Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მე-7 კლ.

ქვიზი N 2 მათემატიკაში
მესამე ვარიანტი 24.10.2014

1. თხუთმეტი მონაცემის საშუალო 8-ის ტოლია. ამ მონაცემებს დაუმატეს ხუთი მონაცემი:

2, 0, 0, 3, 5. რას უდრის მიღებული ოცი მონაცემის საშუალო?

2. თამუნამ ტესტის 72 შეკითხვაზე სწორად უპასუხა. რამდენ შეკითხვაზე ვერ გასცა თამუნამ
სწორი პასუხი, თუ მან ტესტში 90% აიღო?

3. ბურთი, რომელიც 15 ლარი ღირდა, ახლა 25 ლარი ღირს. რამდენი პროცენტით გაძვირდა ბურთი?

4. კომპანიის მოგება 18000 ლარია. დათომ კომპანიის დაფუძნებაში 14000 ლარი ჩადო, მარიამმა -
28000 ლარი, ლაშამ კი - 21000 ლარი. როგორ უნდა გაინაწილონ დამფუძნებლებმა მოგება, თუ
ცნობილია, რომ ეს თანხა უნდა განაწილდეს მათ მიერ ჩადებული თანხის პროპორციულად.

5. ფეხსაცმლის ფასი ჯერ 30%-ით გაიზარდა, შემდეგ კი იგი 25%-ით გაიაფდა. რამდენი
პროცენტით შეიცვალა ( შემცირდა თუ გაიზარდა) ფეხსაცმლის ფასი მის თავდაპირველ

ფასთან შედარებით?

6. ჭურჭელში არის 15%-იანი ხსნარი. მასში დაამატეს ერთი ჭიქა წყალი, რის შედეგადაც მიიღეს
10%-იანი ხსნარი. რისი ტოლი გახდება ხსნარის კონცენტრაცია, თუ მას კიდევ ერთ ჭიქა წყალს
დავუმატებთ?

7. იპოვეთ კუთხის გრადუსული ზომა, თუ ის მისი მოსაზღვრე კუთხის 7/5 ნაწილია?

8. იპოვეთ ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეები, თუ ერთ-ერთის


ბისექტრისა მოცემულ წრფეებთან 37º-იან კუთხეებს ადგენს.

9. AB მონაკვეთს C წერტილი ყოფს შეფარდებით 4:5, A წერტილის მხრიდან, ხოლო D


წერტილი კი შეფარდებით 5:7 B წერტილის მხრიდან. იპოვეთ AB მონაკვეთის სიგრძე, თუ CD
მონაკვეთის სიგრძე 15 სმ-ია.

10. ABC სამკუთხედში A და B კუთხეების ბისექტრისები M წერტილში იკვეთება. იპოვეთ ABC


კუთხე, თუ მისი გრადუსული ზომა AMC კუთხის გრადუსული ზომის მეხუთედია.

You might also like