Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

XX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესის ისტორიიდან

საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში (1902-1910) სოციალური და


ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ საყოველთაო-სახალხო მოძრაობის
აღკავლობისათვის არა მარტო საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები
მომწიფდა, არამედ იდეური გარემოც კარგად იყო მომზადებული.
საზოგადოებრივი ვითარება მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში
ფრიად არასანუგეშო,სავალალო იყო. „ქართველობა ისე გრძნობდა თავს,თითქოს
უცხოეთში იყო და არა თავის ქვეყნის გულში. გაძარცული,
უფლებააყრილი,დაბეჩავებული, დევნილი, ეკონომიკურ, სამრეწველო
დაწესებულებად მოკლებული ღონიერ ვაჭარ-მრეწველთა კლასი ჩვენ არ
მოგვეპოვებოდა. ძველი ინტელიგენცია დასუსტებული და მოდუნებული,
ერთგვარი პასივობით შეჰყურებდა ჟამთა მსვლელობას. თავისუფალ პროფესიაში
განათლებულ ქართველს ორს, სამს თუ ეკავა თვალსაჩინო ადგილი, საქალაქო
დაწესებულებებში ქართველს სანთლით თუ მოძებნიდით. ქართული ლაპარაკი
იშვიათად გაისმოდა ქუჩებში, დაწესებულებში უცხო ენა ბატონობდა.
საქართველო გაძევებული იკო თბილისიდან და ყოველგვარი ზომა იყო მიღებული
რომ თბილისს დაჰკარგვოდა სრულიად ქართული იერი. ქართველს ანგარიშს არ
უწევდნენ, თუ რამე ოფიციალური გამოსვლა ხდებოდა, ქართველთა
წარმომადგენლებს უკან აყენებდნენ, ასეთი მოპყრობა ფსიქიურად მოქმედებდა
ქართველებზე: ისინი თავისთავად გაუბედავნი გახდნენ, თავის გამოჩენას
ერიდებოდნენ, ქართველი ქართველად თუ გამოჩნდებოდა, ქართულ ხმას თუ
გაიგონებდით - ეს ორიოდე ქართულ კულტურულ დაწესებულების კრებებზე, ან
ვინმე ქართველი მოღვაწის დასაფლავების დროს“ - მეისტორიე.
სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მძაფრმა კატაკლიზმებმა თავის მხრივ
საზოგადოებრივი აზრის გააქტიურებას, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების
დაფუძნებას და მათი იდეური კონცეფციების გამომხატვეი პერიოდული პრესის
დაარსება-გავრცელებას შეუწყო ხელი. პოლიტიკურ პარტიათაგან წამმართველი
როლი მუშათა კლასის ახალი ტიპის პოლიტიკურმა პარტიამ, სოციალ-
დემოკრატიულმა პარტიამ იკისრა. ქართველი სოციალ დემოკრატები
ამიერკავკასიის პროლეტარიატის რევოლუციურ ძალებს თვითმპყრობელობისა და
ბურჟუაზიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აქეზებდნენ. თუმცა, აქვე უნდა
აღინიშნოს განსხვავება იმ ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებში, რომლებსაც ეს
ორგანიზაციები იყენებდნენ. ამ პროცესმა სოციალ-დემოკრატია გაყო ორ ბანაკად,
რევოლუციურ და ოპორტუნისტურ ფრთად, რომლებიც „ბოლშევიკებისა“ და
„მენშევიკების“ სახელითაა ცნობილი. სოვიალ-დემოკრატებს (მენშევიკებს) თავისი
პოლიტიკური პროგრამის გასატაცებლად ყველაზე მუქი ბეჭდვითი ორგანო
ჰქონდათ და პოპულარობითაც სარგებლობდნენ მკითველში. მენშევიკური
გამოცემები გამოდიოდა როგორც თბილიში, ისე ქუთაისსა და პროვინციაშიც.
თბილისში საზოგადოებრიობა კორდინირებული იკო სამი წამყვანი პერიოდული
გამოცემის გარშემო: „ივერია“, სადაც უმეტესად ძველი მოღვაწეები, გონიერი
ნაციონალური მიმართულების ლიბერალები იყვნენ; „კვალი“ მესამე დასელებს
სოციალურ დემოკრატებს ეკუტვნოდატ; „ცნობის ფურცელი“ იმ თაობის დროშას
ატარებდა და იმ ახალგაზრდობის მისწრაფებებს გამოხატავდა, რომელიც არც
ივერიას ეთანხმებოდა არც „კვალს“ და ბრძოლა ქონდა ორ ფრონტზე. გაზეთის
თანამშრომლები გარდა რედაქტორობისა, პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდნენ.
მატ დააარსეს სოციალურ-ფედერალისტთა პარტია, შეადგინეს პროგრამა,
მოიპოვეს ტანაგრძნობები, შეაგროვეს თანხა ალარეგალური გამოცემისათვის.
„ცნობის ფურცელი“ სოციალ-ფედერალისტური პრესის ის პრეისტორიაა, რომლის
იდეებსა და პრინციპეპზე განვიტარდა სოციალ-დემოკრატიული გამოცემები
თბილიში: „პატარა გაზეთი“ 1906წ. , „მეგობარი“ , „მიწა“ 1906-1907წ. , „ახალი
ქვეყანა“ 1907-1908წ. , „ისარი“ , „ფარი“ 1907-1908წ. , „შრომა“ , „ამი რანი“, „შუქი“
1908წ.

You might also like