Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

არსებობს გარკვეული საფუძველი ვავარაუდოთ, რომ რუსეთის იმპერატორის -

პეტრე დიდის მამა ქართველი იყო. ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც მოგვიანებით


აღმოჩენილი რამდენიმე მტკიცებულება ამყარებს, პეტრე ქართველი
უფლისწულის, ირაკლის შვილი იყო. ბავშვობიდანვე იგი რუსეთის სამეფო კარზე
იზრდებოდა, ახლოს იყო ნატალია ნარიშკინასთან. "ალექსეი მიხაილოვიჩის"
სასახლეში ირაკლი ცნობილი იყო, როგორც ნიკოლაი დავითის ძე(Николай
Давидович), შემდგომ იგი გახდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე I. ამგვარად ის
რუსეთის დიდი მიღწევები, რაც პეტრე I-მა განახორციელა ისევ ქართველების
დამსახურებაა.

ერთი წლით ადრე, ვიდრე პეტრე დაიბადებოდა, იმპერატორი ალექსეი მძიმედ


ავად იყო და ნამდვილად არ შეეძლო ნაყოფი ჩაესახა.დედოფალთან ერეკლე
ბაგრატიონი შეუშვეს, რომელსაც სამეფო სისხლი ჰქონდა.

საბჭოთა ისტორია მთელი ამ ხნის განმავლობაში სდუმდა ამ ფაქტზე და


საგულდაგულოდ მალავდა პეტრე დიდის ქართულ
წარმომავლობას.არსებობს სტალინის სიტყვები:"მოდით დავუტოვოთ "მინიმუმ"
ერთი რუსი მაინც, რომ იმით იამაყონ".

როდესაც ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე "პეტრე I", მას ხელში ჩაუვარდა
დოკუმენტები, მწერალმა გადაწყვიტა იგი დაუყონებლივ სტალინისთვის
ეჩვენებინა, თუმცა საბჭოთა ბელადმა უბრძანა ეს თემა მიეჩქმალა და
გაჩუმებულიყო.
იოსებ ბესარიონის ძეს ასეთი საქციელი გასაგებიც იყო, ამხელა იმპერიას ქართველი
მართავდა და კიდევ ერთი ქართველის ამოტივტივება.....

ახლა პეტრეს გარეგნობაზე გადავიდეთ, იგი ზედგამოჭრილი ქართველი იყო,


შავთმიანი, შავთვალება, ცხვირიც ქართული ჰქონდა და ძალიან წააგავდა მამამისს,
ერეკლე პირველს..

ახლა რაც შეეხება სხვა ფაქტებს:თავიდან პეტრეს დედას, დედოფალ ნატალია


ნარიშკინასარ სურდა შვილისთვის სახელმწიფოს მართვა ჩაებარებინა, იგი
ამბობდა:"ის მეფე არ შეიძლება იყოს"...პეტრემ ქვეყნის მართვის სადავეები ბუნტის
მეშვეობით აიღო....პეტრეს არა რუსული წარმოშობის დამადასტურებელია მეფის
ასულის სოფიას წერილი, რომელიც თავად გოლიცინსგაუგზავნა:"არ
შეიძლებამმართველობა ხელში ჩაიგდოს "ბასურმანმა", სიტყვა "ბასურმანი"-
უცხომიწელს ნიშნავდა.

არსებობს კიდევ საქართველოს მეფის არჩილ II-ის წერილი, რომელიც ნარიშკინას


მისწერა:"როგორაა ჩვენი ცელქი ბიჭი?"

ბოლოს რაც შეეხება თვითონ პეტრეს:მას შესთავაზეს დაქორწინებულიყო ქართველ


მეფის ასულზე, რაზეც მან უპასუხა:"მე მოგვარეზე ვერ დავქორწინდები", რაც იმას
მიუთითებდა, რომ მან ბრწყინვალედ იცოდა თავის წარმომავლობა.
ჩვენში გავრცელებულია გამოთქმა: "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ", - და ხშირად ის
პატარა ერის კომპლექსზე მიანიშნებს.
თუმცა, ისტორია არაერთ დიდ ქართველზე მოგვითხრობს, რომელმაც ამა თუ იმ იმპერიის,
ქვეყნის ან მსოფლიო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ამჯერად გთავაზობთ ვერსიას, რომელიც რუსული ელექტრონული მედიის საშუალებით
გავრცელდა. ალბათ, ადრეც გსმენიათ პეტრე პირველის "ქართველობის" შესახებ...

