საქ ისტორია 6 8 თავი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

N26-27

იმპერატორმა დიოკლეტიანემ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებები მოიპოვა .


დიოკლეტიანემ წარმატებებიდან უმნიშვნელოვანესი იყო სასანური ირანის სასტიკად
დამარცხება. 299 წელს მან დამარცხებულ მეტოქესთან ნისიბისში ზავი გააფორმეს .
ნისიბისის ზავის პირობების თანახმად, ირანს კავკასიის დათმობა მოუხდა . ირანმა დათმო
ქართლი, როგორც საკუთარი გავლენის სფერო და იგი რომის გავლენის სფეროდ
აღიარა. ქართლის სამეფო და მთელი კავკასია რომაული გავლენის სფეროში დაბრუნდა .
ნისიბისის ზავის შედეგები საკმაოდ დიდხანს, 337 წლამდე მოქმედებდა, რაც
საქართველოზეც აისახა, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული და რელიგიური
კუთხით. საქართველოს მოსახლეობას ქრისტიანულ სამყაროსთან კონტაქტები ჯერ კიდევ
პირველი საუკუნიდან ჰქონდა, თუმცა ირანის რეგიონიდან გასვლამ და საქართველოს
რომაულ სივრცესთან დაახლოებამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ქრისტიანებთან
მჭიდრო კონტაქტების დამყარებას და ამ რელიგიის უკეთ გაცნობას. ამის მიუხედავათ
აღმოსავლეთ საქართველოში ირანულ კულტურასა და რელიგიას მნიშვნელოვანი
გავლენა ჰქონდა.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ მილანის ედიქტით


დაასრულა რამდენიმესაუკუნოვანი ბრძოლა ქრისტიანებობის წინააღმდეგ . 325 წელს
ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია ხდება. ქართლის სამეფო და
მთლიანად საქართველო რომთან მოკავშირეობაზე იყო ორიენტირებული . ქართლის
გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქართლის განმანათლებელი
კაპადოკიელი ნინოა, რომელიც ჯერ იერუსალიმიდან საქართველოში შემოვიდა . ნინო 6
წლის განმავლობაში ქადაგებდა ქრისტიანობას, მძიმე დაავადებისგან განკურნა
დედოფალი ნანა და მოგვიანებით ქართლის მეფე მირიანიც გააქრისტიანა .
ქრისტიანობის მიღებას ერთგვარი პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა . ქრისტიანობის
მიღება რომთან პოლიტიკური და კულტურული მოკავშირეობის სურვილს აღიარებდა .
დაზუსტებით შეიძლება ვთქვათ, რომ ქართლი მეოთხე საუკუნის 20-30 იან წლებში
იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის პერიოდში გაქრისტიანდა .

დასავლეთ საქართველო გეოგრაფიული და პოლიტიკური ფაქტორების გამო, კიდევ


უფრო დაახლოვდა რომაულ სამყაროსთან და მესამე საუკუნეში თითქმის გათავისუფლდა
ირანული გავლენისგან. მეოთხე საუკუნის დასაწყისში როცა ქართლის სამეფო
გაქრისტიანდა, დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობა უკვე გავრცელებული ჩანს .
საქართველოსთვის გაქრისტიანება პოლიტიკური და კულტურული აქცენტის დასავლურ ,
ბერძნულ-რომაულ სამყაროზე გაკეთებას ნიშნავდა. შიდა პოლიტიკაში ქრისტიანობა
ხელს უწყობდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას, რადგან სამეფო და რელიგიური
ხელისუფლება ერთმანეთს აძლიერებდა. ქართული ანბანური დამწერლობა სწორედ
ქრისტიანობის მიღების შემდეგ შეიქმნა. 337 წელს ნისიბისის ზავი დასრულდა.
იმპერატორმა იულიანემ ისევ დევნა გამოუცხადა ქრისტიანებს, ამასთან ერთად ახალი იმი
დაიწყო ჯრანის წინააღმდეგ, რომელიც რომის მარცხით და თავად იმპერატორის
სიკვდილით დასრულდა. ირანი რომს ავიწროებდა. რეგიონში ირანის გაძლიერება
ქართლის სამეფოს ინტერესებში არ შედიოდა. რომის კრიზისის ფონზე მეხუთე საუკუნის
დასაწყისში ირანის გავლენა ქართლში ძალიან გაძლიერდა.
N32

