Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 212

1

mTargmneli
zaza WilaZe

2
1

ციხიდან ივლისის თვეში გამოვედი, დილის რვა საათზე, კოკის-


პირულად წვიმდა.
სამწლინახევრის წინ დამახსოვრებულ სამყაროს უცნაური, ცო-
ტა არ იყოს შიშნარევი გრძნობით ვუბრუნდებოდი. რკინის ჭიშკრი-
დან რამდენიმე ნაბიჯი გადმოვდგი და შევჩერდი, მინდოდა ღრმად
ჩამესუნთქა თავისუფლების სურნელი.
ჩემი ავტობუსი იქვე კუთხეში ჩერდებოდა, მაგრამ შინისკენ გუ-
ლი არ მიმიწევდა. მერჩივნა მარტოდმარტო ვმდგარიყავი ტროტუ-
არზე, წვიმისთვის სახე მიმეშვირა და ბოლომდე გამეაზრებინა, რომ
თავისუფალი ვარ, უკვე აღარც საკანში გავათევ ღამეს და აღარც
მკვლელების, მძარცველებისა და ათასი ჯურის ნაძირლისთვის დამ-
ჭირდება ანგარიშის გაწევა.
ქუჩაზე გუბეები იდგა. პირქუში, გაუჟმურებული ციდან ზაფხულის
თბილი წვიმა მოდიოდა და ოთხი წლის ქუდსა და ხუთი წლის წინ ნა-
ყიდ ლაბადას მისველებდა.
უცებ, შორიახლოს, მბზინავი „ბიუიკი“ ნელა, უხმაუროდ გაჩერ-
და და ფანჯრის შუშაც რბილად ჩასრიალდა ქვევით.
‒ ჰარი!
„ბიუიკის“ კარი გაიღო, მძღოლის სახე რომ დამენახა, წელში მო-
ვიხარე.
მანქანიდან ჯიმი რენიკი მიღიმოდა:
‒ დაჯექი, დასველდები.
შევყოყმანდი, მაგრამ მაინც ჩავჯექი და კარი მაგრად მივიჯახუნე.
რენიკი ხელში მთელი ძალით ჩამაფრინდა. გამხდარი, მზემოკიდე-
ბული სახე გულწრფელი სიხარულით გაბადროდა.
‒ როგორა ხარ, ძველო? ‒მკითხა რენიკმა,‒ სუფთა ჰაერმა ხომ

3
არ გაწყინა?
‒ ვარ რა, ‒ ხელი გავითავისუფლე. ახლა, შენი დახვედრა დამა-
ვალესო. ‒ არ მითხრა
ისეთი ხმა მქონდა, უკვალოდ ჩამოესხიპა სახიდან ღიმილი.
– რა, არ მელოდი? ‒ რენიკმა დაჟინებით მომაშტერა ჭკვიანი,
ნაცრისფერი თვალები.
მანქანის მდიდრული სალონი შევათვალიერე და სიტყვა ბანზე
ავუგდე.
‒ შენია?
ორი თვის წინ ვიყიდე. როგორია?
‒ იცის პალმ-სიტის პოლიციამ საკუთარი თავის პატივისცემა.
მშვიდობაში.
რენიკმა მაგრად მომუწა ტუჩები, სიბრაზისგან სახე წამოენთო.
‒ სხვა რომ იყო, მაგ სიტყვებს განანებდი. მხრები ავიჩეჩე.
‒ რაღას უცდი. პოლიციელის მუშტებს კარგა ხანია მიჩვეული
ვარ.
‒ ორ წელიწადზე მეტია, რაც პოლიციიდან წამოვედი, ‒ ღრმად
ამოიოხრა და თავი გადააქნია, ‒ სხვათა შორის, ახლა ოლქის პრო-
კურორის თანაშემწე ვარ და ხელფასიც მომიმატეს.
ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებში სისხლი.
– გასაგებია... მაპატიე, არ ვიცოდი.
‒ საიდან უნდა გცოდნოდა?
ჩაიცინა და ძრავა ჩართო. მანქანა ტროტუარს მოშორდა.
‒ შენს არყოფნაში ბევრი რამე შეიცვალა, ჰარი. ის ძველი ბან-
დაც დაიფრინეს. უკვე ახალი ოლქის პროკურორი გვყავს, წესიერი
კაცია.
კრინტი არ დამიძრავს.
‒ რას აპირებ? ‒ მოულოდნელად მკითხა რენიკმა.
‒ არც არაფერს. მინდა ცოტა მივიხედ-მოვიხედო.
ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე გააგრძელა: ‒ თავიდან გაგიჭირდე-
ბა, ხომ იცი?
‒ რა თქმა უნდა. პოლიციელის მკვლელობას იოლად არ დამი-

4
ვიწყებენ. ვიცი, რაც მელოდება.
‒ ყოველ შემთხვევაში, პოლიციიდან არავინ გადაგეკიდება, არც
კოკაინს ჩაგიგდებენ საბარგულში. სხვა რამეს გეუბნები ‒ რამე ახა-
ლი საქმე უნდა გამოძებნო. ქუბიტი გავლენიანი კაცია, შენ კი ძვა-
ლივით გაეჩხირე ყელში. ცოცხალი თავით გაზეთს აღარ გაგაკა-
რებს. ეგ უკვე ჩემი სადარდებელია.
– შეიძლება რამეში გამოგადგე.
‒ არავის დახმარება არ მჭირდება.
‒ რა თქმა უნდა, მაგრამ ნინა ნუ გავიწყდება...
‒ ნინასაც მე მივხედავ.
ცოტა ხანს რენიკი უხმოდ უცქერდა წვიმით დანამულ საქარე მი-
ნას, მერე თქვა:
‒ უცხო ხომ არა ვარ, საუკუნეა ერთმანეთს ვიცნობთ, წარმომიდ-
გენია, რა ბოღმა გიტრიალებს გულში, ოღონდ, თუ ძმა ხარ, ნუ მიღ-
რენ. ჩვენს ახალ პროკურორს უკვე ველაპარაკე. თავს ვერ დავდებ,
თუმცა შეიძლება რამე საშენო საქმე გამოგინახოს. ჯიქურ მივაშ-
ტერდი.
‒ სულ უმუშევარი რომ დავრჩე, პალმ-სიტის ადმინისტრაციაში
მაინც არ ვიმუშავებ.
‒ ნინას ძალიან გაუჭირდა, – ისევ წამოიწყო რენიკმა,‒ხო იცი...
‒ არც ერთს არ გვილხინდა. დახმარება არ მჭირდება და თუ ძმა
ხარ, მოვეშვათ ამ ლაპარაკს.
‒ კი, ბატონო, ‒ გაშალა ხელები. ‒ როგორც შენ იტყვი. ჩემთვის
რომ მოეწყოთ ეგეთი რამე, ალბათ მეც ბოღმა დამახრჩობდა, მაგ-
რამ რაც იყო, წასული ამბავია. ახლა მომავალზე უნდა იფიქრო სხვა-
თა შორის, ნინას მომავალზეც.
‒ აბა, შენი აზრით, იქ სხვა რა მქონდა საფიქრალი? ფანჯრიდან
ავდარში ფერშეცვლილ ზღვას გავხედე, ტალღები ჯებირს ეხეთქე-
ბოდნენ.
‒ მართალია, დაბოღმილი ვარ. დროც თავზე საყრელი მქონდა
და მივხვდი, რა უტვინოდაც მოვიქეცი. პოლიციის კომისარს ჩემი გა-
ჩუმება უნდოდა და ათი ათას დოლარს არ იშურებდა, რას გავიპრან-

5
ჭე? ვის რა დავუმტკიცე? ციხემ რაღაც-რაღაცები ნაღდად მასწავლა,
გულუბრყვილობას მაინც ვეღარავინ დამწამებს.
‒ გეყოფა, მკაცრად თქვა რენიკმა. ‒ სხვა რა უნდა გექნა? უბრა-
ლოდ, საშენოდ არ აეწყო საქმე. იმ დამპლისგან ფული რომ აგეღო,
მერე საკუთარ თავს არ აპატიებდი, რას მალაპარაკებ ამდენს, შენც
ასევე ფიქრობ.
– ეგრე გგონია? გგონია, რომ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით?
სამწელიწად-ნახევარი ბავშვების გაუპატიურებისთვის დაჭერილ
ტითან ერთად ვიჯექი და ორ ისეთ ახვართან, მათი ცელქობის და-
ნახვაზე ღორს რომ ამოუტრიალდებოდა შიგნეულობა – ეგეთი რა-
მეების ყურება უკვალოდ ვერ ჩაუვლის კაცს. ყოველ შემთხვევაში,
ის ქრთამი რომ ამეღო, დღეს უმუშევარი და ნაციხარი არ მერქმეო-
და და იქნებ მეც მყოლოდა ასეთი მანქანა.
რენიკი შეცბა.
‒ არ გინდა ეგეთი ლაპარაკი, ჰარი. თუ ღმერთი გწამს, სანამ ნი-
ნას ნახავდე, ცოტა თავს მოერიე.
‒ აღარ მოგბეზრდა ამდენი ჭკუის დარიგება? ბოლოს მაინც ვე-
ღარ მოვითმინე. ‒ ნინა ჩემი ცოლია. როცა მომყვებოდა, ჭირისთვი-
საც მზად იყო და ლხინისთვისაც. გვეყოფა. ჩემს ოჯახს მე მივხედავ.
‒ რომ არ გითხრა, არ შემიძლია. მგონია, რომ სასამართლოზე
მოსვლა, ციხეში სიარული და წერილების წერა ტყუილად აუკრძა-
ლე. მას ბოლომდე შენ გვერდით ყოფნა უნდოდა, შენ კიდევ ახლოს
არ გაიკარე.
ჩემდა უნებურად მოვმუშტე ხელი, სველ სანაპიროს თვალს არ
ვაშორებდი.
‒ ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი,‒ როგორც იქნა, ამოვიღე ხმა. ‒
აბა, სასამართლოზე სურათები გადაეღოთ? პატიმრის ფორმაში გა-
მოწყობილი ვენახე, თავგადახოტრილი? თუ, სანამ ჩემამდე მოაღ-
წევდა, ვიღაც ზედამხედველს ეკითხა მისი წერილები? მე ჩემი გუ-
ლუბრყვილობით თავი გავიმაიმუნე, მაგრამ ნინა რა შუაშია, ის რა-
ტომ უნდა გამესვარა?
‒ მაინც არ მოიქეცი სწორად. იქნებ, ყველაზე მეტად სწორედ შენ

6
გვერდით ყოფნა უნდოდა? ‒ რენიკიც გაღიზიანებული ლაპარაკობ-
და. ‒ ძლივს დავიყოლიე, დღეს შინ დარჩენილიყო.
ქალაქის მდიდრულ რაიონს, პალმ-ბეის ვუახლოვდებოდით.
თავსხმა წვიმაში ტანსაცმლის გამოსაცვლელი კაბინები უკაცრიელ
პლაჟზე მოწყენილად ჩამწკრივებულიყო. ფეშენებელური სასტუმ-
როების წინ ავტოსადგომებზე ძვირად ღირებული მანქანები სველ-
დებოდა.
ოდესღაც, პალმ-ბეი ჩემი „სამუშაო“ უბანი იყო, როცა მაღალი
საზოგადოების ქრონიკას ვუძღვებოდი „ჰერალდში“. მერე ჩემს სტა-
ტიებს უფრო მცირეტირაჟიანი და ნაკლებად პოპულარული ასობით
გაზეთი ბეჭდავდა. ფულსაც გვარიანად ვშოულობდი და ჩემს გემოზე
ვცხოვრობდი. ნინასთან დაქორწინების შემდეგ პალმბეის მახლობ-
ლად პატარა, ვერანდიანი სახლი ვიყიდე. ყველაფერი მშვენივრად
მიდიოდა, ბედს არ ვემდუროდი და მომავლის შიშიც არ მქონდა.
მაგრამ, ერთ საღამოს, როცა ბიჩ-ოტელის ბარში ვიჯექი, ორი შე-
ზარხოშებული მუშტრის აღელვებულ საუბარს მოვკარი ყური.
შემთხვევით გაგონილმა რამდენიმე ფრაზამ საბედისწერო რო-
ლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მომდევნო ორი თვე, ყველასგან ფა-
რულად, გამოძიებას მოვანდომე. მასალა, წესით, „ჰერალდისთვის“
სენსაციად უნდა ქცეულიყო.
ჩიკაგოს მაფია პალმ-სიტის ხელში ჩაგდებას აპირებდა. უნდო-
დათ, სათამაშო ავტომატები დაედგათ, საროსკიპოები და სხვა
მსგავსი დაწესებულებები გაეხსნათ. როგორც ვარაუდობდნენ, თვე-
ში სულ ცოტა, ორნახევარი მილიონი დოლარი მოგება უნდა ენა-
ხათ.
როცა ბარში მოსმენილის უტყუარობაში დავრწმუნდი, ვიფიქრე,
მაფია მთლად შეშლილა ჭკუიდან-მეთქი. ვერაფრით დამეჯერებინა,
ბოროტმოქმედებს ასე უბრალოდ, დღისით-მზისით რომ შეეძლოთ
მობრძანებულიყვნენ და მთელი ქალაქი მეწველ ძროხად ექციათ.
მერე ვიღაცამ ჩამაწვეთა, მაფიამ პოლიციის კომისარი მოისყიდა და
ათიოდე სხვა წონიანი ჩინოვნიკის თანადგომაც გაინაღდაო.
მაშინ იყო სწორედ, მთავარი შეცდომა რომ დავუშვი მარტოდ-

7
მარტო, საკუთარი თავის ანაბარა შევეცადე ძიების გაგრძელებას.
არ მინდოდა, სენსაციის ავტორობა ვინმესთვის მეწილადებინა და
ჩემს შეფსაც, „ჰერალდის“ მეპატრონე მეთიუ ქუბიტსაც მხოლოდ მა-
შინ ვეახლე, როცა მთელი მასალა მოვაგროვე და მამხილებელი
სტატიების ზოგადი გეგმაც მოვხაზე.
ვუამბე, რაც მზადდებოდა. მოღუშული, ცივი სახით მისმენდა.
როცა ლაპარაკი დავამთავრე, მითხრა, ‒ შენი მონაცემები გადასა-
მოწმებელიაო. წესით, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ საქმე
მთლად რიგზე ვერ იყო. მართალია, ამ ამბავს ღრმადაც ჩავეძიე, მა-
გრამ ეტყობა, ყველაფერი მაინც არ ვიცოდი. მაფიას თურმე „ჰერ-
ალდიც“ მოესყიდა. ამას კი ვეღარ ვიფიქრებდი! მოგვიანებით შე-
ვიტყვე, თანამშრომლობის საფასურად ქუბიტს სენატში სავარძელს
დაჰპირდნენ და გაზეთის ხარბი, პატივმოყვარე ბოსისთვის ეს სავ-
სებით საკმარისი აღმოჩნდა.
მთხოვა, საფუძვლიანი შემოწმებისთვის მთელი ინფორმაცია
მისთვის გადამეცა. მერე, შინისკენ მიმავალი, როცა ქაღალდები უნ-
და წამომეღო, პოლიციამ გამაჩერა. მითხრეს, კომისარს უნდა თქ-
ვენი ნახვაო. საპატრულო მანქანამ მთავარ სამმართველომდე მი-
მაცილა, სადაც ჩემი და კომისრის დაუვიწყარი საუბარი შედგა.
კომისარი ერთი უბირი კაცი იყო და ბევრი ლაპარაკიც არ გაუ-
ბამს, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვით თავი არ შეუწუხებია, მაგიდაზე ათი
ათასი დოლარი დამიდო ‒ სულ ახალთახალი, ხრაშუნა ბანკნოტე-
ბი, და მითხრა, ძიებაზე ფიქრს შეეშვი, მგონი, კარგ ფულს გაძლევ
და ეგ დოსიე მომყიდეო...
ქრთამი ცხოვრებაში არ ამეღო და არც მაშინ ვაპირებდი, თანაც
ვიცოდი, ჩაფიქრებული სტატიების წყალობით ჩემი სახელი რამდე-
ნიმე კვირა არ ჩამოვიდოდა გაზეთის ფურცლებიდან და რეპორტი-
ორთა ელიტაშიც ერთხელ და სამუდამოდ დავიმკვიდრებდი ად-
გილს. უსიტყვოდ ავდექი და ქუჩაში გამოვედი ‒ როგორც აღმოჩ-
ნდა, უბედურებასთან შესახვედრად.
მასალა ქუბიტს მივუტანე, ისიც ვუთხარი, პოლიციის კომისარმა
ქრთამი შემომაძლია-მეთქი. გაზეთის მეპატრონემ თავი გააქნია და

8
მთხოვა, საღამოს, თერთმეტის ნახევარზე შინ შემომიარეო. მანამ-
დე შემდგომი მოქმედების გეგმა უნდა მომეფიქრებინა. მგონი, ქუბ-
იტმა ქაღალდები დაწვა, ყოველ შემთხვევაში, მას მერე თვალით
აღარ მინახავს.
ძიების შესახებ ნინამ თავიდანვე ყველაფერი იცოდა. ხედავდა,
ცეცხლს რომ ვეთამაშებოდი და მოსალოდნელი უბედურების შიში
კლავდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, ცხოვრებაში უკეთესი შანსი შე-
იძლებოდა, აღარც გამომჩენოდა და ბოლომდე მხარში ამომიდგა.
დაახლოებით ცხრა საათზე ქუბიტთან წასასვლელად გავემზადე.
ნინამ მანქანამდე მიმაცილა, ვგრძნობდი, როგორ ეშინოდა. მეც
აფორიაქებული ვიყავი, მაგრამ ქუბიტს ვენდობოდი.
ბოსი პალმ-ბეიში ცხოვრობდა. მისი სახლისკენ უკაცრიელი გზა
მიდიოდა და სწორედ იმ გზაზე მოხდა ყველაფერი.
დიდი სიჩქარით მომავალი პოლიციის მანქანა წამომეწია და
გვერდულად დამეჯახა. ეტყობა, გზიდან ოკეანეში გადაგდებას მიპი-
რებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. დარტყმას გადავურჩი, მათ კი
მანქანა ვეღარ დაიმორჩილეს და ჯებირს შეასკდნენ. მძღოლმა ლა-
მის თავით გაიტანა პარპრიზი, მაგრამ სასიკვდილო არაფერი ეტყო-
ბოდა, დაფეთებული გადმოხტა და აქეთ მომდო შარი სწრაფი სი-
არულისა და წესების დარღვევისთვის. ვგრძნობდი, რომ ყველაფე-
რი განგებ მომიწყვეს, მაგრამ რას გავხდებოდი?! ორიოდე წუთის
შემდეგ პოლიციის მეორე მანქანაც მოგრიალდა, საჭესთან სერჟან-
ტი ბეილისი იჯდა, მკვლელობის სამძებრო განყოფილებიდან. მერე
სასამართლოზე არც კი დაინტერესებულა ვინმე, როგორ და რანაი-
რად აღმოჩნდა იგი ასე უცბად იმ უკაცრიელ გზაზე.
ბეილისმა თვითონ მოჰკიდა საქმეს ხელი. დაშავებული პოლი-
ციელი საავადმყოფოში წაიყვანეს, მე კი პოლიციის მთავარ სამმარ-
თველოში მიკრეს თავი. შუა გზაში ბეილისმა მანქანა ბნელ, უკაცრი-
ელ ქუჩაზე გააჩერა და ხელებგადაგრეხილი, მანქანიდან გადმო-
მათრია, მერე საიდანღაც ვისკის ბოთლი გამოაძვრინა, ვისკი პირში
ჩაიგუბა და სახესა და პერანგზე მომასხურა. ბოლოს კი ხელკეტი მო-
იმარჯვა და თავში მრეკა.

9
ციხის საკანში გონზე მოსული მივხვდი, რა მაგარ შარში გავეხ-
ვიე. დაშავებული მძღოლი გარდაცვლილიყო. მკვლელობა ამკიდეს
და ოთხი წელი მომისაჯეს. ჩემი დამცველი ვეფხვივით იბრძოდა, მა-
გრამ ვერაფერს გახდა. როგორც კი მაფიასთან დანაშაულებრივ გა-
რიგებაზე დაძრა კრინტი, იმწამსვე სიტყვა გააწყვეტინეს. ქუბიტმა
ბიბლიაზე დაიფიცა, რომ ჩემი დოსიე თვალითაც არ ენახა, თან და-
უმატა ‒ ისედაც ვაპირებდი მაგის მოხსნას, უმაქნისი და, ყველა სი-
კეთესთან ერთად, ჩუმი ლოთიაო.
ვიჯექი ციხეში და ხშირად ვფიქრობდი, არა, მაინც რა მიამიტი ვყ-
ოფილვარ-მეთქი. საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, მხოლოდ გიჟი თუ
წამოიწყებდა ასე მარტოდმარტო ხელისუფლების წარმომადგენლე-
ბთან ბრძოლას-მეთქი.
დიდი შვება არც მაშინ მიგრძნია, როცა ერთი წლის შემდეგ გავი-
გე, პოლიციის კომისარს საზოგადოების მოთხოვნით თურმე გადად-
გომის განცხადება დაეწერა და ქალაქის ხელისუფალთა შემადგენ-
ლობაც საგრძნობლად გადაეხალისებინათ. ჩემი ვექილის სიჯიუტის
წყალობით ძიება მაინც ჩატარდა და ჩიკაგოს მაფიამაც სხვაგან გა-
დაბარგება გადაწყვიტა. თუმცა, ამით ჩემი მდგომარეობა არ გაუმ-
ჯობესებულა. სასჯელს სიმთვრალეში მანქანის მართვისა და პოლი-
ციელის მოკვლის გამო ვიხდიდი და ჩემი შველა მამაზეციერსაც არ
შეეძლო.
და აი, ახლა, სამწლინახევრიანი პატიმრობის შემდეგ, ისევ თა-
ვისუფალი კაცი მერქვა. ერთადერთი ხელობა, რაც ვიცოდი, ჟურნა-
ლისტობა იყო, ქუბიტმა კი ჩემი გვარი შავ სიაში შეიტანა; რომელიმე
გაზეთში ადგილის შოვნის არავითარი იმედი არ მრჩებოდა. წარ-
მოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეღონა. დაპატიმრებამდე ფულს გვა-
რიანად ვშოულობდი, მაგრამ ხარჯვაც მიყვარდა. ნინას ბევრი ვერა-
ფერი დავუტოვე, ჩემი გათავისუფლების დროისთვის კი იმ მცირე-
დიდანაც აღარაფერი დარჩებოდა. ნინას დარდი მქონდა, სულ იმას
ვფიქრობდი, მარტო როგორ ცხოვრობს, პატრონი ვინ ჰყავს-მეთქი,
მაგრამ ჩემი სიბრიყვითა და სიჯიუტით მაინც იმდენი ვქენი, ვექილის
პირით შევუთვალე, წერილები არ მოეწერა. როცა წარმოვიდგენდი,

10
როგორ კითხულობდა იმის წერილებს ღორივით გასივებული სა-
დისტი ზედამხედველი, ცუდად ვხდებოდი ხოლმე.
‒ ნინა რას შვრება? ‒ ვკითხე რენიკს.
‒ არა უშავს, არ იცი ნინას ამბავი? ფერწერის ნიჭი მქონია და არ
ვიცოდიო, ამას წინათ მითხრა. თიხის ჭურჭელს ხატავს, სხვათა შო-
რის, საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოსაც უხდიან.
„ბიუიკმა“ ჩემს ქუჩაზე შეუხვია.
ნაცნობი ბუნგალოს დანახვაზე ყელში ბურთი მომაწვა. ქუჩაში
კაციშვილი არ ჭაჭანებდა. რენიკმა ჭიშკართან დაამუხრუჭა.
‒ ამ დღეებში გამოგივლი, ‒ მითხრა და ხელზე ხელი მომიჭირა.
‒ ისე, დიდი იღბლიანი კაცი კი ხარ, ჰარი. ნეტავი ნინასნაირი ცოლი
მეც მელოდებოდეს შინ.
მანქანიდან გადმოვედი და უკან მოუხედავად გავუყევი სახლის-
კენ მიმავალ ბილიკს. უეცრად სახლის კარი მოფრიალდა და პარ-
მაღზე ნინა დავინახე.

11
2

გათავისუფლებიდან ერთი კვირის თავზე, მოულოდნელად, დი-


ლის ექვს საათზე გამომეღვიძა. დამესიზმრა, ვითომ ისევ ციხის სა-
კანში ვიმყოფებოდი და მხოლოდ რამდენიმე წამის მერეღა მივხვ-
დი, საკუთარ ლოგინში ვწევარ, მძინარე ნინას გვერდით-მეთქი.
გადმოვბრუნდი, გულაღმა დავწექი, ჭერს მივაშტერდი და, რო-
გორც წინა ექვსი დღის განმავლობაში, ახლაც იმაზე ფიქრი დავიწ-
ყე, თუ რა გზას დავდგომოდი, როგორ გამომენახა ცხოვრების სახს-
არი. რეპორტიორების სამყაროში ნიადაგი უკვე მოვსინჯე. როგორც
ვვარაუდობდი კიდეც, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. ქუბიტს შორს გაე-
წვდინა საცეცები. მეორეხარისხოვან ადგილობრივ გაზეთსაც კი ეშ-
ინოდა ჩემთან საქმის დაჭერა.
დიდი არჩევანი აღარ მრჩებოდა. კალამი კი მიჭრიდა, მაგრამ ბე-
ლეტრისტი არ ვიყავი. ჩემი სტიქია რეპორტაჟი გახლდათ. რიგიანი
ტექსტის შესადგენად ფაქტები მჭირდებოდა. გაზეთის მხარდაჭერი-
სა და დახმარების გარეშე, არაფრად ვვარგოდი.
მძინარე ნინას გადავხედე.
მე და ნინა დაპატიმრებამდე ორი წლითა და სამი თვით ადრე და-
ვქორწინდით. მაშინ ნინა ოცდაორის იყო, მე ‒ ოცდაშვიდის.
ნინას მუქი, ოდნავ ხვეული თმა ჰქონდა და სახეზე სპილოსძვლი-
სფერი გადაკრავდა. საყოველთაოდ მიჩნეული შეხედულების კვალ-
ობაზე, მზეთუნახავი არ ეთქმოდა, ამ საკითხში ჩვენი აზრი ერთმა-
ნეთს ემთხვეოდა, მაგრამ ადრეც ვეუბნებოდი და დღემდე ასე ვფიქ-
რობ ნინაზე მიმზიდველი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრია. იმ დი-
ლას კი ვაკვირდებოდი და ვხედავდი, როგორ გატანჯულიყო ამ რამ-
დენიმე წლის განმავლობაში. თვალების ირგვლივ კანი გაუხეშებო-
და, ტუჩთან ნაოჭი გასჩენოდა ‒ ადრე მსგავსიც არაფერი შემინიშ-
ნავს. მძინარეც სევდიანი ჩანდა.

12
მართლა ბევრი გადაიტანა. საერთო ანგარიშზე სამი ათასი დო-
ლარი დავტოვე. მაგრამ ეს ფული უცებ გათავდა ‒ ვექილის ჰონორ-
არისა და სახლის გადასახადის გასტუმრების შემდეგ თითქმის აღა-
რაფერი დარჩა და ნინასაც სამსახურის ძებნა მოუხდა.
რამდენიმე ადგილი გამოიცვალა, სანამ ბოლოს, როგორც რე-
ნიკმაც მიამბო, ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა და ტურისტებთან თიხის
ჭურჭლით მოვაჭრე ვიღაც კაცისგან შეკვეთა მიიღო. ის კაცი ქოთ-
ნებს ამზადებდა, ნინა კი ხატავდა. ბოლო წლის განმავლობაში კვი-
რაში სამოც დოლარს უხდიდნენ: როგორც თვითონ მეუბნებოდა,
საკმარისს საიმისოდ, ორივეს იოლად რომ გაგვეტანა თავი, სანამ
ფეხზე დადგომას მოვახერხებდი.
ახლა ანგარიშზე ორასი დოლარიღა მრჩებოდა. ამ ფულის და-
ხარჯვამდე სამსახურს თუ ვერ ვიშოვიდი, ავტობუსის, სიგარეტის და
სხვა წვრილმანი ხარჯებისთვის ნინასთვის მომიწევდა ფულის თხო-
ვნა. ასეთი პერსპექტივა ნამდვილად არ მხიბლავდა.
სასოწარკვეთას ბევრი აღარ მაკლდა, უკვე რამდენიმე დღე ამა-
ოდ ვცდილობდი, თუნდაც დროებით მოვწყობილიყავი სადმე ‒ ოღ-
ონდ კი ცოტაოდენი ფული მეშოვა.
მთელი დღის წანწალის შემდეგ შინ ხელცარიელი ვბრუნდებო-
დი. პალმ-სიტიში საიმისოდ საკმაოდ კარგად მიცნობდნენ, შავი სა-
მუშაო რომ არ შემოეთავაზებინათ. ის ხალხი, ვისაც მუშახელი ნამ-
დვილად სჭირდებოდა, ჩემს დანახვაზე უხერხულობას ვერ ფარავ-
და.
‒კარგი ერთი, მისტერ ბარბერ, რატომ დაგვცინით? მეუბნებოდა
ყველა ერთსა და იმავეს. – აბა, ეს რა სათქვენო საქმეა?!
იმდენი ვაჟკაცობაც არ მყოფნიდა, ალალად გამემხილა, რა თავ-
ფეხიანად ვიყავი გაჭედილი, და როცა მეც ხუმრობით ვპასუხობდი
რაღაც უაზრობას და უკანმოუხედავად გამოვეცლებოდი ხოლმე,
შვებას გრძნობდნენ.
‒ რაზე ჩაფიქრებულხარ? ‒ მკითხა ნინამ და სახე ჩემკენ მოაბ-
რუნა.
‒ არაფერზე. ვთვლემდი.

13
‒ ტყუილად დარდობ, როგორმე გამოვძვრებით. კვირაში სამო-
ცი დოლარი ჯერჯერობით გვყოფნის. შიმშილით არ დავიხოცებით.
ცოტაც მოითმინე და აუცილებლად გამოჩნდება რამე ხეირიანი.
‒ სანამ რამე გამოჩნდება, შენს კისერზე უნდა ვიჯდე, ‒ ვუთხარი.
‒ გადასარევი ცხოვრებაა.
ნინამ თავი ასწია და შეშფოთებულმა შემომხედა.
‒ როცა სამსახურს იშოვი, მე საქმეს თავს დავანებებ, მანამდე კი,
რა უჭირს, მოვხატავ ამ ქოთნებს. მეგობრობა ასე მესმის.
‒ დიდი მადლობა, რომ ამიხსენი.
– ჰარი...გიყურებ და მეშინია. ვერც კი ხვდები, როგორ შეიცვა-
ლე. ბოღმიანი და ღვარძლიანი გახდი. ვეღარ უნდა დაივიწყო? ჯერ
ცხოვრება წინაა, შენ თუ ეგრე...
– გასაგებია.
საწოლიდან წამოვდექი.
‒ მაპატიე. სამწლინახევრიანი პატიმრობის შემდეგ შეიძლება,
შენც ჩემნაირი გამხდარიყავი. ყავას მოვადუღებ. სხვა მაინც არაფე-
რი ხეირია ჩემგან.
...აი, ასეთ დღეში ვიყავი ამ ორი წლის წინ. როცა ახლა ფიქრით
იმ დროს ვუბრუნდები, უკვე სხვა თვალით აღვიქვამ ყველაფერს,
ვხვდები, რა უხერხემლოც აღმოვჩნდი. უსინდისოდ დაგებულმა ხა-
ფანგმა და პატიმრობამ გამტეხა. სინამდვილეში, არც ბოღმა მახრ-
ჩობდა და არც ღვარძლს ვანთხევდი, უბრალოდ, საკუთარი თავის
სიბრალული მკლავდა.
ჩემს ადგილას სხვა, უფრო კერკეტი კაცი, ბუნგალოს გაყიდდა,
მოჰკიდებდა ნინას ხელს, სადმე უცხო ქალაქში გადაბარგდებოდა
და ახალი კარიერის დაწყებასაც შეეცდებოდა. მე კი, ამის მაგივრად,
წამებულის სახით დავიარებოდი სამსახურის საძებნელად, არადა,
ვიცოდი, აქ ჩემთვის სამუშაო არ არსებობდა.
კიდევ ათი დღე ვიყიალე უაზროდ, თავს ვიტყუებდი, ვითომ მი-
თურ სამსახურს ვეძებდი. ნინასაც ასე ვატყუებდი, სინამდვილეში კი,
ერთი-ორჯერ სადმე რომ დავრეკავდი და უარს მეტყოდნენ, უახლო-
ეს ბარში ვპოულობდი თავშესაფარს.

14
სანამ გაზეთში ვმუშაობდი, იშვიათად ვსვამდი, ახლა კი სასმელს
მივეძალე. ვისკი ჩემთვის რეალობისგან გადამრჩენელ ჯადოსნურ
სითხედ იქცა. ხუთი-ექვსი ჭიქის შემდეგ აღარაფერი მადარდებდა.
სულერთი ხდებოდა ‒ მქონდა სამსახური თუ არ მქონდა; მშვიდი
სინდისით შემეძლო, შინ დავბრუნებულიყავი, მეცქირა, როგორ ფუ-
სფუსებდა ნინა და თან არამზადადაც არ მეგრძნო თავი.
გვარიანად ნაყლაპი უფრო იოლადაც ვატყუებდი.
‒ დღეს დილით ერთ ტიპს ველაპარაკე, ეტყობა, გავუგებთ ერ-
თმანეთს, ‒ ვითაფლავდი ხოლმე ენას, ‒ პარტნიორს მოელაპარა-
კება და ალბათ სტატიების სერიას შემიკვეთენ თავიანთ საქმიანო-
ბაზე. თუ რამე გამოვიდა, კვირაში სამასი დოლარი ნაღდად მექნება.
არც ის ტიპი არსებობდა ბუნებაში, არც იმის პარტნიორი და არც
იმათი ბიზნესი, მაგრამ ტყუილი თითქოს წონას და მნიშვნელობას
მმატებდა, ჩემი თავმოყვარეობისთვის კი აუცილებელი იყო, ცოლის
თვალში უწინდელი ღირსება შემენარჩუნებინა. ზოგჯერ იძულებუ-
ლი ვხდებოდი, ნინასგან ათი დოლარი მესესხა, მაგრამ მაინც ვიბ-
რიქებოდი და ვბაქიაობდი, ვარწმუნებდი ‒ საცაა, ფულს ავიღებ-
მეთქი.
მაგრამ, დროთა განმავლობაში, ერთი და იგივე ტყუილიც ხუნ-
დება და ძველდება. ნელ-ნელა დავრწმუნდი, ნინას ჩემი აღარ სჯე-
როდა. ოღონდ, ისიც არ იქცეოდა სწორად, თვალთმაქცობდა, ვით-
ომ ვერაფერს ხვდებოდა. ჯობდა, სიმართლე პირში მოეხალა და მა-
შინ, იქნებ ილუზიების სამყაროდან გამოვსულიყავი, მაგრამ მზო-
გავდა, არაფერს მეუბნებოდა და მეც ძველებურად ვსვამდი, ვტყუ-
ოდი და უფსკრულისკენ მივექანებოდი.
და აი ერთხელაც, შუადღისას, როცა ბარში ვიჯექი და ზღვას გავ-
ცქეროდი, ის ამბავი დაიწყო, რომლის მოყოლასაც ახლა ვაპირებ.
ექვსი საათისთვის უკვე გვარიანად გამოვიბრუჟე. რვა ჭიქა ვის-
კის გამოვუყვანე წირვა და მეცხრესთვის ვემზადებოდი.
მომწონდა ეს პატარა, წყნარი, ცოტა არ იყოს მოუვლელი ბარი.
არავინ მიშლიდა ხელს, ჩემთვის კუთხეში ვმჯდარიყავი და ღია ფან-
ჯრიდან პლაჟზე დასასვენებლად გამოფენილი ხალხისთვის მეცქი-

15
რა. უკვე ზედიზედ ხუთი დღე დავდიოდი აქ. ბარმენიც ‒ მაღალი,
მსუქანი, თავმოტვლეპილი კაცი ‒ სახეზე მცნობდა და, ეტყობა, ირ-
ლანდიური ვისკისადმი ჩემი ასეთი ერთგულებაც სიამოვნებდა. საკ-
მარისი იყო, ჭიქა გამომეცალა, თვალის დახამხამებაში ახალს მო-
მირბენინებდა ხოლმე.
ბარში ცოტა ხალხი იყო. ჩემი მაგიდის შორიახლოს ტელეფონის
ჯიხური იდგა. დახლს იქიდან არ მოჩანდა. ჯიხური იშვიათად თუ ცა-
რიელდებოდა, კაცები, ქალები, გოგო-ბიჭები განუწყვეტლივ შედი-
გამოდიოდნენ დასარეკად. ბარში ყველაზე ცოცხალი ადგილი ის
იყო.
ვისკის ვწრუპავდი და ჯიხურს ვუთვალთვალებდი, ამით ვერთო-
ბოდი, ტელეფონზე მოლაპარაკის სახის გამომეტყველებას ვაკვირ-
დებოდი. ზოგი ლაპარაკისას იღიმებოდა, ზოგი ნერვიულობდა, ანუ
ჩემ თვალწინ მთელი სპექტაკლი თამაშდებოდა.
ბარმენმა მეცხრე ჭიქა დამიდგა წინ. ოღონდ ამჯერად მაგიდას-
თან შეჩერდა და მივხვდი, რომ ანგარიშის გასწორების დრო იყო.
უკანასკნელი ხუთდოლარიანი გავუწოდე. გამიღიმა და დახლისკენ
გაბრუნდა.
უეცრად ბარში ქალი შემოვიდა. ტელეფონის ჯიხურს მიაშურა და
კარი მიიჯახუნა. შემოტკეცილი, მწვანე სვიტერი და თეთრი შარვა-
ლი ეცვა. თვალები არ უჩანდა, რადგან მზის მუქი სათვალე ეკეთა,
ხელში მოთეთრო-მოყვითალო ჩანთა ეჭირა.
მისმა მკვრივმა, სავსე, შარვალში გამოკვანწულმა თეძოებმა მა-
შინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ფხიზელი და საკუთარი თავის პა-
ტივისმცემელი კაციც კი ვერ მოსწყვეტდა თვალს. მე კი მთვრალი
გახლდით, ამიტომ უსირცხვილოდ მივშტერებოდი. ქალმა ჯიხურის
კარი მიხურა და რაკი მისი სხეულის ეს მიმზიდველი ნაწილი თვალს
მიეფარა, იძულებული გავხდი, თავი ამეწია და მისი სახე შემეთვა-
ლიერებინა.
მომხიბლავი ქერა ქალი იყო, დაახლოებით ოცდაცამეტი წლის,
იდეალური აღნაგობის, ოდნავ მკაცრი პროფილით.
მეცხრე ჭიქა ნახევრამდე დავიყვანე და ისევ ქალს დავუწყე ცქე-

16
რა. ვერ გამერკვია, სიამოვნებდა საუბარი თუ არა. შავი სათვალეც
მიშლიდა ხელს; ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, საქმიანად, ჯიხურ-
ში ალბათ წუთიც არ გაჩერებულა. იქიდან გამოსულმა ჩემს მაგიდას
ჩაუარა, ოღონდ შემოხედვის ღირსადაც არ ჩამთვალა. ერთი-ორი
წამი მისი გამოყვანილი წელისა და ჩამოქნილი თეძოების ცქერით
ვტკბებოდი, სანამ ბარიდან გავიდოდა და თვალს მიეფარებოდა.
იმდენი მქონდა დალეული, ვიფიქრე, უცოლო რომ ვიყო, აუცი-
ლებლად ავეკიდებოდი-მეთქი. როცა ქალს ასეთი ტან-ფეხი და სახე
აქვს და თან თავი ასე უჭირავს, ლოგინში ნაღდად ჩემპიონი იქნება,
თუ არა და ‒ მაშინ ცხოვრება კიდევ უფრო დიდი ილუზია ყოფილა,
ვიდრე მე მეჩვენება-მეთქი, ‒ ვმსჯელობდი ჩემთვის.
ძალიან დავინტერესდი მისი ვინაობით. ძვირფასი ტანსაცმელი
ეცვა. ვერც იმ მოთეთრო-მოყვითალო ჩანთას იყიდდა ძველმანებ-
ით მოვაჭრის ფარდულში.
მოთეთრო-მოყვითალო ჩანთა!!!
ჯიხურში რომ შევიდა, ჩანთა ხელში ეჭირა, მაგრამ მერე აღარ
შემიმჩნევია.
უკვე ისე გავიგლიჯე, ფიქრი მიჭირდა. შუბლი შევიჭმუხნე, ვცდი-
ლობდი, კარგად გამეხსენებინა, ჯიხურში შესვლისას ჩანთა მარჯვე-
ნა ხელში ეჭირა, იქიდან კი ხელცარიელი გამოვიდა... კი, ნაღდად
ასე იყო.
ვისკის ბოლო მოვუღე და აკანკალებული ხელით სიგარეტს მო-
ვუკიდე. მერე რა? ‒ ვკითხე საკუთარ თავს. შეიძლება ჩანთა მერეც
ეჭირა ხელში და მე ვერ შევამჩნიე.
გაჭირვებით წამოვიზლაზნე, ჯიხურისკენ წავედი და კარი გამო-
ვაღე. ჩანთა თაროზე იდო.
‒კაი მამაძაღლი ხარ, სიმთვრალის არაფერი გეტყობა-მეთქი, ‒
ვუთხარი საკუთარ თავს. ხომ მაშინვე შეამჩნიე, ჩანთა რომ დატოვა.
სასმელს ისე იტან, როგორც როგორც... მოკლედ, მაგარი თავი გა-
ქვს-მეთქი.
ახლა, ‒ ვაგრძელებდი საკუთარ თავთან საუბარს, ჩანთაში უნდა
ჩავიხედო და ქალის ვინაობა გავარკვიო. მერე ბარმენს შევატყობი-

17
ნო, ჩანთა ჯიხურში დარჩა-მეთქი და პატრონს შინ მივუტანო, ვინ
იცის, იქნებ ქალმა კოცნაც არ იკმაროს და უფრო მნიშვნელოვანი
რამით გადამიხადოს მადლობა-მეთქი.
აი, ასეთი ფიქრებიც მიტრიალებდა ვისკით გამომტყვრალს თავ-
ში.
ჯიხურში შევედი, კარი მივხურე და ჩანთას დავწვდი. უკან მივიხე-
დე და დავრწმუნდი, რომ ჩემკენ არავინ იყურებოდა.
დარბაზისკენ ზურგით დავდექი, განიერი მხარ-ბეჭის წყალობით
თითქმის კარის მთელ მინას ვფარავდი. ყურმილი ავიღე, მხოლოდ
ამ ეშმაკური სვლის შემდეგ გავხსენი ჩანთა და ყურადღებით დავათ-
ვალიერე მისი ავლადიდება.
ჩანთაში მოოქრული პორტსიგარი, სანთებელა, არანაკლებ
ათას ხუთას დოლარად ღირებული მარგალიტისთვლიანი გულსაბ-
ნევი, ავტომანქანის მართვის მოწმობა და კუპიურების დასტა იდო ‒
ზემოდან ორმოცდაათდოლარიანი მოჩანდა. თუ დანარჩენ ბანკნო-
ტებსაც იგივე ღირებულება ჰქონდა, მაშინ ამ სიმპათიურ, „მსუქან“
დასტაში დაახლოებით ორი ათასი დოლარი მაინც იქნებოდა.
ფულის დანახვაზე ოფლმა დამასხა.
პორტსიგარი, სანთებელა და მარგალიტისთვლიანი გულსაბნე-
ვი არ მაინტერესებდა მათი მფლობელის ვინაობის დადგენა არ გა-
ჭირდებოდა. აი, ფულის სქელი დასტა კი საკმაოდ მაღელვებდა.
ეს ფული თუ მედებოდა ჯიბეში, არც ხვალ მომიწევდა ნინასთვის
ხუთი დოლარის თხოვნა, არც ზეგ და არც მაზეგ. ეს ფული სამსახურ-
ის შოვნამდე თავისუფლად მეყოფოდა, გინდაც მთელი დღეები სმა-
ში გამეტარებინა.
განძრევას ვერ ვბედავდი, თითქოს დამბლა დამეცა და გონებაც
დამიბნელდა. თუ ეს მდიდარი ქალი ასე ტუტუცურად აბნევდა ფულს
აქეთ-იქით, მართლა ღირსი იყო, კაცს გემრიელად გაეფცქვნა.
მერე, სადღაც შორიდან საკუთარი ჩუმი ხმა მომესმა: „შენ რა, გა-
დაირიე? ერთხელ ნასამართლევი ახლაც თუ დაგიჭირეს, ათ წელს
გახეხვინებენ ციხეს. დადე ეგ დაწყევლილი ჩანთა თავის ადგილზე
და მოშორდი აქაურობას! რა გჭირს, რა გემართება? ციხის საკანი

18
მოგენატრა?“
მაგრამ ხმა მეტისმეტად სუსტი იყო, რომ ჩემზე რაიმე ზემოქმედე-
ბა მოეხდინა. ასე იოლად ნაშოვნი ფული ძალიან მჭირდებოდა. მხო-
ლოდ ჩანთიდან მისი ამოღება იყო საჭირო, ჯიბეში ჩადება, ჩანთის
დაკეტვა, ისევ თაროზე შემოდება და მერე აქედან უკვალოდ ათესვა.
ბარმენი ვერ მხედავდა. ჯიხურში კი განუწყვეტლივ შედი-გამო-
დიოდა ხალხი და ფულის აწაპნა ნებისმიერს შეეძლო.
ძალიან მინდოდა, ის ნებისმიერი მე ვყოფილიყავი იმიტომ, რომ
ფული მართლა ძალიან მჭირდებოდა... მჭირდებოდა და ავიღე კი-
დეც...
დასტა ჯიბეში ჩავიტენე და ჩანთა დავკეტე. გული გამალებით მი-
ცემდა, პირველად ვიქურდე ჩემს ცხოვრებაში. ტელეფონის აპარა-
ტის თავზე პატარა სარკე ეკიდა. სარკეში რაღაც მოძრაობა შევნიშნე
და შიგ ჩავიხედე.
ჩემ ზურგს უკან ის ქალი იდგა და თვალს არ მაშორებდა. მისი
მზის სათვალე სარკეში ორ მწვანე ლაქად ირეკლებოდა.
ესე იგი, არსადაც არ წასულა.
არც კი ვიცოდი, რამდენი ხანი იდგა აქ, მაგრამ ფაქტია, რომ იდ-
გა.

19
თავი II

კაცი რომ გამაოგნებელ, სისხლის გამყინავ შოკში ჩავარდება,


ისეთი რამ დამემართა, ჩანთაჩაბღუჯული ვიდექი. გაშტერებული
მივჩერებოდი სარკეში არეკლილ წყვილ შუშას და ნელ-ნელა ვკვდ-
ებოდი.
მაშინვე გამოვფხიზლდი, ალკოჰოლის მოქმედება თვალის და-
ხამხამებაში გამინელდა.
ახლა ქალი ბარმენს მოიყვანს, ის ჯიბეში ფულს მიპოვის და პო-
ლიციელს გამოიძახებს, პოლიციელი კი ისევ საკანში მიკრავს თავს,
ოღონდ ოთხი წლით აღარ, ალბათ ამჯერად გაცილებით მეტს მო-
მისჯიან.
ქალმა მინაზე თითები აათამაშა, არცთუ ხმამაღლა დააკაკუნა.
ჩანთა თაროზე ჩამოვდე, მივბრუნდი და კარი გავაღე.
ქალი გვერდზე გადგა, გამომატარა.
– მგონი, ჩანთა დამრჩა აქ, — თქვა მან.
‒ ნამდვილად. უკვე ვაპირებდი, ბარმენისთვის მიმეტანა.
შეიძლება, ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი ის ყოფილიყო,
გვერდით თუ ჩავუქროლებდი და ბარიდან თავქუდმოგლეჯილი გავ-
ვარდებოდი მანამდე, სანამ ჩანთას გახსნიდა და ფულის გაქრობას
შეამჩნევდა. ქუჩაში უკვე ფულის გადაგდებაც შემეძლო.
ერთი პირობა გაქცევა დავაპირე კიდეც, მაგრამ გავჩერდი. ბარ-
მენი დახლს იქიდან გამოვიდა და კარისკენ გზა გადამიღობა. გაოგ-
ნებული გვიახლოვდებოდა, გაქცევას და მისთვის გვერდის ავლას
ვეღარ მოვასწრებდი.
– ეს ყმაწვილი თავს ხომ არ გაბეზრებთ, ქალბატონო? ‒ ჰკითხა
ქალს.
ქალმა გვერდულად გახედა. ვიგრძენი, თავდაჭერის და სიმშვი-

20
დის შენარჩუნებას ნებისმიერ ვითარებაში მოახერხებდა.
‒ არა, რას ბრძანებთ. დაბნეული ვარ, ჩანთა ჯიხურში დავტოვე.
ეს ჯენტლმენი კი თურმე აპირებდა, თქვენთვის მოებარებინა შესან-
ახად.
ბარმენმა ეჭვის თვალით შემომხედა.
‒ მართლა? – ჰკითხა ქალს და ეჭვით სავსე მზერით გადმომხე-
და. ‒ ძვირფასი გიდევთ რამე ჩანთაში, ქალბატონო? ‒ არ ისვენებ-
და ბარმენი.
‒ დიახ. ქარაფშუტულად მოვიქეცი, ხომ გითხარით, ჩემი ბრა-
ლია!
‒ მაინც, შეგემოწმებინათ... ‒ თქვა ბარმენმა.
ხომ არ ჯობდა ბარმენისთვის გამერტყა-მეთქი? გავიფიქრე და
დავასკვენი, რომ ესეც ვერ მიშველიდა. ბარმენს, ეტყობოდა, თავის
დროზე ბევრი დარტყმისთვის გაეძლო, არც უმადობას უჩიოდა და
საჭმელიც აშკარად ერგებოდა.
ქალმა გვერდი ამიარა, ჯიხურში შევიდა და ჩანთა აიღო.
გული გამიჩერდა. ქალი ჯიხურიდ, ჩანთა გახსნა და შიგ ჩაიხედა.
მოვერცხლილფრჩხილებიანი გრძელი თითეან გამოვიდაბი მოაფა-
თურა ჩანთაში, სახეზე არაფერი შესტყობია.
ბარმენი მძიმედ სუნთქავდა, ხან მე შემომხედავდა, ხან ‒ ქალს.
მორჩა, გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, ნახევარ საათში უკვე სა-
კანში ჯდომა მომიწევს-მეთქი
‒ არა, არაფერი დაკარგულა, – თქვა ქალმა და ნელა მოაბრუნა
ჩემკენ თავი. ‒ მადლობელი ვარ. სამწუხაროდ, საკუთარ ნივთებს
დაუდევრად ვეპყრობი.
მე ხმას არ ვიღებდი.
ბარმენს სახე გაუბრწყინდა.
‒ მაშ, ყველაფერი რიგზეა, ქალბატონო?
‒ დიახ, გმადლობთ. მგონი, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ.
ისევ მე შემომხედა. მისი სათვალის მრგვალი, მწვანე მინები
არაფერს მეუბნებოდა.
‒ ნებას დამრთავთ, დაგპატიჟოთ, მისტერ ბარბერ?

21
‒ ესე იგი, მიცნობდა კიდეც. არც იყო გასაკვირი. ციხიდან რომ
გამოვედი, იმ დღეს „ჰერალდმა“ ჩემი ფოტო დაბეჭდა და ახსნა-გან-
მარტებაც დაურთო ‒ მკვლელობისთვის ოთხი წლით დაპატიმრებუ-
ლი ჰარი ბარბერი ამ დილით გათავისუფლდაო. არც იმის დაწერა
დავიწყებიათ, ავარიის დროს მთვრალი რომ ვიყავი. საკმაოდ ხა-
რისხიანი ფოტო პირველ გვერდზე განათავსეს, ასე რომ, ძნელი
იყო, კაცს თვალში არ მოხვედროდ
ქალის ხმაში ისევ ფოლადი ვიგრძენი და გადავწყვიტე, შეპატი-
ჟებაზე უარის თქმა არ იქნება-მეთქი.
‒ დიდი მადლობა. თუმცა, ჩემგან არაფრით ხართ დავალებული,
‒ ვუთხარი ქალს.
ის ბარმენს მიუბრუნდა.
‒ ორი ორმაგი და რაც შეიძლება მეტი ყინული.
ბარმენს გვერდით ჩაუარა, ჩემს მაგიდასთან მივიდა და დაჯდა.
მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
ჩანთა გახსნა, პორტსიგარი ამოიღო და გამომიწოდა. ორივემ
ავიღეთ სიგარეტი, მოოქრული სანთებელათი ჯერ მე მომიკიდა, მე-
რე ‒ თვითონ. ამასობაში ბარმენმა მაღალი ჭიქები მოიტანა, მაგი-
დაზე დაგვიდგა და უხმოდ გატრიალდა.
‒ პატიმრობის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ მისტერ ბარბერ,‒
მკითხა ქალმა და ნესტოებიდან კვამლი გამოუშვა.
‒ არა მიშავს.
‒ როგორც ვხედავ, გაზეთში აღარ მუშაობთ.
‒ დიახ, ასეა.
ჭიქა აამოძრავა, ყინულის ნატეხები ააწკარუნა და ისეთი სახით
დააცქერდა, თითქოს ჩემზე გაცილებით მეტად ჭიქა აინტერესებდა.
‒ შევამჩნიე, აქ ხშირად შემოდიხართ.‒ მოვერცხლილი ფრჩხი-
ლი ფანჯრისკენ გაიშვირა. ‒ მე პლაჟზე სახლს ვქირაობ, აქვე ახ-
ლოს. ძალიან მოსახერხებელია. ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ცოტა
მოსვა.‒ აქ თქვენი ხშირი შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ სამსახური
ჯერჯერობით არ გიშოვიათ.
‒ დიახ, ასეა.

22
‒ გგონიათ, მალე იშოვით?
‒ იმედი მაქვს.
‒ ეგ, ალბათ, არც ისე იოლია.
‒ ნამდვილად.
‒ სამუშაო რომ შემოეთავაზებინა ვინმეს, რას იტყოდით?
‒ რაღაც, არ მესმის. თქვენ რა, სამუშაოს მთავაზობთ?
‒ შეიძლება. გაინტერესებთ?
ხელი ჭიქისკენ გამექცა, მაგრამ იმწამსვე გადავიფიქრე. უკვე სა-
კმაო დოზა მქონდა მიღებული.
‒ კერძოდ რას?
სარფიან, კონფიდენციალურ,ერთგვარ რისკთან დაკავშირებულ
საქმეს. ეს ბოლო სიტყვა არ გაფიქრებთ?
‒ რაიმე უკანონოა?
‒ არა, რას ბრძანებთ?.. კანონსაწინააღმდეგო ამ საქმეში ნამ-
დვილად არაფერია... სრულიად არაფერი.
‒ ვერ მიგიხვდით. მაშინ, რა არის სარისკო? ნებისმიერ სამუშაო-
ზე თანახმა ვარ, ოღონდ უნდა ვიცოდე, რის გაკეთება მომიწევს.
‒ რა თქმა უნდა.
ცოტა კიდევ მოსვა.
‒ თქვენ წვეთიც არ დაგილევიათ, მისტერ ბარბერ.
– დიახ, ვიცი. მაინც რა საქმეა ასეთი?
‒ ახლა ცოტა დრო მაქვს, თანაც, მაინცდამაინც არც ეს ბარი გა-
მოდგება გულახდილი საუბრისთვის, ხომ მართალია? თუ წინააღ-
მდეგი არ იქნებით, ამ დღეებში დაგირეკავთ. შეგვიძლია, სადმე უკე-
თეს ადგილას შევხვდეთ ერთმანეთს.
– ჩემს ნომერს ტელეფონის წიგნში იპოვით.
– ძალიან კარგი. ალბათ ხვალ დაგიკავშირდებით. შინ იქნებით?
‒ ვეცდები.
‒ მე გადავიხდი.
ჩანთა გახსნა და კოპებშეკრული გაქვავდა.
‒ სულ დამავიწყდა.
‒ მე არ დამვიწყებია.

23
ჯიბიდან ფულის დასტა ამოვიღე და კალთაში ჩავუგდე.
‒ გმადლობთ.
‒ ორმოცდაათდოლარიანის ქვეშიდან ხუთდოლარიანი გამოაძ-
ვრინა, მაგიდაზე დადო, დასტა ჩანთაში ჩააგდო, ჩანთა დაკეტა და
წამოდგა.
მეც წამოვდექი.
‒ აბა, ხვალამდე, მისტერ ბარბერ.
შეტრიალდა და ბარიდან გავიდა. თვალს ვადევნებდი, როგორ
გადაჭრა ქუჩა მადის აღმძვრელი თეძოების მაცდუნებელი რხევით
და აუჩქარებლად გაემართა ავტოსადგომისკენ. ბარის მინის კარ-
თან მივედი. ქალი მოვერცხლისფრო-მორუხო „როლს-როისში“ ჩა-
ჯდა და მანქანა უხმოდ გასრიალდა. გაოგნებული მივჩერებოდი,
ოღონდ არა იმდენად, მანქანის ნომერი ვერ დამემახსოვრებინა.
მაგიდასთან დავბრუნდი და დავჯექი, მუხლებში სისუსტე ვიგრძე-
ნი. ცოტა მოვწრუპე და სიგარეტს მოვუკიდე.
ბარმენი მოვიდა, ხუთდოლარიანი აიღო.
‒ მაგარი ვინმეა, თითებს ჩაიკვნეტ, თქვა მან. ეტყობა, ფული
ჩეჩქივით აქვს. ერთმანეთს გაუგეთ? ჯილდოს დაგპირდა?
უხმოდ ავათვალიერ-ჩავათვალიერე, კარგა ხანს არ მოვაშორე
თვალი, მერე უხმოდვე ავდექი და წამოვედი. ისე, რომ იცოდეთ, იმ
ბარში მერე ფეხი აღარ შემიდგამს. ახლაც, გვერდით თუ ჩავუვლი,
ჩემი მემართება.
ქუჩის გადაღმა საცნობარო ბიურო იყო განთავსებული. ჯერ კი-
დევ „ჰერალდში“ მუშაობის დროიდან, ჩემი კარგი ნაცნობი, ედ მარ-
შალი ედგა სათავეში. ქუჩა გადავჭერი და კანტორაში შევედი.
მარშალი საწერ მაგიდას უჯდა და ჟურნალს კითხულობდა.
‒ ამას ვის ვხედავ! ‒ შეჰყვირა მან და წამოხტა. ‒ ჰარი, როგორ
ხარ?
‒ ვცოცხლობ, ‒ ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი. მისმა გულითა-
დობამ გამახარა, ჩემი ძველი მეგობრების უმრავლესობა, როცა შე-
ვუვლიდი ხოლმე,სულ ნემსებზე იჯდა და ცდილობდა, საჩქაროდ თა-
ვიდან მოვეშორებინე, მაგრამ მარშალი ჯიგარი იყო, ჩვენ ყოველ-

24
თვის კარგი ურთიერთობა გვქონდა.
მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი და სიგარეტის კოლოფი გავუწოდე.
‒ შევეშვი, ‒ თავი გააქნია, ‒ფილტვის კიბოსი მეშინია. თავისუფ
ლებას შეეგუე?
‒ ვეჩვევი ნელ-ნელა. კაცი ყველაფერს შეიძლება მიეჩვიოს. თა-
ვისუფლებასაც კი.
ათიოდე წუთი აქეთურ-იქითურზე ვისაუბრეთ, სანამ ჩემი სტუმ-
რობის მიზეზს გავუმხელდი.
მითხარი, ედ, ვის ეკუთვნის მოვერცხლისფრომორუხო „როლს-
როისი“? ნომერი CAX 1.
‒ მისტერ მალრუს მანქანაზე ამბობ?
‒ ჰოო? ეგ იმის ნომერია?
‒ კი, იმისია. ზღაპარი მანქანაა.
თითქოს თავში რაღაც დამკრეს. ‒ მოიცა, შენ შემთხვევით ფე-
ლიქს მალრუს ხომ არ გულისხმობ?
‒ ფელიქს მალრუს, აბა, ვის?!
‒ ის რა, პალმ-ბეიში ცხოვრობს? მე პარიზში მეგონა.
‒ ორიოდე წლის წინ იყიდა აქ სახლი. აქაური ჰავა უხდება ბიჭს.
ვგრძნობდი, რა გამალებით მიცემდა გული და გაჭირვებით ვა-
ხერხებდი მღელვარების დაფარვას.
‒ დაიცა, ერთი და იმავე პიროვნებაზე ვლაპარაკობთ? „მალრუ
კალისა და თუთიის მეფე“, ეგ არის?
მარშალმა თავი დამიკრა.
‒ სწორედ ეგ. რამდენადაც ვიცი, მძიმე ავადმყოფია. ახლა ნამ-
დვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას.
‒ რა სჭირს?
‒ ფილტვის კიბო, ანუ ‒ მედიცინა უძლურია.
სიგარეტს დავხედე და საფერფლეში ჩავსრისე.
‒ ცუდი ამბავი დამართვია. მაშ, აქ მიწა იყიდა?
‒ ჰო, აღმოსავლეთ სანაპიროზე. ყველაფერი გადააკეთა, იქაუ-
რობას ვეღარ იცნობ. გასაოცარი ადგილია: საკუთარი ნავმისადგო-
მი, საკუთარი პლაჟი, საკუთარი აუზი ‒ ყველაფერი საკუთარი აქვს.

25
ის ადგილი და სახლი კარგად მახსოვს. ნავთობის მაგნატმა ზედ
ყურის კიდეზე აიშენა. ფინანსურმა სიძნელეებმა აიძულა, სამფლობ-
ელო გაეყიდა. ვაჭრობა სწორედ ჩემი გასამართლების დროს მიდი-
ოდა. ბოლომდე ვერც გავიგე, ვინ გამოუჩნდა მყიდველი.
გაოგნებულმა ისევ სიგარეტს მოვუკიდე.
‒ ესე იგი, „როლსი“ მისია?
ათი მანქანიდან ერთი ეგაა. აი, მანქანა მაგას ჰქვია. ნეტავ მე
მომცა ეგეთი.
მარშალმა სიმელოტეშეპარული თავი დამიკრა.
‒ მეც არ ვიტყოდი უარს.
‒„როლსით“ ვინ დადის? წეღან თვალი მოვკარი შორიდან, ქერა
ქალია, დიდი მზის სათვალე უკეთია.
‒ მისის მალრუ იქნება.
‒ ცოლი? რაღაც დედაბერს არ ჰგავდა. ოცდაათზე მეტის არ იქ-
ნება. მალრუს ვერ უყურებ?! მისი სახელი ბავშვობიდან მესმის, მეტს
თუ არა, სამოცდაათს ნაღდად უკაკუნებს.
‒ კი, ეგრეა. მეორე ცოლი შეირთო. პარიზში შეუყვარდა. დამა-
ვიწყდა, ვინ არის, მგონი, კინომსახიობია. „ჰერალდმა“ ამაზე დიდი
გნიასი ატეხა.
‒ პირველ ცოლს რა დაემართა?
‒ ავტოკატასტროფაში დაიღუპა სამი წლის წინ.
‒ მაშ, ავადმყოფობის გამო გადმოსახლდა მარლუ ჩვენს მხარე-
ში?
‒ ჰო, თან ცოლსა და ქალიშვილსაც მოსწონთ კალიფორნია,
აქაური ჰავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლება. ოღო-
ნდ, სულ ტყუილია ყველაფერი, როგორც ამბობენ, მალრუს უკვე ვე-
ღარაფერი უშველის.
– ქალიშვილიც ჰყავს?
მარშალმა ცერი მაღლა ასწია.
‒ აბა?! პირველი ცოლისგან. ჯერ სულ პაწაწინაა, თვრამეტი
წლის, თითებს ჩაიკვნეტ.
‒ ერიჰაა! მე შენ წესიერი ოჯახის კაცი მეგონე.

26
‒ ვარ კიდეც, ოღონდ შენ ჯერ ოდეტა მალრუ ნახე და მერე მელა-
პარაკე. ბერს წააწყმედინებს სულს.
‒ სანამ უფრო შორს შეგვიტო პავს, ჯობია წავიდე, მაგიდიდან ჩა-
მოვხტი, ‒ ისედაც ბევრი დრო დაგაკარგვინე.
‒ მალრუმ რატომ დაგაინტერესა?
რა, არ მიცნობ? ქალი ვნახე და მანქანა, ჩემს ცნობისმოყვარეო-
ბას მეტი რა სჭირდება?!.
მივხვდი, ვერ დავარწმუნე, მაგრამ ისიც აღარ ჩამძიებია.
‒ თუ დროებითი სამუშაო დაგჭირდეს,‒ უხერხულად წამოიწყო
ედმა, ‒ ტრანსპორტის ნაკადში მანქანების დასათვლელად ხალხს
ვქირაობთ. ხვალიდან დაწყებული, ათი დღით, კვირაში ორმოცდა-
ათ დოლარად, გაწყობს?
წამიც არ მიყოყმანია.
‒ მადლობელი ვარ, ედ, მაგრამ მგონი, რაღაც უკვე გამოჩნდა
ჰორიზონტზე, ‒ გულითადად გავუღიმე. ‒ მაინც, დიდი მადლობა.
შინისკენ მიმავალი, ავტობუსში სულ მარშალის ნათქვამზე ვფიქ-
რობდი. ახალმა ინფორმაციამ რეპორტიორის ყნოსვა გამიღიზიანა.
ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი მაგნატის ცოლი სამუშაოს მთავა-
ზობდა. ფაქტს ვერსად გავექცეოდი. ხვალ უნდა დაერეკა. რისკიც ახ-
სენა, მაგრამ რა ვუყოთ, დიდი გასამრჯელოს ფასად რისკზეც წავი-
დოდა კაცი. ავტობუსი სანაპიროს მიუყვებოდა, ვიჯექი და რაღაცას
ვუსტვენდი.
ციხის შემდეგ პირველად დავდექი სტვენის გუნებაზე. ცხოვრებას
ვუბრუნდებოდი.

