Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

კურიკულუმი

პროგრამის დასახელება ინგლისური ენა და ლიტერატურა


მისანიჭებელი აკადემიური ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში
ხარისხი/კვალიფიკაცია
ფაკულტეტის დასახელება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი/ მაია ალავიძე - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
ხელმძღვანელები/კოორდინატორი აწსუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ინგლისური ენის
მიმართულების ხელმძღვანელი
ტელ: 577316705
e-mail: maia.alavidze@atsu.edu.ge
პროგრამის ხანგრძლივობა/ მოცულობა  სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა 4 სემესტრი
(სემესტრი, კრედიტების რაოდენობა)  მოცულობა - 120 ECTS კრედიტი
სწავლების ენა ქართული
პროგრამის შემუშავებისა და აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება: №179180, 13.02.2023
განახლების თარიღები აკადემიური საბჭოს დადგ. №5 14.09.2023

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (მოთხოვნები)


 ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
 საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
 შიდასაუნივერსიტეტო კომპლექსური დარგობრივი წერითი გამოცდა, რომელიც მოიცავს
ინგლისური ენის, ენის თეორიის და ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ისტორიის
საკითხებს;
 უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის
ჩაბარების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
 გარე და შიდა მობილობა.
შიდასაუნივერისტეტო გამოცდის ჩაბარებისას თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპრატესობა
მიენიჭება:
 აკადემიურ კვლევით ნაშრომს საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში.
 სამეცნიერო პუბლიკაციებს;
 სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას;
 საზღვარგარეთ სწავლის დამადასტუდებელ სერთიფიკატს.

პროგრამის ანალოგები
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროგრამის მიზნები
სამაგისტრო პროგრამის მიზანია დარგის თანამედროვე მიღწევების შესაბამისად სტუდენტს:
 მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ინგლისური ფილოლოგიის ფარგლებში როგორც ლინგვისტიკის ისე
ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით;
 განუვითაროს ანალიზის, კრიტიკული გააზრების, კონსტრუქციული და დასაბუთებული დასკვნების

1
გამოტანის, დამოუკიდებლად მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები სასწავლო და კვლევითი პროცესების
ინტეგრირების გზით;
 დახვეწოს სტუდენტთა ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციები, დარგობრივი ლიტერატურის
ფარგლებში კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე მსჯელობის, სხვადასხვა სირთულის ტექსტების
შექმნის, საკითხთა ფართო სპექტრთან დაკავშირებით არგუმენტირებული მოსაზრებების ჩამოყალიბების
საფუძველზე.
 განუმტკიცოს სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევები მაღალი პასუხისმგებლობით, აკადემიური
კეთილსინდისერებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული:
 განიხილავს ლინგვისტიკის სხვადასხვა დარგებს (ინგლისური ენის
სემანტიკა, ლინგვოსტილისტიკა, ლინგვოპრაგმატიკა,
ფუნქციონალური გრამატიკა და თარგმანის ლინგვისტიკა)
თანამედროვე კომუნიკაციურ ლინგვისტიკაზე დაყრდნობით;
 განსაზღვრავს ინგლისური ლიტერატურის გვარებისა და ჟანრების
განვითარების ძირითად ეტაპებს ლიტერატურათმცოდნეობის
ტრადიციული და უახლესი თეორიებისა და კრიტიკის კვლევის
მეთოდთა გამოყენებით, ახდენს მათი იდეურ–თემატური და
ჟანრობრივ–კომპოზიციური თავისებურებების ილუსტრირებას;

უნარი კურსდამთავრებული:
 ქმნის ინგლისურენოვან დარგობრივ აკადემიურ ტექსტებს
დისკურსული მახასიათებლების გათვალისწიებით და იყენებს
ინგლისურ ენას თავისუფლად და სპონტანურად რთული
გრამატიკული და ლექსიკური ერთეულების გამოყენებით როგორც
ზეპირი ისე წერილობითი კომუნიკაციისას კოჰეზიური
საშუალებებისა და შესაფერისი რეგისტრის გათვალისწინებით;
 აანალიზებს ინგლისური ფილოლოგიის პრობლემურ საკითხებს
კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და
ინტერდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით და გამოაქვს
არგუმენტირებული ორიგინალური დასკვნები;
 წერს სამეცნიერო ნაშრომს/პროექტს, კვლევის კონცეპტუალიზაციის
საფუძველზე ანვითარებს ინოვაციურ იდეებს და უზიარებს
აკადემიური საქმიანობის შედეგებს სპეციალისტებს და
არასპეციალისტებს.

