1 საკითხი. გაცნობისა და მოლოდინების ტექნიკები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

გაცნობისა და მოლოდინების ტექნიკები

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს ამხანაგობა, მეგობრობა,


თანამშრომლობა, საქმიანი გარიგება, კონკურენცია და ა. შ. ნებისმიერი ურთიერთობისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს გაცნობას. გაცნობისას ხდება საკუთარი თავის წარდგენა, ჯგუფის წევრების
გაცნობა და დაახლოება. გაცნობის პროცესი აახლოებს ადამიანებს, აღუძრავთ მათ ერთმანეთისადმი
ინტერესს. გაცნობის დანიშნულებაა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ პიროვნების
შესახებ, რომელიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ შემდგომი საქმიანი თუ პიროვნული
ურთიერთობისათვის. ნებისმიერ გაცნობას აქვს თავისი მიზანი: რატომ უნდა გავიცნოთ პიროვნება,
წინასწარ განვსაზღვროთ რა სახის ურთიერთობა გვინდა მასთან ამხანაგური, მეგობრული, საქმიანი
თუ პიროვნული, შესაბამისად დავადგენთ რა გვინდა მის შესახებ გავიგოთ. არსებობს გაცნობის
სხვადასხვა ტექნიკები: ბიოგრაფიული, წყვილებში გაცნობა, სამი ნიშნაკი და ა. შ.

ბიოგრაფიული გაცნობა: მისი ძირითადი მიზანია პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემების უკეთ


გაცნობიერება, ანუ მივიღოთ პიროვნებაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ასეთი გაცნობისას ჩვენ
შეგვიძლია ყურაღება გავამახვილოთ შემდეგ საკითხებზე: 1.სახელი და გვარი; 2.ასაკი;
3.საცხოვრებელი ადგილ; 4.განათლება; 5.სამუშაო გამოცდილება; 6.ოჯახური მდგომარეობა; 7.ჰობი;
8.საყვარელი მწერალი, პოეტი, ნაწარმოები, პიროვნება და ა. შ.; 9.საყვარელი კერძი, სასმელი,
საქმიანობა და ა. შ; 10.რა თვისებები მოგწონთ ადამიანში; 11.როგორ ატარებთ თავისუფალ დროს და
ა. შ.

წყვილებში გაცნობა – ეს ტექნიკა განსაკუთრებით მისაღებია მაშინ, როდესაც აუდიტორიის წევრები


ერთმანეთს არ იცნობენ. ამ შემთხვევაში აუდიტორიას დავყოფთ წყვილებად. თითოეულ წყვილს
განვათავსებთ ცალ–ცალკე. მეწყვილეები გაიცნობენ ერთმანეთს ბიოგრაფიული გაცნობაში
მოცემული სქემის მიხედვით. ისინი საუბრობენ ერთმანეთთან 2–3 წთ–ის განმავლობაში, შემდეგ კი
პირველი მეწყვილე წარადგენს მეორეს, ხოლო მეორე – პირველს.

სამი ნიშნაკი – ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც პიროვნებაზე არ გვაინტერესებს ზუსტი


ბიოგრაფიული ინფორმაცია და ხდება მისი ზოგადი გაცნობა. ჯგუფის წევრებს უნდა მივცეთ ასეთი
დავალება: დახაზეთ ან დახატეთ სამი ნიშნაკი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს თქვენს
პიროვნულ ხასიათს, დრო ინდივიდუალური მუშაობისათვის – 5 წთ.

რეალური და სასურველი გატაცება – ეს მეთოდიც გამოიყენება მაშინ, როდესაც არ გვაინტერესებს


პიროვნებაზე ზუსტი ბიოგრაფიული ინფორმაცია და ხდება მისი ზოგადი გაცნობა. ჯგუფის წევრებს
უნდა მივცეთ ასეთი დავალება: მონაწილე ამბობს თავის სახელს, დაასახელებს პროფესიას, ერთ
რეალურ გატაცებას და ერთ სასურველ გატაცებას, რომელსაც ჯერ ვერ ანხორციელებს. ასეთი
გაცნობის შემდეგ ჯგუფის ემოციური მდგომარეობა იცვლება. მონაწილეები საინტერესო და
ზოგჯერ მოულოდნელ ამბებსაც გაიგებენ ერთმანეთზე. აცნობიერებენ როგორი განსხვავებულები
ყოფილან.