27
2

მეორე დილით, ცხრა საათისთვის, „ჰერალდის“ რედაქციისკენ


გავემართე.
ნინამ მითხრა, ქოთნები მაქვს წასაღები და შუადღემდე ვერ დავ-
ბრუნდებიო. მეც ეს მინდოდა. მალრუს ცოლი თუ მართლა დარეკავ-
და, შინ მარტო ვიქნებოდი. სანამ გავარკვევდი, რას მთავაზობდა,
არც ვაპირებდი ნინასთან ამ ამბავზე ლაპარაკს.
„ჰერალდის“ ცნობათა ბიუროში შევედი. ოთახში ორი გოგონა
იჯდა. ადრე არც ერთი არ მენახა, არც ისინი მიცნობდნენ. ერთ-ერთ
მათგანს ორი წლის წინანდელი იანვრის ნომრების შეკვრა ვთხოვე.
სწრაფად ვიპოვე, რასაც ვეძებდი. ფელიქს მალრუს თურმე დაქ-
ვრივებიდან ხუთი თვის შემდეგ ექორწინა რეა პესარისთან. რეა პე-
სარი მანამდე პარიზის რესტორან „ლიდოს“ ვარიეტეში ცეკვავდა.
მგზნებარე რომანი სულ რაღაც ერთ კვირას გაგრძელდა, კვირის
თავზე მალრუმ ქალს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. რაღა
თქმა უნდა, რეას არჩევანზე მალრუს მამაკაცურ ღირსებებზე მეტად
მისმა მილიონებმა იქონია გადამწყვეტი გავლენა.
შინ დავბრუნდი და მოლოდინად ქცეული, ტელეფონს მივუჯექი,
ზუსტად თერთმეტზე ზარი გაისმა. ჯერ ყურმილიც არ ამეღო, უკვე
მივხვდი, ვინც იქნებოდა.
‒ მისტერ ბარბერი ბრძანდებით?
‒ დიახ.
‒ ჩვენ გუშინ შევხვდით ერთმანეთს.
გადავწყვიტე, დროა, თავისი ადგილი მივუჩინო-მეთქი.
‒ რა თქმა უნდა, მისის მალრუ, მალიგანის ბარში.
მიზანს მივაღწიე. ქალი გაჩუმდა. მომეჩვენა, თითქოს გაკვირვე-
ბულს, სუნთქვა შეეკრა.
‒ იცით, ისტ-ბიჩზე კოტეჯები სად დგას?
‒ ვიცი.

28
‒ ერთ-ერთი დაიქირავეთ მარცხნიდან პირველი. იქ დაგელოდე-
ბით ამ საღამოს, ცხრაზე.
‒ კი, ბატონო, სახლს ვიქირავებ და ცხრა საათისთვის მოვალ,‒
ვუთხარი.
ცოტა ხანს მხოლოდ მის სუნთქვას ვუსმენდი, მერე თქვა:
– ესე იგი, დღეს, საღამოს ცხრაზე.
ყურმილი დავკიდე და სიგარეტს მოვუკიდე. უცებ ავენთე. სიტუ-
აცია ცნობისმოყვარეობას სულ უფრო მიღიზიანებდა. საქმე რის-
კთანაა დაკავშირებული. ნეტავ რა უნდა? შეიძლება, შანტაჟისტმა
გააბა მახეში ანდა სულაც საყვარელმა მოაბეზრა თავი... მარჩიე-
ლობას აზრი არ ჰქონდა.
საათს დავხედე. თორმეტის ათი წუთი იყო. ნინას მოსვლამდე კი-
დევ მოვასწრებდი ავტობუსით ისტ-ბიჩამდე მისვლას, კოტეჯის და-
ქირავებას და უკან დაბრუნებას.
ასეც მოვიქეცი. იქაურობას ბილ ჰოლდენი განაგებდა, მხარბეჭი-
ანი, დაკუნთული ჯეელი, რომელიც შეთავსებით მაშველადაც მუშა-
ობდა.
ისე, ისტ-ბიჩის კომფორტულ კოტეჯებში ერთ ღამეს გაათევდა კი
არა, შვებულებასაც სიამოვნებით გაატარებდა მარტოხელა კაცი.
ზღვის ნაპირის გაყოლებაზე ჩარიგებულ სახლებს შევცქეროდი და
ჩანდა, რომ მათი უმრავლესობა უკვე დაკავებული იყო.
ჰოლდენი ღიმილით შემომეგება.
‒ ჰელოუ, მისტერ ბარბერ, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.
‒ მეც მიხარია, ბილ.
ხელი ჩამოვართვი.
‒ სახლი მინდა ვიქირაო. მარცხნიდან პირველი. საღამოს ცხრა
საათზე დამჭირდება. მომიხერხებ?
‒ ჩვენ რვაზე ვკეტავთ, მისტერ ბარბერ, ‒ მითხრა ბილმა. ‒ მე
ვერ დაგხვდებით, მაგრამ სახლი თქვენს განკარგულებაში იქნება.
‒ ძალიან კარგი. გასაღები ნოხის ქვეშ დამიტოვე. დილით გავ-
სწორდებით.
‒ როგორც იტყვით, მისტერ ბარბერ.

29
ხალხით გადაჭედილი პლაჟი მოვათვალიერე. ქვიშა ლამის დე-
დიშობილა სხეულებით იყო მოფენილი.
‒ გეტყობათ, მუშტარი არ გაკლიათ, ‒ ვუთხარი ბილს.
‒ ჯერჯერობით არ ვიძირებით, თუმცა უკეთესი ამინდიც შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო. სადღეღამისო იჯარა ალბათ ჩაგვეშლება. თუ არ
დათბა, ღამე არავინ დარჩება. რვა საათის შემდეგ აქ ჩემს ყურყუტ-
საც აზრი არა აქვს. თქვენი საქმეები როგორ მიდის, მისტერ ბარ-
ბერ?
‒ არ ვუჩივი. აბა, კარგად. დილით გნახავ.
შინ მიმავალი სულ იმაზე ვიმტვრევდი თავს, ნინას რა ვუთხრა,
საღამოს სად და რატომ მივდივარ-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ედ
მარშალთან მუშაობის დაწყება მომემიზეზებინა.
ეს ალალი ტყუილიც რომ ვაჯახე, ისე გაუხარდა, სირცხვილისგან
აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. უსაქმოდ ყიალს ისევ კვირაში ორ-
მოცდაათ დოლარად მუშაობა ჯობს-მეთქი ‒ მოვისაწყლე თავი და
საღამოს ცხრის ნახევარზე შინიდან გამოვედი. გარაჟში ჩვენი ძვე-
ლი „პაკარდი“ იდგა, საცოდავს სული ძლივს ედგა.
ძრავა დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ამუშავდა და საკუთარ თავს
აღთქმა დავუდე ‒ ამ საქმის გასამრჯელოს ავიღებ თუ არა, პირველ
რიგში მანქანას გამოვცვლი-მეთქი.
ცხრას სამი წუთი აკლდა, როცა ისტ-ბიჩში მივედი. ნაპირზე კა-
ციშვილი არ ჭაჭანებდა. ნოხის ქვეშიდან გასაღები გამოვაძვრინე
და კარი გავაღე.
სტანდარტული კოტეჯი სასტუმრო, საძინებელი, სააბაზანო ოთა-
ხებისა და პატარა სამზარეულოსგან შედგებოდა. არც კონდიციონე-
რი აკლდა, არც ტელევიზორი, არც რადიომიმღები, არც ტელეფონი
და არც ბარი. ბარის ერთ თაროზე მინერალური წყლებისა და ვისკის
ბოთლებიც იდგა. მოკლედ, აქაურობას შარიანი კაციც ვერ დაიწუ-
ნებდა.
კონდიციონერი გამოვრთე, ფანჯრები გამოვაღე და ვერანდაზე,
მოწნულ სავარძელში მოვკალათდი.
უკაცრიელი ნაპირის მდუმარებას მხოლოდ ზღვის ტალღების დგა-

30
ფუნი არღვევდა. ვღელავდი, ვცდილობდი, წინასწარ გამომეცნო,
რას შემომთავაზებდა ჩემი დამქირავებელი და რას დამპირდებოდა.
ოცდახუთი წუთი გავიდა. ის იყო, დავასკვენი, მისის მალრუ მომ-
სვლელი აღარ არის-მეთქი, რომ სიბნელეში ქალის ნაცნობი სი-
ლუეტი გამოიკვეთა. არადა, მანქანის ხმა არ გამიგონია.
‒ საღამო მშვიდობისა, მისტერ ბარბერ, ‒ ამოსვლისთანავე
მითხრა და განძრევაც ვერ მოვასწარი, ჩემს გვერდით, მეორე მოწ-
ნულ სავარძელში ჩაეშვა. სახეს ნაწილობრივ აბრეშუმის თავსაფა-
რი უფარავდა. მუქი წითელი საზაფხულო კაბა ეცვა. მარჯვენა მაჯაზე
მასიური ოქროს სამაჯური ეკეთა.
– ბევრი მსმენია თქვენზე, ‒ გააგრძელა ლაპარაკაცი ‒ კაცი
რომ ათი ათას დოლარსა და განგსტერებთან თანამშრომლობაზე
უარს იტყვის, მას ვაჟკაცობა ნამდვილად არ ესწავლება.
ხმას არ ვიღებდი.
ქალმა სიგარეტს მოუკიდა. ვგრძნობდი, თვალს არ მაშორებდა.
ჩრდილში იჯდა. მეც მომინდა მისი თვალების დანახვა.
‒ რისკიანი კაცი ხართ, არა, მისტერ ბარბერ?
– საიდან მოიტანეთ?
‒ როცა ჩემს ფულს ჯიბეში იდებდით, სულ ცოტა, ექვსი წლის პა-
ტიმრობა გელოდათ.
‒ მაშინ მთვრალი ვიყავი.
– ახლა?
‒ თანხას გააჩნია, ‒ ვუპასუხე. ‒ პირდაპირ გეტყვით, ფული
მჭირდება, მართლა ძალიან მჭირდება, ოღონდ დიდი ფული, ჩიტი
ბდღვნად უნდა ღირდეს.
‒ თუ დათანხმდებით, ორმოცდაათი ათასს მიიღებთ.
თითქოს მუშტი მომხვდა მზის წნულში.
‒ ორმოცდაათ ათას დოლარს?!
‒ დიახ. არც ისე ცოტაა, არა?
ნელ-ნელა და ღრმად შევისუნთქე ჰაერი.
ორმოცდაათი ათასი დოლარი! ამხელა თანხის წარმოდგენაზე გუ-
ლი ამიჩქარდა.

31
‒ მაინც რა დავალებაა ასეთი?
‒ თქვენ მგონი, დაინტერესდით, მისტერ ბარბერ. მზად ხართ, ამ
ფასად გარისკოთ?
‒ დიდი რისკისთვის ვარ მზად.
მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ამ ფულს როგორ და რაში მოვიხ-
მარდი. მე და ნინა პალმ-სიტიდან სამუდამოდ ავიბარგებოდით და
ახალ ცხოვრებას დავიწყებდით.
‒ სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, მისტერ ბარბერ, ‒ თქვა
ქალმა, ‒ გულწრფელად უნდა გამოგიტყდეთ, რომ პირადად მე არა-
ვითარი ქონება არ გამაჩნია, თავიდან ბოლომდე ქმრის კმაყოფაზე
ვარ. ჩემი ქმარი კი დარწმუნებულია, მეც და მის ქალიშვილსაც თავ-
ზე გადაგვდის მისი მოცემული ჯიბის ფული. მართალი გითხრათ, კე-
თილგონიერი ადამიანისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია, მაგრამ ისე
მოხდა, რომ არც ერთი ჩვენგანი არც მე და არც ჩემი გერი კეთილ-
გონიერებით არ გამოვირჩევით.
‒ ფული თუ არ გაქვთ, ორმოცდაათ ათასს როგორ მთავაზობთ?
‒ გაღიზიანება ვეღარ დავფარე.
‒ მე შემიძლია, ამ ფულის შოვნის გზა გასწავლოთ.
ცოტა ხანს უხმოდ შევაცქერდით ერთმანეთს.
‒ ბოლოს და ბოლოს, რა უნდა გავაკეთო?
‒ მე და ჩემს გერს ოთხას ორმოცდაათი ათასი დოლარი გვჭირ-
დება. მაქსიმუმ ორ კვირაში.
კიდევ ერთხელ ყურადღებით შევათვალიერე. გიჟს ნაღდად არ
ჰგავდა. პირიქით, მგონი, ცხოვრებაში არ შევხვედროდი მასზე გა-
წონასწორებულ ქალს.
‒ კი, მაგრამ, მე რაში გჭირდებით?
უკვე მევსებოდა მოთმინების ფიალა, იმას კი, ეტყობა, არსად ეჩ-
ქარებოდა.
‒ რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს ამ ფულის მოცემა არ გაუჭირდება,
‒ როგორც იქნა, სიტყვა გააგრძელა,‒ მაგრამ, ბუნებრივია, დაინ-
ტერესდება, რად გვინდა ამხელა თანხა, აი, ეს კი აღარ მოგვწონს.
სიგარეტი დაფერფლა და წამით გაჩუმდა.

32
‒ თქვენი დახმარებით შეგვიძლია, ფულიც ჩავიგდოთ ხელში და
ახსნა-განმარტებებსაც ავარიდოთ თავი.
აგზნება ნელ-ნელა ჩამიცხრა. რაღაც ცუდი საქმის სუნი მეცა, და-
ვიძაბე და ყურადღებად ვიქეცი.
‒ რად გინდათ ამდენი ფული? ‒ ვკითხე ქალს.
– ეგ თქვენ არ გეხებათ. მე თქვენი დახმარება მჭირდება და მზად
ვარ, ორმოცდაათი ათასი დოლარი გადაგიხადოთ.
‒ რომელიც არ გაქვთ.
‒ თქვენი შეწევნით მექნება.
მთელი ეს ამბავი უფრო და უფრო ნაკლებად მომწონდა.
‒ საქმეზე გადავიდეთ, რა უნდა გავაკეთო?
‒ ჩემი გერის მოტაცებაა საჭირო, ‒ მომახალა ქალმა. ‒ გამო-
სასყიდად ხუთასი ათასი უნდა მოვითხოვოთ. ათ პროცენტს თქვენ
მიიღებთ. დანარჩენს მე და ჩემი გერი გავიყოფთ.
– ვინ მოიტაცებს?
‒ არავინაც არ მოიტაცებს. ოდეტა სადმე გაემგზავრება, თქვენ
კი მამამისს გამოსასყიდს მოსთხოვთ. სწორედ ამისთვის მჭირდე-
ბით. უფრო სწორად, ტელეფონში თქვენი მრისხანე ხმა მჭირდება.
ჩანაფიქრი მარტივია, ოღონდ ყველაფერი იდეალურად უნდა გა-
კეთდეს ჩემს ქმართან დარეკვაც და გამოსასყიდის გამორთმევაც.
ამაში გთავაზობთ ორმოცდაათ ათასს.
ძალიან კარგი, როგორც იქნა, ყველაფერს აეხადა ფარდა.
მოზარდის მოტაცებისთვის კანონი სიკვდილით დასჯას ითვა-
ლისწინებდა. ამ საქმეს თუ ხელს მოვკიდებდი, უაღრესად ფრთხი-
ლად უნდა მემოქმედა. მარცხის შემთხვევაში ორმოცდაათი ათასის
ნაცვლად გაზის კამერა მელოდა.

33
თავი III

მთვარეს პატარა ღრუბელი გადაეფარა. წუთით ზღვა თითქოს გა-


ითოშა, პლაჟსაც მრუმე ფერი დაედო; მერე მთვარე ისევ გადაიწმინ-
და, წყალიც გავერცხლისფრდა და ნაპირს კვლავ დაეღვარა შუქი.
რეა მალრუ თვალს არ მაშორებდა.
‒ სხვანაირად ამ თანხის ხელში ჩაგდება ვერ მოხერხდება, ‒
თქვა მან. ‒ ჩემს ქმარს მხოლოდ შვილის მოტაცება თუ გააკვრევი-
ნებს ჯიბეზე ხელს. გეგმა მარტივია, მხოლოდ დეტალების მოფიქრე-
ბაა საჭირო.
‒ ბავშვის მოტაცება სიკვდილით ისჯება, შევნიშნე მე. ‒ ეგ თუ გა-
ითვალისწინეთ?
‒ კი, მაგრამ სინამდვილეში ხომ არავის არ მოიტაცებენ, ‒ შემე-
კამათა ქალი და ლამაზი, გრძელი ფეხები წინ გასწია, ‒ დავუშვათ,
არ გაგვიმართლა. მაშინ ქმარს სიმართლეს გავუმხელ და ყველაფე-
რი ამით დამთავრდება.
მთელი მისი გეგმა საეჭვოდ და არასაიმედოდ მომეჩვენა. არადა,
ჩემი ცნობიერების ფსკერზე უკვე დაილექა ორმოცდაათ ათას დო-
ლარზე ფიქრი. შეიძლება, კაცმა ყველაფერი ჭკვიანურად რომ გათ-
ვალოს და დეტალებიც დამოუკიდებლად დაამუშაოს, ეს ფული მარ-
თლაც მერგოს-მეთქი, – ვეუბნებოდი საკუთარ თავს.
‒ ესე იგი, იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი მეუღლე ერთი გულია-
ნად გაიცინებს, თქვენ და თქვენს გერს დაგტუქსავთ, ეს რა ცუდი გო-
გონები ყოფილხართო, და ამით დაკმაყოფილდება? მე დავურეკავ,
ქალიშვილის მოტაცების ამბავს შევატყობინებ, გამოსასყიდს მოვ-
თხოვ და მერე, ვითომც არაფერი, ისე აუხსნის გამოძიების ფედერა-
ლური ბიუროს აგენტებს, ჩემს ცოლს ხუთასი ათასის გამოტყუება
უნდოდა და უბრალოდ, იცელქაო?
რეა კარგა ხანს დუმდა, მერე თქვა:

34
‒ თქვენი კილო არ მომწონს, მისტერ ბარბერ, რაღაც თავხედუ-
რად ლაპარაკობთ.
‒ მე ოდესღაც გაზეთში ვმუშაობდი და ეტყობა, თქვენზე კარგად
მაქვს წარმოდგენილი, რა ხმაურსაც ატეხს პრესა ფელიქს მალრუს
ქალიშვილის მოტაცების გამო...
რეა სავარძელში შეირხა და დავინახე, როგორ მომუშტა თითე-
ბი.
‒ აზვიადებთ. ჩემს ქმარს უფლებას არ მივცემ, პოლიციას მიმარ-
თოს.
მკაცრი და ბრაზიანი ხმა ჰქონდა.
‒ ყველაფერი ასე მოხდება ‒ ოდეტა გაქრება, თქვენ ჩემს ქმარს
დაურეკავთ და ეტყვით, რომ მისი ქალიშვილი მოიტაცეს. გოგონა
მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ხუთასი ათას დოლარს
გადაიხდის. დამიჯერეთ, ნამდვილად გადაიხდის. თქვენ თქვენს
წილს აიღებთ და ოდეტაც დაბრუნდება. ესაა და ეს.
‒კარგია, ამით თუ დამთავრდება ყველაფერი,‒ ვთქვი მე.
რეამ მოუთმენლად აიქნია ხელი.
‒ დარწმუნებული ვარ, დამთავრდება, მისტერ ბარბერ. თქვენ
ხომ თქვით, რიგიანი გასამრჯელოს ფასად მზად ვარ, რისკზე წავი-
დეო. თანხა თუ გეცოტავებათ, პირდაპირ მითხარით, სხვა მსურ-
ველს მოვძებნი.
‒ მოძებნით კი? თუნდაც ეგრე იყოს, ძებნას ცოტა დრო არ დას-
ჭირდება. ისე, გულახდილად გითხრათ, თავისთავად იდეაც არ მომ-
წონს. გამორიცხული არაფერია: დავუშვათ, თქვენი დაბეჯითებული
მტკიცების მიუხედავად, თქვენმა მეუღლემ მაინც მიმართა პოლიცი-
ას? ისინი ხომ მანამდე არ დაშოშმინდებიან, სანამ ვინმეს, ვინმეს კი
არა, სანამ მე არ დამიჭერენ.
‒ პოლიციამდე საქმე არ მივა. ქმარზე მაგხელა გავლენა ნამდვი-
ლად მაქვს.
თვალწინ მიხრწნილი მილიონერი დამიდგა, რომელსაც შიგნი-
დან ნელ-ნელა ღრღნიდა კიბო. შეიძლება, მართლაც დაკარგა უწი-
ნდელი ფხა და მარიფათი, იქნებ ეს ქალი მართალია, იქნებ მართლა

35
მოახერხოს და დაიყოლიოს ქმარი, უბრძოლველად შეელიოს ხუ-
თას ათას დოლარს. იქნებ...
იმაზე ფიქრმა, წარმატების შემთხვევაში ორმოცდაათი ათასი ჩე-
მია-მეთქი, მოულოდნელი სინდისის ქენჯნა უკვალოდ გააქრო.
‒ თქვენი გერი თანახმაა?
‒ რა თქმა უნდა. იმას ფული ჩემზე მეტად სჭირდება.
სიგარეტის ნამწვი მოაჯირს იქით, სიბნელეში მოვისროლე.
‒ გაფრთხილებთ,‒ ვუთხარი ქალს,‒ საქმეში თუ ფედერალური
ბიუროს აგენტები ჩაერევიან, კარგი დღე არ დაგვადგება.
‒ მგონი, თქვენ ის კაცი არ უნდა იყოთ, ვისაც მე ვეძებ. ასეთ დას-
კვნამდე მივდივარ. ეტყობა, ტყუილად ვკარგავთ დროს.
კარგი იქნებოდა, აღარ შევკამათებოდი, სამუდამოდ გამოვმშვი-
დობებოდი და დამეცლია, ისევე უხმოდ გამქრალიყო ბნელში, რო-
გორც გამომეცხადა, მაგრამ ორმოცდაათ ათას დოლარზე ფიქრი
მოსვენებას მიკარგავდა. თანხამ მომხიბლა და მომაჯადოვა. იმ ღა-
მეს, მთვარის შუქზე მჯდომი მივხვდი, პოლიციის კომისარს მაგიდა-
ზე ათი კი არა, ორმოცდაათი ათასი რომ დაედო ახალთახალი, ტკი-
ცინა კუპიურებით, ცდუნებას ვერ გავუძლებდი. შეძრწუნებულმა გა-
ვიაზრე, ათ ათასზე უარის თქმა შემიძლია, მაგრამ ორმოცდაათ
ათასზე ნურას უკაცრავად.
‒ იცოდეთ, ‒ ვუთხარი ბოლოს, ‒ რკინის გისოსებს მიღმა ჩვენ
სამს კარგი არაფერი მოგველის.
‒ რამდენჯერ გაგიმეოროთ ერთი და იგივე?! ეგ ფინალი გამო-
რიცხულია!
მოთმინებადაკარგული ქალი გაღიზიანებას ვერ ფარავდა.
‒ მქონდეს თქვენი იმედი, მისტერ ბარბერ?
‒ ჯერჯერობით, თქვენ მხოლოდ შიშველი სქემა გამაცანით. უფ-
რო დაწვრილებით ამიხსენით, რა უნდა გავაკეთო, ‒ ვუპასუხე. ‒ მა-
შინ საბოლოოდ გადავწყვეტ.
‒ ოდეტა გაქრება. თქვენ ჩემს ქმარს ურეკავთ, ‒უკმაყოფილო
კილოთი დაიწყო ხელახლა. ‒ ეუბნებით, რომ მისი ქალიშვილი მო-
იტაცეს და მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებენ, როცა ხუთას ათასს

36
გადაიხდის. მე ვაიძულებ დაიჯეროს, რომ უარის შემთხვევაში მისი
ქალიშვილი აუცილებლად დაიღუპება. თქვენც დამაჯერებლად უნ-
და ითამაშოთ თქვენი როლი, ამის იმედი მაქვს.
‒ თქვენი ქმრის შეშინება იოლია? ‒ ვკითხე მე.
‒ ქალიშვილი ძალიან უყვარს,‒ მშვიდად მიპასუხა მან, ‒ მსგავს
სიტუაციაში რთული არ იქნება.
‒ კარგი, მერე რას ვაკეთებ?
‒ფულის მიღებას უზრუნველყოფთ. ფულს რომ მიიღებთ, თქვენს
წილს დაიტოვებთ, დანარჩენს მე გადმომცემთ.
‒ თქვენ და, რა თქმა უნდა, თქვენს გერს.
ხანმოკლე პაუზის შემდეგ მიპასუხა: დიახ, რა თქმა უნდა.
– ყველაფერი ეს დამაჯერებლად ჟღერს, — ვთქვი მე, ერთ უხერ-
ხულობას თუ არ გავითვალისწინებათ. იქნებ თქვენს ქმარს კარგად
არ იცნობთ? მშიშარა კაცი ასეთ სიმდიდრეს ვერ დააგროვებდა. მა-
გაზე არ გიფიქრიათ?
‒ აკი გითხარით, ქმარს მე მოვუვლი-მეთქი.
ქალმა ნაფაზი დაარტყა და მბჟუტავმა სიგარეტმა ხასხასა, პომა-
დაწასმული ბრწყინავი ტუჩები გაუნათა.
‒ ორი-სამი წლის წინ მთელი ეს წამოწყება, რასაკვირველია,
არარეალური იქნებოდა. მძიმე ავადმყოფ კაცს კი, მისტერ ბარბერ,
არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, როცა მის ახლობელს საფ-
რთხე ემუქრება.
ფიქრმაც კი შემზარა ‒ ხომ შეიძლებოდა, ღმერთს ჩემთვის ცო-
ლად ასეთი ალქაჯი მოევლინა-მეთქი?!
‒ ალბათ, ამგვარ ამბებში თქვენ ჩემზე უკეთესად ერკვევით, ‒
ვუთხარი.
ცოტა ხანს ისევ ჩუმად იჯდა. მის მზერაში უკვე დაუფარავი სუსხი
ვიგრძენი.
‒ აბა?.. თანახმა ხართ თუ არა?
ისევ გამახსენდა ორმოცდაათი ათასი დოლარი. კისრისტეხით
ამ საქმეში გადაშვება, რა თქმა უნდა, არ ღირდა, მაგრამ საგულდა-
გულოდ მოფიქრებული გეგმით რაღაცას ნამდვილად გამოადნობ-

37
და კაცი.
‒ უნდა მოვიფიქრო. საბოლოო პასუხს ხვალ გეტყვით.
ქალი წამოდგა, ხელჩანთიდან ფულის დასტა ამოიღო და მაგი-
დაზე დააგდო.
‒კოტეჯის ქირის გადასახდელად და სხვა წვრილმანი ხარჯების-
თვის დაგჭირდებათ. ხვალ დაგირეკავთ.
ისევე უხმაუროდ გაუჩინარდა, როგორც მოვიდა, აჩრდილივით
გაქრა ბნელში.
მაგიდიდან ფული ავიღე. ასი დოლარი იყო, სულ ათდოლარია-
ნები. სანამ ჯიბეში ჩავიდებდი, ფიქრში ეს თანხა ხუთასზე გადავამ-
რავლე.
თერთმეტის ათი წუთი იყო. შინ დაბრუნებამდე ორიოდე საათი
კიდევ მრჩებოდა. მთვარის შუქით განათებულ ზღვას გავცქეროდი
და რეას გეგმის ყველა წვრილმანს გულდასმით ვწონიდი გონებაში
‒ პირველ რიგში, რისკის ფაქტორის განსაზღვრას ვცდილობდი.
იოლი საქმე არ მელოდა, მაგრამ დაპირებული თანხა ცდად ნამ-
დვილად ღირდა. ამ ფულით მე და ნინას ახალი ცხოვრების დაწყება
შეგვეძლო.
გადავწყვიტე დავთანხმებოდი, ოღონდ, გარკვეული პირობებით.
მეორე დღეს დილაუთენია მივაშურე ბილ ჰოლდენს. ვუთხარი,
კიდევ ერთი-ორი დღით ვიტოვებ კოტეჯს-მეთქი, და ქირაც წინასწარ
გადავუხადე.
ათ საათამდე პლაჟზე დავყიალებდი, მერე ოთახში შევედი და ტე-
ლეფონთან მოვკალათდი. ტელეფონი ზუსტად თერთმეტზე აწკრი-
ალდა. ყურმილი ავიღე.
‒ ბარბერი გისმენთ, ‒ ვუთხარი მე.
‒ ჰო თუ არა?
‒ ჰო, ოღონდ გარკვეული პირობებით. მინდა, თქვენც და მესამე
მხარესაც მოგელაპარაკოთ. აქ მოდით, საღამოს ცხრა საათისთვის.
შეკამათება აღარ ვაცადე და ყურმილი დავკიდე. მინდოდა, თა-
ვიდანვე მიმეხვედრებინა, დღეის იქით ინიციატივა ჩემს ხელთ გად-
მოვიდა-მეთქი.

38
ტელეფონმა ხელახლა დარეკა, მაგრამ ყურმილი აღარ ამიღია.
კოტეჯიდან გამოვედი და კარი ჩავკეტე.
ტელეფონის ზარი არა და არ წყდებოდა. კიბე ჩამოვირბინე და
ჩემი „პაკარდისკენ“ გავემართე.
უკან შვიდი საათისთვის დავბრუნდი. თან რაღაც-რაღაცები გა-
მოვაყოლე ხელს. საბედნიეროდ, ნინა შინ არ იყო, თორემ მკითხავ-
და, რაში დამჭირდა გრძელი ელექტროზონარი, ხელსაწყოები და
„ჰერალდში“ მუშაობის დროიდან შემორჩენილი, დღემდე საკუჭ-
ნაოში გადანახული დიქტოფონი.
წინაღამეს რეა მალრუს გეგმაზე ფიქრებში გატარებული ორი სა-
ათი არცთუ უნაყოფო აღმოჩნდა. პირველ რიგში დავასკვენი, ჩემი
უმთავრესი პირობა ის უნდა იყოს, რომ წარუმატებლობის შემთხვე-
ვაში არც რეამ და არც მისმა გერმა არ სცადონ, მთელი დანაშაული
მე ამკიდონ, თვითონ კი ხელები დაიბანონ-მეთქი. ამიტომ გადავ-
წყვიტე, მათგან მალულად მთელი ჩვენი საუბარი ფირზე ჩამეწერა.
თუკი ბატონი მალრუ მართლა მიმართავდა პოლიციას, ამ ქალბა-
ტონებს გაუჭირდებოდათ თავის დაძვრენა და ყველაფრის ჩემთვის
გადმობრალება.
დიქტოფონი საძინებელ ოთახში, კედლის კარადაში დავაბინავე.
აპარატი უხმაუროდ მუშაობდა, მაგრამ სასტუმრო ოთახში დატოვე-
ბა მაინც ვერ გავბედე, ჩართვის ხმასაც კი შეეძლო იმათი დაფ-
რთხობა და დაეჭვება. კედელში პატარა ხვრელი გავაკეთე და ზონა-
რი გამოვაძვრინე. მერე ზონარი სასტუმრო ოთახის განათების ჩამ-
რთველს შევუერთე და დავრწმუნდი, მაგიდის ნათურის ანთებისთა-
ნავე დიქტოფონიც ამუშავდება-მეთქი.
რამდენიმე წუთი მიკროფონის დასამალად ყველაზე უკეთეს ად-
გილს ვეძებდი, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ოთახის კუთხეში, პატა-
რა მაგიდის ქვეშ დავამაგრე, სადაც ხმა ყველა წერტილიდან შე-
უფერხებლად აღწევდა.
ერთადერთი გართულება იმ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი,
თუკი ან კოტეჯში შემოსვლაზე იტყოდნენ უარს, ანდა ჩაბნელებულ
ოთახში ჯდომას მოისურვებდნენ. მაგრამ იმედი მქონდა, რომ სახ-

39
ლში შეტყუებას როგორმე მოვახერხებდი, მოვიმიზეზებდი, გარეთ
შეიძლება, ვინმე შემთხვევითმა გამვლელმა შეგვამჩნიოს-მეთქი;
ხოლო შუქის ჩაქრობას თუ მოითხოვდნენ, მაგიდის სანათს გამოვ-
რთავდი და კედლის ჩამრთველს ხელს აღარ ვახლებდი.
პლაჟზე ჯერ კიდევ იყო ხალხი, მაგრამ ყველა წასასვლელად ემ-
ზადებოდა. ერთ საათში მთლად დაცარიელდებოდა იქაურობა.
უკვე ჩემს ხელსაწყოებს ვალაგებდი, როცა კარზე დააკაკუნეს.
საქმით გართული, მოულოდნელობისგან შევხტი. შიშით მივაჩერდი
კარს. მერე ყველაფერი ბალიშის ქვეშ შევტენე, კართან მივედი და
გავაღე.
ჩემ წინ ბილ ჰოლდენი იდგა.
‒ მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მისტერ ბარბერ, თქვა მან. – მაგრამ
უნდა ვიცოდე, ხვალაც დაგჭირდებათ კოტეჯი თუ არა, მსურველები
გამოჩნდნენ.
‒ მინდოდა, ერთი კვირით დამეტოვებინა. ახლა სტატიების სე-
რიაზე ვმუშაობ, აქ კი იდეალური პირობებია. თუ წინააღმდეგი არ იქ
ნები, ანგარიშს კვირის ბოლოს გაგისწორებ.
‒ რა თქმა უნდა, მისტერ ბარბერ. კვირის ბოლომდე სახლი
თქვენია.
როცა ბილი წავიდა, ხელსაწყოები ყუთში ჩავალაგე, ყუთი ჩავკე-
ტე და „პაკარდისკენ“ გავემართე. შინ მისვლა არ მინდოდა და გა-
დავწყვიტე, ისტ-ბიჩიდან ნახევარი მილით დაშორებულ, ზღვის ნო-
ბათით განთქმულ რესტორანში მევახშმა. მაგიდას რომ მივუჯექი,
ჩემს მაჯის საათზე ცხრას ოცი წუთი აკლდა.
გარეთ უკვე ბინდდებოდა.
ვახშმის შემდეგ კოტეჯთან მივბრუნდი. პლაჟი უკვე გაუკაცრიე-
ლებულიყო. ვერანდაზე, სავარძელში ჩავჯექი და ჰალსტუხი შევიხ-
სენი. ცოტა არ იყოს, ვღელავდი, ვფიქრობდი, რეა ხომ არ დააგვი-
ანებს-მეთქი, იმასაც ვმარჩიელობდი, როგორ გამოიყურებოდა მი-
სი გერი...
ათი საათი იყო დაწყებული, შარიშური რომ გავიგონე და ხელმ-
არცხნივ, ვერანდიდან სამ ნაბიჯში, რეა დავინახე, მარტო მოდიოდა.

40
წამოვდექი.
‒ საღამო მშვიდობისა, მისტერ ბარბერ, ‒ მითხრა მან და თავი-
სუფალი სავარძლისკენ გაემართა...
‒ ოთახში შევიდეთ,‒შევთავაზე.‒აჯობებს, ერთად არავინ დაგ-
ვინახოს.
კოტეჯის კარი გამოვაღე და შუქი ავანთე.
‒ თქვენი გერი სადღაა?
რეა ოთახში შემოვიდა, კარი მივხურე.
‒ სადაცაა მოვა, ‒ გულგრილად მიპასუხა და სავარძელში ჩაჯ-
და.
უმკლავებო, ლურჯი კაბა ეცვა. ჩამოქნილი ფეხები მსუბუქ ქო-
შებში წაეყო. თავსაფარი მოიხსნა, თავი მოწყვეტით გააქნია და ქვი-
შისფრად შეღებილი თმა გაიშალა. უწინდებურად მწვანე მზის სათ-
ვალე ეკეთა, ოთახშიც არ მოუხსნია.
‒ თქვენს გერთან დალაპარაკებამდე თითსაც არ გავანძრევ,‒
მშვიდად ვთქვი, ‒ მინდა დავრწმუნდე, გავანძრევ, რომ თქვენი იდეა
მისთვისაც მისაღებია.
რეამ ამრეზით გამომხედა.
‒ რა თქმა უნდა, მისაღებია,‒ თქვა მან. ‒ რამ დაგაეჭვათ?
‒ მინდა, თვითონ გამიმეოროს იგივე,‒ ვუპასუხე და ახლა უკვე
მხოლოდ მაგნიტოფონის გასაგონად გავაგრძელე:
‒ თქვენ განმიცხადეთ, მე და ჩემი გერი მისი ვითომდა მოტაცე-
ბის გეგმას ვადგენთო. სასწრაფოდ დაგჭირდათ ოთხას ორმოცდაა-
თი ათასი დოლარი, ხოლო ერთადერთი საშუალება, ქმარს ეს თან-
ხა რომ გამოსტყუოთ ‒ თქვენი გერის მოტაცების იმიტაციაა. თანამ-
შრომლობისთვის მე ორმოცდაათ ათასს მპირდებით.
მცირე პაუზის შემდეგ ისევ ავლაპარაკდი:
‒ მოზარდის მოტაცება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მინ-
და სრულიად დარწმუნებული ვიყო, რომ თქვენმა გერმაც იცის, რა-
საც აკეთებს.
‒ რა თქმა უნდა, იცის... ბავშვი ხომ აღარაა, ‒ მოუთმენლად გა-
მაწყვეტინა სიტყვა რეამ.

41
‒ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ქმარი პოლიციაში არ გა-
ნაცხადებს? ‒ ვკითხე მე.
რეამ თითები სავარძლის სახელურზე აათამაშა.
‒ დროის ფლანგვის თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ, მისტერ ბარ-
ბერ, ‒ მითხრა მან. ‒ მაგაზე გუშინ უკვე ვილაპარაკეთ.
კმაყოფილი ვიყავი. წარუმატებლობის შემთხვევაში, ამ მოკლე
საუბრის ჩანაწერი უცოდველი კრავის როლში დარჩენის შანსს
აღარ უტოვებდა.
საათს დავხედე, უკვე ათის ნახევარი იყო.
‒ თქვენს გერთან დალაპარაკებამდე ამ საქმეს ხელს მაინც ვერ
მოვკიდებ, ‒ ვთქვი მტკიცედ.
რეამ სიგარეტს მოუკიდა.
‒ ვთხოვე, დროზე მოსულიყო, მაგრამ იშვიათად მიჯერებს. ყუ-
რით ხომ ვერ წამოვათრევდი? ‒ ხმაში გაღიზიანება არ ეტყობოდა. -
უეცრად ნაბიჯების ხმა შემომესმა.
‒ ალბათ ისაა, ვნახავ, წარმოვთქვი და ფეხზე წამოვდექი. კარ-
თან მივედი და გამოვაღე.
ქვემოთ, ვერანდის კიბის საფეხურებთან, გოგონა იდგა და მიყუ-
რებდა.
რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალს არ ვაშო-
რებდით.
‒ ჰელოუ, ‒ მითხრა ბოლოს და გაიღიმა.
ოდეტა მალრუ ტანმორჩილი, მაგრამ კოხტა ქალიშვილი იყო,
კარგი ტან-ფეხი ჰქონდა. მსუბუქი, თეთრი კოფთა და ლეოპარდის
ტყავის ფერებად გაწყობილი ჯინსის შარვალი მის უზადო აღნაგობას
კარგად აჩენდა. ნინასავით ყორნისფერი, შუაზე გაყოფილი თმა
ეფექტურად ეფინა მხრებზე. თეთრი სახე ნიკაპთან უვიწროვდებო-
და. შესახედავად კაცს შეიძლება, ჩვიდმეტი წლისაც მოსჩვენებოდა
და ოცდახუთისაც. მონაცრისფრო თვალები, პატარა, აპრეხილი
ცხვირი და ჟოლოსფერი პომადით დაუდევრად შეღებილი ტუჩები
გარყვნილი თინეიჯერის იერს აძლევდა. მინახავს მსგავსი ახალგაზ-
რდები თავხედები, დაუმორჩილებლები, ყველაფერზე გულაცრუებ-

42
ულები, სექსუალურად თავაშვებულები...
‒ მის მალრუ?
გოგომ ჩაიცინა და ნელ-ნელა ამოუყვა კიბის საფეხურებს.
‒ ალი-ბაბას გაუმარჯოს! ორმოცი ყაჩაღი სადღაა?
‒შემოდი, ოდეტა, ‒ დაუძახა რეამ, ‒ ენაკვიმატობა შენი მოდე-
ბილო მეგობრებისთვის შემოინახე.
გოგონამ ცხვირი აიბზუა. დაიჭყანა, თვალი ჩამიკრა და გამომწვ-
ევად შემოაბიჯა ოთახში.
კარი მივხურე და დიქტოფონი გამახსენდა. ფირი ორმოც წუთს
ეყოფოდა. მთელი საუბრის ჩაწერას თუ ვაპირებდი, უნდა მეჩქარა.
‒ გამარჯობა, ძვირფასო რეა, ‒ თქვა ოდეტამ და სავარძელში
ჩაენარცხა. – რა სიცოცხლეა ეს ალი-ბაბა, არა?
‒ მორჩი! ‒ გააწყვეტინა რეამ და მოუსმინე, რას გეტყვის მისტერ
ბარბერი.
გოგონამ შემომხედა და წამწამები ააფახულა. მერე ფეხები შე-
იკეცა და ნაძალადევი ყურადღებით, დამცინავად მომაჩერდა.
‒გისმენთ, მისტერ ალი-ბაბა.
მონაცრისფრო-მოცისფრო თვალებში ჩავხედე. მოზარდის ამ
თავხედობას წამითაც არ შევუყვანივარ შეცდომაში, თვალების გა-
მომეტყველებას ვერანაირი ტლიკინით ვერ დაფარავ. ეს იყო უბე-
დური, გზააბნეული, საკუთარ თავში დაეჭვებული გოგონას თვალე-
ბი, რომელსაც ესმოდა, რომ გზიდან გადასცდა, მაგრამ ვეღარც
სწორ გზაზე დასაბრუნებელი ძალის პოვნას ახერხებდა.
‒ პირიქით, მე მინდა მოგისმინო, ‒ ვუთხარი მე, ‒ მოტაცების
იდეა როგორ მოგწონს?
გოგონამ რეას გადახედა და ისევ მე შემომაცქერდა, ჩაეცინა.
‒ არა, მართლა რა მაგარი ვინმეა?!. რა თქმა უნდა, მომწონს. მე
და ჩემმა ძვირფასმა რეამ ყველაფერი ერთად მოვიფიქრეთ. მაგარი
იდეაა.
‒ მართალს ამბობ? – დაჟინებით მივაჩერდი. მამაშენი ამ საქმეს
ალბათ სულ სხვაგვარად შეხედავს.
‒ ეგ თქვენ არ გეხებათ, ‒ ჩაერია რეა, ‒ საქმეზე გადავიდეთ.

43
‒ კეთილი, გადავიდეთ, ‒ დავეთანხმე მეც. ‒ როდის დავიწყოთ?
‒ როგორც კი მზად ვიქნებით ‒ შეიძლება, ზეგაც, ‒თქვა რეამ.
‒ მის მალრუ გაუჩინარდება, მაგრამ სად?
‒ ოდეტა დამიძახეთ, მისტერ ალი-ბაბა, თქვა გოგომ და ჩემს და-
სანახავად მკერდი გამობზიკა, ‒ მეგობრები ასე მეძახიან...
რეას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მე მომმარ-
თავდა.
‒კარმელში ერთი პატარა, წყნარი სასტუმროა. ოდეტას შეუძ-
ლია, სამი-ოთხი დღე იქ გაატაროს, მეტი არ დაგვჭირდება.
‒ იქამდე როგორ ჩავა?
რეა ნერვიულად შეირხა.
‒ საკუთარი მანქანა ჰყავს.
– მანქანა კი არა, საოცრებაა, ‒დაუმატა ოდეტამ. „პორშე-კარე-
რა“ ჩიტივით დაფრინავს.
‒ეგეთი მანქანის პატრონი შეუმჩნეველი ვერ დარჩები,‒ შევეკა-
მათე. აქაურები ალბათ კარგად გიცნობენ.
ოდეტა შეცბა.
‒კი, ალბათ.
რეას გადავხედე.
– სხვა ვინმემ თუ იცის ჩვენი გეგმის ამბავი?
რეამ შუბლი შეიჭმუხნა:
‒ არა... რა თქმა უნდა, არა!
‒ შენთვის მართლა ასე იოლია, ადგე და გაქრე?‒ ვკითხე ოდე-
ტას. მეგობრები ხომ გყავს? არ მოგიკითხავენ?
გოგომ მხრები აიჩეჩა.
‒ ხშირად ვმოგზაურობ ხოლმე.
რეას გადავხედე.
‒ თქვენი ქმრის ადგილას რომ ვიყო და დამირეკონ, ქალიშვილი
მოგტაცეთ, ხუთასი ათასი მოგვეცით გამოსასყიდადო, ფულის გა-
დახდას არ ვიჩქარებდი, ჯერ კარგად დავფიქრდებოდი, ვინმე ხომ
არ მეხუმრება-მეთქი... სიგარეტი ჩავაქრე და გავაგრძელე: მერე კი
აუცილებლად მივმართავდი პოლიციას.

44
‒ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დამაჯერებლად შეასრუ-
ლებთ თქვენს როლს, ‒ თქვა რეამ, ბოლოს და ბოლოს, ფულსაც
ამაში გიხდით.
‒ ჩემი საქმის მე ვიცი, ‒ ვთქვი მე. ‒ მაგრამ, დავუშვათ, მაინც
დარეკა პოლიციაში ‒ როგორ მოიქცევით? ეტყვით, მე და ჩემი გერი
გაგეხუმრეთო? თუ ხმას არ ამოიღებთ იმის იმედით, ფულს როგორ-
მე გამოვტყუებთ, პოლიცია კი ჩვენს კვალს ვერ მოაგნებსო?..
‒ აკი გითხარით... ‒ ბრაზიანად დაიწყო რეამ.
– მახსოვს, გავაწყვეტინე სიტყვა. — მაგრამ რატომ უნდა დაგი-
ჯეროთ? თამაშში თუ ფედერალური ბიუროს აგენტები ჩაერთვებიან,
მაშინ როგორ მოიქცევით, მაინც გააგრძელებთ თქვენსას?
‒ აუცილებლად, ‒ ჩაერთო ოდეტა. ‒ ჩვენ ფული გვჭირდება!
მოულოდნელად მის ხმაში უსიამოვნო, უხეშმა ბგერებმა გაიჟღე-
რა, რამაც მაიძულა დაჟინებით მივჩერებოდი. სახეზე მტკიცე გადაწ-
ყვეტილება ეწერა, თან მე კი არა, რეას უყურებდა.
‒ ჰო, ‒ თქვა რეამ. ფული გვჭირდება. უკვე მერამდენედ გი-
მეორებთ, არავინ დაგვიწყებს ძებნას.
– კარგი, დავუშვათ, თქვენმა ქმარმა გამოსასყიდი გადმოგვცა,
მაგრამ ქალიშვილის დაბრუნების შემდეგ ის მაინც შეატყობინებს
პოლიციას და ისინიც გამოძიებას დაიწყებენ. თანაც, ამხელა ქონე-
ბის პატრონი არ შეიძლება, ბრიყვი იყოს, რა იცით, რომ ფულის კუ-
პიურებს არ დანიშნავს? რად გინდათ ფული, თუკი მის დახარჯვას
ვერ გაბედავთ?
‒ მაგას მე მივადევნებ თვალყურს,‒ თქვა რეამ. თქვენ ნუ
ინერვიულებთ... ჩემი ქმარი ავადაა, ‒ ცივად დაამატა რეამ. ‒ და
ისე მოიქცევა, როგორც მე მოვისურვებ.
მისის მალრუსგან მზერა ოდეტაზე გადავიტანე და ვიგრძენი, რო-
გორმა სუსხმა დამირბინა ზურგზე. ორივე მე მომჩერებოდა. უეცრად
ოდეტას სახეს პატარა გოგოს გამომეტყველება ჩამოშორდა და და-
უნდობელ დედინაცვალს დაემსგავსა.
‒ ჯობს ვივარაუდოთ, რომ თქვენი ქმარი პოლიციას მაინც და-
უკავშირდება, ‒ ვთქვი მე. ‒ ჩემს გეგმას გაგანდობთ, თუ არ მოგეწ-

45
ონებათ, პირდაპირ მითხარით და თამაშიდან გავალ.
რეამ ხელები მუხლებზე დაიკრიფა. ოდეტა ფრჩხილებს იკვნეტ-
და, თან თვალს არ მაშორებდა.
მეც სწორედ მას მივმართე:
‒ დღეს სამშაბათია. შაბათისთვის მოვასწრებთ მომზადებას. მა-
ნამდე რომელიმე მეგობარ გოგონას შაბათ საღამოს კინოში წას-
ვლაზე შეუთანხმდი. მოახერხებ?
თავი დამიქნია.
‒ ნასადილევს მამას ეტყვი, რომ კინოში მიდიხარ. რამე თვალში
საცემი სამოსი ჩაიცვი, ხალხში რომ გამოირჩეოდე და ყველას და-
ამახსოვრდე. მეგობარს რვა საათისთვის დაუნიშნავ პაემანს, მაგ-
რამ დათქმულ ადგილას არ მიხვალ. სინამდვილეში რესტორან „მე-
კობრეების ქოხში“ წახვალ, აქედან ორი მილის მოშორებით, ბარიც
აქვთ, იცი?
ისევ დამიქნია თავი.
‒ მანქანას რესტორნის ავტოსადგომზე გააჩერებ და ბარში შეხ-
ვალ. იმ დროისთვის იქ უკვე ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ არა მგო-
ნია, ვინმე ნაცნობს გადაეყარო. ხომ ასეა?
‒ სწორია, ‒ კვერი დამიკრა ოდეტამ, ‒ ჩვენ ეგეთ ჯურღმულებში
არ დავდივართ.
– ასეც ვფიქრობდი. იცოდე, იქ კარგად უნდა დაგიმახსოვრონ.
ჭიქა გააგდე ხელიდან, ან სხვა რამეთი მიიქციე ყურადღება. ხუთ
წუთში გამოდი. არავინ არ უნდა აგეკიდოს. ჩემი მანქანა იქვე იდგე-
ბა ‒ გასაღებსაც შიგ ჩავტოვებ. როცა დარწმუნდები, რომ არავინ
გითვალთვალებს, ჩაჯექი. უკანა სავარძელზე ახალი ტანსაცმელი
და პარიკი დაგხვდება. ტანსაცმელს გამოიცვლი, მე ამასობაში შენს
მანქანას ავტოსადგომზე გადავიყვან. შენც უკან გამომყვები, ჩემი
მანქანით. შენს მანქანას იქ ვერავინ იპოვის, სანამ ისევ დაგვჭირდე-
ბა. მერე მეც ჩემს მანქანაში ჩაგიჯდები და ორივე ერთად მივალთ
აეროპორტში. ლოს-ანჯელესის ბილეთს წინასწარ შევუკვეთ. იქ,
სასტუმროში, ნომერი იქნება დაჯავშნილი. პორტიეს ეტყვი, რომ შე-
უძლოდ ხარ, სთხოვ, საჭმელი ნომერში ამოგიტანონ და მანამდე არ

46
გამოდგამ ნომრიდან ფეხს, სანამ მე არ დაგრთავ ნებას, გასაგებია?
ისევ თავი დამიქნია და ფრჩხილების კვნეტა შეწყვიტა. დაინტე-
რესებული მისმენდა.
‒ ეს ყველაფერი სრულიად ზედმეტია, ‒ თქვა რეამ. ‒კარმელში
თუ წავა და იქაურ სასტუმროში...
‒ გჭირდებათ ფული თუ არ გჭირდებათ? ‒ სიტყვა გავაწყვეტინე.
‒ რამდენჯერ შეიძლება ერთი და იმავეს გამეორება?! ‒ გაბრაზ-
და რეა. ‒ აკი გითხარით, რომ მჭირდება!
‒მაშინ მომისმინეთ, დამიჯერეთ და იმ ფულს მიიღებთ!
‒ მგონი, მართლა მაგარი ბიჭია, ‒ თქვა ოდეტამ. ‒ ნებისმიერ
თქვენს ბრძანებას შევასრულებ, ჰარი... შეიძლება, ჰარი დაგიძა-
ხოთ?
– რაც გინდა, ის დამიძახე, ოღონდ რასაც გეტყვი, ის გააკეთე, ‒
ვუთხარი და რეას მივუბრუნდი: ოდეტას თვითმფრინავში ჩავსვამ
თუ არა, მაშინვე თქვენს ქმარს დავურეკავ, მაგრამ უშუალოდ მას-
თან დამაკავშირებენ?
‒ ტელეფონს მისი მდივანი იღებს ხოლმე. თუ ეტყვით, რომ მის-
ტერ მალრუსთან მისი ქალიშვილის თაობაზე გინდათ საუბარი, მდი-
ვანი ჰკითხავს, ისურვებს თუ არა თქვენთან ლაპარაკს. ამ დროს მეც
იქვე ვიქნები და მოვახერხებ, რომ პირადად დაგალაპარაკოთ.
‒ იმედი მაქვს, იმ დროისთვის უკვე ოდეტას მეგობარ გოგონასაც
ექნება თქვენთან დარეკილი, მანამდე ალბათ ისიც იკითხავს მეგობ-
რის ამბავს...
ოდეტას გადავხედე.
‒ როგორ ფიქრობ, დარეკავს?
‒ ნაღდად დარეკავს, ‒ მიპასუხა ოდეტამ.
‒ კარგი იქნება. ნერვული ატმოსფეროს შექმნაა საჭირო. შენი
ძებნა მანამდე უნდა დაიწყონ, სანამ მე დავრეკავ.
‒ დარეკავს, — დაბეჯითებით გაიმეორა ოდეტამ.
‒კარგი. მამაშენს ვეტყვი, ფული ორ დღეში გაამზადოს.‒მერე
რეას გადავხედე. ‒ თქვენ კი ნებისმიერი მოუფიქრებელი ნაბიჯის
გან უნდა შეიკავოთ თავი. მთავარია, ბანკმა კუპიურები არ დანომ-

47
როს, თორემ ვერც თქვენ და ვერც მე ერთ დოლარსაც ვერ დავხარ-
ჯავთ...
‒ ამას ჩემს თავზე ვიღებ, ‒ განაცხადა რეამ.
‒კეთილი. ორ დღეში ისევ დაგირეკავთ. მისტერ მალრუ მოახერ-
ხებს, მარტომ მოიტანოს ფული დანიშნულ ადგილას?
რეამ თავი დამიქნია.
– ასეთ საქმეს სხვას არც ანდობს.
გაოცებულმა წარბები ავწკიპე.
‒ არც თქვენ?
ოდეტა ახითხითდა და ტუჩებზე აიფარა ხელი, რეას კი თვალები
დაუვიწროვდა ბრაზისგან.
‒ მე კი მენდობა, ‒ დაისისინა მან, – მაგრამ არ მოისურვებს, ხი-
ფათში გამხვიოს. იმის ნებასაც არ დამრთავს, თან გავყვე...
‒ ძალიან კარგი.
ახალ სიგარეტს მოვუკიდე.
‒ ვეტყვი, შინიდან ღამის ორ საათზე გამოვიდეს თავისი „როლს-
როისით“ და ისტ-ბიჩ-როუდს გამოუყვეს. ამ დროს გზა უკაცრიელია.
ფული დიპლომატში უნდა ედოს. გზატკეცილზე მოციმციმე შუქს რომ
შეამჩნევს, იქვე, შორიახლოს დააგდებს და გზას გააგრძელებს, გა-
უჩერებლად. ამ დროისთვის ოდეტაც ლოს-ანჯელესიდან დაბრუნ-
დება და აქ, ამ კოტეჯში დამელოდება. მე ჩემს წილს ავიღებ, დანარ-
ჩენს მას გადავცემ. მერე რას უზამთ ფულს, ჩემი საქმე არაა. ოღონდ
გირჩევთ, ბოლომდე ფრთხილად იყოთ.
‒ არა!‒ შემეკამათა რეა.არა ვარ თანახმა! ‒ ფულს მე ჩამაბა-
რებთ!
ოდეტამ ფეხები იატაკზე ჩამოუშვა.
‒ ვითომ რატომ არ უნდა მომცეს? – იკითხა მწივანა ხმით.
‒ არ გენდობი და იმიტომ! ‒ მოუჭრა რეამ, ‒ფულს მე მომცემს!
‒ გგონია, მე გენდობი? ‒ მიახალა გერმა. ‒ საკმარისია, ფული
ჩაიგდო კლანჭებში და...
‒ კარგი, გეყოფათ! ‒ ჩავერიე მე. ‒ დროს ტყუილად ვკარგავთ.
კი, ბატონო, უკეთესი ვარიანტიც არსებობს. მე დავწერ წერილის

48
ტექსტს, რომელსაც ოდეტა გადაწერს და მამამისს გაუგზავნის. ასე
ყველაფერი უფრო დამაჯერებელი იქნება, თან მეც აღარ მომიწევს
მესამედ დარეკვა. წერილში აუხსნის, როგორ უნდა გადასცეს გამ-
ტაცებლებს გამოსასყიდი. ყველა მითითებას რომ შეასრულებს, მი-
სტერ მალრუ ავტოსადგომზე მივა, ვითომდა იქ მომლოდინე ქალიშ-
ვილთან შესახვედრად. გზაში ნახევარ საათს დაკარგავს. მგონი,
ამასობაში მოასწრებთ ფულის აღებას. რას იტყვით?
‒ კი, მაგრამ ავტოსადგომზე რომ ვერ მნახავს, პოლიციაში არ
დარეკავს?
მთელი საღამოს განმავლობაში ეს იყო პირველი გონივრული
აზრი, მანამდე არც ერთ ქალს ჭკვიანური არაფერი უთქვამს.
‒ სწორია. ამიტომ წერილში გავაფრთხილებთ, რომ მანქანაში
ის იპოვის მხოლოდ ბარათს, სადაც მითითებული იქნება ქალიშვი-
ლის ადგილსამყოფელი. ბარათში ჩავწერთ, რომ შენ უკვე შინ ხარ.
როგორია?
რეამ ეჭვით შემომხედა.
‒ ჩვენ იძულებული ვხდებით, მთელი თანხა თქვენ განდოთ, მის-
ტერ ბარბერ.
გამეცინა.
‒ თუ ეს გაღელვებთ, მაშინ ჩემთვის არ უნდა მოგემართათ. ვინ-
მე სხვა მოძებნეთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
რეამ და ოდეტამ ერთმანეთს გადახედეს, ხანმოკლე ყოყმანის
შემდეგ, რეამ თავი დააქნია:
‒ ფულის გაყოფას თუ დავესწრები, თქვენი საწინააღმდეგო არა-
ფერი მაქვს.
‒ კი ამით იმის თქმა უნდა, რომ თქვენ გენდობათ, მე არა, ‒ გა-
ნაცხადა ოდეტამ. — შესანიშნავი დედინაცვალი მყავს, რას იტყვით?
‒ უბრალოდ, იძულებულია მენდოს, ვთქვი მე. ახლა კი მიამბე,
რა შეგემთხვა? რატომ არ შეხვდი კინოთეატრთან იმ შენს მეგო-
ბარს? რატომ წახვედი „მეკობრეების ქოხში“? ვინ მოგიტაცა?
ოდეტა უაზროდ მომაჩერდა.
‒ არ ვიცი, რატომ მეკითხებით? ეს ხომ თქვენი იდეაა.

49
‒ მაინც ჯობია, იცოდე. თავს დავდებ, რომ შენი დაბრუნების შემ-
დეგ მამაშენი პოლიციაში დარეკავს, ისინი კი დაგკითხავენ. რამე
თუ იყნოსეს, სიმართლეს ძალით ამოგგლეჯენ პირიდან.
გოგონას თავდაჯერებულობა თვალის დახამხამებაში გაუქრა და
დაბნეულმა გადახედა რეას.
‒ ჰო, მაგრამ მე პოლიცია არ დამკითხავს!‒ რეამ ასე თქვა!
‒ რა თქმა უნდა, არ დაგკითხავს! ‒ ჩაერია რეა.
‒ მეეჭვება, ვთქვი მე, ‒ ძალიან მეეჭვება...
‒ ჩემს ქმარს პრესის პანიკურად ეშინია, ‒ თქვა რეამ.‒ ურჩევ-
ნია, ფული დაკარგოს, ოღონდ კი ჟურნალისტების ყურადღება არ
მიიპყროს.
‒ მაპატიეთ, მაგრამ ვერ დამარწმუნებთ. პოლიციის ჩარევის შე-
საძლებლობა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ. ოდეტას რე-
ალური ისტორია სჭირდება. მაგას მე შევთხზავ. ‒შეგიძლია, ხვალ
საღამოს მოხვიდე აქ?‒ ვკითხე ოდეტას. ‒ გასწავლი, რაც უნდა
ილაპარაკო. უცებ მოგონილი ტყუილი არ გამოგადგება, პოლიცია-
ში პროფესიონალები მუშაობენ.
‒არ არის საჭირო, თქვა რეამ. ‒ რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ,
რომ ჩემი ქმარი პოლიციას არ მიმართავს!
‒ ამ საქმეში მონაწილეობას ჩემი პირობებით დავთანხმდი. ან მე
დამიჯერებთ, ან არა და, თამაშიდან გავდივარ, ‒ ვთქვი მტკიცედ.
‒ ხვალ საღამოს, ცხრაზე აქ ვიქნები, – თქვა ოდეტამ და გამიღი-
მა.
‒ ჯერჯერობით სულ ესაა.
წამოვდექი.
‒ ჰო, მართლა, ‒ მივუბრუნდი რეას.‒ კაბა უყიდეთ, ოღონდ უბ-
რალო მაღაზიაში. რამე ახალგაზრდული, და წითური პარიკიც არ
დაგავიწყდეთ. ოღონდ ფრთხილად იყავით, აქაურ მაღაზიებში ნუ
შეხვალთ. ჯობს, დეიტონში წახვიდეთ. ოდეტა „მეკობრეების ქოხ-
თან“ აორთქლდება. ბარში ნახავენ, ‒ მერე იქიდან გამოსულსაც,
ამის შემდეგ კი, შინ დაბრუნებამდე, უკვალოდ გაქრება. თუკი ეს ყვე-
ლაფერი აუცილებელია...

50
‒კაბა და პარიკი ხვალ საღამოს აქ მოიტანე. ‒ ვუთხარი ოდეტას.
‒ მაგ დროისთვის მეც მოვამზადებ რაიმე რეალურ ისტორიას და წე-
რილს.
კართან მივედი, გამოვაღე და გარეთ გავიხედე. პლაჟზე კაციშვი-
ლი არ ჭაჭანებდა.
‒ ხვალამდე.
პირველი რეა გავიდა, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. ოდეტაც
ფეხდაფეხ მიჰყვა, ოღონდ გვერდით რომ ჩამიარა, გაიღიმა და წამ-
წამები კეკლუცად აახამხამა.
თვალი გავაყოლე. სიბნელეში რომ გაუჩინარდნენ, საძინებელ
ოთახში შევედი და დიქტოფონი გამოვრთე.

51
თავი IV

ათი იყო დაწყებული, მეორე დღეს ოდეტა ისევ რომ გამოჩნდა


კოტეჯთან. ვერანდის კიბესთან გაჩერდა და ქვემოდან ამომხედა.
სავსე მთვარის შუქზე შევძელი, კარგად შემეთვალიერებინა.
უბრალო თეთრი კაბა ეცვა. ხელში მომცრო ჩემოდანი ეჭირა.
მშვენივრად გამოიყურებოდა.
‒ გამარჯობა, ალი-ბაბა, ‒ მითხრა ოდეტამ. ‒ აი, მეც მოვედი.
კიბეზე დავეშვი და ჩემოდანი გამოვართვი. ოდეტას პირისპირ
მარტო დარჩენილი, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვგრძნობდი თავს.
‒ სახლში შევიდეთ, ვთქვი მე. ‒ მისის მალრუ სადაა?
გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა.
‒ რაო, ისიც მოიწვიე? არ მოვა.
ოთახში შევედით. კარი დავკეტე და შუქი ავანთე. დიქტოფონში
ახალი ფირი იდო. აპარატი ამუშავდა. მთელი დღე ვფიქრობდი იმ
დეტალებზე, რომლის დამახსოვრებაც ოდეტას მოუწევდა. წერილის
ტექსტიც შევადგინე. მერე გუშინდელ ფირს მოვუსმინე ‒ მშვენიერი
ჩანაწერი გამოვიდა. ფირი პაკეტში ჩავდე და კერძო ბანკში შევინა-
ხე.
უკვე გამიჩნდა საკუთარი თავის რწმენა, ორმოცდაათი ათასი
დოლარიც მეტისმეტად მიზიდავდა. დავასკვენი, პასუხისგებაში თუ
მიმცემენ, მხოლოდ და მხოლოდ როგორც თანამონაწილეს-მეთქი,
არადა, კაცმა რომ თქვას, ეგ მალრუ სასამართლოში თავის ცოლსა
და ქალიშვილს ხომ არ უჩივლებდა?!
‒ დავიწყოთ, ‒ვთქვი და დავჯექი. ‒ საქმე ძალიან ბევრი გვაქვს,
დრო კი ‒ ძალიან ცოტა.
ოდეტა სავარძელზე დაეშვა. გამომწვევი მოძრაობები ჰქონდა,
ფეხები შეიკეცა, კაბის კალთა გაისწორა და მიამიტი თვალები მომა-
ჩერდა. მისმა მზერამ ცოტა არ იყოს, დამაბნია. მეტისმეტად თამა-

52
მად ეჭირა თავი
‒ რეა ჭკვიანი ქალია, როგორ წამოგაგო ანკესზე?‒მკითხა უეც-
რად.
ყურები ვცქვიტე.
‒ არავითარ ანკესზე არ წამოვუგივარ!
‒ როგორ არა, წამოგაგო, წამოგაგო. დიდხანს გითვალთვალა,
სანამ იმ ბარში ვისკით იჭყიპებოდი. როგორც კი გაზეთში შენი გა-
თავისუფლების ამბავი წაიკითხა, მაშინვე თვალი დაგადგა. ხელჩან-
თაც განგებ დატოვა ტელეფონის ჯიხურში. დარწმუნებული იყო,
რომ ფულს აიღებდი. მე კი არ მეგონა. დავნაძლევდით კიდეც, ათი
დოლარი წავაგე.
გაშტერებული ვიდექი, ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ მო-
მაწვა სახეზე სისხლი.
– მაშინ მთვრალი ვიყავი,‒ ჩავიბურტყუნე.
ოდეტამ მხრები აიჩეჩა.
‒ რა თქმა უნდა. უბრალოდ, ეს იმიტომ გითხარი, რომ სიფრთხი-
ლე არ დაკარგო. რეა ნამდვილი გველია, მასთან ფხიზლად უნდა
იყო კაცი...
– ამდენი ფული რად გინდა? ‒ შევაწყვეტინე.
ცხვირი შეიჭმუხნა.
‒ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მოიფიქრე ჩემთვის რამე?
მივჩერებოდი და ვცდილობდი, აზრი მომეკრიბა. იმის გაგებამ,
რომ რეამ შეგნებულად გამომიჭირა, მეტისმეტად იმოქმედა ჩემზე.
ეტყობა, ამათთან მართლა ასი ყური და ასი თვალი დამჭირდებოდა.
‒ შაბათ საღამოსთვის შეუთანხმდი ვინმეს?‒ ვკითხე.
‒ კი. „ქეფითოლიუმში“ მივდივართ მე და დიზი შიინი, ზუსტად
ცხრაზე მოვა კინოსთან.
‒ მეგობარი ბიჭი თუ გყავს, ვისაც დროდადრო ხვდები ხოლმე?
ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
‒ მყავს, თანაც რამდენიმე.
‒ ერთიც სავსებით საკმარისია, სახელი და გვარი მითხარი.
‒ მაშინ, ჯერი უილიამსი.

