Screenshot 2023-12-01 at 5.36.45 PM

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 22

ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია, თუ როგორი

განლაგება ჰქონდათ პლანეტებს კოსმოსში თქვენს დაბადების


დროს. მათი სხვადასხვა ნიშნებში და სახლებში დგომა განიჭებთ
ინდივიდუალიზმს, გაძლებთ სხვადასხვა შესაძლებლობებს,
თვისებებს, უნარებს, ნიჭს და პოტენციალს, რომელიც შეგიძლიათ
განავითაროთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. თვითოეულ
პლანეტას აქვს თქვენთვის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი
თვისებები, უნდა გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები,
რომელიც ქვემოთ არის მოცემული.
ეს ინფორმაცია მთლიანად თქვენ გეკუთვნით და წარმოადგენს
თქვენს ფსიქო-პორტრეტს.
პირადი ჰოროსკოპი

დაბადების ნიშანი - კირჩხიბი

ინდივიდუალური ნიშანი (ASC) -

ანატომია (სუსტი წერტილები) - კირჩხიბი - მარჯვენა თვალი ქალებში. გულმკერდი,


სარძევე ჯირკვლები,მუცელი, თეთრი სითხე სადაც მოთავსებულია თავის ტვინის
ძირითადი ბირთვი.საშვილოსნო ქალებში, კირჩხიბი პასუხისმგებელია ნაყოფის
ჩასახვაზე, ორსულობასა და მშობიარობაზე.

პათოლოგიები: კუჭის პრობლემები, წყლულები, მასტიტი ქალებში, ტვინის შერყევა,


სხვადასხვა სახის უშვილობები, მუცლის მოშლა, ჩასახვის და ორსულობის
პრობლემები და დარღვევები, ბრონქიტი. კირჩხიბი პასუხისმგებელი საერთო
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

კირჩხიბი - მართველი პლანეტა მთვარე. წყლის ნიშანი.

კირჩხიბის ნიშანის ტიპიური წარმომადგენელი

მართავს ასტროლოგიურ მეოთხე სახლს. ადამიანისთვის რომლის მმართველი


პლანეტაცაა მთვარე ყველაზე მნიშვნელოვანია, იპოვოს მეგობარი, რომელსაც
შეგიძლიათ დაეყრდნოთ და ჰქონდეს მისი იმედი, მიუხედავად სქესისა. თქვენ
მიეკუთვნებით ნაკლებად აქტიურ ადამიანთა ტიპაჟს. თუმცა, თუ გარემოებები
გაიძულებთ დაიცვათ თქვენი სახლი, ოჯახი და ახლობლები, შესაძლოა გამოაჩინოთ
დიდი სიძლიერეც. თქვენთვის დამახასიათებელია ბავშვების, დედისა და
ოჯახისადმი სიყვარული. ხართ საკმაოდ ემოციური და მდიდარი ფანტაზიის მქონე
ადამიანი, გიყვართ კომფორთი და ოჯახური თბილი გარემო. თქვენთვის
მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი ცხოვრებაში: საკუთარი სახლი სადაც თქვენ იქნებით
უფროსი და სტაბილური პარტნიორული ურთიერთობები. გაქვთ საკმაოდ ძლიერი
ინტუიცია და კარგი იქნება თუ შეძლებთ მის გამოყენებას ცხოვრებაში. გამოირჩევით
ბავშვური უშუალობით და ჭირვეულობით ხასითის ხშირი ცვალებადობის გამო.
ადვილად ექცევით გავლენის ქვეშ. თქვენში განვითარებულია პრაქტიკულობა და
მესაკუთრეობრივი გრძნობა. დიდ ყურადღებას აქცევთ მატერიალურ მხარეს.

დადებითი თვისებები - ერთგული, ინტიუციური, მზრუნველი, კარგი მეოჯახე,


თავშეკავებული, მგრძნობიარე, ემოციური, კარგი მახსოვრობით.

უარყოფითი თვისებები - ძალიან ემოციური და დამგროვებელი ამ ემოციების,


ახასიათებს ფაქტების უარყოფა, ეცოდება საკუთარი თავი, ზომაზე მეტად ფრთხილი,
ახასიათებს პერიოდულად ეგოიზმი, ინფანტულურობა, პირდაპირობა, ყოველღიური
ისტერიულობა და არასწორი რეაქციები, შიშები და სიტვაციის გამუქება და
გაზვიადება.

ასცენდენტი კირჩხიბში (თქვენი ქვეცნობიერის მატარებელი თვისებები)


თქვენ ტოვებთ საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას, მორიდებული (მორცხვი)
და მშვიდი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში უნდა იყოთ ძალიან ფრთხილი და
მგრძნობიარე, ისე, რომ სხვები შეიძლება ვერც იგებდნენ, რა ხდება თქვენს თავს.
თქვენი სახის გამომეტყველებიდან და დუმილიდან გამომდინარე ძნელია გაიგო რას
ფიქრობთ. გაქვთ ღრმა მეხსიერება წარსულისადმი და ძლიერი ემოციური
დამოკიდებულება ოჯახის და მშობლების მიმართ, აქედან გამომდინარე ძალიან
მოქმედებს ემოციურად თქვენზე კონფლიქტები. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ გვქონდეს მყარი სახლი, გყავდეთ ოჯახი და ბავშვები. თქვენი განწყობა ხშირად
ცვალებადია დათქვენთვის დამახასიათებელია თქვენივე ემოციებიდან გამომდინარე
დიდხანს გახსოვდეთ წარსული წყენა.

 მმართველი დღე - ორშაბათი;


 ციფრი 8 და ყველა ის რიცხვი, როელიც ჯამში გვაძლევს 8 -ს მაგ: 17, 26, 35, 53,
116 და ა.შ.
 ფერი - პასტელის ფერები (ღია), იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე,
ნარინჯისფერი და ცისფერი.
 ქვები - მთვარის ქვა, ქრიზოპრასი (კვარცის ერთ-ერთი სახეობა), მწვანე
აქვამარინი, ლურჯი ავანტურინი (კვარცის ერთ-ერთი სახეობა), ლურჯი
ზურმუხტი.

კირჩხიბი და ქვეყნები - ინდოეთი, უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ნაწილი,


ჰოლანდია, შოტლანდია, დანია, კანადა, პარაგვაი, ახალი ზელანდია.

კარმა

აღმავალი (რახუ) - კურო დაღმავალი (კეტუ) - მორიელი

(წარსული და დღევანდელი ცხოვრების პროგრამა რა ვალი გაქვთ და რა გზა გაქვთ


გასავლელი)

ასეთმა ადამიანმა წინა ცხოვრებაში გაიარა თითქმის ყველა ადამიანური მანკიერებანი.


ფულადი სპეკულაციები, მაგიურ ძალებთან კავშირი. ამ ცხოვრებაში გაქვთ დიდი
ზიზღი წარსულ მიდრეკილებებთან, როგორიცაა: არა კეთილსინდისირება ფულად
საკითხებში, ოკულტიზმი - ეს თქვენ ძალიან გაშინებთ. იხლიჩებით სწორი ცხოვრების
წესსა და წარსულ ჩვევებს შორის. ასეთმა ადამიანებმა გაიარეს ჯოჯოხეთი და ამ
რეალობაში სჭირდებათ კონსტრუქციული ღირებულებები.

ოჯახური ურთიერთობები დამოკიდებულია თქვენს სიძლიერეზე და


სტაბილურობაზე. თუკი დაუბრუნდებით წარსულ ჩვევებს გახდებით ფატალური
ადამიანი და ყველაფერი ის რაც განიჭებთ სიმშვიდეს და სიწყნარეს ერთი ხელის
მოსმით დაინგრევა.

თქვენ დაიბადეთ პროგრამით დაიცავათ სიცოცხლე, გაუფრთხილდეთ, არ მოკლათ,


მოიპოვოთ ზომიერება. თუკი ამას ვერ შეძლებთ და დაუბრუნდებით წარსულს,
იცხოვრებთ შფოთვაში, ნერვიულობაში, დამნაშავის და შიშის სინდრომით. საბოლოო
ჯამში ისინი ღუპავენ მათ, ვინც უყვართ.
გიზიდავთ მკვეთრი ცვლილებები და შიშის გრძნობა, გახასითებთ პრობლემების ღრმა
მისტიური წვდომის უნარი, საჭიროა ზღვარგადასულ ემოციებზე დაიჭიროთ
პრაქტიკული მატერიალისტის პოზიცია.

ამ განსხეულებაში თქვენგან მოითხოვენ წინა ცხოვრებებში დაგროვილი


გამოცდილების, ოსტატობის, ტალანტის რეალიზებას. ამ ყველაფრის საზღაური
შეიძლება იყოს კეთილსინდისიერად გამომუშავებული ფული, კარგად აღზრდილი
შვილები, ჰარმონიული ოჯახი.

თქვენ უნდა დაეუფლოთ ფორმას, შიგთავსი კი უკვე ცნობილია, სულიერ


შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა ისწრაფოდეთ მშვიდი, ბუნებრივი
ცხოვრებისკენ. მატერიალურ ცხოვრებას თქვენთვის მეტი მნიშვნელობა უნდა
ჰქონდეს. თქვენი დევიზი უნდა იყოს – ზომიერება და სტაბილურობა.

მთავარი პრობლემა ასეთი ადამიანისთვის არის ისწავლოს საკუთარი თავის


უზრუნველყოფა, თავისივე შესაძლებლობებით, მოწოდებით და არა მათი
უგულველყოფით.

ერთადერთი გზა კარგი შემოსავლის მისაღებად არის პროფესიული სრულყოფილების


მიღწევა, ჰარმონიული ოჯახის საწინდარი კი არის ურთიერთობებისა და სულიერების
სრულყოფა. ამ უბრალო, მარტივი წესის დარღვევა, მცდელობა საკუთარი
ძალისხმევის გარეშე მოიპოვო რაიმე, არ განავითარო საკუთარი შესაძლებლობები –
მოიტანს მხოლოდ დროებით ილუზიას და აღმოჩნდებით კრიზისის წინაშე.

აღმავალი კვანძი მე-XII სახლში, დაღმავალი კვანძი მე-VIსახლში

ასეთი ადამიანი გასცემს ყველაფერს, რაც აქვს, მას შეიძლება აწუხებდეს მარცხენა
ყური ან თვალი. ჯანმრთელობა არამყარი აქვთ. ხშირად თავს იჩენს უცნაური
დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც საკმაოდ რთულად ხდება. შესაძლოა წონის
პრობლემამ იჩინოს თავი, რომელიც არ ექვემდებარება დიეტებს და მკურნალობას.

