თეორიტიკოსები,რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს სოციოლოგიას.

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ადამ სმითი და ჯერემი ბენთამი-რაციონალური არჩევანის

თეორია
ადამ სმითი რაციონალური არჩევნის თეორიის ფუძემდებელია. ამ თეორიის მიხედვით ,
ადამიანები გადაწყვეტილების მიღების დროს ირჩევენ მოქმედების ისეთ გზას , რომელიც
მათთვის ყველაზე ხელსაყრელია. ჯერემი ბენთამმა გააფართოვა ეს შეხედულება . იგი
თვლიდა,რომ საჭიროა სამთავრობო ჩარევა, რათა საზოგადოებამ უკეთესად
იფუნქციონიროს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს საზოგადოების რესურსებით
სარგებლობის შესაძლებლობა.

მარქსი-კლასობრი კონფლიქტის შესახებ და კაპიტალიზმის


სტრუქტურა
კარლ მარქსმა აჩვენა, რომ საზოგადოების ეკონომიკური სისტემა განაპირობებს
სოციალური ცხოვრების ყველა სხვა ასპექტს და წარმოქმნის მუდმივ სოციალურ
კონფლიქტს. მარქსის შეხედულებით, კაპიტალისტურ სისტემაში ძალაუფლება
კაპიტალისტების ხელშია და ამ ძალაუფლებას მუშებზე ახორციელებენ . ერთადერთი გზა
მუშებისთის, გადალახონ ეს ჩაგვრა, არის დაგეგმილი სოციალური აქტივობა და
რევოლუცია.

დურკჰაიმი-სოციალური სოლიდარობის შესახებ


ემილი დურკჰაიმს აინტერესებს ის სოციალური აზრები, რომლებიც კრავენ საზოგადოებას
ანუ ფენომენი,რასაც ის სოციალურ სოლიდარობას უწოდებს. მექანიკური სოლიდარობა
ეფუძნება საერთო ღირებულებების, წესებისა და შეხედულებების გაზიარებას . ორგანული
სოლიდარობა არის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ეფუძნება შრომის
კომპლექსურ განაწილებას. დურკჰაიმი ხაზს უსვამდა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს
შორის ურთიერთობას და წერდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ანომიას (იმ
წესებისა და ღირებულებების შელახვა , რომელიც მართავს და ამთლიანებს სოციალურ
ცხოვრებას და ინდივიდებს საკუთარი ადგილის პოვნის განცდას ანიჭებს ) მოაქვს ..

ვებერი-რაციონალიზაციისა და სტატუსის შესახებ


მაქს ვებერი მნიშვნელოვანი ფიგურაა იმით, რომ მან სოციოლოგიაში შემოიტანა
სოციალური ცხოვრების სუბიექტური ბუნების ცნობიერება. ამით მან დააბალანსა ის , რომ
მარქსი ეკონომიკურ ძალებს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მიიჩნია , რომ
კულტურას თანაბარი გავლენა აქვს, ასევე დურკჰაიმის ფუნქციური ინტეგრაციის
განხილვის დროს ძალაუფლების ცნება შემოიტანა. ვებერისთვის, თანამედროვე ეპოქის
ყველაზე ფუნდამენტური ტენდენცია სოციალური მოქმედებისა და სოციალური
ინსტიტუტების მზარდი რაციონალიზაცია იყო.

ჰერბერტ მიდი-სიმბოლური ინტერაქციონიზმი


ჯორჯ ჰერბერტ მიდი და სიმბოლური ინტერაქციონიზმი ხაზს უსვამდნენ ყოველდღიურ
ურთიერთობებს და არა ფართო, დიდმაშტაბიან სოციალური ფორმებს . ისინი ამბობდნენ ,
რომ ადამიანები მიმართავენ და რეაგირებენ სხვების ქცევის გათვალისწინებით და
აქედან ავითარებენ სოციალური სიტუაციის გაზიარებულ განსაზღვრებას.

ვ.ე.ბ. დუბუა-ორმაგი ცნობიერის შესახებ


ვ.ე.ბ. დუბუამ შემოიტანა ორმაგი ცნობიერების ცნება და იდენტობის ჩამოყალიბება ,
გააანალიზა კოლექტიური ბრძოლის როლი სოციალურ ცვლილებაში და ხაზი გაუსვა
ადამიანის ლტოლვას მიაღწიოს იდეალებს.

შედარება თეორიტიკოსთა მოსაზრებების მიხედვით:

ემილი დურკჰაიმი იზიარებდა კარლ მარქსის მოსაზრებას იმ ძალების მიმართ , რომლებიც


კრავენ საზოგადოებას საერთო ინტერესების ღირებულებების და წესების მიხედვით და
აქედან მან ჩამოაყალიბა სოციალური სოლიდარობის თეორია. ის არ იზიარებდა მარქსის
იმ მოსაზრებას, რომ ყველაზე ძლიერ სოციალურ სტრუქტურას ეკონომიკური სფერო
წარმოადგენდა.

მარქსის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა ვებერიც, ვინაიდან ის თვლიდა , რომ


ეკონომიკის მსგავსად დიდი მნიშვლეობა ენიჭებოდა კულტურასაც, რადგან ის ერთ -ერთ
მნიშვნელოვან სოციალურ საზოგადოებას წარმოადგენდა. ვებერი ასევე არ ეთანხმებოდა
დურკჰაიმის მოსაზრებას და თლიდა, რომ სოციოლოგია არაფერია , თუ არა ინდივიდების
სოციალურ მოქმედებათა ჯამი.

ვებერისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ჰერბერტ მიდს . თუ ვებერი


თვლიდა, რომ სოციოლოგია ყველაზე უკეთ ფართომასშტაბიან სფეროში იჩენდა თავს
მიდი თვლიდა, რომ ყოველდღიურ სოციალურ მოქმედებებს უფრო დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა სოციალური კუთხით.ვინაიდან ადამიანები უფრო სუბიექტურად განსაზღვრავენ
ყველა სახის მოქმედებას ვიდრე ობიექტურად.

ანომია – იმ წესებისა და ღირებულებების შელახვა, რომელიც მართავს და ამთლიანებს

სოციალურ ცხოვრებას და ინდივიდებს საკუთარი ადგილის პოვნის განცდას ანიჭებს .

ბურჟუაზია _ სოციალური კლასი კაპიტალისტურ განვითარებად საზოგადოებაში,

რომელთა საკუთრებაში და კონტროლშია პროდუქციის წარმოების საშუალებები (მიწა ,

ფაბრიკები, მანქანები და ა. შ.)

კაპიტალისტი _ ბურჟუაზიის წევრი. კაპიტალი არის ქონება, რომელიც შეიძლება


გამოყენებულ იქნეს მომავალი სიმდიდრის საწარმოებლად.

კლასობრივი ცნობიერება _ სოციალური კლასის წევრებს შორის ჩამოყალიბებული

ინტერესებისა და პრობლემების საერთო შეგრძნება.

კულტურა _ფორმირება, მეტ-ნაკლებად საინტეგრაციო გზა აზროვნების, გაგების,

შეფასების და კომუნიკაციისა, რომელიც აყალიბებს ხალხის ცხოვრებას.

მონაცემი _ მეცნიერებაში დასმულ კითხვებზე სპეციფიკურად დროული ინფორმაცია.

ორმაგი ცნობიერება _ შეუსაბამობა პიროვნების საკუთარ იდენტობასა და იმას შორის,


რასაც მას საზოგადოება ანიჭებს.

ემპირიული დაკვირვება _ სამეცნიერო მონაცემებში სენსორული ინფორმაციის

ორგანიზაცია აბსტრაქციის, ინტერპრეტაციისა და რეპლიკაციის პროცესისა .

შესაწირი _ რომელსაც სოციალური ურთიერთობა, პოზიცია, ორგანიზაცია, ღირებულება,


ან სხვა ფენომენი უკეთებს უფრო დიდ სოციალურ ერთეულს.

ფუნქციური ინტეგრაცია _ შეთანხმება, სადაც სოციალური სისტემის განსხვავებული


ნაწილები ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ რაც ხდება ერთში, გავლენას ახდენს
მეორეზე.

ლოგიკური ანალიზი _ თეორიის ჩამოყალიბება ანალიზის განსხვავებული სფეროების


იდენტიფიცირებითა და მათ შორის ურთიერთკავშირით.

მექანიკური სოლიდარობა _ სოლიდარობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო


რწმენაზე, ღირებულებებსა და ჩვეულებებზე.

ორგანული სოლიდარობა _ ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც


დამყარებულია მუშაობის რთულ დანაწილებაზე.

ძალა, შესაძლებლობა _ მოვლენის, ფორმის ან სოციალური ორგანიზაციის სტრუქტურის


გასნაზღვრა.

პროლეტარიატი _ კაპიტალისტური საზოგადოების წევრები, რომლებსაც არა აქვთ

კონტროლი პროდუქციაზე. ტერმინი უშუალოდ მუშათა კლასს განეკუთვნება .

მეცნიერება _ ბუნებაზე დაკვირვების სისტემური გზა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების


ძებნა და ცოდნის თეორიაში ჩამოყალიბება.

სოციალური _ განზრახული და არა ინსტინქტური ქცევაა. დამოკიდებულია სხვების მიერ


შექმნილ სოციალურ კონდიციებზე და ზემოქმედებას ახდენს სხვა სოციალურ

პირებზე.

სოციალური ფაქტები _ სოციალური ცხოვრების დამკვიდრებული წესები, რომელიც

ინდივიდს მოქმედების გარკვეული ფორმისკენ უბიძგებს.


სოციალური სოლიდარობა _ მდგომარეობა, რომლის შედეგად განსაზღვრული
სოციალური ძალები ხალხს ერთად კრავს.

სოციალური სტრუქტურა _ შედარებით მყარი, სოციალური ურთიერთობების თუ

სოციალური პოზიციების მტკიცე პარადოგმები, რომლებზეც ინდივიდებს აქვთ მცირე

კონტროლი.

სოციოლოგიური წარმოდგენა _ პირადი გამოცდილებების აღქმის გზა სამყაროში

მიმდინარე პროცესების მიხედვით. სოციალური ურთიერთობების უფრო ღრმად


შემეცნება, რომელიც არა მხოლოდ პირად გამოცდილებას ეყრდნობა.

სოციოლოგია _ მეცნიერება ადამიანთა საზოგადოებაზე. მოიცავს როგორც სოციალურ


ქმედებებს, ასევე სოციალური ურთიერთობების ორგანიზაციას.

სტატუსის მქონე ჯგუფი _ არიან რასაზე, რელიგიაზე, პირად გემოვნებასა და სხვა

არაეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული ჯგუფები, რომელიც სოციალური იერარქიის


დაარსებას უწყობს ხელს.

სიმბოლური ურთიერთქმედება _ ადამიანის ქცევის გაგება, როგორც კულტურაში

შექმნილი და განმარტებული სოციალური ცხოვრებისა, სადაც ხაზგასმულია


კოლექტიურობის მნიშვნელობა.

თეორია _ სისტემური მცდელობა იმისა, როგორ შეიძლება იყოს ორი ან მეტი ფენომენი
ერთმანეთთან დაკავშირებული.

გაგება _ ვებერის ტერმინი იმის გასაგებად, რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები .

You might also like