Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი


სასწავლო კურსის
სახელშეკრულებო სამართალი
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი მეორე 2015-2016 მეოთხე 6 150 სავალდებულო
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
განაწილება 105
26 13 0 6
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ლექტორი ზურაბ ძლიერიშვილი პროფესორი სამშაბათი 14.00.-16.00.
591644040 zdzlierishvili@yahoo.com

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 შესძინოს სიღმისეული ცოდნა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობების არსისა და მნიშვნელობის,


ხელშეკრულების ფორმების და ტიპების, მოქმედების ვადის, მხარეთა უფლება-მოვალეობების, პასუხისმგებლობის,
სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებათა შინაარსის, აგრეთვე კონკრეტული ხელშეკრულებისა და მისთვის
დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ.
 გამოუმუშაოს სამართლებრივი ლოგიკა და არგუმენტაცია, სამართლებრივი წერის კულტურა, აგრეთვე
სახელშეკრულებო-სამართლებრივი ნორმებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით შეცვლის
უნარი.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსი - ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენსსიღრმისეულ ცოდნასცალკეული ხელშეკრულებების ცნების,


შინაარსის, მათი ფორმების, ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულების
ფორმებისა და ტიპების, მოქმედების ვადების, ასევე მხარეთა პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტსგაცნობიერებული ექნებასახელშეკრულებო სამართლებრივი


ურთიერთობების არსი და მნიშვნელობა, აგრეთვე სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი ინსტიტუტები, პრინციპები,
წყაროები და სისტემა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაბამისი პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი
საშუალებების გამოყენებით მოქმედებას;
 სახელშეკრულებო სამართალის საკითხებზე სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული სამართლებრივი
გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე სახელშეკრულებო სამართალის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკულ
საქმიანობაში სწორად გამოყენებას;
 სახელშეკრულებო სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელ , შეფასებას და პრაქტიკულ გამოყენებას;
 ხელშეკრულებათა შედგენისმექანიზმის შემუშავებას, აგრეთვე ხელშეკრულების ფორმისა და თიპის შერჩევას,
მოქმედების ვადის, მხარეთა უფლება-მოვალეობების, პასუხისმგებლობის და სხვა საკითხების განსაზღვრას.

1
დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სახელშეკრულებო სამართალის მარეგულირებელი ნორმების კრიტიკულ ანალიზს, პრობლემების ხედვას და
საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სახელშეკრულებო სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და ზეპირი და
წერილობითი ფორმით ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემას.

სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სახელშეკრულებო სამართლის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის და
მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.

ღირებულებები
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
 იმოქმედოს ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის ვერბალური
გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება ახსნა-განმარტების მეთოდი.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი
ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში.
სემინარულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (CASE
STUDY) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების) განიხილვას, აგრეთვე
დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას.
დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ
დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო თემის დასახელება და შინაარსი
კვირა და
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. ნასყიდობა. გაცვლა
ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-
1-ლი კვირა მოვალეობანი. ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკის გადასვლა. გაყიდული
საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ. ნივთის ვარგისიანობის ვადა. უნაკლო ნივთის გადაცემის
ლექცია(2 სთ) მოვალეობა. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე. უფლების
ან სხვა ქონების გადასვლა. ნივთის დაკავების უფლება. ნივთის შენახვის ხარჯები. ნასყიდობა
გადახდის განვადებით. გამოსყიდვის უფლება. უპირატესი შესყიდვის უფლება.
გაცვლის ხელშეკრულების ცნება, ძირითადი ნიშნები. ნასყიდობისა და გაცვლის შედარებითი
დახასიათება.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი.
კერძო ნაწილი. ტ. I მუხლები 477-754 თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
2
თემა 2. ჩუქების ხელშეკრულება

ჩუქების ხელშეკრულების ცნება, შინაარსი. ჩუქების ხელშეკრულების ფორმა. ჩუქების ხელშეკრულების


დადება. საჩუქრის დაპირება. ჩუქების დაუშვებლობა. გაჩუქებული ქონების ნაკლი და მისი
სამართლებრივი შედეგები. შეწირულობა. ჩუქების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და
მე-2 კვირა შედეგები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
სთ) https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი.
კერძო ნაწილი. ტ. I მუხლები 477-754 თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 3. სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულების ცნება. სესხის ხელშეკრულების ფორმა. პროცენტი სესხისათვის. სესხის


მე-3 კვირა დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების მოთხოვნა. სესხის შეპირება. სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
სთ) https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი.
კერძო ნაწილი. ტ. I მუხლები 477-754 თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 4. სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება

