Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ქეთევან გიორგობიანი

თანამედროვე საზღვარგარეთის მედია

ჟურნალისტური გაერთიანებები. პრესის დიფერენციაცია

(ლექცია 11)

ჟურნალისტების პროფესიული ინტერესების დაცვაში აქტიურ როლს თამაშობენ


საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციები. მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოს
ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტთა პროფესიული ორგანიზაციები ჩამოყალიბდა. აღმოცენდა
პირველი პირველი ჟურნალისტური პრეს-კლუბები, რომელთა ამოცანა იყო საზოგადოების და
პრესის მუშაკთა თანამშრომლობა, თავისუფალი დროისა და დასვენების ორგანიზაცია. რიგ
შემთხვევებში ჟურნალისტების მიერ შექმნილი გაერთიანებები წარმოადგენდნენ პრესის
მუშაკების ურთიერთდამხმარე ორგანიზაციებს. მაგ. 1893 წელს ლვოვში პოლონელი
ჟურნალისტების ურთიერთდამხმარე ამხანაგობა შეიქმნა, ხოლო 1899 წელს ანალოგიური
ორგანიზაცია გამოჩნდა ვარშავაში. ამავე პერიოდში ყალიბდება ჟურნალისტური
პროფკავშირები, რომლებიც უმთავრესად პროფესიული უფლებებისა და პრესის მუშაკების
ინტერესების მხარდასაჭერად იქმნებოდა. 1926 წლის 12 ივლისს შეიქმნა ჟურნალისტების
საერთაშორისო ფედერაცია (MFЖ),რომლის ცენტრი იყო პარიზში და მიზნად ისახავდა
ჟურნალისტების უფლებათა, თავისუფლებათა და ღირსებათა დაცვას. მეორე მსოფლიო ომის
დაწყებისთანავე ფედერაციამ მოღვაწეობა შეწყვიტა. 1946 წლის 3-8 ივნისს კოპენჰანგენში
ჩატარებულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესზე ჟურნალისტთა საერთაშორისო
ორგანიზაცია (MOЖ)შეიქმნა. დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტთა საერთაშორისო
ფედერაცია ჟურნალისტთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია იყო. დღესდღეობით ეს
ფედერაცია ბრიუსელში მდებარეობს.
მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონში ჟურნალისტთა საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციები ჩამოყალიბდა. 1942
წელს შეიქმნა პრესის საერთაშორისო ლათინო-ამერიკული საზოგადოება . 1945 წელს კარაკასში
მიმდინარე მე-3 კონგრესზე ლათინოამერიკელ ჟურნალისტთა ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
აშშ-ს გამოცემათა მფლობელები და რედაქტორები გაწევრდნენ პრესის საერთაშორისო
ამერიკულ საზოგადოებაში, რომელიც თავის დამსახურებად თვლიდა ბრაზილიური
პრესისთვის ცენზურის მოხსნას, პერუში სამხედრო მთავრობის მიერ ნაციონალიზებული
გაზეთების კერძო მფლობელებისთვის დაბრუნებას, ლათინური ამერიკის ქვეყნაბში
პროფესიული ეროვნული კადრების ჩამოყალიბებას. 1975 წელს მექსიკაში ლათინური ამერიკის
ჟურნალისტთა პირველ კონგრესზე შეიქმნა ლათინური ამერიკის ჟურნალისტთა ფედერაცია
(FELAP).მსოფლიოში მოქმედებს ჟურნალისტთა მთელი რიგი რეგიონალური საერთაშორისო
გაერთიანებები; აფრიკელ და არაბ ჟურნალისტთა კავშირები და სხვა.
მეოცე საუკუნე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების რყევის ეპოქაა.
განსაკუთრებით მძაფრი პოლიტიკური და იდეოლოგიური კატაკლიზმებით გამოირჩეოდა
საუკუნის პირველი ნახევარი, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკური ჟურნალისტიკის
