Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

Classified | Public

SMART business Georgia


SMART business უზრუნველყოფს ERP და CRM სისტემების პროგნოზულ ანალიტიკის და
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების დეველოპმენტს, პროგრამულ
უზრუნველყოფას და ტრენინგებს. ისინი უკვე 15 წელია ნერგავენ Microsoft-ის პროდუქტებს,
მათ შორის Microsoft Dynamics 365, Microsoft Office 365, Microsoft Azure, Microsoft Power BI,
ისევე როგორც Data და ML ტექნოლოგიებს.

SMART business-მა უზრუნველყო ციფრული ტრანსფორმაცია სხვადასხვა ზომის,


ინდუსტრიებისა და სექტორის კომპანიებისთვის მსოფლიოს 65 ქვეყანაში. SMART business
არის Microsoft-ის ოქროს პარტნიორი, რომელიც ფლობს 18 ოქროს კომპეტენციას: Cloud
Business Applications, Cloud Productivity, Cloud Platform, Enterprise Resource Planning, Data
Analytics, Data Platform, Datacenter, DevOps, Application Development, Application Integration,
Communications, Collaboration and Content, Messaging, პროექტებისა და პორტფელის
მენეჯმენტი, მცირე და საშუალო ბაზრის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, Windows და
მოწყობილობები.

მათ სერვისებს წარმოადგენს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფების იმპლემენტაცია,


შემდგომ პროცესში ორგანიზაციის წევრების ტრენინგი და მხარდაჭერა. ასევე აქვთ ე.წ.
outsourcing მომსახურებებიც.

ERP სისტემებიდან ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებში ნერგავენ Microsoft Dynamics NAV-ს


და Microsoft Dynamics AX-ს.

ქართულ ბაზარზე SMART business-მა ERP სისტემა (Microsoft Dynamics) დანერგა სააფთიაქო
ქსელ PSP-ში საწყობის პროცესების ავტომატიზაციისთვის, რის შედეგადაც კომპანიის
შეფასებების მიხედვით:

 საწყობის პერსონალის ეფექტურობა 2-ჯერ გაიზარდა;


 საქონლის მიწოდების პროცესი გახდა ბევრად გამჭვირვალე;
 შეკვეთის დრო შემცირდა;
 შესაძლებელი გახდა თითოეული მედიკამენტის მისამართის ელექტრონული
აღრიცხვა;
 მინიმუმამდე შემცირდა საწყობის თანამშრომლების მანუალური შეცდომები.

ასევე SMART business-მა მომსახურება გაუწია საფინანსო ორგანიზაცია კრისტალსაც.

RSM საქართველო სოლუშენსი


RSM-ი რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო
და საკონსულტაციო ქსელია. RSM-ის ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ
შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში. მათ
Classified | Public

საკუთრებაშია 820 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და


აზიაში, დასაქმებულია 64,000-ზე მეტი პროფესიონალი.

RSM საქართველო სოლუშენსი უზრუნველყოფს ERP გადაწყვეტილებების კონსტალტინგს,


იმპლემენტაციასა და გრძელვადიან მხარდაჭერას. კომპანია ფოკუსირებულია წარმოების,
საცალო გაყიდვების, B2B სერვისის, სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიებსა და მათ სხვა
ვიწრო მიმართულებებზე. რაც მთავარია, RSM წარმოადგენს მსოფლიო კლასის
გადაწყვეტილებების პარტნიორს, როგორებიცაა SAP და Oracle, ამასთან ერთად
უზრუნველყოფს მათი სისტემების ლოკალიზაციის პაკეტს.

ERP სისტემის დანერგვის სრულ ციკლს:

 ბიზნეს პროცესების შესწავლა და Gap ანალიზი


 Blueprint-ის მომზადება
 ERP სისტემის ინსტალაცია და სამუშაო ადგილების გამართვა
 მომხმარებლების ტრეინინგები
 საწყისი მონაცემების ელექტრონული მიგრაცია
 რეალურ ექსპლუატაციაში გაშვება და მხარდაჭერა

Noventiq
Noventiq (Noventiq Holdings plc) გახლავთ ციფრული ტრანსფორმაციისა და ინფორმაციული
უსაფრთხოების, IT გადაწყვეტილებების და სერვისების წამყვანი, გლობალური
მომწოდებელი. სათავო ოფისი განლაგებულია ქ. ლონდონში. კომპანია უზრუნველყოფს,
ამარტივებს და აჩქარებს თავისი მომხმარებლების ციფრულ ტრანსფორმაციას, აკავშირებს
სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებს წამყვან IT მომწოდებლებთან. გარდა ამისა,
სთავაზობს მომხმარებელს საკუთარ სერვისებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის ზრდა
დაფუძნებულია სამგანზომილებიან სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს გეოგრაფიული
არეალის, გადაწყვეტილებების პორტფელის და გაყიდვების არხების გაფართოვებას. ამ
სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში, Noventiq იძენს კომპანიებს და იყენებს ინდუსტრიის
მიმდინარე კონსოლიდაციის შესაძლებლობებს. კომპანია Noventiq ითვლის 6400
თანამშრომელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 60 ქვეყანაში, ბაზრის ზრდის
მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე რეგიონებში, მათ შორის ლათინურ ამერიკაში, EMEA-სა
და APAC-ში - ძლიერი პოზიციონირებით ინდოეთში.

Noventiq ეწევა უამრავი ტიპის IT მხარდაჭერის მომსახურებას, მათ შორის ERP-სისტემების


დანერგვასაც. მათი ბოლო დროინდელი წარმატებული პროექტია MediClubGeorgia-ში
სამედიცინო ERP-სისტემის Accuracy Systems-ის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს კლინიკების
მედიკამენტების, პროდუქცისაა და სხვა მარაგების მოძრაობის აღრიცხვას, ასევე პაციენტების
ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრას.
Classified | Public

UGT
იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც 27 წელზე
მეტია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი.
დღეისთვის, ისინი ნერგავენ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ
კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის,
გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა
უახლესი ტექნოლოგიები. იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. UGT-ს აქვს ტექნოლოგიების
და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის
უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ნერგავენ როგორც IT
ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი
დატა ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს აწვდიან Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ
უახლეს ქლაუდ სერვისებს.

UGT მომხმარებლებს სთავაზობს უამრავ IT მომსახურებას, მათ შორის ERP-სისტემების (SAP


S/4 HANA-ს, Microsoft-ის Dynamics 365 Business Central) დანერგვასაც, როგორც კერძო ასევე
საჯარო ორგანიზაციებში.

You might also like