53
– შინ გირეკავს ხოლმე?
– ხანდახან.
‒ თქვენთან ყურმილს ვინ იღებს?
‒ სებინი, ჩვენი ძველი მსახური.
– ჯერის ხმას იცნობს?
– არა მგონია. უკვე რამდენიმე თვეა, აღარ დაურეკავს, რას და-
იმახსოვრებდა?!
‒ მაშ, სახლში იტყვი, რომ მეგობართან ერთად კინოში მიდიხარ.
საღამოს, ცხრას რომ თხუთმეტი დააკლდება, მე დავრეკავ და ტელე-
ფონთან დაგიძახებ. მსახურს ვეტყვი, რომ ჯერი უილიამსი ვარ. ეს იმ
შემთხვევისთვის დაგჭირდება, თუ საქმეში პოლიცია ჩაერია. უი-
ლიამსი, ესე იგი ‒ მე, „მეკობრეების ქოხში“ დაგპატიჟებს, გეტყვის,
რომ ძველი კომპანია შეიკრიბა, შენი დიზიც იქაა და თუ შეუერთდე-
ბი, ძალიან გაუხარდებათ. შენ გაიოცებ, მაგრამ დათანხმდები,
ოღონდ მამას არაფერს ეტყვი: რომ გაეგო, სად აპირებდი საღამოს
გატარებას, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული არ დარჩებოდა. მერე
„მეკობრეების ქოხში“ მიდიხარ, მეგობრებს ვერ ნახულობ და უკან
ბრუნდები. ჩაბნელებულ ავტოსადგომზე ვიღაცები თავზე ტომარას
გაცმევენ და ძალით გტენიან მანქანაში. დაიმახსოვრე?
თავი დამიკრა.
‒ შენ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უყურებ, არა?
‒ სახუმარო არაფერია, ვთქვი მე, ‒ პოლიცია უილიამსსაც დაჰ-
კითხავს, ის კი დაიფიცებს, რომ ოდეტასთვის არ დაურეკავს და პო-
ლიციაშიც მაშინვე მიხვდებიან, რომ ყველაფერი „მეკობრეების ქო-
ხში“ შენს შესატყუებლად დაგებული მახე იყო. გაუკვირდებათ, რო-
გორ ვერ იცანი უილიამსის ხმა. შენ კი უნდა აუხსნა, რომ ხმა ცუდად
ისმოდა, მუსიკა იყო ჩართული და თან, აზრადაც არ მოგსვლია უი-
ლიამსის ვინაობაში დაეჭვება. გასაგებია?
‒ მართლა გგონია, აქამდე მივა საქმე?
მიყურებდა და თან ფრჩხილებს იკვნეტდა.
‒ არ ვიცი. შენი დედინაცვალი დარწმუნებულია, რომ არ მივა,
მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ყურადღებ-

54
ით მისმინე, ახლა პოლიციისთვის მოსაყოლ ამბავზე გადავდივართ.
ესე იგი, ტომარაჩამოცმული და ხელებგაკავებული მანქანაში ზი-
ხარ, იტალიური აქცენტით მოლაპარაკე კაცი გაფრთხილებს ერთი
ზედმეტი გაფაჩუნება და კარგი დღე არ დაგადგება. ხვდები, რომ შენ
გარდა მანქანაში კიდევ სამნი სხედან. მათი საუბარი დაგიწერე. ზე-
პირად მოგიწევს დასწავლა.
‒გასაგებია, ‒ დამიქნია თავი.
‒ მანქანა ხშირ-ხშირად უხვევს, ხვდები, რომ რამდენიმე წუთში
გზატკეცილიდან გადაუხვია. საათ-ნახევრის შემდეგ მანქანა ჩერდე-
ბა. ძაღლის ყეფა და ჭიშკრის ჭრიალი გესმის. მანქანა სადღაც შე-
დის და ისევ ჩერდება. ყველა წვრილმანი უნდა დაიმახსოვრო, დე-
ტალებს ჩაეძიებიან. ბევრჯერ დაუჭერიათ გამტაცებლები იმის წყა-
ლობით, მსხვერპლმა ძაღლის ყეფა თუ ჭაში ჩაშვებული ვედროს ხმა
რომ გაიგონა. ასეთი წვრილმანებით ტვინს წაგჭამენ და მზად იყავი.
ისევ დამიქნია თავი, მართლა ყურადღებით მისმენდა.
‒ახლა ვხვდები, დღეს რაღაში დაგჭირდი,‒ თქვა მან. პოლიცია
გინდაც არ ჩაერიოს, იმავე კითხვებს მამაჩემი მაინც დამისვამს.
‒ ეგეც მართალია... სამი დღე და ღამე ჩაკეტილ ოთახში გამყო-
ფეს. პოლიცია აუცილებლად მოგთხოვს იმ ოთახის დახაზვას. და-
იმახსოვრე ‒ გამუდმებით ძაღლის ყეფა, ქათმების კრიახი და ძრო-
ხების ბღავილი გესმოდა და ამიტომ დაასკვენი, რომ ფერმაში იყავი.
სახეზე მარტო ერთი გამტაცებელი ნახე და ის ქალი, ვისაც შენთვის
საჭმელი მოჰქონდა. ამ ხალხის გარეგნობაც აგიწერე, ესეც ზეპი-
რად უნდა დაისწავლო. ამ ისტორიას არავითარ შემთხვევაში არ გა-
დაუხვიო. რამე სისულელეზე არ გამოაჭერინო თავი.
‒ გასაგებია.
‒ ოთახის გვერდით ტუალეტია. ერთ-ერთი „გამოსაჭერი“ კით-
ხვა ესეც იქნება, მზად უნდა იყო. ‒ ტუალეტში გასვლის ნებას როცა
გრთავდნენ, ქალი თან დაგყვებოდა. სახლის ამ ნაწილის გეგმაც და-
გიხაზე: უბრალოდ, მოკლე დერეფანი, სამი კარი გამოდის დერე-
ფანში დასამივე ჩაკეტილია. ტუალეტში უნიტაზი გაბზარულია, ავზზე
ჯაჭვის ნაცვლად თოკი კიდია. დაიმახსოვრე, ეს დეტალები მონაყ-

55
ოლს დამაჯერებლობას შემატებს. ჩაგიწერე, სამი დღის განმავლო-
ბაში რას გაჭმევდნენ, ამასაც დაიზუთხავ. არაფერი აურ-დაურიო
იცოდე, პოლიცია სულს ამოგხდის.
ენის წვერით ტუჩები გაილოკა.
‒ შენი წყალობით ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მართლა
უნდა მომიტაცონ, ‒ თქვა მან.
‒ ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს. ეს კიდევ წერილია, გადაწერე
და მერე მე გავუგზავნი მამაშენს. ჯობს, ეს საქმეც ახლავე მოათავო.
წამოვდექი, შინიდან წამოღებული დიპლომატი გავხსენი, ხელ-
თათმანები ჩავიცვი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვიღე იაფფასიანი
საფოსტო ქაღალდის ფურცელი.
ოდეტა მაგიდას მიუჯდა. გვერდით ვედექი და სანამ წერილის
ტექსტს იწერდა და მერე კონვერტზე მისამართს წერდა, თვალი არ
მომიშორებია. ვთხოვე, კონვერტი დაელუქა, წერილი პაკეტში ჩავ-
დე და დიპლომატში ჩავკეტე.
ის ფურცლებიც გადავეცი, რომლებზეც ზეპირად დასასწავლი
წვრილმანები მქონდა ჩამოწერილი.
‒ წაიღე და ყველაფერი კარგად დაიზეპირე, ვუთხარი ოდეტას. ‒
ზეგ საღამოს ცხრაზე მოხვალ, გამოცდას ჩაგიტარებ.
ქაღალდები ხელჩანთაში შეინახა.
‒ სანამ წახვალ, შენი ახალი კაბა ვნახოთ. პარიკშიც მინდა შეგ-
ხედო.
ჩემოდანი გახსნა და მოთეთრო-მოცისფრო კაბა, თეთრი ფეხ-
საცმელები და თვალისმომჭრელად ჟღალი პარიკი ამოალაგა.
– შედი და გამოიცვალე, საძინებელ ოთახზე ვანიშნე.
‒ ჩემი დედინაცვლის დაქირავებული კაცის კვალობაზე, ბრძანე-
ბებს მშვენივრად იძლევი, ‒ მითხრა და კაბას დასწვდა.
‒ თუ არ მოგწონს...
‒პირიქით! შენთან ურთიერთობას რაღაც სიახლე შემოაქვს ჩემს
ცხოვრებაში, მომწონს ჩემზე უფროსი მამაკაცები.
‒ დროზე, მეჩქარება, ‒ დავუცაცხანე.
ცხვირი შეიჭმუხნა, საძინებელ ოთახში გავიდა და კარი მოიჯახუ-

56
ნა.კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძენი თავი. რაღაც ჰქონდა ისეთი,
რაც ბუნებრივ, თითქოსდა ღრმად ჩამარხულ ინსტინქტებს მიღვი-
ძებდა, ოღონდ მარტო მე არა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ადგი-
ლას ნებისმიერი მამაკაცი ასეთ დღეში იქნებოდა. დაოჯახების შემ-
დეგ ქალებში არ მივლია და არც ახლა ვაპირებდი ჩემი პრინციპის
დარღვევას, თუმცა ვგრძნობდი, რომ ოდეტა მალრუ იოლი მოსაპო-
ვებელი იქნებოდა. მის მოლოდინში ოთახში გავიარ-გამოვიარე.
როგორც იქნა, საძინებლის კარიც გაიღო. პარიკს ოდეტა ძალიან
შეეცვალა, ძლივს ვიცანი. კაბას მხრებზე ხელით იმაგრებდა.
‒ ამ ოხერ შესაკრავს ვერ ვწვდები... შემოტრიალდა და წელამდე
შიშველი ზურგი მომიშვირა. – შემიკარით, თუ შეიძლება!
ხელი ამიცახცახდა. ოდეტამ მხარს ზემოდან გადმომხედა. თვა-
ლებში ნაპერწკლები გაუკრთა. შესაკრავი მოვქაჩე. გული გამალე-
ბით მიცემდა. მობრუნდა, კისერზე ხელები შემომხვია და ზედ ამეკ-
რო.
ერთიანად მოვეშვი, მერე თავს ძალა დავატანე და მოვიშორე.
‒ ეგ უკვე მეტისმეტია, – ვთქვი ხმაგაბზარულმა. ჯობს, მხოლოდ
საქმიანი ურთიერთობა შევინარჩუნოთ.
თავი გვერდზე გადახარა და ეშმაკურად მომაჩერდა.
‒ არ მოგწონვარ?
‒პირიქით, მაგრამ მოდი, ახლა ამაზე შევჩერდეთ.
დაიჭყანა და ნაბიჯი უკან გადადგა.
– მაშინ, წავედი?
‒ ჰო. მზის სათვალესაც თუ გაიკეთებ, მამაშენიც ვერ გიცნობს.
ცხვირსახოცი ამოვიღე და ხელისგულებზე გადავისვი.
‒კარგი, გამოიცვალე. კაბასა და პარიკს აქ დატოვებ. ზეგ ცხრაზე
შევხვდებით
თავი დამიქნია და საძინებელ ოთახში გავიდა, კარი ოდნავ ღია
დატოვა.
სიგარეტს მოვუკიდე და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი. მტრისას,
ისეთი აგზნებული ვიყავი.
უეცრად დამიძახა.

57
ჰარი... ამ კაბას ვერაფერს ვუხერხებ.
ცოტა ვიყოყმანე, მერე სიგარეტი ჩავაქრე.
‒ ჰარი...
წამოვდექი, კარი გასაღებით ჩავკეტე, შუქი ჩავაქრე და საძინე-
ბელ ოთახში შევაბიჯე.

58
2

ჩემს ჭიშკარში რომ შევუხვიე და მანქანა გარაჟს მივაყენე, სახ-


ლთან ჯიმი რენიკის „ბიუიკს“ მოვკარი თვალი და შევკრთი. იმ დღის
შემდეგ, რაც ციხესთან დამხვდა, რენიკი აღარც მენახა და მასთან
აღარც მელაპარაკა, მას შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და რენი-
კის არსებობაც გადამავიწყდა.
ნეტავ რა უნდოდა?
ნინა ალბათ ეტყოდა, სამსახური იშოვაო. თუ დაინტერესდებო-
და, რენიკი ტყუილს სულ იოლად გამოააშკარავებდა, მე კიდევ, რაც
ამ ვითომდა მოტაცების საქმეში გავყავი თავი, ყველაზე ნაკლებად
პოლიციელებისკენ მიმიწევდა გული.
თანაც, სინდისიც გვარიანად მქენჯნიდა ჩემსა და ოდეტას შორის
მომხდარის გამო. თავს ვირწმუნებდი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტ-
ომ დამნებდა, მამაკაცზე საკუთარი ზემოქმედების ძალა და მათდამი
ზიზღი რომ დაემტკიცებინა-მეთქი. ჩვენი სიახლოვე მოუთოკავი ვნე-
ბის აფეთქება იყო და მეტი არაფერი. მკლავებიდან დამისხლტა, სი-
ბნელეში ჩქარ-ჩქარა ჩაიცვა, თან რაღაც ჯაზურ მელოდიას უსტვენ-
და ჩუმად და მე საერთოდ აღარც მამჩნევდა.
‒ კარგად იყავი. ზეგამდე, ‒ შემეხმიანა სიბნელიდან.
უჩუმრად გაქრა, მე კი ჯერაც საწოლზე ვიწექი, სირცხვილი მკ-
ლავდა, თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი და თან ოდეტაც მეზიზღებ-
ოდა.
კარის გაჯახუნების ხმა რომ გავიგონე, წამოვდექი და დიქტოფო-
ნი გამოვრთე. კასეტა ამოვიღე და ყუთში შევინახე. მერე ტანზე წყა-
ლი გადავივლე, სასტუმრო ოთახში გავედი და ზედიზედ ორი ჭიქა
გაუზავებელი ვისკი გადავკარი, მაგრამ ვერც შხაპმა მიშველა და ვე-
რც ვისკიმ, ვერაფრით მოვიშორე ისეთი შეგრძნება, თითქოს თავ-
ფეხიანად ჭუჭყში ვიყავი ამოგანგლული. ცალკე დანაშაულის გან-
ცდა მსპობდა ჩემზე გადაყოლილი ნინას წინაშე, დღედაღამ წელებ-
ზე ფეხს რომ იდგამდა, ოღონდ კი ცხოვრების რამე საშუალება გა-

59
მოენახა.
ნელი ნაბიჯით გავუყევი გარაჟიდან სახლისკენ მიმავალ ბილიკს,
ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და კარი გავაღე. ჰოლში კედლის საათი
თორმეტის ათ წუთს უჩვენებდა. სასტუმრო ოთახიდან რენიკის ხმა
და ნინას სიცილი ისმოდა, გავხევდი.
მე და რენიკს ოცი წლის მეგობრობა გვაკავშირებდა. ერთად
ვსწავლობდით. ყოველთვის პატიოსანი პოლიციელი იყო, ახლა კი
ოლქის პროკურორის თანაშემწედაც დანიშნეს საპატიო და მაღალ-
ხელფასიან თანამდებობაზე. თუკი პოლიცია მართლა დაინტერეს-
დებოდა მალრუს საქმით, გამოძიებაში მთავარ როლს სწორედ რე-
ნიკი შეასრულებდა.
ღრმად ამოვიოხრე, სასტუმრო ოთახის კარს მივუახლოვდი და
შევაღე.
ნინას თიხის დიდი ქოთანი ედგა სამუშაო მაგიდაზე და ხატავდა.
რენიკი სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
ჩემს დანახვაზე ნინამ ფუნჯი ხელიდან გააგდო, ჩემკენ გამოექანა
და ხელები კისერზე შემომხვია. მისი ტუჩების შეხებაზე უცნაური
გრძნობა დამეუფლა. ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა ოდეტას შმაგი,
ცხოველური ალერსი. ცოლი ფრთხილად მოვიშორე და დიდი ტან-
ჯვისა და ძალდატანების ფასად, რენიკს გავუღიმე.
‒ სალამი, ჯიმ, ‒ ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. ჩვენთან რა
ქარმა გადმოგაგდო?
მაძებარი ყოველთვის მაძებრად რჩება. მისმა დაჟინებულმა მზე-
რამ მიმახვედრა, რაღაცა იყნოსა-მეთქი. ჩემი არ იყოს, რენიკიც ნა-
ძალადევად იღიმებოდა.
‒ ჩემი ბრალი არ არის, ჰარი, ‒ თქვა, წამოდგა და ხელი გამომი-
წოდა. ‒ ერთი თვე ვაშინგტონში ვიყავი. ეს-ესაა ჩამოვედი. რას
შვრები, როგორ ხარ? გავიგე, სამუშაო გიშოვია...
– რაღაც სამუშაოს მაგვარი,‒ ვთქვი მე, ‒ სულ არაფერს კი ჯო-
ბია.
სავარძელში ჩავეშვი, ნინა სახელურზე ჩამომიჯდა, რენიკი ძველ
ადგილს დაუბრუნდა. გამომეტყველება არ შესცვლია, ისევ გამომ-

60
ცდელად მიცქერდა.
‒ მომისმინე, ჰარი, ‒ დაიწყო რენიკმა, ‒ დროა, რამე სერიო-
ზულ საქმეს მოეკიდო. მედოუზთან შეთანხმებას მოვახერხებ, თუკი,
რა თქმა უნდა, შენც დამთანხმდები.
გაკვირვებული მივაჩერდი.
– მედოუზთან? რაზე?
‒ მედოუზი ჩემი შეფია, ‒ თქვა რენიკმა. ‒ შენზე ადრეც ველაპა-
რაკე. საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი კაცი გვ-
ჭირდება. შენ კი სწორედ ამ საქმისთვის ხარ დაბადებული.
‒ არა მგონია.
მას შემდეგ, რაც იმ ნაძირლებმა მომიწყვეს, პოლიციასთან ერ-
თად მუშაობის სურვილი აღარ მქონდა და ვერანაირი ხელფასი ვერ
მომხიბლავდა.
ნინამ მკლავზე მომიჭირა ხელი.
‒ თუ ღმერთი გწამს, შეეშვი იმ ძველი ამბების ქექვას,‒ თქვა რე-
ნიკმა. – ასეთი შანსი მეორედ არ გექნება. მართალია, ჯერჯერობით
ზუსტად ვერ გეტყვი, რა ხელფასს დაგინიშნავენ, მაგრამ წელში გა-
იმართები. მედოუზმა იცის, რა ავტორიტეტიც გაქვს საგაზეთო სამ-
ყაროში. ხელფასზე თუ მოვრიგდებით, ეს ადგილი შენია!
ერთი კი გამკრა ფიქრმა, თავად უფალი ღმერთი მიბრძანებს მო-
ტაცების ავანტიურაზე უარის თქმას და სოლიდური თანამდებობის
დაკავებას-მეთქი, მაგრამ ისევ ორმოცდაათი ათასი დოლარი გა-
მახსენდა და შევყოყმანდი. ამ თანხით შემეძლო, საკუთარი თავის
ბატონ-პატრონი გავმხდარიყავი.
ვიფიქრებ, ვუთხარი რენიკს. შეიძლება, ძველი ხროვა მართლა
დაიფრინეს, ოღონდ სამმართველოში სამუშაოდ მაინც არ მიმიწევს
გული. მოკლედ, მოვიფიქრებ.
‒ უნდა დათანხმდე, შეშფოთდა ნინა. ‒ ზუსტად საშენო საქმეა...
– ვთქვი, მოვიფიქრებ-მეთქი!
რენიკი იმედგაცრუებული ჩანდა.
‒ კარგი, ბატონო. თავს ვერ დავდებ, ხელფასზე მოვრიგდებით-
მეთქი, მაგრამ თუ ეს მოხერხდა, სწრაფად უნდა იფიქრო, ამ ადგილ-

61
ზე კიდევ ორ კაცს აქვს პრეტენზია.
‒ შემოთავაზებისთვის მადლობელი ვარ, პასუხს შეგატყობინებ.
რენიკმა მხრები აიჩეჩა და წამოდგა.
‒ კარგი, ჩემი წასვლის დროა. დამირეკე.
მარტო რომ დავრჩით, ნინამ მითხრა:
‒ ჰარი, უარს ხომ არ იტყვი?
‒ მოვიფიქრებ, ახლა კი დროა, დავწვეთ.
ნინამ მხარზე ხელი დამადო და თქვა:
‒ დათანხმდი, თორემ ასე დიდხანს თავს ვერ გავიტანთ.
‒ ნება მომეცი, ჩემი ცხოვრება მე თვითონ ავიწყო,‒ მივუგე
მშრალად. ‒ დაგპირდი, ვიფიქრებ-მეთქი.
საძინებელ ოთახში გავედი, კასეტიანი ყუთი კარადაში შევტენე
და ტანზე გავიხადე.
სამზარეულოდან ხმაური ისმოდა, ნინა ჭურჭელს რეცხავდა.
დავწექი. რენიკის წინადადება თუ ორმოცდაათი ათასი? იქნებ ხელ-
ფასზე ვერ მოვრიგდეთ. იქნებ მოტაცება ჩაიშალოს. ჯობდა, მომეცა-
და. თუმცა, იქნებ მუდმივი სამსახურისა და ოდეტას მოტაცების შე-
თავსებაც მომეხერხებინა?
ოთახში ნინა შემოვიდა. თავი მოვიმძინარე. გაიხადა, ჩაწვა და
შუქი ჩააქრო. მომეტმასნა, მაგრამ გვერდზე გავიწიე. ისე საძაგლად
ვგრძნობდი თავს, ნამდვილად არ შემეძლო, ცოლს მივკარებოდი.
მეორე დღე ხუთშაბათი იყო. ნინას ქოთნების წასაღებად მანქანა
დასჭირდა. მე უსაქმოდ დავბორიალებდი ოთახიდან ოთახში და
ოდეტაზე ვფიქრობდი.
დანაშაულის თავდაპირველი გრძნობა მომიჩლუნგდა. წუხელ,
კოტეჯიდან რომ წამოვედი, ჩუმი აღთქმა დავდე ‒ ეს აღარ გამეორ-
დება, ამ ერთხელ წამძლია სულმა, მაგრამ ეს პირველი და უკანას-
კნელი იქნება-მეთქი. დილით კი, როცა სახლში წინ და უკან დავდი-
ოდი, მთელი სიტუაცია სულ სხვა თვალით აღვიქვი.
ნინას არაფერი დააკლდება, თუკი ოდეტასთან ერთხელ კიდევ
წავიმაიმუნებ-მეთქი, – ასე ვცდილობდი სინდისის მიყუჩებას. თუკი
გუშინ თავის შეკავება ვერ მოვახერხე, ხვალ უარის თქმას რაღა აზ-

62
რი ექნებოდა?! გატეხილი აღარ გამთელდებოდა, ამიტომ ბოლოს იმ
დასკვნამდე მივედი, ოდეტას გაშმაგებული ალერსი ჩემი ნერვების-
თვის სასარგებლოც არის-მეთქი და პარასკევი საღამოს მოლოდინ-
ში ლამის საათებს ვითვლიდი.
დღისით ბანკში წავედი და მეორე კასეტაც პირველთან ერთად
დავაბინავე, მერე პლაჟისკენ გავემართე, კოტეჯში საცურაოდ გამო-
ვეწყვე და მთელი დღე ზღვაზე გავატარე, ვბანაობდი და მზეს ვეფიც-
ხებოდი. ოღონდ ოდეტაზე ფიქრი ვერ ამოვიგდე თავიდან.
მეორე დილით, როცა საუზმეს ვამთავრებდით, ნინამ მკითხა:
‒ რენიკის წინადადებაზე რას იტყვი?
‒ ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია, ‒ ვუპასუხე, ‒ ვფიქ-
რობ.
მკაცრად შემომხედა. იძულებული გავხდი, თვალი ამერიდებინა.
– სანამ შენ გადაწყვეტ, ‒ თქვა ნინამ, ‒ სამი გადასახდელი ან-
გარიში დამიგროვდა. ფული კი არ გვაქვს.
ქვითრები მაგიდაზე დაყარა.
ავტოგასამართ სადგურში ბენზინის ნისიად მოცემაზე უარი
გვითხრეს. დენის ფულს თუ არ გადავიხდით, ბნელში ჯდომა მოგვი-
წევს. მეპურეც აჯანყდა.
რეას მოცემული ასი დოლარიდან სამოცი მქონდა დარჩენილი.
ბოლო ორი ანგარიშის გასწორება შემეძლო.
‒ ამათ ანგარიშს გავანაღდებ, ‒ ვთქვი მე. ‒ ბენზინი მოიცდის,
ავზში რამე დარჩა?
‒ ნახევარი.
‒ შეძლებისდაგვარად, ავტობუსით ვიმგზავროთ.
– ხვალ ოთხი ქოთანი მაქვს წასაღები.
რაც თავი მახსოვს, ნინას ხმაში პირველად შეეტყო გაღიზიანება.
თვალებში შევხედე. უბედური, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებუ-
ლი ადამიანის გამოხედვა ჰქონდა.
‒ მე არ მითქვამს, მანქანაზე საერთოდ უარი ვთქვათ-მეთქი. უბ-
რალოდ ხანდახან ავტობუსითაც შეიძლება მგზავრობა.
‒ ეგ უკვე გავიგე.

63
– ჰოდა, ძალიანაც კარგი.
ვიგრძენი, ნინას კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ უხ-
მოდ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. მეც ვერ ვგრძნობდი თავს
კარგად. ასე დამდურებულები ჯერ არასდროს დავცილებივართ ერ-
თმანეთს. შინიდან გავედი და ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე.
გზად ის ორივე ანგარიშიც გავასწორე. თხუთმეტი დოლარი დამრჩა.
კვირის ბოლოს ბილ ჰოლდენი კოტეჯის ქირას მომთხოვდა, მაგრამ
თუ გამიმართლებდა, იმ დროისთვის უკვე ორმოცდაათი ათასი დო-
ლარის პატრონი ვიქნებოდი.
საღამომდე დარჩენილი დრო ოკეანის ნაპირზე გავატარე, წამ-
დაუწუმ საათს დავყურებდი და ოდეტას გამოჩენას მოუთმენლად ვე-
ლოდი.
ცხრის ნახევრისთვის პლაჟი დაცარიელდა. ვერანდაზე ვიჯექი და
პირველი პაემნის მოლოდინში მყოფ სკოლის მოსწავლეს ვგავდი.
ათი იყო დაწყებული, ოდეტა რომ გამოჩნდა. მის დანახვაზე სა-
ვარძლიდან წამოვხტი, აგზნებული, მკლავში ვწვდი და ჩემკენ მოვი-
ზიდე.
იმწამსვე, თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადამესხა.
‒ ხელები გასწიე, ‒ თქვა სუსხიანი ხმით. ‒ როცა მომინდები,
თვითონ გეტყვი.
გვერდით ჩამიარა და ოთახში შევიდა.
გავოგნდი. სრულ არარაობად ვიგრძენი თავი. წუთიერი ყოყმა-
ნის შემდეგ მაინც უკან მივყევი და კარი მივიჯახუნე.
შემოტკეცილ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილს, შავი
თმა უკან გადაეწია და ჯაჭვით შეეკრა ‒ ძალიან მიმზიდველი იყო.
დივანზე მოკალათდა და ფეხები შეიკეცა.
‒ ქალს, როგორც საკუთრებას, ისე ნუ უყურებ,‒ მითხრა ღიმი-
ლით, იმ დღეს გართობა მჭირდებოდა, დღეს – აღარ.
იმ წამს შემეძლო მომეკლა, შემეძლო, ძალითაც დამემორჩილე-
ბინა, ოღონდ ამ სიტყვების თქმამდე, ამ სიტყვებმა უცებ მაპოვნინა
ჩემი ადგილი...
დავჯექი, ათრთოლებული ხელით სიგარეტს მოვუკიდე.

64
‒ მადლობა ღმერთს, მამაშენი არა ვარ, ‒ ვუთხარი ბოლოს. ‒
თუ მახარებს რამე, ერთადერთი ეგაა.
გაიცინა. ისიც ეწეოდა, ღრმა ნაფაზს არტყამდა და კვამლს ნეს-
ტოებიდან უშვებდა.
‒ მამაჩემს რაღას დაეტაკე? გაცოფდი, არა, მაგარი რომ აღმოვ-
ჩნდი?..
შავ თმაზე ხელი გადაისვა, თან დამცინავად შემომცქეროდა.
‒ საქმეზე გადავიდეთ?
წარმოდგენაც არ მქონდა, ასეთი სიძულვილი თუ შემეძლო.
დიპლომატი გაჭირვებით გავხსენი და ადრე გამზადებული ფურ-
ცლები ამოვალაგე.
‒ ჩემს კითხვებს უპასუხებ, – ვთქვი. ხმას ძლივს ვიმორჩილებ-
დი.
‒ რას ნერვიულობ?‒ ჩაიცინა ოდეტამ. ‒ ხომ იცი, მეფური ჯილ-
დო გელის.
‒ მოკეტე! ‒ ვუთხარი, უკვე მშვიდად. დაკითხვაზე ამდენს არ
გატლიკინებენ...
‒ რატომ წახვედი „მეკობრეების ქოხში“? რა იდგა ოთახში, სა-
დაც გამოგამწყვდიეს? როგორ გამოიყურებოდა ქალი, რომელსაც
საჭმელი მოჰქონდა? ვინმე სხვა ნახე ფერმაში?
თვალის დახამხამებაში მპასუხობდა, უყოყმანოდ, დაუფიქრებ-
ლად და უშეცდომოდ.
ორი საათი ვცდიდი. ერთხელაც არაფერი შეშლია. ბოლოს ვუთ-
ხარი:
‒ ივარგებს. თუ ჩვენს ვერსიას არ გადაუხვევ და ხაფანგში არ გა-
ებმები, აუცილებლად გამოძვრები.
დამცინავად გაიღიმა.
‒ ფრთხილად ვიქნები... ჰარი.
წამოვდექი.
– ესე იგი, ყველაფრისთვის მზად ვართ. ხვალ ათის თხუთმეტ
წუთზე „მეკობრეების ქოხთან“ ვიქნები.
ფეხები ჩამოუშვა და დივნიდან წამოდგა.

65
‒ კარგი. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ერთმანეთს მივაჩერდით. ოდეტას გაეღიმა და ჩემკენ გადმოდგა
ნაბიჯი.
‒ საცოდავო, ‒ თქვა მან. შეგიძლია, ხელები მომიცაცუნო, ნებას
გაძლევ.
დავიცადე, სანამ ახლოს მოვიდოდა და სახეში გავარტყი. თავი
გვერდზე გადაუვარდა. მეორედაც გავარტყი.
გამეცალა, ხელები ლოყებზე აიფარა, გააფთრებული თვალები-
დან ცეცხლს ყრიდა.
‒ დამპალო! ‒ იწივლა. – ამას არ დაგივიწყებ! დამპალო!
‒ წადი! ვუთხარი. თორემ იცოდე, კიდევ მიიღებ!
კარისკენ გაემართა, თან თეძოებს მიარხევდა. ზღურბლთან შე-
ჩერდა და გამომხედა:
‒ მადლობა ღმერთს, შენი ცოლი არა ვარ. თუ მახარებს რამე,
ერთადერთი ეგაა.
უეცრად გადაიკისკისა, მთვარის შუქით განათებულ პლაჟზე გა-
ვარდა და ნამიან ქვიშას სირბილით გაუყვა.
მზად ვიყავი, საკუთარი ხელით ყელი გამომეჭრა.

66
თავი V

შაბათ დილით, რომ გამომეღვიძა, წვრილად ცრიდა. აფორიაქე-


ბული ვიყავი. მოსალოდნელ მოტაცებასთან დაკავშირებული მთე-
ლი ჩემი ეჭვები სიღრმიდან ზედაპირზე ამოტივტივდა. მარტო ფულ-
ზე ფიქრი მინარჩუნებდა მტკიცე ნებისყოფას.
‒ გვიან დავბრუნდები, – ვუთხარი ნინას, ‒ მანქანების თვლას
დღეს ვამთავრებ.
შეშფოთებულმა გამომხედა.
‒ ხვალ ნახავ რენიკს?
‒ ორშაბათს. რამე ახალი რომ გაეგო, თვითონ დამირეკავდა.
ნინა წამით შეყოყმანდა, მერე მაინც მკითხა:
‒ დათანხმდები, ჰარი?
– მგონი, კი, ოღონდ ხელფასსაც გააჩნია.
‒ თქვა, მაღალი ხელფასი ექნებაო.
მერე თბილად გამიღიმა.
‒ იცი, როგორ მიხარია... ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც შენი.
‒ შენ კი არა, ხანდახან მეც მეშინია საკუთარი თავის, ვუთხარი
ნახევრად ხუმრობით, ‒ მანქანას გამოვაგორებ, წვიმას აპირებს.
‒ ბენზინი სულ ცოტაღა დარჩა, ჰარი.
‒ არა უშავს, მეყოფა.
პლაჟისკენ ავიღე გეზი. ის იყო, გახდა დავიწყე, კარში ბილ ჰოლ-
დენმა შემოყო თავი.
‒ გამარჯობა, მისტერ ბარბერ, ‒ თქვა მან. ‒ იმ კვირაშიც იქი-
რავებთ კოტეჯს?
‒ ალბათ, — მივუგე. ‒ მთელი კვირით თუ არა, ხუთშაბათამდე
‒ ნამდვილად.
‒ გნებავთ, ახლა გადაიხადოთ ამ კვირის ქირა?
‒ ხვალ ჯობია. საფულე შინ დავტოვე.

67
‒კარგი, მისტერ ბარბერ. ხვალ იყოს.
რუხ, მოქუფრულ ცას გავხედე ფანჯრიდან. ეტყობა, იწვიმებს. სა-
ნამ დასცხებს, ერთს ჩავყურყუმელავდები.
ჰოლდენმა დამაიმედა, წვიმა ალბათ მოგვიანებით დაიწყებაო,
მაგრამ შეცდა. წყლიდან რომ ამოვდიოდი, უკვე გვარიანად ჟინჟღ-
ლავდა.
კოტეჯში შევედი და წიგნის კითხვა დავიწყე. პლაჟი უკაცრიელი
იყო. მეც ეს მინდოდა. იმედი მქონდა, საღამომდე არ გადაიღებდა.
დაახლოებით პირველ საათზე რესტორანში წავედი, ერთი ჰამ-
ბურგერი შევჭამე და ლუდი დავაყოლე, მერე კოტეჯში დავბრუნდი.
კარი შევაღე თუ არა, ტელეფონიც აწკრიალდა.
რეა რეკავდა.
‒ ყველაფერი მზადაა? ‒ მკითხა. ხმაზე მოუსვენრობა ეტყობო-
და.
– ჩემგან ‒ კი, ახლა ყველაფერი ოდეტაზეა დამოკიდებული, ‒
ვუთხარი.
‒ მისი იმედი გქონდეთ.
‒ კეთილი. ესე იგი, ცხრას რომ თხუთმეტი დააკლდება, ვიწყებთ.
‒ ხვალ თერთმეტზე დაგირეკავთ.
ვუთხარი. ფული მჭირდება, კოტეჯის ქირაა გადასახდელი. იქნებ
ხვალ დილით შემოიაროთ, აქ ვიქნები.
‒ კარგი, ‒ თქვა და ყურმილი დაკიდა.
მთელი დღე კოტეჯში გავატარე. სახურავზე წვიმის წვეთების და-
ცემის ხმა ისმოდა. ოკეანეს რუხი ფერი გადაჰკვროდა. ვცდილობდი,
მთელი ყურადღება წიგნზე გადამეტანა, მაგრამ ‒ უშედეგოდ.
ბოლოს ავდექი, ბოლთის ცემას მოვყევი. სიგარეტს სიგარეტზე
ვეწეოდი და სულ საათზე ვიყურებოდი.
ცხრის ნახევარზე კოტეჯიდან გამოვედი, სველი პლაჟი გადავჭე-
რი და მანქანაში ჩავჯექი. წვიმას არ გადაუღია, მაგრამ საგრძნობ-
ლად იკლო. პალმ-სიტის მთავარ ქუჩაზე, აფთიაქთან დავამუხრუჭე.
მანქანა რომ გავაჩერე და აფთიაქში შევედი, ცხრას თხუთმეტი აკ-
ლდა. მალრუსთან დავრეკე.

68
მაშინვე მიპასუხეს.
‒ მის მალრუს სთხოვეთ, ‒ ვთქვი, ‒ ჯერი უილიამსი ვარ.
‒ ერთი წუთი მოითმინეთ, მისტერ უილიამს. გავიგებ, შინ თუ
არის.
ვიგრძენი, სუნთქვა როგორ გამიხშირდა. ცოტა ხანში ოდეტას ხა-
ლისიანი ხმა გავიგონე:
‒ ალო!
‒ ვინმე გისმენს?
‒ არა. ყველაფერი რიგზეა. სალამი, ჰარი.
ხმაში სინაზე გამოერია.
‒ პირველი ხარ, ვინც ჩემთვის გარტყმა გაბედა. მაგარი ბიჭი ყო-
ფილხარ.
‒ ვიცი. მეორედ აღარ მაცემინო თავი. ოც წუთში „მეკობრეების
ქოხთან“ ვიქნები, ჩემი „პაკარდი“ ავტოსადგომზე მარჯვენა კუთხეში
იდგება. კაბა უკანა სავარძელზე დევს. გელოდები.
ყურმილი დავკიდე.
სწრაფად ვიარე და თხუთმეტ წუთში ადგილზე ვიყავი. სადგომზე
მანქანების ტევა არ იყო, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე მან-
ქანის დათქმულ კუთხეში შეყენება. ჯერჯერობით ბედი მწყალობდა.
დარაჯი არ ჩანდა და ბარშიც უამრავი ადამიანი ირეოდა.
„პაკარდში“ ვიჯექი და ველოდებოდი. ვნერვიულობდი. ყოველი
მანქანის შემოსვლაზე გული მიჩერდებოდა. ათის ოცდახუთ წუთზე
ჭიშკარში თეთრი „კარერა“ შემოსრიალდა და ჩემგან ოც ნაბიჯში
დაამუხრუჭა. მანქანიდან ოდეტა გადმოვიდა. ღია-წითელ კაბაზე
თეთრი ლაბადა შემოეცვა. ჩემკენ გამოიხედა.
სარკმელში თავი გავყავი და ხელი დავუქნიე. იმანაც ხელის დაქ-
ნევით მიპასუხა და სწრაფი ნაბიჯით „მეკობრეების ქოხისკენ“ გა-
ემართა, მერე ბარში გაუჩინარდა.
გადმოვედი და მის მანქანას მივუახლოვდი. მძღოლის გვერდით,
წინა სკამზე ბრტყელი ჩემოდანი იდო. მივიხედ-მოვიხედე, ვერავინ
შევნიშნე, ჩემოდანი ავიღე და „პაკარდში“ გადავიტანე.
ბარის ფანჯარაში ოდეტა დავინახე. ბარმენს ელაპარაკებოდა.

69
ბარმენმა უარის ნიშნად თავი გააქნია. მერე ოდეტა ისევ მიეფა-
რა თვალს.
საათს დავხედე. ლოს-ანჯელესის თვითმფრინავი თერთმეტის
ნახევარზე მიფრინავდა. დრო საკმარისი გვქონდა. დღისით ენ ჰე-
ქორთის სახელზე შევუკვეთე ბილეთი. აეროპორტის თანამშრომე-
ლს ვუთხარი, მგზავრი ჩაჯდომის წინ თვითონ აიღებს ბილეთს და
ფულსაც გადაიხდის-მეთქი. ნომერიც წინასწარ დავჯავშნე ნაცნობ
სასტუმროში, წყნარი სასტუმრო იყო, ქალაქის ცენტრიდან მოშორე-
ბით. ვიცოდი, ოდეტა იქ მშვიდად იქნებოდა.
ოდეტა ბარიდან გამოვიდა. გული შემიქანდა: მარტო არ იყო, ვი-
ღაც კაცი აჰკიდებოდა.
„პაკარდისკენ“ გამოემართა. უცნობი მკლავში ჩააფრინდა და
თავისკენ მოქაჩა. ძლივს გავარჩიე მისი სახე. პუტკუნა, გოდორა ტი-
პი იყო, მყვირალა, საზაფხულო კოსტიუმი ეცვა.
‒ დაიცა, ფისო, ‒ შემპარავად ეუბნებოდა ოდეტას, ‒ მეც მარტო
ვარ, შენც მარტო ხარ, მოდი, ერთად მოვიწყინოთ...
‒შემეშვი! ‒ თქვა ოდეტამ. ხელი აიღე! – ეტყობა, შეეშინდა.
‒ მომისმინე, ფისო, ვის რას დავუშავებთ, მე და შენ რომ... ჰა?
თუ ვერ მოიშორებდა, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებოდა. მე კი
ვერაფერს ვბედავდი. შეიძლებოდა, სულაც არ ყოფილიყო ისეთი
მთვრალი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. შეეძლო, სახით დავე-
მახსოვრებინე.
– შემეშვი! — გაიმეორა ოდეტამ და „პაკარდისკენ“ გადმოდგა
ნაბიჯი.
მთვრალი, მცირე ყოყმანის შემდეგ, უკან დაედევნა. მე მარჯვენა
მხარეს ვიჯექი. მინდოდა დამეძახა, არ მოხვიდე-მეთქი, ვაითუ, კაცს
მანქანაც დამახსოვრებოდა, მაგრამ გვიანი იყო.
მთვრალი დაეწია, ისევ ჩააფრინდა მკლავში და ძალით შეატრია-
ლა თავისკენ.
‒ ეი! რა ცხვირს მიბზუებ, თუ იცი?! წამოდი ჩემთან, ისე გაგიმას-
პინძლდები, მადლობას მეტყვი.
ოდეტამ სილა გააწნა. ტკაცუნის ხმა კარგა ხმამაღლა გაისმა.

70
‒ ახ, ეგრე?! ‒ იბღავლა მთვრალმა და ხელები შემოხვია, ცდი-
ლობდა ეკოცნა.
უნდა ჩავრეულიყავი. ოდეტა მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. ჭკუა
ეყო და არ დაუყვირია.
‒ „პაკარდის“ უჯრაში ყოველთვის მედო მძიმე ფარანი. ამოვიღე.
იმხელა იყო, ხელკეტად გამოდგებოდა.
ავტოსადგომზე ბნელოდა. კაცს უკნიდან მივუახლოვდი. ისე
ვნერვიულობდი, კრიჭაშეკრულს ფილტვებიდან სტვენით ამომდიო-
და ჰაერი.
ოდეტამ გათავისუფლება მოახერხა. მთვრალმა შემამჩნია და
მოტრიალდა.
ფარანი თავში ჩავცხე. მუხლებზე დაეშვა. მერე ფეხებზე წამეტა-
ნა, მაგრამ ყბაში გვარიანი წიხლი ვუთავაზე და კეფით გაეკრო ქვა-
ფენილს...
– ჩემს მანქანაში ჩაჯექი! ‒ ვუბრძანე ოდეტას. მე შენით წამო-
ვალ!
‒ ხომ არ მოკალი?!
‒ ჩქარა!
„კარერასთან“ მივირბინე, ჩავჯექი და ძრავა ავამუშავე. ამ დროს
რესტორნიდან ვინმე რომ გამოსულიყო და მიწაზე გართხმული ადა-
მიანი შეენიშნა, მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.
მანქანას რომ ვაბრუნებდი, „პაკარდის“ სტარტერის ზუზუნი გავი-
გონე. დავიცადე, ოდეტა წინ გავუშვი და უკან მივყევი.
იმდენი გამჭრიახობა კი ეყო, ნაპირის გასწვრივ მიმავალი გზა
აერჩია. ერთი მილის გავლის შემდეგ გადავუსწარი და ვანიშნე ‒ გა-
აჩერე-მეთქი.
გზა ცარიელი იყო. მანქანიდან გადმოვედი და „პაკარდთან“ მი-
ვირბინე.
‒ გადაიცვი! ‒ ვუთხარი ოდეტას. — მერე ლოუნ-ბეის ავტოსად-
გომამდე უკან გამომყვები. დროზე!
‒ მაგრად დაარტყი? – მკითხა მან და ხელი უკანა სკამზე დაგდე-
ბული კაბისკენ გაიწვდინა.

71
– მაგაზე ნუღარ ფიქრობ! დაივიწყე!
„კარერასთან“ დავბრუნდი, მანქანაში ჩავჯექი და გზას მივაჩერ-
დი, ოფლად ვიღვრებოდი და ღმერთს ვევედრებოდი, შემთხვევითმა
მგზავრმა არ შეგვამჩნიოს-მეთქი.
ხუთი წუთის შემდეგ, რომელიც მარადისობად მომეჩვენა, ოდე-
ტამ დამისიგნალა და უკან მივიხედე. ხელი დამიქნია. ძრავა ავამუ-
შავე და ლოუნ-ბეისკენ გავქანდი. ახლა ოდეტა მომყვებოდა უკან.
საათს დავხედე. აეროპორტში დროზე მივასწრებდით. ლოუნ-
ბეიდან ორი მილიღა გვქონდა გასავლელი. მთვრალი კაცი გამახ-
სენდა, ნეტავ მეტისმეტი ხომ არ მომივიდა? როცა მოსახდენი უკვე
მომხდარი იყო, თავში გამიელვა, იქნებ ეს ყველაფერი კარგიცაა-
მეთქი: თუ პოლიციელები ოდეტას დაკითხვას დაიწყებდნენ, ეს შემ-
თხვევა მის ჩვენებებს უფრო სარწმუნოს გახდიდა. მთავარია, იმ უბე-
დურისთვის თავის ქალა არ ჩამენგრია, რამდენი ეგეთი ამბავი მქო-
ნდა წაკითხული სასამართლო ქრონიკაში!
ლოუნ-ბეის ავტოსადგომზე მუდამ ბევრი მანქანა იდგა. ამიტო-
მაც გადავწყვიტე, „კარერას“ აქ დატოვება თავისუფლად შემიძლია-
მეთქი. არ მეშინოდა, რომ მანქანას ვინმე განსაკუთრებულ ყურად-
ღებას მიაქცევდა. სადგომს მივუახლოვდი და ოდეტას ვანიშნე, გზი-
დან გადმოეხვია.
გაჩერებულ მანქანებს შორის ფართო დერეფანი რჩებოდა. ფა-
რები ენთო და დერეფანს ნელა მივუყვებოდი, თავისუფალ ადგილს
ვეძებდი.
სრულიად მოულოდნელად, ამ დერეფანში გვერდიდან რაღაც
მანქანა შემოგორდა. გაბარიტები არ ენთო. ისე უეცრად გამოჩნდა,
შეჯახებას ვერაფრით ავირიდებდი. მისი უკანა ბამპერი ჩემს მარჯვე-
ნა ფრთაზე აღრჭიალდა.
ასეთი რამ კი ნამდვილად არ მქონდა გათვალისწინებული. ახლა
ეს ვიღაც ბრიყვი გვარსა და მისამართს მკითხავდა და ოდეტას მან-
ქანის ნომერსაც ჩაიწერდა. არადა, საჭეს მე ვუჯექი, არ მკითხავ-
დნენ, რატომ და როგორო.
მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა.

72
ბედად, იქაურობა განათებული არ იყო. მეც ჩავაქრე ფარები,
ჩია, მელოტი კაცი მომიახლოვდა. მის სახეს ცუდად ვხედავდი, ამ-
დენად, ვერც ის გაარჩევდა ჩემსას.
‒ მაპატიეთ,‒ თქვა ხმაათრთოლებულმა. ‒ ვერ შეგნიშნეთ, დამ-
ნაშავე ვარ.
კაცს ფეხდაფეხ ქალი მოჰყვა. ქოლგა გაშალა და მანქანას მოად-
გა.
‒ არაფერი დამნაშავე შენ არა ხარ, ჰერბერტ! ‒ ბრაზიანად აჭ-
ყვიტინდა ქალბატონი, აქ ასეთი სიჩქარით არ უნდა დაქროდნენ. ნუ
ამბობ, ჩემი ბრალიაო!
‒ ცოტა წინ გასწიეთ მანქანა, ვთხოვე კაცს. ბამპერი ჩემს ფრთა-
საა გამოდებული.
‒ ადგილიდან არ დაიძრა, ჰერბერტ. პოლიციას უნდა გამოვუძა-
ხოთ!
ცივმა ოფლმა დამასხა.
‒ ვერ გაიგეთ, რა გითხარით? გასწიეთ თქვენი ოხერი მანქანა! ‒
ვუყვირე მე.
‒ არ გაბედოთ ჩემს ქმართან ასე ლაპარაკი! ‒ მეცა დედაკაცი.‒
თქვენ თვითონა ხართ დამნაშავე, მისტერ! ვერ შემაშინებთ!
დრო გადიოდა. ერთადერთი გამოსავალი მრჩებოდა, საჭე მო-
ვატრიალე და „გაზის“ პედალს ფეხი დავაჭირე.
„კარერა“ ადგილს მოსწყდა. მეორე მანქანის ბამპერი ღრჭი-
ალით მოშორდა და ჩემი ფრთის ნაწილიც თან გაიყოლა. ქალის ყვი-
რილი გავიგონე:
‒ ნომერი ჩაიწერე ჰერბერტ!
სადგომის შორეული ბოლოსკენ წავედი, თავისუფალი ადგილი
ვიპოვე, მანქანა დავაყენე და გადმოვედი. ხელთათმანები რომ არა,
საჭიდან ოფლის მოწმენდა მომიწევდა. უკან მოვიხედე.
ქალი ჩემკენ იყურებოდა. კაცი ჩამოვარდნილი ბამპერის აწევას
ცდილობდა.
სადგომიდან გასასვლელი წინ იყო. იქით გავიქეცი. დაუძახებ-
დნენ პოლიციას თუ არა? ავარიაში დამნაშავე ნაღდად ის იყო. ამი-

73
ტომ, იქნებ არც არაფერი ექნათ. თუ არა და, პოლიცია თავისუფლად
დაადგენდა „კარერას“ პატრონის ვინაობას და ინსპექტორებიც და-
ინტერესდებოდნენ, ვინ იჯდა საჭესთან...
„პაკარდისკენ“ თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი და უცებ მთელ
ტანში გამცრა: ნათლად გავიაზრე, როგორ იმსხვრეოდა ჩემი სა-
გულდაგულოდ გათვლილი გეგმა ამდენი შემთხვევითობის გამო.
ჯერ ის მთვრალი, ახლა ‒ ავარია.
ნეტავ კიდევ რა მოულოდნელობები მელოდა წინ?

74
2

მეორე დილით ტელეფონის ზარმა მიხსნა იმ კოშმარისგან, რო-


მელსაც ძილში ვხედავდი.
ბოლომდე არც ვიყავი გამოფხიზლებელი, რომ საწოლზე წამოვ-
ჯექი და საათს შევხედე. რვას ოცი წუთი აკლდა.
ნინა ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. მისი ხმის გაგონე-
ბაზე ისევ ბალიშზე მივდე თავი და ცოტათი მოვეშვი. ხელი თავისთა-
ვად გამექცა სიგარეტის კოლოფისკენ.
სანამ ვუკიდებდი, გონებაში ისევ წუხანდელი ამბები ამომიტივ-
ტივდა. ოდეტა თვითმფრინავში მშვიდობიანად ჩავსვი, ავარიის შე-
სახებ არაფერი მითქვამს. გადავწყვიტე, მისი ნერვები დამეზოგა. ის-
იც საკმარისი იყო, რომ მე დავკარგე მოსვენება. ოდეტა მშვიდად გა-
ემგზავრა, იმ მთვრალთან დაკავშირებული ეპიზოდიც აღარ ახსოვ-
და. აეროპორტის გზაზე დავარწმუნე, არ მომიკლავს-მეთქი, და ეს
შემთხვევა იმანაც ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდო თავიდან. იმან
კი ამოიგდო, მაგრამ მე შავ დღეში ვიყავი, მარტო იმ კაცსა და ავა-
რიაზე ვფიქრობდი.
მანქანაში ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, ყველაფერი კარ-
გად დამთავრდება-მეთქი. მთვრალს მაგრად კი მოხვდა, მაგრამ
ოდეტას თვითონ აეკიდა და ეჭვგარეშეა, ხმას ვერ ამოიღებდა; იმ
მანქანის პატრონი და მისი ცოლიც, ალბათ, პოლიციაში არ წავლენ
‒ მიხვდებიან, ავარია თავიანთი ბრალი რომ იყო-მეთქი.
პალმ-სიტიში დაბრუნებულმა ერთ წყნარ ქუჩაზე ბარს მივაშურე
და ორიოდე ჭიქა გადავკარი. ხალხმრავლობა იყო, წვიმას ეფარე-
ბოდნენ, ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია.
ტელეფონის ჯიხურში შევიკეტე და მალრუს ნომერი ავკრიფე.
პასუხს ველოდი, გული გამალებით მიცემდა. ნეტავ თუ მოასწრო
ოდეტამ სასტუმროში მისვლა? რამდენიმე წამის შემდეგ მსახურის
ხმა გავიგონე.
‒ მისტერ მალრუს სთხოვეთ, ‒ კატეგორიულად მოვითხოვე, ‒
მისი ქალიშვილის დავალებით ვრეკავ.

75
‒ მაპატიეთ, ვინ ლაპარაკობს?
‒ გააკეთეთ, რასაც გეუბნებიან,‒ ვიღრიალე ყურმილში. ‒ მალ-
რუს დაუძახეთ!
‒ ერთი წუთით მოითმინეთ.
მსახური, ეტყობა, გაშტერდა.
გავიგონე, როგორ დადო ყურმილი აპარატის გვერდით. ველო-
დი, ვგრძნობდი, როგორ მენამებოდა სახე და თან ბარის მუშტრებს
გავცქეროდი. ჩემკენ არავინ იყურებოდა.
მშვიდი ხმა ჩამესმა: მალრუ გისმენთ. ვის ვესაუბრები?..
ვერაფერს იტყოდი, ჯერჯერობით რეა სიტყვას ასრულებდა: დამ-
პირდა, ვაიძულებ, ტელეფონთან მოვიდესო, და ასეც მოხდა.
‒ ყურადღებით მომისმინე, ბებერო, ‒ ნელა ვლაპარაკობდი, ყო-
ველი სიტყვა კარგად რომ გაეგონა, შენი ქალიშვილი მოვიტაცეთ.
ხუთასი ათასი დოლარი გვჭირდება. გესმის? ხუთასი ათასი, წვრილი
კუპიურებით. თუ უარს იტყვი ‒ ქალიშვილს დაკარგავ. პოლიცია არ
გარიო საქმეში, გაიგე? ჩვენ ცოცხალი ტყვეები არ გვჭირდება. ქა-
ლიშვილის გადარჩენა თუ გინდა, რასაც გეტყვიან, შეასრულე!
ყურმილი დუმდა. მერე მალრუმ წყნარად თქვა:
‒ გავიგე. რა თქმა უნდა, გადაგიხდით. ფული როგორ გადმოგ-
ცეთ?
აუღელვებელი ჩანდა.
‒ ორშაბათს დაგირეკავ, – ვუთხარი, ფულის შოვნას როდის-
თვის მოახერხებ? ჯობს, არ გააჯანჯლო.
– ხვალისთვის.
‒ ხვალ კვირაა.
– ხვალისთვის-მეთქი.
‒ კარგი. ორშაბათ დილით ზარს ელოდე. გეტყვი, ფული სად უნ-
და მიიტანო, და გახსოვდეს პოლიციას არაფერი აცნობო. ერთი
მცდარი ნაბიჯი ‒ და შენს გოგონას გამოეთხოვები. სადმე, გზისპირა
თხრილში იპოვიან, ოღონდ მანამდე ცოტას გავერთობით...
ყურმილი დავკიდე და ჩემი „პაკარდისკენ“ წავედი. მთელი ეს
საქმე ნამდვილად არ მეამაყებოდა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ

76
უბრალოდ დავალებას ვასრულებდი. თანხა იმდენად სოლიდური
იყო, სულ აღარ ვფიქრობდი ისეთ სისულელეებზე, როგორიც თავ-
მოყვარეობაა. გამიხარდა, ნინა დაძინებული რომ დამხვდა. მე თვი-
თონ იმ ღამეს თითქმის არ მძინებია. ის-ის იყო ჩამთვლიმა, ტელე-
ფონის ზარმა გამაღვიძა.
საუბარს მივაყურადე.
როცა დერეფანში ნინას სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, თავი მო-
ვიმძინარე.
საძინებელი ოთახის კარი გაიღო.
‒ ჰარი... ჯიმი რენიკი რეკავს. შენთან ლაპარაკი უნდა. რაღაც
საჩქარო საქმეა...
ზეწარი გადავიძრე, ნინამ ხალათი გამომიწოდა, შემოვიცვი.
‒ რა მოხდა? ‒ ვკითხე ნინას. ‒ არ გითხრა?
‒ არა. შენ გეძახის.
‒ კარგი. დაველაპარაკები.
სასტუმრო ოთახში გავედი და ყურმილი ავიღე.
‒ ჰარი ვარ.
‒ სალამი, ძმაო, ‒ თქვა რენიკმა.
აღელვებული ხმა ჰქონდა.
‒ სამსახურში მიგიღეს. მგონი, თავიდანვე სენსაციაც გელის.
ოლქის პროკურორისგან გირეკავ. შემიძლია გაგახარო, ას ორმოც-
დაათი დოლარი დაგინიშნეს, პლუს ხარჯების კომპენსაცია, მაგრამ
მთავარი ისაა, რომ საინტერესო საქმე გამოგიჩნდა და თან ‒ საჩქა-
რო. ფელიქს მალრუს სახელი თუ გსმენია? მგონი, მისი ქალიშვილი
მოიტაცეს. თუ ეს მართალია, მაგარი ორომტრიალი ატყდება, იცო-
დე! ახლა სწორედ შენნაირი კაცი გვჭირდება. დროზე წამოდი. ოლ-
ქის პროკურორს შენთან ლაპარაკი უნდა.
ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ვიღაცამ გულზე გაყინული თითები.
‒ მოიცა, ‒ დავიწყე ყოყმანით, ‒ მე ხომ არაფერს დაგპირები-
ვარ?!.
‒ ღმერთო ჩემო! ‒ შესძახა რენიკმა. თუ ამ ამბავთან დაკავშირე-
ბული ჩემი ეჭვები გამართლდა, ეს ისეთი ბომბი იქნება, როგორიც

77
პალმ-სიტიში ჯერ არ აფეთქებულა! შენ რა, განზე გადგომას მოინ-
დომებ?!
ნინა კარში იდგა და თვალს არ მაცილებდა. ხელი ისე გამიოფ-
ლიანდა, ლამის ყურმილი გამისხლტა. ესე იგი, საქმე მაინც გასკდა!
მგონი, მისი ქალიშვილი მოიტაცესო. ოლქის პროკურორთან თუ ვი-
მუშავებ, მათი მოქმედების გეგმა წინდაწინ მეცოდინება. წამიერი
ყოყმანის შემდეგ ვთქვი:
‒ მოვდივარ, ჯიმ.
‒ კიდევ კარგი... იჩქარე, ‒ აბუზღუნდა რენიკი, გელოდები.
ყურმილი დავკიდე.
‒ რა მოხდა, ჰარი? ‒ მკითხა ნინამ.
‒ არ ვიცი. რაღაც მეტისმეტად აგზნებულია. მიზეზი არ მითხრა.
მთხოვა, ოლქის პროკურორთან მიდიო. ას ორმოცდაათს მპირდე-
ბიან, დავთანხმდი.
‒ას ორმოცდაათს! ‒ ნინამ იკივლა და კისერზე ჩამომეკიდა. მა-
კოცა, û ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად აგეწყობოდა. ვიცოდი!
სინაზის გუნებაზე არ ვიყავი. ბეჭებზე მსუბუქად მოვუთათუნე ხე-
ლი და მოვიშორე.
‒ მეჩქარება.
საძინებელ ოთახში შევბრუნდი და ჩავიცვი. გული ისე გამალე-
ბით მიცემდა, სუნთქვაც მიჭირდა. რეას რწმენა უსაფუძვლო აღმოჩ-
ნდა. მალრუმ პოლიციაში მაინც დარეკა. თამაში წავაგე. ორმოცდა-
ათი ათას დოლარს ისევე ვნახავ, როგორც საკუთარ ყურებს, სამა-
გიეროდ ‒ თვეში ას ორმოცდაათი ჩემია.
გავშრი.
ჩემია?..
თუ პოლიცია მოტაცების საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადგენს,
თვალის დახამხამებაში მომისვრიან ამ სამსახურიდან. გადამალუ-
ლმა კასეტებმა შეიძლება სასჯელი ამაცდინოს, მაგრამ სამსახურს
კი ნამდვილად უნდა დავემშვიდობო!..
ცხრას სულ რამდენიმე წუთი იყო გადაცილებული, როცა პროკუ-
რატურაში მივედი. მდივანმა რენიკთან შემიყვანა.

