Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

რეფლექცია

პირველრიგში რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, არის თუ როგორ


დამეხმარა მასალის დამუშავება შემდგომ პროექტის შექმნაში . ამით თავი ავარიდე
არეულობას და გაურკვევლობას, პოუერ პოინტში მუშაობის დროს და ვფიქრობ
დროც კი მოვიგე. გამიჭირდა და რთული აღმოჩნდა მოკლე დროში ყველაფრის
გადახარისხება და მნიშვნელოვანი ტექსტების გამოტანა სლაიდებზე , მაგრამ
რამოდენიმეჯერ გადავავლე დასრულებულ პრეზენტაციას თვალი და ყოველჯერზე
ავწონ დავწონე, რამდენად კარგად მქონდა თემები გადანაწილებული, რამაც ეს
პრობლემა გადამაჭრევინა . ბევრი ახალი და უცნობი ინფორმაცია შევისწავლე ,
ჩემი ქვეყნის წარსულზე და იმ მნიშვნელოვან ადამიანებზე ვისი დამსახურებითაც
ახლა ქართულ ენაზე საუბრობს ქართველი ერი. ახლიდან, რომ მომიწოს მსგავსი
პრეზენტაციის გაკეთება გავითვალისწინებდი, რომ ჯერ ჩამოვწერო გეგმა და ამ
გეგმის მიხედვით მოვიძო ინფორმაცია. გაკეთებისას შევამჩნიე, რომ რაღაც
ადგილებში მაკლდებოდა ინფორმაცია ზოგან კი ზემეტიც კი იყო. გეგმა
ნამდვილად დამეხმარებოდა კიდევ უფრო მეტი დროის დაზოგვაში. ჩემი აზრით ,
საბოლოოდ მაინც ინფორმაციით მსუყე და კარგად აწყობილი პრეზენტაცია
მივიღე.

You might also like