Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები -

მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით. მათ უმოკლეს დროში მოახერხეს


ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის, კავკასიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის
მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაპყრობა და ამ დაპყრობების შედეგად შეიქმნა
ისტორიაში ერთ-ერთი ძლიერი იმპერია. მონღოლები ისტორიაში ცნობილნი არიან ასევე
თათრების სახელით.

მონღოლმა ბელადმა, თემუჩინმა ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ მოახერხა


ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და მათ სათავეში
ჩაუდგა ჩინგიზ ყაენის სახელით. 1206 წელს, მდ. ონონის სათავესთან გამართულ
თავყრილობაზე (ყურულთაი) მონღოლურმა ტომებმა მას ერთგულების ფიცი დაუდეს .
დაიწყო მონღოლების დაპყრობების ეპოქა. შემდგომ წლებში ჩინგიზ-ყაენმა დაიმორჩილა
დანარჩენი მონღოლური ტომები, წარმართი თურქები და სამხრეთ ციმბირში მცხოვრები
ხალხებიც. 1218 წლისთვის ჩრდილო აღმოსავლეთ აზიის უმეტესი ნაწილი მის
გამგებლობაში იყო. მან დაიპყრო ყარა-კიტაის სამეფო, მდ. სირდარიის აღმოსავლეთით
არსებული მიწები და დაუმეზობლდა ხორეზმის მუსულმანურ სახელმწიფოს .

1220 წელს მთელი ცენტრალური აზია მონღოლთა ხელს იყო, მალე ისინი
აღმოსავლეთ ირანშიც შეიჭრნენ. 1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა
წინსვლა მცირე ხნით შეჩერდა. ამ ხანებში მონღოლების მიერ დამარცხებულმა ხორეზმის
შაჰმა ჯალალ-ად-დინ მანგუბერტმა (ჯალალედინმა) თავი ინდოეთს შეაფარა ,
მონღოლებმა ის კიდევ ერთხელ 1230 წელს დაამარცხეს. ეს უკანასკნელი 1231 წელს
მოკლეს. შემდეგ მონღოლებმა დასავლეთისკენ აიღეს გეზი, შეუტიეს რუსეთს, პოლონეთს ,
უნგრეთს და ვენამდეც მივიდნენ.

1240 წლისთვის მონღოლთა ხელში იყო დასავლეთ ირანი. XIII საუკუნის შუაში
გაბატონდნენ ეგვიპტეში და აიღეს ასასინთა მიუდგომელი ციხესიმაგრეები . 1258 წელს
აიღეს ბაღდადი და გაანადგურეს სუნიტური ისლამის საყრდენი აბასიანთა დინასტია .
მათი წინსვლა ეგვიპტელმა მამლუქებმა შეაჩერეს 1260 წელს აინ-ჯალუთთან ბრძოლაში.
და კიდევ ერთხელ 1277 წელს დაამარცხეს ისინი.

ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად


დაიყო: 1. დიდი ყაენის იმპერია - აღმოსავლეთ აზიის დიდი ნაწილი ჩინეთის ჩათვლით ; 2.
მონღოლეთი - დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორია ყარაყორუმის ჩათვლით ; 3.
ჩაღატაის სახანო - ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ ირანი; 4. ოქროს ურდო - რუსეთი ; 5.
ილხანთა სახელმწიფო - ირანი, თანამედროვე თურქეთი, ავღანეთის ნაწილი , მცირე აზიის
ნაწილი დ სამხრეთ კავკასია;

ამ უზარმაზარი იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და


მონღოლური სახელმწიფოების ყაენები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს . ჩინგიზ ყაენის
მიერ შემოღებული რკინის დისციპლინა - „იასაკი“, წარმატების მიზეზი გახდა . ჩინგიზის
ლაშქარი ასეულებად, ათასეულებად და დუმნებად (ათიათასეულებად ) იყოფოდა .
დუმნების მეთაურებად უფლისწულები და მმართველი დინასტიის სხვა
წარმომადგენლები ინიშნებოდნენ. ყოველ მეომარს თვითონ უნდა ეზრუნა
ლაშქრობისათვის საჭირო საჭურველსა და სურსათ-სანოვაგეზე. ეს კი ხელს უწყობდა
ლაშქრის სწრაფ გადაადგილებას. მონღოლთა ლაშქარი აღჭურვილი იყო იმ
დროისათვის საუკეთესო ჩინური სამხედრო ტექნიკით. მათ საბრძოლო ტაქტიკაში
განსაკუთრებით გამორჩეული იყო ე. წ. „ჰაშარის“ სისტემა, რომლის მიხედვით
მონღოლები დაპყრობილ მოსახლეობას „ცოცხალ ფარად„ იყენებდნენ ქალაქების ალყის
დროს.

You might also like