78
– შემოდი, ჰარი, ‒ შემომეგება მასიურ მაგიდასთან მჯდარი რე-
ნიკი. მიხარია, რომ აქ ხარ, არ ინანებ. ოლქის პროკურორი საცაა
მოვა.
სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი და რენიკს გამოწვდილი სი-
გარეტი გამოვართვი.
‒ რის გამო ატყდა ასეთი ხმაური? ‒ ვკითხე ხაზგასმული გულ-
გრილობით. რა მოუვიდა მალრუს ქალიშვილს?
კარზე დააკაკუნეს. მდივანი შემოვიდა.
‒ მისტერ მედოუზი მოვიდა, სერ.
რენიკი წამოდგა.
‒ მედოუზს დაველაპარაკოთ, ‒ მითხრა.
დერეფანში სიტყვა გააგრძელა:
‒ მასთან თავი შეიკავე. წესიერი კაცია, ოღონდ ‒ ცოტა ფხუკიანი
და ბუტია. შენი მაშინდელი ამბები იცის. აღტაცებულია შენი სტატიე-
ბითა და საქციელით. შენ საქმე აკეთე და ყველაფერი რიგზე იქნება.
კართან გაჩერდა, დააკაკუნა და შევიდა.
ჩასკვნილი, მთლად გაჭაღარავებული კაცი ფანჯარასთან იდგა
და სიგარას ეწეოდა. ჩვენს შესვლაზე შემობრუნდა. წვრილი ცისფე-
რი თვალები მომაშტერა. დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნე-
ბოდა. მოწითალო, მსუქანი სახე, მძიმე ყბა, მკაცრი, თხელი ტუჩები
დაუნდობელი პროფესიონალის კლასიკური გარეგნობა ჰქონდა.
‒ეს ჰარი ბარბერია,‒ თქვა რენიკმა.‒ ჩვენი ახალი თანამშრო-
მელი.
მედოუზმა გრილი, მაგარი ხელი გამომიწოდა.
‒ მოხარული ვარ, ‒ მითხრა, ‒ მსმენია თქვენ შესახებ, ბარბერ,
თანაც მხოლოდ კარგი. ხელი ჩამოვართვი.
წვრილი ტუჩებიდან კვამლი გამოუშვა, მაგიდასთან მივიდა და
დაჯდა. მე და რენიკს სკამებზე მიგვითითა.
‒ უიკ-ენდი გამიფუჭეთ,‒ უთხრა რენიკს.‒ ცოლ-შვილთან ერ-
თად ბუნებაში გასვლას ვაპირებდი. რა მოხდა?
რენიკი სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
– შეიძლება, ქიდნეფინგთან გვქონდეს საქმე, სერ, თქვა მან. ‒

79
ვიცოდი, თავიდანვე საქმის კურსში ყოფნას მოინდომებდით. დღეს,
დილაუთენია, მასტერსმა დამირეკა ‒ „კალიფორნიისა და ლოს-ან-
ჯელესის ბანკის“ მმართველმა.
რენიკმა მე გადმომხედა.
‒ ჩვენ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ყველა ბანკი
ვალდებულია შეგვატყობინოს, თუკი ვინმე უეცრად პირადი ანგარი-
შიდან განსაკუთრებულად დიდი თანხის გატანას დააპირებს. ბუნებ-
რივია, ეჭვის საფუძველი ჩნდება ხოლმე. მწარე გამოცდილებით ვი-
ცით, ასეთი ამბავი ხშირად გამოსასყიდის გადახდას უკავშირდება.
დანამულ სახეზე ცხვირსახოცი მოვისვი, მსგავსი არაფერი მი-
ფიქრია.
მასტერსმა შეგვატყობინა, ეს-ესაა მალრუმ დამირეკაო. ბანკის
გაღება და ხუთასი ათასი დოლარის გამზადება უთხოვია. დღეს კვი-
რაა, მასტერსი შეეცადა, მალრუ დაეყოლიებინა, ოპერაცია ხვალამ-
დე გადაედო, მაგრამ იმან დაიჟინა ‒ ფული დაუყოვნებლივ მჭირდე-
ბაო. ამან მასტერსი დააეჭვა და მაშინვე ჩვენ დაგვირეკა.
მედოუზმა თითებით ნიკაპი მოისრისა.
‒ შესაძლოა, მალრუს რაიმე გარიგებისთვის დასჭირდა ნაღდი
ფული.
‒ მეც ასე ვიფიქრე და გადავწყვიტე, გადამემოწმებინა.
რენიკმა ისევ შემომხედა.
‒ ეს შენც უნდა იცოდე, ჰარი, ქიდნეფინგის დროს, ჩვეულებრივ,
მშობლებს ეშინიათ, მოტაცებულ ბავშვს რამე არ მოუვიდეს და
ფულს დაუყოვნებლივ იხდიან, ჩვენთან მოუთათბირებლად. ამიტომ
ვეღარ ვახერხებთ ფულის დანიშვნას. თუ ბავშვი მაინც არ დაუბრუ-
ნეს, მერე მორბიან პოლიციაში და შველას გვთხოვენ. თუმცა, იმა-
თიც მესმის ‒ გამტაცებლები ყველაზე უგულო ხალხია დამნაშავეთა
სამყაროში ‒ მსხვერპლს ყოველთვის აფრთხილებენ, პოლიციის
ჩარევის შემთხვევაში შვილს მოგიკლავთო. ჰოდა, მშობლებიც კი-
დევ უფრო გვირთულებენ საქმეს. სწორედ ამან გვიკარნახა ბანკე-
ბის მმართველებთან საიდუმლო თანამშრომლობის იდეაც. ჩვენ,
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე მოქმედება

80
არ შეგვიძლია, მაგრამ ძალებს კი ვუყრით თავს და უკვე ვემზადებით
იმ წუთისთვის, როცა მშობლები დახმარებას გვთხოვენ.
‒ რა იცით, რომ გოგო მოიტაცეს? — ვკითხე რენიკს.
‒ ჯერ მარტო ის ვიცით, რომ გაქრა. მალრუს მძღოლი ჩვენი კა-
ცია ‒ ვინმე ო’რეილი. როცა მალრუ ამ მხარეში გადმოსახლდა, პი-
რადი მცველი დასჭირდა. ამოდენა ქონების პატრონ ხალხს მოსვე-
ნებას არ აძლევენ ათასნაირი შერეკილები. გვთხოვა, რეკომენდა-
ცია გაგვეწია გამოცდილი ბიჭისთვის, ვინც მძღოლადაც გამოადგე-
ბოდა. ეს ირლანდიელი კარგი პოლიციელი კი იყო, მაგრამ იმხანად
ჩვენთან დამკვიდრებულ წესრიგს ვერ ეგუებოდა. სწორედ მასზე შე-
ვაჩერეთ არჩევანი. უკვე ველაპარაკე ამ დილით. მითხრა, ოდეტა
მალრუ გუშინ საღამოს მეგობარ გოგონასთან ერთად კინოში წას-
ვლას აპირებდაო, მაგრამ ოდეტა კინოთეატრთან არ მისულა და
აღარც შინ დაბრუნებულა.
‒ რა იცის, რომ კინოთეატრთან არ მისულა?‒ იკითხა მედოუზმა.
‒ იმ მეგობარ გოგონას სახლში დაურეკავს.
‒ მალრუს დახმარებისთვის ჩვენთვის არ მოუმართავს?
‒ არა!
რენიკი წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა.
– ბანკთან უკვე ჩემი კაცი დგას. როგორც კი მალრუ ფულს გა-
მოიტანს, მაშინვე მაცნობებენ.
‒ მასტერსი კუპიურების ნომრებს გადაიწერს?
რენიკი მოიღუშა.
‒ არა მგონია. თუ წვრილი კუპიურები მოითხოვეს, ხუთი ათასი
ნომრის გადაწერას დიდი ხანი დასჭირდება.
‒ გოგოს შესახებ რა ვიცით? ხომ არ შეეძლო, ვინმე ბიჭთან ერ-
თად გაპარულიყო?
‒ მაშინ მალრუს ფული რაღაში დასჭირდა?
‒ შანტაჟი?
რენიკმა მხრები აიჩეჩა.
‒ მეეჭვება. უფრო ქიდნეფინგს ჰგავს. რაც შეეხება გოგოს ‒
ოციოდე წლისაა, კარგი გარეგნობის და თავნება. საკუთარი მანქან-

81
ით დაგრიალებს. ბევრჯერ დააჯარიმეს კიდეც სიჩქარის გადაჭარბე-
ბისთვის. მისი თითის ანაბეჭდები გვაქვს, ფოტოები კი გაზეთებიდან
შეგვიძლია გავამრავლოთ.
მედოუზი ჩაფიქრდა.
‒ თუ მართლა მოტაცებაა, პრესა ერთ ამბავს ატეხს.
მერე იმანაც მე შემომხედა.
‒ ეს უკვე თქვენი მოვალეობაა, ბარბერ. პრესა თქვენ გეხებათ.
დამიჯერეთ, ხვალ უამრავი რეპორტიორი მოგვადგება.
კოტიტა თითი მომიშვირა.
– მე მიყვარს საჯაროობა, ბარბერ, ოღონდ ‒ ჩვენთვის ხელსაყ-
რელ ფარგლებში, გასაგებია? იზრუნეთ იმაზე, რომ საჯაროდ არ გა-
მამათრახონ. სწორედ ამაში გიხდით ფულს. ამგვარი მოტაცება სენ-
საციას გამოიწვევს და ხვალ მთელი ქვეყანა პალმ-სიტიზე ილაპარა-
კებს. საქმე მეტისმეტად საპასუხისმგებლოა, ბარბერ, ამიტომ შევა-
ჩერეთ არჩევანი თქვენზე.
‒ გასაგებია, ‒ ვთქვი მე.
მედოუზი რენიკისკენ შეტრიალდა, ის ჯერ კიდევ ნაბიჯ-ნაბიჯ ზო-
მავდა კაბინეტს.
‒ გოგოს მანქანაც გაქრა?
რენიკმა თავი დაუქნია.
‒ დიახ. თეთრი „კარერა“. ო’რეილიმ ნომერი ჩამაწერინა.
‒ უნდა მოვძებნოთ. ბიჭებს დაავალეთ. მალრუს დარეკვამდე სხ-
ვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. კომისარს თვითონ დაველა-
პარაკები. თქვენ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმიხედეთ.
ლუკმას ნურც იმათ წავართმევთ.
‒ გასაგებია, სერ.
‒ კარგი, ჯერჯერობით სულ ესაა.
ისევ შემომხედა.
‒ დროებით თავისუფალი ხართ, ბარბერ. ოღონდ ყოველ ორ სა-
ათში რენიკს დაურეკეთ ‒ იქნებ რამე მოხდეს. შევთანხმდით?
სკამიდან წამოვდექი.
– რა თქმა უნდა, – მივუგე და მცირე ყოყმანის შემდეგ მაინც ვკ-

82
ითხე:
‒ არ შეგვიძლია, მალრუს თვალი გავადევნოთ, ფულს სად მიი-
ტანს?
მედოუზმა თავი გააქნია.
‒ მაგის უფლება ვინ მოგვცა?.. თითსაც ვერ გავანძრევთ, სანამ
არ გვთხოვენ. დავუშვათ, თვალთვალი დავუწესეთ, გამტაცებლებმა
კი იყნოსეს და გოგო იქვე გაასაღეს, მერე როგორ მოვიქცეთ? ‒ მა-
სეთ რისკზე არ წავალ. მალრუს დარეკვამდე არავითარი თვითშე-
მოქმედება.
ესე იგი, კიდევ მაქვს-მეთქი შანსი, გავიფიქრე, თან თავს ვუქნევ-
დი.
‒ ყველაფერი გასაგებია, სერ... ჯიმ, ზუსტად თორმეტზე დაგირე-
კავ.
კარისკენ დავიძარი. მედოუზმა ტელეფონის ყურმილი აიღო. რე-
ნიკი მეორე აპარატს დასწვდა.
ოთახიდან გამოვედი და რეა მალრუსთან დათქმულ პაემანზე გა-
ვემართე.

83
თავი VI

ისტ-ბიჩისკენ მიმავალს გზაში გამიწვიმდა და ქარიც გაძლიერ-


და, ზღვაზე ტალღებს ქაფი მოედო. პლაჟზე სანებივრო ამინდი ნამ-
დვილად არ იყო და სანაპიროზეც კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მანქანა
ბილ ჰოლდენის ფასიან ავტოსადგომზე გავაჩერე.
კოტეჯში შევედი, კარი ჩავკეტე და ტელეფონით ლოს-ანჯელესის
„რიჯენტ ოტელი“ შევუკვეთე. რამდენიმე წუთის შემდეგ ყურმილში
ოდეტას ხმა გაისმა.
‒ ჰარი ვარ, ‒ ვუთხარი. ‒ ვუთხარი. ‒ საქმე მთლად კარგად ვე-
რაა. ტელეფონში ყველაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ნომრიდან არა-
ვითარ შემთხვევაში არ უნდა გახვიდე. მოგვიანებით კიდევ დაგირე-
კავ. როგორც ჩანს, ხვალ დაბრუნდები.
ვიგრძენი, როგორ გაინაბა.
‒ იმ მთვრალის ამბავია?
‒ არა. უარესი. ის ხალხი, ვინც მოგვიანებით შეიძლებოდა ჩა-
რეულიყო, უკვე ფეხზე დადგა.
– ახლა რა ვქნათ?..
‒ ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა მოხდეს, ჯერჯერობით ოთახი-
დან ცხვირი არ გაყო.
‒ მაინც, რა მოხდა? ‒ ხმაზე შიში ეტყობოდა.‒ არ შეგიძლია
ამიხსნა?
‒ ტელეფონით არა. ნომერში დაეტიე და არსად გახვიდე. საღა-
მოს დაგირეკავ.
ყურმილი დავკიდე.
მეცოდებოდა, მაგრამ ზედმეტი ლაპარაკისაც შემეშინდა. დარ-
წმუნებული არ ვიყავი, რომ სასტუმროს ტელეფონისტი არ გვისმენ-

84
და. ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. პლაჟი ცარიელი იყო,
წვიმის მძიმე წვეთები ქვიშას ეტყეპებოდა. სიგარეტს მოვუკიდე და
ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი.
პოლიციისთვის მალრუს ჯერჯერობით არ მიუმართავს, მაგრამ
თუ ფრთამოგლეჯილ „კარერას“ იპოვიან, მასთან მისასვლელი სა-
ბაბი გაუჩნდებათ და შეიძლება, აღიაროს კიდეც, რომ მისი ქალიშ-
ვილი სადღაც გაქრა.
უეცრად, ფანჯრიდან აქეთ მომავალ რეას მოვკარი თვალი. შავი
ლაბადა ეცვა, ხელში ქოლგა ეჭირა. ვინმეს რომც შეემჩნია, არა
მგონია, ეცნო ‒ ქოლგა მთლიანად უფარავდა სახეს.
კიბეს ამოუყვა, კარი გავუღე.
‒ ბანკში წავიდა ფულის ასაღებად, — მითხრა რეამ, თან ქოლგა
დაკეცა და დაბერტყა. ვუთხარი, ეკლესიაში მივდივარ, ოდეტასთვის
უნდა ვილოცო-მეთქი.
რწმენის საკითხებში მოვიკოჭლებ, მაგრამ ასეთმა გულგრილმა
მკრეხელობამ ამ დედაკაცის მიმართ აღშფოთების მაგვარი გრძნო-
ბა მაინც გამიჩინა.
‒ როდის აპირებთ ფულის გამორთმევას?‒ მკითხა, თან სველ
ლაბადას იხდიდა.
მერე სავარძელთან მივიდა და დაჯდა.
‒ დარწმუნებული არ ვარ, იმ ფულს ოდესმე საერთოდ თუ ვნა-
ხავთ, ‒ მივუგე მე.
გახევდა, მზერა გაეყინა.
‒ მაგით რისი თქმა გინდათ?
‒ შეიძლება, ამ ამბავმა გაგაოცოთ, ვთქვი და მეც სავარძელში
ჩავეშვი,‒მაგრამ ბანკის მმართველმა და თქვენი მეუღლის მძღოლ-
მა გამოიჩინეს ინიციატივა. პოლიციამ უკვე იცის, რომ ოდეტა მო-
იტაცეს.
სილა რომ გამერტყა, ალბათ ნაკლები ეფექტი იქნებოდა.
‒ ტყუილია!
სავარძლიდან წამოხტა, სახე მიტკალივით გაუფითრდა, თვა-
ლებში ცეცხლი გაუკრთა.

85
‒უბრალოდ, შეგეშინდათ! ფულის გამორთმევის გეშინიათ!
‒ ვითომ?
‒ მეც პანიკაში ვიყავი, მაგრამ იმისი შიში და გაცოფება აქეთ და-
მეხმარა, თავს მოვრეოდი.
‒ ამ დილით ბანკის მმართველმა, ვინმე მასტერსმა, ოლქის პრ-
ოკურორის თანაშემწეს დაურეკა და უთხრა, რომ თქვენს ქმარს საჩ-
ქაროდ დასჭირდა ხუთასი ათასი დოლარი. ბანკის ადმინისტრაცია
თურმე ვალდებულია, პოლიციას აცნობოს, თუკი ვინმეს მოულოდ-
ნელად გააქვს დიდი თანხა, თანაც ‒ წვრილი კუპიურებით. პოლი-
ციაც ავტომატურად იმ ჰიპოთეზით ხელმძღვანელობს, რომ ფული
პატრონს გამოსასყიდის გადასახდელად დასჭირდა.
‒ რა იცით? ‒ გამყინავი ხმით იკითხა.
ჩემი ახალი სამსახურის შესახებ ვუთხარი და ოლქის პროკუ-
რორთან საუბარიც არ დამიმალავს. რენიკი უკვე თქვენს მძღოლსაც
ელაპარაკა. ო’რეილი ყოფილი პოლიციელია. მან უთხრა რენიკს,
ოდეტა გუშინ საღამოს ამხანაგს არ შეხვედრია და არც შინ დაბრუ-
ნებულაო. ოლქის პროკურორმა ფაქტები ერთმანეთს გადააბა და
შესაბამისი დასკვნის გამოტანაც არ გასჭირვებია. დარწმუნებულია,
ოდეტა მოიტაცესო, და დიდი სენსაციისთვის ემზადება.
რეამ ხელები თავზე წაივლო და ისევ დაჯდა. მომხიბვლელობა
მთლად დაკარგა, შიშმა და უძლურმა გააფთრებამ სახე დაუმანჭა.
‒ რა უნდა ვქნათ? ‒ როგორც იქნა, ამოღერღა.
მერე სავარძლის სახელურს მუშტით ცემა დაუწყო.
‒ ფული მჭირდება!
‒ აკი გაფრთხილებდით, ‒ ვუთხარი. ‒ პოლიციის სათვალავი-
დან ამოგდება არაფრით არ შეიძლებოდა.
‒ რა მნიშვნელობა აქვს, რას მეუბნებოდით?! ახლა რა ვქნათ?
‒ ჯობს, ყველაფერი ბოლომდე მოისმინოთ; იქნებ მაშინ უკეთ
გადაწყვიტოთ, რა უნდა ვქნათ.
დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი მთვრალზეც, ავარიაზეც,
ისიც ვუთხარი, პოლიცია უკვე „კარერას“ ეძებს-მეთქი. ისიც ვუთხა-
რი, მანქანა თუ იპოვეს, თქვენს ქმარს ესტუმრებიან და ერთ- ორ შე-

86
კითხვას დაუსვამენ-მეთქი.
გაუნძრევლად იჯდა, ხელები მუხლებშუა მოემწყვდია.
‒ აი, ასეთი ამბებია, ‒ ვთქვი მე. ვთქვი მე. ‒ მეორე მხრივ, ოლ-
ქის პროკურორი მანამდე არაფერს მოიმოქმედებს, სანამ თქვენი
ქმარი არ სთხოვს დახმარებას. მისტერ მალრუს თვალთვალს ვერ
გაბედავენ, როცა ბანკიდან ფულს წამოიღებს. ყველაფერი თქვენს
ქმარზეა დამოკიდებული. გამოუტყდება პოლიციელებს, ოდეტა მო-
იტაცესო, თუ მანქანის თაობაზე ჰკითხავენ?
ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით შეისუნთქა ჰაერი, თვალებით მჭამ-
და.
– ამას ეძახით პროფესიონალიზმს?! ‒ ლამის წონასწორობიდან
იყო გამოსული. ‒ეგ არის თქვენი მახვილგონივრული გეგმა?! ნუთუ
ეჭვი გეპარებათ, რომ ისეთ ჯურღმულში, როგორიც „მეკობრეების
ქოხია“, ვიღაც აუცილებლად აეკიდებოდა?
უხმოდ შევცქეროდი.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ალაპარაკდა:
‒ რას ჩამომჯდარხართ აქ და რას მიყურებთ ზომბივით?! თქვით,
რა ვქნათ?
‒ თქვენზეა დამოკიდებული,‒ მივუგე.‒თუ ქმარს დაიყოლი-
ებთ, რომ პოლიციაში არ დარეკოს, თამაშის გაგრძელებას კიდევ
აქვს აზრი, ოღონდ გაფრთხილებთ: როცა ოდეტა დაბრუნდება, პო-
ლიცია უეჭველად ჰკითხავს, მანქანა სად დაამტვრია.
‒ მე ფული მჭირდება!
‒ თუ თქვენი ქმარი პოლიციაში არ დარეკავს...
‒ არ დარეკავს.წუხელ თქვენთან ლაპარაკის შემდეგ თქვა, პო-
ლიციას მაინც არ ვთხოვ დახმარებასო. მე კრინტის დაძვრაც არ
დამჭირვებია. ოღონდ კი ოდეტა დაუბრუნონ და, ფულზე ვაჭრობას
არ დაიწყებს.
‒ თუ დარწმუნებული ხართ, რომ მისტერ მალრუს არაფერი წა-
მოსცდება, მაშინ ჯერ ყველაფერი არ დაგვიკარგავს.
‒ დარწმუნებული ვარ.
მაჯის საათს დავხედე. ზუსტად თორმეტის ნახევარი იყო.

87
‒ გავიგებ ერთი, როგორ მიდის საქმე, ‒ ხელი ტელეფონისკენ
გავიწვდინე და რენიკის ნომერი ავკრიფე. თითქმის მაშინვე მიპასუ-
ხა.
‒ რა არის ახალი? გჭირდები? ‒ ვკითხე რენიკს.
‒ ჯერჯერობით არაფერი, უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.‒ მანქანა
ვერ ვიპოვეთ. ათი წუთის წინ მალრუმ ბანკიდან ფული წაიღო. ძფბ-
ს აგენტები ყალყზე დგანან. სამზე კიდევ დარეკე. მაგ დროისთვის
ალბათ ვიპოვით მანქანას.
დავპირდი, დაგირეკავ-მეთქი, და ყურმილი დავკიდე. რეა
თვალს არ მაშორებდა.
‒ მანქანა ჯერჯერობით არ უპოვიათ. თუ გაგვიმართლა, საერ-
თოდაც ვერც მიაგნებენ, – ვთქვი მე. ‒ახლა კი მოდით, ოდეტას წე-
რილს მივხედოთ.
საფულიდან კონვერტი ამოვიღე, წინდაწინ ცელოფანში გახვე-
ული, ზედ თითის ანაბეჭდები რომ არ დარჩენილიყო.
‒ ფოსტას როგორ იღებთ ხოლმე?
‒ ჭიშკართან ყუთი კიდია.
‒ შინ რომ მიხვალთ, ეს კონვერტი ყუთში ჩააგდეთ. ‒ ფრთხი-
ლად, არავინ დაგინახოთ. აქ წერია, ხვალ ფული როგორ უნდა გად-
მოგვცენ.
კონვერტი გამომართვა და ხელჩანთაში შეინახა.
– ესე იგი, თამაშიდან არ გადიხართ? ‒ მკითხა რეამ.
‒ თუ არ ვცდები, ფულს სწორედ ამაში მიხდით... ყოველ შემ-
თხვევაში, ახლა ჩემი ახალი სამსახურის წყალობით, მოწინააღმდე-
გის სვლებს მაინც გავიგებ წინასწარ. თუ სიტუაცია გაუარესდება, გა-
გაფრთხილებთ. მოკლედ, ასეთი გეგმა მაქვს: ოდეტას ვურეკავ და
ვეუბნები, ხვალ საღამოს, თერთმეტსაათიანი რეისით დაბრუნდეს.
დაახლოებით პირველ საათზე აქ, პლაჟზე მოვა და კოტეჯში დაიც-
დის. ამასობაში თქვენი ქმარი ისტ-ბიჩ-როუდს გაუყვება მანქანით.
გზაზე მოციმციმე შუქს დაინახავს და იქვე, შორიახლოს დააგდებს
დიპლომატს. სამის ნახევარზე იმ ფულს ავიღებ, მალრუ კი ლოუნ-
ბეიში გაემგზავრება ოდეტასთან შესახვედრად. ჩვენ ფულს გავიყო-

88
ფთ. მისტერ მალრუ ქალიშვილს დათქმულ ადგილას ვერ ნახავს და
შინ დაბრუნდება. თქვენც და ოდეტაც უკვე იქ დახვდებით. ქმარს ეტ-
ყვით ‒ ოდეტა შენი წასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნ-
დაო. ოდეტა მაგრად გამოვცადე ‒ მოახერხებს, მამამისი ლეგენდის
უტყუარობაში დაარწმუნოს. ესაა და ეს.
ცოტა ხნით ჩაფიქრდა, მერე თავი დამიქნია.
‒კარგი... ესე იგი, ხვალ ღამით, სამს რომ თხუთმეტი დააკლდე-
ბა, აქ ვიკრიბებით.
‒ ო’რეილის ერიდეთ, ‒ ვთქვი მე. – არ უნდა დაინახოს, როგორ
გამოხვალთ შინიდან. ეგ ბიჭი ყველაფერს, რასაც კი იყნოსავს, და-
უყოვნებლივ ოლქის პროკურორს შეატყობინებს. ფხიზლად იყავით.
რეა წამოდგა.
‒ გასაგებია.
‒ კეთილი. ჰო, ფული მჭირდება, კოტეჯის ქირა უნდა გადავიხა-
დო. ორმოცდაათი დოლარი მეყოფა.
ფული გამომიწოდა.
‒ იცოდეთ, ხვალინდელ ღამეს... ‒ დავაპირე რაღაცის თქმა.
‒ დიახ, ‒ მოკლედ მომიჭრა რეამ.
რაღაცამ დამაფრთხო მის ხმაში, ოღონდ ვერ მივმხვდარიყავი,
კერძოდ რამ.
‒ ო’რეილის ერიდეთ, ‒ გავიმეორე ისევ.
შემომხედა.
‒ დარწმუნებული ხართ, რომ საქმეს თავს გაართმევთ?
‒ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელსაც არ მოვკიდებდი.
‒ სიგიჟემდე მჭირდება ფული, ‒ თქვა მან. – იმედია, მაშოვნი-
ნებთ ‒ ხომ იცით, არც თქვენ დარჩებით გულნაკლული.
კართან მივიდა, ქოლგა გაშალა და წვიმაში შეაბიჯა. თვალი გა-
ვაყოლე. რაღაც სიყალბეს ვგრძნობდი ამ ქალში.
როცა მისი მანქანა დაიძრა, ბილ ჰოლდენის კანტორისკენ გავი-
ქეცი. ფული გადავუხადე.
‒ როგორ მიდის საქმე, მისტერ ბარბერ? ‒ მკითხა ბილმა და
ქვითარი გამომიწოდა.

89
ერთი-ორი წამი დაბნეული მივჩერებოდი, უცებ ვერ მივხვდი,
რას გულისხმობდა. მერე ბრიყვულად გავუღიმე.
‒შესანიშნავად, ‒ მივუგე. ‒ ერთი დღე კიდევ დავრჩები. საწინა-
აღმდეგო ხომ არ გაქვს რამე?
‒ რას ბრძანებთ, მისტერ ბარბერ?!
მოღუშულმა ფანჯარაში გაიხედა.
‒ რა ამინდია! გამაკოტრებს და ეგ იქნება. არა, ერთი შეხედეთ,
რა ხდება!
‒ ხვალ გამოიდარებს, ‒ ვანუგეშე. – გული არ გაიტეხო.
იქიდან ისევ კოტეჯში დავბრუნდი.
ორ საათამდე როგორღაც მოვკალი დრო, მერე უახლოეს სასა-
უზმეში შევედი და ბუტერბროდებით წავიხემსე. კოტეჯიდან ნინას
დავურეკე გავაფრთხილე, არ ვიცი, შინ როდის დავბრუნდები-მეთ-
ქი.
‒ სამსახურში მოეწყვე, ჰარი?
‒ კი, მოვეწყვე, ‒ ვახარე ცოლს. ‒ ახლა საქმიანი კაცი ვარ. აღა-
რაფერი გვაქვს საგანგაშო.
მინდოდა, საკუთარი სიტყვები თვითონაც დამეჯერებინა.
‒ როგორ მიხარია!
ისეთი ხმა ჰქონდა, ისევ უკანასკნელ არამზადად ვიგრძენი თავი.
‒ ასე საჩქაროდ ვის რაში დასჭირდი?
‒ მოვალ და გიამბობ. ტელეფონში სალაპარაკო არ არის.
‒გელოდები, ჰარი.
‒ ვეცდები, არ დავიგვიანო.
სამს ხუთი აკლდა, როცა რენიკის ნომერი ავკრიფე. მაშინვე არ
აუღია ყურმილი.
‒ ჰარი? სწორედ დროულად გამოჩნდი!
მისმა აგზნებულმა ხმამ ყური მომჭრა.
‒ მანქანა ვიპოვეთ! ლოუნ-ბეის ავტოსადგომი იცი? იქ გელოდე-
ბი. სწრაფად!
ყელი გამიშრა, გული საგულედან ამოხტომას ლამობდა.
‒ მოვდივარ-მეთქი, ‒ ძლივს ამოვღერღე...

90
2

თეთრ „კარერასთან“ სახეღაჟღაჟა, ჩასუქებული პოლიციელი


იდგა. რენიკი და ჩემთვის უცნობი ორი დეტექტივი მანქანას ათვა-
ლიერებდნენ. ამასობაში წვიმამ გადაიღო, ღრუბლებიდან მზემ გა-
მოაჭყიტა.
‒ ნახე, ჰარი, როგორ გაგვიმართლა, ‒ გვერდი რა დღეშია, ‒
დანახვისთანავე მახარა რენიკმა.
დეტექტივებმა შემომხედეს.
‒ ნამდვილად მისი მანქანაა? ‒ ვკითხე ეჭვით.
‒ ნომერიც ემთხვევა და აღწერილობაც.
მერე კოლეგებს მიუბრუნდა:
‒ თითების ანაბეჭდები აიღეთ და მანქანა ადგილიდან არ დაძ-
რათ. როცა მორჩებით, მომახსენეთ.
‒ ახლა მალრუსთან მივდივარ, ‒ ისევ ჩემთან გააგრძელა საუბა-
რი, ‒ შენც წამომყევი. მანქანის დაზიანებული გვერდი მასთან საუბ-
რის შესანიშნავი საბაბია. შენი მანქანით წავიდეთ, მერე პროკურა-
ტურაში დამტოვე.
ნეტავი რეას გაფრთხილება შემძლებოდა! მაგრამ ამას ნამდვი-
ლად ვეღარ მოვახერხებდი. მალრუ ლოუნბეიდან ათი წუთის სა-
ვალზე ცხოვრობდა.
სახლს მაღალი გალავანი ერტყა გარს, გალავნის მიღმა სახლი
არც ჩანდა. როცა მანქანა მასიურ ჭიშკართან გავაჩერე, ჯიხურიდან
ნაცრისფერფორმიანი, მხარბეჭიანი ჯეელი გამოვიდა.
‒ ოდეტა მალრუს ნახვა გვინდა,‒ უთხრა რენიკმა.
‒ შინ არ არის, ‒ თავი გააქნია კაცმა.
‒ სად შეიძლება ვნახოთ?
‒ ვერ გეტყვით.
‒ იქნებ, მისტერ მალრუს დავლაპარაკებოდით?
‒შეხვედრაზე წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ.
რენიკმა პირადობის მოწმობა ამოაძვრინა.
‒ პოლიციიდან ვართ. საჩქარო საქმეზე მოვედით.

91
კაცს სახე შეეცვალა.
‒ ეგ სხვა საქმეა, ცოტა ხანს მოიცადეთ.
ჯეელი ჯიხურში გაუჩინარდა. ფანჯრიდან ჩანდა, ტელეფონზე
ლაპარაკობდა. წუთის შემდეგ გამოვიდა და ჭიშკარი გააღო.
‒ მობრძანდით, სერ.
ყვავილნარსა და მდელოებს შორის დატოვებულ ქვიშიან გზას
გავუყევით. ნაირ-ნაირი ფერი თვალს ახარებდა. როგორც იქნა, სახ-
ლიც დავინახეთ. შენობის წინ შადრევანი იყო. მთელი ეს სურათი
სავსებით შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენას, თუ როგორი უნდა ყო-
ფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის საცხოვრებელი.
‒ კარგია,‒ თქვა რენიკმა, როცა მანქანა მბზინავი „როლს-როი-
სის“ გვერდით, ბეტონის ბაქანზე დავაყენე. ‒ მე მგონი, ასეთ ბუდეზე
არც შენ იტყოდი უარს.
‒ ალბათ, ‒ ვუპასუხე და რენიკის კვალდაკვალ კიბის საფეხუ-
რებს ავუყევი.
ისე ვღელავდი, ხუმრობის თავიც არ მქონდა. ახლა მალრუს ნათ-
ქვამზე ეკიდა ჩემი და ორმოცდაათი ათასის ბედი.
კართან მსახური გველოდებოდა. ხანში შესული, ქედმაღლური-
ერიანი კაცი იყო.
‒ ლეიტენანტი რენიკი ვარ, პოლიციიდან, ამცნო რენიკმა. ‒ მის-
ტერ მალრუსთან ლაპარაკი მინდა.
– აქეთ მობრძანდით.
მოსამსახურე წინ გაგვიძღვა, მეორე შადრევნით დამშვენებული
გზა გაგვატარა და ზღვის მხარეს გასასვლელ ტერასაზე გაგვიყვანა.
სავარძელში მოკალათებული რეა ჟურნალს ფურცლავდა. ფეხის
ხმის გაგონებაზე თავი ასწია, მზის სათვალე ეკეთა.
მეორე სავარძელში მაღალი, გამხდარი კაცი იჯდა. თეთრი შარ-
ვალი და წითელზოლებიანი სპორტული სვიტერი ეცვა. ვიფიქრე,
ესაა მალრუ-მეთქი. წარმოსადეგი კაცი იყო, ჭაღარა, ცოცხალთვა-
ლებიანი. უკურნებელი სენით შეპყრობილ ავადმყოფს არ ჰგავდა.
‒ მისტერ მალრუ ბრძანდებით? ‒ წარმოთქვა რენიკმა და გაჩერ-
და.

92
‒ დიახ, მე ვარ. დაბრძანდით. რით შემიძლია გემსახუროთ?
მშვიდი და გულგრილი ხმა ჰქონდა.
‒ ეს ჩემი კოლეგაა, ჰარი ბარბერი, ‒ ჩემი თავი გააცნო რენიკმა.
მალრუს არც ხმაზე და არც სახის გამომეტყველებაზე არ შესტყო-
ბია, რომ ჩვენმა სტუმრობამ გაახარა.
‒ ოდეტა მალრუს ნახვის იმედი მქონდა. გვითხრეს, შინ არ არი-
სო.
‒ დიახ. რაშია საქმე?
‒ თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მისტერ მალრუ,‒ ხმა დაითაფ-
ლა რენიკმა, მაგრამ ავარიის საქმეს ვიძიებ, წუხელ მანქანამ ქალი
გაიტანა. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძღოლი შემ-
თხვევის ადგილიდან მიიმალა და მთელი დღეა, მანქანებს ვამოწ-
მებთ. თქვენი ქალიშვილის მანქანა ლოუნ-ბეიში იპოვეს, ავტოსად-
გომზე. გვერდი აქვს დაზიანებული. გვინდოდა, დაწვრილებით გაგ-
ვეგო, როდის და სად დააზიანა.
მისტერ მალრუს შევხედე და ცივმა ოფლმა დამასხა. ეტყვის თუ
არ ეტყვის, ჩემი ქალიშვილი წუხელ მოიტაცესო? სახეზე არაფერი
ეტყობოდა. ჩაფიქრებული შესცქეროდა რენიკს, თუმცაღა, ყოველ-
გვარი ინტერესის გარეშე.
‒ ჩემს ქალიშვილს ვინმე რომ გაეტანა, არ მიატოვებდა და არ
გაიქცეოდა. მე მგონი, მეგობართანაა სტუმრად წასული. ზუსტად
რომელთან ‒ ვერ გეტყვით. ახლა ახალგაზრდები მშობლებს ანგა-
რიშს აღარ აბარებენ...
რეასკენ გამექცა თვალი. ჟურნალს ფურცლავდა და თითქოს
საუბარს საერთოდ არ უგდებდა ყურს.
‒ როდის დაბრუნდება? ‒ ჰკითხა რენიკმა მალრუს.
‒ ალბათ, რამდენიმე დღეში. თვითონ დაველაპარაკები. დარ-
წმუნებული ვარ, იმ უბედურ შემთხვევასთან არავითარი კავშირი
არა აქვს.
– სერ, ხომ ვერ აგვიხსნით, როგორ აღმოჩნდა მისი მანქანა ლო-
უნ-ბეის ავტოსადგომზე?
მალრუ სავარძელში აწრიალდა.

93
‒ ვერა. მე არ მეხება, სად აჩერებს ჩემი ქალიშვილი თავის მან-
ქანას.
ხელი გაიწვდინა და მაგიდიდან წიგნი აიღო.
‒ როცა დაბრუნდება, შეგახვედრებთ, თუკი ამას აუცილებლად
ჩათვლით. ისე, დარწმუნებული ვარ, იმ დროისთვის დამნაშავე უკვე
ნაპოვნი გეყოლებათ. ჩემი ქალიშვილი, ეჭვი არ მეპარება, არაფერ
შუაშია. კარგად ბრძანდებოდეთ, ლეიტენანტო.
– ესეც ასე, ‒ მითხრა რენიკმა, როცა „პაკარდისკენ“ ვბრუნდე-
ბოდით. ‒ კერკეტი კაკალი ჩანს ეს ჩვენი მილიონერი, რას იტყვი?
ფეხებს ძლივს მივათრევდი.
‒ ჩვენც ხომ ზუსტად არ ვიცით, მართლა მოიტაცეს თუ არა, ‒
შევნიშნე, ‒ ფული შეიძლებოდა, რაიმე გარიგებისთვისაც დასჭირ-
ვებოდა.
რენიკმა თავი გააქნია.
‒ არა მგონია. სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი თუ არ წყდება, კვი-
რადღეს მილიონერიც კი არ სთხოვს მმართველს ბანკის გაღებას.
თავს დავდებ, გოგო მოიტაცეს. წამო, მედოუზსაც უნდა დაველაპა-
რაკოთ.
როცა ოლქის პროკურორთან შევედით, მედოუზი კაბინეტს ნაბი-
ჯებით ზომავდა და ჩამქრალ სიგარას ღეჭავდა.
რენიკმა ფრთაშეჭყლეტილი მანქანის პოვნისა და მალრუსთან
საუბრის შესახებ მოახსენა.
‒ ჩუმად ყოფნა გადაუწყვეტია, – დაასკვნა მედოუზმა, არც ვამ-
ტყუნებ.‒ როგორ ფიქრობთ ღირს, ძებნა გამოვაცხადოთ?
პროკურორმა სიგარას სანაგვე ყუთში გადაუძახა.
‒არა,‒ გააგრძელა თვითონვე.‒ მოვიცადოთ. ტყუილად შარში
გახვევა არ მინდა. მალრუ უდიდესი გავლენით სარგებლობს. მის ქა-
ლიშვილს თუ რამე ვავნეთ, პასუხისგება მე მომიწევს. მოვიცადოთ.
რენიკმა მხრები აიჩეჩა.
‒ როგორც იტყვით, სერ.
მე მომიბრუნდა.
‒ ტელეფონთან იყავი, ჰარი. შეიძლება, უცებ დამჭირდე. შინ მი-

94
დიხარ?
თავი დავუქნიე.
‒ თუ სადმე გასვლამ მომიწია, ტელეფონის ნომერს ნინას დავუ-
ტოვებ.
‒ არ დაგავიწყდეს.
პროკურორისგან შინ დავბრუნდი.
ნინა სასტუმრო ოთახში მუშაობდა. ჩემს დანახვაზე ფუნჯი მაგი-
დაზე დადო.
‒ ჰარი... რომ იცოდე, როგორ მიხარია!
ხელში ავიყვანე, ჩამოვჯექი და მუხლებზე დავისვი.
‒ ყველაფერი შესანიშნავად იქნება. კოჭი ალჩუზე დამიჯდა, თან
ეს საქმეც მომწონს.
‒ კვირადღეს ჯიმს ასე საჩქაროდ რაში დასჭირდიო? ‒მკითხა.
მალრუს ამბავი მოვუყევი.
‒ ჯიმი დარწმუნებულია, გოგო მოიტაცესო, მაგრამ მე პირადად
ეჭვი არ მეპარება, მალრუს ფული რაღაც დიდი გარიგებისთვის დას-
ჭირდა.
მერე საუბრის თემა თანდათან შევცვალე. ვკითხე, მაგ ქოთნების
თითხნას როდის შეეშვები-მეთქი?
‒ ახლა უკვე თამამად შეგიძლია, ცოტა დასვენების ნება მისცე
თავს, ‒ შევნიშნე.
‒ არა. ჯერჯერობით ალბათ გავაგრძელებ. ყოველ შემთხვევაში,
შემოდგომამდე მაინც.
სადილის შემდეგ ვუთხარი, პროკურატურაში შევივლი, გავიგებ,
ახალი ხომ არ არის რამე-მეთქი, ‒ დიდხანს არ გავჩერდები. იქ ჩე-
მი გამოჩენა კი აუცილებელია.
უახლოესი აფთიაქიდან ოდეტას დავურეკე.
‒ ხვალ საღამოს ყველაფერი დასრულდება. თერთმეტი საათის
რეისით დაბრუნდი. აეროპორტიდან ავტობუსით წამოხვალ. ღამის
პირველ საათზე ბოლო გაჩერებაზე დაგხვდები, კოტეჯამდე მიგიყ-
ვან და იქ დაგტოვებ. მერე ავიღებ, რაც ასაღებია, და უკან დავბრუნ-
დები.

95
მითხრა, ყველაფერი გავიგეო. აღელვებული ხმა ჰქონდა.
‒ მართლა არაფერი გეეჭვება? ‒ მკითხა ბოლოს.
‒ ჰო... დაწყნარდი. ავტობუსის გაჩერებაზე გელოდები, პირველ
საათზე.
ყურმილი დავკიდე. მერე პროკურატურაში დავრეკე. მორიგემ
მითხრა, რენიკი შინ წავიდაო. ესე იგი, ახალი არაფერია-მეთქი, და-
ვასკვენი და მეც ისევ ნინასთან დავბრუნდი.
მეორე დილით, ზუსტად ცხრა საათზე სამსახურში გამოვცხადდი.
უცნაური გრძნობით ვუბრუნდებოდი გათვლილ-გამოზომილ ცხოვ-
რებას; სამუშაო მაგიდას ხომ მთლად გადაჩვეული ვიყავი.
რენიკის მდივანმა რამდენიმე საქაღალდე გადმომცა. გადახე-
დეთ და პროკურატურის მიმდინარე საქმიანობას გაეცანითო, ‒ შე-
მომთავაზა. რენიკი მოგვიანებით მოვაო, — დაამატა გასვლამდე.
კითხვამ გამიტაცა, საქმეში თავფეხიანად ჩავეფალი. თორმეტი
იყო დაწყებული, რენიკი რომ შემოვიდა. მაგიდის კიდეზე ჩამომიჯდა
და მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებული ჩემი განცდებით დაინ-
ტერესდა.
‒ მომწონს აქაურობა, ვთქვი და ხელით საქაღალდეებზე ვანიშ-
ნე. ‒ ჩემი სტიქიაა. მალრუს ქალიშვილზე ახალი ხომ არაფერია?
‒ ჯერჯერობით არა. ლოუნ-ბეის ავტოსადგომზე კაცი დავტოვე.
იქ თუ მივა, გამაგებინებს. მალრუს ოფიციალურ განცხადებამდე
სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ძფბ და შტატის პოლიციაც
გავაფრთხილეთ. თუ გამოსასყიდს გადაიხდის და გოგოს დაუბრუნე-
ბენ, პოლიციას შეიძლება, არც მიმართოს.
‒ ახლა გამტაცებლები მსხვერპლს თითქმის არასდროს უბრუნე-
ბენ პატრონს. მეტი უსაფრთხოებისთვის კლავენ, ‒ თქვა რენიკმა. ‒
თუ მართლა მოტაცებულია, მზად ვარ, ნაძლევი დავდო ‒ მალრუ აუ-
ცილებლად დაგვირეკავს...
მაგიდიდან ჩახტა.
ოთახიდან რომ გავიდა, საქაღალდეები გვერდზე მივწიე და სი-
გარეტს მოვუკიდე. ხვალ დილით, თუ გამიმართლა, ორმოცდაათ
ათას დოლარად შემაფასებენ. კაცი ამას ძნელად დაიჯერებდა. გასა-

96
ამრჯელო წვრილი კუპიურებით უნდა გადაეხადათ. გადავწყვიტე სხ-
ვადასხვა ბანკში სეიფის აბონირება და ფულის იქ დამალვა. საჭი-
როების მიხედვით გამოვიტანდი იქიდან. სიფრთხილეს თავი არ
სტკივა. არც ცხოვრების ყაიდა უნდა შემეცვალა მეტისმეტად თვალ-
ში საცემად, ცოტა ხნის შემდეგ კი ვიტყოდი, ბირჟაზე გამიმართლა-
მეთქი, ოღონდ, სულ ცოტა, ერთი წლის შემდეგ, მანამდე ‒ არა.
უკვე სასაუზმოდ წასვლას ვაპირებდი, როცა კარი გაიღო და ჩემს
კაბინეტში ისევ რენიკი შემოვიდა. აშკარად აგზნებული ჩანდა. გუ-
ლი მომეწურა.
‒ ტუზი დაგვეცა! ‒ შესძახა გახარებულმა. ‒ პოლიციის სამმარ-
თველოში წავედით, ყველაფერს გზად გიამბობ.
დერეფანში, ლიფტისკენ რომ მივაბიჯებდით, გააგრძელა:
‒ შაბათ საღამოს ქრონიკას ვათვალიერებდი და რას ვხედავ:
„მეკობრეების ქოხის“ მახლობლად, ავტოსადგომზე კაცი იპოვესო.
უგონოდ ეგდო თურმე. იცი ეს რესტორანი?
პირი გამიშრა,მეტყველების უნარი დავკარგე. ძლივს ამოვი-
ლუღლუღე რაღაცა და თავი დავაქნიე.
‒ ნაცემი იყო. ბარმენს პოლიცია გამოუძახებია და განუცხადე-
ბია, დაზარალებული ვიღაც ქალიშვილს აეკიდა და კვალდაკვალ
გაჰყვა ავტოსადგომისკენო. ბარმენის თქმით, ის ქალიშვილი ნაღ-
დად ოდეტა მალრუ იყო.
– საიდან გაიგო? — ვკითხე იმწამსვე.
‒ მალრუს ქალიშვილი პალმ-სიტიში ცნობილი პიროვნებაა. მი-
სი ფოტო ხშირად იბეჭდება პრესაში. დარწმუნებულია ‒ ის იყოო.
ახლა სამმართველოშია. გოგოს რამდენიმე სურათი გამოვაყოლე
ხელს. იქნებ ამოიცნოს.
‒ ის ბიჭი მაგარი ნაცემია?
‒ ღია ჭრილობა აქვს თავზე, მაგრამ გამოძვრება. შენ ის თქვი,
ვის უნდა დაერტყა? ანდა, ოდეტა მარლუს იმ ჯურღმულში რა უნდო-
და?
‒ იქნებ ის არ იყო?
ათი წუთის შემდეგ უკვე სერჟანტ ჰემონტის კაბინეტში ვიყავით.

97
„მეკობრეების ქოხის“ ბარმენიც იქ დაგვხვდა. გამახსენდა ‒ სწო-
რედ მას ელაპარაკებოდა ოდეტა.
რენიკმა გოგოს რამდენიმე ფოტოსურათი გაუწოდა.
‒ ისაა, ‒ თქვა ბარმენმა. ‒ ნამდვილად.
‒ რა დროს შემოვიდა ბარში? ჰკითხა რენიკმა, თან მე გადმომ-
ხედა მრავალმნიშვნელოვნად.
– ათი იქნებოდა დაწყებული. მიიხედ-მოიხედა, თითქოს ვიღაცას
ეძებდა, მერე მკითხა, აქ სხვა ბარიც არისო? ვუპასუხე, არა-მეთქი,
და რესტორნისკენ გასასვლელი ვაჩვენე. რესტორანშიც შეიხედა და
წასვლა დააპირა. ის ბიჭი უკვე მწიფედ იყო. არ ხმაურობდა, მაგრამ
ბლომად ჰქონდა ნაყლაპი. გვერდით რომ ჩაუარა, გოგოს მკლავში
ჩააფრინდა. იმან ხელი გაითავისუფლა და გავიდა. ბიჭიც გაჰყვა.
– მერე რა მოხდა?
‒ ათი წუთის შემდეგ ახალი მუშტარი შემოვიდა. იმან მითხრა, ავ-
ტოსადგომზე კაცი გდიაო. ის მთვრალი ბიჭი აღმოჩნდა, სისხლში
ცურავდა. პოლიცია გამოვიძახე.
‒ იმ ათ წუთში სადგომიდან რამე მანქანა თუ გავიდა?
‒ გოგო ახალი გასული იყო, ორი სხვადასხვა სტარტერის ხმა
რომ გავიგონე. პირველი სპორტულს ჰგავდა: ძრავაზე ვიცანი.
‒ მეორე?
‒ მეორე ჩვეულებრივი იყო.
‒ ესე იგი, გოგო ვიღაცასთან შესახვედრად შემოვიდა ბარში?
‒ ნამდვილად.
‒ რა ეცვა?
ბარმენმა საკმაოდ ზუსტად აღწერა ოდეტას იმდღევანდელი ჩაც-
მულობა. სერჟანტმა ჰემონტმა მისი ჩვენება ჩაინიშნა.
ბარმენის გასვლის შემდეგ, რენიკმა თქვა:
‒ კარგი იქნებოდა, ის ბიჭი მოგვენახულებინა საავადმყოფოში.
რა ჰქვიაო?
‒ უოლტერ კები.
თავშეხვეულ უოლტერ კების წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწე-
რილი. საცოდავად გამოიყურებოდა. მაშინვე გამოტყდა, იმ საღამ-

98
ოს ცოტა მეტი მომივიდაო.
‒ ის გოგო დავინახე თუ არა, ‒ თქვა მან, ‒ იმწამსვე აზრზე მო-
ვედი, გართობაზე ნაღდად არ იტყვის-მეთქი უარს. მორცხვები ეგეთ
ადგილებში არ დადიან. პრანჭიაობა რომ დაიწყო, ვიფიქრე, მეთა-
მაშება-მეთქი, და უკან გავყევი. ეტყობა, შემეშალა, რაღაცას ვემაი-
მუნებოდი და არ მოეწონა. მერე სიბნელიდან ვიღაცა გამოხტა და
თავში მრეკა. მეტი აღარაფერი მახსოვს.
‒ როგორ გამოიყურებოდა? ‒ ჰკითხა რენიკმა.
საწოლის ფერხთით გავირინდე, შიშით დაზაფრული ჩემი გუ-
ლისცემა არ გაიგონონ-მეთქი.
‒ რა ვიცი, მაღალი იყო. ახლა ალბათ, ვეღარც ვიცნობდი. სახე
არც დამინახავს. ბნელოდა, თან იმასაც დრო ტყუილად არ დაუკარ-
გავს, გარიდებაც ვერ მოვასწარი.
გზად პროკურატურისკენ რენიკი კითხვას კითხვაზე მაყრიდა:
‒„მეკობრეების ქოხში“ რამ მიიყვანა? აკი, ამხანაგთან ერთად
კინოში წასვლას აპირებდა! ცხრა საათზე პაემანი დაუნიშნა, არადა,
ათი იყო დაწყებული, ბარში რომ გამოცხადდა. გადაწყვეტილება
რამ შეაცვლევინა?
– ვინმემ თუ დაურეკა.
‒ მანდაა ძაღლის თავი ჩამარხული. ვითომ, ბარიდან მოიტაცეს?
კები უნდა შევამოწმოთ. შეიძლება, გამტაცებლებთანაა შეკრული,
თუმცა მეეჭვება. ო’რეილის ვთხოვ, დააზუსტოს, ვინმემ ხომ არ და-
ურეკა მისის მალრუს, სანამ შინიდან გავიდოდა.
ხუთი საათისთვის რენიკმა მისთვის საინტერესო ყველა ცნობას
მოუყარა თავი, ჩემს კაბინეტში შემოვიდა და ისევ მაგიდაზე ჩამო-
მიჯდა.
‒ ოდეტას მართლაც დაურეკეს, თქვა მან, ‒ ძველმა მეგობარმა,
ვინმე ჯერი უილიამსმა. სამედიცინო კოლეჯის სტუდენტია. უკვე გა-
ვარკვიე. ხანდახან ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ჩვენგან სუფთაა.
მედოუზს ველაპარაკე. უილიამსთან ჩვენი გასაუბრების სასტიკი წი-
ნააღმდეგია. მოვიცადოთ, სანამ კიდევ მოხდება რამეო.
‒ მე გჭირდები?

99
რენიკმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
‒ თუ დამჭირდები, შინ დაგირეკავ.
‒ ამ საღამოს ერთ კაცს უნდა შევხვდე, ‒ ვუთხარი, ‒შინ გვიან
დავბრუნდები.
‒ კარგი. პაემანს ნუ გადადებ. თუ აუცილებელი იქნება, მოგნა-
ხავ. მაინც სად იქნები?
ამ კითხვას ველოდი და წინდაწინ მოვემზადე.
‒„კაზინო-ბარში“, ღამის პირველ საათამდე. ორის შემდეგ უკვე
შინ დამიჭერ.
გავიდა თუ არა, ნინას დავურეკე.
‒ დღეს ალბათ გვიანობამდე შევრჩები, — ვუთხარი ცოლს, ‒ ის
საქმე დაიძრა. სირბილი მომიწევს. ჯიმის ვუთხარი, შინ ორის შემ-
დეგ ვიქნები-მეთქი.
კაბინეტიდან გამოვედი, პლაჟისკენ გავემართე და ლოდინი და-
ვიწყე.

100
თავი VII

პირველის ნახევარზე კოტეჯიდან გამოვედი და ავტობუსის ბო-


ლო გაჩერებისკენ გავწიე. „პაკარდი“ მოედანზე გავაჩერე და ცნო-
ბათა ბიუროში ვიკითხე, ლოს-ანჯელესიდან თერთმეტსაათიანი რე-
ისი ხომ არ იგვიანებს-მეთქი? თვითმფრინავი ზუსტად განრიგის მი-
ხედვით დაჯდება და აეროპორტიდანაც ავტობუსი ორის ხუთ წუთზე
მოვაო, ‒ მიპასუხეს.
მერე პოლიციის სამმართველოში დავრეკე. სერჟანტმა ჰემონ-
ტმა მაცნობა, რენიკი ეს-ესაა შინ წავიდაო. მალრუს საქმესთან და-
კავშირებით ახალი არაფერი იყო. ახლა მალრუსთან ლაპარაკი მე-
ლოდა.
ოდეტას მაგივრად დაწერილ წერილში მისტერ მალრუს ვურჩევ-
დი, ნაშუადღევს ტელეფონს არ მოშორებოდა, რათა დროულად გა-
ეგო გამოსასყიდის გადახდასთან დაკავშირებული უკანასკნელი მი-
თითებები.
მართლაც, დაუყოვნებლივ აიღო ყურმილი.
‒ იმედი მაქვს, გახსოვარ, ხმა ჩავიხრინწე, ‒ ფული იშოვე?
‒ დიახ.
‒ ორ საათზე შინიდან გახვალ. იცოდე, თვალს არ მოგაშორებენ.
„როლსში“ ჩაჯექი და ისტ-ბიჩ-როუდს გაუყევი. გზაში მოციმციმე
შუქს დაინახავ. იქვე, შორიახლოს, მანქანის ფანჯრიდან ჩემოდანი
გადმოაგდე, ოღონდ მანქანა არ გააჩერო. მერე ლოუნ-ბეიში მიდი,
ავტოსადგომზე, იქ ოდეტას მანქანას იპოვი. ფულის ამბავში თუ ყვე-
ლაფერი რიგზე იქნება და რამე ფოკუსის გაკეთებას არ მოინდომებ,
ქალიშვილი საღ-სალამათი დაგიბრუნდება. დაახლოებით ერთ სა-
ათში მოვა. სამი საათისთვის ელოდე. თუ სამზე არ მოვიდა, შინ და-

101
ბრუნდი, იქ დაგხვდება. გასაგებია?
‒ დიახ.
‒ იცოდე, მაიმუნობას მოუკვდა პატრონი! არავინ გაიყოლო თან.
შინიდან გამოხვალ თუ არა, იმ წუთიდან თვალს არ მოგაცილებენ.
ქალიშვილზე არ იდარდო. იმას ჯერ არაფერი უჭირს, ოღონდ გაცუ-
რება თუ დაგვიპირე, მაშინ კი ყოფა ეტირება.
‒ გასაგებია.
იძულებული ვიყავი, შემეშინებინა. რაღაც, ძალიან გულგრილი,
მეტისმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა. ყურმილი ჩამოვკიდე, „პაკარ-
დთან“ დავბრუნდი, ჩავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. მე თვითონ
გულგრილობა და სიმშვიდე სანატრელად მქონდა ქცეული. ბანკის
სეიფში ის ორი ფირი რომ არ მდებოდა, მარცხის შემთხვევაში ჩემი
ერთადერთი იმედი და ხსნა, ამოდენა დაძაბულობას ვერც გავუძ-
ლებდი. მხოლოდ ფირებსა და ორმოცდაათ ათას დოლარზე ფიქრი
მმატებდა საქმის დასაბოლოებლად აუცილებელ მხნეობას.
განუწყვეტლივ ვირწმუნებდი თავს, ყველაფერი კარგად ჩაივ-
ლის-მეთქი. ჯერჯერობით რეას ქმართან დაკავშირებული ყველა წი-
ნასწარმეტყველება ახდა და ისიც ნაკლებად სავარაუდოა, ოდეტას
დაბრუნების შემდეგ მალრუმ პოლიციას მიმართოს-მეთქი, ვიმეო-
რებდი ერთსა და იმავეს, სულიერი სიმშვიდის მოპოვების იმედით.
პოლიცია, რასაკვირველია, ოდეტას დაჰკითხავდა, ვალდებულ-
ნიც იყვნენ, გაეგოთ, სად და როდის დააზიანა მანქანა, მაგრამ ზედ-
მეტ ცნობისმოყვარეობას არავინ გამოიჩენდა, რამდენადაც საქმე
ძალზე ძლიერი და გავლენიანი კაცის ქალიშვილს ეხებოდა.
ავტოვაგზლის წინ მოედანი მოვათვალიერე. ხალხი ავტობუსს
ელოდებოდა. ავტოსადგომზე კიდევ რამდენიმე მანქანა იდგა. მე ყუ-
რადღებას არავინ მაქცევდა დამხვედრთა შორის არაფრით გამო-
ვირჩეოდი.
ორი იყო დაწყებული, გზაზე ფარების შუქი რომ გამოჩნდა. მალე
ავტობუსმა ავტოვაგზლის შენობის წინ დაამუხრუჭა. ავტობუსში
ოციოდე მგზავრი იჯდა. საქარე მინას მივაჭყლიტე ცხვირი ‒ ვცდი-
ლობდი, მგზავრებს შორის ოდეტა გამერჩია.

102
მაშინვე დავინახე. შავი სათვალე ეკეთა, ჟღალი პარიკი ეხურა
და იაფფასიანი, მოთეთრო-მოცისფრო კაბა ეცვა. ავტობუსიდან რა-
მდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. თვალში
საცემად ნერვიულობდა.
„პაკარდიდან“ გადმოვედი და მისკენ გავემართე. მოედანზე
ხალხი მიდი-მოდიოდა. ვიღაცა ტაქსის ეძებდა, ვიღაც მეგობრებს
ესალმებოდა.
ოდეტამაც დამინახა და ჩემკენ გამოეშურა. ავტობუსის შორიახ-
ლოს შევხვდით.
‒ სალამი, ‒ ვუთხარი. ‒ მანქანა...
მხარზე ვიღაცამ მძიმე ხელი ჩამომადო: ასეთი ტორი პოლიცი-
ელს თუ ექნებოდა. წამით ერთიანად გავხევდი, გული გამეპარა. რო-
დის-როდის მოვაბრუნე თავი. მხარბეჭიანი, მზემოკიდებული, ორ-
მოცდაათიოდე წლის კაცი მიღიმოდა.
‒ ჰარი! ვინ იფიქრებდა?! როდის გამოგიშვეს?
მაშინვე ვიცანი ტიმ კოული, „პესიფიქ ჰერალდის“ რეპორტი-
ორი. უმაღლესი კლასის ჟურნალისტი იყო, პალმ-სიტიში ხშირად
ჩამოდიოდა, ბევრჯერ გვითანამშრომლია და გოლფიც ბევრჯერ
გვითამაშია ერთად.
მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ისეთი თავზარი დამცა, კრინ-
ტის დაძვრა ვერ მოვახერხე, თითქოს ენა გადამეყლაპა.
მერე ხელში ჩავაფრინდი, მაგრად ჩამოვართვი, მხარზეც მოვუტ-
ყაპუნე, თან, სასოწარკვეთილი, ვცდილობდი, თავს მოვრეოდი.
ოდეტა გვერდით მედგა. მინდოდა მეყვირა, ‒ წადი, მოშორდი
აქაურობას-მეთქი!
‒ მართლა შენა ხარ... ტიმ?! ‒ ძლივს ამოვიღე ხმა. – ახლახან
გამათავისუფლეს. შენ როგორა ხარ?
‒ კარგად. მართლა ძალიან მიხარია შენი ნახვა. დაჟინებით, ინ-
ტერესით მიაჩერდა ოდეტას.
‒ისე, მეტისმეტი ეგოისტობაც არ ვარგა. გამაცანი შენი მომხიბ-
ლავი თანამგზავრი.
‒ ენ ჰექორთი, ‒ ვთქვი ლამის დაუფიქრებლად. ‒ ენ, ეს ტიმ კო-

103
ულია, ცნობილი ჟურნალისტი.
ოდეტამ ძალიან გვიან იაზრა საფრთხე. ერთი ნაბიჯით უკან და-
იხია, შემომხედა და, მგონი, გაქცევა დააპირა. მაჯაში ჩავავლე ხე-
ლი.
‒ ნინას მეგობარია, ‒ ავუხსენი კოულის, ლოს-ანჯელესიდან
გზად გამოგვიარა, ღამეს ჩვენთან გაათევს.
კინაღამ მაჯა წავაწყვიტე საცოდავ ოდეტას.
‒ ჩვენკენ რა ქარმა გადმოგაგდო, ტიმ?
კოული ოდეტას თვალს ვერ აშორებდა:
‒ როგორც ყოველთვის, გაზეთის საქმეებმა. მანქანით ხარ, ჰა-
რი? „პლაზამდე“ ვერ მიმიყვან?
‒ მაპატიე... სხვა მხარეს მივდივარ. ნინა ხანია, გველოდება.
ოდეტას გადავხედე.
‒ მანქანა ავტოსადგომზე დგას. ახლავე მოვალ, კარგი?
ოდნავ ვუბიძგე მანქანისკენ.
კოულიმ ოდეტას თვალი გააყოლა, ცალი წარბი აწკიპა.
‒ ძალიან მორცხვია, ‒ გავამართლე ოდეტა. ‒უცნობი მამაკაცის
დანახვაზე მთლად იბნევა ხოლმე.
‒ ეტყობა. რაღაც ძალიან დამფრთხალი ჩანს. რა სჭირს?
‒ საშინლად დაკომპლექსებულია. ნინასთან კი მეგობრობს,
მაგრამ მე ნერვებს მიშლის.
საჭირო სიტყვები ვიპოვე ‒ კოულიმ ჩაიხითხითა.
‒ მაგ ასაკში ბევრმა იცის ეგრე. ახლა სადა ხარ, რას საქმიანობ,
ჰარი?
ვუთხარი, ოლქის პროკურატურაში ვმსახურობ-მეთქი.
‒ ამ დღეებში გინახულებ და უფრო წყნარად ვისაუბროთ, ‒ და-
ვემშვიდობე კოულის. — ახლა კი უნდა გავიქცე, მეშინია ჩემი პატა-
რა სტუმრის დიდხანს მარტო დატოვება, რამე არ მოუვიდეს...
„პაკარდთან“ მივედი, ჩავჯექი და ოდეტას ვეცი:
‒ რა იყო, რა დაგეტაკა? რა ჯორივით დადექი?
გოგონამ სიძულვილით შემომხედა:

104
‒ ნახა, რომ მელაპარაკებოდი. დარჩენა ჯობდა.
‒ მადლობა ღმერთს, ვერ გიცნო. დარწმუნებული ვარ. ბედი არ
გინდა?!.
‒ პოლიციამ რაო? შენთან ლაპარაკის შემდეგ კინაღამ გავაფრი-
ნე. გამოძიება დაიწყეს? მამაჩემი რას ამბობს?
‒ ჯერჯერობით არ დაუწყიათ. მე მგონი, არც მამაშენი დაურე-
კავს. სხვა მხრივ არ გაგვიმართლა. ყველაფერი ვუამბე. მერე დავუ-
მატე:
‒ მაინც მოგიწევს ახსნა-განმარტების მიცემა, სად და როგორ შე-
ჭეჭყე მანქანა. იტყვი, რომ გარაჟიდან გამოსვლისას კარს გაედე. არ
ვიცი, ძალიან შემოგიტევს თუ არა რენიკი. შეიძლება გკითხოს, ეს
დღეები სად იყავიო? უთხარი, თქვენი საქმე არ არის-თქო. ქალის
გატანის ამბავი ‒ ბლეფია. არა მგონია, ძალიან ჩაგაფიჩინდეს, მაგ-
რამ მაინც ყურადღებით იყავი.
‒ მაგრად კი გივაჟკაცია! ‒ მიკბინა ოდეტამ.‒ ავარიაზე რატომ
არაფერი მითხარი?
‒ დაივიწყე ეგ ავარია!
მომბეზრდა მისი კრიტიკული შენიშვნები.
‒ შენ თვითონ ხომ არაფერი შეგემთხვა? ქუჩაში არ გასულხარ?
‒ არა.
‒ გახსოვს, როგორ უნდა მოიქცე, თუ მამაშენი პოლიციას მიმარ-
თავს?
‒ მახსოვს.
კოტეჯთან რომ მივედით, ორს ოცი წუთი აკლდა. მანქანა გავაჩე-
რე და სახლის გასაღები გავუწოდე.
‒ შედი, გამოიცვალე და დამელოდე. ასე, სამის ნახევრისთვის
დავბრუნდები.
გასაღები გამომართვა და მანქანიდან გადავიდა. ჩემოდანი მი-
ვაწოდე.
‒ ოღონდ შენ ის ფული მოიტანე და უფრო დიდხანსაც დაგელო-
დები, ჰარი, ‒ მითხრა და მოულოდნელად გამიღიმა.
‒ მაგის პირობას გაძლევ.

105
‒ ისევ მანქანაში შემოყო თავი. ‒ მაკოცე.
მხრებზე ხელები მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე. ტუჩებში ვაკოცე.
ოდეტამ თავი გასწია და ტუჩებზე თითი მიიდო.
‒ ძალიან მწყდება გული, ცოლიანი რომ ხარ, ჰარი.
‒ რას იზამ? ვუთხარი, თან თვალს ვერ ვაშორებდი. ‒ არაფერზე
იდარდო... გამქცევი არა ვარ.
– საქმეც ეგაა... გულიც მაგიტომ მწყდება.
ძრავა ავამუშავე.
‒ აბა, შენ იცი.
ოდეტა გვერდზე გადგა. მე ისტ-ბიჩ-როუდის გზას დავადექი. სარ-
კეში ერთხელაც გავხედე ოდეტას. ნელა მიდიოდა კოტეჯისკენ.
ადგილი წინასწარ მქონდა შერჩეული. ხშირი ხეების იქით კარ-
გად შეიძლებოდა მანქანის დამალვა. საფრიდან გზაც ხელისგული-
ვით ჩანდა.
ასფალტიდან გადავუხვიე, ფარები ჩავაქრე, მანქანა გავაჩერე
და ისევ გზატკეცილზე დავბრუნდი: მინდოდა დავრწმუნებულიყავი,
რომ მანქანას ვერავინ დაინახავდა. მერე, ფარნით შეიარაღებული,
ბუჩქებში მოვკალათდი და ლოდინი დავიწყე.
მალრუ თუ შინიდან დროზე გამოვიდა, წესით, ათ წუთში უნდა გა-
მოჩენილიყო. ერთი სიგარეტის მოწევას კიდევ მოვასწრებდი.
ჩაცუცქული ვეწეოდი და ეჭვი მკლავდა გავიხედე და მალრუმ ხა-
ფანგი დამიგო, მერე?..
ვაითუ, თან ო’რეილი წამოიყვანა, შუქის დანახვაზე ყოფილი პო-
ლიციელი, კაი მაგარი მუტრუკი, მანქანიდან გადმოხტება და მეცე-
მა, მერე რა ვქნა-მეთქი?
თან თავის დამშვიდებასაც ვცდილობდი: მალრუ ქალიშვილის
სიცოცხლეს სასწორზე არ შეაგდებს-მეთქი; არადა, ხომ შეიძლებო-
და, მიმხვდარიყო ‒ ფარსს მიწყობენ, სინამდვილეში, ოდეტა არ მო-
უტაცებიათო?! მოკლედ, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა...
გზაზე მანქანის ფარების შუქი შევნიშნე და სიგარეტი ჩავაქრე.
რამდენიმე წამიც და ყველაფერი გაირკვეოდა, ჩემს მარჩიელო-
ბასაც მოეღებოდა ბოლო.

