Professional Documents
Culture Documents
მიხეილ ქვლივიძე, 1925
მიხეილ ქვლივიძე, 1925
სტუდენტური ცხოვრება
იმ დროს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე
ლექციებს კითხულობდნენ: შალვა ნუცუბიძე, ნიკო ბერძენიშვილი, მოსე
გოგიბერიძე და კოტე ბაქრაძე. მიუხედავად იმისა, რომ მიშა ამ
ფაკულტეტზე სულ ორი წელი სწავლობდა, თავის იქაურ მასწავლებლებს
სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა და ემადლიერებოდა, განსაკუთრებით
კი კოტე ბაქრაძეს, რომელზედაც არაერთხელ უთქვამს: ,,იგი ლექტორი კი
არა, მოძღვარი იყო, ის ჩვენ აზროვნებას გვასწავლიდა’’-ო.
უნივერსიტეტში მიხეილ ქვლივიძე 2 წელი - 1941-1943 წ.წ. - სწავლობდა
და სტალინის სტიპენდიანტი იყო. ამის მიუხედავად, იგი მეორე კურსის
შემდეგ შრომითი მობილიზაციით საავიაციო ქარხანაში სამუშაოდ
გაიწვიეს, სადაც მან წელიწადზე მეტი დაჰყო. შემდეგ კი ყველაფერს
ხატვის სიყვარულმა სძლია და მან, 1944 წელს, სამხატვრო აკადემიაში
გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.
მწერალთა კავშირი
მოსკოვში გადასვლიდან მალე, 1954 წელს, კონსტანტინე სიმონოვის
რეკომენდაციით, მიხეილ ქვლივიძე საკავშირო მწერალთა კავშირში
საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა (1954-1959 წ.წ.). დაიწყო მისი
ცხოვრების ,,მოსკოვური პერიოდი’’. 1958 წელს, სსრკ-ის დედაქალაქში,
საქართველოს ლიტერატურული დეკადა ჩატარდა. პოეტი აქტიურ
მონაწილეობას იღებდა მის ორგანიზებაში და დასკვნით საღამოზე
თავისი ლექსი ,,უშბა’’ ( თარგმ. ნ.ზაბოლოცკისა) წაიკითხა. მსმენელი
აღფრთოვანებული შეხვდა ახალგაზრდა პოეტს, საკავშირო კულტურის
მინისტრმა, ეკ. ფურცევამ, ქვლივიძე ,,საპატიო ნიშნის’’ ორდენით
დააჯილდოვა. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში, მიხეილ
ქვლივიძემ, ,,მწერალთა ბრიგადების’’ შემადგენლობაში, მთელი საბჭოთა
კავშირი მოიარა: კამჩატკიდან კალინინგრადამდე და უამრავი მეგობარი
შეიძინა. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის შემდეგ დაწერა
ბულატ ოკუჯავამ თავისი ცნობილი სიმღერა ,,Грузинская песня’’
(,,Виноградная косточка’’), რომელიც მიხეილ ქვლივიძეს მიუძღვნა. პოეტი
ბავშვობიდანვე სრულყოფილად ფლობდა რუსულს, მაგრამ ლექსი ამ
ენაზე არასოდეს არ დაუწერია. ამავე დროს, იგი თავისი და სხვა
ქართველი პოეტების ლექსების შესანიშნავ ბწკარედებს აკეთებდა, რამაც
შესაძლებელი გახადა ქართული პოეზიის თარგმნა რუსულ, პოლონურ,
უნგრულ, იტალიურ და სხვა ენებზე.
კინემატოგრაფია
პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კინოს
ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია ,,ქართული ფილმის’’ სასცენარო
საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ
გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,გრიბოედოვის საჩუქარი’’. იგი
რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი
თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: ,,ნატვრის ხე’’
და ,,მონანიება’’, თ.ბაბლუანის ,,უძინართა მზე’’, ნანა
ჯანელიძის ,,იავნანა’’ და მრავალი სხვა.
პირადი ცხოვრება
1951 წელს მიხეილ ქვლივიძე დაოჯახდა, ცოლად შეირთო ლილი
გრომეკო. 1952 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დედის
სახელი - თამარი - დაარქვა. 1954 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში
გადავიდა. 1956 წელს მათ მეორე ქალიშვილი - ნატა - შეეძინათ.
ბიბილიოგრაფია
1952: „ლექსები“, თბილისი,. „საბჭოთა მწერალი“;
1956: „ლირიკა“, თბილისი, „სახელგამი“;
1959: „მოვდივარ დამიხვდი“ ლექსები, თბილისი, „საბჭოთა მწერალი“;
1960: „ვეფხისტყაოსნის“ დასურათების ისტორიისათვის“, თბილისი,
„ხელოვნება“;
1962: „მოკითხვამდე“ ლექსები, თბილისი, „საბჭოთა მწერალი“;
1966: „დაბრუნება“ ლექსები, თბილისი, „ნაკადული“;
1967: ქართული საბჭოთა პოეზიის ბიბლიოთეკა, მ.ქვლივიძე, ლექსები,
თბილისი, „ლიტერატურა და ხელოვნება“;
1967: „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებანი“, თბილისი, „საბჭოთა
საქართველო“;
1971: „გაგრძელება იქნება“ ლექსები, ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“;
1972: „გაგრძელება იქნება“ ლექსები, წიგნი II, თბილისი, „მერანი“;
1975: „ლექსები“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
1978: „ლექსები“, თბილისი, „მერანი“;
1981: „ლექსები“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
1982:. „შენთან ყოფნიდან უშენობამდე“, თბილისი, „მერანი“;
1984: „ლექსები“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
1987: „წყნარი საღამო“ ლექსები და ნახატები, თბილისი, „ნაკადული“;
1988: „სარკესთან“ ლექსები, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
1989: „გარდაქმნა“ ლექსები, თბილისი, „მერანი“;
1990: „ლექსამდე და ლექსის შემდეგ“, თბილისი, „მერანი“;
1994: ერთტომეული ლექსები, თბილისი, „საქართველო“;
1995: „ჩურჩულით და ხმამაღლა“ ლექსები, თბილისი „მერანი“;
1997: „ექო“ ლექსები, თბილისი, „მერანი“;
1999: „უნახავმა რა ნახაო...“ ანუ ამერიკული შთაბეჭდილებები,
გაურკვეველი ნარკვევი, თბილისი, „მერანი“;
1999: „ლექსები“, თბილისი, „საქართველო“;
2000: „ლექსები“ , ავტოგრაფები, თბილისი, „თობალისი“;
2001: „ექო“ – 2, გასული საუკუნის ლირიკული „რეპორტაჟები“,
მოვლენათა კვალდაკვალ, ლექსები, თბილისი, საქართველოს
ჟურნალისტთა ფედერაცია;
2002: „ვაპირებ ცხოვრებას“ (ავტობიოგრაფიული ჩანაწერები), თბილისი,
„თობალისი“;
2002: „სიყვარულო, ძალსა შენსა...“ ლექსები, ჩემი ლირიკული გღიური,
თბილისი, „თობალისი“;
2002: „სხვა საქართველო სად არი?“ (ლექსები სამშობლოზე), თბილისი,
„თობალისი“;
2004: „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ ლექსები, თბილისი,
„თობალისი“.
თარგმანები
1962: „მთვარის თეთრი იალქანი“ თანამედროვე იტალიელი პოეტების
ლექსები, თბილისი, ,,ნაკადული“;
1965: სალვატორე ქვაზიმოდო, ლექსები, თბილისი, „ლიტერატურა და
ხელოვნება“;
1965: ლექსები, პოემა, ესპანური მოტივები, თბილისი, „საბჭოთა
საქართველო“;
1965: სტეფანე შჩიპაჩოვი, „აპყის ხის წვენი“ (მოთხრობები), თბილისი,
„ნაკადული“;
1970: ედმონ როსტანი, „სირანო დე ბერჟერაკი“ (პიესა), თბილისი,
„ნაკადული“;
1973: „ხე და ვარსკვლავი„ პოლონელი პოეტების, თადეუშ რუჟევიჩის და
ზბიგნევ ჰერბერტის ლექსების თარგმანები, თბილისი, „საბჭოთა
საქართველო“;
1976: ლოპე დე ვეგა, „ფუენტე ოვეხუნა“, თბილისი, „ნაკადული“;
1977: კორასტილოვი, „მარტოობის დღესასწაული“ (ფიროსმანი); „ასი
წლის შემდეგ“; შვარცი, „ჩრდილი“; თბილისი, „საქ. თეატრალური
საზოგადოება“;
1984: „თანამედროვე პოლონური პოეზია“, თბილისი, „მერანი“;
1985: ჟომბოკ ტიმარ დიორდი, „ნეპალური ამბავი“, უნგრულიდან
თარგმნა მ. ქვლივიძემ, თბილისი, „ნაკადული“;
1985: თადეუშ რუჟევიჩი, ლექსები, (პოლონურიდან), თბილისი, საბჭოთა
საქართველო“;
1986: ტონინო გუერა, „თაფლი“ (პოემა), ჟურნალი „საუნჯე“ N4;
1990: ანტონ ჩეხოვი, პიესები; „თოლია“; „ალუბლის ბაღი“; „ივანოვი“,
თბილისი, „საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი“;
1999: ვისლავა შიმბორსკა, ლექსები, (პოლონურიდან), მსოფლიო პოეზიის
ბიბლიოთეკა, თბილისი, „მერანი“;
რუსულ ენაზე გამოცემული
1955 г. ,,Солнце сквозь листья’’, пер., стихи М. ,,Советский писатель’’;
1957 г. ,,Стихотворения’’, пер., М. ,,Советский писатель’’;
1957 г. ,,Так пелось мне’’, пер., стихи, издательство ССП Груз. ,,Заря Востока’’,
Тбилиси;
1961 г. ,,Надпись на камне’’, пер., стихи, ,,Государственное издателство
художественной литературы’’, Москва;
1964 г. ,,До востребования’’, пер., стихи, изд. ССП Грузии ,,Литература и
искуство’’, Тбилиси;
1967 г. ,,Библиотека избранной лирики’’, Мих. Квливидзе, пер., стихи, изд. ЦК
ВЛКСМ ,,Молодая гвардия’’;
1967 г. ,,Возвращение к себе’’, пер., стихи, Москва , ,,Советский писатель’’;
1968 г. ,,Там был прикован Прометей’’, книга о Грузии, Оригинал,
М. ,,Детская литература’’;
1969 г. ,,Продолжение следует’’, пер., стихи, Изд., ,,Мерани’’, Тбилиси;
1972 г. ,,Давид из Сагурамо’’, повесть, оригинал, М . ,,Детская литература’’;
1973 г. ,,Продолжение следует’’, пер., стихи , Москва, ,,Художественная
литература’’;
1976 г. ,,Три дождя’’, пер., стихи, Москва, ,,Детская литература’’;
1977 г. ,,Стихотворения’’, пер., Тбилиси, изд. ,,Мерани’’;
1981 г. ,,Лицо’’, пер., стихи, Москва, ,,Советский писатель’’;
1982 г. ,,Библиотека советской поезии’’, Миха Квливидзе, Стихотворения,
пер., Москва, ,,Художественная литература’’;
1985 г. ,,Копилка памяти’’, пер., стихи, Тбилиси, ,,Мерани’’;
1986 г. ,,Давид из Сагурамо’’, Повесть, оригинал , 2-е издание,
Тбилиси, ,,Мерани’’;
1988 г. Миха Квливидзе, ,,Избранное’’, лирика, пер., Москва, ,,Советский
писатель’’;
1991 г. ,,Продолжение следует’’, пер., стихи, библиотека ,,Огонек’’, М.