პასუხისმგებლობა და  იცავს სწავლების/კვლევის პროცესში პროფესიული ეთიკისა და


ავტონომიურობა აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს;
 გამოკვეთს საკუთარი კვლევის მიმართულებებს; დამოუკიდებლად
გეგმავს სწავლის პროცესსა და სტრატეგიებს.

სწავლების მეთოდები
 დისკუსია, დებატები;
 ჯგუფური და წყვილური მუშაობა;
 ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
 დემონსტრირების მეთოდი;
 ინდუქციური და დედუქციური მეთოდები;
 ვერბალური და წერითი მუშაობის მეთოდი;
 ანალიზი და სინთეზი;

2
 თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება);
 მცირემასშტაბიანი კვლევა და ანალიზი

პროგრამის სტრუქტურა
 ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მოცულობა 120 კრედიტია, რომელიც
ნაწილდება შემდეგი სახით:
 ძირითადი სწავლის სფეროს შინაარსის შესაბამისი სავალდებულო სასწავლო კურსები – 95
კრედიტი (მათ შორის: სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრედიტი)
 ძირითადი სწავლის სფეროს შინაარსის შესაბამისი არჩევითი სასწავლო კურსები – 25 კრედიტი
იხ. დანართი 1.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები


სტუდენტთა მიღწევების შეფასება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5
იანვრის №3 და აწსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №5, (17/18) ბრძანებებით განსაზღვრული
პუნქტების გათვალისწინებით, კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით
დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შეფასების სისტემა იყოფა შემდეგ კომპონენტებად:
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) შუალედური შეფასების
ხვედრითი წილი შეადგენს ჯამურად 60 ქულას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შემდეგი შეფასების ფორმებს:
 სტუდენტის აქტივობა სასწავლო სემესტრის განმავლობაში(მოიცავს შეფასების სხვადასხვა
კომპონენტებს) - არა უმეტეს 30 ქულა;
 შუალედური გამოცდა- არა ნაკლებ 30 ქულა;
 დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომლის შუალედური შეფასებების კომპონენტების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა
დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის მიერ მიღებული შეფასების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება 15 ქულით.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
სასწავლო კურსში სტუდენტის მიღწევების შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება შესაბამისი
სილაბუსით.

3
დასაქმების სფეროები
 სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრები;
 საგამომცემლო საქმე;
 მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
 სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებები;
 საერთაშორისო ორგანიზაციები;
 მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
 ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (საქართველოში მოქმედი
საკანონმდებლო შეზღუდვების გათვალისწინებით);
 პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლების შესაძლებლობას სწავლის მომდევნო
საფეხურზე დოქტორანტურაში.
სწავლისათვის აუცილებელი დამხმარე პირობები/რესურსები
 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და
მატერიალური რესურსები:
 აწსუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი, აწსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საბიბლიოთეკო ქსელში
ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები; უნივერსიტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის სამკითხველო დარბაზები, კომპიუტერული კლასები, კეთილმოწყობილი აუდიტორიები აწსუს I
და III კორპუსებში;
 პროგრამას ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი და მოწვეული
სპეციალისტები.