106
მთვარის სინათლეზე მანქანა გავარჩიე. „როლს-როისი“ იყო.
მოახლოება ვაცადე და ბუჩქებიდან ფარანი გავყავი, ზედიზედ რამ-
დენჯერმე დავაჭირე ღილაკს თითი.
„როლსი“ დაახლოებით საათში ოცი მილის სიჩქარით მოდი-
ოდა. მძღოლის გარდა, მანქანაში სხვა არავინ ჩანდა, მაგრამ ეს მა-
ინც არაფერს ნიშნავდა. ო’რეილის შეეძლო, სკამებს შორისაც გა-
წოლილიყო.
მანქანა გამისწორდა, სვლა ოდნავ შეანელა. მალრუმ „დიპლო-
მატი“ ძლივძლივობით გამოაძვრინა ფარჯარაში და ჩემგან ათიოდე
ფუტის მოშორებით გზაზე დააგდო.
„როლს-როისი“ თანდათან უმატებდა სიჩქარეს, ლოუნ-ბეის მხა-
რეს უჩინარდებოდა.
მე ჯერ ისევ ბუჩქებში ვიჯექი, მონუსხულივით შევცქეროდი ოთ-
ხკუთხა ყუთს, რომელიც უკვე რამდენიმე წამი უპატრონოდ ეგდო მი-
წაზე; ვერაფრით დამეჯერებინა ‒ ფული, კაცმა რომ თქვას, ლამის
ჯიბეში მედო.
გზას გავხედე. „როლსის“ წითელი გაბარიტული სინათლეები
სწრაფად ეფარებოდა თვალს. წამოვდექი, ნადავლს ხელი დავავლე
და „პაკარდისკენ“ მოვცოცხე. „დიპლომატი“ უკანა სკამზე შევაგდე,
საჭეს მივუჯექი და კოტეჯისკენ გავაჭენე.
სული მიმღეროდა და ვზეიმობდი. საქმე სრულიადაც არ აღმოჩ-
ნდა ძნელი და მე ახლა ორმოცდაათი ათასი დოლარი ვღირდი.
როცა კოტეჯთან მივედი, ჩემს საათზე სამს ოცდახუთი აკლდა.
მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და „დიპლომატი“ თან წამოვიღე.
აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე. ავტოსადგომზე არც ერთი მანქანა
არ ჩანდა და ამან გამაკვირვა.
წესით, რეა უკვე უნდა მოსულიყო, შინიდან ფეხით ეგ არ წამოვი-
დოდა. მერე, მანქანა რა უყო?
ალბათ წამოსვლა ვერ მოახერხა-მეთქი, ვეუბნებოდი საკუთარ
თავს. შეიძლება, ო’რეილი უთვალთვალებდა. თუ დაიგვიანებდა, ეს
უკვე მისი სადარდებელი იყო. მე ლოდინს არ ვაპირებდი. ჩემს წილს
ავიღებდი, დანარჩენს ოდეტას დავუტოვებდი და შინისკენ მოვუსვა-

107
მდი.
ნაბიჯს ავუჩქარე. კოტეჯში შუქი არ ენთო, თუმცა ამას არ დავუეჭ-
ვებივარ. ვიფიქრე, ოდეტა ვერანდაზე იჯდებოდა. შუქსაც ალბათ იმ-
იტომ არ აანთებდა, შემთხვევითი გამვლელის ზედმეტი ყურადღება
არ მიიპყროსო.
კიბეზე რომ ავდიოდი, ვერანდაზე ვერავინ დავინახე. შევცბი,
გულმა რეჩხი მიყო.
‒ ოდეტა!
არავითარი პასუხი. კონდიციონერი ღუღუნებდა მხოლოდ.
ოთახში შევედი, კარი ჩავკეტე, „დიპლომატი“ მაგიდაზე დავდე,
ხელის ფათურით გამომრთველს მივაგენი და შუქი ავანთე.
ოთახში, თითქოს, ჩემ გარდა, არც არავინ შემოსულიყო.
გაოგნებულმა სიჩუმეს მივაყურადე.
‒ ოდეტა! ‒ ხმას ავუწიე. ‒ სადა ხარ?
სიჩუმემ შემაშინა. ვითომ მარტომ ვერ გაძლო და გაიქცა? თუ და-
იძინა?
საძინებელი ოთახის კარი შევაღე. კედელზე თითები მოვაფათუ-
რე, ჩამრთველი მოვნახე, თითი დავაჭირე.
ოდეტა საწოლზე იწვა და წამით შვებით ამოვისუნთქე. მის ზურ-
გსა და ბალიშზე გაშლილ შავ თმას შევცქეროდი. ჟღალი პარიკი ია-
ტაკზე ეგდო.
‒ ადე, ფული მოვიტანე! ‒ დავუძახე და იმავწამს ზურგზე ჭიან-
ჭველებმა დამირბინეს.
ყელზე რაღაც ნეილონის წინდის მაგვარი ჰქონდა შემოჭერილი,
ისე მაგრად, კანი გაეჭრა.
ძლივს, გაუბედავად გადავდგი ორი ნაბიჯი და სახეზე დავაშტერ-
დი. მიტკალივით გათეთრებულს, თვალები გადმოსცვენოდა და ტუ-
ჩების გარშემო ქაფი მოსდებოდა. ტანში გამცრა, უკან დავიხიე.
გამალებით მიცემდა გული. ვცდილობდი და მიჭირდა ბოლომდე
გამეაზრებინა, რომ ოდეტა მალრუ, უბრალოდ, დაახრჩვეს.

108
2

მკვლელობა!
გაშტერებული და ფეხარეული ძლივს გამოვლასლასდი სასტუმ-
რო ოთახში. ბართან მივედი, ვისკი დავისხი. სასმელმა ცოტა აზრზე
მომიყვანა.
რეა სადღაა? საათს დავხედე. სამს სამი წუთი აკლდა. რატომ და-
იგვიანა? ის მაინც უნდა გამეგო, საერთოდ მოვიდოდა თუ არა.
ეჭვების და ყოყმანის დრო აღარ მქონდა, შინ დავურეკე.
‒ მალრუს რეზიდენციაა. ვინ გნებავთ? ‒ მსახურის ხმას უკვე
უშეცდომოდ ვცნობდი.
ხმაზე ეტყობოდა, ჯერ არც დაწოლილიყო დასაძინებლად. მალ-
რუს დაბრუნებას თუ უცდიდა.
‒ მისის მალრუს სთხოვეთ, – ვუთხარი მე. ‒ გადაეცით, ჰუმონტი
რეკავს-თქო.
‒ მაპატიეთ, სერ, მაგრამ მისის მალრუს სძინავს. ვერ შევაწუხებ.
‒ აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. ჩემს ზარს ელოდება.
‒ ძალიან ვწუხვარ, სერ, მაგრამ მისის მალრუ შეუძლოდაა. ექიმ-
მა ძილის წამალი დაალევინა. ვერ გავაღვიძებ.
აშკარა იყო, არ ცრუობდა. აღარაფერი მითქვამს, ყურმილი დავ-
კიდე.
რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავ-
ში და ვერც ერთს პასუხი ვერ მოვუძებნე. ვითომ, მოიგონა ავადმყო-
ფობა, შინიდან შეუმჩნევლად რომ გამოსულიყო, თუ მართლა ავად
გახდა?
გაოფლილი ხელისგულები შევიმშრალე.
მალრუ უკვე ლოუნ-ბეის ავტოსადგომამდე იქნებოდა მისული.
ოდეტას, რა თქმა უნდა, იქ ვერ ნახავს, შინ დაბრუნდება და მთელი
ქალაქის პოლიციას ფეხზე დააყენებს...
და უცებ მოულოდნელმა, საზარელმა აზრმა გამიელვა გონება-
ში: ბანკის სეიფში საიმედოდ ჩაკეტილი ის ორი ფირი უკვე ვეღარ გა-
დამარჩენს, გატაცების იმიტაცია ერთია, მკვლელობა კი ‒ სულ

109
სხვა. მკვლელობაში, რა თქმა უნდა, მე დამადანაშაულებდნენ, პო-
ლიცია იფიქრებდა, ფულის გაყოფის გამო ჩხუბი მოუვიდათ და გო-
გო იმიტომ დაახრჩოო.
ოდეტას გვამის კოტეჯში დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა.
საჩქაროდ უნდა მომეშორებინა თავიდან. იქ თუ დავტოვებდი, დი-
ლით ბილ ჰოლდენი იპოვიდა და მაშინვე განაცხადებდა პოლიცი-
აში. როცა ჰკითხავდნენ, კოტეჯს ვინ ქირაობდაო, რა თქმა უნდა,
ჩემს გვარს დაასახელებდა. მერე დეტექტივები დაინტერესდებოდ-
ნენ, ეს ნაციხარი და უმუშევარი კაცი რა მიზნით და რა სახსრებით
ვქირაობდი ასეთ ძვირად ღირებულ კოტეჯს თითქმის ორი კვირის
განმავლობაში; მერე იმასაც მკითხავდნენ, წუხანდელი ღამე სად გა-
ატარეო, ტიმ კოულიმ კი გოგოსთან ერთად მნახა. მართალია, ოდე-
ტა მას ენ ჰექორთად გავაცანი, მაგრამ პოლიციას რა, ვინაობის
დადგენა გაუჭირდებოდა? უცებ მიხვდებოდნენ ყველაფერს.
რეა რაღას იზამდა? გამოტყდებოდა, მოტაცების იმიტაცია მე ჩა-
ვიფიქრეო, მკვლელობას კი მე დამაბრალებდა? როგორმე აუცი-
ლებლად უნდა დავლაპარაკებოდი!
მაგრამ მანამდე ოდეტას გვამი უნდა მომეშორებინა იქიდან.
მარტო გაფიქრებაზეც კი, ხელი უნდა შევახო-მეთქი, კინაღამ
გულ-მუცელი ამომიტრიალდა. მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არსე-
ბობდა. გვამი ისეთ ადგილას უნდა დამემალა, სადაც ვერავინ იპო-
ვიდა, ვიდრე რეასთან დალაპარაკებას მოვასწრებდი.
არჩევანი მიტოვებულ ვერცხლის საბადოზე შევაჩერე, გზატკეცი-
ლიდან იქამდე ერთი მილი იყო სავალი. იშვიათად თუ გაივლიდა
იქით ვინმე, და შეიძლებოდა, რამდენიმე თვეც ვერ ეპოვათ იქ ჩამა-
ლული გვამი, თუკი საერთოდ იპოვიდნენ.
მართალია, არ მინდოდა ამ უსულგულო ნაბიჯის გადადგმა, მაგ-
რამ იძულებული ვიყავი, საკუთარ ტყავზე მეფიქრა. კიდევ ერთი ჭი-
ქა ვისკით გათამამებული, სახლიდან გამოვედი და „პაკარდი“ კოტ-
ეჯთან ახლოს მივაყენე. საბარგული გავაღე. მერე საძინებელ ოთახ-
ში შევბრუნდი.
არც შემიხედავს, ისე გადავაფარე ოდეტას ზეწარი და ხელში ავ-

110
იყვანე. უცნაურად მძიმე მეჩვენა. მანქანასთან მივედი და გვამი სა-
ბარგულში ჩავდე, მერე, რაც შეიძლება ფრთხილად, ზეწარი ქვეში-
დან გამოვაცალე და სახურავი ჩავკეტე.
კოტეჯში დაბრუნებულმა, მაცოცხლებელი სითხე ისევ გადავკა-
რი, საძინებელ ოთახში შევედი, საწოლი გავასწორე და გადასაფა-
რებელიც გადავაფარე. პარიკი ჩემოდანში ჩავტენე და დავრწმუნდი,
რომ იქ ოდეტას ნივთები აღარ დარჩა.
ოღონდ სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე, პორტფელი იდო. ფული
აქამდე აღარც გამხსენებია. აღარ მაინტერესებდა, ხელის ხლებისაც
კი მეშინოდა. ბინძური ფული იყო და აჯობებდა, ოდეტასთან ერთად
გამქრალიყო.
პორტფელს ხელი დავავლე, შუქი ჩავაქრე, კარი გამოვიკეტე და
მანქანაში ჩავჯექი.
სამი მილი მქონდა გასავლელი. საბადოს გზა პალმბეიზე გადი-
ოდა, მაღარო კი პალმ-სიტისა და პალმ-ბეის შორის მდებარეობდა.
ოთხის ათი წუთი იყო. ასეთ დროს გზატკეცილზე საპატრულო მანქა-
ნა თუ შემოგხვდება, სხვა ტრანსპორტი უკვე აღარ მოძრაობს და
სიფრთხილე მმართებდა: სიჩქარის გადაჭარბებისთვის პატრულის
ყურადღება არ უნდა მომეპყრო.
გზატკეცილზე გავედი.
პალმ-ბეის მთავარ ქუჩაზე კი მთელი ჩემი გეგმა საპნის ბუშტი-
ვით გასკდა.
გზაჯვარედინზე, შუქნიშნის შორიახლოს, პოლიციელი იდგა.
იქამდე ორმოციოდე იარდიღა მრჩებოდა, როცა წითელი აინთო.
მუხრუჭს დავაჭირე, „პაკარდმა“ სვლა შეანელა და გაჩერდა.
პოლიციელის მზერას ვგრძნობდი და გაუნძრევლად ვიჯექი,
თითქოს საერთოდ არ ვიყავი იქ, საერთოდ არ ვარსებობდი. პოლი-
ციელი კი მიყურებდა სხვა ან რა საქმე ჰქონდა?!.
მეჩვენებოდა, ორი ჩვენგანის გარდა დედამიწაზე კაციშვილი
აღარ დარჩენილა-მეთქი. პალმ-ბეის მხიარული, ნეონის სინათლეე-
ბიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისთვის ციმციმებდა.
ყვითელი, სავსე მთვარეც უხვად გვაფრქვევდა თავის შუქს. ფართო

111
და უსასრულო ქუჩაზე არავინ ჩანდა, ჩვენ გარდა.
შუქნიშნის წითელ თვალს მივაშტერდი. თითები მეტკინა, ისე ჩა -
ვაფრინდი საჭეს.
პოლიციელმა ამოახველა და ასფალტზე დააფურთხა. მაღალი,
მხარბეჭიანი, მრგვალთავა და უკისრო, უაზროდ ათამაშებდა ხელ-
კეტს და თვალს არ მაშორებდა.
როდისღა აინთება მწვანე?
ვიგრძენი, როგორ დამიცვარა ოფლმა სახე და ამ დროს მწვანეც
აინთო.
მუხრუჭიდან ფეხი ავიღე და ფრთხილად, მეტისმეტად ფრთხი-
ლად, ტერფი „გაზის“ პედალს დავაჭირე.
მანქანა ერთი კი დაიძრა, მერე უცებ რაღაცამ დაიღრჭიალა და
გაჩერდა.
სიჩქარიდან ამოვაგდე, მერე ისევ პირველი ჩავრთე. აქსელერა-
ტორს დავაწექი. ძრავა აღმუვლდა, მაგრამ გოჯითაც ვერ წავიწიე
წინ.
პანიკამ შემიპყრო. მივხვდი, მრავალი წლის განმავლობაში ერ-
თგულად და სამაგალითოდ მომუშავე რომელიღაც პატარა კბილანა
მთლად გაცვდა, უკანა ხიდი ჩაიშალა და მეც ჯორივით დავდექი პო-
ლიციელისგან ათ მეტრში, ჩემი „ტვირთიანად“.
მოძრაობისა და აზროვნების უნარი დავკარგე. საჭეს ჩაფრენი-
ლი, გამოთაყვანებული ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მეღონა.
მწვანე შუქი ისევ წითელმა შეცვალა.
პოლიციელმა ქუდი მოიხადა და მოკლედ გაკრეჭილი თავი მო-
იქექა. უხეშ წითურ სახეზე მთვარის ანარეკლი ეცემოდა. ასე, ორ-
მოცდაათიოდე წლის, აშკარად ძველი ყაიდის კაცი იყო, ბევრი ჭუჭ-
ყისა და სიბინძურის მნახველი. ღამის მორიგე პოლიციელს ვერავინ
იტანდა დასანახავად და სიძულვილზე ისიც სიძულვილით პასუხობ-
და. ასეთ ტიპს უმალ უბედურების მოტანა შეეძლო, ვიდრე უბედურე-
ბისგან გადარჩენა.
უკუსვლის გადაცემაზე გადავედი იმ იმედით, იქნებ მანქანა ბორ-
დიურთან მაინც მივაყენო-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ „პა

112
კარდი“ ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა.
წითელი შუქი მწვანით შეიცვალა.
პოლიციელმაც ეტყობა, ამდენი ვეღარ აიტანა და ჩემკენ გამოე-
მართა დინჯად.
‒ რა იყო, ღამის გათევას აპირებ აქ? — ხმაც ვირული ჰქონდა,
სახის შესაფერისი.
გადაცემათა კოლოფმა აურია, ‒ ვუთხარი. ჰოო? მერე, რას აპი-
რებ?
‒ სადმე ახლომახლო გარაჟი არ არის?
‒კითხვებს მე ვიძლევი. რას აპირებ-მეთქი?
– იქნებ ვინმემ ჩამიბას, – ვუთხარი. თავის ხელში აყვანა ძალი-
ან მიჭირდა.
‒ მართლა? მერე, ამ შენს ჯართს მანამდე რას უპირებ?
‒ ერთად შეგვიძლია, ბორდიურთან მივაგოროთ.
ხელკეტის ტარით ყური მოიფხანა და ცერად გამომხედა.
‒ არა, მართლა?
ისევ დააფურთხა ასფალტზე.
‒ ვგავარ ახლა მე სხვისი დანჯღრეული მანქანების მიმწოლს?
რომ იცოდე, მანქანებსაც და მანქანების პატრონებსაც დასანახავად
ვერ ვიტან. ახლა ადექი და ეგ შენი ნაგავი გზიდან მოაშორე, თორემ
მოძრაობის შეფერხებისთვის დაგაჯარიმებ.
„პაკარდიდან“ გადმოვედი და მივაწექი, მაგრამ უკანა ბორბალი
ღრმულში ჩავარდა და მანქანა ერთხელ კიდევ დადგა ჯორივით. მა-
ინც ვაწვებოდი, სანამ ოფლი წურწურით წამომივიდა. პოლიციელს
ბურთივით თავი გვერდზე გადაეგდო და ჩემს ჯახირს ადევნებდა
თვალს.
‒ კარგი, ცოტა დაისვენე, ‒ მითხრა და უჯიგროდ გადმოდგა ჩემ-
კენ ნაბიჯი. ‒ ჩათვალე, რომ უკვე დაჯარიმებული ხარ. მოდი, ერთი
შენი მართვის მოწმობაც ვნახოთ.
ამდენი ჭინთვისგან უკვე სული მეხუთებოდა, მაგრამ იმდენი ჭკუა
კი მეყო, მართვის მოწმობასთან ერთად, მისთვის ახალი სამსახუ-
რებრივი მოწმობაც გამეწოდებია. კარგა ხანს დაჰყურებდა, მერე

113
მე შემომხედა, მერე ისევ მოწმობას მიუბრუნდა.
‒ეს რაღაა? ‒ მკითხა ბოლოს.
‒ ოლქის პროკურორთან, მედოუზთან ვმუშაობ, მივუგე. ‒ ჩემი
უშუალო უფროსი კი რენიკია, ლეიტენანტი
პოლიციელმა ქუდი კეფაზე მოიგდო.
‒ რენიკი? ‒მერე აქამდე ვერ თქვი? მე და რენიკი ძმაკაცები ვი-
ყავით, სანამ ზევით წაიყვანდნენ.
მაინც ეჭვით შეათამაშა მოწმობა ხელში და დამიბრუნა.
‒კარგი, გიშველი, რაც იქნება, იქნება.
„პაკარდი“ ტროტუართან ერთად მივაგორეთ. ზიზღნარევი მზე-
რით შეათვალიერა ჩემი მანქანა.
‒კოლოფი ურევსო? იაფი არ დაგიჯდება.
– ეგრეა.
თავში სრული ქაოსი მქონდა. რა მექნა? სხვის გარაჟში მანქანის
დატოვების მეშინოდა. როგორმე ჩემს გარაჟამდე უნდა მიმეყვანა,
მაგრამ მერე სად წამეღო გვამი?
‒მანქანის პატრონს ზოგჯერ მოგიწევს ჯიბეზე ხელის გაკვრა, მე
კიდევ, რომც მაჩუქო, მანქანა მაინც არ მინდა, ‒ თავისას ერეკებო-
და პოლიციელი.
‒ ახლომახლო სადმე გარაჟი არ არის?‒ ვკითხე ისევ, თან სახი-
დან ცხვირსახოცით ოფლს ვიწმენდდი.
‒ არის, აქედან ერთი მილის მოშორებით, გზაზევე, მაგრამ ახლა
დაკეტილია. საპატრულო მანქანა თუ გამოჩნდა, ბუქსირით წაგიყ-
ვანს განყოფილებამდე, მაგრამ მაშინ ჯარიმას ვერ გადაურჩები.
ქუჩის გადაღმა მორიგე აფთიაქი შევნიშნე.
‒ წავალ, დავრეკავ, – ვთქვი.
‒ ჰო, მოგიწევს. აქ ვიქნები. ჩემგანაც სთხოვე მექანიკოსს ‒
ო’ფლაჰერტი ვარ გვარად. მიცნობს.
პოლიციელმა უბის წიგნაკი ამოიღო და გარაჟის ტელეფონის
ნომერი მითხრა.
აფთიაქში შევედი და გარაჟში დავრეკე. ყურმილს დიდხანს არ
იღებდნენ. როგორც იქნა, გავიგონე ნამძინარევი, გაბრაზებული მა-

114
მაკაცის ხმა, რა ჭირი გინდაო? ‒ მკითხა.
‒ ო’ფლაჰერტის ავტორიტეტი მოვიშველიე, ვთხოვე, მანქანა
ბუქსირით წამაყვანინეთ-მეთქი.
კაცმა დედაჩემი მოიხსენია და დამპირდა, მოვალო. „პაკარდთან“
მივბრუნდი.
‒ მოვა, ‒ ვუთხარი პოლიციელს.
ჩაიცინა.
‒ იგინებოდა, არა?
‒ გულით.
‒ შემოგითვალა-თქო, ლეიტენანტს როცა ნახავ, უთხარი ‒ მო-
კითხვა გააგრძელა ო’ფლაჰერტიმ. ჯიგარი ბიჭია. რენიკზე უკეთესი
ჩვენთან არავინ იყო.
‒ გადავცემ.
‒ კარგი. აბა, მე წავედი. შევხვდებით ალბათ კიდევ.
‒ გმადლობთ.
უხეშ, წითურ სახეზე რაღაც ღიმილის მაგვარი დაეტყო.
‒ ჩვენ, პოლიციელებმა, ერთმანეთს უნდა ვუშველოთ ხოლმე.
თავი დამიქნია და გზას გაუყვა, რაღაცას უსტვენდა და თან, რიტ-
მში, ხელკეტს იქნევდა.
აკანკალებული ხელით სიგარეტს მოვუკიდე. შიშისა და დაბნეუ-
ლობისგან ძლივს ვსუნთქავდი. კარგი, ვთქვათ და, მივაღწიე ჩემს
გარაჟამდე, მერე? ოდეტას გვამი როგორ მოვიშორო? ღამე შინიდან
არ გამოდის, მაგრამ დღისით ხომ ნინა ნებისმიერ წუთს შეიძლება
შევიდეს გარაჟში? ისეთ შარში გავეხვიე, ტვინი მთლად გადამეკეტა.
ტექმომსახურების პატარა სატვირთო მანქანა ათიოდე წუთში
მოვიდა. მექანიკოსი ტანმორჩილი, ტარანივით ხმელი ირლანდიე-
ლი აღმოჩნდა. სიბრაზისგან ჭკუიდან გადასული კრინტს არ სძრავ-
და, უსიტყვოდ მიუჯდა „პაკარდის“ საჭეს, გადაცემების გადასართა-
ვი ბერკეტი აწვალა, მანქანიდან გადმოვიდა და გულიანად დააფურ-
თხა მიწაზე.
‒ უკანა ხიდი ჩაიშალა, ‒ როგორც იქნა, ხმა ამოიღო,‒რემონტი
ძვირი დაგიჯდება, თან ორი კვირა მაინც უნდა მაგ საქმეს.

115
‒ მანქანა სახლამდე მაინც მიმაყვანინეთ, ‒ ვთხოვე.
გაოცებული მომაჩერდა.
‒ გარემონტება არ გინდა?
‒ არა. ოღონდ ბუქსირით წამიყვანეთ.
სახე მოეღრიცა.
‒ ასეთ დროს ლოგინიდან წამომაგდე, ახლა კი მეუბნები, რე-
მონტი არ მჭირდებაო?!
ამ საღამოს ერთი ირლანდიელიც ყელამდე მეყო, ახლა მეორეს
არ გადავეყარე!
‒ ოლქის პროკურორთან ვმსახურობ,‒ ვუთხარი იმასაც, ‒ მორ-
ჩი ბაზარს და მანქანა სახლამდე მიმაყვანინე.
მეგონა, ბრაზისგან გასკდებოდა, მაგრამ როგორღაც თავის შე-
კავება მოახერხა. გინებ-გინებით გამოსდო ბუქსირის კაუჭი ჩემს მა-
ნქანას. მერე მეც გვერდით მივუჯექი და მისამართი ვუთხარი.
ოთხი მილი ისე ვიარეთ, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. სახ-
ლთან რომ მივედით, შეშფოთებით შევხედე ფანჯრებს. შუქი არ ენ-
თო. ესე იგი, ნინას უკვე ეძინა. ჩემს მანქანას ტროსი ამოხსნა.
‒ გარაჟში დავაყენოთ, – ვუთხარი.
მექანიკოსი თითქმის არ მეხმარებოდა, მაგრამ გარაჟის წინ და-
ქანება იყო და „პაკარდი“ დიდი ჯაფის გარეშე შევაგორეთ.
‒ რამდენი გინდა? ‒ ვკითხე.
‒ თხუთმეტი დოლარი, ‒ მიპასუხა შუბლშეჭმუხნილმა.
თხუთმეტი დოლარი არ მქონდა. საფულე ამოვიღე. შიგ მხოლოდ
თერთმეტი დოლარი მედო. ათი მივეცი.
‒ ამ საქმისთვის ათიც სავსებით საკმარისია.
ფული გამომართვა, ერთი გამგმირავად შემომხედა, მანქანაში
ჩაჯდა და წავიდა. გარაჟის კარი ჩავკეტე.
უკვე თენდებოდა. ერთი საათიც და, ჰორიზონტზე მზეც გამოჩ-
ნდებოდა. ჯერ ვერაფერს მოვიმოქმედებდი. არანაირი იდეა არ მქ-
ონდა.
ღამემდე მომიწევდა ალბათ, საბარგულში გვამის დატოვება.
ამის გაფიქრებაზე ცუდად გავხდი.

116
სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი, კარი გავაღე და სასტუმ-
რო ოთახში შევედი. ცალი თვალით სარკეში საკუთარი ანარეკლი
შევათვალიერე. მსგავსი სახე კოშმარში თუ გამოეცხადება ხოლმე
კაცს.
მაგიდაზე ნინას ხელჩანთა იდო. იქიდან მანქანის გასაღების მე-
ორე აცმა ამოვაძვრინე და ჯიბეში ჩავიდე. თავისუფლად შეიძლებო-
და, ჩემი სამსახურში ყოფნის დროს ნინას საბარგულის გახსნა მოს-
ვლოდა აზრად.
შუქი ჩავაქრე, ფეხაკრეფით შევედი ჩემს ოთახში და ტანზე გავი-
ხადე. მერე წყალი გადავივლე. ჩემი გონება ჯერ მაინც ჯიუტად უარზე
იყო, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ეძებნა.
პიჟამას ვეძებდი ბნელში, როცა ტელეფონმა დარეკა. ზარის ხმა-
ზე გული მომეწურა. პიჟამას შარვალი ამოვიცვი, სასტუმრო ოთახში
გავვარდი და ყურმილს ვეცი.
‒ შენა ხარ, ჰარი?
რენიკის ხმა ვიცანი.
‒ ეს-ესაა მალრუმ დარეკა. მართლა მოუტაცებიათ! საჩქაროდ
სამმართველოში მოდი!
ვიდექი, მთელი ძალით ვუჭერდი ყურმილს თითებს დაზაფრული.
და ერთიანად ვცახცახებდი
‒ გესმის, ჰარი? თავს მოვერიე.
‒ კი, მესმის. მაგრამ ჩემი ოხერი მანქანა გაფუჭდა. სიჩქარეების
კოლოფი ჩაიშალა და ძლივს მოვათრიე სახლამდე.
‒ კარგი. საპატრულო მანქანას გამოგიგზავნი. ათ წუთში შენთან
იქნება.
რენიკმა ყურმილი დაკიდა.
‒ ჰარი... რა მოხდა?
კარში ნამძინარევი ნინა იდგა.
‒ საჩქაროდ მიბარებენ. ის გოგო მოუტაცებიათ, თან ვიცვამდი
და თან ვლაპარაკობდი. ‒ შენ დაწექი. მომაკითხავენ.
‒ ყავა მოგიდუღო?
‒ არ გინდა. წადი, დაიძინე.

117
‒ იცოდე, არ მეზარება...
‒ დაიძინე, დაიძინე.
პიჯაკს ვიცვამდი, მანქანის ხმა რომ მომესმა.
‒ მგონი, მოვიდნენ.
ნინას ხელი მოვხვიე, ვაკოცე და საპატრულო მანქანისკენ გავი-
ქეცი.

118
თავი VIII

რენიკი იმ დარბაზში მელოდებოდა, სადაც მთავარი პულტი იყო


მოთავსებული.
ძფბ-ს თანამშრომელი ბერტი და კაპიტანი რეიგერი კედელზე
გაკრულ ოლქის დიდ რუკას უკირკიტებდნენ. რენიკი რუკას მოშორ-
და და ჩემკენ გამოემართა.
‒ ესეც ასე, ჩვენი დროც დადგა მალრუმ გამოსასყიდი გადაიხა-
და და, რა თქმა უნდა, ქალიშვილი არ დაუბრუნეს. იმასთან მივდი-
ვართ. შენც გვჭირდები.
– მაინც რა მოხდა?
‒ გამტაცებლები დაჰპირდნენ, შენი ქალიშვილი ლოუნ-ბეის ავ-
ტოსადგომზე დაგხვდებაო... იქ რომ არავინ დახვდა, ადგა და ჩვენ
დაგვირეკა.
რენიკი რეიგერს მიუბრუნდა.
‒ მანქანის ფოტოები გადაიღეთ? მოგვიანებით დამჭირდება.
მერე მე მომიტრიალდა და ამიხსნა:
‒ მანქანის სურათებს ყველა ადგილობრივ გაზეთში დავბეჭ-
დავთ.
‒ მაგ საქმეს უცებ მოვათავებ და გზებზე პიკეტებსაც მოვაწყობ, ‒
თქვა რეიგერმა. ერთი საათის შემდეგ ოლქიდან თაგვიც ვერ გააღ-
წევს.
– წავედით, ფრედ, ‒ უთხრა რენიკმა ბერტის, ხელკავი გამომდო
და დერეფანში გამომიყვანა.
გზაში ბერტიმ, ჩასხმულმა, ორმოცს ოდნავ გადაცილებულმა პო-
ლიციელმა, პირველად ამოიღო ხმა:
‒ გოგო, რა თქმა უნდა, უკვე მკვდარია. ბებერ ბრიყვს დროზე
რომ გავეფრთხილებინეთ, კუპიურებს მაინც დავნიშნავდით.
‒ ვერ გავამტყუნებ, ‒ თქვა რენიკმა. ‒ იმის ადგილას მეც ზუსტ-

119
ად ასე მოვიქცეოდი. ფულს რა თავში იხლის?! მალრუსთვის მთავა-
რი ქალიშვილია.
‒ ვერ უნდა მიმხვდარიყო, მაინც ვერაფერს ვუშველიო? იცით,
რა გითხრათ? რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საქმეზე, მით უფრო
ვრწმუნდები, რომ ვინმე აქაურის ხელი ურევია.
‒ მეც ასე ვფიქრობ.
გავირინდე, ყურები ვცქვიტე.
‒ რატომ გგონიათ?
‒ კინოში წასვლის წინ, ‒ დაიწყო რენიკმა, ‒ ვიღაცამ დაურეკა,
თავი ჯერი უილიამსად გაასაღა. მალრუსთან ლაპარაკის შემდეგ მა-
შინვე იმ უილიამსის ტელეფონის ნომერი ავკრიფე, მაგრამ თურმე
ჯერ კიდევ ხუთშაბათიდან მოყოლებული, უილიამსი საავადმყოფო-
ში წევს, ფეხი მოუტეხია. ამდენად, გოგოს ვერ დაურეკავდა. ესე იგი,
გამტაცებელმა უილიამსის ვინაობა იცოდა, შეიძლება, იცნობდა კი-
დეც. საკითხავია, საიდან? ოდეტას მამამ მითხრა, ჩემი ქალიშვილი
იმ ტიპს უკვე რამდენიმე თვეა, აღარ შეხვედრიაო. ეს ‒ ერთი. მე-
ორე: არჩევანი „მეკობრეთა ქოხზე“ შეაჩერეს. მიყრუებულ ადგი-
ლას კია, მაგრამ ახლომახლო სხვა ამგვარი დაწესებულება ბევრია,
თან, გაცილებით ცნობილი. ძნელი სავარაუდოა, უცხო კაცს ეს დუ-
ქანი სცოდნოდა.
მანქანა მალრუს სახლთან გაჩერდა. პირველი სართულის ფან-
ჯრებში შუქი ენთო, კარი ღია იყო. კიბეზე ჩვენს შესახვედრად გამო-
სული მსახური შევნიშნე. რენიკი, ბერტი და მე დაუყოვნებლივ მალ-
რუსთან შეგვიყვანა. მილიონერი დიდ, წიგნებითა და ანტიკვარული
ავეჯით გამოტენილ ოთახში იჯდა.
გატანჯული, ავადმყოფი კაცის იერი ჰქონდა.
‒ მობრძანდით, ბატონებო, ‒ თქვა მან,‒ დაბრძანდით. ახალი
რა იცით?
‒ ახალი არაფერი, ‒ ყრუდ ჩაილაპარაკა რენიკმა.‒ იმედი ჯერ
კიდევ არის. ამ დილით რომ ვიყავი თქვენთან, უკვე იცოდით მისი
მოტაცების ამბავი?
‒კი. შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ, თუ თქვენ მოგმართავდ-

120
ით. იოლი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაინც
გაჩუმება ვარჩიე.
– მესმის თქვენი. უკანასკნელად როდის ნახეთ?
‒ შაბათ საღამოს. კინოში წასვლას აპირებდა. დაახლოებით ცხ-
რა საათზე გავიდა შინიდან, ათის ოც წუთზე კი მისმა მეგობარმა და-
რეკა, ოდეტას ვერ შევხვდიო. სანამ შინიდან გავიდოდა, ჯერი უი-
ლიამსსაც ელაპარაკა. ვიფიქრე, ალბათ იმასთან პაემანზე წავიდა-
მეთქი. დაახლოებით თორმეტის ნახევარზე კი უკვე გამტაცებელმა
დამირეკა. ხუთასი ათასი მომთხოვა და დამემუქრა, პოლიციას არ
აცნობოო. მითხრა, ფული ორშაბათისთვის გამემზადებინა, როგორ
უნდა გადმომცე, მოგვიანებით შეგატყობინებო. ორშაბათ დილით
ოდეტას წერილი მივიღე...ჩემი შედგენილი წერილი გაუწოდა რე-
ნიკს. რენიკმა წერილი წაიკითხა.
‒ თქვენი ქალიშვილის ხელია?
‒ დიახ.
მერე მალრუმ გვიამბო, როგორ შეასრულა ჩემი ინსტრუქციები,
როგორ გაემგზავრა ისტ-ბიჩ-როუდზე, როგორ დაინახა მოციმციმე
შუქი, როგორ გადააგდო ფანჯრიდან პორტფელი და ლოუნ-ბეის ავ-
ტოსადგომისკენ წავიდა.
‒იქ ოდეტას ფრთამოგლეჯილი მანქანა ვიპოვე. მანამდე ვიცა-
დე, სანამ ოთხს თხუთმეტი წუთი დააკლდა. მერეღა მივხვდი, აღარა-
ვინ მოვა-მეთქი, და პოლიციას მივმართე. დანარჩენი თქვენც იცით.
‒ სადგომზე მორიგეობენ, ‒ თქვა რენიკმა. – თუ თქვენი ქალიშ-
ვილი გამოჩნდება, დაუყოვნებლივ გვაცნობებენ. იმ კაცის გარეგნ-
ობა ვერ გაარჩიეთ, ვინც ფარნით ნიშანს გაძლევდათ?
‒ ვერა. ბუჩქებს ეფარებოდა. მხოლოდ მოციმციმე სინათლეს
ვხედავდი.
‒ ბუჩქები უნდა მოვჩხრიკოთ. იქნებ ჩვენთან ერთად წამოსული-
ყავით, ზუსტი ადგილი გეჩვენებინათ?
მალრუმ უღონოდ აიჩეჩა მხრები.
‒ ავადმყოფი კაცი ვარ, ლეიტენანტო. დილით ნესტიანი ჰაერი
ხეირს არ დამაყრის. ისე, ვიფიქრე, რომ იქაურობა დაგაინტერესებ-

121
დათ და გეგმა დაგიხაზეთ.
ფურცელი გაუწოდა რენიკს. ჯიმიმ ყურადღებით დაათვალიერა
და ბერტის გადახედა.
‒ მიდი ერთი, დაათვალიერე, ‒ უთხრა ფრედს. ‒ ახალი ამბავი
რომ გახმაურდება, იქაურობას სულ გადათელავენ.
მერე მე შემომხედა.
‒ შენც გაჰყევი და მანქანა ისევ აქ გამომიგზავნეთ.
ბერტიმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. მეც კვალდაკვალ
მივყევი.
‒ რკინის კაცია, ‒ თქვა ბერტიმ, როცა საჭეს მიუჯდა, ‒ ჩემი ქა-
ლიშვილი რომ მოეტაცებინათ, ჭკუაზე არ ვიქნებოდი.
საზიზღარი გრძნობა დამეუფლა, როცა სამი საათის წინანდელ
ჩემს სამალავს მივუახლოვდით.
მზე უკვე იწვერებოდა. ჩვენს ორ თანმხლებ პოლიციელს ბერტიმ
უბრძანა, ის ადგილი იპოვეთ, სადაც გამტაცებელი თავის მანქანას
მალავდაო, თვითონ კი ბუჩქების თვალიერებას შეუდგა, მე მთხოვა
‒ მოშორებით თუ იდგები, კარგს იზამო.
ოციოდე წუთი შორიახლოს ვიდექი, ოფლი წურწურით ჩამომდი-
ოდა, მერე ბერტიმ დამიძახა.
‒ დახედეთ, ‒ თქვა მან, ‒ ქუსლის ანაბეჭდებია ფხვიერ მიწაზე.
მშვენიერი კვალია, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგვადგე-
ბა, თუკი დამნაშავეს დაკავების დროსაც იგივე ფეხსაცმელი ეცმევა.
აი, სიგარეტის ნამწვიც. დამტკიცება მოგვიწევს, ვაჟბატონი მუდამ ამ
მარკას რომ ეწევა. თუ ეს ორივე მოვახერხეთ, სასამართლოში ჩვე-
ნს ბრალდებებს უკვე მყარი საფუძველი ექნება.
ერთ-ერთი დეტექტივი ბერტის მიუახლოვდა და უთხრა, ვიპოვეთ
ადგილი, სადაც მანქანა იდგაო.
მეორე პოლიციელისკენ გავემართეთ, რომელიც იქ დარჩა, სა-
დაც „პაკარდი“ მეყენა.
პროტექტორების მკაფიო ანაბეჭდია, სერ, თქვა დეტექტივმა. ‒
და ზეთის ლაქა. როგორც ჩანს, მანქანას ზეთი გასდის.
ბერტიმ გრუნტი მოათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიცინა.

122
‒ დაგროვდა სამუშაო, ბარბერ, მითხრა მან. ‒ ჯიმის ვერ გაუვ-
ლიდით მანქანით? გადაეცით, მე აქ ორიოდე საათის საქმე დამრჩა,
მერე კი ვინმე გამომიგზავნოს.
‒ კარგი, მივუგე მე, მაძებრები იქ დავტოვე და საპატრულო მან-
ქანისკენ გავეშურე.
მალრუს სახლისკენ მიმავალს, ვერა და ვერ დამეჯერებინა, რომ
ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.
თითქოს კოშმარი მესიზმრებოდა. მეგონა, გავიღვიძებ და ყვე-
ლაფერი დასრულდება-მეთქი.
მალრუს ჭიშკართან რომ დავამუხრუჭე, რენიკიც დავინახე. ხელ-
ში „დიპლომატი“ ეჭირა ზუსტად იმის ცალი, როგორიც მალრუმ მან-
ქანიდან გადმოაგდო. კინაღამ ჩემი დამემართა, მაგრამ რენიკმა,
ვითომც აქ არაფერიო, „დიპლომატი“ უკანა სკამზე დააგდო და ჩემ
გვერდით დაჯდა.
‒ იპოვა ბერტიმ რამე? ‒ მკითხა მან.
ვუამბე ბერტის წარმატებების შესახებ. უსიცოცხლო ხმით ვლაპა-
რაკობდი. ხატზე დავიფიცებდი, რომ ის „დიპლომატი“ მანქანის სა-
ბარგულში დავტოვე, არადა, ფაქტიც ჯიუტი იყო ‒ ახლა სწორედ
ზურგს უკან მედო.
‒ რა გაქვს მანდ? – ვკითხე რენიკს.
‒ ზუსტად ასეთ პორტფელში ჩადო მალრუმ გამოსასყიდი. ორი
ცალი ჰქონია ასეთი, მაგრად გაგვიმართლა. გავიხედე და, გამტაცე-
ბელმა თავისი ცალი გადააგდო ‒ თუ ვიპოვით, თითის ანაბეჭდებიც
გვექნება. დროა, ყველაფერი მედოუზს მოვახსენოთ. თუ დავითან-
ხმებთ, უკვე პრესასაც ჩავრთავთ. იქნებ, ვიღაცამ ნახა გოგო „მე-
კობრეების ქოხიდან“ წამოსვლის შემდეგ.
ეგ იმედი კი ნამდვილად არ გაგიმართლდება-მეთქი, გავიფიქრე
და თავიც შევიქე, ოდეტას ახალი კაბის ჩაცმა და ჟღალი პარიკის და-
ხურვა რომ ვაიძულე.
მედოუზი კაბინეტში გველოდა. რენიკის ინფორმაციის მოსმენის
შემდეგ წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო, თან სიგარის ბო-
ლოს ღეჭავდა.

123
როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
‒ კეთილი და პატიოსანი. დღის გამოშვებებში უნდა მოესწროს
ყველაფრის დაბეჭდვა.
გაჩერდა და კოტიტა თითი მომიშვირა:
– ეს უკვე თქვენი სადარდებელია, ბარბერ. პრესის დახმარება
გვჭირდება და ახლა თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ. მაგით ჭამთ
პურს. მოტაცების ამბავი ყველამ უნდა შეიტყოს. გასაგებია?
‒ დიახ, ‒ მიუგო რენიკმა. ‒ ახლა ჯერ რეიგერს დაველაპარაკე-
ბი და მერე პრესასაც მივხედავთ.
მე და რენიკი რეიგერის კაბინეტში გავედით. რეიგერმა „კარე-
რას“ რამდენიმე ფოტო გადმომცა.
‒აბა, შენ იცი, ჰარი, ‒ მითხრა რენიკმა. ‒ მე კაპიტანთან მაქვს
სალაპარაკო.
როგორც იქნა, გავბედე და ის კითხვა დავუსვი, მთელი საათი
ენის წვერზე რომ მიტრიალებდა:
‒ მალრუსთან საუბრის დროს მისი ცოლი არ გამოჩენილა?
რენიკმა გაოცებულმა გააქნია თავი.
‒ არა. მალრუმ მითხრა, ძალიან დასუსტებულია და ექიმმა წო-
ლა ურჩიაო.
რეიგერიც დაჟინებით მისჩერებოდა ჯიმის.
‒ იმას დისტროფიკის არაფერი უგავს.
რენიკმა გაღიზიანებით ჩაიქნია ხელი.
‒ მერე რა? წუხელ, როცა გამტაცებლის ზარს ელოდებოდნენ,
ისტერიკა მოსვლია. ექიმის გამოძახება დასჭირვებიათ. ექიმს რა-
ღაც ძლიერი ძილის წამალი მიუცია, აქამდე სძინავს.
ყელი გამიშრა. ძლივს ვკითხე:
‒ იმ ექიმს თუ ელაპარაკე?
რენიკმა კოპები შეიკრა.
‒ რამე გეეჭვება, ჰარი?
‒არა. უბრალოდ, კაპიტნის ნათქვამის არ იყოს, ასეთ სუსტნერ-
ვებიან არსებას ნამდვილად არ ჰგავს.
– არ მესმის, რაზე ვკარგავთ დროს, ‒ თქვა რენიკმა. ჰგავს ნევ-

124
რასთენიკს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდად გამხდარა.
მორჩა და გათავდა. ჯობს, ფოტოებს მიხედო.
„დიპლომატი“ გამომიწოდა.
‒ დროზე გადაიღონ და ყველა გაზეთში დაბეჭდონ.
‒ დარდი ნუ გაქვს, ამ საქმეს მივხედავ.
მომდევნო სამი საათის განმავლობაში ტელეფონს არ მოვცილე-
ბივარ. საკმარისი იყო ყურმილი დამეკიდა, ისევ ზარი რეკავდა. დი-
ლის ათი საათისთვის მოსაცდელი რეპორტიორებით გადაიჭედა.
დაწვრილებით მოითხოვდნენ ცხელ-ცხელ ცნობებს.
თერთმეტის ნახევარზე ყველა მედოუზთან ავიყვანე. ცოდვას ვერ
ვიტყვი, ნამდვილად იცოდა პრესის წარმომადგენლებთან მუშაობა.
პოლიციის კაპიტანი რეიგერი და ძფბ-ს თანამშრომელი ბერტიც იქ
იყვნენ, მაგრამ ხმა არც ერთს არ ამოუღია. მედოუზმა ერთპიროვნუ-
ლად დაიპყრო ყველას ყურადღება.
სულის მოთქმის საშუალება მომეცა და ცოტა ხნით ისევ ჩემს კა-
ბინეტში დავბრუნდი. ის იყო, მაგიდას მივუჯექი, ისევ დარეკა ტელე-
ფონმა. ნინა იყო.
‒ ჰარი, მანქანა მჭირდება, არადა, გასაღები დავკარგე. შენ არ
აგიღია?
მანქანა!
ბოლო საათების ციებ-ცხელებამ მანქანა და საბარგულში დატო-
ვებული ტვირთი სულ გადამავიწყა.
‒ ახლა დრო არა მაქვს, ვერ აგიხსნი, ‒ ვუთხარი ნინას, – მაგ-
რამ მანქანით სარგებლობა არ შეიძლება. გადაცემათა კოლოფი ჩა-
იშალა. წუხელ ბუქსირით მოვათრიე.
‒ აბა, რა ვქნა? ქოთნებს მაღაზიაში ელოდებიან. იქნებ მექანი-
კოსი გამოვიძახოთ გარაჟიდან?
‒ არა! მექანიკოსი მთელ კოლოფს გამოცვლის. მაგის შესაძ-
ლებლობა სად გვაქვს?! ტაქსი გააჩერე. მომისმინე, ნინა, ახლა აქ
ხალხი მახვევია. თუ გიყვარვარ, ცოტა ხნით მანქანა დაივიწყე, ვი-
თომ არც გყოლია. საღამოს ვილაპარაკოთ.
ყურმილი დავკიდე. ნინასთან საუბრის შემდეგ ხეირიანად დამშვ-

125
იდებაც ვერ მოვასწარი, რომ კარზე დააკაკუნეს და ოთახში ტიმ კო-
ული შემოვიდა. ლამის იყო, გული წამივიდა.
‒ ჰარის გაუმარჯოს, თქვა მან. ‒ გატყობ, შუა ცეცხლში აღმოჩ-
ნდი, არა?
‒ ოლქის პროკურორი ახლა პრესკონფერენციას ატარებს,‒
ვუთხარი. ‒ შეიძლება, რამე საინტერესოს გამოაკლდე. ჩვენებიც
ყველანი იქ არიან.
ტუჩები დამანჭა და ზიზღით ჩაიფრუტუნა.
‒ იმ ბებერ ყეყეჩთან? ის მარტო იმას ფიქრობს, როგორმე თავი-
სი მახინჯი სიფათი გამოაჭიმვინოს გაზეთში.
მომიახლოვდა და სავარძელში მოკალათდა.
‒ ჩემს რეპორტაჟში ყველაფერს სულ სხვანაირად და სხვა კუთ-
ხით გავაშუქებ, ვიდრე ის ბრიყვები, შენს შეფს რომ უგდებენ ყურს.
ჰაერში სენსაციის სუნი ტრიალებს, ძმაო, ხალხს ჭკვიანურად უნდა
მიაწოდო ფაქტები ‒ მე ეგ არ შემეშლება. აი, რენიკი გონიერი ბიჭია,
იმასთან ღირს დალაპარაკება, აბა, თქვენს ბოსთან გინდ გილაპა-
რაკია და გინდა ‒ არა. მაგისგან ხეირი არ იქნება.
სიგარეტს მოუკიდა და დაჟინებით შემომხედა.
‒ მოკლული ჰგონიათ, არა?
‒ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. დარწმუნებით ვერავინ იტყვის.
‒ მალრუს როგორ უჭირავს თავი? მის სახლთან გავიარე, მაგ-
რამ იქაურობა პოლიციელებითაა სავსე.
‒ ვაჟკაცურად. თან, არ დაგავიწყდეს, განწირულია. ორ თვეზე
მეტი მაინც არ დარჩენია.
‒ მისი მომხიბლავი ცოლი რასა იქმს?
‒ ლოგინად ჩავარდნილა.
კოული გაკვირვებით მომაჩერდა.
‒ სად ჩავარდნილა?
‒ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. კოლაფსიო, ასე
თქვეს.
თავი უკან გადააგდო და ახარხარდა.
‒ აი, ეს მესმის! მზად ვიყავი, ნაძლევი დამედო, კანკანს ცეკვავს-

126
მეთქი!
– მაგით რა გინდა თქვა?
‒ ეგ ხალხი ‒ ეგ მალრუები ფრანგები არიან. მემკვიდრეობის შე-
სახებ ფრანგული კანონების რამე გაგეგება?
‒ არა მგონია. ეგ რა შუაშია?
‒ შვილი მემკვიდრეობით მშობლის ქონების ნახევარს იღებს. ეს
იმას ნიშნავს, რომ გოგოს მამის მილიონების ნახევარი უნდა დარ-
ჩენოდა. გულითაც რომ მოენდომებინა, მალრუ მაინც ვერ უანდერ-
ძებდა მთელ თავის სიმდიდრეს ცოლს. ნახევარი ‒ ეს კი, თუ დამე-
თანხმები, კაი გვარიანი თანხაა ‒ მალრუს სიკვდილის შემთხვევაში
ავტომატურად ქალიშვილის საკუთრება ხდება.
საშინელმა აზრმა გამკრა გონებაში.
‒ თუ გამტაცებლებმა გოგო მოკლეს, ქმრის სიკვდილის შემდეგ
რეა მალრუ მთელი ქონების ბატონ-პატრონი ხდება, ამიტომაც არა-
ფერი მჯერა მაგისი კოლაფსის. სიხარულისგან თუ ჩავარდა ლოგი-
ნად, ეგ სხვა ამბავია.
აი, ოდეტას მკვლელობის მოტივიც. ნუთუ მოტაცების მთელი ეს
სპექტაკლი მხოლოდ მკვლელობის დეკორაცია იყო? ნუთუ რეამ წი-
ნასწარ ჩაიფიქრა მკვლელობის ჩემთვის გადმობრალება?
‒ რაო, ჰარი? ‒ შემეხმიანა კოული. ‒ ისეთი სახე გაქვს, თითქოს
ბზიკი გადაგეყლაპოს.
შიდა ტელეფონი აწკრიალდა. ყურმილი ავიღე.
‒ მჭირდები, ‒ დაიღრიალა მედოუზმა. ‒ შემოდი ჩემთან.
‒ მისი პატრონის ხმა, ‒ ღიმილით თქვა კოულიმ.
‒ დროებით დაგტოვებ, ტიმ, – ვუთხარი კოულის.‒ თუ რამეში
დაგჭირდები, არ მომერიდო.
ახლა მაინც ხომ ავიშორებ მის დაჟინებულ მზერას-მეთქი, და
საჩქაროდ გავვარდი კაბინეტიდან.

127
2

შუადღისთვის ოდეტას ძებნამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მარ-


თლა შევშინდი. ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა გადაიკეტა. და-
სახმარებლად მეზობელი სამხედრო ბაზის პირად შემადგენლობა-
საც უხმეს. ათასზე მეტი ჯარისკაცი და პოლიციელი ჩხრეკდა ოლქის
ყველა კუთხე-კუნჭულს დაკარგული გოგოს პოვნის იმედით. სამი
რადიოფიცირებული ვერტმფრენი დასტრიალებდა თავს პალმ-ბეი-
სა და პალმ-სიტის რაიონს.
მედოუზმა რეპორტიორები მაგრად დააიმედა და იმათაც პროკუ-
რატურიდან ფეხის მოცვლა აღარ უნდოდათ.
– საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოდეტა მალრუ სადღაც ჩვენი
ოლქის ფარგლებში იმყოფება. თუ მოკლეს და გვამი გადამალეს,
სულერთია, ვიპოვით. თუ ცოცხალია, მით უმეტეს შორს ვერსად წა-
იყვანდნენ. ყველა ბინას, ყველა ფერმას შევამოწმებთ. ხალხი საკ-
მარისი გვყავს. მართალია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ადრე თუ
გვიან, მაინც მივაგნებთ.
როცა, ბოლოს და ბოლოს, რეპორტიორები გაიკრიფნენ, მედოუ-
ზის კაბინეტში რენიკი შემოვიდა. უოლტერ კები მოენახულებინა სა-
ავადმყოფოში იმ იმედით, იქნებ თავდამსხმელზე რამე გაიხსენაო.
მედოუზი გამომცდელად მიაჩერდა:
‒ აბა, არის რამე ახალი?
‒ ბევრი არაფერი. მხოლოდ ის ახსოვს, ვიღაც ახმახი დამესხა
თავსო. რა თქმა უნდა, ამ ცნობით შორს ვერ წავალთ, თუმცა, სულ
არაფერს მაინც სჯობს. მოკლედ, მაღალი, მხარბეჭიანი კაცის ძებნა
დავიწყეთ, რომელიც დაახლოებით ას ოთხმოც გირვანქას უნდა იწ-
ონიდეს, სიგარეტ „ლაკის“ ეწევა და მანქანის უკანა ხიდიდან ზეთი
გასდის.
‒წონა საიდანღა გაიგეთ? – ჰკითხა მედოუზმა.
‒ ქუსლის ანაბეჭდის მიხედვით. ერთ-ერთმა დეტექტივმა, ისიც
ას ოთხმოც გირვანქას იწონის, ნაკვალევის გვერდით დაადგა ფეხი

128
და ზუსტად იმავე სიღრმის ანაბეჭდი დატოვა.
მედოუზი კმაყოფილი ჩანდა.
ისეთი დაძაბული ვუსმენდი, სახსრებმა ტეხა დამიწყო.
კარი გაიღო და კაპიტანი რეიგერი შემოვიდა. აგზნებული ჩანდა,
ბრტყელი, ხორციანი სახე ერთიანად უვარვარებდა:
‒ მოსალოცი ამბავია! ვიღაც უესტბიჩელმა გვაცნობა ავარიის
შესახებ, ვინმე ჰერბერტ კერიმ. აფთიაქის მეპატრონეა. გუშინ საღა-
მოს ის და მისი ცოლი ნათესავებთან სტუმრად ლოუნ-ბეიში წასუ-
ლან. მანქანა იქაურ ავტოსადგომზე დაუყენებია. სადგომიდან გამო-
სვლისას კი „კარერას“ შესჯახებია.
ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე დანარჩენებისკენ
ზურგშექცეულმა. ვგრძნობდი, სახეზე ფერი აღარ მედო, რომ შეემ-
ჩნიათ, ნამდვილად რაღაც ცუდს იეჭვებდნენ.
‒„კარერა“ მალრუს ქალიშვილისაა. კერიმ ნომერი ჩაიწერა.
აღიარებს, ავარიაში დამნაშავე თვითონ ვიყავიო, მაგრამ მთავარი
სხვაა ‒ საჭესთან მამაკაცი მჯდარა! პოლიციელის ნათქვამი ყოვე-
ლი ახალ სიტყვა გულზე მხვდებოდა.
‒ ეგ ბიჭი ნაღდად ერთ-ერთი იმათგანია. მართალია, ავარია კე-
რის ბრალი იყო, მაგრამ ის მაინც საჩქაროდ გაქცეულა შემთხვევის
ადგილიდან. მანქანა სადგომის ბოლოში დაუტოვებია და გაუჩინა-
რებულა.
‒ ავარიის შესახებ რატომ მაშინვე არ განაცხადა კერიმ? – ჰკით-
ხა მედოუზმა.
‒ ეტყობა, ცოლის ჭკუაზე დადის. დამნაშავე თვითონ იყო, მაგ-
რამ ცოლი ნებას არ აძლევდა, დანაშაული ეღიარებინა.
‒ უნდა დაველაპარაკო, ‒ თქვა რენიკმა.
‒ მანქანა გავუგზავნე ნახევარი საათის წინ. წუთი წუთზე გამოჩ-
ნდება.
‒ იმ მძღოლის სახე გაარჩია?
‒ მგონი, კი. სადგომი, მართალია, ცუდადაა განათებული, მაგ-
რამ პირისპირ მდგარან და ულაპარაკიათ კიდეც ერთმანეთთან.
თავს მოვერიე. ჩემი და კერის შეხვედრა ახლა ნაღდად არაფერში

129
მარგებდა.
‒ ჩემს ოთახში გავალ. უამრავი საქმე მაქვს, ‒ ვთქვი და კარის-
კენ ნაბიჯი გადავდგი.
‒ დაიცა, ‒ შემაჩერა რენიკმა. ‒ აქ დარჩი. მინდა, შენც მოუსმი-
ნო.
ნეტავი, მიცნობს კერი თუ ვერა? ერთიც ვნახოთ, შემოვიდა, შე-
მომხედა და თქვა ‒ აი, ის კაციო!
თავისუფალ მაგიდასთან მივედი და მივუჯექი. მომდევნო ოცი წუ-
თი ჩემს ცხოვრებაში უსაშინელესი იყო. კედელზე გაკრული რუკით
დაინტერესებულმა რეიგერმა უეცრად თქვა:
‒ ვერცხლის მიტოვებული საბადო თუ იცით, მეშვიდე გზატკეცი-
ლის მახლობლად? გვამის დასამალავად საუკეთესო ადგილია.
იქაც უნდა ვნახოთ.
ტელეფონის ყურმილს დასწვდა და განკარგულებების გაცემა
დაიწყო.
‒ არა, რაც მართალია, მართალია ‒ ეს ბიჭები ნაღდი პროფე-
სიონალები არიან-მეთქი, ‒ გავიფიქრე. რა უნდა მექნა ოდეტას გვა-
მისთვის? როგორ მომეშორებინა თავიდან, თუკი ყველა გზა გადა-
კეტილი იყო და ათასი კაცი მიყოლებით ჩხრეკდა ყველა სახლსა და
ყველა ბინას?
სანამ კერის ველოდებოდით, ტელეფონი გაუჩერებლად რეკავ-
და. ყოველ ხუთ წუთში მორიგი პატაკი მოდიოდა. პოლიციელები
დროს ფუჭად არ კარგავდნენ. ქალაქის მეოთხედი უკვე გაეჩხრი-
კათ. ახლა ჩემს ქუჩას უახლოვდებოდნენ...
მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს; კაბინეტში ჰერბერტ კერი და
მისი მეუღლე შემოვიდნენ. მართლა უცნაური წყვილი იყო. ქალი
ქმარს ზემოდან დაჰყურებდა. მისტერ კერის ოფლის წვეთები უბ-
რწყინავდა მელოტ თავზე, ცოლის კუდში მოჩანჩალე, ნერვიულად
აწვალებდა ფეტრის ქუდს. ბნელ სადგომზე კარგად ვერ შევათვა-
ლიერე და ახლა ინტერესით ვაკვირდებოდი ამ კაცის სახეს ‒ უნე-
ბისყოფო, უსუსური, მუდამ გასაბრიყვებლად განწირული ტიპების
კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

130
‒ მისის კერის ‒ ზონზროხა, ლოყებღაჟღაჟა დედაკაცს წვრილი
ბოროტი თვალები და აშკარა აგრესიულობის გამომხატველი ნიკა-
პი ჰქონდა. ეტყობა, ოჯახში ლიდერი ის უნდა ყოფილიყო. კაბინეტში
ისე შემოგოგმანდა, როგორც საკუთარ სამფლობელოში. სამიზნედ
მედოუზი აირჩია და წამსვე შეტევაზეც გადავიდა.
‒ ჩემი ქმარი არაფერში დამნაშავე არ არისო, ‒ განაცხადა,
მძღოლის გაქცევაც სწორედ ამას ადასტურებსო. რას მოგვაჩაქჩა-
ქეთ ამსიშორეს, ვითომ ჩვენს აფთიაქში არ გვყოფნიდეს სადარდე-
ბელიო. იქნებ გგონიათ, სანამ პოლიციაში გვაყურყუტებთ, თვრამე-
ტი წლის კოკობზიკა გოგოს შეუძლია, აფთიაქში ჩვენი მაგივრობა
გასწიოსო, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პროკურორი გულით ცდი-
ლობდა, სიტყვების ამ ნიაღვარს გამკლავებოდა, მაგრამ ვერაფერს
გახდა.
მე შიშისგან გახევებული ვიჯექი და კერის მივჩერებოდი. შეიძ-
ლება, სწორედ ეს შემეშალა. ჩემმა დაჟინებულმა მზერამ მისი ყუ-
რადღება მიიპყრო, უეცრად თავი მოაბრუნა და შემომხედა. ჯერ
თვალი ამარიდა ცოტა ხნით, მერე ისევ მომაშტერდა და მომეჩვენა,
რომ მიცნო. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, სანამ თავს მიაბრუნებ-
და, მხრებს ჩამოყრიდა და ისევ უწინდელ ბედოვლათად იქცეოდა.
მედოუზი უკვე ოდეტას გატაცების ამბავს უყვებოდა ქალს. ისიც
გატრუნული უსმენდა.
‒ მე თქვენი ავარია სრულებით არ მაინტერესებს, ‒ უთხრა მე-
დოუზმა. ‒ მინდა სცადოთ და იმ კაცის გარეგნობა ამიწეროთ.
პროკურორმა ჰერბერტ კერისკენ გადადგა ნაბიჯი. რამე ილაპა-
რაკეთ ერთმანეთში?
ჩანჩურამ ჩქარ-ჩქარა დაუქნია თავი.
‒ დიახ, სერ.
‒ როგორ გამოიყურებოდა?
კერიმ ცოლს გახედა, მერე ისევ მედოუზს მიაჩერდა. ქუდი ხელი-
დან გაუვარდა, ერთიანად აჭარხლებული დაიხარა და აიღო.
‒ რა ვიცი, მაღალი კაცი იყო, სერ. ბნელოდა, ცუდად ჩანდა.

131
‒ მაღალი და მხარბეჭიანი?
‒ ზუსტად.
‒ ვერ ვიტყოდი, მაღალი-მეთქი, ჩაერია მისის კერი. ‒ მხარბე-
ჭიანი ‒ კი, ბატონო, მაგრამ სიმაღლისა რა მოგახსენოთ. სწორედ
თქვენი სიმაღლის თუ იქნებოდა.
მედოუზს მიუშვირა თითი.
მედოუზმა ბრაზიანად გადახედა.
‒ მე თქვენს მეუღლეს ველაპარაკები,‒ თქვა მან, თქვენთან მოგ-
ვიანებით ვისაუბრებთ.
‒ ჩემი ქმარი საოცრად უყურადღებოა, ‒ დაიწიკვინა ქალმა. ‒
მასთან ლაპარაკს რა აზრი აქვს! მაგის ძმაც ეგეთია მაგათ ნათქვამს
არ დაეჯერება, მე მასწავლით?! ოცდაექვსი წლის ცოლ-ქმარი
ვართ...
მედოუზს ქალის ყბედობისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევ
ქმარს მიმართა:
‒ მისტერ კერი, მოდი დავაზუსტოთ, მაინც რამსიმაღლე იქნებო-
და?
კერი შეყოყმანდა, დამნაშავესავით, ცოლისკენ გააპარა თვალი.
‒ ზუსტად თქმა გამიჭირდება, სერ. უვარგისი განათებაა იმ ავტო-
სადგომზე. ისე, მგონი, მაღალი იყო.
გაღიზიანებულმა მედოუზმა ხელი ჩაიქნია.
‒ ამ სიმაღლის? ‒ რენიკზე მიუთითა კერის.
კერი ახლა რენიკს მიაჩერდა, ისევ გაუვარდა ხელიდან ქუდი და
უხერხულად დასწვდა ასაღებად.
‒ დიახ, დაახლოებით. შეიძლება, ოდნავ მაღალი.
ქალმა ჩაიფრუტუნა.
‒ თვალები არა გაქვს? ‒ ეცა ქმარს. ‒ გეუბნებით, ის კაცი თქვენ-
ზე მაღალი არ იქნება-მეთქი!
ისევ მიუშვირა თითი მედოუზს.
‒ ძვირფასო, მე მგონი, უფრო მაღალი იყო, ‒ ჩაიბურტყუნა კერიმ
და კეფა ცხვირსახოცით შეიმშრალა. მედოუზი ჩემკენ შემობრუნდა.
‒ თუ შეიძლება, წამოდექით, ‒ მთხოვა მან.

