Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ამოცანები არითმეტიკული მოქმედებების, განტოლებებისა და ზომის

ერთეულების გამოყენებაზე

1. ავტომანქანა ,რომელიც ყოველ საათში 72 კმ-ს გადის, შეძლებს თუ არა 6სთ ში


420 კმ-ის გავლას?

2. მეწყერის ჩამოწოლის გამო აუცილებელი გახდა 570 მცხოვრების ბარში


გადმოყვანა. თითმფრინავის ერთი რეისით მხოლოდ 90 მგზავრის
გადმოყვანაა შესაძლებელი. რამდენი რეისი დასჭირდება ამ 570 ადამიანის
ბარში გადაყვანას?

3. ბიბლიოთეკამ 750 წიგნი მიიღო. მათთვის გამოყვეს 16 თარო. თითოეულზე 25


წიგნი განათავსეს. დანარჩენები დროებით ყუთებში დატოვეს.
რამდენი წიგნია ყუთში?
შეიძლება თუ არა გავიგოთ, რამდენი წიგნია თითოეულ ყუთში?

4. ნინიკოს სკოლაში 29 მოსწავლეა. ერთ ჰაუსმასტერთან და ტუტორთან ერთად


ისინი მიემგზავრებიან ექსკურსიაზე. აღმოჩნდა, რომ ერთ- ერთ ავტობუსში 23
ადგილი უკვე დაკავებულია, მეორეში - 18. თითოეულ ავტობუსში 36
მგზავრი ეტევა. შეძლებს ნინიკოს კლასი ტუტორთან და ჰაუსმასტრეთან
ერთად ამ ორ ავტობუსში განთავსებას?

5. სამკერვალო საამქროში სასკოლო ფორმებს კერავენ - ქურთუკებს და


შარვლებს. თითოეული ქურთუკის შესაკერად საჭიროა 2მ ქსოვილი.
თითოეული შარვლის კი -1 მ და 30სმ. საამქროს აქვს 64მ ქსოვილი.
შესაძლებელია თუ არა საამქროს მარაგით 20 ფორმის შეკერვა?

6. გივიმ ერთ-ერთ ბანკში 165 400 ლარი შეიტანა. ერთი წლის შემდეგ 180 320
ლარი დაუბრუნეს. რამდენი ლარით მეტი აიღო გივიმ?

7. ბიბლიოთეკაში 320 150 წიგნი ქართულ ეაზეა, 16 795 ინგლისურ ენაზე. სულ
რამდენი წიგნია ბიბლიოთეკაში ქართულ და ინგლისურ ენაზე?
8. თუ კოტე მოტოციკლით ყოველ 2სთ ში 35 კმ-ს გადის. რამდენ სთ ში გაივლის
იგივე სიჩქარით 105 კმ-ს?

9. ნუცას 28 ლარი აქვს. პაატას 20. რა თანხა უნდა მისცეს ნუცამ პაატას თანხების
გასათანაბრებლად?

10. გიორგიმ ზურას 12 ლარი მისცა და ამის შემდეგ თითოეულს 30 ლარი გაუხდა.
რა თანხა ჰქონია თავდაპირველად გიორგის?

11. სალომემ 9ლარი დახარჯა. ეს ორჯერ ნაკლებია დარჩენილი თანხის


ოდენობაზე. რა თანხა ჰქონდა სალომეს თავდაპირველად?

12. თორნიკე და ნათია ბაზრობაზე ტოლი თანხებით წავიდნენ. თორნიკემ მთელი


თანხა დახარჯა, ნათიამ კი 10 ლარი დახარჯა და 7 ლარი დარჩა. რა თანხა
დაუხარჯავს ორივეს ერთად?

13. თუ გაფუჭებული ონკანიდან ჩამონადენი წყლის წვეთებით ყოველ საათში


ნახევარლიტრიანი ქილა ივსება, რა რაოდენობის წყალი ჩამოედინება 10სთ
ში?

