Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

რევოლუციები რუსეთში

მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთში სამი რევოლუცია მოხდა. პირველი 1905-7 წლებში.
რუსეთის იმპერის სიდიდით მეორე იმპერია იყო ბრიტანეთის იმპერიის შემდეგ. 1897 წლის
აღწერით მოსახლეობა 128.2 მილიონ კაცს ითვლიდა. რუსეთში მეცხრამეტე საუკუნის
ბოლოს ცვლილებები მოხდა. მეურნეობების აგრარული ტიპი ინდუსტრიით შეიცვალა.
მრეწველობამ სწრაფი ტემპით დაიწყო ზრდა. დაფუძნდა ახალი პოლიტიკური
გაერთიანებები. რევოლუციური მიმდევრობების პარტიები. მაგალითად 1903 წელს,
რუსეთის ყველაზე მძლავრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ) გაიყო ორად,
მენშევიკებად და ბოლშევიკებად. 1904-5 წლებში რუსეთ ჩაბმული იყო იაპონიასთან ომში,
სადაც დამარცხდა და შექმნილმა ეკონომიკურმა და სოციალურმა მძიმე პირობებმა,
გაააქტიურა სოციალური მოძრაობები. 1904 წელს გამოსველბი და გაფიცვები დაიწყეს სანკ-
პეტერბურგის მუშებმა. მათ სათავეში ედგა რუს მუშათა კრება, მღვდელ გაპონის
მეთაურობით. 1905 წლის 7-8 იანვარს, გაფიცვებში მონაწილეობდა 125 ათასი მუშა. 8
იანვარს გაპონის ინიციატივით, შედგა მუშათა მოთხოვნების პეტიცია იმპერატორის
სახელზე. მუშები ითხოვდნენ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, აზროვნების
თავისუფლებას და ხელშეუხებლობას, სიტყვის - შეკრების თავისუფლებას. სახელმწიფოსგან
ეკლესიის გამოყოფას. ომის შეწყვეტას იაპონიასთან. 8 საათიანი სამუშაო დღის შემოღებას.
1905 წელის 8 იანვარს, დილით ამ მოთხოვნების მეფისთვის გადასაცემად, გაფიცულები
ზამთრის სასახლისკენ დაიძრნენ. მათ რიცხვი დაახლოებით 150 ათასი იყო. მათ
შესაჩერებლად ესროლეს. სროლის შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი და დაიჭრა 159. ეს დღე
ისტორიში შევიდა სისხლიანი კვირის სახელით. ამას ძლიერი რეაქცია მოყვა, დაიწყეს დიდი
ქალაქების მუშებმა მასობრივი გამოსვლები. განსაკუთრებით რკინიგზის მუშების გაფიცვამ
აიძულა ნიკოლოზ მეორე დათმობებზე წასულიყო. 17 ოტომბერს გამოქვეყნდა იმპერატორის
მანიფესტი. ის მოსახლეობას თავისუფლებას და სახელმწიფო დუმის (პარლამენტი)
ჩამოყალიბებას პირდებოდა. 1906 წელს ნიკოლოზ მეორემ პრემიერმინისტრად პეტრე
სტოლიპინი დანიშნა, რომელმაც რუსეთში რეფორმები ჩაატარა. ის ისტორიაში შევიდა
სტოლიპინის აგრარული რეფორმების სახელით. რუსეთში დუმის არჩევნები დაინიშნა.
რუსეთის იმპერიაშ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოქმედებდა იმპერატორთან ერთად
სახელმწიფო საბჭო, რომელიც კანონ-პროექტებზე და ინიციატივებზე მუშაობდა და შემდეგ
იმპერატორს წარუდგენდა. საბოლოო გადაწყვეტილებას იმპერატორი იღებდა. 1906 წელს
იმპერატორმა სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა შეცვალა. 1906 წლის 27 აპრილს
სახელმწიფო დუმის პირველი სხდომა ჩატარდა სანკ-პეტერბურგში. დუმის უმრავლესობამ
მოითხოვა მიწა გადაეცათ გლეხებისთვის. მეფემ მემემულეთა საკუთრების ხელყოფა ვერ
დაუშვა და დუმა დაითხოვა. დუმის შენობა კი ჯარმა დაიკავა. დაინიშნა დუმის ახალი
არჩევნები და 1907 წლის 20 თებერვალს მუშაობა ახალი მოწვევის მეორე სახელმწიფო
დუმამ განაგრძო. დუმაში სციალ-დემოკრატებს გამოსვლების გამო 1907 წლის 1 ივნისს
პარტიას ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება წაუყენეს. 3 ივნისს მისი
წევრები დააპატიმრეს. მთავრობამ მეორე მოწვევის დუმა დათხოვნილად გამოაცხადა და
ახალი საარჩევნო კანონი მიიღო. რუსეთში პოლიტიკური გამოსვლები კვლავ დაიწყო.