132
იქ მყოფთაგან ყველაზე ტანადი მე ვიყავი. ნელ-ნელა წამოვიზ-
ლაზნე. გული ისე გამალებით მიცემდა, მეშინოდა, გაიგონებენ-მეთ-
ქი.
‒ ეს ჯენტლმენი ნამდვილი გოლიათია! ‒ თქვა ქალმა. ‒ ვთქვი
და ვიმეორებ, ის კაცი გაცილებით დაბალი იყო.
კერი თვალს არ მაშორებდა.
‒ მე მგონი, ‒ ყოყმანით წარმოთქვა მან. ‒ დაახლოებით ამსი-
მაღლე და ასეთივე აღნაგობისა იყო.
დავჯექი. კერი მაინც ჯიუტად მიცქერდა.
‒კარგი. ახლა გვიამბეთ, რა მოხდა. იმის მანქანას დაეჯახეთ? ‒
ჰკითხა მედოუზმა.
კერიმ თვალი ამარიდა.
‒ უკუსვლით მოვდიოდი. გაბარიტული შუქების ჩართვა დამავიწ-
ყდა და პირდაპირ იმის მანქანას დავეტაკე. ვერ დავინახე.
‒ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო! შენ რიგიდან წესიერად გა-
მოხვედი, იმან კი დაგარტყა, ‒ სიტყვა გააწყვეტინა ცოლმა. ‒ დამ-
ნაშავე ისაა. თან აქეთ დაგვლანძღა და წაბრძანდა მანქანა დატოვა
და გაშპა! დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, გაიქცეოდა?
‒ ფეხებზე მკიდია, ვინ იყო დამნაშავე, ‒ დაიღრინა მედოუზმა. ‒
მე იმ კაცის პოვნა მინდა. მისმინეთ, სერ, ‒ მიუბრუნდა კერის,‒ სხვა
შეგიძლიათ, გვითხრათ რამე? რა ხნის იქნება?
‒ თუ ხმითა და მიხრა-მოხრით ვიმსჯელებთ, ოცდაათი-ორმოცი
წლისა უნდა იყოს, ‒ თქვა კერიმ და ცოლს შეხედა, ეტყობა, დახმა-
რებას სთხოვდა.‒ არ მეთანხმები, ძვირფასო?
‒ ხმით ასაკის განსაზღვრა გაგიგონიათ?! ‒ ათუხთუხდა მისის
კერი. ‒ ჩემმა ქმარმა საჭიროზე მეტი დეტექტივები იკითხა, ‒ აუხსნა
მედოუზს, ‒ ხელიდან ვერ გააგდებინებ.
‒ თქვენი ვარაუდით, რამდენი წლის უნდა იყოს?
‒ ვარაუდით, ყველაფერი შეიძლება ივარაუდო, მაგრამ თავს შე-
ვიკავებ. მეშინია, პოლიცია შეცდომაში არ შევიყვანო, ‒ თქვა ქალ-
მა და ქმარს გამანადგურებელი მზერა სტყორცნა.
‒ მისტერ კერი, ხომ არ გახსოვთ, რა ეცვა?

133
ჩანჩურა შეყოყმანდა.
‒ თავს ვერ დავდებ, მაგრამ კოსტიუმი ეცვა. თუ არ ვცდები, ყავი-
სფერი, ‒ კი, ეს ნამდვილად შევამჩნიე, როცა მანქანიდან გადმოვი-
და.
‒ მიკვირს, როგორ შეგიძლია ეგეთი სისულელეების როშვა, ‒
ისევ შეუტია ცოლმა. ‒ შენი თვალების პატრონმა იმ უკუნეთში კოს-
ტიუმის ფერი გაარჩიე?
ისევ მედოუზს მიუბრუნდა:
‒ სულ პატივმოყვარეობის ბრალია. დღედაღამ ჩავჩიჩინებ, სათ-
ვალე უნდა ატარო-მეთქი. მით უმეტეს, საჭესთან.
‒ არც მთლად ეგეთი ბრუტიანი ვარ, ჰერიეტ, ‒ შეპასუხება გაბე-
და კერიმ. ‒ სათვალე ხანდახან მჭირდება...
მედოუზმა გაზეთზე მიუთითა, რომელიც კერისგან ექვსი ფუტის
მოშორებით, მედოუზის მაგიდაზე იდო.
‒ მისტერ კერი, შეგიძლიათ მაქედან სათაურის წაკითხვა?
კერიმ დავალება იოლად შეასრულა.
მედოუზმა რენიკს გადახედა, მხრები აიჩეჩა და ისევ კერის ჰკით-
ხა:– ქუდი თუ ეხურა?
‒ არა, სერ.
მედოუზმა დამცინავად შეხედა ქალს.
‒ თქვენც ეთანხმებით?
‒ თავშიშველა იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუდი არ
ჰქონდა, ‒ ბრაზიანად თქვა ქალმა.
‒ ხელში ეჭირა?
ქალი ჩაფიქრდა. მერე გაღიზიანებულმა თქვა: ვერ შევნიშნე.
კერი დროდადრო უხერხულად აპარებდა ჩემკენ თვალს.
‒ მისტერ კერი, ხომ ვერ მეტყვით, რა ფერის თმა ჰქონდა?‒
ჰკითხა მედოუზმა.
‒ ვერა, სერ. თითქმის ბნელოდა. რა გელაპარაკათ?
‒ გვიყვიროდა, ‒ სიტყვა ჩააგდო ცოლმა. ‒ იცოდა, დამნაშავე
რომ იყო..
‒ მის ხმას თუ იცნობდით ახლა?

134
მედოუზი ქალს არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდა.
ჰერბერტ კერიმ თავი გააქნია.
‒ ძნელად. სულ რამდენიმე სიტყვა თქვა.
‒ როდის მოხდა ავარია?
‒ ათის ათ წუთზე. საათს დავხედე.
‒ და მერე გაქრა, არა? მაინც, რა მიმართულებით?
‒ მგონი, სადგომის შორიახლოს მანქანა ელოდებოდა. მანქანა-
ში ჩაჯდა. ყოველ შემთხვევაში, გავიგონე, როგორ დაიძრა მანქანა.
‒ მანქანა ვერ დაინახეთ?
‒ მანქანა ვერა, მხოლოდ ფარების შუქი.
‒ საით წავიდა?
– აეროპორტისკენ.
მედოუზი კაბინეტში ბოლთის ცემას მოეშვა და დაჟინებით დააც-
ქერდა ჯერ კერის, მერე კი რენიკს, რომელიც უბის წიგნაკში რაღა-
ცას იწერდა.
‒ აეროპორტისკენ?
‒ რა ვიცი. შეიძლება, უესტ-ბიჩშიც მიდიოდა. ეს აეროპორტის
იქითაა. იმის თქმა კი არ მინდოდა...
‒ აეროპორტი! ‒ შეჰყვირა მედოუზმა. რა თქმა უნდა!
აშკარად გამოცოცხლდა.
‒ ეშმაკმა წაგიღოთ! ჯიმი, აეროპორტი თუ შეამოწმეთ?
რენიკმა უარის ნიშნად თავი გააქნია:
‒ არა. ვიფიქრეთ, გოგოსთან ერთად გაფრენას ვერ გაბედავს-
თქო. შევამოწმებთ, თუკი თქვენ მიგაჩნიათ, რომ...
‒ ძებნა ყველგანაა საჭირო, ‒ თქვა მედოუზმა.‒ თერთმეტის ნა-
ხევრიდან შუაღამემდე გაფრენილი მგზავრების სრული სია მჭირდე-
ბა. მიხედეთ მაგ საქმეს, ჯიმი!
მღელვარებისგან ძალიან მიჭირდა ერთ ადგილას გაუნძრევ-
ლად ჯდომა.
‒ ჯერჯერობით სულ ესაა, მისტერ კერი. გმადლობთ დახმარე-
ბის- თვის. თუ კიდევ დამჭირდებით, დაგირეკავთ.
მისის კერი მაშინვე კარისკენ დაიძრა.

135
‒ წავიდეთ, ჰერბერტ. ისედაც უამრავი დრო დავკარგეთ.
კერიც ცოლს მიჰყვა, მერე შეჩერდა და შემომხედა. შიშისგან ვერ
ვბედავდი მისთვის თვალის გასწორებას. მაგიდის უჯრა გამოვაღე
და რაღაც ქაღალდი ამოვიღე, თითქოს კერის იქ ყოფნა აღარც მახ-
სოვდა. გავიგონე, როგორ ჰკითხა მედოუზს:
‒ უკაცრავად, სერ, ის ჯენტლმენი ვინაა?
აჰა, დაიწყო-მეთქი, გავიფიქრე. გულზე ყინულის ლოდი დამე-
დო. თავი ავწიე.
კერი ჩემზე უთითებდა.
მედოუზმა დაუფარავი გაოცებით უპასუხა:
‒ ეს ჰარი ბარბერია, ჩემი თანაშემწე. პრესასთან ურთიერთობის
საკითხებს განაგებს.
მისის კერი ქმარს მაჯაში ჩააფრინდა და კარისკენ გაქაჩა:
‒ წამოდი, თუ ღმერთი გწამს! შენ თუ აქ ლაილაისთვის გცალია,
მე უქმად დასაკარგი დრო სადა მაქვს!
კერი უხალისოდ დანებდა ცოლს.
კარი უხმაუროდ დაიკეტა მის ზურგს უკან.

136
თავი IX

‒ ამის გაძლება არ გინდა?! ‒ თქვა მედოუზმა და მაგიდას მიუჯ-


და. ‒აბა, რას იტყვით? მე მგონი, კერი არაფერს იგონებს.
‒ გეთანხმებით, მიუგო რენიკმა. თან მეორე მოწმეც ხომ გვყავს.
კებიმაც განაცხადა, ის ტიპი მაღალი და ზორბა იყოო. რაღაც-რაღა-
ცები უკვე ვიცით. დამნაშავე ‒ დაახლოებით ექვსი ფუტი სიმაღლის
მამაკაცია, ას ოთხმოც გირვანქას იწონის, მუქი ფერის სპორტული
კოსტიუმი აცვია, ქუდს არ იხურავს, სიგარეტ „ლაკის“ ეწევა და მან-
ქანა აქვს შესაკეთებელი. მოკლედ, სიტყვიერი პორტრეტი თითქმის
მზადაა.
უეცრად ჩემკენ შემოტრიალდა.
‒ შენ რამდენს იწონი, ჰარი?
‒ალბათ, დაახლოებით ას ოთხმოცდაათ გირვანქას, ‒ ვუპასუხე
სწრაფად, დაუფიქრებლად.‒ ჩემი წონა რა შუაშია?
– ერთი იდეა დამებადა. კერიმ აღნიშნა, რომ შენი სიმაღლე და
აღნაგობა გამტაცებლისას ემთხვევა. მოდი, შენი ფოტო გამოვაქ-
ვეყნოთ გაზეთებში, ოღონდ, რა თქმა უნდა, სახე ჩავამუქოთ. იქნებ
მკითხველთაგან ვინმემ ნახა მსგავსი კაცი ლოუნ-ბეიში ანდა „მე-
კობრეთა ქოხთან“.
რენიკმა მედოუზს გადახედა.
‒ თქვენი აზრი, სერ?
– შესანიშნავი იდეაა! ‒ აღტაცება ვერ დაფარა მედოუზმა.‒ ოღ-
ონდ, ჩვენ კიდევ უფრო ეშმაკურად მოვიქცევით.
ღილაკს თითი დააჭირა და მდივანი გამოიძახა.
‒ მის ლეჰემ, მაღაზიაში წადით და მისტერ ბარბერისათვის მუქი
ყავისფერი სპორტული კოსტიუმი იყიდეთ, ოღონდ სწრაფად.
მის ლეჰემმა ერთი შემომხედა, თავი დააქნია და კაბინეტიდან

137
გავიდა.
‒ სანამ მის ლეჰემს ველოდებით, მგზავრების სია შემომიტანეთ,
რენიკ. თერთმეტის ნახევრიდან პირველამდე ვინც კი თვითმფრი-
ნავში ჩაჯდა, ყველას გვარი მჭირდება.
მერე მე მომიბრუნდა.
‒ რას იტყვით, დაწერთ ჩემზე სტატიას? ჩემს გატაცებაზე, ოჯახზე,
მოკლედ ჩემგან არ გესწავლებათ... ეცადეთ, „ტაიმსში“ ან „ნიუსუიკ-
ში“ გაუშვათ.
როგორც იქნა, ზურგს უკან ჩემი კაბინეტის კარი მოვიხურე და მა-
გიდას მივუჯექი. არაქათი აღარ მქონდა. ვგრძნობდი ‒ ხაფანგში ვი-
ყავი გაბმული. რენიკის ახალი იდეა დიდ საფრთხეს მიქადდა. თუმ-
ცა დარწმუნებული ვიყავი, რომ „მეკობრეთა ქოხთან“ არავის დავუ-
ნახავვარ, ჟურნალისტური გამოცდილება მაინც მკარნახობდა ვიღა-
ცას, ჩემთვის უჩინარს, შეეძლო ჩემი ფიგურის დამახსოვრება. ლო-
უნ-ბეიშიც დიდი სისულელე ჩავიდინე, როცა აეროპორტის ხალხით
გადაჭედილ დარბაზში ოდეტას ჩემოდნით ხელდამშვენებულმა შე-
ვაბიჯე. არა, ფოტოთი შეიძლებოდა, ვინმეს ვეცნე.
ოდეტას გვამიც აუცილებლად იმ ღამესვე უნდა მომეშორებინა
თავიდან. მეტი აღარ შეიძლებოდა მისი გარაჟში დატოვება. მანქანა
უნდა მექირავა... მაგრამ გამახსენდა, რომ ფული თითქმის აღარ
მქონდა და კიდევ უფრო უარესად ვიგრძენი თავი. იძულებული
ვხდებოდი, გარაჟში მივსულიყავი და პატრონთან მეღრიჯინა ‒ ბეს
გადაუხდელად მოექირავებინა მანქანა. ორი დოლარიღა მრჩებო-
და ჯიბეში, ნინას რამდენი ჰქონდა, არ ვიცოდი. ხელფასსაც მხო-
ლოდ კვირის ბოლოს მომცემდნენ.
მანქანას თუ ვიშოვიდი, გვამი იქ უნდა გადამეტანა, ნინასგან მა-
ლულად. უნდა მეცადა, დასაძინებლად როცა დაწვებოდა, მერე და-
ვურეკავდი და ვეტყოდი ‒ სამსახურში გვიანობამდე შეყოვნება მო-
მიწევს-მეთქი. ისიც ლოდინს არ დამიწყებდა, დაიძინებდა და მაშინ-
ღა გავაღებდი გარაჟს.
მაგრამ პოლიციის პატრულს რომ შევემჩნიე? ამაზე ფიქრიც კი
უნდა ამეკრძალა საკუთარი თავისთვის.

138
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. მედოუზზე სტატიის გეგმა
შავად მოვხაზე, და ამ დროს მის ლეჰემმა კოსტიუმი შემომიტანა.
კვალდაკვალ რენიკიც შემოჰყვა.
კოსტიუმის დანახვაზე გული შემიქანდა. ზუსტად იმის ასლი
მქონდა. ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი, როცა შევიძინე.
მის ლეჰემი გავიდა და რენიკმა მითხრა:
‒ აბა, დროზე გამოიცვალე. ფოტოგრაფი გველოდება. სურათი
უახლოეს ნომერში უნდა გავუშვათ.
კოსტიუმი ჩავიცვი და რენიკთან ერთად პოლიციის პაწაწინა სტუ-
დიისკენ გავემართე. მერე, როცა ფოტოების უკანა მხარეს საკუთა-
რი გარეგნობის აღწერას ვურთავდი, მეჩვენებოდა, თვითმკვლე-
ლობას ჩავდივარ-მეთქი. სურათები მედოუზს წავუღე.
ფოტოებზე სახე ჩაშავებული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩე-
მი ცნობა კაცს მაინც არ უნდა გასჭირვებოდა...
მედოუზმა სურათები დაათვალიერა, თავი დააქნია, მის ლეჰემი
გამოიძახა და ფოტოების ადგილობრივი გაზეთების რედაქციაში
დაგზავნა სთხოვა.
ქალი კაბინეტიდან გავიდა თუ არა, მაშინვე რენიკიც გამოჩნდა.
‒ აი, მგზავრების სია, ‒ თქვა მან. ‒ მაგრამ დიდი ვერაფერი ხე-
ირია. თერთმეტის ნახევრიდან შუაღამემდე სულ ორი თვითმფრინა-
ვი გაფრინდა: ერთი ‒ იაპონიაში, მეორე ‒ ლოს-ანჯელესში. პირვე-
ლი რეისი გამოვრიცხე. მეორე თვითმფრინავში თხუთმეტი მგზავრი
იჯდა შვიდი წყვილი. ბიზნესმენები თავიანთი ცოლებით ‒ ისინი რე-
გულარულად დაფრინავენ ამ რეისით, სტიუარდესა ყველას იცნობს.
მეთხუთმეტე ‒ გოგო, მარტო იყო.
‒ ცუდია. ჩვენ იმ გოგოს ვეძებთ, ვისაც მამაკაცი ახლდა. ამ მეთ-
ხუთმეტე მგზავრის ვინაობა მაინც დაადგინეთ?
‒ რეგისტრაცია ენ ჰექორთის სახელითა და გვარით გაიარა, ‒
თქვა რენიკმა.‒ სტიუარდესამ ყურადღება მიაქცია. ღია წითური თმა
ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს ოდეტა მალრუ არ არის.
ჩემმა დაკრუნჩხულმა შიგნეულობამ ცოტაოდენი შვება იგრძნო.
ფეხებში ძალა გამომეცალა და იძულებული გავხდი, დავმჯდარიყა-

139
ვი. მედოუზმა სია ნაგვის კალათში მოისროლა.
‒ რას იზამ, არ გაგვიმართლა. იქნებ ფოტოებმა უფრო გვიშვე-
ლოს.
შვიდიდან რვა საათამდე ძიების მიმდინარეობის თაობაზე ოპე-
რატიულ ცნობებს ვიწერდი, მერე რენიკს ვთხოვე, თუ შეიძლება, შინ
წავალ, როცა დაგჭირდები, გამომიძახებ-მეთქი.
‒ რა თქმა უნდა, ჰარი, ‒ მითხრა რენიკმა. თავისუფალი ხარ.
ჩემს კაბინეტში დაბრუნებულმა ნინას დავურეკე.
‒ ცოტა შემაგვიანდება, ‒ ვუთხარი ცოლს.‒ შენ რა გეგმები
გაქვს?
‒ არავითარი. გელოდები.
‒ მისმინე, იქნებ კინოში წასულიყავი? რატომ უნდა იჯდე შინ
მარტო, მოწყენილი? „ქეპითოლიუმში“ კარგი ფილმი გადის.
‒ უშენოდ არ მინდა წასვლა, ჰარი. დაგელოდები.
მინდოდა, რამდენიმე საათით მაინც მომეხერხებინა მისი სახლი-
დან გატყუება!
‒ გამიხარდებოდა, რომ წასულიყავი. თითქმის სულ სახლში ზი-
ხარ.
‒ რა ვქნა, მეც ხომ უნდა მსიამოვნებდეს. კინოს ბილეთებში ფუ-
ლის დახარჯვაც არ ღირს. როდის მოხვალ? ვახშამი დაგახვედრო?
ფარ-ხმალი დავყარე. ცოტაც და, შეიძლებოდა, რამეში დამეეჭ-
ვებინა.
‒ ალბათ პირველი საათისთვის მოვალ. რამე დამიტოვე. აბა,
კარგად.
‒ ჰარი, მანქანის გასაღები მაინც ვერსად ვიპოვე.
გავცოფდი, მაგრამ რა გავცოფდი!
‒ რად გინდა გასაღები, თუკი მანქანა გაფუჭებულია? რა ძებნა
აგიტყდა?!.
ყურმილი დავკიდე, ცოტა ხანს ვიჯექი და თვალებზე ლიბრგადაკ-
რული, მაგიდის საათს მივჩერებოდი. ჩვეულებრივ, ნინა თერთმეტ-
ზე იძინებს. პირველამდე ვერ გავბედავდი ოდეტას გვამის გარაჟიდ-
ან წამოღებას. ახლა, როცა გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა, შიშ-

140
მა ამიტანა. გაფიქრებაც მზარავდა, რისი გაკეთება მელოდა, მაგრამ
სხვა გზა არ იყო.
სად დამემალა გვამი? გამებედა ვერცხლის მიტოვებულ საბა-
დოსკენ წასვლა? ვიცოდი, იქაურობა უკვე გაჩხრეკილი ჰქონდათ.
პოლიცია იქ ალბათ აღარ დაბრუნდებოდა. თუ შეუმჩნევლად მოვა-
ხერხებდი მისვლას, გვამს ვეღარასოდეს იპოვიდნენ, მაგრამ მოვა-
ხერხებდი კი? სანამ საოპერატოროდან გამოვიდოდი, ყურადღებით
შევისწავლე რუკა, რომელზეც რენიკი ძიების მსვლელობას აფიქსი-
რებდა. პოლიცია მაღაროს მხრიდან ჩემი სახლისკენ მოუყვებოდა
გზატკეცილით. პირველი საათისთვის საპატრულო ავტომობილებს
თუ არ ჩავთვლით, ავტოსტრადა პრაქტიკულად ცარიელი იქნებო-
და. ოლქის პროკურორის თანაშემწის სტატუსი მშვიდობიანად გაღ-
წევის შანსს მიტოვებდა ‒ მთავარი იყო, ნერვებს არ ეღალატა. არა-
და, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მანქანა უნდა მექირავა.
პროკურატურიდან გამოვედი და ჩემი სახლის შორიახლოს მდე-
ბარე გარაჟს მივაშურე. გარაჟს რომ მივადექი, თერთმეტს ოცი წუთი
აკლდა.
ტედ ბრაუნი, თვრამეტი წლის ბიჭი, ვისაც კარგად ვიცნობდი, ვიწ-
რო კანტორაში იჯდა და დოღის პროგრამას ჩაჰკირკიტებდა. ჩემდა
ბედად, ჰემონდი, გარაჟის პატრონი ‒ არსად ჩანდა.
– ტედს გაუმარჯოს, ‒ კარი შევაღე და მივესალმე. ‒ გეტყობა, ძა-
ლიან დაკავებული ხარ.
ყმაწვილმა უხერხულად გამიღიმა. ფურცელი მაგიდაზე დადო და
წამოდგა.
‒ გამარჯობა, მისტერ ბარბერ, ‒ თქვა მან, ‒ მინდა გამოვიცნო,
ვინ გაიმარჯვებს. ბედი არა მაქვს ä წინა კვირას პროგნოზი ჩამიფ-
ლავდა...
‒ ცხენებში მეც არასოდეს მიმართლებდა, ‒ ვუთხარი. ‒ მისმი-
ნე, ტედ, ცუდ დღეში ვარ. „პაკარდი“ გამიფუჭდა. ხიდი ჩაიშალა.
ბიჭს სახეზე თანაგრძნობა გამოეხატა.
‒ ვწუხვარ, მისტერ ბარბერ. ეგ სერიოზული ამბავია.

141
‒ ჰო, ვიცი. მანქანა მინდა ვიქირაო ერთი დღით. გამიხერხებ?
‒ რა თქმა უნდა, მისტერ ბარბერ. აქ ერთი „შევროლე“ დგას.
მარტო დღეისთვის გჭირდებათ?
‒ ჰო. დილით ადრევე მოგიყვანთ უკან.
„შევროლესკენ“ დავიძარი.
‒ საჩქარო საქმე მაქვს პალმ-ბეიში.
‒ ბლანკი შეავსეთ, მისტერ ბარბერ. ოცდაათი დოლარი ბე და
დაზღვევის ფულია გადასახდელი.
შუა გზაში გავჩერდი.
‒ დროში ვიწვები, ტედ. ფულიც არ წამომიღია თან. ხვალამდე
უნდა მაცადო.
ბიჭმა ჩაფიქრებულმა მოიქექა კეფა.
‒ მისტერ ჰემონდს ეს ამბავი არ მოეწონება. ასეთ პასუხისმგებ-
ლობას ვერ ვიკისრებ.
ნაძალადევად გავიღიმე.
‒ რისი გეშინია, ტედ? ლამის უკვე ათი წელია, თქვენი კლიენტი
ვარ. მისტერ ჰემონდი რა, არ გამიმართავდა ხელს?
ტედს სახე გაუნათდა.
‒ კეთილი, მისტერ ბარბერ. იქნებ ბლანკი მაინც შეგევსოთ? დი-
ლით კი, როცა მანქანას მოიყვანთ...
‒ კი, ბატონო.
მოთმინებით ველოდი, როდის იპოვიდა ბლანკს. როგორც იქნა,
დააყენა საშველი და მაგიდაზე წინ დამიდო. კალმისტარი ამოვიღე
და სწორედ ამ დროს, ჰემონდიც შემოგრიალდა მანქანით.
ხუთი წუთით ადრე რომ მოვსულიყავი, გავასწრებდი. ახლა კი ჰე-
მონდის მოთაფვლაც მომიწევდა. შევამჩნიე თუ არა, როგორ შეეც-
ვალა ჩემს დანახვაზე სახე, ამას მაშინვე მივხვდი.
გაღიმება ვცადე.
‒ გამარჯობა, მისტერ ჰემონდ, მივესალმე გულითადად. ‒ რა
არის, სულ არ უფრთხილდებით თავს.
‒ გამარჯობა, ‒ ჩაიბურტყუნა პასუხად და დაჟინებით მიაჩერდა
ტედს. ‒ რა მოხდა?

142
‒„შევროლეს“ ვქირაობ, ‒ ვუთხარი. ვუთხარი. ‒ ჩემს მანქანას
უკანა ხიდი ჩაეშალა. იქნებ, იმ კვირაში მოსულიყავით და რამე მო-
გეხერხებინათ. დღეს კი საჩქარო საქმე მაქვს პალმ-ბეიში და მანქა-
ნა მჭირდება.
ცოტათი დამშვიდდა.
‒ კარგი. ბლანკი შეავსეთ, მისტერ ბარბერ. თქვენზე ოცდაათი
დოლარია.
წერა დავიწყე. ხელი ისე მიკანკალებდა, საკუთარი ნაწერის გარ-
ჩევა მიჭირდა.
– ფულს ხვალ გადაგიხდით, როცა მანქანას დავაბრუნებ, —
ვცდილობდი, რაც შეიძლება გულგრილად მელაპარაკა. მოულოდ-
ნელად მომიწია გამგზავრებამ. ბანკში შევლაც ვერ მოვასწარი.
ხვალ გავსწორდებით.
გაკვრით მოვაწერე ხელი და ფურცელი ჰემონდისკენ მივაჩოჩე.
ზედაც არ დახედა.
‒ მისტერ ბარბერის საკრედიტო ბარათი მომეცი, – უთხრა ტედს.
ტედმა ბარათი მიაწოდა და თვითონ კანტორიდან გავიდა. დარ-
ცხვენილი ჩანდა.
ჰემონდმა ბარათი გულდასმით შეისწავლა და შემომხედა. მკაც-
რი სახე ჰქონდა.
‒ მისტერ ბარბერ, თქვენ უკვე ას ორმოცდაათი დოლარი გმარ-
თებთ ჩემი ‒ რემონტის, ბენზინის და ზეთის ფული,‒თქვა მან.
‒კი, რა თქმა უნდა, მახსოვს. ხვალ ყველაფერს გადავიხდი, ‒ მი-
ვუგე მე. ‒ მაპატიეთ, რომ დაგიგვიანეთ.
‒ კარგი იქნება.
ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე დაუმატა:
– მაპატიეთ, მისტერ ბარბერ, მაგრამ სანამ არ გავსწორდებით,
ნისიად მომსახურება არ შემიძლია.
ძლივს შევიკავე თავი.
‒ მისმინეთ, მანქანა საჩქაროდ მჭირდება. არ შეიძლება ძველ
მუშტრებთან ასე მოქცევა. ‒ არც გთხოვდით, გადაუდებელი საქმე
რომ არ მქონდეს.

143
‒ მისტერ ბარბერ, პალმ-ბეიში ავტობუსი დადის. უკვე თვრამეტი
თვეა, ჩემთვის ერთი ცენტი არ გადაგიხდიათ, ‒ თქვა ჰემონდმა.‒
აკი მისის ბარბერსაც არაერთხელ შევახსენე. მუდამ ერთი და იგივე
პასუხი მესმის: „ხვალ გადაგიხდით“. ბოდიში, მაგრამ ნისიად აღარ
გემსახურებით. ვალს გადამიხდით, ბეს შემოიტანთ და ბატონი
ბრძანდებით, წაიყვანეთ ეგ „შევროლე“.
ისეთ დღეში ვიყავი, სიკვდილს ვნატრობდი. უმანქანობა არაფ-
რით არ შემეძლო. სასწორზე ჩემი სიცოცხლე იდო!
‒ ძალიან, ძალიან საჩქარო საქმე მაქვს,‒ ვცდილობდი, მშვი-
დად მელაპარაკა, ‒ მანქანა აუცილებლად მჭირდება. ჩემი ცოლის
სამკაულს დაგიტოვებთ ბედ. თითქმის ორასი დოლარი ღირს. ხვალ
კი მთელ ვალს გაგისტუმრებთ. ალბათ ჯერ არ გაგიგიათ, სამსახური
დავიწყე. ოლქის პროკურორის თანაშემწე ვარ.
ჩემი მოწმობა გავუწოდე.
‒ თუკი ოლქის პროკურორთან მსახურობთ, მისტერ ბარბერ, პო-
ლიციის მანქანა გამოიძახეთ. თქვენი ცოლის სამკაულებს კი, მაპა-
ტიეთ, ვერ დავიტოვებ.
და ამ დროს „პაკარდის“ საბარგულში ჩაკეტილი, ხუთასი ათასი
დოლარით გატენილი „დიპლომატი“ გამახსენდა. რას ვუდგავარ აქ
და რას ვეღრიჯები ამ ტიპს?! თუ მოვისურვებდი, მთელი მისი გარაჟი
შემეძლო მეყიდა. მართალია, იმ ფულისთვის ხელის ხლება სახიფა-
თო იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე საბარგულში ოდე-
ტას გვამის დატოვება.
‒ ეშმაკსაც წაუღია თქვენი თავი, ‒ მივახალე ჰემონდს და გარა-
ჟიდან გამოვედი.
ჩემი სახლიდან სულ ერთ მილზე ტექმომსახურების სადღეღამი-
სო სადგური იყო. როცა ნინა დაიძინებდა, მანქანას იქ ვიქირავებდი,
ფულს კი „დიპლომატიდან“ გადავიხდიდი.
შინისაკენ გავუდექი გზას. შუა გზაზე ორი პოლიციელი შევნიშნე.
ტროტუარს მოუყვებოდნენ მოპირდაპირე მხრიდან. ჩემი მეზობლის
სახლთან შეჩერდნენ, ერთერთმა მათგანმა კუტიკარი შეაღო და ბი
ლიკს გაუყვა. მეორემ შემდეგი ეზოსკენ განაგრძო გზა.

144
უკვე ჩემს ქუჩაზეც ეძებდნენ!
ნაბიჯს ავუჩქარე. შიშმა გული მომიწურა. საკუთარი სახლი დავი-
ნახე და გავჩერდი.
გარაჟის კარი, რომელიც წუხელ ჩემი ხელით ჩავკეტე, ღია იყო!
რამდენიმე წამი ვიდექი ასე და თავქუდმოგლეჯით გაქცევის სურ-
ვილს ვებრძოდი. იპოვეს ნეტავ გვამი თუ ვერა? იქნებ, უკვე დასაპა-
ტიმრებლად მელოდნენ?
მოპირდაპირე სახლიდან პოლიციელი გამოვიდა. ინტერესით
შემომხედა.
თავს მოვერიე და შინისკენ გავემართე.
ბილიკს მივუყვებოდი, როცა ნინა და ორი ჯარისკაცი დავინახე,
„პაკარდთან“ იდგნენ. ეტყობა, ჩემი ფეხის ხმა გაიგონეს და შემოტ-
რიალდნენ.
‒ აი, ჩემი ქმარი, ‒ თქვა ნინამ.
‒ გამარჯობა, მივესალმე მშვიდი ხმით. რა ამბავია?
ჯარისკაცები მთლად პირტიტველი ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთი,
ვარდისფერლოყებიანი, პუტკუნა, ქერა აშკარად მოწყენილი ჩანდა,
მეორე, შავთმიანი და ტანმორჩილი ‒ ზომაზე მეტად გაფაციცებული
და აგრესიული. მაშინვე მივხვდი ‒ საქმის დაჭერა ამასთან მომი-
წევს-მეთქი.
‒ მანქანა თქვენია? – მკითხა შავგვრემანმა.
მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ნინას ვკითხე: რა მოხდა?
– მოტაცებულ გოგოს ეძებენ, ‒ თქვა ნინამ, გაღიზიანებული ჩან-
და. ‒ უნდათ, საბარგულში ჩაიხედონ. მეორე სუნთქვა გამეხსნა. სა-
სოწარკვეთამ შიში დამავიწყა.
‒ გგონიათ, იქ მყავს დამალული? ‒ პუტკუნას მივმართე და თან
ირონიულად ჩავიღიმე. უხერხულად ჩაიფრუტუნა.
‒ მე არ მგონია, ‒ თქვა მან. ‒ აი, ჯერისაც ვუმტკიცებდი...
‒ საბარგულს გაგვიღებთ ‒ მკითხა შავტუხამ.‒ ნაბრძანები
მაქვს, ყველა სახლი და ყველა მანქანა გავჩხრიკო ამ ქუჩაზე. ბრძა-
ნებას შესრულება უნდა.
‒ ავუხსენი, გასაღები დაგვეკარგა-მეთქი,‒ მითხრა ნინამ, ‒ ვთ-

145
ხოვე, შენთვის დაეცადათ. დიდი ხანია, აქ არიან.
‒ ძალიან ვწუხვარ, მივუბრუნდი შავგვრემანს, ‒ მაგრამ გასაღე-
ბი არა მაქვს. ხელოსანს მივეცი ‒ მეორე კომპლექტი უნდა გავაკე-
თებინო ცოლისთვის.
ჯარისკაცი დაჟინებით, ეჭვით დამაშტერდა.
– ძალიან ცუდია, ‒ თქვა მან. ‒ ბრძანება ბრძანება ბრძანებაა.
თუ გასაღები არ გაქვთ, საკეტის გატეხა მოგვიწევს.
‒ ხვალ დილით დამიბრუნებენ გასაღებს, ‒ ვუთხარი.
ვცდილობდი, წყნარად, სასხვათაშორისოდ მელაპარაკა:
‒ მაშინ სიამოვნებით გაგიღებთ საბარგულს.
– წავიდეთ, ჯერი, ‒ უთხრა პუტკუნამ. ჯერ ნახევარი ქუჩაც არ
შეგვიმოწმებია, გვიანდება.
ჯერის მისი ნათქვამი თითქოს არც გაუგონია. მივხვდი, შავტუხას
თავიდან მოშორება იოლი არ იქნებოდა. საბარგული უნდა გავ-
ხსნათ, ‒ თქვა მან და გარაჟი მოათვალიერა.
ძალაყინი შენიშნა, დასწვდა.
‒ მოიცათ, ვუთხარი და საბარგულს გადავეფა ‒ აი, ეს ნახეთ.
ჩემი მოწმობა გავუწოდე.
დოკუმენტს დახედა, ოღონდ ხელი არ უხლია, არ გამოურთმე-
ვია.
– მერე რა?
ძალაყინი მოუთმენლად შეათამაშა.
‒ რა ჩემი საქმეა, ვინ ხართ? მითხრეს, ამ ქუჩაზე ყველა მანქანა
შეამოწმეო, და მეც ვამოწმებ!
ნინას შევხედე.
– ქუჩაში პოლიციელი დგას. დაუძახე.
ნინა გარაჟიდან გავარდა. ჯერი სულ გაცოფდა:
‒ მიმიფურთხებია პოლიციელისთვის! პოლიციელი ვინ მიგ-
დია?! გაიწით! საბარგული უნდა გავაღო.
ფეხიც არ მომიცვლია.
‒ უფლება არა გაქვთ, ჩემი მანქანა დააზიანოთ. ხვალ დილით
საბარგულს გასაღებით გავაღებთ.

146
დიდხანს ვჭამდით ერთმანეთს თვალებით. ბოლოს ძალაყინი
გვერდზე მიაგდო.
‒ რას იზამ, თქვენ თვითონ მაიძულეთ. მოდი აქ, ჰენკ, ერთი ეს
ტიპი გვერდზე მივწიოთ და მერე საბარგულსაც გავაღებთ!
‒ მომისმინე, ჯერი, ყოყმანით დაიწყო პუტკუნამ, ‒ არ ღირს...
პოლიციას დაველოდოთ.
‒ მე ბრძანება უნდა შევასრულო, ‒ გაჯიქდა ჯერი და ავად გად-
მომხედა. ‒ თქვენი ნებით გაიწევით თუ ხელი წაგაშველოთ?
‒ ტრიბუნალი არ აგცდებათ, ‒ ვუთხარი. ‒ ჩხუბს ატეხთ ‒ ინა-
ნებთ.
ჯერიმ ჰენკს გახედა.
‒ ერთი-ორი თუ მოხვდება, თვითონვე იქნება დამნაშავე, ‒ თქვა
და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
ამ დროს გარაჟს ნინა და წეღან ქუჩაში ნანახი პოლიციელები-
დან ერთ-ერთი მოადგნენ.
‒ რა ხდება აქ? – იკითხა პოლიციელმა.
‒ საბარგული უნდა დავათვალიეროთ,‒ უთხრა ჯერიმ, ‒ ამ კაცს
კი გასაღები არა აქვს. მე ბრძანება მივიღე ‒ ყველა მანქანა გაჩხრი-
კეთო, ეს კიდევ საკეტის გატეხას არ გვანებებს.
‒გასაღები სად არის? ‒ იკითხა პოლიციელმა.
‒ სახელოსნოში. დუბლიკატი შევუკვეთე.
მომაჩერდა და სქელი თითით მრგვალი თავი მოიფხანა.
‒ რომელ სახელოსნოში?
ამ კითხვაზე პასუხი მზად მქონდა.
‒ არ ვიცი. ჩემს მდივანს გავატანე.
მერე იმასაც მოწმობა გავუწოდე.
‒ მე ოლქის პროკურორთან ვმსახურობ. გასაღები ხვალ დილით
იქნება მზად და მაშინ სიამოვნებით გაგიღებთ საბარგულს, ახლა კი
ცოცხალი თავით მანქანის გაფუჭების ნებას არ მოგცემთ.
პოლიციელმა მოწმობა ყურადღებით შეათვალიერა და შუბ-
ლშეჭმუხნილმა გადახედა ჯარისკაცებს.
‒ დაიცა, ნუ ცხარობთ, ‒ თქვა მან. ‒ ამ ჯენტლმენს ვიცნობთ.

147
ტყუილად ღელავ.
ჯერიმ მხრები აიჩეჩა. კიდევ უფრო მტრული სახე დაედო.
‒ ჩემთვის სულერთია, ვინ არის. ნაბრძანები მაქვს და ბრძანებას
ვასრულებ!
‒ საკეტს თუ გააფუჭებ, ‒ უთხრა პოლიციელმა, ‒ მერე ფულის
გადახდა მოგიწევს.
პოლიციელი მომიბრუნდა.‒კეთილი, გადავიხდი,‒ არ ცხრებო-
და ჯერი.‒ სულერთია, უნდა გავაღო!
‒ მისაღებია ეგეთი ვარიანტი, მისტერ ბარბერ?‒ გატეხოს და ფუ-
ლი გადაიხადოს.
ძლივს ვსუნთქავდი.
‒ არა, არ არის მისაღები, ‒ ვთქვი მე. ‒ მანქანა ძველია, ასეთ
საკეტს ვეღარ ვიშოვი. გადაცემათა ხიდიც ჩაშლილია. უკვე ორი დღ-
ეა, გარაჟში დგას. თუ ჩემი არ გჯერათ, სცადეთ და დაძარით ადგი-
ლიდან.
‒ მართლა? ‒ თქვა ჯერიმ. ‒ მერე, უგასაღებოდ ძრავას როგორ
ავამუშავებ? იქით გაიწით!
ძალაყინს დასწვდა.
ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია.
‒ მოდით, ასე შევთანხმდეთ,‒ ვუთხარი მე,‒ ლეიტენანტ რენიკს
დავურეკავ და თუ ის თანახმა იქნება, ჯარისკაცს შეუძლია, საბარგუ-
ლი გააღოს.
პოლიციელს სახე გაებადრა:
‒კარგი აზრია! ოღონდ, ლეიტენანტს მე თვითონ დაველაპარა-
კები.
ჯერიმ გაცოფებულმა მოისროლა ძალაყინი.
‒პოლიციის გაკეთებული საქმე არ გაიშვა! ‒ხმაში დაუფარავი
ზიზღი გამოურია.
‒ თქვენ როგორც გენებოთ, მე კი ჩემს უფროსს დავურეკავ და
იმას მოვახსენებ. არ იფიქროთ, ბოლო სიტყვა თქვენი იქნება. წავე-
დით, ჰენკ.
ჯარისკაცები წავიდნენ. პოლიციელმა ცოტა არ იყოს, შეფიქრია-

148
ნებული მზერა გააყოლა.
‒ ლაწირაკები, ‒ გამოცრა კბილებში. ‒ რამე თუ ჩაიდეს თავში,
მორჩა!
‒გმადლობთ, ვუთხარი და შვებით ამოვისუნთქე. ‒ სულ მაგ ჭკუ-
აზე ვიყავი, მანქანა გამეტეხვინებინა.
– მართალი ხართ, მისტერ ბარბერ.
პოლიციელმა ნინას თავი დაუკრა და წავიდა.
‒ ის პატარა თავიდანვე არ მომეწონა,‒ თქვა ნინამ, ‒მაშინვე
მივხვდი, შარს ვერ გადავურჩებით-მეთქი.
გარაჟის კარი დავკეტე.
სახლში შევედით.
‒ რა ხდება, ჰარი? ხალხი ამბობს, გოგო მოუკლავთო, ყველა ამ
ამბავზე ლაპარაკობს.
‒ დანამდვილებით არ ვიცი. რამე დამალევინე, რა დღეს მაგრად
დავიქანცე.
პიჯაკი გავიხადე და დივანზე დავაგდე, მერე სავარძელში ჩავჯექი
და ჰალსტუხი შევიხსენი.
ნინამ ვისკი და სოდიანი წყალი გააზავა.
‒ მანქანას რა ვუყოთ?
– ცოტა უნდა მოვიცადოთ. ახლა მაგდენი ფული არა გვაქვს.
ჭიქა მომიტანა.
‒ სიგარეტი გინდა?
‒კი.
ნინამ სიგარეტიც მომაწოდა.
‒ ასანთი ჯიბეშია, ‒ ვუთხარი.
ჩემი პიჯაკი აიღო და ჯიბეში ხელი ჩაყო. მე გამოვითიშე. გამიტ-
კბა ცოლის მზრუნველობა.
‒ ჰარი!
ნინას ხმამ ტრანსიდან გამომიყვანა.
ხელში გასაღებების ორი აცმა ეჭირა ‒ თავისიც და ჩემიც.
პირი გამიშრა.
ნინა გაშტერებული შემომცქეროდა.

149
‒ ჰარი!
დიდხანს ვერ მოვაშორეთ ერთმანეთს თვალი. მერე ვისკის ჭიქა
თითებიდან გამისხლტა და პარკეტზე ნამსხვრევებად იქცა.

150
თავი X

ჰოლში საათმა ცხრაჯერ ჩამოკრა. სასტუმრო ოთახი მჭახე, წყვე-


ტილმა რეკვამ გაავსო.
სავარძლიდან წამოვდექი, თან თვალს არ ვაშორებდი იატაკზე
შუშის ნამსხვრევებსა და გუბეს.
‒ მე მოვწმენდ, ‒ ვუთხარი ნინას და კარისკენ გავემართე...
‒ ჰარი...
‒ ახლავე მოვალ.
მინდოდა, ცოტა დრო მომეგო. ვგრძნობდი, სახე მიტკალივით
გამითეთრდა. ამაოდ ვცდილობდი, რამე დამაჯერებელი ზღაპარი
შემეთხზა.
სამზარეულოდან ცოცხი წამოვიღე და ოთახში დავბრუნდი. და-
ვინახე, როგორ ცდილობდა ნინა კარის გაღებას. ეზოდან შემოსულ-
მა კარი ურდულით ჩავკეტე. ნინა ახლა გაჭედილ ზედა ურდულს ეჯ-
აჯგურებოდა.
‒ სად მიდიხარ? ‒ ვიყვირე და ცოცხი იატაკზე დავაგდე.
მხარზემოდან გამომხედა. სახე ჩამოგრძელებოდა, გაფითრებო-
და, თვალები არაბუნებრივად უელავდა.
‒ გარაჟში.
როგორც იქნა, ურდულს მოერია. ნინას ვეცი.
‒ არსადაც არ წახვალ! მომეცი გასაღები! გამიშვი!
თავი გაითავისუფლა და კედელს აკრულმა, ხელები ზურგს უკან
დამალა. შემოტკეცილ თეთრ ჟაკეტში მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიო-
და.
‒ მომეცი გასაღები!
‒ არ მომეკარო! რა ჩაიდინე?! არ მოგცემ!
‒ მომეცი-მეთქი გასაღები!
გასაღები უნდა წამერთმია. ისევ ვტაცე ხელი, მაგრამ დამის-
ხლტა და სასტუმრო ოთახში შევარდა. დავეწიე, მაჯაში ჩავაფრინდი

151
და ხელი გადავუგრიხე.
‒ ჰარი! მტკივა!
თითები გავახსნევინე და გასაღები წავართვი. ამ ძიძგილაობაში
ფეხი დაუსხლტა და მუხლებზე დაეცა.
ხელი გავუშვი, გავეცალე. საზიზღარ გუნებაზე ვიყავი.
ნინა იატაკზე დაჯდა, სახეზე ხელები აიფარა. ტიროდა. გასაღები
ჯიბეში ჩავიდე.
‒ მაპატიე, ნინა.
ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
– არ მინდოდა, გტკენოდა. გეყო, ნუ ტირი.
ხელი გამოიწვდინა.
‒ მომეცი ჩემი გასაღები.
‒ სულელი ხარ! ‒ ვუყვირე სასოწარკვეთილმა.‒ რას ეჩრები ამ
საქმეში! არ მოგცემ!
მოულოდნელად წამოფრინდა, მომაშტერდა.
‒ რისი გეშინია, ასეთი რა გაქვს საბარგულში? ჰარი, თუ ღმერთი
გწამს! ახლა არ მითხრა, იქ ის გოგოაო!
სახე ოფლმა დამიცვარა, ერთიანად ვცახცახებდი.
‒ მომისმინე, ‒ დავიწყე მშვიდად, ‒ ჩანთა უნდა ჩაალაგო და
სასტუმროში წახვიდე. ამაღამ შინ მარტო უნდა ვიყო! ძალიან გთხ-
ოვ, რასაც გეუბნები, ის გააკეთე და არაფერი მკითხო.
‒ ჰარი!
შეძრწუნებული მიყურებდა
უნებურად ხელები მოვმუშტე.
‒ მითხარი, ტყუილიაო!
‒ ნურაფერს ნუ მეკითხები! წადი და ბარგი ჩაალაგე! წაეთრიე
აქედან! ვერ გაიგე, უშენოდაც რომ მყოფნის შარი?
‒ მართლა მოკლეს? ალბათ მოკლეს! შენ მოკალი?
მივუახლოვდი, მხრებში ჩავაფრინდი და შევანჯღრიე.
‒ გონზე მოდი! არაფერი არ გესმის! გაიგე? არაფერი! წადი აქე-
დან და დილამდე არ დაგინახო...
თავი გაითავისუფლა, გამეცალა, სახეზე ხელებაფარებული. მერე

152
უცებ დამშვიდდა, ხელებიც ჩამოუშვა.
‒ არსადაც არ წავალ, ‒ თქვა მტკიცედ და გადაჭრით, გეყო ყვი-
რილი, ჰარი, დაჯექი. ბოლოს და ბოლოს, შენი ცოლი ვარ ‒ ძალიან
გთხოვ, მითხარი რა მოხდა.
‒ ძალიან გინდა გცემო? ‒ უკვე ვიბღავლე. ‒ შეიგნე, ბოლოს და
ბოლოს, თუ რამე გეცოდინება, პატიმრობა არ აგცდება, თან ‒ კარგა
ხნით. მე შენს გადარჩენას ვცდილობ... მოშორდი აქედან!
ჯიქურ შემომხედა და თავი გააქნია.
‒ როცა პირველად გაგიჭირდა, თავიდან მომიშორე, შორიდან
მაყურებლად მაქციე. ახლა აღარ გამოგივა. რამდენადაც შევძლებ,
დაგეხმარები.
‒ არ მჭირდება შენი დახმარება! ‒ ვიყვირე გაცოფებულმა. ‒ წა-
ეთრიე!
‒ არსადაც არ წავალ, ჰარი!
ხელი მოვიქნიე, სილის გაწნას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავარ-
ტყი. მკლავი უღონოდ ჩამომივარდა. საცოდავი სახით შევცქეროდი
ცოლს და მზად ვიყავი, ჩემი სრული მარცხი მეღიარებინა.
‒ შენ მოკალი, ჰარი?
‒ არა.
‒ მაგრამ შენი მანქანის საბარგულშია, არა?
‒ ჰო.
‒ მკვდარია?
– ჰო.
ნინა შეკრთა. ცოტა ხანს მთელ სახლში მხოლოდ ერთადერთი
ხმა ისმოდა ‒ კედლის საათის წიკწიკი.
‒ რას აპირებ? ‒ მკითხა, ბოლოს და ბოლოს.
‒ მანქანას ვიქირავებ და ვერცხლის საბადოში წავიღებ.
‒ ფული არა გვაქვს.
დაქანცული ჩავეშვი სავარძელში.
‒ ფული მაქვს, გამოსასყიდი გადამიხადეს.
ნინამ ორ ჭიქაში ვისკი დაასხა. ერთი მე მომაწოდა, მეორე თვი-
თონ გამოცალა სულმოუთქმელად. სავარძლის სახელურზე ჩამომ-

153
იჯდა და მხარზე ხელი დამადო. თავიდან მომიყევი ყველაფერი.
‒ თუ პოლიცია დამიჭერს, – ვუთხარი მე, და გაიგებენ, რომ შენც
იცოდი ეგ ამბავი, ათ წელს მაინც მოგისჯიან.
‒ მოდი, მაგაზე ნუ ვიდავებთ.
მისი თითების შეხებამ რაღაც დამამშვიდებლად იმოქმედა ჩემ-
ზე.
‒ ძალიან გთხოვ, სულ თავიდან დაიწყე. მინდა ვიცოდე, რა მოხ-
და, არაფერი დამიმალო.
და მეც ყველაფერი ვუამბე. ოდეტასთან სიყვარულობანაც კი არ
დამიმალავს.
‒კოტეჯში ვერ დავტოვებდი, ‒ დავასრულე მოყოლა, გადავწყვი-
ტე, გვამი საბადოში წამეღო, მაგრამ ოხერი მანქანა მაინცდამაინც
მაშინ გაფუჭდა.
ნინამ ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა.
‒ წარმომიდგენია, რა გადაიტანე. ცუდი წინათგრძნობა კი მქონ-
და, მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ველოდი.
ამ აღსარების შემდეგ შვება ვიგრძენი. ნაწილობრივ შიშიც გა-
მიქრა. შეძრწუნებულმა და დადამბლავებულმა ტვინმაც თითქოს
გამოსავლის ძიების უნარი შეიძინა.
‒ ახლა ყველაფერი იცი, ‒ ვუთხარი ცოლს, ‒ ვერაფრით გამა-
მართლებ. ფულის გულისთვის ვიკისრე ეს საქმე. შეცდომა მომივი-
და, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს რაღა აზრი აქვს?! ცოტაც რომ მო-
მეცადა, სამსახურს ვიშოვიდი და ვიცხოვრებდით ბედნიერად. მოთ-
მინება არ მეყო, ფულს დავხარბდი. შენ ახლა უნდა წახვიდე, ნინა,
მართლა გეუბნები. შენი გასვრა არ მინდა. შეიძლება, ორივე გავე-
ბათ, ამას კი ვერ გადავიტან. ბოლო დარტყმა იქნება ჩემთვის, ნუთუ
არ გესმის? თანამონაწილე არ უნდა გახდე...
ნაზად გადამისვა თავზე ხელი, წამოდგა და ფანჯარასთან მივი-
და. რამდენიმე წამი ჩემკენ ზურგით იდგა, ბნელ ქუჩას მიშტერებუ-
ლი, მერე მოტრიალდა.
‒ ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ამაზე კამათში დროს ნუ
დავკარგავთ, ჰარი. ყველაზე უხიფათო როდის იქნება გვამის წაღე-

154
ბა?
‒ ალბათ, ორიდან სამამდე, მაგრამ შენ ამასთან არაფერი გესაქ-
მება...
‒ მოგეხმარები. შენ რა, მარტო დამტოვებდი, მე რომ შენს დღეში
ვიყო? როგორღა დავიჯერებდი შენს სიყვარულს, თუ ასეთ გასაჭირ-
ში მიმატოვებდი?
არაფერი მქონდა სათქმელი. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
‒ ჰო, მართალი ხარ. მაპატიე, ნინა. გიჟივით მოვიქეცი. კამათ-
საც არ დაგიწყებ. გმადლობ.
მომიახლოვდა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. რამდენიმე წუთი
ვიდექით ასე ჩახუტებულები, მერე ოდნავ გაიწია და მკითხა:
‒ ამ ფულის დახარჯვა სარისკო არ იქნება?
‒წვრილი კუპიურებია. მალრუ ნომრების გადაწერას ვერ მოას-
წრებდა.
‒ მაშინ, მანქანის ამბავი უნდა გადავწყვიტოთ.
არ გავნძრეულვარ. ვიჯექი და ხალიჩას დავცქეროდი. „დიპლო-
მატის“ ასაღებად საბარგული უნდა გამეღო.
‒კიდევ დალიე, ‒ მითხრა ნინამ.
ჩემს გულში იჯდა.
‒ არა.
თავს მაინც ვაიძულე, უარი მეთქვა.
‒ ყველაფერი რიგზე იქნება. ფარანი სად არის?
კარადასთან მივიდა და ფარანი გადმოიღო.
‒ მეც მოვდივარ.
‒ არა. ამას უშენოდ გავაკეთებ.
ფარანი ავიღე, ნინას თვალს ვარიდებდი, კარისკენ გავემართე,
გავაღე და სიბნელეში შევაბიჯე.
სიჩუმე იდგა. უახლოესი მეზობლების ფანჯრები ჩაბნელებული
იყო, მხოლოდ ქუჩის გადაღმა სახლში ენთო შუქი, ჭიშკართან მივე-
დი და ქუჩას გავხედე. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. პირში მომჟავო გე-
მო გამიჩნდა.
გარაჟისკენ წავედი. გაჭირვებით მოვარგე გასაღები საკეტს. ერ-

155
თი საგდული რომ გავაღე, სიკვდილის სუსტი,მაგრამ აშკარა სუნი
მეცა. გავხევდი. გულისრევასა და შიშს ერთდროულად ვებრძოდი.
ზურგს უკან მოვიკეტე საგდული და ფარანი ავანთე. რამდენიმე
წამი დამჭირდა თავის მოსარევად და საბარგულთან მისაახლოებ-
ლად. თითქმის მთელი წუთი გავიდა, ვიდრე გასაღებს საკეტს მო-
ვარგებდი.
ვიდექი, მძიმედ, ხშირ-ხშირად ვსუნთქავდი და ოფლი ღვარად
მდიოდა; გული გამალებით მიცემდა. ვცდილობდი, რამენაირად მე-
იძულებინა თავი, სახურავი ამეწია.
როგორც იქნა, საბარგული გავხსენი.
მოცახცახე სხივმა მოთეთრო-მოცისფრო კაბა და სათადარიგო
ბორბალზე მიბჯენილი გრძელი, ჩამოქნილი ფეხები გაანათა.
პორტფელი გვამის გვერდით იდო. ხელი დავტაცე და სახურავი
დავხურე. კინაღამ ვარწყიე. მსგავსი საშინელება არასოდეს განმიც-
დია. თავს მაინც მოვერიე. ჯერ საბარგული ჩავკეტე, მერე ‒ გარაჟის
კარი და ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ გავეშურე.
ნინა მელოდებოდა. სახეზე არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მაინც
მოტეხილი, მობერებული, ნატანჯი მეჩვენა. პორტფელი მაგიდაზე
დავდე.
‒ ახლა კი შეიძლება დალევა, ‒ ვთქვი ხმაჩახლეჩილმა.
ჭიქა გამომიწოდა. ვისკიმ მხნეობა შემმატა. ცხვირსახოცი ამო-
ვიღე და სახე შევიმშრალე.
‒ დაწყნარდი, ჰარი,‒ალერსით მითხრა ნინამ.‒ ყველაფერი
რიგზეა.
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
‒ მე გავხსნი,‒ თქვა ნინამ და პორტფელისკენ გადადგა ნაბიჯი.
‒ არა! ხელი არ ახლო! შენი თითის ანაბეჭდები არ უნდა დარჩეს
ზედ.
პორტფელი ხელში ავიღე. იოლად იხსნებოდა: პატარა ბერკეტს
დავაწექი და ტყავის ზონარი უკან გავქაჩე. მერე პორტფელი გადმო-
ვაპირქვავე.
ფულის ნიაღვარს ველოდი, უამრავ დასტას. ამის ნაცვლად, მაგ-

156
იდაზე ოცდაათიოდე ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთი ეგდო.
ფული არ იყო ‒ მხოლოდ ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთები!

ნინას ამოოხვრა გავიგონე.


ხელ-ფეხი დამბლადაცემულივით გამშეშებოდა. გაზეთებს ვუც-
ქერდი და თვალს არ ვუჯერებდი. თითქოს ურო დაეკრათ თავში.
ფული არ იყო მანქანას ვერ ვიქირავებდი.
‒ დავიღუპეთ, – ვთქვი და საცოდავად გავხედე ნინას - მორჩა...
ნინამ გაზეთები მოქექა, თითქოს იმედი ჰქონდა, სადმე ბანკნოტს
ვიპოვიო. მერე ისიც გაშტერებული მომაჩერდა.
‒ კი, მაგრამ, ფული სად გაქრა? ვინმემ მოიპარა?
‒ არა. თვალი არ მომიშორებია, სანამ საბარგულში ჩავდე.
‒ აბა?.. ნუთუ მალრუ თავიდანვე არ აპირებდა გადახდას?
‒ დარწმუნებული ვარ აპირებდა. ფული იმისთვის არაფერია.
თან იცოდა, ასეთი ოინისთვის ოდეტას რაც ემუქრებოდა.
და აი, სწორედ ამ დროს მეორე „დიპლომატი“ გამახსენდა, სწო-
რედ ის, რენიკმა რომ მომცა ‒ სურათი გადაუღეო.
ორი სავსებით ერთნაირი ცალი არსებობს. ერთში ფული იდო,
მეორეში ‒ ეს გაზეთები. წამოსვლის წინ, ეტყობა, მალრუს პირველი
მეორით შეუცვალეს. ამის გაკეთება ვის შეეძლო?
რეას, რა თქმა უნდა! დღესავით ნათელია. თავიდანვე გამიკვირ-
და, როგორ მანდო მთელი ფული. მე შტერმა კი დავასკვენი, სხვა ვა-
რიანტი არ აქვს-მეთქი. მაგაშიც შევცდი. მეორე „დიპლომატი“ წი-
ნასწარ გაამზადა და, დრო იხელთა თუ არა, ფულიანი შეცვალა. წუ-
თიც არ უფიქრია ჩემი და ოდეტას პატიოსნების იმედად ყოფნა, ამი-
ტომაც არ მობრძანდა კოტეჯში. ფული მანამდე ჩაიგდო ხელში, სა-

157
ნამ მალრუ შინიდან გამოვიდოდა. გაზეთების დასტის გულისთვის
შევაგდე სიცოცხლე სასწორზე! თავს დავდებ – არც აპირებდა ჩემ-
თვის ორმოცდაათი ათასის გადახდას. თავიდანვე ყეყეჩად ჩამთვა-
ლა და კარგი ბანკიც მოხსნა!
ნინამ ჩუმად მკითხა:
‒ როგორ მოვიქცეთ, ჰარი?
მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა.
‒ როგორ უნდა მოვიქცეთ? უმანქანოდ დავიღუპეთ და ეგაა.
‒ ღამით ჩვენს ქუჩაზეც და წყნარი ოკეანის ბულვარზეც უამრავი
მანქანა დგას. ერთ-ერთი შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ნინას მივაშტერდი.
‒ გინდა თქვა ‒ გავიტაცოთ?
‒ ვიქირაოთ, ‒ მტკიცედ თქვა ნინამ. ‒ აქ მოვიყვანთ, გვამს გა-
დავიტანთ და მერე მანქანას სადმე შორიახლოს მივაგდებთ.
ხელზე ხელი მომიჭირა.
‒ შახტში დაგდებულს რომ წარმოვიდგენ, ცუდად ვხდები, ჰარი.
გოგო უნდა იპოვონ და თანაც ‒ მალე.
შევყოყმანდი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სწრაფად მივხვდი ‒
ჭკვიანურ რამეს ამბობს-მეთქი.
‒ რისკი არსებობს, მაგრამ მართალი ხარ. თან, სხვა გზაც არ
ჩანს.
საათს დავხედე, თორმეტი იყო დაწყებული.
‒ წავალ, ღია მანქანას მოვძებნი.
‒ მეც წამოგყვები. კარგი.
გაზეთები „დიპლომატში“ ჩავტენე და კარადაში დავმალე. ხელი-
ხელჩაკიდებულები გამოვედით შინიდან ჩვეულებრივი, არაფრით
გამორჩეული წყვილი, ძილის წინ გასეირნება რომ გადაუწყვეტია.
მალე ბულვარზე ამოვყავით თავი ‒ ჩვენს ქუჩას პარალელურად
მიუყვებოდა. ორივე ტროტუარის გასწვრივ მანქანები იდგა. ჩვენი
ყურადღება ძველმა „მერკურიმ“ მიიპყრო. გავჩერდით.
‒ გამოდგება, ‒ ვთქვი მე.
ნინამაც თავი დამიქნია.

158
გავიხედ-გამოვიხედეთ, მერე ნინამ ხელჩანთა გახსნა და ხელ-
თათმანები ამოიღო.
‒ მე მაცალე, ‒ მითხრა და ავტომობილს მიეყრდნო.
ხელთათმანები ჩაიცვა და მთხოვა:
– ხელი მომხვიე, ჰარი, მოდი, ვითომ შეყვარებული წყვილი ვა-
რთ. კარს შევამოწმებ.
მხრებზე მოვხვიე ხელი.
თუ ამწუთას მეზობელი სახლის ფანჯარასთან ვინმე იდგა და ქუ-
ჩაში იყურებოდა, კარგად ნაცნობ სურათს დაინახავდა ‒ ჩახუტებუ-
ლი კაცი და ქალი მანქანას მიყრდნობილი კოცნაობდა.
‒ კარი ჩაკეტილი არ არის, ‒ თქვა ნინამ.
ნინა მოვიშორე და სახლი შევათვალიერე, რომლის წინაც მანქა-
ნა იდგა. მეორე სართულის ფანჯარაში შუქი ენთო, ქვემოთ ბნელო-
და.
ნინამ მანქანის კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. მე სიგარეტს მო-
ვუკიდე, თან ქუჩას ვზვერავდი.
ნინა ლამის მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან.
‒ ყველაფერი რიგზეა, ‒ ხელი გამიყარა და მანქანას მომაშორა.
‒ უგასაღებოდ იქოქება.
‒ პირველ საათამდე უნდა მოვიცადოთ, ‒ ვთქვი მე. ‒ მერე უკან
დავბრუნდებით.
– გავისეირნოთ. შინ ჯდომა და ლოდინი არ მინდა.
ადვილად გავუგე. ნელი ნაბიჯით გავემართეთ ოკეანისკენ. სანა-
პირო უკაცრიელი ჩანდა. შორს, კონცხზე, პალმ-სიტის სინათლეები
კიაფობდა.
‒ ჰარი, ‒ ცოტა ხნის შემდეგ თქვა ნინამ, — დარწმუნებული ხარ,
რომ გოგო მოკლეს? თავს ვერ მოიკლავდა?
‒ გამორიცხულია. დაახრჩვეს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე ‒
მოკლულია.
‒ ვის უნდა მოეკლა?
‒ თუ ვინმე მანიაკი არ დაესხა თავს, ადრევე თუ არ დაადგა თვა-
ლი, როცა კოტეჯში შედიოდა, მაშინ რეაა საქმეში გარეული. სხვამ

159
არავინ იცოდა ოდეტას ადგილსამყოფელი. თან, რეას მოტივიც აქ-
ვს.ვუთხარი, რაც ტიმ კოულიმ მემკვიდრეობის ფრანგულ კანონებზე
მიამბო.
ოდეტა ცოცხალი რომ იყოს, მალრუს უშველებელი ქონების ნახე-
ვარი იმას დარჩებოდა. მალრუ ხომ განწირულია. ამდენად, მისი ცო-
ლისთვის ოდეტას სიკვდილი ხელსაყრელია, ოღონდ არ მჯერა, სა-
კუთარი ხელით მიეხრჩო გერი. მისი ალიბიც, არ მეეჭვება, ნამდვი-
ლია ავადმყოფობაც და ტრანკვილიზატორებით დაძინებაც. მეტის-
მეტად ჭკვიანია, ყალბ ალიბის არ მოიგონებს და შარში არ გაეხვევა.
ბოლოს და ბოლოს, რენიკიც ხომ გაიგებს იმ კანონების არსებობას.
ოდეტას მთელი ქონების ნახევარი ელოდა. თუ რენიკი იეჭვებს, მო-
ტაცება ფარსი იყოო, დანაშაულის შესაძლო მოტივის ძიება აუცილ-
ებლად რეაზე გაიყვანს; რენიკს არ შეეშლება.
‒ ჰარი, მაგ ქალს აუცილებლად ეყოლება საყვარელი, ‒ თქვა
ნინამ. ‒ ვერ დავიჯერებ, რომ ავადმყოფი ბერიკაცისთვის აპირებდა
მთელი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვას. მინახავს მისი ფოტო-
ები, დარწმუნებული ვარ, საყვარელი ჰყავს.
ნინა, უთუოდ, მართალს ამბობდა. გამიკვირდა კიდეც, ადრე მე
თვითონ როგორ არ მომაფიქრდა-მეთქი?! სიმართლეს ჰგავს.
‒კარგი იდეა მომაწოდე, ხომ იცი, ‒ სიგარეტს მოვუკიდე.
‒ დავუშვათ, საყვარელი მართლა არსებობს,‒ ხმამაღლა დავიწ-
ყე ფიქრი. ‒ რეა უხსნის, მალრუს სიკვდილის შემდეგ ქონების ნახე-
ვარი ოდეტას საკუთრება გახდებაო, და ბიჭიც ასკვნის ‒ ჯობს, ყვე-
ლაფერს ჩვენ დავეპატრონოთო. რა თქმა უნდა, მკვლელობისთვის
პასუხისგება არც ერთს არ ეჭაშნიკება და ამიტომ ვინმე არიფის ძებ-
ნას იწყებენ. არჩევანს ჩემზე აჩერებენ. მოტაცება თავიდან ბოლომ-
დე სპექტაკლია, ფიქცია. მე ანკესზე ვეგები, ოდეტაც. მართალია,
ვერ წარმომიდგენია, ის როგორ მოტყუვდა, მაგრამ ფაქტია. რეამ
და მისმა მეგობარმა საიმედოდ დაიზღვიეს თავი. წარუმატებლობის
შემთხვევაში ციხეში მე ვჯდები. რაც მეტს ვფიქრობ ყველაფერ ამა-
ზე, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მართალი ხარ. თამაშში კაც-
იცაა გარეული ‒ რეას საყვარელი; ოდეტაც იმან მოკლა.

