ივან ტურგენევი - პირველი სიყვარული, გაზაფხულის მღელვარე ნაკადები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 314

1 მკითხველთა ლიგა

ივან ტურგენევი

პირველი სიყვარული
გაზაფხულის მღელვარე
ნაკადები

მთარგმნელი ლილი მჭედლიშვილი

2 მკითხველთა ლიგა
პირველი სიყვარული
სტუმრები დიდი ხანია წავიდ-წამოვიდნენ. საათმა რომ დარე-
კა, უკვე პირველის ნახევარი იყო. ოთახში მხოლოდ მასპინძე-
ლი, სერგეი ნიკოლაევიჩი და ვლადიმირ პეტროვიჩი დარჩნენ.
მასპინძელმა ზარი დარეკა, ბრძანა, ვახშმიდან დარჩენილი
საჭმელი შემოეტანათ.
– მაშ, ასე, ესე იგი, გადავწყვიტეთ, – თქვა, სავარძელში მო-
ხერხებულად მოეწყო და სიგარას მოუკიდა, – ახლა ორივე
თქვენი პირველი სიყვარულის ამბავს უნდა მოჰყვეთ. სერგეი ნი-
კოლაევიჩ, იქნებ თქვენ დაგეწყოთ?
ქერა, ტანსრულმა, პირმსუქანმა სერგეი ნიკოლაევიჩმა ჯერ
მასპინძელს შეხედა, მერე თავი ასწია და თვალები ჭერს მიაპ-
ყრო:
– არავითარი პირველი სიყვარული არ მქონია, პირდაპირ
მეორიდან დავიწყე.
– ჰო, მაგრამ, ეგ როგორ?!
– ძალიან უბრალოდ. თვრამეტი წლისამ თვალი ერთ კარგ
ქალიშვილს დავადგი. ისე ვეარშიყებოდი, თითქოს ჩემთვის ეს
ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩემი პირველი-
ცა და უკანასკნელი სიყვარულიც ჩემი ძიძა გახლდათ. მაშინ
მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი. რა იყო და როგორ იყო, ჩემს მეხ-
სიერებაში უკვე წაიშალა, რომც მახსოვდეს, ახლა, აბა, ვის შე-
იძლება ეს აინტერესებდეს.
– მაშ, როგორ მოვიქცეთ? – დაიწყო მასპინძელმა, – არც ჩე-
მი სიყვარულია მაინცდამაინც საინტერესო. ჩემი ცოლის, ანა
ივანოვნას გაცნობამდე არავინ მყვარებია, ჩვენ შორის ყველა-
ფერი სწრაფად, რიხინ-რიხინით მოხდა – მამებმა დაგვნიშნეს,
ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით. ისე რომ, ჩემი
პირველი სიყვარულის ზღაპარი ორ სიტყვაში ეტევა. როცა ეს
3 მკითხველთა ლიგა
საკითხი წამოვჭერი, თქვენი იმედი მქონდა, ვერ ვიტყვი,
მოხუცების-მეთქი, მაგრამ არც ისე პირტიტველა უცოლშვი-
ლოებისა! ბატონებო, მე ამას გულწრფელად ვაღიარებ... იქნებ
თქვენ გაგვართოთ, ვლადიმირ პეტროვიჩ?
– ჩემი პირველი სიყვარული, მართლაც, არც ისე ჩვეულებ-
რივია, – თქვა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ორმოცი წლის,
შავ თმაში ჭაღარაგარეულმა ვლადიმირ პეტროვიჩმა.
– ჰოდა, მით უკეთესი! – წამოიძახეს ერთხმად მასპინძელმა
და სერგეი ნიკოლაევიჩმა, – აბა, დაიწყეთ!
– ნება მიბოძეთ... თუმცა, არა... მოყოლის დიდი ოსტატი არ
გახლავართ!.. ან მოკლედ, უინტერესოდ გამომდის, ან ვრცლად
და არაგულწრფელად... თუ ნებას მომცემთ, რაც გამახსენდება,
ყველაფერს დაწვრილებით დავწერ და წაგაკითხებთ.
თავიდან არ დაეთანხმნენ, მაგრამ ვლადიმირ პეტროვიჩიც
თავისაზე იდგა და აი, ორი კვირის შემდეგ რომ შეიკრიბნენ,
ვლადიმირ პეტროვიჩმა თავისი პირველი სიყვარულის ამბავი
დაიწყო.

4 მკითხველთა ლიგა
1
მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი. ეს ამბავი 1833 წლის ზაფ-
ხულში მოხდა.
მართალია, დედ-მამასთან ერთად მოსკოვში ვცხოვრობდი,
მაგრამ ჩემს მშობლებს იმხანად ნესკუჩნის ბაღის ახლოს, კალუ-
გის საგუშაგოსთან აგარაკი ჰქონდათ დაქირავებული. მაშინ
სწორედ უნივერსიტეტში შესასვლელად ვემზადებოდი, თუმცა
მეცადინეობით თავს მაინცდამაინც დიდად არ ვიკლავდი.
თავისუფლებას არავინ მიზღუდავდა. ვაკეთებდი იმას, რაც
მსურდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი ბოლო ფრანგი
გუვერნანტი წავიდა, რომელიც ვერა და ვერ ეგუებოდა იმას, რუ-
სეთში „ბომბივით“ რომ ჩამოვარდა (ცომმე უნე ბომბე) და გან-
რისხებული მთელი დღეები ლოგინში იწვა. მამა ალერსიანად
მექცეოდა, თუმცა დიდად არ ერეოდა ჩემს საქმეებში. დედა,
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მეტი შვილი არ ჰყავდა, მუდამ თავი-
სი საქმეებით იყო გართული, ყურადღებას თითქმის არ მაქცევ-
და. მამა ჯერ ისევ ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი კაცი გახ-
ლდათ. დედა მასზე მთელი ათი წლით იყო უფროსი, მამაზე სულ
ეჭვიანობდა, ღელავდა, მუდამ მოწყენილი დადიოდა, თუმცა
ქმრის თანდასწრებით ამას არასოდეს იმჩნევდა, ვინაიდან ძა-
ლიან ეშინოდა მისი. მამას თავი შორს ეჭირა, ცივად და მკაც-
რად... მასზე უფრო დახვეწილი, მშვიდი, თავდაჯერებული და
თვითნება კაცი არასოდეს მინახავს.
არც აგარაკზე გატარებული პირველი კვირა დამავიწყდება
არასოდეს.
ქალაქიდან იქ ცხრა მაისს – ნიკოლოზობა დღეს წავედით.
მართლაც, შესანიშნავი ამინდი იდგა, ხან ჩვენს ბაღში ვსეირ-
ნობდი, ხან ნესკუჩნის ბაღში, ხანაც საგუშაგოს იქით. დავიჭერ-
დი ხელში რაიმე წიგნს, მაგალითად, კაიდანოვის კურსს, მაგრამ
5 მკითხველთა ლიგა
იშვიათად თუ გადავშლიდი. უფრო ლექსები მაინტერესებდა,
ლექსი კი უამრავი ვიცოდი – დავდიოდი და ხმამაღლა, მთელი
გატაცებით ვკითხულობდი. ჯერ ძალიან ახალგაზრდას, დაუღვი-
ნებელს, ძარღვებში სისხლი მიდუღდა, გული ტკბილად, სასაცი-
ლოდ მიკვნესდა. ყველაფერს გაოცებული შევყურებდი, სულ რა-
ღაცას ველოდი, სულ რაღაცისთვის ვიყავი მზად და სულ რაღა-
ცის მეშინოდა. ჩემს გონებას ერთი რაღაც უცნაური წარმოდგენა
დაუფლებოდა და მთელი ჩემი ოცნება მას ისე დასტრიალებდა,
როგორც მეკირიები სამრეკლოს გამთენიისას. სულ მოწყენილი
დავდიოდი, სულ რაღაც ფიქრებში ვიყავი, ის კი არა, ხშირად
ვტიროდი კიდევაც. ჩემს გულში ხან ლექსებით, ხან მწუხრის სი-
ლამაზით მოგვრილი სევდის კვალდაკვალ, ისე იბადებოდა
ახალგაზრდა სიცოცხლის მღელვარე, სიხარულით სავსე სიყვა-
რული, როგორც გაზაფხულზე ბალახი.
მყავდა საუცხოო ცხენი. შევკაზმავდი მე თვითონ, წარმოვიდ-
გენდი თავს რაინდების ასპარეზობაზე, გავაჭენებდი ერთი მაგ-
რად და, ო, რა სასიამოვნოდ დამიბერავდა სიო ყურებში!
მახსოვს, ჩემს გულსა და გონებაში მაშინ ქალის სახე, ქალის
სიყვარული არათუ ცხადად და აშკარად, წარმოსახვითაც არ ყო-
ფილა, მაგრამ რაზეც ვფიქრობდი, რასაც შევიგრძნობდი, ყვე-
ლაფერში იყო მოკრძალებული წინათგრძნობა, გაუცნობიერე-
ბელი განცდა რაღაც ახლის, რაღაც წარმოუდგენლად ტკბი-
ლის...
მთელი ჩემი არსება ამ წინათგრძნობით, ამ მოლოდინით იყო
სავსე – მისით ვსუნთქავდი, ის ამოძრავებდა სისხლს ჩემს ძარ-
ღვებში. და, აი, ბოლოს ის მოკრძალებული წინათგრძნობა, ის
გაუცნობიერებელი განცდა ცნობიერად იქცა...
აგარაკზე, ჩვენი ხის სვეტებიანი სახლის ეზოში, ორი დაბალი
ფლიგელი იდგა. მარცხენაში იაფფასიანი შპალერის პატარა
ფაბრიკა იყო მოწყობილი. შევიდოდი იმ ფაბრიკაში და ვუყურებ-
6 მკითხველთა ლიგა
დი, სიგამხდრისგან სახეგალეული, გაქონილ ხალათში გამოწ-
ყობილი დაახლოებით ათი პატარა, თმაგაწეწილი ბიჭუნა რო-
გორ შეხტებოდა ფიცრის ოთხკუთხედი ჩამონაჭრის მწნეხ ბერ-
კეტზე და ამოტვიფრავდა შპალერზე ფერადოვან სახეებს თავისი
გალეული სხეულის ძალისხმევით. მარჯვენა ფლიგელი კი ჯერ
გაქირავებული არ იყო. ცხრა მაისიდან დაახლოებით სამი კვი-
რა იქნებოდა გასული, რომ ერთხელაც ფლიგელის დარაბები
გაიღო და ფანჯარაში ქალის სახე გამოჩნდა. მახსოვს, იმავე
დღეს, სადილობისას, მსახურთუხუცესმა დედას მოახსენა, ჩვენი
ახალი მეზობელი თავადის ცოლი ზასეკინა ბრძანდებაო. „აა, ზა-
სეკინა?“ – თქვა დედამ ისე, სხვათა შორის, ყოველგვარი პატი-
ვისცემის გარეშე და დასძინა, ეტყობა ძალიან ღარიბები
არიანო...
– დიახ, მხოლოდ სამი ეტლით მოვიდნენ, საკუთარი ეკიპაჟი
არ ჰყავთ, ავეჯიც მეტისმეტად უბრალოა, – თქვა მსახურთუხუ-
ცესმა და კერძით სავსე ლანგარი სუფრაზე ფრთხილად დადგა.
– გამოკეტილ ფლიგელს მაინც ეგ სჯობია, – დაიწყო დედამ,
მაგრამ მამამ ერთი ცივად შეხედა და დედა მაშინვე გაჩუმდა.
თავადის ცოლი ზასეკინა, ჩანს, მართლაც, მდიდარი ქალი არ
ბრძანდებოდა. ფლიგელი, რომელიც იქირავეს, ისეთი პატარა
და დაბალჭერიანი იყო, ოდნავ შეძლებული ოჯახი იქ შესვლას
არ ინებებდა. მართალი გითხრათ, ამ ამბით მაშინ დიდად არ
დავინტერესებულვარ, შილერის „ყაჩაღები“ ახალი წაკითხული
მქონდა და თავადის ტიტული ჩემთვის დიდს არაფერს ნიშნავდა.

7 მკითხველთა ლიგა
2
ავიღებდი ყოველ საღამოს თოფს და წავიდოდი ჩვენს ბაღში
სასეირნოდ. დავხეტიალებდი, ყვავებს ვუთვალთვალებდი და
სულ მუსრს ვავლებდი, ვინაიდან ამ ფრთხილ, ველურ, ცბიერ
ფრინველებს დასანახად ვერ ვიტანდი. იმ დღეს კარგა ხანს ვიხე-
ტიალე ხეივანში ამაოდ (ყვავებმა, ეტყობა, მიცნეს, მხოლოდ
თითო-ოროლა თუ დაიჩხავლებდა კანტიკუნტად) და ბოლოს
შემთხვევით იმ დაბალ მესერთან აღმოვჩნდი, რომელიც მარ-
ჯვენა ფლიგელის ეზოს ჩვენი ბაღისაგან ყოფდა. მივდიოდი ჩემ-
თვის თავდახრილი, რომ უცებ რაღაც ხმა მომესმა, მესერს იქით
გადავიხედე და გავშეშდი:
ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ჟოლოს მწვანე ბუჩ-
ქებს შორის, მდელოზე, იდგა ტანწერწეტა, ვარდისფერ, ზოლიან
კაბაში გამოწყობილი თეთრთავსაფრიანი ქალიშვილი, ირ-
გვლივ ოთხი ახალგაზრდა შემოხვეოდა და ოთხივეს შუბლზე პა-
ტარა ნაცრისფერ ყვავილებს უტყაპუნებდა. მართალია, იმ ყვა-
ვილის სახელი არ ვიცი, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ პატარა
ნაცრისფერ პარკუჭებს იკეთებს და მაგარ საგანზე დარტყმისას
ხმაურით სკდება. ახალგაზრდები შუბლს სიამოვნებით უშვერ-
დნენ, ხოლო ქალიშვილის მოძრაობაში (მე მას გვერდიდან ვხე-
დავდი) რაღაც ისეთი სასაცილო, დამატყვევებელი და მომაჯა-
დოებელი იყო, რომ გაოცებისა და სიამოვნებისაგან ლამის ვიყ-
ვირე. ასე მგონია, იმწუთას ყველაფერს მივცემდი, ოღონდ იმ
მშვენიერ თითებს ჩემს შუბლზეც ეტკაცუნებინა ყვავილის ის პა-
ტარა ნაცრისფერი პარკუჭები. უცებ მხრიდან თოფი ჩამომივარ-
და და ბალახებზე გასრიალდა, მაგრამ უკვე აღარაფერი მახსოვ-
და, ვიდექი გაშტერებული და მის კენარ, წერწეტ ტანს, მის მა-
ღალ კისერს, მის ლამაზ მკლავებს, თავსაფრიდან ჩამოშლილ,

8 მკითხველთა ლიგა
ოდნავ აწეწილ ქერა თმას, ჭკვიან, მოჭუტულ თვალებსა და ნაზ,
ნატიფ ღაწვებს თვალს ვერ ვაცილებდი...
– ყმაწვილო, ეი, ყმაწვილო, განა შეიძლება თავს უფლება
მისცე და ასეთი თვალებით უყურო შენთვის სრულიად უცნობ ქა-
ლიშვილს? – მომესმა იქვე ყურის ძირში.
უცებ შევკრთი, დავიბენი. ვხედავ, მესერს იქით ვიღაც მოკ-
ლედ თმაშეკრეჭილი კაცი დგას და მიყურებს. სწორედ ამ დროს
ქალიშვილი ჩემკენ შემოტრიალდა და მისი მეტყველი სახე, დი-
დი, ნაცრისფერი თვალები სულ ახლოს დავინახე. დავინახე, სა-
ხე როგორ გაუნათდა, როგორ იელვა თეთრმა, ქათქათა კბი-
ლებმა და წარბები სასაცილოდ როგორ აზიდა... ვიგრძენი, სახე-
ზე ალმური ამივიდა, მიწაზე დავარდნილ თოფს ხელი დავტაცე,
მისი წკრიალა, უბოროტო კისკისით დევნილი ჩემს ოთახში შევ-
ვარდი, ლოგინზე დავემხე და სახეზე ხელები ავიფარე. გული
ისევ გაშმაგებით მიცემდა. მრცხვენოდა, მაგრამ თან საოცრად
აღელვებული და მხიარული ვიყავი.
ცოტა დავისვენე, თმა გადავივარცხნე, მოვწესრიგდი და ჩაის
დასალევად ძირს ჩავედი. ქალიშვილის სახე ერთთავად თვალ-
წინ მედგა. მართალია, გული ისე გამალებით აღარ მიცემდა,
მაგრამ როგორღაც სასიამოვნოდ მითრთოდა.
– რა იყო, როგორ ხარ? – მკითხა მოულოდნელად მამამ, –
დახოცე ყვავები?
მინდოდა, მისთვის ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ თავი შე-
ვიკავე და მხოლოდ ჩუმად ჩავიცინე. დასაძინებლად რომ ვწვე-
ბოდი, არ ვიცი, რატომ, ცალ ფეხზე სამჯერ შემოვტრიალდი,
თმაზე საცხი წავისვი, დავწექი და მთელი ღამე მკვდარივით მე-
ძინა... გამთენიისას წუთით გამეღვიძა, თავი ავწიე, აღტაცებულ-
მა მივიხედ-მოვიხედე, თვალები ისევ დავხუჭე და დავიძინე.

9 მკითხველთა ლიგა
3
„როგორ გავიცნო?“ – გავიფიქრე დილით, გაღვიძებისთანა-
ვე. ჩაის დალევამდე ჯერ ბაღში გავედი, მაგრამ არც მესერთან
მივსულვარ და არც არავინ დამინახავს. საუზმის შემდეგ ერთი-
ორჯერ აგარაკის წინ გავიარ-გამოვიარე, თან ცალი თვალი მარ-
ჯვენა ფლიგელის ღია ფანჯრისაკენ მეჭირა... უცებ მომეჩვენა,
თითქოს ფანჯარაში მისი სახე გამოჩნდა და შეშინებული სას-
წრაფოდ იქაურობას გავეცალე. ასეა თუ ისე, როგორმე ხომ უნ-
და გავიცნო-მეთქი, – ვფიქრობდი, ნესკუჩნის წინ, ქვიშიან ვაკე-
ზე ბოლთას ვცემდი და გუშინდელი შეხვედრის თითოეულ
წვრილმანს ვიხსენებდი – ვიხსენებდი, რა გულიანად იცინოდა,
მაგრამ ვიდრე ასე ვღელავდი და ათასნაირ გეგმას ვაწყობდი,
ბედმა თავად იზრუნა ჩემზე.
ჩემს არყოფნაში დედას თურმე ახალი მეზობელი ქალბატო-
ნისაგან ნაცრისფერ ქაღალდზე დაწერილი და ისეთი წაბლისფე-
რი ლუქით დაბეჭდილი წერილი მოუტანეს, როგორსაც მხო-
ლოდ საფოსტო შეტყობინებებისა და იაფფასიანი ღვინის ბოთ-
ლების დასალუქად იყენებდნენ. გაურკვეველი ხელით ნაწერ,
შეცდომებით სავსე წერილში თავადის ცოლი დედას სთხოვდა,
მისთვის მფარველობა გაეწია, ვინაიდან წინ ფრიად მნიშვნელო-
ვანი პროცესები ელოდა, დედა კი, მისი სიტყვით, იმ ცნობილ,
ღირსშესანიშნავ ადამიანებს, რომლებზეც მისი და მისი შვილე-
ბის ბედი იყო დამოკიდებული, კარგად იცნობდა. „მე თქვენ მოგ-
მართავთ, როგორც კეთილშობილი მანდილოსანი კეთილშო-
ბილ მანდილოსანს და ვსარგებლობ რა ამ შემთხვევით, ჩემ-
თვის ეს დიდად სასიამოვნოა“, – სწერდა იგი და სთხოვდა, მას-
თან სტუმრობის ნება მიეცა. შინ რომ მივედი, დედა ძალიან უგუ-
ნებოდ დამხვდა, ვინაიდან მამა სახლში არ იყო და რჩევა ვის-
თვის ეკითხა, არ იცოდა... არადა, „კეთილშობილი მანდილოს-
10 მკითხველთა ლიგა
ნისათვის“, თავადის ცოლისათვის პასუხი რომ არ გაეცა, უხერ-
ხული იყო. საგონებელში ჩავარდნილს ფრანგულად წერილის
მიწერის ერიდებოდა, რუსულ ორთოგრაფიაში კი არც თვითონ
გრძნობდა თავს მაინცდამაინც დაჯერებულად და არ უნდოდა,
მის თვალში ცუდად გამოჩენილიყო. შინ მისული რომ დამინახა,
დედას ძალიან გაუხარდა, მიბრძანა, მაშინვე თავადის ცოლთან
წავსულიყავი, სიტყვიერად ამეხსნა, რომ ყოველთვის მზად იყო
მისი ბრწყინვალებისათვის შეძლებისდაგვარად სამსახური
გაეწია, და მეთხოვა, მასთან შესახვედრად პირველი საათისათ-
ვის მობრძანებულიყო. ჩემი იდუმალი ოცნების ასეთმა მეყსე-
ულმა ფრთაშესხმამ გამახარა და ცოტა კიდევაც შემაშინა. მაგ-
რამ ეს შიში და უხერხულობა არ შევიმჩნიე და გახარებულმა
ახალი ჰალსტუხის გასაკეთებლად და სერთუკის ჩასაცმელად
ჩემი ოთახისაკენ გავწიე.

11 მკითხველთა ლიგა
4
ფლიგელის ვიწრო, ჭუჭყიან წინკარში, სადაც მთელი ტანით
აკანკალებულმა შევაბიჯე, სპილენძისფრად სახეჩატეტკილი, ბე-
ბერი, თმაჭაღარა მსახური შემხვდა, რომელსაც ღორივით პატა-
რა, კუშტად მზირალი თვალები და ისეთი ღრმა ნაოჭით დასერი-
ლი შუბლი და საფეთქლები ჰქონდა, როგორიც ჩემს სიცოცხლე-
ში არასოდეს მენახა. იმის გამო, რომ თეფში ეჭირა, რომელზეც
ქაშაყის ხორცგაცლილი, დაღრღნილი ხერხემალი იდო, მეორე
ოთახში გამავალი კარი ფეხით მიხურა და შუბლშეკრულმა
ჩაილაპარაკა:
– რა გნებავთ?
თავადის ცოლი ზასეკინა სახლში ბრძანდება-მეთქი? – ვკით-
ხე.
– ვონიფატი! – მოისმა ამ დროს კარს იქიდან ქალის ჩახლე-
ჩილი ხმა.
მსახური შეტრიალდა, ლივრეის გახეხილი ზურგი, მასზე ობ-
ლად შემორჩენილი ღილი, ღილზე ამოტვიფრული ფერგადასუ-
ლი გერბი გამოაჩინა, თეფში ძირს დადგა და წავიდა.
– იყავი კვარტალში? – იკითხა ქალმა, რაზეც მსახურმა რა-
ღაც ჩაიბურტყუნა... – ვიღაც მოვიდა?.. აჰ, ჩვენი მეზობლის ვა-
ჟიშვილი? – გაისმა ისევ იმ ქალის ხმა... – სთხოვე, შემოვიდეს...
– მიბრძანდით! – მითხრა მსახურმა და იატაკიდან თეფში
აიღო.
მართლაც, შევედი სასტუმრო ოთახში.
ეს იყო მომცრო, არცთუ სუფთა, ღარიბული ავეჯით სახელდა-
ხელოდ გაწყობილი ოთახი. ფანჯარასთან, სახელურჩამომტვრე-
ულ სავარძელში იჯდა ორმოციოდე წლის შეუხედავი ქალი, ეცვა
ძალზე შელახული მწვანე კაბა და ყელზე ღაზლის ძაფით ნაქსო-

12 მკითხველთა ლიგა
ვი ჭრელი შარფი ჰქონდა მოხვეული. ახლოს მივედი და მივე-
სალმე:
– მაქვს პატივი ვესაუბრო თავადის მეუღლე ზასეკინას?
– დიახ, თავადის მეუღლე ზასეკინა გახლავართ, თქვენ კი,
ალბათ, ბატონი ვ.-ის ვაჟიშვილი ხართ, არა? – თქვა და შავი, პა-
ტარა თვალები ჩამასო.
– თქვენთან დედას დავალებით მოვედი.
– დაბრძანდით, გეთაყვა! – მითხრა და მსახურს გასძახა: –
ვონიფატი, ჩემი გასაღები არ გინახავთ?
მის წერილზე დედაჩემის პასუხს რომ მოვახსენებდი, მისმენ-
და და მსხვილი, ლამაზი თითებით ფანჯრის ჩარჩოზე აკაკუნებ-
და. მოყოლა რომ დავამთავრე, კარგა ხანს ისევ დაჟინებით მო-
მაჩერდა და ბოლოს მითხრა:
– ძალიან კარგი. აუცილებლად გეახლებით! თქვენ კი ჯერ ძა-
ლიან ახალგაზრდა ბრძანდებით! ნება მომეცით, გკითხოთ, რამ-
დენი წლის ხართ?
– თექვსმეტის, – ვუპასუხე ენის ბორძიკით.
თავადის მეუღლემ ჯიბიდან რაღაც გაქონილი ქაღალდი
ამოიღო, ცხვირთან მიიტანა და დამარცვლით კითხვას შეუდგა.
– კარგი წლებია, – თქვა მან მოულოდნელად, სკამზე შეტრი-
ალდა და აცმუკდა, – თქვენ, გეთაყვა, თავისუფლად მოიქეცით,
უცერემონიოდ, ჩემთან ყველაფერი მარტივადაა.
„მეტისმეტად მარტივად“, – გავიფიქრე და მისი არცთუ სა-
სიამოვნო გარეგნობა ერთხელ კიდევ შევათვალიერე.
ამ დროს სასტუმრო ოთახის კარი სწრაფად გაიღო, ზღურ-
ბლზე ის ქალიშვილი გამოჩნდა, რომლის დანახვამაც ბაღში გუ-
შინ ასე გამაოცა. მან ხელი ასწია და სახე ღიმილმა გაუნათა.
– ეს ჩემი ქალიშვილია, – მანიშნა იდაყვით კნეინამ, – ზი-
ნოჩკა... ეს კი ჩვენი მეზობლის – ბ-ნ ვ.-ის ვაჟია... – უთხრა ქა-

13 მკითხველთა ლიგა
ლიშვილს და ისევ მე მომიტრიალდა, – ყმაწვილო, შეიძლება
გვითხრა, რა გქვიათ?
– ვლადიმირი, – ძლივს წავიბუტბუტე აღელვებულმა და წა-
მოვდექი.
– მამის სახელით?
– ვლადიმირ პეტროვიჩი.
– იცით, მე ერთი ნაცნობი პოლიცმაისტერი მყავდა, იმასაც
ვლადიმირ პეტროვიჩი ერქვა... – თქვა თავადის მეუღლემ და
მსახურს მიუბრუნდა: – ვონიფატი, გასაღებს ნუღარ ეძებ, ჯიბეში
მაქვს.
ქალიშვილი კი ოდნავ თვალებმოჭუტული და გვერდზე თავ-
გადახრილი ისევ ღიმილით მომჩერებოდა.
– მე უკვე ვნახე მუსიე ვოლდემარი, – თქვა და მისმა
წკრიალა ხმამ მთელ ტანში ტკბილად დამიარა, – დამრთავთ ნე-
ბას, ვოლდემარი დაგიძახოთ?
– რას ბრძანებთ! – ჩავილაპარაკე ჩუმად.
– მერედა, სად ნახე? – ჰკითხა ქალიშვილს კნეინამ.
თავადის ასულმა დედას პასუხი არ გასცა და – დაკავებული
ხომ არ ხართო, – მითხრა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია.
არა, სულაც არა-მეთქი, ვუპასუხე.
– გინდათ, ძაფის ამოხვევაში დამეხმაროთ? წამოდით, გა-
მომყევით, – თქვა, თავი დამიქნია, სასტუმრო ოთახიდან გავიდა
და მეც უკან გავყევი.
ოთახი, სადაც ჩვენ შევედით, ცოტა უკეთესი ავეჯით და დიდი
გემოვნებით იყო მოწყობილი. სხვათა შორის, იმწუთას მე ვერა-
ფერს ვხედავდი, ისე ვიყავი, როგორც სიზმარში, თუმცა დაბ-
ნეული და უცნაურად დაძაბული თავს მაინც ბედნიერად
ვგრძნობდი.
თავადის ასული დაჯდა, შალის წითელი ნართი აიღო, თავის
წინ სკამზე მიმითითა და ნართი ხელებში ჩამიდო. ყველაფერ
14 მკითხველთა ლიგა
ამას ჩუმად, ნება-ნება აკეთებდა, ბაგეზე ისევ ის ეშმაკური ღიმი-
ლი უკრთოდა. ის იყო ბანქოს გაკეცილ ქაღალდზე ნართის
ამოხვევა დაიწყო, რომ უცებ შემომხედა და შუქიანმა ღიმილმა
სახე ისე გაუნათა, თვალები ჩემდა უნებურად დავხარე. როცა ნა-
ხევრად მოჭუტულ თვალებს ფართოდ ახელდა, სახე ისე უნათ-
დებოდა, გეგონება, სინათლეს ასხივებსო.
– გუშინ ჩემზე რა იფიქრეთ, მუსიე ვოლდემარ? ალბათ გამ-
კიცხეთ, – მითხრა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ.
– მე?.. თავადის ასულო... მე, აბა... – ჩავიბუტბუტე დაბნეულ-
მა.
– იცით, ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს... მინდა, ყოველთვის
სიმართლეს მეუბნებოდნენ. გავიგე, თექვსმეტის ყოფილხართ,
მე კი – ოცდაერთის!.. ხედავთ, თქვენზე რამდენით უფროსი ვარ,
ამიტომაც ყოველთვის სიმართლე უნდა მითხრათ, – თქვა და
დასძინა: – შემომხედეთ, რატომ არ მიყურებთ?
ამაზე კიდევ უფრო დავიბენი, თუმცა თავი მაინც ავწიე და შევ-
ხედე. ზინაიდა ისევ იღიმებოდა, მაგრამ ეს ის ღიმილი აღარ
იყო, არამედ სხვა, უფრო თბილი, უფრო კეთილი და გულის-
ხმიერი.
– შემომხედეთ, – თქვა ისევ ჩუმად, ალერსიანად, – მომწონს
თქვენი სახე, ვიცი, მეგობრები გავხდებით... თქვენ? თქვენ რას
იტყვით? მოგწონვართ? – მითხრა ახლა უკვე ისევ იმ ეშმაკური
ღიმილით.
– თავადის ასულო...
– ჯერ ერთი, ზინაიდა ალექსანდროვნა დამიძახეთ!.. მაინც
რა ჩვევა აქვთ ამ ბავშვებს! – თქვა და მაშინვე შეასწორა, – ამ
ყმაწვილკაცებს! პირდაპირ არასოდეს ამბობენ იმას, რასაც
გრძნობენ, მაშინ როცა ამგვარი საქციელი მხოლოდ უფროსე-
ბისთვის არის ხელსაყრელი. მითხარით, ხომ მოგწონვართ?

15 მკითხველთა ლიგა
მისი ეს გულახდილი საუბარი, მართალია, მესიამოვნა, მაგ-
რამ ცოტა მეწყინა კიდევაც. მინდოდა, დამენახვებინა, რომ პა-
ტარა აღარ ვიყავი, რომ საქმე პატარა ბიჭთან კი არა, დიახაც,
ყმაწვილკაცთან ჰქონდა, ამიტომაც რაც შემეძლო თამამი, სე-
რიოზული სახე მივიღე და ვეუბნები:
– ზინაიდა ალექსანდროვნა, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონ-
ხართ, მე ამის დამალვას არც ვაპირებ!..
ზინამ თავი ნელა გააქნია და უცებ მეკითხება:
– გუვერნანტი თუ გყავთ?
– არა, დიდი ხანია აღარ მყავს...
რა თქმა უნდა, ვიცრუე, ვინაიდან ჯერ ერთი თვეც არ იყო გა-
სული, რაც ჩემს ფრანგ გუვერნანტს გამოვემშვიდობე.
– ო, ვხედავ უკვე ნამდვილი ვაჟკაცი ხართ!
ამ სიტყვებით თითებზე ხელი მსუბუქად დამარტყა:
– ხელები სწორად დაიჭირეთ! – თქვა და ძაფის ამოხვევა გა-
ნაგრძო.
ვისარგებლე იმით, რომ ამ დროს თავდახრილი მუშაობდა და
ყურება დავუწყე, ჯერ ჩუმად, შეფარვით, მერე სულ უფრო
მოურიდებლად და თამამად. გუშინდელთან შედარებით მისი სა-
ხე ახლა გაცილებით მომხიბვლელი მეჩვენა. მასში ყველაფერი
საოცრად ნატიფი, საოცრად მშვენიერი იყო. ის თეთრფარდაჩა-
მოფარებული ფანჯრისკენ ზურგშექცევით იჯდა და ფარდაში შე-
მოღწეული მზის სხივები რბილად ეფინებოდა მის მბზინვარე,
ოქროსფერ თმას, მის თეთრ, ნატიფ კისერს, მის დაქანებულ
მხრებს და მის ნაზ, უზადო მკერდს. ვუყურებდი და ვგრძნობდი,
ჩემთვის რა ძვირფასი, რა ახლობელი იყო! ასე მეგონა, უხსოვა-
რი დროიდან ვიცნობდი, მაგრამ ვიდრე გავიცნობდი, არც არა-
ფერი ვიცოდი, არც ცოცხალი ვიყავი... ეცვა შავი, საკმაოდ შე-
ლახული კაბა, ეკეთა წინსაფარი და ასე მეგონა, სიამოვნებით
მოვესიყვარულებოდი მისი კაბის, მისი წინსაფრის თითოეულ
16 მკითხველთა ლიგა
ნაკეცსაც კი. კაბის კალთებიდან ფეხსაცმლის ცხვირები უჩანდა,
რომლის წინაშეც დიდი თაყვანისცემით მოვიყრიდი მუხლს... აი,
ახლა მის წინ ვზივარ... მე მას უკვე ვიცნობ!.. ღმერთო, რა ბედ-
ნიერებაა! – ვფიქრობ და აღტაცებისაგან ლამის ვყვირი, ფეხებს
გემრიელი სასუსნავის ჭამით გართული ბავშვივით ვაბაკუნებ.
თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ჩემი ნება რომ
იყოს, ამ ოთახიდან მთელი საუკუნე ალბათ ფეხსაც არ გავად-
გამდი.
ზინაიდამ თავი ასწია, მისმა შუქით სავსე თვალებმა ერთი
ალერსიანად გაიბრწყინა და ისევ ეშმაკურად ჩაიცინა.
– ასე რატომ მიყურებთ? – მკითხა წყნარად და თითი დამიქ-
ნია.
გავწითლდი. ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხვდება-მეთქი,
გავიფიქრე.
უცებ რაღაც დაჩხაკუნდა და ხმალმა გაიწკარუნა.
– ზინა! – გამოსძახა სასტუმრო ოთახიდან თავადის მეუღ-
ლემ, – ბელოვზოროვმა კნუტი მოგიყვანა.
– კნუტი?! – წამოიძახა ზინაიდამ, სკამიდან წამოხტა, გორგა-
ლი მუხლებზე დამიგდო და გავარდა.
მეც მაშინვე წამოვდექი, გორგალი ფანჯრის რაფაზე დავდე,
სასტუმრო ოთახში გავედი და გაოცებული შევჩერდი: იატაკზე
ზოლიანი კნუტი თათებგაფარჩხული წევს, მის წინ ზინაიდა მუხ-
ლებზეა დაჩოქილი და დრუნჩს ფრთხილად უწევს. თავადის ასუ-
ლის ახლოს, ფანჯრებს შორის, კედელთან მსხვილთვალება, ქე-
რა, თმახუჭუჭა ახალგაზრდა ჰუსარი დგას და თითქმის მთელ კე-
დელს ფარავს.
– რა სასაცილო კნუტია! – იმეორებს ზინაიდა, – თვალები
ნაცრისფერი კი არა, მწვანე აქვს, თან ეს რამხელა ყურები
აქვს!.. გმადლობთ, ვიქტორ ეგორიჩ, ძალიან, ძალიან საყვარე-
ლი ხართ!
17 მკითხველთა ლიგა
ჰუსარი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანი იყო, რომელიც მე
გუშინ ბაღში ვნახე და, რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცანი. ჰუსარმაც
გაიღიმა, თავი დამიკრა და ხმლის რგოლებიცა და დეზებიც ერ-
თდროულად ააწკარუნა.
– თქვენ გუშინ დიდყურა, ზოლიანი კნუტი ინატრეთ, ჰოდა,
მოგიყვანეთ, სიტყვა სიტყვაა, – უთხრა ზინაიდას და თავი მდაბ-
ლად დაუკრა.
– შია! – წამოიძახა ზინაიდამ, – ვონიფატი! სონია! რძე
მოუტანეთ!
მალე მოსამსახურე გოგო შემოვიდა და კნუტს წინ რძიანი
ლამბაქი დაუდგა. ტანთ ძველი, ყვითელი კაბა ეცვა, ყელზე გა-
ხუნებული თავსაფარი ჰქონდა მოხვეული. რძის დანახვაზე
კნუტს შეაკანკალა, თვალები დახუჭა და რძის სვლეპა დაიწყო.
– როგორი ვარდისფერი ენა აქვს! – თქვა ზინაიდამ, თავი
ლამის იატაკზე დადო და კნუტს გვერდიდან პირში შეხედა.
კნუტი გაძღა, აკრუტუნდა, თათები გაპრანჭულად აათამაშა.
ზინაიდა წამოდგა, მოსამსახურე გოგოს მიუტრიალდა და გულ-
გრილად ჩაილაპარაკა:
– წაიყვანე.
– კნუტი ხომ მოგიყვანეთ, ახლა ხელი მომეცით, – თქვა სიცი-
ლით ჰუსარმა და მუნდირში გამოწკეპილი მთელი თავისი დიდი
და ძლიერი სხეულით დაიძაგრა.
– აჰა, აი, ორივე! – ზინაიდამ ჰუსარს ორივე ხელი გაუწოდა.
ვიდრე ის ხელზე კოცნიდა, ჰუსარის მხარს ზემოდან გაღიმებუ-
ლი მიყურებდა.
ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული და არ ვიცოდი, მეთქვა
რამე თუ ჩუმად ვყოფილიყავი. უცებ წინა ოთახის ღია კარში
თვალი ჩვენს ლაქიას, ფეოდორს მოვკარი – იდგა და რაღაცას
მანიშნებდა. ეს რომ დავინახე, მისკენ დაუფიქრებლად წავედი
და რა გინდათ-მეთქი? – ვკითხე.
18 მკითხველთა ლიგა
– დედათქვენმა გამომგზავნა, – მითხრა ჩურჩულით
ფეოდორმა, – პასუხი რომ არ მოუტანეთ, ბრაზობს.
– ასე დიდი ხანია, რაც აქ ვარ?
– დიახ, ერთ საათზე მეტია.
– ერთ საათზე მეტი?! – გავიმეორე გაკვირვებულმა, სასტუმ-
რო ოთახში შევბრუნდი, გამომშვიდობების ნიშნად ზინაიდას წინ
თავი დავხარე და ფეხი ფეხს შემოვკარი.
– სად მიდიხართ? – გამომხედა ისევ ჰუსარის მხარს ზემოდან
თავადის ასულმა.
– შინ უნდა წავიდე, – ვთქვი და ახლა ქალბატონისაკენ შევ-
ტრიალდი: – დედას ვეტყვი, რომ ორი საათისათვის აუცილებ-
ლად მობრძანდებით.
– დიახ, ზუსტად ასე უთხარით.
ქალბატონმა ჯიბიდან საბურნუთე ამოიღო და ბურნუთი ისე-
თი ხმაურით შეისუნთქა, რომ მოულოდნელობისაგან შევხტი.
– დიახ, ასე უთხარით, – გაიმეორა მან და თვალები აახამხა-
მა...
მე მას თავი ერთხელ კიდევ დავუკარი, მოვტრიალდი და
ოთახიდან იმ უხერხულობის განცდით გამოვედი, რომლის
დროსაც გრძნობ, რომ ზურგს უკან ვიღაცის დაჟინებული მზერა
მოგყვება.
– მუსიე ვოლდემარ, იცოდეთ, არ დაგვივიწყოთ, შემოგ-
ვიარეთ... – გამომძახა ზინაიდამ და ხმამაღლა გაიცინა.
„ნეტავ სულ ასე რატომ იცინის?“ – ვფიქრობდი ფეოდორთან
ერთად შინისკენ მიმავალი. მართალია, ფეოდორს არაფერი
უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, უგუნებოდ იყო. შინ რომ მივედი,
დედა გამიბრაზდა. ამდენ ხანს კნეინასთან რა გინდოდაო, გაუკ-
ვირდა. პასუხად არაფერი მითქვამს, ხმის ამოუღებლად ჩემი
ოთახისაკენ გავწიე და უცებ ვიგრძენი, რომ ჰუსარზე ვეჭვიანობ-
დი, რამაც ძალიან ცუდ გუნებაზე დამაყენა.
19 მკითხველთა ლიგა
5
დაპირებისამებრ თავადის ცოლი ზუსტად ორ საათზე მოვიდა.
მართალია, დედასა და მის შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგ-
რამ, აშკარად ვიგრძენი, რომ დედას მაინცდამაინც თვალში არ
მოუვიდა... სადილობისას ჩემი ყურით გავიგონე, მამას როგორ
უთხრა, თავადის ცოლი ზასეკინა, მე მგონი, ერთობ ვულგარუ-
ლი ქალია, თანაც ფულის თაობაზე, ეტყობა, რაღაც დავა აქვს,
თავად სერგეისთან შუამდგომლობის თხოვნით თავი მომაბეზ-
რა. ჩანს, დიდი შარისთავი ვინმეა. მიუხედავად ამისა, ხვალ
კნეინაცა და მისი ქალიშვილიც სადილად დავპატიჟე, რაც უნდა
იყოს, მეზობელიაო (ქალიშვილის ხსენებაზე ცხვირი ლამის
თეფშში ჩავყავი, მაგრამ ყურადღება ჩემთვის არავის მოუქცევი-
ა). მამამ დედას სიტყვები რომ მოისმინა, ასე თქვა, სწორედ ახ-
ლა გამახსენდა, ეს ქალბატონი ვინც არის, ახალგაზრდობაში
მის ქმარს, აწ გარდაცვლილ თავად ზასეკინს კარგად ვიცნობდი,
ჩინებულად აღზრდილი, მაგრამ უთავბოლო, თავქეიფა კაცი
იყო... იმის გამო, რომ პარიზში დიდხანს ცხოვრობდა, პარისიენ-
ს ეძახდნენ. მართალია, ძალიან მდიდარი ბრძანდებოდა, მაგ-
რამ მთელი ქონება წააგო და არავინ იცის, რატომ და რისთვის.
ცოლად ვიღაც წვრილი ჩინოვნიკის ქალიშვილი ითხოვა (თუმცა
შეეძლო, უკეთესი არჩევანი გაეკეთებინა), რის შემდეგაც ხელი
სპეკულაციას მიჰყო და მალე გაკოტრდა კიდევაცო.
– ფული ახლა შეიძლება ჩვენც გვესესხოს! – თქვა დედამ.
– შეიძლება, რატომაც არა... – მშვიდად ჩაილაპარაკა მამამ
და ფრანგული თუ იცისო, ჰკითხა.
– ძალიან ცუდად... – უთხრა დედამ.
– თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. მგონი, მითხარი, რომ
ქალიშვილთან ერთად დაპატიჟე. ვიღაც მარწმუნებდა, ძალიან
ლამაზი და განათლებულიაო.
20 მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, დედას არ ჰგავს!
– არც მამას, მართალია, ისიც განათლებული, მაგრამ თავ-
მოუბმელი კაცი იყო.
დედამ ამოიოხრა, ჩაფიქრდა. მამა გაჩუმდა. მე მთელი იმ სა-
უბრის დროს თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი.
სადილის შემდეგ ბაღში გავედი, ოღონდ უთოფოდ. ჩემს თავს
სიტყვა მივეცი, ზასეკინების ფლიგელს ახლოსაც არ
გავეკარები-მეთქი, მაგრამ რაღაც უცილობელი ძალა მეწეოდა
და ჩანს, არცთუ ტყუილად. მესერთან მისულიც არ ვიყავი, რომ
ზინაიდა დავინახე. ამჯერად მარტო იყო, ხელში წიგნი ეჭირა და
ნელა მიუყვებოდა ბილიკს, მე, ეტყობა, ვერ დამინახა.
ისეთი გაოგნებული გავყურებდი, რომ კინაღამ თვალთახედ-
ვიდან გავუშვი, მაგრამ უცებ გამოვფხიზლდი და ჩავახველე.
ზინაიდა მოტრიალდა, თავისი ჩალის შლაპის ფართო ბაბთა
ხელით უკან გადაიგდო, შემომხედა, ოდნავ გაიღიმა, თავი ისევ
წიგნში ჩარგო და გზა განაგრძო.
ქუდი მოვიხადე, წუთით შევყოვნდი და გულდამძიმებული მეც
მაშინვე იქაურობას გავეცალე. „ვითომ ქუე სუის-ჰე პოურ ელ-
ლე?“ – გავიფიქრე, ღმერთმა უწყის რატომ – ფრანგულად.
უცებ უკნიდან ნაცნობი ნაბიჯების ხმა მომესმა, მივიხედე და
მამა დავინახე – მოაბიჯებდა სწრაფად, მსუბუქად.
– ეგ არის თავადის ასული? – მკითხა მოახლოებისთანავე.
დიახ, ეგ არის-მეთქი, ვუპასუხე.
კი, მაგრამ, იცნობო?
ვუთხარი, რომ ამ დილას თავადის ცოლთან ვნახე.
მამა შეჩერდა, ქუსლებზე მკვირცხლად შეტრიალდა, გზა გა-
ნაგრძო, ზინაიდას დაეწია, თავაზიანად მიესალმა, ზინაიდამაც
თავი დაუკრა, სახეზე თითქოს ერთგვარი გაოცებაც გამოეხატა.
წიგნი დაუშვა და დავინახე, მამას თვალი როგორ გააყოლა. მა-
მა ყოველთვის ლამაზად იცვამდა, თავისებურად და უბრალოდ.
21 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ასეთი მოხდენილი და ტანადი მე ის არასოდეს მჩვენე-
ბია, ნაცრისფერი შლაპა ხუჭუჭ, შეთხელებულ თმაზე ასე ლამა-
ზად არასოდეს მოუხდენია.
ერთი პირობა მეც ზინაიდასკენ წასვლა დავაპირე, მაგრამ
ჩემკენ არც კი გამოუხედავს, ისევ წიგნი მოიმარჯვა და წავიდა.

22 მკითხველთა ლიგა
6
მთელი ის საღამოცა და მეორე დღეც ძალიან მოწყენილი ვი-
ყავი, დილიდან დაღამებამდე დამუნჯებულივით დავდიოდი. მახ-
სოვს, მოდი, ვიმეცადინებ-მეთქი, კაიდანოვი გადავშალე, მაგ-
რამ წიგნს ტყუილად ვფურცლავდი, ტყუილად გარბოდა ჩემ წინ
ცნობილი მეცნიერის ნააზრევით სავსე სტრიქონები. „იულიუს
ცეზარი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით“, – ათჯერ მაინც
წავიკითხე ეს სიტყვები, მაგრამ სულერთია თავში არაფერი
შედის-მეთქი, წიგნი ისევ დავხურე. სადილის წინ თმაზე საცხი
წავისვი, სერთუკი ჩავიცვი და ჰალსტუხი გავიკეთე.
– ასე რას გამოეწყვე? – მკითხა დედამ, – სტუდენტი ჯერ არ
ხარ, ღმერთმა უწყის, გამოცდებს ჩააბარებ თუ არა. ქურთუკი
რატომ გაიხადე, ის ხომ დიდი ხანი არ არის, რაც შეგიკერეს,
ხომ არ გადავაგდებთ?
– საცაა სტუმრები უნდა მოვიდნენ, – ჩავილაპარაკე თითქმის
სასოწარკვეთილმა.
– აი, სისულელე! მაინც ვინ სტუმრები უნდა მოვიდნენ?
სხვა რა გზა მქონდა, სერთუკი გავიხადე, ისევ ის ქურთუკი ჩა-
ვიცვი, მაგრამ ჰალსტუხისთვის ხელი არ მიხლია. კნეინა და თა-
ვადის ასული სადილობამდე ნახევარი საათით ადრე მობრძან-
დნენ. მოხუც ქალბატონს ჩემთვის კარგად ნაცნობ მწვანე კაბაზე
ყვითელი შალი ჰქონდა მოხურული, ეხურა ძველმოდური, ცეც-
ხლისფერბაფთიანი ჩაჩი. ოთახში ჯერ შემოსულიც არ იყო, რომ
მაშინვე თავის თამასუქებზე დაიწყო წუწუნი; ოხრავდა, სიღარი-
ბეს უჩიოდა, თან არავის და არაფერს ერიდებოდა – ბურნუთს
ისეთი ხმაურით შეისუნთქავდა, სკამზე ისე ცქმუტავდა, თითქოს
სულაც არ დაგიდევდათ, თავადის ცოლი რომ ბრძანდებოდა. სა-
მაგიეროდ, ზინაიდას ეჭირა თავი ღირსეულად, მედიდურადაც
კი, ისე, როგორც თავადის ასულს ეკადრება. სახეზე ისეთი ცივი,
23 მკითხველთა ლიგა
ისეთი უმოძრაო გამომეტყველება ჰქონდა, რომ ვეღარ ვცნობდი
– ვეღარ ვცნობდი მის გამოხედვას, ღიმილს, თუმცა ასეთიც
მშვენიერი იყო. ეცვა ლურჯსახეებიანი აბრეშუმის კაბა, ინგლი-
სურ ყაიდაზე თმა ღაწვებზე გრძლად ჰქონდა დაშვებული, რაც
მისი სახის ცივ გამომეტყველებას ზუსტად ესადაგებოდა. სადი-
ლობისას მამა მის გვერდით იჯდა და როგორც ყოველთვის,
მშვიდი, დახვეწილი და თავდაჭერილი თავაზიანად ართობდა.
ქალიშვილს იშვიათად თუ შეხედავდა, ასევე იშვიათად თუ შეავ-
ლებდა თვალს ზინაიდაც, თან ძალიან მკაცრად, თითქმის მტრუ-
ლადაც კი. საუბრით ფრანგულად საუბრობდნენ. მახსოვს, რო-
გორ გამაოცა ზინაიდას სუფთა, დახვეწილმა ფრანგულმა, მისმა
საოცრად სწორმა გამოთქმებმა. კნეინა კი თავს არაფრით იზღუ-
დავდა, ბევრს ჭამდა და ბევრს სვამდა. როგორც ჩანს, დედას არ
მოსწონდა მისი ასეთი საქციელი და კითხვებზე განურჩეველი
დაუდევრობით პასუხობდა. სამაგიეროდ, მამა არ აქცევდა ამას
მაინცდამაინც დიდ ყურადღებას, მხოლოდ ხანდახან თუ შეიჭ-
მუხნიდა შუბლს ოდნავ. დედას, ეტყობა, არც ზინაიდა მოეწონა.
– ეს გოგო ძალიან ქედმაღალი და ამპარტავანია, – ამბობდა
მეორე დღეს, – თან, აბა, წარმოიდგინეთ, თავის ამ ავეც სა მინე
დე გრისეტტე საამაყო რა აქვს?!
– გრიზეტი გოგოები, გეტყობა, არასოდეს გინახავს, – უთხრა
დედას მამამ.
– ჰოდა, მადლობა ღმერთს!
– რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს... მაგრამ თუ ასეა, რო-
გორ შეგიძლია მისი განსჯა?
მთელმა სადილმა ისე ჩაიარა, ზინაიდას ჩემთვის ერთხელაც
არ შემოუხედავს, სადილის შემდეგ კი მალევე გამოგვემშვიდობ-
ნენ.
– მარია ნიკოლაევნა!.. პიოტრ ვასილიჩ! იმედი მაქვს, მფარ-
ველობას გამიწევთ, – თქვა თავადის ცოლმა წამღერებით და გა-
24 მკითხველთა ლიგა
ნაგრძო: – იყო დრო, როცა... მაგრამ აღარ არის.. აი, მეც დიდად
პატივცემული ქალბატონი გახლავართ, მაგრამ, აბა, რა პატივ-
ცემულობაზეა ლაპარაკი, როცა არაფერი გაგაჩნია...
მამამ ქალბატონს თავი მოკრძალებით დაუკრა და წინკარამ-
დე მიაცილა. მეც იქვე ვიდექი ჩემი იმ მოკლე ქურთუკით და სიკ-
ვდილმისჯილივით იატაკს ჩავჩერებოდი. ზინაიდას უყურადღე-
ბობამ ბოლო მთლიანად მომიღო, თუმცა ვერ წარმოიდგენთ,
როგორ გავოცდი, როცა გვერდით ჩავლისას სხაპასხუპითა და
უწინდებური ალერსიანი გამომეტყველებით წამჩურჩულა:
– რვა საათზე ჩემთან მოდით, გესმით, აუცილებლად...
მე მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, ის კი თავზე თეთრშარფმოხ-
ვეული უკვე შორს მიაბიჯებდა.

25 მკითხველთა ლიგა
7
ზუსტად რვა საათზე მაღლად თმაწამოკოკოლავებულმა და
სერთუკში გამოწყობილმა იმ ფლიგელის წინკარში შევაბიჯე, სა-
დაც თავადის ცოლი ზასეკინა ცხოვრობდა. მოხუცმა მსახურმა
კუშტად შემომხედა და სკამიდან ზანტად წამოდგა. სასტუმრო
ოთახის კარი, საიდანაც მხიარული ლაპარაკი ისმოდა, ფრთხი-
ლად შევაღე და გაოცებული ადგილზე გავშეშდი – თავადის ასუ-
ლი შუა ოთახში სკამზე იდგა, წინ გაშვერილ ხელებში მამაკაცის
შლაპა ეჭირა, ირგვლივ ხუთი ახალგაზრდა შემოხვეოდა და თი-
თოეული ქუდში ხელის ჩაყოფას ცდილობდა, მაგრამ ზინაიდა
ქუდს აქეთ-იქით იქნევდა, სულ უფრო მაღლა სწევდა. მე რომ
დამინახა, ხმამაღლა დაიძახა:
– მოიცათ, მოიცათ! ახალი სტუმარი მოვიდა, ბილეთი მასაც
უნდა მივცეთ, – თქვა, სკამიდან მსუბუქად ჩამოხტა და სერთუ-
კის ყოშში ხელი ჩამავლო: – ახლოს მოდით, ასე რას დგა-
ხართ!.. მესსიეურს, ნება მომეცით, გაგაცნოთ – ეს მუსიე ვოლ-
დემარია, ჩვენი მეზობლის ვაჟიშვილი, – უთხრა დანარჩენებს,
მერე მე მომიბრუნდა და სტუმრები რიგრიგობით გამაცნო: – ეს
გრაფი მალევსკია, ეს ექიმი ლუშინი, ეს პოეტი მაიდანოვი, ეს
გადამდგარი კაპიტანი ნირმაცკი, ეს კი ბელოვზოროვი – ჰუსა-
რი, თქვენ მას უკვე შეხვდით... გიყვარდეთ და სწყალობდეთ.
ისე შემრცხვა, მისალმებითაც ვერავის მივესალმე. ექიმ ლუ-
შინში ის შავგვრემანი ბატონი შევიცანი, რომელმაც ბაღში ასე
დაუნდობლად გამაწითლა.
– გრაფ, – განაგრძო ზინაიდამ, – მუსიე ვოლდემარს ბილე-
თი დაუწერეთ.
– არა, ეგ ხომ უსამართლობაა! – მსუბუქი პოლონური აქცენ-
ტით შეეპასუხა ძალიან ლამაზი, ნატიფად ჩაცმული, შავგვრემა-
ნი, მეტყველ, წაბლისფერთვალებიანი ახალგაზრდა გრაფი.
26 მკითხველთა ლიგა
სწორი ცხვირი, პატარა ბაგე და თხელი ულვაში ძალიან უხდე-
ბოდა, – მას ხომ ჩვენთან ერთად ფანტი არ უთამაშია.
– დიახ, უსამართლობაა, – დაუდასტურა ბელოვზოროვმაც
და არაბივით თმახუჭუჭა, მხრებში ოდნავ მოხრილმა, ფეხმოქ-
ცეულმა და უეპოლეტო სერთუკში გამოწყობილმა ორმოციოდე
წლის კაცმა, რომელსაც გადამდგარ კაპიტნად მოიხსენიებდნენ.
– გეუბნებით, დაწერეთ ბილეთი! – გაუმეორა თავადის
ასულმა, – ეს რა ამბავია! მუსიე ვოლდემარი დღეს ჩვენთან პირ-
ველადაა, ეს ჩვენი კანონი მას არ ეხება... ტყუილად ბუზღუნებთ,
დაწერეთ, მე ასე მინდა!
გრაფმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ თავი მაინც მორჩილად დაუქ-
ნია, თეთრ, ბეჭდებით დამშვენებულ ხელში კალამი აიღო, ქა-
ღალდს პატარა ფურცელი ჩამოახია და ბილეთი დაწერა.
– ყოველ შემთხვევაში, ნება მომეცით, ავუხსნა ბატონ ვოლ-
დემარს, საქმე რას ეხება, – თქვა დამცინავად ლუშინმა, – ხე-
დავთ, როგორ არის დაბნეული!.. ყმაწვილო, ჩვენ ახლა ფანტს
ვთამაშობთ. თავადის ასული დასჯილია, ვისაც ბედნიერი ბილე-
თი შეხვდება, მას თავადის ასულისათვის ხელზე კოცნის უფლე-
ბა აქვს. მიხვდით?
ლუშინს ერთი კი შევხედე, მაგრამ გამოშტერებულივით
კვლავაც გაუნძრევლად ვიდექი... ზინაიდა ისევ სკამზე შედგა,
შლაპის ჯანჯღარს მოჰყვა და ყველამ მისკენ გასწია, ამჯერად
მეც.
– მაიდანოვ, – მიმართა თავადის ასულმა მაღალ, გრძელ,
შავთმიან, სახეგალეულ ახალგაზრდა კაცს, – როგორც პოეტი,
ვალდებული ხართ, სულგრძელი და დიდბუნებოვანი იყოთ, ამი-
ტომაც თქვენი ბილეთი მუსიე ვოლდემარს დაუთმეთ, რათა ერ-
თის ნაცვლად ორი შანსი ჰქონდეს.
მაგრამ მაიდანოვმა უარის ნიშნად თავი გააქნია და თმა უკან
გადაიყარა.
27 მკითხველთა ლიგა
შლაპაში ხელი მე ყველაზე ბოლოს ჩავყავი, ბილეთი გავშა-
ლე და, აი, საოცრება! ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებო-
და, ბილეთში სიტყვა „კოცნა“ რომ ამოვიკითხე და ჩემდა უნებუ-
რად წამოვიძახე:
– კოცნა!
– ვაშაა! მოიგო! მუსიე ვოლდემარმა მოიგო!.. – აიტაცა თავა-
დის ასულმა, სკამიდან ჩამოვიდა და თვალებში ისე ტკბილად
ჩამხედა, რომ გულმა ბაგაბუგი დამიწყო... თქვენ? თქვენც გიხა-
რიათ, მუსიე ვოლდემარ? – მკითხა მან ბოლოს.
– მე?! მე... – ჩავიბუტბუტე დაბნეულმა.
– მომყიდეთ თქვენი ბილეთი, – ჩამძახა ყურში ბელოვზო-
როვმა, – მე თქვენ ას მანეთს მოგცემთ.
ამაზე ჰუსარს ისე აღშფოთებულმა შევხედე, ზინაიდამ ტაში
შემოკრა, ლუშინმა კი – ყოჩაღო! – ჯერ შემაქო და მერე განაგ-
რძო:
– მაგრამ, მე, როგორც ცერემონმაისტერი, ვალდებული ვარ,
ყველა წესის შესრულებას ყურადღება მივაქციო. მუსიე ვოლდე-
მარ, ცალ მუხლზე დაიჩოქეთ, ჩვენთან ასეა მიღებული.
ზინაიდა ჩემ წინ დადგა, თავი გვერდზე ისე გადახარა, თით-
ქოს კარგად უნდა შემათვალიეროსო, და ხელი დიდი ამბით გა-
მომიწოდა. უცებ თვალთ დამიბნელდა, ერთის ნაცვლად ორივე
მუხლზე დავიჩოქე და ზინაიდას ხელზე ისე უხერხულად დავეკო-
ნე, რომ ფრჩხილით ცხვირიც კი გავიჩხაპნე.
– კეთილი! – იყვირა ლუშინმა და წამოდგომაში დამეხმარა.
ფანტის თამაში გაგრძელდა, ზინაიდამ გვერდით დამისვა,
თან ათასნაირ ჯარიმას იგონებდა. სხვათა შორის, ქანდაკების
განსახიერებაც მოუწია. კვარცხლბეკად შეუხედავი ნირმაცკი
აირჩია და პირქვე დაწექი, სახე მკერდში ჩამალეო, – უბრძანა.
მე, ბატონის დიდებულ სასახლეში, კეთილშობილ გარემოსა და
საზოგადოებაში აღზრდილ ბიჭს, ამ ხმაურმა, თითქმის სიგიჟემ-
28 მკითხველთა ლიგა
დე მისულმა გართობამ, ჩემთვის სრულიად გაუგებარმა ურთი-
ერთობებმა გონება ამირია, ღვინონასვამივით ხმამაღლა ვხარ-
ხარებდი, სხვებზე ხმამაღლა ვყბედობდი, ისე რომ თავად ქალ-
ბატონიც კი, რომელიც ამ დროს მეზობელ ოთახში ივერთა კა-
რიბჭის საგანგიოდან სათათბიროდ მოწვეულ მსახურთან ერ-
თად იჯდა და საუბრობდა, გამოვიდა, რათა შეეხედა, ასე ვინ
ხმაურობდა. მაგრამ მე თავს ისე ბედნიერად ვგრძნობდი, რომ
ცა ქუდად არ მიმაჩნდა, არც დაცინვას დაგიდევდი, არც ირონი-
ულ შემოხედვას. ზინაიდა ყველასგან გამორჩეულად მექცეოდა,
გვერდიდან არ მიშორებდა. ერთ-ერთი ჯარიმის მიხედვით, ვალ-
დებული ვიყავი, მისთვის ჩემი საიდუმლო მეთქვა, რისთვისაც
აბრეშუმის თავსაფრის ქვეშ ჯდომა მასთან ერთად მომიწია. მახ-
სოვს, ჩვენი თავები ნახევრად გამჭვირვალე, დახუთულ, სურნე-
ლოვან ბინდში როგორ აღმოჩნდა, ჩემთან ახლოს, სიბნელეში
როგორი სითბო გამოკრთოდა მისი თვალებიდან, როგორ
მწვავდა მისი ბაგეებიდან წამოსული ცხელი სუნთქვა, სიბნელე-
ში როგორ ელავდა მისი თეთრი, ქათქათა კბილები, მისი თმა
სახეზე როგორ მელამუნებოდა და როგორ მაფორიაქებდა. ის კი
ისევ ეშმაკურად იღიმებოდა და ახლა რა ვქნაო, ბოლოს ყურში
ჩამჩურჩულა. სახეზე ცეცხლი მეკიდა, ვიცინოდი, მისგან განზე
ვიწევდი, ძლივს ვსუნთქავდი... ბოლოს ფანტი ყველას მოგ-
ვწყინდა და „თოკობანას“ თამაში დავიწყეთ. ვზივარ ჩემთვის
უაზროდ თვალებგაშტერებული, რომ თითებზე უცებ მისი ხელის
ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. ღმერთო, როგორი გახარებული,
როგორი აღტაცებული ვიყავი, როგორ ვცდილობდი, ისევ ისეთი
გამოთაყვანებული სახე მიმეღო! მაგრამ ჩემ ამ გამოთაყვანება-
ზე ახლა მხოლოდ ბრაზობდა და დარტყმისთვის მიმარჯვებულ
ჩემს ხელს ერთხელაც აღარ შეხებია.
რას არ ვაკეთებდით, რას არ ჩავდიოდით იმ საღამოს! ვუკ-
რავდით ფორტეპიანოზე, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ბოშათა ბა-
29 მკითხველთა ლიგა
ნაკს წარმოვადგენდით. ნირმაცკი დათვის ფორმაში გამოაწ-
ყვეს, თაფლითა და მარილით გაბერეს. გრაფი მალევსკი ნაირ-
ნაირ ფოკუსებს გვიჩვენებდა, რაც იმით დამთავრდა, რომ ბანქო
ისე აურია, ყველა კოზირი ვისტის თამაშის დროს საკუთარ თავს
შეახვედრა. მაიდანოვმა თავისი პოემა „მკვლელიდან“ ნაწყვე-
ტები წაგვიკითხა, რომელშიც ამბავი გაცხარებული რომანტიზ-
მის ხანაში ხდებოდა და გვითხრა, პოემა შავ გარეკანში, ხოლო
სასათაურე მთავრული ასოები – სისხლისფერი იქნება, ეს უკვე
გადაწყვეტილიაო... ივერთა კარიბჭის საგანგიოს მსახურს მუხ-
ლზე დადებული ქუდი მოჰპარეს და აიძულეს, მის გამოსასყი-
დად „კაზაკური“ ეცეკვა. მოხუცი ვონიფატი ქალის ჩაჩით გამოპ-
რანჭეს, ხოლო თავადის ასულმა კაცის შლაპა მოირგო... ძნე-
ლია, ყველა იმ სიგიჟეს ვერ ჩამოვთვლი!.. მხოლოდ ბელოვზო-
როვი იჯდა კუთხეში განმარტოებით, შუბლშეკრული და გაბრა-
ზებული... ზოგჯერ თვალები სისხლით აევსებოდა, სახე წითლად
წამოენთებოდა და ასე გვეგონა, საცაა გვეცემოდა, ნაფოტები-
ვით აქეთ-იქით მიგვყრიდა, მაგრამ თავადის ასული ერთს შეხე-
დავდა, თითს დაუქნევდა და ისევ მიიკუნჭებოდა იმ თავის კუთ-
ხეში.
ბოლოს დავიღალეთ, ყველას ქანცი გაგვიწყდა, მხოლოდ თა-
ვადის ასული იყო ისევ ენერგიით სავსე და, როგორც თავად ამ-
ბობდა, არც ეს უთავბოლო ქოთქოთი აწუხებდა, არც ეს ხმაური.
თუმცა ბოლოს ისიც დაიღალა და მიყუჩდა... თორმეტი საათის-
კენ ძველ, გამომშრალ-გამოფიტულ ყველთან ერთად დაკეპილი
შაშხის ცივი ღვეზელი შემოიტანეს, რომელიც სიძველის მიუხე-
დავად ყოველგვარ პაშტეტზე გემრიელი მეჩვენა. ღვინო, რო-
მელსაც ვარდისფერი დაჰკრავდა, შავი, გაბერილყელიანი ბოთ-
ლით დადგეს, მაგრამ ღვინისთვის პირი არავის დაუკარებია...
დაღლილი, ბედნიერებისგან ძალაგამოლეული გამოსამშვიდო-

30 მკითხველთა ლიგა
ბებლად ფლიგელში რომ გავედი, ზინაიდამ ხელი მაგრად ჩამო-
მართვა და ისევ უცნაურად გაიღიმა.
ცივი, მძიმე, ნესტიანი ღამეული ჰაერი გახურებულ სახეში
მცემდა. შავად ჩამოწოლილ ცას საცაა ალბათ ჭექა-ქუხილი
გააყრუებს-მეთქი, გავიფიქრე. ლეგა, კვამლისფერი ღრუბლები
ნელა ირეოდა ცაში, ფერსა და ფორმას ყოველწუთიერად იც-
ვლიდა. ქარი აბორგებული დათარეშობდა შავად აზიდულ ხეებს
შორის. სადღაც შორს, ცისკიდურთან ყრუდ, ბრაზიანად ღრენდა
ქუხილი.
უკანა პარმაღი გავიარე და ჩემს ოთახში შევედი. გადიას
იატაკზე ეძინა, ამიტომაც იძულებული გავხდი, გადამებიჯებინა.
მან კი ხმაურზე გაღვიძებულმა შემომხედა თუ არა, მაშინვე მო-
მახალა, დედა ძალიან გაბრაზებულია, შენთან მაგზავნიდა, მაგ-
რამ მამამ არ გამოუშვაო... დედასთან გამომშვიდობებისა და მი-
სი დალოცვის გარეშე დასაძინებლად არასოდეს ვწვებოდი, ახ-
ლა კი, აბა, რა უნდა მექნა?
მე თვითონ გავიხდი და დავწვები-მეთქი, ვუთხარი ჩემს გადი-
ას და ოთახიდან გავიდა თუ არა, მაშინვე სანთელი ჩავაქრე,
მაგრამ არც გამიხდია და არც დავწოლილვარ.
დიდხანს ვიჯექი სკამზე მოჯადოებულივით. განცდა, რომე-
ლიც მაშინ დაუფლებოდა ჩემს გულსა და გონებას, ახალი და ძა-
ლიან ტკბილი იყო... ვიჯექი ერთ ადგილას გაუნძრევლად, უაზ-
როდ ვიყურებოდი აქეთ-იქით და მძიმედ ვსუნთქავდი. იმის გა-
ფიქრებაზე, შეყვარებული ვარ, აი, ესეც, ნამდვილი სიყვარული-
მეთქი, მთელი სხეული მითრთოდა. ზინაიდას ხატება ღამის სიბ-
ნელეში ნელა დაცურავდა ჩემ თვალწინ – ბაგეზე ისევ ის იდუმა-
ლი ღიმილი დასთამაშებდა და ოდნავ თავგადაწეული ნაზად,
ფიქრიანი თვალებით ისე მომჩერებოდა, როგორც წამოსვლის
წინ, გამომშვიდობებისას... ბოლოს ავდექი, საწოლამდე ფეხაკ-
რეფით მივედი და ლოგინში გაუხდელად ჩავწექი – მეშინოდა,
31 მკითხველთა ლიგა
ჩემი მკვეთრი მოძრაობით ის არ შემეშინებინა, ის არ დამეფ-
რთხო, რითაც ასე სავსე ვიყავი მაშინ...
დავწექი, მაგრამ თვალი არ მომიხუჭავს. მალე ოთახში სი-
ნათლის სუსტი ანარეკლი შევნიშნე, ბალიშიდან თავი წამოვწიე
და ფანჯარაში გავიხედე. გარედან შემოსულ, დროდადრო გამ-
კრთალ სინათლეზე მკვეთრად იკვეთებოდა ფანჯრის ჩარჩო და,
ეტყობა, იქუხებს-მეთქი, გავიფიქრე. მალე მართლაც იქუხა, მაგ-
რამ ისე შორს, რომ ჩემამდე ხმას თითქმის არ მოუღწევია. არც
ისე კაშკაშა ელვა ყოველ წამს გადაურბენდა ცას, უხვად გან-
ტოტვილი მომაკვდავი ჩიტივით თრთოდა, სასომიხდილივით იკ-
ლაკნებოდა. ლოგინში უკვე აღარ ჩავწოლილვარ, დილამდე
ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი, მთელი ღამე შეუჩერებლივ
როგორ ელავდა. ბნელი ღამე იყო, ჭექა-ქუხილი, როგორც ასეთ
დროს ხალხში ამბობენ ხოლმე, ბეღურებსაც კი აფრთხობდა ბუ-
დეებში. გავყურებდი მდუმარე, ქვიშით მოფენილ მინდორს, ნე-
კერჩხლის ხეებით დაბურულ, შავად ჩაზვინულ ბაღს და მოშო-
რებით აღმართული შენობების მოყვითალო ფასადებს... ვიდე-
ქი, ვუყურებდი და თვალს ვერ ვწყვეტდი... ის უხმო ელვა, ასე მე-
გონა, იმ იდუმალ, იმ უხმო გამონათებებს პასუხობდა, ასე რომ
წამოენთებოდა ხოლმე ჩემს სულში... და, აი, დილა თანდათან
ძალაში შევიდა, ცას ალისფერ ლაქებად წაეკიდა ალიონი... მზის
ამოსვლასთან ერთად ელვა სულ უფრო უფერულდებოდა, ცას
უფრო იშვიათად გადაურბენდა... ბოლოს დღის კაშკაშა სინათ-
ლეში მიილია და გაუჩინარდა...
ჩაქრა, ჩაინავლა სულში ჩემი გამონათებებიც... საშინელი
დაღლილობა ვიგრძენი, სიჩუმემ დაივანა გულში... მხოლოდ ზი-
ნაიდას სახე მედგა თვალწინ, მხოლოდ ის ბატონობდა ჩემს
გულსა და გონებაზე, მხოლოდ მისი სახე მგვრიდა სიმშვიდეს,
მისი სახე მივსებდა გულს სიხარულით... მისი სახე ისე გამოირ-
ჩეოდა იმ უაზრო სახეებს შორის, ირგვლივ რომ ეხვია, როგორც
32 მკითხველთა ლიგა
ტბის ზედაპირზე წამოზრდილი ბალახებიდან ეულად აფრენილი
გედი. და, აი, ჩაძინებამდე უკანასკნელად ვემთხვიე ნდობით,
თაყვანისცემით...
ო, ხანმოკლე, ზღვარდაუდებელო სიყვარულო, თბილო,
მოალერსე ბგერებო, სიკეთევ, მშფოთვარე სულის საამო
დაოკებავ, სადა ხართ!.. სადა ხართ!.. სადა ხართ!.. სადა ხარ
პირველი სიყვარულის მზისებრ ანთებულო, თანდათან მი-
ლეულო, დაუცხრომელო სიხარულო!.. სად გაქრი, სად გაუჩი-
ნარდი იმ დიდი სიყვარულის სულისშემძვრელო, დღემოკლე ნე-
ტარებავ!..

33 მკითხველთა ლიგა
8
მეორე დღეს ჩაიზე რომ ჩავედი, დედა გაბრაზებული დამხვდა
(თუმცა არც ისე ძალიან, როგორც ველოდი) და მაიძულა დაწ-
ვრილებით მომეყოლა, გუშინდელი საღამო როგორ გავატარე.
მაგრამ მხოლოდ ორიოდე სიტყვით მოვუყევი, თან თავი ისე მე-
ჭირა, ვითომ ამ ყველაფერს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა
არ ჰქონდა.
– და მაინც, ეგ ადამიანები ილ ფაუტ, ანუ კარგად აღზრდილე-
ბი არ არიან, – შენიშნა დედამ, – მათთან ასე წამდაუწუმ სიარუ-
ლი საჭირო არ არის, ჯობს დაჯდე და იმეცადინო, გამოცდების-
თვის მოემზადო.
ვიცოდი ჩემს მეცადინეობასა და სწავლა-განათლებაზე დედა-
ჩემის ფიქრი და ზრუნვა ამ რამდენიმე სიტყვით ამოიწურებოდა
და წინააღმდეგობის გაწევა საჭიროდ არ ჩავთვალე... მამამ ნა-
საუზმევს ხელკავი გამიკეთა, ბაღში გამიყვანა და მთხოვა, ყვე-
ლაფერი დაწვრილებით ამეწერა, რაც გუშინ ზასეკინებთან ვნა-
ხე.
მამას ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა. უცნაური იყო ჩვენი ურ-
თიერთობაც. ის თითქმის არ ერეოდა ჩემს აღზრდაში, უხეშად
არასოდეს მომმართავდა, ერიდებოდა ჩემს გულისტკენას და
ჩემს თავისუფლებას პატივს სცემდა, ის კი არა, მეტად თავა-
ზიანიც იყო ჩემ მიმართ, თუმცა ახლოს არასოდეს მიშვებდა...
მამა ძალიან მიყვარდა, მე ის მამაკაცის ეტალონად მიმაჩნდა და
ვამაყობდი. ო, ღმერთო, როგორ მივენდობოდი მთელი ჩემი არ-
სებით, ჩემგან თავი ასე შორს რომ არ სჭეროდა! სამაგიეროდ,
როცა თვითონ სურდა, შეეძლო ერთ წამში, ერთი სიტყვით, ერ-
თი მოძრაობით მოეგო ჩემი გული, რათა სულით და გულით მივ-
ნდობოდი, გული და სული გადამეხსნა. ასეთ დროს ისე ველაპა-
რაკებოდი, როგორც ჭკვიან, გულითად მეგობარს, როგორც
34 მკითხველთა ლიგა
მოწყალე, მოსიყვარულე მოძღვარს... მაგრამ უცებ ასევე
მოულოდნელად გაუცხოვდებოდა, რბილად, ალერსიანად მომი-
შორებდა.
ზოგჯერ ერთბაშად გამხიარულდებოდა და მზად იყო, ჩემთან
ერთად პატარა ბიჭივით ეცელქა. მხოლოდ ერთხელ, ერთადერ-
თხელ მომეფერა ისე ტკბილად, ისე ნაზად, ისე გულიანად, რომ
ლამის ავტირდი. მაგრამ მისი მხიარულებაცა და მისი სინაზეც
მალე უკვალოდ ქრებოდა. ის სითბო, ის სინაზე, რომელსაც ეს-
ესაა მისგან ვგრძნობდი, სამომავლოდ იოტისოდენა იმედსაც არ
მიტოვებდა, თითქოს ის ყველაფერი მხოლოდ სიზმარში ვიხი-
ლე. ზოგჯერ ვუყურებდი მის ჭკვიან, ნათელ, ლამაზ სახეს და
მთელი არსებით გული მისკენ მიმიწევდა... ასეთ დროს თითქოს
ჩემი განწყობა იგრძნოო, ლოყაზე ხელს მომითათუნებდა, ან გა-
მეცლებოდა, ან ისეთ გაუცხოებულ სახეს მიიღებდა, როგორიც
მხოლოდ მას სჩვეოდა. მეც მაშინვე გული მტკივნეულად შემე-
კუმშებოდა და სიცივე მთელ სხეულში დამივლიდა. მისი კეთილ-
განწყობის ეს იშვიათი გამონათებები არასოდეს იყო ჩემი უსიტ-
ყვო, მაგრამ სრულიად გასაგები მუდარით გამოწვეული, ის ისე-
ვე მოულოდნელად ჩნდებოდა, როგორ მოულოდნელადაც უჩი-
ნარდებოდა. შემდეგში, როცა მამაჩემის ხასიათზე დავფიქრდი,
იმ დასკვნამდე მივედი, რომ მას არც ჩემთვის ეცალა, არც ოჯა-
ხისთვის – მას სხვა რამ უყვარდა და ამ სიყვარულით ტკბებო-
და... – მუდამ შენს თავს ეკუთვნოდე, აიღე ყველაფერი, რის აღე-
ბაც შეგიძლია, მაგრამ არასდროს დანებდე, ამაშია ცხოვრების
აზრი და მომხიბვლელობაო, – მითხრა ერთხელაც. მახსოვს, მე,
როგორც ახალგაზრდა დემოკრატი, მისი თანდასწრებით თავი-
სუფლებაზე მსჯელობას მოვყევი (იმ დღეს, როგორც მაშინ მი-
მაჩნდა, ეს ის „თბილი და კეთილი“ ადამიანი იყო, რომელთანაც
ყველაფერზე მშვიდად, გულახდილად შეიძლებოდა ლაპარაკი).

35 მკითხველთა ლიგა
– თავისუფლება!.. – გაიმეორა მამამ, – მაგრამ ის თუ იცი, რა
ანიჭებს ადამიანს თავისუფლებას?
რა-მეთქი, ვკითხე.
– ნებისყოფა! საკუთარი ნებისყოფა!.. ნებისყოფით ადამიანი
არა მარტო თავისუფლებას, ძალაუფლებასაც მოიპოვებ, ძალა-
უფლება კი თავისუფლებაზე მეტია!.. თუ მოისურვებ, თუ დიდი
სურვილი გექნება, თავისუფალიც იქნები და ძალაუფლებით მო-
სილიც!..
მამას უნდოდა, ეცხოვრა, ცხოვრებით დამტკბარიყო და იც-
ხოვრა კიდევაც. არ ვიცი, იქნებ გრძნობდა, დიდი ხნის სიცოც-
ხლე რომ არ ეწერა, ხანგრძლივად რომ ვერ დატკბებოდა სი-
ცოცხლით – ის ხომ ორმოცდაორისაც არ იყო, როცა გარდაიც-
ვალა.
მახსოვს, მაშინ დაწვრილებით მოვუყევი, წინა საღამოს ზასე-
კინებთან რა ხდებოდა, მაგრამ როგორღაც დაბნეული მისმენ-
და. იჯდა სკამზე, წკეპლით სილაზე რაღაცას ხატავდა და ხანდა-
ხან ჩუმად ჩაიცინებდა. მერე როგორღაც უცნაურად თვალებგაბ-
რწყინებულმა შემომხედა და მოკლე-მოკლე შეკითხვებითა თუ
კამათით სალაპარაკოდ წამაქეზა, რათა ყველაფერი კიდევ უფ-
რო დაწვრილებით მომეყოლა. თავიდან ზინაიდას სახელის ხსე-
ნებასაც ვერ ვბედავდი, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და
საჭირო იყო თუ არა, მის სახელს წარამარა ვახსენებდი. მამამ
ჯერ გაიცინა, მერე ჩაფიქრდა, გაიზმორა და წამოდგა.
ამ დროს გამახსენდა, რომ სახლიდან გამოსვლისას მამამ
ცხენის შეკაზმვა ბრძანა. თვითონ მართლაც შესანიშნავი ცხენო-
სანი იყო, ყველაზე ველურ, ფიცხსა და გადარეულ ცხენს მასზე
სწრაფად და იოლად ვერავინ ხედნიდა.
შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე-მეთქი, ვკითხე ახლა.

36 მკითხველთა ლიგა
– არა, – მითხრა მამამ ალერსიანად, მაგრამ ამავე დროს
მისთვის ჩვეული გულგრილი გამომეტყველებით, – თუ გინდა,
მარტო წადი, მეეტლეს კი უთხარი, რომ აღარ მოვდივარ.
ამ სიტყვებით შეტრიალდა და სწრაფად წავიდა. ვიდექი და
ვუყურებდი, ჭიშკრიდან როგორ გადიოდა, მისი შლაპა მესრის
გასწვრივ როგორ მოძრაობდა და ბოლოს ზასეკინების ფლიგე-
ლისკენ როგორ შეუხვია.
მამა იქ დაახლოებით ერთი საათი დარჩა, იქიდან პირდაპირ
ქალაქში წავიდა და შინ მხოლოდ გვიან საღამოს დაბრუნდა.
ნასადილევს მეც წავედი ზასეკინებთან. სასტუმრო ოთახში
მხოლოდ მოხუცი ქალბატონი დამხვდა. მე რომ დამინახა, ჩაჩის
ქვეშ საქსოვი ჩხირით თავი მოიქექა და უცებ მკითხა, თხოვნის
ერთ ქაღალდს ხომ ვერ გადამიწერდიო.
– სიამოვნებით... – ვუპასუხე და სკამის კიდეზე ჩამოვჯექი.
– ოღონდ, იცოდეთ, მსხვილი ასოებით დაწერეთ, – თქვა და
ჭუჭყიანი ქაღალდი გამომიწოდა: – შეიძლება, დღესვე გადამი-
წეროთ?
დიახ, რა თქმა უნდა-მეთქი, ვუპასუხე.
ამ დროს მეზობელი ოთახის კარი ოდნავ გაიღო და ზინაიდა
გამოჩნდა – ფერმიხდილი, დაფიქრებული, უკან დაუდევრად
თმაგადავარცხნილი, თავისი დიდი, ლამაზი თვალებით ცივად
შემომხედა და კარი ჩუმად გაიხურა.
– ზინა, გესმის? – გასძახა კნეინამ.
ზინაიდა არ გამოპასუხებია. წამოვიღე მოხუცი ქალბატონის
თხოვნა და მთელი საღამო ისე ვწერე, თავი არ ამიღია.

