Professional Documents
Culture Documents
იოსებ იმედაშვილი, 1876
იოსებ იმედაშვილი, 1876
ბიოგრაფია
ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო
სასწალებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას
თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა
არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906
წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906
წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. გარეკახეთის ერთობის,
რევოლუციურ მოძრაობას, იყო სოფელ ხაშმის მამასახლისი. 1905 წელს
თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის
ნაცვლის მოადგილეს გურიაში აჯანყებისჯარით დათრგუნვის
წინააღმდეგ.[1]1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული
მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო
მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1918 წელს მოხალისედ
მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში.