ჰიდროელექტროენერგია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჰიდროელექტროენერგია

დავალება:

1.ა) „ენერგიის ეკონომიური წყარო“ – ჰიდროენერგეტიკის უპირატესობის ერთ -ერთი


ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი – ელექტროენერგიის მოპოვების შედარებით დაბალი
ღირებულებაა. ბევრ შემთხვევაში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღირებუ -
ლება შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი, მაგრამ აშენების შემდეგ, ექსპლუატაციისა და
მოვლის ღირებულება ძალიან დაბალია, რაც საგრძნობლად ამცირებს გამომუშავე - ბული
ელექტროენერგიის ღირებულებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენ -

ერგიის საწარმოებლად გამოიყენება წყალი და არ არის საჭირო წიაღისეული საწვავი .


ჰიდრორესურსი განახლებადი რესურსია და ის მუდმივად გამოყენებადია .

ბ) „განახლებადი და სუფთა რესურსი“ – მას შემდეგ, რაც ჰიდროენერგია გამოიყენე - ბა


ელექტროენერგიის საწარმოებლად, ის შეიძლება ისევ გამოიყენონ სხვადასხვა
მიზნისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგურები წყალს
არ მოიხმარენ. როგორც კი წყალი ტურბინას გაივლის, მაშინვე ბუნებრივ კალა- პოტში
ბრუნდება.

გ) „ეკომეგობრული ენერგია“ – მსოფლიო ენერგეტიკის საბჭოს ანგარიშის მიხედვით ,


ჰიდროელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 2016 წელს 1,064 გვტ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის გენერაციას 0,36 კგ ქვანახშირი სჭირ-
დება. ამგვარად, ჰიდროენერგია ეკომეგობრული ენერგიის წყაროა ქვანახშირსა და სხვა
წიაღისეულ საწვავთან შედარებით, რომლებიც გარემოში ემისიების ძირითადი
წყაროებია. გარდა ამისა, ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას არ რჩება ტოქსიკური
ნარჩენები, რაც ზიანს აყენებს გარემოს.

დ) „მოქნილობა“ – ჰიდროელექტროსადგურების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი


უპირატესობაა მათი მოქნილობა/მანევრულობა. ჰიდროელექტროსადგურზე შესაძლე -
ბელია ელექტროენერგიის გამომუშავება მისი საჭიროების მიხედვით. როდესაც ელექ -
ტროენერგიის მოთხოვნა დაბალია, შესაძლებელია ჭარბი ენერგია (წყალი) დაგროვდეს
რეზერვუარში, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის დროს , ის გამოიყენონ ამ
დეფიციტის დასაფარად. მაგალითად, ენერგიის ისეთი წყაროების, როგორებიცაა, ქარი
და მზე, ნაკლია ის, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია, როდესაც ისინი საკმარისი
რაოდენობითაა. ასევე, ჰიდროელექტროსადგურებზე შესაძლებელია სიმძლავრის ცვა -
ლებადობა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, რაც სისტემის მდგრადობის თვალსაზ -
რისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ე) „წყლის დეფიციტის აღმოფხვრა“ – ელექტროენერგიის წარმოების გარდა , ჰიდროენერ -


გიას სხვადასხვა მიზნით იყენებენ. დაგროვებული წყალი მარტივად შეიძლება გამოვი -
ყენოთ სარწყავად, სასმელი წყლით მომარაგებისთვის და ა.შ. ამგვარად , წყლის შენახვა
(წყალსაცავში) გვეხმარება როგორც გვალვების დროს, ასევე შესაძლებელია წყალ -
დიდობების თავიდან აცილებაც. გარდა ამისა, ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავი
შეიძლება გამოვიყენოთ რეკრეაციული მიზნებისთვისაც.

3. ტურისტულ რესურსად.

4. ბეტონის თაღოვანი კაშხალი; ღრმა წყალმიმღები მილის ტიპის; დერივაციული


სადაწნეო გვირაბი 2 ღია ხიდური გადასასვლელებით; გამთანაბრებელი; რეზერვუარი ; 5
მიწისქვეშა ტურბინის წყალსადინარები; მიწისქვეშა ჰესის; შენობა; უდაწნეო სადერივაციო
გვირაბი. 5. რადგან ელექტროენერგია მეურნეობის ყველა დარგისთვის აუცილებელი
რესურსია. 6. ტრადიციულად, ელექტროენერგიის წარმოების სხვა სახეებთან შედარებით ,
ჰიდროელექ- ტროსისტემის უპირატესობა შემდეგია: შესაძლებელია წყლის
რეზერვუარების გამოყე- ნება წყლის შესანახად დაბალი მოთხოვნის პერიოდში და
მოთხოვნისამებრ, ელექტროენ- ერგიის სწრაფი გენერირება პიკის საათებში . ენერგიის
იაფი წყაროა, იწარმოება სუფთა ენერგია.

7. არსებული ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი მოძველებულია და


ეფექტიანობის ასამაღლებლად მოდერნიზებას საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში არ იცავენ
წყალსაცავების შევსება-დამუშავების საპროექტო მოთხოვნებს და არ ხდება დეფიციტური
პერიოდისთვის საჭირო ენერგიის აკუმულირება. საქართველოს ენერგეტიკის დარგის
შემდგომი განვი- თარებისათვის აუცილებელია ქვეყნის ჰიდროპოტენციალის , როგორც
ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი რესურსის, შესწავლა და გამოყენების
შესაძლებლობების დაზუსტება, ახ- ალი ობიექტების განთავსებისა და პარამეტრების
დადგენა წყლის რესურსების კომპლექ- სური გამოყენების მასშტაბებისა და
მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. 8. რესურსების არარაციონალური გამოყენება .

9. საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ქარის ელექტრო -


სადგურებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიები კავკასიის მაღალმთიან ზონაში ,
სამხრეთ საქართველოს ზეგანზე (ჯავახეთის რეგიონში) და შავიზღვისპირეთის სამხრეთ
ნაწილში მდებარეობს. ამ ტერიტორიებზე ქარის მუშა სიჩქარის საერთო ხანგრძლივობა
წელიწადში 1400-დან 7100 საათამდე მერყეობს.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მზის ეფექტური და ხან -


გრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მზის ნათების წლიური
ხანგრძლივობა დაახლოებით 1900-22007 საათია. ამასთან, მუშა საათების რაოდენობა ზამ-
თარში 10-15%-ს, ხოლო ზაფხულში – 30-35%-ს შეადგენს.

საქართველოში ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს ბიომასა წარმოადგენს . სახელმწიფო


ტყის საერთო ფართობი 2456 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ტყით დაფარულია 2314
ათასი ჰექტარი. საქართველოში მერქნის საერთო მარაგი – 452 მლნ მ 3-ია, რაც მსოფლიო
მერქნის მარაგის 0.1%-ს შეადგენს.

You might also like