4
დანართი 1

სასწავლო გეგმა
პროგრამის დასახელება: ინგლისური ენა და ლიტერატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში

დატვირთვის მოცულობა,
სემესტრი
სთ-ში

დაშვების წინაპირობა
საკონტაქტო

შუალედ.დასკვნი
ლ/პ/

სააუდიტორიო

თი გამოცდები
№ კურსის დასახელება კრ
ლაბ/ჯგ

სულ
დამ I II III IV V VI VII VIII

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
1 ძირითადი სწავლის სფეროს შინაარსის შესაბამისი სავალდებულო სასწავლო კურსები (95 კრედიტი)
1.1 აკადემიური დისკურსი 1 5 125 60 3 62 2/2/0/0 x
1.2 დარგის კვლევის მეთოდები 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
1.3 ინგლისური ენის სემანტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
1.4 ინგლისური დრამის პოეტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
1.5 დასავლეთ ევროპული და 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
ამერიკული ლიტერატურის
კრიტიკა და ლიტერატურის
თეორია
1.6 აკადემიური დისკურსი 2 5 125 45 3 77 1/2/0/0 x 1.1
1.7 ლინგვოსტილისტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x

5
დატვირთვის მოცულობა,
სემესტრი
სთ-ში

დაშვების წინაპირობა
საკონტაქტო

შუალედ.დასკვნი
ლ/პ/

სააუდიტორიო

თი გამოცდები
№ კურსის დასახელება კრ
ლაბ/ჯგ

სულ
დამ I II III IV V VI VII VIII

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
1.8 ფუნქციონალური გრამატიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
1.9 ლინგვოპრაგმატიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
1.10 ინგლისური რომანის პოეტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x 1.5
1.11 კომუნიკაციური ლინგვისტიკა 5 125 30 3 92 1/1/0/0 x 1.9
1.12 თარგმანის ლინგვისტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
1.13 ინგლისური ლირიკის პოეტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x 1.5
1.14 სამაგისტრო ნაშრომი 30 x
სულ 95
2 ძირითადი სწავლის სფეროს შინაარსის შესაბამისი არჩევითი სასწავლო კურსები - (25 კრედიტი)
2.1 არჩევითი კურსი 1 (5 კრედიტი)
2.1.1 დარგის ფილოსოფია 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
ინგლისური ენის ფონეტიკა და 5 1/1/0/0 x
2.1.2 125 30 3 92
ფონოლოგია
2.1.3 გამოყენებითი ლინგვისტიკა 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
სულ 5
2.2 არჩევითი კურსი 2 (5 კრედიტი)
შედარებით-ტიპოლოგიური 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
2.2.1
ლიტერატურისმცოდნეობა
2.2.2 დასავლეთევროპული და 5 125 45 3 77 1/2/0/0 x

6
დატვირთვის მოცულობა,
სემესტრი
სთ-ში

დაშვების წინაპირობა
საკონტაქტო

შუალედ.დასკვნი
ლ/პ/

სააუდიტორიო

თი გამოცდები
№ კურსის დასახელება კრ
ლაბ/ჯგ

სულ
დამ I II III IV V VI VII VIII

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
ამერიკული ლიტერატურის კანონი
XX საუკუნემდე
2.2.3 დისკურსის ანალიზი 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
ტექსტის ლინგვისტიკა 5 125 45 3 77 1/2/0/0 x
2.2.4
(ინგლისური ფილოლოგია)
სულ 5
2.3 არჩევითი კურსი 3 (15 კრედიტი)
თანამედროვე 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
2.3.1 დასავლეთევროპული და
ამერიკული ლიტერატურის კანონი
სოციოლინგვისტიკა (ინგლისური 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
2.3.2
ფილოლოგია)
მხატვრული ტექსტის 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
2.3.3 ლინგვისტური ანალიზი და
ინტერპრეტაცია
2.3.4 კულტურათაშორისი კომუნიკაცია 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
პოსტმოდერნიზმი როგორც XX ს- 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
2.3.5
ის ფენომენი ლიტერატურაში
2.3.6 სპეცკურსი მწერალზე (შექსპირი) 5 125 30 3 92 1/1/0/0 x
სულ 15

7
დატვირთვის მოცულობა,
სემესტრი
სთ-ში

დაშვების წინაპირობა
საკონტაქტო

შუალედ.დასკვნი
ლ/პ/

სააუდიტორიო

თი გამოცდები
№ კურსის დასახელება კრ
ლაბ/ჯგ

სულ
დამ I II III IV V VI VII VIII

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
სულ 120 30 30 30 30

You might also like