნაოჭებს გასწვრივი მიმართულება აქვს და კუჭის გზას
ქმნის. ეს გზა სითხეების სწრაფად გატარებას ემსახურება. ასევე მისგან იწყება კუჭის
კუნთოვანი გარსის აგზნების პირველი ტალღა. კუჭის ლორწოვანი გარსის სისქეში
განლაგებულია კუჭის საკუთარი ჯირკვლები - Gll. Gastricae, ასევე მასში გაფანტულია
ლიმფური ჯირკვლები და სისლძარღვები.
შუა შრე კუნთოვანია - სხვა კუნთოვანი გარსებისგან განსხვავებით, კუჭის კუნთოვანი გარსი
სამშრიანია და არჩევენ, გასწვრივ, ირგვლივ და ირიბ ბოჭკოებს. გასწვრივი შრე საყლაპავთან
ახლოს მდებარეობს, ირგვლივი შრე სიმრუდეებთანაა განვითარებული, ხოლო ირიბი შრე
პილორულ ნაწილშია განვითარებული და ცალკე კუნთის M. Sphincter Pilori-ს სახე აქვს და
მძლავრ მომჭერ სარქველს ქმნის.
გარეთა შრე სეროზულია - იგი მტკიცე საფარია, რომელიც მუცლის სეროზული გარსის,
პერიტონეუმის ორი განცალკევებული ფურცლით იქმნება. დიდ და მცირე სიმრუდესთან
გარსები ვერ უახლოვდება ერთმანეთს და აქ შემაერთებელქსოვილოვანია.
კუჭის სეროზული გარსი ზონრების სახით შემდეგ იოგებს ქმნის:
ღვიძლ-კუჭის იოგი - Lig. Hepatogasticum, კუჭის მცირე სიმრუდესა და ღვიძლის კარს შორის.
კუჭ-კოლინჯის იოგი - Lig, Gastroilicum - კუჭის დიდ სიმრუდესა და განივ კოლინჯს შორის.
კუჭ-ელენთის იოგი - Lig. Ganstropherenicum - კუჭის კარდიალურ ნაწილსა და ძირს შორის.
კუჭ-პანკრეასისიოგი - Lig. Gastropancreaticum - მცირე სიმრუდეს აკავშირებს პანკრეასთან.

შუა ნაწლავის ორგანოები


წვრილი ნაწლავები - Intestinum Tenue - ადგილი, სადაც საკვების ერთგვაროვანი მასა, ქიმუსი
განიცდის რთული შედგენილობის წვენების (ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის) ზემოქმედებას
და გარდა დაშლისა, შეწოვის პროცესებიც მიმდინარეობს. წვრილ ნაწლავებში არსებული
ირგვლივი ნაოჭები ანელებენ ქიმუსის გატარებას და ამავედროს ზრდის ლორწოვანის
ზედპირს. ლორწოვან ზედაპირზე სპეციალური წარმონაქმდები, ხაოებია - Villi Intestinalis,
რომლებიც მდიდარია სისხძარღვითა და ლიმფური კაპილარებით. ხაოები
ძირითადად ახორციელებს დაშლილი საკვების შეწოვას. ხაოებს შორის სივრცეებში
იხსნება კრიპტები, რომლებშიც ნაწლავის ჯირკვლები - Gll. Intestinale იხსნება.
ნაწლავის კრიპტები - Cryptae Intestinales - მილაკოვანი ჩაღრმავებებია. ისინი
მონაწილეობენ როგორც შეწოვის, ასევე ნაწლავის წვენი გამოყოფის პროცესში.
გარდა იმისა, რომ ნაწლავში საჭმლის მომნელება ლორწოვანი გარსის ზედაპირზე
მიმდინარეობს (კედლისახლო მონელება), ასევე მიმდინარეობს ლორწოვანი
გარსის სიღრმეში (კედლისშიგა მონელება). ლიმფური ფოლიკულები
გამოიმუშავებენ ლიმფოციტებს, რომელთა დაშლის შედეგადაც გამოიყოფა
ფერმენტები. ისინი საჭმლის მონელებაში მონაწილეობენ.

