Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სახამებელი

სახამებელი — მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი,


რომელიც წარმოიქმნება უჯრედის ორგანოიდებში (ქლოროპლასტებსა
და ამილოპლასტებში) და გროვდება ძირითადად თესლში,
ძირხვენებსა და ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში.
სახამებელი გროვდება მარცვლების სახით, რომელთაც ფენოვანი
სტრუქტურა აქვთ და შეიცავენ მცირე რაოდენობით ცილებსა და
ლიპიდებს. სახამებელის ზომა სხვდასხვაა. სახამებელი ორი
პოლისაქარიდის — ხაზოვანის — ამილოზის და განტოტვილის —
ამილოპექტინის ნაზავია; მათი საერთო ფორმულაა (C6H10O5)n;
როგორც წესი, სახამებელი შეიცავს 10—30% ამილოზას, 70—90%
ამილოპექტინს. სახამებელის პოლისაქარიდები აგებულია გლუკოზის
ნაშთებისაგან. სახამებელის ნაწილობრივი ჰიდროლიზი იძლევა
დექსტრინებს, რომელსაც პოლიმერიზაცია ნაკლებად ახასიათებს,
სრული ჰიდროლიზით კი გლუკოზებად იშლება.
სახამებელი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების ძირითადი
ნაწილია (ფქვილში 75—80%, კარტოფილში — 25%), კუჭ-ნაწლავში
ადვილად შეიწოვება, აქვს მაღალი კალორიულობა — დაახლოებით 4
კკალ/გ. სახამებელს და მის წარმოებულებს იყენებენ ქაღალდის,
ქსოვილების, წებოს და სხვა წარმოებაში. როგორც სამკურნალო
საშუალება, სახამებელი შედის სხვადასხვა ფხვნილში, მალამოსა და
პასტაში. სახამებლის 1% ხსნარს იყენებენ როგორც ინდიკატორს,
იოდის აღმოსაჩენად.

You might also like