არსებობს საკმაოდ საინტერესო ამბავი: როცა გამოჩენილი მწერალი ალექსეი ტოლსტოი


თავის რომან "პეტრე პირველზე" მუშაობდა, წააწყდა დოკუმენტურ მასალას, რომლითაც
დასტურდებოდა რუსეთის უდიდესი მონარქის, რომანოვთა გვარის სიამაყის
განსხვავებული წარმომავლობა. მტკიცდებოდა, რომ მას რუსეთის სამეფო გვართან და
საერთოდ, რუს ეროვნებასთან არაფერი აკავშირებდა!

ამ ფაქტმა მწერალი უზომოდ ააღელვა და გადაწყვიტა, რჩევის მისაღებად, თავისი დროის


უდიდესი დიქტატორისთვის მიემართა. მით უმეტეს, ინფორმაცია, შეიძლება ითქვას,
ბელადისთვის "ახლობელი" უნდა ყოფილიყო - ისიც ხომ წარმოშობით ქართველი იყო. ეს
ინფორმაცია ერთი მხრივ, საკმაოდ პროვოკაციულიც გახლდათ, რადგან სტალინი თავს
რუსად მიიჩნევდა. ამიტომ
ალექსეი ნიკოლაევიჩმა
დიქტატორს დოკუმენტი
მიუტანა.

წერილი ადასტურებდა, რომ


დიდი რუსი რეფორმატორი
სინამდვილეში... ქართველი
გახლდათ!

გაოცება გამოიწვია იმან, რომ


სტალინს ასეთი
არაჩვეულებრივი აღმოჩენა
სულაც არ გაჰკვირვებია. უფრო
მეტიც - დოკუმენტების
გაცნობის შემდეგ, ტოლსტოის
სთხოვა, ეს ფაქტი არ
გამოემზეურებინა. საკუთარი
სურვილის დასაბუთება კი
საკმაოდ უბრალოდ მოახერხა:
"დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი"
მაინც, რომლითაც შეუძლიათ
იამაყონ!" მწერალს აგრეთვე,
ისიც ურჩია, ეს დოკუმენტი
გაენადგურებინა.

ამ შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია წესით, სამუდამოდ უნდა დამარხულიყო, მაგრამ


ალექსეი ტოლსტოი, ისევე როგორც ბევრი მწერალი, ძალზე კომუნიკაბელური ადამიანი
გახლდათ და ამიტომაც, ეს ამბავი ჯერ საახლობლო წრეს გაანდო, შემდგომ კი მისმა
აღმოჩენამ მთელი ინტელიგენცია მოიცვა.

რა წერილი იყო ასეთი, რომელიც უნდა გამქრალიყო?


სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა დარია (დარეჯან) არჩილის ასულ ბაგრატიონ-მუხრანელის
(იმერეთის მეფე არჩილ II-ის ქალიშვილის) წერილს, რომელიც ნათესავს - სამეგრელოს
თავად დადიანის ქალიშვილს სწერდა. წერილში საუბარია რაღაც წინასწარმეტყველებაზე,
რომელიც ქართველი დედოფლისგან მოუსმენია: "დედაჩემი მომიყვა ვიღაც მატვეევზე,
რომელმაც თურმე წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. მას გამოეცხადა წმინდა გიორგი და
ამცნო: შენ მოწოდებული ხარ იმისთვის, რომ მეფეს გააგებინო - მოსკოვში "მეფეთა მეფე"
უნდა დაიბადოს, რომელიც მას უდიდეს იმპერიად აქცევს. დაბადებით კი ის ჩამოსული,
ივერიელი, მართლმადიდებელი მეფისგან უნდა იშვას, დავითის მუხლიდან, საიდანაც
ღვთისმშობელიც წარმოდგება, და კირილ ნარიშკინის სუფთა გულის მქონე ქალიშვილისგან.
თუ ამ ნებას წინ აღუდგებიან, იქნება ჟამიანობა. ღმერთის ნება უზენაესია".

წინასწარმეტყველება
არაორაზროვნად მიანიშნებდა
ასეთი ქმედების აღსრულების
აუცილებლობაზე. თუმცა,
მსგავსი მოვლენისკენ
შემობრუნებას, შესაძლოა,
რეალურად სულ სხვა
პრობლემამ შეუწყო ხელი.

