Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ომანის სახელმწიფო მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არაბეთის ზღვის


სანაპიროზე,დედაქალაქი-მასკატი.ესაზღვრება;საუდის
არაბეთი,გაერთიანებულ არაბთ საამიროები და იემენი.ქვეყანა არის
აბსოლიტური მონარქია.ქვეყნის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რუბ-
ელ ხალის უდაბნოს,ჰავა ტროპიკულია,ქვეყანაში საერთოდ არ არის
მუდმივი მდინარეები სწორედ ამიტომაც წვიმის დროს ივსება
ეგრედწოდებული ვადიები.საკმაო რაოდენობით არის გრუნტის
წყლები,რომლებიც გამოიყენება როგორც სარწყავად ისე
სასმელად.მისი დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ
ადგილად ითვლება,ნაყოფიერებით უფრო გამოარჩევენ
სამხრეთს.ოაზისებში იზრდება ფინიკისა და ქოქოსის პალმები.რაც
შეეხება სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვება ნავთობი,ბუნებრივი
აირი და სპილენძის საბადო.მოსახლეობის დაახლოებით 80%
არაბია,მოსახლეობის დაახლოებით 50% კი დედაქალაქში
მცხოვრებია.1971 წელს ომანი მიიღეს გაერთიანებულ არაბთა
ლიგაში,იმავე წელსვე გაერომაც.1987 წელს ომანი ტურიზმის
სექტორისთვის გახსნილად გამოცხადდა.ომანის ძირითადი
ეკონომიკა ემყარება ნავთობის ექსპორტს,მშპ-ს დონით მსოფლიოს 26-
ე ადგილს იკავებს,მომსახურების სექტორს კი მშპ-ს 50%
უჭირავს.ინდუსტრიას რაც შეეხება მშპ-ს 49%ია რაც გამოიხატება
ნავთობის წარმოება გადამუშავებაში,გაზის
წარმოებაში,სამშენებლო,სპილენძისა და ფოლადის დნობაში,ქიმიური
პროდუქტების,ოპტიკური ბოჭკოების წარმოებაში.ომანის მთავარი
საზღვაო ნავსადგურია მატრაჰი,ხოლო მასკატში მდებარეობს
საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.სოფლის მეურნეობა - მშპ
1% -მთავარი სასოფლო სამეურნეო კულტურაა ფინიკის პალმა .
მოჰყავთ ბანანი, იონჯა, ხორბალი, ლიმონი, ბროწეული, მანგო, ბამბა,
სიმინდი, ლუცერნა, ხახვი, ნიორი, სხვადასხვა ბოსტნეული, თამბაქო,
შაქრის ლერწამი. აშენებენ ცხვარს, თხას, აქლემს. ომანი მთელს
აღმოსავლეთში ცნობილია ერთკუზიანი აქლემის (დრომადერი) ჯიშით,.
ქვეყანაში მისდევენ თევზჭერას. განვითარებულია კვების პროდუქტების
წარმოება (ფქვილი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვ.) შინამრეწველური
წარმოება, ხელოსნობა: ტყავის, საფეიქრო, სამღებრო წარმოება,
საიუველირო ნაკეთობების, ცივი იარაღის, პატარა გემების
დამზადება.ომანის მთავარ შემსყიდველთა რიგებში
არიან:ჩინეთი,ინდოეთი,არაბთა გაერთიანებული
საამიროები,კორეა.პირველად ნავთობი აღმოაჩინეს 1964 წელს.არსებული
მთავრობა ეკონომიკის გამრავალფეროვნებისა და ნავთობზე
დამოკიდებულების შესამცირებლად პრივატიზაციისა და ომანიზაციის
პოლიტიკას ატარებს.ომანი არ არის ნავთობ ექსპორტიორ ქვეყანათა
ორგანიზაციის წვერი,თუმცა შუამდგომლობს მათთანს. 2000 წელს
სურში ომანის გათხევადებული ბუნებრივი აირის ქარხანა ამოქმედდა,
რომელსაც წელიწადში 6.6 მილიონი ტონა აირის წარმოება შეუძლია.რაც
შეეხება ომანის ტურიზმს მზარდი ეკონომიკაა,აქ მდებარეობს არაერთი
ტურისტული ღირშესანიშნაობა და ამიტომ გამოირჩევა კულტურული
ტურიზმით.ომანში არის უამრავი სანაპირო,სხვადასხვა სირთულის
მღვიმეები,ბაზრები,5 მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლი,სხვადასხვა დღესასწაულები.საერთაშორისო ტურიზმიდან
მიღებული შემოსავლების მშპ-ს 2.5%-ია. ომანს საუკეთესო
მაჩვენებლები უსაფრთხოებისა და დაცულობის (მეოთხე ადგილი) და
ფასების კონკურენტუარიანობის (24-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო
ყველაზე ცუდი საერთაშორისო ღიაობის (116-ე ადგილი) და გარემოს
მდგრადობის (109-ე ადგილი) სვეტებში აქვს.

You might also like