ტენდენციურ განვითარებას აძლევდა სტიმულს. ფართო პარტიული პრესა ჰქონდა გერმანიის
სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, ასევე გერმანიის კომუნისტურ პარტიას. ძლლიერი
პარტიული პრესა არსებობდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ევროპული პერიოდული
გამოცემები დიფერენცირებული იყო იდეურ-პოლიტიკური მნიშვნელობით და რამდენიმე
მსხვილ ჯგუფს წარმოშობდა: მონარქიული პრესა პირველ მსოფლიო ომამდე ძლიერ პოზიციებს
ინარჩუნებდა, რის შედეგადაც ბევრი მონარქიული რეჟიმი რესპუბლიკურით შეიცვალა.
ქრისტიანულ-დემოკრატიული გამოცემა ელიტარულ პარტიებს ეკუთვნოდა, რომლებიც
ქრისტიანული დემოკრატიის იდეოლიგიურ პრინციპებს ეყრდნობოდნენ. მათ რიცხვშია
გერმანული გაზეთები „საყოველთაო ამბები“ „ბავარიელი კურიერი“, იტალიური
„Popolo“(ხალხი) და ა. შ. ლიბერალური პრესა წარმოადგენდა გამოცემებს, რომელთა
უმრავლესობა შექმნილი იყო ლიბერალური მიმართულების პარტიების პოლიტიკური
მოძრაობის პერიოდში (მე-19 საუკუნე). მაგ. ბარსელონის გაზეთი „ავანგარდი“ 1881 წელს
დაარსდა. მემარჯვენე ნაციონალური გამოცემები იყო პრესის ორგანოები შოვინისტური
მიმართულებით. მაგ. საფრანგეთში 1968 წელს დე გოლის მომხრეების გაზეთი „Le Parisien
Libere“ (განთავისუფლებული პარიზელი). ფაშისტური და ნეოფაშისტური პრესის ყველაზე
ცნობილი ნიმუში იყო გერმანული რაიხის გამოცემები, როდესაც გერმანიის სათავეში ნაცისტები
იყვნენ. ანალოგიური გამოცემები იყო იტალიაში -მუსოლინისა და ესპანეთში - ფრანკოს
რეჟიმების დროს. შედარებით ახალი მიმართულება ჟურნალისტიკაში არის “ეკოლოგიური“
პარტიებისა და მოძრაობების გამოცემები. 1970-80-იან წლებში ჩამოყალიბდა გარემოს
დამცველთა ე.წ. „მწვანეთა“ მასობრივი ორგანიზაციები. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი
ეკოლოგიური პარტია არის გერმანიაში, რომელმაც 1979 საკუთარი გაზეთი „მწვანეები“
დაარსდა.
მე-17, მე-19 საუკუნეებში პერიოდიკის განვითარება გამოცემათა გარკვეული
ტოპოლოგიის მიხედვით ხდებოდა, რამაც გაზეთების და ჟურნალების ძირითადი ტიპების
ჩამოყალიბება განაპირობა. პრესის ტიპოლოგიური ევოლუციის პროცესმა, რომელიც
გრძელდებოდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, გამოცემები დადგენილი ტიპების
თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებამდე მიიყვანა, რომლებიც საბაზრო გარემო პირობებთან
იყვნენ ადაპტირებული.
ელიტარულ გამოცემათა ტრადიციების უშუალო გამგრძელებლები გახდნენ ე.წ.
„ხარისხიანი“ გამოცემები. მაგ ლონდონის „The Times“, რომელიც სახელმწიფო და პოლიტიკური
ელიტისათვის იყო გათვლილი. მაგრამ საბაზრო ურთიერთობების, სამეურნეო მექანიზმის
სირთულეების ამაღლებისა და ეკონომიკის მართვის სისტემების განვითარებასთან
დაკავშირებით გაჩნდა მოთხოვნა ისეთი ტიპის გაზეთის შექმნისა, რომელიც შეითავსებდა :
ფინანსური წრეების წარმომადგენლების, ბირჟის თანაშრომლების , მეწარმეების, საბანკო
სფეროს მმართველებისა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთა ინტერესებსა და
მოთხოვნებს. სწორედ ამ კატეგორიის მკითხველთათვის 1888 წელს ლონდონში დაარსდა
გაზეთი “Financial Times“ (ფაინენშალ ტაიმს), რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების
გაშუქებაში სპეციალიზირდებოდა. გაზეთის ფაქტობრივ მეპატრონეს წარმოადგენდა ლორდი
ბრენდონ ბრეკენი. გაზეთი ლონდონის სიტის ფინანსურ-სამრეწველო ბურჟუაზიის,
არისტოკრატიისა და ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანი წრეების ორგანოა. გაზეთი
გარკვეულ სიმპათიას გამოხატავს კონსერვატორების მიმართ.
1889 წელს ნიუ-იორკში ჩ.დოუს და ე. ჯონსის ხელმძღვანელობით დაიწყო გამოცემა
გაზეთმა „Wall Street journel“ (უოლ სტრიტ ჯორნელ), რომელიც ამერიკელი ფინანსისტების
ავტორიტეტულ და საიმედო წყაროდ იქნა მიჩნეული. პროვინციელმა გამომცემელმა ა. ოქსმა
გააცნობიერა რა ეს საჭიროება, 1896 წელს იყიდა გაზეთი „Neu York Times“, რათა გარდაექმნა ის
მთავრობისგან დამოუკიდებელ საფუძვლიან საინფორმაციო წყაროდ რომ მას ქვეყანაში და
საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებზე სისტემატურად და სწრაფად გადაეცა
ინფორმაციები.
გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ მრავალგვერდიან ნომერში მოთავსებული იყო ახალი ამბების
უზარმაზარი ნაკადი, რომელშიც მხოლოდ განათლებული , კარგად მომზადებული
ელიტარული მკითხველი თუ შეძლებდა გარკვევას. ამერიკელმა მკვლევარმა დ პრესის
კრიტიკოსმა ნ. ჰომსკიმ ამ გაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური როლის შეფასებისას მას
„ნიუ-იორკის სინამდვილე“ უწოდა. „Neu York Times“ დღესაც აგრძელებს და ახერხებს იყოს
ისეთი გაზეთი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყველაზე ოპერატიულად და
პროფესიულად აშუქებს. ამ გაზეთს კარგად ორგანიზებული სარეკლამო სამსახური გააჩნია,
რომელმაც სხვა მრავალ კომპონენტთან ერთად შეძლო გამოცემა მაღალშემოსავლიან წარმოებად
გადაექცია. ბოლო ათწლეულში, როდესაც “ნიუ-იორკ თაიმსი“ დომინირებდა ნიუ-იორკის
ყოველდღიური გაზეთების ბაზარზე, მისმა შინაარსმა და ინფორმაციის მიწოდების მეთოდებმა
ტრანსფორმაცია განიცადეს. დღეს ნიუ-იორკის ძალზე ძვირიან საგაზეთო სარეკლამო ბაზარზე
თავისი მონოპოლიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად გაზეთი იძულებული გახდა, თავის
მოღვაწეობაში „ხარისხიანი“ და „მასობრივი“ გამოცემების ნიშან-თვისებები შეეთავსებინა.
მე-20 საუკუნის ამერიკის ჟურნალისტიკაში ერთ-ერთ საუკეთესო „აზრების ჟურნალად“
გადაიქცა „The Neu Yorker“. “აზრთა ჟურნალი“ ტრადიციულად მიმართულია შედარებით
ვიწრო, მაგრამ უფრო მომზადებული მკითხველი - ინტელექტუალური წრისადმი, რომელთაც
სერიოზული ლიტერატურული პროდუქციის ნიმუშების მირება სწადიათ. ყოველკვირეული
ჟურნალი „The Neu Yorker“-იც სწორედ ასეთი აუდიტორიისათვის შეიქმნა. ჟურნალი დააარსა
ჰაროლდ როსმა 1925 წელს . თავისი არსებობის პირველ წლებში ჟურნალმა მოახერხა
ლიტერატურული ხარისხით ძლიერ ავტორთა წრის შემოკრება და ამაცე დროს ფართო
აუდიტორიის მიზიდვა, ჟურნალმა არჩეული კურსისადმი ერთგულება შეინარჩუნა და კარგი
გემოვნების თავისებურ სტანდარტად იქცა. ამერიკულ ლიტერატურათმცოდნეობაში ტერმინიც
განდა - ჟურნალ „ ნიუ-იორკერის“ პროზა და ის სელინჯერის მსგავსი ხარისხობრივი პროზის
სინონიმად იქცა. ჟურნალის ტირაჟი 800 000-მდე ეგზემპლარს შეადგენს. ამჟამონდელი ტირაჟი
ამგვარი გამოცემებისთვის კარგი მაჩვენებელია. ელექტრონული მაუწყებლობის ეპოქაში „აზრთა