რომანოვთა გვარის დასასრულის


დასაწყისში
რეალურ მიზეზებში
გასარკვევად აუცილებელია,
მივმართოთ ისტორიას და
გავიხსენოთ, რომ მოსკოვის
სამეფო იმ დროს, პრაქტიკულად
უთავო სამეფოს წარმოადგენდა;
ხოლო მეფის მოვალეობებს -
ალექსეი მიხაილის ძე ვერ
ასრულებდა. ქვეყანას
ფაქტობრივად, მართავდა
სამეფო ინტრიგებში ჩაფლული,
გაიძვერა და ავანტიურისტი
თავადი მილოსლავსკი. ალექსეი მიხაილოვიჩი სუსტი, უძლური ადამიანი გახლდათ. მის
გარშემო ძირითადად, საეკლესიო პირები ტრიალებდნენ, რომელთა აზრსაც ანგარიშს
უწევდა. ერთ-ერთი ასეთი იყო - არტამონ სერგეევიჩ მატვეევი, რომელიც მეფეზე დიდი
ზემოქმედების უნარს ფლობდა. მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით, მატვეევი
არსებითად, მართავდა მონარქს. ეს ისტორიული პიროვნება, "რასპუტინის მაგვარი"
პერსონაჟი გახლდათ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ მეორის კარზე
უსაზღვრო გავლენით სარგებლობდა. მატვეევის გეგმა მარტივი იყო: მას აუცილებლად
მიაჩნდა, მეფეს დახმარებოდა იმაში, რომ მილოსლავსკების ნათესაობისგან სამუდამოდ
გათავისუფლებულიყო და ტახტზე "თავისი" მემკვიდრე აეყვანა...

1669 წლის მარტში, როცა ალექსეი მიხაილოვიჩის ცოლი, მარია ილიას ასული
მილოსლავსკაია გარდაიცვალა, მატვეევმა მეფეს ყირიმელი თათრების თავადთა
წარმომადგენელი - ნატალია კირილოვნა ნარიშკინა გაურიგა (ის ყირიმელ თათართა
მურზის, ისმაილ ნარიშის ქალიშვილი იყო, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა.
ადგილობრივთათვის კი, უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, სახელად კირილს
ატარებდა). ამის შემდგომ მხოლოდ მემკვიდრის საკითხის მოგვარებაღა რჩებოდა. პირველი
ცოლისგან დაბადებული შვილები ისეთივე სუსტები და უძლურები იყვნენ, როგორიც
თავად მეფე. მატვეევის აზრით, ისინი მემკვიდრეებად არ გამოდგებოდნენ.

სხვაგვარად რომ ითქვას, როგორც კი მეფეს ნარიშკინა შერთეს, მაშინვე მემკვიდრის საკითხი
დადგა. რადგან იმ მომენტისთვის მეფე მძიმედ ავად იყო და ფიზიკურად ძალზე
დასუსტებული ბრძანდებოდა,
თან ისიც ცხადი იყო, რომ მას
სულ სუსტი შვილები
გამოსდიოდა, მიღებული იქნა
გადაწყვეტილება - მისთვის
შემცვლელი მოეძებნათ და... აი,
სწორედ ამ დროს, შეთქმულებს
ხელში ქართველი თავადი
ჩაუვარდათ.

ვინ არის პეტრეს მამა?


თეორია ორგვარია. პეტრეს
მამად ივარაუდება ორი დიდი
ქართველი ბაგრატიონთა
გვარიდან. ესენი არიან:
არჩილ II (1647-1713) და ერეკლე
I (1637 ან 1642-1709).
მცირე ისტორიული კვლევა-
ძიების შემდეგ, ზოგიერთი
მკვლევარი იხრება აზრისკენ,
რომ ეს, მეტი ალბათობით, ერეკლე პირველი (იგივე ნაზარალ-ხანი) უნდა ყოფილიყო.
არგუმენტად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ჩასახვის მომენტისთვის მოსკოვში სწორედ ის
იმყოფებოდა, არჩილ მეორე (იმერეთის მეფე) კი მოსკოვში მხოლოდ 1681 წელს გადავიდა.

მეფისწული ერეკლე რუსეთში იქაურებისთვის უფრო მოსახერხებელი სახელით - ნიკოლაი


დავიდოვიჩით იყო ცნობილი. ის ძალზე დაახლოებული გახლდათ ალექსეი
მიხაილოვიჩთან და ნარიშკინასთან მეფის ჯვრისწერის დროს, საქორწინო ღონისძიებების
მთავარ განმკარგულებლადაც დაინიშნა.

