Professional Documents
Culture Documents
ანტონ ფურცელაძე, 1839
ანტონ ფურცელაძე, 1839
ანტონ ფურცელაძე, 1839
ბიოგრაფია
ფურცელაძეთა გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები ყოფილან.
სოფლის უბრალო, ღარიბი აზნაური იყო ა. ფურცელაძის მამა
ნიკოლოზიც. მწერლის დედა ბარბალე გედევანიშვილი-ფურცელაძისა
ჭკვიანი დარბაისელი და სათნო მანდილოსანი იყო. თავისი დროის
კვალობაზე მასნ კარგად იცოდა როგორც სასულიერო, ისე საერო
მწერლობა.
ა. ფურცელაძის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა დედა,
რომელმაც მომავალ მწერალს წერა-კითხვა შეასწავლა. ბავშვობის წლები
ანტონმა თავის სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ
შეძლეს ანტონის სამოქალალო სასწავლებელში მიბარება. მათ მხოლოდ
იმის მოხერხება შეძლეს, რომ 11 წლის ბავშვი ქ. ორიოლის კადეტთა
კორპუსში მიეღებინებინათ სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე
წელი დარჩა. 1854 წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და
სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის
გამოუსადეგარი, იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი და
დაბრუნებულიყო სამშობლოში.