37 მკითხველთა ლიგა
9
იმ დღიდან სიყვარულმა მთელი ჩემი არსება მოიცვა. მახ-
სოვს, რაღაც ისეთი ვიგრძენი, რასაც ადამიანი სამსახურის დაწ-
ყებისას განიცდის. მე უკვე ის ახლად შეღერებული ბიჭი კი არა,
შეყვარებული „ყმაწვილკაცი“ ვიყავი. გითხარით, ვნება სწორედ
იმ დღიდან დაეუფლა მთელ ჩემს არსებას-მეთქი, მაგრამ შემიძ-
ლია ისიც გითხრათ, რომ ჩემი ტანჯვაც სწორედ იმ დღიდან და-
იწყო. როცა ზინაიდას ვერ ვხედავდი, ვწუხდი, თავი ისე მქონდა
გამოცარიელებული, შიგ აზრის ნატამალი არ იყო, ყველაფერი
ხელიდან მიცვიოდა, დილიდან დაღამებამდე მხოლოდ მასზე
ვფიქრობდი, ვწუხდი, ვიტანჯებოდი... მაგრამ არც მის გვერდით
ვგრძნობდი თავს მშვიდად. სულ ეჭვებში ვიყავი, თავი არა-
რაობად მიმაჩნდა. ხან სულელივით ვიბუტებოდი, ხან ფეხქვეშ
ვეგებოდი. მიუხედავად ამისა, მისკენ რაღაც დაუძლეველი ძალა
მეწეოდა და მეც მისი ოთახის ზღურბლს ბედნიერებისგან აკან-
კალებული ვაბიჯებდი. ზინაიდა, რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა
ყველაფერს – მიხვდა, რომ შეყვარებული ვიყავი (თუმცა არც ვა-
პირებდი მისთვის ამის დამალვას). ის დასცინოდა ჩემს გრძნო-
ბას, ჩემი წამებით ერთობოდა და ტკბებოდა დიდი, უპასუხო სიყ-
ვარულით გამოწვეული ტანჯვის, მწუხარების ერთადერთი მიზე-
ზი რომ იყო. მის ხელში ურბილეს ცვილს ვგავდი, თუმცა მხო-
ლოდ მე როდი გახლდით მასზე ასე შეყვარებული! თუ ვინმე მა-
მაკაცი იყო მის ირგვლივ, ყველას თავდავიწყებით უყვარდა,
ყველა ფეხქვეშ ეგებოდა და არც თვითონ უშვებდა არავის ხე-
ლიდან, ყველას თავის ნებაზე ათამაშებდა, ხან იმედს აღუძრავ-
და, ხან შიშს და ამას ადამიანების ურთიერთდაჯახებას ეძახდა,
წინააღმდეგობის გაწევა კი აზრადაც არავის მოსდიოდა. მთელ
მის ახალგაზრდულ, მომხიბვლელობით სავსე უმშვენიერეს არ-
სებაში იყო რაღაც განსაკუთრებული ეშხი, ეშმაკობის, სიანცის,
38 მკითხველთა ლიგა
გულწრფელობის, ხელოვნურობის, სიკისკასის, აღტაცებულო-
ბის, სიმშვიდის უცნაური ნარევი – თითოეული მისი მოძრაობა
დახვეწილობით, სინაზით, სინატიფით გხიბლავდა, ყოველი მისი
მოქმედება გულს სიხარულით ავსებდა, მასში სიცოცხლე განსა-
კუთრებული ძალით ჩქეფდა... სახე ყოველ წუთს ისე ეცვლებო-
და, როგორც ღრუბლების ჩრდილი იცვლება ქარიან დღეს. ერ-
თდროულად ფიქრსაც გამოხატავდა, სიყვარულსაც და დაცინვა-
საც. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გრძნობები ყო-
ველ წამს გადაურბენდა სახეზე, ხან ფიქრი მოეძალებოდა, ხან
ეშმაკური ღიმილით გაუბრწყინდებოდა თვალები.
მას თითოეული თაყვანისცემელი, თითოეული ჩვენგანი
სჭირდებოდა – სჭირდებოდა ბელოვზოროვი, რომელსაც ხან
„ჩემს მხეცს“ ეძახდა, ხან „ჩემოს“; ვინც მისი გულისთვის თვა-
ლებდახუჭული შევარდებოდა ცეცხლში; ვინც, იმის გამო, რომ
თავისი გონებრივი შესაძლებლობებისა თუ სხვა რამ ღირსებე-
ბის იმედი არ ჰქონდა, ერთთავად – ცოლად გამომყევიო, – სთა-
ვაზობდა, ქარაგმულად მიანიშნებდა, რომ სხვები მხოლოდ ყბე-
დობდნენ... სჭირდებოდა მაიდანოვი, ვინაიდან, როგორც პოეტი
და მეოცნებე, მისი სულის პოეტურ სიმებს ეხმიანებოდა. მაიდა-
ნოვი დაბეჯითებით არწმუნებდა (იქნებ თავის თავსაც), გაღმერ-
თებო; გაუთავებლად აქებდა, ხოტბას ასხამდა თავის ლექსებში,
რომლებიც თან არაბუნებრივი იყო, თან ძალიან გულწრფელი.
ზინაიდა მას თანაუგრძნობდა და თან ცოტა დასცინოდა კიდე-
ვაც. ბოლოს მოჰბეზრდებოდა გრძნობების ეს დაუსრულებელი
ფრქვევა და, როგორც თვითონ იტყოდა, ჰაერი ცოტა მაინც რომ
გაწმენდილიყო, ახლა პუშკინი წამიკითხეო, ეტყოდა... სჭირდე-
ბოდა ცინიკოსი, პირდაპირი, მოურიდებელი ლუშინი, რომელიც
მას ყველაზე უკეთ იცნობდა, ყველაზე მეტადაც უყვარდა და ყვე-
ლაზე მეტადაც კიცხავდა პირშიც და პირს უკანაც. ზინაიდა პა-
ტივს სცემდა, მაგრამ ზოგჯერ ნიშნის მოგებით, სიამოვნებით აგ-
39 მკითხველთა ლიგა
რძნობინებდა, რომ ისიც მის ხელთ იყო. „თქვენ რომ გკითხოთ,
უგულო, პრანჭია, არტისტული ბუნების ქალი ვარ, – უთხრა ერ-
თხელაც ლუშინს ჩემი თანდასწრებით, – ჰოდა, ძალიან კარგი,
მომეცით ხელი, მე ამ ყმაწვილკაცის თანდასწრებით ხელში ქინ-
ძისთავს შეგირჭობთ, თქვენ შეგრცხვებათ მისი, მაგრამ, მიუხე-
დავად იმისა, რომ თქვენ, ბატონო მართალო ადამიანო, გულიც
ძალიან გეტკინებათ და ხელიც, მაინც გაიცინებთ“. ლუშინი გა-
წითლდა, ტუჩი მოიკვნიტა, შებრუნდა, თუმცა ბოლოს ხელი მა-
ინც გაუწოდა, ზინაიდამ ხელში ქინძისთავი შეურჭო და ლუშინმა
მართლაც გაიცინა. იცინოდა ზინაიდაც, ქინძისთავს სულ უფრო
ღრმად ურჭობდა, თან თვალებში მისჩერებოდა და ლუშინი გამ-
წარებული ამაოდ აფეთებდა თვალებს აქეთ-იქით...
ყველაზე მეტად ზინაიდასა და გრაფი მალევსკის ურთიერთო-
ბა ვერ გამეგო.
გარეგნულად მალევსკი მართლაც საუცხოო შესახედავი იყო,
მარჯვე, მოხერხებული და ჭკვიანი. მაგრამ მე, ჯერ კიდევ თექ-
ვსმეტი წლის ყმაწვილი, ვგრძნობდი, რომ მასში რაღაც ყალბი,
არაბუნებრივი იყო და მიკვირდა, ამას მე თუ ვხვდები, ზინაიდა
რატომ ვერ ხვდება-მეთქი. იქნებ ხვდებოდა და არ იმჩნევდა?
ცუდმა აღზრდამ, გაუგებარმა ურთიერთობებმა, არცთუ სა-
სიამოვნო ჩვევებმა, სიღარიბემ, უთავბოლო, მოუწესრიგებელ-
მა, დაულაგებელმა ოჯახმა, მუდამ დედის გვერდით, მუდამ მისი
მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნამ – ყველაფერმა ამან, იმ თავი-
სუფლებით დაწყებული, რომლითაც ის შეუზღუდავად სარგებ-
ლობდა, საკუთარი უპირატესობის განცდამ ჯერ სულ ახალგაზ-
რდას ირგვლივ ყველასა და ყველაფრის მიმართ დაუდევარი
დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.
რაც უნდა მომხდარიყო – რაღაც საზიზღარი, დამამცირებე-
ლი ჭორი გავრცელდებოდა თუ სტუმრები უაზრო ჩხუბსა და
აყალმაყალს ატეხდნენ, თუ ვონიფატი მოვიდოდა და შეწუხებუ-
40 მკითხველთა ლიგა
ლი მოახსენებდა, შაქარი აღარ არისო, – ზინაიდასთვის სულერ-
თი იყო, თავს გადააქნევდა და არა უშავს, საფიქრალი უამისო-
დაც ბევრი მაქვსო, იტყოდა.
მალევსკი მასთან მელიასავით ეშმაკური წმაწნა-გრეხით
რომ მივიდოდა, მოხდენილად დაეყრდნობოდა მისი სკამის
ზურგს და თავისი თავით კმაყოფილი ქლესა ღიმილით ჩურ-
ჩულს დაუწყებდა, მთელი სხეული მეწვოდა. ზინაიდა კი გულ-
ხელს დაიკრებდა, ყურადღებით შეხედავდა, გაიღიმებდა და
თავს გადააქნევდა.
– მაინც რა ძალა გადგათ, რატომ მეგობრობთ მალევსკის-
თან? – ვკითხე ზინაიდას ერთხელაც.
მან კი – ისეთი ლამაზი ულვაშები აქვს, თანაც თქვენ ეს არ
გეხებათო, – მიპასუხა.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ მალევსკი მიყვარს? – მეუბნება ერ-
თხელაც, – აბა, იმ კაცს როგორ შევიყვარებ, რომელსაც ზევი-
დან ვუყურებ! მე ის მჭირდება, ვინც დამიმორჩილებს... მაგრამ,
ღმერთი მოწყალეა, ასეთის კლანჭებში არასოდეს მოვხვდები,
ეს შეუძლებელია...
– ესე იგი, არასოდეს არავის შეიყვარებთ?
– მერედა, თქვენ? განა მე თქვენ არ მიყვარხართ? – მითხრა
ზინაიდამ და ცხვირზე ხელთათმანი მომითათუნა.
დიახ, ზინაიდა ერთობოდა ჩემით. მთელი სამი კვირა ყოველ-
დღე ვხედავდი, ჩვენთან კი იშვიათად თუ მოვიდოდა და მაშინაც
თავი ისე ეჭირა, როგორც ნამდვილ თავადის ასულს. მეც ვერი-
დებოდი, მეშინოდა, დედა არ მიხვედრილიყო რაიმეს – ვიცოდი,
ზინაიდას მაინცდამაინც არ სწყალობდა. სამაგიეროდ, არ მეში-
ნოდა მამაჩემის, ის თითქმის ვერ მამჩნევდა, ზინაიდასაც იშ-
ვიათად თუ დაელაპარაკებოდა, თუმცა ყოველთვის ძალიან სე-
რიოზულად და მრავლისმეტყველად. მეცადინეობა სრულიად
მივატოვე, ის კი არა, სასეირნოდ ჩვენი სახლის შემოგარენშიც
41 მკითხველთა ლიგა
აღარ დავდიოდი, აღარც ცხენი მახსოვდა, – ფეხზე ძაფგამობმუ-
ლი ხოჭოსავით ერთთავად ჩემთვის ძვირფას ფლიგელს ვუტ-
რიალებდი, რის გამოც დედა სულ ბრაზობდა, მე კი შესაძლებ-
ლობა რომ მქონოდა, ალბათ იქ სამუდამოდაც სიამოვნებით
დავრჩებოდი... მაგრამ ფლიგელიდან ზოგჯერ თვითონ ზინაიდა
გამომაგდებდა ხოლმე. ჩავიკეტებოდი მაშინ ჩემს ოთახში, ანდა
გავიდოდი ბაღის ბოლოს, ავძვრებოდი ორანჟერეის ქვის დან-
გრეულ გალავანზე, იქ, სადაც ყველაზე მაღალი იყო და გზისკენ
გამოდიოდა, ვიჯექი საათობით ფეხებგადმოკიდებული და ვიყუ-
რებოდი აქეთ-იქით, თუმცა ვერაფერს ვხედავდი... ქვევით,
მტვრით დაფარულ ჭინჭრებზე, ნელა დაფრინავდნენ თეთრი,
ფრთახატულა პეპლები. მკვირცხლი, მოუსვენარი ბეღურა ჩა-
მოჯდებოდა იქვე, წითელ, დამტვრეულ აგურზე და ჟღურტულებ-
და და ჟღურტულებდა გულისგამაწვრილებლად, თან მოუსვენ-
რად ტრიალებდა, კუდს მარაოსავით შლიდა და თვალებგაფაცი-
ცებული აქეთ-იქით იყურებოდა; ფრთხილი, ეჭვიანი ყვავები კი
ისხდნენ ხეების მაღალ, ფოთლებგაძარცულ კენწეროებზე და
მხოლოდ ხანდახან თუ დაიჩხავლებდნენ. მზის სხივები ფოთ-
ლებში დალივლივებდა, ქარი ნელა არხევდა არყის მეჩხერ ტო-
ტებს, დონის მონასტრიდან დროდადრო ზარების მშვიდი, სევ-
დიანი რეკვა ისმოდა. მეც ვიჯექი, ვუსმენდი და უცნაური გრძნო-
ბა მეუფლებოდა, გრძნობა, რომელშიც ყველაფერი იყო – სევ-
დაც, სიხარულიც, მომავალ ცხოვრებაზე ოცნებაც და ცხოვრების
შიშიც. მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, სახელს ვერ
ვარქმევდი იმას, რაც გულს ასე მიფორიაქებდა, ვინაიდან ჩემ-
თვის ყველაფერს მხოლოდ ზინაიდას სახელი ერქვა.
ზინაიდა კი ისე მეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს – ხან
მეკეკლუცებოდა, ლამის დნებოდა, ხან ხელს უცებ ისე მკრავდა,
ისე ცივად შემომხედავდა, არათუ მიახლოებას, შეხედვასაც ვერ
ვბედავდი. მახსოვს, რამდენიმე დღე ძალიან ცივად მექცეოდა,
42 მკითხველთა ლიგა
რამაც საშინლად დამაბნია და იმის გამო, რომ ახლოს ვერ ვეკა-
რებოდი, ერთთავად მოხუცი ქალბატონის გვერდით ვტრიალებ-
დი, ის კი მხოლოდ თავის თამასუქებზე ფიქრობდა, რომელთა
გამოც უბნის პოლიციისათვის უკვე ორჯერ მოუწია ახსნა-
განმარტება, ამიტომაც სულ გაბრაზებული დადიოდა და ყვირო-
და.
ერთ დღესაც ბაღში იმ ცნობილ მესერს მივუყვებოდი, რომ
ვხედავ, ზინაიდა, ორივე ხელით მიწაზე დაყრდნობილი, ბალა-
ხებში გაუნძრევლად ზის. მინდოდა, ჩუმად გავცლოდი, მაგრამ
უცებ თავი ასწია და რაღაც მანიშნა. გავშეშდი, გავირინდე, პირ-
ველად ვერ მივხვდი, რა უნდოდა, თუმცა მეორედ რომ მანიშნა,
მაშინვე მესერს გადავევლე და მასთან გახარებულმა მივირბი-
ნე. მისგან ორ ნაბიჯზე რომ ვიყავი, თვალით მანიშნა, გაჩერ-
დიო. ისეთი ფერმკრთალი იყო, ისეთი სევდიანი, ისეთი დაღლი-
ლობა გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან, რომ გული მტკივ-
ნეულად შემეკუმშა და უნებურად წავიბუტბუტე:
– რა გჭირთ, რა დაგემართათ?
ზინაიდამ ხელი გაიწოდა, რომელიღაც ბალახი მოწყვიტა, გა-
ღეჭა, გადააგდო და მეკითხება:
– ძალიან გიყვარვართ?.. მართლა ასე ძალიან გიყვარვართ?
მე არაფერი ვუპასუხე, ანდა რა უნდა მეთქვა?
– ჰო, ასეა... ზუსტად ასეთი თვალები აქვს... – ამბობდა ზი-
ნაიდა და თან თვალებში მომჩერებოდა, მერე ჩაფიქრდა, სახეზე
ხელები აიფარა, – ყველაფერი... ყველაფერი შემძულდა, – გა-
აგრძელა ახლა უკვე ჩურჩულით, – წავიდოდი, გადავიკარგებო-
დი სადმე, ქვეყნიერების დასალიერში... არა, არ შემიძლია ამის
გაძლება, მე ამას ვერ მოვერევი, ვერ გავუმკლავდები... მაინც
რა მელის, რა მელოდება წინ!.. ღმერთო, ცუდად ვარ, ძალიან
ცუდად ვარ...
– რატომ?! – ვკითხე გაოგნებულმა.
43 მკითხველთა ლიგა
ზინაიდამ მხრები აიჩეჩა, მე კი ისევ მუხლებზე დაჩოქილი ვი-
დექი და შეძრწუნებული შევყურებდი. მისი თითოეული სიტყვა
გულში ისარივით მხვდებოდა, ასე მეგონა, სიამოვნებით დავ-
თმობდი სიცოცხლეს, ოღონდაც ასეთ მდგომარეობაში არ მენა-
ხა. ვუყურებდი და ვერ გამეგო, რა აწუხებდა, რატომ სტკიოდა
გული ასე. ცხადად წარმოვიდგინე, დაუოკებელი სევდით შეპ-
ყრობილი ბაღში როგორ მოვიდა და მიწაზე მოცელილივით რო-
გორ დაეცა... ირგვლივ ყველაფერი გადამწვანებული იყო, ქარი
ნაზად აშრიალებდა ფოთლებს და ზინაიდას თავს ზემოთ ჟო-
ლოს გრძელ ყლორტს აქანავებდა... საიდანღაც მტრედების ჩუ-
მი ღუღუნი ისმოდა, ფუტკრები ბზუილით დაფრინავდნენ ყვავი-
ლებზე, ზევიდან ლურჯი, კამკამა ცა ალერსიანად დაგვყურებდა,
ჩემი გული კი სევდით იყო სავსე...
– წამიკითხეთ რაიმე, – თქვა ხმადაბლა ზინაიდამ და იდაყვს
დაეყრდნო, – მიყვარს, როცა ლექსს კითხულობთ... მოდი, „სა-
ქართველოს მთებზე“ წაიკითხეთ, ოღონდ, ჯერ დაჯექით...
მართლაც დავჯექი და ლექსის კითხვა დავიწყე.
– „რომ არ უყვარდეს, არ შეუძლია...“ – გაიმეორა ზინაიდამ,
– აი, რით არის პოეზია კარგი – გვეუბნება იმას, რაც არ არის და
არა მხოლოდ უკეთესია იმაზე, რაც არის, არამედ უფრო მეტა-
დაც ჰგავს სიმართლეს... „რომ არ უყვარდეს, არ შეუძლია!“ –
ესე იგი, უნდა, რომ არ უყვარდეს, მაგრამ არ შეუძლია... – თქვა
და იყუჩა. მერე უცებ შეაკანკალა და წამოდგა: – წავიდეთ... სახ-
ლში მაიდანოვი გვიცდის, თავისი პოემა მოიტანა, უნდა წაეკით-
ხა, მე კი შევატოვე დედას და წამოვედი. ახლა ისიც ალბათ ნაწ-
ყენია... ოღონდ ნუ ბრაზობთ ჩემზე... ჰო, ნუ ბრაზობთ, მუსიე
ვოლდემარ... ოდესმე ალბათ თქვენც ყველაფერს მიხვდებით...
ზინაიდამ ხელი სწრაფად ჩამომართვა და სირბილით გამას-
წრო. ფლიგელში შევედით თუ არა, მაიდანოვი მაშინვე თავისი
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პოემის – „მკვლელის“ კითხვას
44 მკითხველთა ლიგა
შეუდგა. გვიკითხავდა თავის ოთხმუხლიან იამბებს წამღერებით,
წამოძახებებით, რითმა რითმას ენაცვლებოდა, ეჟვნებივით
ჟღერდა ხმამაღალი და ცარიელი. მაგრამ მე მას არ ვუსმენდი,
მივჩერებოდი ზინაიდას და ვცდილობდი, მისი ბოლო სიტყვების
მნიშვნელობას ჩავწვდომოდი.
„ანდა იქნებ ისე დაგიპყრო
იდუმალმა მეტოქემ ჩემმა,
შენც ვერ გაიგე?..“
თქვა უცებ მაიდანოვმა და მე და ზინაიდამ უნებურად ერთმა-
ნეთს შევხედეთ, ზინაიდას სახე წითლად წამოენთო, მე კი შეშ-
ფოთებულს შიშისგან მთელი სხეული გამეყინა. ისედაც რაღა-
ცას ვეჭვობდი, მაგრამ – ღმერთო ჩემო! შეყვარებულია, ნამდვი-
ლად შეყვარებულია-მეთქი! – მხოლოდ ახლა გამიელვა გონე-
ბაში.

45 მკითხველთა ლიგა
10
ჩემი ტანჯვაც სწორედ იმ წუთიდან დაიწყო. რაღაზე არ ვფიქ-
რობდი, ვწვალობდი, ვყოყმანობდი, რაც შემეძლო ჩუმად,
თვალს ვადევნებდი ზინაიდას. მასში რაღაც მოხდა, თვალსა და
ხელს შუა აშკარად შეიცვალა.
წავიდოდა მარტო სასეირნოდ და სეირნობდა დიდხანს ასე
მარტოდმარტო. სტუმრებს ზოგჯერ თავს არიდებდა, იჯდა
საათობით თავის ოთახში და რაღაცაზე ფიქრობდა. ადრე ამას
არასოდეს დავკვირვებივარ, ახლა კი უცებ ძალიან მიხვედრი-
ლი, ძალიან გამჭრიახი გავხდი (არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებო-
და). „ნეტავ, ვინ არის, რომელია?“ – ვეკითხებოდი ჩემს თავს და
ხან მის ერთ თაყვანისმცემელს ამოვიჩემებდი, ხან მეორეს...
ყველაზე საშიშად მალევსკი მიმაჩნდა, თუმცა მერიდებოდა, ზი-
ნაიდასთან ამის აღიარების მრცხვენოდა.
ჩემი გამჭრიახობის, მიხვედრილობის მიუხედავად, ცხვირს
იქით მაინც ვერაფერს ვხედავდი, ვერც ჩემი გულახდილობით
მოვატყუე ვერავინ.
ყოველ შემთხვევაში, ექიმი ლუშინი მაშინვე მიმიხვდა ყვე-
ლაფერს. ისე, კაცმა რომ თქვას, ამ ბოლო დროს ისიც ძალიან
შეიცვალა – გახდა, თითქმის აღარ იცინოდა და ხანდახან თუ
გაიცინებდა, მაშინაც უგულოდ. სადღა იყო მისი ირონია, მისი ის
მოჩვენებითი ცინიზმი, ერთთავად გაღიზიანებული და შუბლშეკ-
რული დადიოდა.
– ყმაწვილო, აქ ასე რას დაეხეტებით? – მკითხა ერთხელაც,
როცა მე და ის სასტუმრო ოთახში მარტონი ვიყავით (თავადის
ასული სეირნობიდან ჯერ არ დაბრუნებულიყო, მოხუცი ქალბა-
ტონი კი ამ დროს მოსამსახურე გოგოს ეჩხუბებოდა და მისი ყვი-
რილი მთელ სახლში ისმოდა), – ვიდრე ახალგაზრდა ხართ, უნ-
და ისწავლოთ, იმეცადინოთ, თქვენ კი აქ რას აკეთებთ?
46 მკითხველთა ლიგა
– თქვენ რა იცით, სახლში რას ვაკეთებ, ვმეცადინეობ თუ არ
ვმეცადინეობ, – ვუთხარი ამაყად, თუმცა, ცოტა არ იყოს, ნირ-
წამხდარმაც.
– რომელ სწავლასა და მეცადინეობაზე ლაპარაკობთ, როცა
თავში სხვა რამ გიტრიალებთ!.. არა, არ გეკამათებით... თქვენს
ასაკში ეს ჩვეულებრივი ამბავია. აი, თქვენი ეს არჩევანი კი არც
ისე კარგია, ნუთუ ვერ ხედავთ, ამ სახლში რა ხდება?
– მე თქვენი არ მესმის.
– თუ არ გესმით, მით უარესი. მე კი თავს ვალდებულად
ვთვლი, გაგაფრთხილოთ. ჩვენისთანებს, ბებრებსა და უშვილ-
ძიროებს, შეგგვიძლია რამდენიც გვინდა, იმდენი ვიაროთ აქ...
ჩვენ, ძმაო, გამოწრთობილი ხალხი ვართ, ვერავინ გაგვაცუ-
რებს. თქვენ კი ყვავილის ფურცელივით ჯერ ისევ სიფრიფანა კა-
ნი გაქვთ, ჰაერი აქ თქვენთვის საწამლავივითაა, შეიძლება
მოიწამლოთ.
– მოვიწამლო? როგორ?!
– აი, ასე... როგორ გგონიათ, თქვენ ახლა ჯანმრთელი ხართ?
თავს ვითომ ნორმალურად გრძნობთ? ან რასაც გრძნობთ, სა-
სარგებლოა ეგ თქვენთვის?
– მაინც რას ვგრძნობ ისეთს? – თქმით კი ვთქვი, მაგრამ ვიგ-
რძენი, რომ ექიმი მართალი იყო.
– ეჰ, ყმაწვილო, ყმაწვილო... – განაგრძო ლუშინმა ისეთი
გამომეტყველებით, თითქოს ამ ორ სიტყვაში ჩემთვის რაღაც
ძალზე გულსატკენი იგულისხმებოდა, – რატომ ეშმაკობთ, მაშინ
როცა ყველაფერი, რაც გულში გაქვთ, მადლობა ღმერთს, ყვე-
ლაფერი სახეზე გაწერიათ! ისე, კაცმა რომ თქვას, რაზე ვლაპა-
რაკობ? მეც ხომ სხვა შემთხვევაში აქ ასე თავგადადებული არ
ვივლიდი (თქვა ექიმმა და კბილები გააკრაჭუნა)... მე რომ... მე
რომ ასეთი ახირებული არ ვიყო. ოღონდ, იცით, რა მიკვირს,

47 მკითხველთა ლიგა
თქვენ, ასეთი ჭკვიანი, გონიერი ახალგაზრდა, მაინც როგორ
ვერ გრძნობთ, ირგვლივ რა ხდება?
– ვითომ ისეთი რა ხდება?
ამაზე დოქტორმა როგორღაც დამცინავად, სინანულით შე-
მომხედა.
– მეც კარგი ვინმე ვარ, ძალიან სჭირდება ჩემი ეს შეგონება!
– ჩაილაპარაკა ჩუმად, ხმამაღლა კი დასძინა: – გიმეორებთ,
აქაური ატმოსფერო თქვენთვის მომწამლავია! თქვენ აქ ყოფნა
გსიამოვნებთ, მაგრამ, რისთვის? რა აზრი აქვს? ორანჟერეაშიც
სასიამოვნო სურნელია, მაშინ როცა ცხოვრება იქ შეუძლებე-
ლია. ერთს კი მაინც გეტყვით, გიჯობთ ისევ იმ თქვენს კაიდა-
ნოვს მიხედოთ...
ამ დროს ქალბატონი შემოვიდა და კბილი მტკივაო, ექიმს
შესჩივლა. შემოვიდა ზინაიდაც.
– ბატონო ექიმო, – თქვა ამჯერად ქალბატონმა, – დღეს დი-
ლიდან ყინულიან წყალს სვამს. როგორ ფიქრობთ, არგებს ეს
მის ავადმყოფ გულს? ურჩიეთ, გაუბრაზდით!
– მართლაცდა, რატომ იქცევით ასე? – მიუბრუნდა ლუშინი
ზინაიდას.
– ცივმა წყალმა რა უნდა მიყოს?
– რა და, შეიძლება გაცივდეთ და მოკვდეთ.
– მართლა? დიდი ამბავი!
– აი, თურმე რა! – ჩაიბუზღუნა ლუშინმა.
ქალბატონი წავიდა.
– აი, თურმე რა! – გაიმეორა ლუშინის ნათქვამი ზინაიდამ, –
ნუთუ ასეთი დიდი სიამოვნებაა სიცოცხლე? აბა, მიიხედ-
მოიხედეთ!.. რას იტყვით, მოგწონთ? ანდა იქნებ გგონიათ, რომ
მე ამას ვერ ვგრძნობ და ვერ ვხედავ? ყინულივით ცივი წყლის
სმა მსიამოვნებს, თქვენ კი დაბეჯითებით მარწმუნებთ, ასეთი

48 მკითხველთა ლიგა
ცხოვრება ღირს იმად, რომ წუთიერ სიამოვნებას არ ანაცვა-
ლოო, ბედნიერებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
– დიახ, რა თქმა უნდა, – შენიშნა ლუშინმა, – ჭირვეული და
დამოუკიდებელი... აი, როგორი ხართ თქვენ!.. მთელი თქვენი
არსი და ბუნება ამ ორ სიტყვაშია.
ზინაიდამ ნერვიულად გაიცინა.
– დაიგვიანა თქვენმა გზავნილმა, ძვირფასო ექიმო, თავი და-
მანებეთ, თქვენ მე ცუდად მიცნობთ. აჯობებს, სათვალე გაიკე-
თოთ. მე ახლა ჭირვეულობისთვის არ მცალია. გასულელება
გინდათ? გაისულელეთ თავი... რაში მჭირდება ასეთი ცხოვრება!
რაც შეეხება დამოუკიდებლობას... მუსიე ვოლდემარ, – თქვა
უცებ ზინაიდამ და ფეხი დააბაკუნა, – ნუ გაქვთ ასეთი მელანქო-
ლიური ფიზიონომია, ვერ ვიტან, ჩემ გამო რომ წუხან, – თქვა და
სწრაფად გაგვეცალა.
– მავნებელია, დიახ, მავნებელია, ჭაბუკო, თქვენთვის ეს ატ-
მოსფერო, – გამაფრთხილა კიდევ ერთხელ ლუშინმა.

49 მკითხველთა ლიგა
11
იმავე საღამოს ზინაიდასთან სტუმრებმა თავი ჩვეულებრივ
მოიყარეს. მეც მათ შორის ვიყავი. საუბარი მაიდანოვის პოემაზე
ჩამოვარდა და ზინაიდამ იგი გულწრფელად შეაქო.
– ოღონდ, იცით, პოეტი რომ ვიყო, სულ სხვა სიუჟეტს ავირ-
ჩევდი, – უთხრა მან მაიდანოვს, – იქნებ სისულელეა, მაგრამ
თავში ხანდახან უცნაური აზრები მომდის, განსაკუთრებით გამ-
თენიისას, როცა ცა ვარდისფრად არის შეფერადებული. მე, მა-
გალითად... არა, ხომ არ დამცინებთ?
– რა თქმა უნდა, არა! – წამოვიძახეთ ერთხმად.
– იცით, – ზინაიდამ გულხელი დაიკრიბა, თვალი სივრცეს
მიაპყრო და განაგრძო: – გოგოების დიდ ჯგუფს ერთ დიდ ნავში
წარმოვიდგენ... ღამით... მთვარე ანათებს... გოგონებს თეთრი
კაბები აცვიათ, თავზე თეთრი ყვავილების გვირგვინები ადგათ
და რომელიღაც ჰიმნს გატაცებით მღერიან.
– განაგრძეთ, მესმის, – ჩაილაპარაკა ოცნებაში წასულმა
მაიდანოვმა.
– უცებ სანაპიროდან სიცილი, მაშხალების ტკაცატკუცი, ეჟ-
ვნების წკრიალი და ხმაური მოისმება – ეს სანაპიროზე სიმღერ-
სიმღერითა და მხიარული ყიჟინით ბაკქელი ქალების მთელი
ბრბო ხმაურობს... შემდგომი სურათის დახატვა კი თქვენი საქ-
მეა, ბატონო პოეტო! ოღონდ, ვისურვებდი, მაშხალები კი არ ბო-
ლავდეს, წითლად ვარვარებდეს... ბაკქელებს გვირგვინქვეშ
თვალები უბრწყინავდეთ, თავად გვირგვინები კი ღამესავით შა-
ვად კრთოდეს... არ დაგავიწყდეთ არც ვეფხის ტყავი, ფიალები
და ოქრო, ბევრი ოქრო...
– მაინც სად უნდა იყოს ეს ბევრი ოქრო? – ჰკითხა მაიდანოვ-
მა, შავი, საცხით გადაპრიალებული თმა უკან გადაიყარა და ნეს-
ტოები დაბერა.
50 მკითხველთა ლიგა
– სად და, ყველგან – მხრებზე, ხელებზე, ფეხებზე... ამბობენ,
ოქროს რგოლები ქალებს ძველად კოჭებზეც ეკეთათო... ბაკქე-
ლი ქალები ნავში მსხდომ გოგოებს ნაპირისკენ იხმობენ – გო-
გოები სიმღერას შეწყვეტენ, დგანან, არ ინძრევიან – ნაპირთან
მათ თავად მდინარე მიიყვანს... და, აი, გოგოებიდან ერთ-ერთი
ნელა წამოდგება... – ეს კარგად უნდა აიწეროს, – გოგო მთვა-
რის სხივებშია გახვეული, ნელა დგება, მისი მეგობრები შეშინე-
ბულები უყურებენ... აი, მან ნავის კიდეს გადააბიჯა, ბაკქელმა
ქალებმა წრე შემოარტყეს და გაიჭრნენ ღამის სიბნელეში... –
დიახ, ეს კარგად უნდა აიწეროს... – ახლა იქიდან ბოლქვ-
ბოლქვად წამოსული კვამლი წარმოიდგინეთ და აირია ყველა-
ფერი, მხოლოდ მათი ხორხოცი ისმის, სანაპიროზე კი თეთრად
ქათქათებს იმ გოგოს თეთრი ყვავილების გვირგვინი.
ზინაიდა გაჩუმდა და, როგორი შეყვარებულია-მეთქი, გავი-
ფიქრე ისევ გუნებაში.
– სულ ეს არის? – იკითხა მაიდანოვმა.
– დიახ, სულ ეს არის, – უპასუხა ზინაიდამ.
– პოემის სიუჟეტი ეს ვერ იქნება, – ამბობს მაიდანოვი, – აი,
ლირიკული ლექსისთვის კი გამოვიყენებ.
– როგორც რომანტიკულს?
– რა თქმა უნდა, როგორც რომანტიკულს, ბაირონისებურს.
– ჩემი აზრით, ბაირონზე უკეთესი ჰიუგოა, – ჩაილაპარაკა
დაუდევრად ახალგაზრდა გრაფმა, – უფრო საინტერესოა.
– ჰიუგო ნამდვილად დიდი მწერალია, – დაეთანხმა მაიდა-
ნოვი, – ჩემი მეგობარი ტონკოშეევი თავის ესპანურ ენაზე დაწე-
რილ რომანში – „ელ-ტროვადორში...“
– ეგ ის წიგნია, კითხვის ნიშნები უკუღმა რომ წერია? – შეაწ-
ყვეტინა ზინაიდამ.
– დიახ, ესპანეთში ასეა მიღებული... ჩემი მეგობარი ტონკო-
შეევი... – უნდოდა გაეგრძელებინა მაიდანოვს, მაგრამ...
51 მკითხველთა ლიგა
– აჰ, მოჰყვებით ახლა ისევ რომანტიზმსა და კლასიციზმზე...
მაგას ჯობს ისევ ვითამაშოთ, – მაშინვე შეაწყვეტინა ზინაიდამ. –
რა? ფანტი?
– არა, ფანტი უკვე მოგვბეზრდა, მოდი, შედარებობანა ვითა-
მაშოთ (ეს თამაში თვითონ ზინაიდამ მოიგონა – დაასახელებდა
რაიმე საგანს, მერე ის ყველას რაღაცისთვის უნდა შეედარებინა
და ვინც საუკეთესო შედარებას მოიფიქრებდა, პრიზს მიიღებ-
და).
ზინაიდა ფანჯარასთან მივიდა. შორს, ცაზე გრძლად გაწოლი-
ლიყო წითელი ღრუბლები.
– აბა, ვინ იტყვის, ეს ღრუბლები რას ჰგავს? – თქვა ზინაიდამ
და ისე, რომ ჩვენი პასუხისთვის არ დაუცდია, დასძინა: – მე მგო-
ნი, ძოწისფერ აფრებს ჰგავს, რომლებიც იმ ოქროს გემზე
ფრიალებდნენ, რომლითაც კლეოპატრა ანტონიუსთან შესახ-
ვედრად მიდიოდა. გახსოვთ, მაიდანოვ, ამას წინათ თქვენ მომი-
ყევით.
როგორც პოლონიუსმა ჰამლეტში, ჩვენ ყველამ ერთხმად გა-
დავწყვიტეთ, რომ ღრუბლები ახლა სწორედ იმ აფრებს გვაგო-
ნებდა, და რომ უკეთეს შედარებას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ
მოიფიქრებდა.
– მაინც რამდენის იქნებოდა მაშინ ანტონიუსი? – იკითხა
უცებ ზინაიდამ.
– ალბათ ჯერ სულ ახალგაზრდა კაცი იყო, – შენიშნა მალევ-
სკიმ.
– არა, ბოდიშს გიხდით, – წამოიძახა ლუშინმა, – მაშინ ის უკ-
ვე ორმოცს იყო გადაცილებული.
– ორმოცს გადაცილებული... – გაიმეორა ზინაიდამ და ლუ-
შინს სწრაფად შეხედა.

52 მკითხველთა ლიგა
მე მალე სახლში წამოვედი. – შეყვარებულია! – ჩურჩულებ-
დნენ ჩემი ბაგეები, – შეყვარებულია, მაგრამ, ვინ? ვინ უყვარს?

53 მკითხველთა ლიგა
12
გადიოდა დღეები. ზინაიდა ისე შეიცვალა, თითქმის ვეღარ
ვცნობდი. ერთხელაც მასთან ოთახში შევედი. ვხედავ, ზის ჩა-
ლის სკამზე და თავი მაგიდის კიდეზე აქვს ჩამოდებული. მე რომ
დამინახა, წელში გაიმართა – სახე ცრემლით ჰქონდა დანამუ-
ლი.
– აჰ, თქვენ ხართ? – თქვა და ცივად გაიღიმა, – მოდით ახ-
ლოს.
ახლოს რომ მივედი, ჯერ ორივე ხელი თავზე დამადო, მერე
უცებ თმაში ჩამჭიდა და მომქაჩა.
– ვაი, მტკივა! – ამოვილუღლუღე ჩუმად.
– აჰ, გტკივათ? მერედა, მე არ მტკივა?.. ჰო, არ მტკივა? –
გაიმეორა ზინაიდამ, მოგლეჯილი თმა ფრთხილად გაასწორა და
თითზე დაიხვია.
– თქვენს თმას მედალიონში ჩავდებ და თან ვატარებ, – თქვა
მან ისევ თვალცრემლიანმა, – ამან იქნებ ცოტა მაინც დაგამშვი-
დოთ... ახლა კი ნახვამდის.
შინ მისული ერთი ასეთი უსიამოვნო ამბის მოწმე გავხდი: დე-
და მამას რაღაცის ახსნას სთხოვდა, თან საყვედურობდა, მამა
კი, როგორც წესი, ჩუმად იჯდა, მხოლოდ ხანდახან თუ გაეპასუ-
ხებოდა თავაზიანად და მალე წავიდა კიდევაც. რას საყვედუ-
რობდა და რაზე ელაპარაკებოდა დედა, ვერ გავიგე, თუმცა იმ-
წუთას ამაზე საფიქრალად არ მეცალა. მხოლოდ ის მახსოვს,
რომ მამასთან საუბრის შემდეგ დედამ ბრძანა, ჩემთვის დაეძა-
ხათ. მასთან კაბინეტში რომ შევედი, თავადის ცოლთან ჩემი
ხშირი სტუმრობის გამო მისაყვედურა, ის ქალი ყველაფრის
მკადრებელიაო, – მითხრა. მივედი, ხელზე ვაკოცე (ასე მაშინ
ვიქცეოდი, როცა მინდოდა, გაჩუმებულიყო) და ჩემი ოთახისკენ
გავწიე. ზინაიდას ცრემლებისგან თავგზა მქონდა აბნეული. მარ-
54 მკითხველთა ლიგა
თალია, თექვსმეტის გავხდი, მაგრამ ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი, არ
ვიცოდი, რა მეფიქრა, ვერაფერი გამეგო და ლამის ვტიროდი.
მალევსკიზე აღარ ვეჭვიანობდი, თუმცა ბელოვზოროვი სულ უფ-
რო ცერად უყურებდა, სულ უფრო მკაცრი ხდებოდა მის მიმართ,
ეშმაკსა და მოხერხებულ გრაფს ისე უყურებდა, როგორც მგელი
ბატკანს. დიახ, მე უკვე აღარ ვეჭვიანობდი, მაგრამ ათას რაღა-
ცას წარმოვიდგენდი და იმ ყველაფრისგან გონებაარეული გან-
მარტოებას ვეძებდი. განსაკუთრებით ორანჟერეის ნანგრევები
შემიყვარდა. ავძვრებოდი ყველაზე მაღალ ადგილას და ვიჯექი
იქ ისეთი უბედური, ისეთი მარტოსული, რომ საკუთარი თავი
მებრალებოდა, მაგრამ თან ისე მხიბლავდა ეს მწარე, ტკივი-
ლიანი განცდები, ისე მათრობდა...
ერთხელაც, ვზივარ იმ კედელზე, შორს, სადღაც გაშტერებუ-
ლი ვიყურები და ზარების რეკვას ვუსმენ, რომ უცებ წინ თითქოს
რაღაცამ გამიქროლა. ქარი იყო? არა, ქარი არ იყო, უფრო ვი-
ღაცის წამიერ გაელვებას ჰგავდა, ვიღაცის სიახლოვის შეგრძნე-
ბას... ქვევით ჩავიხედე და ვხედავ, ზინაიდა თხელ ნაცრისფერ
კაბაში გამოწყობილი და მხარზე ვარდისფერ ქოლგაგადებული
სადღაც მიიჩქარის. მე რომ დამინახა, გაჩერდა, ჩალის შლაპა
ოდნავ გადაიწია და თავისი ხავერდოვანი თვალები მომაპყრო.
– მანდ რა გინდათ? – მკითხა უცნაური ღიმილით, – მარწმუ-
ნებთ, მიყვარხარო, თუ ასეა, ჩამოხტით ჩემთან გზაზე.
ზინაიდას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ქვევით
ისე მივფრინავდი, თითქოს ზურგში ვიღაცამ ხელი მკრა. კედე-
ლი დაახლოებით ორი საჟენი სიმაღლის მაინც იყო, ჩავარდნი-
სას კი არ დავეცი, დავჯექი, მაგრამ ფეხებით მიწას ისე დავას-
კდი, რომ მაშინვე გონება დავკარგე... გონებაზე მოსულს თვა-
ლები გახელილი არ მქონდა, რომ ვიგრძენი, ზინაიდა იქვე, ჩემ
გვერდით იდგა.

55 მკითხველთა ლიგა
– ბიჭუნი, საყვარელო, ეს რა ქენი, როგორ დამიჯერე! მე ხომ
ასე მიყვარხარ!.. – თქვა და მის ხმაში სინაზე და წუხილი ვიგ-
რძენი.
მისი გული ჩემ ახლოს ძგერდა, მისი ხელები ჩემს თავს ეხე-
ბოდა და უცებ ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა! რა დღეში ჩავვარ-
დი! მისმა ნაზმა, ნატიფმა ბაგემ სახე კოცნით დამიფარა, მისი ბა-
გე ჩემს ბაგეს შეეხო... მართალია, თვალს არ ვახელდი, მაგრამ
ჩემი სახის გამომეტყველებით, ეტყობა, მიხვდა, უკვე გონება-
ზეაო, რომ სწრაფად წამოდგა და ჩაილაპარაკა:
– გეყოფათ, ადექით, სულელო! ვითომ რას გორაობთ ამ
მტვერში!
რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვდექი.
– მიდით, მომაწოდეთ ეგ ქოლგა, ხედავთ, სად გადავაგდე!..
ასე ნუ მიყურებთ, ნუ სულელობთ!.. რამე ხომ არ იტკინეთ? აჰ,
ჭინჭრით დაისუსხეთ? ხომ გითხარით, ასე ნუ მიყურებთ!.. არა,
ამას, ეტყობა, არაფერი ესმის, – ჩაილაპარაკა ჩუმად, თავის-
თვის, – ახლავე სახლში წადით, მუსიე ვოლდემარ, ოღონდ ჯერ
მტვერი ჩამოიბერტყეთ... იცოდეთ, არ გაბედოთ, უკან არ გამომ-
ყვეთ, თორემ გავბრაზდები...
ამ სიტყვებით ზინაიდა ისე სწრაფად გაეცალა იქაურობას,
რომ სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა. მე იქვე გზისპირას ჩა-
მოვჯექი. მუხლი მეკვეთებოდა, ხელები ჭინჭრით მქონდა დასუს-
ხული, დაცემისგან წელი მტკიოდა, თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ
იმგვარი ნეტარება, როგორითაც გული მაშინ მქონდა სავსე,
აღარასოდეს განმიცდია. ჩემი სხეულის თითოეულ ნაკვთს და-
უფლებული სიტკბონარევი ტკივილით აღსავსე, გადარეულივით
დავხტოდი, ვყვიროდი, ვიცინოდი და იცით, რატომ? იმიტომ,
რომ ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი, დიახ, ჯერ ისევ ბავშვი...

56 მკითხველთა ლიგა
13
ის დღე დილიდან დაღამებამდე ფრთებშესხმულივით დავ-
დიოდი. სახეზე ისე ცხოვლად, ისე აშკარად ვგრძნობდი ზი-
ნაიდას კოცნას, ისეთი თრთოლვით ვიხსენებდი მის თითოეულ
სიტყვას, ისე ველოლიავებოდი მოულოდნელად თავსდამტყდარ
ბედნიერებას, რომ უკვე მეშინოდა იმ ადამიანის ნახვა, იმ ადა-
მიანთან შეხვედრა, რომელიც ჩემი ესოდენ მძაფრი, ესოდენ
ახალი განცდების შემოქმედი იყო. ასე მეგონა, ბედს ვერაფერში
დავემდურებოდი, რომ მისთვის სათხოვარი აღარაფერი მქონ-
და, რომ ახლა მხოლოდ ის მინდოდა, ჰაერი უკანასკნელად
ღრმად ჩამესუნთქა და მოვმკვდარიყავი. მაგრამ მეორე დღეს
ფლიგელში მისული თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, რის
დამალვასაც იმ ზრდილი, წესიერი კაცის მოკრძალებული სითა-
მამის ნიღბით ვცდილობდი, რომელსაც სურვილი აქვს, ყველას
აგრძნობინოს, რომ საიდუმლოს შენახვა შეუძლია. ზინაიდა
ჩვეულებრივ შემხვდა, ყოველგვარი ემოციისა და აღელვების
გარეშე, მხოლოდ თითი დამიქნია და მკითხა, ჩალურჯებული
ადგილები ხომ არ მქონდა. ერთ წუთში მთელი ჩემი მოჩვენები-
თი სითამამე, მთელი ჩემი იდუმალება სადღაც გაქრა, მასთან
ერთად გაქრა ჩემი უხერხულობაც. რა თქმა უნდა, განსაკუთრე-
ბულს არაფერს ველოდი, მაგრამ ზინაიდას სიმშვიდემ ცივი წყა-
ლი გადამასხა, მივხვდი, მის თვალში ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი...
ზინაიდა ოთახში ბოლთას სცემდა, წინ და უკან დაფიქრებული
დადიოდა, ხანდახან შემომხედავდა და გაიღიმებდა, თუმცა აშ-
კარა იყო, რომ სხვაგან ქროდა მისი ფიქრი, ამას მე თვალნათ-
ლივ ვხედავდი... ერთი კი გავიფიქრე, მოდი, მე თვითონ დავე-
ლაპარაკები, ვკითხავ, გუშინ ასე სად მიიჩქაროდა, ბოლოს და
ბოლოს გავიგებ, რა ხდება-მეთქი, მაგრამ ხელი ჩავიქნიე და
კუთხეში მივჯექი.
57 მკითხველთა ლიგა
შემოვიდა ბელოვზოროვი, რამაც ძალიან გამახარა.
– თქვენთვის მშვიდი, ჭკვიანი ცხენი ვერ ვნახე. ფრეიტაგი
ერთ ცხენზე მეუბნება, თავდებად დაგიდგებიო, – მეუბნება, მაგ-
რამ ვერ ვენდობი, მეშინია, – თქვა მან მკაცრად.
– ნება მომეცით, გკითხოთ, მაინც რის გეშინიათ? – ჰკითხა
ზინაიდამ.
– რის და, თქვენ ხომ ცხენზე ჯდომა არ იცით, ღმერთმა უწყის,
რა შეიძლება მოხდეს... მაინც რა ფანტაზიამ აგიფორიაქათ ასე
გონება?
– ეს თქვენ არ გეხებათ, ჩემო მუსიე მხეცო... კარგი, რახან
ასეა, ცხენის შერჩევას პიოტრ ვასილევიჩს ვთხოვ... (პიოტრ ვა-
სილევიჩი მამაჩემს ერქვა და ძალიან გავოცდი, მის სახელს ასე
უბრალოდ რომ ახსენებდა, თან თითქოს დარწმუნებული იყო,
რომ მამა მას სიამოვნებით მოემსახურებოდა.)
– აი, თურმე რა!.. ესე იგი, გინდათ მასთან ერთად ისეირ-
ნოთ? – ჰკითხა ბელოვზოროვმა.
– მასთან თუ სხვასთან, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავა-
რია, თქვენთან არა.
– „თქვენთან არა!..“ – გაიმეორა ბელოვზოროვმა, – რო-
გორც გენებოთ, ოღონდ, რა ვქნა, მოგიყვანოთ ცხენი?
– იცოდეთ, ძროხა არ იყოს!.. წინასწარ გეუბნებით, მინდა, ვა-
ჭენო, ვაქროლო!
– კი, ბატონო, აჭენეთ... მაინც ვისთან, მალევსკისთან ერთად
ხომ არა?
– ვითომ მასთან რატომ არა, ჯარისკაცო? კარგი, დამშვიდ-
დით, თვალებს ნუ მიბრიალებთ. თქვენც ჩვენთან ერთად წაგიყ-
ვანთ. ისე კარგად იცით, რას წარმოადგენს ჩემთვის მალევსკი...
– თქვა ზინაიდამ და თავი გააქნია.
– ამას იმიტომ ამბობთ, რომ დამამშვიდოთ, – ჩაიბუზღუნა
ბელოვზოროვმა.
58 მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, თქვენ ეს გამშვიდებთ? ეე, ჯარისკაცო! – თითქოს
სხვა სიტყვა ვერ იპოვაო, თქვა ცოტაოდენი შეყოვნების შემდეგ
ზინაიდამ და ახლა მე მომიტრიალდა, – თქვენ, მუსიე ვოლდე-
მარ, წამოხვალთ ჩვენთან ერთად?
– არა, ბევრთან ერთად სეირნობა არ მიყვარს... – ჩავიბუტ-
ბუტე ჩუმად, ისე რომ თავი არ ამიწევია.
– მაშასადამე, უპირატესობას ტეტე-ა-ტეტე-ს ანიჭებთ! თუ
ასეა, რას იზამ, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, – თავისუფლად
ამოისუნთქა ზინაიდამ, – ახლა კი წადით, ბელოვზოროვ, იცო-
დეთ, ცხენი ხვალისთვის მჭირდება!
– ჰო, მაგრამ ფული? – ჩაერთო საუბარში მოხუცი ქალბატო-
ნი.
ზინაიდამ წარბი შეკრა:
– ყოველ შემთხვევაში, თქვენ არ გთხოვთ... ბელოვზოროვი
მე მენდობა.
– მენდობა... მენდობა... – აბუზღუნდა ქალბატონი და უცებ
მთელი ხმით იყვირა: – დუნიაშკა!
– მამან, მე თქვენ პატარა ზარი ხომ გაჩუქეთ? – უთხრა ზი-
ნაიდამ.
– დუნიაშკა! – გასძახა ისევ ქალბატონმა.
ბელოვზოროვი წავიდა, მეც მაშინვე წამოვედი, მაგრამ ზი-
ნაიდას არათუ არაფერი უთქვამს, ჩემი წასვლა არც კი შეუმჩნე-
ვია.

59 მკითხველთა ლიგა
14
მეორე დილით ადრიანად ავდექი, ჯოხი გამოვთალე და საგუ-
შაგოსკენ გავწიე, წავალ, გავივლი, გულს გადავაყოლებ, სევდას
განვიქარვებ-მეთქი. ჩახჩახა, მზიანი დღე იყო, მაგრამ არ ცხე-
ლოდა. სიო ნაზად აშრიალებდა ფოთლებს, ნელა არწევდა ბა-
ლახებს... დიდხანს დავეხეტებოდი აღმა-დაღმა, თავი ბედქმნილ
ადამიანად მიმაჩნდა. სახლიდან სწორედ იმიტომ წამოვედი,
სევდას თავისუფლად მივცემოდი, მაგრამ ახალგაზრდობამ, სა-
უცხოო ამინდმა, სუფთა, კამკამა ჰაერმა, აბიბინებულ ბალახზე
ნებივრობამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა – იმ კოცნას, იმ
დაუვიწყარ სიტყვებს ვიგონებდი და ბედნიერებისგან ვთრთოდი.
თუ ზინაიდა პატივს არ სცემს ჩემ გამბედაობას, თუ სხვები ჩემზე
უკეთესად მიაჩნია, დაე, ასე იყოს! სამაგიეროდ, ამას გავაკე-
თებთ, იმას გავაკეთებთ, ასე მოვიქცევით, ისე მოვიქცევითო, –
ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ, მე კი გავაკეთე! თანაც ამისთვის
ყოველთვის მზად ვარ-მეთქი!.. – ვფიქრობდი და გული სიამა-
ყით მევსებოდა.
წარმოვიდგინე, როგორ ვიხსნიდი მტრებისგან თავით ფეხამ-
დე სისხლში ამოსვრილი, როგორ გამოვიყვანდი წყვდიადიდან
და როგორ მოვკვდებოდი მის ფერხთით... რატომღაც ჩვენს სას-
ტუმრო ოთახში დაკიდული ის სურათი გამახსენდა, რომელზეც
მალეკ-ადელს მატილდა მიჰყავს, რომ უცებ ჩემი ყურადღება იმ
დიდმა ჭრელმა კოდალამ მიიპყრო, ასე მოუსვენრად რომ იყუ-
რებოდა არყის ხის ტანიდან ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, რო-
გორც მუსიკოსი კონტრაბასის ყელიდან.
ჯერ სიმღერა „თოვლი არ იდო...“ წამოვიწყე, მერე იმ დროის-
თვის ცნობილ რომანსზე გადავედი, რომელიც ამ სიტყვებით იწ-
ყება: „როცა დაბერავს ნაზი ზეფირი, შენ გელოდები“. მერე ხა-
მიაკოვის ტრაგედიიდან ერმაკოვის ვარსკვლავებისადმი მიმარ-
60 მკითხველთა ლიგა
თვის ხმამაღალი კითხვა დავიწყე და ბოლოს შევეცადე რაიმე
სევდიანი ლექსი შემეთხზა. სტრიქონი, რომლითაც ლექსი უნდა
დამთავრებულიყო – „ო, ზინაიდა, ზინაიდა!“ – უკვე მზად მქონ-
და, მაგრამ ლექსს თავი ვერა და ვერ მოვაბი.
ამასობაში სადილობამაც მოაწია. ხეობისკენ დავეშვი და იმ
ვიწრო, ქვაღორღიან ბილიკს დავადექი, ხეობას აგარაკისკენ
რომ მიუყვებოდა.
უცებ ცხენის ფლოქვების ხმა მომესმა, უკან მივიხედე და ჩემ-
და უნებურად შევჩერდი, ქუდი მოვიხადე. ვხედავ, მამაჩემი და
ზინაიდა ერთად მოდიან. მამა მთელი ტანით ზინაიდასკენ არის
გადახრილი და ცალი ხელით ცხენის კისერს დაყრდნობილი რა-
ღაცას ღიმილით ელაპარაკება. ზინაიდა თვალებდახრილი ზის
და ჩუმად უსმენს. მარტონი ასე ერთად ისინი პირველად ვნახე,
მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ხეობის მოსახვევში ბელოვზო-
როვიც გამოჩნდა. შავ, გახვითქულ ცხენზე იჯდა, ჰუსარის მოსას-
ხამიან მუნდირში გამოწყობილი. ცხენი თავის ქიცინით, ფრუტუ-
ნით, ცეკვა-ცეკვით მოდიოდა, მხედარი კი ხან აკავებდა, ხან
დეზს ჰკრავდა. არ შემამჩნიონ-მეთქი, განზე გავდექი.
მამამ აღვირი მოქაჩა, უკან გადაიწია, ცხენზე შესწორდა, ზი-
ნაიდამაც თავი ნელა ასწია, მამას შეხედა და ცხენები ორივემ
ჭენებით წაიყვანა... ბელოვზოროვიც უკან ჭენებით მიჰყვა. მამა
კიბოსავით იყო გაწითლებული, ზინაიდას კი ფერი არ ედო სახე-
ზე და გავიფიქრე, ნეტავ ასეთი გაფითრებული რატომაა, დილას
აქეთია ცხენს დააჭენებს, ასეთი ფერმიხდილი რატომ უნდა
იყოს-მეთქი.
გამოვტრიალდი და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვედი.
შინ რომ დავბრუნდი, ზუსტად სადილობის დრო იყო. მამა
ლამაზად გამოწყობილი დედაჩემის სავარძლის გვერდით იჯდა
და თავისი წყნარი, სასიამოვნო ხმით ჟოურნალ დეს დებატს-

61 მკითხველთა ლიგა
იდან ფელეტონს უკითხავდა, მაგრამ დედა არცთუ დიდი ყურად-
ღებით უსმენდა. მე რომ დამინახა, მკითხა:
– სად იყავი? არ მიყვარს მთელი დღე რომ დაეხეტებიან,
ღმერთმა უწყის, ვისთან ერთად ან სად!
მინდოდა მეთქვა, რომ მარტო ვსეირნობდი, მაგრამ მამას
შევხედე და რატომღაც გავჩუმდი.

62 მკითხველთა ლიგა
15
ამის შემდეგ ხუთი-ექვსი დღე ზინაიდა თითქმის არ მინახავს,
ამბობდა, ავად ვარო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის,
ვინც ფლიგელს ყოველდღე სტუმრობდა – როგორც თავად ამ-
ბობდნენ, თავ-თავისი მორიგეობის დროს გამოცხადებულიყ-
ვნენ, გარდა მაიდანოვისა, რომელსაც აღტაცებისა და სიხარუ-
ლის მიზეზი თუ არ ჰქონდა, მაშინვე სულით დაეცემოდა და მო-
იწყენდა. ბელოვზოროვი კუთხეში წარბშეკრული იჯდა, ნიკაპამ-
დე ღილებშეკრული და გაწითლებული. იმის გამო, რომ გრაფ
მალევსკის სახეზე ავი, უსიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა, ზი-
ნაიდას ის ათვალწუნებული ჰყავდა და მოხუცი ქალბატონის გუ-
ლის მოგებას ახლა განსაკუთრებული შემართებით ცდილობდა;
ეს კი არა, დახურული კარეტით მასთან ერთად საქმეზე თურმე
გენერალ-გუბერნატორთანაც წასულა. სამწუხაროდ, მალევ-
სკისთვის ეს მგზავრობა არათუ წარმატებული აღმოჩნდა,
უსიამოვნებაც კი შეხვდა – ვინმე საგზაო ოფიცერთან რაღაც
ძველი ამბავი გაუხსენეს და იძულებული გახდა, ახსნა-
განმარტებისას ეღიარებინა, მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყა-
ვიო. ლუშინი დღეში ორჯერ ცხადდებოდა, მაგრამ დიდხანს არ
რჩებოდა. იმ ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ მე მისი, ცოტა არ
იყოს, მეშინოდა, თუმცა მის მიმართ ერთგვარ პატივისცემასაც
ვგრძნობდი. ერთხელაც ჩემთან ერთად ნესკუჩნის ბაღში სასე-
ირნოდ წამოვიდა, იმ დღეს ძალიან კეთილი, თბილი და თავა-
ზიანი იყო. ბალახებისა და ყვავილების სახელებსა და თვისე-
ბებს რომ მიხსნიდა, უცებ შუბლზე ხელი იტკიცა – მე იდიოტს კი
მეგონა, პრანჭია, კოკობზიკა გოგო იყო... ზოგიერთებისთვის
თავის გაწირვა, ეტყობა, ნამდვილი ნეტარებააო...
– ამით რის თქმა გინდათ-მეთქი? – ვკითხე.
– თქვენთვის არაფრისო...
63 მკითხველთა ლიგა
ზინაიდა გამირბოდა, ჩემი გამოჩენა აშკარად ცუდ გუნებაზე
აყენებდა. მე ამას, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი და ძალიან გან-
ვიცდიდი. რა უნდა მექნა, ვცდილობდი, თვალში არ მოვხვედრო-
დი და მხოლოდ შორიდან ვუთვალთვალებდი. მასში ისევ რაღაც
ხდებოდა, სახე შეეცვალა, სრულიად სხვანაირი გახდა. განსა-
კუთრებით იმ ცვლილებამ გამაოცა, რომელიც ერთ თბილ,
წყნარ საღამოს ჩემი თვალით ვიხილე. მახსოვს, ანწლის უშვე-
ლებელი ბუჩქის ქვეშ დაბალ სკამზე ვზივარ. ბაღში რუხი, ზურ-
გდაძაგრული კატა მოიპარება. ჩემ ზემოთ, მწვანედ დაბურულ
ფოთლებში, რომელიღაც პატარა ლამაზი ჩიტი მოუსვენრად
წრიალებს. გამჭვირვალე, თუმცა ოდნავ ბინდშეპარულ ჰაერს
ხოჭოების გაბმული ბუბუნი ავსებს. აქედან ზინაიდას ოთახის
ფანჯარა ჩანს. იქნებ გაიღოს, იქნებ დავინახო-მეთქი, ვზივარ და
მივჩერებივარ. მართლაც, გაიღო ფანჯარა და ზინაიდა გამოჩ-
ნდა. აცვია თეთრი კაბა, თვითონაც ავადმყოფურად თეთრია და
ფერწასული. დიდხანს დგას ფანჯარასთან გაუნძრევლად, დიდ-
ხანს იყურება ფიქრებში წასული (ასეთი მე ის არასოდეს მენა-
ხა)!.. უცებ ხელი ხელს გადააჭდო, ჯერ ტუჩებთან მიიტანა, მერე
შუბლთან, მერე თმა ყურს უკან გადაიწია, თავი როგორღაც
ჯიუტად გააქნია და ფანჯარა მოხურა.
სამი დღის შემდეგ მე მას ბაღში შევხვდი. მინდოდა, მოვრი-
დებოდი, მაგრამ თვითონვე შემაჩერა და ისევ ისე ალერსიანად
მითხრა:
– მომეცით ხელი, მე და თქვენ დიდი ხანია არ გვილაპარაკი-
ა.
რომ შევხედე, თვალები უბრწყინავდა, გაღიმებულ სახეზე
თითქოს მსუბუქი ნისლი დაჰფენოდა.
ისევ შეუძლოდ ხომ არა ხართ-მეთქი, ვკითხე.

64 მკითხველთა ლიგა
– არა, ყველაფერმა გამიარა, ცოტა დავიღალე, თუმცა არა
უშავს, მალე ესეც გამივლის... – თქვა და პატარა წითელი ვარდი
მოწყვიტა.
– და ისევ ისეთი იქნებით, როგორიც იყავით?
ზინაიდამ ვარდი სახესთან რომ მიიტანა, მის ღაწვებს თით-
ქოს ვარდის ფურცლების წითელი ანარეკლი დაეფინა.
– ნუთუ მართლა ასე შევიცვალე?
– დიახ, ძალიან.
– ვიცი, ცივად გექცეოდით, – დაიწყო ზინაიდამ, – მაგრამ
ამისთვის ყურადღება არ უნდა მიგექციათ... სხვაგვარად არ შე-
მეძლო... თუმცა არ ღირს ახლა ამაზე ლაპარაკი...
– ეს იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული არ გინდათ. არ გინდათ,
რომ მიყვარდეთ, აი, რა არის მთავარი! – წამოვიძახე აღგზნე-
ბულმა.
– არა, რატომ!.. ოღონდ ისე არა, როგორც აქამდე.
– მაშინ, როგორ?
– მხოლოდ მეგობრები ვიქნებით, აი, როგორ! იცით, თქვენზე
რამდენით უფროსი ვარ!.. შეიძლება თქვენი დეიდაც კი ვყოფი-
ლიყავი, თქვენ კი... – თქვა ზინაიდამ და ვარდი ცხვირთან
მიიტანა.
– გამოდის, რომ მე თქვენთვის მხოლოდ ბავშვი ვარ!..
– დიახ, ბავშვი ხართ, მაგრამ ძალიან საყვარელი, ძალიან
ჭკვიანი და ძალიან მიყვარხართ... დღეიდან თქვენ ჩემს პაჟად
განგაწესეთ. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ – პაჟი ყველგან და ყო-
ველთვის თავისი ქალბატონის გვერდით უნდა იყოს! აი, ესეც
თქვენი ახალი წოდების სიმბოლო, – თქვა ზინაიდამ და სერთუ-
კის საღილეში ვარდი გამიყარა, – ეს ჩემი თქვენდამი გაღებული
წყალობის ნიშნად!
– ადრე თქვენ ჩემ მიმართ სხვაგვარ წყალობას გაიღებდით...
– ჩავილაპარაკე ჩუმად.
65 მკითხველთა ლიგა
– აჰ, აი, თურმე როგორი მეხსიერება გქონიათ!.. კი, ბატონო,
მაგისთვის მე ახლაც მზად ვარ!
ამ სიტყვებით ჩემკენ გადმოიხარა, შუბლზე მაკოცა. ახლა კი
გამომყევი, ჩემო პაჟოო, ჩუმად თქვა და ფლიგელისკენ გამიძ-
ღვა. რა თქმა უნდა, გავყევი, მაგრამ ნუთუ ეს თვინიერი, სე-
რიოზული, წინდახედული ქალიშვილი ის ზინაიდაა, რომელსაც
აქამდე ვიცნობდი-მეთქი, გაოგნებული ვფიქრობდი. მისი სიარუ-
ლიც კი უფრო მშვიდი და მოზომილი იყო, ტანი უფრო წერწეტი
და მოხდენილი... მთელი მისი არსება უფრო დიდებული, დამატ-
ყვევებელი და, ო, რა ახალი ძალით იფეთქა ჩემს გულში მისმა
სიყვარულმა!

66 მკითხველთა ლიგა
16
სადილის შემდეგ ფლიგელში ისევ მოიყარეს თავი სტუმრებ-
მა. გამოვიდა თავადის ასულიც. ისე, როგორც იმ პირველ, ჩემ-
თვის დაუვიწყარ საღამოს, ამჯერადაც მთელი თავის შემადგენ-
ლობით ზუსტად ის საზოგადოება გამოცხადდა. მოჩანჩალდა
თავად ნირმაცკიც, თუმცა ყველაზე ადრე თავისი ახალი ლექსე-
ბით მაიდანოვი მობრძანდა. როგორც მაშინ, ახლაც ფანტის თა-
მაში დავიწყეთ, ოღონდ იმ მაიმუნობებისა და ხმაურის გარეშე.
გაქრა ბოშური ელემენტები. მასპინძლის განწყობის მიხედვით
შეიცვალა ჩვენი საერთო განწყობაც... როგორც პაჟი, რა თქმა
უნდა, ზინაიდას გვერდით ვიჯექი. ვინც ფანტს ამოიღებს, სიზმა-
რი მოგვიყვესო, შემოგვთავაზა ზინაიდამ, მაგრამ სიზმრები ან
არასაინტერესო იყო ან იმწუთას შეთხზული. მაგალითად, ბე-
ლოვზოროვს დაესიზმრა, თითქოს თავის ცხენს, რომელსაც ხის
თავი ჰქონდა, კარჩხანით კვებავდა. მაიდანოვმა მთელი პოემა
ჩამოგვიბულბულა, მის სიზმარში მიცვალებულთა აკლდამებიც
იყო, ანგელოზებიც ლირით ხელში, მოლაპარაკე ყვავილებიცა
და სადღაც შორიდან მოფრენილი ხმებიც.
მაგრამ ზინაიდამ არ დაამთავრებინა:
– საქმე რახან შეთხზვაზეა, დაე, თითოეულმა რაიმე შეთხზუ-
ლი ამბავი მოჰყვესო.
ამბის მოყოლა პირველს ამჯერადაც ბელოვზოროვს მოუწია.
ახალგაზრდა ჰუსარი ცოტა დაიბნა:
– არა, არავითარი ამბის შეთხზვა მე არ შემიძლია!
– კი, მაგრამ, ეს ხომ ძალიან ადვილია! – შეაგულიანა ზი-
ნაიდამ, – მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ცოლიანი კაცი
ხართ და მოგვიყევით, როგორ გაატარებდით დროს ცოლთან...
სახლში ხომ არ გამოკეტავდით?
– დიახ, გამოვკეტავდი!
67 მკითხველთა ლიგა
– და თქვენც მასთან ერთად იჯდებოდით?
– დიახ, მასთან ერთად ვიჯდებოდი!
– შესანიშნავია!.. ჰო, მაგრამ, რომ მოჰბეზრებოდით? რომ
ეღალატა?
– მოვკლავდი.
– რომ გაქცეულიყო?
– დავეწეოდი და მოვკლავდი.
– ვთქვათ, მე ვყოფილიყავი თქვენი ცოლი, მაშინ? მაშინ რას
იზამდით?
– მაშინ თავს მოვიკლავდი.
ზინაიდამ გაიცინა:
– ვხედავ, თქვენთვის ეგ ძნელი არ არის...
მეორე ფანტი ზინაიდას შეხვდა. თვალები ჭერს მიაპყრო, ჩა-
ფიქრდა და დაიწყო:
– მაშ, ასე. წარმოიდგინეთ დიდი, უზარმაზარი დარბაზი, ზაფ-
ხულის უმშვენიერესი ღამე და ბრწყინვალე, განსაცვიფრებელი
მეჯლისი! მეჯლისს ახალგაზრდა დედოფალი მართავს, ირ-
გვლივ თვალისმომჭრელი ფუფუნებაა – უამრავი ოქრო, მარმა-
რილო, ბროლი, აბრეშუმი, აბრდღვიალებული სანთლების შუქ-
ზე მოციმციმე ალმასი, ბრილიანტი და ყვავილები.
– ესე იგი, გიყვართ ოქრო, თვალ-მარგალიტი და ფუფუნება,
– შეაწყვეტინა ლუშინმა.
– დიახ, ლამაზია ფუფუნება, მე კი ყველაფერი ლამაზი მიყ-
ვარს, – უპასუხა ზინაიდამ.
– მშვენიერზე მეტად?
– ჩემთვის ეგ გაუგებარია, ხელს ნუ მიშლით! მოკლედ, ირ-
გვლივ უამრავი სტუმარია, ყველა ახალგაზრდა, ლამაზი, გულა-
დი და უშიშარი, ყველა დედოფალზეა თავდავიწყებამდე შეყვა-
რებული.

68 მკითხველთა ლიგა
– ქალები არ არიან იმ სტუმრებს შორის? – იკითხა მალევ-
სკიმ.
– რა თქმა უნდა, არიან.
– ყველა ლამაზია და მშვენიერი?
– დიახ, ყველა ლამაზია და მშვენიერი, მაგრამ ყველას მაინც
დედოფალი უყვარს. იგი მაღალია და ტანკენარი, შავ თმაზე ოქ-
როს პატარა დიადემა უბრწყინავს.
მე ზინაიდას შევხედე და იმწუთას ჩვენზე იმდენად მაღლა იდ-
გა, მისი თეთრი შუბლიდან, გადაკალმული წარბებიდან, ჭკვიანი
თვალებიდან ისეთი ნათელი გონება, ისეთი ძალა იგრძნობოდა,
რომ ჩემდა უნებურად გავიფიქრე: „დიახ, შენ ხარ!.. შენ ხარ ის
დედოფალი-მეთქი!“
– ყველა მის გარშემო ტრიალებს, – განაგრძო ზინაიდამ, –
ყველა პირმოთნეობს, ყველა საქებარ სიტყვებს აფრქვევს.
– მერედა, მოსწონს დედოფალს მათი ეს პირმოთნეობა? –
ეკითხება ლუშინი.
– სულ მაწყვეტინებს! აუტანელია!.. ვის არ უყვარს, როცა
ეპირფერებიან!
– კიდევ ერთი, ბოლო კითხვა, – ამბობს მალევსკი, – ჰყავს
ქმარი დედოფალს?
– არ ვიცი... არ მიფიქრია. ქმარი? არა, რატომ? რად უნდა,
რაში სჭირდება!
– რა თქმა უნდა, – აიტაცა მალევსკიმ, – რად უნდა! რაში
სჭირდება!
– შილენსე! – წამოიძახა მალევსკიმ ფრანგულად, თუმცა ცუ-
დად ლაპარაკობდა ამ ენაზე.
– მერსი, – მადლობა გადაუხადა ზინაიდამ და განაგრძო: –
მაშ, ასე. დედოფალი უსმენს მათ ლაპარაკს, უსმენს მუსიკას,
მაგრამ სტუმართაგან არც ერთს ზედაც არ უყურებს. ექვსივე
ფანჯარა ჭერიდან იატაკამდეა ჩამოწეული. ფანჯრებს იქით მა-
69 მკითხველთა ლიგა
ღალ, ცადაჭრილ ხეებს ლურჯად ჩაბინდული, მოციმციმე ვარ-
სკვლავებით მოჭედილი ცა დასდგომია. დედოფალი ფანჯარას-
თან დგას და გარეთ იყურება. იქვე, ხეებთან ახლოს, ღამის სიბ-
ნელეში თეთრად იფრქვევა, ზევით-ზევით მიიწევს შადრევნის
მოჩვენებასავით უფორმო ჭავლი. დედოფალი წყლის შხრიალს,
მის წყნარ მუსიკას უსმენს, ისმენს თაყვანისმცემელთა საქებარ
სიტყვებს და ფიქრობს – „თქვენ, ბატონებო, კეთილშობილი,
ჭკვიანი და მდიდრები ხართ, ნიადაგ ჩემ გვერდით ტრიალებთ,
თითოეულ ჩემს სიტყვას უსმენთ და აფასებთ, ჩემთვის სიცოც-
ხლესაც არ დაიშურებთ – მე თქვენ გფლობთ, ბატონებო! იქ,
შადრევანთან ახლოს, იმ მოცეკვავე წყალთან ახლოს კი დგას
და მელოდება კაცი, რომელიც მიყვარს, რომელიც მთელ ჩემს
არსებას ფლობს, რომელსაც არავინ იცნობს, ის არც დიბა-
ატლასის სამოსშია, არც თვალ-მარგალიტი აქვს, მაგრამ მე ის
მელოდება და იცის, რომ აუცილებლად მივალ, ვინაიდან როცა
მასთან ყოფნის, მასთან ერთად ბაღის სიბნელეში, ხეების შრი-
ალსა და შადრევნის ხმაურში გაუჩინარების სურვილი მომი-
ცავს, არ არსებობს ძალა, რომელიც შემაჩერებს...“ – თქვა ზი-
ნაიდამ და გაჩუმდა.
– და ეს გამოგონილი ამბავია? – ჰკითხა ეშმაკურად მალევ-
სკიმ.
მაგრამ ზინაიდას მისთვის არც კი შეუხედავს.
– ჩვენ? ჩვენ რაღას ვიზამდით, ბატონებო, როგორ მოვიქ-
ცეოდით, იმ სტუმრებს შორის ჩვენც რომ ვყოფილიყავით და
შადრევანთან მომლოდინე იმ ბედნიერი კაცის შესახებ გვცოდ-
ნოდა? – დაიწყო უცებ ლუშინმა.
– მოიცათ, მოიცათ, – გააწყვეტინა ზინაიდამ, – მე გეტყვით,
თითოეული თქვენგანი რას მოიმოქმედებდა. თქვენ, ბელოვზო-
როვ, დუელში გამოიწვევდით... თქვენ, ექიმო... – ზინაიდა შე-
ჩერდა, – აი, თქვენ რას იზამდით, არ ვიცი.
70 მკითხველთა ლიგა
– მე, როგორც ლეიბ-მედიკოსი, დედოფალს ვურჩევდი, რო-
ცა სტუმრების მიღების ხასიათზე არ არის, მეჯლისს ნუ გამარ-
თავს, – უპასუხა ლუშინმა...
– შეიძლება, მართალიც ბრძანდებოდეთ... მაგრამ, თქვენ?..
თქვენ გრაფო? – მიუბრუნდა მალევსკის ზინაიდა.
– მე?.. – გაიმეორა არცთუ კეთილი ღიმილით მალევსკიმ.
– თქვენ მას მოწამლულ კანფეტებს მიუტანდით.
მალევსკის სახე შეეშალა, მერე მზაკვრული გამომეტყველება
მიიღო და უცებ გადაიხარხარა.
– რაც შეგეხებათ თქვენ, ვოლდემარ, – განაგრძო ზინაიდამ,
– თუმცა კმარა, ახლა სხვა რამე ვითამაშოთ.
– მუსიე ვოლდემარი, როგორც დედოფლის პაჟი, როცა დე-
დოფალი ბაღში იმ კაცთან შესახვედრად გაიქცეოდა, შლეიფს
დაუჭერდა, – შენიშნა გესლიანად მალევსკიმ.
მე წამოვენთე, მაგრამ ზინაიდამ მხარზე ხელი დამადო, წა-
მოდგა და ოდნავ აკანკალებული ხმით მალევსკის ეუბნება:
– თქვენი ბრწყინვალებისთვის თავხედობის უფლება არასო-
დეს მიმიცია, ამიტომაც გთხოვთ, დაგვტოვოთ, – თქვა და კარზე
მიუთითა.
– მომიტევეთ, თავადის ასულო... – ძლივს ამოილაპარაკა მა-
ლევსკიმ ფერწარსულმა.
– თავადის ასული მართალია!.. – თქვა ბელოვზოროვმა და
ისიც წამოდგა.
– ღმერთმანი, არ მინდოდა... ჩემს სიტყვებში ვგონებ, არაფე-
რი იყო ისეთი... თქვენი შეურაცხყოფა აზრად არ მომსვლია.
გთხოვთ, მაპატიოთ, – განაგრძო მალევსკიმ.
ზინაიდამ შეხედა, ცივად ჩაიცინა და ხელი აგდებულად აიქნი-
ა:

71 მკითხველთა ლიგა
– კი, ბატონო, დარჩით. მე და ვოლდემარი, ეტყობა,
ტყუილად გავბრაზდით. ადამიანის დაგესვლა თუ ასე გსიამოვ-
ნებთ, ღმერთმა შეგარგოთ...
– მომიტევეთ, – გაიმეორა კიდევ ერთხელ მალევსკიმ, მე კი
ზინაიდას ხელის მოძრაობაზე გუნებაში გავიფიქრე, ალბათ ნამ-
დვილი დედოფალიც ვერ შეძლებდა, ასე ღირსეულად მიეთითე-
ბინა კარზე თავხედისთვის-მეთქი.
ამ პატარა სცენის შემდეგ ფანტის თამაში დიდხანს არ გაგ-
რძელებულა. ყველამ თავი როგორღაც უხერხულად იგრძნო,
არა იმდენად იმ ამბის, არამედ სხვა, არცთუ მთლად გაცნო-
ბიერებულის, მაგრამ რაღაც ძალზე დამთრგუნველის გამო,
თუმცა ამაზე კრინტიც არავის დაუძრავს.
ბოლოს მაიდანოვმა საკუთარი ლექსები წაგვიკითხა და მა-
ლევსკიმ გადაჭარბებული აღფრთოვანებით შეაქო.
„ხედავ, ახლა როგორ ცდილობს, თავი კეთილ ადამიანად
მოგვაჩვენოს?“ – ჩამჩურჩულა ყურში ლუშინმა. ზინაიდა უცებ
ჩაფიქრდა. ქალბატონმა მოსამსახურე გამოაგზავნა, თავი მტკი-
ვაო, ნირმაცკიმ რევმატიზმზე დაიწყო წუწუნი და მალე ყველანი
ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.
ზინაიდას მიერ მოყოლილმა ამბავმა ისე გამაოცა, რომ დიდ-
ხანს, ძალიან დიდხანს ვერა და ვერ დავიძინე.
– ნუთუ ეს მინიშნება იყო, მაგრამ ვისზე ან რაზე მიგვანიშნებ-
და? თუ ნამდვილად ის არის, რაზეც და ვისზეც ვფიქრობ... ჰო,
მაგრამ, როგორ გაბედა? არა, ეს შეუძლებელია! – ვჩურჩულებ-
დი სახეალეწილი და ხან ერთ გვერდზე გადავბრუნდებოდი, ხან
მეორეზე... ვიხსენებდი ზინაიდას სახის გამომეტყველებას იმ ამ-
ბის მოყოლისას, ვიხსენებდი ნესკუჩნიში სეირნობის დროს ლუ-
შინის უნებურ წამოძახილს, ზინაიდას მოულოდნელ ცვლილებას
ჩემდამი და ვერაფერი გამეგო. „მაინც ვინ? ვინ არის ის კაცი?“ –
ვფიქრობდი და ის ვიღაც თვალწინ წყვდიადში ამოტვიფრული
72 მკითხველთა ლიგა
ცეცხლისფერი ასოებივით მედგა, ავის მომასწავებელი ღრუბე-
ლივით ჩამომწოლოდა თვალწინ, მთელი სხეულით შევიგ-
რძნობდი მის ამ ტკივილის მომგვრელ სიმძიმეს და ველოდი,
თავზე როდის ჩამომექცეოდა. ამ ბოლო დროს ბევრი რამ ვნახე,
ბევრ რამეს შევაჩვიე თვალი ზასეკინებთან, ვნახე მათი მოუწყო-
ბელი, უწესრიგო ცხოვრება, სანთლების შავად გაზინთლული
ნამწვი, დამტვრეული დანა-ჩანგალი, მუდამ შუბლშეკრული ვო-
ნიფატი, დაუბანელი მოსამსახურე გოგოები და თავად მოხუცი
ქალბატონის ცუდი მანერები – დიახ, ბევრი რამ ვნახე, ბევრ რა-
მეს შევესწარი, ბევრ რამეს შევეჩვიე, მაგრამ იმის შეგუება, რა-
საც ახლა ზინაიდას ჩემდამი დამოკიდებულების გამო განვიცდი-
დი, არ შემეძლო... დიდი თავგადასავლების მოყვარული ვინმე
ბრძანდებაო, – თქვა ერთხელ დედამ, ის „თავგადასავლების
მოყვარული“ კი ჩემი კერპი, ჩემი ღვთაება იყო! დედაჩემის მიერ
ნათქვამი ეს სიტყვები მწვავდა, ვცდილობდი, ყურს იქით გამეშ-
ვა, თავი ბალიშში ჩამერგო და დავმალვოდი... ვბრაზობდი, აღ-
შფოთებული ვიყავი, მაგრამ რას არ მივცემდი, რაზე არ ვიქნე-
ბოდი თანახმა, ოღონდ კი მე ვყოფილიყავი შადრევანთან მომ-
ლოდინე ის ბედნიერი!..
„შადრევანი... ბაღი...“ – თავში ერთთავად ეს სიტყვები მიტ-
რიალებდა, მთელი სხეული მეწვოდა, გული ჩაწყვეტაზე მქონ-
და... ავდგები და მეც ბაღში წავალ-მეთქი, სასწრაფოდ ჩავიცვი
და სახლიდან გავედი. ბნელი ღამე იყო, გრილი სიო ნაზად აშ-
რიალებდა ფოთლებს, ბაღჩიდან კამის სურნელი აღწევდა...
მთელი ხეივანი შემოვიარე. დავდიოდი და საკუთარი ნაბიჯის
ხმა კიდევაც მაღელვებდა და კიდევაც მამხნევებდა. მერე შევ-
ჩერდი, ვიდექი და ვუსმენდი, გული როგორ გამალებით მიცემ-
და. ბოლოს მესერთან მივედი, ლატანს ჩამოვეყრდენი, რომ
უცებ (არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა) ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით ქალის ფიგურა გაკრთა... რაც შემეძლო მზერა დავ-
73 მკითხველთა ლიგა
ძაბე, ვიდექი და სიბნელეს სუნთქვაშეკრული მივშტერებოდი.
მაინც რა იყო? ნაბიჯის ხმა თუ ჩემი გამალებული გულისცემა? –
ვინ ხართ? – ვიკითხე არცთუ ხმამაღლა. მაგრამ რა ხდება, რა
არის ეს? ვიღაც ჩუმად, მოგუდულად იცინის თუ ფოთლების
შრიალი მეჩვენება სიცილად? არა, ვიღაც სუნთქავს, აქვე, ყურის
ძირას! – უცებ შიშმა შემიპყრო და – ვინ ხართ-მეთქი? – კიდევ
უფრო ხმადაბლა ვიკითხე.
უცებ ცას ვარსკვლავი მოსწყდა, წუთით ჰაერი ცეცხლოვანმა
ხაზმა გადაკვეთა. ის იყო, უნდა მეკითხა, ვინ ხართ, ზინაიდა
ხართ-მეთქი? – რომ სიტყვა ბაგეზე შემაცივდა. ერთბაშად ირ-
გვლივ ყველაფერი მიყუჩდა. ხეებზე კუტკალიებიც კი გაირინ-
დნენ, ისე, როგორც ეს შუაღამისას ხდება და ამ მდუმარებაში
უცებ ფანჯრის გაღების ხმა მომესმა. დიდხანს ვიდექი ასე გაოგ-
ნებული, ბოლოს დავბრუნდი ჩემს ოთახში და გაყინულ ლოგინ-
ში ჩავწექი. ისეთი დაძაბული ვიყავი, ისე ვღელავდი, თითქოს
საყვარელ ადამიანთან პაემანზე მივედი და უგულებელყოფილი
სხვისი ბედნიერების მოწმე გავხდი.

74 მკითხველთა ლიგა
17
მეორე დღეს ზინაიდა მხოლოდ წამიერად ვნახე – ქალბა-
ტონთან ერთად კარეტით სადღაც მიდიოდა. სამაგიეროდ, შევ-
ხვდი ლუშინს, რომელმაც, სხვათა შორის, სალამი ძლივს მა-
ღირსა. შევხვდი მალევსკისაც – ახალგაზრდა გრაფი მეგობრუ-
ლად გამომელაპარაკა. უნდა გითხრათ, ფლიგელის ყველა იმ
მუდმივ სტუმარს შორის მხოლოდ მან შეძლო ჩვენს სახლში შე-
მოძრომა და დედაჩემისთვის თავის შეყვარება. მამა კი არ სწყა-
ლობდა, ცივად, შეურაცხყოფამდე თავაზიანად მიმართავდა.
– აჰ მონსიეურ ლე პაგე! – დაიწყო მალევსკიმ,– მიხარია,
რომ შეგხვდით. რას შვრება, როგორ ბრძანდება თქვენი მშვე-
ნიერი დედოფალი?
მისი ლამაზი, ნორჩი სახე ისე მძულდა იმ წუთში, ისე მაღი-
ზიანებდა, ისიც ისე აგდებულად, ისე დამცინავად მიყურებდა,
გამომწვევად მეთამაშებოდა, არათუ კითხვაზე პასუხის გაცემა,
მისი დანახვაც არ მინდოდა.
– რაო, ისევ მიბრაზდებით? – განაგრძობდა მალევსკი, –
სულ ტყუილად! მე თქვენ პაჟი გიწოდეთ, პაჟები კი უპირატესად
დედოფლებს ჰყავთ. თუმცა, ნება მიბოძეთ, აღვნიშნო, რომ ცუ-
დად ასრულებთ თქვენს მოვალეობას.
– რატომ?
– პაჟი განუყრელად თავისი მბრძანებლის გვერდით უნდა
იყოს, მისი ყველაფერი უნდა იცოდეს, არც დღე აცილებდეს
თვალს, არც ღამე, – თქვა მან თითქმის ჩურჩულით.
– ამით რის თქმა გინდათ?
– რის თქმა მინდა? მგონი, გასაგებად ვთქვი, დღისითაც და
ღამითაც-მეთქი... დღისით ისე, სხვათა შორის, აი, ღამით კი...
უბედურებას კაცი ღამით უნდა ელოდე. გირჩევთ, ფხიზლად
იყოთ, თვალყური ადევნოთ. ბაღი, ღამე, შადრევანი – მხედვე-
75 მკითხველთა ლიგა
ლობიდან არასოდეს გამოგრჩეთ. აი, რაზე უნდა გაამახვილოთ
ყურადღება! დარწმუნებული ვარ, ბოლოს მადლობასაც მეტ-
ყვით.
მალევსკიმ გაიცინა და ჩემკენ ზურგით შემოტრიალდა. არ ვი-
ცი, ის შეიძლება დიდ მნიშვნელობასაც არ აძლევდა იმას, რაც
მითხრა – მას ხომ ჩინებული მისტიფიკატორის რეპუტაცია
ჰქონდა, მასკარადებზე ადამიანების გასულელებით იყო ცნობი-
ლი, რასაც ის გაუცნობიერებელი ცრუპენტელობა უწყობდა
ხელს, რომელიც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი... ვიცი, მხო-
ლოდ ჩემი გაღიზიანება უნდოდა, მაგრამ მისი თითოეული სიტ-
ყვა ძარღვებში შხამივით მივლიდა. ბაღის ხსენებაზე სისხლი
თავში მეცა.
– აჰ, ესე იგი... ძალიან კარგი! ეტყობა, ტყუილად არ მიმიწევ-
და გული ბაღისაკენ! – წამოვიძახე ხმამაღლა და მკერდში მჯიღი
ვიკარი. „ისე, კაცმა რომ თქვას, რა იცი, რა ხდება! იქნებ თვი-
თონ მალევსკი დადის მასთან ბაღში?.. ის თუ არა, აბა, სხვა ვინ?
ბაღს ხომ დაბალი ღობე აქვს, მასზე გადაძრომ-გადმოძრომას
დიდი არაფერი უნდა, ვაი იმას, ვინც იქ ხელში მომხვდება! ჩემ-
თან შეხვედრას არავის ვურჩევ, ჯობია, მომერიდოს... ისე, შეიძ-
ლება წამოსცდა კიდევაც. თუ ასეა, წარმოდგენა არ აქვს, რა
ელის ამ თავხედობისათვის! მთელ ქვეყნიერებასაც და იმ მოღა-
ლატესაც (ზინაიდას, არც მეტი, არც ნაკლები, მოღალატე ვუწო-
დე) დავუმტკიცებ, რა შემიძლია!“
ამ ფიქრებით გულდამძიმებული ჩემს ოთახში შევედი, საწე-
რი მაგიდიდან ცოტა ხნის წინ ნაყიდი ინგლისური დანა ავიღე,
პირი მოვუსინჯე, წარბი შევკარი და ყოველგვარი ყოყმანის გა-
რეშე ჯიბეში ისე მშვიდად ჩავიდე, თითქოს ამგვარი საქმეების
კეთება ჩემთვის პირველი არ იყო. დაღამებამდე გაბოროტებუ-
ლი დავაბიჯებდი წინ და უკან. ჯიუტად პირმოკუმულს წარბი არ
გამიხსნია, გული ყელში მქონდა მობჯენილი. ხელს დანას მაგ-
76 მკითხველთა ლიგა
რად ვუჭერდი ჯიბეში და რაღაც საშინელებისათვის ვემზადებო-
დი. ეს ახალი, ჩემთვის სრულიად უცხო განცდა ისე მართობდა,
ის კი არა, ისე მამხიარულებდა, ზინაიდაზე თითქმის არ ვფიქ-
რობდი. ერთთავად თვალწინ ახალგაზრდა ბოშა ალეკო მედგა:
„საით, ლამაზო ჭაბუკო?..“ „სისხლში ხარ ერთიანად ამოსვრი-
ლი!.. აჰ, რა ჰქენ, რა ჩაიდინე?!“ „არაფერი!“ – როგორი მკაცრი,
სასტიკი ღიმილით ვიმეორებდი ამ სიტყვებს! მამა სახლში არ
იყო, მაგრამ დედამ, რომელიც ამ ბოლო დროს სულ გაღიზიანე-
ბული დადიოდა, სახეზე შემატყო, რა ფატალურ ხასიათზე ვიყავი
და, ვახშამს რომ ვუსხედით – ასე რას იბერები ბურღულში ჩა-
ვარდნილი თაგვივითო? – მკითხა. პასუხად მხოლოდ გულმოწ-
ყალედ გავიღიმე და, ეჰ, რომ იცოდეს-მეთქი, გავიფიქრე.
საათმა თერთმეტჯერ დარეკა. ჩემს ოთახში შევედი, მაგრამ
არ გამიხდია, ვუცდიდი, შუაღამე როდის დადგებოდა. აი, რო-
გორც იქნა, მოაწია შუაღამემ, საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა. –
დროა! – გამოვცერი კბილებში, ქურთუკის ყველა ღილი ყელამ-
დე შევიკარი, სახელოები ავიკაპიწე და ბაღისკენ გავწიე.
სადაც უნდა მედარაჯა, ადგილი წინასწარ მქონდა შერჩეული.
ბაღის ბოლოს, იქ, სადაც ჩვენსა და ზასეკინების ეზოებს გამყო-
ფი მესერი ჩაუდიოდა, ერთადერთი ნაძვი იდგა. ვიდექი ნაძვის
ხშირ, ძირს დაშვებულ ტოტებქვეშ და, რამდენადაც სიბნელე
ამის საშუალებას იძლეოდა, შემეძლო აქედან კარგად დამენახა,
ირგვლივ რა ხდებოდა. ბილიკი, რომელიც ყოველთვის იდუმა-
ლებით მოცული მეჩვენებოდა, აქედან გველივით მიიკლაკნებო-
და ღობის გასწვრივ. უცებ ვხედავ, ჩემ წინ ნაფეხურებია, რომ-
ლის კვალიც აკაციების მრგვალ ფანჩატურამდე მიდის. ნაძვთან
მივედი, ხეს მივეყრდენი და დაველოდე.
ისე, როგორც გუშინ, წყნარი ღამე იყო, ოღონდ ცას ამჯერად
იმდენი ღრუბელი არ ფარავდა და მხოლოდ ბუჩქების სილუეტე-
ბი კი არა, მაღალი, წამოყელყელავებული ყვავილებიც ჩანდა.
77 მკითხველთა ლიგა
ლოდინის პირველი წუთები ძალიან დამქანცველი, თითქმის შე-
მაძრწუნებელი იყო, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი,
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი: მეყვირა
– გამოტყდით, თორემ მოგკლავთ-მეთქი, თუ პირდაპირ ვცემო-
დი და დანით დამეჭრა... ვიდექი დაძაბული, ფოთლის ყოველ
გაშრიალებაზეც კი ვკრთოდი, მეგონა, რაღაც განსაკუთრებული
ხდებოდა... გავიდა ნახევარი საათი, ერთი საათი. ძარღვებში
სისხლი მეყინება, თითქმის აღარ მოძრაობს. უკვე ეჭვიც კი მეპა-
რება, რა სისულელეს ჩავდივარ, სასაცილო ვარ, მალევსკიმ,
ეტყობა, გამამასხარავა-მეთქი... ბოლოს საფარი მივატოვე და
მთელი ბაღი შემოვიარე, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევ-
და, ყველაფერი ღრმა ძილს მისცემოდა, ბაღის შესასვლელთან
ჩვენს ძაღლსაც კი თათებში ცხვირწაყოფილს ეძინა. ორანჟერე-
ის დანგრეულ გალავანზე ავედი, ჩემ წინ გადაჭიმულ მინდორს
გავხედე, ზინაიდა გამახსენდა და ჩავფიქრდი..
უცებ შევკრთი. მომეჩვენა, თითქოს კარი გაჭრიალდა, მერე
ჩამოტეხილი როკის ჩუმი ტკაცანი გაისმა, მაშინვე ნანგრევიდან
ჩამოვხტი და ადგილზე გავირინდე – ბაღში სწრაფი, ფრთხილი,
მსუბუქი ნაბიჯების ხმა გავიგონე, რომელიც თანდათან მიახ-
ლოვდებოდა და – ის არის... აი, როგორც იქნა, გამოჩნდა-
მეთქი! – აკანკალებულმა ჯიბიდან დანა ამოვიღე და გავხსენი –
თვალები ამიჭრელდა, როგორიღაც წითელი ნაპერწკლებით
ამევსო, შიშისა და სიბრაზისგან თმა ყალყზე მედგა... ვიგრძენი,
ვიღაც პირდაპირ ჩემკენ მოემართებოდა და მის შესახვედრად
წინ წავდექი, წელში მოვიხარე, დავიძაბე... ვხედავ, კაცი მო-
დის... ო, ღმერთო!.. ღმერთო ჩემო!.. ეს კაცი მამაჩემი იყო!
რა თქმა უნდა, ის იყო, ცხადია, მაშინვე ვიცანი! თავით ფეხამ-
დე შავ ლაბადაში გახვეულს შლაპა მთელ სახეს უფარავდა...
გვერდით ფეხაკრეფით ისე ჩამიარა, ვერ შემნიშნა, თუმცა არა-
ფერი მფარავდა, მაგრამ ისე ვიყავი მობუზული, მიწაზე თითქმის
78 მკითხველთა ლიგა
აღარ ვჩანდი. ეჭვით სავსე, მკვლელობისთვის მზად მყოფი ოტე-
ლო უცებ სკოლის მოწაფე ბიჭუნად იქცა... მისი მოულოდნელი
გამოჩენით ისე ვიყავი შეშინებული, იმაზე ფიქრის თავიც აღარ
მქონდა, საიდან მოდიოდა, ან საით გაუჩინარდა. გონებაზე მხო-
ლოდ მაშინ მოვეგე, წელში მაშინ გავიმართე, როცა ირგვლივ
ყველაფერი ისევ მდუმარებამ მოიცვა და ამ შუაღამისას მამა
ბაღში, ნეტავ, რას დადის-მეთქი, გავიფიქრე. მის დანახვაზე შეძ-
რწუნებულს დანა ხელიდან გამივარდა, ბალახებში ჩავარდა,
მაგრამ ძებნა აღარ დამიწყია. ერთბაშად გამოფხიზლებული მა-
შინვე სახლში წამოვედი და ვიდრე შინ შევიდოდი, ანწლის იმ
უშველებელი ბუჩქის ქვეშ, ჩემს სკამთან მივედი და ზინაიდას სა-
ძინებლის ფანჯარას გავხედე. ღამეული ციდან წამოსულ
მკრთალ სინათლეზე ფანჯრის ოდნავ ამოზნექილ მინებს ლურჯი
ფერი დაჰკრავდა. უცებ შუშებს ფერი შეეცვალა... მინებს მიღმა
(მე ეს აშკარად დავინახე) მოთეთრო ფერის შტორი ისე ფრთხი-
ლად, ნელა დაეშვა, რომ არც კი შერხეულა.
ჩემს ოთახში შესულმა – ეს რა იყო? სიზმარი თუ რაღაც
შემთხვევითობა-მეთქი?!. – წამოვიძახე ჩემდა უნებურად. ვა-
რაუდი, რომელმაც ჩემი გონება შეძრა, ისეთი წარმოუდგენელი,
ახალი და უცნაური იყო, რომ მასზე დაფიქრებაც ვერ გავბედე.

