Aspindza

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

აწყვიტა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე ჯავახეთის მხარის ასპინძის

მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-


აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზრვის
დონიდან 1260 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 466 კაცი.

გულსუნდა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში, ტოლოშის თემში. მდებარეობს მდინარე მტკვრისა ნაპირებზე, ზღვის
დონიდან 1300 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 17 კიმლოეტრით. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 63 კაცი.

დამალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ტრიალეტის ქედის განშტოების
ჭობარეთის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ზღვის
დონიდან 1380 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით, ახალციხიდან 36
კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1234 კაცი ,
უპირატესად სომხები.

ვარგავი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: თოკი). მდებარეობს ახალქალაქის
პლატოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში,ზღვის
დონიდან1710 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის
მუდამოებშია ტუფის ქვის საბადო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს
53 კაცი.

ვარძია — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარიას ასპინძის


მუნიციპალიტეტში, ნაქალაქევის თემში. მდებარეობს მდინარე
მტკვრის ხეობაში. ასპინძიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი. სოფლის სიახლოვეს მდებარეობს კლდეში
ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია, ხოლო მის სამხრეთ-დასავლეთით ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლი ზედა ვარძია.

თმოგვი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეტის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში, ნაქალაქევის თემში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის
დონიდან 1260 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 23 კილომეტრიტ. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 301 კაცი. თმოგვი იყო ქართველ დიდგვაროვანთა
საგვარეულოს — თმოგველების სოფელი. სოფელში შემორჩენილია თმოგვის ციხე,
რომელიც IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. სოფლის მიმდებარე
ტერიტორიაზეა ბერისხევი და ბერტაყანა — კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, ზედა
თმოგვის ეკლესია.

თოკი — სოფელი სამხრეთ საქარტველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში, ვარგავის თემში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე
ფარავნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია
28 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 45 კაცი.

იდუმალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი (სოფელი: ოშორა). მდებარეობს მდინარე
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრძე. ასპინძიდან დაშორებულია
3 კილომეტრით. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან. 0949 წლის 2 აგვისტოს სოფელ
იდუმალას შეუერთდა ასპინძის სასოფლო საბჭოს სოფელი მლაშიხევი . 2014
წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 299 კაცი.
მირაშხანი — სოფელი სამხრეთ საქართველოსი,სამცხე-ჯავახეთის მხარიას ასპინის
მუნიციპალიტეტსი, ნაქალაქევის თემში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში
ცხოვრობს 312 კაცი.

ნაქალაქევი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თმოგვი, მირასხანი, ფია). მდებარეობს
მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის
დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის
მიდამოებში იყო ძველი ქალაქი წუნდა. სოფელში არის ტესენიტის საბადო. 2014
წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 კაცი.

ნიჯგორი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. ხიზაბავრის თემში. მდებარეობსმდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის
დონიდან 1450 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 294 კაცი.

ოთა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის, ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ
ნაწილში, მდინარე ოთის ნაპირას. ზღვის
დონიდან 1400 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 7 ჯილომეტრით. სოფელში დგას ოთის
ციხე, მიდამოებში — შორეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 კაცი.

ორგორა — სოფელი სამხრეთ საქართველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: საყუდაბელი). მდებარეობსერუშეთის
მთიანეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის
დონიდან 1240 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის
მახლობლად არის ბაზალტისა და ვულკანური წიდის საბადოები. 2014 წლის აღწერის
მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 117 კაცი.

ოშორა — სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, იდუმალის


თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბული აღმოსავლეთ
ნაწილში, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან
1200 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 37
კილომეტრით. 1886 წელს სოფელი მთლიანად მუსლიმი ქართველებით იყო
დასახლებული.

რუსთავი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, საცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის
დონიდან 1040 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. სოფლის
გადასახვევთან დგასშოთა რუსთაველის ძეგლი, რომლის მახლობლად შემორჩენილია
გვიანდელი შუა საუკუნების კოშკი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს
427 კაცი.

სარო — სოფელი სამხრეთ საქართველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში. მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის
დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 17 კილომეტრიტ. სოფლის მიდამოებში
მოიპოვება ბაზალტი და ანდეზიტი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს
162 კაცი. ჯავახეთში, ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში , მაშინდელი
დასახლების გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები . დ .
ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად საროს
სამოსახლოსაც ამგვარ გამაგრებულ პუნქტად მიიჩნევს.
საყუდაბელი — სოფელი სამხრეთ საქარტველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის
მუნიციპალიტეტში, ორგორის თემში. მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო-
აღმოსავლეთ კალთაზე,მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის
დონიდან 1270 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის
ტერიტორიაზე მოიპოვება ბაზალტი. სოფელში არის XII-XIII საუკუნეების გამოქვაბულის
კომპლექსი, მონასტრის ნანგრევები. სოფლის მიდამოებშია ნასოფლარი ვარნეთი. 2014
წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 კაცი.

ტოლოში — სოფელი სამხრეთ საქართველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: გულსუნდა, ხერთვისი). მდებარეობს მდინარე
მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია
15 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში მოიპოვება ბაზალტი და ტეშენიტი. სოფელში
დგას VIII-IX საუკუნეების ეკლესია ალანძა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში
ცხოვრობს 440 კაცი.

ფია —სოფელი საქართველოში,ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქევის


ტემში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან
1400 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 19 კილომეტრით, ხერთვისიდან 4-5 კმ.
შემორჩენილია IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია , აგრეთვე 995 წელს აგებული
წმინდა ტევდორეს ეკლესია მოხატულობის ფრაგმენტებით. სოფლის მახლობლად
გამოქვაბულთა დიდი ჯგუფია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97
კაცი.

ჭობარეთი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში, ძველის ტემში მდებარეობს ერუსეტის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ
კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის
დონიდან 1440 მეტრზე, ასპინზიდან დაშორებულია 25,5 კილომეტრით. სოფელში
არის მარმარილოს და დიატომიტის საბადო. სოფელში დგას ადრეული შუა
საუკუნების ეკლესია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 კაცი.

ხერთვისი —სოფელი საქარტველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის


თემში მდებარეობსმდინარეების მტკვრისა და ფარავნი შესართავთან, ზღვის
დონიდან 1250 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან 48 კმ.
საბჭოთა პერიოდში სოფელში
მოქმედებდა მეცხოველეობის, მემინდვრეობის და მებარეობისმეურნეობა. სოფელში
არის ბაზალტის ქვის საბადო, ჰიდროელექტროსადგური, ხერთვისის ციხე. 2014
წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 202 კაცი.

ხიზაბავრა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის


მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ნიჯგორი, სარო). მდებარეობს
ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთისხევის ნაპირზე. ზღვის
დონიდან 1590 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. სოფელში
არის ბაზალტისა და ანდეზიტის საბადოები. აქ დგას შუა საუკუნებში ეკლესია. 2014
წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 585 კაცი.

You might also like