Professional Documents
Culture Documents
2 საკითხი. პიროვნული თვისებები და ფასეულობები
2 საკითხი. პიროვნული თვისებები და ფასეულობები
ჩვენი პიროვნული თვისებები ჩვენსავე ქცევას აყალიბებს, ასე რომ, თუ გვინდა უკეთესად
გავიგოთ ვინმეს ქცევა ორგანიზაციაში, ამაში მისი პიროვნული თვისებების ცოდნა
დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია გავერკვეთ როგორია პიროვნული თვისებების ურთიერთობა
ქცევასთან და ასევე, როგორ აყალიბებს ფასეულობები სამსახურთან დაკავშირებულ ჩვენი
ქცევის უმეტეს ნაწილს.
პიროვნული თვისებები
რატომ არის ზოგიერთი ადამიანი წყნარი და პასიური, ზოგი კი - ხმაურიანი და
აგრესიული? უკეთესად შეეწყობა კონკრეტული პიროვნული თვისებები კონკრეტული ტიპის
სამსახურებს? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, უნდა გავარკვიოთ ძირითადი საკითხი: რა არის
პიროვნული თვისებები?
რა არის პიროვნული თვისებები?
პიროვნული თვისებები არის იმ საშუალებების ჯამი, რომლითაც პიროვნება მოქმედებს
ან ურთიერთქმედებს სხვებთან.
ინდივიდუალური მახასიათებლები
ადრინდელი გამოკვლევა პიროვნული თვისებების შესახებ არის მცდელობა, გაარკვიოს
და განსაზღვროს ძირითადი თვისებები, რომელიც ადამიანის ქცევას ახასიათებს. ყველაზე
გავრცელებული თვისებებია: სიმორცხვე, აგრესიულობა, მორჩილება, სიზარმაცე,
ერთგულება და სიმხდალე. როცა ეს თვისებები ბევრ გარემოებაში ვლინდება, მას
ინდივიდუალურ მახასიათებლებს უწოდებენ.
პიროვნული თვისებები არის სტაბილური, სტაბილური პიროვნების მახასიათებლები,
რომლებიც თითქმის უცვლელია და ამავდროულად მკაფიოდ ვლინდება ქცევის დონეზე,
სუბიექტის ცხოვრების გარე გარემოებების ცვალებადობის მიუხედავად. როგორც წესი, პიროვნების
თვისებების მკვლევარები განასხვავებენ სამ მთავარ და ამავე დროს მათ სავალდებულო თვისებას:
მასში შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ქვესისტემა :