79 მკითხველთა ლიგა
18
დილით თავის ტკივილით ავდექი. გუშინდელი ჩემი მღელვა-
რება სადღაც გაქრა, იგი დაბნეულობამ, გაოცებამ და გაუგო-
ნარმა, წარმოუდგენელმა სევდამ შეცვალა. ისეთი განცდა მქონ-
და, თითქოს ჩემში რაღაც მოკვდა, რაღაც ჩაიფერფლა.
– რა იმ კურდღელივით იყურებით, ნახევარი ტვინი რომ
ამოაცალეს? – მითხრა შეხვედრისას ლუშინმა.
იმ საღამოს, ვახშამზე ხან მამას შევხედავდი ჩუმად, ხან დე-
დას. მამა, როგორც ყოველთვის, მშვიდად იყო, დედა კი, მართა-
ლია, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ყველაფერზე ღიზიანდე-
ბოდა. ვიცდიდი, მამა თბილად როდის გამომელაპარაკებოდა,
თბილად და მეგობრულად, როგორც ეს ხანდახან სჩვეოდა...
თუმცა ჩვეულებისამებრ, სხვათა შორისაც არ მომფერებია... იქ-
ნებ წუხანდელი ამბავი ზინაიდას მოვუყვე, ჩვენ შორის ხომ ყვე-
ლაფერი ისედაც დამთავრებულია-მეთქი, – გავიფიქრე და ფლი-
გელისკენ გავწიე, მაგრამ არათუ მოვუყევი, ვერც კი დაველაპა-
რაკე. თავადის ცოლს პეტერბურგიდან სამხედრო სკოლის მო-
წაფე, თორმეტი წლის ვაჟიშვილი ჩამოსვლოდა და ზინაიდამ და-
მინახა თუ არა, თავისი კადეტი ძმა მაშინვე გადმომაბარა:
– ჩემს ძმას თქვენ გაბარებთ, ჩემო საყვარელო მეგობარო
ვალოდია (ეს პირველი შემთხვევა იყო, ამ სახელით რომ მომ-
მართავდა). ამასაც ვალოდია ჰქვია, გიყვარდეთ და სწყალობ-
დეთ. ჯერ მხოლოდ მოზარდია, მორცხვი და მორიდებული, მაგ-
რამ კეთილი გული აქვს. წაიყვანეთ, დაათვალიერებინეთ ნეს-
კუჩნი, გაისეირნეთ მასთან ერთად, იყავით მისი მფარველი...
ხომ გააკეთებთ ამას? თქვენც ხომ მასავით კეთილი გული
გაქვთ!
ზინაიდამ მხარზე ორივე ხელი ალერსიანად რომ დამადო,
ძალიან დავიბენი. იმ ბიჭის გამოჩენამ მეც პატარა ბიჭუნად მაქ-
80 მკითხველთა ლიგა
ცია. ვიდექი, ვუყურებდი თორმეტი წლის კადეტს შტერივით და
ისიც ისე უსიტყვოდ მომჩერებოდა, რომ ზინაიდამ ხმამაღლა
გაიცინა და ერთმანეთს მიგვაჯახა:
– ბავშვებო, რას უყურებთ, გადაეხვიეთ!
მართლაც გადავეხვიეთ ერთმანეთს.
– გინდათ, გაგასეირნოთ ბაღში? – ვეკითხები კადეტს.
– დიახ, დამდეთ პატივი, – მიპასუხა ბიჭმა ნამდვილი კადეტი-
ვით ხმაჩახლეჩილმა.
ამაზე ზინაიდამ ერთხელ კიდევ გადაიკისკისა. მისი სახე ასე-
თი მომხიბვლელი, ასეთი ფეროვანი არასოდეს მჩვენებია. ბო-
ლოს წავედით.
ჩვენს ბაღში ძველი საქანელები იდგა. ბიჭი საქანელაზე დავ-
სვი და გავაქანე. მაუდის ახალ, ოქროს ბუზმენტიან მუნდირში
გამოკვართული გაუნძრევლად იჯდა, ხელები მაგრად ჰქონდა
თოკებზე ჩაბღუჯული.
– საყელო მაინც გაიხსენით! – ვუთხარი ბიჭს.
– არა უშავს, უკვე მივეჩვიე, – ჩაილაპარაკა ჩუმად და ჩაახ-
ველა.
ბიჭი დას ძალიან ჰგავდა, განსაკუთრებით თვალები უგავდა,
ამიტომაც მასთან ყოფნა მსიამოვნებდა კიდევაც, მაგრამ გუშინ-
დელის გამო ჩემს გულს ყრუ სევდა ღრღნიდა. „ახლა მართლა
ბავშვივით ვარ, აი, გუშინ კი...“ – ამის გაფიქრებაზე დანა გამახ-
სენდა; გამახსენდა, რა ადგილზეც დამივარდა და მოვძებნე. ბიჭ-
მა დანა გამომართვა, ანწლის მსხვილი ღერო მოჭრა, სტვირი
გამოთალა და დაუკრა. დაუკრა ოტელომაც.
სამაგიეროდ, როგორ ტიროდა ეს ოტელო ზინაიდას ხელებში
იმავე საღამოს, როცა მან ბაღის კუთხეში იპოვა და ჰკითხა, ასე-
თი სევდიანი რატომ ხარო. მისი თვალებიდან ცრემლმა მაშინ
ისე იფეთქა, რომ ზინაიდას შეეშინდა კიდევაც.

81 მკითხველთა ლიგა
– ვალოდია, რა იყო, რა დაგემართათ? – იმეორებდა იგი,
მაგრამ, რომ ნახა, არ ვპასუხობდი და ისევ ცრემლად ვიღვრე-
ბოდი, უნდოდა, ცრემლიან ლოყაზე ეკოცნა.
მაშინ მივბრუნდი და აქვითინებულმა ჩავილაპარაკე:
– მე ყველაფერი ვიცი. რატომ თამაშობდით, რატომ მასულე-
ლებდით? ვითომ რაში გჭირდებოდათ ჩემი სიყვარული?
– ვალოდია, დამნაშავე ვარ... ძალიან, ძალიან დამნაშავე და
ძალიან საძაგელი... ჩემში იმდენი ცუდი, იმდენი ცოდვაა... თუმ-
ცა ახლა არ ვთამაშობ, მიყვარხართ, მაგრამ თქვენ წარმოდგენა
არ გაქვთ, როგორ და რატომ... ეჰ, აბა, თქვენ რა იცით, ან კი
საიდან უნდა იცოდეთ!..
რა შემეძლო, რა უნდა მეთქვა? იგი ჩემ წინ იდგა, მიყურებდა
და მე უკვე მისი ვიყავი თავით ფეხამდე... და, აი, თხუთმეტი წუ-
თიც არ იყო გასული, რომ მე და კადეტი ზინაიდას დასაჭერად
დავდევდით. უკვე აღარ ვტიროდი, ვიცინოდი, შეშუპებული თვა-
ლებიდან ცრემლი სიცილისგან ღაპაღუპით მდიოდა. ჰალსტუ-
ხის ნაცვლად ყელზე ზინაიდას ბაფთა მეკეთა. როცა დავეწიე და
იმისთვის, რომ დამეჭირა, წელზე ხელი მოვხვიე, აღტაცებულმა
სიხარულისგან ვიყვირე.
ეჰ, ის ხომ სულ თავის ჭკუაზე მათამაშებდა, იმას მაკეთები-
ნებდა, რაც სურდა.

82 მკითხველთა ლიგა
19
ვინმეს დაჟინებით რომ მოეთხოვა იმის მოყოლა, რა ხდებო-
და იმ ერთ კვირას ჩემს გულში, იმ წარუმატებელი ღამეული ექ-
სპედიციის შემდეგ, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. ეს იყო
ყოვლად უცნაური, დაძაბული, ციებ-ცხელებიანი დრო, ქაოსი,
რომელშიც ყველაზე წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიც-
ხავი გრძნობები, განცდები, ეჭვები და იმედები, სიხარული და
მწუხარება ქარიშხალივით ბობოქრობდა. საკუთარ სულში ჩა-
ხედვის მეშინოდა, თუ შეუძლია თექვსმეტი წლის ბიჭს საკუთარ
სულში ჩაიხედოს. ჩემს თავს, ჩემს საქციელს ანგარიშს ვერ ვუ-
წევდი და მხოლოდ იმ დღით ვცხოვრობდი. სამაგიეროდ, ღამით
მკვდარივით მეძინა, რაშიც ჩემი ბავშვობა, ჩემი ბავშვური გუ-
ლუბრყვილობა იყო დამნაშავე. არ ვუყვარვარ-მეთქი, არ მინ-
დოდა, საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, არ მინდოდა, მცოდნო-
და, ვის ვუყვარდი და ვის არა... მამას გავურბოდი, მაგრამ ის,
რომ ზინაიდას გავქცეოდი, არ შემეძლო... მის გვერდით ვიწვო-
დი, ცეცხლი მეკიდა... თუმცა, აბა, რაში მჭირდებოდა იმის ცოდ-
ნა, რა ცეცხლი იყო, ასე რომ მწვავდა და მდაგავდა? მთელი ჩემი
არსებით საკუთარ შთაბეჭდილებებს ვიყავი აყოლილი, საკუთა-
რი თავის წინაშე ვთვალთმაქცობდი, მოგონებებს გავურბოდი,
თვალს ვხუჭავდი იმაზე, რასაც წინასწარ ვგრძნობდი... ეს ტანჯვა
დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და, ცხადია, არც გაგრძელებუ-
ლა – მეხის იმ გავარდნამ ყველაფერს ერთბაშად დაუსვა წერტი-
ლი, ცხოვრების ახალ კალაპოტში გადამაგდო.
ერთხელაც, ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ სადილობისას
შინ მისულმა გავიგე, რომ მარტოს მომიწევდა სადილობა და ძა-
ლიან გამიკვირდა. მამა სადღაც იყო წასული, დედა კი თავს ცუ-
დად გრძნობდა და თავის საძინებელში იყო ჩაკეტილი. მსახურე-
ბის გამომეტყველებით მივხვდი, რაღაც განსაკუთრებული მოხ-
83 მკითხველთა ლიგა
და... ამბის კითხვა მათთვის ვერ გავბედე, მაგრამ მყავდა ერთი
მეგობარი, ახალგაზრდა მებუფეტე ფილიპი, პოეზიის დიდი მოყ-
ვარული, გიტარაზე დაკვრის ნამდვილი ოსტატი და სწორედ მის-
გან შევიტყვე, რომ დედასა და მამას რაღაც უსიამოვნო საუბარი
ჰქონდათ. – სამოახლოშიც კი ყველაფერი გარკვევით ისმოდა,
– თქვა ფილიპმა, – მართალია, ფრანგულად ლაპარაკობდნენ,
მაგრამ ხელზე მოსამსახურე მაშა ხუთი წელი პარიზელ მკერავ-
თან ცხოვრობდა, ამიტომაც ყველაფერი ესმოდა. დედა მამას მე-
ზობლად მცხოვრებ ქალიშვილთან ურთიერთობისა და ღალა-
ტის გამო საყვედურობდა. მამა ჯერ თავს იმართლებდა, მერე
გაბრაზდა, „ქალბატონის ხანდაზმულობაზე“ რაღაც უსიამოვნო
სიტყვა თქვა, ამაზე დედა ატირდა, თავადის მოხუცი მეუღლის-
თვის გაცემული თამასუქი გაიხსენა და თავადის ასულიც ძალზე
ცუდად მოიხსენია, რაზეც მამა დედას დაემუქრა. – თუმცა, მთე-
ლი უბედურება მაინც იმ უსახელო წერილს მოჰყვა, რომელიც
ვინ დაწერა და ვისგან იყო, არავინ იცის, – დასძინა ფილიპმა.
– ჰო, მაგრამ, მერე? მერე რაღა მოხდა? – ძლივს ამოვღერ-
ღე, ხელ-ფეხი ყინულივით მქონდა, ვკანკალებდი, გული გამა-
ლებით მიცემდა.
ფილიპმა თვალი ჩამიკრა:
– იმას, რასაც მამათქვენი ასე მალავდა, რაც უნდა იფრთხი-
ლო, ვერ დამალავ. მაგალითად, ხომ უნდა დაიქირავო კარეტა...
გარდა ამისა, ვერც ადამიანების გარეშე გახვალ იოლას.
ფილიპი გავუშვი და საწოლზე დავემხე. არ ავქვითინებულ-
ვარ, არც სასოწარკვეთას მივცემივარ... არც საკუთარი თავის-
თვის მიკითხავს, როდის და როგორ მოხდა ეს ყველაფერი...
არც ის გამკვირვებია, აქამდე რატომ ვერაფერს მივხვდი...
თქვენ წარმოიდგინეთ, არც მამაზე ვიყავი ნაწყენი. ის, რაც გავი-
გე, ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა – ამ ამბავმა, ამ მოულოდ-

84 მკითხველთა ლიგა
ნელმა აღმოჩენამ გამანადგურა... ყველაფერი დამთავრებული
იყო. ყველა ჩემი ყვავილი დამჭკნარი და ფეხქვეშ გათელილი.

85 მკითხველთა ლიგა
20
მეორე დღეს დედამ გამოაცხადა, რომ ქალაქში აპირებდა გა-
დაბარგებას. დილით მამა მასთან საძინებელში შევიდა და დიდ-
ხანს იჯდა იქ. არავინ იცის, რა უთხრა, მაგრამ დედა უკვე არ ტი-
როდა, დამშვიდდა და საჭმელიც მოითხოვა, თუმცა არც ოთახი-
დან გამოსულა, არც გადაწყვეტილება შეუცვლია. მახსოვს, დი-
ლიდან დაღამებამდე იმ დღეს გარეთ ვიხეტიალე, მაგრამ არც
ბაღში შევსულვარ, არც ფლიგელისკენ გამიხედავს. საღამოს კი,
მართლაც, საოცარი ამბის მომსწრე გავხდი – მამამ გრაფი მა-
ლევსკი დარბაზიდან ხელკავით წინკარში გაიყვანა და მსახურის
თანდასწრებით ცივად უთხრა: „რამდენიმე დღის წინ თქვენს
ბრწყინვალებას ერთ ოჯახში კარისკენ მიუთითეს. ახლა ახსნა-
განმარტებას არ დაგიწყებთ, მაგრამ თქვენი ხელწერა არ მომ-
წონს და მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ თუ თქვენ ერთხელ კი-
დევ მობრძანდებით ჩვენს სახლში, აი, ამ ფანჯრიდან გადაგაგ-
დებთ!..“
გრაფი წელში საცოდავად მოიხარა, კბილი კბილს დააჭირა
და კრიჭაშეკრული წავიდა.
დაიწყო ქალაქში, არბატზე, სადაც ჩვენ სახლი გვქონდა, გა-
დაბარგების სამზადისი. აგარაკზე დარჩენა ალბათ აღარც მამას
სურდა და, ეტყობა, დედას სთხოვა, ხმაური არ აეტეხა. მარ-
თლაც, ყველაფერი წყნარად, აუჩქარებლად, ყოველგვარი აურ-
ზაურის გარეშე ხდებოდა. დედამ ისიც კი ბრძანა, მოკითხვა გა-
დაეცათ თავადის მოხუცი მეუღლისათვის და სინანული გამოთ-
ქვა, რომ ჯანმრთელობის გამო წასვლის წინ ვერ მოინახულებ-
და. მთელი დღე გადარეულივით დავბოდიალებდი, მხოლოდ
იმას ვნატრობდი, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ეს
ყველაფერი. ერთი აზრი თავიდან არ ამომდიოდა – როგორ გა-
ბედა, როგორ შეეძლო ზინაიდას, ჯერ სულ ასე ახალგაზრდას,
86 მკითხველთა ლიგა
თავადის ასულს, ასეთი რამ ჩაედინა, მაშინ როცა მშვენივრად
იცოდა, ეს კაცი თავისუფალი არ იყო და შეეძლო მაშინ გათხო-
ვილიყო, როცა მოისურვებდა, თუნდაც, მაგალითად, ბელოვზო-
როვზე. მაინც რის იმედი ჰქონდა? რატომ არ შეეშინდა, საკუთარ
მომავალზე რატომ არ იფიქრა? აი, რას ნიშნავს ვნება, სიყვარუ-
ლი, აი, რა არის ერთგულება-მეთქი!.. – ვფიქრობდი, რომ უცებ
ლუშინის სიტყვები გამახსენდა: ზოგიერთისთვის თავგანწირვა
ნამდვილი ნეტარებააო... ერთხელაც ფლიგელის ერთ-ერთ ფან-
ჯარაში რაღაც თეთრი შევნიშნე. ნუთუ ეს ზინაიდაა-მეთქი? – გა-
ვიფიქრე... რა თქმა უნდა, ზინაიდა იყო. ვერ მოვითმინე, გულმა
არ გამიძლო, ისე დავშორებოდი, რომ არ გამოვმშვიდობებოდი
საბოლოოდ. მართლაც, შევარჩიე სათანადო მომენტი და ფლი-
გელისკენ გავწიე.
მისაღებში ქალბატონი, როგორც ყოველთვის, ისე, სხვათა
შორის მომესალმა.
– რაო, რა მოხდა, თქვენები ასე მალე წასასვლელად რატომ
აწრიალდნენ? – მკითხა და ორივე ნესტოში ბურნუთი შეიყარა.
მე მას შევხედე და გულზე მომეშვა. ფილიპის მიერ ნახსენები
თამასუქი მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ქალბატონს, ეტყო-
ბა, ეს აზრადაც არ მოსვლია... ყოველ შემთხვევაში მაშინ მე ასე
მომეჩვენა.
უცებ გვერდითა ოთახიდან ზინაიდა გამოვიდა, შავ კაბაში გა-
მოწყობილი, ფერმკრთალი, თმაგაშლილი. ხელი მომკიდა და
თავის ოთახში გამიყვანა.
– თქვენი ხმა გავიგონე... – დაიწყო ზინაიდამ, – ნუთუ შეგეძ-
ლოთ ასე ადვილად მიგეტოვებინეთ, ცუდო, ბრაზიანო ბიჭუნა?
– თავადის ასულო, მე თქვენთან გამოსამშვიდობებლად მო-
ვედი, ალბათ, სამუდამოდ. შეიძლება უკვე გაიგეთ, რომ მივემ-
გზავრებით.
ზინაიდამ დაჟინებით შემომხედა.
87 მკითხველთა ლიგა
– დიახ, გავიგე... გმადლობთ, რომ მოხვედით. მეგონა, ვეღა-
რასოდეს გნახავდით. ცუდად ნუ მომიგონებთ, ვიცი, ხანდახან
გაწვალებდით, მიუხედავად ამისა, ისეთი არა ვარ, როგორიც
თქვენ გგონივართ, – თქვა, მიტრიალდა და ფანჯარას მიეყ-
რდნო:
– არა, არა ვარ ისეთი, დამიჯერეთ... თუმცა, ვიცი, ცუდი აზრი-
სა ხართ ჩემზე.
– მე?!
– დიახ, თქვენ.
– მე? – გავიმეორე ნაღვლიანად და გული ძველებურად
ამითრთოლდა განუმეორებელი, აუწერელი ხიბლით გაბ-
რუებულს, – მე? ზინაიდა ალექსანდროვნა, მერწმუნეთ, რაც უნ-
და ქნათ, როგორადაც უნდა დამტანჯოთ, როგორც უნდა გამაწა-
მოთ, მე მაინც მეყვარებით და სიცოცხლის ბოლომდე დაგელო-
დებით, – ვუთხარი მისი თვალისმომჭრელი სილამაზით, მისი
მომხიბვლელობით გულათრთოლებულმა.
იგი ჩემკენ მოტრიალდა, ხელები გაშალა, თავზე მომხვია და
მაგრად, მხურვალედ მაკოცა, მაგრამ, ღმერთმა უწყის, ვის
ეკუთვნოდა ეს ხანგრძლივი, გამოსამშვიდობებელი კოცნა... მე
კი მთელი არსებით, მთელი გულითა და სულით განვიცადე ამ
სიტკბოების ნეტარება, თუმცა ვიცოდი, ეს აღარასოდეს განმე-
ორდებოდა.
– მშვიდობით, ზინაიდა ალექსანდროვნა, მშვიდობით!.. – ვი-
მეორებდი გულდარდიანი და მღელვარე.
ზინაიდამ ხელი სწრაფად გამიშვა და წავიდა. მეც მაშინვე გა-
მოვტრიალდი, მაგრამ შეუძლებელია გამოხატო ის გრძნობა,
რომლითაც იქიდან წამოვედი. არ მინდოდა... არა, არ მინდოდა,
ოდესმე კიდევ განმეორებულიყო ეს განცდა, მაგრამ თავს ალ-
ბათ უბედურად ჩავთვლიდი, მართლაც რომ აღარასოდეს განმე-
ცადა ის, რაც იმ დღეს განვიცადე.
88 მკითხველთა ლიგა
ქალაქში დავბრუნდით, მაგრამ დიდხანს, ძალიან დიდხანს
ვერ დავივიწყე ის, რაც აგარაკზე გადამხდა, ვერა და ვერ ჩავერ-
თე საქმეში. ნელა მიხორცდებოდა ჭრილობა, თუმცა მამაჩემის
მიმართ არათუ იოტისოდენა წყენასაც არ ვგრძნობდი, პირიქით,
ის კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში... დაე, ისე ახსნან ფსი-
ქოლოგებმა ეს წინააღმდეგობა, როგორც ენებოთ...
ერთხელაც ბულვარში ვსეირნობდი, რომ შემთხვევით ლუ-
შინს გადავეყარე, რამაც ძალიან გამახარა, მე ის მიყვარდა მისი
უშუალობის, პირდაპირობის გამო. ესეც რომ არა, ის ჩემთვის იმ
მოგონებების გამოც იყო ძვირფასი, რომელსაც ჩემს გულში აღ-
ძრავდა. დავინახე თუ არა, გახარებული ვეცი.
– აჰ, – ჩაილაპარაკა მან და წარბი შეყარა, – ეს თქვენ ხართ,
ყმაწვილო?! აბა, ერთი კარგად დამენახვეთ!.. ჰო, ისევ ის უმწი-
ფარი ჯეელი ბრძანდებით, მაგრამ თქვენს თვალებში იმ ძველ
სისაძაგლეს აღარ ვხედავ! ოთახის ძაღლივით კი არა, ახლა კა-
ცივით იყურებით... როგორ ხართ, რას შვრებით? მეცადინეობთ?
ამაზე მხოლოდ ამოვიოხრე – ტყუილის თქმა არ მინდოდა,
სიმართლის თქმისა კი მრცხვენოდა.
– არა უშავს, – განაგრძო ლუშინმა, – ნუ ღელავთ, ნუ გეშინი-
ათ, მთავარია, ნორმალურად იცხოვროთ, ქალის სიყვარულმა
და გატაცებამ არ დაგთრგუნოთ, არ დაგიმორჩილოთ... აბა, რა
ხეირია მაგისგან? ტალღამ საითაც უნდა წაგიღოთ, მთავარია,
მყარად იდგეთ საკუთარ ფეხებზე მაშინაც კი, ქვაზე რომ შეგაყე-
ნონ. აი, მე კი მახველებს... ბელოვზოროვის ამბავი თუ გაიგეთ?
– არა! რა მოხდა?
– სადღაც გაქრა, უკვალოდ დაიკარგა; ამბობენ, კავკასიაში
გაემგზავრაო... თქვენთვის ეს გაკვეთილი იქნება, ყმაწვილო...
ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ,
დროზე გაეცალონ, დროზე გაწყვიტონ კავშირი. აი, თქვენ, მგო-

89 მკითხველთა ლიგა
ნი, მშვიდობიანად დააღწიეთ თავი... მთავარია, ისევ არ გაებათ
მახეში.
„არა, არ გავებმები, მე ხომ მას ვეღარასოდეს შევხვდები-
მეთქი“, ვფიქრობდი, მაგრამ ზინაიდას ნახვა თურმე ერთხელ
კიდევ მეწერა.

90 მკითხველთა ლიგა
21
მამა ყოველდღე ცხენით სადღაც მიდიოდა. ჰყავდა გრძელკი-
სერა, კანჭმაღალი, არაჩვეულებრივად ლამაზი ამლაყი; სახე-
ლად ელექტრიკს ეძახდნენ. მამაჩემის გარდა მასზე შეჯდომას
ვერავინ ბედავდა. ერთხელ მამა ჩემთან ისეთ კარგ ხასიათზე
მოვიდა, როგორზეც დიდი ხანია არ მენახა. უკვე წასასვლელად
იყო მზად, რომ მეც წამოვალ-მეთქი, ხვეწნა დავუწყე.
– მოდი, ჯერ ართურმა ვითამაშოთ, თორემ მაგ შენი ჯაგლა-
გით როგორ დამეწევიო!
– როგორ და, მეც დეზებს გავიკეთებ.
– კი, ბატონო!
და წავედით. მე ფაფარაშლილი, ფეხმარდი, ჯანიანი ცხენი
მყავდა. მართალია, ჩემ შავრას გაქაფულს უნდა ერბინა, მაშინ
როცა ელექტრიკი ჩორთით მიდიოდა, მაგრამ უკან მაინც არ
ვრჩებოდი. მამაზე უკეთესი მხედარი არასოდეს მენახა. ცხენზე
ისე ლამაზად, ისე ლაღად, მოხერხებულად იჯდა, გეგონება, ამას
ცხენიც გრძნობს და თავს იწონებსო. გავიარეთ მთელი ბულვა-
რი, დევიჩის მინდორი, გადავევლეთ რამდენიმე მესერს (თავი-
დან მეშინოდა, მაგრამ მამა მშიშარა ადამიანებს სულ დასცინო-
და და მეც ვძლიე შიშს), ორჯერ გადავჭერით მდინარე მოსკოვი.
შენი ცხენი უკვე დაიღალაო, თქვა მამამ და მეგონა, სახლში
ვბრუნდებოდით, მაგრამ თავისი ამლაყი სანაპიროს გასწვრივ
გააჭენა და მეც უკან გავყევი. ერთმანეთზე დაწყობილ ძველ მო-
რებს რომ გავუსწორდით, მამა ცხენიდან მარდად ჩამოხტა, მით-
ხრა, მეც ცხენიდან ჩამოვსულიყავი, ელექტრიკის აღვირი ხელ-
ში მომაჩეჩა, აქ ამ მორებთან დამიცადეო, და მალე მოსახვევს
იქით გაუჩინარდა. იმის გამო, რომ სიარულის დროს ელექტრი-
კი წამდაუწუმ თავს აქნევდა და ხვიხვინებდა, მისი ტუქსვა-
ტუქსვითა და ორივე ცხენის აღვირით ხელში სანაპიროზე წინ და
91 მკითხველთა ლიგა
უკან სიარულს მოვყევი. შევჩერდებოდი თუ არა, ელექტრიკი
ჩლიქებით მიწას თხრიდა, ხვიხვინებდა და ჩემს ცხენს კისერში
კბენდა, ერთი სიტყვით, ისე როგორც განებივრებულ წმინდა ჯი-
შის ცხენს სჩვევია. მამა კი არა და არ ჩანდა. მდინარიდან ნეს-
ტიანი, უსიამოვნო სიო ქროდა. მალე თქორი წამოვიდა და ლე-
გა, მიწისფერი, უპატრონოდ მიტოვებული მორები, რომლის ახ-
ლოსაც აღმა-დაღმა უაზროდ დავბოდიალებდი, წვრილი, შავი
ლაქებით ააჭრელა. დავიღალე, გულზე სევდა შემომაწვა, მამა
კი ისევ არ ჩანდა, რომ ვიღაც გარეუბნელი ფინელი დარაჯი,
ისიც იმ მორებივით ჩანაცრისფრებული, თავზე უზარმაზარი
ქოთნის მაგვარი ძველი კივერითა და ალებარდით ხელში მომი-
ახლოვდა, თავისი ბებერი, ნაოჭებით დაღარული სახე მომაპ-
ყრო და მეუბნება:
– თავადიშვილო, აქ რას აკეთებთ? მომეცით, მაგ ცხენს მე
დავიჭერ!
პასუხი რომ არ გავეცი, ახლა თუთუნი მთხოვა. მინდოდა, თა-
ვიდან მომეშორებინა, იმ მხარეს, საითაც მამა წავიდა, რამდენი-
მე ნაბიჯი გადავდგი, შესახვევთან კუთხემდე მივედი და გავჩერ-
დი (უკვე აღარ შემეძლო ლოდინი, ვეღარ ვითმენდი). ქუჩაში,
ჩემგან ორმოციოდე ნაბიჯის მოშორებით ფიცრული სახლი იდ-
გა. ღია ფანჯარასთან ჩემკენ ზურგშებრუნებული და ფანჯრის
ჩარჩოს მიყრდნობილი მამაჩემი იდგა, ხოლო შუა ოთახში იჯდა
ახალგაზრდა შავკაბიანი ქალი, რომელსაც ფარდა ნახევრად
ფარავდა – ის ქალი ზინაიდა იყო.
მოულოდნელობისაგან ადგილზე გავშეშდი. გამოგიტყდე-
ბით, ამას ნამდვილად არ ველოდი. პირველი, რაც აზრად მომი-
ვიდა, გაქცევა იყო – დავიღუპე, მამა გამოიხედავს, დამინახავს-
მეთქი. მაგრამ რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემაჩერა – ცნობის-
მოყვარეობაზე ძლიერმა, ეჭვიანობაზე, შიშზე ძლიერმაც კი. ვი-
დექი და გაშტერებული ვიყურებოდი. მამა, მგონი, რაღაცას და-
92 მკითხველთა ლიგა
ჟინებით სთხოვდა, მაგრამ ზინაიდა, ჩანს, არ ეთანხმებოდა. და-
ძაბული, სმენადქცეული ვაყურადებდი, ყველაფერი გამეგო,
კარგად გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა. ზინაიდას სახე, რომელ-
ზეც ენით გამოუთქმელი სევდა, მორჩილება, სიყვარული და სა-
სოწარკვეთილება იყო აღბეჭდილი, ახლაც თვალწინ მიდგას. იჯ-
და, მხოლოდ მოკლე, ერთმარცვლიან სიტყვებს – ჰოს ან არას
ამბობდა, უდრტვინველად, ჯიუტად იღიმებოდა და მე მას – ჩემს
ზინაიდას მხოლოდ იმ ღიმილითღა ვცნობდი. როგორც მოუთ-
მენლობის დროს სჩვეოდა, მამამ მხრები აიჩეჩა, შლაპა შეისწო-
რა და – Vოუს დევეს ვოუს სეპარერ დე ცეტტე, – უთხრა. ზი-
ნაიდამ შეხედა, წელში გაიმართა, ხელი გაუწოდა და... უცებ
წარმოუდგენელი ამბის მომსწრე გავხდი: მამამ მათრახი, რომ-
ლითაც სერთუკის კალთებიდან მტვერს იბერტყავდა, ასწია და
ზინაიდას იდაყვამდე შიშველ მკლავზე შხუილით დაუშვა. ზი-
ნაიდა ჯერ შეკრთა, მამას უსიტყვოდ შეხედა, მერე ხელი ბაგეს-
თან ნელა მიიტანა და მათრახის წითლად ავარვარებულ ნაკვა-
ლევს აკოცა. მამამ ერთი შეხედა, მათრახი გულმოსულმა გადა-
აგდო, პარმაღის კიბეზე სწრაფად აირბინა და სახლში შევარ-
და... ზინაიდა მობრუნდა, თავი უკან გადახარა, ხელები გა-
მოიწოდა და ფანჯარას ისიც გაეცალა. მახსოვს, მაშინ ლამის ავ-
ღრიალდი.
გაოგნებული, შიშისგან გულაკანკალებული გამოვტრიალდი,
შესახვევი ისე სწრაფად, ისეთმა აღელვებულმა გავირბინე,
ელექტრიკი კინაღამ დამავიწყდა და მდინარის პირას ისევ იმ
ადგილას დავბრუნდი. ვიცოდი, ყოველთვის ცივი და თავშეკავე-
ბული მამა ხანდახან ცოფიანივით გადაირეოდა, მაგრამ, ის, რაც
ახლა საკუთარი თვალით ვნახე, ჩემთვის სრულიად წარმოუდგე-
ნელი იყო. მივხვდი, რამდენი წელიც უნდა მეცოცხლა, ზინაიდას
მოქმედებას, მის გამოხედვას, მის ღიმილს ვერასოდეს დავივიწ-
ყებდი. მისი სახე, მისი ახალი, ჩემთვის სრულიად განსაცვიფრე-
93 მკითხველთა ლიგა
ბელი ხატება სამუდამოდ ჩამებეჭდებოდა მეხსიერებაში. ვუყუ-
რებდი გაწითლებულ იარას მის მკლავზე, ვერ ვგრძნობდი,
ცრემლი როგორ მოედინებოდა ჩემი თვალებიდან და შეძრწუნე-
ბული ვიმეორებდი – ზინაიდას სცემენ... სცემენ... სცემენ-
მეთქი...
– კარგი, მომეცი აღვირი! – მომესმა ზურგს უკან მამაჩემის
ხმა.
აღვირი მექანიკურად გავუწოდე, მამა ცხენს შემოახტა, ელექ-
ტრიკი ყალყზე შედგა, მთელი ერთი საჟენით წინ გახტა, მამამ
აღვირი მოქაჩა, ფეხები ფერდებზე შემოაჭდო, კისერში მუშტი
ჩასცხო და უჰ, მათრახი აღარ მაქვსო, ჩაილაპარაკა.
გამახსენდა, იმ მათრახმა ზინაიდას მკლავზე როგორ გაიშ-
ხუილა და გამაკანკალა.
– მათრახი რა უყავი? – ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.
მამამ არაფერი მიპასუხა, ცხენი რაც შეეძლო გააჭენა, მაგ-
რამ მე მაინც დავეწიე, ვინაიდან ძალიან მინდოდა, სახეში შემე-
ხედა.
– უჩემოდ ხომ არ მოგეწყინა? – გამოსცრა მამამ კბილებში.
– ჰო, მომეწყინა... მათრახი რა უყავი, დაგივარდა?
– დამივარდა? არა, გადავაგდე...
მამა დაფიქრდა, თავი ჩაჰკიდა და პირველად, და ალბათ უკა-
ნასკნელადაც, დავინახე, რაოდენი სინაზე, რა დიდი ტკივილი და
სინანული შეიძლებოდა აღბეჭდილიყო მის ლამაზ, მაგრამ
მკაცრ სახეზე. მამამ ცხენი ისევ გააჭენა, თუმცა ამჯერად უკვე
ვეღარ დავეწიე და შინ მასზე საათნახევრით გვიან მივედი.
ვიჯექი იმ ღამეს ჩემს საწერ მაგიდასთან, რომელზეც უკვე
გაჩნდა ჩემი სასწავლო წიგნები და რვეულები. „აი, გრძნობა, აი,
ნამდვილი სიყვარული... მაგრამ როგორ, როგორ უნდა აიტანო
დარტყმა, თუნდაც ყველაზე საყვარელი ადამიანისაგან, როგორ

94 მკითხველთა ლიგა
არ უნდა აღშფოთდე!.. თუმცა, როცა გიყვარს, ალბათ შეიძლება.
მე კი... მე კი მეგონა...“ – ვიმეორებდი გუნებაში.
ბოლო თვეებმა ძალიან შემცვალა. ჩემი სიყვარული, მთელი
თავისი ტანჯვით, მღელვარებით მე თვითონვე ისეთი ბავშვური,
ისეთი უბადრუკი მეჩვენა იმ კაცის, იმ მეორის სიყვარულთან შე-
დარებით, ვის გამოცნობასაც მაშინ ასე ამაოდ ვცდილობდი ღა-
მის სიბნელეში.
იმ ღამეს საშინელი რამ მესიზმრა: თითქოს დაბალ, ბნელ
ოთახში შევდივარ, მამა მათრახით ხელში დგას, ფეხებს აბაკუ-
ნებს, ზინაიდა კუთხეშია მიკუჭული და სისხლიანი ჭრილობა
ხელზე კი არა, შუბლზე აქვს... მათ უკან უცებ თავით ფეხამდე
სისხლში ამოსვრილი ბელოვზოროვი წამოიმართება, გაფითრე-
ბულ პირს გააღებს და მამას განრისხებული ემუქრება.
ორი თვის შემდეგ უნივერსიტეტში დავიწყე სიარული. გავიდა
ექვსი თვე და მამა, რომელიც ჩვენთან, ჩემთან და დედასთან პე-
ტერბურგში ახალი გადმოსული იყო, სისხლის ჩაქცევით გარდა-
იცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვი-
დან წერილი მიიღო, რომელმაც ძალიან ააღელვა... მამა დედას
თურმე რაღაცას სთხოვდა, ასე თქვეს, იტირა კიდევაცო... იტირა
მამამ! ჩემმა მამამ!.. ზუსტად იმ დილას, რა დღესაც სისხლი ჩა-
ექცა, ფრანგულ ენაზე წერილი დამიწერა: „ჩემო შვილო, ქალის
სიყვარულის გეშინოდეს, გეშინოდეს ამგვარი ბედნიერებისა, ამ
შხამისა...“ დედამ მისი სიკვდილის შემდეგ საკმაოდ დიდი თანხა
გააგზავნა მოსკოვში.

95 მკითხველთა ლიგა
22
გავიდა ოთხი წელიწადი. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებუ-
ლი მქონდა, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რით დამეწყო და რომელ
კარზე დამეკაკუნებინა. დავეხეტებოდი ასე უსაქმოდ, რომ ერთ
მშვენიერ საღამოს თეატრში მაიდანოვს შევხვდი. უკვე დაცოლ-
შვილებულიყო, სამსახურიც დაეწყო, თუმცა ცვლილებებისა ვე-
რაფერი შევატყვე. ისევ ის მაიდანოვი იყო, ავარდებოდა უცებ
რაღაცაზე უადგილო ადგილას და უცებ ისევ დაეცემოდა სულით,
ისევ წაუხდებოდა ხასიათი.
– სხვათა შორის, ქალბატონი დოლსკაია აქ არის, – მეუბნება
მაიდანოვი.
ქალბატონი დოლსკაია ვინ არის-მეთქი, ვეკითხები.
– ნუთუ დაგავიწყდათ? ყოფილი თავადის ასული ზასეკინა,
ვისზეც ჩვენ ყველანი შეყვარებულები ვიყავით, მათ შორის,
თქვენც, აგარაკზე, ნესკუჩნისთან.
– ა, დოლსკიზე გათხოვდა?
– დიახ.
– და ახლა აქ არის, თეატრშია?
– არა, პეტერბურგში ამ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, აქე-
დან საზღვარგარეთ აპირებს წასვლას.
– ქმარი ვინ არის, რა კაცია?
– შესანიშნავი ახალგაზრდაა, ძალიან მდიდარი. ჩემი მოსკო-
ველი თანამშრომელი... ხომ წარმოგიდგენიათ, მთელი იმ ამბის
შემდეგ! ის ყველაფერი თქვენ ხომ ჩემზე უკეთ იცით! – თქვა
მაიდანოვმა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა, – მისთვის
ადვილი არ იყო საქმროს ამორჩევა. მაგრამ მისნაირი ჭკუის
პატრონისთვის ყველაფერი შესაძლებელია, მისთვის ძნელი
არაფერი არ არის. წადით, მოინახულეთ, ვიცი, ძალიან გაუხარ-
დება. ისე, რომ იცოდეთ, კიდევ უფრო გალამაზებულია.
96 მკითხველთა ლიგა
მაიდანოვმა ზინაიდას მისამართი მომცა, მითხრა, სასტუმრო
„დემუტშია“ გაჩერებულიო. მოგონებებმა ცოტა არ იყოს, ამაფო-
რიაქა. გადავწყვიტე, ჩემი ძველი სიყვარულის ობიექტი მეორე
დღესვე მომენახულებინა, მაგრამ რაღაც გადაუდებელი საქმე
გამომიჩნდა და მისვლა ვერ შევძელი... გავიდა ერთი კვირა...
ორი... და, აი, ბოლოს, როგორც იქნა, მივედი სასტუმრო „დე-
მუტში“ და ქალბატონი დოლსკაია ვიკითხე, მაგრამ, მითხრეს,
ოთხი დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა, მშობიარობას
გადაჰყვაო.
მკერდში თითქოს რაღაც ჩამწყდა, გული ლოდივით დამიმ-
ძიმდა. ის, რომ შემეძლო მენახა, მაგრამ ვერ ვნახე და ვეღარც
ვერასოდეს ვნახავდი, მოუნელებელ ტკივილად, საყვედურად
მექცა. „მოკვდა...“ – გავიმეორე შვეიცრის ნათქვამი, დაძაბულ-
მა შევხედე, ქუჩაში უსიტყვოდ გამოვედი და წავედი, არ ვიცი,
სად ან რისთვის. თვალწინ გარდასული დღეები წარმომიდგა –
„აი, თურმე რისკენ მიისწრაფოდა ეს ახალგაზრდა, მჩქეფარე სი-
ცოცხლე ასე სულმოუთქმელად“, – ვფიქრობდი და მის ძვირფას
სახეს, მის თვალებს, მის მშვენიერ ხუჭუჭ თმას სადღაც ჩემთან
ახლოს, ან იქნებ მამაჩემისგანაც სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯზე,
მიწისქვეშა ნესტიან წყვდიადსა და ვიწრო კუბოში ცოცხლად
წარმოვიდგენდი... ვფიქრობდი ყოველივე ამაზე, გონებას ვძა-
ბავდი, რომ ამასობაში:

„მამცნო ამბავი სიკვდილისა ბაგემ გულგრილმა


და მეც გულგრილად მოვისმინე ის ამბავი
გარდაცვალების...“

რეკავდა სულში ეს სიტყვები ზარივით.


ო, სიყმაწვილევ! სიყმაწვილევ! შენ არაფერი გადარდებს,
შენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, თითქოს სამყაროს მთე-
97 მკითხველთა ლიგა
ლი სიმდიდრე შენს ხელთაა, შენ ხარ მფლობელი მისი საუნჯისა.
სევდაც კი გართობს, დარდიც კი გშვენის თავდაჯერებულსა და
გამბედავს – შემომხედეთ, მე ერთი, ერთადერთი ვარო! დღეები
კი გარბის, უკვალოდ, უანგარიშოდ... ისე ქრება, როგორც თოვ-
ლი, ისე მკრთალდება, როგორც მზეზე სანთლის შუქი... იქნებ
შენი მშვენიერების მთელი საიდუმლო არა ყველაფრის კეთების
შესაძლებლობაშია, არამედ ფიქრში, რომ ყველაფრის გაკეთება
შეგიძლია და ქარს ატანდი იმ ძალას, რომლის გამოყენებაც არ
იცოდი; არ იცოდი, რომ თითოეულ ჩვენგანს ყოველგვარი ხუმ-
რობის გარეშე თავი მფლანგველად, უსარგებლო ბედოვლათად
მიაჩნდა და გულწრფელად ეგონა, აბა, სხვა რა მეკეთებინა,
დრო ტყუილად რომ არ მეფლანგაო!
აი, თუნდაც მე... რის იმედი მქონდა, რას ველოდი, რა მდი-
დარსა და მრავალფეროვან მომავალს ვჭვრეტდი, როცა ის-ისაა
ტკივილით, მწუხარე განცდით მივაცილებდი ჩემი პირველი სიყ-
ვარულის წუთით წარმოჩენილ აჩრდილს?!
რა ამიხდა, რა ამისრულდა იქიდან? ახლა, როცა ჩემი ცხოვ-
რება მწუხრის ჩრდილით იფერება, რა შემრჩა გაზაფხულის იმ
დილაალიონზე გაელვებული ჭექა-ქუხილის მოგონებაზე უფრო
ნაღდი და ძვირფასი?!
არა, ცილს ტყუილად ვწამებ საკუთარ თავს. მაშინაც, ჩემი
თავქარიანი ახალგაზრდობის დროსაც, ყრუ არ დავრჩენილვარ
საფლავიდან ამოღწეული იმ დიადი ბგერების მიმართ. მახსოვს,
ზინაიდას სიკვდილის ამბავი რომ შევიტყვე, რამდენიმე დღის
შემდეგ საკუთარი ნებითა და სურვილით ერთი საბრალო დე-
დაბრის სიკვდილს დავესწარი. ის იმავე სახლში ცხოვრობდა,
რომელშიც ჩვენ. ძონძებში გახვეული, ხმელ ფიცარზე თავქვეშ
ტომარაამოდებული ტკივილით, ტანჯვით, წამებით ეთხოვებოდა
სიცოცხლეს... ადამიანს, რომელმაც ცხოვრება ლუკმაპურის-
თვის ბრძოლაში გალია, რომელსაც არც სიხარული განუცდია,
98 მკითხველთა ლიგა
არც ბედნიერებითვის გაუსინჯავს გემო, როგორ არ უნდა გახა-
რებოდა სიკვდილი, არ გახარებოდა სიკვდილით მოგვრილი
თავისუფლება და სიმშვიდე? მაგრამ, ვიდრე მისი უძლური, ბებე-
რი, გამოფიტული სხეული ჯერ კიდევ ჯიუტობდა, ვიდრე მისი გუ-
ლი მკერდზე მძიმედ დაზვინული სიკვდილის გამყინავი ხელის
ქვეშ ჯერ კიდევ ფეთქავდა, დედაბერი პირჯვარს იწერდა: „უფა-
ლო შემინდე, გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგანო“, –
შეუჩერებლივ ჩურჩულებდა და სიკვდილის შიში და ძრწოლა
მის თვალებში მხოლოდ ცნობიერების ბოლო ნაპერწკალთან
ერთად გაქრა.
მახსოვს, როგორი შიში ვიგრძენი ზინაიდას გამო იქ, იმ საბ-
რალო დედაბრის სასიკვდილო სარეცელთან, როგორ მომინდა
მელოცა. მელოცა მისთვის – ზინაიდასათვის, მელოცა მამაჩე-
მისთვის და... ჩემთვისაც.

99 მკითხველთა ლიგა
გაზაფხულის მღელვარე ნაკადები
ბედნიერმა დღეებმა,
ისე ჩაიქროლა,
როგორც გაზაფხულის
მღელვარე ნაკადებმა!
ძველი რომანსიდან

ღამის ორი საათი იყო, როცა თავის კაბინეტში დაბრუნდა,


მსახური ანთებული სანთლის მოსატანად გაგზავნა, ბუხართან
სავარძელში ჩაეშვა და სახეზე ხელები აიფარა.
ასეთი დაღლილობა, არც სულიერი და არც ფიზიკური, არა-
სოდეს უგრძნია. მთელი საღამო სასიამოვნო მანდილოსნებსა
და განათლებულ მამაკაცებს შორის გაატარა. მანდილოსანთა-
გან ზოგიერთი ლამაზი იყო, მამაკაცები – ყველანი ნიჭიერები,
ჭკუა-გონებით გამორჩეულები იყვნენ. თვითონაც ბრწყინვალედ
ისაუბრა. თუმცა ტაედიუმ ვიტაე, როგორც ამას ჯერ კიდევ რო-
მაელები ამბობდნენ, ასეთი ძალით არასოდეს განუცდია. ცოტა
უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ამ კაეშნის, ამ მოწყენი-
ლობის, ამ გაღიზიანებულობის გამო ალბათ იტირებდა. გული
აუტანელი ტკივილით, აბზინდისებური სიმწრით ჰქონდა სავსე.
შემოდგომის ბნელ ღამესავით გულზე რაღაც დამამძიმებელი,
სევდის მომგვრელი და მტკივნეული შემოსწოლოდა, მაგრამ არ
იცოდა, როგორ დაეღწია თავი ამ ტკივილის, ამ სიმწრისაგან.
არც ძილის იმედი ჰქონდა, იცოდა, ვერ დაიძინებდა.
და ისევ ფიქრს მიეცა... დუნედ, უხალისოდ...
ფიქრობდა ადამიანების ამაო, უსაგნო ფუსფუსზე, ყოველივე
ამის უხამს სიყალბეზე... მის გონებაში მთელმა ცხოვრებამ, გან-
ვლილი სიცოცხლის (სულ ახლახან ორმოცდათერთმეტის გახ-
და) ყველა პერიოდმა, ყველა დრომ და ასაკმა ჩაიარა, მაგრამ
100 მკითხველთა ლიგა
არც ერთს მისგან მადლობა არ რგებია. ყოველ ასაკში იყო ერ-
თი და იგივე წყლის ნაყვა, ამაო ფუსფუსი და ზოგჯერ არცთუ პა-
ტიოსნად, არცთუ გაცნობიერებულად თავის მოტყუება – ბავშვი
რითაც გინდა შეიქციე, მთავარია არ იტიროსო... და, აი, სიბერე
უცებ თავზე ზვავივით ჩამოგაწვება... თან სულ უფრო მზარდი,
გამუდმებული, სულ უფრო გამანადგურებელი შიში სიკვდილი-
სა... მერე უცებ – ჰოპ! და გადაეშვები უფსკრულში!.. ჯანდაბას,
მხოლოდ ასე თუ გაგეთამაშა ცხოვრება! თორემ სიკვდილის წინ
შეიძლება ისე მოგთელოს, დაგცეს უძლურებამ, ისე გამოგფი-
ტოს, ისე დაგტანჯოს და გამოგხრას სისუსტემ, როგორც ჟანგმა
რკინა... ცხოვრება ისეთი მშფოთვარე, ისეთი ბობოქარი ტალ-
ღებით მოცული როდი წარმოედგინა, როგორსაც ამას პოეტები
აღწერენ! მის წარმოსახვაში ის მშვიდი, აუმღვრეველი, შავად
ჩრდილჩაფენილ ფსკერამდე გამჭვირვალე იყო. ზის თვითონ
წყლის მოლივლივე ზედაპირზე წყნარად მოსრიალე პატარა ნავ-
ში და მხოლოდ სადღაც, ბნელსა და ლამიან ფსკერზე ილანდება
რაღაც უშველებელი, თევზივით უსახური, საშინელი ურჩხული,
ანუ ცხოვრებისეული ყველა ტკივილი, ავადმყოფობა, სიმწარე,
სიღარიბე, სიბრმავე, შეშლილობა... მერე გამოეყოფა ერთი ამ
ურჩხულთაგანი სიბნელეს, მოიწევს ზევით, სულ ზევით, ხდება
სულ უფრო აშკარა, სულ უფრო გულისამრევად ხილვადი... ცო-
ტაც და, გადაყირავდება აქამდე წყლის ზედაპირზე მშვიდად
მოსრიალე, იმ ურჩხულისგან ატორტმანებული ნავი... აი, ურ-
ჩხული ისევ გშორდება, ფსკერზე ეშვება, წევს იქ თავისთვის და
წყალი ნება-ნება არწევს... მერე დადგება ის განწესებული ბედი-
თი დღე და გადააყირავებს ნავს ურჩხული...
თავი გააქნია, სავარძლიდან სწრაფად წამოდგა, ოთახში
ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიარა, საწერ მაგიდასთან დაჯდა, ერ-
თმანეთის მიყოლებით ყველა უჯრა გამოწია, ქექვა დაიწყო, გან-
საკუთრებით, ქალების ძველ წერილებს ათვალიერებდა ყურად-
101 მკითხველთა ლიგა
ღებით, თუმცა სინამდვილეში არაფერს ეძებდა და თვითონვე
უკვირდა, რა უნდოდა, რას იქექებოდა ასე ამ ძველ ქაღალდებ-
ში... ეტყობა, უნდოდა, რაღაცით დაკავებული ყოფილიყო, დრო
გაეყვანა, ამ სულისწამღები ფიქრებისგან გათავისუფლებული-
ყო... რამდენიმე ხელთმოხვედრილი ბარათი გახსნა, ხედავს,
ერთში გახუნებული ბაფთით შეკრული გამხმარი ყვავილი დევს.
მხრები აიჩეჩა, ბუხარს შეხედა, მთელი ამ არაფრისთვის საჭი-
რო, გამოუსადეგარი ხარახურის დაწვა დააპირა, ის წერილები
იქვე მიყარა, მერე ხან ერთ უჯრაში ჩაყო ხელი, ხან მეორეში,
რომ უცებ თვალები გაუფართოვდა, უჯრიდან ძველებური რვა-
კუთხა პატარა კოლოფი ამოიღო და სახურავი ნელა ახადა – კო-
ლოფში ორფენად ჩაფენილი, გაყვითლებული ქაღალდის ქვეშ
ძოწის პატარა ჯვარი იდო.
რამდენიმე წამი ჯვარს გაოგნებული დაჰყურებდა, რომ უცებ
წამოიყვირა. მისი სახე ამ დროს, არ ვიცი, სინანულს, არ ვიცი,
სიხარულს გამოხატავდა... ასეთი გამომეტყველება იმ კაცის სა-
ხეზე აღიბეჭდება, მოულოდნელად იმას რომ შეხვდება, ვინც დი-
დი ხანია არ უნახავს და ვინც ასე ნაზად, ასე ძალიან უყვარდა.
მის წინ ისევ ის არის, ისევ ის ადამიანია, მაგრამ წელთა სიმრავ-
ლისგან სრულიად შეცვლილი და დაღდასმული.
ისევ ბუხართან მივიდა, სავარძელში ჩაჯდა და სახეზე ხელები
აიფარა... „რატომ დღეს... რატომ მაინცდამაინც დღეს?!“ –
გაიფიქრა და ამ ფიქრებში გართულს თავისი წარსული ცხოვრე-
ბიდან ბევრი რამ მივიწყებული გაახსენდა.
გახსენებით კი, აი, რა გაახსენდა...
თუმცა მანამდე საჭიროა ჯერ გაგაცნოთ, მისი სახელი, მამის
სახელი და გვარი გითხრათ – მას დიმიტრი პავლოვიჩ სანინი
ჰქვია.

102 მკითხველთა ლიგა


1
ეს მოხდა 1840 წლის ზაფხულში. ის-ის იყო სანინი ოც-
დაორის გახდა; იტალიიდან რუსეთში ბრუნდებოდა და გზად
ფრანკფურტში შეჩერდა. მართალია, არც ისე დიდი ქონების
პატრონი გახლდათ, მაგრამ ერთ-ერთი შორეული ნათესავის
გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით რამდენიმე ათასი მა-
ნეთი მიიღო და გადაწყვიტა, ამ ფულით საზღვარგარეთ მანამდე
ეცხოვრა, ვიდრე თავისუფალი იყო, ვიდრე ოჯახის ტვირთი არ
აწვა მხრებზე, ვიდრე სამსახურს დაიწყებდა და იმ სახელმწიფო
უღელს დაიდგამდა, რომლის გარეშე საკუთარი არსებობის უზ-
რუნველყოფა თითქმის შეუძლებლად მიაჩნდა. მართლაც, ეს
თავისი გადაწყვეტილება ისე ზუსტად მოიყვანა სისრულეში, ისე
ოსტატურად დაიჭირა თადარიგი, რომ ფრანკფურტში ჩასვლი-
სას ზუსტად იმდენი ფული ჰქონდა, რამდენითაც პეტერბურგამ-
დე ჩააღწევდა. 1840 წელს რკინიგზა მხოლოდ რამდენიმე ადგი-
ლას იყო გაყვანილი, ამიტომაც ტურისტები ძირითადად დილი-
ჟანსებით მგზავრობდნენ. სანინმა ადგილი წინასწარ ბეივაგონ-
ში დაიკავა, მაგრამ დილიჟანსი მხოლოდ ღამის თერთმეტ საათ-
ზე გადიოდა და გამგზავრებამდე დრო საკმაოდ ბევრი ჰქონდა.
საბედნიეროდ, შესანიშნავი ამინდი იდგა. ჯერ იმ დროისთვის
განთქმულ სასტუმრო „თეთრ გედში“ ისადილა და ქალაქში სა-
ხეტიალოდ გავიდა. მოინახულა „არიადნა“ – დანეკერის ქანდა-
კება, რომელიც არც ისე ძალიან მოეწონა. ეწვია გოეთეს სახლს,
რომლის ნაწარმოებებიდანაც, სხვათა შორის, მხოლოდ „ვერ-
თერი“ ჰქონდა წაკითხული, ისიც ფრანგული თარგმანი. ისეირნა
მაინის სანაპიროზე და როგორც გულითად მოგზაურს მართებს,
გული კარგად რომ იჯერა, საღამოს ექვსი საათისკენ დაღლილ-
დაქანცულმა თავი ფრანკფურტის იმ ყველაზე უმნიშვნელო ქუ-
ჩაზე ამოყო, რომლის დავიწყება მერე დიდხანს, ძალიან დიდ-
103 მკითხველთა ლიგა
ხანს ვერ შეძლო... „ჯიოვანი როზელის იტალიური საკონდიტ-
რო“ – ეწერა არც ისე მრავალრიცხოვან სახლებს შორის ერთ-
ერთი სახლის ფირნიშზე. სანინი ჭიქა ლიმონათის დასალევად
საკონდიტროში შევიდა. პირველ ოთახში, სადაც მოკრძალე-
ბულ დახლს იქით, შეღებილი კარადის თაროზე, რომელიც აფ-
თიაქის თაროებს უფრო ჰგავდა, რამდენიმე ოქროსფერ იარლი-
ყიანი ბოთლი და იმდენივე შოკოლადის კვერუკებით, ყინულკა-
რამელებითა და ორცხობილით სავსე მინის ქილა იდგა, ადა-
მიანის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ მუქი ნაცრისფერი კატა კრუ-
ტუნებდა, თვალებს ნაბავდა და დაწნულ სკამზე აფოფხებას ცდი-
ლობდა. ჩამავალი მზის ირიბ სხივებში პირქვედაგდებული, ჩუ-
ქურთმიანი ხის კალათის გვერდით შალის ნართის დიდი წითე-
ლი გორგალი ღუღუნებდა. მეზობელი ოთახიდან ვიღაცის
აღელვებული ხმა ისმოდა... სანამ კარზე ზარის ხმა მიწყდებოდა,
სანინმა ერთხანს შეიცადა და – არის აქ ვინმეო? – ოდნავ
ხმააწევით იკითხა, რომ გვერდითა ოთახის კარი გაიღო და სა-
ნინმა გაოცება ვერ დაფარა.

104 მკითხველთა ლიგა


2
საკონდიტროში ცხრამეტიოდე წლის ქალიშვილმა ხელებგა-
მოწვდილმა შემოირბინა, შიშველ მხრებზე შავად ჩამოჰფენოდა
შავი თმის კულულები... სანინი დაინახა თუ არა, შეშფოთებული
ეცა, მკლავში ხელი მაგრად ჩასჭიდა და ლამის წაათრია, თან
შეშინებული, სუნთქვაშეკრული იმეორებდა: „ჩქარა, ჩქარა,
აქეთ, აქეთ წამოდით, უშველეთ!..“ სანინი, ნაცვლად იმისა, ქა-
ლიშვილს მაშინვე გაჰყოლოდა, ერთ ადგილას გაშეშებულივით
იდგა. არა, იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, არამედ იმიტომ,
რომ დაბნეული და გაოგნებული იყო – ასეთი ლამაზი გოგოს-
თვის სიცოცხლეში თვალი არასოდეს მოეკრა... ქალიშვილი
მისკენ მოტრიალდა, დამუჭული ხელი ფერწასულ ლოყაზე ისეთ-
მა გამწარებულმა მიიდო და ისეთმა სასოწარკვეთილმა წარ-
მოთქვა, – წამოდით რა, წამოდითო, რომ სანინი ღია კარში
უკანმოუხედავად შეჰყვა.
ოთახში, სადაც სანინმა ქალიშვილთან ერთად შეირბინა,
ცხენის ძუისგან დაწნულ ძველმოდურ დივანზე გაფითრებული
და უფრო ძველთაძველი მარმარილოსავით სახეგაყვითლებუ-
ლი თოთხმეტიოდე წლის ბიჭუნა იწვა, რომელიც, როგორც ჩანს,
ამ ქალიშვილის ძმა იყო. ბიჭუნა დას საოცრად ჰგავდა. თვალე-
ბი დახუჭული ჰქონდა, შავი, ხშირი თმა გაყინულ შუბლსა და
წვრილ, გადაკალმულ წარბებზე ჩამოშლოდა. თითქმის არ სუნ-
თქავდა, ერთი ხელი ძირს ჰქონდა დაშვებული, მეორე თავს
უკან გადაედო. იწვა ჩაცმული, ჰალსტუხი მაგრად ჰქონდა შეკ-
რული.
ქალიშვილი ბიჭს ატირებული ეცა:
– მოკვდა, უკვე მოკვდა! ამწუთას აქ, ჩემთან ერთად იჯდა, მე-
ლაპარაკებოდა, მერე უცებ დივანზე დაეცა... ღმერთო!.. ღმერ-
თო ჩემო! ნუთუ არ ეშველება?! ნუთუ აღარაფერი ეშველება?!
105 მკითხველთა ლიგა
არც დედაა სახლში!.. – მერე უცებ იტალიურად ვიღაცას ლაპა-
რაკი დაუწყო: – პანტალეონე, პანტალეონე! იყავით ექიმთან?
რაო, რა თქვა ექიმმა?
– არა, სინიორა, არ წავსულვარ, ლუიზა გავაგზავნე, მე, აი,
წყალი მოგიტანეთ, – გაისმა კარს უკან ჩახლეჩილი ხმა და
ოთახში გალეული, ფეხმოქცეული, ლილისფერ წინსაფრიანი
მოხუცი კოჭლობით შემოვიდა. ეკეთა დიდი თეთრი ჰალსტუხი,
ეცვა უბრალო ქსოვილის მოკლე შარვალი და შალის ლურჯი
წინდები. პატარა, გალეული სახე ხშირ, ჭაღარა თმაში თითქმის
არ უჩანდა. წინიდან და გვერდებიდან ზევით ავარცხნილი, კი-
სერზე დაშვებული, აბურდული თმით ჭრელ, ქოჩორა ქათამს
ჰგავდა. მსგავსება მით უფრო გასაოცარი იყო, რომ ხშირი, მუქ-
ნაცრისფერი თმიდან მხოლოდ წვეტიანი ცხვირი და მრგვალი,
ყვითელი თვალები უჩანდა.
– ლუიზა სირბილ-სირბილით წავა, მე კი, აბა, სად შემიძლია
ასეთი სირბილი, – განაგრძო მოხუცმა იტალიურად და ნათქვა-
მის დასამტკიცებლად მაღალყელიანი, ბანტიანი ფეხსაცმლით
ხან ერთ ბრტყელტერფა, პოდაგრიან ფეხს ასწევდა, ხან მეორეს.
ფორმადაკარგულ, გამშრალ-გაჩხიკინებულ თითებში მინის
გრძელყელიანი ბოთლი ჩაბღუჯული ეჭირა.
– ვიდრე ის მოვა, მოკვდება ემილი, ემილი მოკვდება! – იყვი-
რა ქალიშვილმა და ხელები სანინისკენ გაიწოდა, – ო, ჩემო ბა-
ტონო! ო, მეინ ჰერრ! ნუთუ შველა არ შეგიძლიათ?
– სისხლი უნდა გამოუშვათ, ეს წვეთის დაცემაა, – შენიშნა
მოხუცმა, რომელსაც სახელად პანტალეონეს ეძახდნენ.
სანინს, მართალია, მედიცინის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ
ის ნამდვილად იცოდა, რომ თოთხმეტი წლის მოზარდებს წვე-
თის დაცემა არასოდეს ემართებათ.
– ეს წვეთის დაცემა არ არის, გული აქვს წასული, – თქვა და,
ჯაგრისები თუ გაქვთო, ჰკითხა პანტალეონეს.
106 მკითხველთა ლიგა
მოხუცმა თავი ასწია:
– რაა?
– ჯაგრისები, ჰო, ჯაგრისები თუ გაქვთ? – გაიმეორა სანინმა
ჯერ გერმანულად, მერე ფრანგულად.
ბოლოს, როგორც იქნა, მიუხვდა მოხუცი:
– აა, ჯაგრისები? შპარრეტტე! გვაქვს, როგორ არ გვაქვს!
– მოიტანეთ... ბიჭს სერთუკი უნდა გავხადოთ და დავზილოთ.
– კარგით... ბენონე! ჰო, მაგრამ წყალი? თავზე წყლის დასხმა
საჭირო არ არის?
– არა, ეგ მერე. ახლა კი წადით და რაც შეიძლება მალე
მოიტანეთ ჯაგრისები.
პანტალეონემ ბოთლი იატაკზე დადგა, ოთახიდან სწრაფად
გავიდა და მაშინვე ერთი თმის და ერთიც ტანსაცმლის ჯაგრისი
მოიტანა, თან ხუჭუჭა პუდელი შემოჰყვა, კუდს გამალებული აქ-
ნევდა და მოხუცს, ქალიშვილსა და სანინსაც კი ცნობისმოყვარე
თვალებით მისჩერებოდა, თითქოს უნდოდა, გაეგო, ეს შფოთი
და ფუსფუსი რას ნიშნავდა.
სანინმა ბიჭს სერთუკი სწრაფად გახადა, პერანგის საყელო
გაუხსნა, სახელოები აუკაპიწა და ჯაგრისით მკლავები და მკერ-
დი დაუზილა. პანტალეონესაც ხელში თავისი ფეხსაცმლისა და
შარვლის ჯაგრისი ჩაებღუჭა და ბიჭს გამალებული ზელდა... დი-
ვანთან მუხლებზე დაცემულ ქალიშვილს ორივე ხელი თავზე
ეტაცა და ძმას სახეში ჩაშტერებოდა.
სანინი ბიჭს ჯაგრისით ზელდა და დროდადრო ქალიშვილს
ჩუმად გადახედავდა – ღმერთო, ო, რა საოცრად მშვენიერი იყო
ეს გოგო!

107 მკითხველთა ლიგა


3
ჰქონდა ლამაზი, მაგრამ ოდნავ მოზრდილი, არწივისებური
ცხვირი, ზედა ტუჩი ძლივს შესამჩნევ ღინღლს ჩაემუქებინა; სა-
მაგიეროდ, სახის კანი, არც მეტი, არც ნაკლები, სპილოს ძვალი
ან რძისფერი ქარვა გეგონებოდა. დატალღული თმა ისე უპ-
რიალებდა, როგორც პალაცო პიტის მუზეუმში ქრისტოფანო
ალორის ივდითს. თვალები ხომ მართლაც გასაოცარი ჰქონდა
– მუქნაცრისფერი, წამწამების შავარშიამოვლებული და სიცოც-
ხლით სავსე... ახლაც კი, როცა შიშსა და მწუხარებას ასე
დაენაღვლიანებინა, მზესავით უბრწყინავდა დიდი, ლამაზი თვა-
ლები... სანინს თავისდა უნებურად ის საუცხოო ქვეყანა გაახსენ-
და, საიდანაც ეს-ეს არის ჩამოვიდა, მაგრამ ამის მსგავსს იქ,
იტალიაშიც კი არავის შეხვედრია, თვალიც არავისთვის მოუკ-
რავს. გოგო ნერვიულად, არათანაბრად სუნთქავდა, ძმას ისე
თვალდაუხამხამებლად მისჩერებოდა, თითქოს ყოველ წამს
იმის მოლოდინში იყო, სუნთქვას როდის დაიწყებდა.
თავის საქმეში გართულ სანინს თვალი ისევ ქალიშვილისკენ
გაურბოდა, თუმცა ყურადღებიდან არც პანტალეონეს ორიგინა-
ლური ფიგურა რჩებოდა: ჯაგრისის ყოველ დარტყმაზე დაღლი-
ლობისაგან ძალაგამოლეული მოხუცი ბურთივით ხტოდა, გუ-
ლამოვარდნილი ქოშინებდა, ოფლისგან გალუმპული ხშირი, ჯა-
გარივით თმა წყლის უშველებელი მცენარის ფესვებივით აქეთ-
იქით გადაუდ-გადმოუდიოდა.
– ჩექმები მაინც გახადეთ! – უნდოდა ეთქვა სანინს, რომ პუ-
დელი, მისთვის ამ უჩვეულო ამბების გამო აფორიაქებული, წინა
ფეხებზე გაერთხა და ყეფა დაუწყო.
– თარტალია, ცანაგლია! – დატუქსა მოხუცმა.
ზუსტად ამ დროს ქალიშვილს სახე უცებ შეეცვალა, წარბები
აზიდა და ისედაც დიდი, სხივიანი თვალები უფრო გაუნათდა.
108 მკითხველთა ლიგა
სანინმა ბიჭს დახედა, რომელსაც სახეზე ფერი მოსვლოდა,
წამწამები და ცხვირის ნესტოები უთრთოდა... ჯერ ისევ კრიჭა-
შეკრულმა მძიმედ ჩაისუნთქა და მაშინვე თავისუფლად
ამოისუნთქა.
– ემილ! – იყვირა ქალიშვილმა, – ემილიო მიო!
ბიჭმა ნელა გაახილა დიდი, შავი თვალები... მზერა ჯერ ისევ
ბუნდოვანი ჰქონდა, მაგრამ იღიმებოდა – სუსტად, ძლივს შესამ-
ჩნევად. მერე ასეთივე ღიმილი ბაგეზეც დააჩნდა, ძირს დაშვებუ-
ლი ხელი ოდნავ შეატოკა, ასწია და გულზე დაიდო.
– ემილიო! – გაიმეორა ქალიშვილმა და წამოდგა. სახეზე
ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონებოდა, საცაა ან ცრემ-
ლად დაიღვრება, ან ხმამაღლა აკისკისდებაო.
– ემილ, რა იყო, რა მოხდა?! ემილ, ემილიო! – გაისმა კარს
უკან და ოთახში სწრაფი ნაბიჯით სასიამოვნოდ ჩაცმული, შავ-
გვრემანი, ჭაღარა მანდილოსანი შემოვიდა, თან ხანში შესული
მამაკაცი შემოჰყვა, რომლის მხარს უკან წუთით მოსამსახურე
ქალის თავმა გაიელვა.
ქალიშვილი მიტრიალდა, მასთან სწრაფად მიირბინა.
– დედა, გადარჩა, ცოცხალია! – წამოიძახა აღელვებულმა და
მოეხვია.
– რა იყო, რა მოხდა? – გაიმეორა ქალმა, – სახლში რომ შე-
მოვდიოდი, ბატონი ექიმი და ლუიზა შემხვდნენ.
გოგომ დედას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
ექიმი ავადმყოფთან იდგა – ბიჭი თანდათან გონებაზე მო-
დიოდა, თან ისე იღიმებოდა, თითქოს რცხვენია, ყველა ასე რომ
შეაწუხა, მის გამო ყველა ასეთი აღელვებული რომ იყო.
– ვხედავ, დაგიზილავთ ჯაგრისებით... კარგია, შესანიშნავი-
ა... ახლა კი ვნახოთ, კიდევ რის გაკეთება შეიძლება, – უთხრა
ექიმმა სანინსა და პანტალეონეს და ბიჭს მაჯა გაუსინჯა: – კარ-
გი. აბა, ახლა ენა მაჩვენე!
109 მკითხველთა ლიგა
დედა ბიჭისკენ დაიხარა, ბიჭმა დედას შეხედა, თბილად
გაიღიმა და გაწითლდა.
– მე აქ უკვე ზედმეტი ვარ, – თქვა სანინმა, საკონდიტროში
გასვლა დააპირა, მაგრამ კარის სახელურზე ხელის მოკიდებაც
ვერ მოასწრო, რომ ქალიშვილი უკვე მის წინ იდგა:
– მიდიხართ? კარგი, არ შეგაჩერებთ, – უთხრა და სახეში
ალერსიანად შეხედა, – ოღონდ დღეს საღამოს ჩვენთან აუცი-
ლებლად მოდით. თქვენგან დავალებულნი ვართ, თქვენ რომ
არა... თქვენ ჩემი ძმა სიკვდილს გადაარჩინეთ... გვინდა, მად-
ლობა გადაგიხადოთ, ეს დედამ მთხოვა ასე... ხომ უნდა გვით-
ხრათ, ვინ ხართ, რა გქვიათ, მერე კი ერთად ვიზეიმოთ...
– ჰო, მაგრამ, დღეს მე ბერლინში მივდივარ, – თქვა სანინმა.
– არა უშავს, მაგას მოასწრებთ, – შეაგება მკვირცხლად ქა-
ლიშვილმა, – ერთი საათის შემდეგ მოდით, აუცილებლად, ფინ-
ჯანი ცხელი შოკოლადით გაგიმასპინძლდებით... ხომ გვპირდე-
ბით, რომ მოხვალთ?
სხვა რა გზა ჰქონდა. მოვალო, თქვა სანინმა.
მშვენიერმა ქალიშვილმა ხელი სწრაფად ჩამოართვა და გა-
იქცა.
სანინი უკვე ქუჩაში მიაბიჯებდა.

110 მკითხველთა ლიგა


4
საათნახევრის შემდეგ სანინი ისევ როზელის საკონდიტროში
იყო, სადაც ის ისე მიიღეს, როგორც შინაური. ემილიო ისევ იმ
დივანზე იჯდა, რომელზეც სანინმა და პანტალეონემ ჯაგრისებით
დაზილეს.
ექიმმა წამლები გამოუწერა, ურჩია, ფრთხილად ყოფილიყო,
განცდებს ყურადღებით მოჰკიდებოდა, ვინაიდან, როგორც ნერ-
ვული ადამიანი, გულის ავადმყოფობისაკენ იყო მიდრეკილი.
გული ადრეც თურმე რამდენჯერმე წასვლია, თუმცა შეტევა ასე
დიდხანს არასოდეს გაგრძელებულა...
ბოლოს ექიმმა განაცხადა, რომ საშიშროება ჩავლილი იყო.
ემილს უკვე ფართო შლაფროკი ეცვა, ანუ ისეთი, როგორსაც
ავადმყოფები გამოჯანმრთელების შემდეგ იცვამენ. დედამ ყელ-
ზე შალის თბილი, ცისფერი შარფიც მოახვია, მაგრამ ბიჭი უკვე
ხალისიანად იყო, თავს ჯანმრთელად გრძნობდა.
დივნის წინ მრგვალ, სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე სურნე-
ლოვანი შოკოლადით სავსე ფინჯნები და ნაირ-ნაირი სიროფით
სავსე გრაფინები იდგა. იყო უამრავი ბისკვიტი, ფუნთუშა, თქვენ
წარმოიდგინეთ, ყვავილებიც. ყველაფერი ამის შუაში უშველე-
ბელი ჩაიდანი შიშინებდა, ორ ძველებურ ვერცხლის შანდალში
ექვსი ცვილის სანთელი ენთო... მაგიდის ერთ მხარეს ვოლტე-
რის დროინდელ სავარძელს რბილი მკერდი გადაეხსნა და სანი-
ნიც სწორედ ამ სავარძელში ჩააბრძანეს. საკონდიტროს ყველა
იმ ბინადარს, რომლის გაცნობაც იმ დღეს მოუწია, პუდელი ტარ-
ტალიათი დაწყებული და კატით დამთავრებული, ყველას თავი
მაგიდასთან მოეყარა, ყველა ბედნიერი იყო, თქვენ წარმოიდგი-
ნეთ, ტარტალია ბედნიერებისგან აცემინებდა კიდევაც. მხო-
ლოდ ხვადი კატა წკურავდა თვალებს და ინაზებოდა... სანინს
სთხოვეს, გასცნობოდა, ეთქვა სადაური იყო, ვინ იყო წარმოშო-
111 მკითხველთა ლიგა
ბით და რა ერქვა. რუსი ვარო, – რომ თქვა, ორივე ქალი გაოც-
და, ის კი არა, ცოტა აფორიაქდნენ კიდევაც, მერე კი ორივემ ერ-
თხმად განაცხადა, რომ ის მართლაც ჩინებულად ლაპარაკობდა
გერმანულად, თან დასძინეს, თუ მისთვის უფრო მოსახერხებე-
ლი იყო, შეეძლო მათთან ფრანგულად ესაუბრა, ვინაიდან ორი-
ვე კარგად ლაპარაკობდა ამ ენაზე და სანინმაც, რა თქმა უნდა,
მაშინვე ისარგებლა მათი შეთავაზებით. „სანინი... სანინი...“ –
იმეორებდნენ ქალები, ვერ წარმოედგინათ, რომ რუსული გვარი
შეიძლებოდა ასეთი ადვილი წარმოსათქმელი ყოფილიყო. მისი
სახელი „დიმიტრიც“ ძალიან მოეწონათ. უფროსმა მანდილო-
სანმა, ახალგაზრდობაში ერთი მშვენიერი ოპერა – დემეტრიო ე
პოლიბიო მოვისმინე, მაგრამ დიმიტრი დემეტრიო-ზე გაცილე-
ბით ლამაზი სახელიაო... სანინი დაახლოებით ორი საათი ესა-
უბრა ქალებს, თავიანთი მხრივ, მათაც საკუთარი ცხოვრების შე-
სახებ ყველაფერი უამბეს. უფრო მეტად დედა, ჭაღარათმიანი
ქალი ლაპარაკობდა და სანინმა სწორედ მისგან შეიტყო, რომ
მას ფრაუ ლეონორა როზელი ერქვა, რომ ოცდახუთი წლის წინ
მისი ქმარი – ჯიოვანი ბატისტა ფრანკფურტში დასახლდა და სა-
კონდიტრო გახსნა. წარმოშობით ვიჩენციდან იყო, თან ძალიან
კარგი ადამიანი, თუმცა ოდნავ ფიცხი და ქედმაღალი, თანაც
რესპუბლიკელი... მე კი, აი, ოცდახუთი წელია, ქვრივი ვარ, –
თქვა ფრაუ ლეონორამ, და დივანს უკან კედელზე ჩამოკიდულ
ზეთის საღებავებით შესრულებულ ქმრის სურათზე მიუთითა: –
თუმცა ამ სურათზე მსგავსებას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, ფერ-
მწერიც ალბათ რესპუბლიკელი იყო, ვინაიდან გარდაცვლილი
ჯიოვანი აქ რინალდო რინალდინის მსგავსად მკაცრი და პირქუ-
შია, – თქვა და ისე ამოიოხრა, ლამის გული ამოაყოლა.
თვითონ ქალბატონი როზელი უძველეს და უმშვენიერეს ქა-
ლაქ პარმაში დაბადებულა, იქ, სადაც უკვდავი კორეჯოს მიერ
მოხატული საოცარი გუმბათია. ამდენ ხანს გერმანიაში ცხოვრე-
112 მკითხველთა ლიგა
ბით თითქმის უკვე გავგერმანელდიო, თქვა, მოწყენილმა თავი
გადააქნია და დასძინა: – ამ ერთი ქალიშვილის და ერთი ვაჟის
მეტი არც არავინ მყავს და არც არაფერი გამაჩნია (ამბობდა და
თითს მათკენ იშვერდა). ქალიშვილს ჯემა ჰქვია, ვაჟს – ემილიო,
ორივენი ძალიან კარგი და დამჯერი ბავშვები არიან, განსაკუთ-
რებით – ემილიო...
„რაო, მე არა ვარ დამჯერი?“ – ჩაერთო საუბარში ქალიშვი-
ლი, რაზეც – ეჰ, შენც ისეთივე რესპუბლიკელი ხარო! – უპასუხა
ქალბატონმა როზელიმ და თავისი ამბის მოყოლა განაგრძო: –
ჩემი ქმარი საკონდიტრო საქმის ნამდვილი ოსტატი გახლდათ
(უნ გრანდ’უომო! – მხარი აუბა სერიოზული სახით პანტა-
ლეონემ)... ახლა, რა თქმა უნდა, საქმე უარესადაა, ვიდრე მა-
შინ, როცა ის ცოცხალი იყო, თუმცა, მადლობა ღმერთს, ცხოვ-
რება მაინც შეიძლება!

113 მკითხველთა ლიგა


5
ჯემა დედას უსმენდა, ხან იცინოდა, ხან ოხრავდა, ხან მხარზე
ხელს უსვამდა, ხან თითს უქნევდა და თან დროდადრო სანინს
გადახედავდა. მერე ადგა, საყვარელოო, უთხრა, მოეხვია, კი-
სერზე აკოცა და დედამ გულიანად გაიცინა. ბოლოს სანინს პან-
ტალეონეც წარუდგინეს. როგორც აღმოჩნდა, ოდესღაც ოპერა-
ში ის თურმე ბარიტონის პარტიებს ასრულებდა, მაგრამ დიდი
ხანია თეატრალურ მოღვაწეობას თავი დაანება და ახლა როზე-
ლებთან ოჯახის მეგობარივით თუ მსახურივით იყო. გერმანიაში
საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მიუხედავად, გერმანული
თითქმის არ იცოდა, მხოლოდ გინება შეეძლო ამ ენაზე, ისიც
დამახინჯებით. ყველა გერმანელს „ფეროფლუკტო სპიჩებუბი-
ოს“ ეძახდა. აი, იტალიურს კი სრულყოფილად ფლობდა, ვი-
ნაიდან წარმოშობით სენიგალიიდან იყო. მისი ბაგიდან იტა-
ლიური ისე ისმოდა, როგორც ლინგუა ტოსცანა ინ ბოცცა რომა-
ნა! ემილიო იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც ეს-ეს არის საში-
ში მდგომარეობიდან გამოვიდა და თავს ახლა მშვენივრად
გრძნობს, შესანიშნავ გუნებაზე გახლდათ. სანინს მორცხვად გა-
დაუხადა მადლობა, თუმცა მისი ყურადღება უფრო მეტად მაინც
კანფეტებისა და ტკბილი წვენებისაკენ იყო მიმართული, რაც აშ-
კარას ხდიდა, რომ ოჯახის ნებიერი ბრძანდებოდა... სანინმა
ორი დიდი ფინჯანი საუცხოო შოკოლადი დალია და ბისკვიტიც
ბლომად მიირთვა. ჯერ ერთი ნაჭერი შეჭმულიც არ ჰქონდა,
რომ ჯემა მეორეს აწვდიდა, რაზეც უარის თქმა თითქმის შეუძ-
ლებელი იყო. მალე სანინი ამ ოჯახში თავს ისე გრძნობდა, რო-
გორც საკუთარ სახლში. იმის გამო, რომ უამრავი რამის თხრო-
ბა მოუწია, დრომ შეუმჩნევლად გაირბინა, მოყოლით კი რას არ
ჰყვებოდა – რუსეთზე, რუსეთის კლიმატზე, იქაურ საზოგა-
დოებაზე, რუს გლეხზე (განსაკუთრებით კაზაკებზე), თორმეტი
114 მკითხველთა ლიგა
წლის ომზე, პეტრე დიდზე, კრემლზე, რუსულ სიმღერებზე, ეკ-
ლესიის ზარებზე, მოკლედ, რაზე აღარა!.. ორივე ქალს – დედა-
საც და შვილსაც, მის ვრცელ, შორეულ სამშობლოზე აქამდე მე-
ტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ქალბატონმა როზელიმ,
ანუ როგორც მას ხშირად მიმართავდნენ – ფრაუ ლენორემ შე-
კითხვებით სანინი განცვიფრებაშიც კი მოიყვანა, ისიც კი ჰკით-
ხა, ისევ არსებობდა თუ არა გასულ საუკუნეს პეტერბურგში ყი-
ნულისგან აგებული ცნობილი სახლი, რომლის შესახებაც ამას
წინათ თავისი გარდაცვლილი ქმრის ერთ-ერთ წიგნში – ბელ-
ლეზზე დელლე არტი-ში დაბეჭდილ საინტერესო სტატიაში
ამოიკითხა. ხოლო სანინის წამოძახილზე, ნუთუ გგონიათ რუ-
სეთში ზაფხული არასოდეს იცისო, ფრაუ ლენორემ მშვიდად
უპასუხა: აქამდე ასე წარმომედგინა რუსეთი: მთელი წელიწადი
ზამთარ-ზაფხულ თოვლია, ყველას ქურქი აცვია, ყველა სამხედ-
როა – მაგრამ განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ქვეყანა
მგონია, ხოლო ყველა გლეხი ძალიან დამჯერი და მორჩილიო,
რის შემდეგაც სანინი შეეცადა მათთვის – დედისთვისაც და შვი-
ლისთვისაც უფრო ზუსტი ცნობები მიეწოდებინა... როცა საუბა-
რი რუსულ მუსიკას შეეხო, სთხოვეს, რომელიმე რუსული არია
წაემღერა და ოთახში მდგარ იმ პატარა ფორტეპიანოზე მიუთი-
თეს, რომელსაც თეთრის ადგილას შავი კლავიშები ჰქონდა, ხო-
ლო შავის ადგილას – თეთრი. სანინს მათ თხოვნაზე დიდად არ
უყოყმანია, წვრილი, ცხვირისმიერი ტენორით ჯერ „სარაფანი“
იმღერა, მერე „სველ, მოკირწყლულ ქუჩაზე“, რა თქმა უნდა, თა-
ვისავე აკომპანიმენტით. ქალებმა მართალია, ხმა და მუსიკა
შეუქეს, მაგრამ უფრო მეტად რუსული ენის რბილი ხმოვანებით
იყვნენ მოხიბლულები... ბოლოს ტექსტის თარგმნა სთხოვეს და
სანინმაც სიამოვნებით შეასრულა მათი თხოვნა, თუმცა იმის გა-
მო, რომ „სარაფანის“, განსაკუთრებით კი, „მოკირწყლული ქუ-
ჩის“ შინაარსმა (შინაარსი ასე იყო თარგმნილი: სურ უნე რუე პა-
115 მკითხველთა ლიგა
ვეე უნე ჯეუნე ფილლე ალლაიტ ა ლ’ეაუ), რუსულ პოეზიაზე შთა-
ბეჭდილება ვერ შეუქმნათ, სანინმა ახლა პუშკინის „მახსოვს წა-
მი საოცარი“ ჯერ რუსულად წაიკითხა, მერე გადათარგმნა და
ბოლოს გლინკას მუსიკაზე იმღერა კიდევაც. ქალები ამჯერად
აღტაცებულები იყვნენ. ის კი არა, ფრაუ ლენორემ რუსულსა და
იტალიურს შორის ერთგვარი მსგავსებაც კი აღმოაჩინა. მაგა-
ლითად, Мгновенье-სა და ო, ვიენი-ს, ცо мной-სა და სიამ ნოი-ს
შორის, ა. შ. და ა. შ. რაც შეეხება პუშკინისა (როგორც ის გამოთ-
ქვამდა – „პუსეკინისა“) და გლინკას სახელებს, მისთვის ერთიცა
და მეორეც მშობლიურივით ჟღერდა. თავის მხრივ სანინმა ქა-
ლებსაც სთხოვა, რაიმე ემღერათ და არც იმათ გამოუდიათ თავ-
პატიჟი. ფრაუ ლენორე ფორტეპიანოს მიუჯდა, ჯემასთან ერთად
რამდენიმე დუეტინო და „სტორნელო“ იმღერა. დედას ადრე
თურმე კარგი კონტრალტო ჰქონია, ქალიშვილის ხმა კი ოდნავ
სუსტი, მაგრამ სასიამოვნო იყო.

