Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სერგი ჭილაია

დაბ. თარიღი 1912


დაბ. ადგილი სერგიეთი, მარტვილის რაიონი
გარდ. თარიღი1993
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ლიტერატურული კრიტიკოსი და მწერალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი
სერგი ჭილაია (დ. დეკემბერი, 1912 სოფ. სერგიეთი, მარტვილის
რაიონი — გ. იანვარი, 1993) — ქართველი
ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963).

ბიოგრაფია
დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში. 1936 წელს
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1941-1944 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

1944-1949 წლებში — საქართველოს კპ ცკ-ის ლიტერატურისა და


ხელოვნების სექტორის გამგე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა


ლექციებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. 1968
წლიდან იყო თსუ-ს უახლესი ქართული ლიტერატურის
ისტორიის კათედრის გამგე.

1951 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანია,


ხოლო 1973 წლიდან — პირველი მდივანი. სკკპ წევრი 1939
წლიდან, საქართველოს სსრ V-XII მოწვევების უმაღლესი საბჭოს
დეპუტატი. საქართველოს კპ სარევიზიო კომისიის წევრი. [1]

ოჯახი
მეუღლე: მარიამ სანადირაძე;

შვილები: გურამი, დალი, ლალი.

შემოქმედება
ლიტერატურული წერილებისა და XX საუკუნის ქართული
მწერლობის რთული და საინტერესო ლიტერატურული
პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული
მცდელობის გარდა აქტიურად მოღვაწეობდა მხატვრულ
პროზაშიც.[2] მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულად და
სსრკ-ის სხვა ხალხთა ენებზე.

2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის


სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მწერლის 100 წლის
იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი „სერგი ჭილაია—100“[3]

ჯილდოები და აღიარება
შრომის წითელი დროშის ორდენი
„საპატიო ნიშნის“ ორდენი
ხალხთა მეგობრობის ორდენი
1973 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
ეგნატე ნინოშვილის გურია (1934)
ვახტანგ ორბელიანი (1941)
ეკატერინე ჭავჭავაძე (რომანი) (1966)
მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა (3 ტომად)
ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა (1953)
შვილები (ქრონიკა, 1973)
მე და ჩემი პროფესორი (1975)
ცისფერი კომუნარები (1982)
მოგონებების გამა
ოცწლეული (1921-1940)
წლები და პრობლემები (1980)
ლიტერატურული წერილები

You might also like