Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

Photograph your local culture, help Wikipedia and win!

მეტაფორა

მეტაფორა (ბერძნ.: metaphora - გადატანა) —


მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი.
პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს,
ასოციაციებითა თუ კონტრასტით,
ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან
აგებულია სიტყვათა გადატანით
მნიშვნელობაზე.

გამოყენებულია პოლიტიკური
მეტაფორა: ქალი რომელიც
ნიშნავს ერთ-ერთ პარტიას
იწვევს ტორნადისებულ
პოლიტიკურ ცვლილებებს

„შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე,


ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი“ (გალაკტიონი)
მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს
მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ
არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია.
ხანდახან მისი გამოცნობა ძნელია.
არისტოტელე ამბობდა: „თუ სათქმელი
შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა“.

გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:

1. როდესაც უსულო საგანის თვისება


გადატანილია სულიერ საგანზე (ოქროს
გული, რკინის კაცი).

2. სულიერი საგნის თვისება გადატანილია


უსულო საგანზე („ჩაფიქრებულა მთაწმინდა“
ან „ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ“).

3. უსულო საგნის თვისება გადატანილია


უსულო საგანზე (ვერცხლის ნაკადული,
რკინის ნიაღვარი).

4. სულიერი საგნის თვისება გადატანილია


სულიერ საგანზე (შენ ხმელო კაცო,
წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო, / აქიმო
წყლულის და ქადაგო გაზაფხულისა . . . მ.
ლებანიძე)

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ბოლოს დარედაქტირდა 24 დღის წინ მო…

შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ


სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0 .

კონფიდენციალურობის პოლიტიკა • დესკტოპი


გამოყენების პირობები •

You might also like