დავალება 5 ზსსუ - Копия

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება

სასწავლო კურსი: გადასახადები და საგადასახადო დაბეგვრა

დავალება 5
(ქვიზი)

2023 წლის 28 დეკემბერი

სტუდენტი

(გვარი, სახელი)

თემა: აქციზით დაბეგვრის არსი, დაბეგვრის ობიექტი და


დასაბეგრი ოპერაციები

თემის შინაარსი:

უპასუხეთ შეკითხვებს:

ა) განმარტეთ აქციზი როგორც არაპირდაპირი გადასახადი.

არაპირდაპირი გადასახადის ერთ-ერთი სახე, იგი შედის საქონლის ფასში და მომსახურების


ტარიფებში. მისი გადამხდელია საბოლოო მომხმარებელი.

ბ) როგორ განიზაზღვრება აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტის და


ექსპორტის თანხა?

აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების


საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა საქონლის იმპორტისას
გათვალისწინებული შემთხვევისა.

გ) როგორ წარმოებს აქციზის ჩათვლა?

პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრი ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება


აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩაითვლა მიწოდებული, მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან
სარეალიზაციოდ გატანილი ან ექსპორტირებული, აქციზური საქონლის საწარმოებლად
გამოყენებული სხვა აქციზური საქონელზე გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან
დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის
შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული
აქციზისა.

დ) რა სახით ხდება აქციზის დეკლარაციის წარდგენა?


აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო
ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის
მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ აქციზური საქონლის მწარმოებელი და პირი, რომელიც
ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისათვის მიწოდებას და ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო
მომსახურებისგაწევას.

ე) როგორ ხდება ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლება?

ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია:

აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც


გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

საგადასახადო ანგარიშფაქტურას და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში აღნიშნული აქციზის


თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმ შემთხვევაში, თუ
ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ
წარმოებული სხვა აქციზური საქონელი.

საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ.

საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის.

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ადგილობრივი თვითმმართველი


ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოც გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების
გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების სახელმწიფოს,
ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში
გადაცემა,აგრეთვე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების
გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია ან გადაცემა.

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო


სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის
მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის
მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან
გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი და საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, თუ
აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში
შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად
ასეთი საქონლის იმპორტი ან საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია
აქციზისაგან.

You might also like