ამ თანამდებობის პირისთვის მოვალეობად ითვლებოდა - ახალდაქორწინებულთა


ნათლიობაც ეკისრა. მაგრამ, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, ბედისწერის
ძალით, ქართველი უფლისწული მეფეს არა მხოლოდ მემკვიდრის სახელის შერჩევაში
დაეხმარა, არამედ, დიდი ალბათობით, მის ჩასახვაშიც.

1672 წელს ერეკლემ თავისი მოვალეობა შეასრულა და ნათლობისას ბავშვს უწოდა სახელი -
პეტრე. ხოლო 1674 წელს რუსეთი დატოვა და კახეთის ტახტი დაიკავა. თუმცა, ამ ტიტულის
მისაღებად, მას მაჰმადიანობის მიღებამ მოუწია.

მეორე ვერსია
ამ ვერსიის მიხედვით, მომავალი თვითმპყრობლის მამა 1671 წელს გახდა იმერეთის მეფე -
არჩილ მეორე, რომელიც პრაქტიკულად აიძულეს, შესულიყო თავადის ქალის საძინებელ
ოთახში. არჩილი იმ მოსაზრების წნეხის ქვეშ მოექცა, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი
იყო ღვთაებრივი ნების აღსრულება და მასში - "ამ ღვთისთვის მოსაწონ საქმეში" - მისი
უშუალო მონაწილეობა. უნდა ჩასახულიყო ის, "ვისაც ელოდნენ".

შესაძლოა, სწორედ მატვეევის (მაშინ იგი პრაქტიკულად წმინდანად მიაჩნდათ) სიზმარმა


აიძულა კეთილმორწმუნე მეფე, მსგავსი მოქმედება ჩაედინა და დედოფლის საძინებელში
შესულიყო.

არჩილთან პეტრეს ნათესაობა შეიძლება, შემდეგი ფაქტითაც გამყარდეს: ქართველი


მონარქის ოფიციალური მემკვიდრე - თავადი ალექსანდრე, რუსული არმიის პირველი,
ქართული წარმოშობის მქონე გენერალი გახდა; პეტრესთან ერთად, შესაქცევარ პოლკებშიც
(ბრძოლების იმიტაციისთვის ჩამოყალიბებული ქვედანაყოფები) მსახურობდა და
იმპერატორის გამო, შვედეთის ტყვეობაშიც აღესრულა. არჩილის დანარჩენმა შვილებმა:
მათემ, დავითმა და დარეჯანმა (დარია) პეტრესგან საჩუქრად მიწები მიიღეს; ისინი მისგან
დიდად დაფასებულნი იყვნენ. ცნობილია ასეთი ფაქტიც: პეტრე, ერთ-ერთი დიდი
გამარჯვების აღსანიშნავად, სოფელ ვსესვიატსკოეში (ახლანდელი სოკოლის რაიონი)
საკუთარ დასთან - დარიასთან (იგივე დარეჯანთან) წავიდა.

ქვეყნის ცხოვრებაში ეს პერიოდი მოსკოვში ქართული ელიტის მასობრივი მიგრაციის


ტალღას უკავშირდება. ქართველი მეფე არჩილ მეორისა და პეტრე პირველის ნათესაური
კავშირის კიდევ ერთ დამამტკიცებელ საბუთად ასახელებენ არჩილის წერილს, რომელიც მან
დედოფალს (ნარიშკინას) მისწერა. იქ ასეთ კითხვას ვაწყდებით: "როგორ გრძნობს თავს
ჩვენი ცელქი ბიჭი?" მართალია, "ჩვენი ცელქი ბიჭის" სახელით შესაძლოა, მეფეს სხვა
მემკვიდრეებიც ეხსენებინა, მაგრამ... ამ ვერსიის მხარდამჭერთა აზრით, ფრაზას სულ სხვა
მნიშვნელობა აქვს.

რაც მთავარია, პეტრე საოცრად ჰგავდა იმერეთის მეფე არჩილ მეორეს: ორივე, იმ
დროისთვის გიგანტური აღნაგობის იყო; ჰქონდათ მსგავსი სახის ნაკვთები და ხასიათშიც
მსგავსებით გამოირჩეოდნენ.