© Romeo Qebuladze
თორმეტგოჯა - Duodenum - ნალისებურად
მოდრეკილი მილია, რომელიც მდებარეობს
ღვიძლის ქვეშ. მისი დასაწყისია
გულმკერდის XII მალის დონე.
მის ნალისებურ ფორმაში განარჩევენ:
ზედა ნაწილს - Pars Superior, რომელიც
მიემართება მარცნიდან მარჯვნივ და
დასწვრივ ნაწილში - Pars Descentes-ში
გრძელდება, რომელიც ზედა ნაწილში
ზედა ნაკეცს - Flexura Duodeni Superior
ქმნის. წელის III მალასთან ნაწლავი
მკვეთრად უხვევს და ქვედა ნაკეცს - Flexura
Duodeni Inferior-s ქმნის.
Flexura Duodeni Inferior-ის საშუალებით იგი ჰორიზონტალურ ნაწილში - Pars Horizontalis
გრძელდება. მას მოსდევს ასწვრივი ნაწილი - Pars Ascendes. წვრილი ნაწლავი წელის II მალის
დონეზე იცვლის მიმართულებას და თორმეტგოჯა-მლივ ნაკეცს - Flexura Duodenojejunalis
ქმნის, რომლის შემდეგ მლივი ნაწლავი იწყება. ზემოხსენებული ნაკეცი ფიქსირებულია
თორმეტგოჯა ნაწილავის საკიდი კუნთით - M. Suspensorius Duodeni.
თორმეტგოჯას ზედა ნაწილში ირგვლივი ნაოჭებია - Plica Circulares, ხოლო დასწვრივი
ნაწილის უკანა კედელზე გასწვრივი ნაოჭებია - Plica Longitudinalis Duodeni, რომელიც
თორმეტგოჯას დიდი დვრილით - Papilla Duodeni Major-ბოლოვდება. მის ცენტრში იხსნება
ნაღვლის საერთო - Ductus Choledochus და პანკრეასის სადინარი - Ductus Pancreaticus.
დიდი დვრილის ოდნავ ზევით თორმეტგოჯას მცირე დვრილია - Papilla Duodeni Minor,
რომელშიც იხსნება პანკრეასის დამატებითი სადინარი, თუმცა იგი არამუდმივია.
თორმეტგოჯა ნაწილავის ლორწოვანი გარსი ფოთლისებრი ფორმის ხაოებითაა დაფარული.
თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში გაფანტულია წვრილი ნაწლავის და
თორმეტგოჯა ნაწლავის ჯირკვლები - Gll. Interstinales & Duodenales.
თორმეტგოჯას კუნთოვანი შრე გასწვრივი და ირგვლივი ბოჭკოების 2 შრისგან შედგება.
გარედან იგი დაფარულია პერიტონეუმით, რომელიც ნაწლავის კედელს მხოლოდ 3 მხრიდან
ფარავს: წინიდან და გვერდებიდან. უკან შემაერთებელქსოვილოვანია და უკავშირდება
მუცლის უკანა კედელს. თორმეტგოჯა ნაწლავის დაკავშირებები/სინტოპია:

© Romeo Qebuladze
წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვანი ნაწილი - მლივი და თეძოს ნაწლავები
ჯორჯლოვან ნაწილს - Interstium Mesenteriale ეკუთვნის მლივი ნაწლავი - Interstinum JeJunum
და თეძოს ნაწლავი Interstinum Ilenium. ჯორჯლოვანი ნაწილი იწყება თორმეტგოჯა-მლივი
ნაკეციდან და მთავრდება მარჯვენა გავა-თეძოს სახსრის წინ.
ჯორჯლის არსებობის გამო ნაწლავის მილი მრავლობით ნაკეცებს, მარყუჟებს იკეთებს.
მლივი ნაწლავის მარყუჟები ჰორიზონტალურად ლაგდება (4-5 პარალელური მარყუჟი),
ხოლო თეძოს ნაწლავის მარყუჟები ვერტიკალურად მდებარეობს. ერთგვაროვანი
აგებულების მიუხედავათ, თეძოსა და მლივის ნაწლავი ერთმანეთისგან განსხვავდება.
მლივი ნაწლავის უხვი სისხლძარღვოვანი ქსელის გამო უჯრო
მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა, ვიდრე თეძოს ნაწლავის.
სანათურის დიამეტრიც მლივ ნაწლავს უფრო მეტი აქვს თეძოსთან
შედარებით (4-6 მლივი, 3-3.5 თეძოს).
მლივი ნაწლავის კედელი უფრო სქელია და მასში უფრო მეტია
ნაოჭებისა და ხაოების რაოდენობა და სიმაღლე, თუმცა ლიმფური
ფოლიკულების რაოდენობა თეძოს ნაწლავში სჭარბობს.
მლივი ნაწლავის ხაოების ფორმა ხელთათმანს გავს, თეძოს
ნაწლავში კი მას კონუსისებრი ფორმაა.
წვილ ნაწლავებში განცალკევებული ლიმფური ფოლიკულებია -
Foliliculi Lymphatici Solitari, ასევე თეძოს ნაწლავში შეინიშნება
უჯრო რთული აგებულების შეჯგუფებული ლიმფური
ფოლიკულები - Folliculi Lymphatici Agregati, პეიერის ფოლაქები.
მლივსა და თეძოს ნაწლავს შორის საზღვარს მეკელის
დივერტუკულიც წარმოადგენს. ჩანასახოვანი სადინარის ნაშთია.

უკანა ნაწლავის ორგანოები

მსხვილი ნაწლავი - Intestinum Crasus სიგრძით


ბევრად ჩამორჩება წვრილ ნაწლავებს, თუმცა
სანათური უფრო დიდი აქვს და გააჩნია
კედლის გაჭიმვის უნარი, რაც ზრდის
ტევადობას. მსვილ ნაწლავში მიმდინარეობს
ძირითადად წყლის შეწოვა. ასევე მასში
ბუდობენ ბაქტერიები, რომლებიც
მონაწილეობენ მცენარეული საკვების
გადამუშავებაში და ნაწილობრივ მათში
სითეზდება ვიტამინი. საბოლოოდ მასში
ფორმირდება ერთიანი მასა, რომელიც
გამოიდევნება ორგანიზმიდან.
მსხვილი ნაწლავი იყოფა 3 ნაწილად:
ბრმა ნაწლავი, კოლინჯი და სწორი ნაწლავი.

