Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

მხატვრული ნაწარმოების კონკრეტიზაცია

მხატვრულ ნაწარმოებში პერსონაჟის ცხოვრების ყველა მოვლენა როდია ასახული


(ეს შეუძლებელიცაა). ამიტომ ავტორი იზღუდება გარკვეული რაოდენობის
ელემენტებით, რომლებიც ერთგვარი გაურკვევლობით, ბუნდოვანებით,
არაკონკრეტულობით ხასიათდება. თუკი ელემენტები მოვლენებში ყოველმხრივაა
წარმოდგენილი, ამბავში მათ შეზღუდული რაოდენობის ნიშან-თვისებები
მიეწერება. მაგალითად, ოთარაანთ ქვრივის ხასიათი დეტალურადაა აღწერილი
ილია ჭავჭავაძის მიერ, მაგრამ არაფერი ვიცით ამ პერსონაჟის ბავშვობის, ოჯახის,
მშობლების შესახებ.
პოლონელმა მეცნიერმა რომან ინგარდენმა გამოავლინა, რომ
ლიტერატურულ ნაწარმოებში არსებობს უამრავი ამგვარი `ცარიელი ადგილი~. ეს
ცარიელი ადგილები მხატვრული ხერხი კი არაა, არამედ განპირობებულია
ყოველგვარი ლიტერატურული ტექსტის ბუნებით და გულისხმობს მწერლის მიერ
ასასახავი მოვლენებისადმი შერჩევით მიდგომას.
ნაწარმოების სქემატურობა, მასში `გაურკვეველი~, `ცარიელი~ ადგილების
არსებობა იწვევს მისი `კონკრეტიზაციის~ საჭიროებას. ინგარდენის აზრით,
სწორედ კონკრეტიზაციის მეშვეობით იქცევა ნაწარმოები `ცოცხალ ორგანიზმად~
და იძენს ესთეტიკურ ღირებულებას. ესაა არა მარტო მკითხველისა და ავტორის
თანაშემოქმედება, არამედ _ მკითხველის დამოუკიდებელი შემოქმედებაც.
სხვადასხვა მკითხველი სხვადასხვანაირად ახორციელებს კონკრეტიზაციას
და შესაძლებელია, ერთმა მკითხველმაც კი სხვადასხვანაირად განახორციელოს
კონკრეტიზაცია ნაწარმოების ყოველი წაკითხვის დროს. როდესაც ამა თუ იმ
ეპიზოდში ავტორის მიერ კონკრეტიზებულია ბევრი ელემენტი, ამას ეწოდება
განვრცობა. თხრობა ასეთ შემთხვევაში შენელებულია, ხოლო როდესაც ამბისთვის
შერჩეულია შედარებით მცირერიცხოვანი ელემენტები, თხრობა `
შეკუმშულია~, სწრაფი, ლაკონიური. ამბავთან განვრცობისა და შეკუმშვის
მიმართება შეიძლება გამოვხატოთ ამგვარი სქემით:
თხრობა შეკუმშვა განვრცობა
___________________________________________________________________

