Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო

ძალადობის გზით. ომის წარმოებაში უმთავრეს როლს ასრულებენ სახელმწიფოს


შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ფორმირებები, რომლის პარალელურად
მეომარი მხარეები აწარმოებენ დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ბრძოლებს
დაპირისპირებულ მხარეებთან. ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი
საკითხები ეკონომიკურ, იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი –
ეს არის პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური,
რეგიონული, მსოფლიო. საერთაშორისო კანონების მიხედვით ომის წამოწყება
გამოუცხადებლად, ითვლება დანაშაულად. შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით,
ომის მასშტაბები გაცილებით დიდია, როგორც გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მისი
ხანგრძლივობიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არ არსებობს ზუსტი
კლასიფიკაცია იმისა, თუ რით განსხვავდება ომი შეიარაღებული კონფლიქტისაგან. ომი
შეიძლება იყოს ხანმოკლე (რამდენიმე დღიანი) და ხანგრძლივი (რამდენიმე ათეულ წლამდე ).

You might also like