თუმცა, ეს ჩამონათვალი შეიძლება პირველ მტკიცებულებათა შემთხვევაშიც გამოვიყენოთ,


რადგან ქართველ თავადებს ერთმანეთთან პირდაპირი ნათესაობა აკავშირებდათ.
სამართლიანობა მოითხოვს, ისიც აღინიშნოს, რომ პეტრე ძალიან ჰგავდა დედამისს -
ნატალია კირილოვნა ნარიშკინასაც.

ყველამ იცოდა და ყველა დუმდა


მეფის წარმომავლობისა და მისი ნათესაობის შესახებ, როგორც ჩანს, მაშინ ყველამ იცოდა.
დედოფალი სოფია ასე წერდა თავად გოლიცინს: "არ შეიძლება, ძალაუფლება მიეცეს
ურჯულოს!" პეტრეს დედა, ნატალია ნარიშკინა ასევე შეშინებული იყო იმით, რაც დააშავა
და არაერთხელ უთქვამს: "მას მეფობის უფლება არა აქვს!"

ვიზუალური მსგავსება
ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და ისე განსაჯოთ. გავიხსენოთ ისტორია - არც ერთი
მოსკოველი მონარქი (ივანე მრისხანეს გარდა) არ გამოირჩეოდა გამორჩეული აღნაგობით,
სიმაღლით; ასეთი მხოლოდ პეტრე გახლდათ: ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ის
ახლანდელი კრიტერიუმებითაც კი ძალიან მაღალი ადამიანი იყო - ორ მეტრამდე. ამ ფონზე
გაკვირვებას იწვევს მისი ფეხის ზომაა - 38; ტანისამოსს 48 ზომისას იყენებდა! თითქოს
აღნაგობას ასეთი ზომები არ უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ეს თავისებურებანი თურმე მის
ქართველ ნათესავებსაც ჰქონიათ. ასე რომ, ყველა ეს დეტალი, ექსპერტთა აზრით, მან
მემკვიდრეობით ბაგრატიონებისგან მიიღო.

პეტრე მენტალურად სუფთა ევროპელი გახლდათ. როგორც უნდა განვსაჯოთ, არც


ვიზუალურად და არც ხასიათით ის არ ეკუთვნოდა რომანოვების საგვარეულოს. თავისი
ყველა გამოხდომით, მართლაც კავკასიელს უფრო ჰგავდა. მოცემულ სურათზე შეგიძლიათ,
თავად დარწმუნდეთ, რამდენად ჰგვანან მამა (სურათზე ციფრებით - 2 და 5) და შვილი
(დანარჩენი გამოსახულებები).

დასკვნა
დიახ, მან მემკვიდრეობად მოსკოველი მეფეების წარმოუდგენელი სისასტიკე მიიღო. ერთი
ფაქტიც კმარა: 1718 წლის ივლისში, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში პეტრე პირველის ვაჟი,
უფლისწული ალექსეი გარდაიცვალა; ოფიციალური ვერსიით - ბუნებრივი სიკვდილით,
თუმცა, არაერთი ფაქტით დადასტურდა, რომ იგი მტანჯველი, მოძალადეობრივი
სიკვდილით აღესრულა, რომელიც მამის მიერ იყო ნაბრძანები. ყველაზე საზარელი კი ის
არის, რომ შვილის მოკვდინებიდან მეორე დღეს, პეტრე პოლტავის ბრძოლის წლისთავს
ზარ-ზეიმით აღნიშნავდა.

ისტორიულ წრეებში დიდი ხანია, არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთის იმპერატორ - პეტრე
დიდის მამა ქართველი უფლისწული, მოგვიანებით, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე I იყო,
რომელიც ბავშვობიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და რუსეთის მეფის
ალექსანდრე რომანოვის თანამეცხედრესთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ასეთი
ვარაუდის საფუძველს ისტორიკოსებს რამდენიმე გარემოება აძლევს. მათ შორის,
ალექსანდრე რომანოვის ავადმყოფობა და ერეკლესა და პეტრეს გარეგნული მსგავსება.