მოვლენები

1
განვრცობა უკავშირდება აღწერითობას, დიალოგებს, სცენებს. შეკუმშვის
უკიდურესი გამოვლინებებია ასეთი წინადადებები:P `გავიდა ხანი~, `მას შემდეგ
ათმა (ოცმა, ოცდაათმა...) წელმა განვლო~.
რას გამოტოვებს ხოლმე მწერალი? იმ ელემენტებს, რომელთა
კონკრეტიზაცია არაფერს შესძენს ამბავს. ასეთია, მაგალითად, ოთარაანთ ქვრივის
ან თავსაფრიანი დედაკაცის გარეგნობა, რაც არაა აღწერილი ილია ჭავჭავაძისა და
ნიკო ლორთქიფანიძის მიერ.
მწერალი გამოტოვებს ხოლმე იმ ელემენტებს, რომლებიც შეესაბამება ამბის
შინაარსს, მაგრამ, გარკვეული ესთეტიკური მიზნით, არ აისახება ნაწარმოებში.
ასეთია, ზოგჯერ, გმირის განზრახვები, შინაგანი მოტივები, რომლებიც ძალზე
მნიშვნელოვანია ნაწარმოებისთვის. მკითხველის ამოცანაა იმ ელემენტების აღწერა,
რომლებიც არაა შეტანილი ტექსტში, მაგრამ უჩინრად მონაწილეობს მასში და
აერთიანებს თხრობის ნაწილებს, რის შედეგადაც ნაწარმოების გამთლიანება ხდება.
თანამედროვე პროზაში ესაა ერთ-ერთი მთავარი სტილური ხერხი.
როდესაც ელემენტებისა და თვისებების შერჩევა დასრულებულია, შემდეგი
განვრცობა ან შეკუმშვა არ ხდება. განვრცობა და შეკუმშვა, რა თქმა უნდა,
შეფარდებითი ცნებებია, რომლებისთვისაც ობიექტური მასშტაბი არ არსებობს.
ნებისმიერი რაოდენობრივი წარმოდგენა აქ ზედმეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ელემენტების დეტალიზაცია და კონკრეტიზაცია ამბავში ვერ მიაღწევს ყოველმხრივ
განსაზღვრულობასა და კონკრეტულობას, რაც დამახასიათებელია
ელემენტებისთვის ცხოვრებაში. როგორც განვრცობილი ასახვის, ასევე _
შენელებული თხრობისას ამბავი, რაოდენ დეტალური აღწერა,ც უნდა იყოს მასში
მოცემული, ვერასოდეს მოიცავს იმდენ ელემენტსა და განსაზღვრას, რამდენსაც
მოიცავს თვით მოვლენები, რომლებიც, არსებითად, შეუზღუდავია და
უსასრულოდ დანაწევრებადი სულ უფრო მცირე ელემენტებად.
ძალზე განვრცობილი ასახვისა და `ნელი~ თხრობის ნიმუშია მარსელ პრუსტის
`დაკარგული დროის ძიებაში~, სადაც ბარონ დე შარლიუსის ერთი მოძრაობის
აღწერა რამდენიმე გვერდზე ხდება.
შეკუმშული თხრობის მაგალითია ნიკო ლორთქიფანიძის პროზა. აქ
ცალკეულ მომენტებს შორის არსებული დიდი დროითი შუალედები მონიშნულია
ზოგჯერ ერთი მოკლე წინადადებით . დინამიკური, სწრაფი თხრობა თითქმის არ
იძლევა აღწერის საშუალებას. თხრობის ამგვარი `პუნქტირული~ ან
`ტელეგრაფული~ მანერის მეშვეობით ნიკო ლორთქიფანიძე ახერხებს, რამდენიმე
გვერდზე გადმოგვცეს მთელი ცხოვრების ამბავი.
განვრცობასა და შეკუმშვაში ხორციელდება აგრეთვე იდეოლოგიური
თვალსაზრისის გამოხატვა. ამგვარი ხერხების გამოყენება დამოკიდებულია იმ
მნიშვნელობაზე, რომელსაც ნარატორი მიაწერს მოვლენათა ამა თუ იმ ელემენტს:
2
განვრცობილი ეპიზოდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ შეკუმშული. მაგრამ ეს
მნიშვნელობა განპირობებულია არა რაღაც გარელიტერატურული ფაქტორებით,
არამედ იმით, რომ თხრობის ელემენტების მაორგანიზებელია მთავარი მოვლენა.
ეს შეიძლება არ შეესაბამებოდეს მკითხველის ცხოვრებისეულ ნორმებს.
მაგალითად, ზოგიერთ ნაწარმოებში უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედაა
დახასიათებული, უმნიშვნელო მოვლენები კი ვრცლადაა აღწერილი.

გამოტოვებული მასალა
ამა თუ იმ მოვლენის შერჩევა ნიშნავს, რომ მრავალი სხვა მოვლენა გამოტოვებული
იქნა(არ იქნა შერჩეული). ამ ელემენტებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს, რადგან
მხოლოდ გამოტოვებული მასალის ფონზე იკვეთება შერჩეულის აზრობრივი და
შინაარსობრივი ფუნქცია. ამბის, როგორც მთლიანობის აღქმა ნიშნავს
შერჩევითობის ლოგიკის წვდომას. რა ნარატიული ღირებულება აქვთ ან არ აქვთ
გამოტოვებულ ელემენტებს?
უნდა განვასხვავოთ გამოტოვების სულ ცოტა, სამი მოდუსი:
I. პირველი მათგანი არის ამბისთვის არარელევანტური (შეუსაბამო)
ელემენტების არშერჩევა. ამგვარი Aგამოტოვების შედეგად ამბავში ჩნდება
`ცარიელი ადგილები~, რომლებიც არ უნდა შეივსოს, გაურკვეველი ადგილები,
რომელთა კონკრეტიზაციასაც ამბავი არ საჭიროებს, რადგან შესაბამისი ელემენტები
მის შინაარსს არ შეესაბამება, ამის მაგალითია გიორგის ხალათის ფერი ან მისი ის
ფიზიკური თვისებები, რომლებიც არაა დასახელებული `ოთარაანთ ქვრივში~.
მკითხველისეული ძალისხმევა, როდესაც ის ცდილობს წარმოიდგინოს
გამოტოვებული ელემენტები და თვისებები, არა მარტო ჭარბია, არამედ ხელსაც
უშლის ძირითადიAD შინაარსობრივი ხაზის მოძებნას, შერჩევის აქტის
რეკონსტრუქციას.
II. მეორე მოდუსია აქტუალური ამბის მიერ უგულებელყოფილი სხვა
ამბების მოტივთა გამოტოვება. ის გვხვდება მაშინ, როდესაც ამბავი შეიცავს
საყრდენ წერტილებს ტრადიციული სიუჟეტური ხაზებისათვის, მაგრამ მათი
განვითარება არ შეიძლება (მაგალითად, ნაწარმოებში გვხვდება ახალგაზრდა და
მომხიბლავი ქალი-პერსონაჟი, რომელიც თითქოს უნდა შეუყვარდეს პერსონაჟ-
მამაკაცს, ან კიდევ _ პერსონაჟი, რომელიც თითქოს უარყოფითია, მაგრამ
საბოლოოდ ასეთი არ აღმოჩნდება), რადგან ნაწარმოებისთვის მნიშვნელოვანია არა
ეს მონიშნული უცხო სიუჟეტური ხაზები, არამედ მათი უგულებელყოფა. ამგვარად
დაგებული მახეები მკითხველისთვის, რომლებიც სინამდვილეში მოითხოვს
ცარიელი ადგილების ნაგულისხმევ შევსებათა უგულებელყოფას, ხშირად
გვხვდება ლიტერატურაში, განსაკუთრებით _ დეტექტიურ ნაწარმოებებში, სადაც
ტრადიციული სტერეოტიპების მსხვრევა ხორციელდება და დამნაშავე აღმოჩნდება
ხოლმე ის პერსონაჟი, რომელიც ბოროტმოქმედს სულაც არ წააგავს.