ვახტანგ გორგასალის მემკვიდრემ - დაჩი 1-მა დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში


გადაიტანა. მცხეთა მხოლოდ საკათალიკოსოს ცენტრია. 6 საუკუნის 20 იან წლებში
ქართლში ანტიირანული აჯანყება მოეწყო, რომელსაც ბიზანტია უჭერდა მხარს . აჯანყება
დაიწყო, იმის გამო, რომ ირანელებმა ქართლის გამაზდეანება გადაწყვიტეს . 526-532 წწ.
იყი ბიზანტია ირანს შორის ომი. ამ ომს უნდა გადაეწყვიტა ვინ გააკონტროლებდა იბერიას .
532 წელს ბიზანტია და ირანმა გააფორმეს " საუკუნო ზავი", რომლის შედეგად იბერია
ირანის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ზავის პირობით ბიზანტიელებს აღარ შეეძლოთ
ქართველებისთვის დახმარება, რითაც ისარგებლეს ირანელებმა და 6 საუკუნის შუა
ხანებში ქართლეი მეფობა გააუქმეს. მეფის ნაცვლად მართავდა ირანული მოხელე -
მარზპანი. სასანიანები არ ზღუდავდნენ ქართულ ეკლესიას დიოფიზიტური მრწამსი
მონოფიზიტურით შეეცვალათ. ქართლის მარზპანი აკონტროლებდა: საერო და საერო
ხელისუფლებას; კრეფდა გადასახადებს; აგროვებდა ჯარს;

532 წლის "საუკუნო ზავით" ქართლში ირანის გავლენა გაძლიერდა ხოლო ეგრისი
ბიზანტიას დარჩა. ბიზანტიელები ცდილობდნენ საკუთარი გავლენა გააძლიერონ
დასავლეთ საქართველოში და თავის კონტროლს სრულად დაექვემდებარნონ ეგრისის
სამეფო. ამ მიზნით შავი ზღვის სანაპიროზე, მათ ააგეს ახალი, მძლავრი ციხესიმაგრე -
პეტრა, სადაც ჩააყენეს ბიზანტიური გარნიზონი. ეგრისის მეფემ გადაწყვიტა ირანელთა
მიმხრობა და მათი დახმარებით ბიზანტიელების ეგრისიდან განდევნა .

