Professional Documents
Culture Documents
იოანე ზოსიმე, 990
იოანე ზოსიმე, 990
ბიოგრაფია
იოანე–ზოსიმეს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც მას გადაუწერია, 949 წლით
თარიღდება. ამის საფუძველზე კორნელი კეკელიძე ვარაუდობს, რომ
იოანე X საუკუნის დამდეგს უნდა დაბადებულიყო[8]. იოანე, როგორც
ირკვევა, უბრალო ბერი ყოფილა და მღვდლის ხარისხი არ ჰქონია. ამას
მოწმობს ის გარემოება, რომ არც ერთ მისსავე ანდერძ–მინაწერში, სადაც
მისი თანამშრომლების სახელები და ხარისხებიცაა მითითებული, ის
მღვდლად არაა მოხსენიებული. ამიტომ იგი, როგორც ჩანს, თავისუფალი
იყო ისეთი საეკლესიო თანამდებობებისაგან, როგორიცაა მოძღვარი,
დეკანოზი, მამასახლისი და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ
მოღვაწეობას დაუთმო[5]. მიუხედავად მისი პროფესიისათვის
შესაფერისი საჭირო ენერგიისა, იოანე–ზოსიმე ფიზიკურად სუსტი
ყოფილა. ამაზე მეტყველებს თავისივე ანდერძ–მიანაწერები, რომლებშიც
იგი თვალნაკლოვანებას, ხაშმს[9] და მოხუცებულობას უჩივის.
მაგალითად, 956 წელს გადაწერილ ძეგლში იოანე წერს[10][11]:
შემოქმედება
იოანე–ზოსიმეს ლიტერატურული მოღვაწეობა პირობითად ორ ნაწილად
იყოფა — საბა განწმენდილის ლავრაში (პალესტინა) მოღვაწეობა და სინას
მთაზე მოღვაწეობის პერიოდი. საბაწმინდის ლავრიდან ცნობილია
იოანეს სამი ხელნაწერი: ერთი 949 წლისა, რომელიც დღეს პეტერბურგის
საჯარო წიგნსაცავში ინახება და მარი ბროსეს მიერაა აღწერილი[21],
მეორე — 954 წლის „საგალობელნი“[22] და მესამე — „იადგარი“, რომელიც
956 წლითაა დათარიღებული[11][23]. ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს
„იადგარი საწელიწდოჲ“[24] მისი შედგენილობისა და შინაარსის
მიხედვით. 956 წლიდან მოყოლებული (იადგარის დაწერის შემდეგ) 973
წლამდე იოანე–ზოსიმეს ნაშრომები აღარ გვხვდება. 973 წელს, უკვე სინას
მთაზე მყოფს, მას შეუმოსია ერთ–ერთი წიგნი, რომელიც მისი
მოღვაწეობის მეორე პერიოდის პირველ შრომად ითვლება[25].