კარმული მისია ამ განსხეულებაში – არაა საჭირო სოციალურად აქტიური ცხოვრება,


ნუ დაექვემდებარებით სხვებს, შეგიძლიათ იმუშაოთ საიდუმლო ორგანიზაციებში,
დაკავდეთ საიდუმლო საქმიანობით, მედიტაცით, ოკულტური მეცნიერებებით.
თქვენთვის კარგია განმარტოვება, ბუნებასთან შერწყმა. სხვა შემთხვევაში თქვენ
შეიძენთ ფარულ მტრებს, დაკარგავთ სამსახურს.

ლილიტი (შავი მთვარე) კუროში

ეს შავი მთვარის სუსტი მდებარეობაა. დაგროვილი უარყოფითი კარმა


დაკავშირებულია სიხარბესთან, მესაკუთრეობასთან, სიძუნწესთან, სხვის ხარჯზე
ცხოვრებასა და ვამპირიზმთან.

პირველ დონეზე დამახასიათებელია სიხარბე, სიძუნწე, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა


სიყვარულში, როგორი საშუალებითაც არ უნდა იყოს ნაშოვნი ფული – მტვრად იქცევა.
დანაზოგი არანაირ სარგებელს არ იძლევა, ხდება მისი უაზროდ გაფლანგვა.
უარეს შემთხვევაში ლილიტი ანვითარებს „ვამპირიზმს“ და ადამიანი სხვის ენერგიასა
და მატერიალურ სიკეთეს ითვისებს.

მეორე დონეზე ინდივიდი ისჯება საკუთარი ცოდვებისთის მუდმივი ფინანსური


პრობლემებით, ვალებით, დანაზოგის გაფლანგვით, შიმშილის შიშით იტანჯება.
მცდელობას – უზრუნველყონ საკუთარი სიბერე, დაავადებების და მიტოვების შიშს
არაფერი არ მოაქვს. უარესს შემთხვევაში ვერ ითვისებენ საკვებს ფიზიოლოგიურ
დონეზე. სუსტი ჯანმრთელობა. ამ შემთხვევაში შავი მთვარე დაკავშირებულია
ენერგიის დაკარგვასთან.

გამოსყიდვა ხდება – დაავადებების, ენერგეტიკის დასუსტების ხარჯზე. თუმცა,


გასთვალისწინებელია, რომ ყველანაირი დაავადება და განსაცდელი არაა
ცოდვებისთვის საზღაური.

ლილიტი კუროს მცნებებია – არ დააგროვო, არ იძუნწო, არ იეჭვიანო.

მესამე დონეზე ადამიანი გათავისუფლდება ცოდვებისგან და სხვადასხვა სახის


მატერიალური დამოკიდებულებებისგან, ფულთან დაკავშირებული საქმეები
თავისით გვარდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფული ბევრი იქნება, იქნება იმდენი
რამდენიც საჭიროა ცხოვებისა და განვითარებისთვის. ინდივიდს აღარ აქვს
დაგროვების მანია, სიღარიბის, სიბერის და ავადმყოფობის შიში.

ლილიტი XI სახლი

XI სახლის დახასიათება - წინა ცხოვრებაში ინდივიდი ღალატობდა მეგობრებს.


სასჯელად ის ახლა ღებულობს მოჩვენებით მეგობრებს, მუხთლობას მათი მხრიდან,
შეიძლება შეიქმნას ანტიპროპაგანდის მსხვერპლი. თუ ინდივიდი ქალია, შეიძლება
დაისაჯოს უკანონო შვილის ყოლით .

ადამიანი იზიდავს ცუდ კომპანიას, ბიწიერ გარემოს, ეს არის არა სანდო სამეგობრო
წრე, რომლებიც იღებეს მისგან ენერგიას, და უბიძგებს არასწორი
გადაწყვეტილებებისაკენ. მის ცხოვრებაში სახეები მუდმივად ცვალებადია ისევე
როგორც მეგობრები. ავითარებს უნდობლობის ეჭვიანობის და გაზვიდების
ფაქტორებს. იბლოკება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც წინასწარ გადის თქვენგან და
შესაბამისად აღარ გამოდის მომავალში თქვენს მიერ დაგეგმილი მოვლენები.

დამუშავება –- იმუნური სისტემის გამომუშავება ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან


გამომდინარე რაც ხელს უწყობს ნეგატიური მოვლენების მოგიერიბას და თავის
არიდებას.

შესაძლოა ინდივიდმა მიიღოს მაცდუნებელი შეთავაზებები სხვადასხვა პროექტებზე,


მომავლის გეგმებზე. სიფრთხილის გამოჩენა მართებს იდეების აფიშირების დროს,
მეგობრების შერჩევის, სურვილების ჩაფიქრების კუთხით.

სელენა (თეთრი მთვარე) ტყუპებში


ეს ადამიანი გამოირჩევა სხვების გაგების უნარით; სიმსუბუქე – ეხმარება
მას მოახდინოს დადებითი, ნათელი კარმის ფორმირება. ადამიანი, სელენა ტყუპებით,
ყოველთვის ცდილობს შეისწავლოს, შეიმეცნოს, გაიზიაროს სამყარო, დაამყაროს
კომუნიკაცია და გაუზიაროს შთაბეჭდილებები სხვებს. რაც ეხმარება იმაში, რომ
გვერდი აუაროს ბედის მიერ დაგებულ „ხაფანგებს“, რთულ სიტუაციებს და
გაარჩიოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან, სასარგებლო – უსარგებლოსგან.
არსებითია ის, რომ მან შეინარჩუნოს ობიექტურობა, ეძიოს სიმართლე და
იყოს მიუკერძოებელი, მხოლოდ ამის შემდეგ ინფორმაცია გახდება „ნაყოფიერი მიწა“,
რომელიც შემდგომი საფუძველია ამ ადამიანის კეთილდღეობისთვის. სელენა
ტყუპებში მიუთითებს შუამავლის დადებით კარმაზე.

ადამიანს, ვისი სელენაც იმყოფება ტყუპებში, იხმობს ჰაერის ელემენტი, სიმსუბუქე.


მას სურთ „იფრინოს“ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!
არის გამომგონებლი და უნდა , რომ შექმნას სრულყოფილი სამყარო.
ბუნებით „იკარუსი“, გრძნობს ღია სივრცეებს და აეროდინამიკის კანონებს. ყოველივე
ეს ირეკლავს ველოსიპედისტების, გორგოლაჭების, მატარებლების,
თვითმფრინავების, აეროპლანების, საჰაერო ბურთების, ავტომობილების, იალქნიანი
ნავების, სერფინგისა და ვერტმფრენის მოყვარულის სულს. აღტაცებულია ისეთი
მოწყობილობებით, რომელიც სამყაროს უფრო ლამაზს, მსუბუქს და სწრაფს ხდის.

შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეს ჩიტების მიმართ, კარგად ესმის მათი.


ადამიანი, ვისი სელენაც ტყუპებშია, ალამაზებს სამყაროს სიმსუბუქით და თავისი
არსებობით იძლევა საშუალებას გამოჩნდეს ახალი პერსპექტივები. მისთვის საპატიოა
– თუნდაც ყბედობა და ინფორმაციის გავრცელება – ეს სელენა ტყუპების ნათელი
კარმაა, მას ღმერთისგან აქვთ მიცემული უფლება (კურთხევა), აზრის დამახინჯების
გარეშე გაავრცელოს ინფორმაცია. სელენა ტყუპების სფეროებია: ფოსტა,
ტელეკომუნიკაცია, ჟურნალისტიკა, გზები, სხვადასხვაგვარი კავშირები,
ინფორმაციის გადაცემა, კომუნიკაცია, შუამავლობა, ვაჭრობა, დაწყებითი განათლება
და უბრალოდ დაუძლეველი ცნობისმოყვარეობა. ეს ადამიანი დაკარგავს სელენას
დაცვას თუ: არ უფრთხილდება სიმართლეს, ამახინჯებს ინფორმაციას, იძლევა ყალბ
დაპირებებს ან ფიცს, არღვევს შეთანხმებას ან ავსიტყვაა.

აუცილებელია განავითაროს რაციონალური აზროვნება, ლოგიკა, ანალიზის უნარი,


გააგრძელოს მოსწავლის პოზიციაში ყოფნა და არ გადაიქცს მასწავლებლად. სელენა
ტყუპებისთვის შესაფერისი საქმიანობაა: კურიერის, ფოსტალიონის, მეცნიერის,
ჟურნალისტის, მფრინავის, პედაგოგის, ლინგვისტის, თარჯიმნისა და ვაჭრის
პროფესიები. ასევე, ხელოსნობა, მკითხაობა, ინფორმატიკა, მათემატიკური თეორიები,
ჰომეოპათია. თუ ინტელექტი საკმაოდ განვითარებული აქვს, ჰყოფნის სიბრძნე, რომ
არ გაღმერთოს ციფრები და არ გახდეს თაღლითი. განსაკუთრებით საფრთხილოა არ
გადავიდეს უკიდურესობებში, რადგან ეს გამოხატავს ლილიტის (შავი მთვარის)
თვისებებს.

სუფთა ჰაერი და ნიავი სიამოვნებას მიანიჭებს და დახმარებას გაუწევს. მათ, ვისაც


ძლიერი სელენა აქვს, არაა გასაკვირი სადმე მაღალ ადგილზე ცხოვრების სურვილი
გაუჩნდეს, შეიძლება ხეზეც კი, ან თუნდაც უბრალოდ მოუნდეს ხეზე აძვრეს და
ქანაობა დაიწყოს. ღია ლურჯი, ყვითელი, თეთრი, ღია მწვანე, ნარინჯისფერი,
გამჭვირვალე ტონალობის სხვადასხვანაირი კომბინაცია და მსუბუქი ფორმები
აირეკლავენ სელენას ტყუპებში (ანუ მათზე დადებითად მოქმედებს). მერკური -
ტყუპების მმართველი პლანეტაა. ამის გამო სელენა ტყუპები ახდენს მერკურის
პოტენციალის კონტროლს.

სელენა ტყუპებს შეესაბამება: ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, კვიპროსი


და სომხეთი.