N33

ნელნელა რომისა და ბიზანტიის გავლენა დასავლეთ საქართველოზე სუსტდებოდა . 532


წლის "საუკუნის ზავის” შემდეგ ნათელი ხდება რომ ირანის შემდეგი სამიზნე დასავლეთ
საქართველოა. თუ ირანელები დაიპყრობდნენ და ბიზანტიის ჰეგემონია გაუქმდებოდა .
პროვინციისათვის, იუსტინიანე 1-მა ეგრისის სამეფოში საკუთარი პოზიციების გაძლიერება
დაიწყო და სამეფოს მნიშვნელოვან ციხე- ქალაქებში ბიზანტიური გარნიზონები ჩააყენა .
ბიზანტიელების მთავარი დასაყრდენი ეგრისში ახალი აგებული პეტრა იყო , სადაც
იყოფებოდა მათი სტრატეგოსი. ბიზანტიელი იოანე ცოხე ძარცვავდა ლაზებს, კონტროლს
აწესებდა ეგრისის საგარეო ვაჭრობაზე, ანგარიშს აღარ უწევდა ეგრისიდ მეფე გუმბაზ
მეორეს და ავიწროებდა ადგილობრივ მოსახლეობას, რაც არმოსწონდათ ადგილობრივ
მოსახლეობას, რის ვამოც გუბაზმა (ეგრისის მეფე) გადაწყვიტა მათ წინააღმდეგ
დახმარება ეთხოვა სასანიანებისთვის. 542 წელს დიდი ჯარით გადავიდა დასავლეთ
საქართველოში, სადაც ირანელებს შეუერთდა ეგრისელთა ჯარი და დაიწყო "დიდი
ომიანობა ეგრისში". ამ ომში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ირანმა დიდ
წარმატებას მიაღწია. მათ დაიკავეს პეტრა. ირანელები ბევრჯერ იმარჯვებდნენ და უფრო
თავდაჯერებულლი გახდნენ, რომ ეგრისის დამორჩილებას შეძლებდნენ , თუმცა შემდეგ
დიდი შეცდომა დაუშვეს და მათი ნამდვილი მიზანი (მათ უნდოდადთ ეგრისის დაპყრობა )
გამჟრავნდა. ირანელები დაუკავშირდნენ გუბაზ მეფესთან დაპირისპირებულ ლაზ
ფეოდალს - ფარსანს და შესთავაზეს მეფის მკვლელობის ორგანიზება. ფარსმანმა ამცნო
გუბაზზს მოკავშირეთა რეალური გეგმები. ამჯერად გუბაზ მეორე ირანელებს
დაუპირისპირდა. 548 წელს ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა ერთობლივი საბრძოლო
მოქმედებების დაიწყეს ირანელების წინააღმდეგ. 554 წელს ბიზანტიელები თათბირზე
მოსაპოვებლად მოსულ ეგრისის მეფეს - გუბაზ მეორეს თავს დაესხნენ და სასიკვდილო
ჭრილობები მოაყენეს. ეგრისის სამეფო ბედის გადასაწყვეტად ეგრისელებმა მოიწვიეს
სახალხო კრება, რომელზეც ორი ორატორი - აიეტი და ფარტაზი დაუპირისპირდა
ერთმანეთს. საბოლოოდ გაიმარჯვა ფარსმანის აზრმა ეგრისელთა მოთხოვნით
იმპერატორმა იუსტინიანემ საგანგებოდ გამოგზავნა თავისი წარმომადგენლები
სასამართლოს გასამართად. ამავე პერიოდში ეგრისელებმა მეფედ ითხოვეს გუბაზის ძმა
წათე. ირანის შაჰმა - ხოსრო 1 მა ეგრისი საბოლოოდ დათმო.
N34-35