რუსეთის სახელმწიფო დუმა სულ 4-ჯერ მოიწვიეს. დუმის ზედა პალატად რუსეთის
იმპერიის სახელმწიფო საბჭო გვევლინებოდა. 1905-7 წლების რევოლუციური გამოსვლები
საიმპერატორო ხელისუფლებამ ჩაახშო.
მეორე რევოლუცია რუსეთში მოხდა 1917 წლის თბერვალში. რევოლუციის ერთ-ერთი
გამომწვევი მიზეზი იყო, რუსეთის არმიის ფრონტზე განცდილი არაერთი მარცხი,
სურსათის ნაკლებობა, საომარი ტექნიკის ნაკლებობა. 1917 წლის 22 თებერვალს
იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ფრრონტზე გაემგზვრა. მეორე დღესვე, 23 თბერვალს
იმპერიის დედაქალაქში პეტროგრადში გამოსვლები დაიწყო .ათასობით ადამიანი
აპროტესტებდა სურსათის გაძვირებას. გამოსვლებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. გაჩნდა
ლოზუნგები: „ძირს ომი“, „ძირს მეფე“ „პური და მშვიდობა“. ხელისუფლებამ
დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ ჯარი გამოიყვანა. ჯარისკაცებმა არ გაუხსნეს ცეცხლი
მშვიდობიან მოსახლეობას. პირიქით ჯარი 27 თებერვალს ომის შეწყვეტის მოთხოვნით
გამოვიდა და აჯანყებულების მხარე დაიჭირა. ნიკოლოზ მეორე, გადაწყვიტა პეტერბურგში
დაბრუნებულიყო, მაგრამ რკინიგზით დედაქალაქში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა და
ნიკოლოზ მეორე ქალაქ ფსკოვში ჩავიდა მატარებლიდან. იგი დათმობებზე წავიდა და
რევოლუციონერების მიერ ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფო ორგანოს, მუშათა
დაჯარისკაცთა დეპუტატების დროებით აღმასკომს, რომლის ლიდერი იყო ქართველი
კარლო ჩხეიძე და ასევე მიხეილ როძიანკო იმპოერატორი შეუთანხმდა, რომ 1917 წლის 2
მარტს ტახტს დათმობდა, გადადგებოდა თავისი ძმის მიხეილის სასარგებლოდ.
იმპერატორი დაიეთანხმა დროებითი მთავრობის შექმნასაც გიორგი ლვოვის მეთაურობით.
რუსეთში მეფე გადადგა და რუსეთში ორ ხელისუფლებიანობა დამყარდა. პირველი
დროებით მთავრობა ლვოვის მეთაურობით და მეორე მუშათა და ჯარისკავთა დეპუტატების
საბჭო. მათ შორის წინააღმდეგობა სერიოზული იყო. რუსეთში მრავალი პარტია
ჩამოყლიბდა და დროებითმა მთავრობამ ვერ გაბედა რადიკალური სოციალური
რეფორმების განხორციელება. ელოდებოდა ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს
დამფუძნებელი კრების არჩევას და მოწვევას. მოსახლეობაში თანდათან პოპულარობა
ბოლშევიკების მემარცხენენ ლოზუნგებმა მოიპოვა. ბოლშევიკები კატეგორიულად
მოითხოვდნენ საბჭოებისათვის ხელისუფლების გადაცემას. 1917 წლის 3 ივლისს
ბოლშევიკებმა მოახერხეს პეტროგრადში მუშათა და ჯარისკაცთა დიდი ამბოხი, დროებით
მთავრობის გადადგომის მოთხოვნოთ. 5 ივლისს ამბოხება ხელისუფლებამ შეაჩერა. ლენინი
და სხვა ბოლშევიკების ლიდერები ფინეთში გაიქცნენ და გადაწყვიტეს ძალაუფლების
ხელში ჩაგდება შეიარაღებული აჟანყებით რევოლუციის გზით. გამჟღავნდა გერმანიის
სამხედრო უწყების მიერ, ბოლშევიკების პარტიის დაფინანსების ფაქტი, თუმცა დროებითი
მთავრობა მოერიდა ბოლშევიკების წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებას. 1917 წლის
8 ივლისს, ახალი კუალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, თავმჯდომარე გახდა ესერების
პარტიის ლიდერი ალექსანდრე კერენსკი. რაც შეეხება მეორე ორგანომ მუშათა და
ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოებმა, დროებით მთავრობას მოქმედების სრული
თავისუფლება მიანიჭა. ქვეყანაში ანარქია გრძელდებოდა. რუსეთის არმიის ზედა ფენებში,
გენერალიტეტში გაჩნდა სამხედრო დიქტატურის დამყარების იდეა, მთავარსარდალ
კორნილოვის მეთაურობით. კერენსკის დროებითმა მთავრობამ, კორნილოვის
დაპატიმრების ბრძანება გასცა, თუმცა მთავრობის წევრებმა მაშ მხარი არ დაუჭირეს და