116 მკითხველთა ლიგა


6
თუმცა სანინი ჯემას ხმით კი არა, თვით ჯემას ცქერით ტკბე-
ბოდა. იგი მისგან ოდნავ უკან და გვერდით იჯდა და გუნებაში
ფიქრობდა, ვერავითარი პალმა, თვით ყველაზე მოდური
პოეტის – ბენედიქტოვის ლექსებშიაც კი ვერ შეედრება მისი ტა-
ნის მშვენიერებას, მის ტანკენარობასო. ხოლო როცა ჯემა სიმ-
ღერის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში თვალებს ზევით
აღაპყრობდა, ასე ეგონა, არ არსებობს არანაირი ზეცა, რომე-
ლიც არ გადაიხსნებოდა მისი ამ მზერის წინაშე. მოხუცი პანტა-
ლეონეც კი, – რომელიც ამ დროს კარის წირთხლს მიყრდნობი-
ლი იდგა, პირი და ნიკაპი ფართო ჰალსტუხში წაერგო და მცოდ-
ნის თავდაჯერებული გამომეტყველებით გულისყურით უსმენდა
– ისიც კი მისი მზერით ტკბებოდა, მაშინ როცა მის სილამაზეს
დიდი ხანია მიჩვეული უნდა ყოფილიყო... ქალიშვილთან ერ-
თად თავისი დუეტინო რომ დაამთავრა, ფრაუ ლენორემ ასე
თქვა: – ემილიოს ჩინებული, ვერცხლივით წკრიალა ხმა აქვს,
მაგრამ ახლა გარდატეხის ასაკშია, როცა ბავშვებს ხმა ეცვლე-
ბათ, ამიტომაც სიმღერა აკრძალული აქვს, აი, პანტალეონეს კი
შეუძლია სტუმრის პატივსაცემად ძველებურად გაისარჯოსო!..
პანტალეონემ უკმაყოფილო სახე მიიღო და წარბშეკრულმა გა-
ნაცხადა, რომ დიდი ხანია ამ ყველაფერს თავი დაანება, თუმცა
ახალგაზრდობაში ტოლს არავის უდებდა, თავს არავის აჩაგვრი-
ნებდა. ის იმ დიდებულ ეპოქას ეკუთვნოდა, როცა ნამდვილი,
კლასიკური მომღერლები იყვნენ, რომლებთანაც ახლანდელი
მკივანები ახლოსაც ვერ მივლენ! მას, ვარეზელ პანტალეონე ჩი-
პატოლას, ერთხელ მოდენაში დაფნის გვირგვინიც მიართვეს და
მის პატივსაცემად თეატრში თეთრი მტრედებიც ააფრინეს...
სხვათა შორის, ერთი რუსი თავადი ტარბუსკი (ილ პრინციპე
თარბუსსკი), რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა, გა-
117 მკითხველთა ლიგა
მუდმებით ეპატიჟებოდა რუსეთში ვახშამზე, სულ ოქროს მთებს
ჰპირდებოდა, მას კი იტალიის დატოვება არ უნდოდა, არ უნდო-
და დანტეს ქვეყნის – ილ პაესე დელ დანტე! – მიტოვება... თუმ-
ცა, მერე, რა თქმა უნდა... ცუდი ვითარება შეიქმნა... ისე, თვი-
თონაც წინდაუხედავი კაცია, გაუფრთხილებელი... – აქ მოხუცმა
რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახარა და ისევ
დაიწყო სიმღერის კლასიკურ ეპოქაზე ლაპარაკი. იხსენებდა
ცნობილ ტენორ გარსიას, რომელსაც პირდაპირ ეთაყვანებოდა.
– აი, ვინ იყო ნამდვილი ვაჟკაცი! – წამოიძახა მოხუცმა, –
დიდი გარსია (ილ გრან გარსია) ისე არასოდეს დაცემულა, ახ-
ლანდელი ტენორიკებივით (ტენორაცცი) ფალცეტით ემღერა...
ის ყოველთვის მთელი გულით, მთელი გატაცებით მღეროდა,
ლამაზი, ვოცე დი პეტტო, სი! – თქვა მოხუცმა და პატარა გაჩხი-
კული მუშტი მკერდზე, უფრო სწორად ჟაბოზე მაგრად ააბრაგუ-
ნა, – თან არ იტყვი, რა მსახიობი იყო! ვულკანი, სიგნორი მიეი,
ნამდვილი ცეცხლის მფრქვეველი ვულკანი, უნ Vესუვიო... მას,
პანტალეონეს კი ჰქონდა პატივი და ბედნიერება, მასთან, დიდ
გარსიასთან, დელლ’ ილლუსტრისსიმო მაესტრო როსინის „ო-
ტელოში“ ემღერა. გარსია ოტელო იყო, ის იაგო, ხოლო როცა
გარსია ამ ფრაზას წარმოთქვამდა...
ამ სიტყვებზე პანტალეონემ პოზა მიიღო და ჩახლეჩილი,
აკანკალებული, მაგრამ მგზნებარე ხმით სიმღერა დაიწყო:
ლ’ი... რა და ვერ... სო და ვერ... სო ილ ფატო
Iო პიუ ნო... ნო... ნონ ტემერო!
გარსიას ამ ფრაზაზე მთელი თეატრი თურმე თრთოდა, მაგ-
რამ არც თვითონ პანტალეონე უდებდა ტოლს, ისიც მხარდამ-
ხარ მიჰყვებოდა:
ლ’ი... რა და ვერ... სო ოლა ვერ... სო ილ ფატო
თემერ პიუ ნონ დოვრო!
და უცებ როგორც ელვა, როგორც ავაზა:
118 მკითხველთა ლიგა
მორრო!.. მა ვენდიცატო...
ანდა როცა მატრიმონიო სეგრეტო-დან ამ ცნობილ არიას
მღეროდა: პრია ცჰე სპიუნტი... ამ ადგილას, ილ გრან გარსია, I
ცავალლი დი გალოპპო – შემდგომ სიტყვებზე: შენზა პოსა ცაც-
ცერა – აბა, მოუსმინეთ, რა საოცარი, ცამ’ე სტუპენდო!.. – მო-
ხუცმა ის იყო, წამოიწყო რაღაც არაჩვეულებრივი ფიორიტურა,
რომ მეათე ნოტზე ხმა ჩაუწყდა, ჩაახველა, ხელი ჩაიქნია, შეტ-
რიალდა და რატომ მაწვალებთო, ჩაიბურტყუნა. ამაზე ჯემა სკა-
მიდან წამოხტა, ტაში შემოკრა, „ბრავო, ბრავოს“ ძახილით საბ-
რალო გადამდგარ იაგოსთან მიიჭრა და მხრებზე ფერება დაუწ-
ყო... მხოლოდ ემილი იცინოდა დაუნდობლად... ჩეტ აგე ესტ
სანს პიტიე – ამ ასაკმა დანდობა არ იცისო, ეს ჯერ კიდევ ლა-
ფონტენმა თქვა.
ცოტა რომ დაემშვიდებინა, მოხუცი მომღერლის გული რომ
მოეგო, სანინმა იტალიურად საუბარი დაუწყო (ეს ენა იტალიაში
ამ ბოლო მოგზაურობისას შეისწავლა): პაესე დელ დანტე, დოვე
ილ სი სუონა... ლასციატე ოგნი სპერანზა... – მაგრამ ახალგაზ-
რდა მოგზაურის იტალიური პოეზიის ცოდნის მთელი ავლა-
დიდება ამ ფრაზებით ამოიწურებოდა... სამწუხაროდ, პანტა-
ლეონე არ აჰყვა მის ამ პირმოთნეობას, ნიკაპი ჰალსტუხში კი-
დევ უფრო ღრმად წარგო, თვალები მკაცრად დააბრიალა და
ისევ ბუმბულაშლილ ფრინველს დაემსგავსა, არ ვიცი, ყვავს, არ
ვიცი, ძერას, ოღონდ ძალიან გაბრაზებულს... სახეზე ოდნავ წა-
მოწითლებული ემილი, როგორც ეს განებივრებულ ბავშვებს
სჭირთ, დისაკენ მიტრიალდა და ეუბნება, თუ შენ სტუმრის გარ-
თობა გინდა, მალცის პატარა კომედიები წაიკითხე, ამას შენ სა-
უცხოოდ კითხულობ, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებო... ჯემამ
გაიცინა, ძმას ხელზე ხელი მსუბუქად დაარტყა, შენ ყოველთვის
რაიმე ისეთი უნდა მოიგონოო, – ამ სიტყვებით თავის ოთახში
გავიდა, იქიდან რაღაც პატარა წიგნი გამოიტანა, მაგიდასთან
119 მკითხველთა ლიგა
ლამპის წინ დაჯდა, მიიხედ-მოიხედა, თითი ასწია, როგორც ეს
იტალიელებს სჩვევიათ – გაჩუმდითო, და კითხვა დაიწყო.

120 მკითხველთა ლიგა


7
მალცი ოცდაათიანი წლების ცნობილი ფრანკფურტელი ლი-
ტერატორი გახლდათ, რომელიც ადგილობრივ კილოზე დაწე-
რილ თავის პატარა, მსუბუქ კომედიებში სასაცილო ამბებსა და
ფრანკფურტელ ენაკვიმატ ტიპებს აღწერდა, თუმცა მისი იუმორი
არც ისე მწარე და ღრმა იყო... აღმოჩნდა, რომ ჯემა ტექსტს მარ-
თლაც არაჩვეულებრივად, ნამდვილი მსახიობივით კითხულობ-
და. მკვეთრად წარმოაჩენდა თითოეულ სახეს, თითოეულის ხა-
სიათს, რისთვისაც მარჯვედ იყენებდა იტალიურ სისხლთან ერ-
თად მემკვიდრეობით მიღებულ მიმიკებს. როცა ჭკუიდან გადამ-
დგარი, გამოჩერჩეტებული მოხუცის ან შტერი ბურგომისტრის
განსახიერება იყო საჭირო, არც თავის უმშვენიერეს სახეს ინ-
დობდა, არც თავის ნაზ, სასიამოვნო ხმას – სახეს სასაცილოდ
მანჭავდა, თვალებს წკურავდა, ცხვირს ჭმუხნიდა, ჩლიფინებ-
და... კითხვის დროს არათუ იცინოდა, სახეზე ღიმილიც კი არ
ჰქონდა. მაგრამ, როდესაც მსმენელები (პანტალეონეს გამოკ-
ლებით, რომელიც ო ქუელ ფერროფლუცტო თედესცო-ზე საუბა-
რი დაიწყებოდა თუ არა, მაშინვე აღშფოთებული გარბოდა)
ახარხარდებოდნენ და კითხვას შეაწყვეტინებდნენ, წიგნს მუხ-
ლებზე დაიდებდა, თვითონაც აკისკისდებოდა, თავს უკან გადას-
წევდა და შავი, ფუმფულა კულულები კისერსა და სიცილისგან
ათრთოლებულ მხრებზე ჩამოეფინებოდა. აი, ახლაც ხარხარი
შეწყდა თუ არა, ჯემამ წიგნი სწრაფად აიღო, ვითარების შესაფე-
რი გამომეტყველება მიიღო და კითხვა კვლავ დიდი მონდომე-
ბით განაგრძო...
სანინი გაოცებას ვერ მალავდა, განსაკუთრებით ის უკვირდა,
ასეთი არაჩვეულებრივად ლამაზი, იდეალურად მშვენიერი სახე
როგორ ღებულობდა უცებ ასეთ კომიკურ, ზოგჯერ ტრივიალურ,
უხამს გამომეტყველებას?! სამაგიეროდ, ახლად შეღერებული
121 მკითხველთა ლიგა
ქალიშვილების, ეგრეთ წოდებული ჟეუნეს პრემიერეს როლები
არც ისე კარგად გამოსდიოდა. კიდევ უფრო უარესად გამოს-
დიოდა სასიყვარულო სცენები, ამას იგი თვითონაც გრძნობდა
და ამგვარი მასალის კითხვისას უფრო თავის თავს დასცინოდა.
როგორც ჩანს, არც ამ აღფრთოვანებული ფიცის სჯეროდა, არც
ამ ამაღლებული საუბრების...
სხვათა შორის, უნდა ითქვას, ამგვარი სცენებისგან თავს შეძ-
ლებისდაგვარად თავად ავტორიც იკავებდა.
სანინმა ვერც კი გაიგო, დრო როგორ გაეპარა, როგორ გავი-
და საღამო და მხოლოდ მაშინ გაახსენდა, წასასვლელი რომ
იყო, მხოლოდ მაშინ წამოხტა გველნაკბენივით, საათმა ათი
რომ დარეკა.
– რა იყო, რა დაგემართათ? – ჰკითხა ფრაუ ლენორემ.
– დღეს ბერლინში უნდა წავსულიყავი, ადგილი დაკავებული
მქონდა დილიჟანსში.
– დილიჟანსი როდის გადის?
– თერთმეტის ნახევარზე.
– არა, ვეღარ მოასწრებთ, დარჩით... კიდევ წავიკითხავ... –
უთხრა ჯემამ.
– ფული სულ გადაიხადეთ თუ ბე მიეცით? – დაინტერესდა
ფრაუ ლენორე.
– სულ... – თქვა მოწყენით სანინმა.
ჯემამ შეხედა, თვალები მოჭუტა და გაიცინა.
– ახალგაზრდა კაცმა ფული ტყუილად დახარჯა, შენ კი დგა-
ხარ და იცინი! – დატუქსა ფრაუ ლენორემ.
– არა უშავს, არ გაკოტრდება, ჩვენ კი შევეცდებით ვანუგე-
შოთ... გინდათ ლიმონათი? – ჰკითხა ჯემამ.
სანინმა ერთი ჭიქა ლიმონათი დალია და ჯემამ ისევ მალცის
კითხვა განაგრძო.
გახდა თორმეტი საათი, სანინი წასასვლელად მოემზადა.
122 მკითხველთა ლიგა
– რამდენიმე დღე კიდევ დარჩით, ასე სად გეჩქარებათ? სხვა
ქალაქში დროს ამაზე მხიარულად ვერ გაატარებთ, მართალს
გეუბნებით! – თქვა ჯემამ და გაიცინა.
პასუხად სანინს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის გაიფიქრა,
ვიდრე ბერლინიდან ჩემი ამხანაგის პასუხს არ მივიღებ, ამ ცა-
რიელი ჯიბით, მინდა თუ არ მინდა, რამდენიმე დღე მაინც მომი-
წევს ფრანკფურტში დარჩენაო.
– დარჩით, დიახ, დარჩით, – ეტყვის ფრაუ ლენორეც, – ჯემას
საქმროს, ბატონ კარლ კლუბერს გაგაცნობთ. დღეს ძალიან და-
კავებული იყო, მოსვლა ამიტომ ვერ შეძლო... ცეილზე ალბათ
ნახეთ მაუდისა და აბრეშუმის ქსოვილების ყველაზე დიდი მაღა-
ზია, ის იქ უფროსია... ვიცი, ძალიან გაუხარდება თქვენი გაცნო-
ბა.
ამან სანინი, ღმერთმა უწყის, რატომ, მაგრამ ცოტა არ იყოს
გააკვირვა, „დიდი ბედნიერი ვინმე ბრძანებულა მისი ეს საქ-
მრო“, – გაიფიქრა, ჯემას შეხედა და მოეჩვენა, რომ მის თვა-
ლებში რაღაც დაცინვის მაგვარი გაკრთა.
სანინი წასასვლელად წამოდგა.
– ხვალამდე!.. ხომ ასეა? – ჰკითხა ფრაუ ლენორემ.
– ხვალამდე! – გაიმეორა ჯემამ, მაგრამ ეს კითხვა კი არა,
დასტური იყო, თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილი-
ყო.
– ხვალამდე!..
ემილმა, პანტალეონემ და პუდელმა ტარტალიამ სანინი ქუ-
ჩის კუთხემდე მიაცილეს. პანტალეონემ ვერ მოითმინა და ჯემას
წაკითხულზე, ანუ იმის გამო, რას ან როგორ კითხულობდა, გაბ-
რაზებულმა დაიწყო:
– როგორ არ რცხვენია! იჯღანება, წივის, ფრუტუნებს – უნა
ცარრიცატურა!.. ნაცვლად იმისა, მეროპე ან კლიტემნესტრა
წარმოადგინოს, რაღაც დიდი, ტრაგიკული, დგას და ვიღაც საძა-
123 მკითხველთა ლიგა
გელ გერმანელ დედაკაცებს ასახიერებს... ასე ხომ მეც შემიძ-
ლია – ააიიჰ... უუიიჰ... ვუუიიჰ... – თქვა გულმოსულმა ხმაჩახ-
ლეჩით... ტარტალიამ დაუყეფა, ემილმა გადაიხარხარა, მოხუცი
ნაწყენი გატრიალდა და წავიდა.
სასტუმრო „თეთრ გედში“ სანინი უგუნებოდ დაბრუნდა (ბარ-
გი საერთო დარბაზში ჰქონდა დატოვებული), მთელი ის
გერმანულ-ფრანგულ-იტალიური საუბრები ისევ ყურებში ედგა.
– საცოლე! – ჩურჩულებდა უკვე ლოგინში მწოლარე, – არა,
მაინც რა ლამაზი გოგოა! ისე, რა მინდოდა, რატომ დავრჩი?!
მეორე დღეს ბერლინელ მეგობარს წერილი გაუგზავნა.

124 მკითხველთა ლიგა


8
ჯერ ჩაცმულიც არ იყო, რომ კელნერმა ვიღაც ორი ბატონის
მობრძანების შესახებ მოახსენა. იმ ორიდან ერთი ემილი იყო,
მეორე – ბრგე, ახოვანი, კეთილსახიერი ახალგაზრდა კაცი –
ჰერ კარლ კლუბერი, უმშვენიერესი ჯემას საქმრო.
იმ დროის მთელ ფრანკფურტში ალბათ არც ერთ მაღაზიაში
არ მოიძებნებოდა ასეთი თავაზიანი, ზრდილი, თავმომწონე
მთავარი ნოქარი, როგორიც ბატონი კლუბერი იყო. მისი უზადო
სამოსი, მისი ჩაცმულობა იოტისოდენადაც არ ჩამოუვარდებო-
და მის მოხდენილობასა და ტანადობას. მართალია, ინგლისე-
ლივით ოდნავ ცივი და თავდაჭერილი გახლდათ (ორი წელი ინ-
გლისში გაატარა), მაგრამ გატყვევებდა მისი დახვეწილი მანე-
რები. პირველი შეხედვისთანავე აშკარად მიხვდებოდი, რომ ეს
ლამაზი, საუკეთესოდ აღზრდილი ახალგაზრდა კაცი, უფროსე-
ბისადმი მორჩილებას და ქვემდგომთა მბრძანებლობას იყო
მიჩვეული, და რომ მაღაზიის დახლს უკან მდგომი, პატივისცე-
მას ალბათ ნამდვილად შთააგონებდა მყიდველებს. მის უდავო
პატიოსნებაში მცირეოდენი ეჭვის შეტანაც კი შეუძლებელი იყო
– ამისთვის მისი გახამებული საყელოს შეხედვაც კმაროდა.
ხმაც ისეთი ჰქონდა, როგორიც მოსალოდნელი იყო – მშვიდი,
თავდაჯერებული, თბილი, ალერსიანი და სასიამოვნო. ასეთი
ხმით არც ბრძანების გაცემაა ძნელი, მაგალითად, აი ასე: „მაჩ-
ვენეთ ჭიაფერის ლიონური ხავერდი!..“ „მიართვით სკამი ამ მან-
დილოსანს!..“
ბატონი კლუბერი ჯერ გაეცნო სანინს, მერე თავი ისე ლამა-
ზად, ღირსეულად დახარა, ისე ლამაზად მიიტანა ფეხი ფეხთან,
რომ უმალ მიხვდებოდი, ამ კაცის თეთრეულიცა და სულიერი
ღირსებაც უმაღლესი ხარისხისა იყო... მარჯვენა უხელთათმნო
ხელი მტკიცედ, თავაზიანად გაუწოდა (მარცხენა ხელთათმნიან
125 მკითხველთა ლიგა
ხელში სარკესავით პრიალა შლაპა ეჭირა, რომელშიც მეორე
ხელთათმანი იდო. თითები მართლაც არაჩვეულებრივად ლამა-
ზი ჰქონდა, თითოეული ფრჩხილიც კი სრულყოფილება იყო) და
დახვეწილ გერმანულ ენაზე ეუბნება: მინდა ჩემი პატივისცემა და
მადლიერება გამოვუცხადო ბატონ უცხოელს, რომელმაც ჩემს
მომავალ ნათესავს, ჩემი საცოლის ძმას ასეთი დიდი სამსახური
გაუწია!.. თავს ძალიან ბედნიერად ჩავთვლიდი, თუ შევძლებდი
და რამეთი ვასიამოვნებდი! – თქვა და მარცხენა ხელი, რომელ-
შიც შლაპა ეჭირა, ემილისკენ გაიშვირა. ემილმა, თითქოს და-
ირცხვინაო, თითი პირში ჩაიდო და ფანჯრისაკენ შეტრიალდა...
სანინმა ბატონ კლუბერს უპასუხა, რომ გაცნობის დიდად მოხა-
რულია, მაგრამ მის მიერ გაწეული სამსახური არც ისეთი მნიშ-
ვნელოვანია... უპასუხა თვითონაც გერმანულ ენაზე, თუმცა არც
ისე გამართულად, და სტუმრებს სთხოვა დამსხდარიყვნენ. ჰერ
კლუბერმა მადლობა გადაუხადა, ფრაკის უკანა კალთები გასწია
და სკამზე მსუბუქად ჩამოჯდა, რითაც აშკარად მიხვდებოდი,
რომ ეს კაცი მხოლოდ ზრდილობის გამო დაჯდა და საცაა წამოხ-
ტებოდა სკამიდან. მართლაც, მაშინვე წამოდგა, განაცხადა,
რომ სამწუხაროდ მეტხანს დარჩენა აღარ შეუძლია, რადგან მა-
ღაზიაში სასწრაფო საქმე აქვს, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა,
ჯერ საქმეა მისახედი. მაგრამ, სამაგიეროდ, ხვალ კვირაა, ფრაუ
ლენორესა და ჯემასთან შეთანხმებით სოდენში გაისეირნებენ,
ცოტას გაერთობიან, დაისვენებენ და აქვს პატივი ბატონი უც-
ხოელი დაპატიჟოს, იმედია, ის უარს არ ეტყვის და თავისი მობ-
რძანებით გაალამაზებს იმ დღეს... სანინს, რა თქმა უნდა, უარი
არ უთქვამს იმ დღის გალამაზებაზე, რის შემდეგაც ჰერ კლუბერ-
მა თავი ერთხელ კიდევ წარუდგინა და ახალთახალი ჩექმების
ჭრაჭუნით წავიდა.

126 მკითხველთა ლიგა


9
მიუხედავად იმისა, სანინმა ემილს რამდენჯერმე სთხოვა,
დამჯდარიყო, ის ისევ ფანჯრისკენ შებრუნებული იდგა, მაგრამ
მისი მომავალი სიძე ოთახიდან გავიდა თუ არა, მაშინვე მოტრი-
ალდა, ბავშვურად დაიწმაწნა, გაწითლდა, სანინს ჰკითხა, ხომ
შეიძლება ცოტა ხანს თქვენთან დავრჩეო, და დასძინა, რომ
დღეს ის გაცილებით უკეთ იყო, თუმცა ექიმმა მუშაობა მაინც
აუკრძალა.
– დარჩით! ხელს სულაც არ მიშლით! – უპასუხა დაუყოვნებ-
ლივ სანინმა; როგორც ყველა ჭეშმარიტი რუსი, მზად იყო, პირ-
ველსავე ხელთ მოხვედრილ საბაბს ჩასჭიდებოდა, ოღონდ თვი-
თონ არ აღმოჩენილიყო რაიმეს გაკეთების აუცილებლობის წი-
ნაშე.
ემილმა მადლობა გადაუხადა სანინს. იგი ძალიან მალე შეეჩ-
ვია მასაც და მის ბინასაც, თავს ახლა სრულიად თავისუფლად
გრძნობდა, ავეჯს გულდასმით ათვალიერებდა და თითოეულ
ნივთზე ეკითხებოდა, რატომ იყო კარგი, რა იყო მისი ღირსება
და ღირებულება. მერე პირის გაპარსვაში დაეხმარა, ისიც კი უთ-
ხრა, ულვაშს რატომ არ იზრდითო?.. ბოლოს ყველაფერი დაწ-
ვრილებით მოუყვა დედის, დის, პანტალეონესა და ტარტალიას
შესახებ... უცებ სანინისადმი განსაკუთრებული სითბო იგრძნო.
არა, იმიტომ სულაც არა, რომ გუშინ მან სიკვდილს გადაარჩინა,
არამედ იმიტომ, რომ ასეთი კარგი და სიმპათიური ადამიანი
იყო, და თავისი ყველა საიდუმლო მაშინვე უყოყმანოდ გაანდო.
განსაკუთრებული გზნებით იმაზე ლაპარაკობდა, დედას უნდა,
აუცილებლად ვაჭარი გამოვიდე, მე კი ვიცი, ნამდვილად ვიცი,
რომ მხატვრად ან მუსიკოსად ვარ დაბადებული, რომ ჩემი ნამ-
დვილი მოწოდება თეატრიაო.

127 მკითხველთა ლიგა


– ამაში პანტალეონეც მეთანხმება, თუმცა მხარს დედა ბატონ
კლუბერს უჭერს. კლუბერს მასზე დიდი გავლენა აქვს, ვაჭრუკა-
ნად ჩემი გახდომის აზრიც სწორედ მას ეკუთვნის. მას რომ ჰკით-
ხო, მსოფლიოში ვაჭრის წოდებას არაფერი შეედრება... გაყიდო
მაუდი და ხავერდი, ხალხი გააცურო, გადაახდევინო „ნარრენ-
ოდერ ღუსსენ-პრეისე“ (სულელური ანუ რუსული ფასები), აი, რა
არის მისი იდეალი. – ახლა კი უნდა წავიდეთ! – უთხრა ბიჭმა,
როგორც კი სანინი თავის მოწესრიგებას მორჩა და ბერლინში
გასაგზავნი წერილი დაწერა.
– ჰო, მაგრამ, ჯერ ხომ ადრეა! – შენიშნა სანინმა.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს, – ჩაილაპარაკა სიყვარულით
ემილმა, – წავიდეთ, ჯერ ფოსტაში შევიაროთ, მერე კი იქიდან
შინ წავალთ, ჯემას ძალიან გაუხარდება... ჩვენთან ისაუზმებთ.
ჩემზე და ჩემს კარიერაზე კი შეგიძლიათ დედას ერთი-ორი სიტ-
ყვა უთხრათ.
– კარგი, წავიდეთ, – თქვა სანინმა და გასწიეს.

128 მკითხველთა ლიგა


10
ჯემას მართლაც ძალიან გაუხარდა სანინის დანახვა, თბი-
ლად და მეგობრულად შეხვდა ფრაუ ლენორეც – აშკარად ჩან-
და, წინა საღამოს ახალგაზრდა კაცმა ორივე ქალზე საუცხოო
შთაბეჭდილება დატოვა... ემილი გაიქცა, რათა საუზმის შემოსა-
ტანად სამზარეულოში თადარიგი დაეჭირათ და გასვლის წინ სა-
ნინს – რაც გთხოვეთ, არ დაგავიწყდეთო, ჩუმად წასჩურჩულა.
– არ დამავიწყდება, – დაამშვიდა სანინმა.
ფრაუ ლენორე თავს შეუძლოდ გრძნობდა – დიდი ხანია, რაც
შაკიკი აწუხებდა და ახლა სავარძელში მიწოლილი ცდილობდა,
ნაკლებად ემოძრავა. ყვითელ, განიერ ბლუზაში გამოწყობილ
ჯემას წელზე ტყავის შავი ქამარი ერტყა. ეტყობოდა, ისიც დაღ-
ლილი იყო, სახეზე ფერი წასვლოდა, თვალის უპეები ჩაშავებო-
და, თვალები კი ისევ უბრწყინავდა. სიფერმკრთალე მის სახეს
იდუმალებას მატებდა, მის დახვეწილ, კლასიკურ ნაკვთებს კი-
დევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. სანინი იმ დღეს განსაკუთრებით
მისი ხელების სინატიფემ გააოცა. თავის შავ, მბზინავ კულუ-
ლებს რომ ისწორებდა, რაფაელის ფორნარინას მსგავს, მის
გრძელ, მოქნილ თითებს სანინი თვალს ვერ სწყვეტდა.
გარეთ პაპანაქება სიცხის ბუღი იდგა. საუზმის შემდეგ სანინ-
მა წასვლა რომ დააპირა, უთხრეს, ასეთ დღეს ჯობია, კაცმა გა-
რეთ ფეხი არ გაადგასო და ისიც დარჩა. უკანა ოთახში, სადაც
ფრაუ ლენორესა და ჯემასთან ერთად იყო, სიგრილე სუფევდა.
ფანჯრები აკაციებით დაბურულ ბაღს გადაჰყურებდა. აკაციების
ხშირი, ოქროსფერი ყვავილებით დამძიმებული ტოტებიდან
ფუტკრების, კრაზანებისა და ბაზების გაბმული ზუზუნი ნახევრად
მიხურულ დარაბებსა და დაშვებულ შტორებშიც აღწევდა, რაც
იმაზე მიანიშნებდა, რომ გარეთ მართლაც პაპანაქება სიცხე იყო

129 მკითხველთა ლიგა


და ეს კიდევ უფრო საამოს ხდიდა სახლში გამეფებულ სიგრი-
ლეს.
სანინი გუშინდელივით ახლაც ბევრს საუბრობდა, მაგრამ
არა რუსეთსა და რუსების ცხოვრებაზე. იმის გამო, რომ უნდოდა
ესიამოვნებინა თავისი პატარა მეგობრისთვის, რომელიც ისაუზ-
მებდა თუ არა, ბუღალტერიაში ცოდნის განსამტკიცებლად ბა-
ტონ კლუბერთან უნდა წასულიყო, საუბარი იმაზე ჩამოაგდო,
რომელს უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, რომელი უფრო
ხელსაყრელია ადამიანისათვის, მხატვრობა თუ კომერცია. ის,
რომ ლენორე უფრო კომერციის მხარეს იყო, არ გაჰკვირვებია,
ის ამას ელოდა, მაგრამ ჯემაც რომ დედის აზრს იზიარებდა, ისიც
რომ ასე ამბობდა:
– თუ მხატვარი ხარ, მით უფრო მომღერალი, აუცილებლად
პირველ ადგილზე, ყველაზე უკეთესი უნდა იყო, – ამტკიცებდა
და ხელს ზევით-ქვევით ენერგიულად იქნევდა, – მეორეობას აზ-
რი არ აქვს, მაგრამ შეძლებ კი პირველობას, გახდები კი პირვე-
ლი?
საუბარში პანტალეონეც მონაწილეობდა (მას, როგორც
ძველ მსახურსა და ხანში შესულ ადამიანს, უფლება ჰქონდა,
პატრონების გვერდით მჯდარიყო. ესეც რომ არა, იტალიელები
მაინცდამაინც დიდად არ დაგიდევენ ეტიკეტს) და, ცხადია, მთე-
ლი თავისი არსებით ხელოვნების მხარეს იყო, თუმცა ამის დასა-
ბუთება უჭირდა. უფრო იმაზე ლაპარაკობდა, ადამიანს უპირვე-
ლეს ყოვლისა დ’უნ ცერტო ესტრო დ’ისპირაზიონე უნდა ჰქონ-
დეს, ანუ შთაგონებით უნდა იყოს აღსავსეო!.. რაზეც ფრაუ ლე-
ნორემ შეახსენა, მართალია, ეს ესტრო მასაც, პანტალეონესაც
ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა...
– მე მტრები მყავდა, – უპასუხა პანტალეონემ შუბლშეკრულ-
მა.

130 მკითხველთა ლიგა


– კი, მაგრამ, შენ საიდან იცი (იტალიელები, როგორც ცნობი-
ლია, ადვილად მიმართავენ ერთმანეთს შენობით), ემილს ეს-
ტრო რომ გაეხსნას კიდევაც, მტრები არ ეყოლება?
– მაშინ გამოიყვანეთ მისგან ხელზე მოვაჭრე მეწვრილმანე!..
– ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა პანტალეონემ, – ჯიოვანი ბატის-
ტა კი ასე არ მოიქცეოდა, თუმცა თვითონ კონდიტერი იყო.
– ჯიოვანი ბატისტა, ჩემი ქმარი, ჭკვიანი ადამიანი გახლდათ,
და თუ ის ახალგაზრდობაში გატაცებული იყო...
მაგრამ მოხუცს უკვე აღარაფრის გაგონება არ უნდოდა და
ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა, თუმცა გასვლისას ერთხელ კი-
დევ ნაწყენმა ჩაილაპარაკა:
– ჰმ!.. ჯიოვანი ბატისტა!
– თუ ემილს თავი პატრიოტად მიაჩნია, თუ უნდა მთელი თა-
ვისი ძალა და ენერგია იტალიის გათავისუფლებას მოახმაროს,
მაშინ, რა თქმა უნდა, შეუძლია ყველაფერი – კეთილდღეობა,
უზრუნველყოფილი მომავალი ამ დიდ, წმიდათაწმინდა საქმეს
შესწიროს და არა თეატრს! – წამოიძახა ჯემამ, რაზეც ფრაუ ლე-
ნორე შეშფოთდა, ქალიშვილს შეეხვეწა:
– ძმა მაინც დაინდე, ის მაინც არ დააყენო მაგ მცდარ გზაზე!
იკმარე, თვითონ ასეთი თავზეხელაღებული, შეუპოვარი რეს-
პუბლიკელი რომ ხარ!
თქვა და შეწუხებულმა ამოიოხრა, თავი ისე მტკივა, ლამის
გამისკდესო (სტუმრის პატივსაცემად ქალიშვილს ფრანგულად
ელაპარაკებოდა)!
ჯემა მაშინვე დედის მოვლას შეუდგა; შუბლზე ფრთხილად
შეუბერა, ოდეკოლონით დაუზილა, ლოყაზე სათუთად აკოცა,
თავქვეშ ბალიში შეუსწორა, არ ილაპარაკო, ჩუმად იყავიო, უთ-
ხრა და ისევ აკოცა... მერე სანინისკენ შეტრიალდა და ნახევრად
ხუმრობით, ვითომ გულაჩუყებულმა დაიწყო მოყოლა, როგორი
კარგი დედა ჰყავს, როგორი ლამაზი და მომხიბვლელი იყო!
131 მკითხველთა ლიგა
იყოო?! იყო კი არა, ის ახლაც ნამდვილი მშვენიერებაა... აბა, შე-
ხედეთ! არა, შეხედეთ, შეხედეთ, როგორი თვალები აქვს!
ამ სიტყვებზე ჯემამ ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო,
დედას სახეზე მიაფარა, ზევიდან ქვევით ნელა ჩამოაცურა, შუბ-
ლი, წარბები და თვალები გამოუჩინა, ცოტა ხანს შეიცადა,
სთხოვა, თვალები გაახილეო. დედამ თვალები გაახილა და ჯე-
მამ აღტაცებისაგან წამოიყვირა – ფრაუ ლენორეს მართლაც
არაჩვეულებრივად ლამაზი თვალები ჰქონდა!.. ცხვირსახოცი
ახლა მისი სახის არც ისე სწორ, არც ისე დახვეწილ ნაკვთებამდე
ჩამოსწია და ისევ კოცნა დაუწყო. ფრაუ ლენორემ გაიცინა, ოდ-
ნავ გვერდზე გაიწია, გაჩერდიო, შეეცადა, შეეჩერებინა ქალიშ-
ვილი, ჯემა კი, აქაოდა, არ გემორჩილებიო, ძალად კოცნიდა,
ეფერებოდა, მაგრამ ფისუნიასავით კი არა, ფრანგულ ყაიდაზე,
არამედ იტალიური გრაციით, რომელშიც ძალა ყოველთვის იგ-
რძნობა.
ბოლოს ფრაუ ლენორემ განაცხადა, რომ ძალიან დაიღალა
და ჯემამ სთხოვა, არ ამდგარიყო, ამ სავარძელშივე დაეძინა, ის
და ბატონი რუსი კი – ავეც ლე მონსიეურ რუსსე – თაგუნებივით
გასუსულები ისხდებოდნენ. ფრაუ ლენორემ გაიღიმა, თვალები
დახუჭა, ცოტა ხანს იწრიალა და ჩაეძინა. ჯემა მის გვერდით
სკამზე მოხერხებულად მოეწყო. იჯდა გარინდებული, გაუნძრევ-
ლად, მაგრამ როცა სანინი თავს ნებას მისცემდა და ოდნავ შე-
ტოკდებოდა, ჯემა თითს ტუჩებთან მიიტანდა და „შშშუუო!“, ცე-
რად გადახედავდა.
ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სანინიც სუნთქვაშეკრუ-
ლი გაირინდა – იჯდა გაუნძრევლად მოჯადოებულივით და მთე-
ლი სულითა და გულით ტკბებოდა იმ სურათით, რომელიც ამ ნა-
ხევრად ჩაბნელებულ ოთახს ავსებდა; ოთახს, სადაც ყველგან
მწვანე, ძველებურ ჭიქებში ახლად მოკრეფილი ვარდები წით-
ლად გიზგიზებდა; ეძინა თავქვეშ ლამაზად ხელებამოდებულ,
132 მკითხველთა ლიგა
კეთილ, სახედაღლილ, ხანში შესულ მანდილოსანს, რომლის
გვერდითაც იჯდა დედის ძილს ფხიზლად დადარაჯებული, ჯერ
სულ ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, წარმოუდგენლად
კეთილი არსება, უძირო, შავად ჩაბინდულ, მაგრამ მაინც შუქი-
ან, სხივთამფრქვევთვალებიანი ქალიშვილი... რა იყო ეს, სიზმა-
რი? ზმანება?.. მაინც როგორ, როგორ გაჩნდა სანინი აქ?

133 მკითხველთა ლიგა


11
გარეთა კარზე ზარმა გაიწკრიალა. ქუჩიდან საკონდიტროში,
სადაც დილიდან ერთ მყიდველსაც არ შეუხედავს, გლეხის ბიჭი
შევიდა; ბეწვის ქუდი ეხურა და წითელი ჟილეტი ეცვა... – აი, ასე
ვვაჭრობთ, – უთხრა ამ დილას სანინს ფრაუ ლენორემ. მას ახ-
ლაც ისევ ფეხგაუნძრევლად ეძინა, ჯემას ხელი ისევ დედის თავ-
ქვეშ ედო და იმის გამო, რომ დედას ბალიში არ გამოსცლოდა,
ხელის გამოღების ეშინოდა, ამიტომაც სანინს სთხოვა, შესული-
ყო საკონდიტროში და ბიჭს მის მაგივრად მომსახურებოდა. სა-
ნინი მაშინვე წამოდგა, საკონდიტროში ფეხაკრეფით გავიდა, მე-
ოთხედი ფუნტი პიტნიანი კვერუკები აუწონა, თავი კარში გაყო
და რამდენი უნდა გადაიხადოსო, ჯემას ჩურჩულით ჰკითხა.
– ექვსი კრეიცერი, – ჩურჩულითვე უპასუხა ჯემამ.
სანინმა მეოთხედი ფუნტი აწონა, ქაღალდი მოძებნა, პარკი
გააკეთა, ნამცხვარი ჩაყარა, კიდევ ერთ ქაღალდში გაახვია,
ბიჭს გაუწოდა და ფული გამოართვა... ბიჭი ხელში პარკს აწვა-
ლებდა, სანინს გაოცებული შეჰყურებდა, ჯემა კი მეზობელ
ოთახში პირმოკუმული იჯდა და ჩუმად იცინოდა. პირველი მყიდ-
ველი ჯერ გასული არ იყო, რომ მეორე შემოვიდა, მეორეს მესა-
მე მოჰყვა და სანინმა გაიფიქრა, ეტყობა, მსუბუქი ხელი მაქვსო.
მეორე მყიდველმა ერთი ჭიქა ანისული იყიდა, მესამემ – ნახევა-
რი გირვანქა კანფეტი. სანინი ორივეს სწრაფად მოემსახურა,
კოვზებს აზარტულად აკაკუნებდა, გადასწევდა ლამბაქებს და
ხან ყუთში ჩაყოფდა ხელს, ხან ქილაში. ბოლოს ნავაჭრი იანგა-
რიშა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ანისული თურმე იაფად გაყიდა,
კანფეტში კი ორი კრეიცერით მეტი გადაახდევინა... ჯემა მთელი
ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იცინოდა. სანინიც შესანიშნავ გუ-
ნებაზე იყო, ხალისითა და ბედნიერებით სავსე. ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს მთელი თავისი სიცოცხლე დგას ასე ამ დახ-
134 მკითხველთა ლიგა
ლთან და ანისულითა და კანფეტებით ვაჭრობს, მისი საყვარელი
არსება კი ზის კარს უკან, თბილი, დამცინავი თვალებით უყუ-
რებს და ჩუმად იცინის... ოთახს ფანჯრის წინ ჩარიგებული დიდი,
ტანაყრილი წაბლის ხეების მსუყე, ღონიერ ფოთლებს შორის შე-
მოჭრილი ზაფხულის მზის თაკარა სხივები მომწვანო ოქროთი
და შუადღის ჩრდილებით ავსებს და ყოველგვარ საზრუნავს
მოკლებული გული უზრუნველობის, სიყმაწვილის, ახალგაზ-
რდობის ტკბილი განცხრომის მორევში ნეტარებს.
მოვიდა მეოთხე მყიდველიც, რომელმაც ერთი ფინჯანი ყავა
მოითხოვა და სანინი იძულებული გახდა, ეს საქმე პანტალეონე-
სათვის გადაელოცა (ემილი ჯერ ისევ ბატონი კლუბერის მაღა-
ზიაში იყო), თვითონ ჯემასთან მივიდა და მის გვერდით დაჯდა.
ფრაუ ლენორეს ისევ ეძინა.
– ძილი ძალიან შველის დედას შაკიკს... – თქვა დიდად კმა-
ყოფილმა ქალიშვილმა.
სანინმა ჯემას თავის დღევანდელ „ვაჭრობაზე“ დაუწყო
საუბარი, ცხადია, ისევ ჩურჩულით. სერიოზულად აინტერესებ-
და, როგორი იყო სხვა საკონდიტროებში საქონლის ფასები და
ჯემაც სერიოზულად პასუხობდა, თითოეულის ფასს გარკვევით
უსახელებდა, თუმცა ორივეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული,
რომ ახლა ისინი მეტად სასაცილო კომედიას თამაშობდნენ.
უცებ ქუჩიდან არღნის ხმა გაისმა, ვიღაც „ფრეიშუიციდან“ არია
დურცჰ დიე ფელდერ, დურცჰ დიე აუენ-ს უკრავდა და უმოძრაო
ჰაერს მუსიკის სევდიანი მელოდიის ბგერები ათრთოლებდა...
იმის გამო, რომ ჯემა შეწუხდა, ეს მუსიკა დედას გააღვიძებსო,
სანინი მაშინვე ქუჩაში გავარდა, მეარღნეს ხელში რამდენიმე
კრეიცერი ჩაუდო და სთხოვა, აქაურობას გასცლოდა. უკან რომ
შებრუნდა, მადლობის ნიშნად ჯემამ თავი ოდნავ დაუქნია, ფიქ-
რიანად გაიღიმა, ვებერის ის ლამაზი მელოდია წაიღიღინა, რო-
მელშიც პირველი სიყვარულით გაოგნებული მაქსის გაოცებაა
135 მკითხველთა ლიგა
გადმოცემული და ვებერი თუ გიყვართ, „ფრეიშუიცი“ თუ იცითო,
ჰკითხა სანინს და დასძინა:
– მიუხედავად იმისა, იტალიელი ვარ, ასეთი მუსიკა მაინც ძა-
ლიან მიყვარს!..
მერე საუბარი პოეზიაზე, რომანტიზმზე, ჰოფმანზე დაიწყეს,
რომლის ნაწარმოებებსაც მაშინ ჯერ კიდევ კითხულობდნენ...
ფრაუ ლენორეს ისევ ეძინა, ის კი არა, ზოგჯერ ხვრინავდა კიდე-
ვაც. დარაბებიდან შემოღწეული მზის სხივები წვრილ-წვრილ
ზოლებად ეფინა იატაკზე, ერთი ადგილიდან მეორეზე ინაც-
ვლებდა, დაუბრკოლებლივ მოგზაურობდა ავეჯზე, ჯემას კაბაზე,
ყვავილების ფურცლებსა და ფოთლებზე.

136 მკითხველთა ლიგა


12
აღმოჩნდა, რომ ჯემა მაინცდამაინც დიდად არ სწყალობდა
ჰოფმანს, ის კი არა, მოსაწყენადაც მიაჩნდა; მისი მოთხრობების
ფანტასტიკური, ბუნდოვანი, ჩრდილოური ელემენტები მისთვის,
მისი ნათელი, სამხრეთული ბუნებისთვის მძიმე და ნაკლებ გასა-
გები იყო. „ეს მხოლოდ ზღაპარია, მხოლოდ ბავშვებისთვის
არის დაწერილი!“ – ირწმუნებოდა ლამის უპატივცემლოდაც კი.
თუმცა, მისი აზრით, ჰოფმანის ნაწარმოებებში პოეზიის არსებო-
ბა, ასე თუ ისე, მაინც იგრძნობოდა, ვინაიდან მისი ერთი მოთ-
ხრობა, რომლის სათაური, მართალია, დავიწყებული ჰქონდა,
ძალიან მოსწონდა; თუმცა, კაცმა რომ თქვას, მოსწონდა მხო-
ლოდ დასაწყისი, რადგან გაგრძელება ან არ წაუკითხავს ან, უბ-
რალოდ, დაავიწყდა. ამბავი შეეხებოდა ერთ ახალგაზრდა კაცს,
რომელიც, მგონი, სადღაც საკონდიტროში ხვდება განსაცვიფ-
რებელი სილამაზის ქალიშვილს, ბერძენს. ქალიშვილს ახლავს
ბოროტი, იდუმალებით მოცული ბერიკაცი. ახალგაზრდას ქა-
ლიშვილი პირველი შეხედვისთანავე შეუყვარდება... გოგო მას
ისე შესაბრალისად უყურებს, თითქოს ემუდარება, მიშველე, გა-
მათავისუფლეო... ახალგაზრდა მხოლოდ წუთით გადის საკონ-
დიტროდან, ქალიშვილს წუთით ტოვებს, მაგრამ საკონდიტრო-
ში შებრუნებულს აღარც ქალიშვილი ხვდება, აღარც ის უცნაური
ბერიკაცი. ვაჟი გამწარებული იწყებს ძებნას, ხან აქ წააწყდება
მის კვალს, ხან იქ, მისდევს, მაგრამ ვერასოდეს ეწევა – მზეთუ-
ნახავი სამუდამოდ იკარგება მისი თვალთახედვიდან, თუმცა
ვედრებით სავსე მის მზერას ვერასოდეს ივიწყებს და იმის გამო,
რომ ბედნიერება შეიძლება სამუდამოდ დაუსხლტა ხელიდან,
ძალიან იტანჯება...
საეჭვოა, ჰოფმანი ასე ამთავრებდეს იმ თავის მოთხრობას,
მაგრამ, ჩანს, ასე ჩარჩა, ასე ჩამოყალიბდა ჯემას მეხსიერებაში.
137 მკითხველთა ლიგა
– ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები და განშორებები გაცილე-
ბით ხშირია, ვიდრე ჩვენ გვგონია, – თქვა ბოლოს ჯემამ.
სანინმა ცოტა ხანს იყუჩა... მერე ლაპარაკი ბატონ კლუბერზე
წამოიწყო – ამ წუთამდე მისი არსებობაც არ გახსენებია, მისი
სახელი მან დღეს პირველად წარმოთქვა.
ჯემას არაფერი უთქვამს, იჯდა ჩაფიქრებული, საჩვენებელ
თითზე ფრჩხილს იკვნეტდა და სადღაც სივრცეში იყურებოდა.
მერე თავისი საქმროს ქებას მოჰყვა, მის მიერ მოფიქრებული
ხვალინდელი სეირნობა ახსენა და სანინს შეხედა. სანინს ხმა არ
ამოუღია, არ იცოდა, რა ეთქვა, რაზე დაეწყო ლაპარაკი.
ამ დროს ოთახში ემილმა შემოირბინა და ხმაურზე ფრაუ ლე-
ნორეს გაეღვიძა...
ემილის გამოჩენამ სანინი გაახარა, მდგომარეობიდან გამო-
იყვანა. შემოვიდა პანტალეონე და, ვინაიდან ოჯახის მეგობარი,
ექსმომღერალი და მსახიობი სხვა დანარჩენთან ერთად მზა-
რეულის მოვალეობასაც ასრულებდა, სადილი მზად არისო, მო-
ახსენა.
ფრაუ ლენორე სავარძლიდან წამოდგა.

138 მკითხველთა ლიგა


13
პაპანაქება სიცხის მომიზეზებით სანინი არც სადილის შემ-
დეგ გაუშვეს. ხოლო როცა თაკარა სიცხემ იკლო, შესთავაზეს
ბაღში გასულიყო და ყავა აკაციების ჩრდილში დაელია. სანინი
თავს შესანიშნავად გრძნობდა. ცხოვრების ამ ერთფეროვან,
წყნარ მდინარებაში საოცარი მშვენიერება სუფევდა და ამას ის
მთელი არსებით ეძლეოდა, არც გუშინდელ დღეს იხსენებდა,
არც დღევანდელისგან თხოულობდა რაიმე განსაკუთრებულს
და არც ხვალინდელზე ფიქრობდა... მარტო ისეთ ქალიშვილთან
სიახლოვე რად ღირდა, როგორიც ჯემა იყო! მალე აქედან ალ-
ბათ სამუდამოდ წავა, ალბათ ვეღარასოდეს იხილავს. მაგრამ,
სანამ მათ ერთი და იგივე პატარა ნავი, ისე, როგორც ულანდის
რომანსშია, ცხოვრების მოთვინიერებული ნაკადებით მიაქა-
ნებს, გაიხარე, დატკბი, მოგზაურო!.. და ბედნიერ მოგზაურსაც
ყველაფერი ახარებს, ყველაფერი საუკეთესოდ და გულის წამ-
ღებად ეჩვენება... ფრაუ ლენორემ სანინს შესთავაზა, მას და
პანტალეონეს „ტრესეტის“ თამაშში შეჯიბრებოდა და სანინმა,
არ ვიციო, რომ თქვა, ეს არცთუ ისე ძნელი იტალიური ბანქოს
თამაში შეასწავლა კიდევაც, რამდენიმე კრეიცერიც მოუგო და
კმაყოფილიც დარჩა... ამის შემდეგ ემილმა პანტალეონეს
სთხოვა, პუდელ ტარტალიას ფოკუსები შეასრულებინეო, და
ტარტალიამაც ხან ჯოხზე იხტუნავა, ხან ილაპარაკა, ანუ იყეფა,
აცემინა, პირით კარი დაკეტა, პატრონს მისი ქუსლებჩაჭეჭყილი
ფეხსაცმელი მიუტანა და ბოლოს თავზე ძველ კივერწამოცმულ-
მა იმპერატორ ნაპოლეონის ღალატისთვის მკაცრად დასჯილი
მარშალი ბერნადოტი წარმოადგინა. ნაპოლეონი, რა თქმა უნ-
და, პანტალეონე იყო – იდგა ნაპოლეონივით გულხელდაკრე-
ფილი, თვალებზე „სამკუთხა“ ქუდჩამოფხატული და „მარშალს“
მკაცრად, უხეშად მიმართავდა, თანაც ფრანგულად! მაგრამ,
139 მკითხველთა ლიგა
ღმერთო! არ იტყვით, როგორი ფრანგულით!.. ტარტალია-
ბერნადოტი კი იჯდა თავისი მბრძანებლის წინ კუდამოძუებული,
გვერდზე მოქცეული კივერის წინაფრის ქვეშ თვალებს წკურავ-
და, დარცხვენილი ახამხამებდა და დროდადრო ნაპოლეონი
ხმას რომ აუწევდა, ფრთხილად წამოიწევდა უკანა თათებზე. –
ფუორი, ტრადიტორე! – იყვირა ბოლოს ნაპოლეონმა, დაავიწ-
ყდა გაღიზიანებულს, რომ ბოლომდე უნდა შეენარჩუნებინა თა-
ვისი ფრანგული ხასიათი და ბერნადოტი დივანქვეშ თავქუდ-
მოგლეჯილი შევარდა. მაგრამ, თითქოს უნდა გამოაცხადოს,
წარმოდგენა დამთავრებულიაო, იქიდან მაშინვე ომახიანი
ყეფა-ყეფით გამოხტა და ყველამ ბევრი იცინა, განსაკუთრებით
ყველაზე მეტი – სანინმა.
ჯემას საოცრად საყვარელი სიცილი ჰქონდა, წყნარი, გული-
დან წამოსული. თავდავიწყებამდე მისული სიცილში ზოგჯერ წა-
მოიკივლებდა კიდევაც და სანინს ეს წამოკივლება ლამის
ჭკუიდან შლიდა, ამისთვის მზად იყო, ეს გოგო თავით ფეხებამ-
დე დაეკოცნა.
დადგა ღამე. სინდისიც ხომ უნდა მქონდესო, სანინი ყველას
რამდენჯერმე გამოემშვიდობა, ემილიც რამდენჯერმე გადაკოც-
ნა და წავიდა, თან ქალიშვილის ხატება წაიმძღვარა – ხან მოცი-
ნარი, დაფიქრებული, ხან მშვიდი და ზოგჯერ გულგრილიც, მაგ-
რამ ყოველთვის სანდომიანი და საყვარელი. თვალწინ გამუდ-
მებით მისი დიდი, ფართოდ გახელილი თვალები ედგა, ხან სი-
ხარულით სავსე და დღესავით ნათელი, ხან წამწამებით დაბინ-
დული, ღამესავით შავი და ღრმა...
არც ბატონი კლუბერი, არც ის მიზეზი, რის გამოც აქ, ფრან-
კფურტში დარჩა, არც ის, რაც გუშინ ასე აღელვებდა, ერთხელაც
არ გავლებია გონებაში, ერთხელაც არ გახსენებია.

140 მკითხველთა ლიგა


14
საჭიროა ორიოდე სიტყვა სანინზეც ითქვას.
ძალიან კარგი აღნაგობის, ტანადი, მოხდენილი, მაღალი;
ოდნავ ბლაგვი, სასიამოვნო ნაკვთები, თბილი, ალერსიანი, მო-
ცისფრო თვალები, ქერა, ოქროსფერი თმა, თეთრი კანი, რაც
მთავარია, ლაღი, მიმნდობი, ერთი შეხედვით რამდენადმე მოშ-
ტერო, მიამიტი გამომეტყველება, რომლის მიხედვითაც ძველ
დროში მაშინვე იცნობდი დიდგვაროვანი ოჯახიდან გამოსულ
თავადიშვილს, „მამიკოს ბიჭს“, დაბადებულს და ნაპატივებს
ფართოდ გაშლილი სტეპების ქვეყანაში. ბორძიკით დადის, ლა-
პარაკობს ოდნავ ენამოკიდებით, აქვს ბავშვური ღიმილი, საკმა-
რისია შეხედო, რომ ბავშვივით გაგიღიმოს... დაბოლოს, აქვს
ჯერ ისევ ნორჩი, ჯანმრთელი ორგანიზმი და რბილი, თვინიერი
ხასიათი... აი, ესეც თქვენი სანინი! თუმცა სინამდვილეში არც
შტერია და არც თავქარიანი, ცხოვრებისგან ბევრი რამ ისწავლა,
მიუხედავად საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრებისა, ისევ ისე-
თი სუფთა და მიმნდობია. იმდროინდელ მშფოთვარე, დაუდეგა-
რი ახალგაზრდობის ბობოქარ განცდებთან საერთო მას არაფე-
რი აქვს.
ბოლო დროს ჩვენს ლიტერატურაში „ახალი ადამიანის“ ამაო
ძიებისას გადაწყვეტილი ჰქონდათ შეექმნათ „ახალი, განსხვავე-
ბული ახალგაზრდობა“, ისეთი სუფთა, როგორიც სანკტ-
პეტერბურგში შემოტანილი ფლენსბურგული ხამანწკებია... სა-
ნინი იმ ახალგაზრდებს არ ჰგავდა. საქმე შედარებაზე თუ მიდგე-
ბა, ის ჩვენს შავმიწიან ბაღებში არცთუ დიდი ხნის დამყნობილ
ნორჩ, თავქოჩორა ვაშლის ხეს უფრო ჰგავს, ანდა კიდევ უკეთე-
სი – კარგად მოვლილ, ცხენების გამოსაყვან ფაბრიკაში გამოზ-
რდილ, ღონიერ ფეხებზე შემდგარ, ბალანგადატკეცილ კვიცს,
რომელიც საბალახოდ კორდზე ეს-ეს არის გაიყვანეს... თუმცა
141 მკითხველთა ლიგა
ისინი, ვინც მას მრავალი წლის შემდეგ ხვდებოდნენ, როცა ის
ცხოვრებისგან უკვე გვარიანად იყო შეჯანჯღარებული, მასში იმ
სანინს კი არა, სრულიად სხვა ადამიანს ხედავდნენ.
მეორე დღეს სანინი ჯერ ისევ ლოგინში იწვა, როცა სადღე-
სასწაულო სამოსში გამოწყობილი, ლამაზად თმაგადაპრიალე-
ბული ემილი მასთან ოთახში შეიჭრა და განაცხადა, რომ კლუბე-
რი წუთი წუთზე კარეტით მოვიდოდა, რომ დღეს გასაოცარი
ამინდი იქნებოდა, რომ მათ ყველაფერი მზად ჰქონდათ, მაგრამ
დედა არ აპირებდა წამოსვლას, ვინაიდან თავი ისევ ძალიან
სტკიოდა. ემილი ლაპარაკობდა, ხელში პატარა ხელჯოხს ათა-
მაშებდა და თან სანინს აჩქარებდა, ახლა ერთი წუთის დაკარ-
გვაც არ ეგებისო, არწმუნებდა... მართლაც, ბატონი კლუბერი
რომ მოვიდა, სანინი ჯერ ჩაცმული არ იყო. კარზე დააკაკუნა, შე-
მოვიდა, მიესალმა, თავი მდაბლად დახარა, თქვა, რომ მზად
არის იქამდე დაელოდოს, სანამ საჭირო იქნება. მერე დაჯდა,
შლაპა მუხლზე დაიდო და მუხლს იდაყვით მოხდენილად დაეყ-
რდნო. საუცხოოდ გამოწყობილ, ლამაზ, კეთილსახიერ ნოქარს
სუნამო ისე ბლომად ჰქონდა ნაპკურები, რომ ყოველ განძრევა-
ზე ირგვლივ უხვად აფრქვევდა უნაზეს არომატს. აქ იგი ღია,
ფართო კარეტით, ეგრეთ წოდებული ლანდოთი მობრძანდა.
ლანდოში ორი დიდი, ღონიერი ცხენი იყო შებმული, თუმცა
ტლანქი და ულამაზო... ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ ამ კა-
რეტით და ზარ-ზეიმით ისინი საკონდიტროს პარმაღს მიადგნენ.
ქალბატონმა როზელიმ სეირნობაზე მართლაც მტკიცე უარი გა-
ნაცხადა; ჯემასაც უნდოდა სახლში დედასთან დარჩენილიყო,
მაგრამ, მან, რომ იტყვიან, ლამის გააგდო სახლიდან.
– მე აქ არავინ მჭირდება, – ირწმუნებოდა იგი, – პანტა-
ლეონესაც თქვენთან გამოვუშვებდი, მაგრამ საკონდიტროში
სხვა ვერავინ ივაჭრებს, მყიდველს ვერავინ მოემსახურება.

142 მკითხველთა ლიგა


– დედა, შეიძლება, ტარტალიაც წავიყვანოთ? – ჰკითხა
ემილმა.
– რა თქმა უნდა, შეიძლება.
ტარტალია მაშინვე გახარებული აფოფხდა კოფოზე – ამას,
ეტყობა, მიჩვეული იყო.
ჯემამ დიდი, ყავისფერბაფთიანი შლაპა დაიხურა და უკან, სა-
ნინის გვერდით დაჯდა. შლაპის წინა ფარფლი ისე იყო და-
წეული, სახეს მზისგან თითქმის მთლიანად უფარავდა, ჩრდილი
ბავშვივით ქორფა, უმანკო, ასფურცელა ვარდივით წითლად მო-
ღაღანე ტუჩებამდე სწვდებოდა, კბილები თეთრად უელავდა, ჩუ-
მად, შეფარულად... კლუბერი და ემილი ჯემასა და სანინის წინ,
მოპირდაპირე სკამზე დასხდნენ. ფანჯარაში ფერდაკარგული
ფრაუ ლენორე გამოჩნდა. ჯემამ დედას ცხვირსახოცი დაუქნია
და ცხენები დაიძრნენ.

143 მკითხველთა ლიგა


15
სოდენი ფრანკფურტიდან ნახევარი საათის სავალით მოშო-
რებული პატარა ქალაქია, გაშენებული ულამაზეს ადგილას,
ტაუნუსის ქედის განშტოებაზე... ჩვენთან, რუსეთში, ის იმ წყლე-
ბით არის განთქმული, რომელიც გულით ავადმყოფებისთვისაა
სასარგებლო... სოდენში ფრანკფურტელები უფრო გასართო-
ბად დადიან, ვინაიდან იქ უამრავი ლამაზი პარკია, სადაც მაღა-
ლი, ტოტებგაშლილი ცაცხვებისა და ნეკერჩხლების ხშირ, შავად
ჩაფენილ ჩრდილში შეგიძლია დაჯდე და ლუდი და ყავა გემ-
რიელად მიირთვა.
ფრანკფურტიდან სოდენამდე გზა მაინის მარჯვენა ნაპირზე
გადის, მთელი ის გზა ხეხილით არის დაფარული. ვიდრე კარეტა
ნელა მიგორავდა გატკეცილ შარაზე, სანინი ჩუმად აკვირდებო-
და, ჯემა როგორ მიმართავდა, როგორ ელაპარაკებოდა საქ-
მროს. ერთად მათ დღეს პირველად ხედავდა. ჯემას თავი მშვი-
დად და უბრალოდ ეჭირა, თუმცა ჩვეულებრივზე რამდენადმე
სერიოზულად და თავშეკავებულად. სამაგიეროდ, კლუბერი იმ
მოწყალე უფროსს ჰგავდა, რომელიც საკუთარ თავსაც და თავის
ხელქვეითებსაც მოკრძალებული სიამოვნების უფლებას აძ-
ლევს. ჯემასადმი განსაკუთრებულ ყურადღებას, იმას, რასაც
ფრანგები ემპრესსემენტ-ს ეძახიან, სანინი კლუბერს ვერ ატყობ-
და. როგორც ჩანს, ეს საქმე მას დამთავრებულად მიაჩნდა, ამი-
ტომაც არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, თავს ფარვანასავით შე-
მოვლებოდა, ეფიქრა, ედარდა, ენერვიულა თავის ლამაზ საცო-
ლეზე. ქედმაღლობა მაშინაც კი არ ტოვებდა, როცა ამას არავი-
თარი აზრი არ ჰქონდა. არც მაშინ, სადილობის წინ, ცადაწ-
ვდილ, უღრანი ტყით დაფარულ მთაში ან სოდენის გაღმა ხეობა-
ში რომ სეირნობდნენ და ბუნების სილამაზით ტკბებოდნენ. ბუ-
ნებასაც კი ისე შემწყნარებლურად უყურებდა, როგორც ზემდგო-
144 მკითხველთა ლიგა
მი ქვემდგომს. მასში ზოგჯერ უფროსისებური სიმკაცრეც კი
იჩენდა თავს. მაგალითად, ერთ ლამაზ, წყნარად მოლივლივე
ნაკადულს გახედა და – ასე რას მოედინება, ასე სწორხაზოვნად
ამ ღარტაფში, ნაცვლად იმისა, გველივით მოიკლაკნებოდეს,
მტკიცედ, გაბედულად მიუხვევ-მოუხვევდესო. საქციელი არ
მოუწონა ერთ პატარა ჩიტუნასაც, არ ვიცი, სკვინჩას, არ ვიცი,
ნიბლიას...
ჯემა მოწყენილი არ იყო, პირიქით, ეტყობა, თავს ბედნიერად
გრძნობდა, მაგრამ სანინი მასში იმ ჯემას ვერ ცნობდა – არა, ის
კი არა, თითქოს ჩრდილი მისდგომოდეს მის სახეს, თითქოს ისე-
თი კარგი, ისეთი საყვარელი აღარ იყო – არა, მისი სილამაზე
ასეთი შუქმფინარი, ასეთი გაცისკროვნებული არასოდეს ყოფი-
ლა, მაგრამ მისი სული ჩაიკეტა, განმარტოვდა, სადღაც გულის
სიღრმეში შეიმალა... ქოლგა ისე გაშალა, ხელთათმანები არც
კი შეუხსნია, მისეირნობდა ნელა, აუჩქარებლად, ისე როგორც
დიდად განათლებული ქალიშვილები სეირნობენ, ლაპარაკობ-
და ძალიან ცოტას, თავშეკავებულად... თავს ემილიც შეზღუდუ-
ლად გრძნობდა, სანინი ხომ მით უფრო! ეს კიდევ იმიტომაც,
რომ მის გარდა ყველანი გერმანულად ლაპარაკობდნენ. მხო-
ლოდ ტარტალია არ იყო შეზღუდული, დაინახავდა შაშვს და
გაედევნებოდა გაავებული ყეფა-ყეფით. არც ათხრილ-
დათხრილ, ოღროჩოღრო ადგილებს ერიდებოდა, არც ყვავი-
ლის უშველებელ ქოთნებს... გაექანებოდა, ჩახტებოდა ადგან-
დგარებულ წყალში, დაეწაფებოდა და სვამდა სლაპასლუპით;
შეიფერთხავდა მერე გაზუნზლულ ბეწვს, აწკმუტუნდებოდა და
გაფრინდებოდა ისევ ისარივით, ლამის მხარზე წითელლენტგა-
დაგდებული... ბატონმა კლუბერმაც თავის მხრივ ყველაფერი
გააკეთა, რასაც სტუმრების გასამხიარულებლად მიიჩნევდა სა-
ჭიროდ... ჯემას სთხოვა, დამჯდარიყო ტოტებგაშლილი მუხის
ჩრდილში, თვითონ გვერდითა ჯიბიდან პატარა წიგნი – კნალ-
145 მკითხველთა ლიგა
ლერბსენ ოპდერ დუ სოლლსტ უნდ წირსტ ლაცჰენ! („პეტარდე-
ბი, ანუ შენ უნდა იცინო და იცინო!“) – ამოიღო და იმ ანეკდოტე-
ბის კითხვა დაიწყო, რომლითაც მთელი წიგნი იყო აჭრელებუ-
ლი. წაიკითხა თორმეტამდე ანეკდოტი, მაგრამ დიდად ვერავინ
გაამხიარულა. მხოლოდ სანინი აჩენდა თეთრად კბილებს, ისიც
ზრდილობისთვის და კიდევ თავად ბატონი კლუბერი – წაიკით-
ხავდა რომელიმე ანეკდოტს და გაიცინებდა მოკლედ, საქ-
მიანად, ქედმაღალი შემწყნარებლის სიცილით. თორმეტი
საათისკენ სეირნობიდან ყველანი სოდენში დაბრუნდნენ და იმ
დროის ყველაზე საუკეთესო ტრაქტირში სადილისთვის თადა-
რიგის დაჭერას დაელოდნენ.
ბატონმა კლუბერმა შესთავაზა, ყოველი მხრიდან დახურულ
ტალავერში – იმ გარტენსალონ-ში ესადილათ, მაგრამ ჯემა
უცებ გაჯიუტდა – არა, არავითარ შემთხვევაში! ის მხოლოდ ბაღ-
ში, აი, იმ პატარა მაგიდაზე ისადილებს, ტრაქტირის წინ, რომ
მას უკვე მოჰბეზრდა ერთი და იგივე სახეების ყურება, უნდა,
სხვა, საუცხოო სახეებსაც შეხედოს – მაგალითად, აი, იმ ახალ-
შემოსულ სტუმრებს, ბაღში რამდენიმე პატარა მაგიდა რომ
ჰქონდათ დაკავებული.
სანამ ბატონი კლუბერი, „თავისი საცოლის ჭირვეულობას“
გულმოწყალედ დამორჩილებული, ობერკელნერთან მოსალა-
პარაკებლად იყო, ჯემა თვალებდახრილი გაუნძრევლად იდგა,
გრძნობდა, სანინი თვალმოუცილებლად მისჩერებოდა, თვალე-
ბით თითქოს რაღაცას ეკითხებოდა და, ეტყობა, აღიზიანებდა
ეს. ბოლოს კლუბერი მოვიდა, განაცხადა, ნახევარ საათში სადი-
ლი მზად იქნებაო, და შესთავაზა, მანამდე კეგლის თამაშით
გართულიყვნენ, თან დასძინა, რომ ეს ძალიან კარგი იყო მადი-
სათვის. თვითონ კეგლს ჩინებულად თამაშობდა – ააგდებდა
ბურთს ოსტატურად და დაიჭერდა ლამაზად, თან კუნთებს
შნოიანად ათამაშებდა, მერე ააგდებდა ისევ ბურთს კოხტად და
146 მკითხველთა ლიგა
აკენწლავდა. ათლეტური აგებულებისა იყო, არაჩვეულებრივად
კარგი აღნაგობის. ხელებიც ძალიან თეთრი, ძალიან ლამაზი
ჰქონდა, რომელთაც ახლა ასეთივე ლამაზი, ძვირფასი ჭრელ-
ოქროსფერი ინდური ფულარით იწმენდდა.
სადილის დროც დადგა და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ.

147 მკითხველთა ლიგა


16
ვისთვის არ არის ცნობილი, რას წარმოადგენს გერმანული
სადილი. წყალწყალა წვნიანი, ცომის მრგვალ-მრგვალი გუფთე-
ბითა და დარიჩინით; გამშრალ-გალიპული კარტოფილით, ჭარ-
ხლის მსუქან-მსუქანი ნაჭრებითა და პირშუშხით შეზავებული
თეთრქონშემხმარი ძროხის ხორცი; გალურჯებული, ძმარში ჩა-
დებული გველთევზა; შემწვარი პუდინგი მურაბითა და მომჟავო
წითელი საწებლით... სამაგიეროდ, ლუდი და ღვინო მართლაც
არაჩვეულებრივია!.. აი, ის, რითაც სოდენელი მიკიტანი თავის
სტუმრებს გაუმასპინძლდა. სადილმა მშვიდობიანად ჩაიარა,
თუმცა არც ისე მხიარულად. დიდი გამოცოცხლება არც მაშინ
იგრძნობოდა, როცა ბატონმა კლუბერმა იმის სადღეგრძელო
შესვა, „რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს (წას წირ ლიებენ!)!..“ სადი-
ლის შემდეგ ყავა შემოიტანეს, წყალწყალა, უფერული, ნამდვი-
ლი გერმანული ყავა. ბატონმა კლუბერმა, როგორც ნამდვილმა
ჯენტლმენმა, ჯემას სთხოვა, ნება მომეცი, სიგარა მოვწიოო, მაგ-
რამ სწორედ ამ დროს მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი და
არასასიამოვნო.
ერთ-ერთ მეზობელ მაგიდასთან მაინცის გარნიზონის ოფიც-
რები დასხდნენ. მათი გამოხედვიდან და გადაჩურჩულება-
გადმოჩურჩულებიდან აშკარა იყო, რომ ისინი ჯემას სილამაზით
იყვნენ აღტაცებულები. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც, ეტყობა,
ფრანკფურტის ხშირი სტუმარი იყო, ჯემას წამდაუწუმ ისე გამო-
ხედავდა, როგორც მისთვის კარგად ნაცნობ ქალიშვილს – ეტ-
ყობა, იცოდა, ჯემა ვინ იყო. უცებ ოფიცერი წამოდგა (ოფიცრები
უკვე კარგად შექეიფიანებულები იყვნენ, მთელი მაგიდა დაცა-
რიელებული ბოთლებით ჰქონდათ სავსე) და ჭიქით ხელში იმ
მაგიდასთან მივიდა, სადაც ჯემა იჯდა. ეს იყო ძალიან ახალგაზ-
რდა, ქერა, სასიამოვნო შესახედაობის ჭაბუკი, თუმცა სიმთვრა-
148 მკითხველთა ლიგა
ლისგან სახეშეშლილს ლოყები უთრთოდა, ანთებულ თვალებს
მოურიდებლად აცეცებდა, სახეზე უტიფარი გამომეტყველება
ჰქონდა. თავიდან ამხანაგები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ,
მაგრამ – რაც არის, არის. აბა, ამას ახლა რას გააგებინებო! –
თავი დაანებეს.
ოფიცერი მაგიდასთან ბარბაცით მივიდა, ჯემას წინ გაჩერდა,
ნამალავი ღიმილით, რომლის მიხედვითაც იგრძნობოდა, რომ
თავს ებრძოდა, ლამის ყვირილით წარმოთქვა: – ვსვამ მთელ
ფრანკფურტში, მთელ მსოფლიოში ყავის უმშვენიერესი მომდუ-
ღებლის სადღეგრძელოს და ვიღებ ღვთაებრივი თითებით ხელ-
შენავლებ ამ ყვავილს! – თქვა, სავსე ჭიქა ერთბაშად პირში გა-
დაუძახა და მაგიდიდან ჯემას წინ წითლად მოკიაფე ვარდი
აიღო. ჯემა ჯერ შეკრთა, დაიბნა, შეშინებულს სახეზე მკვდრის-
ფერი დაედო, მაგრამ მალე შიში აღშფოთებამ შეცვალა,
შეურაცხმყოფელს შეხედა, უცებ გაწითლდა, შეუკავებელი სიბ-
რაზისგან თვალები ჯერ ჩაუშავდა, მერე ცეცხლივით აენთო...
ოფიცერმა შეხედა, შეცბა, რაღაც ჩაიბურდღუნა და წავიდა. ამხა-
ნაგები სიცილით და ტაშით შეეგებნენ.
ბატონმა კლუბერმა სკამიდან წამოიწია, მთელი ტანით წა-
მოიმართა, შლაპა დაიხურა და დინჯად, არც ისე ხმამაღლა და-
იწყო:
– ეს გაუგონარი, დიახ, წარმოუდგენელი უტიფრობაა! – თქვა
და მკაცრი ხმით კელნერს სასწრაფოდ ანგარიში მოსთხოვა...
უბრძანა, კარეტაში ახლავე ცხენები შეებათ და დასძინა: – აქ
თქვენთან წესიერი ადამიანი ვერ შემოვა, გაანაწყენებენ,
შეურაცხყოფენ...
ამ სიტყვებზე ჯემამ, რომელიც თავის ადგილას ისევ ისე გაუნ-
ძრევლად იჯდა, კლუბერსაც ზუსტად ისე დაჟინებით, ისეთი თვა-
ლებით შეხედა, როგორითაც იმ ოფიცერს.
ემილი სიბრაზისგან მთელი ტანით კანკალებდა.
149 მკითხველთა ლიგა
– ადექით, მაინ ფრეილეინ! – თქვა ისევ მკაცრად ბატონმა
კლუბერმა, – თქვენთვის აქ ყოფნა შეურაცხმყოფელია. ჩვენ
ყველანი ახლა ტრაქტირში გადავალთ.
ჯემა უსიტყვოდ წამოდგა, საქმრომ მოხრილი მკლავი შეაგე-
ბა, ქალიშვილი მკლავზე დაეყრდნო და კლუბერმა ტრაქტირის-
კენ თავაწეულმა გასწია. რაც უფრო შორდებოდა იმ ადგილს,
მით უფრო ამაყად, თავაწეული მიაბიჯებდა, უფრო ქედმაღალი
და მედიდური იყო. უკან ემილი მიჩანჩალებდა.
ვიდრე ბატონი კლუბერი კელნერს ანგარიშს კაპიკ-კაპიკ უს-
წორებდა, სანინი სწრაფი ნაბიჯით იმ მაგიდასთან მივიდა, რო-
მელთანაც ჯემას შეურაცხმყოფელი ახალგაზრდა ოფიცერი იჯდა
და ჯემასგან წამოღებულ ვარდს ამხანაგებს რიგრიგობით აყ-
ნოსვინებდა.
– ის, რაც ახლა თქვენ ჩაიდინეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, არ
ეკადრება პატიოსან ადამიანს, არ ეკადრება იმ მუნდირს, რო-
მელსაც თქვენ ატარებთ... და, აი, მოვედი, რათა გითხრათ, რომ
ძალიან თავხედი, ცუდად აღზრდილი ადამიანი ბრძანდებით! –
უთხრა გარკვევით ფრანგულ ენაზე.
ოფიცერი წამოხტა, მაგრამ მეორე ოფიცერმა, ასაკით მასზე
ოდნავ უფროსმა შეაჩერა, სკამზე ძალით დასვა, სანინზე მიუთი-
თა და ისიც ფრანგულად ეუბნება:
– რაო, ნათესავია ეს იმ ქალიშვილის?
– მე იმ ქალიშვილისთვის სრულიად უცხო ადამიანი ვარ, –
წამოიძახა სანინმა, – რუსი ვარ, მაგრამ არ შემიძლია ამგვარ
თავხედობას გულგრილად ვუყურო!.. აი, ჩემი ბარათი და მისა-
მართი, ბატონ ოფიცერს შეუძლია მომძებნოს ამ მისამართით.
თქვა, თავისი სავიზიტო ბარათი მაგიდაზე დააგდო და იმავე
წუთს ვარდს, რომელიც მაგიდასთან მჯდომი ერთ-ერთი ოფიც-
რის თეფშზე იდო, ხელი სწრაფად დაავლო. ახალგაზრდა ოფი-
ცერმა ისევ წამოიწია სკამიდან, მაგრამ ამხანაგმა ისევ შეაჩერა,
150 მკითხველთა ლიგა
წამოდგა, ხელი ქუდთან მიიტანა და ხვალ დილას პოლკის ერთ-
ერთ ოფიცერს თქვენს ბინაში გამოცხადების პატივი ექნებაო,
ეუბნება სანინს არცთუ პატივისცემის გარეშე. სანინმა პასუხად
თავი ოდნავ დაუქნია და თავისი მეგობრებისკენ გასწია.

151 მკითხველთა ლიგა


***

ბატონი კლუბერი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ არც სანინის


არყოფნა შეუმჩნევია, არც მისი იმ მაგიდასთან მისვლა და არც
ოფიცრის პასუხი. იდგა, მეეტლეს, რომელიც ამ დროს კარეტაში
ცხენებს აბამდა, ასე რას ზოზინებო, აჩქარებდა, ბრაზობდა. არც
ჯემას უთქვამს სანინისთვის არაფერი, არც კი შეუხედავს, მაგ-
რამ აწეულ წარბებზე, გაფითრებულ, ჯიუტად მოკუმულ ბაგეებსა
და იმაზეც, ადგილიდან რომ არ იძვროდა, ერთ ადგილას გაშე-
შებულივით რომ იჯდა, აშკარად ეტყობოდა, ცუდ გუნებაზე იყო...
ემილს კი ერთი სული ჰქონდა, გამოლაპარაკებოდა სანინს, ყვე-
ლაფერი ეკითხა, ვინაიდან კარგად დაინახა, როგორ მივიდა სა-
ნინი და როგორ გადასცა თეთრი სავიზიტო ბარათი ოფიცერს...
საწყალ ბიჭს გული გახეთქვაზე ჰქონდა, ღაწვებზე ცეცხლი ეკი-
და, მზად იყო, სანინს ყელზე მოხვეოდა, ეტირა ან ახლავე მას-
თან ერთად წასულიყო და ყველა იმ საზიზღარი ოფიცრისთვის
ცხვირ-პირი დაემტვრია! მაგრამ მხოლოდ იმით დაკმაყოფილ-
და, რომ დიდი გულმოდგინებით ადევნებდა თვალს თავისი კე-
თილშობილი რუსი მეგობრის თითოეულ უმნიშვნელო მოძ-
რაობასაც კი.
მეეტლემ ბოლოს, როგორც იქნა, კარეტაში ცხენები შეაბა.
ტარტალიამ კოფოზე ისკუპა, ემილსაც კოფოზე მოუწია დაჯდომა
– ჯერ ერთი, თავს იქ უფრო თავისუფლად გრძნობდა, მეორეც,
კლუბერი, რომლის ყურებაც მშვიდად არ შეეძლო, გამუდმებით
თვალში არ ეჩხირებოდა.
კლუბერს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, სულ თვითონ ლაქ-
ლაქებდა, არც ეკითხებოდა არავინ არაფერს, არც არავინ ეთან-
ხმებოდა, ან ეწინააღმდეგებოდა. განსაკუთრებით იმას
იმეორებდა დაჟინებით, ხომ გითხარით, დახურულ ტალავერში
გვესადილა, თქვენ კი არ დამიჯერეთ, რომ დაგეჯერებინათ, არც
152 მკითხველთა ლიგა
ეს უსიამოვნება შეგვხვდებოდაო. მერე რამდენიმე მკვეთრი, ის
კი არა, ლიბერალური აზრიც გამოთქვა იმის თაობაზე, ხელი-
სუფლება როგორ მიუტევებლად აქეზებს და აგულიანებს ოფიც-
რებს, მათ ქცევას, ცხოვრების წესს, მათ დისციპლინას ყურად-
ღებას არ აქცევს, პატივს სათანადოდ არ მიაგებს საზოგადოების
სამოქალაქო ელემენტებს (დას ბურგერლიცჰე ელემენტ ინ დერ
შოციეტატ) – და რაც დრო გადის, ამის გამო სულ უფრო იზრდე-
ბა უკმაყოფილება, რომლიდანაც რევოლუციამდე მხოლოდ
ორი ნაბიჯია, რის სამწუხარო მაგალითს (აქ მან თანაგრძნობით,
მაგრამ მკაცრად ამოიოხრა) საფრანგეთი წარმოადგენს! – თქვა
და მაშინვე დასძინა, რომ პირადად იგი ხელისუფლებას პატი-
ვისცემით ეკიდება, არასდროს, დიახ, არასდროს რევოლუ-
ციონერი არ იქნება, მაგრამ, როცა ასეთ უწესრიგობას ხედავს,
არ შეუძლია არ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება!.. მერე რამ-
დენიმე შენიშვნაც გამოთქვა, როგორც ზნეობისა და უზნეობის,
ისე ზრდილობისა და ღირსების თაობაზე.
მთელი მისი „ლაქლაქის“ განმავლობაში ჯემას, რომელსაც
სადილობამდელი სეირნობის დროსაც აშკარად ეტყობოდა, ბა-
ტონი კლუბერის საქციელი, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა, სანი-
ნისგანაც თავი ერთობ შორს ეჭირა, მისი თანდასწრებით თავს
თითქოს უხერხულად გრძნობდა, ეტყობა, რცხვენოდა თავისი
საქმროს გამო. ბოლოს კი უკვე აშკარად იტანჯებოდა და მიუხე-
დავად იმისა, სანინს თითქმის არ ელაპარაკებოდა, უცებ ვედრე-
ბით სავსე თვალებით შეხედა. თავის მხრივ, სანინი უფრო ჯემას
მიმართ გრძნობდა სიბრალულს, ვიდრე გულისწყრომასა და აღ-
შფოთებას ბატონი კლუბერის გამო... კაცმა რომ თქვას, ის, რაც
ამ დღეს მოხდა, მართალია, არცთუ ბოლომდე გაცნობიერებუ-
ლად, მაგრამ ახარებდა კიდევაც, თუმცა იცოდა, ადვილი შესაძ-
ლებელია, ხვალ იმ ოფიცერთან დუელიც ელოდა.

153 მკითხველთა ლიგა


ეს დამღლელი, გამაწამებელი პარტიე დე პლაისირ, ბოლოს,
როგორც იქნა, დამთავრდა. საკონდიტროს წინ სანინი ჯემას კა-
რეტიდან გადმოსვლაში რომ ეხმარებოდა, ხელში ვარდი უსიტ-
ყვოდ ჩაუდო. ჯემა წამოენთო, სანინს ხელზე ხელი მაგრად
მოუჭირა და ვარდი სასწრაფოდ შეინახა...
სანინს სახლში შესვლა არ უნდოდა, თუმცა არც ჯემას შეუპა-
ტიჟებია. წესიერად ჯერ მოსაღამოებულიც არ იყო. პარმაღზე
პანტალეონე გამოჩნდა და ფრაუ ლენორე ისვენებსო, განაცხა-
და. ემილი დარცხვენილი გამოემშვიდობა სანინს – მისით ის ძა-
ლიან, ძალიან აღტაცებული იყო!
კლუბერმა სანინი სახლამდე მიაცილა და ბოლოს ცივად გა-
მოემშვიდობა –კარგად აღზრდილი გერმანელი – ბატონი კლუ-
ბერი მთელი თავისი თავდაჯერებულობის მიუხედავად თავს
უხერხულად გრძნობდა. თუმცა, მარტო ის კი არა, ყველა
გრძნობდა თავს უხერხულად.
სხვათა შორის, უხერხულობის გრძნობამ სანინს მალე
გაუარა და მისი ადგილი გაურკვეველმა, თუმცა სასიამოვნო, ის
კი არა, აღტაცების მომგვრელმა გრძნობამ დაიკავა. დააბიჯებდა
საკუთარი თავით კმაყოფილი წინ და უკან ოთახში, სტვენა-
სტვენით და არაფერზე ფიქრის სურვილი არ ჰქონდა.