160
მომდევნო საათის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით რაიმე
სამოქმედო გეგმა შეგვედგინა. ვერაფერი გადავწყვიტეთ. ორივე მშ-
ვენივრად ვხვდებოდით, რომ ყოველწუთს ახლოვდებოდა მანქანის
გატაცებისა და იმ მანქანაში ოდეტას გვამის გადატანის დრო. ამაზე
ფიქრი ორივეს სისხლს გვიყინავდა ძარღვებში.
შორიდან ზარის ხმა გაისმა — კურანტებმა პირველი საათის შეს
რულება გვაუწყა.
დროა.
უკან უხმოდ მივდიოდით, ისევ ხელიხელჩაკიდებულები. სალა-
პარაკოც არაფერი გვქონდა; ვიცოდით, რაღაც საზარელი გველო-
და.
ჩვენი ქუჩა ცარიელი იყო. მცხოვრებლებს ტელევიზორები უკვე
გამოერთოთ. თითქოს ამ პატარა ზღვისპირა სამყაროში მხოლოდ
ჩვენ ორნიღა დავრჩენილიყავით.
გზაჯვარედინზე გავჩერდით, პასიფიკ-ავენიუსა და ბულვარის გა-
დაკვეთაზე.
‒ მანქანასთან მივედით, ‒ ვთქვი მე.
„მერკურისკენ“ გავუყევით ბულვარს. ფანჯრებში შუქი აღარ ენ-
თო. ნინა უყოყმანოდ მიუჯდა საჭეს და ძრავა აამუშავა. მე მანქანას
შემოვუარე, ნინამ კარი გამიღო; ცოლის გვერდით დავჯექი, ვცდი-
ლობდი, ხელი არაფრისთვის მეხლო. ჩვენს ქუჩაზე გავედით და მან-
ქანა სახლის წინ გავაჩერეთ. ჭიშკარი და გარაჟი უნდა გამეღო. მან-
ქანიდან გადმოვედი. ნინამ უკუსვლით მიაყენა „მერკური“ „პა-
კარდს“. მანქანები ბამპერებმიტყუპებული იდგა. ნინაც გადმოვიდა
მანქანიდან და მომიახლოვდა. ორივე „პაკარდის“ საბარგულთან
გავხევდით.
გადამწყვეტი წუთი დადგა.
‒ შედი სახლში და დამელოდე, ‒ ვუთხარი.
‒ მოგეხმარები, ჰარი, ‒ ნინას ხმა უთრთოდა. მაგრად მოვხვიე
ხელი. ვხვდებოდი, ამის თქმა რად უღირდა.
‒ თვითონ მოვუვლი ყველაფერს, ‒ ვუთხარი ცოლს. მაცადე.
გარაჟის კარისკენ წავიდა, იქ გაჩერდა, თან ქუჩას არ აშორებდა

161
თვალს.
ძალაყინით გავაღე „მერკურის“ საბარგული. მერე „პაკარდის“
საბარგულიც გავხსენი. საათმა ორის თხუთმეტი წუთი ჩამოკრა.
ოდეტას გვამი „პაკარდიდან“ „მერკურის“ საბარგულში გადავი-
ტანე. მაშინდელი კოშმარი სიკვდილამდე მემახსოვრება.
ნინა ქუჩის სათვალთვალოდ დავტოვე, შინ შევედი და „დიპლო-
მატი“ წამოვიღე. ისიც მოკლული გოგოს გვერდით დავდე და საბარ-
გული დავკეტე.
‒ ყველაფერი რიგზეა, ‒ ვუთხარი ნინას. ‒ წავედით.
მანქანაში ჩავსხედით. შევამჩნიე, ნინა კანკალებდა. ბულვარის-
კენ გააქანა „მერკური“. იქვე დავტოვეთ და შინ ფეხით დავბრუნდით.
არავინ შეგვხვედრია.
კარი რომ მივაჯახუნე, ნინამ ერთი კი ამოისუნთქა ღრმად და უგ-
რძნობლად ჩაიკეცა იატაკზე.

162
თავი XI

ოდეტას გვამი მეორე დღეს იპოვეს, თერთმეტი იყო დაწყებული.


მე დილის ცხრა საათიდან ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ტელეფონის
ზარის მოლოდინში ოფლად ვიღვრებოდი.
საშინელი ღამე გავატარე. როცა ნინა გონზე მოვიდა, ისტერიკა
დაემართა. მაგრად გავწამდი. ბოლოს, როგორც იქნა, ვაიძულე,
ორი აბი ძილის წამალი დაელია. დაიძინა თუ არა, მაშინვე გარაჟში
შევბრუნდი და საბარგულიდან ოდეტას ჩემოდანი ამოვიღე. საბარ-
გულის ყოველი კუთხე-კუნჭული მოვათვალიერე და დავრწმუნდი,
დილით გინდაც დაბრუნდნენ ჯარისკაცები და მანქანა გაჩხრიკონ,
ოდეტას კვალს ვერსად მიაგნებენმეთქი. ის კი არა, საბარგული
მტვერსასრუტითაც კი გამოვასუფთავე.
მერე შინ შევედი და ბუხარი დავანთე. ჩემოდანი გავხსენი. შიგ
წითელი კაბა იდო, რომელიც ოდეტამ „მეკობრეთა ქოხში“ წასვლის
წინ ჩაიცვა, თეთრი ლაბადა, ჟღალი პარიკი და ჩვეულებრივი, მგზა-
ვრობაში ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელი, ტუალეტის ნივთე-
ბი. ყველაფერი დავწვი, ბოლოს ჩემოდანიც ნაკუწ-ნაკუწ დავჭერი
და ცეცხლში გადავუძახე.
თითქმის მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი. დილით, სამსა-
ხურში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, საზიზღრად ვგრძნობდი
თავს. ნინაც ავადმყოფს ჰგავდა. ერთმანეთისთვის ორი სიტყვაც არ
გვითქვამს. ორივეს შიშის დამთრგუნველი გრძნობა დაგვეუფლა,
ვიცოდით გვამს მალე იპოვიდნენ.
მუშაობას გულს ვერ ვუდებდი. საქაღალდეებით სავსე მაგიდას-
თან ვიჯექი, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი და ტელეფონის ზარს ვე-
ლოდი.
როცა, ბოლოს და ბოლოს, ტელეფონმაც დარეკა, ხელი ისე ამი-
კანკალდა, კინაღამ ყურმილი გამივარდა.
‒ ვიპოვეთ! ‒ აღელვებული ხმით მამცნო რენიკმა, ‒ უკვე სამმ-

163
ართველოშია. იქ უნდა წავიდეთ.
რენიკი და ბერტი ლიფტთან მელოდებოდნენ. ბერტიმ მოუთმენ-
ლად დააჭირა ღილაკს თითი.
‒ მკვდარია, ‒ მითხრა რენიკმა.‒ მოკლულია. გვამი წყნარი
ოკეანის ბულვარზე, გატაცებული მანქანის საბარგულში ნახეს.
სამმართველომდე თითქმის არ ამოგვიღია ხმა. მანქანამ ეზოში
შეუხვია. „მერკურისთან“ სამოქალაქოტანსაცმლიანი ხუთი კაცი
იდგა, ფოტოგრაფის მუშაობას ადევნებდნენ თვალს.
მანქანიდან რომ გადმოვედი და რენიკთან და ბერტისთან ერთად
„მერკურის“ მივუახლოვდი, ცახცახმა ამიტანა. რენიკმა თავახდილ
საბარგულში ჩაიხედა. თვალი ავარიდე.
‒ როცა ფოტოგრაფი საქმეს მორჩება, დაუყოვნებლივ ექსპერ-
ტიზაზე გაგზავნეთ, ‒ მიმართა ერთ-ერთ თანამშრომელს.‒ ამ მან-
ქანის ყოველი გოჯი გაჩხრიკეთ. არაფერი გამოგეპაროთ.
ჩაიმუხლა, რომ უკეთ დაეთვალიერებინა საბარგულის ტვირთი.
‒ ეჰე! გამოსასყიდით სავსე პორტფელს ჰგავს... „დიპლომატის“
სახელურზე ცხვირსახოცი დაახვია და საბარგულიდან ამოიღო.
‒ ნუთუ, მართლა ფულია შიგ? წონას არა უშავს.
მიწაზე დადგა და გახსნა. დეტექტივები გარს შემოეხვივნენ.
‒გაზეთებია!
რენიკმა ბერტის გადახედა.
‒ რას ნიშნავს ეს, ეშმაკმა დალახვროს!
‒ ნახეთ, სხვა კაბა აცვია, ‒ შენიშნა ბერტიმ. ‒ „მეკობრეთა ქო-
ხის“ ბარმენმა თქვა, წითელი კაბა და თეთრი ლაბადა ეცვაო. გამო-
უცვლია.
ვიცოდი, რისკზე მივდიოდი, როცა ამ კაბაში დავტოვე, მაგრამ
კაბას ნამდვილად ვერ გამოვუცვლიდი მკვდარს. ეს ჩემს ძალ-ღო-
ნეს აღემატებოდა.
‒ ეს კაბა საიდან გაჩნდა? – გაოცებით იკითხა რენიკმა.
მე მომიბრუნდა.
‒ ჰარი, მანქანა წაიყვანე და მალრუსთან წადი. მისის მალრუს
ჰკითხე, ჰქონდა თუ არა გოგოს ასეთი კაბა და ამოსაცნობადაც წა-

164
მოიყვანე ვინმე.
უაზროდ მივაჩერდი.
‒ შენ გინდა, მისის მალრუს შევხვდე?
– ჰო, ჰო, — მოუთმენლად თქვა რენიკმა. ‒ მოხუცსაც შეატყო-
ბინე ახალი ამბავი. ამოცნობაზე ო’რეილი მოვიდეს. მალრუმ ჯობს,
არ ნახოს. თუ მაინც დაიჟინა წამოსვლა, გააფრთხილე, მთლად კარ-
გი სანახავი არ არის-თქო. მთავარია, კაბა არ დაგავიწყდეს.
კარგი, ვუთხარი და, იმით გახარებული, შემიძლია, „მერკურის“
და მის საზარელ ტვირთს მოვშორდე-მეთქი, პოლიციის მანქანაში
ჩავხტი და ეზოდან გამოვედი.
ახლა რეასთან ლაპარაკიც შემეძლო. რენიკი აუცილებლად გა-
არკვევდა რეას ნაყიდი მოთეთრო-მოცისფრო კაბის წარმომავლო-
ბას. ქალბატონ მალრუს სიურპრიზი ელოდა.
ათი წუთის შემდეგ მანქანა მალრუს სახლთან გავაჩერე. კიბე
ავირბინე და ზარს თითი დავაჭირე. კარი მსახურმა გამიღო.
‒ მისტერ მალრუს ნახვა მინდა. პოლიციიდან ვარ, ‒ ვუთხარი
მსახურს.
მსახური გვერდზე გადგა და სახლში შემიშვა.
‒ მისტერ მალრუ თავს ცუდად გრძნობს. ჯერჯერობით არ ამდგა-
რა. არ მინდა შევაწუხო.
‒ მაშინ, მისის მალრუ... მნიშვნელოვანი ამბავია.
‒ თუ მოიცდით, სერ..
გრძელ დერეფანს გაუყვა. ცოტა შევიცადე, მერე მეც უხმაუროდ
მივყევი. შუშის კარი გააღო და ვერანდაზე გავიდა. სავარძელში მჯ-
დომი რეა დავინახე.
ღია ვარდისფერი პერანგი და თეთრი, შემოტკეცილი შარვალი
ეცვა. მშვიდი და მშვენიერი რეა მზის სხივებში ნებივრობდა, თან
ჟურნალს ფურცლავდა. მსახურის შესვლაზე თავი ასწია.
სრულებითაც არ ვაპირებდი, მსახურისთვის ქალბატონის გაფ-
რთხილების შესაძლებლობა მიმეცა და მეც ფეხდაფეხ შევყევი.
რეამ დამინახა. გახევდა. წამით თვალები დაუვიწროვდა, მაგრამ
მაშინვე დაიბრუნა უწინდელი მშვიდი იერი.

165
‒ ვინ არის ეს კაცი? ჰკითხა მსახურს.
უფრო მივუახლოვდი.
‒ პოლიციიდან გახლავართ, ‒ ვუთხარი რეას, ‒ მაპატიეთ შეწუ-
ხებისთვის, მაგრამ თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს.
მსახურს ხელით ანიშნა, წადიო. სანამ შუშის კარი არ დაიკეტა,
არც ერთს აღარ დაგვიძრავს კრინტი. სავარძელი მივიჩოჩე და დავ-
ჯექი.
‒ სალამი, ‒ ვთქვი მე. ‒ გახსოვართ?
წინ წამოიწია, სიგარეტი აიღო და მოუკიდა. ხელები არ უკანკა-
ლებდა.
‒ რა გნებავთ? უნდა მახსოვდეთ? ‒ შემომიბრუნა კითხვა და
წარბები აწკიპა
‒ იპოვეს, ‒ ვუთხარი მე. ვუთხარი მე. ‒ მაგრამ კოტეჯში არა, რი-
სი იმედიც თქვენ გქონდათ. გვამი გატაცებული მანქანის საბარგულ-
ში ნახეს.
რეამ ნერვიულად ჩააფერფლა საფერფლეში.
‒ ჰოო? მაშ, მოკლულია?
‒ მშვენივრად იცით, რომ ოდეტა მოკლულია.
‒ ფულის გამო იჩხუბეთ? ვერ გაიყავით? მაინც არ უნდა მოგეკ-
ლათ, მისტერ ბარბერ.
მისმა თავხედობამ გამაცოფა.
– სულერთია, თავს ვერ დაიძვრენთ, ვუთხარი. ამ საქმეში აშკა-
რად თქვენი ხელი ურევია!
– ჩემი?!
ისევ აწკიპა წარბები.
– ვერც წარმომიდგენია, თქვენ გარდა, ვინმემ კიდევ დაიჯეროს
ეს.
‒ თავს ნუ იტყუებთ. თან, მიზეზიც გაქვთ. მალრუს სიკვდილის
შემთხვევაში მისი ქონების ნახევარი ოდეტას დარჩებოდა. მთელი
ჯობს ნახევარს, არა?
‒ რა თქმა უნდა.
გაიღიმა.

166
‒ მაგრამ მოტაცების გეგმა ვიღაცამ კი არა, სწორედ თქვენ შეად-
გინეთ. სწორედ თქვენ უნდა შეხვედროდით კოტეჯში. მაშინ მე ლო-
გინში ვიწექი, ამის დამტკიცება ძალიან იოლია. აი, თქვენ კი სად ბრ-
ძანდებოდით?
‒ მე თუ დამიჭირეს, არც თქვენ დაგიდგებათ კარგი დღე, ‒ ვთქვი
მე.
‒ მართლა?! ვფიქრობ, თქვენს სიტყვას ჩემსაზე ნაკლები წონა
ექნება. განა პოლიცია ციხეში ნაჯდომ კაცს დაუჯერებს?
– სწორია, მაგას პირველივე დღიდან ვხვდებოდი და ამიტომ, თა-
ვი დავიზღვიე: კოტეჯში მაგნიტოფონი დავდგი და მოტაცების მთე-
ლი გეგმა ჩაწერილია. ასე რომ, დაუსჯელობის ილუზია მაინცდამა-
ინც ნუ გაგათამამებთ...
გაქვავდა. დაკვესილი თვალები მომანათა
‒ მაგნიტოფონი...
‒ დიახ. მთელი ჩვენი საუბარი ფირზეა ჩაწერილი. მკვლელობის
მშვენიერი მოტივიც გაქვთ. შეიძლება, მე მართლაც მიკრან გაზის
კამერაში თავი, მაგრამ ოციოდე წლით პატიმრობა არც თქვენ აგ-
ცდებათ.
ჩემმა სიტყვებმა გაჭრა. ნელ-ნელა ჩამოსცილდა უშფოთველო-
ბის ნიღაბი. უეცრად მიტკალივით გაფითრდა, თითები მომუშტა.
თვალსა და ხელს შუა დაბერდა, გარყვნილი, ბოროტი ქალის სახე
დაედო.
‒ ტყუილია!
– ასე გგონიათ? თუ დამიჭერენ, დაღუპული ხართ. ყველაფერი
ვერც თქვენ გაითვალისწინეთ. ახლა ილოცეთ, რომ არ დამიჭირონ.
თავის შეკავება ახლაც მოახერხა, ისევ აიფარა სახეზე გულგრი-
ლობის ნიღაბი.
‒ ეტყობა, არც მთლად ისეთი ბრიყვი ყოფილხარ, როგორიც თა-
ვიდან მომეჩვენეთ, მისტერ ბარბერ. ვნახოთ, რა გამოგივათ.
‒ ვნახოთ.
შუშის კარი გაიღო. მივტრიალდი და მაღალი, ათლეტური აღნა-
გობის, მძღოლის ლივრეაში გამოწყობილი კაცი დავინახე ‒ როგ-

167
ორც ჩანს, ო’რეილი იყო. ყოფილი პოლიციელი. დაჟინებული მზერა
ვიგრძენი. ჩემდა გასაოცრად, დაახლოებით ჩემი ხნის აღმოჩნდა.
ღია ფერის თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი, მისი ხორციანი სახე
უხეში, ვაჟკაცური სილამაზით გამოირჩეოდა. ო’რეილის ცივი, ნაც-
რისფერი თვალების მახვილი მზერა უწინდელ პროფესიას ამჟღავ-
ნებდა.
– მანქანა გელოდებათ, მადამ, ‒ თქვა მან.
– დღეს არსად არ წავალ, ‒ განაცხადა რეამ და წამოდგა. ‒ მის-
ტერ მალრუ თავს ცუდად გრძნობს. იქვე გაიარ-გამოიარა.
‒ მისის მალრუ... ‒ დრო იყო, რენიკის დანაბარებიც გადამეცა.
რეა გაჩერდა და შემომხედა.
‒ ალბათ თქვენც გემახსოვრებათ, როცა უკანასკნელად გავიდა
შინიდან, მის მალრუს წითელი კაბა ეცვა, ახლა კი მოცისფრო-მო-
თეთრო, ბამბის იაფფასიანი კაბა აცვია. ლეიტენანტ რენიკს აინტე-
რესებს, საიდან გაჩნდა ეს კაბა. იქნებ, თქვენ იცით რამე?
მეგონა, ჩემი სიტყვებით რეას წონასწორობიდან გამოყვანას მო-
ვახერხებდი, მაგრამ სახის გამომეტყველება ოდნავადაც არ შეს-
ცვლია.
‒ როგორ არა, კარგად მახსოვს ეგ კაბა. მე თვითონ ვუყიდე ოდე-
ტას. მანქანაში ედო ხოლმე და პლაჟზე წასვლის წინ იცვამდა. შეგიძ-
ლიათ ლეიტენანტსაც ასე გადასცეთ.
შეტრიალდა და შუშის კარისკენ გაემართა. ო’რეილიმ კარი გა-
უღო.
უეცრად შიშმა დამრია ხელი. თუკი ასეთ ვითარებაშიც კი მო-
ახერხა სიმშვიდისა და თავდაჭერის შენარჩუნება, იქნებ ფირის არ-
სებობასაც არ დაგიდევდათ? გინდაც მოტაცების ორგანიზება ეღია-
რებინა, ეს მკვლელობისთვის პასუხისგებას ჯერ კიდევ არ გულის-
ხმობდა.
‒ თქვენ ბარბერი ხართ, არა? ‒ მკითხა ო’რეილიმ, და მისმა ხმამ
ფიქრიდან გამომარკვია. ლეიტენანტმა მიამბო თქვენ შესახებ. იპო-
ვეს?
ფრთხილად იყავი-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს. ეს ბიჭი პოლ-

168
იციელი იყო, ყველაფერ საეჭვოს შემჩნევას მიჩვეული, მისი დაკვი-
რვებები კი რენიკისთვისაც უთუოდ ცნობილი გახდებოდა.
‒ დიახ, იპოვეს. რენიკმა გთხოვათ, სამმართველოში გამოცხად-
დეთ ‒ ამოცნობაზე.
ო’რეილის სახე დაეღრიჯა.
– ჯობია, მოხუცს ვთხოვოთ.
‒ გოგო ორი დღის წინ მოკლეს, ორი დღე ჩაკეტილ საბარგულში
იყო. რენიკის აზრით, სასურველი არ არის, მამამ ამ მდგომარეობა-
ში ნახოს.
‒ კარგი, რა გაეწყობა.
მისმა მზერამ სახეზე გადამირბინა.
‒ ფულიც იპოვეს?
‒ არა.
ლეიტენანტს ვუთხარი: გამოსასყიდს იპოვით ‒ დამნაშავესაც
მიაგნებთ-მეთქი. მარტივად წყდება ყველაფერი.
‒ გველოდებიან. მოხუცს უნდა ვუთხრა, სად მივდივარ. ერთი
წუთით...
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე უცებ გაჩერდა და შემომხედა.
‒ პოლიციას აქვს რამე ვერსია ‒ ვის უნდა დაეხრჩო? გაზეთებში
დაბეჭდილი ფოტოები დაგეხმარათ?
გულმა რეჩხი მიყო. ფოტოები აღარც მახსოვდა.
‒ არა.
‒ ლეიტენანტი თავიანი ბიჭია. საქმეს გახსნის. ერთ დროს ერ-
თად ვმუშაობდით. იცის, რა უნდა ქნას.
თვალებით გავაცილე და სიგარეტის კოლოფი ამოვიღე. სიგარე-
ტის მოკიდებას ვაპირებდი და ამ დროს უეცარმა აღმოჩენამ გონება
გამინათა.
„პოლიციას აქვს რამე ვერსია ‒ვის უნდა დაეხრჩო?“
მე არ მითქვამს, როგორ მოკლეს ოდეტა არც რეასთვის და არც
ო’რეილისთვის. გვამი ეს-ესაა იპოვეს. რეპორტიორებსაც კი არ უნ-
ახავთ ‒ საიდან გაიგო ო’რეილიმ, დამხრჩვალიაო?
სიგარეტი ხელიდან გამივარდა.

169
ის არის! რეას საყვარელი! რენიკის ნდობით აღჭურვილი, ყოფი-
ლი პოლიციელი; მუდმივად რეას საძინებელი ოთახიდან რამდენი-
მე ნაბიჯში მყოფმა, ო’რეილიმ, რა თქმა უნდა, სხვაზე უკეთ იცოდა
ყველაფერი, რაც კი ამ ჭერქვეშ ხდებოდა და ითქმებოდა.
ო’რეილი!
მკვლელი რომ ვინმე სხვა ყოფილიყო, საიდან გაიგებდა, ოდეტა
დაახრჩვესო?
ხუთიოდე წუთის შემდეგ ო’რეილი დაბრუნდა.
მანამდე გონს მოსვლა მოვასწარი. მეყო დრო, ამეწონ-დამეწო-
ნა, რამდენად მართებული იყო ჩემი მოსაზრება. ო’რეილის მოკ-
ვლის შნო, ეტყობა, მართლა ჰქონდა, ამიტომ არაფრით არ უნდა შე-
მამჩნიოს, უნებლიე შეცდომას რომ მივუხვდი, ვეუბნებოდი საკუთარ
თავს. ალბათ, რეაც გააფრთხილებდა ფირების თაობაზე. მართალ-
ია, ჩანაწერი ო’რეილის არ ამხელდა, მაგრამ ასეთი სიურპრიზი, რე-
ასი არ იყოს, არც იმას გაახარებდა. აუცილებლად უნდა დამემტკი-
ცებინა, როგორმე, მკვლელი ო’რეილია-მეთქი, და თანაც ‒ საჩქა-
როდ, მანამდე, ვიდრე პოლიცია დანაშაულს მე მომაწერდა.
ჩუმად, უხმაუროდ, მოკრივესავით რბილად მომიახლოვდა. უზ-
რუნველი სახე მივიღე.
‒ მზად ხართ?
‒ დიახ.
არაფრით გაუმჟღავნებია, ფირების ამბავი რომ უკვე იცოდა. უბ-
რალოდ, სახე ოდნავ შეფიქრიანებოდა.
სახლიდან ერთად გამოვედით და პოლიციის მანქანისკენ გავე-
მართეთ.
‒ უთხარით მალრუს? – მაშინღა ვკითხე, როცა საჭეს მივუჯექი.
‒ დიახ.
გვერდით მომიჯდა.
‒ მძიმე დარტყმაა მოხუცისთვის. ოდეტას გარდა, შვილი არ
ჰყავს.
‒ მისის მალრუმ ახალი ამბავი მშვიდად აღიქვა, ‒შევნიშნე მე.
ის და ოდეტა როგორ ეგუებოდნენ ერთმანეთს?

170
‒ მშვენივრად, ‒ თქვა ო’რეილიმ.‒ მისის მალრუს გრძნობების
აყოლა და გამომჟღავნება არ სჩვევია.
ვცადე, უფრო მეტად გამეღიზიანებინა.
‒ ლეიტენანტი ამბობს, ახლა მთელი ქონება მისის მალრუს დარ-
ჩება, გოგოს სიკვდილი თუ ვინმეს აძლევს ხელს, პირველ რიგში,
იმასო. ოდეტა რომ ცოცხალი იყოს, ნახევარს დაეპატრონებოდა, ახ-
ლა კი ერთადერთი მემკვიდრე ცოლია.
მთელი თავისი ჩასხმული, ზორბა ტანით შეირხა. ვერ გავბედე
შემეხედა.
‒ მე მგონი, ორივეს თავზე საყრელად ეყოფოდა,‒ თქვა მან.
თავს ვერ დავდებ, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს მისი ხმა ცოტა
არაბუნებრივად ჟღერდა.
‒ ზოგი ქალი ნახევარს არასოდეს სჯერდება. მისის მალრუც
სწორედ ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ჰაერის ყლუპ-
საც რომ არავის გაუყოფს.
ო’რეილის არ ვუცქერდი, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მომაშტერ-
და.
‒ ლეიტენანტიც ასე ფიქრობს?
‒ მისთვის არ მიკითხავს.
‒ არადა, ფოტოს გამოქვეყნება მართლა კარგად მოიფიქრა, ‒
თქვა ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ის ბიჭი, სურათზე, თქვენ გგავთ.
ეს გამოხდომა მოულოდნელი არ ყოფილა.
‒ მე ვარ და იმიტომ. „მეკობრეთა ქოხთან“ ნანახი კაცის გარეგ-
ნობა დაახლოებით ვიცოდით. მე და იმას თურმე ერთნაირი აღნაგო-
ბა გვქონია. ხოლო მოდელად მე თვითონ შევთავაზე პოლიციას თა-
ვი.
სათქმელი არაფერი ჰქონდა.
‒ სხვათა შორის, ‒ გავაგრძელე,‒ თქვენც მსგავსი ფიგურა გა-
ქვთ.
ორიოდე კვარტალი გავიარეთ და ვუთხარი: ‒ საბარგულში,
გვამთან ერთად, ჩანთაც იპოვეს.
დიდი, ღონიერი ხელი მუხლზე ედო. შევამჩნიე, როგორ შეტოკ-

171
და.
‒ გინდათ თქვათ, რომ გამოსასყიდიც იპოვეს?
‒ არა. ჩანთა ძველი გაზეთებით გატენილი აღმოჩნდა. იცოდით
ოჯახში ორი ერთნაირი „დიპლომატის“ არსებობის ამბავი?
ისევ გავხედე ცერად.
‒ დიახ.
‒ იცით, რას ვფიქრობ? სანამ მალრუ გამოსასყიდს წაიღებდა, ვი-
ღაცამ ჩანთები შეცვალა. ამის გაკეთება არც გაუჭირდებოდა.
ჩემმა სიტყვებმა სასურველი შედეგი გამოიღო. სიგარეტი და-
უვარდა.
‒ საითკენ უმიზნებთ? ვითომ ვის უნდა შეეცვალა ჩანთები? ‒ გა-
ყინული სახით თქვა ო’რეილიმ.
დაიხარა, სიგარეტი აიღო და ფანჯრიდან ისროლა.
‒ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. მე მგონი, მოვლენები შემ-
დეგნაირად განვითარდა: გოგოს იტაცებენ. მოხუცი გამოსასყიდ
ფულს იმარაგებს. ამ დროს ცოლს ბრწყინვალე იდეა ებადება თუ
გამტაცებლები ფულს ვერ მიიღებენ, გოგოს მოკლავენ. ოდეტას თუ
მოიშორებს თავიდან, მისის მალრუც ნახევარს კი არა, მთელ ქონე-
ბას დაეპატრონება. ამიტომაც, მეორე „დიპლომატში“ ძველ გაზე-
თებს ტენის და მალრუს შინიდან წასვლის წინ შეაპარებს. ასე და ამ-
გვარად, მიმდინარე ხარჯებისთვის ხუთას ათასსაც შოულობს, გერ-
საც იშორებს თავიდან და მალრუს სიკვდილის შემდეგ მილიონებ-
საც ეპატრონება.
ცოტა ხანს ო’რეილი გაუნძრევლად იჯდა. მერე მისი ხეშეში ხმა
გავიგონე:
‒ ლეიტენანტი რას ფიქრობს ამაზე?
‒ ლეიტენანტთან ჯერ არ მილაპარაკია. უბრალოდ, ჩემი ჰიპო-
თეზა გაგიზიარეთ.
– ჰოო?
შემობრუნდა და დაჟინებით მომაჩერდა.
‒ ჩემი რჩევა თუ გინდათ ‒ ფანტაზიებს მაინცდამაინც ნუ აჰყვე-
ბით. ეს ოჯახი უდიდესი გავლენით სარგებლობს. საკმარისია ამნა-

172
ირი, თანაც მტკიცებით გაუმაგრებელი ხმების გავრცელება და, უამ-
რავ უსიამოვნებას გადაეყრებით.
‒ ვიცი. ცოტა წარმოსახვას მივეცი გასაქანი, ეგაა და ეგ. ისე,
თქვენ თვითონ როგორ მოგწონთ ეგ იდეა?
‒ სისულელეა, ‒ მომახალა გაცოფებულმა. ‒ მისის მალრუ ამას
არასოდეს იზამდა!
‒ მართლა?! კეთილი, თქვენს სიტყვას ვენდობი. მით უმეტეს,
ჩემზე ბევრად უკეთესად იცნობთ.
პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ‒ ეზოში შევუხვიე და მანქანა კუთ-
ხეში მივაყენე. გადმოვედით, მორგისკენ გავემართეთ. კარში ო’რე-
ილი წინ გავატარე.
რენიკი და ბერტი ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობ-
დნენ. ოთახის კუთხეში, მეორე მაგიდაზე, ზეწარგადაფარებული გვ-
ამი ესვენა.
ო’რეილიმ რენიკს ხელი ჩამოართვა და ბერტის თავი დაუქნია.
‒ მაშ, იპოვეთ, არა? ‒ თქვა მან.
თვალს არ ვაშორებდი. მშვიდად, აუღელვებლად ეჭირა თავი,
როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს შეეფერება.
რენიკი და ო’რეილი ცხედარს მიუახლოვდნენ. რენიკმა ზეწარი
გადასწია. თავი მოვაბრუნე. ისევ დამასხა ოფლმა.
რენიკის ხმა მომესმა.
‒ ის არის?
‒ კი, ის არის. საცოდავი. დაუხრჩვიათ. რამე კონკრეტული ვა-
რაუდი გაქვთ, სერ?
‒ ჯერჯერობით არა. მისტერ მალრუმ უკვე იცის?
‒ ცუდად გახდა.
ო’რეილიმ თავი გააქნია.
‒ ახლა ექიმია მასთან.
ისევ მე და ბერტის მოგვიახლოვდნენ.
‒ კარგი, ო’რეილი, ‒ თქვა რენიკმა. ‒ მადლობელი ვარ, რომ
მოხვედი. თავისუფალი ხარ.
‒ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ რამე შემეძლე-

173
ბა, ლეიტენანტო, ‒ მიუგო ო’რეილიმ.
რენიკს ხელი ჩამოართვა, ბერტის თავი დაუქნია, მე ერთი კუშ-
ტად შემომხედა და გავიდა.
‒ უთხარი ექიმს, მიხედოს, ‒ უთხრა რენიკმა კედელთან მდგომ
სამოქალაქოტანსაცმლიან აგენტს.
ჯიმი ეზოში გამოვიდა, მე და ბერტიც უკან გამოვყევით.
‒ კაბაზე რა თქვა?‒ მკითხა რენიკმა, როცა უკვე მისთვის საგან-
გებოდ გამოყოფილი კაბინეტისკენ მივუყვებოდით დერეფანს.
‒ მე თვითონ ვუყიდეო. გოგო თურმე მანქანაში ინახავდა და
პლაჟზე წასვლის წინ იცვამდა.
რენიკმა კარი გააღო და კაბინეტში შევედით.
‒ საინტერესოა, ტანსაცმლის გამოცვლა რაში დასჭირდა, ‒ ჩა-
ილაპარაკა ფიქრიანად. ‒ რაღაც აბდაუბდა გამოდის.
მაგიდასთან დაჯდა, ფეხები ზედ შემოაწყო.
მე და ბერტიც ჩამოვსხედით.
‒ პორტფელი რატომ იყო გაზეთებით სავსე? ‒ ყველაზე მეტად
ეგ მაოცებს.‒ იკითხა ბერტიმ.‒ფული სადღაა?
რენიკმა კონვერტის გასახსნელი დანა აიღო და სარეგისტრაციო
ჟურნალს დაუწყო ჩიჩქნა.
‒ იცით, რას გეტყვით? თითქმის დარწმუნებული ვარ – გოგო ვი-
ღაც ნაცნობმა მოიტაცა. ‒ გაიხსენეთ დამნაშავემ უილიამსის გვარი
იცოდა. უნდა გავარკვიოთ, სად იყო და რას აკეთებდა ყველა მისი
ნაცნობი მამაკაცი იმ დროს, როცა ოდეტა „მეკობრეთა ქოხში“ შე-
დიოდა. თქვენ გავალებთ ამ საქმეს, ბერტი.
ბერტი წამოდგა.
‒ ნუღარ გადადებთ.
ბერტი რომ გავიდა, რენიკი მე მომიბრუნდა. როგორც კი ექიმი
საქმეს მორჩება, კაბის ფოტო გადავიღოთ. იქნებ ვინმემ ნახა ამ კა-
ბაში.
კარზე დააკაკუნეს. კაბინეტში პოლიციელმა შემოიხედა.
‒ ვიღაც კაცი გელოდებათ, ‒ მოახსენა რენიკს. კრის კელერი
ჰქვია. დილით გამოქვეყნებული ფოტოს თაობაზეა მოსული.

174
‒ სთხოვეთ, თქვა რენიკმა და ფეხები მაგიდიდან ჩამოიღო.
დავიძაბე, ავცახცახდი. კაბინეტში დაახლოებით ჩემი ტანის კაცი
შემოვიდა. გაჩერდა და მზერა რენიკიდან ჩემზე გადმოიტანა. ყუ-
რადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ ვერაფერზე შევატყვე, მიცნო-
მეთქი. არასოდეს მენახა, თამამად შემეძლო დამეფიცა. ცოტა დავ-
მშვიდდი.
‒ თქვენ ბრძანდებით მისტერ კელერი? ‒ ჰკითხა რენიკმა, წა-
მოდგა და ხელი გაუწოდა.
‒ დიახ.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
‒ დილის გაზეთში ფოტო ვნახე, ‒ თქვა მოსულმა და გაზეთი გა-
უწოდა, რომელშიც ჩემი, სახეჩაშავებული სურათი იყო დაბეჭდილი.
‒ მგონი, ეს კაცი მინახავს.
‒ დაბრძანდით, მისტერ კელერ, მოდით, ჯერ თქვენი მისამართი
ჩავიწეროთ.
კელერი სკამზე ჩამოჯდა. ცხვირსახოცი ამოიღო და მზემოკიდე-
ბული, სასიამოვნონაკვთებიანი სახე შეიმშრალა. უესტერ-ავენიუზე
ვცხოვრობო თქვა და სახლის ნომერიც დაასახელა.
‒ სად ნახეთ ეს კაცი?
‒ აეროპორტში.
გული ამიჩქარდა. კალმისტარს დავწვდი და მაგიდაზე დადებუ-
ლი ჟურნალის გარეკანზე რაღაცის ხატვა დავიწყე.
‒ როდის?
‒ შაბათ საღამოს.
შევნიშნე, რენიკი დაინტერესდა.
‒ რა დროს?
დაახლოებით თერთმეტზე.
‒ რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს კაცი ნახეთ?
კელერი უხერხულად შეიშმუშნა.
‒ დარწმუნებული არა ვარ, სწორედ ის იყო-მეთქი, უბრალოდ,
მისი კოსტიუმი დამამახსოვრდა. იცით, თვითონაც ვაპირებდი ეგე-
თის ყიდვას. ლოს-ანჯელესიდან ამხანაგს ველოდებოდი აეროპორ-

175
ტში და უეცრად ვხედავ ყავისფერ, სპორტულკოსტიუმიანი კაცი მო-
დის. გავიფიქრე კიდეც ‒ როგორ უხდება-მეთქი! მერე, გავიხედე და
‒ გაზეთში ფოტოა დაბეჭდილი. მეც გადავწყვიტე, შემომევლო, იქ-
ნებ გამოგადგეთ-მეთქი.
‒ სწორადაც მოიქეცით. ახლა თუ იცნობდით ამ კაცს?
კელერმა თავი გააქნია.
‒ მართალი გითხრათ, ლეიტენანტო, მისი სახე არც დამინახავს,
მარტო კოსტიუმს ვუყურებდი.
გულდაწყვეტილმა რენიკმა ამოიოხრა. მერე სწორედ ის კითხვა
დაუსვა, რომელსაც გულის ფანცქალით ველოდი:
‒ მარტო იყო?
‒ არა, გოგოსთან ერთად.
რენიკი მძიმედ წამოდგა. ძლივს იკავებდა მღელვარებას.
‒ ვერც გოგო შეათვალიერეთ, მისტერ კელერ?
კელერს სახეზე ღიმილი გადაეფინა.
‒ რა თქმა უნდა, შევათვალიერე. კარგი რამე იყო.
‒ რა ეცვა?
‒ ბამბის მოთეთრო-მოცისფრო კაბა. დიდი მზის სათვალე ეკე-
თა. ღია ჟღალი ფერის თმა ჰქონდა. ეგ ფერი მიყვარს ყველაზე მე-
ტად.
‒ ჟღალი?
რენიკმა კაბინეტში ბოლთის ცემა შეწყვიტა.
– დარწმუნებული ხართ?
‒ ასი პროცენტით.
ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვაძვრინე და ქურდულად შევიმშრალე
სახე.
რენიკი ტელეფონს ეცა.
‒ ტეილორ, გოგოს კაბა მომიტანეთ.
ყურმილი რომ დაკიდა, გაოცებულმა კელერმა უთხრა:
‒ მე მგონი, თქვენ მარტო კაცი გაინტერესებდათ, ლეიტენანტო.
‒ რას აკეთებდა ეს წყვილი?‒ ჰკითხა რენიკმა, ‒ შენიშვნისთვის
ყურადღება არ მიუქცევია.

176
რენიკის დაძაბული, სერიოზული მზერა რომ შენიშნა, კელერი
სკამზე ლამის გახევდა.
‒ მოსაცდელ დარბაზში შემოვიდნენ. კაცს ჩემოდანი მოჰქონდა.
გოგომ რეგისტრაცია გაიარა და თანამგზავრს ჩემოდანი გამოარ-
თვა. მერე თვითმფრინავში ჩასაჯდომად წავიდა.
‒ ერთმანეთში საუბრობდნენ?
კელერმა თავი გააქნია.
‒ მე მგონი, არა. კაცმა უბრალოდ ჩემოდანი მიაწოდა და მერე
დარბაზიდან გავიდა.
პოლიციელმა კაბა მოიტანა. რენიკმა გამოართვა და კელერს
დაანახვა.
‒ სწორედ ეგაა,‒ უყოყმანოდ თქვა კელერმა. ‒ პირდაპირ ხა-
ტავდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ ესაა?
‒ ნამდვილად ეგაა, ლეიტენანტო.
‒ კარგი, მისტერ კელერ. კიდევ დაგვჭირდებით. დახმარების-
თვის დიდი მადლობა.
პოლიციელს ანიშნა, კელერი გააცილეო. მერე ყურმილს დას-
წვდა და ბერტი გამოიძახა.
ოფლად დაღვრილი ვიჯექი. ყულფი სულ უფრო და უფრო მაგრად
მიჭერდა კისერზე.
‒ რაღაცაშია აქ საქმე, ‒ თქვა რენიკმა და ისევ მაგიდას მიუჯდა.
‒ თავიდანვე მეჩვენებოდა, ჩვეულებრივ მოტაცებას არ ჰგავს-მეთ-
ქი.
‒ რას გულისხმობ? ‒ ვკითხე ხმაჩახლეჩილმა.
‒ ვიცი და გიმალავ?! მაგრამ კაცი არ ვიყო, თუ არ გავარკვიო.
კაბინეტში ბერტი შემოვიდა.
‒ რა მოხდა?
რენიკმა კელერის მონაყოლი გაუმეორა.
კოპებშეკრული ბერტი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.
‒ მაშ, მარტო გაფრინდა, მაგრამ ჟღალი თმა?.. ჩვენსას ხომ მუქი
აქვს. არადა, უკვე ორმა კაცმა დაამოწმა, ჟღალი თმა ჰქონდაო. რა

177
გვარით გაიარა რეგისტრაცია?
‒ ენ ჰექორთი. დანიშნულების ადგილი ლოს-ანჯელესი. ვინ
არის ეს ჰექორთი? ბერტი, ჯერჯერობით ყველაფერს თავი დაანებე.
სასწრაფოდ მჭირდება ამომწურავი ინფორმაცია ამ გოგოზე. თქვე-
ნებიც ჩართეთ. ლოს-ანჯელესის პოლიციამაც გაანძრიოს ხელი.
ყველა სასტუმრო უნდა შევამოწმოთ, სადაც კი შეიძლებოდა დაბი-
ნავებულიყო.
‒ რამე ახალი იდეა გაგიჩნდათ, რენიკ? ‒ ჰკითხა ბერტიმ.
‒ არის რაღაც საეჭვო ამ მოტაცებაში. დამნაშავე თავს ჯერ უი-
ლიამსად ასაღებს, არადა, გოგოს უილიამსი უკვე ორიოდე თვეა არ
უნახავს, „მეკობრეთა ქოხის“ მსგავს ბუნაგში მისვლაზე ითანხმებს.
მაგათი წრის ახალგაზრდები იქ არ დაიარებიან. „მეკობრეთა ქოხ-
თან“ გოგო უეცრად ქრება. თერთმეტის ნახევარზე მისი მანქანის სა-
ჭესთან ვიღაც ჩასკვნილი ბიჭი ზის. შორიახლოს მეორე მანქანასაც
ხედავენ, მაგრამ იმის მძღოლის ვინაობა არ ვიცით. მერე, თერ-
თმეტზე, ყავისფერ სპორტულკოსტიუმიანი კაცი გოგოსთან ერთად
აეროპორტის დარბაზში შედის, გოგოს კი ისეთივე კაბა აცვია, რო-
გორიც მოკლულს. დროც ემთხვევა. „მეკობრეთა ქოხიდან“ აერო-
პორტამდე დაახლოებით ნახევარი საათის გზაა. ჯერჯერობით, ერ-
თი მეორეს არ ეწინააღმდეგება: შეეძლოთ, მოეტაცათ და ისე დაეში-
ნებინათ, კაბის გამოცვლაზეც დათანხმებულიყო, ჟღალი პარიკის
დახურვაზეც, მზის სათვალის გაკეთებაზეც და გამტაცებელთან ერ-
თად აეროპორტში წასვლაზეც. მაგრამ აი, მერე რა ხდება?
გამეტებით დაჰკრა მაგიდას მუშტი.
‒ ის მარტო ჯდება თვითმფრინავში! ლაინერის სალონში შვიდი
ბიზნესმენი ზის, თავ-თავიანთი ცოლებით. გოგოსთან არაფერი აქ-
ვთ საერთო. სტიუარდესა იმათ ყველას იცნობს! კაცი, რომელიც მი-
სი მანქანის საჭესთან იჯდა, აეროპორტის შენობიდან გამოდის და
უჩინარდება. გამოსასყიდს გოგოს გვამის გვერდით პოულობენ,
მაგრამ ჩანთა ძველი გაზეთებითაა გატენილი. ირკვევა ღირსშესა-
ნიშნავი ფაქტი თურმე მალრუს ორი სრულიად ერთნაირი „დიპლო-
მატი“ ჰქონია.

178
გაჩუმდა და ბერტის შეხედა.
‒ გაჩნდა რამე ვერსია?
‒ შეიძლება, მოტაცება გათამაშებული იყო, ოღონდ იმ პირო-
ბით, თუ ენ ჰექორთი და ოდეტა მალრუ ‒ ერთი და იგივე პიროვნე-
ბაა. ეს ზუსტად უნდა დადგინდეს ‒ თქვა ბერტიმ.
– ჰო, ‒ დაეთანხმა რენიკი. ‒ შევამოწმოთ, ვინაა – ეს გოგო, სა-
ფუძვლიანად უნდა შევამოწმოთ.
მე მომიბრუნდა.
– ამ კაბას სურათი გადაუღონ. ჩვენი გოგოებიდან რომელიმეს
სთხოვე, ჩაიცვას, მერე სახე ჩავამუქოთ. ადგილობრივ გაზეთებშიც
დაბეჭდონ ფოტო და ლოს-ანჯელესშიც.
კაბა ავიღე და ჩემს კაბინეტში გავედი. ისეთი შეგრძნება მქონდა,
ერთი ძვალი აღარ მაქვს-მეთქი მთელი სულ მოვიმჩვარე. ალყა ძა-
ლიან სწრაფად ვიწროვდებოდა. ოცდაოთხი საათიც, თუ უფრო ნაკ-
ლები არა, და რენიკი ჩემს კვალზეც დადგებოდა. მანამდე ო’რეი-
ლის დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები უნდა მომეგროვები-
ნა.
მომდევნო საათი ისეთი დატვირთული ვიყავი, პირადი პრობლე-
მებისთვის დრო ნამდვილად არ დამრჩენია. ჯერ ფოტოგრაფთან შე-
ვედი, მერე რეპორტიორებს ვესაუბრე და თადარიგიც დავიჭირე,
ფოტოები ლოს-ანჯელესშიც რომ გამოექვეყნებინათ.
ჭამის დროც მოვიდა. რენიკთან და ბერტისთან ერთად წახემსე-
ბას ვაპირებდი, როცა ტელეფონმა დარეკა. სამივენი რენიკთან ვის-
ხედით. ყურმილიც იმან აიღო, მერე მე გამომიწოდა.
‒ ნინაა, ‒ მითხრა რენიკმა.
ყურმილი გამოვართვი.
‒ გისმენ.
‒ ჰარი, ძალიან გთხოვ, შინ წამოდი.
რაღაც, სხვანაირი ხმა ჰქონდა. გამაჟრჟოლა
‒ საჩქაროდ უნდა მოგელაპარაკო.
‒კარგი, ‒ ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.
‒ ნინამ მთხოვა, საჩქაროდ მოდიო. ეტყობა, რაღაც შეემთხვა.

179
რამე ქალური ამბავი იქნება, სხვა რა,‒ ავუხსენი რენიკს და ბერტის.
‒ ორი საათისთვის დავბრუნდები.
‒ წადი, აბა, რა, ‒ თქვა რენიკმა.
რაღაც ქაღალდს კითხულობდა და თავიც არ აუწევია.
– მანქანა წაიყვანე, ჰარი, ორისთვის მჭირდები.
კაბინეტიდან გამოვედი და სირბილით გავუყევი დერეფანს, პო-
ლიციის მანქანაში ჩავჯექი და შინისკენ გავქანდი. ვიცოდი ‒ რაღაც
მოხდა. რაღაც ძალიან ცუდი. მანქანა სახლთან გავაჩერე. კარი ჩემი
გასაღებით გავაღე.
‒ნინა?
‒ აქ ვარ, ჰარი, ‒ ხმა სასტუმრო ოთახიდან ისმოდა. – ჰოლი გა-
დავჭერი და სასტუმრო ოთახის კარი შევაღე. ნინა სავარძელში იჯდა
და კარისკენ იყურებოდა. ძალიან პატარა, შეშინებული და ფერმკრ-
თალი მომეჩვენა.
გვერდით სავარძელში, ფეხი ფეხზე გადადებული ო’რეილი მო-
კალათებულიყო. მძღოლის ლივრეა გამოეცვალა, მოკლესახელო-
ებიანი პერანგი და მომწვანო ფერის ვიწრო შარვალი ეცვა. ასანთის
ღერით კბილებს იჩიჩქნიდა. გამიღიმა.
მარჯვენა ხელში 38 კალიბრის რევოლვერი ეჭირა. ლულა ჩემ-
კენ იყო მოშვერილი.

180
თავი XII

‒ შემოდი, ნუ გრცხვენია,‒ თქვა ო’რეილიმ. ‒ შენმა ცოლმა ეტ-


ყობა, რაღაც ცუდ თვალზე შემომხედა.
ნინას მივუახლოვდი. ჩემს სახლში ამ კაცის ნახვამ შემაძრწუნა
და თავდაპირველი შიში ნელ-ნელა გააფთრებამ შეცვალა.
‒გაეთრიე აქედან, სანამ კინწისკვრით გამიგდიხარ! ‒ ვუთხარი
ო’რეილის.
ჩაიცინა, თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.
– იცი, რას გეტყვი, ‒ თქვა მან, ‒ შენს წონაში შეიძლება, მარ-
თლა წარმოადგენ რამეს, მაგრამ ჩემსაში ‒ ნული ხარ. შენისთანას
ორსაც იოლად მოვუგრეხ კისერს.
ნინამ რაღაც მანიშნა თვალით.
‒ რა გინდა? ‒ ვკითხე ო’რეილის.
‒ თვითონ ვერ ხვდები? მოიტა დროზე ფირები!
‒ ესე იგი, მართლა შენ მოგიკლავს.
ნიკაპი მოისრისა. ტუჩები ღიმილმა გაუწელა.
‒ მე? როგორ გეკადრებათ?! ყველაფერი იმას მოწმობს, რომ
მკვლელობა შენ ჩაიდინე. ჩვენში დარჩეს და, დიდი რეგვენი ვინმე
კი ყოფილხარ, თანაც ყბედი. ენაზე კბილი დაგეჭირა მე და რეა ფი-
რის ამბავს ვერ გავიგებდით, მაგრამ არა, თავის მოწონება მოგინ-
და! ეგ ფირები რეასთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. მე მაგეების არ
მეშინია, მაგრამ რახან წილში ერთად გავდივართ, შევპირდი ‒ ფი-
რებს ხელში ჩავიგდებ-მეთქი.
‒ ტყუილად შეჰპირდი, ‒ ვთქვი მე. ‒ მაგ ფირებს უმალ რენიკს
დავუდებ მაგიდაზე.
წამით რევოლვერს შეავლო თვალი, მერე ისევ მე შემომხედა.
‒ ვითომ, რას იზამ, შენს ცოლს ფეხში რომ დავუმიზნო და ჩახმახ-
საც გამოვკრა? ხომ იცი, ნაღდად მკისრებელი ვარ.
‒ ნუ უსმენ, ჰარი, არ მეშინია, ‒ მშვიდად თქვა ნინამ.

181
‒ საკმარისია ისროლო, მთელი უბანი აქ მოცვივდება. ათესვა-
საც ვერ მოასწრებ. არ გაგივიდა ბლეფი, ‒ ვუთხარი ო’რეილის.
ის სავარძელში გადაითხლაშა და სიცილი დაიწყო.
‒ მართალი ხარ, ვერაფერს იტყვი, ‒ თქვა ბოლოს. აქ ბახაბუხს
არ ავტეხ.
რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო.
‒ მოდი, სერიოზულად ვილაპარაკოთ. მე ფირები მჭირდება, რა-
დაც უნდა დამიჯდეს. სად ინახავ?
– ბანკში. შენ არ მოგცემენ.
‒ მისმინე, ჩვენ ახლა ბანკში ერთად წავალთ და ფირებს შენი ხე-
ლით გამომიცუნცულებ!
‒ ფირებს შორიდანაც ვერ ნახავ-მეთქი! ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.
დაჟინებით შემომხედა.
‒ ღმერთმა იცის, შენ თვითონ მაიძულე, ‒ თქვა გაუნძრევლად.
‒ ფირებს კი, გინდა თუ არ გინდა, მაინც უნდა დაემშვიდობო, მრა-
ვალმილიონიანი ქონება დევს სასწორზე. ვერ დავუშვებ, მთელი ჩე-
მი გეგმა რაღაც ფირების გამო ჩაიშალოს. ვერაფერი შემაჩერებს.
აბა, ერთი აქეთ მომხედე.
ჯიბიდან პატარა ცისფერი ბოთლი ამოიღო, გახსნა და ჟურნალის
მაგიდაზე ფრთხილად გადმოღვარა რაღაც სითხე. სითხე ცოცხალი-
ვით აფუთფუთდა. პატარა გუბე შიშინებდა და ქაფს იკიდებდა. ჩემ
თვალწინ სითხემ მაგიდის ლაქი ამოჭამა და ხის დაშლაც დაიწყო.
‒ გოგირდმჟავაა, ‒ ამიხსნა ო’რეილიმ. ‒ ჯიუტ კაცს შეიძლება,
სახეში შეასხურო.
ბოროტად შემომხედა.
‒ ერთ-ორ ბიჭს ვიცნობ ისეთს, რაღაც ასიოდე დოლარად შენს
ცოლს სამუდამოდ გაალამაზებენ. ტყუილად ნუ გექნება იმედი, და-
ვიცავო. ვეღარაფერი გიშველით. ან ახლავე მომცემ ფირებს, ან არა
და, ცოლი დაგიბრმავდება. სახე რა დღეში ექნება, იმაზე საერთოდ
ნუღარ მალაპარაკებ. რას იტყვი?
ვიგრძენი, რა ძალით მომიჭირა ნინამ ხელზე თითები. ორივე მო-
ნუსხულივით შევცქეროდით აშიშინებულ მჟავას. მერე თვალი ო’რ-

182
ეილისკენ გამექცა. მისმა ნაცრისფერმა, სიბრაზისგან დავიწროე-
ბულმა თვალებმა დამარწმუნა, არ ხუმრობდა. ნამდვილად შეასრუ-
ლებდა მუქარას. ნინას ვერ დავიცავდი. მივხვდი, დავმარცხდი.
წამოვდექი.
‒ კარგი. წავიდეთ.
ნინა ხელში ჩამაფრინდა.
‒ არა! მოიცა! ვერ გაბედავს! ჰარი, გემუდარები.
ხელი გამოვტაცე.
‒ შენ ნუ ჩაერევი.
კართან მივედი. ფართოდ თვალგახელილი ნინა ჩუმად იჯდა და
მიყურებდა.
ო’რეილიც წამოდგა.
‒ სწორად იქცევა, ლამაზო. მაგიდა ფრთხილად გადაწმინდე.
კოხტა თითები არ დაიწვა.
‒ ჰარი! ‒ იყვირა უეცრად ნინამ და წამოხტა.‒ არ მისცე ფირები!
სახლიდან გამოვედი და მანქანისკენ გავემართე. ო’რეილიც
უკან მომყვა. გვერდით მომიჯდა.
‒ არ გაგიმართლა, ვირო, ‒ თქვა მან. ‒ პირი არ უნდა დაგეღო.
ახლა მარტო იჩალიჩე. რენიკი რას შვრება, როგორ აქვს საქმეები?
შენზე ჯერ არ მოუტანია ეჭვი?
‒ ჯერ არა.
მანქანა დავძარი. ამ კაცის გაუსაძლისი ზიზღი მახრჩობდა. მივ-
ხვდი, რა სისულელეც ჩავიდინე, როცა რეას ფირების ამბავი მივახა-
ლე. ფირების გარეშე, ო’რეილის თქმის არ იყოს, იძულებული ვხდე-
ბოდი, მარტო მეჩალიჩა. სასამართლოში ჩემი სიტყვა რეასას ვეღა-
რაფრით ვეღარ გადაწონიდა; საუკეთესო ვექილს დაიქირავებდა და
ჩემს ჩვენებებს ნაცარტუტად აქცევდა.
‒ როცა დაგიჭერენ, – მითხრა ო'რეილიმ, – ჩემი და რეას გასვრა
არც იფიქრო. ორივეს რკინის ალიბი გვაქვს.
‒ აგაშენა ღმერთმა, ვნერვიულობდი თქვენზე, მივუგე.
წამით ერთმანეთს შევხედეთ. თვალებში გაოცება გაეყინა.
‒ ისე, ცივსისხლიანი ბიჭი კი ხარ. მაგარ შარში გაეხვიე, არ მეგ-

183
ონა, ამოდენა თავშეკავება თუ გექნებოდა.
‒ ამ საქმეზე ნებით წავედი, ‒ ვუთხარი. ‒ ნებისმიერი სიურპრი-
ზისთვისაც მზად ვარ. ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურად მი-
დის. ბოლოს და ბოლოს, გაბითურებული მაინც შენ დარჩები, იმი-
ტომ, რომ ქალებს არ იცნობ.
გულზე მოხვდა. შემობრუნდა და მომაჩერდა.
‒ მაგით რისი თქმა გინდა?
მალე თვითონ მიხვდები. ერთი და ორი წელი არ მიმუშავია გა-
ზეთში. სტატისტ გოგონებთანაც მქონია საქმე. ვიცი იმათი ბუნება.
რეა მალრუ სულ იმ ჭკუაზეა, დარჩენილი ცხოვრება ვიღაც მუტრუკ
ირლანდიელთან გაატაროს. თავს ნუ მოიტყუებ — შენ მხოლოდ და
მხოლოდ ყოფილი პოლიციელი ხარ, გაუთლელი ტეტია. როცა
მალრუ მოკვდება და რეა მის ქონებას დაეპატრონება, შენდამი ყო-
ველგვარი ინტერესიც გაუქრება. იმწუთას ქუჩაში გიკრავენ თავს.
როგორმე მოახერხებს შენს გამოპანღურებას. თვალის დახამხამე-
ბას ვერ მოასწრებ, ისე იქცევი ხელახლა სამსახურის მაძიებელ ყო-
ფილ პოლიციელად.
‒ ჰოო? ასე გგონია?
ღიმილმა წვრილი ტუჩები დაუბრიცა, მაგრამ თვალები ჩამკვდა-
რი ჰქონდა.
‒ თავს ნუ იმშვიდებ, ბრიყვო. შენგან განსხვავებით, ჩემი და რე-
ას ცოლქმრობა ძალიან დღეგრძელი იქნება.
გაცინება მოვახერხე.
‒ უფრო სასაცილო კაი ხანია, არაფერი გამიგონია.
მანქანა ბანკთან გავაჩერე. ორს სამი წუთი აკლდა. ბანკის კარი
დაკეტილი იყო.
‒ არა, შენ მართლა გგონია, რომ რეასნაირი ქალი კაციჭამია
ირლანდიელს გაჰყვება ცოლად? მე შეიძლება, მართლა ბრიყვი და
ბედოვლათი ვიყო, მაგრამ ჩვენ ორში მარტო მე არა ვარ ეგეთი.
‒ ხმა ჩაიწყვიტე! ‒ დამიღრინა ო’რეილიმ.
სახე აუჭარხლდა.
‒კარგი. თუ ეგეთი ბუტია ხარ, საერთოდ კრინტს არ დავძრავ. არ

184
ადა, გეტყოდი, შენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი.
შემომხედა.
ვიგრძენი, მტკივნეულ ადგილს შევეხე.
‒ თავს დავიზღვევდი ყოველი შემთხვევისთვის. თუკი რეა თავი-
დან მოშორებას დამიპირებდა. ვეცდებოდი, თვითონ ამეღო ხელში
სადავეები.
იჯდა, არ ინძრეოდა. ლამის მესმოდა, დაძაბულობისგან როგორ
უჭრაჭუნებდა ტვინი. ბოლოს გაიღიმა.
‒ მეცოდები, ბრიყვო, ‒ თქვა ო’რეილიმ. ‒ სულელი ხარ. სისუ-
ლელეა ეგ ყველაფერი.
‒ ო’კეი, ‒ მივუგე. ‒ ესე იგი, მე სულელი ვარ.
კლერკმა ბანკის კარი გააღო.
‒ მისმინე, ‒ გავაგრძელე. დღეიდან ბოლომდე დარწმუნებული
აღარაფერში აღარ შეგიძლია იყო. თუ მოვახერხე, გაჯობებ. რეა
ნაღდად მოგისვრის გამოწურული ლიმონივით. შენ ჩემზე უფრო გუ-
ლუბრყვილო ხარ, მაგრამ მაინც ვერ შეგიცოდებ.
მანქანიდან გადავიდა.
‒ წავედით. მომბეზრდა შენთან ლაყბობა. ფირები მჭირდება.
ბანკში შევედით. ფირები ავიღე და საკუთარი ხელით ჩავაბარე ‒
არჩევანი არ მქონდა.
‒ არ დაკარგო, ვუთხარი, როცა შეკვრას ვაწვდიდი, ახლა ამას
შენთვის იგივე ფასი აქვს, რაც ჩემთვის.
‒ მოკეტე, ‒ შემომიღრინა კვლავ
ლამაზნააკვთებიანი, ღაჟღაჟა სახე დაეძაბა, შეშფოთება დაეტ-
ყო. მერე ბანკიდან გავიდა.

185
2

სამის ათ წუთზე სამმართველოში დავბრუნდი. მაგიდაზე ბარათი


დამხვდა. რენიკს საჩქაროდ უნდოდა ჩემი ნახვა.
მიზეზი ათასნაირი შეიძლებოდა ჰქონოდა. შეიძლება, ახალი აღ-
მოეჩინათ რამე. იქნებ, უკვე იცოდა, სწორედ მე რომ ვიყავი ის ყა-
ვისფერკოსტიუმიანი კაცი. ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი
იყო. მოულოდნელმა დარტყმამ აპათიაში ჩამაგდო. ვიცოდი ‒ და-
ინტერესდებოდა თუ არა რენიკი ჩემი პიროვნებით, ვეღარაფერი მი-
შველიდა, საბოლოოდ დავიღუპებოდი. საკუთარი სიმართლის ნივ-
თიერი მტკიცება დავკარგე. ახლა სიტყვაზე აღარავინ დამიჯერებდა.
თავის გადარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდი, თუ და-
ვამტკიცებდი, ოდეტა ო’რეილიმ მოკლა-მეთქი. ეჭვგარეშეა, ო’რეი-
ლის ეჭვის ჭია მაინც გავუღვიძე ‒ რეას ნდობას ალბათ დაკარგავ-
და. ამიტომ, იქნებ ფირებიც აღარ გაენადგურებინა; რეას წინააღ-
მდეგ სხვა იარაღი არც იმას ჰქონდა. სანამ ფირები არსებობდა, კი-
დევ მრჩებოდა რაღაც შანსი.
ვიცოდი, ნინა ახალ ამბავს მოუთმენლად ელოდებოდა, და დავუ-
რეკე.პულტთან შეერთებული ტელეფონით ვლაპარაკობდი და სიტ-
ყვებს გულდასმით ვარჩევდი.
‒ მიიღო, რაც უნდოდა, ‒ ვთქვი, ‒ არჩევანი არ მქონდა. არაფე-
რი თქვა ‒ მხოლოდ მომისმინე. შეიძლებოდა, ყველაფერი უარესა-
დაც დასრულებულიყო. როცა დავბრუნდები, ყველაფერი ავწონ-და-
ვწონოთ. გავთავისუფლდები თუ არა, პირდაპირ შინ წამოვალ.
‒ კარგი, ჰარი.
გული მომიკვდა, ხმა ისე უთრთოდა.
‒ ნუ ღელავ, როგორმე ყველაფერს მოვაგვარებ,‒ ვუთხარი და
ყურმილი დავკიდე.
სამის ოც წუთზე რენიკის კაბინეტში შევედი.
რენიკი ბოლო პატაკს კითხულობდა. გამხდარი სახე მოღუშვოდა
და დაძაბვოდა. ჩემს დანახვაზე თავი ასწია და სკამზე მიმითითა.

