Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

თალიუმი არის უგემო, უსუნო წყალში ხსნადი ქიმიური ელემენტი, ატომური ნორმით 81.

წარსულში თალიუმის სულფატს იყენებდნენ საწამლავად ჭიანჭველებისა და თაგვების


საწინააღმდეგოდ. თალიუმის მარილებს იყენებდნენ დერმატოფიტიების სამკურნალოდ.
ბირთვულ მედიცინაში ტექნეციუმ-99ის გამოყენებამდე, თალიუმის რადიოაქტიური
იზოტოპი, თალიუმ-201, გამოიყენებოდა დატვირთვის ტესტის დროს კორონარული
არტერიების დაავადების დიაგნოსტიკის პროცესში. თალიუმის ეს ფორმა 4000ჯერ ნაკლებად
საშიშია.

ვინაიდან თალიუმი უფერო, უსუნო და წყალში ხსნადი ელემენტია, შემთხვევითი და


კრიმინალური მოწამვლის შემთხვევები აღწერილია. თალიუმის ზემოქმედების occupational
limit არის 0.1მგ/მ^3 კანზე დღეში 8 საათის განმავლობაში. 15მგ/მ^3 ზემოქმედება არის
ჯანმრთელობისთვის ძლიერ საზიანო. თალიუმი ადვილად შეიწოვება როგორ კანიდან, ისე
ინჰალაციით.

თალიუმი არის ნაცრისფერი, გარდაქმნის შედეგად მიღებული მეტალი, რომელიც


თავისუფალი სახით არ მოიპოვება ბუნებაში. ალუმინის მსგავსად, როდესაც
იზოლლირებულია ჰაერის ზემოქმედებით იცვლის ფერს.

ორგანზმში მოხვედრის გზები

 აბსორბცია კანიდან
 ინჰალაცია სასუნთქი გზებით
 აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

ეტიოლოგია

60იანი წლებიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აიკრძალა თალიუმის გამოყენება


საყოფაცხოვრებო, უფრო მოგვიანებით კი კომერციულ წარმოებაში.თანამედროვე რეალობაში
თალიუმი ძირითადად გამოიყენება ნახევარგამტარების, ოპტიკური ლინზების,
ელექტრონულ წარმოებაში.მრავალ ქვეყანაში დღემდე იყენებენ როდენტიციდის სახით.
აფრიკაში თალიუმს იყენებენ პესტიციდის სახით, რაც იწვევს საკვების დაბინძურებას.
აღწერილია შემთხვევითი ინტოქსიკაციის შემთხვევები კოკაინის მომხმარებლებში
შემთხვევითი შეყნოსვით, ჰეროინის მომხმარებლებში შემთხვევითი ინექციით, ასევე
კანიდან აბსობციის ხელთათმანების გამოყენებისას. თალიუმით ინტოქსიკაცია ხშირად ჰგავს
სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს ამიტომ ყოველთვის ვერ ხერხდება მისი
დიაგნოსტირება.

თალიუმით ინტოქსიკაციის ძირითადი მიზეზები და წყაროებია:

 საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს დაბინძურება


 შემთხვევითი მიღება
 დაბინძურებული წამლების მიღება
 დაბინძურებული თევზი და სხვა საკვები
 კონტაქტი საშიშ ნარჩენებთან
 კრიმინალური მოწამვლა

პათოფიზიოლოგია
თალიუმის მაღალი ტოქსიკურობა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ წყალხსნარებში
მოხვედრისას ერთვალენტიანი იონის Tl+ სახით, ის ამჟღავნებს მსგავსებას ტუტე მეტალების
კათიონებთან, განსაკუთრებით კალიუმთან. ამის გამო შესაძლებელია თალიუმის
ორგანიზმში მოხვედრა კალიუმის შეღწევის გზებით. სხვა თვისებებით თალიუმი
განსხვავდება ტუტე მეტალებისგან, როგორიცაა, მაგალითად მისი აფინურობა
გოგირდშემცველი ნაერთების მიმართ. ამის გამო, თალიუმს შეუძლია დაარღვიოს ბევრი
ცისტეინის შემცველი ან გოგირდშემცველი ამინომჟავების ფუნქცია. თალიუმის ძირითადი
ტოქსიკოლოგიური ეფექტებია:

 კალიუმის დიდი კონცენტრაციის შემცველი ქსოვილებში კალიუმი დიდი


რაოდენობით გროვდება. ეს იწვევს ნაადრევ სტიმულაციას და შემდგომში კალიუმზე
დამოკიდებული პროცესების ინჰიბიციას. პირუვატ კინაზასა და სუქცინატ
დეჰიდროგენაზას ინჰიბიციას მოჰყვება კრებსის ციკლის და გლუკოზის
მეტაბოლიზმის დარღვევა, მცრიდება ATP-ის წარმოქმნა, ვითარდება შეშუპება და
ვაკუოლიზაცია Na/K ATPზას ფუნქციის დარღვევის გამო.
 თალიუმის გავლენით რიბოფლავინის სეკვესტრაცია და FADის ინჰიბიცია არღვევს
ელექტრონების სატრანსპორო ჯაჭვს და ამცირებს ATPის პროდუქციას.
 თალიუმის მაღალი აფინურობა დისულფიდური ბმების მიმართ ხელს უშლის
ცისტეინს ჯვარედინი კავშირების წარმოქმნაში, რის გამოც მცირდება კერატინის
წარმოქმნა.
 რიბოსომების დაზიანებას იწვევს თალიუმის ეფექტები ცილის სინთეზზე.
 თალიუმი იწვევს მიელინის დეგენერაციას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ
სისტემაში, ამ მოვლენის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ახსნილი.

ტოქსიკოკინეტიკა

თალიუმით ინტოქსიკაციისას განირჩევა შემდეგი ტოქსიკოკინეტიკური ფაზები:

1. ინტრავასკულური განაწილების ფაზა: პირველი კონტაქტიდან 4 საათის შემდეგ,


თალიუმი აღწევს ორგანოებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით.
2. ცნს-ში განაწილების ფაზა: მომდევნო 4-48 საათში თალიუმი აღწევს ცენტრალურ
ნერვულ სისტემას.
3. ელიმინაციის ფაზა: იწყება 24 საათში, ძირითადად თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის
ტრაქტიდან თალიუმის გამოყოფით. ეს ფაზა ნელა მიმდინარეობს და შეიძლება 30
დღემდე გაგრძელდეს.

კლინიკური სურათი

თალიუმით მწვავე მოწამვლის სიმპტომები მოიცავს: გასტროენტეროლოგიურ,


ნევროლოგიურ და დერმატოლოგიურ სიმპტომებს.

ქრონიკული მოწამვლის სიმპტომები თითქმის იგივეა, მაგრამ ნევროლოგიური სიმპტომები


ნარჩუნდება სისხლში თალიუმის დონის შემცირების მიუხედავად.

გასტროინტესტინური სიმპტომები მოიცავს(ვლინდება მოწამვლის პირველ 2-4 საათში):

 მუცლის ტკივილი
 გულისრევა/ღებინება
 დიარეა ან შეკრულობა
 იშვიათად პირნაღები მასა ან განავალი შეიძლება შეიცავდეს სისხლს

ნევროლოგიური სიმპტომები (მოწამვლის მე2-მე5 დღეს ვლინდება):

 აღმავალი პერიფერიული ნეიროპათია


 დისტალური მოტორული სისუსტე
 ატაქსია
 ტრემორი
 კრანიული ნერვების დამბლები
 თავის ტკივილი
 გულყრები
 ინსომნია
 კომა
 მძიმე ნევროლოგიური დაზიანების შედეგად სიკვდილი

თვალისმხრივი სიმპტომები:

 დიპლოპია
 ფტოზი
 მეშვიდე კრანიული ნერვის დამბლა
 ნისტაგმი
 ოპტიკური ნეიროპათია
 ბროლის შემღვრევა

დერმატოლოგიური სიმპტომები

თავიდან არასპეციფიკური გამოვლინებები აღინიშნება, როგორებიცაა კანის აქერცვლა,


პუსტულური აკნესმაგვარი გამონაყარი. 2-3 კვირაში ვითარდება ალოპეცია კერატინის
სინთეზის დარღვევის გამო. ერთი თვის შემდეგ ფრჩხილებზე ვლინდება თეთრი ხაზები.
შეიძლება ასევე აღინიშნოს:

 ჰიპერჰიდროზი
 ანჰიდროზი
 მტკივნეული გლოსიტი

სხვა სიმპტომები

 ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდია და ჰიპერტენზია

დიაგნოსტიკა

ფიზიკური გამოკვლევა მოიცავს დერმატოლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, ნევროლოგიურ და


კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევას. სიმპტომების მრავალფეროვნების და სხვა
დაავადებებთან მსგავსების გამო ფიზიკური გამოკვლევა არასპეციფიკურია.
მხოლოდ თალიუმის მომატებული დონე თმაში, ფრჩხილებში, შარდში, სისხლში, განავალსა
და ნერწყვში იძლევა სარწმუნო დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას. თალიუმის დონის
განსაზღვრა სისხლსა და შარდში არის ძირითადი დიაგნოსტიკური მეთოდები მწვავე
მოწამვლის გამოვლენისა და საეჭვო სიკვდილის შემთხვევებში გამოძიებისას. ნორმაში
სისხლსა და შარდში თალიუმის კონცენტრაცია უნდა იყოს 1 μg/ლიტრზე ნაკლები. თალიუმი
სისხლში მხოლოდ ცოტა ხნის განმავლობაში რჩება, რის გამოც სტანდარტად მიჩნეულია 24
საათიან შარდში თალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა ატომური აბსორბციული
სპექტრომეტრიით. შარდის სფოთ ტესტი უფრო სწრაფია, მაგრამ ცრუ დადებითი შედეგები
ხშირია. სისხლში თალიუმის დონეც შეიძლება ცრუ უარყოფითი იყოს. თალიუმით
მოწამვლის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება თმის მიკროსკოპული ანალიზი, რაც
გამოავლენს ბოლოსკენ დავიწროვებულ ანაგენურ თმას პიგმენტაციით ბაზალურ ნაწილში
(anagen effluvium), რაც პათოგნომურია თალიუმით მოწამვლისთვის. დამატებით
დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის საერთო ანალიზი,
ელექტროლიტების, გლუკოზის, აზოტის ნარჩენი პროდუქტების, ღვიძლის ფუნქციების და
კალციუმის განსაზღვრა. ინსტრუმენტული კვლევებიდან შეიძლება საჭირო გახდეს
სიმპტომებიდან გამომდინარე ეკგ არითმიების, ელექტროენცეფალოგრაფია და ნერვული
გადაცემის გამოკვლევები ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენისას.

მკურნალობა

მწვავე მოწამვლისას მკურნალობა გულისხმობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან საწამლავის


ევაკუაციას, კანზე მოხვედრისას კანის ჩამობანას წყლით და საპნით, თვალებთან
კონტაქტისას თვალების წყლით დაბანას. თალიუმით მოწამვლისას ანტიდოტად მიჩნეულია
პრუსიული ლურჯი, რომელიც იონების გაცვლის გზით უზრუნველყოფს თალიუმის
აბსორბციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მის გამოყოფას. შეიძლება იშვიათ შემთხვევებში
საჭირო გახდეს ჰემოდიალიზი. ასევე სხვადასხვა სიმპტომური საშუალებები.

ცნობილი შემთხვევები

ვინაიდან თალიუმი არის უფერო, უსუნო, უგემო, ნელა მოქმედი, მტკივნეული,


მრავალფეროვანი სიმპტომების გამომწვევი თალიუმს იცნობენ როგორც poisoner’s poisonს.

1950იან წლებში ავსტრალიაში თალიუმით მოწამვლის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, რის


გამოც ამ პერიოდს თალიუმის სიგიჟის სახელით იცნობდნენ. თალიუმს იყენებდნენ
თაგვების საწინააღმდეგო წამლად და მისი ადვილად ხელმისაწვდომობის გამო ძალიან
ხშირი იყო მკვლელობები თალიუმის გამოყენებით.

მისი თვისებების გამო თალიუმს ხშირად იყენებდნენ პოლიტიკური მკვლელობებისთვის,


მათ შორის, საკმაოდ აქტიურად საბჭოთა კავშირში.

You might also like