როგორც ცნობილია, ბატონიშვილი ერეკლე, რუსეთის მეფის კარზე ბაბუამ, თეიმურაზ


პირველმა გაგზავნა. ერეკლემ რომანოვების სასახლეში 20 წელი გაატარა. მას
ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიებდნენ და პატივით ეპყრობოდნენ. ისიც ცნობილია,
რომ ქართველ უფლისწულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეფე ალექსისთან და
იმდროინდელ რუსულ არისტოკრატიასთან.
რაც შეეხება მის ურთიერთობას მეფე ალექსის მეორე ცოლთან - ნატალია ნარიშკინასთან,
ერთი ვერსიით, ის მანამდე დაიწყო, სანამ ნარიშკინა დედოფალი გახდებოდა, ხოლო
მეორე ვერსიით, დედოფალთან მისი დაახლოვება დუმის გადაწყვეტილებით მოხდა.

რუსეთის მომავალი დედოფალი ნატალია ნარიშკინააზნაური კირილ ნარიშკინისა და


მისი მეუღლის ანა ლეონტიევას შვილი გახლდათ.
11 წლიდან ნატალია თავისი შორეული ნათესავის, გავლენიანი თავადის არტამონ
მატვეევის სახლში იზრდებოდა.
ალექსეის მეფობის პერიოდში არტამონ მატვეევი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე
გავლენიან და პროგრესულ სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნეოდა, რომელიც დასავლეთ
ევროპის ყველაზე ღირებული მიღწევების რუსეთში დამკვიდრებას ცდილობდა. მისი
სახლი მოსკოვის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და წარჩინებულ სტუმრებსა და
უცხოელ დიპლომატებს მასპინძლობდა.
ასეთ გარემოში გაიზარდა რუსეთის მომავალი დედოფალი, რომელმაც, მოკრძალებული
წარმომავლობის მიუხედავად, მატვეევის სახლში შესანიშნავი განათლება მიიღო და,
ევროპულ ენებთან ერთად, კარგი მანერები ისწავლა.

ერთ-ერთი ვერსიით, როცა ნატალია და ერეკლე ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ვერავინ


იფიქრებდა, რომ ნარიშკინა რუსეთის დედოფალი გახდებოდა. ნატალიას ნათესავი
არტამონ მატვეევი ახალგაზრდების დაახლოებას ხელს არ უშლიდა და
დაინტერესებული იყო, რომ მისი ნათესავი კახეთის მეფის შთამომავალს ცოლად
გაჰყოლოდა, თუმცა მატვეევების ოჯახში ალექსი რომანოვის სტუმრობამ ყველაფერი
შეცვალა.

პირველი ცოლის მარია მილოსლავსკაიას გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე


მიხეილის ძე თავისი ძველი მეგობრის არტამონ მატვეევის სახლს ხშირად სტუმრობდა.
სწორედ აქ ნახა რუსეთის მეფემ 19 წლის ნატალია და ცხოვრებაში პირველად, ნამდვილი
სიყვარულით შეუყვარდა.
1671 წლის 22 იანვარს ალექსანდრე მიხეილის ძემ და ნატალია ნარიშკინამ ჯვარი
დაიწერეს. მოგზაური და დიპლომატი იაკობ რეიტენფელსი ნატალია ნარიშკინას ასე
აღწერს: „ეს იყო ტანმაღალი, ახალგაზრდა ქალი, შავი გამოწეული თვალებით, მაღალი
შუბლით და მრგვალი, ლამაზი პირისახით, პროპორციული ნაკვთებით, წკრიალა ხმით
და მეტისმეტად გრაციოზული მანერებით.“

ქორწინებას სამეფო კარისა და მთელი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა,


რადგან სამეფო ტახტი ჯანსაღი მემკვიდრეს გარეშე იყო დარჩენილი. ალექსეი რომანოვს
მარია მილოსლავსკაიასთან 13 შვილი შეეძინა. ვაჟებიდან რამდენიმე ნაადრევად
გარდაიცვალა და ცოცხალი მხოლოდ ორი გადარჩა. ამათგან ერთი - თევდორე იმდენად
ავად იყო, რომ გადაადგილება უჭირდა, მეორე მემკვიდრე ივანე კი გონებასუსტი
გახლდათ.