გადადგომა ამჯობინეს. 1917 წლის 22 სექტემბერს კერენსკიმ ბოლშევიკებს მიმართა
ჩამოეყალიბებინათ კოალიციური მთავრობა. ბოლშევიკებმა მოითხოვეს მთავრობის
გადადგომა და საბჭოების ახალი ყრილობის მოწვევა. ფინეთში მყოფი ლენინი, მოუწოდებდა
პარტიის ლიდერებს მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. წინააღმდეგ შემთხვევაში
იმუქრებოდა, რომ დატოვებდა ბოლშევიკების პარტიას. ბოლშევიკთა ცენტრალური
კომიტეტი (ცაკი) იძულებული გახდა ლენინის მუქარა შეესრულებინა. შეიარაღებულ
აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ლევ ტროცკი. პეტროგრადის ზამთრის სასახლეს, სადაც
იმყოფებოდა დროებით მთავრობის შტაბი, ბოლშევიკების მხარეზე გადასულმა
კრონშტადტელმა მეზღვაურებმა ალყა შემოარტყეს. პარალელურად გვარდიის ნაწილებმა
დაიკავეს სხვა სტრატეგიული პუნქტები და 1917 წლის 15 ოქტომბრის ღამეს კრეისერ
ავრორას მიერ ზალპის სტყორცნით დაიწყო შეტევა ზამთრის სასახლეზე. ზამთრის
სასახლეში დროებით მთავრობის რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდა. სასახლეში შეჭრილმა
წითელ გვარდიელებმა გამოყარეს ისინი და სახელმწიფო გადატრიალება დასრულდა. ეს
სახელმწიფო გადატრიალება შემდეგ მოინათლა 1917 წლის დიდი ოქტომბრის
სოციალისტური რევოლუციის სახელთ. ასე მოხდა რიგით მესამე რევოლუცია რუსეთში და
დამყარდა პროლეტარიატის დიქტატურა ლენინის მეთაურობით. ნოემბერში ჩატარდა
დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც ბოლშევიკებმა არასასურველი შედეგი
მიიღეს. ყველაზე მეტი ადგილი დამფუძნებელ კრებში მიიღო სოციალისტ-
რევოლუციონერთა პარტიამ. მეორე ადგილზე გავიდნენ ბოლშევიკები. ბოლშევიკებს არ
სურდათ რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლების ხელიდან გაშვებდა და ნოემბერშივე
პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ, აიღო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია და
შექმნა სახალხო კომისართა საბჭო „“სახკომ საბჭო“ (მინისტრთა საბჭის მსგავსი). და სახკომ
საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმერ ლენინი. 1918 წლის 6 იანვარს, ბოლშევიკებმა
ლენინის მეთაურობით დაშალეს დამფუძნებელი კრება, გარეკეს მისი დეპუტატები და ლევ
ტროცკიმ ყველგან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი ორგანო
საბჭოები ხდებოდა და ყველგან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ იმპერიბეში
გაჩნდა ტერმინი საბჭოთა მმართველობა. ასე დაამყარეს ბოლშევიკებმა თავიანთი
ხელისუფლება ძლისმიერი მეთოდებით, შეიცვალეს პარტიის სახელი და დაირქვეს
ბოლშევიკების ნაცვლად რუსეთის კომუნისტური პარტია. საბჭოთა მთავრობამ დაიწყო
მოლაპარაკებები გერმანიასთან ზავის მთხოვნოთ. ზავის პირობები ლიტვა, პოლონეთი,
ბელარუსია გერმანული ჯარის მიერ ოკუპირებული უნდა დარჩენილიყო და ჩამოშორებოდა
რუსეთს. ტროცკიმ უარი განაცხადა ტერიტორიულ დათმობაზე, თუმცა დებდა პირობას რომ
რუსეთ შეწყვეტდა ომს. ამას მოყვა გერმანიის შეტევის გაგრძელება რუსეთის წინააღმდეგ და
ბოლოს და ბოლოს ბოლშევიკებმა გაიზიარეს ლენინის პოზიცია ზავის დაუყოვნებლივ
პირობების წამოყენების გარეშე ხელმოწერის შესახებ, 1918 წლის 3 მარტს ბრესტლიტოვსკში
ხელი მოაწერე გერმანიასთან ზავს. ამ ზავით ამიერ კავკასიის ისევე როგორც რუსეთის
ტერიტორიის დიდი ნაწილი გერმანიისა და მისი მოკავშირეების ხელში გადადიოდა.
მაგალითად ოსმალეთის იმპერიას რჩებოდა ბათუმის ყარსისა და არზრუმის ტერიტორიები.
თურქეთის დელეგაციამ ბრესტლიტოვსკის კომფერენციაზე დიპლომატიის გამარჯვებას
მიაღწია. გამართლდა გერმანიის გეგმა, ბრესტის ზავით რუსეთი გამოვიდა ომიდან და
დაარღვია ანტანტის ხელშეკრულება.

You might also like