Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კონსპექტბარათი #4

სტუდენტი: ელენე ლომიძე

ლექტორი: თამარ ლომიძე

თარიღი: 10.30.2022

ა. აკადემიურ ნაშრიმზე მუშაობის ეტაპები და საშინაო ნაშრომის


სტრუქტურა:
სამუშაო პროცესის ძირითადი ეტაპები, რომელიც ნაშრომის სრულყოფაში
დაგვეხმარება:

 უნდა შემოწმდეს შესავალი, დასკვნა და დებულება, იმიტომ რომ მკითხველმა


სწორად და კითხვის დაწყებიდან მალევე დაინახოს სად მთავრდება შესავალი,
სად იწყება დასკვნა, რა წინადადებებია წარმოდგენილი დებულებებში და
დასკვნაში;
 სასურველია შემოწმდეს ყველა აბზაცი;
 ძირითადი თემა თანმიმდევრული უნდა იყოს;
 პერიფრაზის გაკეთებამდე სასურველია გადამოწმდეს ნაშრომი, რადგან
უზუსტობები ავირიდოთ თავიდან.

შემადგენელი ელემენტები:

თუ საჭირო რაოდენობის ტერმინს არ გამოვიყენებთ, სამწუხაროდ, მკითხველს ეჭვი


გაუჩნდება ნაშრომის თანმიმდევრობასა და სიზუსტეში. ხაზი მკაფიოუდ უნდა
გაესვას იმას თუ სად იწყენა ახალი თავი და ქვეთავები, სად სრულდება ისინი,
როგორ არის წინა თავი შემდეგთან ბმაში, რა ძირითადი ტერმინებია გამოყენებული
თითვეულ თავში.

ლიტერატურა(წყარო): თურაბიანი: 146-148; ეკო: 26-27.

ბ. თემის პრობლემის საბოლოო შერჩევა, შესავალი:

თემის აღწერას დაახლოებით 5-6 სტრიქონი უნდა შეადგენდეს, რათა მკითხველი


დარწმუნეს, რომ კვლევის ჩატარება აუცილებელია.
შესავალ ნაწილში კარგი იქნება, თუ მკვლევარი რამდენიმე არგუმენტს მოიტანს
კვლევის აქტუალურობისა და მნიშვნელოვნების დასამტკიცებლად, ამისათვის
შესაძლებელია სტატისტიკებისა და რაიმე მარტივი მაგალითის მოყვანა.

შესავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ნაშრომის, ამიტომ აუცილებელია, რომ


ის ლოგიკურად და სწორად იყოს შეკრული.

შესავალში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი იწერება:

 კვლევის მნიშვნელობა;
 საკვლევი პრობლემა;
 კვლევის მიზანი;
 ჰიპოტეზა;

ლიტერატურა(წყარო): აკადემიური მუშაობის საფუძლები: 31-31; ჩუბინიძე: 89-90;


ეკო: 62-76.

გ. პლაგიატი: ციტირების ხერხები, პარაფრაზი, წყაროების მითითება,


სქოლიო:
სხვისი ნაშრომის თავისად გასაღებასა და სათანადო დამოწმების გარეშე გამოყენებას
პლაგიატი ეწოდება. არსებობს პროგრამა ,,Turnit”, რომელსაც მარტივად შეუძლია
აღმოაჩინოს პლაგიატი, მასში თითქმის ყველა ინტელექტუალური ნაშრომია
თავმოყრილი, ამიტომ მსგავსებას აუცილებლად მონახავს.

პლაგიატის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

 მკაფიოდ გამოვყოთ სხვა ნაშრომიდან მოყვანილი ციტატები;


 მიუღებელია ტექსტან დაახლოებული პერიფრაზის გაკეთება;
 წყაროები საჭირო წესის მიხედვით უნდა დამოწმდეს;
 ინტერნეტში მოძიებული მასალის ნახვისას აუცილებელია ლინკის(წყაროს)
მითითება, მართალია საჯარო სივრცეა, თუმცა დამოწმების გარეშე მისი
გამოყენება დაუშვებელია.

ვიდეო-მასალები, საჯარო გამოსვლები, პარაფრაზირება, რეზიუმეს დროსაც


აუცილებელია წყაროს დამოწმება, რათა მოყვანილი მაგალითი ან ციტირება
პლაგიატად არ ჩაგვეთვალოს.

ციტირების ხერხები:

 მოკლე ციტატა;
 გრძელი ციტატა(თუ 4 სტრიქონზე მეტია იწერება ბრჭყალების გარეშე)
 ციტატა ციტატაში;
 ფრაგმენტული ციტატა;

ლიტერატურა(წყარო): აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 125-130; პლაგიატი და


მისი გამოვლენის 10 შემთხვევააკადემიურ ნაშრომში: 8-12, 18-26, 57-64; თურაბიანი:
64-73, 110-116; ჩუბინიძე: 139-143; Plagiarism Spectrum 2.0: https://bit.ly/2F4ZYFl.

You might also like