3
III. მესამე მოდუსია ამბისთვის რელევანტური ელემენტების არშერჩევა,
გამოტოვება. ასეთ შემთხვევაში მკითხველმა უნდა წარმოიდგინოს გამოტოვებული
ელემენტები იმ დირექტივების მიხედვით, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცხადი
ფორმით მოიპოვება ტექსტში.
ზოგჯერ გმირის მიზნები და ზრახვები დასახელებული არაა, ან
დასახელებულია არაავთენტურად , გამოტოვებულია სწორედ ის შინაგანი
მოტივები, რომლებსაც თხრობაში ყველაზე მეტი ღირებულება აქვთ. ეს ნიშნავს,
რომ ამბავი, როგორც აზრობრივი მთლიანობა, არსებობს მხოლოდ ინ აბსენტია,
მკითხველის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გააუქმოს გამოტოვება და
აღადგინოს ის, რაც არ იქნა შერჩეული, მაგრამ მაინც შედის ამბავში, რადგან
აერთიანებს აშკარა წყვეტებს სიუჟეტურ ხაზზე. მხოლოდ მკითხველის მიერ მათი
აღდგენის მეშვეობით ხდება მოვლენათა გამოტოვებული ელემენტების მიერ ამბის
ნაწილების ინტეგრირება. მკითხველის მიერ გამოტოვებულის გაუქმება იქცა
თანამედროვე თხრობითი პროზის თითქმის ძირითად, განმსაზღვრელ მომენტად.
ლიტერატურაში აისახება რთული მრავალშრიანი ცნობიერების მქონე გმირები,
რომელთა ნარატორისეული აღწერა ხშირად ამომწურავი არაა. ასეთ შემთხვევაში
მკითხველმა თვითონ უნდა გამოავლინოს პერსონაჟის ქცევის მოტივები იმ
გამოტოვებული ფაქტების წარმოდგენის გზით, რომლებიც ამბის საზღვრებს გარეთ
დარჩა და რომლებსაც ნარატორი მალავს, ან რომელთა შესახებაც არაფერი იცის.
1) მკითხველისეული აღქმის მიზანს წარმოადგენს არა, თავისთავად,
მოვლენათა რეკონსტრუქცია, არამედ _ სელექტიურობის ლოგიკის წვდომა;
2)მოვლენებს უბრალოდ კი არ ენაცვლება მათგან შერჩეული ამბავი, არამედ ეს
მოვლენები შეიგრძნობა გამუდმებით. მესამე მოდუსის გამოტოვებული
ელემენტების წყალობით მოვლენები აღიქმება, როგორც სხვა, შესაძლო შერჩევების
ერთგვარი მარაგი.