ჟურნალებმა“ თავი იმით გადაირჩინეს, რომ მათ შეძლეს განსაზღვრული აუდიტორიის
დაპყრობა.
მე-20 საუკუნეში პრესაზე კომერციული ფაქტორების ზემოქმედება გაძლიერდა, რამაც
მკითხველებისა და ხელისმომწერთა მიმართ დამოკიდებულება შეასუსტა. ამას ის ფაქტის
ადასტურებს, რომ 1990-იან წლებში ამერიკის გაზეთების ბიუჯეტის საშუალოდ 80%
ფინანსდებოდა რეკლამებიდან შემოსული თანხებით. მხოლოდ 20 % შედიოდა ტირაჟების
გავრცელების შედეგად (ხელმოწერით ან ცალობით). ამ პირობებში გამომცემლები და
ჟურნალისტები ვალდებულები იყვნენ ყველაფერი ეღონათ მკითხველა და გაზეთს შორის
მტკიცე კავშირის განსამტკიცებლად.
1990-იანი წლების მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ამერიკისა დ ევროპის დიდ ქალაქებში
ვრცელდება გაზეთები, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული მკითხველთა მხრიდან
დაფინანსებაზე. საუბარია იმ საინფორმაციო სარეკლამო გაზეთებზე, რომლებიც უფასოდ
ვრცელდებოდა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, რკინიგზის, მეტროს სადგურებსა
და ტრანსპორტში. როდესაც ერთმანეთს უთავსებდნენ ჟურნალისტურ და სარეკლამო
კომპონენტებს - ეს გამოცემები რიგ შემთხვევებში ტრადიციულ გაზეთებს არსებით
კონკურენციას უწევდნენ. ამ ტიპის გაზეთები მიმზიდველი იყო რეკლამის
მომწოდებლებისთვის, რადგან სრული გარანტია ჰქონდათ განცხადებების გავრცელებისა.
უფასო გაზეთების მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოცემები კონკურენციას უწევდნენ
ფასიან გამოცემებს, თუმცა ეს ყოველთვის სანამდვილეს არ შეესაბამებოდა..უფასო გადაცემები,
რომლებიც წარმატებით სარგებლობდნენ ბაზარზე, სხვა გამოცემების მდგომარეობას
აუარესებდნენ. არ არის შემთხვევითი, რომ ამ ტიპის გაზეთების გავრცელებას გამომცემლებსა
და ტრადიციული გამოცემების რედაქტორებს შორის პროტესტი გამოიწვია.
უფასო გაზეთის კონცეფცია შემუშავებული და აღსრულებული იქნა შვედეთში. 1995
წელს სტოკჰოლმში გაზეთმა „Metro“-მ დაიწყო გავრცელება, რომელიც ტრანსპორტირების დროს
სწრაფი კითხვისთვის იყო გამკუთვნილი. გამოცემამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რითაც
დამტკიცებული იქნა უფასო ყოველდღიური გაზეთის კონცეფციის ეკონომიური ეფექტურობა.
მალე “მეტროს“ ტიპოლოგიური ანალოგიები გავრცელდნენ შვედეთის მსხვილ ქალაქებსა და
სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანს აქვს დასახელება „20 წუთი“ (მაგ. პარიზის
უფასო ყოველდღიური გაზეთი), ვინაიდან ასეთია საშუალოდ მისი წაკითხვის ხანგრძლივობა.
ნიუ-იორკის მიწისქვეშა სადგურებსა და ავტობუსების გაჩერებებზე გავრცელებული იყო უფასო
გაზეთი „Express“, ფილადელფიაში - “Metro“(125 000 ტირაჟით). დიდ ბრიტანეთში დიდი
კომერციული წარმატებით სარგებლობდნენ უფასო სარეკლამო გაზეთები “Metro“და “Evening
Standart“. ხოლო ბერლინში 1998 წლიდან დაიწყო ამ ტიპის გამოცემები, მაგრამ ანალოგიური
საგამომცემლო პროექტები გერმანიაში ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
მე-19 საუკუნეში პატარა ზომის („ტაბლოიდი“) გაზეთი გამოდიოდა,რომელსაც ნუსხას
უწოდებდნენ. როგორც ცნობილია, ის, როგორც პრესის მასობრივი სენსაციური მოვლენა და