სელენა (თეთრი მთვარე) XII სახლში

XII სახლის დახასიათება - ბედის გამოცდები, ფარული მტრები, ძალადობა და იძულება,


უბედური შემთხვევები და იზოლაცია, შეზღუდვები, არაცნობიერი ''მე''.

დადებითი მხარე - გაძლევთ უდიდეს შინაგან ძალას და სინათლეს, ძლიერ ინტუიციას,


რომელიც გიცავთ საფრთხისაგან.

უარყოფითი მხარე - არანაირი ფარული მიზნები არ სრულდება. არ იძლევა


განმარტოვების საშუალებას.

საშუალოდ განვითარების შემთხვევაში - გარიდებთ ბევრ ფარულ დაბრკოლებებს და


ბარიერებს. თქვენი ფარული მტრები ხდება თქვენთვის ადვილად დასანახი, რაც
იძლევა თავდაცვის საშუალებას.

მზე კირჩხიბში

ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი. ძლიერი კავშირი სამშობლოსთან,


წინაპრებებან და სახლთან.

ძირითადი პრინციპი - დაცულობის შექმნა. კირჩხიბის სამყარო - ეს ემოციურად


გამდიდრებული ადამიანური ურთიერთობებია. კიჩხიბი ზემგრძნობიარეა და მუდამ
დაუცველად გრძნობს თავს, სწორედ ეს აიძულებს მას მიეჯაჭვოს ოჯახს, სამშობლოს,
დედას, პარტნიორს. ახასიათებს ხასიათის ხშირი ცვალებადობა, რაც მის
გარშემომყოფებზეც მოქმდებს. ახასიათებს ხანმოკლე დეპრესიაებიც, ისიც მხოლოდ
იმიტომ რომ ყურადღება მიიქციოს. ადვილად ადტირდება სიტუაციებში. გარედან
ყოველთვის ფსიქოლოგიურად სუსტი და სხვაზე დამოკიდებული ჩანს, შინაგანად კი
ძალიან ძლიერი და გამძლეა. უყვარს საკუთარი თავის შებრალება. უყვარს შექებაც,
მაგრამ გულწრფელი, რადგან სიყალბეს უცებ გრძნობს. აქვს პატიების უნარი,
განსაკუთრებით სუბიექტური მათადმი ვინც ძალინ უყვარს. მისთვის მთვარი
პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, ის ყველაზე დაცულად თავს სახლში გრძნობს, სადაც
ემოციონალურად გაწონასწორებულია. მზე კირჩხიბი ძალიან დაკვირვებულია,
იმახსოვრებს ყველა დეტალს, სახეებს, კარგი მეხსიარება აქვს, განსაკუთრებით ეს
ვლინდება ემოციურად გადატანილ ვითარებებზე. კირჩხიბებს არ უყვართ
ხალხმრავლობა, ხასითდებიან ჩაკეტილობით.

ბედნიერებისთვის კირჩხიბს ჭირდება უაფრთხოების შეგრძნება, სახლი და ძვირფასი


ადამინები, რომლებიც მუდამ მის ირგვლივ იქნებიან. მისთვის დამახასითებელია
„კოლექციონერობაც“ : პატარა სუვენირიები მოგაზურობებიდან, შეხვედრებიდან
წამოღებული ერთჯერადი ყავის ჩხირი ან ნებისმიერი საგანი, რათა შემდეგ მუდამ
შეეძლოს იმ ემოციონალური შთაბეჭდილებების მიღება, რაც წარსულში განიცადა.

ქალი კირჩხიბები ოჯახის ლიდერები არიან, მამაკაცებიც აქტიურად მონაწილეობენ


საოჯახო საქმეებში, მაგრამ ძალიან ახირებულები არიან. მალავენ შემოსავლის
ოდენობას, უყვართ მალულად ფულის დაგროვება, ცრუმორწმუნენბი არიან.
ძირითადად კირჩხიბების მთვარი ცხოვრებისერული იარაღი ძლიერი ინტუიციაა.

მზე I სახლში

I სახლის დახასიათება - ინდივიდუალური ''მე''. ცხოვრება. ქმედებები. წამოწყებები.


გარეგნობა.

დადებით შემთხვევაში - ადამიანი მთელი ცხოვრება პირადი პრობლემებით იქნება


დაკავებული. ყოველთვის მასობრივი ყურადღების ცენტრშია. ენერგიულია,
მოხერხებული, სიტყვაუხვი, ამაყი. ამომავალი მზე განსაკუთრებულად ბრწყინავს და
ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა. უზარმაზარი სასიცოცხლო
თავადაჯერებულობასა და სასიცოცხლო ძალებს ფლობს, რომლის კონცენტრაციაც
სწარაფად და უპრობლემოდ შეუძლია. ყოველთვის პირველობისკენ ისწრაფვის.
თავისით უმკლავდება სხვადასხვა დაავადებებსა და უქეიფო განწყობას.

უარყოფით შემთხვევაში - ინდივიდუალისტი, ნარცისი, შურიანი. ყოველთვის


აღიარებას ეძებს. გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ ძალებსა და უნარებზე.
არაღიარებული გენიოსი, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი ნიჭის გახსნა. დიდ
შემოქმედებით აფეთქებისას „იწვება“, რასაც ლოგიკურად მოსდევს სრული
უძლურება.

მთვარე ქალწულში

აქ მთვარე იმყოფება მერკურთან და პროზერპინასთან სტუმრად, მიწის სტიქიის


ნიშანში. ამიტომაც მთვარე ქალწულში იძლევა გაუცნობიერებელ განწყობას
წვრილმანებზე, ზიზღიანობას, ასკეტიზმისკენ ლტოლვას. ჩვეულებრივ, მთვარის
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი ძალიან კარგად აღიქვამს წვრილმანებს და
შეუძლია მათი მნიშვნელობის გაგება. ხშირად, პირველივე შეხედვისას სიტუაციებში
ზუსტად ხედავს ყველა დეტალს და ამიტომაც ნებისმიერ მცირე შეუსაბამობაზე
საკმაოდ ძლიერი რეაგირება შეუძლია. მთვარით ქალწულში ადამიანებს შორის
მრავალი დიდებული მაძებარი, გამომძიებელი, იმ სფეროებში მოღვაწე მეცნიერია,
სადაც ძალიან ბევრი სახლაფორთო გაზომვებია საჭირო და ითხოვს დიდ სიზუსტეს,
ისინი ძალიან კარგი პროგრამისტები არიან. ამასთანავე, ეს, როგორც ჩანს,
ჩვეულებრივ, გაუცნობიერებლად, თავისთავად გამოსდით. მთვარის ასეთმა
მდებარეობამ შეიძლება ადამიანს მისცეს დიაგნოსტირებისა და სამედიცინო
უნარებიც. მისი აღმქმელობა, ალბათ, პრინციპში, დაშლილია, ანუ ის, როგორც წესი,
მთელ სიტუაციას მთლიანად აღიქვამს, ხოლო ხედავს მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს.
ცუდ შემთხვევაში „ხეების მიღმა ტყეს ვერ ამჩნევს“, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში,
ზუსტადაც დეტალების მიღმა გრძნობს მთლიან სიტუაციას: ქალწულისთვის
თითოეულ დეტალში აისახება მთლიანი სიტუცია. ჩინეთში არის ასეთი ანდაზა: „თუ
ყველაზე პატარა ეშმაკუნას კუდით დაიჭერ, მაშინ გაიგებ, სად იმალება ყველაზე
დიდი ეშმაკი“.

ნებისმიერ შემთხვევაში, მთვარე ქალწულში ამ ადამიანისთვის ქმნის განასაზღვრულ


წარმოებულობას, პედანტიზმს და საგნების გაუცნობიერებლად ფხიზელ ხედვას.
როგორც ჩანს, ის საკუთარ თავს გაუცნობირებლად შეიგრძნობს როგორც ამ სამყაროში
პატარა დეტალს, საკუთარ თავს აღიქვამს დიდ მექანიზმში პატარა ბორბლად.
შესაძლებელია, აცნობიერებდეს, რომ ეს “პატარა ბირბალი” უნდა მუშაობდეს კარგად,
რათა კარგად იმუშაოს მთლიანმა დიდმა მექანიზმაც, რომ თითოეული ადამიანი უნდა
იყოს თავის ადგილზე და ზუსტად შეასრულოს საკუთარი მოვალეობა. ამიტომაც
საუკეთესო შემთხვევაში, ის გამოირჩევა მოვალეობის გრძნობით, ხოლო ცუდ
შემთხვევაში, შესაძლებელია მიდრეკილება ჰქონდეს მორჩილებისკენ.

როგორც წესი, მას არ უყვარს საკუთარი შინაგანი სამყაროს ჩვენება, მთელ რიგ
შემთხვევებში გამოირჩევა სიმორცხვითა და შებოჭილობით.

სამედიცინო უკუჩვენებები. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანს ძირითად დაუცველი


აქვს წვრილი და მსხვილი ნაწლავები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (გარდა სწორი
ნაწლავისა). მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი დაავადებებია _ კოლიტი, ენტერიტი,
დიზენტერია, გაუვალობა, აპენდიციტი (ბრმა ნაწლავი). ამიტომაც ასეთ ადამიანს
განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სჭირდება დიეტის დაცვის საკითხებზე.

ქალწულის ნიშანში ტრანზიტული მთვარის გავლისას სახიფათოა მუცლის არეში


ოპერაციები. თუ ამ დროს აპენდიციტის ოპერაცია გაკეთდება, მაშინ გართულებების
და ქსოვილების შეხორცების სირთულეების ალბათობაა. იყო შემთხვევები, როდესაც
მუცლის არეში ოპერაცია ფატალურად დასრულებულა. რეკომენდირებულია
შიმშილობა, მაგრამ მხოლოდ მთვარის პირველ დღეებში. საჭიროა შიმშილობისთვის
დღის და მთვარის ფაზის ინდივიდუალი შერჩევა. საერთოდ, შიმშილობა
რეკომენდირებულია მთვარის ფაზის მხოლოდ ერთ დღეს, ანუ დაახლოებით თვეში
ერთხელ.

მთვარე ქალწულის შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩატარდეს სისხლისა და ღვიძლის


გამწმენდი პროცედურები, ასევე, კანის დაავადებების მკურნალობა. ეს ტრანზიტი
ძალიან უხდება კოსმეტიკურ პროცედურებსა და პლასტიკურ ოპერაციებს.

