Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

იტერაცია და ციკლები

While ციკლი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალურია Python-ის ციკლებიდან. ამიტომ


საკმაოდ ნელია. იგი ციკლის ტანს შეასრულებს მანამ, სანამ ციკლის პირობა ჭეშმარიტია .

ციკლის სინტაქსი გამოიყურება შემდეგნაირად

While პირობა_გამოსახულება:

ინსტრუქციები

Python-ში ნებისმიერი არანულოვანი მნიშვნელობა ითვლება ჭეშმარიტად , ხოლო 0-


მცდარად. პირობის სახით შეიძლება იყოს სტრიქონი, სია, ან ნებისმიერი მიმდევრობა .
მიმდევრობა არანულოვანი სიგრძით არის ჭეშმარიტი, ცარიელი მიმდევრობა -მცდარი .

For ციკლი

For ციკლი შედარებით რთულია, ნაკლებად უნივერსალურია , მაგრამ გაცილებით


სწრაფად სრულდება, ვიდრე while ციკლი. ეს ციკლი გაივლის ნებისმიერ იტერირებულ
ობიექტზე და ცალკეული გავლის დროს ასრულებს ციკლის ტანს.

For ციკლი გამოიძახება ცალკეული რიცხვისათვის რიცხვთა კოლექციაში , რომელიც


შეძილება შეიქმნას range() ფუნქციის გამოყენებით. ციკლის ფორმალური განსაზღვრა:
ციკლის შესრულების პირველი გავლისას ციკლი მიიღებს პირველ რიცხვს კოლექციიდან ,
მეორე გავლისას მეორეს და ასე შემდეგ, სანამ არ გადაარჩევს ყველა რიცხვს , რის
შემდეგაც ციკლი დაასრულებს მუშაობას.

For ციკლის ფუნქციას აქვს შემდეგი ფორმები:

 Range(stop) - აბრუნებს ყველა მტელ რიცხვს 0-დან stop-მდე.


 Range(start,stop) - აბრუნებს ყველა მთელ რიცხვს შუალედში: start-დან (ჩათვლით)
stop-მდე ( არ ჩათვლით)
 Range( start,stop,step) - აბრუნებს მთელ რიცხვებს შუალედში. Step-წარმოადგენს
ბიჯებს, რითაც იზრდება start-დან stop-მდე.

Continue ოპერატორი

 Continue ოპერატორი აკეთებს გადასვლას ციკლის შემდეგ იტერაციაზე.

Break ოპერატორი

 Break ოპერატორი იწვევს ციკლის უპირობოდ შეწყვეტას.

You might also like