186
‒ ერთი წუთით, ‒ თქვა მან.
მომეჩვენა, რომ ისეთი მეგობრული კილო აღარ ჰქონდა, როგო-
რიც საათ-ნახევრის წინ.
დავჯექი და სიგარეტი გავაბოლე. შიში უკვე აღარ მტანჯავდა.
იმიტომ არა, თითქოს ჩემი ბედისა მჯეროდა, უბრალოდ, გადავწყვი-
ტე, ბოლომდე მეთამაშა და თუკი არ გამოვიდოდა, უდრტვინველად
მიმეღო სასჯელი.
როგორც იქნა, ქაღალდები მაგიდაზე დადო, სავარძლის საზურ-
გეს მიეყრდნო და დაჟინებით მომაჩერდა. რენიკის სახე არაფერს
გამოხატავდა, მხოლოდ თვალებით ცდილობდა ჩემი ფიქრების
ამოკითხვას. ისე მიყურებდა, როგორც პოლიციელი უყურებს ხოლ-
მე ეჭვმიტანილს. ან იქნებ, ყველაფერი მეჩვენებოდა?
‒ ჰარი, ოდესმე შეხვედრიხარ ოდეტა მალრუს?‒ გისაუბრია მას-
თან? ‒ მკითხა.
გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა.
‒ არა, ეგ ოჯახი სწორედ მაშინ გადმოსახლდა აქ, როცა მე ციხე-
ში ვიჯექი. არ მომეცა შესაძლებლობა, მისთვის ინტერვიუ ჩამომერ-
თმია, ‒ შეგნებულად გავითამაშე გულუბრყვილობა.
ესეც პირველი სიცრუე-მეთქი, გავიფიქრე. ახლა უკვე მანამდე
მომიწევდა ტყუილების თქმა, სანამ რენიკი სააშკარაოზე გამომიყ-
ვანდა.
‒ ესე იგი, მის შესახებ არაფერი იცი?
‒ არაფერი.
საფერფლეში ჩავაფერფლე.
‒ რატომ მეკითხები, ჯიმი?
‒ ისე, უბრალოდ. ნამცეც-ნამცეც ვაგროვებ ინფორმაციას.
‒ ერთი ამბავი შევიტყვე: მალრუ საფრანგეთის ქვეშევრდომი
ყოფილა. საფრანგეთში კანონით, შვილს აუცილებლად რჩება მემ-
კვიდრეობის ნახევარი. მამის სიკვდილს რომ მოსწრებოდა, ოდეტა-
საც მამის ქონების ნახევარი ერგებოდა. ახლა ყველაფერი ცოლს
დარჩება.
‒ საინტერესო ამბავია...

187
მომეჩვენა, ახალი ვერაფერი ვაუწყე-მეთქი. ეტყობა, ეს ინფორ-
მაცია უკვე მიღებული ჰქონდა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ, რენიკ-
მა თქვა:
‒ ოდეტას საყვარელი ჰყოლია.
‒ მის შესახებ არაფერი ვიცი, ჯიმი,‒ გავიმეორე მტკიცედ.
კარი გაიღო და კაბინეტში ბერტი შემოვიდა. ჩემთვის ზედაც არ
შემოუხედავს. პირდაპირ რენიკს მიადგა. ლოს-ანჯელესის პოლიცი-
ისგან კარგი საჩუქარი მივიღეთ. შემოწმება დაუწყიათ თუ არა, ლა-
მის პირველივე სასტუმროში გაუმართლდათ: „რიჯენტ ოტელში“ გა-
ჩერებულა ვიღაც გოგო, რომელიც ენ ჰექორთად გაფორმებულა.
წყნარი, რესპექტაბელური სასტუმროა, კარგი რეპუტაცია აქვს. პო-
რტიეს გოგოს გარეგნობა აუწერია: მოთეთრო-მოცისფრო კაბა
სცმია. ღამით მისულა სასტუმროში, პირველის ნახევარზე, ტაქსით.
მძღოლიც იპოვეს. უთქვამს, აეროპორტში ჩავისვიო. ამ დროს მხო-
ლოდ ერთი თვითმფრინავი ჩადის ლოს-ანჯელესში პალმ-სიტიდან.
გოგოს ორი დღე ნომრიდან ფეხი არ მოუცვლია, საჭმელიც იქ მიჰ-
ქონდათ თურმე. შეუძლოდ ვარო, უთქვამს. კვირას, საღამოს ცხრა
საათზე ტელეფონით ულაპარაკია პალმ-სიტისთან. ორშაბათს, და-
ახლოებით საღამოს ათ საათზე კი სასტუმროდან წასულა, ტაქსით.
მძღოლმა თქვა, აეროპორტში მივიყვანეო.
‒ ნომერში თითის ანაბეჭდები დატოვა?
‒ მერე როგორი! დამლაგებელს მისი პლასტმასის სავარცხელი
უპოვია. შესანიშნავი ანაბეჭდებია თურმე ზედ. ფოტოტელეგრაფით
გვიგზავნიან. წუთი წუთზე მივიღებთ.
‒ თავს დავდებ, ეს ენ ჰექორთი იგივე ოდეტა მალრუა, ‒ თქვა
რენიკმა.
ისევ დასწვდა ქაღალდებს, ცოტა ხნის წინ რომ კითხულობდა.
‒ ეს გაკვეთის შედეგებია. ჯერ თავში ჩაურტყამთ რაღაც და მერე
მოუხრჩვიათ. ბრძოლის კვალი არ ჩანს. უცნაურია, არა? ფეხის თი-
თებს შორის ქვიშა ჩარჩენია. ეტყობა, პლაჟზე უვლია. ლაბორატო-
რიიდან დაგვპირდნენ, დავადგენთ, ასეთი ქვიშა სად არისო.
ბერტიმ სკეპტიკურად ჩაიცინა.

188
‒ სულ ასე იქადნებიან. თითქოს მართლა სასწაულების მოხდენა
შეეძლოთ.
სრულებით არ მსიამოვნებდა იქ ჯდომა და მათი საუბრის მოსმე-
ნა, თან, არც მამჩნევდნენ. ისე ეჭირათ თავი, თითქოს კაბინეტში
არც ვიყავი.
‒ თუ არ გჭირდებით, ‒ ვთქვი და წამოვდექი, ‒ ჩემთან გავალ.
კიდევ უამრავი საქმე დამრჩა.
ორივემ ერთდროულად მოაბრუნა ჩემკენ თავი.
‒ კარგი, ‒ თქვა რენიკმა, – მაგრამ შენობიდან არ გახვიდე. მა-
ლე დამჭირდები.
– კაბინეტში ვიქნები.
გამოვედი და დერეფანს გავუყევი.
ქუჩაში ერთადერთი გასასვლელისკენ ჩამავალ კიბესთან ორი
დეტექტივი იდგა და საუბრობდა. დაუდევრად შემათვალიერეს და
მაშინვე თვალი ამარიდეს. კაბინეტში შევედი და კარი გავიკეტე.
ნუთუ მხოლოდ იმისთვის იდგნენ, ჩემთვის რომ ედევნებინათ
თვალი და გაქცევის შესაძლებლობა არ მოეცათ? პანიკით შეპყრო-
ბილი, მაგიდას მივუჯექი. ვაითუ, რენიკი მიხვდა, რომ მოტაცებაში
მეც ვიყავი გარეული...
შევეცადე მემუშავა, მაგრამ გულისყური ვერაფრით მოვიკრიბე.
კაბინეტში სიარულს მოვყევი, ზედიზედ ვეწეოდი სიგარეტს და უშე-
დეგოდ ვცდილობდი მომეაზრა, როგორ დამემტკიცებინა ო’რეილის
დანაშაული.
ერთი საათის შემდეგ ტუალეტში გასვლა გადავწყვიტე. დეტექტი-
ვები ისევ კიბესთან იდგნენ.
კაბინეტში რომ დავბრუნდი, ტელეფონი რეკავდა. თუ შეგიძლია,
შემოდი, ‒ რენიკი იყო.
მართლა ცუდ დღეში მქონდა ნერვები. ის ორი დეტექტივი რომ
არა, ალბათ მართლა გავიქცეოდი. როგორღაც თავი მოვთოკე და
რენიკისკენ გავეშურე. კართან დამხვდა, კაბინეტიდან გამოდიოდა.
‒ მედოუზი გვიბარებს, ‒ მითხრა რენიკმა და პროკურორის კაბი-
ნეტისკენ გამიძღვა. მეც დასაკლავ ხბოსავით ავედევნე.

189
მედოუზი მაგიდასთან იჯდა. როდის-როდის ასწია თავი.
‒ აბა, როგორაა საქმეები? – იკითხა და სიგარისკენ გაიწვდინა
ხელი. ‒ არის რამე ახალი?
რენიკი დაჯდა. მეც მაგიდიდან მოშორებით დავიკავე ადგილი.
‒ სერ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ გოგო არ მოუტაცებიათ,‒
განაცხადა რენიკმა.
მედოუზი, რომელიც სიგარის ბოლოს მოკვნეტას აპირებდა, გაშ-
რა და რენიკს მიაჩერდა.
‒ არ მოუტაცებიათ?
‒ სპექტაკლი იყო ყველაფერი, ოდეტასა და ყავისფერკოსტი-
უმიანის დადგმული. ვფიქრობ, კაცი ფულს დახარბდა და გოგოც და-
იყოლია, მიხმარებოდა. მალრუსთვის ფულის გამოძალვა მხოლოდ
შვილის მოტაცებით შეიძლებოდა.
მედოუზმა ლოყები დაბერა.
‒ დარწმუნებული ხარ, ჯიმი?
‒ აბსოლუტურად, ‒ მიუგო რენიკმა და ენ ჰექორთთან დაკავში-
რებული ახალი ამბებიც აცნობა.
‒ ათი წუთის წინ მისი თითის ანაბეჭდები მივიღეთ. ეჭვი არ არის,
ენ ჰექორთი იგივე ოდეტა მალრუა. ვიცით, რომ ლოს-ანჯელესშიც
მარტო გაფრინდა და იქიდანაც მარტო დაბრუნდა. საკუთარი ნებით
იმოგზაურა. არავის მოუტაცებია.
‒ ჯანდაბა! რატომღა მოკლეს? ‒ თავი ვეღარ შეიკავა მედოუზმა.
‒ მისმა პარტნიორმა გამოსასყიდი მიიღო. შეხვედრის ადგილი
წინასწარ ჰქონდა მალრუსთან დათქმული. მერე კი, ეტყობა, მთელი
ფულის მითვისება გადაწყვიტა. გოგოს გასაჩუმებლად, თავში რა-
ღაც ჩაარტყა და მერე მოახრჩო.
ისე მოვმუშტე ხელები, ფრჩხილები მტკივნეულად ჩამესო ხე-
ლისგულებში.
‒ ვინ უნდა იყოს? ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
‒ დამნაშავეზე გარკვეული ცნობები მოგვეპოვება, ‒მშვიდად
უპასუხა რენიკმა, მაგრამ ეს ჯერჯერობით საკმარისი არ არის. ექიმ-
მა გოგოს ფეხზე აკრული პლაჟის ქვიშა უპოვა. ლაბორატორიის ბი-

190
ჭები ცდილობენ დაადგინონ ის ადგილი სანაპიროზე, სადაც ზუსტად
ასეთი ქვიშაა. იმედი აქვთ, მოახერხებენ. ეტყობა, ოდეტამ თავის
მკვლელს პაემანი ერთ-ერთ პლაჟზე დაუნიშნა.
მედოუზი წამოდგა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა.
‒ ეს პრესაში არ უნდა მოხვდეს, ბარბერ, ‒ თუ არა და, სკანდალს
ვერ ავცდებით. – მითხრა მედოუზმა.
– გასაგებია, ‒ მივუგე.
მერე რენიკს შეხედა.
‒ მართლა გჯერათ, რომ გოგო მამისთვის ნახევარი მილიონის
წართმევას აპირებდა?
‒ ვფიქრობ, იდეა იმ კაცმა ჩააწვეთა, ‒ თქვა რენიკმა. ‒ იქნებ
ოდეტას საყვარელიც კი იყო. გოგომაც დაუჯერა.
რაღაც უნდა მეთქვა. როდემდე ვმჯდარიყავი ასე ყეყეჩივით.
‒ თუ მთელი ფული ხელში ჩაიგდო, ‒ ვცადე, ხმისთვის მეტი სიმ-
ტკიცე მიმენიჭებინა. – რატომ არ მიიმალა? მაშინ აღარც ოდეტასთ-
ან შეხვედრა დასჭირდებოდა და აღარც იმის მოკვლა.
რენიკმა ერთი გამომხედა და თვალი ამარიდა. სიგარეტს მოუკი-
და.
‒ ასე რომ მოქცეულიყო, გოგოს იქნებ ყველაფერი მამისთვის
გაემხილა. მკვლელმაც დაასკვნა, ოდეტას მოტყუება სახიფათოაო.
თანამონაწილის მოსპობა ამჯობინა.
ტელეფონმა დარეკა.
რენიკმა ყურმილი აიღო.
ცოტა ხანს უხმოდ უსმენდა, მერე ხმა ამოიღო: დარწმუნებული
ხართ? ძალიან კარგი.
ყურმილი დაკიდა. მედოუზს მიუბრუნდა:
‒ სპეციალისტები ამბობენ, ქვიშა ისტ-ბიჩიდანააო. ხელოვნური
პლაჟია, მსგავს ქვიშას ვერსად იპოვი. მთელ ოლქში ისტ-ბიჩში საწ-
ყლოსნო ცენტრიცაა კოტეჯებით. ეტყობა, იქ ხვდებოდნენ ერთმა-
ნეთს. ახლავე წავალ.
მე შემომხედა.
‒ ჰარი, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.

191
ისტ-ბიჩზე გამოჩენას სიკვდილი მერჩივნა. ბილ ჰოლდენი მაშინ-
ვე მიცნობდა. ბოლო კვირის ვალიც გადასახდელი მქონდა მისთვის.
‒ ჯობია, ჩემს საქმეს მივხედო, ჯიმი... ისედაც ვერ ვასწრებ, ‒
სულს ძლივს ვიბრუნებდი.
‒ სხვა საქმეები მოიცდის, მოკლედ მომიჭრა რენიკმა, ‒ მჭირ-
დები.
‒ დღეიდან არც ერთი ზედმეტი სიტყვა რეპორტიორებთან, ბარ-
ბერ, ‒ თქვა მედოუზმა. ‒ უთხარით, – რომ ამ საქმეზე უწინდებურად
ვმუშაობთ, მაგრამ ძიება ჩიხში მოექცა. ჩააცხრეთ ნებისმიერი ხმა-
ური. გაზეთებში თუ მოხვდა ცნობა, რომ გოგომ თვითონ მოაწყო მო-
ტაცების ინსცენირება, საკუთარი მამისთვის ფულის გამოძალვის
მიზნით, მალრუს ოჯახს მოსვენება არ ექნება.
– გასაგებია, – ვთქვი.
სანამ მედოუზი მელაპარაკებოდა, რენიკმა ტელეფონით მთელი
ჯგუფი ფეხზე დააყენა.
‒ წავედით, ‒ მითხრა, როცა ყურმილი დაკიდა. მერე მედოუზს
მიუბრუნდა:
‒ სერ, შედეგს დაბრუნებისთანავე გაცნობებთ.
მე და რენიკი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდით, გავიფიქრე‒
უხერხული ხომ არ იქნება, ჰოლდენის ვალის გასასტუმრებელი ფუ-
ლი ვესესხო-მეთქი?.. მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე. ორმოც-
დაათი დოლარი შეიძლებოდა, არც ჰქონოდა ჯიბეში. თან, იმედი
მქონდა, ჰოლდენი ვალს არ შემახსენებდა. კაცი იმედით ცოცხლ-
ობს.
კიბესთან რენიკმა იქ მდგომ ორ პოლიციელს რაღაც ანიშნა. ისი-
ნიც უკან გამოგვყვნენ და მანქანაში ჩვენთან ერთად ჩასხდნენ. მან-
ქანა ადგილს მოსწყდა. ექსპერტები მეორე მანქანით მოგვყვებოდ-
ნენ უკან.
ისტ-ბიჩში რომ მივედით, ექვსი საათი სრულდებოდა. პლაჟზე
ჯერ კიდევ ბევრი ხალხი იყო.
რენიკმა პოლიციელებს მანქანაში დარჩენა უბრძანა, მე თავი და
მიქნია და საწყლოსნო ცენტრის შესასვლელისკენ გაემართა. ფეხა-

192
თრეული მივდევდი.
ბილ ჰოლდენი თავის კანტორაში იჯდა. ჩვენს შესვლაზე თავი ას-
წია.
‒ გამარჯობა, მისტერ ბარბერ, ‒ თქვა მან და ფეხზე წამოდგა.
რენიკს გაკვირვებული მიაჩერდა.
‒ ეს ლეიტენანტი რენიკია პროკურატურიდან, ბილ, ვუთხარი. —
რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ.
ჰოლდენს გაოცებული სახე ჰქონდა.
– ბრძანეთ, სერ. გისმენთ.
‒ ჩვენ ქალიშვილის კვალს ვეძებთ,‒ თქვა რენიკმა, ‒დაახლოე-
ბით ოცი წლისაა, კარგი შესახედავი, ჟღალი თმა აქვს. მოთეთრო-
მოცისფრო კაბა აცვია და დიდი მზის სათვალე უკეთია. გინახავთ
ასეთი ვინმე?
ჰოლდენმა უყოყმანოდ გააქნია თავი უარის ნიშნად.
‒ მაპატიეთ, სერ, მაგრამ არა მგონია, რამეში გამოგადგეთ. სე-
ზონზე ათასობით გოგო ირევა ჩემ თვალწინ. ყველა ერთნაირი მეჩ-
ვენება უკვე, ქვიშის მარცვლებივით. უბრალოდ, ვერ ვარჩევ.
‒ ჩვენი ვარაუდით, ის გოგო აქ შაბათს მოვიდა, დაახლოებით
შუაღამისას. მაგ დროს აქ იყავით?
‒ არა. მე რვაზე მივდივარ.
ჰოლდენმა მე გადმომხედა.
‒ მაგრამ თქვენ ხომ მგონი, აქ იყავით, მისტერ ბარბერ?
მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა, როგორმე მშვიდი იერი
რომ შემენარჩუნებინა.
‒ შაბათს არა, ბილ. შაბათს შინ ვიყავი.
რენიკი მომაჩერდა.
– მაშინ, მაპატიეთ და, ვერაფრით დაგეხმარებით, – თქვა ჰოლ-
დენმა.
‒ რატომ დაასკვენით, რომ შაბათ საღამოს მისტერ ბარბერი აქ
იყო? ‒ შემპარავად, სასხვათაშორისოდ ჩაეკითხა რენიკი.
‒ უბრალოდ, ასე ვიფიქრე, ის...
საუბარში ჩავერიე.

193
‒ მე აქ კოტეჯი ვიქირავე, ჯიმი, წიგნზე მუშაობას ვაპირებდი. შინ
რაღაც არ გამოდის. დიდი ძალდატანების ფასად გავიღიმე. ოღონდ,
არც აქ გამოვიდა რამე.
რენიკმა ჯერ მე შემომხედა, მერე ‒ ჰოლდენს.
‒ შაბათ საღამოს კოტეჯები ჩაკეტილი იყო?
‒ რა თქმა უნდა, თქვა ჰოლდენმა. ‒ ჩემი ხელით ჩავკეტე ყველა,
გარდა მისტერ ბარბერის კოტეჯისა. თავისი გასაღები თვითონ აქვს.
‒ არც ერთი საკეტი არ გაუტეხიათ?
‒არა.
‒ შენი კოტეჯი შენ ჩაკეტე, ჰარი? – მკითხა რენიკმა.
‒ მე მგონი, კი. თუმცა, დარწმუნებული არა ვარ. შეიძლება, ჩა-
კეტვა დამავიწყდა კიდეც.
‒ რომელია შენი კოტეჯი?
‒ მარცხნიდან პირველი, სერ,‒ ჩემ მაგივრად უპასუხა ჰოლდენ-
მა. დაბნეული, ხან მე მომაჩერდებოდა, ხან ‒ რენიკს.
‒ ახლა ცარიელია?
ჰოლდენმა კედელზე გაკრულ დაფას შეხედა.
– დიახ.
‒ ოდეტა მალრუ თუ გინახავთ ოდესმე აქ? ‒ჰკითხა რენიკმა.
‒ მოტაცებული გოგო? არა, ‒ ჰოლდენმა თავი გააქნია. ‒ აქ არა-
სოდეს გამოჩენილა. გაზეთში ვნახე მისი ფოტო. აქ რომ მენახა, და-
მამახსოვრდებოდა. კოტეჯს დავათვალიერებ. გასაღები თქვენ გაქ-
ვთ?
‒ არა, კარში იქნება ჩატოვებული.
რენიკი და მე კანტორიდან გამოსვლას ვაპირებდით. —
‒ მისტერ ბარბერ... ‒ შემაჩერა ჰოლდენმა.
მაინც გაახსენდა-მეთქი, გავიფიქრე. ჰოლდენისკენ შევტრიალ-
დი, უკმაყოფილოდ დამეჯღანა სახე.
‒ ახლავე დაგეწევი, ‒ ვუთხარი რენიკს და კარისკენ ვუბიძგე.
– რაშია საქმე? ‒ ჰკითხა რენიკმა ბილის.
‒ არაფერი, ლეიტენანტო, ‒ თქვა ჰოლდენმა, საწყალობელი
სახე ედო.‒ ლაპარაკადაც არ ღირს.

194
რენიკი გარეთ გავიდა. უხმოდ მივყვებოდით ქვიშაზე დაგებულ
ფიცარნაგს. ნახევრად შიშველი, მზისგულზე დაყრილი ხალხი გა-
ოცებას ვერ ფარავდა კოსტიუმებში გამოწკეპილი ორი კაცის დანახ-
ვაზე. როგორც იქნა, კოტეჯამდე მივაღწიეთ.
გასაღები მართლაც საკეტში იყო ჩატოვებული. რენიკმა კარი გა-
აღო და შევიდა. მიიხედ-მოიხედა, მერე მკაცრი სახით მომაჩერდა.
‒ ჰარი, ჩემთვის არ გითქვამს, რომ აქ კოტეჯს ქირაობდი.
‒ უნდა მეთქვა?
კართან გავხევდი.
‒ აზრადაც არ მომსვლია, თუ გაინტერესებდა.
‒ ოდეტა შეიძლება, სწორედ აქ მოეკლათ.
‒ასე გგონია? იქნებ პლაჟზე მოკლეს?
– გაიხსენე, ჩაკეტე კარი თუ არა?
‒ რა უნდა გავიხსენო? არ ჩამიკეტავს, ‒ ვთქვი. ჰოლდენთან არ
მინდოდა ამის თქმა ‒ გაბრაზდებოდა. გასაღები საკეტში ჩავტოვე.
ორშაბათს, საბეჭდი მანქანის წასაღებად რომ მოვედი, მაშინღა შე-
ვამჩნიე.
‒ ჰო, შეეძლოთ, აქ მოეკლათ.
‒ ეს საკეტები ზრდილობის გულისთვისაა გაკეთებული. ოდეტა
თავისუფლად შეიძლებოდა, ნებისმიერ სხვა კოტეჯში მოეკლათ, ან-
და, სულაც ნაპირზე.
რენიკი ფიქრში ჩაეფლო, მე გვერდით ვედექი და საკუთარ გუ-
ლისცემას ვუსმენდი. რენიკმა საათს დახედა.
‒ ო’კეი, ჰარი. შინ წადი, დღეს აღარ დამჭირდები. ვინმე ჩვენიანს
სთხოვე, წაგიყვანოს. დანარჩენები აქ მოვიდნენ.
– შემიძლია, მეც დავრჩე, – ვუთხარი.
‒ არ გინდა, არ არის საჭირო.
მე აღარ მიცქერდა, ოთახის ინტერიერს ათვალიერებდა გულ-
დასმით. ვიცოდი, რაც მოხდებოდა ჩემი წასვლისთანავე: ფიცარ-ფი-
ცარ დაშლიდნენ მთელ კოტეჯს, დაქტილოსკოპები ყოველ გოჯს
გაჩხრეკდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ოდეტას თითის ანაბეჭდებსაც
იპოვიდნენ. შეიძლებოდა, რეასა და ო’რეილის ანაბეჭდებისთვისაც

195
მიეგნოთ, არ იყო გამორიცხული. საკუთარ თითის ანაბეჭდებზე არ
ვდარდობდი. მხოლოდ ის მაღელვებდა იმწუთას, ბილი ჰოლდენის-
თვის რომ ეკითხათ, მაღალი, მხარბეჭიანი, ყავისფერკოსტიუმიანი
კაცი ხომ არ გინახავს აქო, ნაღდად გაახსენდებოდა, რა მეცვა. მაგ-
რამ, გინდაც გახსენებოდა, ვითომ ეს გამოდგებოდა მკვლელობაში
ჩემი მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთად? ალბათ, არა.
ვგრძნობდი, ცოტა დრო მქონდა და ყოველ წუთს სულ უფრო და უფ-
რო ნაკლები მრჩებოდა. არადა, ცოტა სულიც ხომ უნდა მომეთქვა.
‒ აბა, ხვალამდე, ჯიმ.
‒ ხვალამდე.
არც შემოუხედავს. კოტეჯიდან გამოვედი და ჰოლდენის კანტო-
რაში დავბრუნდი.
‒ მაპატიეთ, ვალის გადახდა დაგიგვიანეთ, ბილ,‒ ვუთხარი
ჰოლდენს. სულ გადამავიწყდა. ხვალ ჩეკს გამოგიგზავნით.
‒ მინდოდა, ფული დღესვე მიმეღო, მისტერ ბარბერ, ‒ჰოლდენი
შემცბარი ჩანდა. ‒ ჩემს პატრონს კრედიტის გაგონებაც არ უნდა.
‒ საფულე სამსახურში დამრჩა. ჩეკს ხვალვე მიიღებთ.
პოლიციის მანქანისკენ გავემართე, სანამ შეკამათებას მოას-
წრებდა.
‒ ლეიტენანტი გთხოვთ, ბოლო კოტეჯში მიხვიდეთ,‒ ვუთხარი
ერთ-ერთ ექსპერტს. ‒ მე შინ ავტობუსით წავალ.
კიბესთან მოდარაჯე ორი დეტექტივიდან ერთ-ერთმა მითხრა,
შინ ჩვენ მიგიყვანთო.
შემეძლო, ჩემი ვარაუდის სისწორე შემემოწმებინა.
– ნუ შეწუხდებით. ავტობუსში ჩავჯდები. აბა, კარგად, ბიჭებო.
გაჩერებისკენ გავემართე.
ავტობუსში ავედი. როცა ავტობუსი დაიძრა, უკან ფანჯარაში გა-
ვიხედე.
უკან მანქანა მომდევდა, შიგ ის ორი დეტექტივი იჯდა. მივხვდი,
საფრთხის მაუწყებელი წითელი შუქი აინთო. მკვლელობაში ვიყავი
ეჭვმიტანილი.

196
თავი XIII

ჰოლში შევედი და კარი ჩავკეტე. სასტუმრო ოთახიდან ნინა გა-


მომეგება. გაფითრებული და აღელვებული მომეჩვენა. მომეკრო,
მაკოცა. მეც მაგრად მოვხვიე ხელი.
‒ ჰარი! ‒ აჩურჩულდა ნინა. ‒ ჩემს არყოფნაში აქ რაღაცას ეძებ-
დნენ.
უფრო მაგრად ჩავიკარი გულში.
‒ რატომ გგონია?
‒ ჩუმად ილაპარაკე. შეეძლოთ, სადმე მიკროფონი დაემალათ?
ამაზე არ მიფიქრია. ახლა კი მივხვდი, რა საფრთხეც მელოდა.
‒ თუ დამალავდნენ, ალბათ ‒ სასტუმრო ოთახში. ვეძებე, მაგ-
რამ ვერაფერი ვნახე.
‒ აქ მომიცადე.
სასტუმრო ოთახში შევედი, რადიომიმღები ჩავრთე და ბოლომ-
დე ავუწიე ხმას. ოთახს წამში ჯაზის ჰანგები მოედო.
ფანჯარაში გავიხედე. პოლიციის მანქანა არ ჩანდა, მაგრამ ეჭ-
ვიც არ მეპარებოდა, სადღაც შორიახლოს იქნებოდა მიმალული,
ისეთ ადგილას, საიდანაც კარგად შეიძლებოდა ჩემი ჭიშკრის თვა-
ლთვალი. სამზარეულოში გავედი. სამზარეულოს ფანჯრიდან ხეივა-
ნი მოჩანდა. ოდნავ მოშორებით, ზუსტად სამზარეულოდან ბაღში
გასასვლელი კარის პირდაპირ, ორი ელექტრომონტიორი იდგა. ერ-
თერთი ტელეგრაფის ბოძზე აძვრა, მეორე ქვევით დარჩა. რატომ-
ღაც მომეჩვენა, შესაკეთებელი არაფერი უნდა ჰქონდეთ-მეთქი.
მერე გულდასმით გავჩხრიკე სასტუმრო ოთახი და როგორც იქ-
ნა, გათბობის მილის უკან მიკროფონიც ვიპოვე. ასე კარგად რომ არ
მცნობოდა პოლიციის მეთოდები, ნამდვილად ვერ მივაგნებდი.
რადიომიმღები უფრო ახლოს მივწიე მიკროფონისკენ, მინდოდა,
მუსიკით ჩამეხშო ჩემი და ნინას ხმები.
‒ახლა ვეღარ მოგვისმენენ, ვუთხარი ნინას, ‒ მაინც, როგორ

197
მიხვდი?
‒ რა ვიცი?! ინტუიცია...
უცებ დაჯდა და შეშინებულმა ამომხედა.
‒ კარი გავაღე თუ არა, მაშინვე მივხვდი ‒ აქ ვიღაც უცხო იყო-
მეთქი. კარადაში შევიხედე ‒ ყველაფერი არეულ-დარეული დამ-
ხვდა.
ნინას გააჟრჟოლა.
‒ ეს რას უნდა ნიშნავდეს, ჰარი?
‒ ეჭვი აიღეს. სახლს უთვალთვალებენ. უცებ გონება გამინათდა.
საძინებელ ოთახში გავვარდი, კარადა გამოვაღე და დავათვალი-
ერე. მაინტერესებდა — ყველაფერი ადგილზე იყო თუ არა. ყავის-
ფერი სპორტული კოსტიუმი გამქრალიყო.
ცოტა ხანს გაშტერებული ვუცქერდი საკიდს, მერე ისევ სასტუმ-
რო ოთახში დავბრუნდი.
‒ ჩემი ყავისფერი კოსტიუმი წაუღიათ, ‒ ვუთხარი ნინას.
ძლივს იკავებდა ტირილს. იმის შემხედვარე, გული მიკვდებოდა.
‒ რა ვქნათ, ჰარი? მეშინია. ხელახლა რომ დაგკარგო, გავგიჟ-
დები. რას გიზამენ?
ვიცოდი, რასაც მიზამდნენ ‒ გაზის კამერაში მიკრავდნენ თავს.
ოღონდ, ნინასთვის ეს არ მითქვამს.
‒ რატომ მიეცი ფირები? ‒ ისტერიკას ბევრი არაფერი უკლდა. ‒
ჯობდა...
‒ გეყოფა! ეს ჩემი საქმეა! როგორ შეატყვე, ხუმრობდა? უნდა მი-
მეცა და მივეცი!
ნინამ მუხლზე მუშტი დაირტყა. ახლა რა ვქნათ?
‒ არ ვიცი. რაღაც გამოსავალი უეჭველად არსებობს. ვცდილობ
მივაგნო...
‒ ჯიმის უნდა უამბო ყველაფერი. მოგვეხმარება, დარწმუნებული
ვარ!
‒ იმას ჩემი გადარჩენა არ შეუძლია. ჩემი სიმართლის დამამტკი-
ცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს. თუ მიშველის რამე, მარ-
ტო ო’რეილის აღიარება, მაგრამ როგორ გინდა, მაგას მიაღწიო?

198
‒ ფული სადღა გაქრა, ჰარი?
ცოლს შევხედე, თითქოს უეცრად ამეხილა თვალი, ო’რეილის
სიტყვები გამახსენდა: გამოსასყიდს მიაგნებთ ‒ მკვლელსაც იპოვი-
თო.
‒ რა იყო, ჰარი?
‒ ფული! ფული ვისა აქვს?
წამოვხტი და ოთახში სიარული დავიწყე.
‒ არც ისე იოლია წვრილი კუპიურებით 500 ათასის დამალვა.
სად შეინახეს? რა თქმა უნდა, ბანკში არა. სახლში დატოვეს? არა
მგონია. იმდენს კი ხვდებიან, თუ დამაპატიმრეს, ერთ-ორ ტკბილ
სიტყვას მათზეც ვიტყვი. მაშინ რენიკი მალრუს სახლს ფიცარ-ფი-
ცარ გაჩხრეკს. არა, იქ არ უნდა იყოს. აბა, სად?
‒ ბანკის სეიფში?
– სახიფათოა. ანგარიში უნდა გახსნა, ხელი უნდა მოაწერო, გა-
საღები რომ მოგცენ. ყველაზე შესაფერისი ადგილი შემნახველი სა-
კანია, ან აეროპორტის, ან რკინიგზის, ანდა ‒ ავტოვაგზლის. ო’რეი-
ლის ყოველგვარი რისკის გარეშე შეეძლო, ჩემოდანი იქ დაეტოვე-
ბინა. ყურადღებას არავინ მიაქცევდა. როცა მოუნდება, მაშინ მივა
ფულის წამოსაღებად.
‒ ეს ყველაფერი რენიკს უნდა უამბო.
‒ არ მიშველის, თუკი ო’რეილის სწორედ ჩემოდნის საკნიდან
აღების დროს არ დააკავებენ. ფაქტზე უნდა დაიჭირონ.
სასოწარკვეთილმა ნინამ ხელები გაშალა.
‒ ფაქტზე რატომ დააჭერინებს თავს?..
მართალი ხარ, ოღონდ...
გავჩუმდი, ცოტა ხნის შემდეგღა დავასრულე სათქმელი:
‒...იქნებ შეშინდეს და პანიკაში ჩავარდნილმა, რამე სისულელე
ჩაიდინოს.
‒ კი, მაგრამ, როგორ? ეგეთი კაცი...
‒ მაცალე, მოვიფიქრო. არ ვივახშმოთ? სანამ რამეს გაამზადებ,
მეც ცოტა ტვინს გავანძრევ. ოღონდ ჯერ რადიოს გამოვთიშავ, თო-
რემ გადამიყვანა ჭკუიდან.

199
‒ მეშინია... შენ თუ წაგიყვანეს...
‒ ჯერ არ წავუყვანივარ.
წამოდგა.
‒ მაპატიე, ჰარი.
ვაკოცე.
‒ ვახშამს მიხედე, ‒ ვთქვი, რადიომიმღებთან მივედი და გამოვ-
თიშე.
ნინა სამზარეულოში გავიდა, მე კი დავჯექი და თავს ვიმტვრევდი,
რით შემეძლო ო’რეილის წონასწორობიდან გამოყვანა. სულ ცოტა
ხანში ერთი იდეა დამებადა. ნინაც, იმედით რომ გამოაპარებდა ხო-
ლმე ჩემკენ თვალს, მაშინვე მიხვდა, რაღაცა მოიფიქრაო.
‒ მგონი, რაღაცას მივაგენი, ვთქვი, მაგიდას რომ მივუსხედით,
‒ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. ჭკუაში უნდა ვაჯობოთ.
ოღონდ წარმატება იმაზეა დამოკიდებული, მართლა შემნახველ სა-
კანშია ფული თუ, ვთქვათ, ბანკის სეიფში ან სახლში. იქ თუა, მაშინ
წასულია ჩვენი საქმე, მაგრამ არა მგონია.
‒ წესიერად ამისხენი, ჰარი, თუ ღმერთი გწამს!..
‒ ერთი წუთით.
საწერ მაგიდას მივუჯექი, ქაღალდი ავიღე და შემდეგი ტექსტი
დავწერე:
„საგანგებო ინფორმაცია
ცოტა ხნით ვწყვეტთ პროგრამას, რათა მალრუს საქმის მსვლე-
ლობის შესახებ გაცნობოთ შემდეგი:
პალმ-სიტის პოლიციას გარკვეული საფუძველი აქვს ივარა-
უდოს, რომ გამოსასყიდი თანხა ბანკის სეიფში ან შემნახველ საკან-
ში ინახება.
შტატის გუბერნატორმა უკვე მოაწერა ხელი ორდერს ყველა შემ-
ნახველ საკანში და ახლახან იჯარით აღებულ ბანკის სეიფებში ჩხრ-
ეკის ჩატარების თაობაზე, დეტექტივთა ჯგუფები ხვალ, დილის ცხრა
საათიდან შეუდგებიან საქმეს.

200
ყველა მოქალაქე, ვინც მიმდინარე თვეს იჯარით აიღო ბანკის სე-
იფი, ვალდებულია გამოცხადდეს პოლიციის უახლოეს უბანში და
თან იქონიოს სეიფის გასაღები.
ჩხრეკა ჩატარდება პალმ-სიტის გარშემო ასი მილის რადიუსში.
ოლქის პროკურორი მედოუზი რწმენას გამოთქვამს, რომ გატარე-
ბული ღონისძიებები უზრუნველყოფს ფულის აღმოჩენას“.
ფურცელი ნინას გავუწოდე. წაიკითხა და გაოცებულმა შემომხე-
და.
‒ არაფერი მესმის, ჰარი.
‒ ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის ინფორმაციის
მიწოდებას ჩემი უშუალო სამსახურებრივი მოვალეობა გულის-
ხმობს. ამ განცხადების ეთერში გადაცემაზე უარს, რა თქმა უნდა, არ
მეტყვიან. ო’რეილიც მოისმენს და დაფრთხება, მცდარ ნაბიჯს გა-
დადგამს და იქ მიმიყვანს, სადაც ფულია შენახული. რა ვერ გაიგე?
‒ რა გარანტია არსებობს, რომ მოისმენს?
‒ წინასწარ გავაფრთხილებ.
ტელეფონისკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ მაშინვე გავჩერდი.
‒ ჩვენსაში, ალბათ, უკვე მიკროფონი ექნებათ ჩადგმული. ავტო-
მატიდან დავრეკავ. მედოუზმა თუ გაიგო ჩემი გეგმა, განხორციელე-
ბას აღარ დამაცდის.
წასასვლელად გავემზადე.
‒ აქვე, კუთხეში, აფთიაქში მივალ. წუთში დავბრუნდები.
‒ წამოგყვე, ჰარი?
‒ ჯობს, შინ დარჩე.
უკვე ბინდი ჩამოწვა. შინიდან გამოვედი და ჭიშკრისკენ გავემარ-
თე. გავაღე, მივიხედ-მოვიხედე. პოლიციის მანქანა ორმოცდა-
ათიოდე ნაბიჯით ზემოთ იდგა, აფთიაქი კი საპირისპირო მხარეს
მდებარეობდა. ჩვეულებრივი ნაბიჯით მივუყვებოდი ტროტუარს.
ზურგს უკან სტარტერი აზუზუნდა, მომესმა, როგორ დაიძრა ადგი-
ლიდან მანქანა. ვიცოდი, კვალდაკვალ მომყვებოდა ტაატით და
თავს არ ვაბრუნებდი. მთავარი იყო, მანამდე არ დავეჭირე, ვიდრე
ჩანაფიქრს განვახორციელებდი.

201
აფთიაქში შევედი და ტელეფონის ჯიხურში შევიკეტე. ადგილობ-
რივი ტელესტუდიის ნომერი ავკრიფე. ფრედ ჰიქსონი ვიკითხე ‒
დიქტორი, რომელთანაც მქონდა ხოლმე ჩვეულებრივ, საქმიანი
ურთიერთობა.
– ფრედ, მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს ტელევიზიისთვის.
ოლქის პროკურორს სურს, დღეს თერთმეტ საათზე გადასცენ. მო-
ხერხდება?
‒ რა თქმა უნდა, მიკარნახეთ, — თქვა ჰიქსონმა. ტექსტი ვუკარ-
ნახე.
‒ თერთმეტზე ორივე პროგრამას შევწყვეტთ. ეტყობა, პროკუ-
რორმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი, რას იტყვით?
‒ ნამდვილად, დავუდასტურე. გმადლობთ, ფრედ. აბა, დრო-
ებით.
ყურმილი დავკიდე. საათს დავხედე. ცხრის ნახევარი იყო. მალ-
რუს ნომერი ავკრიფე. რამდენიმე წამის შემდეგ მსახურმა მიპასუხა.
‒ პოლიციის სამმართველოდან გირეკავთ, ვთქვი მე. ‒ ო’რეი-
ლი მჭირდება. შინაა?
‒ მგონი, თავის ოთახშია, – მიპასუხა მსახურმა. ‒ ერთი წუთი
მოითმინეთ. შეგაერთებთ.
ყურმილში ტკაცანი გაისმა და ო’რეილის ხმა გავიგონე.
‒ ალო! ვინ ლაპარაკობს?
ნელა და გარკვევით, ისე, რომ ერთი სიტყვაც არ გამორჩენოდა,
ვუთხარი:‒სალამი, ვირო. რაო, რას გეუბნება სინდისი?
წარმოვიდგინე, თანდათან როგორ უქვავდებოდა სახე, როგორ
უჭერდა ყურმილს თითებს.
‒ვინ ლაპარაკობს? ‒ მკითხა ისევ. ‒ შენა ხარ, ბარბერ? -
‒ ნამდვილად! ინფორმაცია მაქვს შენთვის. როგორც იქნა, ოლ-
ქის პროკურორმაც ისროლა ჭკვიანური იდეა. გირჩევ, თერთმეტ სა-
ათზე ტელევიზორი ადგილობრივ პროგრამაზე გადართო. განცხა-
დებას წაიკითხავენ. გაიგე? ადგილობრივი არხი, თერთმეტ საათზე.
აბა, გაზის კამერაში შეხვედრამდე!
ყურმილი დავკიდე, სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ჯიხურიდან

202
გამოსულმა, მაღალი, წითური კაცი დავინახე. შუბლზე ეწერა ‒ პო-
ლიციელი იყო.
ვიცოდი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაეშვებოდა ჩემს კისერ-
ზე ნაჯახი, მაგრამ ამ კაცის დანახვაზე მაინც სისხლი გამეყინა.
‒ მისტერ ბარბერ?
‒ დიახ.
‒ სამმართველოში გელოდებიან. მანქანით ვარ.
‒ წავიდეთ,‒ ვთქვი მე.
მანქანისკენ მიმავალი, ნინაზე ვფიქრობდი.
უკანა სავარძელზე მოვთავსდით. მანქანასთან მდგომი მეორე
დეტექტივი საჭეს მიუჯდა.
‒ რაშია საქმე? ‒ ვიკითხე, როცა მანქანა ადგილს მოსწყდა. ‒
მოხდა რამე?
‒ არ ვიცი,‒ მოწყენილი ხმით მომიგო პოლიციელმა, ‒ ნაბრძა-
ნები მაქვს, სამმართველოში მიგიყვანოთ.
სხვას უკვე ვეღარაფერს მოვიმოქმედებდი. ახლა ყველაფერი
იმაზე იყო დამოკიდებული, რა კარტი ეჭირა ო’რეილის ხელში – ქა-
ლი თუ ტუზი. ჯვრის ტუზი მიგებდა.
რენიკი სამუშაოში ჩაფლული უჯდა საწერ მაგიდას.
ოთახში მხოლოდ ერთი, მწვანეთალფაქიანი ნათურა ენთო. ორ-
მა დეტექტივმა ლამის ციმციმ შემიყვანა კაბინეტში, ისე მიფრთხილ-
დებოდნენ, თითქოს ეშინოდათ, არ გაგვიტყდეს და ნამსხვრევებად
არ გვექცესო. რენიკს ჩამაბარეს, გავიდნენ და კარი გაიხურეს.
მაგიდას მივუახლოვდი. მიხაროდა, ოთახში ბინდბუნდი რომ იდ-
გა.
რენიკი ეწეოდა. ჩამოვჯექი. სიგარეტის კოლოფი და ასანთი გა-
მომიწოდა. მეც მოვუკიდე.

203
2

‒ რა მოხდა? ‒ ვკითხე და სიგარეტიც და ასანთიც მაგიდაზე დავ-


დე. უკვე დაწოლას ვაპირებდი.
‒ იქნებ გვეყოფა, ჰარი, ‒ ჩუმად თქვა რენიკმა.‒ ცუდ ამბებში
ხარ გახვეული. არ შემიძლია, არ გაგაფრთხილო.
‒ დაპატიმრებული ვარ?
‒ ჯერჯერობით არა. გადავწყვიტე, მანამდე დაგლაპარაკებოდი.
შენ გამო უმუშევრად დარჩენა მემუქრება, მაგრამ ბოლო ოცი წელი-
წადი ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიყავით. თქვენ ორივე, შენც და
ნინაც, ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის. ერთ შანსს კიდევ გაძლევ.
ოღონდ, სიმართლე უნდა მითხრა. თუ ჩემი შიში გამართლდა, საქ-
მეს რეიგერს გადავცემ. შენს საქმეს მე ვერ გამოვიძიებ. გულახდი-
ლად მითხარი, ამას ოქმში ჩასაწერად არ გეკითხები ‒ შენ მოკალი
ოდეტა მალრუ?
თვალი გავუსწორე.
– არა, მაგრამ ვალდებული არა ხარ, სიტყვაზე მენდო.
‒ ამ ოთახში არც მიკროფონია, არც მოწმე. ალალად გეკითხე-
ბი...
‒ ასევე გიპასუხებ: ოდეტა მალრუ მე არ მომიკლავს.
სიგარეტის ჩასაქრობად წინ წამოიხარა. სახეზე ლამპის შუქი და-
ეცა. ორი ღამის უძინარს ჰგავდა.
‒ ჰო, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, ‒ თქვა მან. მაგრამ შენ მაინც
რაღაცნაირად გარეული ხარ ამ საქმეში, ეგრეა?
‒კი. ისეთ შარში გავეხვიე, შენც კი ვერაფერს მიშველი.
ახალ სიგარეტს მოუკიდა.
‒ ყველაფერი თავიდან მიამბე.
‒ გამომიჭირე? აუცილებლად, მაგრამ ჯერ ეს მითხარი, როგორ
‒ ტიმ კოულიმ მითხრა, მკვლელობა რომ მოხდა, იმ საღამოს
თურმე ავტობუსის გაჩერებაზე უნახავხარ ჟღალთმიან და მოთეთ-
რო-მოცისფროკაბიან გოგოსთან ერთად. მეც რაღაც-რაღაცები შე-
ვამოწმე. ყველა გზა შენკენ მოდიოდა.

204
‒ ვიცოდი, კოული მიტირებდა ყოფას,‒ ვთქვი დაღლილი ხმით.
– კრეტინი ვარ, ამ ორ ქალს რომ გადავეკიდე, მაგრამ ფული ძალი-
ან მჭირდებოდა. ორმოცდაათი ათასი შემომთავაზეს ისეთ საქმეში,
სულ იოლი გასაკეთებელი რომ მომეჩვენა. ამ ფულით ქალაქიდან
წავიდოდი და ახალ ცხოვრებას დავიწყებდი.
‒ დალაგებით მიამბე.
მეც ყველაფერი დავფქვი, იმის გარდა, ოდეტას გვამის თავიდან
მოშორებაში ნინაც რომ მეხმარებოდა. ამ სიბინძურეში ნინას ვერ
გავრევდი.
‒ მეგონა, ფირების წყალობით ხიფათი არ მელის-მეთქი, მაგრამ
ო’რეილიმ მაიძულა, ფირებიც მისთვის მიმეცა. ახლა ჩემი ნათქვა-
მის არავითარი დამადასტურებელი საბუთი აღარ გამაჩნია.
სანამ ვლაპარაკობდი, რენიკი გაუნძრევლად იჯდა შემომცქერო-
და. მერე მძიმედ ამოიოხრა.
– ღმერთო ჩემო! ერთი მაინც ვერ გამიგია ოდეტა რატომ იქცა
იმათ თანამზრახველად.
‒ თავიდან ამან მეც გამაკვირვა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ადვი-
ლი ასახსნელია: მე მგონი, ო'რეილი შეუყვარდა. ეტყობა, მაგრად
დაახვია თავბრუ. რა თქმა უნდა, ხვდებოდა მამა თავის მძღოლზე არ
გამათხოვებსო, ამიტომ ფული ო’რეილის დასაბმელად სჭირდებო-
და. არ იცოდა, ო’რეილი რეასაც თუ ეკურკურებოდა. მოკლედ,
ო’რეილიმ და რეამ ოდეტა მშვენივრად გამოიყენეს. ალბათ, ო’რეი-
ლიმ თუ შესთავაზა მოტაცების გათამაშება. ოდეტასთვის ეს ერთა-
დერთი გზა იყო დიდი ფულის უცებ საშოვნელად. ისიც მოტყუვდა.
მერე ქიდნეფინგი გაითამაშეს, ოღონდ ჩემს ზურგს ამოფარებუ-
ლებს, გოგოს მოკვლა ადრევე გადაწყვეტილი ჰქონდათ. მე მგონი,
სწორედ ასე იყო ყველაფერი.
რენიკი წუთით ჩაფიქრდა.
‒ მაგრამ შენ ეგ ვერ გიშველის, ჰარი. სიმართლეს ვერაფრით
ამტკიცებ. მედოუზი ყურსაც არ დაგვიგდებს.
– გასაგებია.
საათს დავხედე. თერთმეტის თხუთმეტი წუთი იყო.

205
‒ ერთი დახმარება კი შეგიძლია გამიწიო. ო’რეილის ხაფანგი და-
ვუგე. შეიძლება, თვითონ მიმიყვანოს დამალულ ფულთან. მინდა,
შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე.ეს უკანასკნელი შანსიღა დამრჩა.
პოლიციელი მჭირდება მოწმედ.
რენიკი შეყოყმანდა.
‒ ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გიჩვენოს სამალავი. რისი
იმედი გაქვს?
‒ მხოლოდ და მხოლოდ იღბლის. სხვა რისი იმედი უნდა მქონ-
დეს?! არსად გამქცევი არა ვარ, ჯიმი. ოღონდ, შენც უნდა შემიწყო
ხელი. თუ ჩემი გეგმა ჩაიფუშა, დავიღუპე და ეგაა.
‒ კარგი, მაგრამ გაფრთხილებ, ჰარი, ‒ ვალდებული ვარ, მედო-
უზს მოვახსენო, ის კი ალბათ, შენს დაპატიმრებას მოითხოვს. შენზე
იმასთან ჯერჯერობით არ მილაპარაკია, მაგრამ ახლა მომიწევს ყვე-
ლაფრის თქმა.
‒ ერთი საათი მომეცი. თუ ამ დროში ვერ ჩავეტიე ‒ შენი ხმალი
და ჩემი კისერი.
‒ კარგი.
‒ შეიძლება, ნინას დავურეკო? ღელავს ალბათ.
ტელეფონზე მიმითითა.
რენიკთან ერთად ცოლს დავურეკე, ვუთხარი ო’რეილის ასაყვა-
ნად მივდივარ-მეთქი.
‒ სამჯერ გადააფურთხე და არ ინერვიულო, ვთქვი და ყურმილი
დავკიდე.
‒ წავედით, ჯიმი.
– სად?
‒ მალრუსთან.
რენიკი კარისკენ დაიძრა, მეც უკან მივყევი.
დერეფანში ატუზულმა ორმა დეტექტივმა კითხვით სავსე მზერა
მიაპყრო რენიკს.
‒ დაგვჭირდებიან, ‒ გადავულაპარაკე რენიკს.
ოთხივემ პოლი-ციის მანქანას მივაშურეთ. მალრუს სასახლემ-
დე ისე მივედით, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს.

206
‒ აქედან ჭიშკარში ნუღარ შევალთ, – ვთქვი. ფეხით წავიდეთ.
ჩვენი მისვლა არ უნდა გაიგონ.
როცა სახლს მივუახლოვდით, თერთმეტს ათი წუთი აკლდა. პირ-
ველი სართულის სამ ოთახში შუქი ენთო. თბილი საღამო იდგა, ფან-
ჯრები ღიად დაეტოვებინათ.
‒ მე წინ წავალ, ‒ ვუთხარი დანარჩენებს. უკან მომყევით.
უხმაუროდ ავუყევი ვერანდაზე ამავალ საფეხურებს. კედელს აკ-
რული, გამოღებულ ფანჯარასთან ავიტუზე და ფრთხილად შევიჭყი-
ტე ოთახში.
ორივე იქ იყო.
სპორტულ პერანგსა და შარვალში გამოწყობილი ო’რეილი შეზ-
ლონგში გადათხლაშული იჯდა, ხელში ჭიქა ეჭირა. რეა კანაპეზე მი-
წოლილიყო, ეწეოდა და აშკარად ეტყობოდა, აღელვებული იყო.
რენიკი მომიახლოვდა. ორი დეტექტივი ჩვენ ზურგს უკან გაინა-
ბა.
‒ მაიმუნობს, ‒ თქვა ო’რეილიმ. – აი, ნახავ, ცარიელი ლაყაფი
თუ არ აღმოჩნდეს. თავს დავდებ.
‒ უკვე თითქმის თერთმეტია. ჩართე ტელევიზორი.
ხმები მკაფიოდ ისმოდა.
ო’რეილი წამოდგა და კუთხეში მდგარი დიდი ტელევიზორი ჩარ-
თო. მერე ისევ შეზლონგთან მიბრუნდა და სულმოუთქმელად გა-
დაკრა ნახევარი ჭიქა.
ტელევიზორში ოცდაათიანი წლების განგსტერულ ფილმს უჩვე-
ნებდნენ. რევოლვერმომარჯვებული ორი გაყინულსახიანი კაცი უს-
იტყვოდ ჭამდა ერთმანეთს თვალებით.
რეამ გრძელი, ჩამოქნილი ფეხები კანაპედან გადმოკიდა და ეკ-
რანს მიაჩერდა. ისიც და ო’რეილიც გახევდნენ, მოლოდინად იქ-
ცნენ.
ზუსტად თერთმეტზე ფილმის კადრი გაქრა და ეკრანზე ფრედ
ჰიქსონი გამოჩნდა.
‒ მცირე ხნით ვწყვეტთ პროგრამას, რათა ახალი ცნობა მოგაწო-
დოთ მალრუს საქმესთან დაკავშირებით...‒ თქვა მან და ჩემი ნაკა-

207
რნახევი განცხადების კითხვა დაიწყო. კითხვა დაასრულა თუ არა,
ფილმის ჩვენებაც განახლდა.
დაძაბული ვადევნებდი თვალს ო’რეილისა და რეას, ძლივს
ვსუნთქავდი. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ო’რეილი წამოხ-
ტა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
‒ მაგის დედაც და მამაც!
ტელევიზორს ეცა, გამორთო და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა;
სახე გაუფითრდა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა.
‒ ხვალ ცხრაზე! ესე იგი, ჯერ ორდერი არა აქვთ, თორემ ახლავე
დაიწყებდნენ... აეროპორტში უნდა გავვარდეთ!
შვებით ამოვისუნთქე. იმედი გამიმართლდა. არ შევმცდარვარ.
‒ რისთვის? ‒ ჰკითხა რეამ.
‒ რისთვის?! — იყვირა ო’რეილიმ. ‒ როგორ გგონია?! ფულს თუ
იპოვიან, ჩვენი საქმე წასულია. მანამდე უნდა წამოვიღო. მართლა,
სულელი ვარ, რამ დამატოვებინა ჩემოდანი აეროპორტში?! როგორ
ვერ მივხვდი, რაღაც ამისთანას მოიფიქრებენ-მეთქი!
რეა კანაპედან წამოდგა. სახე მიტკალივით გასთეთრებოდა,
თვალები უელავდა.
‒ იდიოტო! ვერ ხვდები, ხაფანგს გიგებენ! შენ რა, გგონია, ბარ-
ბერს იმედი რომ არ ჰქონდეს, ფულის ადგილსამყოფელს მაპოვნი-
ნებსო, მართლა გაგაფრთხილებდა წინასწარ? ადგებოდა და ლე-
იტენანტს ეტყოდა ყველაფერს. აეროპორტში ალბათ უკვე აგენტე-
ბიც გელოდებიან...
ო’რეილიმ ხუთივე თითით თავი მოიქექა.
‒ რისკზე წასვლა მაინც მოგვიწევს. თან, უკეთესი იქნება, ჩემო-
დანს შენ თუ წამოიღებ. მე იქ წამსვლელი არა ვარ.
‒ არც მე ვარ. თუ იპოვიან, იპოვონ! ფულის პოვნა ჩვენს კვალზე
დადგომას არ ნიშნავს...
‒ წასვლა მაინც მოგიწევს, ‒ თქვა ო’რეილიმ.
ვხედავდი, ოფლისგან როგორ უბზინავდა შუბლი.
‒ რისი გეშინია? შენზე ეჭვს მაინც არავინ მიიტანს. ვერც მიხვდე-
ბიან, ფულს თუ იღებ. იფიქრებენ, უბრალოდ თავის ჩემოდანს მოა-

208
კითხაო.
‒ არსადაც არ წავალ,‒ მკაცრად მოუჭრა რეამ. ‒ეგეთ ბავშვურ
ხაფანგში თავს არ გავაბმევინებ. იპოვონ ფული! საიდანაც ეგ ფული
მოვიდა, იქ კიდევ ბევრი დარჩა.
ო’რეილიმ ოთახში გაიარ-გამოიარა.
‒ მომისმინე, ჩემო კარგო, თავის გადარჩენა თუ გინდა, უნდა წა-
ხვიდე. ის ორი ფირიც ფულთან ერთად დევს.
რეა გახევდა.
‒ ფირი? რას მიედ-მოედები?!
‒ კარგად გესმის, რასაც გეუბნები. ის ფირები, ბარბერს რომ წა-
ვართვი, იქვეა დამალული.
‒ აკი გავანადგურეო?!
‒ ნუ ყვირი! გავანადგურე კი არა, შევინახე!
ცოტა ხანს ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
‒ ტყუილს ამბობ! ‒ თქვა მერე რეამ, თქვა კი არა, იწივლა. ‒ ფუ-
ლის ხელში ჩაგდება გინდა!
უეცრად ო’რეილის აშკარად გაუქრა ამ საუბრისადმი ყოველ-
გვარი ინტერესი.
‒ მისმინე, საყვარელო, მე კი არა ‒ შენ გეტირება ყოფა. გიმე-
ორებ, ფირებიც ფულის გვერდზე დევს. კარგი, გეთანხმები, ტუტუცი
ვარ, დავუჯერე იმ არამკითხე ბარბერის რჩევას. იმან მითხრა, ფი-
რებს გაუფრთხილდი, თორემ რეა შენც ჩემსავით ჩაგძირავსო. მეც
წავედი აეროპორტიში და ფირები ფულთან ერთად შევინახე. ქორ-
წილში მინდოდა შენთვის მეჩუქებინა... მე ჩემდა თავად, სუფთა ვარ,
ეგ ფირები ‒ შენი სასიკვდილო განაჩენია. ჰოდა, დროზე წადი აე-
როპორტში, რაც მალე იზამ, მით უკეთესი.
‒ არამზადა! ‒ ბრაზიანად ჩაისისინა რეამ.‒ შტერო! ყეყეჩო!
‒ დროს ტყუილად კარგავ, ჩემო გოგო. თუ არ გინდა, სიცოცხლე
გაზის კამერაში დაასრულო, დაუჩქარე.
‒ფეხსაც არ მოვიცვლი! შენ თვითონ წახვალ, თუ არა და, პოლი-
ციას მოვახსენებ, ვინ არის ნამდვილი მკვლელი. შეიძლება, მეც ჩავ-
ჯდე რამდენიმე წელი, მაგრამ გაზის კამერაში ვის უკრავენ თავს, მა-

209
გასაც ვნახავთ. ყველაფერს ვიტყვი! ყველაფერს! შენი სასიყვარუ-
ლო წერილებიც შენახული მაქვს, სულელო... მიდი, დროზე მოიტანე
ჩემოდანი!
ო’რეილის სახე გაუქვავდა.
– ესე იგი, ჩემი მრჩეველი მართალი ყოფილა. შენ ხომ წუთითაც
არ გიფიქრია, ცოლად გამომყოლოდი, შე აფთარო! არც არასოდეს
გყვარებივარ, ეგრეა? სახეზე გატყობ.
‒ ცოლად გამოგყოლოდი? ‒ იყვირა რეამ. ‒ შენ?! ორმოცდაათ
ათას დოლარს დაგპირდი, მაგრამ ნუთუ წუთით მაინც დაუშვი, რომ
ცოლად გამოგყვებოდი? შენისთანა ხეპრეს? წადი, ფული და ფირები
მოიტანე!
უეცრად ო’რეილის ხელში მოკლელულიანი რევოლვერი გაჩ-
ნდა. იარაღის ლულა რეას მიუშვირა.
‒ მე უკეთესი იდეა მაქვს, ჩემო კარგო! არ გინდა, შუბლში ტყვია
დაიხალო, ჰა? პოლიცია იოლად დაიჯერებს თვითმკვლელობის ამ-
ბავს. ფირებს იპოვიან და დაასკვნიან, ამისთანა საქმის ჩადენის შემ-
დეგ ნერვებმა უმტყუნა და გამოსავალიც იპოვაო. მე კი ბოლომდე
სუფთა დავრჩები. აბა, რას იტყვი, როგორ მოგწონს?
‒ გასწიე რევოლვერი, ‒ თქვა რეამ, თან უკან დაიხია.‒ ბარბერ-
მა იცის, რომ გოგო შენ მოკალი! უჩემოდაც ჩაგიშვებს პოლიციაში.
ო’რეილიმ ბოროტად ჩაიცინა.
‒ იმის სიტყვას ვინ დაუჯერებს, ან რით დაამტკიცებს? არა, ჩემი
იდეა ნაღდად ჯობია...
რენიკმა მხარი გამკრა, გვერდზე მიმაგდო, ხელი პიჯაკქვეშ ჩა-
იცურა, 38 კალიბრის რევოლვერი დააძრო და ოთახში შეაბიჯა.
‒ დააგდე იარაღი! ‒ უყვირა ო’რეილის.
ო’რეილი ხმაზე მოტრიალდა. მისი „ბულდოგის“ დაგუდული ყე-
ფა 38-ის გრიალმა ჩაახშო.
ო’რეილი შებანცალდა, რევოლვერი თითებიდან გამოუსხლტა.
ცოტა ხანს კიდევ იდგა ფეხზე, რენიკს მიშტერებული, მერე მუხლი
მოეკვეთა და იატაკზე დაენარცხა. რეამ ყურისწამღებად იკივლა.

210
3

სიკვდილამდე ო’რეილიმ განცხადების დაწერა მოასწრო. ჩემი


ვარაუდი სავსებით გამართლდა.ო’რეილიზე შეყვარებული ოდეტა
თურმე ცდილობდა, სადმე ერთად გაქცევაზე დაეყოლიებინა ყოფი-
ლი პოლიციელი. არადა, ამ დროს ო’რეილი უკვე თვითონ იყო თავ-
ფეხიანად გახვეული რეას სასიყვარულო ქსელში. მოტაცების იდეაც
რეას ეკუთვნოდა. ო’რეილი ოდეტას მოკვლას იმ პირობით დათან-
ხმდა, თუკი რეა ვინმე ჩემისთანა არიფს იპოვიდა წინდაწინ, ვისაც
მერე იოლად გადააბრალებდნენ დანაშაულს. ასე გავები ამ ხათაბა-
ლაში.
ვნებები რომ დაცხრა, მივხვდი, ისევ ციხეში წასვლა მომიწევდა.
წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა, თუმცა მტკიცედ მწამდა ‒
მკვლელობისთვის მაინც არ ვაგებდი პასუხს.
დაპატიმრებიდან ორი დღის შემდეგ ჩემს საკანში რენიკი შემო-
ვიდა.
‒შენი შანსი გაგიჩნდა, ჰარი, ‒ მითხრა მან.‒ დახმარების გარე-
შე, მე დოუზი იმ ქალთან ვერაფერს გახდება. თუ დაჰპირდები, სასა-
მართლოზე რეას მამხილებელ ჩვენებას მივცემო, მოსამართლეს
მოელაპარაკება და გაგათავისუფლებენ. მისის მალრუმ უკვე დაიქი-
რავა ვექილების მთელი არმია, უშენოდ ნამდვილად ვერ გავუმკლ-
ავდებით. რას იტყვი, თანახმა ხარ?
‒ რა თქმა უნდა, — ვუპასუხე უყოყმანოდ.
‒ ვიცოდი, რომ დაგვთანხმდებოდი. ნინა ვნახე. სახლის გაყიდ-
ვას აპირებს. აქაურობას უნდა მოშორდეთ და სადმე სხვაგან სცა-
დოთ ახალი ცხოვრების დაწყება.
‒ მესმის, ‒ ვთქვი მე.‒ დაუყოვნებლივ ავიბარგებით. ნინას შე-
მახვედრებენ?
– ხვალ დილით.
‒...კიდევ რა გითხრათ?

მისის მალრუ და მისი ვექილები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგ

211
რამ მაინც თხუთმეტი წელი მიუსაჯეს. გადამწყვეტი როლი ჩემმა ჩვე-
ნებებმა ითამაშა. ბოლოს მეც დამაყენეს მოსამართლის წინაშე.
დაუფარავად პირში მომახალა ყველაფერი, რასაც ჩემ შესახებ
ფიქრობდა. ოღონდ, სულ ტყუილად გაისარჯა: უმისოდაც შესანიშნა-
ვად ვიცოდი საკუთარი თავის ფასი. ხუთი წელი მომისაჯა პირობით.
თუკი ისევ დავაშავებდი რამეს, ჯერ იმ ხუთი წლის მოხდა მომიწევ-
და, მერე კი უკვე ახალი სასჯელისაც, მაგრამ ამჯერადაც ფუჭად და-
კარგა დრო. შარში გაბმას აღარ ვაპირებდი. ნინა გარეთ მელოდა.
ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
ხელახლა ვიწყებდი ცხოვრებას.

212

You might also like