Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ლიკვიდურობის კოეფიციენტი - კოეფიციენტები, რომლებიც ზომავენ კომპანიის მიმდინარე

ვალდებულებების გადახდისუნარიანობას.

მიმდინარე აქტივები 3800


მიმდინარე კოეფიციენტი = = = 2,26
მიმდინარე ვალდებულებები 1680

ასახავს კომპანიის უნარს დაფაროს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები თავისი მიმდინარე


აქტივებით.

თეორიულად, რაც მაღალია მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი, მით მაღალია კომპანიის


შესაძლებლობა დაფაროს თავისი ვალდებულებები, თუმცა ამ კოეფიციენტის საფუძველზე შესაძლოა
მიღებულ იქნეს მხოლოდ მიახლოებითი შეფასება, რამდენადაც იგი არ ითვალისწინებს მიმდინარე
აქტივების ცალკეული ელემენტების ლიკვიდურობას.

მიმდინარე აქტივები − მარაგები 3800 − 2100


მჟავა − ტესტ კოეფიციენტი = = = 1,012
მიმდინარე ვალდებულებები 1680

ასახავს კომპანიის ვალდებულებების გადახდისუნარიანობას, რამდენად სწრაფად და უმტკივნელოდ


შეუძლია კომპანიამ არსებული ვალდებულებები დაფაროს.

იგივე სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი უზრუნველყოფს ლიკვიდურობის უფრო


ზუსტ შეფასებას, ვიდრე მიმდინარე კოეფიციენტი.
ვალის (ლევერენჯის) კოეფიციენტები - კოეფიციენტები, რომლებიც ასახავენ კომპანიის ვალების ხარჯზე
დაფინანსების ხარისხს.

მთლიანი ვალი 3680


ვალის სააქციო კაპიტალთან დამოკიდებულების კოეფიციენტი = სააქციო კაპიტალი = არ გვაქვს მოცემული

ასახავს ვალით და საკუთარი კაპიტალით დაფინანსების დამოკიდებულებას

კრედიტორებისთვის ჩვეულებრივ მომგებიანია, რომ ეს მაჩვენებელი არ იყოს მაღალი. რაც უფრო დაბალია
იგი, მით უფრო დიდ ნაწილს აბანდებენ აქციონერები და მით მეტია კრედიტორების დაცვის დონე
კომპანიის აქტივების ღირებულების დაცემის ან პირდაპირი ზარალის შემთხვევაში.

მთლიანი ვალდებულებები
ვალის საკუთარ (სააქციო) კაპიტალზე დამოკიდებულების კოეფიციენტი = საკუთარი აქტივები
=
მიმდინარე ვალდებულებები +გრძელვადიანი კრედიტი 3680
საკუთარი აქტივები
= 3440 = 1,07

მთლიანი ვალი 3680


ვალის მთლიან აქტივებთან დამოკიდებულების კოეფიციენტი = მთლიანი აქტივები = 7120 = 0,52

ასახავს ჩარჩოებს, რომელშიც კომპანია იყენებს ნასესხებ ფულს

იგი გამოყოფს კომპანიის აქტივების იმ ნაწილს, რომლებიც ფინანსდება ვალით. თეორიულად, რაც მეტია
საკუთარი კაპიტალის წილი, მით მეტია კრედიტორების ინტერესების დაცვის დონე. რაც მაღალია ვალისა
და მთლიანი აქტივების დამოკიდებულებების კოეფიციენტი, მით მაღალია ფინანსური რისკი.

დაფარვის კოეფიციენტი - კოეფიციენტი, რომლებიც აკავშირებს კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს,


მის შესაძლებლობასთან მოემსახუროს ან დაფაროს მოკლევადიანი ვალდებულებები
მოგება კრედიტის ხარჯამდე და გადასახადების გადახდამდე (𝐸𝐵𝐼𝑇) 1060
სარგებლის დაფარვის კოეფიციენტი = = = 2,304
კრედიტის ხარჯი 460

კოეფიციენტი მიუთითებს კომპანიის შესაძლებლობაზე გადაიხადოს მისი სესხის სარგებლები და აიცილოს


გაკოტრება.

მას ასევე უწოდებენ რამდენჯერ გამოვიმუშავეთ კრედიტის ხარჯი. რაც მაღალია კოეფიციენტი, მით
მაღალია ალბათობა, რომ კომპანია შეძლებს დაფაროს მისი სესხების მომსახურება სირთულის გარეშე.