მთვარე III სახლში

III სახლის დახასიათება - უახლოესი გარემოცვა: დედმამიშვილები, მეზობლები,


კოლეგები. შემეცნება. გადაადგილება. ცვლილებები. თვითგანათლება და დაწყებითი
განათლება.

დადებითი ტენდენციები - ბევრი ემოციური კონტაქტი,კომუნიკაბელური ადამიანია,


კარგად ითვისებს სხვების აზრებსა და შეხედულებებს, ახალ ინფორმაციას. არ უყვარს
ერთფეროვნება. ყველაფერი, რასაც აღიქვამს, წარმოსახვით იფერება. მგრძნობიარეა
კონტაქტების მიმართ და კარგად ეხერხება ამ კავშირებისგან სარგებლის გამორჩენა,
პლაგიატის დონემდე. დადებით გავლენას ახდენენ ნათესავები.
უარყოფითი ტენდენციები - ნათესავების უარყოფითი გავლენა, უახლოესი
ნათესავები ხელს უშლიან. ბევრი ემოციური ცრურწმენა, რაც მძიმედ მოქმედებს
ადამიანზე. იღლება ცხოვრებისეული ქაოსისგან. განურჩევლობა და
უწესრიგობა კონტაქტებში.

მთვარე III სახლში, აქცენტს აკეთებს ურთიერთობებზე. მოთხოვნილება აქვს იყოს


შუამავალი, საკუთარი უნარების რეალიზება მოახდინოს სხვისი დარწმუნების და
რეკლამირების კუთხით. სურვილი აქვს შეაგროვოს ინფორმაცია, გაუზიაროს სხვებს
და დაამყაროს უკუკავშირი.

მერკური კირჩხიბში

მერკური კირჩხიბის ნიშანში ადამიანს აძლევს სახეობრივ და ასოციაციურ


აზროვნებას, მითოლოგიურისასაც კი, იმიტომ რომ კირჩხიბი – ეს წყლის ნიშანია.
მაგრამ ზუსტად ამიტომაც შესაძლებელია, ხანდახან ადამიანისთვის ლოგიკური
რგოლების შეკვრა ცოტათი რთული იყოს. ამ მიზეზით შეიძლება კოსმოგრამაში
მკვეთრად გამოხატული მიწის სტიქიის ადამიანებთან ურთიერთობისას პრობლემები
წარმოიშვას, ანუ მათ (მიწის ნიშნის გავლენიან ადამიანებს) ახასიათებთ ზუსტი
ლოგიკა და თანმიმდევული ლოგიკური კავშირები. თუმცა ამავე ადამიანებს საკმაოდ
ურთულდებათ იმის დანახვა, თუ რა რისგან გამომდინარეობს, ხოლო კირჩხიბის
გავლენის მქონე მერკურ-ადამიანებს შესანიშნავად გამოსდით გამოუმჟღავნებელი,
სიღრმისეული, ასოციაციური კავშირების აღქმა, ანუ, იმის დანახვა, რაც ზედაპირზე
ჯერ კიდევ არ ამოსულა; რადგან მერკური იმყოფება მთვარესთან სტუმრად, ხოლო
მთვარე უთითებს დაფარულ პროცესებზე, ამის მეოხებით ამ ადამიანებს ეძლევათ
ნივთების შინაგანი კავშირების აღქმის შესაძლებლობა.

მერკურის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღრმა და ძალიან


კარგი მახსოვრობა, შესაძლებელია, აზროვნების გამჭრიახობა, კარგი წარმოსახვა და
მეოცნებეობა, ხანდახან ნებისმიერი საიდუმლოს გახსნის (განაკუთრებით წარსულის
საიდუმლოებების) ინტელექტუალური გემოვნება. როგორც წესი, ამ ადამიანების
განმასხვავებელი ნიშანია გამოკვეთილი მისწრაფება იპოვონ ნებისმიერი იდეისა და
წყაროს წარმოშობის საფუძველი, იმიტომ, რომ მათი გონება ძალიან მიჯაჭვულია
წარსულზე. მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მიღებული ინფორმაციის წყარო.

ჩვეულებრივ ორიენტირებულნი არიან ავტორიტეტებსა და ტრადიციებზე, და


ზუსტად ამის გამოა, რომ თუნდაც ყველაზე სულელურ აზრს გაიზიარებენ და
მიიღებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორიტეტმა ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი
პოზიცია ანდა ეს აზრი წაკითხული აქვთ სოლიდურ წიგნში. ამ შემთხვევაში ისინი
ეცდებიან საკუთარი ინტელექტუალური სისტემები და მიდგომები ამ იდეაზე
მიმართონ. როგორც წესი, ზუსტად ამ ავტორიტეტული წყაროების გამო ინფორმაციას
დიდ ყურადღებას უთმობენ და შეუძლიათ სხვა აზრები, იდეებით თუ შეხედულებები
საერთოდ უარყონ.

მათ აზროვნებაში დიდ როლს ითამაშებენ ქვეცნობიერი პროცესები. ხანდახან ისინი


სუფთა ინტუიციურად შეძლებელენ იმის განსხვავებას, რომელი ინფორმაციაა
მართალი, სწორი და რომელი ტყუილი, მცდარი, მაგრამ ამის ახსნას ტყუილად
შეეცდებიან. მაგალითად, იმ ადამიანს რომლის კოსმოგრამაშიც მიწის ნიშანია
წამყვანი, მერკური-კირჩხიბის „ჩვეულებრივი“ საბუთები, „მტკიცებულებები“
შეიძლება სისულელურად და ალოგიკურად მოეჩვენოს. საერთოდ, ალბათ, ამის
გამოცაა, რომ გაგების მხრივ ურთიერთობაში ხშირად წარმოეშვებათ პრობლემები.

შესაძლებელია, მათი მეტყველება ხანდახან მოკლებული იყოს თანმიმდევრულობას,


ანუ მათ აქვთ ასოციაციური კავშირების „ლოგიკა“, რომელიც გარდა „წყლის“
ნიშნებისა თითქმის არავის ესმის. თუ ისინი არ იმუშავებენ საკუთარ თავზე, საკუთარ
მეტყველებაზე, მაშინ მათი გაგება ძალიან რთული იქნება: მერკურის მეტყველება
კირჩხიბის ნიშანში საკმაოდ გაურკვეველია. ხოლო თუ მერკური ამავდროს იმყოფება
მზისგან მოშორებით, მეტყველება შეიძლება საერთოდ გადაიქცეს გაუგებარ
ბლუყუნად.

ამ ადამიანებს ურთიერთობაში წარმოეშვებათ კიდევ სხვა მრავალი პრობლემა,


რამდენადაც ისინი მგრძნობიარენი, შეშფოთებულნი, განგაშით შეპყრობილნი არიან
და საჭიროებენ მხარდაჭერას. როცა საუბრობენ, თითქოსდა აკვირდებიან
თანამოსაუბრეს, ეძებენ დადასტურებას, გამხნევებას სიტყვებით, მიმიკით ანდა
შეხედვით. თუ ამას ვერ იღებენ, მაშინ, დიდი ალბათობაა, დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ
რასაც ამბობენ, ამბობენ არასწორად ანდა აწყენინეს თანამოსაუბრეს.

მერკური მთვარესთან სტუმრად ასევე უთითებს იმაზეც, რომ მათ სწრაფი, ფაქიზი,
თითქმის წამიერი რეაქცია აქვთ გარემოების ცვლილებაზე. თუ, მაგალითად, მათი
თანამოსაუბრე „ქვის“ ადამიანია, რომელსაც არაფერი ესახება სახეზე, იგი რამდენიმე
ხნის შემდეგ იწყებს ნერვიულობას, ამასთან საკმაოდ გამოხატულად. იმისთვის, რომ
მათთან ახლო ურთიერთობა დამყარდეს, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ დაცულნი,
უსაფრთხოდ არიან და მათი აზრები მისაღებია. თუ ეს ასე არაა, მაშინ საკუთარ თავში
ჩაიკეტებიან და ეცდებიან გაექცნენ ურთიერთობას.

ცუდ შემთხვევაში, შეიძლება ასოციალურნიც კი იყვნენ, თითქმის სიღრმისეული


ფსიქიკური გადახრები ჰქოდნეთ, მაგალითად ნევროზულობა. მხოლოდ ერთია,
ადამიანებთან ურთიერთობას მხოლოდ მაშინ გაექცევიან, თუ დიდი ტრავმა აქვთ
მიღებული.

სამაგიეროდ თანამოსაუბრის ფსიქიკური მდგომარეობის მიმართ ძალიან


ყურადღებიანები არიან და ავლენენ თანამოსაუბრის შინაგანი სამყაროსადმი
ინტერესს. ალბათ, ურთიერთობაში საერთო განცდების ტენდენცია იქნება, რაც
დამოკიდებულია მიმართულების კულტურაზე (მაგალითად, შეუძლიათ
მეგობრებთან ერთად მოუსმინონ მუსიკას). ამ განცდების საფუძველზე კი შეიძლება
რაღაც თქვან და ამ სახით უზრუნველყონ ურთიერთგაგება ემოციურ დონეზე. თუ
ასეთი საერთო განცდები არ არსებობს, მაშინ შეიძლება არცთუეფექტური იყოს
ადამიანებთან ურთიერთობა.

როგორც წესი, ისინი კრიტიკის სწორად აღქმელნი არიან, მაგრამ შეიძლება


ახასიათებდეთ გაფანტულობა, “წყენიები” არიან და ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის)
იციან წყენის დამახსოვრება (გულღრძონები არიან).
მერკური I სახლში

I სახლის დახასითება - ინდივიდუალური ''მე''. ცხოვრება. ქმედებები. წამოწყებები.


გარეგნობა.

მერკურის ეს მდებარეობა, განსაკუთრებით ძლიერი მერკურის დროს, იძლევა


უდიდეს კომბინატორს. პიროვნება აქტიურია; ამ ადამიანისთვის სიტყვები დიდ
როლს თამაშობენ; მის მეტყველებას ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს (თუ მარსი
ძალიან სუსტი არაა), მაგრამ ამ შემთხვევაში, ადამიანის მიერ ტრანსლირებული
ინფორმაცია მოცულობითია და თვითშეფასებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მერკურის დამუშავება იძლევა უდიდეს მაგიურ და ჰიპნოზურ უნარებს, პიროვნების


უდიდეს ძალას; თუ მაინცდამაინც, ადამიანის ენერგეტიკა მთლიანობაში სუსტია,
ადვილად ექვემდებარება მანიპულაციებს. უდიდესი მიდრეკილება აქვს შინაგანი და
გარეგანი სამყაროს ლოგიკური ანალიზისკენ და შინაგანი დამახინჯების გამო (ასევე
მენტალური მოდელების სიუხეშის შედეგად) თვითმოტყუებისკენ.