© Romeo Qebuladze
ბრმა ნაწლავი - Cecum მსხვილი ნაწლავის
დასაწყისია. ასწვრივ კოლინჯთან საზღვარზე
თეძო-ბრმა ნაწლავის ხვრელი - Ostium Iliocecale
იხსნება. მსხვილ და წვრილ ნაწლავებს შორის კი
მორფოლოგიურ საზღვარს თეძო-ბრმა ნაწლავის
სარქველი - Valva Iliocecalis წარმოადგენს.
ბრმა ნაწლავს წანაზარდის სახით გამოეყოფა
ჭიაყელა დანამატი - Apendix Vermiformis, რომელიც
ბოლოში წაწვეტებული ფორმისაა. ის ბრმა ნაწლავს
ჭიანაწლავის ხვრელით - Ostium Appendicis
Vermiformis უკავშირდება.
დანამატს გააჩნია საკუთარი ჯორჯალი, რის გამოც იგი მოძრავია. ჩვეულებრივ, მარჯვენა
თეძოს ფოსოში მდებარეობს. იშვიათად შეიძლება მდებარეობდეს წინ, უკან ან ზევით.
ჭია დანამატსაც 3-შრიანი აგებულება აქვს. მის ლორწოვან გარსზე შეიმჩნევა დიდი
რაოდენობით ლიმფური ფოლიკულები, რომელთა რაოდენობა 200-ს აღწევს, რის გამოც
ნაწლავის ნუშსაც უწოდებენ.
კოლოინჯი - Colon გარს ერტყმის წვრილი ნაწლავის მარყუჟებს. კოლინჯს 4 ნაწილად ყოფენ:
ასწვრივი კოლინჯი - Colon Ascendes ბრმა ნაწლავის გაგრძელებაა. მისი ქვედა საზღვარია
ილიოცეკალური სარქველი და მისგან გაჭიმული ილიოცეკალური სარქველის ლაგამი -
Frenulum Valve Iliocecalis. ღვიძლის მარჯვენა წილის ქვედა ზედაპირთან კოლინჯი
მკვეთრად უხვევს მარცხნივ და კოლინჯის მარჯვენა ნაკეცს - Flexura Coli Dextra ქმნის.
ასწვრივი კოლინჯის სიგრძე 17-18სმ-ია.
განივი კოლინჯი - Colon Transversus - მისი დასაწყისი მარჯვენა X ნეკნის ადგილია და
მიაღწევს ელენთის ქვედა კიდეს. ამ ადგილზე ნაწლავი ისევ მკვეთრად უხვევს და ქმნის
კოლინჯის მარცხენა ნაკეცს - Flexura Coli Sinistra და გადადის დაწვრივ ნაწილში.
დასწვრივი კოლინჯი - Colon Descendes - ნაწლავი ეშვება ქვევით და აღწევს მარცხენა თეძოს
ქედს, რომლის შემდეგ გრძელდება სიგმოიდური კოლინჯის სახით.
სიგმოიდური კოლინჯი - Colon Sigmoideum ნაწილობრივ მდებასრეობს დიდი მენჯის, ხოლო
ნაწილობრივ მცირე მენჯის ღრუში. ანუ მარცხენა თეძოს ფოსოდან (Fossa Iliaca) მიემართება
ქვევით, მედიალურად, გადაუვლის საზღვროვან ხაზს (Linea Terminalis) და ჩაეშვება მცირე
მენჯის ღრუში, სადაც გავის III მალის დონეზე მთავრდება.
კოლინჯს, როგორც საჭმლის მომნელებელი მილის ნაწილს, 3-შრიანი აგებულება აქვს:
ლორწოვანი გარსი: ხასიათდება მცირე რაოდენობის ხაოებით, რადგან შეწოვის პროცესები
ინტენსიურად არ მიმდინარეობს, მხოლოდ წყლის შეწოვა. განსხვავდება ნაოჭებიც,
რომლებიც ირგვლივის ნაცვლად ნამგლისებრი ნაოჭებია - Plica Semilunares Coli. ამ ნაოჭების
შექმნაში მონაწილეობს ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული გარსი. ლორწოვან გარსზე
შეიმჩნევა ნაჩვრეტებიც, რომლებიც კრიპტების შესასვლელს წარმოადგენს.