მე-4 კვირა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება. ხელშეკრულების ფორმა. სარჩოს სახეები და ოდენობა.
სარჩოს გადახდის ვადები. ნატურალური სარჩოს გადახდა. გადაცემული ქონების გასხვისების
ლექცია (2 დაუშვებლობა. შედავება სარჩოს გადახდის გამო. გადაცემული ქონების შემთხვევითი დაღუპვის ან
სთ) დაზიანების რისკი. უარი სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებაზე და მისი სამართლებრივი შედეგები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი.
კერძო ნაწილი. ტ. I მუხლები 477-754 თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 5 კვირა თემა 5. ქირავნობის ხელშეკრულება

ლექცია (2 ქირავნობის ხელშეკრულების ცნება, ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა, ქირავნობის


სთ) ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის
გადაცემის მოვალეობა. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. მიმდინარე და
კაპიტალური რემონტი. ქირავნობისხელშეკრულებისვადა. ქვექირავნობა. ქირავნობის ურთიერთობის
უზრუნველყოფის ოდენობა. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის ქირავნობისას.
ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საერთო საფუძვლები. ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე
შეწყვეტა დამქირავლების მიერ. ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა გამქირავებლის მიერ.
გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. დამქირავებლის
უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე. უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის
გასხვისებისას. დამქირავებლის უფლებების დაცვა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;

3
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი.
კერძო ნაწილი. ტ. I მუხლები 477-754 თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 6-მე-7 პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
კვირა
თემა 6. ლიზინგის ხელშეკრულება. იჯარის ხელშეკრულება. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის
ხელშეკრულება. თხოვების ხელშეკრულება

ლიზინგის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ლიზინგის ხელშეკრულების შედარებითი


დახასიათება ქირავნობასთან. ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა. ლი¬ზინგის ხელშეკრულების
მხარეთა პასუხისმგებლობა. ლიზინგის ხელშეკრულე¬ბის ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივი
შედეგები.

იჯარის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. იჯარის განსხვავება ქირავნობის, ლიზინგისა და


უზუფრუქტისაგან. იჯარის ხელშეკრულების ფორმა და მოქმედების ვადა. იჯარა ინვენტართან ერთად,
ინვენტარის შემთხვევითი დაღუპვის რისკი. გირავნობის უფლება ინვენტარზე. ქვეიჯარა. საიჯარო
ქონების უკან დაბრუნება ვადამდე.

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ხელ-შეკრულების ფორმა.


მე-8 კვირა
საიჯარო ქონების ნუსხა. საიჯარო ქონების მდგომარეობა, მისი რემონტი.მოიჯარის უფლებები
საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე. ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა. გირავნობის უფლება
ლექცია (2
ნაყოფზე. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე. საიჯარო ურთიერთობების გაგრძელება.
სთ)
საიჯარო ურთიერთობების შეწყვეტა.

თხოვების ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. თხოვების ხელშეკრულების ფორმა. ნათხოვარი


ნივთით მიზნობრივი სარგებლობა. ნათხოვარი ნივთის ცვეთა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
განათხოვრებული ნივთის ნაკლის დაფარვის გამო. ჩვეულებრივი ხარჯის გაწევის ვალდებულება.
ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - პირველი შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 7.ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება

ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ცნება, შინაარსი. ტურისტული მომსახურების


მე-9 კვირა ხელშეკრულების ფორმა. მესამე პირის ჩართვა მოგზაურობაში. მოგზაურობის ხარვეზები.
ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზის გამო. მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის
ლექცია (2 ანაზღაურება. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე. ხარვეზის გამო ხელშეკრულების
სთ) შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით. დაუძლეველი ძალა. პასუხისმგებლობის შეზღუდვა. მოგზაურობის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა.
ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფორმა,
მოქმედების ვადა. ფრენშაიზინგის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ხელშეკრულების
შეწყვეტა. ლოიალური კონკურენცია.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა

4
თემა 8. ნარდობის ხელშეკრულება

ნარდობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ნარდობის ხელშეკრულების განსხვავება შრომის


ხელშეკრულებისაგან. ხარჯთაღრიცხვა და მისი სახეები. შეთანხმება ანაზღაურებაზე.
ნარდობის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი. სამუშაოს პირადად შესრულების
ვალდებულება. უნაკლო ნივთის გადაცემა. სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით. გაფრთხილების
ვალდებულება. მენარდის რისკი. სამუშაოს მიღება. საზღაურის გადახდა შეპირებული სამუშაოსათვის.
მე-10 კვირა საზღაურის შემცირება ნივთის ნაკლის გამო. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა.
ხელშეკრულების მოშლა და მისი სამართლებრივი შედეგები.
ლექცია (2 სავალდებულო ლიტერატურა:
სთ)  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 9. გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულება. სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება.
დავალების ხელშეკრულება

გადაზიდვის ხელშეკრულების ცნება, შინაარსი, სახეები. გადაზიდვის ხელშეკ¬რულების ფორმა.