14. სანერგის ორ ნაკვეთზე კაკლის 800 ნერგი გაზარდეს. შემოდგომით


მეურნეობში გააგზავნეს 162 ნერგი, გაზაფხულზე კი -387. ამის სემდეგ
პირველ ნაკვეთზე 200 ნერგი დარჩა.
რამდენი ნერგი გააგზავნეს მეურნეობებში?
რამდენი ნერგი დარჩა სანერგეში?
რამდენი ნერგი დარჩა მეორე ნაკვეთზე?

15. ნავსადგურში 3 გემი დატვირთეს ნავთობით. პირველ გემში 28 000 ტონა


ჩატვირთეს. ეს იყო 2-ჯერ მეტი, ვიდრე პირველ გემში ჩატვირთული
ნავთობის მასა და 2 000ტონით ნაკლები, ვიდრე მესამეში.
სულ რამდენი ტონა ნავთობი ჩაიტვირთა სამიეში?

16. ნინიკომ სამჯერ იმოგზაურა მშობლებთან ერთად ავტომანქანით. პირველად


მათ გაიარეს 1830 კმ, მეორედ -864 კმ, მესამედ -980 კმ.
სულ რამდენი კმ გაიარეს მათ?
თითოეული მონაცემი დაამრგვალე უმაღლეს თანრიგამდე და იპოვე
ამოცანის პირობის სავარაუდო მნიშვნელობა.
შეადარეთ გავლილი მანძილის ზუსტი და მიახლოებითი მნიშვნელობა.

17. გიორგიმ დახარჯა 1570 ლარი. კოტემ 890 ლარით მეტი. რამდენი დახარჯა
ორივემ ერთად?

18. თორნიკეს 68 წიგნი აქვს, ნიკას თორნიკეზე 50წიგნით მეტი. მათ ერთად 2ჯერ
მეტი წიგნი აქვთ, ვიდრე ლევანს. რამდენი წიგნი აქვს ლევანს? რამდენი წიგნი
აქვს სამივეს ერთად?

19. ორ საცავში ერთად 100კგ ჭარხალი იყო. ორივე საცავიდან ჭარხლის


გამოტანის შემდეგ პირველში დარჩა 12კგ, მეორეში -24კგ.
რამდენი კილოგრამი ჭარხალი დარჩა ორივე საცავში?
რამდენი კგ ჭარხალი გაუტანიათ ორივე საცავიდან?

20. 50 მეტრიანი საცურაო ავზი ნატამ 8-ჯერ გადაცურა.მწვრთნელის დავალებით


მას 1კმ უნდა გაეცურა.
რამდენი მეტრი დარჩა გასაცური ნატას?
კიდევ რამდენჯერ უნდა გადაცუროს აუზი ნატამ, რომ მწრთვნელის
დავალება შეასრულოს?

21. მოგზაურმა მოგზაურობა ველოსიპედით დაიწყო და 458 მ გაიარა. შემდეგ მან


14 საათი ავტომობილით იმგზავრა და ყოველ საათში 70კმ-ს გადიოდა. რა
მანძილი გაირა მოგზაურმა ?

22. ფეხბურთელთა ერთ-ერთ მატჩს 82 360 მაყურებელი დაესწრო. მეორეს - 5 440 -


ით მეტი. რამდენი მაყურებელი დაესწრო ორივე მატჩს ერთად?

23. ფეხბურთელთა მატჩს 75 500 მაყურებელი დაესწრო, შემდეგ თამაშზე


მაყურებელთა რაოდენობა 5 000-ით გაიზარდა, შემდეგ თამაშზე- კიდევ 5 000-
ით. სულ რამდენი მაყურებელი მოვიდა ამ სამ თამაშზე?
24. ერთ ქალაქში 3 786 000 მცხოვრებია. ეს რიცხვი 604 ათასით ნაკლებია მეორე
ქალაქში მცხოვრებთა რიცხვზე. რამდენი მცხოვრებია მეორე ქალაქში?