© Romeo Qebuladze
კუნთოვანი გარსი: წარმოდგენილია ირგვლივი და განივი შრის ბოჭკოებით.
გარეთა შრის ბოჭკოები 3 გასწვრივ კონად ლაგდება. მათ კოლინჯის ზონრები - Tenie Coli
ეწოდება. მათი განლაგების მიხედვით განარჩევენ ზონრებს:
ბადექონის - Tenia Omentalis, ჯოჯრლის - Tenia Masocolica და თავისუფალი - Tenia Libra.
შიგნითა ირგვილივი შრის ბოჭკოები მონაწილეობს ნამგლისებრი ნაოჭების წარმოქმნაში.
ნაოჭებს შორის შეიქმნება გამობერილობანი, და მათ ციცხვები - Haustra Coli ეწოდება.
გარეთა გარსი: ძირითადად წარმოდგენილი სეროზული გარსით. მას დართული აქვს
ბადექონის ცხიმოვანი დანამატები - Appendicies Epiploicae.
გარეგანი გარსის მიხედვით: ბრმა ნაწლავი შეიძლება იყოს სრულიად სეროზული გარსით
დაფარული ან უკანა კედლის ნაწილში შეაერთებელქსოვილოვანით, რითაც მუცლის ღრუს
უკანა კედელს მიუმაგრდება. ასწვრივი და დაწვრივი კოლინჯი 3 მხრიდან დაფარულია
სეროზული გარსით, ხოლო უკანა კედლის გარსი შემაერთებელქსოვილოვანია. განივი
კოლინჯი მთლიანად გახვეულია სეროზულ გარსში, სიგმოიდური კოლინჯიც ყველა
მხრიდანაა დაფარული სეროზული გარსით და გააჩნია ჯირჯალი, ამიტომ მოძრავია.
ამრიგან კოლინჯის უძრავი ნაწილებია ასწვრივი და დასწვრივი, მოძრავი - განივი და
სიგმოიდური, ხოლო ბრმა ნაწლავი შეიძლება ორივე სახით შეგხვდეს.
სწორი ნაწლავი - Rectum იწყება გავის ძვლის კონცხიდან და
ეშვება მცირე მენჯის ღრუში, გავის ძვლის წინ, იმეორებს მის
ფორმას და ქმნის გავის ნაკეცს - Flexura Sacralis. ქვემოთ,
კუდუსუნის წინ, იკეთებს მეორე ნადრეკს შორისის ნადრეკის
- Flexura Perinealis-ის სახით. გამოყოფენ 2 ნაწილს:
ამპულური ნაწილი -Ampulla Recti - დიდი სანათური და
მოცულობა.
ყითას არხი - Calais Analis – შედარებით სწორი,
ცილინდრული ფორმის.
შიგნითა ლორწოვან გარსს საკმაოდ ღრმა ნაოჭები გააჩნია,
რომელიც კარგად განვითარებული ლორწქვეშა ჩანაფენი
გააჩნია. ეს ნაოჭები ადვილად სწორდება საკვებით
გადავსებისას, თუმცა ყითას არხის ნაწილში გასწვრივი
ნაოჭებს მუდამ ინარჩუნებს ფორმას ყითას სვეტებს - Columnae Anales უწოდებენ. ასევე
მუდმივია სვეტებს შორის ჩაღმავებები ყითას სინუსები - Sinus Anales. ამპულურ ნაწილში
ლორწოვანი გარსი ქნის 3-5 არამთლიან განივ ნაოჭს - Plicae Transversalis Recti და კუნთოვანი
გარსის ირგვლივი ბოჭკოების შეკუმშვით ერთგვარ სპინქტერს ქმნის.
ლორწოვანი გარსის სისქეში განლაგებულია ლორწოვანი ჯიკრვლები - Gll. Interstinales და
ერთეული ლიმფური ფოლიკულები.
სწორი ნაწლავის ლორწოვანი დაფარულია ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით.
სვეტების ზედაპირზე მრავალშრიანი კუბური ეპითელიუმით, ხოლო სინუსების ზედაპირზე
მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებული ეპითელიუმით.

© Romeo Qebuladze
კუნთოვანი გარსი: ორი შრითაა წარმოდგენილი. გარეთა გასწვრივი, შიგნითა ირგვლივი.
გარეთა კუნთოვანი შრის ბოჭკოები აღარ ქმნის ზონრებს და თანაბარ შრედ ლაგდება. იგი
შედარებით სუსტადაა განვითარებული ირგვლივ შრესთან შედარებით.
ირგვლივი შრე ყითას - Anus-ის ნაწილში კარგად არის განვითარებული. მსხვილი კუნთოვანი
ჩანაფენის სახით ქმნის ყითას შიგნითა სპინქტერს - M. Sphincter Ani Internus, მის ირგვლივ
ყითას გარეთა სპინქტერი - M. Sphincter Ani Externus და ყითას ამწევი -M. Levator Ani კუნთია.
გარეთა სეროზული გარსი სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაგვარად ფარავს მას.
სწორი ნაწლავის დასაწყისში იგი ყოველი მხრიდან ფარავს მას და ზოგჯერ ჯორჯალსაც
უქმნის, თუმც შეიძლება სეროზული გარსი 3 მხრიდან ფარავდეს: წინიდან და გვერდებიდან.
სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კედლის აგებულებაში სეროზული გარსი საერთოდ არ
მონაწილეობს. აქ კუნთოვან გარსს ჯერ უხვი ცხიმოვანი ქსოვილი აკრავს, რომელშიც მისი
მკვებავი სისხლძარღვები, ნერვები და ლიმფური კვანძებია, ხოლო გარედან გადაეკვრივს
მენჯის შიგა ფასციის ფურცელი, რომელიც შალითას ქმნის.