გამოცემის ტიპი , მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე გამოჩნდა. 1900 წლის დეკემბერში ჯ.
პულიტცერი ბრიტანელ გამომცემელ ა. ჰარმსუორტთან ერთად ატლანტიკის ოკეანეში
ერთობლივი მოგზაურობის დროს „მასობრივი“ გამოცემის იდეების სხვადასხვა
განხორციელებაზე მსჯელობდა. 1896 წელს ჰარმსუორტმა „ყვითელი“ გაზეთი „Dailу Mail“
(ყოველდღიური ფოსტა) გამოსცა, რომლის საფუძველი ჩრდილოეთ ამერიკული მასობრივი
პრესის რეცეპტები იყო. იმისათვის, რომ შემოთავაზებული სიახლე პრაქტიკაში გაეტრებინათ,
პულიტცერმა ჰარმსუორტს საშუალება მისცა თავისი გაზეთის „ნიუ-იორკ უორდლ“ „Neu York
World” ერთი ნომერი ექსპერიმენტული მეთოდით გამოეშვა, რომელიც ჰარმსუორტის
ხელმძღვანელობით მომზადდა და 1901 წლის 1 იანვარს გამოიცა. გაზეთი ჩვეულებრივზე
ორჯერ უფრო ნაკლები ზომის იყო და ილუსტრაციებით გამდიდრებული. ინგლისში
დაბრუნებისას, ჰარმსუორტმა თავისი გაზეთი „ლონდონ დეილი მირორი“ „London Dailу Mirror»
ნუსხის ფორმატზე გადაიყვანა. “ მე ვაძლევ მათ იმას, რასაც ითხოვენ“, - განაცხადა ნუსხების
ფუძემდებელმა ჰარმსუირტმა. მან ლორდ ნორტკლიფის ტიტული მიიღო. „ლონდონ დეილი
მირრორი“ ყველაზე პიპულარულია მთელ ბრიტანეთში. მას 15 მილიონი ადამიანი კითხულობს.
გაზეთის მიმართულებას განსაზღვრავს სესილ კინგი. იგი თვლის, რომ საგაზეთო საქმეში
მთავარია პოპულარობა, ტირაჟი, ხოლო პოლიტიკური სახე - ეს მეორეხარისხოვანი საქმეა.
გაზეთი გამოირჩევა მსუბუქი და ადვილად გასაგები ცოცხალი ენით.
1920-იან წლებში აშშ-ში პრესის ნუსხის ზომის ფორმატი პატერსონმა და მაკკორმიკმა
შექმნეს. გაზეთ „Dailу News» -ს ახალი ფორმატის - ნუსხის ფორმაზე გადაყვანამ საგაზეთო
ბაზარზე წარმატება მოუტანა. გაზეთს ჰქონდა უპრეცედენტო ტირაჟი - მილიონ ნახევარი
ეგზემპლარი. 1924 წელს ჰერსტი ნიუ-იორკის საგაზეთო ბაზარზე იწყებს ნუსხი ფორმატის
გაზეთის „დეილი მირრორ“-ის გამოშვებას. ჰერსტმა გაზეთის ინგლისური ანალოგისგან არა
მარტო გამოცემის მოდელი, არამედ სახელწოდებაც გადმოიღო. მთლიანობაში ცნება „ნუსხები“
არაპრეტენზიულ მკითხველზე გათვლილ სკანდალურ და ბულვარულ პრესასთან ასოცირდება.
ინგლისურ-ამერიკული ნუსხის ფორმის პრესა გამოჩნდა ევროპაში, აზიასა და ლათინურ
ამერიკაშიც. მაგ. 1920-1930-იან წლებში ამ ტიპის გამოცემა ინერგება მექსიკაში, ბრაზილიასა და
კუბაში.

დავალება

უპასუხეთ შეკითხვებზე:
1. რა მიზნით შეიქმნა საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციები

2. რა იცით რეგიონალური საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებების შესახებ

3. ჩამოთვალეთ ევროპული პერიოდული გამოცემების ჯგუფები, დიფერენცირებული


იდეურ-პოლიტიკური მნიშვნელობით

4. რა ივარაუდება ნუსხაში

5. ისაუბრეთ ნუსხის ფორმის გაზეთებზე

6. რა იცით ლონდონში გამომავალი გაზეთის „ ფაინენშალ ტაიმსი“ შესახებ

7. რა იცით გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსი“ შესახებ

8. რომელია მე-20 საუკუნის ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი საუკეთესო „აზრების ჟურნალი“


და რა იცით მის შესახებ

9. რომელ ქვეყანაში შემუშავდა უფასო გაზეთის კონცეფცია

10. ჩამოთვალეთ რეკლამის მიმწოდებელი უფასო გაზეთები

You might also like