154 მკითხველთა ლიგა


17
– მხოლოდ დილის ათ საათამდე დაველოდები ბატონი
ოფიცრის ახსნა-განმარტებას, მერე კი რამდენიც უნდა, იმდენი
მეძებოს, – ფიქრობდა სანინი მეორე დღეს და თან იცვამდა, მაგ-
რამ, მოგეხსენებათ, გერმანელები დილით ადრიანად დგებიან,
ამიტომაც ჯერ ცხრა საათიც არ იყო, როცა კელნერმა სანინს მო-
ახსენა, რომ ბატონ პოდპორუჩიკ ფონ რიხტერს (დერ ჰერრ შე-
ცონდე ლიეუტენანტ) მისი ნახვა სურდა. სანინმა სერთუკი სწრა-
ფად ჩაიცვა და კელნერს უბრძანა შემოეპატიჟებინა. სანინის გა-
საკვირად, ბატონი რიხტერი მეტისმეტად ახალგაზრდა, ლამის
ჯერ ისევ უწვერული ყმაწვილი აღმოჩნდა. თუმცა ძალიან ცდი-
ლობდა, თავისი უწვერული სახისთვის რაც შეიძლება სერიოზუ-
ლი გამომეტყველება მიეცა, ეს კი არა, იმასაც ვერ მალავდა,
თავს ძალზე უხერხულად რომ გრძნობდა. სკამზე დაჯდომისას
ხმალი ფეხებში აებლანდა და ლამის წაიქცა. თან ენის ბორძი-
კით, დამახინჯებული ფრანგულით უხსნიდა, რომ იგი თავისი მე-
გობარი ბარონ ფონ დონგოფის დავალებით მოვიდა და ეს დავა-
ლება ბატონ ფონ ზანინისგან, გუშინ საღამოს ნათქვამი შეურაც-
ხმყოფელი გამოთქმების გამო, ბოდიშის მოხდას გულისხმობ-
და, ხოლო თუ ბატონი ფონ ზანინი ბოდიშის მოხდაზე უარს იტ-
ყოდა, ამ შემთხვევაში ბატონი ფონ დონგოფი სატისფაქციას მო-
ითხოვდა... რაზეც სანინმა უთხრა, რომ ბოდიშის მოხდას არ
აპირებს, ხოლო რაც შეეხება სატისფაქციას, ამაზე, რა თქმა უნ-
და, თანახმაა. ამ პასუხის შემდეგ ბატონმა ფონ რიხტერმა ისე-
თივე ენის ბორძიკითა და ცუდი ფრანგულით ჰკითხა, მოლაპა-
რაკების მიზნით ვისთან, რომელ საათზე ან რა ადგილას შეიძ-
ლებოდა შეხვედრა.
– შეხვედრა მხოლოდ ორი საათის შემდეგ შემიძლია, ვი-
ნაიდან ეს ორი საათი სეკუნდანტის მოსანახად მჭირდება, –
155 მკითხველთა ლიგა
თქვა სანინმა და, მაინც სად ეშმაკებში უნდა მოვძებნო ახლა ეს
სეკუნდანტიო, გაიფიქრა. ამის შემდეგ ბატონი ფონ რიხტერი წა-
მოდგა, გამოემშვიდობა, მაგრამ, თითქოს სინდისის ქენჯნა იგ-
რძნოო, კარის ზღურბლთან შეჩერდა და ჩაილაპარაკა, რომ მი-
სი მეგობარი ბარონი ფონ დონგოფი გუშინდლის გამო საკუთარ
დანაშაულს არ უარყოფს და ამიტომაც ბატონი ზანინის უბრალო
ბოდიშითაც დაკმაყოფილდებოდა. რაზეც სანინმა, არავითარი,
არც ასეთი და არც ისეთი, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ვი-
ნაიდან თავს დამნაშავედ არ ვგრძნობო, უპასუხა.
– ასეთ შემთხვევაში, – თქვა ბატონმა ფონ რიხტერმა და კი-
დევ უფრო გაწითლდა, – საჭირო იქნება, დეს გოუპს დე ბისდო-
ლეტ ა ლ’ამიაპლე!
– ეს უკვე სრულიად აღარ მესმის, – შენიშნა სანინმა, – ესე
იგი, სროლა როგორ უნდა გავცვალოთ, რა უნდა ვქნათ? ჰაერში
უნდა ვისროლოთ?!
– ო, არა, ასე არა, – ახლა უკვე ბავშვივით ატიკტიკდა სირ-
ცხვილისგან სახეაწითლებული ახალგაზრდა პოდპორუჩიკი, –
ვიფიქრე, ვინაიდან ეს ორ წესიერ ადამიანს შორის ხდება... მოკ-
ლედ, დაველაპარაკები თქვენს სეკუნდანტს! – შეწყვიტა უცებ
საუბარი ფონ რიხტერმა და წავიდა.
გავიდა თუ არა ოთახიდან, სანინი სკამზე დაეშვა და იატაკს
ჩააჩერდა: „ჰო, მაგრამ, რა ხდება, რა არის ეს?! ასე ერთბაშად
როგორ შეტრიალდა ჩემი ცხოვრება?!. ასე უცებ როგორ აირია,
ჩრდილში მოექცა ჩემი წარსულიცა და მომავალიც?! როგორ
გაქრა ყველაფერი და დარჩა მხოლოდ ის, რომ ფრანკფურტში
ვიღაცასთან რაღაცის გამო დუელს ვმართავ?!“ მერე უცებ თავი-
სი ერთი შეშლილი დეიდა გაახსენდა, დილიდან დაღამებამდე
თან ცეკვავდა და მღეროდა:
პოდპორუჩიკო,
ჩემო კიტრუნიავ,
156 მკითხველთა ლიგა
ჩემო პატარა ამურო,
მოდი,
იცეკვე ჩემთან ერთად,
მოდი,
ჩემო მტრედო...
ამის გახსენებაზე სანინმა გადაიხარხარა და თავისი შეშლი-
ლი დეიდასავით ამღერდა: „პოდპორუჩიკო, ჩემო კიტრუნიავ,
მოდი, იცეკვე ჩემთან ერთად, მოდი, ჩემო მტრედო!“
– მაგრამ ჯერ უნდა ვიმოქმედო, ჯერ მოქმედებაა საჭირო, არ
შეიძლება დროის ტყუილად დაკარგვა! – თქვა ხმამაღლა, სწრა-
ფად წამოხტა და ხედავს, მის წინ პანტალეონე დგას, ხელში ბა-
რათი უჭირავს.
– რამდენჯერმე დავაკაკუნე, მაგრამ არ მიპასუხეთ. ვიფიქრე,
ალბათ შინ არ არის-მეთქი, – თქვა მოხუცმა და ბარათი გაუწო-
და, – ეს სენიორინა ჯემასგანაა.
სანინმა ბარათი, როგორც იტყვიან, მექანიკურად გამოართვა
და გახსნა. ჯემა სწერდა, რომ ძალიან ღელავდა მისთვის ცნობი-
ლი იმ ამბის გამო და სთხოვდა, მალე შეხვედროდა.
– სენიორინა ძალიან ღელავს, – დაიწყო პანტალეონემ, ეტ-
ყობოდა, იცოდა, რა ეწერა იმ ბარათში, – მიბრძანა, მენახა, რას
აკეთებთ და მასთან წამეყვანეთ.
სანინმა შეხედა მოხუც იტალიელს და ჩაფიქრდა. უცებ მის
გონებაში რაღაც მოულოდნელმა აზრმა გაიელვა და ეს აზრი წუ-
თით წარმოუდგენლად უცნაური ეჩვენა.
„თუმცა... რატომაც არა!“ – გაიფიქრა და ხმამაღლა უთხრა:
– ბატონო პანტალეონე!
მოხუცი შეკრთა, ნიკაპი ჰალსტუხში წარგო და მიაჩერდა.
– იცით, გუშინ რა მოხდა?
პანტალეონემ ტუჩზე იკბინა და დიდქოჩრიანი თავი ნელა და-
უქნია:
157 მკითხველთა ლიგა
– ვიცი. ემილმა ეს-ეს არის ყველაფერი მომიყვა.
– აჰ, იცით, ხომ! მაშინ, აი, რა... ეს წუთია, ჩემთან ოფიცერი
იყო. ბატონი დონგოფი დუელში მიწვევს, მე კი სეკუნდანტი არ
მყავს. ხომ არ ისურვებდით... სეკუნდანტობას ხომ არ გამიწევ-
დით?
პანტალეონეს შეაკანკალა, წარბები ისე აქაჩა, რომ შუბლზე
ჩამოშლილ თმაში სახე თითქმის აღარც კი უჩანდა.
– დუელი აუცილებელია? – იკითხა პანტალეონემ იტა-
ლიურად, თუმცა თავის აზრებს აქამდე ფრანგულად გამოთქვამ-
და.
– აუცილებელია... სხვაგვარად თუ მოვიქცევი, ეს იმას ნიშ-
ნავს, თავი სამუდამოდ შევირცხვინო.
– უჰ... თუ არ დაგეთანხმეთ, სხვას მოძებნით?
– რა თქმა უნდა... აუცილებლად!
– მაგრამ, ნება მომეცით, გკითხოთ, სინიორ დე ცანინი, ეგ
პაექრობა ჩრდილს ხომ არ მიაყენებს ერთი პერსონის რეპუტა-
ციას?
– არა, არ მგონია... მაგრამ, ასეა თუ ისე, სხვა რა გზა მაქვს?
– ჰო... – პანტალეონე ლამის ჩაძვრა ჰალსტუხში, – ჰო, მაგ-
რამ, ის ფეროფლუკტო კლუბერიო? ის რაღას იზამს? – იყვირა
უცებ და თავი ამაყად ასწია.
– ის? არაფერს.
– ჰო... – გაიმეორა პანტალეონემ და მხრები დამცინავად
აიჩეჩა, – ყოველ შემთხვევაში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ,
– თქვა ბოლოს არცთუ დამაჯერებლად, – იმის გამო, რომ მე,
ასეთი დამცირებული და არას მაქნისი, ადამიანად ჩამთვალეთ;
იმის გამო, რომ ჩემში პატიოსანი ადამიანი – უნ გალანტ უომო
შეიცანით!.. თქვენი ასეთი ქცევით გამოავლინეთ, რომ ნამდვი-
ლი გალანტ უომო ხართ. მაგრამ, რაც შეეხება თქვენს წინადა-
დებას სეკუნდანტობის თაობაზე, ჯერ უნდა დავფიქრდე.
158 მკითხველთა ლიგა
– დრო არ ითმენს, ძვირფასო ბატონო ჩი... ჩი-პპა...
– ტოლა, – უკარნახა მოხუცმა, – მე მხოლოდ ერთ საათს
გთხოვთ... ეს ჩემი კეთილისმყოფელების ქალიშვილს ეხება,
ამიტომაც, ვალდებული ვარ, კარგად ავწონ-დავწონო. ჩემი გა-
დაწყვეტილება ერთ საათში... ანდა შეიძლება სულაც თხუთმეტ
წუთში მოგახსენოთ.
– კარგი, დავიცდი.
– ახლა კი, მითხარით, რა პასუხი მივუტანო სენიორინა ჯე-
მას?
სანინმა ქაღალდის ფურცელი აიღო და დაწერა: „მშვიდად
იყავით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, სამი საათის შემდეგ მოვალ
და ყველაფერს აგიხსნით. თანაგრძნობისთვის მადლობას სუ-
ლითა და გულით გიხდით...“ – დაწერა და ბარათი პანტა-
ლეონეს გადასცა.
პანტალეონემ წერილი გვერდითა ჯიბეში ჩაიდო, ერთ საათ-
შიო, – კიდევ ერთხელ გაიმეორა, კარისკენ წავიდა, მაგრამ
უცებ მოტრიალდა, სანინთან მიირბინა, გულში ჩაიკრა, თვალე-
ბი აღაპყრო და წამოიძახა:
– კეთილშობილო ჭაბუკო, დიდი გულის პატრონო (ნობილ
გიოვანოტტო! გრან ცუორე!)! ნება მომეცით, უძლურ, მიტოვე-
ბულ ბერიკაცს, გულში ჩავიკრა თქვენი მამაცი მარჯვენა (ლა
ვოსტრა ვალოროსა დესტრა)! – თქვა, ოდნავ უკან დაიწია, ორი-
ვე ხელი ასწია და წავიდა.
სანინმა ერთხანს უყურა მიმავალს, მერე გაზეთი აიღო, კით-
ხვა დაიწყო, მაგრამ თვალები უაზროდ გაურბოდა აქეთ-იქით,
წაკითხულს ვერაფერს უგებდა.

159 მკითხველთა ლიგა


18
ერთი საათის შემდეგ კელნერი ისევ შემოვიდა სანინთან და
ძველი, ჭუჭყიანი სავიზიტო ბარათი გადასცა. „პანტალეონე ჩი-
პატოლა, ვარეზედან, მისი სამეფო უდიდებულესობა მოდენის
ჰერცოგის სამეფო კარის მომღერალი (ცანტანტე დი ცამერა)“, –
ეწერა ბარათზე.
მალე კელნერს პანტალეონეც შემოჰყვა. ახლა უკვე სულ
სხვა სამოსში იყო გამოწყობილი – ეცვა გახუნებული შავი ფრა-
კი და პიკეს თეთრი ჟილეტი, რომელზეც თითბრის ძეწკვი და
სარდიონის მძიმე ბრელოკი ეკეთა. მარჯვენა ხელში კურდღლის
ბეწვის შავი შლაპა ეჭირა, მარცხენაში – ნატის ორი თბილი
ხელთათმანი; ჰალსტუხი ჩვეულებრივზე სქლად და მაღლა
ჰქონდა შეკრული; გახამებულ ჟაბოზე ძვირფასთვლიანი ქინძის-
თავი უბრწყინავდა, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს ორი ერ-
თმანეთს მიდებული ხელისგულის ფორმის ლამაზი ბეჭედი უმ-
შვენებდა, ხელისგულებს შორის გულის მოყვანილობის წითე-
ლი თვალი ციმციმებდა... მოხუცს ქაფურისა და მუშკის სუნი
სდიოდა და მთელი მისი გარეგნობის სევდისმომგვრელი ზეიმუ-
რობა თვით ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი ააღელვებდა.
სანინი მის შესახვედრად წამოდგა.
– მე თქვენი სეკუნდანტი ვარ, – ჩაილაპარაკა პანტალეონემ
ფრანგულად, მთელი ტანით წინ გადაიხარა და ფეხის წვერები
გან-განზე ისე გასწია, როგორც ეს მოცეკვავეებს სჩვევიათ, – ინ-
სტრუქციების მისაღებად მოვედი. რას იზამთ, დაუნდობელ
ბრძოლას ბოლომდე აპირებთ?
– რატომ დაუნდობელს, ჩემო ძვირფასო ბატონო ჩიპატო-
ლა?! მართალია, გუშინდელ ჩემს ნათქვამ სიტყვას უკან არავი-
თარ შემთხვევაში არ წავიღებ, მაგრამ, არა, მკვლელი არა
ვარ!.. ცოტაც მოიცადეთ და, მალე ჩემი მოწინააღმდეგის სეკუნ-
160 მკითხველთა ლიგა
დანტი მოვა... მე მეორე ოთახში გავალ, თქვენ მანამდე შეთან-
ხმდით... დამიჯერეთ, თქვენს დახმარებას არასოდეს დავივიწ-
ყებ, მთელი გულითა და სულით ვარ მადლობელი!
– მთავარია ღირსება! – თქვა პანტალეონემ და სავარძელში
ისე ჩაჯდა, არც კი დაუცდია, სანინს ეთქვა, დაბრძანდითო, – თუ
ამ ფეროფლუკტო სპიჩებუბიომ, – აურია ფრანგულ-იტალიური
პანტალეონემ, – თუ ამ ვაჭრუკანა კლუბერიომ არ იცის, მისი
პირდაპირი მოვალეობა რა არის, ან თუ შეეშინდა, მით უარესი!-
..კაპიკია მაგის ფასი... რაც შეეხება დუელს, მე თქვენი სეკუნ-
დანტი ვარ და თქვენი ინტერესები ჩემთვის წმიდათაწმიდაა! პა-
დუაში რომ ვცხოვრობდი, იქ თეთრი დრაგუნების პოლკი იდგა
და უამრავ ოფიცერთან ვმეგობრობდი, ამიტომაც მთელი მათი
კოდექსი შესანიშნავად ვიცი. თქვენს ბატონ ტარბუსკისთანაც
ბევრი მისაუბრია ამ საკითხზე... მალე მოვა ის სეკუნდანტი?
– აი, უკვე მოდის! – თქვა სანინმა და ქუჩაში გაიხედა.
პანტალეონე წამოდგა, საათს დახედა, თმაზე ხელი გადაისვა,
შეისწორა, შარვლის ტოტიდან ჩამოშვებული ზონარი სასწრა-
ფოდ ფეხსაცმელში ჩაიტენა, რომ სწორედ ამ დროს ლამაზი,
ახალგაზრდა პოდპორუჩიკი, წეღანდელივით ისევ აწითლებული
და დარცხვენილი, მოკრძალებით შემოვიდა.
სანინმა სეკუნდანტები ერთმანეთს გააცნო:
– მონსიეურ ღიცჰტერ სოუსლიეუტენანტ!.. მონსიეურ ძიპპა-
ტოლა, არტისტე!
პოდპორუჩიკი მოხუცის დანახვაზე შეცბა. ნეტავ რას იტყოდა,
ვინმეს ყურში რომ ჩაეჩურჩულებინა, შენ რომ ამწუთას „არტის-
ტი“ გაგაცნეს, მზარეულის ხელოვნებასაც შესანიშნავად ფლობს
და ითავსებსო? მაგრამ პანტალეონემ ისეთი სახე მიიღო, თით-
ქოს დუელი მისთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი ყოფილი-
ყოს, ამაში ალბათ მისი მსახიობური კარიერა დაეხმარა. სეკუნ-

161 მკითხველთა ლიგა


დანტის მოვალეობასაც ზუსტად ისე ეკიდებოდა, როგორც თეატ-
რალურ როლს.
ორივე სეკუნდანტი – პოდპორუჩიკიცა და ისიც ერთ ხანს გა-
ჩუმებულები იდგნენ.
– დავიწყოთ! – თქვა პანტალეონემ, თან ხელში სარდიონის
ჩუქურთმიანი ბრელოკი ნერვიულად აათამაშა.
– დავიწყოთ! – თქვა პოდპორუჩიკმაც, – მაგრამ... ორი მო-
წინააღმდეგიდან მხოლოდ ერთ-ერთის ყოფნა...
– ახლავე დაგტოვებთ! – სანინმა ორივეს თავი დაუკრა, საძი-
ნებელში გავიდა, კარი ჩაკეტა, საწოლზე დაეცა და ჯემაზე ფიქრს
მიეცა... სეკუნდანტების საუბარი დაკეტილი კარიდანაც გარკვე-
ვით ისმოდა. ფრანგულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ენას ორივე
დაუნდობლად ამახინჯებდა, თანაც თითოეული თავისებურად.
პანტალეონემ ისევ გაიხსენა პადუელი დრაგუნები, პრინცი ტარ-
ბუსკი, ხოლო პოდპორუჩიკმა გოუპს ა ლ’ამიაპლე-ზე დაუწყო
საუბარი. მოხუცს ამის გაგონება არ უნდოდა და სანინის გულგა-
სახეთქად პოდპორუჩიკს უცებ „ვინმე“ ჯერ სულ ახალგაზრდა
უმანკო ასულზე გაუბა საუბარი, რომლის ფრჩხილადაც მსოფ-
ლიოს მთელი ეს ოფიცრები არ ღირანო! და რამდენჯერმე მგზნე-
ბარედ გაიმეორა: „სამარცხვინოა, სამარცხვინოა!.. დიახ, ეს სა-
მარცხვინოა!“ (ეაუნა ონტა, ოუნა ონტა!) თავიდან პოდპორუჩიკი
არ შეჰპასუხებია, მაგრამ ბოლოს სიბრაზისგან ხმააკანკალე-
ბულმა მკაცრად განაცხადა, რომ ის აქ საქმისთვის მოვიდა და
არა მორალური სენტენციების მოსასმენად...
– თქვენს ასაკში სიმართლესა და სამართლიანობაზე საუბ-
რის მოსმენა ყოველთვის სასარგებლოა! – ხმას აუწია პანტა-
ლეონემ.
ბატონი სეკუნდანტების კამათმა, რაც თითქმის მთელი ერთი
საათი გაგრძელდა, რამდენჯერმე საკმაოდ მძაფრი ხასიათი
მიიღო, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, შეთანხმდნენ: „ბარონ
162 მკითხველთა ლიგა
ფონ დონგოფსა და სანინს შორის პირველი გასროლა ხვალ დი-
ლის ათ საათზე, ჰანაუსთან ახლოს მდებარე პატარა ტყეში მოხ-
დება, მოწინააღმდეგეები ერთმანეთისაგან ოცი ნაბიჯით იქნები-
ან დაშორებულები. თითოეულს ორი სროლის უფლება აქვს. გა-
ისვრიან სეკუნდანტების მიერ მიცემულ ნიშანზე. პისტოლეტები
ყოველგვარი შლენერებისა და ნაჭდევების გარეშე უნდა
იყოს...“ ამის შემდეგ ბატონი რიხტერი წავიდა, პანტალეონემ კი
საძინებლის კარი დიდის ამბით შეაღო, თათბირის შედეგები სა-
ნინს მოახსენა და იყვირა: ბრავო, ღუსსო! ბრავო, გიოვანოტ-
ტო!... ვიცი, აუცილებლად გაიმარჯვებთ!
მალე ორივემ როზელის საკონდიტროსკენ გასწია. გზაში სა-
ნინმა პანტალეონეს სიტყვა ჩამოართვა, დუელის შესახებ არა-
ვისთვის არაფერი ეთქვა, საიდუმლოდ შეენახა. პასუხად მოხუც-
მა თითი მაღლა ასწია, თვალები მოჭუტა და ორჯერ წაიჩურჩუ-
ლა:
– შეგრედეზზა!.. შეგრედეზზა!.. საიდუმლოება...
თითქოს გაახალგაზრდავდაო, ახლა უფრო თავისუფლად იქ-
ცეოდა... მთელ ამ განსაკუთრებულ, თუმცა უსიამოვნო მოვლე-
ნებს იგი იმ ეპოქაში გადაჰყავდა, როცა თვითონაც იწვევდა და
მასაც იწვევდნენ დუელში, მაგრამ მხოლოდ სცენაზე! მოგეხსე-
ნებათ, ბარიტონები, როგორც ცნობილია, როლებში ხშირად
ყოყლოჩინობენ, ყოველთვის საჩხუბრად არიან შემართულნი.

163 მკითხველთა ლიგა


19
სანინის მოსვლას ემილი მთელი საათი ელოდა და დაინახა
თუ არა, მაშინვე მისკენ გამოიქცა.
– დედამ გუშინდელი უსიამოვნების შესახებ არაფერი იცის,
გადაკრულადაც კი ამაზე არაფერი უთხრათ, საჭირო არ არის.
თუ ეტყვით, ისევ მაღაზიაში გამგზავნიან, მე კი იქ ფეხის გამ-
დგმელიც არა ვარ, მაინცდამაინც სხვა გამოსავალი თუ არ იქნა,
ავდგები და დავიმალები სადმე!.. – წასჩურჩულა, უცებ მხარზე
მიეხუტა, სწრაფად აკოცა და ქვევით, ქუჩისაკენ გაიქცა...
სანინს ჯემა საკონდიტროში დახვდა. აშკარად ეტყობოდა,
რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა – ტუჩები უთრთო-
და, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. სანინი შეეცადა, დაემშვი-
დებინა, არწმუნებდა, რომ ყველაფერი უკვე დამთავრებული
იყო.
– დღეს თქვენთან არავინ მოსულა? – ჰკითხა ჯემამ.
– დიახ, იყო ერთი ადამიანი, ერთმანეთს ყველაფერი ავუხსე-
ნით და მშვიდობიანად დავცილდით.
ჯემა ისევ დახლთან დადგა.
„არა, არ დამიჯერა“, – გაიფიქრა სანინმა და მეორე ოთახში
გავიდა, სადაც ფრაუ ლენორე დახვდა.
მისთვის თავის ტკივილს უკვე გაევლო, მაგრამ ეტყობოდა,
ძალიან იყო მოწყენილი. სანინს გულთბილად გაუღიმა, უთხრა,
რომ ახალგაზრდას დღეს მასთან ძალიან მოეწყინებოდა, მაგ-
რამ სანინი მაინც გვერდით მიუჯდა, ფრაუ ლენორეს ტირილის-
გან ქუთუთოები გაწითლებული ჰქონდა.
– რა დაგემართათ, იტირეთ?
– ჩშშუუ... – წასჩურჩულა ფრაუ ლენორემ და თავი იმ ოთა-
ხისკენ გააქნია, სადაც ახლა მისი ქალიშვილი იყო, – არა, არ
თქვათ ეს ხმამაღლა!
164 მკითხველთა ლიგა
– რატომ იტირეთ?
– აჰ, მოსიე სანინ, მეც არ ვიცი, რატომ!
– ხომ არავინ გაწყენინათ?
– ო, არა! დღეს უცებ რატომღაც ძალიან მომეწყინა, ჯიოვანი
ბატისტა გამახსენდა... გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობა... ის,
თუ რა სწრაფად გაირბინა ცხოვრებამ... ვბერდები, ჩემო მეგო-
ბარო, მე კი ამის შეგუება არ მინდა. ასე მგონია, ისევ ის ძველი
ლენორე ვარ, მაგრამ სიბერე სიბერეა და აჰა, აი, ისიც! – თქვა
და თვალები ისევ ცრემლებით აევსო, – ვხედავ, მიყურებთ და
გიკვირთ... მაგრამ სიბერე, ჩემო მეგობარო, თქვენც გეწვევათ...
დაბერდებით და მიხვდებით, რა მწარე, რა მტკივნეულია.
სანინი მის დამშვიდებას შეეცადა, შვილები გაახსენა, უთხრა,
თქვენი ახალგაზრდობა თქვენს შვილებში მეორდება... თქვენ
ახლა კომპლიმენტებს ითხოვთო, გაეხუმრა კიდევაც, მაგრამ
ფრაუ ლენორემ სთხოვა, აღარაფერი ეთქვა და სანინი დღეს
პირველად მიხვდა, რომ სიბერის განცდით, მისი გაცნობიერე-
ბით გამოწვეული სევდის, გულგატეხილობის განქარვება შეუძ-
ლებელი იყო, რომ მას ახლა ვერაფრით დაამშვიდებდა და ვი-
ნაიდან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, შესთავაზა, ტრესოტე ეთამა-
შათ, რაზეც ფრაუ ლენორე მაშინვე დასთანხმდა, თითქოს გამ-
ხიარულდა კიდევაც.
სანინი და ფრაუ ლენორე სადილობამდეც თამაშობდნენ და
სადილის შემდეგაც. თამაშში მალე პანტალეონეც ჩაერთო. შუბ-
ლზე ჩამოშლილ, ხშირ, ჯაგარივით ქოჩორში თვალები თითქმის
არ უჩანდა, ნიკაპი ცხვირამდე ჰქონდა ჰალსტუხში წაყოფილი.
თამაშობდა მთელი გულითა და სულით, მთელი მონდომებით,
თითოეული მისი მოძრაობა თავდაჯერებული და გააზრებული
იყო. თავი ისე დინჯად, დარბაისლურად ეჭირა, შეხედავდი და
შენდა უნებურად იფიქრებდი, ნეტავ ეს ადამიანი რა საიდუმლოს
მალავს ასეთი თავდაჯერებითო?!
165 მკითხველთა ლიგა
მაგრამ, შეგრედეზზა! შეგრედეზზა!
პანტალეონე მთელი იმ დღის განმავლობაში ცდილობდა სა-
ნინს რაც შეიძლება თბილად, პატივისცემით მოჰქცეოდა. მაგი-
დასთან ქალებს გვერდი მშვიდად აუარა და კერძი პირველად
სანინს მიართვა. ბანქოს თამაშისას მისამატიც მას დაუთმო და
არც მისი დარემიზება უცდია. სრულიად უადგილოდ განაცხადა,
რუსები მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდებული, გულითადი,
გაბედული ხალხიაო!
„ო, შე ბებერო ფარისეველო!“ – გაიფიქრა სანინმა გუნებაში.
მას იმდენად ქალბატონი როზელის მოულოდნელი გამ-
ხიარულება კი არ გაჰკვირებია, რამდენადაც მისი ქალიშვილის
საქციელი, რომელიც არათუ გაურბოდა, არამედ იჯდა მისგან
ოდნავ მოშორებით, უსმენდა მის ლაპარაკს, უყურებდა და ხმას
არ სცემდა... მასთან საუბარი არათუ არ უნდოდა, სანინი გა-
მოელაპარაკებოდა თუ არა, ადგებოდა ჩუმად, რამდენიმე წუ-
თით გაეცლებოდა იქაურობას, მერე შემოვიდოდა ისევ, მიჯდე-
ბოდა სადმე კუთხეში, თითქოს საგონებელშია ჩავარდნილიო
და იჯდა ასე ჩაფიქრებული გაუნძრევლად. ბოლოს ფრაუ ლენო-
რემაც შეამჩნია, რა უცნაურად იქცეოდა მისი ქალიშვილი და რა
იყო, რა დაგემართაო? – ჰკითხა.
– არაფერი, ხომ იცი, ასეთი ვარ, – უპასუხა ჯემამ.
– ჰო, ასეა, ზოგჯერ ასეთი ხარ...
ასე გაიარა მთელმა იმ გრძელმა დღემ, არც ხალისიანად,
არც უხალისოდ, არც მხიარულად და არც მოწყენილად... სანინ,
ხელი მაგრად ჩაჰკიდე ჯემას, თორემ... ვინ იცის? ხომ არ დაგე-
უფლება თავმოწონების ცდუნება, ანდა ხომ არ მიეცემი შესაძ-
ლო ან იქნებ სამუდამო განშორების სევდას?.. მაგრამ, ვინაიდან
სანინს ერთხელაც არ მიეცა ჯემასთან გამოლაპარაკების სა-
შუალება, იძულებული იყო, საღამოს ყავის დალევამდე თხუთმე-

166 მკითხველთა ლიგა


ტი წუთით ფორტეპიანოზე მინორული აკორდებით დაკმაყოფი-
ლებულიყო.
ემილი შინ გვიან მოვიდა და ბატონი კლუბერის შესახებ შე-
კითხვებისთვის თავი რომ აერიდებინა, იქაურობას მალევე
გაეცალა.
დადგა სანინის წასვლის დროც. ჯემას რომ ემშვიდობებოდა,
რატომღაც ლენსკისა და ოლგას გამომშვიდობების ამბავი გაახ-
სენდა, ხელზე ხელი მაგრად მოჰკიდა და შეეცადა, თვალებში
ჩაეხედა, მაგრამ ჯემამ ხელი გაითავისუფლა და თავი მიაბრუნა.

167 მკითხველთა ლიგა


20
სანინი პარმაღზე რომ გავიდა, ცა უკვე ვარსკვლავებით იყო
მოჭედილი. რამდენი ვარსკვლავი გადმოიბნა, რამდენი ვარ-
სკვლავი ციმციმებდა – დიდი, პატარა, ყვითელი, წითელი,
ლურჯი, თეთრი... თრთოდნენ, რიალებდნენ, სხივებს აქეთ-იქით
აბნევდნენ... ცას მთვარე არ ანათებდა, მაგრამ თითოეული სა-
განი მკვეთრად იკვეთებოდა ღამის უჩრდილო ბინდბუნდში... სა-
ნინი ქუჩას ბოლომდე გაუყვა, უნდოდა ეხეტიალა, სუფთა ჰაერი
ესუნთქა, ცისა და ვარსკვლავების მზერით დამტკბარიყო... ქუ-
ჩის ბოლოს გასული უკან მობრუნდა, როზელის საკონდიტროს-
თან მისულიც არ იყო, რომ ქუჩაში გამომავალი საკონდიტროს
ერთი ფანჯარა უცებ ხმაურით გაიღო, სარკმლის შავ ოთხკუთ-
ხედში (ოთახში სინათლე არ ენთო) ქალის ფიგურა გამოჩნდა და
გაიგონა, როგორ დაუძახა:
– მონსიეურ დიმირტი!
სანინი მაშინვე ფანჯარას ეცა – იქ ჯემა იდგა.
ჯემა რაფაზე ოდნავ გადმოიხარა:
– მონსიეურ დიმირტი, – თქვა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, –
დღეს მთელი დღე გელოდით, მინდოდა, თქვენთვის რაღაც გად-
მომეცა, მაგრამ ვერ გავბედე.. აი, დაგინახეთ და ვიფიქრე, ალ-
ბათ სწორედ ასე იყო საჭირო, ასე უნდა მომხდარიყო-მეთქი.
თქვა და უცებ გაჩუმდა.
და აი, ერთბაშად ჩამოვარდნილ სიჩუმესა და ცამოკრიალე-
ბულზე მიწა თითქოს შეზანზარდა, ძლიერი ქარი ამოვარდა, ჰა-
ერში ქარბორბალა აიგრაგნა, ცივი კი არა, ცხელი, თაკარა გრი-
გალი! ჯერ ხეებსა და სახლის კედლებს შეასკდა, მერე სახლის
სახურავებზე გადაიგრიალა, ქუჩაში გუგუნით ჩაიქროლა, სანინს
ქუდი მოხადა, ჰაერში აიტაცა და ჯემას შავი, ლამაზად დაწყობი-
ლი კულულები აუშალა, აუწეწ-დაუწეწა.
168 მკითხველთა ლიგა
სანინმა იმის გამო, რომ ფანჯარას ვერ სწვდებოდა, თავი რა-
ფას მიადო, ჯემამ ორივე ხელი მხრებში ჩასჭიდა და მისი თავი
მკერდზე მიიხუტა.
ქარიშხლის თავზარდამცემი ზათქი და ღრიალი მხოლოდ
ერთ წუთს გაგრძელდა, უშველებელი ფრინველების გუნდივით
ჩაიქროლა შიშის მომგვრელმა, ზავთიანმა გრიგალმა და მალე
ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა... სანინი წელში გასწორდა,
აიხედა და ისეთი შეშინებული, აღელვებული, საოცრად ლამაზი
სახე წარმოუდგა, ისეთი დიდი, ფართოდ გაღებული, სულში ჩამ-
წვდომი თვალები, რომ გული ლამის გაუჩერდა, მკერდზე დაცე-
მულ კულულს დაეკონა და წაიჩურჩულა:
– ჯემა! ო, ჯემა!
– რა იყო ეს?! ელვა იყო, ჭექა-ქუხილი?! – იკითხა ჯემამ და
შიშისგან გაფართოებული თვალებით გაიხედ-გამოიხედა – შიშ-
ველი, უხელთათმანო ხელები ისევ სანინის მხრებზე ეწყო.
– ო, ჯემა! – გაიმეორა სანინმა.
ჯემამ ამოიოხრა, თავი მიატრიალა, ოთახში შეიხედა, კორსე-
ტიდან დამჭკნარი ვარდი ამოიღო და სანინს ესროლა:
– მინდოდა, ეს ვარდი თქვენთვის გადმომეცა...
სანინმა ვარდი მაშინვე იცნო.
მაგრამ ფანჯარა იმავე წუთს მიიხურა – ჩაშავებული მინების
იქით უკვე აღარაფერი ჩანდა.
სანინი შინ უქუდოდ მივიდა, თუმცა ის, რომ თავზე ქუდი არ
ეხურა, არ შეუნიშნავს.

169 მკითხველთა ლიგა


21
როცა ჩაეძინა, თითქმის უკვე თენდებოდა. ან კი გასაკვირი
რა არის, როცა ზაფხულის ამ ერთბაშად ამოვარდნილი ქარიშ-
ხლით გაოგნებული ასევე ერთბაშად თუ მიხვდა – არა, იმას კი
არ მიხვდა, რომ ჯემა ძალიან ლამაზია, არც იმას, რომ მოსწონს,
ეს სანინმა აქამდეც იცოდა, არამედ იმას, რომ მას, სანინს... ჯემა
უკვე შეუყვარდა!.. რომ ეს სიყვარული თავს ამ ქარიშხალივით
დააცხრა!.. აქ კი, აი, ეს სულელური დუელი!.. უსიამოვნო წინათ-
გრძნობა არ ასვენებს, ტანჯავს! ვთქვათ, არ მოკლეს, მერედა რა
დასასრული შეიძლება ჰქონდეს ამ ქალიშვილის, სხვისი საცო-
ლის სიყვარულს? დავუშვათ ის „სხვა“ მისთვის – სანინისთვის
საშიში არ არის, დავუშვათ ჯემამ შეიყვაროს, ან უკვე შეიყვარა
კიდევაც, მერედა რა?.. როგორ თუ რა? რა და, ის, რომ...
დადიოდა ოთახში წინ და უკან, მიუჯდებოდა მაგიდას, აიღებ-
და ქაღალდის ფურცელს, დაწერდა ერთი-ორ სტრიქონს და წაშ-
ლიდა... წარმოიდგენდა ჯემას სილამაზეს, ჩაბნელებულ ფანჯა-
რაში ვარსკვლავების შუქით გასხივოსნებულს, ზაფხულის თბი-
ლი ქარისგან თმააშლილს, იგონებდა მის თეთრ, ოლიმპოელი
ქალღმერთივით მარმარილოსებრ თითებს და მხრებზე ამ თი-
თების სითბოს შეიგრძნობდა... ფანჯრიდან ჯემას მიერ ნასროლი
ვარდი რომ დაიჭირა, ასე ეგონა, ამ ვარდის ნახევრად დამჭკნარ
ფურცლებს ქვეყნად არსებულ ყველა ვარდზე სასიამოვნო სურ-
ნელი სდიოდა.
და აი, ხვალ უცებ მოკლან, დაასახიჩრონ?!
ამ ფიქრებში გართული სანინი, ნაცვლად იმისა, გაეხადა, სა-
წოლში ჩაწოლილიყო, დივანზე ჩაცმული მიწვა და დაიძინა.

170 მკითხველთა ლიგა


***

უცებ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო.


სანინმა თვალი გაახილა – ხედავს, პანტალეონეა.
– ისე სძინავს, როგორც ალექსანდრე მაკედონელს ბაბილო-
ნის ომის წინა ღამეს! – წამოიძახა მოხუცმა.
– ჰო, მაგრამ, რომელი საათია? – იკითხა სანინმა.
– შვიდს თხუთმეტი აკლია, – თქვა პანტალეონემ, – ჰანაუმდე
ორი საათის სავალია, ჩვენ კი იქ პირველები უნდა მივიდეთ –
რუსები ხომ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის ასწრებენ!.. კარეტა
უკვე მზად არის, მთელ ფრანკფურტში ყველაზე საუკეთესო ავიყ-
ვანე!
სანინმა დაიბანა, მოწესრიგდა, წასასვლელად მოემზადა:
– პისტოლეტები? პისტოლეტები სად არის?
– პისტოლეტებსაც ის ფეროფლუკტო ტედესკო მოიტანს და
ექიმსაც ის მოიყვანს.
პანტალეონე ისე, როგორც გუშინ, ეტყობა, თავს იმხნევებდა,
მაგრამ, როცა სანინთან ერთად კარეტაში ჩაჯდა, მეეტლემ
შოლტი მოიქნია და ცხენები ადგილიდან ჭენებით დაიძრნენ,
ყოფილ მომღერალსა და პადუელი დრაგუნების მეგობარს უცებ
გუნება ეცვალა, მგონი შეშინდა კიდევაც, მის სულში ცუდად აშე-
ნებული კედელივით თითქოს რაღაც ჩაინგრა.
– ამას რას ვაკეთებთ, ღმერთო, ღმერთო ჩემო! შანტისსიმა
მადონნა! – წამოიძახა ბებრული, უსიამოვნო ხმით და თმაში ხე-
ლი იტაცა, – ამას რას ვაკეთებ მე შტერი, გამოთაყვანებული ბე-
რიკაცი, შეშლილი ფრენეტიცო?!
სანინს გაეცინა, მოხუცს წელზე ხელი ფრთხილად მოხვია და
ფრანგული ანდაზა გაახსენა: ლე ვინ ესტ – ილ ფაუტ ლე ბოირე
– დიახ, – თქვა მოხუცმა, – მე და თქვენ ამ ფიალას ბოლომ-
დე შევსვამთ, მაგრამ მე მაინც არანორმალური კაცი ვარ, გიჟი,
171 მკითხველთა ლიგა
შეშლილი! ყველაფერი ისე კარგად იყო, ისე მშვიდად მი-
დიოდა... და, აი, უცებ ბახ!..
– როგორც ტუტტი ორკესტრში, – შენიშნა სანინმა დაძაბულ-
მა, – მაგრამ, არა, დამნაშავე თქვენ არ ხართ...
– ვიცი, დამნაშავე არ ვარ! და მაინც... ეს თავშეუკავებელი
საქციელი... დიავოლო!.. დიავოლო! – თქვა პანტალეონემ, თა-
ვი გააქნია და ამოიოხრა.
კარეტა კი მიქროდა და მიქროდა!
საუცხოო დილა იყო. ახალგაღვიძებული ფრანკფურტის ქუჩე-
ბი თანდათან ცოცხლდებოდა, ირგვლივ ყველაფერი ბზინავდა,
სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა... კარეტა საგუშაგოს გასცდა,
ლურჯად მოკამკამე, მზის სხივებით ჯერ არგასხივოსნებული ცი-
დან ტოროლების ხმატკბილი გალობა გაისმა... უცებ შარაგზის
მოსახვევში ერთი მაღალი, ტანაყრილი არყის უკან ნაცნობი ფი-
გურა გამოჩნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და... გაჩერდა.
სანინმა შეხედა, დააცქერდა... ღმერთო ჩემო, ემილი! ეს ხომ
ემილია!
– ნუთუ იცის რამე ამის შესახებ? – მიუბრუნდა იგი პანტა-
ლეონეს.
– ხომ გეუბნებით, სულელი ვარ-მეთქი! – იყვირა საბრალო,
სასოწარკვეთილმა მოხუცმა იტალიელმა, – ამ თარსმა, მოუსვე-
ნარმა ბიჭმა მთელი ღამე მოსვენება არ მომცა, მეც რა უნდა მექ-
ნა, ავდექი და ამ დილას ყველაფერი მოვუყევი.
„აჰა, ესეც შენი სეგრედეზზა!“ – გაიფიქრა სანინმა.
ემილს რომ მიუახლოვდნენ, სანინმა მეეტლეს უბრძანა, ცხე-
ნები შეეჩერებინა და იმ „თარსსა და მოუსვენარ ბიჭს“, აქ მო-
დიო, დაუძახა. ემილი გაუბედავად მიუახლოვდა, ახლაც ისეთი
ფერწასული იყო, როგორც მაშინ. ფეხზე ძლივს იდგა, ძლივს
სუნთქავდა.

172 მკითხველთა ლიგა


– აქ რას აკეთებთ? – ჰკითხა მკაცრად სანინმა, – სახლში რა-
ტომ არ ხართ?
– გთხოვთ, ნება მომეცით... ნება მომეცით თქვენთან ერთად
წამოვიდე, – წაიბუტბუტა ემილმა ხმააკანკალებულმა და გულ-
ხელი დაიკრიფა. კბილები ციებიანივით უკაწკაწებდა, – მე
თქვენ ხელს სრულიად არ შეგიშლით, გთხოვთ, წამიყვანეთ, ძა-
ლიან გთხოვთ!
– თუ თქვენ ცოტა მაინც გიყვარვართ, ან ოდნავ მაინც პატივს
მცემთ, – შეეხვეწა სანინი, – ახლავე ან სახლში წადით, ან ბატო-
ნი კლუბერის მაღაზიაში და ჩემს მოსვლას დაელოდეთ... იცო-
დეთ, სიტყვა არავისთან დაგცდეთ!
– მაგრამ თუ თქვენ... – ჩაილაპარაკა ემილმა და გაჩუმდა.
– ემილ! – თვალით ანიშნა მეეტლეზე სანინმა, – გონს მო-
დით! ემილ, წადით სახლში!.. მომისმინეთ, ჩემო მეგობარო! მე-
უბნებით, რომ გიყვარვართ, ჰოდა, აი, გთხოვთ!
სანინმა ხელი გაუწოდა, ემილმა წაიბორძიკა, ამოისლუკუნა,
ხელზე აკოცა, გზიდან სწრაფად გადავიდა და მინდორ-მინდორ
ფრანკფურტისკენ სირბილით წავიდა.
– არის რა ეგეც კეთილშობილი გული! – ჩაიბურდღუნა პან-
ტალეონემ, მაგრამ სანინმა მკაცრად შეხედა... მოხუცი კარეტის
კუთხეში მიიკუჭა, რაც დააშავა, კარგად ჰქონდა შეგნებული,
იცოდა, არ უნდა გაემხილა ეს ემილისთვის, მაგრამ ის კი ძალი-
ან უკვირდა, ვერ წარმოედგინა, ნუთუ შეიძლებოდა, სეკუნდანტი
ყოფილიყო?! ნუთუ ეს მე ვარ, პანტალეონე, ნუთუ ცხენებიც მე
ვიშოვე, მე დავიჭირე მთელი ამ ამბის თადარიგი, მე გამოვედი
ჩემი მყუდრო სენაკიდან ასე დილაუთენია?! თან ფეხები ძალიან
სტკიოდა, ღრღნიდა, აწუხებდა.
სანინი შეეცადა გაემხნევებინა ბერიკაცი და ზუსტად იქ მოახ-
ვედრა, ის სიტყვა იპოვა, რომელიც ახლა ასეთი აუცილებელი
იყო:
173 მკითხველთა ლიგა
– სად არის თქვენი მხნეობა, პატივცემულო სინიორ ჩიპატო-
ლა? სად არის ილ ანტიცო ვალორ?
სინიორ ჩიპატოლა წელში გასწორდა, მოიღუშა:
– ილ ანტიცო ვალორ? ნონ ე ანცორა სპონტო – ილ ანტიცო
ვალორ! (ძველი მხნეობა ჯერ ბოლომდე არ დამიკარგავს) –
თქვა ომახიანად, მერე საკუთარ კარიერაზე დაიწყო საუბარი,
ოპერაზე, დიდ ტენორ გარსიაზე და ჰანაუში ჩასული უკვე მხნედ
და ხალისიანად გამოიყურებოდა...
რომ დაფიქრდები, არ არის არაფერი სიტყვაზე ძლიერი და
არ არის არაფერი სიტყვაზე უძლური!..

174 მკითხველთა ლიგა


22
ის პატარა ტყიანი ადგილი, სადაც დუელი უნდა გამართული-
ყო, ჰანაუდან ერთი მილის მეოთხედით იყო დაშორებული. რო-
გორც პანტალეონემ თქვა, ისინი პირველები მივიდნენ. კარეტა
ტყის პირას გააჩერებინეს, დაბურული ხეების ჩრდილში შევიდ-
ნენ და ოფიცერს დაახლოებით ერთ საათს ელოდნენ. ლოდინი
სანინს დიდად არ გასჭირვებია. დადიოდა ბილიკზე წინ და უკან
და ჩიტების გალობას უსმენდა, უყურებდა, როგორ ჩაუქროლებ-
დნენ ხმაურით და, როგორც რუსი ადამიანების უმრავლესობა
იქცევა ასეთ შემთხვევაში, ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა. მხო-
ლოდ ერთხელ წაიღო ფიქრებმა, ეს მაშინ, როცა ქარიშხლისგან
ძირში გადამტვრეულ ახალგაზრდა ცაცხვის ხეს წაადგა – ხე აშ-
კარად დაღუპვისთვის იყო განწირული, ფოთლებს სიცოცხლის
ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა... „რა არის ეს? იქნებ მაცნეა,
ავის მომასწავებელი წინასწარი ნიშანი?“ – გაუელვა გონებაში,
მაგრამ ფიქრი თავიდან მოიშორა, ქარისგან გადამტვრეულ ცაც-
ხვის ხეს გადაახტა და სტვენა-სტვენით გზა განაგრძო. პანტა-
ლეონე კი ისევ ბუზღუნებდა, გერმანელებს ლანძღავდა, ოხრავ-
და, ატკივებულ მუხლებსა და ზურგს იზელდა, ღელავდა, მღელ-
ვარებისაგან ყოველ წუთს ამთქნარებდა, რაც მის პატარა,
ნაოჭით დაღარულ სახეს კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა. სა-
ნინმა შეხედა და ლამის გადაიხარხარა. ბოლოს, როგორც იქნა,
გზიდან ბორბლების ხმაური გაისმა. – ისინი არიან, – ჩაილაპა-
რაკა პანტალეონემ, დაიძაბა, წელში გაიმართა, სმენად იქცა,
მღელვარებისგან შეაკანკალა, მაგრამ... – უჰ, დღეს რა ძალიან
მოწმენდილი ცააო! – შეეცადა ნერვიულობა დაემალა.
ნამს უხვად დაეცვარა ბალახიც და ხის ფოთლებიც, თუმცა
თაკარა სიცხე ტყეშიაც აღწევდა...

175 მკითხველთა ლიგა


მალე თაღად შეკრული ხეების ქვეშ ორი ოფიცერი გამოჩნდა,
უკან ფლეგმატური სახის ტანდაბალი, ჩაფსკვნილი, ძილგამო-
ყოლილი სამხედრო ექიმი მოჰყვებოდათ. ექიმს ცალ ხელში ყო-
ველი შემთხვევისთვის წყლით სავსე თიხის დოქი ეჭირა, მარ-
ცხენა მხარზე ქირურგიული იარაღითა და ჭრილობის შესახვევი
ბინტებით სავსე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. ეტყობა, მიჩ-
ვეული იყო ამგვარ ექსკურსიებს, ეს მისთვის შემოსავლის წყა-
რო გახლდათ, დუელის თითოეულ გასროლას მისთვის რვა
თუმნიანი მოჰქონდა, ანუ ოთხ-ოთხი თითოეული მოპაექრისა-
გან.
ბატონ ფონ რიხტერს პისტოლეტებიანი ყუთი ეჭირა, ბატონი
დონგოფი ხელში (ალბათ თავის მოსაწონებლად) პატარა წკეპ-
ლას ათამაშებდა.
– პანტალეონე, – წასჩურჩულა სანინმა ბერიკაცს, – მე... მე
თუ ახლა მომკლეს, – კარგად იცით, რომ აქ ყველაფერია მოსა-
ლოდნელი – ჩემი გვერდითა ჯიბიდან ის ქაღალდი ამოიღეთ,
რომელშიც ნახევრად დამჭკნარი ვარდია გახვეული და სი-
ნიორინა ჯემას გადაეცით. გესმით? ხომ მპირდებით?
მოხუცმა მოწყენილმა შეხედა და თანხმობის ნიშნად თავი
უხალისოდ დაუქნია... ღმერთმა უწყის, მიხვდა კი, რას სთხოვდა
სანინი?.. მოწინააღმდეგეებიც და სეკუნდანტებიც, როგორც წე-
სი, ერთმანეთს თავის დაკვრით მიესალმნენ. მხოლოდ ექიმს არ
შეუხრია წარბი, მთქნარებ-მთქნარებით ბალახებში ჩაჯდა.
– მე ახლა მაგ რაინდული თავაზიანობისთვის არ მცალიაო,
– განაცხადა. ბატონმა რიხტერმა „ტშიბადოლას“ სთხოვა, ადგი-
ლი შეერჩია. ბატონმა „ტშიბადოლამ“ ენა ძლივს მოატრიალა
(ისევ ჩაინგრა მის სულში „ცუდად ნაგები კედელი“) – იმოქმე-
დეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, მე დაგაკვირდებითო, – ძლივს
ამოილუღლუღა.

176 მკითხველთა ლიგა


და დაიწყო ბატონმა რიხტერმაც მოქმედება: იქვე, ტყეში ყვა-
ვილებით გადაჭრელებული პატარა ლამაზი ველობი მოძებნა,
ოცდასამი ნაბიჯი გადათვალა, ჯოხებს წვერები სათითაოდ
წაუთალა, ბოლო წერტილები მონიშნა, ყუთიდან პისტოლეტები
ამოიღო, ჩაიმუხლა და პისტოლეტები დატენა. მოკლედ, რაც შე-
ეძლო იშრომა, თან თეთრი, ქათქათა ცხვირსახოცით ყოველ
წუთს გაოფლილ სახეს იწმენდდა... მის გვერდით პანტალეონე
ისე იყო მობუზული, შეციებული გეგონებოდა – მზადების მთელი
ამ დროის განმავლობაში ორივე მოწინააღმდეგე თავ-თავიანთ
გუვერნანტებზე გაბუტულ ორ დასჯილ მოწაფეს ჰგავდა.
დადგა გადამწყვეტი წუთი.
თითოეულმა თავისი პისტოლეტი აიღო.
მაგრამ აქ ბატონი ფონ რიხტერი პანტალეონეს ეტყვის, რომ
მას, როგორც უფროს სეკუნდანტს, დუელის წესის მიხედვით ევა-
ლება, ვიდრე საბედისწერო – „ერთი! ორი! სამიო!“ – გამოაცხა-
დებდეს, მოწინააღმდეგეებს შერიგება უნდა ურჩიოს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ამ შეთავაზებებს არასოდეს არავითარი შედეგი
არ მოსდევს, და რომ ის სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ფორ-
მალობა, თუმცა ამ ფორმალობის შესრულებით ბატონი ჩიპატო-
ლა თავისი პასუხისმგებლობის ნაწილს მაინც აღასრულებს.
მართალია, სინამდვილეში მსგავსი ალოკუცია ეგრეთ წოდებუ-
ლი მიუკერძოებელი მოწმის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ
იმის გამო, რომ მათ აქ ახლა ასეთი არავინ ჰყავთ, ბატონი ფონ
რიხტერი ამ პრივილეგიას თავის პატივცემულ თანამებრძოლს
სიამოვნებით დაუთმობს!..
თავისი გამანაწყენებელი ოფიცერი რომ არ დაენახა, პანტა-
ლეონეს უკვე მოესწრო და ბუჩქებს უკან მიმალულიყო. ბატონი
ფონ რიხტერის ლაპარაკიდან ჯერ ვერაფერი გაიგო, მერე უცებ
გამოფხიზლდა, ბუჩქებიდან სწრაფად გამოვიდა და მკერდზე

177 მკითხველთა ლიგა


მუშტის გაცხარებული ბრაგუნითა და ხმაჩახლეჩით ერთმანეთ-
ში არეულ იტალიურ-ფრანგულით აყვირდა:
„ლა-ლა-ლა... ცჰე ბესტიალიტა! დეუხ ზეუნ, ომმეს ცომმე ცა
ქუე სი ბატტონნო – პერცჰე? ჩჰე დიავოლო? ანდატე ა ცასა!“
– არა, მე თანახმა არა ვარ! – განაცხადა სანინმა.
– არც მე! – თქვა მისმა მოწინააღმდეგემ.
– მაშინ დაიწყეთ! ხმამაღლა დაიძახეთ – ერთი!.. ორი!.. სა-
მი!.. – მიმართა ფონ რიხტერმა პანტალეონეს.
პანტალეონე კიდევ უფრო დაიბნა, ისევ ბუჩქებს უკან მიიმა-
ლა, თვალები მოჭუტა, თავი გვერდზე გადახარა და ლამის ოთ-
ხად მოკეცილმა მთელი ხმით იყვირა:
– უნა!.. დუე!.. ე ტრე!
პირველმა სანინმა ისროლა, მაგრამ მისმა ნასროლმა ტყვიამ
ჭახანი ხეზე მოადინა. ისროლა დონგოფმაც, ოღონდ პირდაპირ
ჰაერში.
ჩამოწვა დაძაბული სიჩუმე... ადგილიდან არც ერთი იძვრო-
და, არც მეორე... პანტალეონემ ჩუმად ამოიოხრა.
– რას იტყვით, გავაგრძელოთ? – იკითხა დონგოფმა.
– ჰაერში რატომ ისროლეთ? – ჰკითხა სანინმა.
– ეგ თქვენი საქმე არ არის.
– მეორედაც ჰაერში აპირებთ გასროლას?
– შეიძლება, არ ვიცი...
– მოითმინეთ, მოითმინეთ, ბატონებო... მოწინააღმდეგეებს
ერთმანეთთან ლაპარაკის უფლება არ აქვთ, არ შეიძლება! – შე-
ნიშნა ფონ რიხტერმა.
– გაგრძელებაზე უარს ვამბობ, – თქვა სანინმა და პისტოლე-
ტი მიწაზე დააგდო.
– არც მე ვაპირებ დუელის გაგრძელებას, უფრო მეტიც, მზად
ვარ ვაღიარო, რომ იმ დღეს მართალი არ ვიყავი, – თქვა დონ-
გოფმა, პისტოლეტი დააგდო, წუთით შეყოვნდა და სანინს ხელი
178 მკითხველთა ლიგა
გაუბედავად გაუწოდა. სანინი მასთან სწრაფად მივიდა, ხელი
ჩამოართვა, ორივემ გაიღიმა, ერთმანეთს შეხედა და ორივე გა-
წითლდა.
– ბრავი! ბრავი! – აღრიალდა შეშლილივით უცებ პანტა-
ლეონე და ბუჩქებიდან გამოხტა. იქვე, გადაჭრილ ხეზე მჯდომი
ექიმიც სწრაფად წამოდგა, წყლით სავსე დოქი მიწაზე მოაპირ-
ქვავა და ტყისპირისკენ ჩანჩალით წავიდა.
– დაცულია სახელი და ღირსება, დუელი დამთავრებულია! –
განაცხადა ფონ რიხტერმა.
– ფუორი! – დაიღრიალა ისევ ახლა უკვე სიხარულით ფრთა-
შესხმულმა პანტალეონემ.

179 მკითხველთა ლიგა


***

ოფიცრებთან გამომშვიდობების შემდეგ, კარეტაში ჩაჯდომი-


სას, სანინმა კმაყოფილება თუ არა, ერთგვარი შვება მაინც იგ-
რძნო, მაგრამ გული თან რაღაც სირცხვილის მაგვარმა დაუმძი-
მა, ეს ორთაბრძოლა იმ სიცრუედ, წინასწარ გათვალისწინებულ
ფორმალობად, ჩვეულებრივ სტუდენტურ ფარსად წარმოუდგა,
რომელშიც ეს-ესაა საკუთარი როლი გაითამაშა. მერე ექიმის
ფლეგმატური სახე გაახსენდა, გაახსენდა, როგორ იღიმებოდა,
როგორ იჭმუხნიდა ცხვირს დამცინავად, როცა ბარონი დონგო-
ფი და ის ტყიდან ლამის ხელკავით გამოვიდნენ. ასე იყო მაში-
ნაც, როცა პანტალეონე ექიმს კუთვნილ ოთხ თუმანს უხდიდა.
სანინს რცხვენოდა, რაღაც ისე არ გამომივიდაო, გული ეთა-
ნაღრებოდა, თუმცა კაცმა რომ თქვას, რა უნდა ექნა? დაუსჯე-
ლად ხომ ვერ დატოვებდა ახალგაზრდა ოფიცრის თავხედობას,
ბატონ კლუბერს ხომ არ დაემსგავსებოდა! ვითომ ისეთი რა
ჩაიდინა? ჯემას გამოექომაგა, ეგ იყო და ეგ... რაო, არ უნდა მოქ-
ცეულიყო ასე?!. და მაინც ვერ ისვენებდა, რცხვენოდა, თავს ამუ-
ნათებდა...
სამაგიეროდ, პანტალეონე ზეიმობდა მთელი სულითა და გუ-
ლით. იგი ერთბაშად სიამაყემ მოიცვა. მოგებული ბრძოლიდან
დაბრუნებული, თავისი თავით მეტისმეტად კმაყოფილი გენერა-
ლი, უკან ხომ არ დაიწყებდა ყურებას!.. იმით, რაც დუელის
დროს სანინმა ჩაიდინა, აღტაცებული იყო, ქება-დიდებას ასხამ-
და მის ვაჟკაცურ საქციელს... სანინის თხოვნის გაგონებაც არ
უნდოდა, დამშვიდდით, ასე ნუ ლაპარაკობთო, რომ ეუბნებოდა,
და მას „დონ ჟუანიდან“ კომანდორის ხან მარმარილოს, ხან
ბრინჯაოს ქანდაკებას ადარებდა. თან საკუთარ თავს უტყდებო-
და, მართალია, ზომაზე მეტად ვარ აღტაცებული, მაგრამ მე ხომ

180 მკითხველთა ლიგა


მსახიობი ვარ, ნერვული, მგრძნობიარე, ის კი მუდმივი თოვლი-
სა და გრანიტოვანი კლდეების შვილიაო.
სანინმა არ იცოდა, რით ან როგორ დაეოკებინა ეს ზღვარგა-
დასული მსახიობი.

181 მკითხველთა ლიგა


***

თითქმის იმავე ადგილას, სადაც ორიოდე საათის წინ ემილს


გადააწყდნენ, ის ახლაც ხის უკნიდან ყვირილითა და ხელების
ქნევით გახარებული გამოხტა – კი არ მორბოდა, მოხტოდა. კა-
რეტას ისე გამალებული ეცა, ლამის ბორბლებს შეუვარდა. ცხე-
ნების გაჩერებისთვის არც კი დაუცდია, კარდაკეტილ კარეტაზე
ახტა, სანინს ფრთებშესხმულივით მიაფრინდა, თან გახარებუ-
ლი სულმოუთქმელად იმეორებდა:
– ცოცხალი ხართ, დაჭრილიც კი არ ხართ! იცით, მაპატიეთ,
ბოდიშს გიხდით, ფრანკფურტში არ წავსულვარ, აქ გელოდებო-
დით... მითხარით, მომიყევით, ყველაფერი მომიყევით, რა მოხ-
და, დუელმა როგორ ჩაიარა? თქვენ ის... მოკალით?
სანინმა ძლივს დაამშვიდა, ძლივს დასვა ადგილზე.
დუელის ამბავი მხოლოდ კმაყოფილმა და ენაგაკრეფილმა
პანტალეონემ მოუყვა დაწვრილებით, რა თქმა უნდა, არ დავიწ-
ყებია არც კომანდორის ბრინჯაოს მონუმენტი! სკამიდან წამოდ-
გა, წონასწორობა რომ დაეცვა, ფეხები გან-განზე გადგა, გულ-
ხელი დაიკრიფა, მხარზემოთ ემილს ცერად, დამცინავად გად-
მოხედა და სანინი-კომანდორი წარმოადგინა.
ემილიო მოწიწებით უსმენდა, ზოგჯერ აღტაცებული წამოიყ-
ვირებდა, სწრაფად წამოხტებოდა, გადაეხვეოდა თავის გმირ მე-
გობარს და კოცნიდა.
ბოლოს კარეტის ბორბლები ფრანკფურტის მოკირწყლულ
ქუჩაში არახრახდა და კარეტა იმ სასტუმროს წინ გაჩერდა, სა-
დაც სანინს ნომერი ჰქონდა დაკავებული.
სანინი თავის ორ თანამგზავრთან ერთად კიბით მეორე სარ-
თულზე ადიოდა, რომ უცებ ჩაბნელებული დერეფნიდან ვუალით
სახედაფარული ქალი სწრაფად გამოვიდა, სანინის წინ წუთით
შეჩერდა, ოდნავ შებარბაცდა, მთრთოლვარედ ამოიოხრა, კიბე-
182 მკითხველთა ლიგა
ზე სწრაფად ჩაირბინა, ქუჩაში გავიდა და კელნერის გასაოც-
რად, რომელმაც განაცხადა, ეს ბანოვანი საათზე მეტია ბატონი
უცხოელის დაბრუნებას ელოდებოდაო, მაშინვე გაუჩინარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჩენა წამიერი იყო, სანინმა,
რა თქმა უნდა, მაშინვე იცნო ჯემა, მისი თვალები, იცნო ყავისფე-
რი ვუალის ქვეშაც კი.
– კი, მაგრამ, იცოდა ეს ფროილაინ ჯემამ?! – ჰკითხა სანინმა
გერმანულად მის უკან ფეხდაფეხ მომავალ ემილსა და პანტა-
ლეონეს და შუბლი შეიკრა.
ემილიო შეცბა, გაწითლდა:
– იძულებული ვიყავი, ყველაფერი მეთქვა... ახლა ხომ ამას
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! – წამოიძახა მკვირცხლად, –
ყველაფერი ისე კარგად დამთავრდა, ისე დიდებულად!.. თან ჯე-
მაც დარწმუნდა, რომ ჯანმრთელი და საღ-სალამათი ხართ!
სანინი შეტრიალდა:
– მაინც რა ენატარტარები ბრძანდებით ორივე! – ჩაილაპა-
რაკა ნაწყენმა, თავის ოთახში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა.
– ნუ ბრაზობთ, გთხოვთ, გეხვეწებით, ნუ ბრაზობთ! – შეეხვე-
წა ემილი.
– არა, არ ვბრაზობ! – (სანინი მართლაც არ ბრაზობდა, ისე,
კაცმა რომ თქვას, უნდოდა კი, ამ დუელის შესახებ ჯემას არაფე-
რი გაეგო?!) – კარგი, გეყოფათ ხვევნა-კოცნა. წადით, ცოტა ხანს
მარტო მინდა ვიყო, დავიღალე, დავწვები ახლა და დავიძინებ.
– შესანიშნავია! – იყვირა პანტალეონემ, – ახლა დასვენება
ნამდვილად გჭირდებათ!.. თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ,
კეთილშობილო სინიორე!.. წავიდეთ, ემილიო! ჩუმად, ფეხის
წვერებზე!.. ჩჩჩ!..
სანინმა, მართალია, მეძინებაო, თქვა, მაგრამ, უფრო მარტო
ყოფნა უნდოდა; უნდოდა, წასულიყვნენ მისი მეგობრები. თუმცა,
მარტო დარჩენილმა აუტანელი დაღლილობა იგრძნო. გუშინ
183 მკითხველთა ლიგა
მთელი ღამე ისე გაათენა, თვალი არ მოუხუჭავს, ამიტომაც
დაეცა თუ არა ლოგინზე, მაშინვე მკვდარივით ჩაეძინა.

184 მკითხველთა ლიგა


23
რამდენიმე საათი გაუნძრევლად ეძინა, მერე ესიზმრა, ვითომ
ისევ დუელია, ოღონდ მისი მოწინააღმდეგე დონგოფი კი არა,
ბატონი კლუბერია. იქვე ახლოს, ნაძვის ხეზე თუთიყუში ზის, ეს
თუთიყუში პანტალეონეა, რომელიც ნისკარტის კაპუნით გაუჩე-
რებლივ იმეორებს:
– რაკ-რაკ... რაკ-რაკ... რაკ-რაკ!..
კაკ-კუკ... კაკ-კუკ... – მოესმა უკვე ცხადად, თვალი გაახილა,
თავი წამოსწია და გაიგონა, რომ კარზე ვიღაც აკაკუნებდა.
– შემოდით! – გასძახა ლოგინიდან.
შემოვიდა კელნერი და ერთ მანდილოსანს თქვენი ნახვა
სურსო, მოახსენა.
„ჯემა“, – გაუელვა სანინს გუნებაში, მაგრამ ეს ჯემა კი არა,
ჯემას დედა – ფრაუ ლენორე იყო.
შემოვიდა თუ არა, მაშინვე სკამზე დაეშვა და ატირდა.
– რა იყო, რა მოხდა, ჩემო კარგო, ჩემო კეთილო ქალბატო-
ნო როზელი?! – თქვა სანინმა, გვერდით მიუჯდა და ხელზე ხელი
თბილად გადაუსვა, – რა დაგემართათ? დამშვიდდით, გთხოვთ,
დამშვიდდით!
– ო, ჰერრ დიმიტრი, ძალიან, ძალიან უბედური ვარ...
– უბედური?!
– ჰო, ძალიან, ძალიან უბედური ვარ! ამას როგორ წარმო-
ვიდგენდი?! ეს ამბავი ცამოწმენდილზე მეხივით დამატყდა.
ამბობდა და სულს ძლივს ითქვამდა.
– ასეთი რა მოხდა, მითხარით, ამიხსენით! წყალი ხომ არ მო-
გიტანოთ?
– არა, გმადლობთ, – ფრაუ ლენორემ ცრემლები ცხვირსა-
ხოცით მოიწმინდა და ისევ ატირდა, – მე ხომ ყველაფერი ვიცი!
– მაინც, რა ყველაფერი?
185 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი, რაც დღეს მოხდა!.. მიზეზიც კარგად ვიცი...
თქვენ ისე მოიქეცით, როგორც კეთილშობილი ადამიანი, მაგ-
რამ, ხედავთ, გარემოებათა როგორი დამთხვევაა?! ტყუილად
როდი არ მიმიწევდა სოდენისკენ გული, ტყუილად როდი მქონ-
და ასეთი ცუდი წინათგრძნობა! – (თუმცა ფრაუ ლენორეს მსგავ-
სიც არაფერი უთქვამს სოდენში წასვლის წინ.) – და აი, მოვედი
თქვენთან, როგორც კეთილშობილ ადამიანთან, როგორც მე-
გობართან, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხუთი დღის წინ გა-
გიცანით... მე ხომ ქვრივი ვარ, უქმროდ დარჩენილი... ჩემმა ქა-
ლიშვილმა... – დაიწყო ფრაუ ლენორემ, მაგრამ ვეღარ გააგ-
რძელა...
სანინი დაიბნა, არ იცოდა, რა ეთქვა, რა ეფიქრა და მხოლოდ
გაიმეორა:
– თქვენმა ქალიშვილმა...
– დიახ, ჩემმა ქალიშვილმა ჯემამ, – ამოიკვნესა ფრაუ ლენო-
რემ, – დღეს გამომიცხადა, რომ ბატონ კლუბერს ცოლად არ
გაჰყვება, რომ მე მას უარი უნდა ვუთხრა...
სანინმა გაოცებისაგან ოდნავ უკანაც კი დაიხია – ის ამას
სრულიად არ ელოდა.
– იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, – განაგრძო ფრაუ ლენო-
რემ, – რომ ეს სამარცხვინო ამბავია... საცოლეს უარი ეთქვას
საქმროსთვის, ასეთი რამ ჯერ არავის სმენია... ესეც რომ არა,
ჯემას ამგვარი საქციელი ჩვენთვის უსახსრობას, გაღატაკებას
ნიშნავს, ჰერრ დიმიტრი! – თქვა ფრაუ ლენორემ და ცხვირსა-
ხოცი ისე დაგრიხა, თითქოს მთელი თავისი დარდი და წუხილი,
მთელი თავისი საფიქრალი ამ ცხვირსახოცში უნდა გამოკეტო-
სო, – მაღაზიის შემოსავლით ცხოვრება, ჰერრ დიმიტრი, ჩვენ
უკვე აღარ შეგვიძლია, ბატონი კლუბერი კი ძალიან მდიდარი
კაცია და მალე კიდევ უფრო გამდიდრდება. მაინც რატომ უნდა
ვუთხრა უარი? იმიტომ, რომ საცოლეს არ გამოექომაგა, ვიღა-
186 მკითხველთა ლიგა
ცას დუელი არ გაუმართა? დავუშვათ, ეს მართლაც კარგი არ
არის, მაგრამ ის ხომ სამხედრო არაა, ის ხომ უნივერსიტეტში არ
აღზრდილა! მე თუ მკითხავ, ჭკვიან, გამოცდილ, საიმედო ვა-
ჭარს, ცხადია, არაფრად უნდა ჩაეგდო ვიღაც უცნობი ოფიცრის
სულელური ანცობა. აბა, აქ საწყენი რა არის, ჰერრ დიმიტრი?!
– ფრაუ ლენორე, თქვენ მგონი ჩემს საქციელს განსჯით?!
– არა, რა თქმა უნდა, არა! მე თქვენ სრულიადაც არ გან-
გსჯით! თქვენი ამბავი სულ სხვაა, თქვენ, როგორც ყველა რუსი,
სამხედრო ხართ.
– სამხედრო?! არა, რას ბრძანებთ, მე...
– თქვენ უცხოელი ხართ, ჩამოსული, მე თქვენი მხოლოდ
მადლობელი ვარ, – სიტყვა არ დაამთავრებინა ფრაუ ლენორემ.
ლაპარაკის დროს სუნთქვა ეკვროდა, ხელებს შლიდა, მერე
დაგრეხილი ცხვირსახოცი გაშალა და ცრემლი მოიწმინდა. მარ-
ტო იმის მიხედვითაც, წუხილს როგორ გამოხატავდა, უმალ მიხ-
ვდებოდი, რომ ეს ქალი ჩრდილოეთის ცის ქვეშ არ იყო დაბადე-
ბული და გაზრდილი.
– აბა, როგორ ივაჭრებს ბატონი კლუბერი, მაღაზიაში მყიდ-
ველებთან ჩხუბს და დავიდარაბას თუ გააბამს, ეს ხომ სრულიად
შეუძლებელია! მე კი ამის გამო ჩემს ქალიშვილს ცოლად არ
გამოგაყოლებ-მეთქი, უარი როგორ ვუთხრა? ჰო, მაგრამ, რით
უნდა ვიცხოვროთ? ადრე, როცა მხოლოდ ჩვენ ვაკეთებდით
ფსტიან ნუგასა და „ქალწულის კანს“, მყიდველები მხოლოდ
ჩვენთან მოდიოდნენ, ახლა კი ამ ტკბილეულს ვინ აღარ აკე-
თებს. აბა, დაფიქრდით, ისედაც მთელი ქალაქი ამ თქვენი
დუელის შესახებ ილაპარაკებს... ამის დამალვა შეუძლებელია!
და, აი, უცებ ეს ჩაშლილი ქორწილი! ეს ხომ შკანდალია, ნამდვი-
ლი შკანდალი!.. ჯემა კარგი გოგოა, ვიცი, ძალიან ვუყვარვარ,
მაგრამ ჯიუტი, გაუტეხელი რესპუბლიკელია, სხვის აზრს ახლო-
საც არ იკარებს, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ მის დარწმუნებას.
187 მკითხველთა ლიგა
ამან სანინი კიდევ უფრო განაცვიფრა:
– მე?! ფრაუ ლენორე?!
– დიახ, მხოლოდ თქვენ... თქვენთან სწორედ ამიტომ მოვე-
დი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე... თქვენ ისეთი ნასწავლი, გა-
ნათლებული, ისეთი კარგი ადამიანი ხართ! თქვენ ხომ სიკ-
ვდილს გადაარჩინეთ ჩემი ვაჟიშვილი... ვიცი, ჯემა აუცილებ-
ლად დაგიჯერებთ! თქვენ მისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგ-
დეთ. ვიცი, გადაათქმევინებთ, ვიცი, დაუმტკიცებთ, რომ ამ საქ-
ციელით საკუთარ თავსაც დაღუპავს და ჩვენც დაგვღუპავს... დი-
ახ, თქვენ ჩემი ვაჟი სიკვდილს გადაარჩინეთ, გემუდარებით, გა-
დაარჩინეთ ჩემი ქალიშვილიც! აქ თავად ღმერთმა გამოგგზავ-
ნათ... მზად ვარ, მუხლი მოვიყარო თქვენ წინაშე, მე სხვა აღარა-
ფერი შემიძლია.
ამ სიტყვებით ფრაუ ლენორემ სკამიდან ისე წამოიწია, თით-
ქოს საცაა სანინს ფეხებში ჩაუვარდებაო.
სანინი შეშფოთდა:
– ფრაუ ლენორე, ღვთის გულისთვის!.. რას აკეთებთ!
– მპირდებით?
– ფრაუ ლენორე, დაფიქრდით, მე, აბა...
– ხომ მპირდებით? ხომ არ გინდათ, თავი აქვე, ამწუთასვე
თქვენ წინ მოვიკლა?
სანინი კიდევ უფრო დაიბნა. მგზნებარე, ცეცხლივით ანთე-
ბულ იტალიურ სისხლთან თავის სიცოცხლეში დღეს პირველად
ჰქონდა საქმე.
– კარგი, როგორც გენებოთ, ვეცდები, დაველაპარაკო
ფროილაინ ჯემას.
ფრაუ ლენორემ სიხარულისგან იკივლა.
– მაგრამ, არ ვიცი, რა გამოვა აქედან! – დასძინა სანინმა.
– აჰ, არა, არ მითხრათ... არ მითხრათ უარი! – შეემუდარა
ფრაუ ლენორე, – თქვენ ხომ უკვე დამთანხმდით! ვიცი, შედეგი
188 მკითხველთა ლიგა
ჩინებული იქნება, ყოველ შემთხვევაში, მე მეტი უკვე აღარაფე-
რი შემიძლია!
– ჯემამ ასე გადაწყვეტილად გითხრათ, რომ ბატონ კლუბერს
ცოლად არ გაჰყვება?! – ჰკითხა სანინმა მცირეოდენი ყოყმანის
შემდეგ.
– დიახ!.. სულ მამას ჰგავს, ჯიოვანი ბატისტას! ყოჩაღი,
გაუტეხელი გოგოა!
– ყოჩაღი?!. გაუტეხელი და ყოჩაღი?! – თქვა იჭვნეულად სა-
ნინმა.
– დიახ, თუმცა თან ნამდვილი ანგელოზიცაა... დარწმუნებუ-
ლი ვარ, აუცილებლად დაგიჯერებთ... ხომ მოხვალთ ჩვენთან,
ხომ მალე მოხვალთ? ო, ჩემო ძვირფასო რუსო მეგობარო! –
ფრაუ ლენორე უცებ წამოხტა და ასევე უცებ მის წინ მჯდომარე
სანინს თავზე ხელები მოხვია, – მიიღე დედის დალოცვა და ერ-
თი ჭიქა წყალი მომიტანე!
სანინმა ქალბატონ როზელის ჭიქით წყალი მოუტანა, შეჰ-
პირდა, უსათუოდ მოვალო, კიბეზე ჩააცილა და ქუჩამდე გაჰყვა.
უკან რომ შემობრუნდა, გაოგნებულმა ტაში შემოკრა, გაუგებ-
რობაში ჩავარდნილს თვალები ლამის გადმოცვენაზე ჰქონდა.
„ჩემი ცხოვრება ისე შეტრიალდა, ისე აირ-დაირია და აიბურ-
და, თავს და ბოლოს ვეღარ ვუგებ! ნამდვილი საგიჟეთია! ეს რა
უცნაური დღე გათენდა! დედამისი ამბობს, ყოჩაღი, გაუტეხელი
გოგოაო... მერედა მე უნდა ვურჩიო, მე უნდა დავარწმუნო ის ყო-
ჩაღი და გაუტეხელი?!. მაინც რა უნდა ვუთხრა, რით უნდა და-
ვარწმუნო?“ – გაიფიქრა გუნებაში, იმას კი არ ცდილა, საკუთარ
გულში ჩაეხედა, გაეგო, იქ რა ხდებოდა, რა ორომტრიალი იყო!
თავბრუ ესხმოდა, თავი მართლაც არეული ჰქონდა, მაგრამ
მთელი ამ შეგრძნებების, შთაბეჭდილებების, ბოლომდე გამო-
უთქმელი აზრების ქარიშხალში გამუდმებით დაქროდა ჯემას ხა-
ტება, რომელიც იმ თბილ, ძრწოლის მომგვრელ ღამეს, აციმცი-
189 მკითხველთა ლიგა
მებული ვარსკვლავების შუქით მოსილი, წარუხოცავად აღბეჭ-
დილიყო მის გულსა და გონებაში.

190 მკითხველთა ლიგა


24
ფრთხილად, გაუბედავად მიაბიჯებდა სანინი ქალბატონი რო-
ზელის სახლისკენ. გული გამალებით უცემდა, აშკარად გრძნობ-
და, ის კი არა, ესმოდა კიდევაც, მკერდქვეშ როგორ ფეთქავდა...
წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეტყოდა, როგორ დაუწყებდა ჯემას
ლაპარაკს?.. სახლში, საკონდიტროდან კი არა, უკანა პარმაღი-
დან შევიდა. წინა, შედარებით პატარა ოთახში ფრაუ ლენორე
დაუხვდა, რომელიც მისმა დანახვამ გაახარა და შეაშინა კიდე-
ვაც...
– გელოდით, ძალიან გელოდით, – ამბობდა ჩურჩულით და
ხან ერთ ხელს უჭერდა ხელზე, ხან მეორეს, – ბაღში გადით, ჯემა
ბაღშია... აბა, თქვენ იცით, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს.
სანინი ბაღისკენ გაემართა.
ჯემა იქვე, ბილიკთან ახლოს, სკამზე იჯდა, წინ ალუბლით
სავსე დიდი კალათა ედგა, მწიფე ალუბლებს არჩევდა და ლან-
გარზე აწყობდა. მზე ჩასასვლელად იყო პირმიქცეული – უკვე
საღამოს შვიდი საათი ხდებოდა. ქალბატონი როზელის ბაღი
მზის ირიბ, ფართოდ განფენილ სხივებში იყო გახვეული, ოქ-
როსფერზე უფრო მეწამული ჭარბობდა. ხანდახან, თითქოს ერ-
თმანეთს ეჩურჩულებიანო, ნაზად, ოდნავ გასაგონად აშრიალ-
დებოდა ფოთლები. ერთი ყვავილიდან მეორეზე ბზუილით გა-
დაფრინდებოდნენ დაგვიანებული ფუტკრები, საიდანღაც მტრე-
დის ყრუ, გაბმული ღუღუნი ისმოდა.
ჯემას ისევ ის დიდი, ფართოფარფლებიანი ჩალის შლაპა ეხუ-
რა, რომლითაც გუშინ სოდენში იყო. მან კიდეაკეცილი შლაპი-
დან სანინს ერთი გამოხედა და ისევ კალათისკენ წაიხარა.
სანინი ჯემასკენ ახლა კიდევ უფრო გაუბედავად მიაბიჯებს,
ნაბიჯს სულ უფრო ამოკლებს... არ იცის, რა უთხრას, რით დაიწ-
ყოს და – ეს ალუბალი რად გინდათ, რისთვის არჩევთო? –
191 მკითხველთა ლიგა
ეკითხება, მაგრამ ჯემა დუმს, პასუხის გაცემას არ ჩქარობს და
ბოლოს ეუბება:
– ეს მწიფე ალუბალი სამურაბეა, ეს – ღვეზელში ჩასადება-
დაა... ჩვენ ხომ გასაყიდად ვაცხობთ ტკბილ, გემრიელ ღვეზელს!
თქვა და თავი კიდევ უფრო დახარა. მარჯვენა ხელის თითები,
რომელშიც ალუბლის ორი წითელი მარცვალი უგიზგიზებდა, კა-
ლათასა და ლანგარს შორის გაუშეშდა.
– შეიძლება დავჯდე თქვენთან?
– შეიძლება, – თქვა ჯემამ და სკამზე ოდნავ გაიწია. სანინი
მის გვერდით დაჯდა, მაგრამ ყოყმანობს, არ იცის, რით დაიწ-
ყოს, რა თქვას.
გაჭირვებიდან ისევ ჯემამ იხსნა.
– თქვენ დღეს დუელი გქონდათ! – თქვა და მისკენ თავისი
უმშვენიერესი, სირცხვილისგან წითლად ავარვარებული სახე
სწრაფად მოატრიალა (ო, რა დიდი, რა უსაზღვრო მადლიერე-
ბის შუქი მოედინებოდა ახლა მისი თვალებიდან?!) – ასე მშვი-
დად როგორ ხართ? გამოდის, შიში სრულიად არ იცით, შიში
თქვენთვის არ არსებობს!
– არა, რას ბრძანებთ, რის უნდა მშინებოდა, ყველაფერმა
კარგად, მშვიდად ჩაიარა, საშიში არაფერი ყოფილა.
ჯემამ თვალების წინ თითი რამდენჯერმე გაიტარ-გამოიტარა
(ესეც იტალიური ჟესტია!):
– არა, ნუ ამბობთ ამას! თქვენ მე ვერ მომატყუებთ, პანტა-
ლეონემ ყველაფერი მომიყვა!
– ნახეთ თქვენც რა, ვის უნდა დაუჯეროთ!.. ალბათ არც კო-
მანდორის მარმარილოს ან ბრინჯაოს სტატუეტი დავიწყებია?
– მისი გამოთქმები შეიძლება სასაცილოცაა, მაგრამ, არც მი-
სი გრძნობებია სასაცილო და არც ის, რაც თქვენ დღეს ჩემთვის,
ჩემი გულისთვის გააკეთეთ... მე ეს არასოდეს დამავიწყდება.
– გარწმუნებთ, ფროილაინ ჯემა...
192 მკითხველთა ლიგა
– დიახ, მე ამას არასოდეს დავივიწყებ!.. – მშვიდად, აუჩქა-
რებლად გაიმეორა ჯემამ, სანინს დაჟინებით ერთხელ კიდევ შე-
ხედა და შეტრიალდა.
სანინი ახლა გარკვევით ხედავდა მის ნატიფ, დახვეწილ პრო-
ფილს და ასე ეგონა, მსგავსი არსად არასოდეს ენახა, არასოდეს
განეცადა ის, რასაც ამწუთას განიცდიდა – მის გულში კი ახლა,
ამ წამში ნამდვილი ხანძარი ბურბურებდა!
„ჰო, მაგრამ, მე ხომ ფრაუ ლენორეს შევპირდი, რომ...“ –
გაუელვა უცებ გონებაში და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ეუბ-
ნება:
– ფროილაინ ჯემა...
– რა?
ჯემა მისკენ არ მოტრიალებულა, იჯდა, ალუბალს ისევ დიდი
გულმოდგინებით არჩევდა, მოჰკიდებდა ორ თითს ყუნწში ნაზად
და ფოთლებს ფრთხილად შეაცლიდა...
ო, რა თბილად, რა ალერსიანად გაისმა მისი ეს ერთი, ერთა-
დერთი სიტყვა!
– ამის შესახებ დედათქვენს... თქვენთვის... არაფერი უთ-
ქვამს?
– რის? რის შესახებ?! ჩემ შესახებ?
ჯემამ კალათიდან ამორჩეული ალუბლები ისევ უკან ჩაყარა:
– დედა გელაპარაკათ?
– დიახ.
– მაინც, რაო, რა გითხრათ?
– მითხრა, რომ თქვენ... სრულიად მოულოდნელად... გადაწ-
ყვიტეთ... უარი გეთქვათ... თქვენს ძველ გადაწყვეტილებაზე.
ჯემამ თავი ისე დახარა, რომ უშველებელი ყვავილის ღერო-
სავით ნაზი, ნატიფი კისრის გარდა შლაპაში სახე თითქმის სრუ-
ლიად არ უჩანდა.
– რა გადაწყვეტილებაზე?
193 მკითხველთა ლიგა
– იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც... თქვენს... მომავალს...
ეხება...
– თქვენ ამას ბატონ კლუბერზე ამბობთ?
– დიახ.
– დედამ გითხრათ, რომ უარს ვამბობ, ცოლად გავყვე კლუ-
ბერს?
– დიახ.
ჯემამ სკამიდან წამოიწია, კალათა წაგვერდულდა, ძირს
დაეცა და ალუბლის რამდენიმე მარცვალი ბილიკზე გაგორდა.
გავიდა ერთი წუთი... ორი...
– დედამ ეს რატომ გითხრათ? – ჯემას მღელვარებისაგან
მკერდი ახლა კიდევ უფრო სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა, მაგრამ სა-
ნინი ისევ მხოლოდ მის კისერს ხედავდა.
– რატომ? იმიტომ, რომ დედათქვენმა იფიქრა, რახან მე და
თქვენ მოკლე დროში ასე დავმეგობრდით, რახან ჩემ მიმართ
ასეთი ნდობა გაქვთ, შემიძლია სასარგებლო რჩევა მოგცეთ და
თქვენ მე დამიჯერებთ.
ჯემამ ხელები ნელა დაუშვა მუხლებზე, კაბის ნაკეცებს სწო-
რება დაუწყო:
– მაინც როგორი რჩევა უნდა მომცეთ, მონსიეურ დიმიტრი?
ხელები უკანკალებდა, კაბის ნაკეცებსაც მხოლოდ იმიტომ
აწვალებდა, რომ ხელების კანკალი დაეფარა.
სანინმა მის თეთრ, მთრთოლვარე თითებს ხელი ნელა
დაადო:
– ჯემა, თვალს რატომ მარიდებთ, რატომ არ მიყურებთ?
ჯემამ შლაპა მხარს უკან სწრაფად გადაიგდო და ისევ იმ ნდო-
ბით, მადლიერებით სავსე თვალები მიაპყრო – ელოდა, სანინი
ლაპარაკს როდის დაიწყებდა... ჩამავალი მზე მის მშვენიერ,
ბავშვივით ნორჩ სახეს თავის თბილ, ოქროსფერ სხივებში ახ-
ვევდა, რის გამოც მისი გამომეტყველება უფრო თბილი, ნათე-
194 მკითხველთა ლიგა
ლი და სხივიანი იყო. სანინი აღელდა, მისმა შემოხედვამ თვა-
ლებში თითქოს სინათლე ჩაუქრო.
– კი, ბატონო, მე თქვენ დაგიჯერებთ, მონსიეურ დიმიტრი, –
დაიწყო ჯემამ და თბილად გაიღიმა, წამოწითლდა, – რას მეტ-
ყვით, რა უნდა მირჩიოთ?
– რა უნდა გირჩიოთ? – გაიმეორა სანინმა, – რა და, დედათ-
ქვენის აზრით, ბატონი კლუბერისთვის უარის თქმა მხოლოდ
იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ გუშინწინ განსაკუთრებული ვაჟკა-
ცობა არ გამოიჩინა, არ დაგიცვათ...
– მხოლოდ ამიტომ?! – ჩაილაპარაკა ჯემამ, გვერდზე გა-
დაიხარა, კალათა აიღო და სკამზე ისევ თავის ადგილას დადგა.
– არა, კიდევ იმიტომ, რომ... უარის თქმა თქვენი მხრივ არ-
ცთუ გონივრული საქციელია... და რომ ვიდრე ამ ნაბიჯს გადად-
გამთ, შედეგი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ... ხოლო იმის მი-
ხედვით, რას გადაწყვეტთ, თქვენი ოჯახის თითოეული წევრის
მიმართ გარკვეული მოვალეობა გეკისრებათ...
– ეგ დედაჩემის აზრებია, – შეაწყვეტინა ჯემამ, – ეგ მისი სიტ-
ყვებია, მე ეგ ვიცი, მაგრამ თქვენ? თქვენ რა აზრისა ხართ?
– მე? – სანინმა სათქმელი ვერ დაასრულა, ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა... ბოლოს, როგორც
იქნა, მეც მაგ აზრისა ვარო, – თქვა და ძლივს ამოისუნთქა.
ჯემა წელში გასწორდა:
– თქვენც?! თქვენც მაგ აზრისა ხართ?!
– დიახ... ანუ... – სანინმა ვერც ახლა დაასრულა სათქმელი.
– კარგი, კი, ბატონო!.. თუ თქვენ, როგორც ჩემი მეგობარი,
მირჩევთ, უარი არ ვთქვა ჩემს გადაწყვეტილებაზე, ანუ არ შევ-
ცვალო ჩემი ძველი გადაწყვეტილება, – ამბობდა ჯემა და, ისე,
რომ თავადაც არ იცოდა, რას და რისთვის აკეთებდა, აიღებდა
ლანგრიდან ალუბალს და ისევ კალათაში აგდებდა... – დიახ,

195 მკითხველთა ლიგა


დედას იმედი აქვს, რომ მე თქვენ აუცილებლად დაგიჯერებთ...
ვინ იცის, იქნებ დაგიჯეროთ კიდევაც...
– მაგრამ, ფროილაინ ჯემა, მინდა გავიგო, რამ გაიძულათ,
რატომ თქვით საქმროზე უარი, რა იყო მიზეზი?
– მე თქვენ დაგიჯერებთ... – გაიმეორა ჯემამ, ტუჩებს იკვნეტ-
და, სახეზე ფერი არ ედო, – თქვენ ისე ბევრი გააკეთეთ ჩემთვის,
ვალდებული ვარ, ისე მოვიქცე, როგორც თქვენ გსურთ... დედას
ვეტყვი... მოკლედ, ვიფიქრებ... აი, ისიც, ეტყობა, ჩვენთან მო-
დის.
მართლაც, სწორედ ამ დროს ფრაუ ლენორემ სახლიდან ბაღ-
ში გამომავალი კარის ზღურბლზე გადმოაბიჯა – მოთმინებადა-
კარგული ეტყობა, ვეღარ ისვენებდა, ადგილს ვერ პოულობდა.
მისი ვარაუდით, სანინი ჯემას უკვე დაელაპარაკა, რაც საჭირო
იყო, ყველაფერი აუხსნა, თუმცა, სანინისა და ჯემას საუბრის
დაწყებიდან ჯერ საათის მეოთხედიც არ იყო გასული.
– არა, ღვთის გულისთვის, არა, ჯერ ნურაფერს ეტყვით დე-
დათქვენს, – სხაპასხუპით, თითქმის შეშინებულმა უთხრა სანინ-
მა, – მოითმინეთ, მე თქვენ ყველაფერს გეტყვით, ყველაფერს
მოგწერთ... თქვენ კი მანამდე ნურავითარ გადაწყვეტილებას ნუ
მიიღებთ... მომიცადეთ!
სანინმა ჯემას ხელზე ხელი მოუჭირა, სკამიდან წამოხტა,
ფრაუ ლენორეს გასაკვირად, გვერდით ჩაუქროლა, შლაპა შუბ-
ლიდან ოდნავ გადასწია, რაღაც ჩაიბურდღუნა და გაუჩინარდა.
ფრაუ ლენორე გაოცდა, შვილთან მივიდა და ეუბნება:
– ჯემა, გეთაყვა, მითხარი...
ჯემა უცებ წამოდგა, დედას ხელები მოხვია:
– დედა, საყვარელო, შეგიძლიათ ცოტა ხანს, სულ ცოტა
ხანს, ვთქვათ, ხვალამდე მოიცადოთ? შეგიძლიათ, ხვალამდე
ერთი სიტყვაც არ მითხრათ ამაზე?

196 მკითხველთა ლიგა


ეს თქვა და თავისთვისაც სრულიად მოულოდნელად სიხარუ-
ლის ცრემლებით ატირდა, რამაც კიდევ უფრო გააოცა ფრაუ
ლენორე – ვერ გაეგო, ჯემა ასეთი გახარებული რატომ იყო?!
– რა დაგემართა? ატირებული მე შენ არასოდეს მინახიხარ!
და აი, უცებ...
– არაფერი, დედა, არაფერი! ოღონდ ცოტა ხანს დამაცა-
დეთ!.. ჩვენ ორივემ ხვალამდე უნდა დავიცადოთ, ხვალამდე
არაფერი მკითხოთ, ახლა კი, ვიდრე მზე არ ჩასულა, მოდი, გა-
დავარჩიოთ ალუბალი.
– მაგრამ, შენ ხომ კარგად, გონივრულად მოიქცევი?
– ჰო, ძალიან, ძალიან გონივრულად! – ჯემამ თავი მრავალ-
მნიშვნელოვნად გადააქნია, ალუბლების პატარა კონა შეკრა,
გაწითლებულ სახეზე მიიხუტა, მაგრამ ცრემლი არ შეუმშრალე-
ბია, ცრემლი თავისით გაშრა მის თვალებზე.

197 მკითხველთა ლიგა


25
სანინი თითქმის სირბილით მივიდა სასტუმრომდე. გრძნობ-
და, მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოებული თუ გაერ-
კვეოდა, რა სჭირდა, რა ხდებოდა მის თავს?.. შევიდა თუ არა თა-
ვის ოთახში, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, ორივე ხელი სახე-
ზე აიფარა და ყრუდ, შეშფოთებულმა წამოიძახა: – მიყვარს, დი-
ახ, მიყვარს, მიყვარს! სიგიჟემდე მიყვარს!.. სხეული იმ გავარვა-
რებული ნაღვერდალივით უღვიოდა, სული რომ შეუბერეს და
ნავლი გადააცალეს. ვერ გაეგო, როგორ შეეძლო მშვიდად
მჯდარიყო მის გვერდით, ელაპარაკა, ესაუბრა მასთან და არ ეგ-
რძნო, რომ მისი კაბის თითოეულ ნაკეცსაც კი ეთაყვანებოდა,
მზად იყო, დაცემულიყო მის ფერხთით და მომკვდარიყო. ყვე-
ლაფერი კი მხოლოდ ბაღში მასთან ამ ბოლო შეხვედრის შემ-
დეგ გააცნობიერა... ახლა, როცა მასზე ფიქრობს, მოციმციმე
ვარსკვლავების შუქში გახვეული კი არ წარმოუდგება, ბაღში ხის
ქვეშ მჯდომარეს ხედავს – აი, შლაპა მხარზე უკან გადაიგდო,
თბილი, ნდობით სავსე თვალები მიაპყრო... და, გულაფანცქა-
ლებულ სანინს სიყვარულის წყურვილმა ძარღვებში დაუარა...
უცებ ის ვარდი გაახსენდა, სამი დღეა, ჯიბეში რომ უდევს... ვარ-
დი ჯიბიდან ამოიღო და ბაგეზე ისეთი ძალით მიიხუტა, რომ ტკი-
ვილისგან სახეც კი დამანჭა. ახლა ის არაფერზე ფიქრობდა,
არაფერს განსჯიდა, არ აწონ-დაწონიდა, არ ვარაუდობდა, წი-
ნასწარ არაფერს განჭვრეტდა – წარსულს გამოეყო, ჩამოიტოვა,
წინ გაიჭრა, თავისი სიმარტოვის, მარტომყოფობის მოწყენილი
ნაპირიდან გაზაფხულის იმ მხიარულ, მღელვარე ნაკადებში გა-
დაეშვა, სადაც არც ამდენი წუხილი იყო, არც იმაზე ფიქრი, სად
წაიღებს, სად გამორიყავს ან სადმე კედელს ხომ არ შეახეთქებს
ცხოვრების ეს დაუდგრომელი ღვართქაფები! მაგრამ ეს არ იყო
არც ულანდოვოს რომანების წყნარი დინება, ცოტა ხნის წინ
198 მკითხველთა ლიგა
მშვიდად რომ ანანავებდა – ეს გაზაფხულის მღელვარე ნაკადე-
ბი იყო! მიღელავენ, მიიჩქარიან, წინ მიიწევენ და ისიც ამ ნაკა-
დებთან ერთად მიიწევს, მიფრინავს, მიისწრაფვის!
მერე ქაღალდის ფურცელი აიღო და კალმის ერთი მოსმით,
ყოველგვარი წაშლისა და სწორების გარეშე დაწერა:
„საყვარელო ჯემა!
თქვენ უკვე იცით, რა რჩევა უნდა მომეცა დედათქვენის
თხოვნით, მაგრამ ის, რაც თქვენ არ იცით და რის შესახებაც
ვალდებული ვარ გითხრათ, ჩემი სიყვარულია – მიყვარხართ,
მიყვარხართ მთელი გულითა და გატაცებით, მიყვარხართ ჩემი
პირველი სიყვარულით! ისეთი ძალით, ისე უცებ იფეთქა ამ ცეც-
ხლმა ჩემს გულში, რომ მის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფ-
ნის! როცა დედათქვენი ჩემთან მოვიდა და მთხოვა ის, რაც
მთხოვა, ეს ცეცხლი მხოლოდ ოდნავ ღვიოდა, ასე რომ არა, რო-
გორც პატიოსანი ადამიანი, უარს მაშინვე ვეტყოდი ამ თხოვნა-
ზე... ჩემი ეს აღსარება, ის, რაშიც ახლა მე თქვენ გამოგიტყდით,
პატიოსანი კაცის აღსარებაა. მინდა იცოდეთ, ვისთან, რა ადამი-
ანთან გაქვთ საქმე, ჩვენ შორის არ უნდა იყოს არავითარი
გაუგებრობა, ყველაფერი ცხადი და ნათელი უნდა იყოს!
მინდა იცოდეთ – მე თქვენ მიყვარხართ!.. მიყვარხართ!.. მიყ-
ვარხართ!.. და რომ ამ სიყვარულის გარდა არაფერია არც ჩემს
გულსა და არც ჩემს გონებაში!..
დ. მ. სანინი“.
წერილი რომ დაკეცა და კონვერტში ჩადო, უნდოდა კელნე-
რისთვის დაერეკა, წერილი ჯემასთან გაეტანებინა, მაგრამ, არა,
ასე არა, ასე უხერხულიაო, გაიფიქრა... იქნებ ჯობდა, ემილის-
თვის ეთხოვა? თუმცა, წასულიყო მაღაზიაში და ნოქრებს შორის
ემილი მოეძებნა, ესეც უხერხულად ეჩვენა, თან საცაა დაღამდე-
ბოდა, ის უკვე მაღაზიაში აღარ იქნებოდა. ამ ფიქრებში იყო,
რომ შლაპა დაიხურა, ქუჩაში გავიდა, ერთ კუთხეში შეუხვია,
199 მკითხველთა ლიგა
მეორეში და ხედავს, ემილს ჩანთა იღლიაში ამოუდვია, ხელში
რაღაც გახვეული უჭირავს და შინისკენ მიიჩქარის.
„ტყუილად კი არ ამბობენ, ყველა შეყვარებულს თავისი
მფარველი ვარსკვლავი იცავსო!“ – გაიფიქრა სანინმა და ემილს
გახარებულმა დაუძახა.
ემილი მოტრიალდა, დაინახა და მაშინვე მისკენ გამოიქცა.
სანინმა ხმის ამოღებაც არ აცალა, წერილი სწრაფად გაუწო-
და და აუხსნა, ვისთვის და როგორ უნდა გადაეცა. ემილი დაძა-
ბული უსმენდა.
– ესე იგი, ჩუმად უნდა მივცე, არავინ უნდა დაინახოს? –
ჰკითხა სერიოზულად და იდუმალი გამომეტყველება მიიღო,
აქაოდა, ძალიან კარგად მესმის, რაც ხდებაო!
– დიახ, ჩემო მეგობარო, – ჩაილაპარაკა სანინმა ცოტა დარ-
ცხვენილმა და ემილს ლოყაზე ხელი მოუთათუნა, – ოღონდ, პა-
სუხს ხომ მომიტანთ? იცოდეთ, სახლში ვარ, სახლიდან ფეხსაც
არ გავადგამ!
– ამაზე ნუ წუხხართ! – მხიარულად წასჩურჩულა ემილმა და
გაიქცა. მერე უცებ ისევ მობრუნდა და თავი კიდევ ერთხელ და-
უქნია.
შინ რომ მივიდა, სანინს სანთელიც არ აუნთია, პირდაპირ
დივანზე დაეცა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ახლახან გაცნო-
ბიერებული სიყვარულის იმ განცდას მიეცა, რომლის აღწერა,
ვფიქრობ, საჭირო არ არის, ვინაიდან, ვისაც ეს გამოუცდია,
კარგად იცის, რა სიტკბო, რა ნეტარებაა მისგან გამოწვეულ ტან-
ჯვაში.
კარი გაიღო და კარში თავი ემილმა შემოყო.
– აი, მოვიტანე პასუხი! – თქვა ჩურჩულით და ოთხად გაკეცი-
ლი ქაღალდი თავს ზემოთ ასწია.

200 მკითხველთა ლიგა


სანინი დივნიდან წამოხტა, წერილი ხელიდან გამოსტაცა,
სიყვარულმა მასში ისეთი ძალით იფეთქა, აღარც სირცხვილი
ახსოვდა, აღარც წესი და ზრდილობა...
თავისი ამ განწყობის დამალვა თვით ამ პატარა ბიჭთანაც არ
უცდია – არ შეეძლო! რომ შესძლებოდა, ცოტათი მაინც თავს
შეიკავებდა, მოერიდებოდა.
სანინი ფანჯარასთან მივიდა და ფანჯრის წინ ანთებული ფან-
რის შუქზე ჯემას წერილის კითხვა დაიწყო:
„კი არ გთხოვთ, გემუდარებით! ხვალ არ მოხვიდეთ, არ გა-
მოჩნდეთ ჩვენს სახლში, მე ეს აუცილებლად მჭირდება! რაც
შეეხება იმას, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია... ვიცი, უარს არ
მეტყვით, იმიტომ, რომ...
ჯემა“.
სანინმა წერილი ორჯერ გადაიკითხა და, ო, რა გულისამაჩუ-
ყებლად საყვარელი, რა ლამაზი ეჩვენა მისი ნაწერი! წუთით და-
ფიქრდა, ემილისკენ შეტრიალდა და ხმამაღლა დაუძახა. ემილი
კედლისკენ პირშებრუნებული იდგა, ეტყობა, უნდოდა ეჩვენები-
ნა, როგორი ზრდილი და მოკრძალებული ყმაწვილი ბრძანდე-
ბოდა!.. იდგა და კედელს ფრჩხილით ჩიჩქნიდა.
სანინმა ისევ დაუძახა ემილს.
ემილმა მაშინვე მიირბინა:
– რას მიბრძანებთ?
– მომისმინეთ, მეგობარო!
– მონსიეურ დიმიტრი! – შეაწყვეტინა ბიჭმა შეწუხებული
ხმით, – თქვენობით რატომ მელაპარაკებით?!
– კარგი, იყოს შენობით! – (ემილი სიხარულისაგან შეხტა) –
ახლა კი კარგად მომისმინე: „იქ“, გესმის, „იქ“ იტყვი, რომ ყვე-
ლაფერს ისე გავაკეთებ, როგორც „ის“ ჩათვლის საჭიროდ.
ემილმა ტუჩები მაგრად მოკუმა და თავი დინჯად დაუქნია.

201 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ ხვალ შენ თვითონ რას შვრები, რას აკეთებ? –
ჰკითხა სანინმა.
– მე? რა გინდათ, რომ გავაკეთო?
– თუ შეძლებ, ხვალ დილით ადრე მოდი, ძალიან ადრე! ხვალ
მე და შენ მთელი დღე ფრანკფურტის შემოგარენში ვისეირნებთ!
რას იტყვი? მოხვალ?
ემილი ისევ შეხტა სიხარულისგან:
– მაგას რა ჯობია! რა შეიძლება თქვენთან ერთად სეირნობა-
ზე უკეთესი იყოს, მოვალ, რა თქმა უნდა, მოვალ!
– რომ არ გამოგიშვან?
– არ გამომიშვან? რატომ?
– მომისმინე, ემილ, ნუ იტყვი, რომ ხვალ მთელი დღე ჩემთან
ერთად იქნები.
– არა, რატომ უნდა ვთქვა?! ავდგები და ეგრევე წამოვალ, რა
დიდი ამბავიც ეგ არის!
ემილი სანინს მოეხვია, მაგრად აკოცა და გაიქცა.
სანინი დიდხანს დააბიჯებდა ოთახში წინ და უკან – უკვე
გვიანი ღამე იყო, დასაძინებლად რომ დაწვა, ისევ თრთოლვის
მომგვრელ იმ ტკბილ განცდებს, ახალი ცხოვრების დაწყების
წინ სიხარულიან გარინდებას მიცემული... იმის გამო, რომ ხვალ
ემილის დაპატიჟება გადაწყვიტა, სანინი გახარებული იყო. „ბიჭი
ძალიან ჰგავს ჯემას, ყოველ წუთში ჯემას გამახსენებს“, – ფიქ-
რობდა.
თუმცა ყველაზე მეტად ის უკვირდა, როგორ შეეძლო, როგორ
დაეთანხმა ფრაუ ლენორეს, რჩევა მიეცა ჯემასთვის?! ასე ეგონა,
ჯემა მთელი თავისი სიცოცხლე უყვარდა! უყვარდა ისე ძალიან,
როგორც ახლა, ამწუთას უყვარს!
მეორე დილას ემილი ტარტალიასთან ერთად, რომელიც ამ-
ჯერად საბელით დაჰყავდა, დილის რვა საათზე გამოცხადდა.
გერმანელი რომ ყოფილიყო, გერმანელი მშობლები რომ ჰყო-
202 მკითხველთა ლიგა
ლოდა, ალბათ მაშინაც ვერ გამოიჩენდა ასეთ პუნქტუალობას.
სახლში შინაურებს ასე უთხრა, საუზმემდე სანინთან ცოტას გა-
ვისეირნებ, მერე პირდაპირ მაღაზიაში წავალო... ვიდრე სანინი
ჩაიცვამდა, ემილმა გაუბედავად ჯემაზე დაუწყო ლაპარაკი, უთ-
ხრა, რომ ჯემასა და ბატონ კლუბერს შორის შელაპარაკება მოხ-
და, მაგრამ სანინმა ამაზე მკაცრი მდუმარებით უპასუხა, ბიჭმა კი
თავი ისე დაიჭირა, ძალიან კარგად მესმის, რატომ არ უნდა შევ-
ხებოდი ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხსო, და აღარაფერი უთ-
ქვამს.
ორმა მეგობარმა – სანინმა და ემილმა – ყავა ერთად და-
ლია, მერე ფრანკფურტთან ახლო მდებარე პატარა, ტყით გარე-
მოცულ სოფელ ჰაუზენისაკენ გზას ფეხით გაუყვნენ. ტაუნუსის
მთაგრეხილი იქიდან ხელისგულივით ჩანდა. იდგა შესანიშნავი
ამინდი, მზე ბრდღვიალებდა, მაგრამ არ აცხუნებდა. მრგვალი,
თეთრი ღრუბლების პატარ-პატარა ჩრდილები მდორედ მიცუ-
რავდა მიწაზე, ადგილიდან ადგილზე ინაცვლებდა, გრილი ნიავი
ნაზად აშრიალებდა ფოთლებს... ახალგაზრდები ქალაქიდან გა-
ვიდნენ და მხნედ, ხალისიანად გაუყვნენ სწორ, გატკეცილ გზას.
მალე ტყეში შევიდნენ, დიდხანს იხეტიალეს, მერე სოფლის სა-
მიკიტნოში გემრიელად ისაუზმეს და იქიდან აღმართს მთისაკენ
აუყვნენ. ერთხანს ბუნების მზერით ტკბებოდნენ, ეს რომ მოს-
წყინდათ, ახლა ზევიდან ქვების დაგორება დაიწყეს. დააგორებ-
დნენ უშველებელ ქვას, შემოჰკრავდნენ ტაშს და უყურებდნენ,
რა უცნაურად, სასაცილოდ მიხტოდა ფერდობზე კურდღელი-
ვით. ასე იყო მანამდე, ვიდრე ქვევიდან ვიღაც კაცმა გაბრაზე-
ბულმა არ გამოლანძღა. ბოლოს დაღლილები მშრალ, იისფერ
ხავსზე წამოწვნენ და კარგა ხანს იყვნენ ასე. კარგად რომ დაის-
ვენეს, ახლა სხვა სამიკიტნოსკენ გასწიეს და ლუდი დალიეს. მე-
რე გასწრებაზე ირბინეს, ვინ უფრო შორს გადახტებაო, დანაძ-
ლევდნენ და შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ეჰ-ეჰ-ეჰ-ჰეიო! – გასძა-
203 მკითხველთა ლიგა
ხოდნენ მთებს, ესაუბრებოდნენ ექოს, ეჭიდებოდნენ ერთმანეთს
და ჭიდაობდნენ კარგა ხანს. მერე დაამტვრევდნენ გვიმრის ტო-
ტებს, ილამაზებდნენ შლაპებს, ის კი არა, ცეკვავდნენ კიდევაც.
ტარტალია, როგორც იცოდა და შეეძლო, ხალისით მონაწილე-
ობდა ყველა ამ თამაშში. მართალია, ქვებს არ ისროდა, მაგრამ
დაგორებულ ქვებს ისიც კოტრიალ-კოტრიალით მისდევდა.
ახალგაზრდები სიმღერას რომ დაიწყებდნენ, ისიც ხმას
ყმუილით ააყოლებდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ლუდსაც კი მიირ-
თმევდა (ეს ერთმა სტუდენტმა, მისმა ყოფილმა პატრონმა ასწავ-
ლა), თუმცა ეტყობოდა, მაინცდამაინც დიდად არ სიამოვნებდა.
უნდა ითქვას, ემილს, თავისი ახლანდელი პატრონის – პანტა-
ლეონისაგან განსხვავებით, თითქმის არ უსმენდა. ემილი რომ
უბრძანებდა, ილაპარაკე ან დააცემინეო, მხოლოდ კუდს გააქი-
ცინებდა, ენას გამოყოფდა და მილივით დაამრგვალებდა.
ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ზოგჯერ საუბრობდნენ კიდე-
ვაც. სეირნობის დასაწყისში სანინმა, როგორც ეს ასაკით უფ-
როსს შეეფერებოდა, საუბარი იმაზე წამოიწყო, რა არის ფატუმი,
ბედისწერა და რა არის ადამიანის მოწოდება. მერე საუბარმა გა-
ცილებით სერიოზული ხასიათი მიიღო. ემილმა თავის მეგობარს
რუსეთზე დაუწყო საუბარი, ეკითხებოდა, როგორ მართავენ იქ
დუელებს, როგორები არიან იქაური ქალები, არიან თუ არა ლა-
მაზები, რამდენად სწრაფად შეიძლება რუსული ენის შესწავლა,
რა იგრძნო მაშინ, როცა იმ ოფიცერმა პისტოლეტი დაუმიზნა?..
სანინი თავის მხრივ ემილს მშობლების, მათი ოჯახური ცხოვრე-
ბის შესახებ ეკითხებოდა, თან ყოველნაირად ცდილობდა, ჯემა
არ ეხსენებინა, თუმცა მხოლოდ მასზე – ჯემაზე ფიქრობდა. არა,
მასზე კი არა, უფრო ხვალინდელ დღეზე, იმ იდუმალებით მო-
ცულ ხვალინდელ დღეზე, რომელიც მას, სანინს, არნახულ ბედ-
ნიერებას უმზადებდა. თხელი, სიფრიფანა, გამჭვირვალე ფარდა
ჩამოშვებულა, ნაზად ირხევა მისი გონების სამზერზე და იმ ფარ-
204 მკითხველთა ლიგა
დის უკან სანინი ხედავს, არა, უფრო გრძნობს ჯერ სულ ახალ-
გაზრდა ღვთაებრივ სახეს, მის თბილ, ალერსიან ღიმილს, შავ,
მოჩვენებითი სიმკაცრით დახრილ წამწამებს, მაგრამ ეს სახე ჯე-
მას კი არა, თავად ბედნიერების ხატებაა!.. და აი, ბოლოს სანი-
ნის საათმაც ჩამოკრა, ფარდა გაქრა, ბაგე გაიპო, წამწამები
აიწია – გამოჩნდა მისი ღვთაება, მასთან ერთად გამოანათა
მზისდარმა სინათლემ, ზღვარდაუდებელმა სიხარულმა!.. სანინი
ხვალინდელ დღეზე ფიქრს ეძლევა, სული მოლოდინის გულის-
წამღებ სევდაში იძირება...
მაგრამ არ აწუხებს ეს მოლოდინი, არ ამძიმებს ეს სევდა.
მართალია, ის ყოველ მის მოძრაობას თან სდევს, თუმცა ხელს
არ უშლის, ემილთან ერთად ახლა უკვე მესამე სამიკიტნოში
გემრიელად ისადილოს. მხოლოდ ხანდახან თუ გაკრთება ელ-
ვასავით მის გონებაში: „ახლა, ამქვეყნად ვინმემ... დიახ, ვინმემ
რომ იცოდეს...“ ხელს არც იმაში უშლის, სადილის შემდეგ
ემილთან ართურმა ითამაშოს... თამაშობდნენ გაშლილ, მწვანე
მინდორზე და როგორ გაოცდა, როგორ შეცბა, როცა თვალი
გააყოლა ტარტალიას – რომელმაც ფეხები განზე გადგა და
გაავებული ყეფით ბალახზე წამოწოლილ ემილს ჩიტივით გადა-
აფრინდა, – და მწვანედ მობიბინე მინდვრის ბოლოს მოულოდ-
ნელად ორი ოფიცერი დაინახა, რომელთაგან ერთი მისი მოწი-
ნააღმდეგე – ბატონი ფონ დონგოფი იყო, ხოლო მეორე – დონ-
გოფის სეკუნდანტი, ბატონი რიხტერი... ორივეს თვალებზე მი-
ნის ნატეხები მიედო, მისკენ იყურებოდნენ და იცინოდნენ. სა-
ნინმა წამოიწია, ძირს დაგდებული პალტო აიღო, სწრაფად ჩაიც-
ვა, ემილს ნაწყვეტ-ნაწყვეტ რაღაც უთხრა, ემილმაც ქურთუკში
მკლავები სწრაფად გაუყარა და წავიდნენ...
ფრანკფურტში რომ დაბრუნდნენ, უკვე ძალიან გვიან იყო.

205 მკითხველთა ლიგა


– სახლში, ვიცი, გამიჯავრდებიან, მაგრამ არა უშავს, სამა-
გიეროდ, ისეთი არაჩვეულებრივი დღე იყო, ისეთი საუცხოო... –
თქვა ემილმა.
სასტუმროში სანინს ჯემას წერილი დაუხვდა. სწერდა, იმ სა-
ჯარო ბაღებს შორის, რომლებიც მთელ ფრანკფურტს გარს არ-
ტყია, ხვალ დილის შვიდი საათისთვის ერთ-ერთში შეხვედრო-
და.
გული როგორ აუძგერდა, როგორი გახარებული იყო! ო,
ღმერთო! ღმერთო დიდებულო! რას არ ჰპირდებოდა, რა სიხა-
რულს არ უქადდა ეს საოცარი, ერთადერთი, წარმოუდგენელი
და გარდაუვალი ხვალინდელი დღე!
წერილი ლამის შეჭამა თვალებით. წერილის ბოლოში ჯემას
სახელის პირველი ასო გ-ს გრძელმა, დატალღულმა, ლამაზმა
კუდმა მისი ნატიფი თითები გაახსენა და ერთხელაც არ შევხები-
ვარ მის იმ ლამაზ თითებს ბაგითო, გაიფიქრა...
„იტალიელი ქალები, მათზე გავრცელებული ხმების მიუხედა-
ვად, მორცხვები და თავშეკავებულები არიან... ჯემა ხომ მით უფ-
რო! დედოფალია, ქალღმერთია... მარმარილოსავით სუფთა და
ხელუხლებელი!..“ – ფიქრობდა იგი გუნებაში.
იმ ღამეს ფრანკფურტში იყო ერთი ბედნიერი ადამიანი... იმ
ადამიანს ღრმა ძილით ეძინა, თუმცა შეეძლო საკუთარ თავზე
პოეტის ეს სიტყვები ეთქვა:
„მე მძინავს, მაგრამ ჩემს გულს, მგრძნობიარეს, არ სძი-
ნავს...“
და თრთოდა კიდევაც მისი გული – ყვავილს მიმტკბარი, ზაფ-
ხულის მზის სხივებში მოლივლივე ფარვანას ფრთებივით.

206 მკითხველთა ლიგა


27
სანინმა იმ დილას ხუთ საათზე გაიღვიძა, ექვსზე უკვე ჩაცმუ-
ლი იყო, შვიდის ნახევარზე კი ჯემას წერილში მითითებული ბა-
ღის არცთუ გრძლად გაჭიმულ ხეივანში დააბიჯებდა.
წყნარი დილა იყო, თბილი, ნაცრისფერი. ზოგჯერ ასე ეგონა,
სადაცაა გაწვიმდებაო ან იქნებ უკვე წვიმდა კიდევაც და სანინმა
ხელი გასწია, მოსინჯა, მაგრამ არა, არ წვიმდა. მხოლოდ სახე-
ლოზე კრთოდა აქა-იქ წვიმის უწვრილესი მძივებივით პაწაწა
წვეთები. ქარი თითქოს არც ყოფილაო, თითოეული ბგერა, გა-
ფაჩუნება ისმოდა. მოშორებით თანდათან მძიმედ წვებოდა სქე-
ლი, მოთეთრო ორთქლი, ჰაერში რეზედისა და თეთრი აკა-
ციების სურნელი ტრიალებდა.
ჯიხურები ჯერ ისევ დაკეტილი იყო, მაგრამ ქუჩაში კანტიკუნ-
ტად უკვე გამოჩნდნენ ფეხით მოსიარულეები. იშვიათად თუ ჩა-
ივლიდა თითო-ოროლა კარეტა კაკუნით... ბაღში მოსეირნეების
ჭაჭანება არ იყო. მებაღე ნიჩბით აუჩქარებლად ასუფთავებდა
ბილიკებს. ხეივანში ვიღაც დაჩაჩანაკებულმა, შავლაბადიანმა
დედაბერმა კოჭლობით ჩაიარა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს
საპყარი დედაბერი თუნდ წამით მაინც ჯემა ჰგონებოდა, მაგრამ
გულმა მაინც ფანცქალი დაუწყო და შავ ლაქას, რომელიც სულ
უფრო შორდებოდა, თვალი გააყოლა.
– ნუთუ არ მოვა?! – გაიფიქრა გუნებაში და სიცივემ მთელ
ტანში დაუარა... თრთოლამ და სიცივემ კიდევ ერთხელ შეაკ-
რთო მისი სხეული, მაგრამ ამჯერად მიზეზი სრულიად განსხვა-
ვებული იყო – უკნიდან ბილიკზე მსუბუქი ნაბიჯების, ქალის სა-
მოსის ჩუმი შრიალი გაიგონა და მიტრიალდა – ის იყო, ჯემა
იყო!
ჯემაც იმ ბილიკით მოდიოდა.

207 მკითხველთა ლიგა


ეცვა მონაცრისფრო მანტილია, ეხურა პატარა შავი შლაპა.
სანინს რომ გაუსწორდა, ერთი შეხედა, თავი მიატრიალა და წინ
სწრაფად გასწია.
– ჯემა! – ჩაილაპარაკა სანინმა ძლივს გასაგონად.
ჯემამ თავი ოდნავ დაუქნია და გზა განაგრძო.
სანინი უკან გაჰყვა. ძლივს სუნთქავდა, მუხლი ეკვეთებოდა.
ჯემამ ფანჩატურს ჩაუარა, მარჯვნივ გაუხვია, ჩაუარა პატარა
მრგვალ აუზს (აუზში ბეღურა ჭყუმპალაობდა, ფრთებს აფარ-
თხუნებდა), შევიდა მაღალი, ტოტებგაშლილი იასამნების ტევ-
რში და სკამზე ჩამოჯდა. უჰაერო, მყუდრო, ჩახუთული ადგილი
იყო.
მივიდა სანინი და გვერდით დაუჯდა.
გავიდა ერთი წუთი. არც ერთს ხმა არ ამოუღია, სიტყვა არ
დაუძრავს. ჯემა არ უყურებდა, არც სანინი უყურებდა სახეში,
მხოლოდ ხელებზე დასჩერებოდა – ჯემას ხელში პატარა ქოლგა
ეჭირა... რა ეთქვა ისეთი, რაც თავისი მნიშვნელობით ასე დილა-
ადრიანად, ასე ერთად, ასე განმარტოებით, ერთმანეთთან ასე
ახლო ყოფნის ტოლფასი იქნებოდა.
– არ მიბრაზდებით? – უთხრა ბოლოს სანინმა.
ძნელია ახლა ამაზე უფრო სულელური რამ ეთქვა და ამას მა-
შინვე თვითონაც მიხვდა...
ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, სიჩუმე დაძლეული იყო.
– მე?! რატომ? არა! – უპასუხა ჯემამ.
– და, გჯერათ ჩემი? – ჰკითხა ისევ სანინმა.
– ის, რაც მომწერეთ?
– დიახ.
ჯემამ თავი დახარა, არაფერი უპასუხა, ქოლგა ხელიდან
გაუვარდა, მაგრამ, ვიდრე ბილიკზე დაეცემოდა, სწრაფად
დაიჭირა.

208 მკითხველთა ლიგა


– აჰ, დამიჯერეთ, დაიჯერეთ ის, რასაც გწერდით, – წამოიძა-
ხა სანინმა, სადღა იყო მისი შიში და მორიდება! – თუ ქვეყნად
სიმართლე არსებობს, უდავო სიმართლე, ეს ის სიმართლეა, რა
სიმართლითაც მე თქვენ მიყვარხართ... მიყვარხართ... მიყვარ-
ხართ მთელი გატაცებით, მთელი გულითა და სულით, მთელი
ჩემი არსებით!.
ჯემამ წამით ირიბად გადმოხედა და ქოლგა ისევ ხელიდან
გაუვარდა.
– დამიჯერეთ ჯემა, დამიჯერეთ! – იმეორებდა სანინი, ემუდა-
რებოდა, ხელებს მისკენ იწვდიდა, მაგრამ მიკარებას ვერ ბედავ-
და, – რა გინდათ, რა გავაკეთო... რა გავაკეთო ისეთი, რომ და-
გარწმუნოთ?
ჯემამ ისევ შეხედა, წუთით იყუჩა და დაიწყო:
– მითხარით, მონსიეურ დიმიტრი, სამი დღეც არ არის მას
შემდეგ, რაც ჩემთან მოხვედით, რათა დაგერწმუნებინეთ, რომ...
თუმცა, როგორც ჩანს, მანამდე ჯერ კიდევ აზრზეც არ იყავით,
არაფერს გრძნობდით...
– ვგრძნობდი! – აიტაცა სანინმა, – ვგრძნობდი, მაგრამ ვერ
ვაცნობიერებდი... დაგინახეთ თუ არა, მაშინვე შეგიყვარეთ,
თუმცა უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა... მით უმეტეს, გავიგე,
რომ უკვე საქმრო გყავდათ... რაც შეეხება დედათქვენის დავა-
ლებას, ჯერ ერთი, უარი როგორ მეთქვა? მე ყველაფერი ისე მო-
გიყევით, მგონი უნდა გაგეგოთ, მიხვედრილიყავით...
ამ დროს მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და ჯმუხი, საკმაოდ ჩაფ-
სკვნილი, მხარზე საკვოიაჟგადაკიდებული მამაკაცი ხეივნიდან
გამოვიდა, გზად გავლილი მოგზაურის მოურიდებლობით სკამზე
მჯდომი წყვილი აათვალიერ-ჩაათვალიერა, ხმამაღლა ჩაახვე-
ლა და გზა განაგრძო – როგორც ჩანს, უცხოელი იყო.
– დედათქვენმა, – გააგრძელა სანინმა, როგორც კი ნაბიჯის
ხმა მიწყდა, – მითხრა, რომ უარს სკანდალი მოჰყვებოდა (ჯემამ
209 მკითხველთა ლიგა
წარბი შეკრა), რომ ნაწილობრივ მეც ვიქნებოდი ამაში დამნაშა-
ვე ჩემი გამუდმებული, არცთუ მისაღები საუბრებითა და აზრე-
ბით... და გარკვეულწილად ვალდებული ვიყავი, დამერწმუნები-
ნეთ, რომ უარი არ გეთქვათ თქვენი საქმროსათვის – ბატონი
კლუბერისთვის.
– მონსიეურ დიმიტრი, – თქვა ჯემამ და იმ მხარეს, საითაც სა-
ნინი იჯდა, თმაზე ხელი გადაისვა, – გეთაყვა, ნუ ეძახით ბატონ
კლუბერს ჩემს საქმროს, მისი ცოლი არასოდეს გავხდები, მე მას
უარი ვუთხარი.
– უარი? როდის?!
– გუშინ.
– პირადად მას უთხარით უარი?
– დიახ, პირადად... ჩემთან, სახლში... გუშინ ის ჩვენთან იყო.
– ჯემა, გიყვარვართ?
ჯემა მისკენ მოტრიალდა:
– ეს რომ არა, მოვიდოდი დღეს აქ ამ დილაუთენია? –
წაიჩურჩულა და ორივე ხელი სკამზე დაუშვა.
სანინმა ხელისგულები დაუკოცნა, მისი ხელი ხელში აიღო,
ჯერ თვალებზე, მერე ბაგეზე მაგრად მიიხუტა და გაიფიქრა: –
„აი, როდის აიხადა ის ფარდა, წუხელ რომ მესიზმრა! აი, ის ბედ-
ნიერება, აი ის შუქმფინარი ხატება!“
თავი ასწია და ჯემას შეხედა – პირდაპირ, გაბედულად! ჯემა
როგორღაც ქვევიდან ზევით უყურებდა. ნახევრად დახუჭული,
მსუბუქი, ნეტარი ცრემლით სავსე თვალები უციმციმებდა, სახე
ღიმილის შუქით ჰქონდა განათებული. არა, ეს ღიმილი კი არა,
სიცილი იყო, ისეთივე ნეტარი, ოღონდ უხმო სიცილი.
უნდოდა გულში ჩაეკრა, მაგრამ ჯემა ოდნავ გადაიხარა და იმ
უხმო სიცილით სახეგაბრწყინებულმა უარის ნიშნად თავი გააქ-
ნია – მისი სიხარულით გაბრწყინებული, ბედნიერების შუქჩამ-
დგარი თვალები თითქოს ამბობდნენ:
210 მკითხველთა ლიგა
„მოითმინე, ჯერ მოითმინე!“
– ო, ჯემა! – იყვირა სანინმა, – ვიფიქრებდი განა, შემიყვა-
რებდი როდისმე! – დღეს ჯემას პირველად მიმართა შენობით!
„შენო!“ – დღეს პირველად წარმოთქვეს მისმა ბაგეებმა და
გულმა სიამოვნებისგან ძგერა დაუწყო.
– არც მე ველოდი ამას, – ჩაილაპარაკა ჩუმად ჯემამ.
– ვიფიქრებდი განა, – განაგრძო სანინმა, – შემეძლო განა
წარმომედგინა, როცა ფრანკფურტში მოვდიოდი, როცა აქ მხო-
ლოდ რამდენიმე საათით ვაპირებდი დარჩენას, აქ მთელი ჩემი
ცხოვრების ბედნიერებას ვპოვებდი?!
– ნუთუ მართალს ამბობთ? – ჰკითხა ჯემამ.
– დიახ! მთელი ჩემი ცხოვრების... საუკუნო, სამარადისო
ბედნიერებას!
სკამთან, სადაც ისინი ისხდნენ, ორიოდე ნაბიჯზე უცებ მება-
ღემ ნიჩაბი ააფხაკუნა.
– წავიდეთ, – წასჩურჩულა ჯემამ, – შინ ერთად წავიდეთ,
კარგი?
ეს კი არა, ამწუთას რომ ეთქვა, ზღვაში გადავარდიო, არც კი
დაფიქრდებოდა, სიტყვასაც არ დაამთავრებინებდა, ისე გადაეშ-
ვებოდა სანინი კისრისტეხით უფსკრულში!
და ერთად გავიდნენ ბაღიდან, ერთად გასწიეს ქალაქის გა-
რეუბნით შინისაკენ.

211 მკითხველთა ლიგა


28
სანინი ხან გვერდით მიჰყვებოდა, ხან უკან, თვალს წუთითაც
არ აცილებდა და იღიმებოდა... ჯემაც ხან აუჩქარებდა ნაბიჯს,
ხან ჩერდებოდა, ეტყობა, ორივე ძალიან ღელავდა. სანინს ფერი
არ ედო სახეზე, ჯემას მღელვარებისაგან წითლად ალეწვოდა
სახე. წინ ბურანში მყოფებივით მიიწევდნენ. ის, რაც ორიოდე
წუთის წინ ჩაიდინეს, მიძღვნა იყო, საკუთარი გულის მეორე ადა-
მიანისათვის მიძღვნა, ამაღლებული, მღელვარე და საოცარი!..
მათ ცხოვრებაში ყველაფერი უცებ თავდაყირა დადგა, გონზე
მოსვლა ვერც ერთმა მოასწრო, ვერც მეორემ, ორივეს იმ ღა-
მეული ქარიშხლის მსგავსი განცდა დაუფლებოდა, რომელმაც
იმ ღამეს თავი კინაღამ ერთმანეთის მკლავებში ამოაყოფინა,
ლამის ერთმანეთს ჩაახუტა! სანინი მიდიოდა და გრძნობდა,
რომ ჯემას ახლა სულ სხვა თვალით უყურებდა, მის თითოეულ
მოძრაობასა და სიარულში ბევრ რამეს სრულიად განსხვავე-
ბულს, განსაკუთრებულს ხედავდა და, ო, ღმერთო! რა ძვირფა-
სი, რა საყვარელი იყო ეს მშვენიერი გოგონა მისთვის!.. ჯემაც
გრძნობდა მის ამ ახალ, განსხვავებულ მზერას და გული სიხა-
რულით ევსებოდა.
სანინიც და ჯემაც პირველად იყვნენ შეყვარებულები, პირვე-
ლად განიცდიდნენ სიყვარულის ამ სასწაულებრივ ზემოქმედე-
ბას... პირველი სიყვარული ხომ რევოლუციაა! რევოლუცია, რო-
მელიც მშვიდ, ერთფეროვან ცხოვრებას ყვავილივით მშვენიერ-
სა და ფერადოვანს ხდის! შეყვარებული ყმაწვილი ბარიკადებ-
ზეა შემდგარი, მაღლა, ჰაერში ფრიალებს მისი კაშკაშა ბაირაღი
და წინ რაც უნდა ელოდეს – სიკვდილი თუ ახალი, სულ სხვა, გა-
ნახლებული ცხოვრება – ყველას და ყველაფერს აღტაცებული
ეგებება.

212 მკითხველთა ლიგა


– ეს ჩვენი მოხუცი ხომ არ არის?! – თქვა სანინმა და თითი
გზად მიმავალი იმ ადამიანისკენ გაიშვირა, რომელიც შორიახ-
ლო ფეხაკრეფით მიიპარებოდა, თითქოს ცდილობს გვერდით
შეუმჩნევლად ჩაიაროსო.
მას, სანინს, ამ დიდ, უსაზღვრო ნეტარებაში ჩაძირულს, ჯე-
მასთან საუბარი არა სიყვარულზე – ეს წმიდათაწმიდა საქმე მათ
შორის უკვე გადაწყვეტილი იყო – არამედ სხვა რამეზე უნდოდა.
– ჰო, ეს პანტალეონეა, – უპასუხა ბედნიერებით სახეგაბ-
რწყინებულმა ჯემამ, – ეტყობა, სახლიდან ფეხდაფეხ გამოგვყვა.
ჯერ კიდევ გუშინ მთელი დღე თვალი არ მოუცილებია, თი-
თოეულ ჩემს ნაბიჯს ზომავდა... ჩვენი მოხუცი პანტალეონე, ეტ-
ყობა, უკვე ყველაფერს ხვდება.
– ჰო, ეტყობა, ყველაფერს ხვდება! – აღტაცებულმა
გაიმეორა სანინმა – ან კი ჯემას ისეთი რა უნდა ეთქვა, მის ნათ-
ქვამს აღტაცებაში არ მოეყვანა!
მერე სთხოვა, ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა, დაწვრილებით
მოეთხრო.
ჯემამ მაშინვე მოყოლა დაიწყო, ჩქარობდა, ეშლებოდა,
ერთს ამოიოხრებდა, გაიღიმებდა და შეხედავდა სანინს გაბ-
რწყინებული თვალებით. უყვებოდა, დედა როგორ ცდილობდა
დაეთანხმებინა, რაიმე მისთვის სასიკეთო ეთქმევინებინა და
როგორ დამშვიდდა, როცა დაჰპირდა, სამ დღეში ყველაფერს
გაცნობებ ჩემი გადაწყვეტილების შესახებო... როგორ დაიყო-
ლია, ამ სამ დღეს არაფერი ეთქვა ამაზე და რა ძნელი აღმოჩნდა
ეს დედასთვის... ამ განცდებში იყო, რომ ბატონი კლუბერი გამო-
ეცხადა, ზედმეტად გახამებულ-გაკრიალებული და უფრო თავ-
დაჭერილი, ვიდრე ოდესმე, გამოთქვა თავისი გულისტკივილი
უცნობი რუსის იმ დიდად შეურაცხმყოფელი (ზუსტად ასე თქვა),
არასაპატიო და გაუმართლებელი საქციელის გამო. მან თქვენი
დუელი იგულისხმა, მოითხოვა, თქვენთვის ჩვენს სახლში
213 მკითხველთა ლიგა
სიარულის ნება არ მოგვეცა, თქვა, რომ ეს მის ღირსებას
შეურაცხყოფდა და დასძინა: – „რაო, ვითომ მე თვითონ არ შე-
მეძლო ჩემი საცოლე დამეცვა – (გამოაჯავრა ჯემამ მის ხმასა და
მანერას) – თუ ამას საჭიროდ ჩავთვლიდი? ხვალ მთელი ფრან-
კფურტი გაიგებს, თქვენ გამო უცხო ადამიანმა ოფიცერთან
დუელი როგორ გამართა... ეს ხომ თავის მოჭრაა, ეს ხომ ჩემი
სირცხვილია, ჩემი სახელისა და ღირსების შელახვაა!..“ დედა
ეთანხმებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ! მაგრამ აქ მე უცებ გამო-
ვუცხადე, რომ ტყუილად ღელავს თავის სახელსა და ღირსებაზე,
ტყუილად შეურაცხმყოფს თავისი ამგვარი ლაპარაკით, ვი-
ნაიდან მე მისი საცოლე აღარ ვარ და არც არასოდეს ვიქნები!..
გამოგიტყდებით, მინდოდა ჯერ თქვენ დაგლაპარაკებოდით,
ვიდრე საბოლოოდ ვეტყოდი უარს, მაგრამ რახან მოვიდა, მეც
თავი ვეღარ შევიკავე. დედას ისე შეეშინდა, ყვირილიც კი დაიწ-
ყო, მაგრამ მეორე ოთახში გავედი და ბატონ კლუბერს ნიშნო-
ბის ბეჭედი გამოვუტანე (ის ბეჭედი თითიდან ორი დღის წინ რომ
მოვიხსენი, ეტყობა, არც კი შეგინიშნავთ). ძალიან განაწყენდა,
თუმცა იმის გამო, რომ მეტისმეტად თავმოყვარე და ამპარტავა-
ნი ბრძანდება, ბევრი აღარაფერი უთქვამს, ადგა და ხმისა-
მოუღებლად წავიდა. ცხადია, დედას გამო ბევრის მოთმენა მო-
მიწია, თუმცა, რომ ვუყურებდი, როგორი გამწარებული და და-
დარდიანებული იყო, ისიც კი ვიფიქრე, ცოტა ხომ არ ვიჩქარე-
მეთქი. მაგრამ მე ხომ ხელთ შენი ბარათი მქონდა, თუმცა ის,
რომ კლუბერს ცოლად არ გავყვებოდი, ეს უკვე მანამდეც მქონ-
და გადაწყვეტილი.
– ესე იგი, იცოდით, რომ მიყვარდით?
– დიახ, ვიცოდი...
ასე კი ლაპარაკობდა, მაგრამ ვინმეს მათკენ მომავალს ან
გვერდით ჩავლილს თუ დაინახავდა, უცებ დაიბნეოდა, გაიღი-

214 მკითხველთა ლიგა


მებდა და გაჩუმდებოდა. სანინი აღტაცებული უსმენდა, მისი
ხმით ისევე ტკბებოდა, როგორც გუშინ მისი ნაწერის ყურებით.
– დედა ძალიან დადარდიანებულია, – დაიწყო ისევ ჯემამ,
ლაპარაკობდა სწრაფად, შეუჩერებლივ, – ვერ წარმოედგინა,
რომ შეიძლებოდა, შემძულებოდა კლუბერი, რომ მე მას სიყვა-
რულის გამო კი არა, დედას დაბეჯითებით თხოვნის გამო მივ-
ყვებოდი ცოლად. დედა თქვენზე... შენზე ეჭვობს. უფრო სწო-
რად, დარწმუნებულია, რომ შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენ!.. ეს
უფრო იმიტომ სჯერა და იმიტომ უფრო განიცდის, რომ ჯერ კი-
დევ სამი დღის წინ მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მოსვლია,
ისიც კი დაგავალა, დაგერწმუნებინე, კლუბერისთვის ცოლობა-
ზე უარი არ მეთქვა. დავალება მართლაც უცნაური იყო! ხომ
ასეა? ახლა ის თქვენ... შენ... რა სიტყვებით აღარ გამკობს, ეშმა-
კი, გაიძვერა ადამიანიაო... ამბობს, რომ მოატყუეთ, იმედი გა-
უცრუეთ – რახან მე ასე მომატყუა, შენც აუცილებლად მოგატყუ-
ებსო, – მარწმუნებს.
– ჰო, მაგრამ, ჯემა, – წამოიყვირა სანინმა, – არ უთხარით,
რომ...
– არაფერიც არ მითქვამს! რა უფლება მქონდა, როცა ამის
შესახებ თქვენთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, თქვენ გარე-
შე, აბა, რა უნდა მეთქვა.
სანინმა ტაში შემოკრა:
– ჯემა, იმედი მაქვს, ახლა მაინც გამოუტყდები და მიმიყვან
მასთან. მინდა დავუმტკიცო დედაშენს, რომ მატყუარა არ ვარ.
მადლიერებისაგან, მოზღვავებული სიყვარულისაგან სანინს
გული ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა.
ჯემა თვალებგაფართოებული შეჰყურებდა:
– მართლა გინდათ? მართლა წამოხვალთ ჩემთან ერთად დე-
დასთან?! მასთან, ვინც თავდაჯერებით მარწმუნებდა, რომ ჩვენ
ერთად ვერასოდეს ვიქნებით, რომ ეს სრულიად შეუძლებელია,
215 მკითხველთა ლიგა
რომ ეს არასოდეს მოხდება?! – ამბობდა ჯემა, მაგრამ იყო ერთი
სიტყვა, რომლის წარმოთქმას ვერ ბედავდა – სიტყვა, რომელიც
ტუჩებს სწვავდა და რომელიც სანინმა მით უფრო დიდზე დიდი
სიამოვნებით წარმოთქვა:
– ჯემა, ის, რომ ჩემი ცოლი გახდე, ამაზე დიდი ბედნიერება,
ამაზე დიდი ნეტარება ჩემთვის არ არსებობს! მხოლოდ იმაზე
ვოცნებობ, როდის ვიქორწინებთ, ჯვარს როდის დავიწერთ...
მართლაც რომ უსაზღვრო, უკიდეგანო იყო მისი სიყვარული,
მისი მადლიერება, მისი გადაწყვეტილების სიმტკიცე.
სანინის ამ სიტყვებზე ჯემა წუთით შეჩერდა და წინ ისე მონ-
დომებით, სწრაფად გასწია, თითქოს უნდოდა, გაჰქცეოდა ამ
დიდ, მოულოდნელ ბედნიერებას.
მაგრამ უცებ შეცბა, მუხლი მოეკვეთა – მოსახვევში, მისგან
რამდენიმე ნაბიჯზე, ახალ შლაპასა და ბეკეშში გამოწყობილი,
ისარივით სწორი და პუდელივით თმახუჭუჭა ბატონი კლუბერი
გამოჩნდა, ჯემასა და სანინის დანახვაზე როგორღაც ჩაიფრუტუ-
ნა და ამაყად თავაღერილი პირდაპირ მათკენ წამოვიდა. სანინი
ჯერ დაიბნა, მაგრამ შეხედა კლუბერს სახეში, რომელიც რამდე-
ნადაც შეეძლო ცდილობდა, დამცინავი გაოცების, ის კი არა, თა-
ნალმობის, სამძიმრის გამომეტყველება მიეღო. შეხედა მის ღაჟ-
ღაჟა, უხამს სახეს და უცებ სიბრაზემ მოიცვა.
ჯემამ ხელზე ხელი მოჰკიდა, ყოფილ საქმროს სახეში შეხედა
და ხელი მშვიდად, თავდაჯერებით გაუწოდა... კლუბერმა თვა-
ლები მოჭუტა, აიწურა, გვერდით სწრაფად გაიწია. სიმღერის
ჩვეულებრივი დასასრულიაო (დას ალტე ენდე ვომ ლიედე!),
ჩაიბურდღუნა და გზა ისევ თავაწეულმა გააგრძელა.
– რაო, რა გითხრა მაგ არამზადამ? – ჰკითხა ჯემას სანინმა,
უნდოდა, გამოჰკიდებოდა კლუბერს, მაგრამ ჯემამ შეაჩერა,
მკლავში ხელი გაუყარა და მასთან ერთად შინისკენ ასე ხელ-
გაყრილი წავიდა.
216 მკითხველთა ლიგა
უკვე როზელის საკონდიტროსთან იყვნენ მისულები, რომ ჯე-
მა ერთხელ კიდევ შეჩერდა:
– დიმიტრი, მონდიეურ დიმიტრი, ჩვენ ჯერ სახლში არ შევ-
სულვართ, დედა არ გვინახავს, არ დავლაპარაკებივართ... თუ
გინდათ, კიდევ დაფიქრდით, ცოტა კიდევ იფიქრეთ... დიმიტრი,
თქვენ ჯერ ისევ თავისუფალი ხართ.
პასუხად სანინმა მისი ხელი გულზე მაგრად მიიხუტა და გზა
ასე გულში ხელჩახუტებულმა განაგრძო.
– დედა, – უთხრა ჯემამ, როცა სანინთან ერთად იმ ოთახში
შევიდა, სადაც ფრაუ ლენორე იჯდა, – აი, მოგიყვანეთ ჩემი ნამ-
დვილი საქმრო!

217 მკითხველთა ლიგა


29
ჯემას რომ ეთქვა, ჩემთან ერთად ქოლერა ან სიკვდილი მო-
ვიყვანეო, ფრაუ ლენორე ალბათ ამაზე უფრო სასოწარკვეთილი
არ შეხვდებოდა ამ ამბავს. მაშინვე კედლისაკენ პირშებრუნებუ-
ლი კუთხეში მიჯდა და ატირდა – ისე მოთქვამდა, როგორც რუსი
დედაკაცი ქმრის ან შვილის კუბოსთან. თავიდან ჯემა ისე აღელ-
და, ისე დაიბნა, იდგა შუა ოთახში ქანდაკებასავით და დედასთან
მიახლოებას ვერ ბედავდა. სანინიც ისე იყო დაბნეული, ლამის
თვითონაც ატირებულიყო – ფრაუ ლენორე ხომ მთელი ერთი
საათი გაუჩერებლივ ტიროდა! პანტალეონემ – წავალ, საკონ-
დიტროს გარეთა კარს დავკეტავ, უცხო არავინ შემოვიდეს, კი-
დევ კარგი, ჯერ ისევ ადრიანი დილააო. ბერიკაცი ამ ამბით ძა-
ლიან გაოცებული იყო, ყოველ შემთხვევაში, ვერ გაეგო, ჯემა და
სანინი ასე რატომ ჩქარობდნენ, თუმცა არც მათი განსჯა უნდო-
და, პირიქით, თუ საჭირო გახდებოდა, მზად იყო, დაეცვა და დახ-
მარებოდა კიდევაც – კლუბერი მას ისედაც თვალში არასოდეს
მოსდიოდა...
სამაგიეროდ, ემილი თავს დისა და მეგობრის შუამავლად
თვლიდა და დიდად გახარებული იყო, ყველაფერი ასე ჩინებუ-
ლად რომ აეწყო. ვერ გაეგო, დედა თავს ასე რატომ იკლავდა,
ამიტომაც გუნებაში ახლა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, ქალები,
საუკეთესოებიც კი, იმის გამო იტანჯებიან, მიხვედრის სათანადო
უნარი არ გააჩნიათო! ყველაზე ცუდ დღეში მაინც სანინი იყო.
როგორც კი მიუახლოვდა, ფრაუ ლენორე ხმამაღლა აღრიალ-
და, თან ხელებით იგერიებდა, თავიდან იშორებდა და ოდნავ მო-
შორებით მდგარი სანინი რამდენჯერმე ამაოდ შეეცადა, ეყვირა:
– თქვენი ქალიშვილის ხელს გთხოვთ!.. – ფრაუ ლენორე
თავს უფრო იმის გამო იდანაშაულებდა, როგორ შემეძლო,

218 მკითხველთა ლიგა


აქამდე როგორ ვერაფერი დავინახე, ასეთი ბრმა როგორ ვიყა-
ვი, როგორ ვერაფერს მივხვდიო.
– ჩემი ჯიოვანი ბატისტა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე ხომ
არ მოხდებოდა! – იმეორებდა და ცრემლებს აღვარღვარებდა.
„ღმერთო, რა არის, რას ჰგავს ეს?! ეს ხომ სისულელეა ბო-
ლოსა და ბოლოს!“ – ფიქრობდა სანინი და ვერც თვითონ ბე-
დავდა ჯემასთვის შეეხედა, ვერც ჯემა ბედავდა მისკენ გამოხედ-
ვას. სამაგიეროდ, ცდილობდა, დედის გარშემო ეტრიალა, დაემ-
შვიდებინა, თუმცა ფრაუ ლენორე შვილს ახლოსაც არ იკარებ-
და.
ბოლოს ქარიშხალი როგორც იქნა ჩაცხრა, ფრაუ ლენორე
უკვე აღარ ტიროდა, შვილს უფლება მისცა, იმ კუთხიდან გამო-
ეყვანა, ფანჯარასთან დივანზე დაესვა და ერთი ჭიქა ფორთოხ-
ლის წვენი დაელევინებინა. სანინზე კი ისევ ჯიუტად იმეორებდა:
– „არ მომიახლოვდეს, ო, არა, არ მომეკაროს“. ოღონდ ოთახში
ყოფნის ნება მაინც დართო, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ ამის გა-
გონებაც არ უნდოდა, ოთახიდან გავიდეს, მოშორდესო!.. წეღან-
დელივით არც ლაპარაკს უშლიდა, ხმა არ ამოიღოო, აღარ აჩუ-
მებდა. სანინმა ამით დაუყოვნებლივ ისარგებლა და ძალიან
მჭევრმეტყველური სიტყვა წარმოთქვა. ისე, რომ ბოლოს, რო-
გორც იქნა, საშუალება მიეცა, თავისი გადაწყვეტილება რაც შე-
იძლება დამაჯერებლად, მგზნებარედ გამოეხატა. ეთქვა, თუ რა
დიდი სიყვარულით უყვარს ჯემა, რომ მისი გადაწყვეტილება
ყველაზე სუფთა და გულწრფელია, ხოლო მისი სიყვარული „სე-
ვილიელ დალაქში“ ალმავივის სიყვარულზე უფრო დიდი და
მგზნებარეა. თუმცა არც ამ გადაწყვეტილების „არახელსაყრე-
ლობა“ დაუმალავს ფრაუ ლენორესათვის, უთხრა, რომ არა-
ხელსაყრელი ეს მხოლოდ ერთი შეხედვით იყო. მართალია, უც-
ხოელია, სულ რაღაც ორიოდე დღეა, რაც იცნობენ და ბევრი
არაფერი იციან მისი პიროვნების, ქონებისა და არც მისი შესაძ-
219 მკითხველთა ლიგა
ლებლობების შესახებ, მაგრამ მზად არის, ყველანაირად დაამ-
ტკიცოს, ყველა საბუთი წარმოადგინოს, რომ ძალიან წესიერი,
პატიოსანი ადამიანია, რომ არც უქონელი არის... იმედი აქვს,
ჯემა მასთან ბედნიერი იქნება და იმასაც შეძლებს, რაც შეიძლე-
ბა გაუადვილოს თავისიანებთან განშორება...
მისმა ამ ერთმა სიტყვამ ლამის ყველაფერი თავდაყირა
დააყენა. განშორებაო?! ფრაუ ლენორე შეშფოთდა, აწრიალდა
და სანინი შეეცადა გამოესწორებინა თავისი შეცდომა – განშო-
რება ძალიან ხანმოკლე იქნება, ის კი არა, შეიძლება საერთო-
დაც არ იყოსო!
სანინის მჭევრმეტყველებას ამაოდ არ ჩაუვლია. ფრაუ ლე-
ნორემ ყურადღებით დაუწყო ყურება, თუმცა ჯერ ისევ უგუნებოდ
ბრძანდებოდა, თან არც საყვედურებს აკლებდა, ერთი კია, ად-
რინდელივით, ისეთი ზიზღითა და გაბრაზებით აღარ უყურებდა,
მის გვერდით დაჯდომის ნებაც დართო (ჯემა მეორე მხარეს ეჯ-
და), თან საყვედურობდა, ოღონდ თვალებით კი არა, როგორც
მაშინ, არამედ ჩვეულებრივ, სიტყვით, რაც იმას ნიშნავდა, რომ
გული ცოტა მოულბა. ბუზღუნებდა, ჩიოდა, წუწუნებდა, მაგრამ
ისეთი გაღიზიანებული აღარ იყო. თანდათან შეკითხვებზეც გა-
დავიდა, ხან ქალიშვილს ეკითხებოდა რაღაცას, ხან სანინს. მას
ახლა იმის ნებაც კი დართო, ხელზე ხელი მოეკიდა და კარგა
ხანს იყვნენ ასე ხელჩაკიდებულები. მერე ისევ ატირდა, თუმცა
ახლა სულ სხვაგვარი ცრემლებით. ბოლოს მოწყენით გაიღიმა
და ინანა, ჯიოვანი ბატისტა ახლა მათ გვერდით რომ არ იყო,
მაგრამ ეს სიტყვებიც უკვე სხვაგვარად, სხვა განწყობით იყო
ნათქვამი... გაიარა კიდევ ორიოდე წუთმა და ორივე დამნაშავეს
– სანინსაც და ჯემასაც – თავი მის მუხლებზე ედო და ფრაუ ლე-
ნორე ხან ერთს უსვამდა თავზე ხელს, ხან მეორეს. გავიდა კიდევ
ერთი წუთი. დედას ორივე უკვე გულიანად კოცნიდა, რომ ოთახ-
ში სახეგაბრწყინებულმა ემილმა შემოირბინა და ისიც მათ
220 მკითხველთა ლიგა
შეუერთდა. ოთახში პანტალეონემაც შემოიხედა, ჯერ გაიცინა,
მერე შუბლი შეიკრა, ასეთივე შუბლშეკრულმა საკონდიტროს-
კენ გასწია და გზად მის მიერ საგულდაგულოდ ჩაკეტილი გარე-
თა კარი გააღო.

221 მკითხველთა ლიგა


30
ფრაუ ლენორე საკმაოდ სწრაფად გადავიდა ჯერ სასოწარ-
კვეთილებიდან სევდაზე, მერე სევდიანი განწყობიდან „წყნარ
რეზინიაციაზე“, მაგრამ „ბედის ეს უდრტვინველი მორჩილება“
მალე ჩუმ კმაყოფილებად იქცა, რომელსაც ზრდილობის კვა-
ლობაზე, რაც შეეძლო მალავდა, თუმცა სანინი გაცნობის პირ-
ველსავე დღეს მოეწონა და იმაში, რომ მალე იგი მისი სიძე გახ-
დებოდა, რაიმე განსაკუთრებულს ან არასასიამოვნოს ვერა-
ფერს ხედავდა. ეგ არის, თავს ლამის მოვალედ თვლიდა, კვლა-
ვაც შეენარჩუნებინა ნაწყენი ადამიანის გამომეტყველება. უფრო
სწორად, ნაწყენის კი არა, ზრუნვით შეურვებული ადამიანისა,
ვინაიდან, ის, რაც ამ ბოლო დღეებში ხდებოდა, მართლაც, მე-
ტისმეტად უჩვეულო იყო... ფრაუ ლენორე, როგორც გამოცდი-
ლი ქალი, როგორც დედა, თავს მოვალედ თვლიდა, რაც შეიძ-
ლება ბევრი შეკითხვა დაესვა, რათა უკეთესად გამოეცადა სანი-
ნი.
აქამდე ჯემასთან რომ მოდიოდა დილაადრიანად, სანინს აზ-
რადაც არ მოსვლია, ცოლად ვითხოვო, ამაზე მაშინ ნამდვილად
არ ფიქრობდა, ახლა კი შეიძლება ითქვას, სრული მზადყოფნი-
თა და მთელი გატაცებით შევიდა თავის ახალ, ანუ საქმროს
როლში და ფრაუ ლენორეს ყველა კითხვაზე ზუსტად, საფუძ-
ვლიანად და სიამოვნებით პასუხობდა... როცა დარწმუნდა, ჩემი
მომავალი სიძე ნამდვილი შთამომავლობითი აზნაურიაო (თუმ-
ცა, ცოტა გაუკვირდა კიდევაც – კი, მაგრამ, თავადი არ არი-
სო?!), ფრაუ ლენორემ სერიოზული სახე მიიღო და სასიძო „გა-
აფრთხილა“, რომ მასთან გულახდილი იქნებოდა, ყოველგვარი
ცერემონიების გარეშე, ვინაიდან ამას დედის წმიდათაწმიდა მო-
ვალეობა აიძულებს! რაზეც სანინმა უპასუხა, რომ სხვაგვარად

222 მკითხველთა ლიგა


არც შეიძლებოდა ყოფილიყო და თვითონაც დაბეჯითებით
სთხოვა, არ დაენდო, ყველაფერი ზუსტად გამოეკითხა.
მაშინ ფრაუ ლენორემ შენიშნა: – ბატონი კლუბერის (ამ სახე-
ლის წარმოთქმისას ენა დაება, ამოიოხრა და ტუჩები მაგრად
მოკუმა), ჯემას ყოფილი საქმროს შემოსავალი ახლა უკვე რვა
ათასი გულდენია და ეს შემოსავალი ყოველწლიურად სწრაფად
იზრდება, ამიტომაც მაინტერესებს, რა შემოსავალი აქვს ბატონ
სანინსო?
– რვა ათასი გულდენი! – გაიმეორა სანინმა გაბმით, – ჩვენი
ფულით, ანუ ასიგნაციებით ეს თხუთმეტი ათასი მანეთია... ჩემი
შემოსავალი, რა თქმა უნდა, ამდენი არ არის, გაცილებით ნაკ-
ლებია... ტულის გუბერნიაში პატარა მამული მაქვს... კარგად
მოწყობილი მეურნეობის შემთხვევაში შეიძლება... არა, შეიძ-
ლება კი არა, აუცილებლად მოგვცემს ათს თუ არა, ხუთ ან ექვსი
ათასს მაინც... ხოლო სამსახურს თუ დავიწყებ, ხელფასი დაახ-
ლოებით ორი ათასამდე მექნება.
– რუსეთში?! – წამოიძახა ფრაუ ლენორემ, – ესე იგი, გამო-
დის, გათხოვების შემდეგ ჩემი შვილი ჩემთან აღარ იქნება?!
– რატომ? მუშაობა შემიძლია დიპლომატიურ ნაწილში და-
ვიწყო, – შეაგება სიტყვა სანინმა, – მაქვს ამისთვის გარკვეული
კავშირები... ასეთი სამსახურის შემთხვევაში აუცილებლად საზ-
ღვარგარეთ მომიწევს ცხოვრება... ეს თუ არა, არის სხვა სა-
შუალებაც და შეიძლება გაცილებით უკეთესი – გავყიდი ჩემს მა-
მულს და მიღებულ კაპიტალს რაიმე სასარგებლო საქმისთვის
გამოვიყენებ, მაგალითად, თქვენი საკონდიტროს გაუმჯობესე-
ბისათვის...
სანინი გრძნობდა, სისულელეს ამბობდა, მაგრამ შეხედავდა
ჯემას, რომელიც მას მერე, რაც ფრაუ ლენორესთან საუბარი და-
იწყო, წამოდგებოდა წამდაუწუმ, გაივლიდა ოთახში, ისევ დაჯ-
დებოდა, მერე ისევ წამოდგებოდა და მისთვის – სანინისთვის
223 მკითხველთა ლიგა
აღარავითარი დაბრკოლება აღარ არსებობდა, მზად იყო, ყვე-
ლაფერი მოემოქმედა, ოღონდ ასე არ ენერვიულა ჯემას.
– დიახ, ბატონ კლუბერსაც უნდოდა, საკონდიტროს სრულ-
ყოფისათვის გარკვეული თანხა ჩაედო, – თქვა მცირეოდენი
ყოყმანის შემდეგ ფრაუ ლენორემ.
– დედა, ღვთის გულისთვის! დედიკო! – წამოიძახა ჯემამ იტა-
ლიურად.
– ამაზე, ჩემო შვილო, წინასწარ და დროულად არის საჭირო
ლაპარაკი, – უპასუხა ფრაუ ლენორემაც იტალიურად, მერე ისევ
სანინს მიუბრუნდა და ახლა ის ჰკითხა, როგორი იყო რუსეთში
ქორწინების კანონი, ხომ არ ექნებოდა რაიმე დაბრკოლება, კა-
თოლიკე ქალისა და მართლმადიდებელი მამაკაცის ქორწინე-
ბას, ვთქვათ, ისე, როგორც ეს პრუსიაშია? (იმ დროისთვის, ანუ
ორმოციან წლებში გერმანიას ჯერ ისევ კარგად ახსოვდა უთან-
ხმოება პრუსიის ხელისუფლებასა და კიოლნის არქიეპისკო-
პოსს შორის შერეული ქორწინების თაობაზე.) ხოლო როცა
ფრაუ ლენორემ სანინისგან მოისმინა, რომ მისი ქალიშვილი
რუს მამაკაცზე გათხოვების შემდეგ აზნაურის წოდებას მიიღებ-
და, ერთგვარი კმაყოფილებაც გამოთქვა, მაგრამ მაინც ჰკითხა:
– ამისთვის ხომ ჯერ რუსეთში მოგიწევთ გამგზავრება?
– რატომ?
– როგორ თუ რატომ? ხომ უნდა მიიღოთ უფლება თქვენი ხე-
ლისუფლებისგან?
სანინმა აუხსნა, რომ ეს საჭირო არ იყო... თუმცა ქორწინების
წინ ცოტა ხნით შეიძლება მომიწიოს რუსეთში გამგზავრება (ამ
სიტყვების წარმოთქმაზე სანინს გული მტკივნეულად შეეკუმშა,
ჯემას შეხედა, თვითონაც გაწითლდა და თავი ჩაღუნა), რათა
სამშობლოში ყოფნით ვისარგებლო და მამულის გაყიდვის საქ-
მე მოვაგვარო... ყოველ შემთხვევაში, საჭირო თანხას იქიდან
აუცილებლად ჩამოვიტანო.
224 მკითხველთა ლიგა
– გთხოვთ, იქიდან მანტილიისთვის საუკეთესო ასტრახანუ-
ლი კრაველი ჩამომიტანოთ, ამბობენ, იქ კრაველი ძალიან კარ-
გი და იაფია! – სთხოვა ფრაუ ლენორემ.
– დიდი სიამოვნებით, აუცილებლად! თქვენც და ჯემასაც.
– მე კი ვერცხლის ძაფით მოქარგული ტარსიკონის ქუდი! –
თავი გამოყო მეზობელი ოთახიდან ემილმა.
– რა თქმა უნდა... პანტალეონეს კი ფეხსაცმელებს ჩამოვუ-
ტან.
– არა, რას ბრძანებთ, რა საჭიროა! – თქვა ფრაუ ლენორემ,
– ჩვენ ახლა სერიოზულ საქმეზე ვლაპარაკობთ... აი, კიდევ რა,
– დასძინა „საქმიანმა მანდილოსანმა“, – თქვენ ამბობთ, მა-
მულს გავყიდიო, მაგრამ, როგორ? ესე იგი, გლეხებიც უნდა გა-
ყიდოთ?
სანინს თითქოს თავში ლოდი ჩასცხესო. გაახსენდა, ქალბა-
ტონ როზელის და მის ქალიშვილს ბატონყმობის დროს ბატონის
უფლებებზე საუბრისას როგორ უთხრა, მასში ეს რა საშინელ აღ-
შფოთებასა და გულისწყრომას იწვევდა, როგორ არწმუნებდა,
ჩემს გლეხებს არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ გავყი-
დი, ვინაიდან ამგვარი საქციელი უზნეობად მიმაჩნიაო.
– შევეცდები ჩემი მამული იმას მივყიდო, ვისაც კარგ ადა-
მიანად ვთვლი, ვისაც კარგი მხრიდან ვიცნობ, – თქვა სანინმა
სხაპასხუპით, – ისიც შეიძლება, გლეხებმა თვითონ მოინდომონ
თავის გამოსყიდვა.
– ეგ ყველაზე უკეთესი იქნება, – დაეთანხმა ფრაუ ლენორე,
– თორემ ცოცხალი ადამიანების გაყიდვა...
– ბარბარი! – ჩაიბურდღუნა პანტალეონემ, რომელიც კარში
ემილის შემდეგ გამოჩნდა, თავი გადააქნია და წავიდა.
– საშინელებაა! – თქვა სანინმაც და ჯემას ჩუმად გადახედა,
მაგრამ ჯემამ ეტყობა, ვერ გაიგო მისი ნათქვამი და რახან ვერ
გაიგო, არა უშავსო, გაიფიქრა.
225 მკითხველთა ლიგა
ასე გრძელდებოდა „საქმიან-პრაქტიკული“ საუბარი ფრაუ
ლენორესა და სანინს შორის თითქმის სადილობამდე...
ბოლოს ფრაუ ლენორე უკვე აბრეშუმივით იყო, სანინს ახლა
დიმიტრის ეძახდა, თითს ალერსიანად უქნევდა და ამ ეშმაკო-
ბისთვის სამაგიეროს გადახდით ემუქრებოდა... დაწვრილებით
გამოჰკითხა ნათესავების შესახებაც, ვინაიდან მისი აზრით, „ა-
მასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს!..“ მოსთხოვა, აეწერა,
როგორი იყო რუსულ ეკლესიაში ჯვრისწერის წესები და უკვე წი-
ნასწარ ხედავდა თეთრ კაბაში გამოწყობილ ქალიშვილს თავზე
ოქროს გვირგვინით.
– მე ხომ დედოფალივით ლამაზი შვილი მყავს! დედოფა-
ლიო? არა, ასეთი ლამაზი დედოფალიც არ არის! – თქვა ფრაუ
ლენორემ ამაყად.
– დიახ, მეორე ჯემა ამქვეყნად ჯერ არ დაბადებულა! – მხარი
აუბა სანინმა.
– ჰოდა, ამიტომაცაა ჯემა! (ჯემა იტალიურად თვალ-
მარგალიტს ნიშნავს.)
ჯემა დედას გადაეხვია, კოცნა დაუწყო – ჩანს, მხოლოდ ახლა
ამოისუნთქა თავისუფლად, მხოლოდ ახლა მოეშვა, როგორც
იქნა, გულზე.
სანინმა კი თავი ისე ბედნიერად იგრძნო, გული ისეთი ბავ-
შვური სიხარულით აევსო იმის გაფიქრებაზე, რომ აი, უკვე აუხ-
და ის სანუკვარი ოცნება, რამაც გული ბედნიერებით აუვსო.
მთელი მისი არსება ისე აზავთდა, ისე მოიცვა სიხარულმა, რომ
სასწრაფოდ საკონდიტროსკენ გასწია; უნდოდა ახლაც ისე დამ-
დგარიყო დახლთან, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ, მე ახლა
ამის სრული უფლება მაქვს, უკვე ამ ოჯახის წევრი ვარო!
მართლაც, დადგა დახლთან და ივაჭრა – ორ გოგონას თითო
გირვანქა კანფეტის ნაცვლად ორ-ორი გირვანქა აუწონა, რაშიც
თითოეულს მხოლოდ ნახევარი ფასი გამოართვა.
226 მკითხველთა ლიგა
სადილობისას, როგორც ჯემას ოფიციალური საქმრო, უკვე
მის გვერდით იჯდა. ფრაუ ლენორე ისევ თავის „პრაქტიკულ მო-
საზრებებში“ იყო გართული... ემილი სულ იცინოდა და სანინს –
რუსეთში წამიყვანეო, – სთხოვდა... გადაწყდა, სანინი რუსეთში
ორი კვირის შემდეგ გაემგზავრებოდა... მხოლოდ პანტალეონე
დადიოდა შუბლშეკრული, ხოლო როცა ფრაუ ლენორემ უსაყვე-
დურა – ამასთან სეკუნდანტიც ბრძანდებოდიო! პანტალეონემ
შუბლქვემოდან ამრეზილმა გამოხედა.
ჯემას ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მაგრამ მისი
სახე არასოდეს ყოფილა ასეთი გაბრწყინებული და მშვენიერი...
ნასადილევს ჯემამ სანინი ბაღში გაიყვანა, იმ სკამთან მივი-
და, სადაც სამი დღის წინ ალუბალს არჩევდა და ეუბნება:
– დიმიტრი, ჩემზე არ გაბრაზდე, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა
შეგახსენო, რომ არ მინდა ამ ყველაფრის გამო თავი შეზღუდუ-
ლად იგრძნო.
სანინმა სიტყვა არ დაამთავრებინა.
ჯემამ თავი გააქნია და მაინც გააგრძელა:
– ხოლო იმის შესახებ, რაც დედამ თქვა – ხომ გახსოვს, სარ-
წმუნოების თაობაზე რომ ამბობდა, ჰოდა, აი...
ამ სიტყვებით ძოწის ჯვარი, რომელიც კისერზე წვრილი ზონ-
რით ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრად მოქაჩა, ზონარი გაწყვიტა
და ჯვარი სანინს გაუწოდა:
– თუ მე შენი ვარ, მაშინ შენი სარწმუნოება ჩემი სარწმუ-
ნოებაცაა.
სანინი ჯემასთან ერთად სახლში რომ შევიდა, თვალები ისევ
ცრემლიანი ჰქონდა.
საღამოს ყველაფერმა ჩვეულებრივი სახე მიიღო, ცხოვრება
ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, იმდენად, რომ ყველამ ერთად ტრე-
სეტეც კი დიდი ხალისითა და სიამოვნებით ითამაშა.

227 მკითხველთა ლიგა


31
მეორე დღეს სანინმა ძალიან ადრე გაიღვიძა. ახლა ის ადა-
მიანური ბედნიერების ზენიტში იყო, მაგრამ ამით გამოწვეული
მღელვარება კი არა, იმაზე ფიქრი არ აძინებდა, როგორ გაეყი-
და მამული, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ხელსაყრე-
ლად! თავში ათასნაირი გეგმა უტრიალებდა, თუმცა გადაწყვე-
ტით ჯერ ვერაფერს იტყოდა.
ცოტა რომ დამშვიდებულიყო, სახლიდან გავიდა. ვიდრე ჯე-
მასთან მივიდოდა, უნდოდა მამულის გაყიდვის თაობაზე ყველა-
ფერი უკვე ზუსტად სცოდნოდა.
„ნეტავ ვინ მიდის ჩემ წინ კოჭლობით, რყევა-რყევით, ვინ
არის ეს ზონზროხა, სქელფეხება, თუმცა რიგიანად ჩაცმულ-
დახურული კაცი? სად მინახავს ეს ფართო ზურგი, უკისრო, ზედ
მხრებზე დადგმული ქერა, ხშირთმიანი თავი, სქელი, დონდლო,
უსიცოცხლოდ ჩამოკიდებული მკლავები? ნუთუ პოლოზოვია?
ჩემი სკოლის ამხანაგი, რომელიც აგერ უკვე ხუთი წელია, რაც
თვალითაც არ მინახავს“, – გაიფიქრა სანინმა და ფეხს აუჩქარა,
წინ გაუსწრო, ახლა წინიდან შეხედა: დიდი, უფერული სახე, ღო-
რივით წვრილი, პატარა თვალები, თეთრი წარბები, ასეთივე
უფერული წამწამები, უხეში, უწვერულვაშო შიშველი ნიკაპი,
მჟავე, უსიცოცხლო გამომეტყველება, მოკლე, ნოღა ცხვირი და
მსხვილი, მიწებებულივით ტუჩები... იპოლიტ პოლოზოვი! ის
არის, ზუსტად ის არის!.. „ნეტავ ისევ ჩემი ვარსკვლავი ხომ არ
მეხმარება?“ – გაუელვა გონებაში.
– პოლოზოვ! იპოლიტ სიდორიჩ! ნუთუ შენ ხარ?!
კაცმა თავი ასწია, თავისი პატარა, ღორის თვალებით
მიაჩერდა, წუთით იყუჩა, მერე თავისი მსხვილი, მიწებებულივით
ტუჩები გახსნა და ხრინწიანი ფალცეტით წარმოთქვა:
– დიმიტრი სანინი?!
228 მკითხველთა ლიგა
– დიახ, ზუსტად დიმიტრი სანინი გახლავარ! – წამოიძახა სა-
ნინმა და ხელი ჩამოართა. ლაიკის ვიწრო, ფერფლისფერ ხელ-
თათმანებში გამოკვართული ხელები პოლოზოვს სქელი, მსუქა-
ნი ბარძაყების აქეთ-იქით ისევ ისე უღონოდ ჰქონდა დაშვებუ-
ლი, – დიდი ხანია აქ ხარ? საიდან ჩამოხვედი, სად ხარ გაჩერე-
ბული?
– გუშინ ჩამოვედი ვისბადენიდან, – უპასუხა ზანტად პოლო-
ზოვმა, – აქ ცოლისთვის საჩუქრების საყიდლად ვარ, დღესვე
უკან, ვისბადენში ვბრუნდები.
– შენ ხომ ცოლიანი ხარ! ამბობენ, ნამდვილი მზეთუნახა-
ვიაო.
პოლოზოვმა გვერდზე გაიხედა:
– ჰო, ამბობენ.
სანინმა გაიცინა.
– ვხედავ, ისევ ისეთი ხარ, ისევ ის იპოლიტ პოლოზოვი...
ისევ ისეთი ფლეგმატური და ზანტი, როგორიც პანსიონში იყავი.
– რატომ უნდა შევცვლილიყავი?
– ამბობენ, შენი ცოლი, გარდა იმისა, რომ ულამაზესია, ძა-
ლიან მდიდარიც ყოფილა, – თქვა სანინმა და „ამბობენ“-ზე ხმას
აუწია.
– ჰო, ამასაც ამბობენ.
– კი, მაგრამ, იპოლიტ სიდორიჩ, ამას ისე ამბობ, თითქოს
ცოლი კი არა, ვიღაც იყოს და მისი არაფერი გაინტერესებდეს!
– მე, ძმაო, დიმიტრი... პავლოვიჩ? ჰო, პავლოვიჩ!.. ცოლის
საქმეში არ ვერევი.
– არ ერევი? არანაირ საქმეში?
– არა, ძმაო, არანაირ საქმეში. ის თავისთვის არის, მე – ჩემ-
თვის.
– ახლა სად მიდიხარ? – ჰკითხა სანინმა.

229 მკითხველთა ლიგა


– ახლა არსადაც არ მივდივარ, ვდგავარ აგერ ქუჩაში და შენ
გელაპარაკები. მაგრამ, როგორც კი შენთან საუბარს მოვრჩები,
წავალ სასტუმროში და ვისაუზმებ.
– გინდა, წამოვიდე, მხარი აგიბა?
– ამას საუზმეზე ამბობ?
– დიახ.
– დამდე პატივი, ერთად ჭამა გაცილებით სასიამოვნოა. ისე,
ბევრი ლაპარაკი ხომ არ გიყვარს?
– არა, არ მგონია.
– ჰოდა, მაშინ კარგი.
პოლოზოვის ტუჩები ისევ ერთმანეთს შეეწება და აქოშინე-
ბულმა წინ აქეთ-იქით რწევითა და ძუნძულით გასწია. წავიდა
მასთან ერთად სანინიც. გაოცებული იყო, ვერ წარმოედგინა,
გონებიდან არ ამოსდიოდა, როგორ შეეძლო, როგორ მოახერხა
ამ ყეყეჩმა, ხელში როგორ ჩაიგდო ლამაზი და მდიდარი ქალი,
მაშინ როცა თვითონ არც მდიდარია, არც ჭკვიანი და არც ლამა-
ზი – განა ეს სასწაული არ არის?! პანსიონში ყველა დონდლოდ
და გამოშტერებულად თვლიდა, ღორმუცელად და ძილისგუ-
დად, ზედმეტ სახელად „დორბლიანს“ ეძახდნენ...
„თუ ამისი ცოლი ასეთი მდიდარია (როგორც ამბობენ, ვიღაც
მეიჯარე-შემსყიდველის ქალიშვილი ყოფილა), იქნებ ჩემი მამუ-
ლი შეისყიდოს? მართალია, ამბობს, ცოლის საქმეებში არ ვერე-
ვიო, მაგრამ ამას, აბა, რა უნდა დაუჯერო!.. ისე, ფასს შესაფე-
რისს დავადებ, სარფიანსა და ხელსაყრელს. ვითომ რატომ არ
უნდა ვცადო? იქნებ აქაც ჩემი ვარსკვლავი დამეხმაროს?.. ვცდი,
აუცილებლად ვცდი!..“
პოლოზოვმა სანინი ფრანკფურტის ერთ ყველაზე საუკეთესო
სასტუმროში მიიყვანა, სადაც, ცხადია, საუკეთესო ნომერი ეკა-
ვა. მაგიდებსა და სკამებზე უამრავი სურათი, უამრავი შეკვრა და
ყუთი იყო დახვავებული...
230 მკითხველთა ლიგა
– ეს ყველაფერი, ჩემო ძმაო, მარია ნიკოლაევნასთვისაა (ასე
ერქვა იპოლიტ სიდორიჩის ცოლს), – თქვა პოლოზოვმა, სავარ-
ძელში ჩაჯდა, უჰ, რა სიცხეაო, ჰალსტუხი შეიხსნა, ობერკელნე-
რი გამოიძახა, საუზმე შეუკვეთა და უბრძანა:
– ერთ საათში კარეტა მზად უნდა იყოს, გესმით, ზუსტად ერთ
საათში!
ობერკელნერმა, რომელსაც ნამდვილი ფარისევლის გამო-
მეტყველება ჰქონდა, თავი მდაბლად დაუკრა და მონურად მორ-
ჩილი უსიტყვოდ გაეცალა.
პოლოზოვმა ჟილეტი გაიხსნა. მარტო იმითაც, წარბები რო-
გორ აზიდა, როგორ ხვნეშოდა და ცხვირს როგორ ჭმუხნიდა, აშ-
კარად ჩანდა, საუბარი მისთვის შემაწუხებელი იქნებოდა – ეტ-
ყობა, ღელავდა, სანინი ხომ არ მაიძულებს, ვილაპარაკო, ენა
არ გავაჩერო, ან იქნებ თვითონ ილაპარაკოს გაუჩერებლადო.
სანინი მიხვდა, რა განწყობაზეც ბრძანდებოდა მისი მეგობა-
რი და დიდად არ შეუწუხებია შეკითხვებით. მხოლოდ იმ კითხვე-
ბით შემოიფარგლა, რომლის მიხედვითაც გაიგო, რომ ორი წე-
ლი თურმე ულანების პოლკში მსახურობდა (წარმოგიდგენიათ,
ულანების ანუ ცხენოსნების პოლკში! შეიძლება მოკლე მუნდირ-
შიაც კი იყო გამოწყობილი!).
ცოლი სამი წლის წინ შეურთავს. ის და მისი მეუღლე მეორე
წელია თურმე საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ცოლი რაღაც ავად-
მყოფობის გამო აქ, ვისბადენში მკურნალობს, მაგრამ მალე პა-
რიზში აპირებენ გამგზავრებას...
თავის მხრივ, არც სანინს უთქვამს თავისი ცხოვრების შესა-
ხებ ბევრი არაფერი, არც თავის წარსულ ცხოვრებაზე, არც მო-
მავალზე, პირდაპირ მთავარზე გადავიდა, უთხრა, რომ მამულის
გაყიდვას აპირებდა.
პოლოზოვი გაჩუმებული უსმენდა, მხოლოდ ხანდახან კარის-
კენ თუ გაიხედავდა, საიდანაც საუზმე უნდა შემოეტანათ. ბო-
231 მკითხველთა ლიგა
ლოს ორმა მსახურმა და ობერკელნერმა რამდენიმე ვერცხლის
ხუფიანი ლანგრით საუზმე შემოიტანეს.
– გავყიდიო, ამას იმ მამულის შესახებ ამბობთ, რომელიც
ტულის გუბერნიაშია? – ჰკითხა პოლოზოვმა, მაგიდას მიუჯდა
და პერანგის საყელოში ხელსახოცი ჩაიფინა.
– დიახ.
– ჰო, ვიცი, შენი მამული ეფრემოვის მაზრაშია.
– ის მამულიც თუ იცი, რომელიც ალექსეევკაში მაქვს? –
ჰკითხა სანინმა და ისიც მაგიდას მიუჯდა.
– ვიცი, როგორ არა, – თქვა პოლოზოვმა და პირი ტრიუფე-
ლიანი ერბოკვერცხით გამოიტენა, – მარია ნიკოლაევნას, ჩემს
ცოლს, შენი ალექსეევსკის მეზობლად მამული აქვს... კელნერ,
გახსენი ეს ბოთლი!.. კარგი მიწაა, ოღონდ გლეხებმა ტყე
მთლიანად გადაჭრეს... მამულს რატომ ყიდი?
– ფული მჭირდება, ძმაო. იაფად გავყიდი... აი, შენ რომ გეყი-
და...
პოლოზოვმა ერთი ჭიქა ღვინო გადაჰკრა, ხელსახოცით პირი
მოიწმინდა, ჭამა ისევ ნელა, ხმაურიანად განაგრძო და ეუბნება:
– ჰოო? არა, მე მამულებს არ ვყიდულობ, კაპიტალი არ მაქ-
ვს.ერთი ეგ კარაქი მომიცურე!.. დაელაპარაკე, შეიძლება ჩემმა
ცოლმა იყიდოს, ოღონდ, ძვირად თუ არ გაყიდი... ის არაფერს
თაკილობს... ესენი, ეს გერმანელები ხომ ასეთი ვირები არიან!
რიგიანად თევზის მოხარშვაც არ იციან, მაშინ როცა, აბა, ამაზე
ადვილი რა არის!.. თან ლაპარაკობენ, ფატერლანდი უნდა გა-
ერთიანდესო... კელნერ, მოაშორეთ ეს ნაგავი!
– ნუთუ შენი ცოლი თვითონ განკარგავს მთელ მეურნეობას?
– ჰკითხა სანინმა.
– თვითონ... აი, კატლეტი კი მართლაც, გემრიელია, რეკო-
მენდაციას ვუწევ... დიმიტრი პავლოვიჩ, ქალის საქმეებში ჩარე-
ვას არც შენ გირჩევ, – ამბობდა და თან პირს აწკლაპუნებდა.
232 მკითხველთა ლიგა
– ჰო, მაგრამ, იპოლიტ სიდორიჩ, როგორ უნდა დაველაპა-
რაკო?
– როგორ და, ძალიან უბრალოდ. წადით, დიმიტრი პავლო-
ვიჩ, ვისბადენში, აქედან შორს არ არის... კელნერ, გაქვთ აქ ინ-
გლისური მდოგვი? არა?! პირუტყვები!.. ოღონდ, დროზე უნდა
დაელაპარაკოთ, ზეგ აქედან უკვე მივდივართ... მოიცა, ჭიქას
აგივსებ, საუკეთესო ღვინოა.
როგორც ყოველთვის, ჭამის დროს პოლოზოვს სახე გა-
მოუცოცხლდა, გაწითლდა.
– მართალი გითხრა, არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, –
ჩაილაპარაკა სანინმა.
– შენ რა, ცეცხლი ხომ არ გიკიდია?
– საქმეც ის არის, რომ მიკიდია.
– დიდი თანხა გჭირდება?
– დიახ... არ ვიცი, როგორ გითხრა... მოკლედ, ცოლს ვირ-
თავ.
პოლოზოვმა პირთან მიტანილი სირჩა ისევ მაგიდაზე დადგა:
– ცოლს ირთავ?! – თქვა გაოცებისგან ხმაჩახლეჩილმა და
თავისი მსუქანი ხელები მუცელზე დაიწყო, – ასე მოულოდნე-
ლად?
– დიახ.
– საცოლე, რა თქმა უნდა, რუსეთშია?
– არა, რუსეთში არ არის.
– მაშ სად არის?
– აქ, ფრანკფურტშია.
– კი, მაგრამ, ვინ არის?!
– გერმანელია. არა, უფრო სწორად, იტალიელი, ოღონდ
აქაური მცხოვრები...
– მდიდარია?
– არა, არ არის მდიდარი.
233 მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, ძალიან გიყვარს?..
– დიდი სასაცილო კაცი ხარ!.. დიახ, ძალიან მიყვარს...
– ფულიც ამისთვის გჭირდება?
– ჰო, რა თქმა უნდა.
– პოლოზოვმა ღვინო დალია, პირში წყალი გამოივლო, ხე-
ლები დაიბანა, პირსაწმენდით საგულდაგულოდ შეიმშრალა,
სიგარა ამოიღო და გააბოლა. სანინი გაჩუმებული მისჩერებო-
და.
– არის ერთი გამოსავალი, – წაიბურტყუნა ბოლოს პოლო-
ზოვმა, თავი უკან გადააგდო, პირიდან სიგარის ბოლი წვრილ
ნაკადად გამოუშვა, – მიდი ჩემს ცოლთან. თუ მოინდომა, მაგ
შენს გაჭირვებას ერთი შებერვით ააორთქლებს.
– მერედა, სად? სად ვნახო შენი ცოლი, ამბობ, ზეგ აქედან
მივდივართო?
პოლოზოვმა თვალები დახუჭა.
– იცი, რას გეტყვი, – თქვა მან ბოლოს და ამოისუნთქა, თან
პირში სიგარას ატრიალებდა, – წადი ახლა სახლში, სწრაფად
გამოეწყვე და მოდი. ერთ საათში ვისბადენში მივდივარ, ჩემი
კარეტა დიდია, მე წაგიყვან... ასე აჯობებს... მანამდე ცოტას წა-
ვიძინებ – წესად მაქვს, დავლევ თუ არა, ცოტა უნდა დავიძინო...
ბუნება თავისას თხოულობს და მეც არ ვეწინააღმდეგები, ჰოდა,
ნურც შენ შემიშლი ხელს.
სანინი დაფიქრდა, უცებ თავი ასწია და ეუბნება:
– კარგი, თანახმა ვარ, გმადლობ... პირველის ნახევარზე აქ
ვიქნები, ორივენი ერთად წავალთ ვისბადენში. იმედი მაქვს, არ
გაგვიბრაზდება შენი ცოლი.
მაგრამ პოლოზოვს უკვე ეძინა. ნუ მაღვიძებო, წაიბურტყუნა,
ფეხები გააქნ-გამოაქნია და ისევ ჩვილივით ჩაეძინა.