საერთოდ, ადამიანი საკუთარ თავს ძალიან ჭკვიანად თვლის და სხვებს ამ


კრიტერიუმით აფასებს. საჭიროა ისწავლოს თვითგამოხატვა და აღქმა არამარტო
რაციონალურ კეტეგორიებში, არამედ იმ პლანეტის პრინციპის მიზიდვითაც,
რომელსაც მერკურთან, მეტ-ნაკლებად ზუსტი, მაჟორული ასპექტი აქვს (თუნდაც ეს
იყოს კვადრატი), ასევე, თუ სხვა პლანეტები და/ან ასპექტები პირველ სახლშია, მათი
პრიციპების დამუშავებითაც. მაგრამ უფრო მეტად, პიროვნება ძალიან აქტიურია, და
საჭიროა ისწავლოს იბიექტურად და ყურადღებით გარესამყაროს (ასევე, ამ სამყაროში
არსებული ყველა საგნის, ნივთისა თუ ენერგიის) აღქმა, არ მოექცეს ხიბლის ქვეშ და არ
გამოიყენოს მისთვის უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო, სოციუმის მიერ
დაშტამპული მენტალური სქემები და კლიშეები.

ვენერა ტყუპებში

ქალბატონები ვისი ვენერაც ტყუპებში დგას საკმაოდ ზედაპირულები არიან პირად


ურთიერთობებში და მათი გრძნობები არ არის ღრმა. მათთვის ძალიან
მნიშვნელოვანია კომუნიკაციები, უყვარს ფლირტი და მამაკაცებზე ახდენენ კარგ
შთაბეჭდილებას. ასეთ ქალბატონებს შეუძლიათ ეფლირტავონ მამაკაცებს საქმიან
ურთიერთობებშიც კი საკუთარი სარგებელის მიისაღწევად. არ არის გამორიცხული
მათი მხრიდან ღალატი, რადგან მათ ყოველთვის სურს ახალი გამოცდილების მიღება,
და მოსწონს სხვადასხვა ტიპაჟ ადამიანებთან უერტიერთობა. ასეთი ქალბატონები
არიან ცნობისმოყვარეები ურთიერთობების სფეროში, მთავარია, მამაკაცი იყოს
მხიარული, კონტაქტი, აქტიური და არ დატვიროს პრობლემები. ასეთი ქალბატონები,
ხშირად არიან მხიარულები, სიცოცხლის მოყვარულები, მაგრამ ასევე როგორც
ბავშვები - უპასუხისმგებლოები ურთიერთობების და სიყვარულის თვალსაზრისით.
ასეთი ადამიანები არიან გახსნილები, მაგრამ მერკური მათ ტვირთავს
„თავისებურობით“ და ამიტომაც შესაძლოა ამის გამო არ მოსწონდეთ ბოლომდე
სიმართლის საუბარი.
ვენერა XII სახლში

XII სახლის დახასიათება - ბედის გამოცდები, ფარული მტრები, ძალადობა და იძულება,


უბედური შემთხვევები და იზოლაცია, შეზღუდვები, არაცნობიერი ''მე''.

დადებით შემთხვევაში - უმაღლესი რომანტიული სიყვარული. სიყვარული


საიდუმლოებებისადმი. გასაიდუმლოებული სასიყვარულო კავშირები -
მოხერხებულად იცავს საკუთარ ურთიერთობებს გარეშე “კეთილისმსურველებისგან”.
მგრძნობიარე და თანამგრძნობი. უყვარს ბუნება, განმარტოება. მოსწონს ჩაკეტილი
ცხოვრება, განმარტოებული თავს უკეთესად გრძნობს. ფარული მხარდაჭერა და
ფარული შემოსავლები.

უარყოფით შემთხვევაში - იმედგაცრუება სიყვარულში, სიმორცხვე ურთიერთობებში.


მარტოობა, ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ტყუილი ან ღალატი მეუღლის მხრიდან.

მარსი თევზებში

ადამიანები მარსით მოძრავ, სხვადასხვა მიმართულების მქონე თევზების ზოდიაქოში


ფლობენ მეტად განვითარებული ემპათიას და ინტუიციას, მათი მთავარი პრობლემა
იმაშია, რომ არ შეუძლიათ განსაზღვრონ რისი მიღწევა სურთ. მიზნებზე რომლებსაც
ისახავენ ისინი, აუცილებლად ტოვებს კვალს მათი იდეალები და ძნელად აღსაქმელი,
მათი ცხოვრებისეული დანიშნულება, თუმცა ამ სუბიექტური ზემოქმედების აღქმა
ხშირად გაუცნობიერებელია მათი მხრიდან. გარდა ამისა თვითდამკვიდრების
პლანეტის მდებარეობა ასეთ მგრძნობიარე და თანაგრძნობის უნარის მქონე ნიშანში
გვიჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანში შერწყმულია ზომიერი ძალა, თვითდამკვიდრება
კეთილგანწყობით და თანაგრძნობით აღქმა იმისა, თუ როგორ იღებენ
გარშემომყოფები მის საქციელს. ჩვეულებრივ, ისინი ბოლომდე იხარჯებიან საქმეში,
არ ითხოვენ მათი დამსახურების არანაირ აღიარებას. მარსი თევზების
არამომაბეზრებელი საქციელი და განდეგილობა როგორც ქცევის წესი ძალიან დიდი
იშვიათობაა დღევანდელ ცხოვრებაში, თუმცა ეს გადაჭარბებული სიმორცხვე
შეიძლება გახდეს მათი წაუმატებლობის მიზეზი პროფესიულ საქმიანობაში.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ნებისმიერი პლანეტის აღქმისთვის თევზის ნიშანში,


არის მიდრეკილება გაექცნენ ყოველდღიურობას, მოსაწყენ და დამთრგუნველ
რეალობას. გაქცევის ამ ძლიერი ტენდენციას, ვხედავთ სხვადასხვა ფორმით მარს
თევზებშიც. ეს შეიძლება აისახოს ისეთ სფეროებში როგორიცაა სიყვარული,
რომანტიკა და სექსი. ან ამ განცდებთან დაკავშირებულ ფანტაზიებში. სხვა მხრივ ეს
ვლინდება ხელოვნებაში ან სულიერ მიდრეკილებებში. ძალიან ბევრი
დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, რომელიც ძლიერად გამოკვეთილია პირად
ჰოროსკოპში. ამის გამო მარსი თევზების ცალკე განზოგადება რთულია.

ადამიანები ვის პირად რუქაშიც მარსი იკავებს ასეთ მდებარეობას, შეუძლიათ


დაგმუხტონ ენერგიით ან პირიქით შთანთქან ის, მიუძღვნან თავი ალტრუისტულ
მსახურებას, კეთილშობილ იდეალებს ან გაექცნენ რეალობას. მიეჩვიონ ალკოჰოლსა
და ნარკოტიკებს. ისინი კონცენტრირებული არიან მაღალ იდეალებზე. ზოგიც
ხარჯავს თავის ძალას საერთოდ არაპროდუქტიულ საქმიანობაზე. ინდივიდები
მარსით თევზები ხშირად ძალიან ემოციურები არიან (თუმცა ეხერხებათ ამის კარგად
დამალვა, განსაკუთრებით მამაკაცებს) ბევრ მათგანს კარგად გამოსდის ადამიანების
მკურნალობა და საქველმოქმედო საქმიანობა. თუმცა, ითვლება, რომ არ ჰყოფნით
ფიზიკური ენერგია, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ენერგეტიკული დონე
ძლიერ ცვალებადია. ამასთან უნდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი
დამოკიდებულია იმაზე მარსის ეს პოზიცია როგორ ერგება პირადი ჰოროსკოპის სხვა
ფაქტორებს.

მარსი თევზების არსი

 თავს ავლენენ როგორც იდეალისტი, კეთილგანწყობილი და სასიამოვნო


ადამიანები ნებისმიერ ურთიერთობებში.
 ინდივიდუალურობა და ნებისყოფა შელამაზებულია აღქმის უნარით და სხვა
ადამიანების მიმართ თანაგრძნობით. საკუთარი სურვილების ასრულებას
ცდილობენ ძალიან ფაქიზად, ინტუიციის დახმარებით და პრინციპების დაცვით.
 ფიზიკურ ენერგიის დონეზე და სექსუალური მიზიდულობაზე ყოველთვის დიდ
გავლენას ახდენს მათი ოცნებები, განწყობა და ემოციები. თვითდამკვიდრების
სურვილი და გაბედულებას ხელს უშლის ემოციური დაუცველობა.

ქალებიც და მამაკაცებიც მარსით თევზები, გამოირჩევიან დიდი სიფრთხილით და


ხშირად აქვთ გარკვეული შიშები მოქმედებისას. რადგან არ არიან დარწმუნებული
საკუთარ თავში და ხშირად საკუთარ სურვილებშიც. ნებისმიერ ახლა ინიციატივას,
მათ შორის ურთიერთობებს უდგებიან ძალიან ფრთხილად, ინტუიციით, ფაქიზად.
ჯერ სინჯავენ ნიადაგს და ცდილობენ იგრძნონ სხვა ადამიანის რეაქცია. მათთვის
ბუნებრივად თანდაყოლილია იარონ დასახული მიზნებისკენ შემოვლითი გზებით,
რომ აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ რისკს და ემოციურ ტრავმებს.

პოტენციური პარტნიორის შეფასებისას, სანამ გულს გადაუშლიან მას, ცდილობენ


დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ გულისხმიერი და შეგნებულია. მარსი
თევზები გამოირჩევა ძალიან დიდი მგრძნობიარობით (მაგრამ არა სექსუალურობით)
და უფრო მეტად ინტერესდებიან რომანტიული, ვიდრე ფიზიკური ვნებებით. ისინი
გამორჩეულად რომანტიულები არიან და ძალიან უყვართ ფანტაზიორობა. ზოგჯერ
ისეთ დონემდე, რომ ცხოვრობენ რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე. ან
გარდასახავენ საკუთარ ფანტაზიებს შემოქმედებით ფორმებში სხვადასხვა სახის
ხელოვნებისა და ლიტერატურის სახეობებში .