20 წლის ჯანმრთელ, ლამაზ დედოფალს ჯანმრთელი მემკვიდრის გაჩენა არ უნდა


გასჭირვებოდა, მაგრამ 42 წლის ალექსი ფიზიკურად მეტისმეტად დაუძლურებული
გახლდათ და დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. არც იმის გარანტია არსებობდა, რომ
ალექსის შვილი, დანარჩენებივით, ავადმყოფი არ გაიზრდებოდა, ამიტომ გავლენიანმა
ბოიარებმა გადაწყვიტეს, რომ დედოფალს ჯანმრთელი მემკვიდრეს გაჩენაში ქართველ
ბატონიშვილი უნდა დახმარებოდა. შექმნილ ვითარებაში, სამეფო კართან
დაახლოებული, სამეფო სისხლის მქონე ჯანმრთელი მამაკაცი, რომელსაც ენაზე კბილის
დაჭერაც შეეძლო და ზედმეტი პრეტენზიებიც არ გაუჩნდებოდა, საუკეთესო
კანდიდატურა გახლდათ.
მნიშვნელოვანია, რომ მეფე ალექსისთან მეგობრული ურთიერთობების გამო მეფისა და
ნატალიას საქორწინო ღონისძიებების ხელმძღვანელობა და საპატიო სტუმრების მიღება
ერეკლეს დაევალა. რუსულ წყაროებში იმასაც ამბობენ, რომ ნატალიასთან სარეცელის
გაზიარება ერეკლეს მხრიდან მეგობრისა და მფარველის ღალატი არ ყოფილა, რადგან ეს
დუმის გადაწყვეტილებით მოხდა.

ერეკლე 1672 წელს ახალშობილი პეტრეს ნათლობაზეც განსაკუთრებულად


პატივისცემით მიიწვიეს, თუმცა, 1674 წელს მოსკოვიდან საკმაოდ ცივად გამოისტუმრეს.
რუსი ისტორიკოსები ამის სავარაუდო მიზეზად სამეფო კარის ინტრიგებს და ერეკლეს
გაზრდილ ამბიციებს ასახელებენ.

მეფე ალექსი თავის ახალგაზრდა, მხიარულ ცოლს ისე აღმერთებდა, რომ მის გამო
ჩაკეტილი ცხოვრების წესიც კი შეცვალა და საზეიმო ღონისძიებებზე დასწრება დაიწყო.
„ამჟამინდელი დედოფალი ნატალია ტრადიციებს ურყევად იცავს, თუმცა ჭკვიანი და
ამაღლებული ბუნების ქალია და წვრილმანებით თავს არ იტანჯავს. სხვებზე
მხიარულად და თავისუფლად ცხოვრობს. რუსები ისეთი მიჩვეულები იყვნენ წინა
დედოფლის მოკრძალებული ცხოვრების წესს, რომ როცა ამჟამინდელმა დედოფალმა
სახალხოდ კარეტის ფანჯარა გამოაღო და გამოიხედა, ასეთი სითამამე დაუჯერებლად
ეჩვენათ,“ - წერდა თავის დღიურებში მოგზაური და დიპლომატი იაკობ რეიტენფელსი.

ახალგაზრდა ცოლის თხოვნით, ალექსანდრე რომანოვმა პროფესიული თეატრი


ჩამოაყალიბა და ეკლესიის მოთხოვნით დაწესებული აკრძალვები ცეკვებზე, სიმღერაზე,
ზღაპრების მოყოლაზე და ა.შ. გააუქმა.

1676 წელს ალექსანდრეს მეფე ალექსის გარდაცვალებამ ნატალიას მშვიდი და


უშფოთველი ცხოვრება სრულიად შეცვალა. გარდაცვალების წინ ალექსანდრემ სამეფო
ტახტზე მილოსლავსკაიასთან შეძენილი 14 წლის თევდორე აკურთხა. მეფედ კურთხევის
ცერემონიალის შემდეგ ნატალიამ, თავის სამ შვილთან ერთად (პეტრეს შემდეგ
დედოფალს ორი ქალიშვილი - ნატალია და თეოდორა შეეძინა), კრემლი დატოვა და
სოფელ პრეობრაჟენსკოეში გადასახლდა, სადაც პეტრეს სათანადო აღზრდასა და
განათლებაზე ზრუნვას შეუდგა.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე თევდორეს მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1682


წელს, თევდორეს გარდაცვალების შემდეგ, ნატალია ნარიშკინა სამეფო ტახტისთვის
ბრძოლაში ჩაერთო, რასაც მისი მხარდამჭერების განადგურება მოჰყვა. შვილის
გადასარჩენად, ნატალია იძულებული იყო საკუთარი ძმა გაეცა, რომელიც 10 წლის
პეტრეს თვალწინ, სიკვდილით დასაჯეს. დაიღუპა ასევე არტამონ მატვეევიც..
საბოლოოდ, დუმამ მეფედ ორივე ძმა - პეტრე და ივანე აღიარა, თუმცა რეალურად
ქვეყანას მათი და, ალექსანდრეს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, რეგენტი სოფიო
მართავდა.