234 მკითხველთა ლიგა


სანინმა დახედა მის ზორზოხა ტანს, თავს, კისერს, ვაშლივით
მრგვალ ნიკაპს, ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა და ჯემასთვის
ამ ამბის მოსაყოლად როზელის საკონდიტროსკენ გასწია.

235 მკითხველთა ლიგა


32
ჯემა დედასთან ერთად საკონდიტრო ოთახში დახვდა. ფრაუ
ლენორე წელში მოხრილი იდგა, ხელში პატარა დასაკეცი საზო-
მი ეჭირა და ფანჯრებს შორის მანძილს ზომავდა. სანინის დანახ-
ვაზე წელში გასწორდა, გაიმართა და ოდნავ დაბნეული მხიარუ-
ლად მიესალმა.
– გუშინდელი თქვენი სიტყვების შემდეგ, – დაიწყო ფრაუ
ლენორემ, – თავში სულ ის აზრი მიტრიალებს, როგორ გავაუმ-
ჯობესოთ ჩვენი მაღაზია. აი აქ, ვფიქრობ, ორ პატარა კარადას
დავდგამთ, იცით, ახლა ეს მოდაშია, კიდევ...
– შესანიშნავია, შესანიშნავი! – შეაწყვეტინა სანინმა, – ეს
ყველაფერი ჯერ კარგად უნდა მოვიფიქროთ... მაგრამ მინდა რა-
ღაც გითხრათ, – სანინმა ფრაუ ლენორესა და ჯემას მკლავში ხე-
ლი გაუყარა და მეორე ოთახში გაიყვანა. ფრაუ ლენორე აღელ-
და, ხელიდან სანტიმეტრი გაუვარდა, ჯემაც ცოტა შეშფოთდა,
მაგრამ სანინს სახეში შეხედა და დამშვიდდა – მას, მართალია,
შეფიქრიანებული, თუმცა მხნე, ხალისით სავსე გამომეტყველე-
ბა ჰქონდა. მერე ორივე ქალს სთხოვა, დამსხდარიყვნენ, თვი-
თონ მათ წინ დადგა და ხელების ქნევით ყველაფერს დაწვრი-
ლებით მოჰყვა... თქვა, სად და როგორ შეხვდა პოლოზოვს, მა-
მულის გაყიდვაზე როგორ ჩამოვარდა ლაპარაკი და დასძინა:
– ამის თაობაზე მის ცოლთან მოსალაპარაკებლად პოლო-
ზოვთან ერთად ვისბადენში უნდა წავიდე. საქმე ისე კარგად შეტ-
რიალდა, შეიძლება რუსეთში წასვლა საერთოდ აღარ მომიწი-
ოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა! დაქორწინებითაც
შეგვიძლია იმაზე ადრე დავქორწინდეთ, ვიდრე ვვარაუდობდი.
– ვისბადენში როდის უნდა წახვიდეთ? – ჰკითხა ჯემამ.
– დღესვე, ერთი საათის შემდეგ, ჩემმა ამხანაგმა კარეტა უკ-
ვე იქირავა.
236 მკითხველთა ლიგა
– წერილს ხომ მოგვწერთ?
– რა თქმა უნდა! დაველაპარაკები იმ ქალს თუ არა, მაშინვე.
– ამბობთ, ის ქალი ძალიან მდიდარიაო? – ჰკითხა პრაქტი-
კულმა ფრაუ ლენორემ.
– ძალიან! მამამისი მილიონერი იყო, რაც ჰქონდა, ყველაფე-
რი ქალიშვილს დაუტოვა.
– მხოლოდ მაგას?! გამოდის, ეგ ქალი თქვენი ბედნიერების
საწინდარი ყოფილა. ოღონდ, იცოდეთ, იაფად არ მიჰყიდოთ!
იყავით კეთილგონიერი, მტკიცედ დადექით, ნუ გაგიტაცებთ და
ნუ მოგხიბლავთ პირველივე შემოთავაზებით. მესმის, როგორ
გინდათ, ცოლი მალე ითხოვოთ, მალე გახდეთ ჯემას ქმარი...
მაგრამ პირველ რიგში სიფრთხილეა საჭირო... არ დაგავიწ-
ყდეთ, რაც უფრო ძვირად გაყიდით მამულს, მით უფრო მეტი
დაგრჩებათ თქვენცა და თქვენს შვილებსაც.
ჯემა შეტრიალდა, სანინმა ისევ ხელები გაშალა:
– ფრაუ ლენორე, ჩემს სიფრთხილეში შეგიძლიათ დარწმუ-
ნებული იყოთ. ვეტყვი გადაწყვეტილ ფასს და მორჩა, ვაჭრობას
არ დავიწყებ. მომცემს, ძალიან კარგი, არ მომცემს და, ღმერთმა
ხელი მოუმართოს.
– იცნობთ იმ ქალბატონს? – ჰკითხა ჯემამ.
– არა, თვალითაც არ მინახავს.
– მაინც, როდის დაბრუნდებით?
– თუ საქმე უშედეგოდ დამთავრდა, ზეგ, მაგრამ, კარგად თუ
წარიმართა, ალბათ მომიწევს ერთი ან ორი დღით დარჩენა. ყო-
ველ შემთხვევაში, წუთს არ დავაგვიანებ, მე ხომ აქ ჩემს სულსა
და გულს ვტოვებ! თუმცა, აი, ლაპარაკს შევყევი, მე კი გამგზავ-
რებამდე სახლშიც უნდა შევირბინო... ბედნიერება მისურვეთ...
აბა, გამომიწოდეთ ხელი, ფრაუ ლენორე, ჩვენთან რუსეთში ასე
იქცევიან.
– მარჯვენა თუ მარცხენა?
237 მკითხველთა ლიგა
– მარცხენა! გულთან უფრო ახლოს არის. ზეგ ან გამარჯვებუ-
ლი გამოგეცხადებით ან დამარცხებული, თუმცა გული მეუბნება,
გამარჯვებული დავბრუნდები... მშვიდობით, ჩემო კარგებო, ჩე-
მო საყვარლებო...
ამ სიტყვებით ფრაუ ლენორეს გადაეხვია და აკოცა, ჯემას კი
სთხოვა, ერთი წუთით მის ოთახში გაჰყოლოდა, ვითომ რაღაც
ძალიან მნიშვნელოვანი უნდა შეეტყობინებინა, სინამდვილეში
კი უნდოდა, მარტო გამომშვიდობებოდა. ფრაუ ლენორე ამას,
რა თქმა უნდა, მიხვდა და აღარ დაინტერესებულა, რა იყო ასეთი
მნიშვნელოვანი.
სანინი აქამდე არასოდეს ყოფილა ჯემას ოთახში, მაგრამ,
როგორც კი ამ სანუკვარ ზღვარს გადააბიჯა, სიყვარულის
მთელმა ხიბლმა, სასიამოვნო მღელვარებამ, ვნებამ, აღტაცებამ
მის გულში ერთბაშად იფეთქა... ოთახს თვალი სიყვარულით
მოავლო, საყვარელი ქალიშვილის წინ დაიჩოქა და სახით მის
ტანს მიეხუტა.
– ხომ ხარ ჩემი? – წასჩურჩულა ჯემამ, – ხომ დამიბრუნდები
მალე?
– შენი ვარ, მხოლოდ შენი! მალე... მალე დაგიბრუნდები, –
იმეორებდა სანინი სულმოუთქმელად.
– მეც დაგელოდები... დაგელოდები, ძვირფასო!
რამდენიმე წუთის შემდეგ სანინი სასტუმროსკენ ქუჩას სირ-
ბილით მიუყვებოდა და არც კი შეუნიშნავს, საკონდიტროს კარ-
ში პანტალეონე თმააწეწილი როგორ იდგა, რაღაცას უყვიროდა
და ზევით შემართულ ხელს ისე იქნევდა, თითქოს ემუქრებაო.

238 მკითხველთა ლიგა


***

ზუსტად სამის თხუთმეტი წუთი იყო, სანინი პოლოზოვთან


რომ გამოცხადდა. სასტუმროს ჭიშკართან ოთხცხენშებმული კა-
რეტა უკვე გამზადებული იდგა. სანინის დანახვაზე: – ა, ესე იგი,
გადაწყვიტე, – ჩაილაპარაკა პოლოზოვმა და მიუხედავად იმისა,
ზაფხული იყო, შლაპა დაიხურა, შინელი და კალოშები ჩაიცვა და
პარმაღზე გამოვიდა. კელნერებმა მისი ბრძანებით კარეტაში ის
უამრავი ნივთი შეიტანეს, ყველა თავ-თავის ადგილზე დადეს,
ხოლო იმ ადგილას, სადაც პოლოზოვი უნდა დამჯდარიყო, აბ-
რეშუმის ბალიშები დააწყვეს, ფეხებთან სურსათით სავსე ყუთი
დაუდგეს და ჩემოდნები კოფოზე თოკებით დაამაგრეს, რის შემ-
დეგაც პოლოზოვმა ფული ყველას უხვად გადაუხადა, დაუზარე-
ლი მეეტლის დახმარებით კარეტაში ხვნეშა-ხვნეშით ავიდა,
დაჯდა, ბალიშები ირგვლივ კარგად შემოიწყო, სიგარა ამოიღო,
გააბოლა და მოდი, შენც დაჯექიო, ხელი მხოლოდ ახლაღა და-
უქნია. სანინი მის გვერდით მოთავსდა, პოლოზოვმა მეკარის პი-
რით მეეტლეს შეუთვალა, უფრო სწორად, ბრძანა, თუ უნდა არ-
ყისთვის ფული აჩუქონ, წესიერად იაროსო...
ბოლოს ფეხსადგამები ხმაურით აიკეცა, კარი მიიხურა და კა-
რეტა დაიძრა.

239 მკითხველთა ლიგა


33
ფრანკფურტიდან ვისბადენში ჩასვლას ახლა რკინიგზით ერთ
საათზე ნაკლები უნდა, იმ დროს კი ექსტრა-ფოსტა ამ გზას სამ
საათში ძლივს ფარავდა, ცხენებს გზაში ხუთჯერ მაინც ცვლიდ-
ნენ. პოლოზოვი, არ ვიცი, ისე, ჩვეულების გამო ირწეოდა აქეთ-
იქით თუ თვლემდა. პირში სიგარა ედო და ხმას იშვიათად თუ
ამოიღებდა... ირგვლივ ულამაზესი ბუნება, საუცხოო ხედები
თვალს გჭრიდა, იმას კი ფანჯარაში ერთხელაც არ გაუხედავს.
არათუ არ აინტერესებდა ბუნების ეს წარმტაცი სილამაზე, ისიც
კი თქვა, ბუნება ჩემთვის სიკვდილიაო... სანინიც გაჩუმებული
იჯდა, არც ის ტკბებოდა ბუნების სილამაზით – ახლა მას ამის-
თვის არ ეცალა, ის ახლა ფიქრებს მისცემოდა, მოგონებებში
იყო ჩანთქმული.
გამცილებლებს სადგურებში პოლოზოვი ფულს გულდასმით,
კაპიკ-კაპიკ უხდიდა, დაინიშნავდა დროს საათების მიხედვით და
ხან მეტს აძლევდა საფოსტო სადგურის უფროსებს, ხან ნაკ-
ლებს. შუა გზაში რომ იყვნენ, ამოიღო სასურსათო ყუთიდან ორი
ფორთოხალი, შეათვალიერა, უკეთესი თავისთვის დაიტოვა,
ხოლო მეორე სანინს შესთავაზა. სანინმა დაკვირვებით შეხედა
და უცებ გადაიხარხარა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა პოლოზოვმა, თან ფორთოხალს
თავისი თეთრი, კოტიტა თითებით კანს აცლიდა.
– რა მაცინებს? რა და, ჩვენი ეს მგზავრობა.
– მგზავრობა? რატომ? – ჰკითხა ისევ პოლოზოვმა და ფორ-
თოხლის ერთი ლებანი პირში ჩაიდო.
– ძალიან უცნაურია და იმიტომ. გამოგიტდები, გუშინ ისევე
არ მახსოვდი, ისევე არ ვფიქრობდი შენზე, როგორც ჩინეთის იმ-
პერატორზე. ახლა კი ვზივარ შენთან ერთად ამ კარეტაში და

240 მკითხველთა ლიგა


მოვდივარ, რათა შენს ცოლს, რომელზედაც იოტისოდენა წარ-
მოდგენაც არა მაქვს, ჩემი მამული მივყიდო.
– რას იზამ. ყველაფერი ხდება, ღმერთმა დიდხანს გაცოც-
ხლოს და კიდევ ბევრ რამეს ნახავ, ბევრ რამეს გამოცდი. მაგა-
ლითად, აი, თუ წარმოგიდგენივარ სამხედრო სამსახურში ბრძა-
ნებების გადამტან შიკრიკად? არადა, ვიყავი. დიდმა თავადმა –
მიხაილ პავლოვიჩმა ბრძანა, უთხარით ამ მსუქან კორნეტს, სის-
წრაფეს, სისწრაფეს მოუმატოს, სწრაფად ირბინოსო!
სანინმა ყურს უკან ხელი მოისვა:
– მითხარი, გეთაყვა, იპოლიტ სიდორიჩ, როგორია შენი ცო-
ლი? როგორი ხასიათი აქვს, მე ეს უნდა ვიცოდე.
– გუნებაში გავიფიქრე: „მიხაილ პავლოვიჩ, თქვენთვის ად-
ვილია ბრძანების გაცემა – სირბილით, სწრაფად, სწრაფად,
სირბილითო!“ – თქვა უცებ პოლოზოვმა, – „მაგრამ, აბა, ერთი
მკითხეთ, რა დღეში ვარ! თქვენი ეგ ჩინ-მედლებიცა და ეპოლე-
ტებიც თქვენთვის დამილოცია, ღმერთმა შეგარგოთ-მეთქი“ და
წამოვედი... ჰო, შენ მგონი, ცოლზე მკითხე? რა გითხრა, ქალია,
როგორც ყველა. მასთან ფრთხილად უნდა იყო, არაფერი აწყე-
ნინო, არ გაუთამამდე, ეს არ უყვარს... მთავარია, ბევრი ილაპა-
რაკო, ვინმეს ან რამეს დასცინო. აი, თუნდაც შენი სიყვარულის
ამბავი მოუყევი... მთავარია, შენი მონაყოლი თავშესაქცევი
იყოს, რაც შეიძლება, სასაცილოდ მოუყევი.
– სასაცილოდ?! როგორ?!
– როგორ და, ჩვეულებრივ. ხომ მითხარი, შეყვარებული
ვარ, ცოლად უნდა შევირთოო, ჰოდა, მოუყევი.
– მერედა ამაში სასაცილოს რას ხედავ? – განაწყენდა სანი-
ნი.
პოლოზოვმა თვალები აახამხამა, ფორთოხლის წვენი ნიკაპ-
ზე წურწურით ჩამოსდიოდა.

241 მკითხველთა ლიგა


– აქ შენმა ცოლმა გამოგგზავნა საყიდლებზე? – ჰკითხა სა-
ნინმა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ.
– ჰო, ასეა.
– ეს რა არის, რა იყიდე?
– რა თქმა უნდა, სათამაშოები.
– სათამაშოები?! შენ რა, შვილები გყავს?!
პოლოზოვმა გაკვირვებისგან გვერდზეც კი გაიწია.
– რაა?! რატომ, რისთვის უნდა მყავდეს შვილები?! ქალის
სამკაულებია, სამშვენისები, მოკლედ, ათასგვარი სისულელე...
– მერე? როგორ ყიდულობ, საიდან იცი ეს ყველაფერი?
– ვიცი.
– ხომ მეუბნებოდი, ქალის საქმეებში არ ვერევიო?
– სხვაში არ ვერევი, მაგრამ, აი, ამ საყიდლებს... ჰო, რა ვი-
ცი, შეიძლება ეს მოწყენილობის გამოც ხდება... ჩემი ცოლი ენ-
დობა ჩემს გემოვნებას, მე ხომ ვაჭრობაში მარჯვე ვარ...
პოლოზოვი სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა, ეტყობა, დაიღა-
ლა.
– ძალიან მდიდარია შენი ცოლი? – ჰკითხა სანინმა.
– ძალიან, ოღონდ თავისთვის.
– მგონი არც შენ გაქვს საქმე საწუწუნოდ?
– ქმარიც ამიტომ ვარ. მთავარია, ვისარგებლო... მე მისთვის
საჭირო, გამოსადეგი ადამიანი ვარ. ჩემთან კარგად გრძნობს
თავს.
პოლოზოვმა აბრეშუმის ხელსახოცი სახეზე მოისვა და მძი-
მედ ამოიხვნეშა, აქაოდა, ამდენს ნუ მალაპარაკებ, ხომ ხედავ,
რა დღეში ვარო!
სანინი პოლოზოვს მოეშვა და ისევ თავის საფიქრალს მიეცა.

242 მკითხველთა ლიგა


***

სასტუმრო ვისბადენში, რომლის წინაც კარეტა გაჩერდა, ნამ-


დვილ სასახლეს ჰგავდა. აწკრიალდა და აწკრიალდა ზარები
„სასახლის“ წიაღში, ატყდა ერთი ფაციფუცი, შავ ფრაკში გამოწ-
ყობილი სასიამოვნო შესახედი ადამიანების შერბენ-გამორბენა.
ოქროსფრად აბრჭყვიალებულმა შვეიცარმა კარეტის კარი ფარ-
თოდ გამოაღო და პოლოზოვი კარეტიდან ისე გადმოვიდა, რო-
გორც ვინმე ტრიუმფატორი და სასტუმროს სურნელოვანი ხალი-
ჩებით მოფენილ კიბეს ნელა აჰყვა. მოირბინა საუკეთესოდ გა-
მოწყობილმა რუსული შესახედაობის მამაკაცმა. ეს მისი კამერ-
დინერი იყო.
– ამის შემდეგ ყოველთვის თან წაგიყვან, გუშინ ფრანკფურ-
ტში ღამით თბილი წყლის გარეშე დამტოვეს, – უთხრა პოლო-
ზოვმა, რაზეც კამერდინერმა შეწუხებული სახე მიიღო, სწრაფად
დაიხარა და ბატონს კალოშები გახადა.
– მარია ნიკოლაევნა სახლშია? – იკითხა პოლოზოვმა.
– სახლშია, იცვამს. სადილი გრაფინია ლასუნსკაიასთან ინე-
ბა.
– ა, იმ ქალთან?! მოიცა, ბარგი კარეტაშია, ყველაფერი გად-
მოალაგე და შემოიტანე, – თქვა პოლოზოვმა და სანინს მიუტ-
რიალდა:
– შენ კი, დიმიტრი პავლოვიჩ, აირჩიე რომელი ოთახიც გინ-
და და თხუთმეტ წუთში მოდი, ერთად ვისადილოთ, – თქვა და
წავიდა.
სანინმა რაც შეიძლება უბრალო ოთახი აირჩია, თავი წეს-
რიგში მოიყვანა, ცოტა დაისვენა და მისი ბრწყინვალება (დურ-
ცჰლაუჰტ) თავადი ფონ პოლოზოვის უზარმაზარი აპარტამენ-
ტისკენ გასწია.

243 მკითხველთა ლიგა


„თავადი“ დიდებული სალონის ცენტრში ხავერდის ძვირფას
სავარძელში ჩაბრძანებული დაუხვდა. მის ფლეგმატურ მეგო-
ბარს აბაზანა უკვე მიეღო და იჯდა ახლა ატლასის მდიდრულ ხა-
ლათში გამოწყობილი, თავზე ჟოლოსფერი ფესი ეხურა.
სანინი ახლოს მივიდა, კარგა ხანს უყურა, მაგრამ პოლოზო-
ვი ქანდაკებასავით გაუნძრევლად იჯდა. მართლაც დიდებული
სანახავი იყო! ამ „დიდებული“ სანახაობით რამდენიმე წუთი
ტკბობის შემდეგ სანინს უნდოდა, დაერღვია მისი ეს წმიდათაწ-
მიდა მდუმარება და ის იყო გამოლაპარაკება დააპირა, რომ მე-
ზობელი ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე თეთრ, შავი მაქმა-
ნებით გაწყობილ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი, ბრილიანტე-
ბასხმული ახალგაზრდა ლამაზი ქალი – მარია ნიკოლაევნა პო-
ლოზოვა გამოჩნდა. ხშირი, ქერა თმა მხრებზე გრძლად ჰქონდა
ჩამოშლილი.

244 მკითხველთა ლიგა


34
– აჰ, უკაცრავად! – ჩაილაპარაკა შეპარული, დამცინავი ღი-
მილით ოდნავ შემცბარმა, ჩამოშლილი თმის ნახევარი ხელში
სწრაფად აიკრიფა და თავისი დიდი, ნაცრისფერი, შუქიანი თვა-
ლები სანინს მიაპყრო:
– არ ვიცოდი, აქ თუ იყავით!
– დიმიტრი პავლოვიჩ სანინი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, –
პოლოზოვს არც ახლა მოუტრიალებია თავი სანინისკენ.
– ვიცი, შენ ეს უკვე მითხარი, – თქვა მარია ნიკოლაევნამ, –
მიხარია, რომ გაგიცანით! – უთხრა სანინს, მერე ისევ ქმარს მი-
უტრიალდა და ეუბნება: – იპოლიტ სიდორიჩ, დღეს ჩემი მოახ-
ლე გამოშტერებულივით დადის, მინდოდა შენთვის მეთხოვა...
– რა? თმა გინდა აგიწიო?
– დიახ, გმადლობ...
მარია ნიკოლაევნამ სანინს თავი დაუკრა, ბოდიშს გიხდითო,
უთხრა ისეთივე ღიმილით, სწრაფად შებრუნდა, კარს უკან
გაუჩინარდა და თვალის მხოლოდ წუთიერი შევლების მიუხედა-
ვად, სანინს გედივით ჩამოქნილი ყელის, განსაცვიფრებელი
მხრების, კენარი ტანის ხიბლი დაუტოვა.
პოლოზოვი წამოდგა და ფეხების ფრატუნით და რყევა-
რყევით ისიც იმ კარში გაუჩინარდა.
დიასახლისმა ძალიან კარგად იცოდა, რომ თავადი პოლო-
ზოვის სალონში მის ქმართან ერთად ახლა ისიც იყო, სანინს
ამაში ეჭვიც არ შეჰპარვია, უბრალოდ, ქალს თავისი თმის გამო-
ფენა უნდოდა – თმა კი მართლაც დიდებული ჰქონდა! ქალბა-
ტონ პოლოზოვას ეს საქციელი სანინს გულში გაუხარდა კიდე-
ვაც: ჩემი გაოცება მოინდომა, ჩემ წინაშე თავისი დიდებულებით
გამობრწყინება. რა იცი, ამით იქნებ მამულის ფასზეც ვიმოქმე-
დოო... მაგრამ სანინის გული მხოლოდ ჯემათი იყო სავსე, არც
245 მკითხველთა ლიგა
ერთ სხვა ქალს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალებს
თითქმის ვერ ამჩნევდა და მხოლოდ ის გაიფიქრა, ტყუილად
როდი ამბობდნენ, ეს ქალი მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილა-
ო!
თუმცა ეს მისი განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა
რომ არა, სანინი მის შესახებ ალბათ სხვაგვარად იტყოდა,
ვთქვათ, აი, ასე: „მარია ნიკოლაევნა პოლოზოვა, წარმოშობით
კოლოშკინა, შესანიშნავი პერსონა გახლავთ, მაგრამ მიუხედა-
ვად იმისა, წარმოუდგენლად ლამაზი, ნამდვილი მზეთუნახავია,
მასში პლებეური წარმოშობა აშკარად, დიახ, აშკარად იგრძნო-
ბა: შუბლი დაბალი, ცხვირი ხორციანი და აპრეხილი. ვერც ნაზი
კანითა და ხელებისა და ფეხების სინატიფით მოგხიბლავთ, მაგ-
რამ, აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა პუშკინის სიტყვებით
რომ ვთქვათ, მის დანახვაზე არა მისი ნატიფი, „წმინდანისებური
სილამაზის“ გამო შეჩერდები, არამედ მისი, არ ვიცი, რუსული,
არ ვიცი, ბოშური მომხიბვლელობის, მისი სიცოცხლით სავსე,
ყვავილივით აფეთქებული სხეულის წინაშე... თუმცა არცთუ თა-
ვად მისი დახმარების გარეშე!“
ჯემას სახე ისე იცავდა სანინს, როგორც ის სამმაგი ჯავშანი,
რომელზეც პოეტები ლექსებს თხზავენ.
ათ წუთსაც არ გაევლო, რომ მარია ნიკოლაევნა ქმართან
ერთად ისევ გამოჩნდა და პირდაპირ სანინისკენ გამოეშურა...
ისე მოაბიჯებდა, იმ შორეულ დროშიაც კი, მარტო ამ სიარულის
გამო ზოგიერთი გადარეული ჭკუაზე იშლებოდა. „ეს ქალი, რო-
ცა შენკენ მოაბიჯებს, ასე გგონია, მთელი შენი ცხოვრების ბედ-
ნიერება მოაქვს!“ – უთქვამს ერთ იმ გადარეულთაგანს...
მარია ნიკოლაევნა სანინთან მივიდა, ხელი გაუწოდა და თბი-
ლად, ალერსიანად, იდუმალი ხმით რუსულად ეუბნება:
– მე მიცდით, ხომ ასეა? ჰოდა, მეც ახლავე დავბრუნდები.

246 მკითხველთა ლიგა


სანინმა თავი მოკრძალებით დაუკრა, მაგრამ მარია ნიკოლა-
ევნა უკვე საპორტიეროში გასასვლელ კარს უკან იყო გაუჩინა-
რებული, თუმცა, ვიდრე გაუჩინარდებოდა, სანინს მხარზემოდან
გადმოხედა, ისევ ისე გაუღიმა და წეღანდელივით ისევ ის ხიბ-
ლით სავსე შთაბეჭდილება დაუტოვა.
როცა იღიმებოდა, ერთი ან ორი კი არა, თითოეულ ლოყაზე
სამ-სამი პატარა ღრმული უჩნდებოდა და მისი თვალები უფრო
თბილად გიღიმოდნენ, ვიდრე მისი წითელი, გემრიელი ტუჩები.
ზედა ტუჩს ზემოთ ორი პაწაწა ხალი ჰქონდა.
ოთახში პოლოზოვი შემოგორდა და ისევ იმ სავარძელში ჩა-
ეშვა. იჯდა გაჩუმებული, ხანდახან უცნაურად ჩაიცინებდა და
დაებერებოდა ნაოჭით დაღარული, მსხვილი, უფერული ლოყე-
ბი.უკვე მოხუცს ჰგავდა, თუმცა სანინზე სულ რაღაც სამი წლით
იყო უფროსი.
საჭმელს, რომლითაც სტუმარს გაუმასპინძლდნენ, ყველაზე
დახვეწილი გურმანიც კი ვერაფერს დაუწუნებდა, მაგრამ სანინს
სადილი დაუსრულებელი, აუტანელი ეჩვენა. პოლოზოვი ნელა,
სვენებ-სვენებით, „გრძნობით“, გემრიელად შეექცეოდა, თეფ-
შისკენ თავწახრილი თითოეულ ლუკმას ჯერ დასუნავდა და მხო-
ლოდ მერეღა ჩაიდებდა პირში... ღვინოსაც ჯერ დაიგემოვნებდა,
მერე ჩაყლაპავდა და ტუჩებს გააწკლაპუნებდა. და აი, უცებ ცხა-
რედ, მგზნებარედ ალაპარაკდა. რაზე? რაზე და, მერინოსზე,
რომლის მთელი ფარის გამოწერა ჰქონდა გადაწყვეტილი. ყვე-
ლაფერს დეტალურად ჰყვებოდა, ცხვრებს ნაირ-ნაირი საალერ-
სო სახელით მოიხსენიებდა. მერე კელნერს რამდენჯერმე გაღი-
ზიანებულმა გაახსენა, გუშინ ყინულივით ცივი ყავა მომიტანესო,
ერთი ფინჯანი ცხელი ყავა დალია, ყვითელ, ოღროჩოღრო კბი-
ლებში ჰავანური სიგარა გაირჭო და თავისი ჩვეულების მიხედ-
ვით მაშინვე დაიძინა.

247 მკითხველთა ლიგა


სანინი ფრთხილი, უხმაურო ნაბიჯებით ბოლთის ცემას მოჰ-
ყვა, თან იმაზე ოცნებობდა, ის და ჯემა ერთად როგორ იცხოვ-
რებდნენ, აქედან როგორ გუნებაზე დაბრუნდებოდა, რა ამბავს
ჩაუტანდა...
პოლოზოვმა კი ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძა, სულ რაღაც
საათ-ნახევარი მეძინაო, თქვა, ერთი ჭიქა ზელტერის ყინუ-
ლიანი წყალი დალია, კამერდინერის მიერ მუქმწვანე, ნამდვი-
ლი „კიევური“ ქილით მორთმეული რვა კოვზი რუსული მურა-
ბით, „რომლის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო“, პირი ჩაიგემ-
რიელა, ქუთუთოებშეშუპებული თვალები სანინს მიაპყრო და,
ბანქო ხომ არ ვითამაშოთო, ჰკითხა, რაზეც სანინი, ვაითუ ისევ
იმ მსუქანდუმიან ცხვრებზე დამიწყოს ლაპარაკიო, დაეთანხმა
და მასპინძელთან ერთად სასტუმრო ოთახში გავიდა.
მალე კელნერმა ბანქო შემოიტანა, თამაში დაიწყო, მაგრამ,
რა თქმა უნდა, ფულზე არა.
ამ თამაშში იყვნენ, რომ თავს უცებ გრაფინია ლასუნსკაიას-
გან დაბრუნებული მარია ნიკოლაევნა დაადგათ.
შემოვიდა, ბანქო და ლომბერის ახდილი მაგიდა დაინახა და
ხმამაღლა აკისკისდა.
სანინი მაშინვე წამოხტა, მაგრამ მარია ნიკოლაევნამ შეაჩე-
რა:
– დაბრძანდით, დაბრძანდით, ითამაშეთ! ტანსაცმელს გამო-
ვიცვლი და ახლავე მეც შემოგიერთდებით, – თქვა და კაბის შა-
რიშურით ისევ გაუჩინარდა, გზადაგზა ხელთათმანებს იძრობ-
და.
მართლაც, მალე ისევ მოვიდა და ქმრის გვერდით დაჯდა.
ძვირფასი საგარეო კაბის ნაცვლად ახლა აბრეშუმის გრძელსა-
ხელოიანი, განიერი, სოსანისფერი ბლუზა ეცვა, ქამრის ნაც-
ვლად წელზე სქელი, დაგრეხილი ზონარი ეკეთა...

248 მკითხველთა ლიგა


ვიდრე მისი ქმარი წააგებდა, გაჩუმებული იჯდა და ბოლოს
ეუბნება:
– ბუთხუზ, აბა გეყოფა! – (სიტყვა „ბუთხუზას“ გაგონებაზე სა-
ნინმა გაოცებულმა შეხედა, ქალმაც შეხედვით უპასუხა, მხიარუ-
ლად გაიცინა და ლოყები პატარა ღრმულებმა დაუმშვენა) – ვხე-
დავ, უკვე გეძინება, მაკოცე ხელზე და წადი, მე და ბატონი სანი-
ნი კი ცოტას წავისაუბრებთ.
– არა, არ მეძინება, – თქვა პოლოზოვმა და სავარძლიდან
ზანტად წამოდგა, – წასვლით კი... ხელზე გაკოცებ და წავალ, –
მარია ნიკოლაევნამ ხელისგული გაუწოდა, თან სანინს ისევ
თვალმოუცილებლად უყურებდა და უღიმოდა.
სანინს პოლოზოვმაც შეხედა, თუმცა, ისე წავიდა, არ გამომ-
შვიდობებია.
– აბა, ახლა მომიყევით, ჰო, მომიყევით! – ხალისიანად წარ-
მოთქვა მარია ნიკოლაევნამ, შიშველი იდაყვებით მაგიდას და-
ეყრდნო და ფრჩხილები ერთმანეთზე მოუთმენლად ააკაკუნა, –
ამბობენ, ცოლს ირთავსო? მართლა ირთავთ ცოლს? – ჰკითხა
და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, რათა რაც შეიძლება ღრმად
ჩაეხედა სანინისთვის თვალებში.

249 მკითხველთა ლიგა


35
ქალბატონ პოლოზოვას მოურიდებელი საქციელი სანინს ად-
რე ალბათ შეაცბუნებდა, თავს უხერხულად იგრძნობდა, თუმცა
არც ის იყო გამოუცდელი, ახალბედა, დიდი ხანია ხალხში
ტრიალებდა, და კარგა გაწაფულიც გახლდათ და ქალის ამ უტი-
ფარ მოურიდებლობასა და ფამილარობაში თავის მიერ წამოწ-
ყებული საქმისადმი რაღაც კარგის მომასწავებელი იგუმანა, ამ
მდიდარი ქალბატონის ჭირვეულობას არათუ ხელს შევუშლი,
არამედ წავაქეზებ კიდევაცო, გუნებაში გადაწყვიტა და როგორ
ძალდაუტანებლად და ბუნებრივადაც ის ეკითხებოდა, ისევე
ძალდაუტანებლად და ბუნებრივად უპასუხა:
– დიახ, ცოლს ვირთავ.
– ვის, უცხოელს?
– დიახ.
– დიდი ხანია, გაიცანით? სად, ფრანკფურტში?
– დიახ.
– ვინ არის, შეიძლება გავიგო?
– შეიძლება... კონდიტრის ქალიშვილია.
მარიამ ნიკოლაევნას თვალები ლამის გამოსცვივდა, წარბე-
ბი აწკიპა:
– ეს ხომ შესანიშნავია, – თქვა მან წყნარად, – საოცრებაა!
მეგონა ისეთი ახალგაზრდა მამაკაცები, როგორიც თქვენ ხართ,
ამქვეყნად უკვე აღარ არსებობდნენ... კონდიტრის ქალიშვილი!!!
შესანიშნავია!
– ვატყობ, გაოცებული ხართ, – თქვა ამაყად სანინმა, – მაგ-
რამ, მე იმ მცდარი შეხედულებებისა და ცრურწმენების არ მჯე-
რა.
– უპირველეს ყოვლისა, მე ეს სულაც არ მიკვირს, – შეაწყვე-
ტინა მარია ნიკოლაევნამ, – ცრურწმენების არც მე მჯერა... მე
250 მკითხველთა ლიგა
თვითონ გლეხის შვილი გახლავართ... ა, რაო, მოგეწონათ?.. მე
ის მიკვირს და მახარებს, რომ კაცს სიყვარულის არ ეშინია!..
ხომ გიყვართ?
– დიახ.
– ძალიან ლამაზია?
ეს ბოლო კითხვა სანინს ეჩოთირა, მაგრამ უკან დახევა უკვე
გვიან იყო.
– კარგად მოგეხსენებათ, მარია ნიკოლაევნა, – დაიწყო სა-
ნინმა, – ყველა კაცს თავისი შეყვარებული ყველაზე ლამაზი
ჰგონია, მაგრამ ჩემი საცოლე, მართლაც, მზეთუნახავია.
– მართლა?! როგორია მისი სილამაზე – იტალიური? ანტიკუ-
რი?
– დიახ, ძალიან სწორი ნაკვთები აქვს.
– გაქვთ მისი სურათი?
– არა (იმ დროს ფოტოგრაფიის ხსენებაც არ იყო, დაგეროტი-
პებიც მხოლოდ აქა-იქ თუ გაჩნდებოდა).
– რა ჰქვია?
– ჯემა.
– თქვენ?
– დიმიტრი.
– მამის სახელი?
– პავლოვიჩი.
– იცით რა, – თქვა მარია ნიკოლაევნამ ისევ წყნარად, ხმა-
დაბლა, – მე თქვენ ძალიან მომწონხართ, დიმიტრი პავლოვიჩ,
ეტყობა, კარგი ადამიანი ხართ. მომეცით თქვენი ხელი, მე და
თქვენ ამიერიდან მეგობრები ვიქნებით.
მარია ნიკოლაევნამ ლამაზი, თეთრი, ძლიერი ხელი ხელზე
მაგრად მოუჭირა, მისი ხელი სანინის ხელზე ოდნავ პატარა,
მაგრამ გაცილებით თბილი და ფუმფულა იყო.
– იცით, თავში რა აზრი მომივიდა?
251 მკითხველთა ლიგა
– რა?
– ხომ არ გამიჯავრდებით? არა? მაშ, თქვენ ამბობთ, რომ ის
თქვენი საცოლეა, ცოლად უნდა შეირთოთ, მაგრამ... ნუთუ ეს
აუცილებელია?
სანინი მოიღუშა:
– თქვენი არ მესმის, მარია ნიკოლაევნა, ამით რის თქმა გინ-
დათ?
მარია ნიკოლაევნამ ჩუმად გაიცინა, თავი გააქნია, ლოყაზე
ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა:
– ეს ახალგაზრდა კაცი, მართლაც, ძალიან მომხიბვლელია,
– ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა თუ დაბნეულმა, – ნამდვილი
რაინდია! ამის შემდეგ მიდი და დაუჯერე იმ ადამიანებს, რომლე-
ბიც ამტკიცებენ, იდეალისტები გადაშენდნენ, აღარ არსებობე-
ნო!
მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალი მხოლოდ რუსულად
ლაპარაკობდა, სუფთა, ნამდვილი მოსკოვური რუსულით, მაგ-
რამ არა დიდგვაროვანთა, არამედ ხალხურ კილოზე.
– თქვენ, ალბათ, სახლში, მშობლების გვერდით იზრდებო-
დით, ღვთისმოშიშ, ძველი ყაიდის ოჯახში. რომელი გუბერ-
ნიიდან ხართ?
– ტულის.
– ესე იგი, გამოდის, მე და თქვენ ერთი გობისანი ვყოფილ-
ვართ. თქვენთვის ალბათ ცნობილია, ვინ იყო მამაჩემი.
– დიახ.
– მამაჩემი ტულაში დაიბადა... ტულელი კაცი იყო. კარგი
(სიტყვა „კარგი“ მარია ნიკოლაევნამ განგებ ნამდვილი მეშჩანი-
ვით წარმოთქვა, აი, ასე: კაარგი)... აბა, ახლა საქმეზე გადავი-
დეთ!
– ესე იგი... ჰო, მაგრამ, საქმეზე როგორ გადავიდეთ? ამით
რის თქმა გინდათ? – ჰკითხა სანინმა.
252 მკითხველთა ლიგა
მარია ნიკოლაევნამ თვალები მოჭუტა:
– ჰო, მაგრამ, აქ რისთვის ჩამოხვედით? განა იმიტომ არა,
რომ თქვენი მამული მომყიდოთ? – თქვა და თვალები კიდევ უფ-
რო მოჭუტა (ამ დროს თვალები უფრო თბილი, ალერსიანი და
ოდნავ დამცინავი უხდებოდა, ხოლო როცა ფართოდ გაახელდა,
მისი ნათელი, სხივიანი თვალების ცივ ბრწყინვალებაში რაღაც
ავის მომასწავებელი კრთოდა... თვალებს განსაკუთრებულ სი-
ლამაზეს წარბები აძლევდა, ხშირი, ოდნავ დაწეული, სიასამუ-
რის ბეწვივით პრიალა), – ფული ქორწინებისათვის გჭირდებათ,
ასე არ არის?
– დიახ.
– ბევრი?
– პირველ ჯერზე რამდენიმე ათასი ფრანკით დავკმაყოფილ-
დებოდი. თქვენი მეუღლე ჩემს მამულს კარგად იცნობს, შეგიძ-
ლიათ რჩევა ჰკითხოთ. მე კი მამულს ძვირად არ დავაფასებ.
მარია ნიკოლაევნამ თავი გადააქნია:
– ჯერ ერთი, ჩვევად არ მაქვს, – დაიწყო მან შორიდან, თან
სანინის ქურთუკის ყოშზე თითები აათამაშა, – ქმარს რჩევა-
დარიგება ვკითხო. რჩევას მხოლოდ სამოსისა და სამკაულების
ყიდვისას ვეკითხები, ამაში ის კარგად ერკვევა... მეორეც, ძვი-
რად არ გავყიდიო, რატომ ამბობთ? არ მინდა, ვისარგებლო
იმით, რომ ძალიან ხართ შეყვარებული და მზად ხართ, ყოველ-
გვარი მსხვერპლი გაიღოთ... მე კი არ მივიღებ თქვენგან არავი-
თარ მსხვერპლს. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ არ მინდა,
ნაცვლად იმისა, რაც შეიძლება წავახალისო თქვენში კეთილშო-
ბილი გრძნობები, არ ვიცი, როგორ ვთქვა ეს უკეთესად, ავდგე
და სულით ხორცამდე გაგცალოთ! არა, ეს ჩემი საქმე არ არის,
მე ეს არ მახასიათებს. როცა საჭიროა, ადამიანებს არ ვინდობ,
ოღონდ ასე არა.

253 მკითხველთა ლიგა


სანინს ვერ გაეგო, დასცინოდა, მასხრად იგდებდა თუ სე-
რიოზულად ამბობდა და – არა, არა, ამ ქალთან ფრთხილად უნ-
და ვიყოო! – გაიფიქრა.
მსახურმა სამოვარი, ჩაის ჭურჭელი, ნაღები, ორცხობილა და
კიდევ რაღაც უშველებელი ლანგრით შემოიტანა, სანინსა და მა-
რია ნიკოლაევნას შორის მაგიდაზე დადგა და წავიდა.
– ხომ არ შეგეზიზღებათ? – მარია ნიკოლაევნამ სანინს ჩაი
დაუსხა და ფინჯანში შაქარი თავისი ხელით ჩაუყარა, თუმცა შაქ-
რის ასაღები მაშა იქვე, საშაქრის გვერდით იდო.
– რას ბრძანებთ!.. ასეთი ლამაზი თითებით...
სანინს წინადადება არ დაემთავრებინა, რომ ჩაი სასულეში
გადასცდა და ლამის დაიხრჩო, მარია ნიკოლაევნა კი იჯდა და
მშვიდად შეჰყურებდა.
– შეღავათიანი ფასი იმიტომ ვახსენე, – განაგრძო სანინმა, –
რომ ახლა საზღვარგარეთ იმყოფებით და არა მგონია, ბევრი
თავისუფალი ფული გქონდეთ. გარდა ამისა, ვგრძნობ, მამულის
ყიდვა ან გაყიდვა ამგვარ ვითარებაში ნორმალური არ არის და
ეს უნდა გავითვალისწინო.
სანინს ენა ებმოდა, მარია ნიკოლაევნა კი იჯდა გულხელდაკ-
რეფილი, სავარძლის ზურგს მიყრდნობილი და ისევ მშვიდად
მისჩერებოდა.
სანინი უცებ გაჩუმდა.
– ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ!.. – უთხრა მარია ნიკოლაევნამ
ისე, თითქოს უნდა დაეხმაროს, ხელი მოუმართოსო, – გისმენთ,
მსიამოვნებს თქვენი მოსმენა, ილაპარაკეთ!
სანინმა მამულის აღწერა დაიწყო – რამდენი დესეტინა იყო,
სად მდებარეობდა და რა შემოსავალი შეიძლებოდა მისგან
მიეღო... გაიხსენა აგრეთვე, რა ლამაზი, რა თვალწარმტაცი იყო
ის ადგილი, სადაც მისი სახლი იდგა... მარია ნიკოლაევნა ახლა

254 მკითხველთა ლიგა


კიდევ უფრო თბილად, თვალმოუცილებლად მისჩერებოდა და
ტუჩებს ჩუმად იკვნეტდა.
სანინი ისევ გაჩუმდა, თავი უხერხულად იგრძნო.
– დიმიტრი პავლოვიჩ, – დაიწყო მარია ნიკოლაევნამ და ჩა-
ფიქრდა, – იცით, დარწმუნებული ვარ, თქვენი მამულის შესყიდ-
ვა ჩემთვის ძალიან ხელსაყრელი, მომგებიანი საქმეა, ვიცი,
აუცილებლად შევთანხმდებით, მაგრამ... თქვენ მე ორი დღე,
ანუ ორი დღე და ორი ღამე უნდა მაცალოთ. ხომ შეგიძლიათ,
დარჩეთ, არ წახვიდეთ, არ ნახოთ, არ დატკბეთ თქვენი საცო-
ლის მზერით ორი დღე? თუ ამაზე თანახმა იქნებით, პატიოსან
სიტყვას გაძლევთ, არ დაგაკავებთ ორ დღეზე მეტს, მაგრამ, ფუ-
ლი თუ ახლავე გჭირდებათ, ხუთი ან ექვსი ათასი ფრანკი, მზად
ვარ, დიდი სიამოვნებით გასესხოთ. დანარჩენზე კი მერე... მერე
შევთანხმდებით.
– მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მარია ნიკოლაევნა, თქვე-
ნი ასეთი გულღია, უშურველი დამოკიდებულებისთვის, იმის-
თვის, რომ მზად ხართ, დახმარების ხელი გაუწოდოთ ადამიანს,
რომელსაც თითქმის სრულიად არ იცნობთ... მაგრამ, თუ ნამ-
დვილად ასე გსურთ, მაშინ მირჩევნია, დაველოდო თქვენს გა-
დაწყვეტილებას და ორი დღე კიდევ დავრჩე.
– დიახ, ასე მირჩევნია, დიმიტრი პავლოვიჩ. ხომ არ გაგი-
ჭირდებათ, ეს თქვენთვის ძალიან ძნელი ხომ არ იქნება?
– ჩემი საცოლე მიყვარს, მარია ნიკოლაევნა და მასთან თუნ-
დაც ორი დღით განშორება ჩემთვის ადვილი არ არის, მაგრამ...
– თქვენ მართლაც ოქროს ადამიანი ხართ! – ამოიოხრა მა-
რია ნიკოლაევნამ, – გპირდებით, ძალიან არ დაგტანჯავთ... აჰ,
მიდიხართ?
– დიახ, უკვე გვიანია, – თქვა სანინმა.
– მგზავრობის შემდეგ ვიცი, დასვენება გჭირდებათ... არა
მარტო მგზავრობის, არამედ ჩემს ქმართან ბანქოს თამაშის შემ-
255 მკითხველთა ლიგა
დეგაც... მითხარით, დიმიტრი პავლოვიჩ, კარგი მეგობარი ხართ
ჩემი ქმრის?
– ჩვენ ერთ პანსიონში ვიზრდებოდით.
– ასეთი იყო მაშინაც?
– როგორი ასეთი?!
ქალმა უცებ გაიცინა, წამოწითლდა, ცხვირსახოცი ტუჩებთან
მიიტანა, სავარძლიდან წამოდგა, დაღლილის რწევა-რწევით სა-
ნინთან მივიდა და ხელი გაუწოდა.
სანინი გამოემშვიდობა, კარისკენ წავიდა.
– თუ შეიძლება, ხვალ დილას ადრე მოდით, კარგი? – გამოს-
ძახა მარია ნიკოლაევნამ.
ოთახიდან რომ გადიოდა, უკან მიიხედა და ხედავს, მარია ნი-
კოლაევნა ისევ სავარძელში ზის, ორივე ხელი თავქვეშ
ამოუდია, ბლუზის განიერი სახელოები თითქმის მხრებამდე
აქვს აწეული და შეუძლებელია არ გეღიარებინა, მისი ეს თავ-
ქვეშამოდებული ხელებიცა და მთელი მისი გარეგნობაც საოც-
რად მომხიბვლელიაო.

256 მკითხველთა ლიგა


36
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, სანინის ოთახში კი ლამ-
პა ისევ ბრდღვიალებდა, თვითონ მაგიდასთან იჯდა და „თავის
ჯემას“ წერილს დიდი მონდომებით სწერდა. ზუსტად აუწერდა
ცოლ-ქმარ პოლოზოვებს, სწერდა ყველაფერზე, თუმცა ყველაზე
მეტს იმაზე, თუ რა ძალიან უყვარდა და ბოლოს იმით ამთავრებ-
და, რომ ჰპირდებოდა, „სამი დღის შემდეგ აუცილებლად მის
გვერდით იქნებოდა!!!“ წერილი დილაუთენია ფოსტაში წაიღო
და იქიდან კურგაუზის ბაღში გაისეირნა. ხალხი აქა-იქ კანტიკუნ-
ტად ჩანდა, თუმცა მუსიკა უკვე უკრავდა... სანინი ზუსტად იმ
ფანჩატურის წინ იდგა, საიდანაც მუსიკის ხმა მოდიოდა, ერ-
თხანს ოპერა „სატანა რობერტიდან“ პოპურს მოუსმინა, ყავა და-
ლია, გვერდითა ფანჩატურში გავიდა, მერხზე დაჯდა, ჩაფიქრდა,
რომ უცებ ქოლგის ტარით მხარზე ვიღაც რამდენჯერმე შეეხო.
სანინი შეკრთა და თავი რომ ასწია, ხედავს, მის წინ თხელ,
მონაცრისფრო-მომწვანო ბარეჟის კაბაში, ტიულის თეთრ შლა-
პასა და შვედურ ხელთათმანებში გამოწყობილი, გაზაფხულის
დილასავით ვარდისფერი, ჯერ ისევ ძილგამოყოლილი მარია
ნიკოლაევნა დგას.
– გამარჯობა, დღეს დილას კაცი გამოვგზავნე, მაგრამ თქვენ
უკვე წამოსული იყავით... მე ჩემი ორი ჭიქა წყალი დავლიე, ვი-
ნაიდან აქ ყოველდღე ორი ჭიქა წყლის დალევას მაიძულებენ,
თუმცა, ღმერთმა უწყის, რისთვის... რა ვიცი, იქნებ მართლა
ავად ვარ... გარდა ამისა, კიდევ ერთი საათი უნდა ვისეირნო. არ
გინდათ, ჩემი თანამგზავრი იყოთ? მერე იქ ყავაც დავლიოთ.
– ყავა უკვე დავლიე, – თქვა სანინმა და წამოდგა, – თქვენ-
თან ერთად კი სიამოვნებით ვისეირნებ.
– მაშინ მომეცით ხელი... ნუ გეშინიათ, თქვენი საცოლე აქ არ
არის, ვერ დაგვინახავს.
257 მკითხველთა ლიგა
როცა მარია ნიკოლაევნა ჯემას ახსენებდა, სანინს ყოველ-
თვის უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა. ახლაც ნაძალადევად
გაიღიმა, მაგრამ თავი მაინც მორჩილად დახარა და მარია ნი-
კოლაევნამ ხელი ჯერ ნელა, რბილად დაუშვა მის ხელზე, მერე
მკლავქვეშ ნაზად შეუცურა და მთელი ტანით მიეკრო.
– წავიდეთ, აქეთ, აი, აქეთ, – უთხრა და ქოლგა მხარზე ნელა
გაიდო, – ამ პარკში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახ-
ლში, შესანიშნავ ადგილებს გაჩვენებთ და იცით, რა (ამ ორ სიტ-
ყვას ის ხშირად იყენებდა), მე და თქვენ ახლა ყიდვა-გაყიდვაზე
არ ვილაპარაკებთ, მასზე მერე, საუზმის შემდეგ... მანამდე
თქვენ შესახებ მომიყევით ყველაფერი, ხომ უნდა ვიცოდე, საქმე
ვისთან მაქვს. მერე, თუ გნებავთ, ჩემ შესახებაც მოგიყვებით,
რას იტყვით, თანახმა ხართ?
– ჰო, მაგრამ, მარია ნიკოლაევნა, რა შეიძლება იყოს ჩემს
ცხოვრებაში თქვენთვის საინტერესო?
– მოიცათ, მოიცათ, თქვენ მე სწორად ვერ გამიგეთ, კი არ
ვკეკლუცობ, – თქვა მარია ნიკოლაევნამ და მხრები აიჩეჩა, –
საცოლე გყავთ, ლამაზი, ძველთაძველ ქანდაკებასავით ჩამოქ-
ნილი და თქვენ მე პრანჭვასა და კეკლუცობას დაგიწყებთ? არა,
მეგობარო, თქვენ ყიდით, მე მყიდველი ვარ, ეს არის და ეს. მხო-
ლოდ ის მინდა ვიცოდე, რა საქონლის მფლობელი ხართ? ჰოდა,
მითხარით, ამიწერეთ როგორია ის თქვენი მამული? ხომ უნდა
ვიცოდე, რას და ვისგან ვყიდულობ? ეს მამაჩემს ჰქონდა ასე წე-
სად... აბა, დაიწყეთ!.. რამდენი ხანია, რაც საზღვარგარეთ
ხართ? მანამდე სად იყავით?.. ოღონდ ნელა იარეთ, ჩვენ არსად
გვეჩქარება.
– აქ იტალიიდან ჩამოვედი... რამდენიმე თვე იტალიაში ვიყა-
ვი.
– ეტყობა, ყველაფერი იტალიური განსაკუთრებულად გიტა-
ცებთ. უცნაური ის არის, თქვენი გატაცების საგანი იქ, იტალიაში
258 მკითხველთა ლიგა
კი არა, აქ იპოვეთ... გიყვართ მხატვრობა? გიყვართ ნახატები?
ან იქნებ უფრო მუსიკით იხიბლებით?
– დიახ, მიყვარს ხელოვნება, მიყვარს ყველაფერი მშვე-
ნიერი.
– მუსიკაც?
– მუსიკაც.
– მე კი არ მიყვარს. მხოლოდ რუსული სიმღერები მომწონს,
განსაკუთრებით საცეკვაო, ისიც სოფელში, გაზაფხულობით, აი,
მწვანედ რომ ამობიბინდება მინდორში ბალახი და ყველაფერს
კვამლის სუნი უდის. ღმერთო, რა კარგი, რა მშვენიერია!.. მაგ-
რამ ახლა ჩემზე არ არის ლაპარაკი, თქვით, ილაპარაკეთ, მოჰ-
ყევით!..
მარია ნიკოლაევნა წინ მიაბიჯებდა, მოუტრიალდებოდა წამ-
დაუწუმ სანინს და მიაჩერდებოდა სახეში. მაღალი ქალი იყო,
თითქმის სანინის სიმაღლის.
ვაჟმა მოყოლა დაიწყო, ჯერ უხალისოდ, მერე გაერთო, შევი-
და ლაპარაკის ეშხში. ქალი დაფიქრებული უსმენდა, თან ძალი-
ან გულგახსნილი ჩანდა და მისი გულგახსნილობა სანინსაც
საამისოდ იწვევდა. ჰქონდა ფამილარობის, „ჩვეულებრიობის“
დიდი ნიჭი – ლე ტერრიბლე დონ დე ლა ფამილიარიტე, რო-
მელზეც კარდინალი რეტცი თავის მემუარებში წერს. სანინი პე-
ტერბურგულ ცხოვრებაზე, თავის მოგზაურობებზე, თავის ახალ-
გაზრდობაზე ლაპარაკობდა და, მარია ნიკოლაევნა მაღალი
წრის ქალი რომ ყოფილიყო, კარგად აღზრდილი, დახვეწილი
მანერების, ასე არ გათამამდებოდა, თავს ასე არ აიშვებდა, მაგ-
რამ მარია ნიკოლაევნა საკუთარ თავს იმ გულწრფელ, სიკეთით
სავსე „ყმაწვილკაცად“ იხსენიებდა, რომელიც ვერავითარ სი-
ყალბეს, ვერავითარ ცერემონიებს ვერ იტანს. სწორედ ასე გააც-
ნო თავი სანინსაც, მაშინ როცა „ეს სიკეთით სავსე ყმაწვილკა-
ცი“ კატასავით მოაბიჯებდა მის გვერდით, ნაზად ეკვროდა, თვა-
259 მკითხველთა ლიგა
ლებში იმ ახლად შეღერებული ქალივით ჩასცქეროდა, რომ-
ლისგანაც ნიაღვარივით მოედინება მწველი, მაცდუნებელი ვნე-
ბა, რომელსაც შეეძლო, სასოწარკვეთამდე მიეყვანა ჩვენი ძმა –
არა ვიღაც გამოცდილი, წაბილწული, დროული მამაკაცი, არა-
მედ ახალგაზრდა, სლავური ბუნების სათანადო ნაჯვარი.
მარია ნიკოლაევნასა და სანინის საუბარი ერთ საათზე მეტ-
ხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ
შეუსვენიათ, სული ერთხელაც არ მოუთქვამთ, მიაბიჯებდნენ
პარკის უსაშველოდ გრძელ ხეივანში, ხან გორაკზე ავიდოდნენ
და იქიდან ლამაზი ხედებით ტკბებოდნენ, ხან ხეობაში ეშვებოდ-
ნენ, თავს ხეების გაუვალ ჩრდილს შეაფარებდნენ, თან სულ ასე
ხელჩაკიდებულები. ხანდახან სანინი ღიზიანდებოდა – მას ხომ
ჯემასთან, თავის საყვარელ, სათაყვანებელ ჯემასთან ასე დიდ-
ხანს არასოდეს უსეირნია... აქ კი, დაეუფლა ეს ქალბატონი და
მორჩა!
– ხომ არ დაიღალეთ? – ჰკითხა რამდენჯერმე მარია ნიკო-
ლაევნას.
– არა, მე არასოდეს ვიღლები, – პასუხობდა მარია ნიკოლა-
ევნა.
შეხვდებოდნენ ზოგჯერ მოსეირნეები და ქალს ყველა ესალ-
მებოდა ზოგი პატივისცემით, ზოგი მლიქვნელურად.
მარია ნიკოლაევნამ ერთ ლამაზ, შავგვრემან, საუცხოოდ
ჩაცმულ ახალგაზრდას საუკეთესო ფრანგული აქცენტით შორი-
დან ხმამაღლა გასძახა:
– ჩომტე, ვოუს სავეზ ილ ნე ფაუტ პას ვენირ მე ვოირ – ნი
აუჯოურდ’ჰუი, ნი დემაინ!
პასუხად ახალგაზრდამ შლაპა უსიტყვოდ მოიხადა და თავი
მდაბლად დაუკრა.
– ვინ არის? – ჰკითხა სანინმა რუსებისათვის ჩვეული „ზედმე-
ტი ცნობისმოყვარეობით“.
260 მკითხველთა ლიგა
– ეს? ფრანგია. აქ ისინი ბევრნი დადიან. თავის ჭკუით ვითომ
მეარშიყება... დროა სახლში წავიდეთ, ყავა დავლიოთ. ალბათ
უკვე მოგშივდათ. შიმშილისგან ჩემს ქმარსაც თვალები დაყ-
ვლეპილი ექნება.
„თვალები დაყვლეპილი ექნებაო?! ეს მაშინ, როცა ფრანგუ-
ლად ასე დახვეწილად ლაპარაკობს?! მოკლედ, დიდი ახირებუ-
ლი ქალია!“ – გაიფიქრა გუნებაში სანინმა.

261 მკითხველთა ლიგა


***

მარია ნიკოლაევნა არ შემცდარა. სანინთან ერთად სასტუმ-


როში მისულს „ქმარი“, ანუ „ბუთხუზა“, თავზე თავისი განუშორე-
ბელი ფესით უკვე გაწყობილ მაგიდასთან დახვდა.
– დავიღალე შენი ლოდინით! – თქვა და მოიღუშა, – უკვე
უშენოდ ვაპირებდი ყავის დალევას.
– არა უშავს, – უპასუხა მხიარულად მარია ნიკოლაევნამ, –
ეს შენთვის სასარგებლოა, თორემ ძალიან ჩამჟავდი... მე კი, აი,
სტუმარი მოგიყვანე. დარეკე, ჩქარა დარეკე! მალე, მალე
მოიტანონ, მალე დავლიოთ საუკეთესო ყავა, საუკეთესო საქსო-
ნიური ფინჯნებით, თეთრ ქათქათა სუფრაზე! – თქვა, შლაპა და
ხელთათმანები მოისროლა და ტაში შემოკრა.
პოლოზოვმა ცოლს შუბლქვემოდან გამოხედა:
– დღეს ასე რას გაჭენდით, ჩემო მარია ნიკოლაევნა?
– ეს თქვენი საქმე არ არის, ჩემო იპოლიტ სიდორიჩ... დარე-
კე, ჩქარა დარეკე! დიმიტრი პავლოვიჩ, დაბრძანდით და კიდევ
ერთი ფინჯანი ყავაც დალიეთ... უ, რა კარგია მბრძანებლობა,
რა ბედნიერებაა! ჩემთვის ეს ქვეყნად ყველაზე დიდი ნეტარებაა!
– ჰო, როცა გიჯერებენ, – წაიბუზღუნა ისევ იპოლიტ სიდო-
რიჩმა.
– დიახაც, როცა მიჯერებენ! კარგ ხასიათზეც ამიტომ ვარ,
განსაკუთრებით, როცა შენ გიყურებ! ასე არ არის, ბუთხუზა? აი,
ყავა უკვე მოაქვთ!
შემოვიდა უშველებელი ლანგრით ხელში კელნერი, ლან-
გარზე ყავის ფინჯნების გარდა აფიშაც იდო.
მარია ნიკოლაევნამ ხელი მაშინვე აფიშას დაავლო:
– დრამაა, – თქვა ნაწყენმა, – გერმანული დრამა!.. არა
უშავს, ყოველ შემთხვევაში, გერმანულ კომედიას ისევ დრამა
სჯობს... უბრძანეთ, ლოჟა დამიკავონ, ბენუარი, – მიუბრუნდა
262 მკითხველთა ლიგა
იგი კელნერს, – თუმცა არა, ჯობია ფრემდენ-ლოგე იყოს, ხომ
გესმით, აუცილებლად ფრემდენ-ლოგე!
– მაგრამ მის აღმატებულება ქალაქის დირექტორს (სეინე ეხ-
ცელლენზ) ფრემდენ-ლოგე უკვე დაკავებული აქვს, – ძლივს
ამოღერღა კელნერმა.
– მიეცით მის აღმატებულებას ათი ტალერი და ლოჟა ჩემი
იქნება! გესმით, ჩემი უნდა იყოს!
კელნერმა თავი მორჩილად დახარა.
– დიმიტრი პავლოვიჩ, ხომ წამოხვალთ ჩემთან ერთად თე-
ატრში? რა თქმა უნდა, წამოხვალთ, მიუხედავად იმისა, რომ
გერმანელი მსახიობები საშინლები არიან. წამოხვალთ! ხომ წა-
მოხვალთ? ო, რა თავაზიანი ბრძანდებით!.. ბუთხუზა, შენ? შენ
რას იზამ, წამოხვალ?
– როგორც მიბრძანებ, – ჩაილაპარაკა პოლოზოვმა ისე,
რომ ფინჯანი პირიდან არ მოუცილებია.
– იცი რა, მოდი, დარჩი. თეატრში სულერთია გძინავს, თან
ვერც გერმანულს იგებ ხეირიანად. ჰოდა, ვიდრე ჩვენ იქ ვიქნე-
ბით, მმართველთან გასაგზავნი წერილი გაამზადე. ხომ გახ-
სოვს, ჩვენი, აი, იმ წისქვილის თაობაზე, გლეხების ნაფქვავის
შესახებ... უთხარი, რომ არ მინდა, გესმის, არ მინ-და!.. აჰა, ესეც
საქმე, მთელი საღამო დაკავებული იქნები.
– გავიგე, – თქვა პოლოზოვმა.
– ჰოდა, ძალიან კარგი. დიდი ჭკვიანი ვინმე მყავხარ!.. ბატო-
ნებო, ჩვენ უკვე ბევრი ვილაპარაკეთ მმართველზე, ახლა მთა-
ვარ საქმეზე გადავიდეთ. დიმიტრი პავლოვიჩ, კელნერი მაგი-
დას რომ აალაგებს, დავსხდეთ ჩემთან მშვიდად და ყველაფერი
მითხარით: თქვენს მამულს რა ფასად გაყიდით, ავანსად რამდე-
ნი გჭირდებათ, ერთი სიტყვით, ყველაფერი!.. („მადლობა
ღმერთს, როგორც იქნა!“ – გაიფიქრა სანინმა.) რაღაც-
რაღაცეები უკვე მომიყევით თქვენს ბაღზე, ხომ გახსოვთ, ყვე-
263 მკითხველთა ლიგა
ლაფერი შესანიშნავად ამიწერეთ, თუმცა მაშინ ბუთხუზა ჩვენ-
თან ერთად არ იყო... დაე, იმანაც მოისმინოს, ეგეც წაიბურტყუ-
ნებს რამეს... ის, რომ შემიძლია ცოლის შერთვაში დაგეხმა-
როთ, ჩემთვის დიდად სასიამოვნოა... ხომ დაგპირდით, საუზმის
შემდეგ თქვენი ამბით დავკავდები-მეთქი, მე კი დაპირებას ყო-
ველთვის ვასრულებ, ხომ ასეა, იპოლიტ სიდორიჩ?
პოლოზოვმა სახეზე ხელისგულები ჩამოისვა:
– რაც მართალია მართალია, არასოდეს იტყუები!
– ჰოდა, არც მოვიტყუები... დიმიტრი პავლოვიჩ, აბა, ახლა,
როგორც ამას სენატში იტყოდნენ, მოგვახსენეთ ჩვენი საქმის
თაობაზე.

264 მკითხველთა ლიგა


37
და სანინმაც დაიწყო „თავისი საქმის თაობაზე“, ანუ თავისი
მამულის მეორედ აღწერა, ოღონდ, ცხადია, ბუნების სილამაზეს
ამჯერად აღარ შეხებია. ნათქვამის დასადასტურებლად დრო-
დადრო პოლოზოვს დაიმოწმებდა. ისიც – ჰმუო! – წაიბურტყუ-
ნებდა, თავს გადააქნევდა, მაგრამ, ეშმაკმა უწყის, მოწონების
თუ არმოწონების ნიშნად. კაცმა რომ თქვას, მარია ნიკოლაევ-
ნას სულაც არ აინტერესებდა მისი აზრი, თვითონ ისეთ კომერ-
ციულ, ისეთ ადმინისტრაციულ ნიჭს ავლენდა, გაკვირვების მე-
ტი კაცს აღარაფერი დაგრჩენოდა. მეურნეობის ყოველი წვრილ-
მანი, ასავალ-დასავალი თუ საიდუმლო, შესანიშნავად იცოდა,
ყველაფერს დაწვრილებით კითხულობდა და ყველაფრის საქ-
მის კურსში იყო. თითოეული მისი სიტყვა ზუსტად მიზანში ხვდე-
ბოდა, მაშინ როცა სანინი ამგვარ გამოცდას არ ელოდა და არ
მომზადებულა... „გამოცდამ“ მთელი საათნახევარი გასტანა. სა-
ნინი მკაცრი, გამჭრიახი მოსამართლის წინ თავს ვიწრო,
მოუხერხებელ სკამზე მიჯაჭვული განსასჯელივით გრძნობდა და
ეს საუბარი კი არა, ნამდვილი დაკითხვააო, ფიქრობდა... მარია
ნიკოლაევნა კი უყურებდა, ვითომ ხუმრობით, ჩუმ-ჩუმად დასცი-
ნოდა, მაგრამ ეს „ვითომ ხუმრობა“ სანინისთვის შეღავათი არ
იყო. ხოლო როცა ამ „დაკითხვის“ დროს აღმოჩნდა, რომ წარ-
მოდგენაც არ ჰქონდა, ან „გადამუშავება“ რა იყო, ან „ნაოში“,
ისე შერცხვა, ლამის ოფლმაც კი დაასხა.
– კარგი! – თქვა ბოლოს მარია ნიკოლაევნამ, – თქვენი მა-
მული უკვე ვიცი, თან თქვენზე არცთუ ცუდად. ახლა ის მითხა-
რით, თითოეულ სულზე რა ფასს დაადებთ (იმ დროს მამულის
ღირებულება, როგორც ცნობილია, ყმა გლეხების სულადობის
მიხედვით განისაზღვრებოდა).

265 მკითხველთა ლიგა


– ვფიქრობ, ხუთას მანეთზე ნაკლები არ იქნება, – ძლივს
ჩაილაპარაკა სანინმა (ეჰ, პანტალეონე, პანტალეონე, სადა
ხარ? აი, როდის წამოიძახებდი შენებურად – ბარბარი, ბარბარი-
ო!).
მარია ნიკოლაევნამ ცას ისე ახედა, თითქოს ფიქრობდა, რა-
ღაცას ანგარიშობდა:
– ასე იყოს, ეს ფასი მისაღებად მიმაჩნია, ოღონდ, ამისთვის
კიდევ ორ დღეს ვითხოვ, ამიტომაც მოცდა ზეგამდე მოგიწევთ.
ზეგ, ვფიქრობ, შევთანხმდებით, თან იმასაც მეტყვით, ავანსი
რამდენი დაგჭირდებათ, – თქვა ბოლოს, მაგრამ შეატყო, რომ
სანინი შეპასუხებას აპირებდა, ახლა კი ბასტა ცოსი-ო, – უთხრა,
მაგრამ თვითონვე განაგრძო: – ამ არადჩასაგდებ „ლითონს“
საკმაოდ ბევრი დრო დავუთმეთ. მასზე საუბარი ხვალისთვის გა-
დავდოთ... იცით რა, ახლა მე თქვენ გაგიშვებთ (თქვა და ქამარ-
ში გარჭობილ მომინანქრებულ საათს დახედა)... სამ საათამ-
დე... ცოტა უნდა დაისვენოთ. ჩადით, რულეტი ითამაშეთ.
– არა, აზარტული თამაშები არ მიყვარს! – თქვა სანინმა.
– მართლა?! ნამდვილი სრულყოფილება ხართ! სხვათა შო-
რის, არც მე მიყვარს, განა სისულელე არ არის, ფული ქარს უაზ-
როდ გაატანო!.. მაშინ სათამაშო დარბაზში შედით, ბევრ საინ-
ტერესო ფიზიონომიას და თავშესაქცევს ნახავთ. შეხედეთ, და-
ათვალიერეთ. იქ ერთი დედაბერია, ნამდვილი სასწაული, ფე-
რონიერითა და ულვაშებით... ერთი ჩვენებური თავადიც არის.
ისიც კარგი ვინმეა – დიდებული აღნაგობა, კეხიანი, არწივივით
ცხვირი!.. ჩადებს ტალერს და ჟილეტის ქვეშ პირჯვარს ჩუმად
იწერს... წადით, ჟურნალები წაიკითხეთ, ისეირნეთ, ერთი სიტ-
ყვით, გააკეთეთ, რაც გნებავთ... სამზე კი გელოდებით... დე პი-
ედ ფერმე! დღეს ცოტა ადრე უნდა ვისადილოთ. ეს სასაცილო
გერმანელები თეატრს შვიდის ნახევარზე იწყებენ, – თქვა და ხე-
ლები გაშალა, – შანს რანცუნე, ნესტ-ცე პას?
266 მკითხველთა ლიგა
– რას ბრძანებთ, მარია ნიკოლაევნა, რა ძველ წყენაზეა ლა-
პარაკი, თქვენზე ნაწყენი რატომ უნდა ვიყო?!
– რატომ და, იმიტომ, რომ დაგტანჯეთ, გაგაწვალეთ... მოიცა,
მოიცა, მე ჯერ კიდევ... – თქვა მარია ნიკოლაევნამ, თვალები
მოჭუტა და ავარდისფრებული ღაწვები, როგორც ყოველთვის,
რამდენიმე ადგილას ჩაეჩხვლიტა, – ნახვამდის!
სანინმა თავი დაუქნია, მაგრამ რომ გადიოდა, ხმამაღალი სი-
ცილი მოესმა და სარკესთან ჩავლისას ხედავს, მარია ნიკოლა-
ევნას ქმრისთვის მისი განუშორებელი ფესი თვალებზე ჩამოუფ-
ხატავს და იპოლიტ სიდორიჩი ხელებს უმწეოდ ასავსავებს.

267 მკითხველთა ლიგა


38
სანინმა თავის ოთახში ფეხი შედგა თუ არა, შვებით ამოისუნ-
თქა. მართალი იყო მარია ნიკოლაევნა, დასვენება ნამდვილად
სჭირდებოდა, დასვენება ყველა ამ ახალი ნაცნობისა და დავი-
დარაბისაგან, გაუთავებელი ლაპარაკისგან, მხუთრისგან, რო-
მელმაც მის გულსა და გონებაში შეაღწია და აბრუებდა. დასვე-
ნება სჭირდება მისთვის ამ სრულიად უცხო ქალისაგან, მასთან
ამ მოულოდნელი, ამ მოულოდნელი სიახლოვისაგან! მაინც
როდის აღმოჩნდა ამ დღეში, როდის დაიწყო ეს ყველაფერი?
როდის და მეორე დღესვე, დიახ, მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც
გაიგო, რომ ჯემას უყვარს, რაც მისი საქმრო გახდა. ჰო, მაგრამ,
ეს ხომ მკრეხელობაა! ათასჯერ მაინც სთხოვა გულში პატიება
თავის სპეტაკ, უფაქიზეს მტრედს, თუმცა, კაცმა რომ თქვას,
ვერც თავის თავს დაადანაშაულებს; რაც აქ არის, ასჯერ მაინც
აკოცა ჯემას ნაჩუქარ ძოწის ჯვარს... იმ დაწყებული საქმის კეთი-
ლად დამთავრების იმედი რომ არ ჰქონდეს, რომლისთვისაც აქ,
ვისბადენში ჩამოვიდა, ახლავე თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა
საყვარელ ფრანკფურტში, მივიდოდა იმ ძვირფას, ახლა უკვე
მისთვის ძალიან ახლობელ სახლში და ჩამოუჯდებოდა ჯემას
ფეხებთან. მაგრამ ახლა მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია,
ფიალა ბოლომდე უნდა გამოცალოს, გამოეწყოს ლამაზად ახალ
ფრაკში, მივიდეს, ისადილოს, მერე კი იქიდან თეატრში წაბ-
რძანდეს... ნეტავ ეს ქალი ხვალ მაინც გაუშვებდეს ცოტა ადრე!
სანინს კიდევ ერთი რამ აღელვებდა – სიყვარულით, მად-
ლიერებით სავსე აღტაცებული ფიქრობდა ჯემაზე, მასთან ერ-
თად ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე, რომელიც მომავალში ელო-
და, ეს ახირებული, უცნაური ქალი, ეს ვიღაც ქალბატონი პოლო-
ზოვა კი გვერდიდან არ შორდება, თავს ევლება, არა, კი არ ევ-
ლება, ყოველ წუთს თვალებში ებლანდება... კი თქვა, მებლან-
268 მკითხველთა ლიგა
დებაო, გაღიზიანებულმა, მაგრამ, არ შეეძლო, თავიდან მოეშო-
რებინა, გათავისუფლებულიყო, არ შეეძლო, მისი ხმა არ ესმინა,
არ გახსენებოდა მისი საუბარი, არ ეგრძნო მისი სამოსიდან წა-
მოსული ყვითელი შროშანის ნაზი, დამბანგველი სურნელი, მა-
შინ როცა ეს ვინმე მარია ნიკოლაევნა აშკარად ასულელებს,
სულ უფრო უახლოვდება და უახლოვდება... რატომ? რა უნდა?
ნუთუ ეს ამ უზომოდ განებივრებული, მდიდარი, ლამის უზნეო,
მოურიდებელი ქალის ახირებაა?! ქმარი?! ქმარი რაღას წარმო-
ადგენს, რა ადამიანია? რა დამოკიდებულება აქვს მასთან?! ან
რატომ უჩნდება ეს კითხვები მას, სანინს, რომელსაც, კაცმა რომ
თქვას, არავითარი დამოკიდებულება არა აქვს არც ამ ქალბა-
ტონ პოლოზოვასთან, არც ბატონ მის ქმართან?! რატომ არ შე-
უძლია, მოიშოროს, ამოიგდოს თავიდან ეს აბეზარი, აკვიატებუ-
ლი სახე მაშინაც კი, როცა მთელი მისი სული და გული მზესავით
ნათელ, გულანკარა, მშვენიერ ქალს ეკუთვნის! როგორ ბედავს
ეს ქალი, გვერდით დაუდგეს, თითქმის დაფაროს იმ მეორის
ღვთაებრივი ნაკვთები?! მაგრამ, არათუ ბედავს, ჩუმ-ჩუმად დას-
ცინის კიდევაც, უტიფრად, თავხედურად... ნუთუ ეს ნაცრისფერი,
მტაცებლის თვალები, ეს ჩაჩხვლეტილი ლოყები, ეს გველივით
დაკლაკნილი ნაწნავები ისე მიეკრა, ისე მიეტმასნა, რომ არ შე-
უძლია, ძალა არ შესწევს მოიშოროს, გათავისუფლდეს?
სისულელეა! ხვალ ამ ყველაფერს ბოლო მოეღება, კვალიც
არ დარჩება... მაგრამ გაუშვებს კი ხვალ?
სანინი წუხდა, ფიქრობდა, ათასგვარ კითხვას უსვამდა საკუ-
თარ თავს, რომ ამასობაში უკვე სამი საათიც გახდა, შავი ფრაკი
ჩაიცვა, პარკში ცოტა გაისეირნა და პოლოზოვებისაკენ გასწია.

269 მკითხველთა ლიგა


***

სანინს მასპინძლებთან გრძელი, აწოწილი, შუაზე ქერათმა-


გაყოფილი (მაშინ ეს ჯერ ისევ სიახლე იყო), ცხენის პროფი-
ლიანი ახალგაზრდა კაცი – გერმანიის საელჩოს მდივანი დაუხ-
ვდა. კიდევ ვინ იყო მასთან ერთად? ვინ და, ფონ დონგოფი, ის
ბატონი ოფიცერი, რომელთანაც ამ რამდენიმე დღის წინ დუელი
ჰქონდა. აი, სასწაული! ამ კაცთან აქ შეხვედრას სანინი ვერასო-
დეს წარმოიდგენდა, დაიბნა, შეცბა, მაგრამ თავი მაინც დაუკრა,
მიესალმა.
– იცნობთ? – ჰკითხა დონგოფს მარია ნიკოლაევნამ, რო-
მელსაც სანინის დაბნეულობა, ცხადია, არ გამოჰპარვია.
– დიახ, მაქვს ამის პატივი, – ჩაილაპარაკა დონგოფმა, მარია
ნიკოლაევნასკენ ოდნავ დაიხარა და ღიმილით ყურში ჩასჩურ-
ჩულა: – ეს სწორედ თქვენი ის თანამემამულეა... რუსი...
– შეუძლებელია! – თქვა მარია ნიკოლაევნამ ხმადაბლა,
დონგოფს თითი დაუქნია, მერე მასთან და საელჩოს იმ აწოწილ
მდივანთანაც, რომელიც, ეტყობა, თავდავიწყებამდე იყო მასზე
შეყვარებული, ისე, რომ მისი ყურებისას პირი სულ დაღებული
ჰქონდა, დამშვიდობება დაიწყო. დონგოფმა, როგორც ოჯახის
უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც უსიტყვოდაც ესმოდა, რას
მოითხოვდნენ მისგან, დაიხურა მაშინვე ქუდი და წავიდა. მდივა-
ნი კი ისევ ჯიუტად იდგა, წასვლას სულაც არ აპირებდა, მაგრამ
მარია ნიკოლაევნამ უცერემონიოდ, ყოველგვარი მორიდების
გარეშე გააგდო:
– რაღას უცდით, წადით იმ თქვენს გულის მპყრობელ პერსო-
ნასთან (მაშინ ვისბადენში ცხოვრობდა ვინმე „პრინჩიპესა დი
მონაკო“, რომელიც ძალიან ჰგავდა უხამს ლორეტებს), რა გინ-
დათ, რას უზიხართ აქ, ჩემისთანა პლებეისთან?!

270 მკითხველთა ლიგა


– მომიტევეთ, ქალბატონო, მაგრამ მთელი მსოფლიოს ერ-
თად აღებული ყველა პრინჩიპესა თქვენს ფრჩხილადაც არ
ღირს... – ეფიცებოდა საელჩოს მდივანი.
თუმცა მარია ნიკოლაევნა ძალიან დაუნდობელი გახლდათ
და მდივანიც იძულებული გახდა, წასულიყო იმ თავის კეფაზე
შუაგაყოფილი თმიანად.
მარია ნიკოლაევნა იმ დღეს განსაკუთრებულად იყო გამოწ-
ყობილი. ეცვა ვარდისფერი აბრეშუმის კაბა, ა ლა ფონტანგეს
სახელოებით, ყურებზე უშველებელი ბრილიანტები უბრწყინავ-
და და მათზე არანაკლებ უბრწყინავდა თვალებიც – ეტყობა, შე-
სანიშნავ გუნებაზე ბრძანდებოდა.
სანინი გვერდით დაისვა, პარიზზე დაუწყო საუბარი, უთხრა,
რომ რამდენიმე დღეში ისიც პარიზში აპირებდა გამგზავრებას,
რომ გერმანელებმა თავი მოაბეზრეს – როცა ცდილობენ, თავი
ჭკვიანად მოგაჩვენონ, ნამდვილი სულელები არიან, ხოლო
სრულიად უაზრო და უადგილო ადგილას – ჭკვიანები... მერე
უცებ ყოველგვარი მორიდების გარეშე ა ბრულე პოურ-პოინტ
ეკითხება – აი, იმ ოფიცერთან, რომელიც ახლა აქ, აი, ამ ადგი-
ლას იჯდა, ერთი ქალის გამო ამ დღეებში მართლა გქონდათ
დუელი?
– თქვენ ეს საიდან იცით? – წაიბუტბუტა სანინმა გაოცებულ-
მა.
– დიმიტრი პავლოვიჩ, მთავარია ითქვას, თორემ თვალის
დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, რომ უმალ ქვეყანას მოედება...
ვიცი, მართალი იყავით, ნამდვილი რაინდივით მოიქეცით...
მითხარით, ის ქალი საცოლეა თქვენი?
სანინმა წარბი შეკრა.
– კარგი, კარგი, აღარაფერს ვიტყვი, – სწრაფად ჩაილაპარა-
კა მარია ნიკოლაევნამ, – ვხედავ, არ გსიამოვნებთ, ბოდიშს
გიხდით, მორჩა, ხმას აღარ ამოვიღებ, ნუ ბრაზობთ!..
271 მკითხველთა ლიგა
ამ დროს მეორე ოთახიდან გაზეთით ხელში პოლოზოვი გა-
მოვიდა.
– რა იყო, უკვე მზად არის სადილი? – ჰკითხა ქმარს მარია
ნიკოლაევნამ.
– ახლავე შემოიტანენ... შენ კი, აი, ნახე, რა ამოვიკითხე „სე-
ვერნაია პჩელაში“ – თავადი გრომობოი გარდაცვლილა.
მარია ნიკოლაევნამ თავი ასწია:
– აჰ, ღმერთმა გაანათლოს... – თქვა და სანინს მიუბრუნდა,
– ყოველ წელიწადს დაბადების დღეზე ჩემს ოთახს კამელიებით
ავსებდა, მაგრამ ამის გამო ზამთრობით პეტერბურგში ცხოვრე-
ბა არ მიღირდა... მგონი, სამოცდაათზე მეტის იყო, არა? – ჰკით-
ხა ახლა ქმარს.
– იყო... გაზეთში მისი დაკრძალვის ამბებია აღწერილი. და-
საფლავებას მთელი სამეფო კარი დასწრებია... ამ შემთხვევის
გამო გაზეთში თავადი კოვრიჟკინის ლექსიცაა.
– ჰოდა, ძალიან კარგი.
– გინდა წაგიკითხო? თავადი მას საბჭოს კაცს უწოდებს.
– არა, არ მინდა... რომელი საბჭოს კაცი ეგ იყო! საბჭოს კი
არა, ტატიანა იურევნას კაცი იყო. წავიდეთ, ვისადილოთ... ცოც-
ხალი ადამიანი მკვდარზე კი არა, ცოცხალ ადამიანზე ფიქ-
რობს... მომეცით ხელი, დიმიტრი პავლოვიჩ!

272 მკითხველთა ლიგა


***

სადილი, ისე როგორც გუშინ, დღესაც არაჩვეულებრივი იყო,


ძალიან ხალისიანადაც ჩაიარა. მჭევრმეტყველების ნიჭი ქა-
ლებს იშვიათად აქვთ, მით უმეტეს – რუს ქალებს, მაგრამ მარია
ნიკოლაევნა ამბის მოყოლის ნამდვილი დიდოსტატი გახლდათ.
გამოთქმებს დიდად არ დაგიდევდა, თავს სულაც არ იზღუდავდა,
განსაკუთრებით თანამედროვეებს არ ინდობდა და სანინიც არა-
ერთხელ ახარხარებულა მის მოსწრებულ, კვიმატ, ზუსტ ნათ-
ქვამზე... ყველაზე მეტად ფარისევლობას, სიცრუეს, გადაპრან-
ჭულ ფრაზებს ვერ ვიტანდი, თუმცა ამას ყოველ ნაბიჯზე ვხვდე-
ბოდიო, ისე ამბობდა, თითქოს თავს იწონებსო იმ დაბალი წრის
გამო, რომელშიც დაიბადა და ფეხი აიდგა...
ჰყვებოდა საკმაოდ უცნაურ ანეკდოტებს თავის ბავშვობასა
და ახლობლებზე. თავს გლეხუჭას ეძახდა, ნატალია კირილოვნა
ნარიშკინაზე არანაკლებს და სანინი აშკარად მიხვდა, რომ
ცხოვრებაში ამ ქალს გაცილებით ბევრი რამ ჰქონდა ნანახი და
გამოცდილი.
პოლოზოვი კი იჯდა თავისთვის, საჭმელს მშვიდად, ნება-ნება
შეექცეოდა, მხოლოდ დროდადრო თუ ახედავდა ხან ცოლს, ხან
სანინს თავისი გამოხუნებული, ერთი შეხედვით, ჩამქრალი, უსი-
ცოცხლო, თუმცა სინამდვილეში ყოვლისმხედველი თვალებით.
– ო, რა ჭკვიანი მყავხარ! – მიუტრიალდა ქმარს ისევ მარია
ნიკოლაევნა, – ყველა ჩემი დავალება ფრანკფურტში შესანიშ-
ნავად შეასრულე! გაკოცებდი ერთს გემრიელად შუბლზე, მაგ-
რამ, შენ ხომ ეს სულაც არ გაინტერესებს!
– არ მაინტერესებს! – თქვა პოლოზოვმა და ვერცხლის და-
ნით ანანასი შუაზე გადაჭრა.
ცოლმა შეხედა, მაგიდაზე თითები ააკაკუნა და ქმარს მჭევ-
რმეტყველურად ეუბნება:
273 მკითხველთა ლიგა
– გინდა, დავნაძლევდეთ?
– მინდა.
– იცოდე, წააგებ.
პოლოზოვმა ნიკაპი წინ მრავალმნიშვნელოვნად წამოსწია
და თქვა:
– ამჯერად შენი თავის იმედი ასე ძალიან ნუ გექნება, ქალბა-
ტონო მარია ნიკოლაევნა! მე კი არა, შენ წააგებ.
– შეიძლება გავიგო, რაზეა სანაძლეო? – იკითხა სანინმა.
– არა, ახლა არა, – უპასუხა მარია ნიკოლაევნამ და გაიცინა.
გახდა შვიდი საათი.
– კარეტა უკვე მზად არის, – მოახსენა კელნერმა.
პოლოზოვმა ცოლი კარამდე მიაცილა, მაშინვე გატრიალდა
და ისევ თავისი სავარძლისკენ წაფრატუნდა.
– აბა შენ იცი, არ დაგავიწყდეს მმართველთან წერილის და-
წერა, – გამოსძახა მარია ნიკოლაევნამ წინკარიდან.
– დავწერ, ნუ ღელავ, სიტყვის კაცი ვარ, დამჯერი და შემსრუ-
ლებელი.