ღვიძლი - Hepar

ღვიძლი - Hepar - პარენქიმული ორგანოა, რომელიც


სისხლითაა სავსე, ამიტომ მოწითალო ფერი აქვს.
მისი ¾ ნაწილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოშია,
ხოლო ¼ მუცლისზედა მიდამოში.
ღვიძლის ზედა ზედაპირი დიაფრაგმას ეხება და მას
დიაფრაგმის ზედაპირი - Facies Diaphragmatica ჰქვია.
იგი იყოფა ზედა - Pars Superior, წინა - Pars Anterior,
უკანა - Pars Posterior და მარჯვენა - Pars Dextra
ნაწილებად. ეს ზედაპირი სადაა. მარცხენა უბანზე
შეიმჩნევა არის გულის ნაჭდევი - Impressio Cardiaca.
ქვედა ზედაპირი რთული რელიეფისაა. სინტოპიის
გამო მას ვისცერიულ ზედაპირს - Facies Visceralis ეწ.
Facies Visceralis და Facies Diaphragmatica ერთმანეთს
წინიდან ქვედა კიდით - Margo Inferior, ხოლო
უკნიდან შიშველი არის - Area Nuda-ს ნაპირებთან.
(შიშველი არე ღვიძლის სეროზული გარსით
დაუფარავი ზედაპირია, რომელიც უკან არის
მიქცეული და მუცლის უკანა კედელს უმაგრდება).
შიშველი არის მედიალურად ღრუ ვენის ღარი -
Sulcus Venae Cavae გაჰყვება, რომელზეც წყვილი
ღრუ ვენის იოგებია - Lig. Venae Cavae-ა გახიდული.
ვისცერიულ ზედაპირზე შეინიშნება ღარები,
რომელიც მას 4 ნაწილად (წილად) ჰყოფს:
მარჯვენა - Lobus Dexter, მარცხენა - Lobus Sinister,
წინ კვადრატული - Lobus Quadratus, ხოლო უკან
კუდიანი წილი- Lobus Caudatus.

© Romeo Qebuladze
თავად ღარების სახელწოდებებია: (რომელიც ღვიძლს წილებად ჰყოფს)
მედიალური ფეხი: (1-წინიდან, 2-უკნიდან)
1.მრგვალი იოგის ნაპრალი - Fissura Lig. Teres, 2.ვენური იოგის ნაპრალი - Fissura Lig. Venosi.
ლატერალური ფეხი: (1-წინიდან, 2-უკნიდან)
1.ნაღვლის ბუშტის ფოსო - Fossa Vesicae Feleae, 2. ღრუ ვენის ღარი - Sulcus Venae Cavae.
შუა, დამაკავშირებელ ტოტს ქმნის ღვიძლის კარი - Porta Hepatis.
ღვიძლზე ორგანოები ტოვებს ჩანაჭდევებს და ფოსოებს (პარენქიმული აგებულების გამო):
საყლაპავის ნაჭდევი - Impressio Esophagae, კუჭის ჩანაჭდევი - Impressio Gastrica,
თორმეტგოჯას ნაჭდევი - Impressios Duodenalis, კოლინჯის ნაჭდევი - Impressio Colica და
თირკმელზედა ნაჭდევი - Impressio Suprarenales (ასევე თირკმლის - Impressios Renale).
ღვიძლის აგებულება:
ღვიძლი გარედან სეროზული გარსით (Area Nuda-ს გარდა) არის დაფარული. სეროზული
გარსის ქვეშ სუბსეროზული ქსოვილია - Tela Subserosa, ხოლო მის ქვეშ მდებარეობს
პერივასკულარული ფიბროზული კაფსულა - Capsula Fibrosa Perivascularis, რომელიც
ღვიძლის პარენქიის საყრდენია.
სეროზული გარსის სისქეში შეიჭრება
შემაერთებელი ქსოვილის ნაზი
ბოჭკოები, რომელიც რთულ ბადეს,
ღვიძლის საყრდენ ჩონჩხს ქმნის. ბადის
კედლების შესაბამისი განლაგებით
ექვსკუთხა პრიზმის ფორმის ღრუები
მიიღება, რომელიც ამოვსებულია
ღვიძლის პარენქიმით (ნივთიერებით).
პარენქიმას ქმნის ფირფიტებად
განლაგებული ღვიძლის უჯრედები -
ჰეპატოციტები.
ამ პრიზმისა და პარენქიმის ერთობლიობა ქმნის ღვიძლის წილაკს - Lobuli Hepatis, წილაკებს
შორის კედელს კი წილაკთაშორისი ხარიხა, ტრაბეკულები ეწოდება.
იქ, სადაც 3 მეზობელი წილაკის კედელი ერთმანეთს ეხება, იქმნება ღვიძლის ტრიადა,
რომელშიც 3 მილაკოვანი ელემენტი: წილაკთაშორისი არტერიული, ვენური და ნაღვლის
კაპილარები ერთ კონად გადის. ღვიძლის პარენქიმაში ყოველი მხრიდან შეიჭრება
სინუსოიდური ტიპის კაპილარები, რომელთაც კარის ვენის სისხლი გადააქვთ წილაკის
ცენტრისკენ და ცენტრალური ვენის (V. Centrali) საშუალებით ტოვებენ წილაკს, რათა
წილაკთაქვეშა ვენას შეუერთდნენ (V. Sublobularis). წილაკთაქვეშა ვენები არ მიეკუთვნებიან
ღვიძლის ტრიადას და განცალკევებული გზით იკრიბებიან და ღვიძლის ვენას (VV. Hepatis)
ქმნიან, რომლებიც ქვედა ღრუ ვენას უკავშირდებიან.
ღვიძლში გამომუშავებული ნაღველის გამოტანას ნაღვლის წილაკთაშორისი სადინარები
ემსახურებიან, რომლებიც ერთიანდებიან და 4 განცალკევებულ სადინარს ქმნიან:
ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარი - Ductus Hepaticus Dexter & Sinister.
კუდიანი წილის მარჯვენა და მარცხენა სადინარი - Ductus Lobi Caudati Dexter & Sinister.
ყველა ეს სადინარი ერთიანდება და ღვიძლის საერთო სადინარს - Ductus Hepatis Communis.

