Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

Ქართულ - ამერიკული საერთაშორისო აკადემია “პროგრესი,,

Სულიკო დავითაძე

Შუამდინარული ქალაქ-სახელმწიფოების
მმართველობა

12.11.2023
Მესოპოტამიის ტერიტორიაზე არსებული ქალაქ - სახემწიფოები გამოირჩეოდა
ერთპიროვნული მმართველობის ფორმით და მის შესანარჩუნებლად იმ პერიოდის
მმართველები ბევრ სხვადასხვა გზას იყენებდნენ მაგალითად პროპაგანდა და
რელიგია. Ძალაუფლების წყაროდ იმ პერიოდში ითვლებოდა ძლიერი მოკავშირეები
ერთგული ხალხი და დიდძალი ქონება და რელიგია რადგან რელიგიას დიდი
გავლენა ჰქონდა ხალხზე მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით არ იყო
განვითარების მაღალ საფეხურზე.

Მმართველობის ფორმა
Მიზეზი იმისა თუ რატომ იყო გავრცელებული იმ პერიოდში ერთპიროვნული
მმართველობა არის ის რომ დიდი იმპერიები და ქალაქ-სახემწიფოები ჯერ ახლად
იყო ჩამოყალიბებული შესაბამისად ჯერ მმართველობის სხვა ფორმებზე ფიქრი არ
იყო საჭირო რადგან სხვადასხვა რეფორმების გატარებით შესაძლებელი იყო
არსებული პრობლემის მოგვარება ან აჯანყების ჩახშობა და ხალხს ჯერჯერობით
არანაირი პრობლემა ჰქონდა მმართველის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ
გადაწყვეტილებაზე. Იმ პერიოდის Ერთპიროვნული მმართველობის შეუდარებელი
მაგალითია აქემენიანთა ირანი იმპერია რომელიც 20 სატრაპიად იქნა დაყოფილი და
იმპერიის შიგნით არსებული პრობლემები მოგვარდა რელიგიური ეკონომიკური და
ადმინისტრაციული რეფორმების გატარებით.
Მმართველობის შენარჩუნების გზები
Მმართველები ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიმართავდნენ როგორც რელიგიას
ისე პროპაგანდას და ზოგ შემთხვევაში თავად მმართველებიც ღვთისმსახურები
იყვნენ. Მაგალითად ძველ ეგვიპტეში კადეშის ბრძოლაში ეგვიპტელებსა და ხეთებს
შორის ბრძოლას დასასრული არ უჩანდა რის გამოც რამსეს მეორემ მუვათალი
მეორესთან დადო შეთანხმება მაგრამ ეგვიპტელებს მეფის სიდიადეში და
სიძლიერეში ეჭვი რომ არ შეეტანათ რამსეს მეორემ ეს ომი მოგებულად გამოაცხადა.
ასევე დაიწყეს ქვეყნის შესასვლელებში ფარაონების უზარმარი ქანდაკებების დადგმა
მეზობელი ქვეყნების თვალში ასამაღლებლად და განსადიდებლად. Რელიგია
შესაძლოა უფრო მყარი გარანტი ყოფილიყო მმართველობის შენარჩუნების რადგან
ღვთისმსახურები ხალხს ეუბნებოდნენ რომ მმართველები იყვნენ ღმერთების მიერ
მოვლენილნი ამ ქვეყნად და ვინც მათ შეურაცხყოფას ან დაუმორჩილებლობას
გაბედავდა ამით ისინი ღმერთს წინააღმდეგ მიდიოდნენ და ამის უდიდესი
მაგალითია ხამურაბის კანონების სტელა სადაც პირდაპირაა ამოკვეთილი რომ ვინც
არ დაემორჩილება სტელაზე ამოკვეთილ ხამურაბის გადაწყვეტილებებს ის
დაიწყევლება.

Ძალაუფლების წყარო
Ძალაუფლების წყარო მხოლოდ რელიგია და პროპაგანდა არ ყოფილა. Ხშირ
შემთხვევაში მმართველები ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ რომ
მოკავშირეები შემოეკრიბათ მაგალითად აქემენიანთა ირანის მმართველმა კიროს
მეორემ ებრაული სამლოცვეოლების აღსადგენად ფული გამოყო რითაც მეფის
ტოლერანტული დამოკიდებულება გამოჩნდა ებრაელების მიმართ შესაბამისად
მეფეს მრავალი მოკავშირე გამოუჩნდა მათი სახით.
Რელიგია ძველ ახლო აღმოსავლეთში
Მიუხედავად იმისა რომ რელიგიას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე ხშირ
შემთხვევაში მისი განუვითარებლობის მიზეზიც იყო დაპირისპირების მიზეზი
ხალხსა და მმართველს შორის მაგალითად ძველ ეგვიპტეში ეხნატონმა გაატარა
რეფორმა რომლის მიხედვითაც ძველ ეგვიპტეში უნდა დაწესებულიყო მონოთეიზმი
და ფარაონმა აკრძალა ძველი ღმერთების ხსენება დაიხურა ტაძრები ღმერთების
მსახურება შეწყდა და ერთადერთ ღმერთად გამოცხადდა ღვთაება ატონი. Თუმცა
მისი რეფორმები დროებითი აღმოჩნდა რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ
ქურუმებმა აღადგინეს ძველი ღმერთების კულტები და ეხნატონის და მისი მეუღლის
ნეფერტიტის სახელებს ისევე დევნიდნენ როგორც თავად დევნიდნენ ძველ
ღმერთებს. Ეხნატონის ეს რეფორმა ისტორიაში პირველი მონოთეიზმის შემოღების
პირველი, წარუმატებელი მცდელობა იყო.

დასკვნა
Საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწიფოებში
მომხდარი მოვლენების მიზეზი იყო: მმართველის როგორც დადებითი ისე
უარყოფითი გადაწყვეტილება, რელიგიის გავლენა ხალხზე და ამის როგორც
კარგად ისე ცუდად გამოყენების მცდელობა ღვთისმსახურების მხრიდან და
ბოლოს კონფლიქტი ხალხსა და მნიშვნელოვან ფიგურებს შორის.

Ბიბლიოგრაფია
ავტორები - ნიკო ახმეეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მურღულია,
აკაკი სადინიშვილი, მაია ღამბაშიძე

გამოცემის წელი - 2022

Მე-10 კლასის სახელმძღვანელო “საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია”

გამომცემლობა “დიოგენე”

You might also like