Professional Documents
Culture Documents
გრიგოლ ხანძთელი, 759
გრიგოლ ხანძთელი, 759
ცხოვრება და მოღვაწეობა
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ.
ადრეული წლები
გრიგოლ ხანძთელი დაიბადა, ქართლის ერისთავის ნერსე II-ის კარზე
მყოფ, წარჩინებული გვარის ოჯახში. აღიზარდა მამიდამისის — ნერსე
ერისთავის მეუღლის მიერ. თავისი დროისათვის გრიგოლმა ბრწყინვალე
განათლება მიიღო. იზრდებოდა ქრისტიანული წესებით, იცავდა მარხვას,
არ ეკარებოდა ღვინოსა და ხორცს, დადიოდა სამონაზვნო კაბაში და
იმყოფებოდა განმარტოებით, რის გამოც დაყუდებული შეარქვეს.
მონასტრული ცხოვრება
მშობლების, აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა სურვილით
მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი ეპისკოპოსად
კურთხევა განიზრახეს, ფარულად დატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-
იანი წლებიდან მის დეიდაშვილთან საბა იშხნელთან, თევდორე ნეძვის
მაშენებელთან და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელთან ერთად,
კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა.
თავდაპირველად ჯერ ოპიზაში მივიდნენ, სადაც იოანე ნათლისმცემლის
მონასტრის წინამძღვრისგან ამბა გიორგისგან მონასტერში დამკვიდრების
კურთხევა მიიღეს.
ხანძთის მონასტერი
ოპიზაში ორი წლის მოღვაწეობის შემდეგ ხანძთაში მოღვაწე ბერი
ხვედიოსთან შეხვედრის შემდეგ, ხანძთაში დასახლდა. თავდაპირველი
დახმარება ოპიზელმა მამებმა გაუწიეს, მისცეს რა მათ ხელთ არსებული
სამშენებლო იარაღები. გრიგოლმა პირველად ააშენა ჯერ ჯვრის
სახელობის ტაძარი, შემდეგ კი სენაკების მოწყობას მიჰყო ხელი. ძმობა
თანდათან გაიზარდა, რომელთა რიგებში გრიგოლი საუკეთესოებს
ტოვებდა.