ჭკვიანი და ფრთხილი ნარიშკინა ხვდებოდა, როგორ სჭირდებოდათ მის


მოწინააღმდეგეებს პეტრეს სიკვდილი და თავგანწირვით ცდილობდა შვილის
გადარჩენას. ნატალიამ საკუთარ თავზე აიღო არტამონ მატვეევის დაობლებულ შვილზე
ზრუნვაც. ბავშვების სიყვარულისა და თავგანწირული დედობის გამო რუსებმა ნატალიას
დედა დათვი შეარქვეს.

პეტრეზე, რომელიც ამ დროს მხოლოდ 10 წლის შეშინებული ბიჭუნა იყო, 1682 წლის
მაისის ამბებმა იმდენად იმოქმედა, რომ თავისა და მხრის ნერვული კონვულსიები
დაეწყო. მომავალ იმპერატორს ღამით კოშმარები სტანჯავდა და მარტო დაძინების,
დიდი სივრცეების და სიჩუმის ეშინოდა.
შესაძლოა, ასეთ ვითარებაში სხვა დედას შვილის გვერდიდან არ მოეცილებინა, მაგრამ
მამაცი მეომრის ნაცვლად, ხელში მშიშარა და უნებისყოფო ადამიანი შერჩებოდა, ამიტომ
თავდადებულმა დედამ რუსეთში პირველი სამხედრო სასწავლებელი გახსნა, სადაც
პეტრეს საიმედო დაცვაც ჰყავდა და, თანატოლებთან ერთად, სამხედრო საქმესაც
ეუფლებოდა.
ნატალია ნარიშკინას სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია ქმრის გარდაცვალების დღეს
ჩაცმული სამგლოვიარო ტანსაცმელი.

განუწყვეტელმა დაძაბულობამ ნატალიას ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. პეტრე


პირველის დედა 42 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა რუსეთს
დაუტოვა რეფორმატორი მეფე, რომელიც რუსეთის ისტორიაში პეტრე დიდის სახელით
შევიდა.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულ ერეკლეს, 1662 წელს ის კახეთში


გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1642 წელს ერეკლე, ირანის შაჰის მოთხოვნით,
ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა გაჰმადიანება
მოსთხოვა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ერეკლე დათანხმდა. 1703 წელს შაჰმა ქართლის
მეფის ტახტი გიორგი XI-ს დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა.
ამასთან, შაჰმა იგი ირანში მიიწვია, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი
ვაჟი დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირანში დარჩა და იქვე გარდაიცვალა.

ამბობენ, რომ პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის შესახებ ყველაფერი იცოდა.


საგულისხმოა ერთი ცნობილი ფაქტი: როცა პეტრეს ქართველი მეფის ასულზე
დაქორწინება შესთავაზეს, უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მოგვარეზე ვერ
იქორწინებდა.
ასევე, ცნობილია, რომ აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო
საქმეში შემთხვევით მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ
ერეკლესთან. წერილებში ნატალია ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს ერეკლეს შვილად
მოიხსენიებს, თუმცა ამ წერილების ბედი დღეს უცნობია.
იმასაც ამბობენ რომ ალექსეი ტოლსტოის თავის რომან „პეტრე I“-ზე მუშაობისას ხელში
ჩაუვარდა მტკიცებულებები, რომლებითაც რუსი მეფის ქართულ წარმომავლობას
ადასტურებდა. ტოლსტოი აპირებდა, ეს თავის რომანში აესახა, მაგრამ ამის გაკეთება
სტალინმა აუკრძალა და ურჩია, ამ თემას არასოდეს შეხებოდა. ტოლსტოის მოპოვებული
მტკიცებულებები, რომლებიც პეტრე პირველის ქართულ წარმომავლობას
ადასტურებდა, არქივებიდან სწორედ სტალინის მმართველობის დროს გაქრა. „მოდით,
დავუტოვოთ რუსებს, მინიმუმ, ერთი მმართველი მაინც, რომლითაც იამაყებენ,“ -
უთქვამს მაშინ სტალინს მწერლისთვის.

You might also like