აქტიურობის კოეფიციენტი - მაჩვენებლები, რომელიც ასახავს რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია


აქტივებს.
წლიური კრედიტით გაყიდვები
დებიტორული დავალიანებების ბრუნვის კოეფიციენტი =
დებიტორული დავალიანებები
ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს წლის განმავლობაში დებიტორული დავალიანებების თანხების ბრუნვის
რაოდენობას.
რაც მაღალია კოეფიციენტი, მით ნაკლები დროის პერიოდი გადის ტიპურ გაყიდვას და გადახდის მიღებას
შორის.

365 365
დებიტორული მოთხოვნის ამოღების საშუალო პერიოდი = = = 37,42
𝑹𝑻 9,75
წლიური წმინდა კრედიტ გაყიდვები 12680
𝑹𝑻 = = = 9,75
მოთხოვნები 1300

დებიტორული კოეფიციენტი იძლევა კომპანიის დებიტორული დავალიანებების ხარისხის


პროგნოზირების საშუალებას და რამდენად წარმატებულად შეუძლია კომპანიას მათი მიღება, ხოლო
დებიტორული მოთხოვნების ბრუნვა დღეებში ზომავს მოთხოვნის ამოღების დღეების საშუალო
რაოდენობას.

გაყიდული საქონლის ღირებულება 8930


მარაგების ბრუნვა(𝑰𝑻) = = = 4,25
მარაგები 2100

მარაგების ბრუნვა ზომავს თუ რამდენჯერ მოხდა მარაგების ბრუნვა წლის განმავლობაში; იძლევა
ინფორმაციას მარაგების ლიკვიდურობაზე და ზედმეტი მარაგების გამოყენების მიმართლებაზე.

მარაგების ბრუნვა დღეებში (365/IT) ზომავს დღეების საშუალო რაოდენობას, როცა შენარჩუნებულია
მარაგები, სანამ ისინი გაიყიდება.

რაც მაღალია მარაგების ბრუნვა, მით უფრო ეფექტიანია კომპანიის მარაგების მენეჯმენტი და მეტად
ლიკვიდურია მარაგები.

წმინდა გაყიდვები 12680


მთლიანი აქტივების ბრუნვა (კაპიტალის ბრუნვა) = = = 1,8
მთლიანი აქტივები 7120

ზომავს მთლიანი აქტივების ეფექტიანობის დამოკიდებულებას ძირითად გაყიდვებთან

მომგებიანობის კოეფიციენტები - კოეფიციენტები, რომლებიც უჩვენებენ შემოსავლის დამოკიდებულებას


გაყიდვებთან ან ინვესტიციებთან.
წმინდა გაყიდვები−გაყიდული საქონლის თვითღირებულება
მომგებიანობა გაყიდვებთან დამოკიდებულებაში = წმინდა გაყიდვები

კოეფიციენტი გვიჩვენებს კომპანიის მოგებას გაყიდვებთან შესაბამისად მას შემდეგ როდესაც გამოვაკელით
წარმოებული საქონლის ხარჯები.

წმინდა მოგება 670


წმინდა მოგების მარჟა = წმინდაა გაყიდვები = 12680 = 0,053

ზომავს მომგებიანობას გაყიდვებთან შედარებით; წმინდა შემოსავალი გაყიდვების ერთ დოლარზე.


წმინდა მოგების მარჟა არის კომპანიის გაყიდვების მომგებიანობის საზომი ყველა დანახარჯის და
საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინების შემდეგ.

წმინდა მოგება დაბეგვრის შემდეგ 670


ინვესტიციაზე მოგების განაკვეთი ROI (ინვესტიციების უკუგება) = მთლიანი აქტივები
= 7120 = 0,094

ზომავს არსებული აქტივებით მოგების მიღების მთლიან ეფექტურობას; ინვესტირებული კაპიტალის


გამომუშავების სიმძლავრე

წმინდა მოგება 670


მოგება საკუთარ (სააქციო) კაპიტალზე ROE = საკუთარი კაპიტალი = 3440 = 0,1948

ზომავს გამომუშავების სიმძლავრეს აქციონერების ნარჩენი ღირებულების ინვესტიციაზე

გრძელვადიანი ვალდებულებების წილი მთლიან კაპიტალიზაციაში =


გრძელვადიანი ვალდებულებები 2000
= = 0,37
გრძელვადიანი ვალდებულებები + საკუთარი კაპიტალი 2000+3440

საერთო მოგება 3750


საერთო მოგების მარჟა = = = 0,2957
წმინდა გაყიდვები 12680

You might also like