Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

თემები, სიუჟეტები და მოტივები წარმოადგენენ ტექსტის შემადგენელ ნაწილებს

რომლებიც არსრულებენ მასტრუქტურირებელ და სემანტიკურ ფუნქციას. მათი


მეშვეობით მოქმედების ორგანიზებასთან ერთად შინაარსობრივი მთლიანობაც
იქმნება. ისინი ტექსტებს აკავშირებენ ერთმანეთთან და სხვადასხვა სააზროვნო
კონტექსტზე მიანიშნებენ.

იმ უმცირეს ერთეულს, რომელსიც შინაარსობრივ კატეგორიებში მოქმედების


მასტრუქტურირებელს და ამასთანავე მნიშვნელობის მაწარმოებელს წარმოადგენს,
მოტივი ეწოდება. იმის მიხედვით თუ რამდენად მნიშნელოვანი ადგილი უჭარვს
მოტივს ნაწარმოებში ერთმანეთისგან განირჩევა მთავარი და მეორეხარისხოვანი
მოტივები.

მოტივი შესაძლოა უკავშირდებოდეს მოქმედ პირს, ადგილს, ვითარებას, ჟანრს...

მოტივი ემსახურება ემსახურება ტექსტის სტრუქტურირებას: აწესრიგებს


ხდომილებას, მიანიშნებს ნაწარმოების თემაზე და ტექსტს ანიჭებს აზროვრივ
სიმწყობრეს. ამასთან ერთად იგი წარმოადგენს ნაწარმოების ფაბულის ბირთვს,
კონფლიქტის მაწარმოებელ კვანძს, მაგრამ არა მოქმედებას.

მოტივი წარმართავს რეცეფციასაც, მკითხველისთვის წაკითხულის ახსნის


ვარიანტების შეთავაზების გარდა, მონათხრობს უქმნის გარკვეულ განწყობას და
ანიჭებს დინამიკას.

მოტივისგან განსხვავებით სიუჟეტი უფრო კონკრეტულია და რამდენიმე


სტრუქტურული ერთეულის ორგანიზებულ ნაერთს წარმოადგენს. მეტიც,
ლიტერატურულ სიუჟეტში შესაძლოა რამდენიმე ლიტერატურული მოტივიც კი
შეერწყას ერთმანეთს.

მოტივისგან განსხვავდება თემაც და სიუჟეტიც. თემა შესაძლოა, რომ დამეთხვეს


მოტივს, მაგრამ მისგან განსხვავდება იმით, რომ მოტივთან შედარებით იგი
ნაკლებად კონკრეტულია. ამასთან ერთად მოტივი შესძლოა უკავშირდებოდეს, რაიმე
კონრეტულ ეპიზოდსა თუ მოქმედებას, მაშინ როდესაც თემა მთლიანად ტექსტს
ეხმიანება.

You might also like