* * ^*
მხატვრული მეტყველების ხერხები: შინაგანი მონოლოგი, ცნობიერების ნაკადი
მონოლოგი (ბერძნ. მონოს _ ერთი და ლოგოს _ მეტყველება, სიტყვა) _ არის
მეტყველების სახეობა, რომელსაც ერთი სუბიექტი ჰყავს, წარმოადგენს რთულ
სინტაქსურ მთლიანობას და არ უკავშირდება ან თითქმის არ უკავშირდება
თანამოსაუბრის მეტყველებას. მონოლოგი, როგორც ტექსტის ეპიკური ან
ლირიკული ნაწყვეტი, რომელიც დროებით წყვეტს მოქმედებას და მაყურებელს
ჩააფიქრებს, გაჩნდა უკვე ანტიკურ დრამაში. ზოგჯერ ეს იყო განყენებული
მსჯელობა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მიემართებოდა პიესის
მოქმედებას. ამ მონოლოგით ქორო მიმართავდა მაყურებელს (არისტოფანეს
კომედიებში) ან ეს იყო მაცნეთა მოთხრობები იმ მოვლენების შესახებ, რომელთა
წარმოდგენა სცენაზე შეუძლებელი იყო.

4
მონოლოგმა ახლებური სახე მიიღო `ხასიათების დრამაში~. მისი
განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის
დასაწყისში, დედოფალ ელისაბედის ეპოქის თეატრში და ფრანგულ კლასიცისტურ
თეატრში, ინგლისურ თეატრში პიესის მოქმედი პირების სიახლოვე
მაყურებლებთან წარმოქმნიდა საგანგებო ატმოსფეროს _ მაყურებელი პერსონაჟთა
მეტყველების უშუალო ადრესატი ხდებოდა. დრამის მთავარ შინაარსად იქცა
პერსონაჟთა სულიერი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენდა მონოლოგებში. ეჭვები
მთავარი გმირისა, რომლის წინაშეც რთული არჩევანი იდგა, აისახა შექსპირის
`ჰამლეტის~ სახელგანთქმულ მოინოლოგში `ყოფნა, არყოფნა, საკითხავი აი ეს
არის~.
შინაგანი მონოლოგი არის პერსონაჟის მიერ საკუთარი თავისადმი
მიმართული შინაგანი მეტყველების გადმოცემა. ის ფართოდ გამოიყენებოდა
მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურაში იმისთვის, რათა გამოაშკარავებულიყო
პერსონაჟის განცდები, მისი შინაგანი სამყარო. ცნობიერების ნაკადისგან
განსხვავებით, შინაგანი მონოლოგი ექვემდებარება პერსონაჟის შინაგან ლოგიკას,
შესაძლებელია დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მივიდა პერსონაჟი ამა თუ იმ
დასკვნამდე. ის წარმოადგენს გმირის მდუმარე მეტყველების უშუალო ციტირებას,
რომელიც აუცილებლად როდი ისმება ბრჭყალებში.
ცნობიერების ნაკადი არის ლიტერატურული ხერხი, რომელიც უშუალოდ
ასახავს პერსონაჟის სულიერ ცხოვრებას, განცდებს, ასოციაციებს. ცნობიერების
ნაკადის სტილური თავისებურება არის სინტაქსური წყვეტები, გმირის აზროვნების
თავისუფალი მდინარება, რომელიც არ საჭიროებს ლოგიკას და არ მოითხოვს
მეტყველების ლიტერატურულ აგებას. ტერმინი `ცნობიერების ნაკადი~
მიეკუთვნება ამერიკელ ფილოსოფოსს უილიამ ჯეიმსს: `ცნობიერება არის მდინარე,
რომელშიც ერთმანეთს განუწყვეტლივ აწყდება და ერთვის აზრები, შეგრძნებები,
მოგონებები, უეცარი ასოციაციები~. ავტორს სააშკარაოზე გამოაქვს გამოგონილი
გმირების შინაგანი ცხოვრება, რაც, ჩვეულებრივ, შეუძლებელია რეალურ
ცხოვრებაში. ეს მიზანი მიიღწევა ორი ხერხით _ თხრობით და ციტირებით
(შინაგანი მონოლოგით). გრძნობები, განცდები, ასოციაციები ისევე ეხლართება
ერთმანეთს, როგორც ეს ხდება სიზმარში.ცნობიერების ნაკადის კლასიკურ
ნაწარმოებებში (მარსელ პრუსტის, ვირჯინია ვულფის, ჯეიმს ჯოისის რომანები)
გამძაფრებულია ყურადღება ადამიანის ფსიქიკის სუბიექტური, იდუმალი შრეების
გამოვლენაზე. ხშირად უგულებელყოფილია პუნქტუაცია. აზრები,
დიალოგები,მოგონებები, ოცნებები გადმოიცემა დაუმთავრებელი ფრაზებით,
შორისდებულებით, ზუსტი შენიშვნებით. ზუსტად ისევე, როგორც ადამიანის აზრები
პაუზებისა და მძიმეების გარეშე ერთმანეთს მიჰყვება, და „გადახტება“ ხოლმე
ერთი თემიდან მეორეზე, ცნობიერების ნაკადშიც მოკლე ფრაზებით, მინიმალური
პუნქტუაციით, ქაოსური თხრობით და ბუნდოვანი სიუჟეტით გამოირჩევა,

5
6

You might also like