Professional Documents
Culture Documents
MNB
MNB
მდებარეობა
ალავერდის საკათედრო ტაძარი თელავიდან 20 კილომეტრში, ალაზნის ვაკეზეა
აღმართუnლი. კომპლექსამდე მიდის სამანქანო გზა, საიდანაც ალაზნის ველისა და დათოვლილი
კავკასიონის ხედები იშლება. თელავიდან ალავერდამდე დაახლოებით ნახევარი 20 წუთი
დაგჭირდებათ.
ლეგენდა
ალავერდის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთხელ ტაძრის სავანესთან ქართველი
მონაზონი ქალი ღმერთს თურქების დამარცხებას სთხოვდა. მას თავს თურქი მხედართმთავარი
წამოადგა. გაბრაზებულმა სარდალმა მონაზვნის თავზე მახვილი აღმართა და თქვა: ვნახოთ,
როგორ გადაგარჩენს შენი ღმერთიო. ამ სიტყვების თქმაზე ხმალშემართული მხედართმთავარი
გაშეშდა და შეშინებულმა მონაზვნისაგან დახმარება ითხოვა. მონაზონმა ილოცა და თურქსაც
გაშეშებული ხელი კვლავ აუმოძრავდა. მხედართმთავარი და მისი ხელქვეითები გაქრისტიანდნენ.
სუფრასთან სხდომისას ერთ ქართველს მისთვის ყანწი მიუწოდებია და თურქულად უთქვამს:
“ალლა ვერდი!” (ღმერთმა მოგვცა).