ადრეული ასაკიდანვე აღიქვამენ საკუთარ ჰიპერმგრძნობიარობას და დაუცველობას.


ფაქიზად გრძნობენ ემოციურ მოთხოვნილებებს და სხვა ადამიანებს. მარსი თევზები
მიეკუთვნება მარსის ყველაზე ნაკლებ აგრესიულ მდებარეობას. ამ ინდივიდებისთვის
დამახასიათებელია საკუთარი სურვილების შენიღბვა, ან საუბრობენ იმდენად
შეუმჩნევლად და წყნარად რომ მათი არავის არ ესმის, რის გამოც ისინი შეიძლება
გაბრაზდნენ და განაწყენდნენ, რადგან არავინ არ აქცევს ყურადღებას მათ სურვილებსა
და მოთხოვნილებებს.

ქალებმა მარსით თევზებმა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არასოდეს არ იციან


ზუსტად რა უნდათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სექსშიც. სურვილი
აქვთ ყველას მოსწონდეთ, ამიტომ ამჯობინებენ არაფერი თქვან საკუთარი
სურვილების და გრძნობების შესახებ. თუმცა ზუსტად იმის გამო, რომ მათი იდეები
რომლებსაც არავერბალურად შთააგონებენ სხვა ადამიანს რჩება გაურკვეველი და ეს
ქალბატონები აღმოჩნდებიან მათთვის არასასიამოვნო სიტუაციებში.

ისინი უფრო მეტს ფიქრობენ ინტიმური ურთიერთობის ემოციურ მხარეზე ვიდრე


ფიზიკურ ასპექტზე, მათ სურთ იგრძნონ სიახლოვე პარტნიორთან, დაინახონ, რომ მათ
აფასებენ. თავადაც ყველანაირად ცდილობენ დაუმტკიცონ პარტნიორს ერთგულება
და იზრუნომ მასზე. რადგან არ არიან დარწმუნებული საკუთარ სექსუალურ
მიმზიდველობაში, ეს ხშირად ვლინდება უხერხულობით სექსუალური
თვითგამოხატვის დროს, მიუხედავად იმისა როგორც არ უნდა ცდილობდნენ
მოაწონონ თავი ან ასიამოვნონ მამაკაცს. ამ ქალბატონებს იზიდავთ ისეთი ძლიერი
სქესის წარმომადგენლები რომლებსაც აქვთ დომინანტის მახასიათებლები (სულიერი
ორიენტაცია, შემოქმედებითი უნარები, მუსიკალური სმენა, მეოცნებეობა,
იდეალიზმი). უცნაური შეიძლება ჩანდეს ის გარემოება, რომ მამაკაცებში მოსწონთ
წინააღმდეგობრივი თვისებები, მათ მოსწონთ უბედური მამაკაცები, დამოკიდებული
და ამავდროულად ვისაც შეუძლია თანაგრძნობა, თავგანწირვა და ამასთან საკამოდ
ძლიერები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი სიყვარული. ამ გაორებას ხშირად ისინი
მიჰყავს იმედგაცრუებამდე. როცა ყველაფერი წარმატებით ლაგდება, ეს ქალები
ნამდვილ ნეტარებას განიცდიან .

მარსი IX სახლში

IX სახლის დახასიათება - ურთიერთობები უცხოელებთან, მოგზაურობა, ემიგრაცია,


სულიერება და მსოფლმხედველობა, აბსტრაქტული აზროვნება, ფილოსოფია და
რელიგიურობა, მორალი და ეთიკა, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. საბუთები.
არაოფიციალური სექსუალური ურთიერთობები.

დადებით შემთხვევაში —საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს იცავს მგზნებარედ და


აქტიურად. აქტიური მოგზაური, ენერგია და ნება მიმართულია მგზავრობასა და
გადაადგილებაზე. საკუთარი ინიციატივის წყალობით ქმნის კეთილდღეობას და
წარმატებას, მაგრამ უმეტესად სახლიდან (მშობლიური ადგილებიდან ) მოშორებით.

უარყოფით შემთხვევაში — ემიგრაციის ერთერთი მაჩვენებელია: მუდმივი


გადაადგილება, რყევები, არ შეუძლია ერთ ადგილზე ცხოვრება, ხმაური, კამათი
და ხიფათი მგზავრობის დროს, უსიამოვნებები უცხოელებთან ურთიერთობებში.

იუპიტერი ლომში

ზუსტად ასეთი ადამიანები ხშირად საკუთარ თავებს ავტორიტეტებთან აიგივებენ,


მოქმედებენ პრინციპით – “მომწონს – არ მომწონს”. ასეთ ადამიანებს ეყვარებათ
დღესასწაულები, პატივი, წეს-ჩვეულებები, ფუფუნება, აქვე, ასეთი ადამიანი
აუცილებლად შეეცდება ასეთ ღონისძიებებში ცენტრალური ადგილის დაკავებას,
ხოლო უარეს შემთხვევაში აღინიშნება ძალიან დიდი სიამაყის გამოვლინება.

თუ იუპიტერი ვერძში ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, აანალიზებს და კარგად


უფიქრდება, ყველაფერს თავის მეშვეობით “უშვებს”, სამაგიეროდ, იუპიტერი ლომში
ყველაფერს გულზე “ატარებს”, და ცხოვრებაში ძალიან ხშირად არა გონებას, არამედ
გამორჩეულად გრძნობებს ეყრდნობა.

ცუდ შემთხვევაში, თუ იუპიტერი ბოროტია, ადამიანს შესაძლოა ძალიან რთული და


ჭირვეული ხასიათი ჰქონდეს, ალბათობაა, ხასიათში ჰქონდეს კაპრიზულობა და
მომთხოვნელობა. შესაძლებელია გარშემომყოფების თვალში დიდი წონა ჰქონდეს,
მაგრამ ხშირად მიდრეკილია საკუთარი მნიშვნელოვნების გადაჭარბებისკენ.
ხანდახან, შეუძლია საკუთარი თავი სრულიად გააიგივოს ავტორიტეტებთან,
ამასთანავე შესაძლოა უყვარდეს დღესასწაულები, ფუფუნება, წეს-ჩვეულებები,
სამეფო ღირსებები.

ლომში იუპიტერის საუკეთესო თვისებები – ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს გულის,


სულის მეშვეობით იღებს, ნებისმიერ ავტორიტეტს სიყვარულით ამოწმებს, რისი
წყალობითაც შეუძლია მხოლოდ იმ ავტორიტეტს ანდა სწავლებას მიემხროს,
რომელსაც ყველა მხრივ ღირსეულად მიიჩნევს. შესაძლოა, სწავლების მიმართ
საკმაოდ ხისტი მოთხოვნები ჰქონდეს, ამასთანავე უღირს სისტემებს უბრალოდ
უარყოფს.

უეჭველია ასეთ ადამიანს შეიძლება შემოქმედებითი ადამიანი ეწოდოს.

შესაძლებელია მისთვის თვისობრივი იყოს მაქსიმალიზმი საზოგადოებასთან და


ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი ეს მაქსიმალიზმი, რაიმეს
მიმართ ამაღლებული მოთხოვნა, უშუალოდ საკუთრი თავის მიმართ წაყენებული
ამაღლებული მოთხოვნაა, მაქსიმალისტები საკმაოდ შეუბრალებად ეპყრობიან
ზუსტად საკუთარ თავს. მაქსიმალიზმის გარეგნული გამოვლინება – ეს მხოლოდ
შინაგანი სამყაროს პროექციაა გარემომცველ სამყაროზე და ადამიანები, იუპიტერით
ლომში, ჩვეულებრივ, საკუთარი ღირსების დამცირებად თვლიან იმის გამოყენებას,
რაც მათ არ შეესაბამებათ. მაგალითად, შესაძლოა, უპირატესობას ანიჭებდეს იმას, რომ
საერთოდ არ ჰყავდეს არავითარი ავტორიტეტები, ვიდრე ჰყავდეს ცრუ და
შეუფერებლი, უპირატესობას მიანიჭებს საერთოდ არ იმუშაოს, ვიდრე დაკავდეს
იმით, რაც მას არ აწყობს.

ამასთანავე, მას შეუძლია დიდი ხნით ითმინოს, დააგროვოს უკმაყოფილება,


“მინუსები”, ხოლო შემდეგ მოულოდნელად აფეთქდეს (რამეთუ ეს არის უძრავი
ჯვრის ნიშანი) და მაშინ უკვე აღარავის ძალუძს მისი შეჩერება. ამასთანავე, სრულიად
შესაძლებელია, რომ ის იყოს ცეცხლოვანი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი
რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც შეუძლია, შეუძლია გახდეს ექსტრემისტი ანდა
ტერორისტი, ზიანი მიაყენიოს საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ გააკეთოს
თავისებურად, ისე, როგორც მას მოსწონს და როგორც მოცემულ წუთს თვლის
საჭიროდ. ეს უკომპრომისობა, ალბათ, ხშირად ზიანს მიაყენებს, ამიტომ მისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის სწავლა. მისი ნაკლი - ეს ამაღლებული
მიკერძოებულობაა, რადგანაც იუპიტერი ლომის ნიშანში მზეს სტუმრობს, ხოლო
მზე ეს “მე”-ა, და ამიტომაც მუდამ მიკერძოებულია. დამუშავების შეხედულების
წერტილიდან, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიკავოს სრულიად მიუკერძოებელი
პოზიცია.
იუპიტერი III სახლში

III სახლის დახასიათება - უახლოესი გარემოცვა: დედმამიშვილები, მეზობლები,


კოლეგები. შემეცნება. გადაადგილება. ცვლილებები. თვითგანათლება და დაწყებითი
განათლება.

დადებითი ასპექტებისას (+) იძლევა შესაძლებლობას კარგი ინფორმაციის მისაღებად,


გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, ნათესავებთან და
შემთხვევით ნაცნობებთან კონტაქტების მეშვეობით კარგი მდგომარეობის
მისაღწევად. ადამიანი _ საზოგადოებაში გამეფებული იდეოლოგიის მეგზურია,
მისთვის მნიშვნელოვანია მოქცევის ფორმა _ სურს მოახდინოს დადებითი
შთაბეჭდილება და მიზნის მისაღწევად გამოიყენოს საჭირო კონტაქტები. ხანდახან _
საზოგადოებრივი, კონტაქტური ავანტიურისტია, მოულოდნელად ერევა ხალხში.