შემოქმედებითი ხატვა – ეს მეთოდიც გამოიყენება მაშინ, როდესაც არ გვაინტერესებს პიროვნებაზე


ზუსტი ბიოგრაფიული ინფორმაცია და ხდება მისი ზოგადი გაცნობა. ჯგუფის წევრებს უნდა
მივცეთ ასეთი დავალება: დახატეთ ცხოველი, ფრინველი, მწერი ან მცენარე, რომელსაც უფრო
მეტად გავხართ თვისებებით. სამუშაოს შესრულების შემდეგ თითოეული აკეთებს თავისი
ნამუშევრების პრეზენტაციას. კარგი იქნება, თუ თითოეული მათგანის ნახატი დამაგრდება ოთახში
თვალსაჩინო ადგილზე გარკვეული დროით გაკრული.
მოლოდინების ტექნიკები

ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მოლოდინები განსახორციელებელი საქმიანობის სტილისა და


შინაარსის მიმართ. მოლოდინების შესწავლა მონაწილეებს აძლევს სურვილების გამოთქმის
საშუალებას, ისინი დაფიქრდებიან მოლოდინების შესახებ და დააფიქსირებენ საკუთარ
მოსაზრებებს. მოლოდინების შესწავლა გვეხმარება გავარკვიოთ, თუ რამდენად არის მზად სიახლის
განსახორციელებლად აუდიტორია, ჯგუფი, გუნდი თუ თემი, საქმიანობის ეფექტურად
განხორციელებისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ელიან მისგან.

მოლოდინები შეიძლება იქნეს ღრმად ან მოკლედ შესწავლილი, იმისდა მიხედვით თუ რა


გვაინტერესებ ჩვენ. ამის გასარკვევად არსებობს სპეციალური სავარჯიშოები. განვიხილოთ
მოლოდინების შესწავლის ტექნიკები: „მზე“, „ხელი“, „მდინარე“ და სხვა.

„მზე“. ჯგუფი დავყოთ 5–7 კაციან ქვეჯგუფად და მივცეთ ასეთი დავალება: ფლიფჩარტის
შუაგულში დახატეთ მზის გული, მასში ჩაწერეთ თქვენი, ანუ გუნდის მოლოდინები, რასაც მოელით
ამ საგნიდან, პროექტიდან, პროგრამიდან და ა. შ. მზე გამოსცემს სხივებს, ანუ გასცემს ენერგიას.
მზის სხივებზე დაწერეთ რას გააკეთებთ, ანუ გასცემთ თქვენ ამისათვის. მზეს არ უყვარს ღრუბლები
და ცდილობს აერიდოს მას, ანუ აიცილოს თავიდან. თქვენ მზის გარშემო დახატეთ ღრუბლები და
ჩაწერეთ მასში რას აიცილებთ თავიდან. სამუშაოს დასრულების შემდეგ აირჩიეთ ერთი
წარმომადგენელი, რომელიც თქვენს ნამუშევარს წარუდგენს ჯგუფს. ეს მოლოდინები ინახება მანამ,
სანამ მთლიანად არ მოვრჩებით თემის ან საგნის შესწავლას, არ დასრულდება პროექტი ან პროგრამა
და ბოლოს ჯგუფთან ერთად განვიხილავთ მათ მოლოდინებს, შესაბამისად გავუკეთებთ ანალიზს
რამდენად გამართლდა მოლოდინები, გასცენ თუ არა ის რაც დაწერენ და საერთოდ როგორ ჩაიარა
მთლიანმა პროცესმა. ასეთი მუშაობა ამაღლებს ლიდერისა და გუნდის წევრების მოტივაციას.

„ხელი“. ჯგუფი დავყოთ 5–7 კაციან ქვეჯგუფად. შესრულება ხდება ისე, როგორც „მზის“
შემთხვევაში. გუნდს მივცეთ ასეთი დავალება: ფლიფცარტზე დახატეთ ხელი. ხელის გულში
ჩაწერეთ თქვენი მოლოდინები, თითებზე – რას გავცემთ, თითებს შორის რას ავიცილებთ თავიდან .
სამუშაოს დასრულების შემდეგ აირჩიეთ ერთი წარმომადგენელი, რომელიც თქვენს ნამუშევარს
წარუდგენს ჯგუფს. შემდეგ ისე , როგორც „მზის“ შემთხვევაში.

„მოლოდინის ხე“ – ფლიფჩარტზე დახატულია დიდი ხე კარგი განშტოებით, მაგრამ ფოთლების


გარეშე. ჯგუფის წევრებს დავურიგებთ სხვადასხვა ფერის წებოვან სტიკერებს, რომელზეც დაწერენ
თავიანთ მოლოდინებს. დაწერილ სტიკერებს ჯგუფის წევრები მიაკრავენ ხის ნებისმიერ ტოტზე,
ხეც შეიმოსება და მივიღებთ „მოლოდინების ხე“–ს. პროექტის, პროგრამის განხორციელების თუ
თემის, საგნის შესწავლის პროცესში პერიოდულად დავხედავთ ჩვენს მოლოდინებს, ის
მოლოდინები, რომელიც მიღწეულია შეიძლება მოვხსნათ. წარმატებით განხორციელების
შემთხვევაში, ხეზე არცერთი ფოთოლი არ დარჩება.

„მდინარე“ – ანალოგიურად შესრულდება ესეც, სტიკერზე დაწერილი ჯგუფის მოლოდინები


მიეკვრება მდინარის ერთ ნაპირზე. მოლოდინებს, რომელიც შესრულდება გადავიტანთ მდინარის
მეორე ნაპირზე და ა. შ. ისე, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი.

You might also like