ირანელების მიერ ეგრისის დატოვების შემდეგ მათი გავლენა ამიერკავკასიაში


საგრძნობლად შესუსტდა. რეგიონის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო ირანელთა მიერ
შემოღებული მძიმე გადასახადებითა და მათი მხრიდან ზოროასტრიზმის ძალით
დამკვიდრების მცდელობით. 571 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო სომხეთში .
აჯანყებას სათავეში ვარდან მამიკონიანი ჩაუდგა. მომდევნო წელს ქართველები
ადგილობრივი ერისთავის გურგენის მეთაურობით მიეშველნენ სომხებს . მარტო
სკაუთარი ძალებით მტერს საბოლოოდ ვერ დაამარცხებდნენ, ამიტომ დახმარების
თხოვნით ბიზანტიის იმპერატორს მიმართეს. იმპერატორმა დააკმაყოფილა მათი
მოთხოვნა და დახმარება აღუთქვა. ბიზანტია - ირანს შორის ახალი ომი დაიწყო ,
რომელიც 572-591 წლებში მიმდინარეობდა. ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა მავრიკიუსმა
შეძლო დიდი ძალების მობილიზება, კავშირი შეკრა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ
თურქებთან და 6 საუკუნის 80-იან წლებში რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები .
მომთაბარე თურქების თავდასხმები კი ირანელთა დამატებით ძალებს მოითხოვდა .
ირანში ხალხი აჯანყდა. აჯანყებულებმა შეიპყრეს მეფე და სიკვდილით დასაჯეს , ხოლო
მისი მემკვიდრე, მომავალი ხოსრო 2 იძულებული გახდა ბიზანტიისათვის შეეფარებინა
თავი და დახმარება იმპერატორ მავრიკიუსისათვის ეთხოვა . ბიზანტიელებმა დახმარების
სანაცვლოდ ხოსროს დიდიტერიტორიები დაათმობინეს, მათ შორის - კავკასიაში . ასევე
ზავის ერთ-ერთი პირობით, ირანელებს ქართლი უნდა დაეტოვებინათ . ხოსრო დათანხმდა
მავრიკიოსის პირობებს და 591 წელს დადეს საზავო ხელშეკრულება. ზავის დადების
შემდეგ ხოსრო 2 ბრუნდება ბიზანტიელთა ჯარით ირნაში ამარცხებს ბარამ ჩუბინს და
იბრუნებს სამეფო ტახტს. ბიზანტიელთა დახმარებით ქართლი სპარსელთა
ბატონობისაგან გათავისუფლდა. მეფობის გაუქმების შემდეგ, ქართლის ერისთავებმა და
დიდაზნაურებმა გადაწყვიტეს ქვეყნის მმართველი თავიანთი რიგებიდან აერჩიათ და
ქართლის უმაღლეს ხელისუფლად - ერისმთავრად გუარამ ბაგრატიონი აირჩიეს .
ქართლში შექმნილი ახალი მმართველობა ბიზანტიელებმა მალევე კანონიერად აღიარეს .
ბიზანტიელები აცნობიერებდნენ, რომ ქართლის შენარჩუნება მნიშვნელოვანი სამხედრო
და ფინანსური რესურსების მობილიზებას მოითხოვდა. იმპერატორმა გურგენ
ერისმთავარს კურაპალატობა მიანიჭა. ამ ტიტულის მიღება, ბიზანტიის მოკავშირის
ავტორიტეტს გაზრდიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამეზობლოში და ხელს
შეუწყობდა მისი და მისი მემკვიდრეობის ძალაუფლების განმტკიცებას . გურგენის
მემკვიდრე გახდა სტეფანოზ 1. 604 წელს ბიზანტიაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა
და იმპერატორი მავრიკიუსი მისმა ერთ-ერთმა სარდალმა, ფოკამ მოკლა . ფოკა სასტიკი
და წინდაუხედავი იმპერატორი აღმოჩნდა, რის გამოც მისი მმართველობის დროს
ბიზანტიის იმპერია დაშლის პირას აღმოჩნდა. შედეგად ქართლის ერისმთავარმაც
შეცვალა პოლიტიკური ორიენტაცია და ირანის მხარეს გადავიდა . ხოსრო 2 ისარგებლა
ბიზანტიაში შექმნილი კრიზისით და იმპერიას ომი გამოუცხადა. ირანმა შეძლო იმპერიის
სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციების დაკავება მათ შორის იერუსალიმის აღება 614
წელს. ბიზანტია-ირანის ომში ქართლი ირანს უჭერდა მხარს. ქართლში დიოფიზიტური
მრწამსი განმტკიცდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ქართლის მმართველობისათვის ,
გაეგრძელებინათ ირნაის მხარდაჭერა. ბიზანტიის ახალმა იმპერატორი ჰერაკლე
დაუკავშირდა ხაზარებს და მათთან ერთად დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ . 6
საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიელებმა რამდენჯერმე დაამარცხეს ირანელები . 627 წელს
ბიზანტიელებმა და ხაზარებმა იერიში მიიტანეს თბილისზე თუმცა ქალაქი ამჯერად ვერ
აიღეს. მომდევნო წელს კი თბილისიც დაეცა. ირანში გადატრიალება მოჰყვა და ხოსრო 2
მოკლეს. ირანმა ქართლზე გავლენა საბოლოოდ დაკარგა. 6 საუკუნეში, როდესაც
ქართლში მეფობა გაუქმებული იყო, გაიზარდა ქართლის ეკლესიის მნიშვნელობა ქვეყნის
მოსახლეობაში. 6 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო სამონასტრო ცხოვრების
განვითარება, რასაც საფუძველი სირიიდან შემოსულმა სასულიერო პირებმა " ასურელმა
მამებმა" ჩაუყარეს. ასურელი მამები აგებდნენ ეკლესია-მონასტრებს , ავრცელებდნენ
ქრისტიანობას საქართველოში და აძლიერებდნენ საქართველოს ეკლესიის გავლენას
რეგიონში.

დიოფიზიტობა - დიოფიზიტები აღიარებდნენ ქრისტეს ორ ბუნებას ადამიანურ და ღვთიურ .

მონოფიზიტობა - მონოფიზიტები აღიარებდნენ მხოლოდ ქრისტეს ერთ, ღვთიეურ ბუნებას .

ავტოკეფალია - ეკლესიის დამოკიდებლობა.

You might also like