უარყოფითი ასპექტებისას (-) არასაჭირო, დაქსაქსული სოციალური კონტაქტები,


მოუსვენრობა და უწესრიგობა კავშირებში. ნაცნობების და ნათესავების, ასევე
მგზავრობების, მივლინებების, გადაადგილების გამო პრესტიჟის ვარდნა;
უბედურებები, ფსევდო-მეგობრები (მტრები) ახლო მანძილზე მგზავრობებისას
(გადაადგილებებისას), ორგანიზატორული უნარების უქონლობა, განათლებაში
სისტემები არაა, ვერ იღებს კარგ ინფორმაციას.

სატურნი კირჩხიბში

ადამიანებს, სატურნის ასეთი მდებარეობით, სისტემა, მსოფლმხედველობა


ყოველთვის წარსულზე, ტრადიციებზე ექნებათ დაფუძნებული. სისტემის
ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვობა და მშობლებთან
ურთიერთობა. ამასთანვე, თუ სატურნი ბოროტია, მაშინ მათ მშობლები ბავშვობაში
თრგუნავდნენ; ასევე შესაძლებელია, შემდეგ მთელი ცხოვრება მშობლების
პრობლემების ტვირთის ზიდვით გაგრძელდეს. მართალია, აქ მთლად გასაგებია არაა,
კარმის პირდაპირ გადაცემაზეა საუბარი, თუ ბავშვობაში უშუალოდ ქვეცნობიერ
“ჩანაწერებზე” აგებულ ასეთ ცხოვრებისეულ სცენარებზე, მაგრამ, ასე თუ ისე,
მშობლების პრობლებების ძალიან ძლიერი ანაბეჭდია. მთელ რიგ შემთხვევებში,
მშობლებზე, რაიმე წარსულის სიტუაციებზე დამოკიდებულება მტკივნეული იქნება;
შესაძლებელია, ინფანტილიზმი, დარდი, წუხილი ბავშვობაზე, ძალიან ბევრი
ბავშვობის დროინდელი ინფანტილური კომპლექსი, მარტოობა. ასეთ ადამიანებს,
კომპლექსებთან ბრძოლისთვის სჭირდებათ საკუთარი გვარის (საგვარეულო ხის)
შესწავლა და, ამასთანვე, იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ მათი სისტემა, თავად
არსებობის ღერძი, ეყრდნობა საგვარეულოსთან და მშობლებთან ურთიერთობას.
ამიტომ მშობლებისეული დაპროგრამების გავლენა მათზე ძალიან მნიშვნელოვნია.

თუ სატურნი კირჩხიბშია, მაშინ შეიძლება გამოვლინდეს ის კომპლექსები, რომლებიც


წარმოიშვება, როგორც უწყვეტ (მომავალი) თაობასა და წინაპრებთან კავშირის
გაწყვეტაზე რეაქცია. გარდა ამისა, ამ ადამიანმა შეიძლება განიცადოს წარსულზე
მტკივნეული დამოკიდებულება, მოგონებებზე რაიმე მიზიდულობა, დარდი
ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე, ხშირად - უცნაური დამოკიდებულება მშობლებზე.
თუ ადამიანი ეკუთვნის 1973-75 წლების თაობას, მაშინ უფრო მეტად მშობლებში არ
გაუმართლა, აქედან - ინფანტილური კომპლექსები, მარტოობის გრძნობა, ნაღველი,
მელანქოლია. უკეთეს შემთხვევაში, შეძლებს გახდეს ბწყინვალე ისტორიკოსი,
არქეოლოგი ანდა სიძველეების მკვლევარი. ზუსტადაც ძალიან კარგი ისტორიკოსები
და არქელოგები ხდებიან, რადგანაც სისტემა თავისთავად იგება. ასეთი სატურნის
მქონე ადამიანები ინტუიციურად გრძნობენ და აგებენ ისტორიულ სისტემებს, ანუ
მიღებულ ფაქტებს აწყობენ რაღაც სისტემაში, რომლის გაკეთებაც ბევრ ისტორიკოსს
არ შეუძლია.

საერთოდ, ამ ადამიანის ფასეულობათა სისტემა წარსულზე იქნება აგებული და


ზუსტად წარსულის ფესვში იქნება წასული, შეიძლება მისთვის დამახასიათებელი
იყოს წინაპრებთან გაუწყვეტელი კავშირისგან მხარდაჭერის მოპოვება _ ეს მისი
შესაძლებლობაა გათავისუფლდეს კომპლექსებისგან, მიახდინოს ნათალური
სატურნის საწყისი დანაკარგების კომპენსირება. უკან, წარსულისკენ მოხედვის
უნარის წყალობით, ფლობს არა გარეგან, არამედ ზუსტად შინაგან უწვეტ კავშირს
წარსულთან, წინაპრებთან, გვართან, ტრადიციებთან ანდა შეიძლება გამოვლინდეს
გამძაფრებული ნოსტალგიის გრძნობა.

ადამიანს სატურნით კირჩხიბში, საერთოდ ძალიან გაურთულდება გახსნა,


ყოველთვის შინაგანად შეიგრძნობს რაღაც ნაჭუჭს, მხოლოდ ერთია, ტრადიციებთან,
წყაროებთან, ისტორიასთან მუშაობით, საკუთარი გენეოლოგიური ხის კვლევა-ძიების
დახმარებით, შეძლებს საკუთარი კომპლქსებისგან გათავისუფლებას.

სატურნი XII სახლში

XII სახლის დახასიათება - ბედის გამოცდები, ფარული მტრები, ძალადობა და იძულება,


უბედური შემთხვევები და იზოლაცია, შეზღუდვები, არაცნობიერი ''მე''.

დადებითი მხარეები - იქნება დაინტერესება და უნარები ოკულტური მეცნიერებების


მიმართ, ღრმა გაგება ცხოვრების პროცესებში. ფსიქოლოგიური უნარი საიდუმლო
შეღწევადობის, საიდუმლო ინფორმაციის წყაროების მიმართ, “სულიერი
რობინზონები,” შეიძლება ცხოვრობს მარტო, არღვევს ყველა შიშის, შეცდობებს,
შეუძლიათ აიყვანონ თავიმჭიდრო კონტროლის ქვეშ, მოითმინონ ნებისმიერი
გაჭირვება და აღკვეთა.

უარყოფითი მხარეები - სერიოზული დაბრკოლება ცხოვრებაში, მაჩვენებელია ციხის


ან საავადმყოფოსი. შეიძლება ჩათვალოს, რომ მთელი სამყარო ციხეა: ჰიპოხონდრია,
ჩაკეტილობა ანდა საკუთარ ტავში წასვლა, ადამაინების უარყოფა, ძალიან
გაბოროტებული სატურნი იძლევა გრძელვადიან ნერვულ - ფსიქიატრიულ
ავადმყოფობას (სატურნი – დეპრესია, მთვარესთან და ვენერასთან ერთად –
მანიაკალურობა, მთვარესთან და ურანთან ერთად – ნევრასტენია, ისტერია).

ურანი თევზებში

სპონტანურობა + მოლოდინი = მძაფრი ზეშთაგონება


ხასიათის ნეგატიური განვითარებისას - უსარგებლო იდუმალებისადმი უცნაური
სწრაფვა, არაღიარების გამო მწუხარება. ეს ადამიანი მიდრეკილია სულიერი
კავშირების მოულოდნელი რღვევისა და უნაყოფო ფანტაზიორობისკენ, არ აქვს
მოქმედებისა და თავისი აზრების ხორშესხმის სურვილი.

ხასიათის პოზიტიური განვითარებისას – მტკიცე ინტუიციური ნიჭი, საკუთარი


სურვილიდან გამომდინარე სულში წვდომა ნებისმიერ მომენტში. ადამიანი ფლობს
ამოუხსნელ ტალანტს – შთააგონოს გარშემომყოფები საკუთარი აზრებით,
უიშვიათესი სიღრმისეული იდუმალების გრძნობით, კოსმოპოლიტური
მსოფლხედველობით, შესაშური მშვიდობისმყოფელობითა და უამრავი უჩვეულო,
ქვეცნობიერში დაფარული ნიჭით.

ამ ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება აღსავსეა ყველაზე მოულოდნელი შეგრძნებებითა


და აღმოჩენებით. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მუდამ მშვიდნი არიან, რადგან
საჭიროებისას ისინი ინტუიციურად იღებენ პასუხებს ნებისმეირ კითხვაზე. მათ
ცხოვრებაში ძალაუფლება არაცნობიერს აქვს, ის მუდამ მათ სამსახურშია. ადამიანები
თევზები ურანით მხოლოდ შეხედულებით გვანან – უმწეოებს, სინამდვილეში –
სამყაროს ცოცხალი ენერგიები, პირდაპირ მათ ქვეცნობიერში იკვალავენ გზას,
ამგვარად ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლიათ. სიცოცხლის ახალ
დონეზე გადადიან იქ, სადაც გარშემომყოფებმა დიდი ხანია ხელი ჩაიქნიეს ხსნაზე და
უარი თქვეს ნებისმიერ მცდელობაზე.

ნიჭიერი ორგანიზატორები და ხელმძღვანელები არიან, სხვებს “კულისებიდან“


საკმაოდ ეფექტურად და მკაცრად მართავენ. მათი ინტერესები საკმაოდ
მრავალმხრივია, შეხედულებები – ეთიკური, ფილოსოფიური და რელიგიური
პრობლემები ძალიან ორიგინალური. ყველა ცვლილებას მათ ცხოვრებაში
არაპროგნოზირებადობისა და მოულოდნელობის ბეჭედი აქვს დარტყმული, რაც მათ
მეტ კრძალვასა და მორიდებას, სიმორცხვესა და შფოთსაც კი მატებს. იმდენად
ეჩვევიან აფეთქების მაგვარ ცვლილებებს თავის ცხოვრებაში, რომ სრულიად
ივიწყებენ მორალურ ნორმებს, უცხოვდებიან საარსებო ნაკადისგან და მარტოობაში
იკეტებიან.