25. ფორთოხლით სავსე ყუთი 22კგ-ს იწონის. ფორთოხლების საერთო მასა 20კგ-
ით მეტია ცარიელი ყუთის მასაზე. რამდენი კილოგრამია ცარიელი ყუთის
მასა?

26. რამდენი ფეხი აქვს 4 ქათამსა და 9 ცხვარს ერთად?

27. ტურისტებმა პირველ დღეს 42 კმ გაიარეს, მეორე დღეს -2-ჯერ მეტი. რამდენი
კილომეტრი გაიარეს ტურისტებმა ორივე დღეს?

28. კინოდარბაზში 24 რიგია, თითო რიგში 50 სკამია. რამდენი ადგილია


კინოდარბაზში?

29. ოთახში 26 თაროა, თითო თაროზე 60 წიგნია, სულ რამდენი წიგნია ამ


თაროებზე?

30. V კლასის 19 მოსწალიდან თითოეულმა საახალწლოდ 7 ლარის საჩუქარი


მიიღო. დანარჩენი 9 მოსწავლიდან თითოეულმა -5 ლარის. სულ რამდენი
ლარის საჩუქარი მიიღეს მოსწავლეებმა?

31. ექსკურსიისთვის შეგროვილ თანხას ადგენს 12 ცალი 5 ლარიანი, 5 ცალი 10


ლარიანი და 16 ცალი 2-ლარიანი. სულ რამდენი ლარია შეგროვილი
ექსკურსიისთვის?

32. 1 მ შალის ქსოვილი 16 ლარი ღირს, ბამბის -8 ლარი. რამდენი ლარით მეტი
ღირს 5მ შალის ქსოვილი 5 მ ბამბის ქსოვილზე?

33. სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში 24 ვაგონია. მათგან 8 ვაგონი 42


ტონიანია, 8 ვაგონი-53 ტონიანი, 8 ვაგონი 55 ტონიანი. სულ რამდენ ტონა
ტვირთს დაიტევს ეს მატარებელი?
34. თითოეულ დიდ ყუთში 185 კოლოფია, თითოეულ კოლოფში -14 ფანქარი.
მიახლოებით რამდენი ფანქარია 6 დიდ ყუთში?

35. ერთ-ერთ დაზგაზე ყოველდღიურად შეიძლება 38 დეტალის დამზადება.


შეიძლება თუ არა ამ დაზგაზე 29 დღეში 1200 დეტალის დამზადება?

36. მაღაზიაში გაიყიდა 137 რადიომიმღები, თითო 77 ლარად და 25 მაგნიტოფონი


, თითო 127 ლარად. სულ რამდენი ლარი მიიღო მაღაზიამ ამ ნავაჭრიდან ?

37. სტამბა ყოველდღიურად 376 წიგნს ბეჭდავს. რამდენი წიგნი დაიბეჭდებოდა


აპრილის თვეში?

38. წყალქვეშა ნავს ყოველღიურად შეუძლია 386 კმ-ს გავლა. შეძლებს თუ არა ეს
ნავი 4 კვირის განმავლობაში 12 140 კმ -ის გავლას?

39. ორ ყუთში 126 ვაშლია. ერთ მათგანში 24 ვაშლით მეტია ,ვიდრე მეორეში.
რამდენი ვაშლია თითოეულ ყუთში?

40. ერთ ერთ ქვეყანაში 10 მხარეა, თითო მხარეში 10 ფერმაა, თითო ფერმაში 10 ხე
დგას, თითო ხის ქვეშ 10 მწყემსი წევს, თითო მწყემსს 10 ძაღლი ჰყავს, თითო
ძაღლი 10 ძროხას ყარაულობს. სულ რამდენია: ხე, მწყემსი, ძაღლი, ძროხა?

You might also like