© Romeo Qebuladze
ნაღვლის ბუშტი - Vesica Felleae (Biliaris) ნაღვლის დროებითი
რეზერვუარი. იგი მდებარეობს ღვიძლის ვისცერიულ ზედაპირზე
ნაღვლის ბუშტის ფოსოში (Fossa Fellea). მასზე განარჩევენ
ნაღვლის ბუშტის ძირს - Fusndus Vesicae Felleae, რომელიც
ცილდება ღვიძლის ქვედა კიდეს და ვიზუალურად ჩანს. ასევე
ნაღვლის ბუშტის სხეულსა - Corpus Vesicae Felleae და ნაღვლის
ბუშტის ყელს - Collum Vesicae Felleae, რომელიც ვიწროვდება და
გადადის ბუშტის სადინარში - Ductus Cysticus. ნაღვლის
შემცველობის გამო ნაღვლის ბუშტს მუქი მომწვანო ფერი აქვს.
ნაღვლის ბუშტის კედელი თხელია და სამშრიანი აგებულება აქვს.
ლორწოვანი გარსი ქმნის ნაღვლის ბუშტის წვრილ, მრავალ ნაოჭს
- Plicae Tunicae Mucosae Vesicae Felleae, რომლებიც შეიცავენ
მრავლობით წვრილ ხაოებსა და ლორწოვან ჯირკვლებს. ყელის ნაწილში ლორწოვანი გარსი
ქმნის ნაოჭების მწკრივს, ისინი სპირალურად არიან განლაგებული - Plica Spiralis და
სარქველის როლს ასრულებენ. კუნთოვან გარსში მხოლოდ ირგვლივი შრეა გამოხატუ
xxcfლი.

პანკრეასი - Pancreas მოვარდისფრო-ნაცრისფერი. მასზე


განარჩევენ პანკრეასის თავს - Caput Panceatis, პანკრეასის სხეულსა
- Corpus Pancreatis და პანკრეასის კუდს - Cauda Pancreatis. მისი
თავი გამსხვილებულია და კავისებრ მორჩს - Processus Uncinatus
აქვს დართული, რომელიც პანკრეასის ნაჭდევით - Incisura
Pancreatis არის გამიჯნული. პანკრეასს სამკუთხა ფორმა აქვს და
განარჩევენ ზედაპირებს: წინა - Facies Anterior, უკანა - Facies
Posterior, ქვედა - Facies Inferior . მათი გადასვლის ნაწილში განარჩევენ კიდეებს: წინა კიდე -
Margo Anterior (წინა და ქვედა), ზედა - Margo Superior (წინა და უკანა) და ქვედა კიდეს -
Margo Inferior (უკანა და ქვედა).
პანკრეასი მდებარეობს მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, პერიოტონიუმის გარეთ, კუჭის უკან.
პანკრეასის თავს თორმეტგოჯა ნაწლავი ეხვევა, ხოლო კუდი ელენთას აღწევს.
პანკრეასის ზედა კიდე გულმკერდის XI-XII მალების, ხოლო ქვედა კიდე წელის I-II მალების
დონეს შეესაბამება. სხვა ჯირკვლებისგან განსხვავებით, პანკრეასის ჯირკვალს არ აქვს
შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. ის იმდენად ნაზია რომ წილაკები - Lobuli Pancreatis-ც კი
ჩანს. წილაკების სადინარი პანკრეასის სადინარში - Ductus Pancreaticus იხსნებიან, რომელიც,
თავის მხრივ, თორმეტგოჯას დიდ დვრილში იხსნება. საბოლოო ნაწილში სადინარს აქვს
სპინქტერი - M. Spincter Ductus Pancreatici სახით.
პანკრეასის თავის ზედა ნაწილში ხშირად განვითარებულია მეორე, შედარებით მოკლე
დამატებითი სადინარი - Ductus Pancreaticus Accessorius.
პანკრეასის მთელს სიგრძეზე, განსაკუთრებით კუდის ნაწილში, გაფანტულია ენდოკრინული
ფუნქციის მქონე ელემენტები პანკრეასის კუნძულები - Insulae Pancreatis, რომელიც
პანკრეასის ენდოკრინულ ნაწილს - Pars Endocrina Panreatis ქმნის.