განსაკუთრებულ წარმატებას პოლიციაში, კრიმინიალისტიკის, იურისპიდენციისა და


პედაგოგიკის საქმიანობაში აღწევენ. ძალიან დახვეწილად შეიგძრნობენ
წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს მსოფლეხდველობის გაბატონებულ
სისტემებში, ამიტომ უდრეკად ცდილობენ სულიერი სწავლებების აღდგენასა და
ცხოვრებაში ახალი ფსიქოლოგიური საფუძვლების მოძიებას. სხვების
დასამხმარებლად მუდამ მოულოდნელად ჩნდებიან, (მოულოდნელად საკუთარი
თავისთვისაც), თითქოს არაცნობიერი მათ სურვილს აღუძრავთ დახმარების ხელი
გაუწოდონ სხვებს იქ, სადაც ცნობიერს სძინავს და უმოქმედობაშია. ყველაფერ ახალს
ისინი საკუთარი არაცნობიერის სიღრმისეულ კოსმოსში პოულობენ. მათი აზოვნება
მიუკერძოებელი და გარკვეულწილად ანარქიულია, მაგრამ სწორედ ამ დოგმების
უკავშირობა აძლევთ მათ საშუალებას საოცრებები განახორციელონ ფსიქოლოგიურ
წვდომაში, სწორი გზის ინტუიციური აღქმით დიდებით გამოდიან ყველაზე რთული
სიტუაციებოდანაც კი.
ეს ადამიანები არასდროს არ კმაყოფილდებიან ცხოვრების არსის ზედაპირული
გარჩევით, ისინი დაკავებულნი არიან ახალი სულიერი მხარდაჭერის ძიებისა და
ახალი იდეალების მოპოვების ყველა საშუალებებითა და კველევებით. რელიგიის
არჩევა მათთვის უმნიშვნელოვბანესი რამაა, მაგრამ ეს უცებ არ ხდება, რადგან ეს
საკითხი მოითხოვს შესაბამის გარემოებას და სიღრმისეულ ძიებას. ინტუიციურად ეს
ადამიანები თავისუფალნი არიან უხილავ სამყაროში ფსიქოლოგიური წვდომით,
თუმცა გარეგნულად პრეტენზიულ-რომანტიულ ნატურას გვანან, რომელიც თითქოს
რეალობასაა მოწყვეტილი, სინამდვილეში მათ შეუძლიათ ნებისმიერი პრაქტიკული
ცხოვრებისეული პრობლემიდან გამოსავალის პოვნა.

ინტუიცია და მედიტაცია – მათი მთავარი იარაღია, საუკეთესოდ ყოფისათვის


ბრძოლაში. ისინი ცვალებადი, მეგობრული, იდეალისტი, მეოცნებე, მისტიური და
ფილოსოფიური ნატურის ადამიანები არიან, აღმრთებენ ხელოვნებასა დაპოეზიას და
მათი დამსახურებით ძალიან ღრმად და მჭიდროდ არიან კავშირში სხვებისთვის
მიუწვდომელ, უცნობ სამყაროებთან და აზრობრივ სივრცესთან.

სულიერ ბრძოლას უცხადებენ ზედაპირულ პრაგმატიზმსა და მატერიალიზმს. მზად


არიან მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ, უმაღლესი ჭეშმარიტების საჭიროება და
მიღწევების წყურვილი. ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადი ბუნება აქვთ,
ახასიათებთ წყენა, გაბუტვაც, სწორედ ამიტომ მათი ნერვული სისტემა ხშირად
გადაიძაბება ხოლმე. ძალიან უჭირთ მოშვება, მოდუნება, რადგან არაცნობიერსა და
„ეგოს“ შორის კაშირი არასდროს არ წყდება. ამიტომ ხშირად ამეტებენ ალკოჰოლის
მიღებისას, ნარკოტიკულ საშუალებებს მიმართავენ, ან სიამოვნებას ეროტიულ
სამყაროში ეძებენ – საჭიროებენ თუნდაც არა ფსიქიკურ, მაგრამ ფიზიოლოგიურ
განტვირთვას, რადგან პირდაპირი კონტაქტი სხვა სამყაროებთან მათ სრულიად
ფიტავს. მუდამ გარე რეალობისა და ტრანსცენდენტული სივრცის ზღვარზე არიან.

არც ისე იშვიათად მათ კაპრიზულებად და ჭორიკნებად მოიხსენიებენ მხოლოდ


იმიტომ, რომ მიდრეკილნი არიან ყველას მოუყვნენ თავისი სულიერი ზეშთაგონებები,
ხილვები და ძალიან უცრუვდებათ იმედი იმის გამო, რომ არავის ესმის მათი.

ბრწყინვალე მედიუმები და გენიალური ეზოთერიკოსები არიან, რომელბიც უშუალო


და ცოცხალ კავშირში არიან კაცობრიობის სულისა და სამყაროსეული სიცოცხლის
სიღრმისეულ იდუმალებასთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ ცხოვრებისეულ
გზაზე აქვს სიზმრებსა და ყველა სახის ზეშთაგონებას, რომლებიც ხშირად სტუმრობენ
მათ ძილ-ღვიძილში, ცხადშიც. ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ დარჩნენ ნორმალურები
უხეშ და უგრძნობ თანამედროვეობასთან ერთად, ამიტომ ისინი ხშირად
განსაკუთრებულ გარემოს ირჩევენ, რომლებიც დიდ სირთულეებს არ უქმნით თავის
ყოფაში და თავს გრძნობენ ისე, როგორც უნდათ და ჭირდებათ. ხშირად უხეში
თანამედროვე ადამიანები ცდილობენ ძალადობით მათ თავის რჯულზე მოქცევას. ამ
ურანელების პრობლემა ის არის, რომ ისინი ძლიან დახვეწილი და ნატიფი ბუნებისანი
არიან სხვებისთვის, რაც ასევე ხშირად იწვევს მათ გაუცხოვებას მეგობრებისა და
საზოგადოების მიმართ. ინტუიციური ნიჭი მათში უმაღლეს განვითარების საფეხურს
აღწევს. დაბადებიდან მისტიურები და რელიგიურიებიარიან და უკიდურეს ინტერესს
ავლენენ ნებისმიერი სახის მისტიური კვლევების მიმართ. ყოველ საფეხურზე მათ თან
ახლავს იდუმალი მინიშნებები (ნიშნები) და უცნაური აღმოჩენები, რომლებიც
უთითებენ გზას, მატერიალური ცხოვრების ბნელ სავალზე. სულიერი ბრძოლისას
მატერიალური ტენდენციების გადალახვის გამო მთელი ძალით ცდილობენ
გათავისუფლდნენ წარსულის სულიერი და ფსიქოლოგიური გავლენისაგან და მუდამ
სულიერად უფრო მაღალი მდგომარეობის ძიებაში არიან.

ურანი IX სახლში

IX სახლის დახასიათება - ურთიერთობები უცხოელებთან, მოგზაურობა, ემიგრაცია,


სულიერება და მსოფლმხედველობა, აბსტრაქტული აზროვნება, ფილოსოფია და
რელიგიურობა, მორალი და ეთიკა, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. საბუთები.
არაოფიციალური სექსუალური ურთიერთობები.

საკვანძო სიტყვა _ „არაორთოდოქსულობა“

ეს გამომგონებელი, დამოუკიდებელი, ყველაზე განსხვავებული ტალანტებით


დაჯილდოებული და ავანტურებისკენ მიდრეკილი ადამიანია. უყვარს მოგზაურობა,
განსაკუთრებით ეგზოტიკურ ადგილებში,სადაც ყველაზე უჩვეულო შეგრძნებებს
განიცდის. რელიგიასა და იდეოლოგიებთან მიმართებაში არადოგმატურია. მისი
მსოფლმხედველობა რეალობის ინტუიციურ ხედვებს ეფუძნება და მკვეთრად არის
შეფერილი სოციალურ-უტოპიური ორიენტაციით. პლანეტის დაზიანება განაწყობს
ფანატიზმისკენ, ასევე განაპირობებს მართლმსაჯულებასა და იურიდიულ
საკითხებთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიტუაციებს. ამიტომ, ძალიან
მნიშვნელოვანია დაემორჩილოს კანონის ნორმებს, რადგან მართლმსაჯულებასთან
კონფლიქტში დამარცხდება!

წარმატებულია პედაგოგიკის, პოლიტიკის ან საგამომცემლო საქმიანობაში. არც ისე


იშვიათად ხდება ნიჭიერი სოციალური რეფორმატორი ან გამოჩენილი პოლიტიკური
ლიდერი. მარტივად ემიჯნება ორთოდოქსალურ რელიგიურ და საზოგადოებრივ
შეხედულებებს. ის ყოველთვის მოწინავე იდეების მომხრეა, განსაკუთრებით
ფილოსოფიის, აღზრდისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. ძლიერ იტაცებს
ასტროლოგია, ეზოთერიკა და პარაფსიქოლოგია. წარმატებით იყენებს სწავლების
უახლეს მეთოდებს: ვიდეოტექნიკას, კომპიუტერულ სისტემებს.

გულის სიღრმეში გამოუსწორებელი უტოპისტია. მართალია, წარსულის


საიდუმლოებები და შორეული სამყაროების გამოცანები ძალიან მოსწონს,მაგრამ
უმეტესად მაინც მომავალში მოგზაურობს გონებით. არც ისე იშვიათად ხდება
სექტანტი ლიდერების ფანატიკური მიმდევარი ან ამქვეყნიურ მანკიერებებს
მოწყვეტილი „კაბინეტის ფილოსოფოსი“. არ არის გამორიცხული
წინასწარმეტყველების ნიჭი, განსაკუთრებით სოციალურ ცვლილებებთან
დაკავშირებით. ასეთი ადამიანები ხშირად ხდებიან ოკულტური ნაწარმოებების
ავტორები.

უყვართ ყველაფერი უჩვეულო და არაორდინალური, ორიგინალური და


ექსცენტრული. დიდი გატაცებით აგროვებენ ანტიკვარიატს. აქტიურ
ცნობისმოყვარეობას ავლენენ წინასწარმეტყველებების მიმართ. მოსწონთ
ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა. მიდრეკილნი არიან ცრურწმენებისკენ. შორეულ
მოგზაურობაში შეიძლება კატასტროფებს გადააწყდნენ. ძირითადად,
თვითგანათლებით არიან დაკავებულნი და სწავლების დაუსწრებელი ფორმები უფრო
იზიდავთ. ეზოთერიკაში საკუთარ გზას ირჩევენ. ხშირად აღენიშნებათ
პარანორმალური უნარები, რაც მოულოდნელად ვლინდება. შეუძლიათ გახდნენ
ნიჭიერი გამომგონებლები, ბიზნესმენები, კონსტრუქტორები, მეწარმეები,
მკურნალები, პირველაღმომჩენები.

You might also like