274 მკითხველთა ლიგა


39
1840 წელს ვისბადენში არც თეატრის შენობა ვარგოდა, არც
დასი იყო რიგიანი. იმ დონესთან შედარებით, რომელიც აქამდე
მთელ გერმანიაში თეატრებს შორის ყველაზე ნორმალურად შე-
იძლება ჩაითვალოს და რომლის სრულყოფილებას ამ ბოლო
დროს ბატონ დევრიენტეს ხელმძღვანელობით კარლსრუეს და-
სი წარმოაჩენდა, ახლანდელი არც თეატრები და არც დასები
იოტისოდენადაც არ გაუმჯობესებულა. თავისი ზედაპირულო-
ბით, მოსაწყენი უფერულობითა და უხამსი რუტინით იმადვე
დარჩა, რაც იყო.
„მისი უგანათლებულესობა“ ქალბატონი ფონ პოლოზოვა-
სათვის დაკავებული ლოჟის (ღმერთმა უწყის, როგორ მოახერხა
კელნერმა ამ ლოჟის დაკავება, მართლაც ხომ არ მოისყიდა
შტაბ-დირექტორი ტალერებით?) უკანა პატარა ოთახში ბევრი
მომცრო დივანი იდგა. ვიდრე იმ ოთახში შევიდოდა, მარია ნი-
კოლაევნამ სანინს სთხოვა, გამოეწია შირმა, რათა დარბაზიდან
ლოჟაში ყურება არ დაეწყოთ.
– არ მინდა, ვინმემ დამინახოს, თორემ შემოცვივდებიან გი-
ჟებივით, – თქვა დარბაზისკენ ზურგშექცეულმა და სანინი გვერ-
დით ისე მოისვა, ლოჟა ყველას ცარიელი სჩვენებოდა.
ორკესტრმა „ფიგაროს ქორწინებიდან“ უვერტიურა ააჟღე-
რა... ფარდა აიწია, პიესა დაიწყო.
ეს იყო იმ მრავალრიცხოვანი პრიმიტიული ნაწარმოებთაგა-
ნი, რომელშიც ნაკითხი, მაგრამ უნიჭო ავტორები საგანგებოდ
შერჩეული, თუმცა სიცოცხლეგამოცლილი სიტყვებით გულმოდ-
გინედ, უხეშად, არადამაჯერებლად ცდილობდნენ ამა თუ იმ
„ღრმა“, „საჭირბოროტო“ იდეის წარმოჩენას. დგამდნენ „სევ-
დისმომგვრელ, ტრაგიკულ“ პიესებს, ისეთს, როგორიც აზიური
ქოლერის დროისათვის არის დამახასიათებელი...
275 მკითხველთა ლიგა
მარია ნიკოლაევნამ მოთმინებით მოისმინა ნახევარი აქტი,
მაგრამ როცა პირველმა მიჯნურმა (ეცვა ყავისფერი, ბუფებიანი,
დაპლისულსაყელოიანი სერთუკი, სადაფისღილებიანი ზო-
ლიანი ჟილეტი, ტყავის პაჭანაკებიანი მწვანე შარვალი, თეთრი
ნატის ხელთათმანები) შეყვარებულის ღალატი შეიტყო, მუშტები
მკერდზე მიიჭირა, იდაყვები წინ წამოსწია და ძაღლივით აყმუვ-
ლდა, მარია ნიკოლაევნამ თავი ვეღარ შეიკავა:
– ყველაზე პატარა, პროვინციული ქალაქის უკანასკნელი
ფრანგი მსახიობიც კი გაცილებით ბუნებრივად, გაცილებით უკე-
თესად თამაშობს, ვიდრე ყველაზე სახელგანთქმული ეს გერმა-
ნელი მსახიობი! – წამოიძახა აღშფოთებულმა, მეორე ოთახში
გავიდა, – მოდით, აგერ დამიჯექით, ჯობია, ვილაყბოთ, – უთხრა
სანინს და ხელით თავის გვერდით პატარა დივანზე მიანიშნა.
სანინი უსიტყვოდ დაუჯდა.
– ვატყობ, აბრეშუმივით კაცი ხართ, თქვენი ცოლი ბედნიერი
იქნება, – ეუბნება მარია ნიკოლაევნა, – აი, ამ მასხარამ კი, –
თქვა და მარაო აყმუვლებული მსახიობისკენ გაიშვირა (ის ოჯა-
ხის მასწავლებლის როლს ასრულებდა) – ჩემი სიყმაწვილე გა-
მახსენა. მეც მასწავლებელზე ვიყავი შეყვარებული, ის ჩემი პირ-
ველი, არა მეორე პასია იყო... პირველად დონის მონასტრის
მსახური შემიყვარდა. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი, მე მას მხო-
ლოდ კვირაობით ვხედავდი. ეცვა ანაფორა კი არა, ხავერდის
კაბა, ისეთი, როგორსაც კათოლიკე მღვდლები იცვამენ, ისხამ-
და ოდეკოლონს, ელაპარაკებოდა მანდილოსნებს ფრანგულად:
„პარდონ, ეკსკიუზე...“ სულ თავდახრილი დადიოდა. აი, წამწა-
მები!.. წამწამები კი!.. ზუსტად ასეთი ჰქონდა, – თქვა მარია ნი-
კოლაევნამ და ცერა თითის ფრჩხილი ნეკა თითის მოსახრელზე
დაიდო, – ჩემი მასწავლებელი – მონსიეურ გასტონ უზომოდ გა-
ნათლებული კაცი იყო, მაგრამ ყველაზე მკაცრი შვეიცარიელებს
შორის... ისეთი ენერგიული სახე ჰქონდა!.. ბერძნული პროფი-
276 მკითხველთა ლიგა
ლი, კუპრივით შავი ბაკები. ტუჩები ლითონის გეგონებოდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე მისი მეშინოდა კიდევაც, მაშინ როცა
მთელ ჩემს სიცოცხლეში მის გარდა არასოდეს არავისი მშინე-
ბია... მისი კი ნამდვილად მეშინოდა. მონსიეურ გასტონ ჩემი
ძმის გუვერნიორი იყო, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ გარდაიც-
ვალა – მდინარეში დაიხრჩო... მახსოვს, ერთმა ბოშა ქალმა
მითხრა, ბუნებრივი სიკვდილი არ გიწერია, მოგკლავენო, მე კი
ასეთი სისულელეების არ მჯერა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
იპოლიტ სიდორიჩი ხანჯლით ხელში?!
– სიკვდილი ხანჯლის გარეშეც შეიძლება, – შენიშნა სანინმა.
– სისულელეა! ხართ ცრუმორწმუნე? მე – არა! მოხდეს, რაც
მოსახდენია... მონსიეურ გასტონ ჩვენს სახლში ცხოვრობდა,
ზუსტად ჩემი ოთახის თავზე. გამეღვიძება ზოგჯერ ღამით, მესმის
მისი ნაბიჯების ხმა და სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის (თვი-
თონ ძალიან გვიან იძინებდა)... არ ვიცი, შეიძლება ეს რაღაც
სხვა გრძნობა, სხვა განცდა იყო... მამაჩემმა თვითონ წერა-
კითხვა ძლივს იცოდა, მაგრამ შვილებს კარგი განათლება მოგ-
ვცა. მე ხომ ლათინურიც ვიცი!
– თქვენ?! ლათინური?!
– დიახ, ლათინური, მონსიეურ გასტონ-მა მასწავლა. მე და
იმან „ენეიდა“ ერთად წავიკითხეთ. მოსაწყენი წიგნია, თუმცა იქ
ბევრი კარგი ადგილია. გახსოვთ, ენეასი და დიდონი ტყეში მარ-
ტონი რომ არიან?
– დიახ, მახსოვს, – სწრაფად წარმოთქვა სანინმა. თუმცა დი-
დი ხანია ლათინურიც დავიწყებული ჰქონდა და აღარც „ენეიდა“
ახსოვდა ხეირიანად.
მარია ნიკოლაევნამ თავისი ჩვეულების მიხედვით შუბლქვე-
მოდან გამოხედა:
– არ იფიქროთ, თითქოს ძალიან განათლებული ვიყო. ეჰ,
ღმერთო ჩემო, არც დიდად განათლებული და ნასწავლი ვარ,
277 მკითხველთა ლიგა
არც რაიმეს ნიჭი მაქვს, წერითაც კი ძლივს ვწერ... ჰო, ჰო, მარ-
თალს გეუბნებით! არც ხმამაღლა კითხვა შემიძლია, არც ფორ-
ტეპიანოზე დაკვრა, არც ხატვა ან ჭრა-კერვა, მოკლედ, არაფე-
რი!.. აი, უკვე ყველაფერი იცით ჩემზე... ამ ყველაფერს იმიტომ
გიყვებით... – თქვა მარია ნიკოლაევნამ და ხელები გაშალა, –
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ შტერებს არ ვუსმინო, – ამაზე ხელი
ახლა სცენისკენ გაიშვირა, სადაც მსახიობ მამაკაცთან ერთად
ქალიც მკერდზე ათივე თითმიდებული და წინ იდაყვებწამო-
წეული ხმამაღლა გაჰკიოდა, – მეორეც იმიტომ, რომ თქვენთან
ვალში ვარ – თქვენ ხომ მომიყევით გუშინ თქვენ შესახებ.
– მოგიყევით იმიტომ, რომ თქვენ მთხოვეთ.
– ესე იგი, არ გინდათ იცოდეთ, ვინა ვარ და რას წარმოვად-
გენ? თუმცა, არ მიკვირს, – თქვა ქალმა და ზურგით ისევ ბალი-
შებს მიეყრდნო, – კაცი ცოლის შერთვას აპირებს, თანაც სიყვა-
რულით, თან მისი გულისთვის დუელსაც მართავს, აბა, ამაზე სა-
ფიქრალად სად სცალია!
მერე უცებ ჩაფიქრდა, მარაოს სახელურს თავისი მსხვილი,
სწორი, რძესავით თეთრი კბილებით ჩააფრინდა.
და სანინს მოეჩვენა, რომ მისი გონება ისევ მოიცვა იმ მახ-
რჩობელა კვამლმა, რომლისგანაც, აი, უკვე მეორე დღეა ვერ
გათავისუფლებულა.
ორივე ერთმანეთს თითქმის ჩურჩულით ელაპარაკებოდა,
რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა, აღელვებდა სანინს...
როდის, როდის დამთავრდება, როდის მოეღება ბოლო ამას?
სუსტ ადამიანებს საქმე ბოლომდე არასოდეს მიჰყავთ, ისინი
მუდამ დამთავრებას ელოდებიან.
სცენაზე ვიღაცამ დააცემინა. ეს ცემინება, როგორც „კომიკუ-
რი მოტივი“, ანუ „ელემენტი“, პიესაში თავად ავტორის მიერ იყო
შეტანილი, სხვა „კომიკურ მოტივს“ მასში, რა თქმა უნდა, ვერ

278 მკითხველთა ლიგა


ნახავდით, ამიტომაც, უნდოდა თუ არა, მაყურებელი ამით კმა-
ყოფილდებოდა და იცინოდა.
სანინს აღიზიანებდა ეს სიცილი.
იყო წუთები, როცა ვერ გაეგო, სწყინდა, ბრაზობდა თუ უხა-
როდა, მოწყენილი იყო თუ მოლხენილი. „ეჰ, ახლა ეს ჯემას რომ
დაანახვა!“ – ფიქრობდა.

279 მკითხველთა ლიგა


***

– განა უცნაური არ არის? – დაიწყო უცებ მარია ნიკოლაევ-


ნამ, – კაცი მშვიდად გეუბნება, გადაწყვეტილი მაქვს, ცოლი შე-
ვირთოო, მაშინ როცა მშვიდად არავინ იტყვის, წყალში უნდა გა-
დავვარდე, უნდა დავიხრჩოო. მაგრამ რა განსხვავებაა წყალში
გადავარდნასა და ცოლის შერთვას შორის?! განა ეს მართლაც
უცნაური არ არის?
– განსხვავება დიდია, მარია ნიკოლაევნა, ზოგისთვის წყალ-
ში გადახტომა საშიში არ არის იმიტომ, რომ ცურვა იცის. რაც
შეეხება ქორწინების უცნაურობას... – თქვა და უცებ ტუჩზე იკბი-
ნა, გაჩუმდა.
– დაასრულეთ, დიმიტრი პავლოვიჩ, – უთხრა მარია ნიკო-
ლაევნამ და მარაო ხელისგულზე დაირტყა, – ვიცი, რის თქმაც
გინდოდათ: „ამაზე თუ წავიდა, მოწყალეო ქალბატონო მარია
ნიკოლაევნა პოლოზოვა, თქვენს ქორწინებაზე უფრო უცნაური
კავშირის წარმოდგენაც კი შეუძლებელია... მე ხომ თქვენს მე-
უღლეს ბავშვობიდან ვიცნობ!“ – აი, რის თქმა გინდოდათ,
თქვენ, ცურვის მცოდნევ!
– მოიცათ, მოიცათ, – შეაჩერა სანინმა.
– განა ასე არ არის? – ეუბნება მარია ნიკოლაევნა, – შემომ-
ხედეთ და მითხარით, რომ არ არის ასე!
სანინმა არ იცოდა, თვალები საით წაეღო და ბოლოს უთხრა:
– თუ ამის გაგება ნამდვილად გსურთ, მაშინ, ნება მომეცით...
მარია ნიკოლაევნამ თავი დაუქნია:
– დიახ, დიახ... ალბათ იკითხავთ, თქვენ, ცურვის მცოდნევ,
რა მიზეზი შეიძლება იყოს ამგვარი უცნაური საქციელისა იმ ქა-
ლისგან, რომელიც არც ღარიბია, არც სულელი ან შეუხედავი?..
ან იქნებ ეს სულაც არ გაინტერესებთ? თუმცა, არა უშავს, გეტ-
ყვით, მაინც გეტყვით, რა არის ამისი მიზეზი! ოღონდ ახლა არა.
280 მკითხველთა ლიგა
აი, დამთავრდება ანტრაქტი და... თორემ, სულ იმის შიში მაქვს,
ვინმე არ შემოვიდეს.
მარია ნიკოლაევნას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ
გარეთა კარი ნახევრად გაიღო, ლოჟაში გრძელცხვირა, ოქროს-
სათვალიანმა, ოფლისგან სახეალაპლაპებულმა, ჯერ ახალგაზ-
რდა, მაგრამ უკვე უკბილო, სწორ, გრძლად თმაჩამოშვებულმა,
ღამურასავით დიდყურება კაცმა თავი შემოყო, შტერი, ცნობის-
მოყვარე თვალებით მიიხედ-მოიხედა, მარია ნიკოლაევნა
დაინახა, უშნოდ გაიცინა, თავი გააქნია და თავს გრძელი, და-
ძარღული კისერიც შემოაყოლა.
მარია ნიკოლაევნამ ცხვირსახოცი აუქნია:
– სახლში არა ვარ! ყცჰ ბინ ნიცჰტ ზუ ჰაუსე, ჰერრ პ...! ყცჰ ბინ
ნიცჰრ რუ მაუსე... ქშშ... ქშშ...
კაცი შეცბა, ნაძალადევად გაიცინა, ლისტის წაბაძვით, რომ-
ლის ფერხთითაც ოდესღაც დახოხავდნენ, თითქოს სლუკუნებ-
სო: – სეჰრ გუტ!.. სეჰრ გუტ! – ჩაილაპარაკა და გაუჩინარდა.
– ეს კაცი ვინღაა? – იკითხა სანინმა.
– ეს? ვისბადენელი კრიტიკოსი, ლიტერატორი, ანუ ყველაზე
დიდი ლაქია, მოკლედ, როგორც გენებოთ. ერთმა აქაურმა
მოიჯარე-შემსყიდველმა იქირავა, ამიტომაც ვალდებულია, ყვე-
ლა აქოს და ყველაფრით აღტაცებული იყოს, თუმცა გული
ღვარძლითა აქვს სავსე. წარმოუდგენელი ჭორიკანა ბრძანდება,
ალბათ გაიქცევა ახლავე და აქ არის, თეატრშიაო, – ყველას გა-
საგონად გამოაცხადებს... თუმცა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ჩემ-
თვის სულერთია!
ორკესტრმა ვალსი დააგუგუნა, ფარდა ისევ აიხადა, ისევ ატ-
ყდა სცენაზე ბზუილი და პრანჭვა-გრეხა.
– ვინაიდან, – დაიწყო მარია ნიკოლაევნამ და დივანზე ჩა-
მოჯდა, – მოხდა ისე, რომ ნაცვლად იმისა, თქვენი საცოლის
გვერდით იყოთ, მისი ცქერით ტკბებოდეთ, იძულებული ხართ,
281 მკითხველთა ლიგა
აქ, ჩემ გვერდით იჯდეთ! თვალებს ნუ აბრიალებთ, ნუ ბრაზობთ,
თქვენი კარგად მესმის, ამიტომაც შეგპირდით, მალე
გაგიშვებთ-მეთქი... კი, ბატონო, წადით, მაგრამ მანამდე ჩემს
აღსარებას მოუსმინეთ... გინდათ იცოდეთ, რა მიყვარს ყველაზე
მეტად?
– თავისუფლება, – უთხრა სანინმა.
მარია ნიკოლაევნამ ხელზე ხელი ნაზად დაადო:
– დიახ, დიმიტრი პავლოვიჩ, დიახ, უპირველეს ყოვლისა და
ყველაზე მეტად თავისუფლება მიყვარს! ოღონდ არ იფიქროთ,
თითქოს თავს ვიქებ. არა, საქებარი აქ არაფერი არ არის, უბრა-
ლოდ, ასეა, ასე იყო და ასე იქნება, სანამ ცოცხალი ვარ. ჩანს,
ბავშვობაში ყოველ ნაბიჯზე მხოლოდ მონურ მორჩილებას, ფა-
რისევლობას ვხედავდი... ბევრი ვნახე, ბევრი განვიცადე... თვა-
ლი ჩემმა მასწავლებელმა – მონსიეურ გასტონ-მა ამიხილა. იქ-
ნებ ახლა მაინც ხვდებით, ცოლად რატომ გავყევი იპოლიტ სი-
დორიჩს – მასთან ჰაერივით, ნიავივით თავისუფალი ვარ, ხო-
ლო ის, რომ ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი, ეს უკვე ქორწი-
ლამდე ვიცოდი, – თქვა, მარაო გვერდზე მოისროლა და გაჩუმ-
და.
– ერთ რამესაც გეტყვით – ფიქრის, განსჯის წინააღმდეგი არ
ვარ. ჯერ ერთი, სახალისოა, ჭკუა-გონებაც ხომ ამიტომ აქვთ
ადამიანებს... მაგრამ, როცა რაღაცას ვაკეთებ, შედეგზე არასო-
დეს ვფიქრობ. რაიმე ისეთი თუ მოხდა, არ ვნანობ! დიახ, იოტი-
სოდენადაც... ერთი ასეთი ანდაზაა: ჩელა ნე ტირე პას ა ცონსე-
ქუენცე – როგორ არის ეს რუსულად, არ ვიცი... მართლაც აბა,
რა აზრი აქვს! მე ხომ აქ – ამქვეყნად პასუხს არავინ მომთხოვს,
იქ კი (ამ სიტყვებზე ხელი ზევით, ცისკენ აიშვირა), აი, იქ კი, დაე,
ისე განმსაჯონ, როგორც მოესურვებათ... როცა იქ გამასამარ-
თლებენ, მე უკვე აქ აღარ ვიქნები. მისმენთ? ხომ არ მოგეწყი-
ნათ?
282 მკითხველთა ლიგა
სანინი თავდახრილი იჯდა.
– არა, მარია ნიკოლაევნა, მოწყენილი არ ვარ, – თქვა და
თავი ასწია, – მე ინტერესით გისმენდით. ოღონდ, გამოგიტყდე-
ბით, საკუთარ თავს ვეკითხები, ამ ყველაფერს მე რატომ მიყვე-
ბით?!
მარია ნიკოლაევნამ დივანზე ოდნავ გვერდით გაიწია:
– აჰ, თქვენს თავს ეკითხებით! მართლა ასეთი მიუხვედრელი
ბრძანდებით?! ან იქნებ უფრო მორცხვი და მორიდებული ხართ?
სანინმა თავი კიდევ უფრო ასწია.
– ამას თქვენ იმიტომ გეუბნებით, დიმიტრი პავლოვიჩ, – გა-
ნაგრძო მარია ნიკოლაევნამ მშვიდი ხმით, რაც არცთუ შეესაბა-
მებოდა მისი სახის გამომეტყველებას, – რომ ძალიან მომწონ-
ხართ. არა, ნუ გიკვირთ, არ ვხუმრობ... ჩვენი გაცნობის შემდეგ
ძალიან მეწყინება, ჩემზე ცუდი მოგონება თუ დაგრჩებათ. არა,
ცუდი კი არა, ჩემთვის ეს სულ ერთია – არასწორი! ამიტომაც შე-
მოგიტყუეთ აქ, ამიტომ ვრჩები თქვენთან მარტო, ამიტომ გელა-
პარაკებით ასე გულახდილად. არა, არ ვტყუი!.. დიმიტრი პავ-
ლოვიჩ, ის, რომ სხვა ქალი გიყვართ, ეს ცხადია. ისიც ცხადია,
რომ იმ ქალის ცოლად შერთვას აპირებთ... ეცით პატივი ჩემს
უანგარო გულწრფელობას... და აი, ახლა მოგეცათ შემთხვევა,
რომ მითხრათ: ჩელა ნე ტირე პას ა ცონსექუენცე!
თქვა და გაიცინა, მაგრამ სიცილი მაშინვე შეწყვიტა. ისე გა-
უნძრევლად იჯდა, თითქოს მისმა ნათქვამმა სიტყვებმა თვითონ-
ვე განაცვიფრა და მის თვალებში, ყოველთვის თამამ, მხიარულ,
სიცოცხლით, ჟინით სავსე თვალებში რაღაც მოკრძალების, რა-
ღაც სევდის მაგვარი გაკრთა.
„გველია, ნამდვილი გველია! მაგრამ რა ლამაზი, რა მომხიბ-
ვლელი!“ – გაიფიქრა სანინმა.
– მომაწოდეთ ჩემი ლორნეტი, – თქვა უცებ მარია ნიკოლა-
ევნამ, – მინდა იმ მსახიობს შევხედო, ნუთუ ეს ჯეუნე პრემიერე
283 მკითხველთა ლიგა
მართლაც ასეთი უგვანოა?! დამიჯერეთ, კაცმა შეიძლება იფიქ-
როს, ხელისუფლებამ ეს ქალი ზნეობრივი მიზნით წარმოადგი-
ნა, ახალგაზრდა კაცები სულ არ გადაირივნენო!..
ლორნეტს რომ ართმევდა, ორივე ხელი ხელში ჩასჭიდა და
ღიმილით ეუბნება:
– ასეთი სერიოზული ნუ ხართ, ჯაჭვით მე ვერავინ დამაბამს!
მაგრამ არც მე დავაბამ ჯაჭვით არავის. მთავარი ჩემთვის თავი-
სუფლებაა, მე თავისუფლება მიყვარს, არავითარ მოვალეობას
არ ვცნობ, არც ჩემსას, არც სხვისას... ახლა ცოტა გაიწიეთ, მო-
დი, მოვუსმინოთ წარმოდგენას.
თქვა და ლორნეტი სცენისკენ მიმართა. სცენას დაუწყო ყუ-
რება სანინმაც. იჯდა მის გვერდით, ჩაბნელებულ ლოჟაში და უნ-
დოდა თუ არა, მისი საუცხოო სხეულის სითბოსა და კეთილსურ-
ნელებას შეიგრძნობდა. ის, რაც მარია ნიკოლაევნამ ამ საღა-
მოს, ხოლო განსაკუთრებით ამ ბოლო წუთებში უთხრა, ყველა-
ფერს თავდაყირა აყენებდა მის გონებაში.

284 მკითხველთა ლიგა


40
ამის შემდეგ წარმოდგენა კიდევ საათზე მეტხანს გაგრძელ-
და, მაგრამ მარია ნიკოლაევნამ და სანინმა მალევე მიატოვეს
სცენის ყურება და მათ შორის ისევ იმგვარი, იმ ხასიათისა და
განწყობის საუბარი გაიბა. სანინი ახლა ისე ჩუმად, ისეთი თავ-
დახრილი აღარ იჯდა, თუმცა გუნებაში თავის თავზეც ბრაზობდა
და მარია ნიკოლაევნაზეც. ცდილობდა, დაემტკიცებინა მთელი
მისი თეორიის უსაფუძვლობა (თითქოსდა მარია ნიკოლაევნა
მართლა ყოფილიყო თეორიებით შეპყრობილი), ახლა უკვე ეკა-
მათებოდა კიდევაც, რაც მარია ნიკოლაევნას არათუ არ სწყინ-
და, არამედ, პირიქით, უხაროდა – რახან მეკამათება, ესე იგი,
მითმობს, ესე იგი, მოვიდა საკენკზე, მნებდება, აღარ უცხოობს...
ახლა თუ არა, მერე უსათუოდ დამითმობსო და თვითონაც ეკამა-
თებოდა, ეწინააღმდეგებოდა, თავს ესხმოდა, ფიქრობდა, იცი-
ნოდა... ამასობაში კი მათი სახეები ერთმანეთისკენ მიიწევდა,
სანინი უკვე თვალს აღარ არიდებდა, არ გაურბოდა მის შემო-
ხედვას, ქალის თვალები დაუბრკოლებლივ დაეხეტებოდა მის
სახეზე და ისიც უღიმოდა, თავაზიანად, მოკრძალებით, მაგრამ
უღიმოდა. ის, რომ სანინმა განყენებულ თემებზე დაიწყო საუბა-
რი, პატიოსან დამოკიდებულებაზე, მოვალეობაზე, ორ ადამიანს
შორის წმინდა სიყვარულსა და ქორწინებაზე, წყალს ესეც მარია
ნიკოლაევნას წისქვილზე ასხამდა, ვინაიდან, ყველასთვის ცნო-
ბილია, ამგვარი განყენებული საუბრები, როგორც ამოსავალი
წერტილი, საუკეთესოა დასაწყისისთვის.
ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ მარია ნიკო-
ლაევნას, ირწმუნებოდნენ, როცა მის ძლიერ, გაუტეხელ არსება-
ში თავს უცებ რაღაც სინაზის, მოკრძალებულობის, ქალწულებ-
რივი მორცხვობის მაგვარი იჩენს, მაშინ, დიახ, სწორედ მაშინ

285 მკითხველთა ლიგა


ხდება ის ყველაზე საშიში, და გაოცებული ფიქრობ, ნეტავ
საიდან გაჩნდა ეს სინაზე, ეს თვინიერება ამ ადამიანშიო?!
სანინისთვის, ჩანს, ამან უკვე სახიფათო მიმართულება
მიიღო, თუმცა წუთითაც რომ დაფიქრებულიყო, გონება კარგად
რომ მოეკრიბა, გულისყურით მოჰკიდებოდა ამ ამბავს, საკუთა-
რი თავი თვითონვე შესძულდებოდა, მაგრამ ის ვერც დაფიქრე-
ბას ასწრებდა, ვერც თავისი თავის შეძულებას.
სამაგიეროდ, მარია ნიკოლაევნა არ კარგავდა დროს და ეს
ყველაფერი იმის გამო ხდებოდა, რომ სანინი მართლაც საუც-
ხოო გარეგნობის ახალგაზრდა იყო... ყოველივე ამის შემხედვა-
რე შენდა უნებურად იტყვი: – კაცმა არ იცის, სად მოიგებ, სად
წააგებ.
პიესა დამთავრდა. შალი მომახურეთო, სთხოვა მარია ნიკო-
ლაევნამ სანინს და სანამ ის ფაფუკ, რბილ ქსოვილს ჭეშმარი-
ტად მეფურ მხრებზე მოახურებდა, ქალი არ განძრეულა, მაგ-
რამ, დერეფანში ხელგაყრილები რომ გადიოდნენ, მარია ნიკო-
ლაევნამ უცებ კინაღამ იყვირა – ლოჟის კართან მოჩვენებასა-
ვით ატუზული იდგა დონგოფი, ხოლო მის ზურგს უკან გახარე-
ბულ ვისბადენელ კრიტიკოსს უხამსი, ღვარძლით სავსე, ქო-
ნიანი სიფათი ნიშნის მოგებით უბრწყინავდა.
– ქალბატონო, ხომ არ მიბრძანებთ, კარეტა მოგიყვანოთ? –
ჰკითხა ახალგაზრდა ოფიცერმა მარია ნიკოლაევნას სიბრაზის-
გან აკანკალებულმა.
– არა, გმადლობთ, თავი დამანებეთ! კარეტას ჩემი ლაქია
მოიყვანს! – უთხრა ბრძანების კილოზე ჩურჩულით მარია ნიკო-
ლაევნამ, იქაურობას სწრაფად გაეცალა და სანინიც თან გაიყო-
ლა.
– რას გადამეკიდეთ, წადით, ჯანდაბაში წადით! – დაუღ-
რიალა ლიტერატორს უცებ დონგოფმა – ჯავრი ხომ უნდა ეყარა
ვინმეზე!
286 მკითხველთა ლიგა
– სეჰრ გუტ, სეჰრ გუტ! – წაიბუტბუტა ლიტერატორმა და ჩუ-
მად გაიძურწა.
ლაქიამ, რომელიც წინკარში იცდიდა, კარეტა მოიყვანა, მა-
რია ნიკოლაევნა სწრაფად ჩაჯდა, მასთან ერთად სანინიც და კა-
რეტის კარი მიიხურა თუ არა, ქალი ხმამაღლა ახარხარდა.
– რას იცინით? – დაინტერესდა სანინი.
– აჰ, მაპატიეთ, გეთაყვა. ვიფიქრე, რა იქნება, ეს რომ გამო-
იწვიოთ ახლა დუელში... ჩემ გამო... არა, ხომ წარმოგიდგენიათ,
რა იქნება!
– დიდი ხანია, იცნობთ? – ჰკითხა სანინმა.
– ვის? ამ ბიჭს? ნუ ღელავთ, ეგ ჩემი გასაგზავნ-გამოსაგზავნი
მორბედია, ჩემი ხელის ბიჭია.
– ვღელავ?! სულაც არა!
მარია ნიკოლაევნამ ამოიოხრა:
– ეჰ, ვიცი, რომ არ ღელავთ. მაგრამ, თქვენ ისეთი საყვარე-
ლი, ისეთი ოქროკაცი ხართ, ვიცი, უარს არ მეტყვით ერთ თხოვ-
ნაზე. არ დაივიწყოთ – სამი დღის მერე მე პარიზში, თქვენ კი
ფრანკფურტში მიდიხართ... ღმერთმა უწყის, კიდევ როდის შევ-
ხვდებით ერთმანეთს!
– მაინც, რა თხოვნაა?
– ცხენზე ჯდომა, რა თქმა უნდა, იცით?!
– რა თქმა უნდა.
– ჰოდა, აი, რა. ხვალ დილაუთენია ჩემთან ერთად წამოხ-
ვალთ ქალაქგარეთ... ცხენები საუკეთესო გვეყოლება... მერე
ჩამოვალთ იქიდან, მოვრჩებით თქვენს საქმეს და ამინ!.. ნუ გიკ-
ვირთ, არ მითხრათ, რომ ეს ჭირვეულობაა, ახირებაა, რომ მე
გიჟი, გადარეული ქალი ვარ... კი, ბატონო, ოღონდ მითხარით,
რომ თანახმა ხართ!

287 მკითხველთა ლიგა


მარია ნიკოლაევნამ თავი მისკენ მოატრიალა, სახეში ჯიქურ
შეხედა – კარეტაში ჩამოწოლილ სიბნელეში თვალები ცეცხლი-
ვით უელავდა.
– კეთილი, თანახმა ვარ, – თქვა სანინმა და ამოიოხრა.
– აჰ, ამოიოხრეთ! – გააჯავრა მარია ნიკოლაევნამ, – მაგრამ
არა, თქვენ არაჩვეულებრივი მამაკაცი ხართ, კარგი ადამიანი,
მე კი ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ. აი, ჩემი მარ-
ჯვენა, საქმიანი, უხელთათმნო ხელი, ჩამომართვით და ენდეთ
ჩემს ხელს. რას წარმოვადგენ ან როგორი ქალი ვარ, არ ვიცი,
მაგრამ პატიოსანი ადამიანი ნამდვილად ვარ, ასე რომ, ჩემთან
საქმის დაჭერა თავისუფლად შეგიძლიათ.
მისი ხელი სანინმა ტუჩებთან ისე მიიტანა, არ დაფიქრებულა,
ანგარიში არ გაუწევია საკუთარი თავისთვის, რაც მარია ნიკო-
ლაევნამ მშვიდად, აუღელვებლად მიიღო. მერე უცებ მიყუჩდა
და მანამდე იჯდა ასე მიყუჩებული, ვიდრე კარეტა არ გაჩერდა.
ქალი კარეტიდან ჩადიოდა, რომ... მაგრამ, რა იყო ეს?! სა-
ნინმა ვერ გაიგო, ნამდვილად იგრძნო ლოყაზე უცაბედი, ცეც-
ხლივით მწველი შეხება თუ მოეჩვენა?!
– ხვალამდე! – წასჩურჩულა მარია ნიკოლაევნამ კარეტის
ოთხსანთლიანი კანდელაბრით გაბრდღვიალებულ კიბეზე ჩას-
ვლისას – თავი არ აუწევია, არ შეუხედავს.
სასტუმროში სანინს მაგიდაზე წერილი დაუხვდა. წუთით შეკ-
რთა, შეშინდა, მაგრამ ეს საკუთარი თავისთვის რომ დაემალა,
გახარებული სახე მიიღო, გაიცინა.
წერილი სულ რამდენიმე სტრიქონისგან შედგებოდა. იწერე-
ბოდა, გახარებული ვარ საქმის ასე კეთილად წარმართვის გა-
მოო. ურჩევდა, არ აჩქარებულიყო, სახლში თავს ყველა ჯან-
მრთელად გრძნობს, თქვენს დაბრუნებას ყველა სიხარულით
ელისო... სანინს წერილი არც ისე თბილი ეჩვენა... მაშინვე კა-
ლამი და ფურცელი აიღო, მაგრამ ფურცელი ისევ მაგიდაზე და-
288 მკითხველთა ლიგა
დო: „რა უნდა მივწერო, ხვალ უკვე იქ ვიქნები!.. დროა, წავიდე,
მალე, მალე უნდა წავიდე!..“
მაშინვე ლოგინში ჩაწვა და შეეცადა, რაც შეიძლება მალე
დაეძინა... რომ არ დაწოლილიყო, არ დაეძინა, ფხიზლად რომ
ყოფილიყო, ალბათ ჯემაზე დაიწყებდა ფიქრს, მას კი რატომღაც
რცხვენოდა მასზე ფიქრი, სინდისი ქენჯნიდა. თავს მხოლოდ
იმით იმშვიდებდა, ხვალ ყველაფერს სამუდამოდ დაესმება წერ-
ტილი, სამუდამოდ მოვშორდები ამ ხუშტურიან, ახირებულ ქალ-
ბატონს, სამუდამოდ დავივიწყებ ამ სისულელეებსო!..
საკუთარ თავთან საუბრისას სუსტი ადამიანები ხომ სიამოვ-
ნებით იყენებენ ამგვარ ენერგიულ გამოთქმებს:
ეტ პუის... ცელე ნე ტირე პასა ცონსექუენცე!

289 მკითხველთა ლიგა


41
ასე ფიქრობდა სანინი დაწოლისას, მაგრამ რა იფიქრა მეორე
დღეს, როცა მარია ნიკოლაევნამ თავისი მარჯნისსახელურიანი
შოლტის ტარით კარზე მოუთმენლად დააკაკუნა, როცა მკლავზე
მუქნაცრისფერი ამაზონის შლეიფგადაგდებული, მჭიდროდ დაწ-
ნულ გრუზა თმაზე მამაკაცის პატარა, ვუალგადაწეული შლაპი-
თა და გამომწვევი ღიმილით სახეგაბრწყინებული თავისი ოთა-
ხის კარის ზღურბლზე დაინახა?
რა იფიქრა მაშინ, ისტორია ამაზე დუმს.
– მზად ხართ? – გაისმა ქალის მხიარული ხმა.
სანინმა სერთუკი შეიკრა და შლაპა უსიტყვოდ აიღო.
მარია ნიკოლაევნამ თბილი, შუქიანი მზერა ესროლა, თავი
დაუკრა და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა.
სანინი უკან სირბილით მიჰყვა.
ცხენები ქუჩაში, პარმაღის წინ გამზადებულები იდგნენ. სამი
ცხენიდან გადმოკარკლულთვალებიანი, სუფთა სისხლის, ირ-
მისფეხება, მოწითალო-მოოქროსფრო ფაშატი მარია ნიკოლა-
ევნასი იყო, გამხდარი, დაკუნთული, ცოტა ფიცხი და ლამაზი –
სანინისა, მესამე, ოდნავ ტლანქი, ძლიერი და ფართოზურგიანი
მესამე გრუმისათვის იყო გამზადებული... მარია ნიკოლაევნა
სხარტად მოახტა თავის ფაშატს. ცხენმა ფეხები ააბაკუნა, დატ-
რიალდა, კუდი გასწია, გავა შეათამაშა, მაგრამ მარია ნიკოლა-
ევნამ, რომელიც მართლაც ჩინებული მხედარი გახლდათ,
ქმართან გამოსამშვიდობებლად ცხენს აღვირი მოქაჩა და
შეაჩერა.
პოლოზოვი თავის განუშორებელ ფესსა და გახსნილ-
გაფრიალებულ შლაფროკში აივანზე მოღუშული იდგა და ბატის-
ტის ცხვირსახოცს უქნევდა, მაგრამ შუბლი არ გახსნია, ერთხე-
ლაც არ გაუღიმია...
290 მკითხველთა ლიგა
სანინი თავის ცხენზე შეჯდა. მარია ნიკოლაევნამ ქმარს ხელი
დიდის ამბით დაუქნია, ცხენს ფართო, გადრეკილ კისერზე შოლ-
ტი გადაუჭირა, ცხენი ყალყზე შედგა და პატარა, მოკლე ნაბიჯე-
ბით წინ გახტა, თან ძარღვებდაბერილი ჰაერს კბენდა, ფრუტუ-
ნებდა. სანინი უკან მიჰყვა. უყურებდა, როგორი თავდაჯერებუ-
ლი, წელგამართული იჯდა ქალი, როგორ ირწეოდა კორსეტში
გამოკვართული მისი ნატიფი, მოხდენილი სხეული. მარია ნიკო-
ლაევნამ თავი მოატრიალა და ახლოს მოდიო, თვალით ანიშნა.
სანინი წამოეწია, გვერდით დაუდგა.
– აი, ხედავთ, რა კარგია... ამას განშორების წინ გეუბნებით,
თქვენ ისეთი მომხიბვლელი ხართ. ვიცი, ამას არც თქვენ ინა-
ნებთ...
ეს თქვა და თითქოს ნათქვამი უნდა დაადასტუროს, მის მნიშ-
ვნელობას უნდა მიახვედროსო, თავი რამდენჯერმე დააქნია.
ისეთი ბედნიერი ჩანდა, სანინი, უბრალოდ, გაოცებული იყო.
ქალს ახლა ის დინჯი, დარბაისლური გამომეტყველება ჰქონდა,
როგორიც მაშინ უჩნდებათ ბავშვებს სახეზე, როცა ძალიან, ძა-
ლიან კმაყოფილები არიან.
ჯერ მახლობელ საგუშაგომდე მივიდნენ, ცხენები ნაბიჯით
მიჰყავდათ, იქიდან შარაგზაზე ჩორთით წაიყვანეს. საუცხოო,
ნამდვილი ზაფხულის ამინდი იდგა. ქარი სახეში სცემდათ, სა-
სიამოვნოდ სტვენდა მათ ყურებში – თავს ორივე შესანიშნავად
გრძნობდა, ორივე ახალგაზრდა, ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე
იყო, ორივენი ლამის გასაფრენად იყვნენ მზად.
მარია ნიკოლაევნამ სადავე მოსწია, ცხენი ისევ ნაბიჯით წა-
იყვანა და სანინმაც მის მაგალითს მიჰბაძა.
– თუნდაც მხოლოდ იმიტომ გიღირს სიცოცხლე, რომ გააკე-
თე ის, რის გაკეთებაც გეწადა, – თქვა ქალმა ნეტარი ღიმილით
და ღრმად ამოისუნთქა, – იმის გაკეთება შეძელი, რის გაკეთე-
ბაც შეუძლებლად მიგაჩნდა... ბედნიერებით გული პირთამდე
291 მკითხველთა ლიგა
გაქვს სავსე, ჰოდა ისარგებლე, გამოიყენე!.. – ამ სიტყვებით
თავზე ხელი გადაისვა, – ასეთ დროს თავს დიდებულ, კეთილ
ადამიანად გრძნობ!.. აი, თუნდაც მე. გული ახლა იმგვარი სიკე-
თით მაქვს სავსე, ასე მგონია, გულში მთელ ქვეყნიერებას დავი-
ტევ! თუმცა, არა, მთელ ქვეყნიერებას არა, აი, იმას, გულთან ახ-
ლოსაც არ გავიკარებ, – თქვა და მათრახი იქვე გვერდით მიმა-
ვალი, ღარიბულად ჩაცმული მოხუცისკენ გაიქნია, – თუმცა
მზად ვარ ამ მოხუცის გასაბედნიერებლად!
– აჰა, აი, აიღეთ! – გასძახა ბერიკაცს გერმანულად და მძიმე,
ფულით სავსე ქისა მოხუცის ფეხებთან ბრაგვანით დაეცა (მაშინ
საფულე, როგორც ასეთი, არ არსებობდა). მოხუცი გაოცდა, შე-
ჩერდა, მარია ნიკოლაევნამ კი ერთი გადაიკისკისა და დაოთხი-
ლი ცხენი ჭენებით წაიყვანა.
მალე სანინიც წამოეწია:
– ასე ძალიან გამხიარულებთ ცხენზე ჯდომა?
ქალმა გაჭენებულ ცხენს სადავე მოსწია:
– მხოლოდ მადლობას მინდოდა გავქცეოდი. ვინც მადლო-
ბას მიხდის, გუნებას მიფუჭებს, სიამოვნებას მიუფერულებს. მე
ხომ ეს მისთვის კი არა, ჩემთვის გავაკეთე. როგორ ბედავს, მად-
ლობას როგორ მიხდის?! რაო, რა მკითხეთ?
– მინდოდა მეკითხა, დღეს ასეთი მხიარული რატომ ხართ?
– იცით, ეს გრუმი, სულ ასე ჩვენ უკან რომ მოჩაქჩაქებს, ძა-
ლიან მომბეზრდა, – ჩაილაპარაკა მარია ნიკოლაევნამ და ან
ისევ ვერ გაიგო, რა ჰკითხა სანინმა, ან კითხვაზე პასუხის გაცემა
საჭიროდ არ ჩათვალა, – ალბათ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ნე-
ტავ ეს ბატონები სახლში როდის წავლენო?.. რა ვქნა, თავიდან
როგორ მოვიშორო, როგორ გავთავისუფლდე? იქნებ წერილი
გავატანო ქალაქში? – თქვა და ჯიბიდან ჩანაწერების წიგნაკი
ამოიღო, – არა, ასე არ ივარგებს... აჰ, აი, როგორ! აგერ იქ რა
არის? ტრაქტირია?
292 მკითხველთა ლიგა
სანინმა იმ მხარეს გაიხედა:
– ჰო, მგონი ტრაქტირია.
– ძალიან კარგი, ვუბრძანებ, დარჩეს ამ ტრაქტირში და ვიდ-
რე დავბრუნდებით, ლუდი დალიოს.
– მერედა, რას იფიქრებს?!
– ეგ ჩვენ არ გვეკითხება! თან არაფერსაც არ იფიქრებს, იჯ-
დება და დალევს იმ თავის ლუდს!.. სანინ (ეს პირველი შემთხვე-
ვა იყო, გვარით რომ მიმართავდა), აბა ახლა გავაჭენოთ ცხენე-
ბი ჩორთით!
ტრაქტირს რომ გაუსწორდნენ, მარია ნიკოლაევნამ გრუმს
მოუხმო და აუხსნა, რა უნდა ექნა. გრუმმა, ინგლისური წარმო-
შობისა და ტემპერამენტის ახალგაზრდამ, ხელი ქუდთან უსიტ-
ყვოდ მიიტანა, ცხენს მოახტა და აღვირი მოქაჩა.
– ახლა ჩიტივით თავისუფლები ვართ! – წამოიძახა მარია ნი-
კოლაევნამ, – საით წავიდეთ, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღ-
მოსავლეთით, დასავლეთით? მაინც საით? – თქვა და შოლტის
ტარით ოთხივე მხარეს სივრცე მოხაზა, – აბა, შემომხედეთ! ისე
ვარ, როგორც უნგრეთის ხელმწიფე მეფედ კურთხევის დროს!
ყველაფერი ჩვენია, ჩვენს ხელთაა! ხედავთ, იქით რა დიდებული
მთებია, რა ტყეა!.. წავედით! ავუყვეთ გზას მთისაკენ!
Iნ დიე ბერგე, წო დიე ფრეიჰეიტ ტჰრონ!
ამ სიტყვებით შარადან გადაუხვია, ცხენი მთისკენ მიმავალ
გაუთელავ, სწორ გზაზე გაიყვანა და გააჭენა. სანინიც უკან ჭენე-
ბით მიჰყვა.

293 მკითხველთა ლიგა


42
შარაგზას მალე ბილიკი შეენაცვლა, მაგრამ მერე აღარც ბი-
ლიკი ჩანდა – ნაბილიკარი ერთიანად ათხრილ-დათხრილი
იყო. სანინმა ურჩია, დაბრუნებულიყვნენ, მარია ნიკოლაევნამ
კი თქვა:
– ზევით, სულ ზევით, მთისაკენ ისე გავფრინდეთ, როგორც
ჩიტები! – და სიტყვა დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ თხრილს
თვალის დახამხამებაში გადაევლო.
სანინმაც იგივე გაიმეორა.
თხრილს იქით დიდი მინდორი იწყებოდა, რომელიც ჯერ
მწვანედ ხასხასებდა, მერე თანდათან წყლით იყო მოლიცლიცე-
ბული, ყველგან პატარ-პატარა გუბეები იდგა. მარია ნიკოლაევ-
ნას ცხენი განგებ გუბეებში შეჰყავდა – მოდი, ბავშვობა გავიხსე-
ნოთ, – ხმამაღლა ხარხარებდა.
– ის თუ იცით, შხეფებზე ნადირობა რა არის? – ჰკითხა სა-
ნინს.
– ვიცი, – უპასუხა სანინმა.
– ბიძაჩემს მწევრებით ნადირობა უყვარდა, – განაგრძო მა-
რია ნიკოლაევნამ, – გაზაფხულზე სანადიროდ რომ წავიდოდა,
მეც მივყავდი. ნამდვილი საოცრება იყო!.. და აი, ჩვენც ახლა
შხეფებზე ვნადირობთ. მაგრამ, ვხედავ, თქვენ – რუს კაცს, იტა-
ლიელ ქალზე გინდათ იქორწინოთ და თქვენი საწუხარიც ესაა...
ოი, რა არის ეს? ისევ თხრილი?!
– ჰოპ! – თქვა და ცხენმაც ისკუპა.
ცხენი კი გადახტა, მაგრამ მარია ნიკოლაევნას შლაპა
დაუვარდა, თმა მხრებზე ჩამოეფინა, სანინმა ცხენიდან ჩამოს-
ვლა და შლაპის მიწოდება დააპირა, თუმცა, ხელი არ ახლოთო,
ქალი უნაგირიდან გადმოიხარა, ვუალს შოლტის ტარი მოსდო,
შლაპა აიღო, დაიხურა, ყიჟინა დასცა და ცხენი გააქროლა. სანი-
294 მკითხველთა ლიგა
ნიც მის გვერდით მიქროდა, მასთან ერთად გადაევლებოდა
თხრილებს, ზღუდეებს, ჩქაფაჩქუფით წამოსულ წყალუხვ ნაკა-
დულებს. მიაქროლებდა ცხენს მთის ძირას თუ მთის კორტოხზე,
სანინი ქალს თვალს არ აშორებდა, სახეში თვალმოუცილებ-
ლად შეჰყურებდა, მაგრამ, რა სახე იყო! ყველაფერი თითქოს
ხელისგულზე გედო – ფართოდ გახელილი, დაუოკებელი, ვე-
ლური, უხიაგი თვალები, წითელი, გაპობილი ბაგე, მთრთოლვა-
რე ნესტოები – თითქოს უნდა, რაც შეიძლება მეტი ჩაისუნთქო-
სო, ხარბად ყლაპავს ჰაერს! წინ ჯიუტად იყურება, ასე გგონია,
რასაც ხედავს, უნდა ყველაფერს დაეუფლოს – მიწას, ცას, მზეს,
ჰაერსაც კი! მხოლოდ ერთი რამის გამო სწყდება გული – ნაკ-
ლებია ხიფათი, ნაკლებია საშიშროება – რა ბევრიც უნდა იყოს,
ყველაფერს გადალახავს, წინ ვერაფერი დაუდგება!..
– სანინ, შეხედე! სანინ! – უყვირის მარია ნიკოლაევნა, –
ისეა, როგორც ბიურგერის „ლენორეში“! ოღონდ თქვენ მკვდა-
რი არ ხართ! რაა? რაა და, მკვდარი არ ხართ! მეც ცოცხალი
ვარ! დიახ, ცოცხალი ვარ!
აზავთდა, აბობოქრდა ძლიერი, უტეხი ძალები. ეს ამორძალი
ქალი როდი მიაჭენებს ოთხით, ეს ახალგაზრდა კენტავრი ქა-
ლია – ნახევარმხეცი და ნახევარღმერთი!
ქალმა ბოლოს აღვირი მოსწია, შეაჩერა თავისი გაქაფული,
ოფლისგან მბზინავი ბედაური... ძლივს იდგა, ტორტმანებდა,
სულს ძლივს ითქვამდა სანინის ღონიერი ულაყიც, ზანტი, მძიმე
და მოუქნელი.
– რაო, გესიამოვნათ? – ჰკითხა მარია ნიკოლაევნამ როგო-
რიღაც უცნაური ჩურჩულით.
– კარგია! – უპასუხა სისხლაჩქროლებულმა, გზნებით შეპ-
ყრობილმა სანინმა.

295 მკითხველთა ლიგა


– ჯერ სადა ხართ! ნახავთ, წინ კიდევ რა გველის! – თქვა მა-
რია ნიკოლაევნამ და ხელი გაუწოდა, ხელთათმანი დახეული
ჰქონდა.
– გითხარით, ტყეში წაგიყვანთ, მთის კორტოხებს
მოგატარებთ-მეთქი... აი, ესეც მთები!
იმ ადგილიდან, საიდანაც ორი გულადი მხედარი ცხენებს
ჭენებ-ჭენებით მიაფრენდა, ორიოდე ნაბიჯზე იწყებოდა უღრანი
ტყით დაფარული, მაღალი, ცადაზიდული მთები, – გაიხედეთ,
აგერ მთისაკენ მიმავალი გზა!.. ცოტა დავისვენოთ, სული მო-
ვითქვათ და შევუდგეთ იმ გზას, ოღონდ ნელა, ნაბიჯით, ცხენებს
ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ.
მალე ცხენები ადგილიდან დაიძრნენ.
მარია ნიკოლაევნამ ხელის ერთი აკვრით თმა უკან გადაიყა-
რა, დახეულ ხელთათმანს დახედა, გაიხადა და ეუბნება:
– ხელზე ალბათ ტყავის სუნი ამდის, თქვენთვის ხომ ამას არც
ისე დიდი მნიშვნელობა აქვს? ხომ ასეა?
ქალმა გაიღიმა, გაიღიმა სანინმაც – ამ გიჟურმა ჭენებამ,
ჩანს, უკვე საბოლოოდ დააახლოვა ისინი.
– რამდენი წლის ხართ? – ჰკითხა უცებ მარია ნიკოლაევნამ.
– ოცდაორის.
– არა, შეუძლებელია! მეც ზუსტად ოცდაორის ვარ... კარგი
წლებია, თქვენი და ჩემი ოც-ოცი წელი ერთმანეთს რომ მიუმა-
ტო, სიბერემდე მაინც ჯერ კიდევ შორია... ცხელა, სახეზე ცეც-
ხლი მიკიდია, ალბათ გაწითლებული ვარ.
– ჰო, ყაყაჩოსავით...
მარია ნიკოლაევნამ სახეზე ცხვირსახოცი მოისვა:
– მთავარია, ტყის პირამდე მივიდეთ, იქ უკვე ძალიან ეგრი-
ლება. ასეთია ბებერი ტყე, ნამდვილი მეგობარივითაა... გყავთ
მეგობრები?
სანინი წუთით დაფიქრდა.
296 მკითხველთა ლიგა
– მყავს. ოღონდ ცოტა. ნამდვილი არა, არ მყავს...
– მე კი მყავს, ოღონდ არც ისე დიდი ხნის. აი, ეს ცხენიც ჩემი
მეგობარია, ჩემი ერთგული მეგობარი. ისე ფრთხილად მატა-
რებს!.. ნუთუ მართლა მივდივარ ზეგ პარიზში?!
– ნუთუ მართლა?! – აიტაცა სანინმა.
– თქვენ? თქვენ სად წახვალთ? ფრანკფურტში?
– დიახ, აუცილებლად.
– რას იზამ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, სამაგიეროდ, ეს
დღე მხოლოდ ჩვენია! ჩვენი!.. მხოლოდ ჩვენი!

297 მკითხველთა ლიგა


***

მალე ტყის პირამდე მივიდნენ და თავი სასიამოვნო სიგრი-


ლეს შეაფარეს.
– ო, აქ მართლაც ნამდვილი სამოთხეა! – წამოიძახა მარია
ნიკოლაევნამ, – ღრმად, სანინ, უფრო ღრმად შევიდეთ ტყეში!
ცხენები რწევა-რწევით, ნელა მიიწევდნენ შუაგულისკენ. ბი-
ლიკმა, რომელზეც გავიდნენ, უცებ შეუხვია და საკმაოდ ვიწრო
ხეობაში შეიჭრა. იქაურობა გვიმრის, მანანების, წიწვოვან ხეთა
ნაჟურის, ძირს დაყრილი აშმორებული ფოთლების მძიმე, გა-
მაბრუებელი სუნით იყო გაჯერებული. ჩაშავებული უშველებელი
ლოდების ნაპრალებიდან გრილი სიო სცემდა. გზის ორივე მხა-
რეს ხვიფლმოდებული გორაკები წამომართულიყო.
– მოიცათ! – წამოიძახა მარია ნიკოლაევნამ, – მინდა ცოტა
ხანს ამ ხავერდოვან სიმწვანეში დავჯდე და დავისვენო. მოდით,
მომეხმარეთ!
სანინი ცხენიდან ჩამოხტა, ქალი მხარზე დაეყრდნო, ცხენი-
დან ჩამოქვეითდა და პატარა, ხავსმოდებულ ბორცვზე ჩამოჯდა.
სანინი მის წინ იდგა, ხელში ორივე ცხენის სადავე ეჭირა.
მარია ნიკოლაევნა უყურებს და ეუბნება:
– სანინ, ადვილად იცით დავიწყება, ადვილად გავიწყდებათ?
სანინს გუშინდელი ამბავი გაახსენდა და ეუბნება:
– კითხვაა ეს თუ საყვედური?
– სიცოცხლეში არასოდეს არავისთვის არაფერი მისაყვედუ-
რია... მჩხიბავების თუ გჯერათ?
– ვისი?!
– მკითხავების... იცით, ჩვენთან რაზე მღერიან მდაბიურ
ხალხურ სიმღერებში?
– აჰ, აი თურმე რაზე ლაპარაკობთ.
– დიახ, ამაზე, მე ამის მჯერა... ვიცი, თქვენც დაიჯერებთ.
298 მკითხველთა ლიგა
– მჩხიბაობა... მკითხაობა... ჯადოქრობა... – გაიმეორა სა-
ნინმა, – შეიძლება... ამქვეყნად ყველაფერია შესაძლებელი. ად-
რე არ მჯეროდა, ახლა მჯერა და ჩემს თავს მე თვითონაც ვეღარ
ვცნობ.
მარია ნიკოლაევნა დაფიქრდა, მიიხედ-მოიხედა:
– ასე მგონია, ეს ადგილი ჩემთვის ძალიან ნაცნობია... სანინ,
აბა, გაიხედეთ! აი, იმ დიდი მუხის იქით ხის წითელი ჯვარი თუ
დგას?
– დგას.
მარია ნიკოლაევნამ ჩუმად ჩაიცინა:
– ჰოდა, ძალიან კარგი! ვიცი, სადაც ვართ, ესე იგი, ჯერ არ
დავკარგულვართ... ეს რა ხმაა? რა კაკუნი ისმის?! ალბათ ტყის-
მჭრელები თუ არიან.
სანინმა ტყის სიღრმისკენ გაიხედა:
– ჰო, იქ ვიღაც ხმელ ტოტებს ჭრის.
– თმას მოვიწესრიგებ, თორემ ასე რომ დამინახონ, გამჭო-
რავენ, – ჩაილაპარაკა მარია ნიკოლაევნამ, შლაპა მოიხადა და
ჩამოშლილი თმის დაწვნა დაიწყო, ნელა, მედიდურად... სანინი
მის წინ იდგა – ქალის ჩამოქნილი ტანი ცხადად იკვეთებოდა კა-
ბის ნაკეცებში, კაბას ადგილ-ადგილ ხავსი აჰკვროდა.
უცებ სანინის ზურგს უკან ცხენი შეფრთხა და სანინს შეაკანკა-
ლა. ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა. მის გონებაში ყველაფერი ერ-
თმანეთში იყო არეული – ტყუილად როდი თქვა, საკუთარ თავს
ის ახლა მართლაც ვეღარ ცნობდა, მართლაც რომ მოჯადოებუ-
ლივით იყო. მთელი მისი არსება ახლა მხოლოდ ერთ საფიქ-
რალს, ერთ აზრს მოეცვა, ერთი სურვილით იყო შეპყრობილი.
მარია ნიკოლაევნამ ღრმად ჩახედა თვალებში:
– აი, ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა, – თქვა და შლაპა
დაიხურა, – არ დაჯდებით? აი, აგერ, ჩემ გვერდით! არა,
მოიცათ, არ დაჯდეთ!
299 მკითხველთა ლიგა
ტყეში, ხის კენწეროებს ზემოთ, ჰაერში რაღაცამ ყრუდ,
ძრწოლის მომგვრელად გადაიგრუხუნა.
– რა იყო ეს? ნუთუ იქუხა?! – იკითხა მარია ნიკოლაევნამ.
– მგონი, მართლა იქუხა, – თქვა სანინმა.
– აჰ, ეს ხომ ზეიმია! დღესასწაულია! ახლა მხოლოდ ეს, დი-
ახ, ეს გვაკლდა!
ისევ გაისმა ყრუ, შორეული გრუხუნი და ახლა უკვე ახლოს
მთელი ძალით იჭექა.
– ბრავო! ბის! – თქვა მარია ნიკოლაევნამ და წამოხტა, –
გახსოვთ, გუშინ „ენეიდაზე“ გესაუბრებოდით! იმათაც ხომ ტყეში
მოუსწრო ქუხილმა... ახლა კი უნდა წავიდეთ, დროა. ცხენი მო-
მიყვანეთ, ხელი მაგრად დამიჭირეთ, ასე, აი, ასე!.. არა, ნუ გეში-
ნიათ, მძიმე არ ვარ, – უთხრა და უნაგირზე ჩიტივით აფრინდა.
სანინიც ცხენს მაშინვე მოახტა და ეუბნება:
– ახლა რას იზამთ, სახლში წახვალთ?
– დიახ, სახლში... – თქვა დინჯად, შეყოვნებით, მერე აღვირი
მოქაჩა და უბრძანა: – გამომყევით!
ქალი გზაზე გავიდა, წითელ ჯვარს გასცდა, ხეობისკენ დაეშ-
ვა, გზაჯვარედინამდე მივიდა და ისევ მარჯვნივ, მთისაკენ შეუხ-
ვია. გზა სულ უფრო და უფრო ღრმად და ღრმად შედიოდა ტყე-
ში... კარგად იცოდა ეს გზა, თუმცა არაფერი უთქვამს, მიდიოდა
მტკიცედ, გულდაჯერებით, ხმისამოუღებლად, სანინი უკან მორ-
ჩილად მიჰყვებოდა, მასში ნებისყოფის ნატამალიც აღარ იყო...
მალე წვრილი წვიმა წამოვიდა, ქალმა ცხენი ააჩქარა და სა-
ნინიც სწრაფად გაჰყვა უკან.
ბოლოს ნაძვის ხშირი ბუჩქების სიმწვანეში, კლდის ნაცრის-
ფერი გადმონაშვერის ქვეშ რაღაც უბადრუკი საყარაულო გა-
მოჩნდა, ლასტის წნულ კედელს პატარა დაბალი კარი ჰქონდა
დატანებული. მარია ნიკოლაევნამ გაჯიქებული ცხენი ხშირ ბუჩ-

300 მკითხველთა ლიგა


ქებში შეიყვანა, ზუსტად საყარაულოს კარის წინ ცხენიდან ჩა-
მოხტა, სანინს მიუტრიალდა და ყურში წასჩურჩულა: – ენეას!

***

მარია ნიკოლაევნა და სანინი, რომელთაც ცხენზე მთვლემა-


რე გრუმი მიაცილებდათ, ოთხი საათის შემდეგ უკვე ვისბადენის
სასტუმროში იყვნენ. ბატონი პოლოზოვი მმართველთან გასაგ-
ზავნი წერილით ხელში ცოლს დაჟინებით დააცქერდა, სახეზე
მისთვის ჩვეული რაღაც უკმაყოფილების მაგვარი აესახა და: –
შენ რა, წააგე სანაძლეო? – წაიბუტბუტა.
მარია ნიკოლაევნამ მხრები აიჩეჩა.

301 მკითხველთა ლიგა


***

იმავე დღეს ორი საათის შემდეგ სანინი თავის ოთახში მარია


ნიკოლაევნას წინ მიცვალებულივით ფერმიხდილი, დაბნეული
და თვალებჩამქრალი იდგა.
– ახლა სად წახვალთ? პარიზში თუ ფრანკფურტში? – ჰკითხა
მარია ნიკოლაევნამ.
– იქ, სადაც შენ იქნები!.. მანამდე ვიქნები შენ გვერდით, ვიდ-
რე არ გამაგდებ, – უპასუხა სანინმა მტკიცედ, დაიხარა და თავის
მბრძანებელს ხელზე ლამის დააკვდა. ქალმა ხელი გაითავისუფ-
ლა, ორივე ხელი თავზე დაადო და ათივე თითით თმაში ჩააფ-
რინდა – გაასწორებდა თმას და დაიხვევდა ხელზე ბღუჯა-ბღუჯა.
მერე წელში გაიმართა, გამარჯვებით ფრთაშესხმული ტუჩებს
გველივით კლაკნიდა, ფართოდ გახელილი, სიშტერემდე ჩლუნ-
გი, აღტაცებისგან გუგებგაფართოებული თვალებიდან მხოლოდ
სიმკაცრე, დაუნდობელი სისასტიკე, გამარჯვებით გამოწვეული
სიმაძღრე იმზირებოდა – სწორედ ასეთი თვალები აქვს არწივს,
როცა ჩიტს ბრჭყალებჩასობილი დაუნდობლად ძიძგნის.

302 მკითხველთა ლიგა


43
აი ის, რაც გაიხსენა დიმიტრი სანინმა, როცა კაბინეტის სევ-
დისმომგვრელ მდუმარებაში, ძველი ქაღალდების ქექვისას, ჯე-
მას ნაჩუქარი ძოწის ჯვარი იპოვა და ის ამბავი, რომელიც ზევით
ასე დაწვრილებით მოგვიყვა, თვალწინ ცხადლივ წარმოუდგა...
იმ წუთამდე, იმ ამბამდე რომ მივიდა, როცა ქალბატონ პოლო-
ზოვას წინ მუხლებზე ხოხავდა, როცა ასე ეხვეწებოდა, ასეთი მუ-
დარით მიმართავდა, როცა იმ ქალის მონად იქცა, მისმა გონე-
ბამ უარი თქვა მის მიერ წარმოსახული სურათების, სახეების
გახსენებაზე. არა, კი არ დაავიწყდა, მეხსიერებამ უღალატა! ო,
არა! იცოდა, კარგად იცოდა, რა მოჰყვა იმ წუთებს და ახლაც კი,
როცა უკვე ამდენმა წელმა გაიარა, სირცხვილი ახრჩობდა, აში-
ნებდა საკუთარი თავის სიძულვილი, გადაულახავი და უდავო,
ასე რომ მოასკდებოდა ტალღასავით და მიაქანებდა უფსკრუ-
ლისკენ... აშინებდა ყველა ის განცდა, ის გულისხმა, რომლის
გამოც, დადუმდიო, გონებას ვერ უბრძანებ... როგორ არ ცდი-
ლობდა გათავისუფლებულიყო, მოეშორებინა ეს მოგონებები,
მაგრამ არ შეეძლო... გაახსენდა ჯემასთან გაგზავნილი ის უბად-
რუკი, ცრემლიანი, უპასუხოდ დარჩენილი, გულის ამრევი წერი-
ლი... მივიდეს, გამოეცხადოს ჯემას ამ სიცრუის, ამ გულისტკე-
ნის, ამ ღალატის შემდეგ?! არა, არა და არა! მას ჯერ კიდევ შერ-
ჩენია სინდისი, რათა ასე არ მოიქცეს. ესეც რომ არა, უკვე და-
კარგული აქვს ყოველგვარი ნდობა და პატივისცემა საკუთარი
თავის მიმართ... ისიც გაახსენდა, ამ ამბის შემდეგ (ო, სირცხვი-
ლო და თავლაფდასხმავ!) პოლოზოვის ლაქია თავისი ნივთების
წამოსაღებად ფრანკფურტში როგორ გაგზავნა, როგორ ეშინო-
და, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, მალე, მალე წასულიყო პარიზში.
მარია ნიკოლაევნას ბრძანებით როგორ უწყობდა ხასიათს,
ელაქუცებოდა იპოლიტ სიდორიჩს, ელოლიავებოდა დონგოფს,
303 მკითხველთა ლიგა
რომელსაც ხელზე ზუსტად ისეთივე რკინის ბეჭედი ეკეთა, რო-
გორიც მას – სანინს, მარია ნიკოლაევნას ნაჩუქარი!.. თანდათან
კიდევ უფრო მძიმე, სამარცხვინო მოგონებები აეშალა გონება-
ში. აი, კელნერი სავიზიტო ბარათს აწვდის, ბარათზე მოდენის
ჰერცოგის სასახლის მომღერლის – პანტალეონე ჩიპატოლას
სახელია აღნიშნული. სანინი ემალება მოხუცს, მაგრამ შემთხვე-
ვით მაინც წააწყდება დერეფანში, ხედავს მის სიძულვილით სავ-
სე სახეს, დიდ, ზევით ავარცხნილ ჭაღარა ქოჩორს, მის ბებრულ,
სიბრაზისაგან ნაღვერდლებივით ანთებულ თვალებს, ესმის მი-
სი წყევლა – მალედიზიონე, ესმის მისი თავზარდამცემი სიტყვე-
ბი: ჩოდარდო! Iნფამე ტრადიტორე! და თვალებს ხუჭავს, თავს
აქნევს, უნდა მოიშოროს მოგონება, მაგრამ მაინც ნათლად ხე-
დავს: აი, ის საგზაო დორმეზის წინა ვიწრო ადგილზე ზის... უკანა
ადგილებზე მარია ნიკოლაევნა და იპოლიტ სიდორიჩი სხედან.
ოთხი ცხენი ვისბადენის ქვაფენილ ქუჩაზე ფეხაწყობილი მიქრის
– პარიზისკენ!.. პარიზისკენ!.. იპოლიტ სიდორიჩი მსხალს, რო-
მელიც სანინმა გაუთალა, გემრიელად მიირთმევს, უყურებს მა-
რია ნიკოლაევნა და იქედნურად იღიმის, რაც მისთვის – მის მი-
ერ მონადქცეული ადამიანისათვის კარგად არის ცნობილი –
იცინის მესაკუთრის, დესპოტი მბრძანებლის სიცილით...
მაგრამ, ო, ღმერთო! ღმერთო ჩემო! აგერ იქ, ქუჩის კუთხეში,
ქალაქიდან გამავალ გზასთან კაცი დგას! ვინ არის? პანტა-
ლეონეა?! ან ის ვინ არის მასთან ერთად?! ნუთუ ემილია?! ის
არის, ჰო, ის არის! უღალატო, ერთგული, თავდაუზოგავი, თავ-
დადებული ბიჭი! განა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მისი
ნორჩი, ყმაწვილი გული თაყვანისცემით, მოწიწებით, სიყვარუ-
ლით კრთოდა თავისი გმირის, თავისი იდეალის წინაშე! ახლა კი
მისი ფერმიხდილი, ლამაზი სახე, იმდენად ლამაზი, რომ მარია
ნიკოლაევნამ მის დანახვაზე თავიც კი გაყო კარეტის ფანჯრი-
დან, მისი კეთილშობილებით სავსე სახე ბრაზს, სიძულვილს აფ-
304 მკითხველთა ლიგა
რქვევდა. თვალები, რომლებიც ასე ჰგავდა იმ თვალებს, მკაც-
რად მისჩერებია... უყურებს სიბრაზისგან ტუჩებმოკუმული, უყუ-
რებს და, აი, ბაგე იხსნება, რათა ყველაფერი პირში მიახალოს,
შეურაცხყოს, მთელი თავისი წყენა, მთელი თავისი გულისტკი-
ვილი გადმოაფრქვიოს...
პანტალეონე ხელს იშვერს, სანინზე მიუთითებს, მაგრამ ვის?
ვის და – მის გვერდით მდგარ ტარტალიას! ტარტალია სანინს
გაავებული უყეფს და ამ წესიერი, კარგად აღზრდილი ძაღლის
ყეფაც კი შეურაცხყოფად, ანათემად ისმის...
მერე პარიზი... წარმოუდგენლად მძიმე, აუტანელი ცხოვრე-
ბა, ზღვარგადასული წამება მონისა, რომელსაც არც ეჭვიანობის
უფლება აქვს, არც ხმის ამოღებისა და დაჩივლების, რომელსაც
ისე აგდებენ, როგორც ძველ, დახეულ ფეხსაცმელს...
მერე სამშობლოში დაბრუნება. გაწამებული, ყოველგვარ
აზრს და ინტერესს მოკლებული, შხამნასვამი, დანგრეული
ცხოვრება!.. უაზრო ფუსფუსი, მწარე, ტკივილიანი, უშედეგო სი-
ნანული, დავიწყების ისეთივე აზრს მოკლებული, უშედეგო
მცდელობა!.. საკუთარი თავის დასჯა – არა აშკარა, მაგრამ იმ
მოურჩენელი ტკივილივით ყოველწამიერი!.. კაპიკ-კაპიკ გადახ-
დილი ვალი, რომელსაც ვერასოდეს დაითვლი, ვინაიდან შეუძ-
ლებელია მისი დათვლა!..
კმარა, აივსო მოთმინების ფიალა!!!

305 მკითხველთა ლიგა


***

მაინც როგორ, როგორ გადარჩა ეს ჯვარი, რომელიც ჯემამ


იმ საოცარ, იმ მშვენიერ დღეს აჩუქა?! როგორ მოხდა, იმ დღი-
დან, მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვალში ერთხელაც რომ
არ მოხვედრია?!.
სანინი დიდხანს იჯდა ფიქრებში გართული. როგორ შეიძლე-
ბოდა, ცხოვრებაგამოვლილსა და მრავლისმნახველს ამდენი
ხნის შემდეგაც ვერ გაეგო, რატომ უღალატა, რატომ მიატოვა
ქალიშვილი, რომელიც ასე ნაზად, ასე გზნებით, მთელი თავისი
არსებით უყვარდა?! მიატოვა იმ ქალის გამო, მის გულს რომ
არასოდეს გაჰკარებია!..

306 მკითხველთა ლიგა


***

ჩავიდა თუ არა სანინი სამშობლოში, მეორე დღესვე ყველა


თავისი მეგობარი და ნაცნობი გააოცა, როცა განაცხადა, რომ
ძალიან მალე ისევ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.
პეტერბურგი რომ დატოვა, შუა ზამთარი იყო. დატოვა ახლად
ნაქირავები, ავეჯით გაწყობილი ბინა, აბონიმენტიც კი იმ იტა-
ლიური ოპერის წარმოდგენაზე, რომელშიც პატი – თავად ქალ-
ბატონი პატი მღეროდა!.. საზოგადოება გაოგნებული დარჩა,
გაოცებული იყო ყველა მისი ნაცნობ-მეგობარი, მაგრამ ადა-
მიანებს, მოგეხსენებათ, სხვის საქმეებზე ფიქრი დიდხანს არ
სჩვევიათ და როცა სანინი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, მის
გასაცილებლად სადგურზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა,
ისიც ფრანგი, ისიც თერძი და ისიც იმიტომ, რომ შესრულებული
სამუშაოსათვის (პოურ უნ საუტე ენ ბარქუე-ენ ველოურს ნოირ,
ტოუტ ა ფაიტ ცჰიც) გასამრჯელო მიეღო.

307 მკითხველთა ლიგა


44
მართალია, სანინმა ამხანაგებს განუცხადა, საზღვარგარეთ
მივდივარო, მაგრამ სად, არ უთქვამს... თუმცა მკითხველი ალ-
ბათ ადვილად მიხვდება, რომ გეზი მან პირდაპირ ფრანკფურ-
ტისკენ აიღო. იმ დროისთვის რკინიგზა უკვე ყველგან იყო გაყვა-
ნილი და აი, იმ რკინიგზის წყალობით, პეტერბურგიდან გას-
ვლის მეოთხე დღეს ის უკვე ფრანკფურტში იყო, სადაც 1840
წლის შემდეგ ფეხი ერთხელაც არ დაედგა. სასტუმრო „თეთრი
გედი“ ისევ იმ ძველ ადგილას და საუკეთესო მდგომარეობაში
დახვდა, თუმცა პირველი კლასის სასტუმროდ უკვე აღარ ით-
ვლებოდა. არც ფრანკფურტის მთავარი ქუჩა – ცეილი იყო მაინ-
ცდამაინც შეცვლილი. სამაგიეროდ, არა მხოლოდ ქალბატონი
როზელის სახლი, არამედ აღარც ის ქუჩა არსებობდა, სადაც მი-
სი საკონდიტრო იყო. სანინი შეშლილივით დაეხეტებოდა ოდეს-
ღაც მისთვის ესოდენ ნაცნობ ადგილებში და ვეღარაფერს ცნობ-
და, ძველის ადგილას ახალი ქუჩები გაჭიმულიყო, ყოველი ქუ-
ჩის ჩასწვრივ უშველებელი სახლები იდგა ერთმანეთის მიყო-
ლებით. მრავლად ნახავდით ლამაზად ნაგებ კოპწია ვილებ-
საც... შეცვლილი იყო ის დიდი ბაღიც, სადაც ჯემას სიყვარული
აუხსნა, იმდენად შეცვლილი და გაზრდილი, რომ სანინს ვერ
გაეგო, ეს ის ბაღი იყო ნამდვილად თუ არა. რა ექნა, სად მოეძია,
სად გაეგო მათი ამბავი? მას შემდეგ ოცდაათი წელიწადი გავი-
და, ოცდაათი გრძელი წელიწადი!.. ვის არ ჰკითხა, ვის აღარ მი-
მართა, მაგრამ როზელის სახელი გაგებულიც კი არავის ჰქონ-
და. სასტუმროს პატრონმა ურჩია, საჯარო ბიბლიოთეკისთვის
მიემართა, იქ ყველა ძველ გაზეთს მოიძიებთო, მაგრამ რაში გა-
მოადგებოდა ის ძველი გაზეთები, ვერ აუხსნა. სანინი უკვე სასო-
წარკვეთილებას იყო მიცემული, რომ უცებ ბატონი კლუბერი გა-
ახსენდა. ეს სახელი სასტუმროს პატრონისთვის კარგად ნაცნო-
308 მკითხველთა ლიგა
ბი აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, სანინს არც აქ გაუმარ-
თლდა, ვინაიდან ზრდილი, კეთილაღნაგი ნოქარი მალე თურმე
ძალიან გამდიდრდა, ისე რომ კაპიტალისტის წოდებასაც კი მი-
აღწია, მაგრამ ბოლოს გაკოტრდა და ციხეში გარდაიცვალა...
უნდა ითქვას, სანინი ამას დიდად არ დაუმწუხრებია, უკვე იმასაც
ფიქრობდა, ტყუილად ჩამოვედი, წინდაუხედავად მოვიქეციო,
რომ ერთხელაც, როცა ფრანკფურტის ადრესკალენდარს ფურ-
ცლავდა, გადამდგარი მაიორის (მაიორ ა.დ..) – ფონ დონგოფის
სახელს წააწყდა, მაშინვე კარეტა დაიქირავა და პირდაპირ მის-
კენ გასწია. კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ყოფილიყო ეს გა-
დამდგარი მაიორი დონგოფი მაინცადამაინც ის დონგოფი, ან
რატომ უნდა სცოდნოდა რაიმე როზელის ოჯახის შესახებ, არ ვი-
ცი, მაგრამ ნათქვამია, წყალში ჩავარდნილი ხავსს ეჭიდებოდა-
ო.
უკვე საკმაოდ გაჭაღარავებული, გადამდგარი მაიორი ფონ
დონგოფი შინ დაუხვდა. სანინმა თავისი ყოფილი მოწინააღმდე-
გე მაშინვე იცნო, იცნო დონგოფმაც, ის კი არა, გაუხარდა კიდე-
ვაც, ვინაიდან მისმა დანახვამ თავისი სიყმაწვილე, ახალგაზ-
რდული ცელქობა გაახსენა. და აი, სანინმა მისგან შეიტყო, რომ
როზელების ოჯახი დიდი ხანია, რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში
ცხოვრობს, რომ ჯემა ცოლად ვიღაც ნეგოცეანტს გაჰყვა, რომ
დონგოფს ჰყავს ერთი ნაცნობი, ისეთივე ნეგოცეანტი, რომელ-
საც საქმეების გამო ხშირად უწევს ნიუ-იორკში ყოფნა, ამიტო-
მაც აუცილებლად ეცოდინება ჯემას ქმრის მისამართიო. სანინმა
სთხოვა, ენახა ის ნაცნობი. მართლაც, არ გასულა დიდი დრო,
რომ დონგოფმა ჯემას ქმრის – ბატონი იერემია სლოკომის მი-
სამართი – მ-რ ჟ. შლოცუმ, ნეწ-ყორკ, ბროადწაყ, #501 –
მოუტანა, ოღონდ ეს მისამართი საკმაოდ ძველი – 1863 წლის
აღმოჩნდა.

309 მკითხველთა ლიგა


– იმედი ვიქონიოთ, ჩვენი ყოფილი ფრანკფურტელი მზეთუ-
ნახავი ისევ ცოცხალი და საღ-სალამათია და ისევ ნიუ-იორკში
ცხოვრობს, – თქვა დონგოფმა, მერე ხმას ოდნავ დაუწია და ეუბ-
ნება: – ის რუსი მანდილოსანი როგორღაა, გახსოვთ, ვისბადენს
რომ სტუმრობდა – ქალბატონი ბო... ბო... ბოზოლოფი? როგო-
რაა, ცოცხალია?
– არა, დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა...
დონგოფმა თავი ასწია, შეხედა, მაგრამ რომ ნახა, სანინმა
შუბლი შეიკრა და პირი იბრუნა, აღარაფერი უთქვამს, გატრი-
ალდა და უსიტყვოდ წავიდა.

310 მკითხველთა ლიგა


***

სანინმა იმავე დღეს ნიუ-იორკში ქალბატონ ჯემა სლოკომს


წერილი გაუგზავნა. სწერდა, რომ ამ წერილს ფრანკფურტიდან
აგზავნიდა, სადაც მხოლოდ მისი ამბის გასაგებად ჩამოვიდა, უნ-
დოდა გაეგო, სად შეიძლებოდა მისი კვალისათვის მიეგნო...
თუმცა, კარგად იცის, არ უნდა ელოდეს მისგან პასუხს, ვინაიდან
ამის მცირეოდენი უფლებაც არ აქვს, მას, სანინს, არაფრით და-
უმსახურებია პატიება... მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ მან – ჯე-
მამ, იმ ბედნიერ გარემოში, რომელშიც ის ახლა იმყოფება, მისი
არსებობა უკვე დიდი ხანია დაივიწყა. მიუხედავად ამისა, გადაწ-
ყვიტა შეეხსენებინა თავი იმ შემთხვევითი ვითარებიდან გამომ-
დინარე, რომელმაც ასე ცხოვლად გააღვიძა მის გულში წარსუ-
ლის სურათები... უყვებოდა თავის უსიხარულო, უოჯახოდ დარ-
ჩენილი მარტოსული კაცის ცხოვრებაზე. აფიცებდა, ღრმად ჩას-
წვდომოდა, გაეგო, გაეაზრებინა ის მიზეზი, რომელმაც წერილის
დაწერა გააბედვინა, რათა საშუალება არ მიეცა თავისი თავის-
თვის, საფლავში წაეღო საკუთარი დანაშაულის მწარე განცდა,
დიდი ხნის ტანჯვაგამოვლილი და უპატიებელი... გაეხარებინა
თუნდაც პატარა, ორიოდსიტყვიანი ბარათით, როგორ ცხოვ-
რობს, როგორ გრძნობს თავს იმ ქალაქში, სადაც ის უკვე დიდი
ხანია იმყოფება... „მომწერეთ ერთი, თუნდ ერთი სიტყვა მაინც,
რათა ამ მცირედით მაინც გავიხარო. ამით კეთილ საქმეს გააკე-
თებთ, თქვენი უმშვენიერესი, უკეთილშობილესი სულის შესაფე-
რის საქმეს, მე კი ამისთვის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე თქვენი მადლობელი ვიქნები. მე
სასტუმრო „თეთრ გედში“ (ამ სიტყვებს ხაზი გაუსვა სანინმა)
გავჩერდი და თქვენს პასუხს აქ გაზაფხულამდე დაველოდები“.

311 მკითხველთა ლიგა


***

წერილი გაგზავნა და პასუხს დაელოდა. მთელი ერთი კვირა


სასტუმროში ისე იცხოვრა, ოთახიდან თითქმის არ გამოუხე-
დავს. წერილს მის გარდა არავისგან ელოდა, არც რუსეთიდან
და არც არსაიდან, ეს მისი სურვილი იყო, თვითონ სურდა ასე...
წერილი თუ მოვიდოდა, იცოდა, ეს ის გზავნილი იქნებოდა, რო-
მელსაც ასე მოუთმენლად ელოდა. იჯდა დილიდან დაღამებამდე
და თავი წიგნში ჰქონდა ჩარგული. კითხულობდა არა ჟურნა-
ლებს, არამედ ისტორიულ თხზულებებსა და უამრავ სხვა სე-
რიოზულ წიგნს. ეს გაუთავებელი კითხვა, ოთახში ჩამოწოლი-
ლი მდუმარება, ლოკოკინასებური ცხოვრება ზუსტად მის სული-
ერ განწყობას შეეფერებოდა და არა მარტო ამიტომ იყო ასეთი
მადლობელი ჯემასი... მაგრამ იყო ჯემა ცოცხალი? უპასუხებდა
კი წერილზე?
ბოლოს მოვიდა მის სახელზე ნიუ-იორკიდან ამერიკულმარ-
კიანი წერილი. მისამართი ინგლისურად ეწერა. მაგრამ იმის გა-
მო, რომ ხელნაწერი ვერ იცნო და გული მტკივნეულად შეეკუმ-
შა, პაკეტის გახსნა უცებ ვერ გაბედა. მაშინვე ხელმოწერას და-
ხედა და რომ ნახა, ხელს ჯემა აწერდა, თვალებიდან ცრემლები
წასკდა – ის, რომ ჯემას წერილის ბოლოს მხოლოდ სახელი
მიეწერა, გვარის გარეშე, სანინისთვის პატიებას ნიშნავდა... სა-
ფოსტო ქაღალდის თხელი, ლურჯი ფურცელი გაშალა, ქაღალ-
დიდან სურათი გადმოვარდა, აიღო, დახედა და გაოგნდა – ჯემა!
ნამდვილი, ცოცხალი ჯემა! ისევ ისეთი ლამაზი და ახალგაზრდა,
როგორსაც ის ოცდაათი წლის წინ იცნობდა! სურათიდან ისევ ის
სახე, ის ბაგე, ისევ ის თვალები შემოჰყურებდა!.. „ჩემი ქალიშვი-
ლი მარიანა“, – ეწერა სურათის მეორე მხარეს. წერილი თავი-
დან ბოლომდე თბილი, გულწრფელი, უშუალო იყო.

312 მკითხველთა ლიგა


ჯემა მადლობას უხდიდა წერილის გამო. არც ის დაუმალავს,
რა უმძიმესი წუთები გადაიტანა მისი გაქცევის შემდეგ და მიუხე-
დავად ამისა, მიაჩნია და ყოველთვის მიაჩნდა, რომ სანინთან
შეხვედრა მისთვის ბედნიერება იყო, ვინაიდან ამ შეხვედრამ იგი
ბატონი კლუბერის ცოლობისგან იხსნა, რაც მართალია, არა
პირდაპირ, მაგრამ გახდა მიზეზი იმისა, რომ ცოლად გაჰყვა
კაცს, რომელთანაც აგერ უკვე ოცდარვა წელია ბედნიერად
ცხოვრობს, უზრუნველია და კმაყოფილი... იწერებოდა, რომ მა-
თი სახლი მთელ ნიუ-იორკშია ცნობილი, რომ უკვე ხუთი შვილი
ჰყავს – ოთხი ვაჟი და ერთი თვრამეტი წლის ქალიშვილი, რო-
მელიც უკვე დანიშნულია და რომლის ფოტოსაც ამ წერილთან
ერთად უგზავნის... სამწუხარო ამბები ჯემას წერილის ბოლოს-
თვის შემოენახა. სწერდა, რომ დედამისი ნიუ-იორკში გარდაიც-
ვალა, სადაც ის ქალიშვილს და სიძეს გაჰყვა, მაგრამ ვიდრე
ცოცხალი იყო, შვილების ბედნიერებითაც გაიხარა და შვილიშ-
ვილების დაბადებასაც მოესწრო. ნიუ-იორკში წამოსვლას პან-
ტალეონეც აპირებდა, თუმცა ზუსტად წამოსვლის წინ გარდაიც-
ვალაო. ყველაზე სამწუხარო ამბავი წერილის ბოლოს იყო: „ჩვე-
ნი ემილიო, ჩვენი საყვარელი ემილიო, სამშობლოს თავისუფ-
ლებისათვის ბრძოლაში დაიღუპა – სიცილიაში, სადაც დიდი გა-
რიბალდის მეთაურობით იმ „ათიათასთან“ ერთად წავიდა... ყვე-
ლამ ერთად დავიტირეთ ჩვენი ძვირფასი, სათაყვანებელი ემი-
ლიო. ვტიროდით და თან ვამაყობდით... მისით ყოველთვის
ვიამაყებთ, ყოველთვის წმინდად შევინახავთ ემილიოს ხსოვნას
– მისი ფაქიზი, მაღალი, უანგარო, უკეთილშობილესი სული
ღირსია წამებულის ამ გვირგვინისა...“ ჯემა სინანულს გამოხა-
ტავდა იმის გამო, რომ სანინის ცხოვრება ასე ცუდად აეწყო და,
უპირველეს ყოვლისა, სულიერ სიმშვიდეს უსურვებდა... სწერ-
და, რომ დიდად მოხარული იქნებოდა მისი ნახვის, თუმცა იცის,
რომ ეს თითქმის წარმოუდგენელია...
313 მკითხველთა ლიგა
ვერ გავბედავ აღვწერო ის განცდა, რომელსაც სანინი ამ წე-
რილის კითხვისას განიცდიდა, ვინაიდან ეს თითქმის შეუძლებე-
ლია, ვინაიდან ის უფრო ღრმაა და უფრო ძლიერია სიტყვებზე –
მისი განცდის გადმოცემა მხოლოდ მუსიკას თუ ხელეწიფება.
სანინმა წერილზე მაშინვე უპასუხა, ჯემას საპატარძლოდ გამ-
ზადებულ ქალიშვილს კი ის ძოწის ჯვარი, მარგალიტის დიდებუ-
ლი ყელსაბამით გამშვენიერებული გაუგზავნა – „მარიანა სლო-
კომს უცნობი მეგობრისგან...“ – ეწერა სამისამართო ბარათზე.
ამ მეტისმეტად ძვირად ღირებულ საჩუქარს სანინი არ გაუღარი-
ბებია, ვინაიდან ამ ოცდაათ წელიწადში მოასწრო და საკმაოდ
დიდი ქონება შეიძინა...
მაისის პირველი რიცხვები იყო, სანინი ფრანკფურტიდან პე-
ტერბურგში რომ დაბრუნდა, თუმცა არცთუ დიდი ხნით – ამბობ-
დნენ, მთელ თავის ქონებას ყიდის და მალე ამერიკაში გამგზავ-
რებას აპირებსო.

314 მკითხველთა ლიგა

You might also like