© Romeo Qebuladze
პერიტონეუმი - Peritoneum

პერიტონეუმი მუცლის ღრუს თხელი სეროზული


გარსია. აქვს გლუვი, პრიალა შესახედაობა. გააჩნია
სეკრეტორული უნარი და ამიტომაც გარსის
ზედაპირი მუდმივად სველია, რაც ამცირებს
ხახუნს ორგანოებს შორის, ან ორგანოსა და ღრუს
კედელს შორის. მისი ძირითადი ელემენტია
შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც შედგება
მეზოთელური უჯრედების შრისგან.
გავრცელების მიხედვით იგი იყოფა 2 ნაწილად:
პარიესული პერიტონეუმი - Peritoneum Parietale -
გარსის ის ნაწილი, რომელიც ამოფენს მუცლის
ღრუს კედლებს, ანუ კედლის მფარავია.
ვისცერიული პერიტონეუმი - Peritoneum Viscerale
- გარსის ის ნაწილი, რომელიც კედელს ცილდება
და ცალკეულ ორგანოებს გადაეკვრის გარედან.
ორივე შემთხვევაში, გარსის ზედაპირული, მეზოთელური შრე (მეზოდერმული წარმოშობის)
დაკავშირებულია მის ქვეშ მდებარე ორგანოსთან სუბსეროზული ჩანაფენით - Tela Subserosa.
მისი ოდენობა სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაა. მაგ., დიაფრაგმის კედლის მფარავი
პარიესული ფურცელი, სუბსეროზულ ჩანაფენს საერთოდ არ შეიცავს, ხოლო მასთან ახლოს,
მუცლის უკანა კედელზე ძლიერაა განვითარებული.
პერიტონეუმით შემოსაზღვრულ სივრცეს პერიტონეუმის ღრუ - Cavum Peritonei.
პერიტონეუმის ღრუში არცერთი ორგანო არ მდებარეობს.
პერიტონეუმით დაფარვის მიხედვით, ორგანოები იყოფა:
ინტრაპერიტონიალური ორგანოები - რომლებიც ყველა მხრიდან არიან დაფარული მუცლის
სეროზული გარსით და უქმნის მათ ჯორჯალს. ინტრაპერიტონიალური ორგანოები:
კუჭი - ინტრაპერიტონიალურია, მაგრამ არ აქვს ჯორჯალი. მფარავი ფურცლები მცირე სიმრუდესთან
- მცირე ბადექონის გაგრძელებაა, ხოლო დიდ სიმრუდეზე - დიდ ბადექონში გრძელდება.
წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვანი ნაწილი (მლივი და თეძოს ნაწლავი) - გააჩნია საკუთარი ჯორჯალი,
რომელიც მუცლის უკანა კედელს ემაგრება და ირიბ ხაზს ქმნის. იგი იწყება წელის II მალის დონეზე
და ემაგრება ქვევით, მარჯვენა გავა-თეძოს სახსართან.
მსხვილი ნაწლავის: ბრმა ნაწლავი (ჯორჯალი - Mesocecum), ჭია დანამატი (Mesoappendix), განივი
კოლინჯი (MesocolonTransversus), სიგმოიდური კოლინჯი (MesoSigmoideum), და სწორი ნაწლავის
დასაწყისი (Mesorecutm).
ასევე - ღვიძლი, ელენთა, საშვილოსნო, საშვილოსნოს ლულები და საკვერცეები.
მეზოპერიტონიალური ოგანოები - რომლებიც 3 მხრიდან არიან დაფარული მუცლის
სეროზული გარსით და ფიქსირებულინი არიან მუცლის ღრუს კედლებზე. ესენია:
თორმეტგოჯას საწყისი და ბოლო, ასწვრივი და დასწვრივი კოლინჯი, ბრმა ნაწლავი (ზოგჯერ), სწორი
ნაწლავის შუა ნაწილი, პანკრეასის კუდი.
ექტრაპერიტონიალური ორგანოები - რომლებსაც სეროზული გარსი 1 მხარეს ფარავს. ესენია:
თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, შარდსაწვეთები, თორმეტგოჯას შუა ნაწილი, სწორი ნაწლავის
ანალური არხი და პანკრეასი (კუდის გარდა).

© Romeo Qebuladze
ჯორჯალი - Mesenterium - პერიტონეუმის ორმაგი ფურცელია,
რომელიც მუცლის ღრუს კედლისკენ მიემართება და მის
ბოლოს ფესვი - Radix Mesenteri ეწოდება. ფესვით კედელზე
მიმაგრების კონტურს ჯორჯლის მიმაგრების ხაზი ეწოდება.
ჯორჯალი მნიშვნელოვანი ორგანოა. მის ორმაგ ფურცელში
თავსდება სისხლძარღვები, ლიფური ძარღვები, ნერვები .
ბადექონი - Omentum - სეროზული გარსის ორმაგი ფურცელია,
რომელიც პარიესულ ფურცელში გადასვლის ნაცვლად, კვლავ
სხვა ორგანოსკენ მიემართება (ჯორჯოლში სეროზული გარსი
პარიესულ ფურცელში გადადიოდა, ეს კი სხვა ორგანოსკენ მიდის)
მცირე ბადექონი - Omentum Minus - ღვიძლსა და კუჭს შორის
გაჭიმული სეროზული გარსის ორმაგი ფურცელია. ღვიძლის
მფარავი სეროზული გარსი ღვიძლის კარის მიდამოში კუჭის
მცირე სიმრუდისკენ მიმართება, დასცილდება ერთმანეთს და
შუაში მოიქცევენ კუჭს. მცირე ბადექონის იოგებია:
ღვიძლ-კუჭის - Lig. HepatoGastricum
ღვიძლ-კოლინჯის - Lig. HepatoColicum
ღვიძლ-თორმეტგოჯას - Lig. HepatoDuodenale - მასში
მოქცეულია: კარის ვენა, ღვიძლის საერთო არტერია და
ნაღვლის საერთო სადინარი, ლიმფური ძარღვები და კვანძები.
მცირე სიმრუდეს ღვიძლ-თორმეტგოჯას მარჯვენა კიდესთან
დართული აქვს ბადექონის ხვრელი - Foramen Epiploicum.
დიდი ბადექონი - Omentum Major - პერიტონეუმის ორმაგი
ფურცლის ნაკეცია, რის გამოც 4 ფურცლისგან შედგება.
წინა 2 ფურცელს ქმნის კუჭის წინა და უკანა კედლის გარსი,
რომლებიც უკავშირდებიან ერთმანეთს (დიდ სიმრუდესთან)
და ეშვებიან ქვევით, გადაუვლიან განივ კოლინჯს, აღწევენ
ჭიპამდე (ზოგჯერ ბოქვენამდეც). აქ ისინი შემობრუნდებიან
და ქმნიან დიდი ბადექონის უკანა ფურცელს, მიემართებიან
ზევით, შემოუვლიან განივ კოლინჯს და წარმოქმნიან განივი
კოლინჯის ჯორჯალს - Mesocolon Transversum.
დიდი ბადექონის იოგებს მიეკუთვნება:
კუჭ-შუასაძგიდის იოგი - Lig. GastroPhrenicum
კუჭ-ელენთის იოგი - Lig. GastroLienale
კუჭ-კოლინჯის იოგი - Lig. GastroColicum
შუასაძგიდ-ელენთის იოგი - Lig. PhrenicoLienale
შუასაძგიდ-ჯოლინჯის იოგი - Lig. PhrenicoColicum
ბადექონის აბგა - Bursa Omentalis დახშული ღრუა, რომელიც პერიტონეუმის ღრუს
ბადექონის ხვრელით - Foramen Epiploicum უკავშირდება. ბადექონის განიერ ნაწილს,
რომელიც მცირე ბადექონის უკან მდებარეობს, ბადექონის კარიბჭე - Vestibulum Omen ეწ..

