Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს , სოფელი ყვარელი ,

ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი,


პოლიტიკოსი, მწერალი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო
საბჭოს დეპუტატი 1906-1907 წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების
ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და ლიბერალური
ფასეულობების გავრცელებაში.
სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებიც იბრძოდნენ
ევროპული იდეები გავრცელებისთვის . ილია ჭავჭავაძის თაოსნობით
დაარსდა გაზეთი „საქართველოს მოამბემ“ და „ივერიამ“. მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების
- სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30
წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბანკის რესურსი
უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ,
საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს
ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და
ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც
სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც
საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.
ილია წერდა საქართველოსთვის ქართველებისთვის წერდა სიმართლეს
ამხელდა უსაქმურ თავადებს აკრიტიკებდა იმ პოლიტიკოსებს
რომლებიც არა სამშობლოზე არამედ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ.
1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე წიწამურთან მოკლეს. ილიას
მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.
ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია
ჭავჭავაძე შერაცხულია წმიდანად, სახელით წმიდა ილია მართალი[4].
ხსენების დღეა 2 აგვისტო

You might also like