ზედნადები, მისი შედგენის წესი, რეკვიზიტები. გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-
მოვალეობები. ვალდებულება ტვირთის მიღებისას. გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულება. გამგზავნის უფლებები. მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას.
ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები. გირავნობის უფლება ტვირთზე. გადამზიდველის
პასუხისმგებლობა. ტვირთის დაკარგვის პრეზუმპცია. მტკიცების ტვირთი. საფრთხის შემცველი
ტვირთის გაგზავნის წესი. ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანების, დანაკლისის ან
დაკარგვისათვის. რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი
გადამზიდველების მიერ.

სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ცნება, შინაარსი, ფორმა. მისი შედარება გადაზიდვის


ხელშეკრულებასთან. სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები.
მე-11 კვირა ტვირთის ცალობრივი შემოწმება. შემკვეთის მოვალეობები. ტვირთის მიუღებლობის
შედეგები.ექსპედიციის პასუხისმგებლობა. მესამე პირის მიერ გამოწვეული ზიანი. ექსპედიტორის
ლექცია (2 ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ანაზღაურება.
სთ)
დავალების ხელშეკრულების ცნება, შინაარსი. დავალების ხელშეკრულების შედარება საკომისიო
ხელშეკრულებასთან.დავალების ხელშეკრულების უფლება-მოვალეობები. დავალების გადანდობა
მესამე პირისათვის. მარწმუნებლის მითითებიდან გადახვევა. მარწმუნებლის ქონების პრეზუმპცია.
ხარჯების ანაზღაურება. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ბრალეული მოქმედებით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა. მარწმუნებლის
გარდაცვალების შედეგები. რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები.

სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-12 კვირა თემა 10. საკუთრების მინდობის ხელშეკრულება. შუამავლობის ხელშეკრულება. ჯილდოს საჯაროდ
დაპირება, კონკურსი
ლექცია (2
სთ) საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ცნება, შინაარსი. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების
ფორმა. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობები. საკუთრების მინდობის ხარჯების
ანაზღაურება. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა.

5
შუამავლობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მაკლერისათვის ანაზღაურების მიცემა.
ექსკლუზიური დავალება. მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა. საშუამავლო
ხელშეკრულების მოშლა.

შუამავლობა ბინის ქირავნობისას. საბინაო მაკლერი. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა.


შუამავლობა სესხებისას. სასესხო მაკლერი. ხელშეკრულების ფორმა. გასამრჯელოს გადახდის
მოვალეობა. სასესხო მაკლერისა და სავაჭრო მაკლერის შედარებითი დახასიათება.

ჯილდოს საჯაროდ დაპირების ცნება. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება. მოქმედების


შესრულება რამდენიმე პირის მიერ და მისი სამართლებრივი შედეგები.

კონკურსის ცნება. პრიზის დაწესება. საკონკურსო პირობებში ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა.


რამდენიმე პირის გამარჯვება კონკურსში. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრების დაბრუნების წესი.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-13-მე-14 მეორე შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
კვირა
თემა 11. მიბარების ხელშეკრულება. მიბარება სასაქონლო საწყობში

მიბარების ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მიბარების ხელშეკრულების ფორმა. მიბარების


საზღაური. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა. მიბარებული ნივთით სარგებლობის
დაუშვებლობა. ნივთის შენახვის წესის შეცვლა. მიბარებული ნივთის დაბრუნების ვადა. მიბარებული
ნივთის დაბრუნების ადგილი. მიბარებული ნივთის ნაყოფის გადაცემის ვალდებულება. მიბარებული
ნივთის დაკავების უფლება. გვაროვნული ნივთისა და სასტუმროში მიბარების თავისებურებანი.
შემნახველის პასუხისმგებლობა.

სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ხელშეკრულების ფორმა.


საქონლის შესანახად მიღება შემნახველის მიერ. გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებები.
მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება. შეტყობინების ვალდებულება. სასაწყობო მოწმობა
და მისი რეკვიზიტები. საგირავნო მოწმობა (ვარანტი). საორდერო სასაწყობო მოწმობა.
მე-15 კვირა
პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმპცია.
სასაწყობო მოწმობის დაკარგვა. მიბარებული საქონლის უკან წაღების მოთხოვნის დაუშვებლობა.
ლექცია (2
დამატებითი ვადის დანიშვნა. საქონლის მიღებისას და მისი გასვლის სამართლებრივი შედეგები.
სთ)
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - მეორე შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
მე-16 კვირა თემა 12. თავდებობის ხელშეკრულება

ლექცია (2 თავდებობის ხელშეკრულების ცნება, შინაარსი. თავდებობის განსხვავება უზრუნველყოფის სხვა


სთ) საშუალებებისაგან. ხელშეკრულების ფორმა. თავდების ვალდებულების საფუძველი. თავდების
სოლიდარული პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი
ვალდებულებებისათვის. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.

ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები. თავდების უფლება შესაგებელზე.
თავდების უარი კრიდიტორის დაკმაყოფილებაზე. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების

6
შედეგები. თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტა, თავდების ვალდებულებებისაგან
განთავისუფლების საფუძვლები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 13. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება

ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების ცნება, შინაარსი. ხელშეკრულების ფორმა.


შესატანის შეტანის ვალდებულება. საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება. შემოსავლების
განაწილების წესი. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა. მონაწილეთა
ურთიერთმოთხოვნების გადაცემის დაუშვებლობა მესამე პირისათვის.

მე-17 კვირა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მონაწილეთა სოლიდარული


პასუხისმგებლობა. უარი ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებაზე. ერთობლივი
ლექცია (2 საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი.
სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 ახვლედიანი ზ. „ვალდებულებითი სამართალი“. თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი,
კერძო ნაწილი. ტ. II მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001 წ.
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-18-მე-19 დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
კვირა
მე-20-21-ე განმეორებითი გამოცდა
კვირა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები
N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა
1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა
1.1 ზეპირი/წერითი გამოკითხვა (ტესტირება) (10X10):10 10
1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30
1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30
2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30
სულ 100ქულა
შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და
შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

7
დადებით შეფასებად ჩაითვლება:
 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს ყოველკვირეულ გამოკითხვას (წერითი გამოკითხვა


(ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა), პირველ შუალედურ გამოცდას და მეორე შუალედურ გამოცდას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) ფასდება 10 ქულით.


ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ
გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე.
ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სტუდენტის წერითი გამოკითხვა (ტესტირება) შეიძლება მოიცავდეს თეორიული საკითხის, კაზუსის, ღია კითხვის,
ტესტის კომბინაციას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული
ღია კითხვა 2 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად
ამოხსნილი თითოეული ტესტი ფასდება 0.5 ქულით.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში

8
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა
ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ტარდება მე-13-მე-14
სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო
შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ასევე მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20
ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად
ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის
ტოლია.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება
სავალდებულო მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 5 ღია კითხვას. თეორიული
საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.

ყოველკვირეულ წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში კაზუსის/თეორიული


საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

 5 ქულა/9-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 4 ქულა/7-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 3 ქულა/5-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 2 ქულა/3-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1 ქულა/1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შენიშვნა: თეორიული საკითხის შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება
ითვალისწინებს სტუდენტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

ყოველკვირეულ, წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების
კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;


https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი. კერძო ნაწილი. ტ. I

9
მუხლები 477-754 თბ., „სამართალი” 2001;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე. ვალდებულებითი სამართალი, კერძო ნაწილი. ტ. II
მუხლები 755-1008, თბ., „სამართალი” 2001;
 ახვლედიანი ზ., ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999;
 ძლიერიშვილი ზ. „ვალდებულებითი სამართალი”(პრაქტიკული ამოცანები). თბ., 2009;
 ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი, თბ., 2014.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 ძლიერიშვილი ზ. „ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება“. თბ., „მერიდიანი” 2011;


 ძლიერიშვილი ზ. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბ., 2010;
 ძლიერიშვილი ზ., ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, თბ., 2006;
 შოთაძე თ. უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირების
პრობლემები. დოქტორანტის სასემინარო ნაშრომი, თსუ, თბ., 2006
 ქოჩაშვილი ქ. ბრალი, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის პირობა (შედარებითი
სამართლებრივი კვლევა) თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ჟურნალი #1, 2009.
 ჩიტაშვილი ნ. ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ_ს
იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ჟურნალი #1, 2009.
 ძლიერიშვილი ზ. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბ., 2010;
 ძლიერიშვილი ზ. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა – სესხის ხელშეკრულება, ჟურნალ „ქართული სამართლის
მიმოხილვა“ # 3-4, თბ., 2005
 ძლიერიშვილი ზ. სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების როლი საქონლის საერთაშორისო ნასყიდობების
ხელშეკრულების განმარტებისას, ჟურნალი „პროფესია ადვოკატი“ #2, თბ., 2008.
 ჩაჩავა ს. მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია. თბილისი. ევროპული და შედარებითი
სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა. 2011 წ.
 The Principles of European Contract Law – PECL – http://www. jus.uio.no/m/eu. contract.principles.part I. 1995/
 United Nations Convention on Contracts for the International Sale of Coods – CISG.http://www.
cisg.ru/content/download/cisg.ru.pdf.

სილაბუსის ავტორი

10

You might also like