© Romeo Qebuladze
ბადექონის აბგის კიდეები ჯიბეებს ქმნიან:
ბადექონის ზემო ჯიბე - Recessus Superior Omentalis
ბადექონის ქვემო ჯიბე - Recessus Inferior Omentalis
ელენთის ჯიბე - Recessus Lienalis

ჯორჯალი ან იოგიც ქმნის მსგავს ჯიბებს. ესენია:


სიგმოიდური კოლინჯის ჯიბე - Recessus Intersigmoideus
შუასაძგიდისქვეშა ჯიბეები - Recessus Subphrenicis
ღვიძლქვეშა ჯიბე - Recessus Subhepatici
ღვიძლ-თირკმლის ჯიბე - Recessus Hepatorenalis.

პერიტონეუმის ფურცლები მუცლის ღრუში მცირე ზომის დუბლიკატებს, ნაოჭებს ქმნიან,


რომლებიც კედელს სცილდებიან და მათ სიახლოვეს ჯიბეებს ქმნიან. ესენია:
თორმეტგოჯას ზემო ნაოჭი - Plica Duodenalis Superior; ჯიბე - Recessus Duodenalis Superior
თორმეტგოჯას ქვემო ნაოჭი - Plica Duodenalis Inferior; ჯიბე - Recessus Duodenalis Inferior
თეძო-ბრმა ნაწლავის ნაოჭი - Plica Iliocecalis; ჯიბე - Recessus Retrocecalis
თეძო-ბრმა ნაწლავის სისხლძარღვოვანი ნაოჭი - Plica Cecalis Vascularis; ჯიბე - Recessus
Iliocecalis Inferior

იქ სადაც პარიესული და მუცლის ღრუს კედელს შორის გაივლის მილაკოვანი ელემენტები,


იქმნება მცირე ზომის ნაოჭები.
ჭიპის შუა ნაოჭი - Plica Umbilicalis Mediana
ჭიპის მედიალური ნაოჭები - Plica Ubilicales Mediales (წყვილი)
ჭიპის ლატერალური ნაოჭი - Plica Ubilicales Laterales
შარდისბუშტის განივი ნაოჭი - Plica Vesicalis Transversa

ზემოაღნიშნულ ნაოჭებს შორის იქმნება ჩაღრმავებული უბნები ფოსოების სახით:


ბუშტისზედა ფოსო - Fossa Supravesicalis
საზარდულის მედიალური ფოსო - Fossa Inguinalis Medialis
საზარდულის ლატერალური ფოსო - Fossa Inguinalis Lateralis

პერიტონიუმის ქვედა კედელი ვისცერიულია, რადგან იგი გადადის მენჯის ღრუს


ორგანოებზე და არ, ვერ შეიქმნება პარიესული ფურცლისგან.
მამაკაცის ორგანიზმში: პერიტონეუმის უკანა კედლის პარიესული ფურცელი ჩაჰყვება გავისა
და კუდუსუნის ძვლების ზედაპირებს და გადაუვლის სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს,
სადაც შექმნის სწორნაწლავ-ბუშტის ჩაღრმავება - Excavatio Retrovesicalis. წინა ნაწილში იგი
შეუერთდება სიმფიზის პარიესულ ფურცელს.
ქალის ორგანიზმში: პერიტონეუმის უკანა კედელის პარიესული ფურცელი ჩაჰყვება
მხოლოდ გავის ძვლის III მალამდე, გადაუვლის სწორ ნაწლავს, გაგრძელდება ჯერ
საშვილოსნოკენ, შემდეგ შარდის ბუშტზე. სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის ქალის
ორგანიზმში ორი ჩაღრმავება იქმნება (საშვილოსნოს არსებობის გამო) ესენია:
სწორნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღრმავება - Excavatio Retrouterina და
ბუშტ-საშვილოსნოს ჩაღრმავება - Excavatio Vesicouteriნა.

© Romeo Qebuladze

You might also like